შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაზეც არავინ საუბრობს


22-08-2020, 20:55
ავტორი spangebob
ნანახია 1 147

თავი 1
როდესაც ვიგებთ სიტყვა ინტერნეტს თავში უამრავი აზრი ამოგვიტივტივდება. პირველად ალბათ გვახსენდება ინფორმაციის მოძიების ფართო და სწრაფი გზა, შემდეგ ალბათ მუსიკა, რომელიც ყოველ დღეს უფრო ააკაშკაშებს ხოლმე და ბოლოს სოციალური ქსელები. რისთვისაა საჭირო ის? ალბათ ურთერთობას სწრაფს და მარტივს ხდის, ვუკავშირდებით შორს მყოფ მეგობრებსა თუ ნათესავებს და ვიგებთ მათ ამბებს მათივე გამოქვეყნებული ფოტოებითა და სტატუსებით, ალბათ ეს ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა როდესაც ინტერნეტის ბენეფიტებზე ვსაუბრობთ. თუმცა რასაც ვერ ვაცნობიერებთ ისაა თუ რამდენად დამოკიდებული ვართ ჩვენ მასზე და რამდენად საშიშია ჩვენთვის. უბრალოდ ვერ ენდობი ახალ გაცნობილ ადამიანს, თუმცა რატომღაც ამას ვივიწყებთ და ვერთობით მასთან საუბრისა და გაცნობაში გატარებული დროით, შემდეგ პირველი შეხვედრა, რომელიც ალბათ რა თქმა უნდა საუკეთესოა და თან ამავდროულად საშინელი, უხერხულობა და გაურკვევლობა, არ იცი მეორე შეხვედრა იქნება თუ არა ან კიდევ გინდა თუ არა თავად რომ იყოს. საბოლოოდ ალბათ ბედნიერი ხარ რომ ურთიერთობას აგრძელებთ და ელოდები თუ სად მიგიყვანს ეს ყოველივე. ალბათ იდეალურად ჟღერს ასე არაა? და რა მოხდება თუ შენ მოგატყუეს და არ აღმოჩნდა ის ადამიანი ვისაც წერდი და გეგონა რომ იყო? და ამას მხოლოდ მასთან შეხვედრის შემდეგ მიხვდი? ალბათ ვეღარაფერს რადგან გგონია რომ ის სანდოა უამრავი ტყუილის მიუხედავად. სწორედ ამიტომ ვაკეთ ჩემ საქმეს და საუკეთესოს ვიმედოვნებ.
მე და ჩემმა სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ორგანიზაცია შეგვექმნა, სადაც მსგავს ხალხს ვამხილებდით. მე პროგრამისტის როლს ვითავსებ, ასევე ხშირად დავდივართ მათთან შესახვედრად მე და ანი, ხოლო ბიჭები ალექსანდრე და გიორგი ორგანიზებასა და სხვა საქმეებს განაგებენ. საბოლოოდ იდეალური გუნდი ვართ.
-ნატალი, ყველაფრის ბლოგზე გამოქვეყნება არ შეიძლება- მეუბნება გიორგი, რომელიც ერთ-ერთია ჩემი მეგობრებიდან.
-ბლოგი ანონიმურია და ისეთს არაფერს ვწერ რაც გვამხილებს- თვალებს ვატრიალებ და წინა შემთხვევაზე ვყვები ბლოგში.
-მაინც არავინ კითხულობს, წეროს რაც უნდა- მხარს უბამს ალექსანდრე და ეცინება ყველას.
ვამთავრებ ბლოგის წერას და ვტვირთავ, სხვათა შორის ბევრი კითხულობს, ერთ-ერთი პოპულარული გვერდი მაქვს. თუმცა უნდა იცოდე შენ იყენებ შენ გვერდს, თუ ის და გიმონებს. მე ჯერჯერობით ვახერხებ ბალანსის შენარჩუნებას, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია.
-ჯეკპოტი- ყვირის ანი -ახალ მსხვერპლი ვიპოვე, რომელსაც გავამწარებთ, მომისმინეთ, ერთი გოგო წერს, რომ ამა და ამ ადამიანმა მოატყუა თუმცა ვერ გაარკვია ნამდვილი სახელი და გვარი, რასაც ჩვენ მივხედავთ- საიტი გვქონდა სადაც გოგონები მსგავს შემთხვევებზე გვწერდნენ ამ შემთხვევაში კი ექაუნთზეც კი მიგვანიშნეს, თუმცა ხშირი იყო არასწორი ინფორმაციები და გულისყურით უნდა გადაგვემოწმებინა.
ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებ და პროფაილზე დავძვრები და მალევე ვაგნებ იმ ბიჭს რომლადაც ეს კაცი წარმოგვიდგენს თავს. ამ ყველაფერს კი პროგრამით ვადგენ, რომელიც სახეებს ამოიცნობს, რა თქმა უნდა ეს პროგრამა დაჰაკული მაქვს რადგან არ მოიპოვება, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს. შემდეგ ვნახულობ თუ რაიმე მისანიშნებელი დეტალი აქვს გაპარული ექაუნთის შექმნისას, თუმცა მსგავსი არაფერია, ყველაფერი იდეალურადაა ამ ბიჭის ნამდვილი ექაუნთი რომ არ მეპოვა მისი მეგონებოდა. თუმცა ბევრი უზუსტობაა, ახალი შექმნილისთვის ზედმეტად ძველი თარიღები აწერია ატვირთულ ფოტოებს. რაღაც ისე ვერ არის და უფრო და უფრო მიზიდავს ეს საქმე. ალექსანდრე თავზე მადგას და უყურებს როგორ ვამოწმებ ამ ყველაფერს და თავადაც ამჩნევს ცდომილებებს.
-აბა გავტეხოთ?- ვეუბნები მე.
-რო გავტეხოთ კვალს ვერ დავფარავთ და რა ვიცი სხვა გზა უნდა ვცადოთ, თან გატეხვა არაფერს მოგვცემს ისეთს, რაც აქამდე არ ვიცით.- ოცი წუთი ესე უაზროდ ვსხედვართ და ვფიქრობთ, არაფერი გამოდის. პროგრამებითაა დაცული, ვიღაცას აშკარად არ უნდა რომ შეამჩნიონ, მაგრამ რაღაც უნდა იყოს, რაღაც უმნიშვნელო დეტალი, რომელიც დაგვეხმარება.
-კარგი, გვიანია უკვე წავიდეთ სახლში, ხვალ გავაგრძელოთ ძებნა- ამბობს გიორგი და ყველას სკამიდან გვაგდებს. ჩვენ ანას სახლში ვიკრიბებოდით ხოლმე, თუმცა ერთი ბიჭის სანახავად იყო გაპარული და მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით. მალევე გამოვედით და გასაღები იქვე ხალიჩის ქვეშ დავტოვე, მოსვლისას რომ შესულიყო. ანის სახლი ოფისად გვექცია, თუმცა არ იყო ამის წინააღმდეგი. მეც მარტო ვცხოვრობდი თუმცა ჩემი სახლი ბევრად პატარა იყო. თვრამეტი წლის რომ გავხდი მარტო გადმოვედი საცხოვრებლად. პერფექსიონისტი ვიყავი და ამას არც ვვუარყოფდი, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო როგორც მე მინდოდა და მაგ დროს კარგად ვგრძნობდი თავს, ამიტომ სიცოცხლისთვის აუცილებელიც (რომ გავაბუქოთ) კი იყო საკუთარი სახლი მქონოდა.
-მოვედით, გადასკუპტი- მითხრა გიორგიმ, ბიჭებს დავემშვიდობე და ავედი სახლში. იცით რა ავსებს ცარიელ სახლს ჟრიამულით? რა თქმა უნდა ძალიან ხმამაღალი მუსიკა (თავს ისე მარტო აღარ გრძნობ) და ამას ყოველთვის მოყვება მეზობლების კარზე ან ჭერზე ბრახუნი, რომლებიც მევედრებიან რომ მუსიკას დავუწიო და მიყვირიან-შენ სულ გაგიჟდი? ბავშვს ძინავსო. სწორედ ამის შემდეგ ვირგებ ყურსასმენებს, სწორედ ასე და ამგვარედ მიდის ყოველი საღამო, თითქოს მონოტონურია არა? შეიძლება, თუმცა მე მომწონს ის ისეთი როგორიც არის სინამდვილეში.
ვწვები და შუქს ვაქრობ და სწორედ ამ დროს მომდის იდეალური იდეა, შუქს ვანთებ და მონაწერებში საიტზე იმ გოგოს ვნახულობ, რომელმაც მოგვწერა, რომ მას მოატყუეს, სასწრაფოდ ვწერ და ხვალ შეხვედრაზე ვუთანხმდები, ერთ-ერთ ჩემ საყვარელ კაფეში, მის ნახვას შუადღეს ვაპირებ და ყველაფერს ვგეგმავ. როგორც თვითონ მითხრა ეკატერინე ქვია (ჩვენს საიტზე მიმოწერა ანონიმურად ხდებოდა) ცოტათი ორჭოფობდა შეხვედრაზე, თუმცა საბოლოოდ დამთანხმდა და დახმარება გადაწყვიტა.
მეორე დილით თერთმეტზე გამეღვიძა და უცბად მოვემზადე, რადგან თორმეტზე ეკატერინეს უნდა შევხვედროდი. შავი ჯინსი და შავი მაისური ჩავიცვი, ასევე შავი სათვალე, ქუდის დაფარებაც ვიფიქრე რომ უფრო კარგად დავგვანებოდი გამომძიებელს, თუმცა გადავიფიქრე რადგან ეკა არ დამეფრთხო ჩემი ჩაცმულობით. კაფე სახლთან ახლოს იყო და თორმეტს რომ ოცი წუთი აკლდა უკვე იქ ვიყავი, ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე და დაველოდე მის გამოჩენას. ამასობაში ანამ დამირეკა ყვირილით თუ სად ვგდივარ ამდენხანს. ვუთხარი ყველაფერი და მაინც გაბრაზებული იყო მის გარეშე როგორ წავედი მაგრა,ა ბიჭებსაც გააგებინებდა. არ მინდოდა ეკატერინე დამეფრთხო პირველივე შეხვედრისას და ამიტომ გადავწყვიტე მისი მარტო ნახვა. თან ის სულ რაღაც 16 წლის იყო და ალბათ ისედაც ძალიან ნერვიულობდა რომ იმდენი გამბედაობა მოიკრიბა რომ ეთქვა, რასაც მე დიდ სითამამედ ვუთვლიდი. წუთებს ვითვლიდი მის გამოჩენამდე და ინტერესით ვკვდებოდი თუ რას მეტყოდა და აი ისიც გამოჩნდა.
თავი 2
ცხელი დღე იყო, თუმცა აგვისტოსთვის დამახასიათებელი. -ასეთი სიცხე არასდროს ყოფილა- ამბობს ხალხი, თუმცა რეალურად ყოველ წელს ამას იძახის. კაფეში გრილოდა და სიამოვნებით მივირთმევდი ცხელ ყავას (ვერ წარმომედგინა დღე ყავის გარეშე). გოგონაც შემოვიდა, შავი სათვალე ეკეთა და თეთრი თხელი კაბა ეცვა, ხელის აწევით ვანიშნე რომ აქეთ წამოსულიყო, თუმცა ჩემ უკან დაჯდა მაგიდაზე.
-არ შეიმჩნიო რომ ერთად ვართ- მითხრა ჩუმად და ტელეფონში იყურებოდა. -ის სულ მეძებს და თუ დამინახა რომ ვინმე ვნახე ალბათ შარში გავებმები.
-ასე როგორ მოვახერხებთ საუბარს?- ვკითხე ცოტათი შეშინებულმა. -მზად ხარ რომ ჩვენთან ითანამშრომლო?
-კი, ოღონდ ამის შესახებ არავინ უნდა გაიგოს, აქ შეხვედრა იმიტომ მინდოდა რომ გამეგო მათთან ერთად ხომ არ იყავით.
-ვისთან?
-სხვა დროს უნდა შევხვდეთ ახლა უნდა წავიდე.
-კარგი, ჩვენ ოფისსში (ცოტათი გაზვიადებული ნათქვამი იყო) შეგიძლია მოსვლა?
-რა თქმა უნდა, სხვა გზა არაა მე თქვენ მჭირდებით, თქვენ მე- უკვე ძალიან მეშინოდა, ხელიც კი მიკანკალებდა, ასე მომდის როდესაც რამეზე ვნერვიულობ, ხელი მიკანკალებს და მეყინება. ავდექი და ბარათი ვითომ შემთხვევით იქვე დავაგდე რომ მას აეღო, იქაურობა აუჩქარებლად დავტოვე, თუმცა ვიცოდი რომ ვიღაც მითვალთვალებდა, ამას ადამიანი ყოველთვის გრძნობს. ჯერ მაღაზიაში შევედი რომ საეჭვო არ ყოფილიყო ჩემი გარეთ გამოსვლის ამბავი და შემდეგ ანისთან ავედი. სახლში შესვლისთანავე ვხედავ როგორ მოფრინავს ბალიში ჩემკენ.
-საქონელო- მეძახის ანი, -როგორ გაბედე ჩვენ გარეშე წასვლა?- ოთახს ვათვალიერებ, სანდრო კომპიუტერში დაძვრება და რაღაც ვიდეოებს უყურებს პროგრამების დაჰაკვასა და კომპიუტერში შესვლაზე. გიორგი კი სკამზე გადაწოლილა, ბურთს ისვრის ზემოთ ქვემოთ, ასე იქცეოდა როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაეწყვიტა.
-შეშინებული ჩანდა და კიდევ ვერ დავაფრთხობდით, თუმცა ჩვენთან მოვა.
-როდის გავიცნობთ?
-ეგ არ ვიცი მაგრამ მოვა, მომწერს ალბათ- მართლაც მხვდება მონაწერი -ხვალ მოვა 4 საათისთვის
-რატო, სკოლა აქვს?- თქვა ანიმ სარკასტულად.
-ანი! ცოტა გამგებიანი იყავი, ცოდოა.
-ჩვენ თავად წავმართავთ ჩვენ ცხოვრებას და მასში მყოფ ხალხს თავად ვირჩევთ, ამიტომ ყველაფერი მიზეზით ხდება- გიორგი თავის ყოველდღიური სიბრძნით გვასაჩუქრებს, უყვარდა მაღალფარდოვანი საუბარი. მე საპასუხოდ თვალებს ვატრიალებ და ჩემ კომპიუტერთან მივდივარ, ანა კვლავ დივანზე ჯდება და მესჯობს. ის ძირითადად დეკორაციაა ხოლმე ოთახში.
-შევედი- უცბად ყვირის სანდრო ბოლო ხმაზე. -ექაუნში შევედი- სასწრაფოდ ვრთავ პროგრამას და მის ეკრანს ვხედავ ჩემთან. მესიჯებში შევდივართ და უამრავ გოგოსთან მინაწერებს ვხედავთ. თუმცა რაღაც ხდება და უცბად გვაგდებს ექაუნთიდან, სანდროს კომპიუტერი ვირუსებით ივსება და იტვირთება. -ვიღაცამ იცის- ძლივს სუნთქავს -ვიღაცამ იცის რომ შევედით, გაიგეს და შეტევაზე გადმოვიდნენ.
-იქნებ სპეციალურად შეგვიშვეს?
-ვინც არ უნდა იყოს, ძალიან ძლიერია, ამ კომპიუტერის დასაჰაკად უამრავი პროგრამაა საჭირო.
-ჩემზე ვერ გადმოვიდნენ ჯერ, შეგვიძლია ვნახოთ.
-აზრი არ აქვს, საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე მეგონა.
-ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია რომ ეკატერინეს დაველოდოთ- საზურგეს მივეყრდენი და ცოტახნით სუნთქვა შევიკარი, ასე ვიქცეოდი როდესაც რაიმეზე განუწყვეტლივ ვფიქრობდი და ვნერვულობდი, სხვათაშორის საკმაოდ კარგი გამოსავალი იყო, მთავარია ამოსუნთქვა არ დაგავიწყდეს.
-არა რაღაცეები დავიმახსოვრე- სანდრო ჩემ კომპიუტერში ინახავს კომპიუტერის აიპი მისამართს და გოგონების სახელებს რომლის დანახვაც მოასწრო. -დავინახე შევხვდეთო იყო ბოლო მინაწერი.- გოგონას თაკო ერქვა, ისიც ეკატერინეს ასაკის იყო.
-შეგვიძლია თაკოს ექაუნთის ნახვა და ნახვაში მინაწერებს ვგულისხმობ-გოგონას საყვარელი ლეკვების სურათებს ვუგდებ, საბედნიეროდ ონლაინშია და ლინკზე გადადის. როგორც ჩანს მისი ექაუნთის დაცვაზე არც კი უფიქრია და მინაწერებს მალევე ვნახულობთ. ძირითადად საშინლად გარყვნილობებს წერენ ერთმანეთს, თუმცა ინიციატორი ყოველთვის ჩვენი სამიზნეა, თავდაპირველად გოგო არაა მსგავსი ლაპარაკის მომხრე, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მაინც ითანხმებს. საშინელი მანიპულატორია. შეხვედრა ზეგ დაგეგმეს, საკმაოდ შორს, აეროპორთთან მდებარე კაფეში ხვდებიან. ეს მანძილი თაკოს სახლიდან ძალიან შორსაა, თუმცა ჩუმად გაპარვას აპირებს. საკმაოდ პრესტიჟული კაფეა, როგორც ჩანს საკმაოდ მდიდარია ჩვენი ობიექტი.
-სანახავად მივდივართ ხო?-აბობს ანი, მისიებზე ძირითადად მე და ანი დავდიოდით რადგან ბიჭები კომპიუტერით აგვარებდნენ საქმეებს თან გოგოზე იშვიათად ეჭვობენ რაიმე მსგავს.
-მგონი ჯობს მარტო წავიდე, მე დღესაც დამინახა ერთ-ერთმა ეკას კაფეში რომ შევხვდი, შენ კიდევ საჭირო ხარ პირისპირ თუ მოგვიწია შეხვედრა, თვალთვალი კი სულ არაა რთული საქმე.
-ყველანაირი ხალისი უნდა გამოვტოვო?- მეკითხება წუწუნით.
-რატო შენ შეხვდები, მეტი ხალისი რაღა გინდა და იცინებ მისი შებმის უაზრო ხერხებზე, რომლებზეც გოგოები ასე გიჟდებიან.
-ნუ კარგი, კარგი- ტელეფონი რეკავს, კარზე ვიღაცაა, უცბათ ყველანი შიშისგან ვხტებით.
-თეაა, დაწყნარდით- ამბობს გიორგი -წავედი მე ცოტახნით- ვიცოდით ყველამ მისი „ცოტახანი“ რამდენიც იყო
-თეა- ვიმეორებთ მე, ანა და სანდრო ერთდროულად და თვალებს ვატრიალებთ. თეა არ იყო ცუდი გოგო, თუმცა ზედმეტად, როგორ ვთქვა, სწერვა იყო. არავინ იყო მასავით კარგი და ყველას ზემოდან უყურებდა, ესეც რომ არა იმდენს ლაპარაკობდა რომ სიტყვას ვერ ჩაუგდებდი, დასმულ კითხვას თავადვე პასუხობდა. გიორგისთვის ილუზიის დამსხვრევას არ ვაპირებდით, თუმცა ჩვენი დამოკიდებულება ცხადზე ცხადი იყო. ალბათ ვერ ამჩნევდა რამდენს ლაპარაკობდა, ალბათ ადამიანი რაღაც შეხედულებებს იქმნის და სანამ სხვა ხაზს არ გაუსვამს ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. ყველანი ასე არ ვართ? ადამიანს ისეთს ვხედავთ როგორიც გვინდა რომ იყოს და როდესაც არ აღმოჩნდება, იმედგაცრუებულები ვრჩებით, ეს იგივეა თევზს ხეზე ასვლა მოსთხოვო და იმედი იქონიო რომ, რადგან ამას დავუშვათ ციყვები აკეთებენ, ისიც შეძლებს. ჩვენ საკუთარ თავთან ერთად მასაც დიდ ზიანს ვაყენებთ, რადგან ვაფიქრებინებთ რომ საკმარისად კარგი არ არის ჩვენთვის, რადგან იმის გაკეთბას ვთხოვთ რაც შეუძლებელია.
მხოლოდ ჩვენ სამნი დავრჩით, ანი კვლავ ინსტაგრამს სქროლავს, სანდრო კომპიუტერს წმენდს ვირუსებისგან და მე კვლავ თაკოს მინაწერებს ვათვალიერებ. რაღაც გარკვეული, გამოცდილი ტექნიკით მოქმედებს. თავდაპირველად თბილი, მეგობრული ტონით იწყებს, შემდეგ უფრო მომთხოვნი ხდება, საბოლოოდ კი ვიტყოდი საშიშიც. გოგონა კი იმ ილუზიის გამო, რომელიც თავდაპირველად მეგობრული ტონის გამო შეექმნა, მზადაა ყველაფერი გაიღოს რომ არ დაკარგოს, თუმცა ვერ ხვდება რომ რაღაც არარეალურს ეჭიდება. კაცი კი როდესაც ხვდება რომ ამხელა ძალაუფლება მოიპოვა ადამიანზე ყოველ წამს უმეორებს იმას, რომ თუ სურვილს არ შეუსრულებს წავა და მისი გადასაწყვეტია, თუ როგორ შეძლებს ცხოვრებას მის გარეშე.
უცნაურია არა? როგორ ვენდობით ადამიანს, რომელიც რამდენიმე თბილ სიტყვას გვეტყვის და გარკვეულ ყურადღებას გამოიჩენს ჩვენდამი?
-გუშინდელმა შეხვედრამ როგორ ჩაირა?- ვეკითხები ანის.
-რავიცი, ნორმალურად- „ნორმალურად“ მის ენაზე „საშინლად“ ნიშნავდა, როდესაც ადამიანი მოეწონებოდა ყოველ დეტალს ყვებოდა, სად იყვნენ, რა ჭამეს, სად გაიარეს და ასე შემდეგ. თან მის გრძელ ქერა თმას იხვევდა თითზე და ზემოთ იყურებოდა.
სახლში მალევე წავედი მშობლებს ველაპრაკე და ფილმი ჩავრთე, ვერც კი გავიგე როდის ჩამეძინა, თუმცა დილით ლეპტოპი ძირს ეგდო, საბედნიეროდ არაფერი მოსვლია, ჩავიცვი და ანის სახლისკენ გავეშურე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent