ის, რაზეც არავინ საუბრობს(თავი 3,4)
თავი 3 გაღვიძებისას ანისთან მივდივარ და ვაღვიძებ, რატომღაც მთელი ღამე ვერ დავიძინე, ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მოგვემოქმედა რომ თავად გამოსულყო კონტაქტზე, რა თქმა უნდა უკვე ეცოდინებოდა ჩვენი არსებობის შესახებ, თუმცა ვინ ვიყავით ვერ გაიგებდა, რადგან ზედმეტად კარგად გვქონდა დაცული კომპიუტერები. რამენაირად ანის უნდა შეხმიანებოდა, თუმცა როგორ გავაკეთებდით ამას ისე რომ არაფერი ეეჭვა? -საათის ცნობა არ იცი?- მეკითხება ანი გაწეწილი და საბანშემოხვეული, დიახ შუა ივლისში საბანი ეფარა. -12 საათია უკვე, ადგომის დროა- ვუთხარი და ჩავეხუტე. -მე დავიძინებ და რომ გავიღვიძებ მერე გაგცემ პასუხს- გამეცინა და ოთახში შევედი. ჩემს გარდა არავინ მოსულა სასწრაფოდ გადავქექე ფოსტა, ისეთი არაფერი ჩვეულებრივი წერილები იყო ზედაპირულად გადავხედე და ათიდან ცხრა ჩვენ სამიზნეზე საუბრობდა. ერთ უცნაურ მეილს მოვკარი თვალი, ქალისგან იყო რაც საკმაოდ იშვიათობაა შეხვედრას მთხოვდა და ამბობდა რომ საკმაოდ საინტერესო ქეისი ქონდა ჩვენთვის. მე დავიბარე ჩვენთან 6 საათზე. კარზე ზარი იყო, გიორგი მოვიდა და თავის კომპიუტერს მიუჯდა. -იცი გუშინ მე და თეა კლუბში ვიყავით და ძალიან კარგი ბიჭი გავიცანით. -გეყოს ჩემთვის ვიღაცეების გარიგება გიორგი! -კარგი, კარგი-თვალები გადაატრიალა -მთელი ცხოვრება მარტო ხო არ იქნები? -შენ თუ გაგაჩუმებს ხვალვე დავქორწინდები. -სარკაზმი რომ არ არსებობდეს რა გეშველებოდა ნეტა- მომხედა თავის ჩვეული ღიმილით. -არც არაფერი- გამეცინა მეც - აბა როგორ მიდის გოგოები „დაკერვის“ საქმე? -ჰომ იცი არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ კარგად, რამდენიმე შეხვედრაზეც დავითანხმე დღეს უნდა ვნახო და გავაფრთხილო. -ყველას ვერ შეხვდები, უბრალოდ შეუძლებელია, მალე უნდა მოვიფიქროთ რამე, თორემ ერთს თუ გადაარწმუნებ მეორე დაიკავებს მის ადგილს ხვალ. -ვიცი, ვიცი მაგრამ ასეც ვერ ვიჯდები სანამ ეს არამზადა ამდენ გოგოს ატყუებს და სულელურ მახეში აბამს - ამბობს და დგება რათა კარი გააღოს. -სანდრო და ვიღაც გოგოა- ყვირის მე წამოვხტი და კართან მივედი. -მოდი ეკატერინე- ვუთხარი და შეშინებული სახლში შემოვიყვანე. -ეკატერინე მე გიორგი ვარ, სასიამოვნოა- თვალი ჩაუკრა და ხელი ჩამოართვა. -გიორგი!- დაუყვირა სანდრომ -გეყოს ახლა! ჩვენ ჩვენი სკამები მივაცურეთ სავარძელთან სადაც ეკატერინე დაჯდა. წყალი მოვუტანე რათა ცოტა ამოესუნთქა. -ვიცი რომ ოთხზე უნდა შევხვედრილიყავით, თუმცა ვეღარ მოვიცადე. უბრალოდ მინდოდა მეთვა რომ საშინელი ადამიანია, თავიდან არ ვაპირებდი შეხვედრას მაგრამ მემუქრებოდა, მთელი ჩემი ოჯახის ისტორია იცოდა და ამბობდა რომ ჩემ პატარა ძმას დაუშავებდა რამეს. გადავწყვიტე მაინც მენახა, რადგან ჩვენი ტოლი მეგონა, თუმცა როდესაც კაცი დავინახე საშინლად შევშინდი. 35 წლის მაინც იქნებოდა, თუმცა ასაკთან შედარებით კარგად გამოიყურებოდა, ძვირიანი ტანსაცმელი ეცვა და დროს უყურებდა ყოველწამს, თითქოს სადღაც ეჩქარებოდა. შემეშინდა, ვერ მივედი მეგონა რამეს დამიშავებდა. ასეთი რამ არასდროს გამომიცდია, მგონია რომ ვიღაც უკან დამყვება, სადაც არ უნდა წავიდე- საზურგეს მიეყუდა, თუმცა დაძაბული იყო კვლავ -ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან, არ მინდა ჩემს მდგომარეობაში სხვა ვიხილო. -კონტაქტი გაქვს?- კითხა წარბებშეკრულმა სანდრომ. -არა, იმ დღის შემდეგ წავშალე ექაუნთი. -კარგი, მადლობა დახმარებისთვის, ვეცდებით ეს საქმე მოვაგვაროთ. -სულ ესაა? უბრალოდ ეცდებით? მე რამდენ ღამეს ვათენებ შეშინებული ღმერთმა იცის და თქვენ კიდევ... -რას მთხოვ? დაგპირდე? უფრო მშვიდად იქნები? რაც შემეძლება გავაკეთებ შენზე მეტად მე მინდა მისი თავიდან მოშორება და ბევრი შემთხვევაც გვქონია რომ გვიმხილებია, თუმცა ეს ჩვეულებრიბი საქმე არაა სადაც უბრალოდ დაჰაკავ, ბევრად რთულადაა საქმე, ამიტომ შეგიძლია წახვიდე, რაც შეგვიძლია ვიზამთ- ვუთხარი მე, მას არაფერი უთქვამს წავიდა და კარი გაიჯახუნა. -ასეთი უხეშობა არ იყო საჭირო- მეუბნება გიორგი. -მესმის რომ ბევრი გადაიტანა, მაგრამ აქ უსაქმურად არც ჩვენ ვსხედვართ და ბევრად მეტს ვაკეთებთ ვიდრე ექაუნთის წაშლაა მემგონი-ვუთხარი მშვიდად. -კარგი, კარგი ახლა რას ვაკეთებთ?-იკითხა ალექსანდრემ. -რეალურად ახალი არაფერი გაგვიგია რაც არ ვიცოდით, ამიტომ ახლა ერთი ქალი უნდა მოვიდეს, არც მე ვიცი ვინაა, თუმცა რაღაც სალაპარაკო აქვს, მნიშვნელოვანი, როგორც ჩანს. ანი ადგომისთანავე გარეთ მოვდივარო გამოგვიცხადა და წავიდა. გიორგი ისევ იმ გოგოებს წერდა და ცოტახანში მათთან შესახვედრად წავიდა, სანდრო კი ცდილობდა გაეგო საიდან შემოვიდნენ გუშინ, მე კიდევ ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შემეგროვებინა თუმცა არაფერი იყო ხელმოსაჭიდი, რაც მის კვალზე გამიყვანდა. უცბად სიჩუმეს ფეხსაცმლის კაკუნის ხმა ავსებს ორივე კარისკენ ვიხედებით და პირველი თვალში ძვირიანი წითელი ფეხსაცმელი მხვდება, ხოლო ორ წუთში მთელ ოთახს მისი სუნამოს და ლოსიონის სუნით ივსება. -ნატალი მინდოდა, აქ შეხვედრაზე შევთანხმდით- ამბობს იდეალური ხმის ტემბრით. -დიახ დაბრძანდით- ვეუბნები და ტახტისკენ ვანიშნებ, ცოტათი ორჭოფობს თუმცა შემდეგ ჯდება. -თქვენთან საქმიანი წინადადება მაქვს, თუ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ და საბოლოოდ მისი დაჭერით დაასრულებთ ასიათას დოლარს მიიღებთ. -და თქვენ რად გინდათ მისი დაჭერა?-ვეკითხები რომ თანხით გამოწვეული შოკი გადავფარო. -ეს ჩემი პირადია უკვე, ფურცელი თუ შეიძლება- თქვა წყნარად, რაღაც დაწერა-აი მისი სახელი და გვარი, ეცადეთ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ- თქვა და ისე გავიდა თითქოს არც არასდროს ყოფილიყოს ოთახში, მის სუნამოს სუნს თუ არ ჩავთვლით. -საშიში ქალი ჩანს- თქვა სანდრომ. -კი არასდროს ვენდობი ისეთ ხალხს რომელიც ასე იდეალურად გამოიყურება- ორივეს გაგვეცინა -როგორ ახერხებენ ყოველდღე სალონში წასვლას და მაკიაჟის გაკეთებას? -რაც მთავარია სახელი გავიგეთ. ოჰ ვლადიმერ ალბათ არ ელოდები რომ მიწასთან გაგასწორებთ- ამბობს სანდრო ბოღმნარევი ხმით, რა ამაზრზენად ჟღერდა მისი სახელი. ინტერნეტში ვნახე რომ საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი იყო სულ კოსტუმით დადიოდა და საკმაოდ სიმპატიურიც იყო, მაღალი მუქი წვერითა და ნაცრისფერი თვალებით. მალე ანი და გიორგიც დაბრუნდნენ, ანი კვლავ ტელეფონში ჩაძვრა გიორგი კი თავის შეხვედრებზე ყვებოდა. ჩვენც მოვუყევით და თანხის გაგებაზე ორივეს თვალები გაუფართვდა. -ერთ ერთი გოგო თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა და დაგვპირდა რომ ხვალ ნახავდა მაინც და ჩვენთვისაც კარგია ეგ ყველაფერი, დამამტკიცებელი საბუთი რაც მეტი გვექნება მით უკეთესი. ხვალ კიდევ როგორც იქნა ვნახავდით და გავიგებდით რამე ხელჩასაჭიდს. დღეს ადრე მოვრჩით, გიორგი და სანდრო შეყვარებულების სანახავად წავიდნენ, მე კიდევ ცოტახნით ანისთან დავრჩი. -აბა მომიყევი რა ხდება, ამდენი დღეა უკვე უხასიათოდ ხარ- მან ღრმად ამოისუნთქა. -ერთი ბიჭია... -მსგავსი სიტუაციაა, აბა რა სჭირს ამ „ერთ ბიჭს“- გაეცინა. -შეყვარებული ყავს-არ ვიცოდი რა მეთქვა, შეყვარებულთან დააშორე მეთქი ვერ ვეტყოდი, თუმცა რავიცი ასეც ვერ ვიქნებოდით -მითხრა დაშორებას ვაპირებდი ისედაცო, მაგრამ რატომღაც არ ჩქარობს, თან არ მინდა ვიღაცეების შორის ჩავდგე. -მესმის- ვუთხარი და ჩავეხუტე, არ ვიცოდი რა მერჩია, ასე პირველად ვიყავი, მაგრამ მგონია რომ რაიმეს რჩევაზე უფრო მეგობარი სჭირდებოდა გვერდით, ამაში კი ნამდვილად არ გავუცრუებდი იმედს. თავი 4 როგორც იქნა წასვლის დრო მოვიდა, შეხვედრა ბიბლიოთეკის მსგავს კაფეში იყო დანიშნული ალბათ ჩემი საყვარელი ადგილიც კი გახდებოდა რომ არა მისი აჩრდილი, რომელიც ძალაუნებურად მთელ კაფეს იყო მოდებული. ბიჭებს გადამცემით ველაპარაკებოდით ჩვენი მიზანი ტელეფონის აღება და ინფორმაციის გაგება იყო. გოგონა რომელიც თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა 18 წლის იყო რაც უჩვეულოდ მეჩვენებოდა. ჩვენ „ოფისში“ დახაზული დიაგრამა 15 წლიდან 18 წლამდე მერყეობდა ჯერჯერობით. თაკო უბრალო გოგო იყო შავი შეკრული თმითა და სათვალით, ინტროვერტი იყო, არც ჩაცმაზე ფიქრობდა დიდად რადგან წიგნის გარდა არაფერი აინტერესებდა ეტყობოდა. არც დღეს დაუშვია გამონაკლისი, ჯინსითა და უბრალო მაიკით მოვიდა. რაღაც იყო მასში საინტერესო, თუმცა ვლადიმერის გემოვნებას ვერაფერი გავუგეთ, შეიძლება არც აქვს თავის ტიპი ჩამოყალიბებული და უბრალოდ ახალგაზრდები (ბავშვები) იზიდავს. თაკოს გადამცემი ეკეთა რითიც ჩვენი ხმა ესმოდა, მე გასასვლელთან ვიდექი, წიგნს ვარჩევდი, ანი კი იქვე იჯდა და კაპუჩინოს სვამდა თან მათ ლაპარაკს უსმენდა. -აბა მომიყევი შენ კარიერულ გეგმებზე?- ვლადიმერის ხმა მზრუნველი იყო, თუმცა მის თვალთმაქცობას ადვილად შეამჩნებვდა გამოცდილი ადამიანი. სუფთად ლაპარაკობდა, აქ გაზრდილივით, თუმცა ზოგჯერ რუსული აქცენტი დაჰყვებოდა, რაც იმაზე მეტყველებდა რომ ოჯახში რუსულადაც უწევდა ლაპარაკი ან თუნდაც პარტნიორებთან. -ჯერ არ გადამიწყვეტია თუმცა უცხოეთში ვაპირებ წასვლას- უთხრა დაბნეულმა გოგონამ. -შემიძლია მაგაში დაგეხმარო, სანდო კავშირები მაქვს. -ტელეფონი აიღე როგორმე-ამბობს ანი გადამცემში, მეც წასვლას ვაპირებ თან ყავას ვუკვეთავ. უცბად ვიღაც ბიჭი მკიდებს ხელს და წიგნზე მეკითხება რაღაცას. ხელში „ანა კარენინა“ უჭირავს და თან მიღიმის. -„ყოველ ადამიანს, რომელსაც დაწვრილებით ესმის გარემომცველ პირობათა მთელი სირთულე, უნებლიეთ ჰგონია, რომ მხოლოდ მის კისერზეა ამ პირობათა სირთულე და მათი გარკვევის სიძნელე, რომ ეს მხოლოდ მისი შემთხვევითი თავისებურებაა, და არაფრით არ წარმოუდგენია, რომ სხვაც გარემოცულია თავის პირად პირობათა სირთულით.“-მითხრა ბიჭმა მშვიდად და მისი თვითკმაყოფილება მაღიზიანებდა ცოტა. -„აზრები, რომელთაც უზარმაზარი შედეგი მოსდევს, ყოველთვის უბრალოა.“ ამიტომ არაა აუცილებელი ხალხს წიგნის ციტატებით აწონებდე თავს-მეც მქონდა „ანა კარენინა“ წაკითხული გამარჯვებული მივდიოდი მან კი ოდნავ წარბი აწია და ნაცრისფერი თვალები უკეთ გამოუჩნდა. -უბრალოდ იცოდე რომ ციყვმა, რომელიც თხილისკენ მიიწევს, შესაძლოა გზად ის რკოც დაკარგოს რომელიც აქვს და ტოტიდან ჩამოვარდეს-ამის დრო ნამდვილად არ მქონდა და ყავის ასაღებად გამოვედი. თუმცა თითქოს გაფრთხილებას გავდა მისი სიტყვები. -ეს ვინ იყო-მეკითხება ანა სიცილით, მიკროფონით. -ახლა არაა მაგის დრო-გამეცინა. -თქვენი ყავა მზადაა- მითხრა გოგონამ მშვიდად გამოვართვი და მათკენ წავედი თან ხელები მიკანკალებდა საშინლად. მაგრამ უკან დახევის დრო არ იყო. ყავა გადავასხი ვითომ ფეხი მომიცურდა და შარვალზე დაესხა. სასწრაფოდ ხელსახოცს დავავლე ხელი და მისი ყურადღების გადატანა ვცადე ამ დროს კი ანამ ტელეფონი ამოაცალა ჯიბიდან. -ცოტაც, არ დაუმთავრებია ჯერ- მეუბენება ჩურჩულით და პროგრამის გადმოწერას ელოდება. რა ჯანდაბა უნდა ვქნა, არ ვიცი თუმცა უცებ თაკო მშველის და წვენს კრავს ხელს რაც ისევ მას ესხმევა. რაც ცოტა დამატებით დროს გვაძლევს და მიმტანიც მოდის. -არ ვიცი რა ჭირს დღეს ამ ხალხს- თვალებს ატრიალებს ვლადიმერი და უკმაყოფილოდ მაშტერდება. -დიდი ბოდიში, შემთხვევით მომივიდა.-ვეუბნები და თვალს ვარიდებ. -ჰო, ჰო რაცაა-მოვალ მალე და უცბად დგება, რაზეც ლამის გულის შეტევა მემართება. -დავამთავრე-ჩურჩულებს ანი და ძირს აგდებს. -უკაცრავად, ეს თქვენი ტელეფონია?- ვეკითხები, ვიღებ და ვაწვდი. -დიახ, მადლობა- ცოტახანს ეჭვისთვალით მიყურებს და მერე თავის გზაზე მიდის. გული იმხელაზე მიცემს ლამის ამომივარდეს. -მე რა ვქნა?-თაკო გვეკითხება. -ახლავე ნუ წამოხვალ ცოტახანს იყავი, შემდეგ რამე მიზეზი მოიფიქრე და ჩვენ გარეთ ვიქნებით. რომ გავდიოდი დავინახე „ტოლსტოი“ როგორ მომშტერებოდა, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, სახლში ყველანი მშვიდობიანად წავედით, ყველაფერი კარგად დამთავრდა საბედნიეროდ. თაკო კი ამბობდა რომ მის ცხოვრებაში საუკეთესო რამე იყო რაც კი ოდესმე გადახდენია. თუ საჭირო იქნებოდა ამბობდა რომ კვლავ შეხვდებოდა. ჩვენ კი უკვე მის ტელეფონთან გვქონდა წვდომა, მის ზარებსა და მესიჯებს ვაკონტროლებდით ისე რომ ვერც გაიგებდა, თუმცა ტელეფონით არავის ეკონტაქტებოდა მხოლოდ კომპიუტერით და ის კი საშინლად დაცული ჰქონდა. სხვა რა გზა გვქონდა როგორმე მის კომპიუტერში უნდა შეგვეღწია, რომ რაიმე დაგვემტკიცებინა, მეტი საბუთი იყო საჭრო. ტელეფონის ზარებს გიო აკონტროლებდა თუმცა ხელმოსაჭიდი არაფერი იყო, მხოლოდ საუბრები ბიზნეს პარტნიორებთან და მსგავსი მოსაწყენი საკითხები. -დღეს კარგად ვიმუშავეთ- თქვა ანიმ და თავის თავით ამაყობდა. -მე როდის უნდა შევხვდე?- გვკითხა ღიმილით, -მომენატრა ასეთ ადგილას სიარული და დაძაბულობა. -არ ვიცი თვითონ თუ არ გამოვა კონტაქტზე ჩვენგან აქტიურობა საეჭვო იქნება. როგორ შეიძლება თვითონ გამოვიდეს?- ვერაფერი მოვიფიქრე. -ერთადერთი გზაა თაკო შეხვდეს და იმან ახსენოს რომ ჩემი მეგობარიაო და რამე, რავიცი შეიძლება დაინტერესდეს- თქვა გიორგიმ. -ჰო რისკების დრო ნამდვილად არ გვაქვს, ამიტომ იმ კაფეში ვიჯდები ხოლმე ის რომ დააპირებს წასვლას და იქნებ დაინტერესდეს.-თქვა ანიმ. -სულ იქ ხო არ იქნები-გაეცინა სანდროს -ან არ მოგწყინდება? რეალურად ახლა შენი შეხვედრა ჯერჯერობით არაა საჭირო, თაკოც აკეთებს გასაკეთებელს. -კარგი, კარგი- განაწყენებულმა ღრმად ამოისუნთქა. -მართლა ის ბიჭი ვინ იყო? შენ გგონია ჩვენ არ გვესმოდა ხმა?- მეკითხება გიორგი სიცილით და მხარზე მირტყაპუნებს ხელს. -აზრზე არ ვარ ვინ იყო. რა აზრი აქვს ახლა მის განხილვას მაინც ვერასდროს ვნახავ- უნებურად სევდანარევი ხმა მქონდა. -ვიღაცას ცხოვრებაში პირველად სერიოზულად მოეწონა ბიჭი-დამცინოდა სანდრო. -ჰო, ჰო, იცინეთ, ჩემ უბედურებაზე- ზედმეტად დრამატულად წარმოვთქვამდი. ყველანი გაგვახალისა ამ ამბავმა. -იცი ეგ თუ არ გამოვა თეა ძმაკაცია ერთი... -კარგი მოკეტეთ ახლა- ვუთხარი ბუზღუნით. -ჰო აცადეთ თავის ქერა ბიჭზე ფიქრი-გაბრაზებულმა გავხედე ანის -ჰო მეც მაქვს თვალები, რა გიკვირს. ჰო მუდმივად მაბრაზებდნენ, მაგრამ მათ გარეშე მაინც ვერ წარმომედგინა ერთი დღეც კი. დავემშვიდობე და პარკში წავედი, სახლთან ახლოს. ჯერ არ დაღამებულა თუმცა მზე ჩადიოდა და ირგვლივ ყველაფერი ყვითლით, წითლითა და ნარინჯისფერით გაჟღენთილიყო. მიყვარდა ივლისს ეს დრო, უაზრო სიცხე არ გაწყენდა თავს და სიცივეც არ იყო. თუმცა კვლავ ზაფხულის ფერები შემორჩენილიყო. ჩემი აზრით, საზოგადოება მარტოობას არ აფასებს, ის ხშირად მარტოსულობაში ერევათ, რაც ჩემი აზრით ორი სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებაა. თუმცა მარტოობა ისეთ საკითხებზე გაფიქრებს რასაც დაკავებულ მდგომარეობაში ყურადღებას არ მიაქცევდი, თუმცა როგორ რემარკი იტყოდა „რაც არ უნდა შეგემთხვეთ, არაფერი მიიტანოთ გულთან ახლოს. ცხოვრებაში ცოტა რამ არის დიდი ხნის მანძილზე მნიშვნელოვანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.