შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოჯახის მსგავსი


22-08-2020, 21:49
ავტორი Emolass99
ნანახია 1 349

ჩემი ცხოვრების ბავშვური წლები ნაადრევად, ჩემი არსებობიდან ათი წლის თავზე დასრულდა.

დღეს, რომელიც ნებისმიერი თანატოლისთვის ზღაპრული და აღმაფრთოვანებელი უნდა ყოფილიყო, ჩემთვის ტრაგიკული აღმოჩნდა.

საბედისწერო დილას, მაშინ, როდესაც გულამოვარდნილი კართან მეათე დაბადების დღის მორიგ უცნაურ საჩუქარს ველოდი ზარი სულ სხვა მელოდიაზე აწკრიალდა.

იმ დღით ცხოვრებამ ნაადრევად მომისროლა დაუნდობელ სამყაროში და დედ-მამა ისე გამომგლიჯა ხელიდან მათთან გამომშვიდობების უფლებაც არ დამიტოვა.

დავობლდი. ათი წლის ასაკში მომიწია სამყაროსთვის სხვა თვალით შეხედვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ცხოვრების ამოუცნობი ნახლართები ჯერ კიდევ ჯიუტად განაგრძობდნენ ჩემში შემორჩენილი ლაღი სხივების ჩაქრობას და გაცამტვერებას.

გარდაცვლილი მშობლების მონატრებით გაბერილი მოულოდნელად შევეჩეხე მორიგ შავ ფერებში ალივლივებულ განსაცდელს, მაქსს, კაცს, რომელიც რვა წლის მანძილზე დაუღალავად განაგრძობდა თითოეული ნათელი წერტილის ფეხით გასრესვას და მიწასთან გასწორებას.

რვა დაუსრულებელი და დამანგრეველი წელი მომიწია ცხოვრებისეული მწარე გამოცდილების ზურგით ტარება, მაგრამ ღმერთმა აღარ გამიმეტა და
ბავშვობის ნათელ მოგონებებზე ჩაბღაუჭებულს ფეხზე დასადგომი ახალი, თავგადასავლებითა და ხიფათით სავსე გზა გამიკვალა.

***

-ელიზაბეტ მაიერ, ახლავე აიღე ჩანთა და წამოდი სკოლაში!

ტელეფონის მეორე მხრიდან ერთგული მეგობრის ხმა ნაზი ვიბრაციით მოცურდა ჩემამდე და მწარე ზაფხულის შემდეგ კვლავ შემახსენა თავი.

-ვიოლეტ, კარგად არ ვარ...
ჩვევად ქცეული კოშმარული ღამეებიდან გამორკვეულმა სუსტად ჩავძახე ტელეფონში მეგობარს და მუცელთან დასახლებულ მტკივნეულ ლაქებს ფრთხილად გადავატარე თითები.

-ისევ ელ?!

ბრაზისგან წამონთებულ შეუდრეკელ ხმაში, წამიერად გაერია ნაღველი და კიდევ ერთხელ შემახსენა, რამდენად ვუყვარდი საკუთარ მეგობარს



- როდის უნდა მიხვდეს რომ ასე მოქცევის უფლება არ აქვს?!-ჩემი მდუმარება ისევ მან დაარღვია.

- კარგი რა ვიოლეტ...-გონებაში ჩაბეჭდილი დაუსრულებელი იმედის მიუხედავად, ხმაში მაინც გამეპარა ჯიუტი იმედგაცრუება.

-მეგონა წელს მაინც შეიგნებდა , რომ მისი თოჯინა არ ხარ!

ოთახისკენ მომავალმა მძიმე ნაბიჯებმა ლამაზი, წარსულიდან შემორჩენილი შელახული იატაკი ააჭრიალა და საბედისწერო ზარივით მოაღწია ჩემამდე.


-უნდა წავიდე ვიოლეტ!-აღელვებულმა ხელში მოქცეულ ტელეფონს ჩავყვირე და ლოგინში იმის იმედად გავიხლართე, რომ უსიამოვნო პიროვნება თავს დამანებებდა.

-ელიზაბეტ!

მისი შემზარავი ხმა ელვასავით გაიკლაკნა და უბედურების წინ ჩამოწოლილი სიჩუმესავით მიჩუმდა.

-რა მოხდა მაქს ?-სუნთქვა შეკრულმა ვიკითხე და ლოგინზე წამოვჯექი.

-სკოლაში მიდიხარ!

- თავს ცუდათ ვგრძნობ და ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა, თუ...-თავის გამართლების უიმედო მცდელობა კოშმარებიდან რეალობაში გადმოსულმა ცისფერმა თვალებმა შემაწყვეტინა.

-არა, ახლავე წახვალ! ისიც მეყოფა, რომ მთელი სამი თვე შენს მომაბეზრებელ სახეს ვუყურებდი.

უმიზეზოდ გაღიზიანებულმა საკიდზე დაკიდებული ტანსაცმელი და ჩანთა წამიერად მოიქცია ხელში დაჩემი მიმართულებით ისროლა.

-კარგი...

მალევე დავასრულე საუბარი. ვიცოდი, რომ აღარ უნდა შევხებოდი ამ თემას თორემ მხოლოდ ჩანთის სროლით არ დასრულდებოდა ეს ყველაფერი.

მაქსის გასვლის შემდეგ ზლაზვნით წამოვნექი ლოგინიდან, წამით სარკესთან გავჩერდი და რვა წლიანი კოშმარისგან დასახიჩრებულ სხეულს ფჯქრში ჩაფლულმა დავუწყე დაკვირვება.


სხეულის თითოეულ ნაწილზე დაღად ჩაბეჭდილ ნაიარევებს, ზემოდან ახალი სამოსელივით გადაჰკვროდა მუქი ლურჯი ლაქები და მთელ ჩემ კოშმარულ ცხოვრებას ხილულს ხდიდა.

საკუთარი საიდუმლოთი შეწუხებულმა, არ ვიცოდი, როგორ დამეფარა სხეული ისე, რომ სკოლაში კითხვები არ გასჩენოდათ.

-ელიზაბეტ ხუთი წუთი გაქვს!

გამაფრთხილებელმა ძახილმა ფიქრის დრო აღარ დამიტოვა. დაუფიქრებლად დავტაცე ხელიი ნაცრისფერ სვიტერს და წერტილებად დაწყლულებული დამწვრობების მიუხედავად მოვირგე ტანზე.

როდესაც დამწვრობებზე უხეში ქსოვილის მოხვედრისგან მიღებული ტკივილის ჩახშობა შევძელი, ლოგინზე მიგდებულ ჩანთას დავტაცე ხელი და სახლი იქამდე დავტოვე, სანამ მაქსიგაბრაზებას მოასწრებდა.

სკოლისკენ მიმავალი გზა, საკუთარი საიდუმლოს ერთგულად შენახვის გეგმებს დავუთმე და ნაცნობ ეზოსთან წუთით სუნთქვის ასაღებად შევჩერდი.

დიდი დრო არ დამჭირვებია თეთრი მოხდენილი შენობის ფონზე ნაცნობი ფიგურის ამოსაცნობად.

-მეგონა მოსვლას არ აპირებდი ელ

მისთვის დამახასიათებელი მუდმივი პოზიტიური შეძახილით შემხვდა ვიოლეტი და ფრთხილად მომეხვია.

-მაქსი...

მხრები ავიჩეჩე . ასეთი დღეები ჩემთვის ყოველდღიურობა იყო, ამიტომ აღარ მიჭირდა მასთან ამაზე საუბარი. ბოლობოლო ვიოლეტი ის ერთადერთი მეგობარი იყო, რომელმაც იცოდა მაქსის ჩემდამი დამოკიდებულებაზე.

- ვერ ვიტან მას!

-დამიჯერე ჩემზე მეტად არავის სძულს.-
ამოვიბუტბუტე და ჩვენკენ მომავალ მაღალ სიმპათიურ ბიჭს ღიმილით გავუსწორე მზერა.

-კარგად გამოიყურები ელ.

მოსვლის თანავე მოგვესალმა ადრიანი და ვიოლეტს ჩვევისამებრ წამიერად აკოცა.

- გამარჯობა ადრიან.-გავუღიმე და თვალი ავარიდე.

- უთხარი ?- მივიწყებულმა მეგობარმა ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა ვიოლეტს.

- რა უნდა მითხრათ?
-ის რომ ჩვენც შენს უნივერსიტეტში გადავწყვიტეთ საბუთების გაგზავნა. -გულწრფელი ღიმილისგან განათებული სახეებით შემომხედეს და ერთმანეს მჭიდროდ მიეკრნენ

- მართლა?

მათმა ერთგულმა მეგობრულმა დამოკიდებულებამ გული ამიჩუყა და ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაგრძნობინა თავი.

- ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა .-საყვარლად ჩაიცინა ადრიანმა და ხელი მხარზე თანადგომის ნიშნად ჩამომდო.

მიუხედავად იმისა, რომ მას ბავშვობიდან ვიცნობდი და ის ერთი მეგობარი იყო, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით ატარებდა დროს, ჩემს საიდუმლოს მაინც ვუმალავდი.

- მე კიდევ იმაზე ვღელავდი, რომ ერთმანეთს დავკარგავდით სკოლის დამთავრების შემდეგ.
- დამიჯერე ასე არასდროს არ მოხდება!

ხელი ჩამჭიდა და თბილად გამიღიმა ვიოლეტმა.
-მორჩა დაიწყო.
გამაყრუებელ წკრიალს ადრიანი სასაცილოდ გამოეხმაურა და შენობისკენ ზლაზვნით სვლა დაიწყო.

- ეს ბოლო წელია პატარავ.

გაიცინა ვიოლეტმა და საყვარელ ადამიანს გვერდით ერთგული საყრდენივით ამოუდგა.


პირველი გაკვეთილი ინგლისური გვქონდა. წიგნები ამოვალაგე და კლასისკენ წავედი. უჩუმრად დავიკავე ჩემი ადგილი და ფურცელზე ხატვა დავიწყე.

- მოგესალმებით ბავშვებო. ეს თქვენი ბოლო წელია სკოლაში. ამის შემდეგ შეძლებთ აღარ მოუსმინოთ ჩემს მოსაბეზრებელ ლექციებს ინგლისური ენის შესახებ.

უკბილოდ იხუმრა ბატონმა კინგმა და კუთვნილი ადგილი დაიკავა.

ის ის იყო მასწავლებელს კიდევ ერთი გრანდიოზული ხუმრობა უნდა ეთქვა, რომ კლასის კარები ხმაურიანად გაიღო.

- თქვენ ვინ ხართ ?-ცივად იკითხა კინგმა და შავგვრემან ბიჭს მტრულად გახედა.

- მე ბოლო წლის გასავლელად ჩავირიცხე სერ.- ხავერდოვანი ხმა მალევე მოედო მთელ ოთახს ყველას ყურადღება მიიპყრო.

საკუთარ პრობლემებზე გადართულს ყურადღება არ მიმიქცევია კლასში განვითარებული სიტუაციისთვის, ისე გავაგრძელე ფურცელზე მელანით ახალი კვალის დატოვება.

- კარგი, მეგობრებო გაიცანით ახალი მოსწავლე სეთ ადამსი.

ამაყად წარადგინა კინგმა ახალი მოსწავლე დაჩუმად ჩაიხითხითა.

-თანაკლასელებს ორი სიტყვით არ გაეცნობით ბატონო ადამს?

ყველას გასაგონად იკითხა ბატონმა კინგმა, მაგრამ პასუხის გარეშე დარჩა. ახალი მოსწავლე მარტივი მისალმებით შემოიფარგლა და თავისუფალი ადგილისკენ დაიძრა.

- შეიძლება აქ დავჯდე?

ჩემ სიახლოვეს გაჟღერებულმა ახალმა ხმის ტემბრმა საქმეს მომწყვიტა და ჩემი ყურადღება მიიქცია.

გამკაცრებული სახის ნაკვთებითა და უცნაურად ჩამქრალი თვალებით, მარტივი შესამჩნევი იყო ის რომ ახალი მოსწავლე ჩვენზე რამოდე წლით დიდი იქნებოდა.

-რა თქმა უნდა.-მისი შესწავლის შემდეგ დავუბრუნე პასუხი და ისევ ფურცელს დავუბრუნდი.

- ხატავ?- მისი ხმა ისევ ჩემ სიახლოვეს გაისმა.
-დიახ.-ძალით გავუღიმე და დისკომფორტის დასაფარად ხელი კისერზე მოვისვი.
მინდოდა ხმა აღარ ამოეღო, მაგრამ ასე არ მოხდა.

-მე სეთი მქვია. -ჩემ მიმართ უცნაური ინტერესით ავსებულმა ხელი გამომიწოდა და ჩემი სახელის მოლოდინში მიჩუმდა.

-საჭირო არ არის, ბატონმა კინგმა შენი სახელი უკვე გამოაცხადა.
-შენ რა გქვია ?

თვალები გადავატრიალე. უცნობი ბიჭის მიერ გამოხატულ ინტერესს კომფორტის ზონიდან გამოვყავდი.

- ელიზაბეტი.- მის მოსაშორებლად ვუპასუხე და უხერხულად შევიშმუშნე.

-სასიამოვნოა ელიზაბეტ.-სახეზე აკრული ღიმილით დამიბრუნა პასუხი და წუთით გაჩუმდა.

-ეს რა არის?

გაკვირებულმა წარბები აზიდა და კისერზე მიმანიშნა.

დავიბენი არ ვიცოდი რაზე მეუბნებოდა. ჩემ უკან მჯდომ ვიოლეტს გავხედე და მაშინვე დავინახე მისი აფორიაქებული სახე.

ტელეფონი სწრაფად აიღო და რაღაც აკრიფა მალევე ჩემი ტელეფონი აბზუილდა. 'ჩალურჯება ელ.'

ვიოლეტის შეტყობინებამ დამძაბა.
რვა წლის მანძილზე ნაიარევები ჩემი სხეულის განუყრელ ნაწილად იქცა, მაგრამ ეს ჩემი და ვიოლეტის გარდა არავინ არ იცოდა.

სასტიკი საიდუმლოს გამხელის შიშით დაშინებულმა, ნაჩქარევად დავიფარე ხელით კისერი და მოსვენება დაკარგულმა ბატონ კინგს ისე შევხედე, თითქოს მისი საუბარი მესმოდა.

- კარგად ხარ ? კისერზე რა გჭირს ?
-შენი საქმე არ არის !

მკაცრად ვუთხარი და პერანგის საყელო გავისწორე. საბედნიეროდ ზარი მალე დაირეკა და სწრაფად გავედი კლასიდან.

- რატომ გარბიხარ?- დაუმსახურებელი ინტერესის ობიექტად ქცეულმა ვერც გაქცევა მოვახერხე. ცნობისმოყვარეობით აღსავსე უცნობი პასუხის მისაღებად უკან მომსდევდა.

- ეს შენ არ გეხება, თავი დამანებე!-შეშინებულმა ჩემ მდევარს უკან მიუხედავად ვუპასუხე და აკანკალებული ხელები ძლიერად მოვმუშტე.

-უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ შენს საიდუმლოს საფლავში ჩავიტან.

ექოსავად გავარდნილმა ცინიკურმა ხმამ თავზარი დამცა. ფიქრის გარეშე მივბრუნდი მისკენ და სუნთქვა შეკრულმა გავუსწორე მზერა ჩემი ცხოვრების ახალ დაბრკოლებას.

- საიდუმლოს?-გულამოვარდნილმა ამოვილუღლუღე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.

-არავის ვეტყვი შენი ბინძური ცხოვრების შესახებ.
- რას გულისხმობ? -თვალები მოვჭუტე და მის სახეზე ასახული ემოციების ამოკითხვა ვცადე.

- იმას რომ ალბათ გუშინ შენმა ბიჭმა ძალიან მოინდომა.- ცინიკურმა სიტყვებმა თავი შეურაცხყოფილად მაგრძნობინა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პირადი პრობლემების შემდეგ, ვინმე მსგავსი დამოკიდებულებით შეძლებდა ჩემ დამცირებას.

-ჩემმა ბიჭმა არა? შენ არაფერი იცი სეთ, არაფერი! შეხედე, ეს გართობის შედეგებს გავს? ეს ადამიანის სხეულს გავს?
გაღიზიანებულმა და საკუთარი პრობლემის შეურაცხყოფით გონება დამიბინდა, თავს ზედმეტი ფიქრის გარეშე მივეცი უფლება სიგარეტისგან მიღებული დამწვრობები და დალურჯებები უცხო ადამიანისთვის გამეზიარებინა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი სიბინძურისგან ჩამომერეცხა სახელი.

-ეს ვინ გაგიკეთა ?!- მოულოდნელი სანახაობისგან სახე წაშლილმა ძლივს ამოილუღლუღა და ხელები მაჯებზე ყოყმანის შემდეგ მომკიდა.

-შენი საქმე არ არის!-საკუთარი საქციელით გაოცებულმა, ჩემში არსებული ბრაზი მისკენ მივმართე. ხელები სასწრაფოდ გავინთავისუფლე და სწრაფად წამოვედი მისგან, მაგრამ უხეში შეხება ამჯერად მკლავზე ვიგრძენი.

დამწვრობაზე დაწოლილმა მსუბუქმა ძალამ ტკივილისგან უიმედო ბგერების გამოცემა მაიძულა. მწველი შეგრძნებისგამ აკანკალებული, გამწარებული შევტრიალდი სეთისკენ და ყბა დაჭიმულმა უხეშად მოვიშორე მისი ხელები.

- მაპატიე, მე...

- აღარ მომიახლოვდე!- ჯერ კიდევ მწველი გრძნობებით გამწარებულმა კბილებში გამოვცარი და ნაჩქარევად დავიძარი ჩემი კარადისკენ.

ლანჩზე ვიოლეტთან და ადრიანთან ერთად წავედი. მინდოდა მისთვის ჩემი გამხელილო საიდუმლოს შესახებ მეამბო, მაგრამ არა ადრიანის თანდასწრებით!

მას ბავშვობიდან ვიცნობდი, მაგრამ ახლა აღარ შემეძლო მისთვის რამის თქმა. ის ჩემი უდარდელი ბავშვობიდან შემორჩენილი უკანასკნელი ადამიანი იყო და ვერ მივცემდი უფლებას ამ სიბინძურეში ყველაფერ დანარჩენივით გამეხვია.

-წავალ მე წვენს მოვიტან. დალევთ?-მოვალეობის მოხდის მიზნით იკითხა და ზემოდან დაგვხედა.

-კი საყვარელო, ჩვენც წამოგვიღე.
ჩემ ნაცვლად დაეთანხმა ვიოლეტი და ადრიანი ნაადრევად მოიშორა თავიდან.

ვიცოდი ძველი მეგობარი ჩემი ნერვიული ქმედებების გამო მიდიოდა ჩვენგან, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდი.

-რა ხდება ელ, სახეზე ფერი არ გადევს.- წარბებ შეკრულმა ვიოლეტმა ჩუმად იკითხა და თანაგრძნობის ნიშნად ხელი ხელზე დამადო.
-არ მომეშვა ვიო, გამაღიზიანა და დაუფიქრებლად მოვიქეცი.

აღელვებულმა გულში ჩადებული ახალი სატკივარი ამოვუშვი და სახე ხელებით დავიფარე. მაქსი ცოცხალს არ დამტოვებდა, თუ გაიგებდა სხვასთან მისი აგრესიის შედეგებზე ვლაპარაკობდი.

-საქმე ცუდად გაქვს ელ. სეთი ადრიანის ძველი მეგობარია. აქ გადმოსვლამდე ერთად იზრდებოდნენ, ახლა კი ძველი მეგობრობის აღდგენა უნდათ.

-ძალიან მაშინებს ვიოლეტ ! ყველაფერი არასწორად გაიგო, შეურაცხყოფა მომაყენა და მეც ბრაზისგან ავფეთქდი.

- შემთხვევით არაფერი ხდება ელ. იქნებ ეს ახალი შანსია მისგან თავი დააღწიო?

მცირეხნიანი სიჩუმის შემდეგ წამოიძახა ვიოლეტმა და და საკუთარი წამოძახილით დამფრთხალმა ჯაშუშივით მოავლო თვალი გარემოს.

-კარგი რა ვიოლეტ. საკმაოდ დიდი დრო გავატარე მაქსთან იმისთვის, რომ ზღაპრები კიდევ დავიჯერო. არავის ადარდებს გოგო, რომელსაც ბიძა მაშინ სცემს, როდესაც მოესურვება.


ცხოვრებისგან მიღებული გამოცდილებით დანაღვლიანებულმა ჩემთვის ჩავიბუტბუტე და მაშინვე გავჩუმდი, როდესაც ჩვენი მაგიდისკენ მომავალი ადრიანი და სეთი დავინახე.

- ელ, ვიო, გახსოვს დღეს გიყვებოდი სეთზე. ქალაქში ახლახანს დაბრუნდა. პრობლემების გამო ბოლო წელი ვერ დაასრულა, ამიტომ თავიდან დასვეს ჩვენთან.

ღიმილით გაგვაცნო ადრიანმა ბიჭი, რომელმაც პირველივე დღეს ჩემი პრობლემები გააორმაგა.

- სასიამოვნოა შენი გაცნობა სეთ.

ჩვეული ბრწყინვალე ღიმილით მიესალმა ვიოლეტი , მე კი უბრალოდ გავუღიმე და ვაშლი ჩავკბიჩე.

- გასაოცარი დამთხვევაა არა ელიზაბეტ?

ღიმილით გამომესაუბრა ჩემი პრობლემების ახალი ნაწილი და გვერდით ისე მომიჯდა, თითქოს ძველი მეგობრები ვყოფილიყავით.

-რადგან სეთი ქალაქში ახალია რას იტყვით, მგონი ცუდი არ იქნება თუ პატარა გასეირნებას მოვაწყობთ.-ენერგიულად წამოიძახა ადრიანმა და თითები მაგიდასე ადააკაკუნა.

- მაპატიეთ, არ მცალია._ სწრაფად ვუპასუხე ადრიანს და წამიერად შევავლე თვალი. ჩემგან მიღებულმა მუდმივმა უარმა მასზე საბოლოოდ იმოქმედა და სახეხე აკრული ღიმილი წამიერად ჩამოეშალა.

- რა ხდება ელ? ჩვენთან ერთად აღარ მოდიხარ. რამე პრობლემა გაქვს?

- საყვარელო არ სცალია. იქნებ რა საქმე აქვს შენ კი უხერხულ სიტუაციაში აგდებ!

ვიოლეტმა მაშინვე ამიბა მხარი და მსუბუქად მომიჭირა ხელზე.
-რატომ არასდროს არ გინდა რომ წამოვიდეს?-უკმაყოფილოდ დაიბუზღუნა ძველმა მეგობარმა და და სკამის საზურგეს ხმამაღალი ოხვრით მიეყრდნო.

- დამიჯერე ადრიან, ჩემზე მეტად არავის არ უნდა, რომ ის ჩვენთან უფრო დიდხანს იყოს.
-მაშინ რატო იცავ ?

- იქნებ მასზე არ არის დამოკიდებული ?

კამათში ყურადღების მიღმა დარჩენილკ სეთი ჩაერთო და მის აზრის გამოხატვით სახტად დამტოვა. ღმერთს ვთხოვდი არაფერი ეთქვა. მაგრამ...

-ელიზაბეტ, თუ ვცდები შეგიძლია აგვიხსნა, რატომ გვეუბნები უარს ?

დაწვრილებული თვალებით შემათვალიერა და ჩემში შემორჩენილი უკანასკნელი სიმშვიდეც თან გაიყოლა.

-პრობლემა რომ იყოს აუცილებლად მეტყოდა, ასე არაა ელ ?

დაბნეულმა ადრიანმა ისე შემომხედა თითქოს საკუთარმა სიტყვებმა დააეჭვაო. ჩემში ეჭვი შეეპარა. ხმა არ ამომიღია თავი ჩავხარე და მის მოტანილ წვენს ისე შევხედე თითქოს მისგამ რაიმე პასუხს მივიღებდი.

- ელი... -საკუთარი მეგობრის იმედგაცრუებულმა ძახილმა გამანადგურა.

- მაპატიე ადრიან...

- რა ხდება ელ ? ხომ მითხარი რომ მეტყოდი თუ რამე გაგიჭირდებოდა?

ვხედავდი რომ სწყინდა ჩემი საქციელი . მაგრამ არ შემეძლო.. მაქსს რომ მისთვის რამე დაეშავებინა? რომ გაეგო მისი საქციელის შესახებ ამდენმა ადამიანმა იცოდა?

- როგორც ჩანს შენზე ბევრი ვიცი მეგობარო._ ჩუმად ჩაიბუტბუტა სეთმა და ისევ დამძაბა.

- რას გულისხმობ?-ძველ მეგობრებს შორის განვითარებულმა დიალოგმა თავი ამატკივა. სიტუაციას, რომელიც ჩემ გარშემო ვითარდებოდა ვერ ვაკონტროლებდი.

- არც გაბედო !-კბილებში გამოვცარი და ჩემ ცხოვრებაში უხეშად შემოჭრილ ახალ ფიგურას მტრულად შევავლე თვალი.

- რატომ? ის შენი მეგობარია!

ხმას აუწია სეთმა და წარბშეკრული ჯიუტად მომაშტერდა.

-ელ...
- თავი დაანებეთ ! მისმინე ადამს, არც შენ იცი ბევრი რამ მასზე, ასე რომ გაჩუმდით! პრობლემას რომელსაც ის მარტო უმკლავდება მისი გადასაწყვეტია გაამხელს თუ არა!


- არა ვიოლეტ, მართალია. ადრიანს შენ გამოჩენამდე ვიცნობდი. მაშინ როდესაც ჩემი მშობლები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. ..

თვალ დახუჭულმა ვაღიარე და ღრმად ჩავისუნთქე. ახალი დაბრკოლებებით დაწყებული დღე სურვილს მიჩენდა სამუდამოდ მოვშორებოდი ამ გარემოს..

- ელ თუ გინდა ცალკე ვილაპარაკოთ.

- არა ადრიან. გეფიცები ძალიან მალე მოგიყვები უბრალოდ დრო მჭირდება.

-კარგი ელ... როდესაც საჭიროდ ჩათვლი მაშინ მითხარი. იცოდე ჩვენ სულ შენს გვერდით ვიქნებით, კარგი?
-კარგი.
სუსტად გავუარიმე და სკამის საზურგეს დამშვიდებული მივეყრდენი.

-ორ გაკვეთილში სახლში წავალთ.-
თემა გადაიტანა ვიოლეტმა.

- რას იტყვი მე რომ გაგაცილო სახლამდე?

სიჩუმე სეთმა დაარღვია და უხერხულობის დასაფარად ხელები კეფაზე შემოიწყო.

- შენ ? -გაკვირვებულმა გავხედე.

- მინდა რაღაცაზე დაგელაპარაკო.
-კარგი.

იმ იმედით დავეთანხმე, რომ პირობის ასრულება დაავიწყდებოდა.

ახალი განრიგი იმაზე მალე გავიდა გავიარე, ვიდრე წარმოვიდგენდი. სახლში წასასვლელად ფსიქოლოგიურად მოვემზადე და გარეთ გავედი.

- ელიზაბეტ.

სეთის ძახილი ზურგს უკან მომესმა და თავზარი დამცა.

- აღარ მახსოვდა რომ უნდა გაგეცილებინე.-სწრაფად მოვატყუე და გზა გავაგრძელე.

- არაუშავს.-ხელი აიქნია და გვერდით ამომიდგა. ხმას არ ვიღებდი. არ ვიყავი მიჩვეული ახალ ადამიანებს და სახლში მიცილებას.

- ელიზაბეტ მაპატიე იმის გამო რაც შენზე ვიფიქრე. ის რაც გითხარი უბრალოდ დამამცირებელია....

დანაშაულუს გრძნობით ავსებულმა დასჯილი ბავშვივით ჩაიბუტბუტა და თითები ნერვიულად მოიფშვნიტა.

- არაფერი მოხდება თუ კიდევ ერთი ადამიანი გააკეთებს ამას.
-ლაპარაკი გავაწყვეტინე და გზა ისე გავაგრძელე მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

- ასე ვინ გექცევა ელიზაბეტ? რატომ არავის ეუბნები ? უკვე სრულწლოვანი ხარ, სრული უფლება გაქვს, რომ...

-არ შემიძლია ...
- კიდევ არ მეუბნები ვინ არის.-თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ნაბიჯს შეუნელა.

-არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი.
-კარგი. -ისევ გაჩუმდა და ვიწრო ქუჩას თვალი ინტერესით მოავლო.

- მოვედით .
- აქ ცხოვრობ ?-ხელით დიდი მდიდრული სახლისკენ მანიშნა.

- არა, ჩემი სახლი ორი სახლის მოშორებითაა, მაგრამ..
-მიგაცილებ.

საუბარი გამაწყვეტინა და გზა ჯიუტად გააგრძელა.
- მარტო წასვლა მინდა სეთ!

მისი სიჯიუტე მაშინებდა. თითოეული სიახლე, რომელიც ჩემ თავს ხდებოდა, ახალ საფრთხეს მოასწავებდა.

- რა მოხდა?
- უბრალოდ არ მიყვარს უცხო ადამიანების სახლამდე მიყოლა.
- სერიოზულად?
გაიცინა და ისე გამომხედა დავრწმუნდი ტყუილი არ დაიჯერა.

- კარგი.- ჩემ დუმილს ყოყმანის შემდეგ გამოეხმაურა და სვლა საბოლოოდ შეწყვიტა.


ცნობისმოყვარე თანაკლასელთან გამომშვიდობების შემდეგ სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი და მოსალოდნელ კოშმარულ საღამოზე ფიქრი დავიწყე.

წინა დღეებისგან დაუძლურებულს ზედმეტი მოძრაობაც აღარ შემეძლო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ყავისფერი ხის კარის მიღმა არსებული ბოროტება დასვენების და ფეხზე წამოდგუმის უფლებას არ მაძლევდა.

კარი შიშისგან აცახცახებულმა ფრთხილად შევაღე და მაშინვე გავჩერდი, როდესაც მისაღებში მაქსთან ერთად მისი განუყრელი მეგობრები დავინახე.

- როგორც იქნა.- უკმაყოფილოდ ამოიოხრა მაქსმა და ზედმეტი თქმის გარეშე მანიშნა სამზარეულოსკენ.

დაღლილმა დაბეჟილი მხრიდან სასწრაფოდ მოვიხსენი ჩანთა და სამზარეულოში შევედი.
ჩვევისამებრ დახლზე მათი საყვარელი წვნიანისთვის საჭირო მასალა დავიწყვე და მზადებას შევუდექი.

- როგორ ხარ ელი ?-ჯოს ჩვეულმა მსუბუქმა ხმის ტემბრმა დაძაბულობა მომხსნა და ღიმილი მომგვარა.

- მეგონა დღეს არ იყავი. - ისე გამოვეპასუხე მისთვის არ შემიხედავს. საჭმლის მომზადებისთვის დროში შეზღუდული ვიყავი, მე კი მორიგი დარტყმისთვის მზად არ ვიყავი.

საკუთარ საქმეზე გადართული, მხარზე ცივმა შეხებამ შემაცბუნა. დამფრთხალმა წამიერად ავხედე მაქსის ქერა მეგობარს და თვალები ძლიერად დავხუჭე, როდესაც მისი მზერა ჩემ ნაიარევებზე დავინახე.

- გუშინდელია?-მის ხმაში გაჟღერებულმა ტკივილმა უცნაური შეგრძნება დამიტოვა.

- მაპატიე რომ ვერ გეხმარები...

მისმა სინანულმა საბოლოოდ გამტეხა და დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციები პირდაპირ თავზე დამატყდა.

მთელი ჩემი ცხოვრება საკუთარი ნაიარევების მოვლა და იმ ხალხის დამმძიმება იყო, ვისაც ჯერ კიდევ ვანაღვლებდი.

- დავიღალე ჯო. ერთფეროვნებამ დამღალა. აღარ მინდა ჩემზე ვინმე კიდევ ღელავდეს. აღარ მინდა საყვარელი ადამიანების ჩემ გამო დასევდიანებულ სახეებს კიდევ ვუყურო. უბრალოდ მინდა ეს ყველაფერი დასრულდეს.

ამოვისლუკუნე და ჯონათანს ისე მოვეხვიე, თითქოს ამით მორიგი უბედურებისგან ვიცავდი თავს.



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

იმედია მალე დადებ შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი Emolass99

სტუმარი ხატია
იმედია მალე დადებ შემდეგ თავს

დიახ, დასრულებული მაქვს ვეცდები ყოველ დღე ავტვირთო.❤

 


№3 სტუმარი Ciuri ciuri

ველი ინტერესით , ელიზაბეტი ცოდვაა , მაგრამ უნებისყოფო გოგონაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent