უარყოფილი (თავი 5)
- შეგეშინდა? ვუღიმი და მზერას ვუსწორებ. - მე არასდროს არაფრის არ მეშინია. თმებზე ნაზად მისვამს ხელს და მეც დამამშვიდებლისაგან გაბრუებულს მალევე მეძინება. საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამომწერეს. სახლში ბავშვები და პატარა სუფრა დამხვდა. მხოლოდ ბოლოს შევამჩნიე მათ უკან მდგომი ნინა. - მე მოვიყვანე და შენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით არ მაინტერესებს. იცინის ემილი და ლუდის ბოთლს სწვდება. - ნინა.. ხმის ამოღებისთანავე მეხვევა. მეც გულში ვიკრავ და მანამ ვიხუტებ სანამ სულიერ შვებას არ ვგრძნობ. - ასეთი ლამაზი და თუ გყავდა არ უნდა გეთქვა? ხელს მხრებზე მადებს გიო და ისიც მიღიმის. მათთან ყოფნამ სწრაფი ტემპით გამომიკეთა ხასიათი. დამიჯერეთ სანდროს და გიოს ხუმრობებს გულგრილი ვერავინ გაატარებს. ცოტახანში ტელეფონის ხმა მესმის. მეც გვერდზე ოთახში გავდივარ. - გავიგე დღეს საავადმყოფოდან გამოხვედი, როდის მიხვდები ელა რომ ეს უაზრო გამოძიება უნდა შეწყვიტო. უძლური ხარ ჩემთან, მე ის მივიღე, რაც მინდოდა. ახლა აღარაფერი ხარ. საერთოდ აღარაფერი. არაფერს წარმოადგენ. სამუდამოდ განწირული ხარ. დაივიწყე ის ორი თვე შენთვისვე აჯობებს. - ასეთი მსგავსება პირველად ვნახე მამა-შვილს შორის. - რა გიკვირს შენც მამაშენივით უგულო და საცოდავი ხარ. - ზურა ხომ იცი რომ გავიმარჯვებ. - წარმატებები ელიზაბეტ. პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ ისე სწრაფად მითიშავს ტელეფონს. - ფუ შენი. ვბრუნდები თუ არა წინ დამიანე მხვდება. შიშისგან უკან ვიწევ. - ასე მეორედ აღარ გააკეთო. - მოეშვი პატარავ, ცხოვრება მშვენიერია. მიღიმის და კარებისკენ მიბიძგებს. ბავშვები საღამოს მიდიან. სუფრის ალაგებას ვიწყებ, მაგრამ ლუკა მაჩერებს. - შენ დაჯექი, დაისვენე და მე მივხედავ ყველაფერს. - რა მზრუნველი ხარ ლუკ. საკასტულად ვუღიმი და ჭურჭლის რეცხვას განვაგრძობ. ისიც გვერდზე მიდგება და მათ გამშრალებას იწყებს. - შენსა და დამიანეს შორის რაღაც ხდება ჰო? - გააჩნია რაღაცაში რას გულისხმობ ლუკა. - თქვენი საუბარი საავადმყოფოში განსხვავებული იყო სხვებთან შედარებით. - დამშვიდდი მასთან სექსი არ მქონია და არც ვაპირებ. - აბა? - უბრალოდ აშკარაა, რომ მეფლირტავება, მეთამაშება. მეც ავყევი ამ თამაშში. მისი მზერა საშინლად მაბნევს და ამავდროულად მიზიდავს. - შენ რა ის მოგწონს? ფინჯანს ძირს აგდებს და ისიც წამში ნამსხვრევებად იქცევა. - მგონი სჯობს ფსიქიატრს გაესაუბრო მეგობარო. მხარზე უდარდელად ვურტყავ ხელს და საქმეს განვაგრძობ. - შეიძლება რაღაც თამაში ითამაშო ზურასთან, მამაშენთან, დამიანესთან, ყველასთან, მაგრამ არა ჩემთან. მკლავებში მწვდება ლუკა და ხელებს მთელი ძალით მიჭერს. - ლუკა... ვწუხვარ, მაგრამ აზრი არ შემიცვლია ფსიქიატრთან დაკავშირებით. ხელებს მაშორებს და მხოლოდ ახლა ხედავს მის ნამოქმედარს, რომელიც წითელია და ნელ-ნელა სილურჯეშიც გადავა. - მაპატიე, თავი ვერ გავაკონტროლე. იცი, რომ ვერ ვიტან ირონიას მითუმეტეს შენგან. გატკინე? - არაფერია ლუკა, შევეჩვიე. ტკივილი უკვე დიდიხანია არ მიგრძვნია. წადი დაიძინე, დასვენება გჭირდება. ლუკაც უმალ ტოვებს ოთახს. სიგარეტს ვიღებ და კვამლს ფილტვებში ვუშვებ. მისი აფორიაქების მიზეზს ვერ ვხვდები. ისეთი შეგრძნება მრჩება თითქოს ჩხუბის მიზეზს ეძებდა და იპოვა კიდეც. ამას მალევე ვივიწყებ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ყველაფერმა დაკარგა აზრი, ის რახდებოდა ლუკასთან, რა ხდებოდა ნინასთან, რა ხდებოდა დამიანესთან. ყველაფერი ჩემთვის უინტერესო და არასასურველი იყო. ახლა მხოლოდ ის მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ზურა და ლევანი, მაინტერესებდა, ფიქრობდნენ თუ არა, რომ მალე მათი აღსასრულის დღეც მოვიდოდა. - ყველასა და ყველაფერს აქვს სუსტი წერტილი. ვეუბნები საკუთარ თავს და ჩემს აზრებზე მეთვითონვე მეცინება. არა მარტო ლუკას მგონი მეც მჭირდება კარგი ფსიქოლოგი. ჩემი ტვინი მხოლოდ შურისძიებისკენ იყო მიმართული. შურისძიებისკენ, რომლის დასასრული, ჩემი ცხოვრების დასასრულიც იქნებოდა. ჩემი ცხოვრება ნელ-ნელა კიდევ უფრო რადიკალურად იცვლებოდა. სამსახურიდან პირდაპირ ჩემს ოთახში ვიკეტებოდი და იმაზე ფიქრით ვიჭ....ტდი თავს, თუ როგორ გამენადგურებინა ჩემი ცხოვრების გამანადგურებლები. ყველაფერი საშინლად რთულად მეჩვენებოდა. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი იქნებ ყველაფერი დამევიწყებინა, მაგრამ ამის უფლებას საკუთარ თავს ვერასდროს მივცემდი. ბავშვებს ხშირად, მაგრამ ცოტახნით ვნახულობდი. ლუკა ცდილობდა ჩემგან თავი შორს დაეჭირა, რასაც დამიანეზე ვერ ვიტყოდი ის ყოველთვის ცდილობდა უფრო და უფრო მეტი გაეგო ჩემს შესახებ, რაც საერთოდ არ მხიბლავდა. პარასკევს საღამოს სახლში დაღლილი მოვედი. ბელა და ლუკა მისაღებში დამხვდნენ. - ხო მშვიდობაა? დანარჩენები სად არიან? ვუღიმი ორივეს და წყალს ერთი მოყუდებით ვსვამ. - წავიდნენ. მე შენ დაგელოდე. - კარგი მე გამოვიცვლი და მოვალ. ოთახში შევდივარ, რათა რაიმე გრილი ჩავიცვა. ლეპტოპი მანიშნებს, რომ ვიღაცამ მომწერა. - ვინ უნდა იყოს.. შეწუხებული მივიწევ მისკენ. - ოჰ ვიღაცას ვიდეო გამოუგზავნია ჩემთვის. ალბათ ისევ ნინა მაიმუნობს რაღაცას. მეცინება და ვიდეოს ვხნი. თავიდან მხოლოდ სიშავე მოჩანს. ვიდეოს დაწყებას მოთმინებით ველოდები. ფეხის თამაშს არ ვწყვეტ. ნელ-ნელა ვიძაბები. ვიდეო იწყება, ჯერ მხოლოდ გარემო ჩანს, ხელებს ძლიერად ვკრავ. ეს ადგილი, ეს სარდაფი. წარსულში ვბრუნდები. ნათლად ვარჩევ ზურას სახეს, რომელიც კმაყოფილი მზერით მიმათრევს თმით ოთახში. ჩემი ტირილი, ეს ხმა. ხელები არ მემორჩილება ლეპტოპს ვერ ვთიშავ. ჩემი გამაყრუებელი კივილი იმდენად სუფთად ისმის, რომ მგონია ეს ყველაფერი ჩემს გვერდით ხდება. ის ჩემზე ძალას ხმარობს. ეს ყველაფერი მაგიჟებს. ლეპტოპს ძირს ვაგდებ. კივილი არ ჩერდება. - გეყოფა გეყოფა. ხელებს ყურებზე ვიფარებ და ბოლო ხმაზე ვყვირი. ოთახში ბელა და ლუკა შემორბიან. სახეს ფრჩხილებით ვიკაწრავ, საკუთარ სხეულს ხელებს ვურტყავ. ის კივილი მაინც არ ჩერდება. ყველაფერს ვგრძნობ, იმ ტკივილის ახლა უფრო ნათლად ვგრძნობ. ყველაფერი მეწვის. საკუთარი თავი მეზიზღება. ლუკა ხელებში მაფრინდება, რათა რამენაირად შემაჩეროს. ბელა წამში თიშავს ლეპტოპს და ჩემსკენ ბრუნდება. ლუკას ვებღაუჭები. - გააჩერეთ, ეს ისეთი მტკივნეულია. - ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი დასრულდა. ლუკა მიხუტებს და ისე ცდილობს დამამშვიდოს. მას ბელაც ეხმარება და ისიც დამამშვიდებელ სიტყვებს მეუბნება, მაგრამ ახლა ჩემზე არაფერი მოქმედებს. მხოლოდ იმ უსუსური გოგოს კივილი ჩამესმის, რომელიც განწირულია, სამუდამოდ განწირული. ვერ ვწყნარდები. ვერაფერი მაჩერებს. ბელა გვშორდება და აფთიაქში დამამშვიდებლის მოსატანად ჩადის. - მეტის ატანა აღარ შემიძლია ლუკა, გესმის? აღარ შემიძლია. - ელა დამშვიდდი ასე პანიკური შეტევა დაგემართება. - თავს მოვიკ... დასრულებას ვერ ვასწრებ, ისე სწრაფად მიცურებს ლუკა თმაში ხელს და მკოცნის. ერთიანად ვდუნდები. კოცნაში ვყვები. ბოლომდე ვენდობი. თავს სასიამოვნოდ ვგრძნობ. მისი ყოველი შეხება უფრო და უფრო მაბრუებს. მთელი სხეულით ვგრძნობ მის კოცნას. მისი ტუჩები მშვიდად მშორდებიან. მისი თვალები იმდენად თბილია მეც სითბოთი ვივსები თავს გულზე ვადებ და ისე ვეხუტები. - მოვკლავ, ჩემი ხელით მოვკლავ. ვბუტბუტებ მის კისერთან, ის კი თმაზე ფერებას განაგრძობს. ბუნდოვნად ჩამესმის მისი ხმა და საბოლოოდ ვითიშები... შუა ღამეს მეღვიძება, თავთან ლუკა მიზის და ძინავს. თავი ჩემს მუხლებზე უდევს. ხელით სახეზე ვეფერები და ჩამოყრილ თმებს ვუსწორებ. ტელეფონის ხმა მაფხიზლებს. - ამ დროს ვინ უნდა იყოს? ნომერი უცხოა. ფრთხილად ვდგები საწოლიდან, აივანზე გავდივარ და ტელეფონს ვპასუხობ. - დარწმუნებული ვარ კმაყოფილი ხარ ჩემი საჩუქრით. - ჩმორი ხარ. - ოჰო ეს რის საფუძველზე დაასკვენი. მესმის მისი ირონიული ხმა. - პირისპირ არ მხვდები. ჩემი გეშინია. აღიარე, რომ სიკვდილივით გეშინია ჩემი ნახვის. მის ხმას ვიწერ და ვცდილობ მეტი ვალაპარაკო. - შენს ნახვაზე უარს არ ვიტყოდი ლამაზო, ძალიან მომენატრა შენი სექსუალური სხეული. ხომ არ გავიხსენოთ ძველი დრო. - არანაკლებ სექსუალურია შენი შვილიც, თან ის ჩემზე გამოცდილია იქნებ მასთან გეცადა. - მოკეტე კახპა. - არასდროს გესმის? არასდროს არ გავჩერდები. - რა გავაკეთო იმისთვის, რომ მშვიდად ცხოვრების საშუალება მომცე. - მომკალი, მხოლოდ ამით შეძლებ ჩემს შეჩერებას. - კარგი ელიზაბეტ, იყოს ასე. ოღონდ იცოდე, რომ ძალიან მტკივნეული იქნება. - ეჭვიც არ მეპარება ნაბი^ვარო. ვეუბნები და ისე ვუთიშავ პასუხს არ ველოდები. უკან შემობრუნებისთანავე ვამჩნევ ლუკას. - ელიზაბეტ, ეს თამაში მაშინებს. შესაძლოა მათ ნაცვლად შენ მოკვდე. - ვერ გავჩერდები, თუნდაც ეს სიკვდილის ფასად დამიჯდეს. შენ რომ იცოდე იქ რა ხდებოდა, შენ რომ იცოდე ეს რა იყო... - ვიცი ელიზაბეტ. ყველაფერი ვიცი. - ყველაფერი ნახე? - მიბრაზდები? - არა, რა სისულელეა. - რას აპირებ? - ხვალ პოლიციაში წავალ. ზურას წინააღმდეგ სარჩელს შევიტან და ვეცდები ჩემი წილი დავიბრუნო. კომპანიის ნახევარი წესით მე მეკუთვნის. - გამოგყვები გინდა? - არა შესვენებაზე გავალ, არ ინერვიულო. - კარგი, ახლა დასვენება გჭირდება. ვუღიმი და ჩემი ოთახისკენ მივიწევ. - ლუკა.. - ჰო ლიზ - მადლობა, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვუღიმი და ამჯერად ნამდვილად შევდივარ ჩემს ოთახში. ვერაფრით ვერ ვიძინებ. თავში ათასი აზრი მიტრიალებს. ღმერთო ჩემო რა საშინელი კაცია მამაჩემი, არც კი ვიცი რა არის მისი სუსტი წერტილი. ვიფიქრებდი შვილები თქო, თუმცა ო ღმერთო შვილები.. სასტიკი ფიქრები მაწვება. კესარია, ზურას საამაყო და ჭკვიანი შვილია. - რა ბოროტი ხარ ელიზაბეტ. ირონიულად მეღიმება. კესარიას ტკივილიან მზერას წარმოვიდგენ, ზურას შეშინებულ სახეს. ეს იმდენად სასიამოვნოა. აივანზე სიგარეტით ხელში ვდგავარ და მანამდე ვფიქრობ ამ თემაზე სანამ ბოლომდე არ თენდება. ადგილზე ვცქმუტავ, შესვენებას ველოდები. ვცდილობ ბევრი კლიენტი მივიღო, რათა დრო მალე გავიყვანო. ნანატრი 2 საათიც მალე დგება. პოლიციის შენობისკენ სწრაფად მივიწევ. შესვლამდე ღრმად ვისუნთქავ ისედაც სიბინძურით გაჟღენთილ ჰაერს და ისე შევდივარ შიგნით. - თქვენ? აქ რას აკეთებთ? - პირველ რიგში გამარჯობა უნდა თქვა. ახლა კი გამატარე. გაღიზიანებული ვუგდებ სიტყვას კარში მდგომს და კაკუნით მივაბიჯებ შენობაში. შესვლამდე კარებზე ვაკაკუნებ და მორიდებულად შევდივარ ოთახში, რომელიც საკმაოდ მყუდროდ გამოიყურება. სანდომიანი მამაკაცი ხელს მართმევს და მიღიმის. - რით შემიძლია დაგეხმაროთ ქალბატონო.. - ელიზაბეტი, ელიზაბეტ ბურდული. ღიმილით ვაშველებ სიტყვას და ღიმილი წამში მეყინება, როდესაც მის გამომეტყველებას ვხედავ. - შენ.. შენ ლევანის? - დიახ, ლევან ბურდულის შვილი გახლავართ. და ეს რამეს ცვლის? - ვერ მივიღებ საჩივარს, ვწუხვარ. თავისუფალი ხარ. ფეხზე დგება მამაკაცი და ზურგს მაქცევს. - თქვენი სამართლიანობა ფულზე გაყიდეთ? წარმოდგენაც არ გაქვთ რა გამოვიარე. - ვიცი შვილო, ვიცი. - არაფერიც არ იცით. ვყვირი და ისე ვურტყავ მაგიდას ხელს. - საერთოდ არაფერი არ იცით, რომ იცოდეთ დამეხმარებოდით. ღმერთს მთელი გულით ვთხოვ ისე დაგტანჯოთ ყველა, როგორც მე დავიტანჯე. ყველა ვინც თანამონაწილეა ჩემს უბედურებაში. - ეს ბრძანებაა ელა. ამ შემთხვევაში უუფლებო ვარ. - მაშინ შეგიძლიათ მშვიდად უყუროთ, როგორ მოვკლავ მათ, ან როგორ მომკლავენ ისინი მე. შეგიძლიათ მშვიდად უყუროთ ჩემს დაკრძალვას. კარგად იყავით ბატონო დავით. ხმაურით ვხურავ კარებს და ისე მივიწევ გასასვლელისკენ. გასვლისას სწრაფად ვუკიდებ სიგარეტს და ვფიქრობ რა ვქნა. ახლა მხოლოდ კერძო დეტექტივი დამეხმარება. ტაქსს ვაჩერებ და ერთ-ერთ კომპანიასთან ვჩერდები. დრო ცოტა მაქვს. სწრაფად ვპოულობ ძლიერ და თავისუფალ დედექტივს და მის კაბინეტში შევდივარ. ოთახში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მხვდება. - გამარჯობა. მე სანდრო. ღიმილით მართმევს ხელს და მიმითითებს, რომ დავჯდე. - გამარჯობა. მე ელიზაბეტ ბურდული ვარ. გეუბნებათ რამეს ეს სახელი და გვარი? - იმის გარდა არაფერს, რომ ლევან ბურდულის ქალიშვილი ხართ და თქვენზე ჭორები დადის, რომ გაგიჟდით. - პირდაპირობისთვის მადლობას გიხდით. როგორც ჩანს თქვენამდე არ მოუღწევია ლევანს. - უკაცრავად? - არა, არაფერი. მოკლედ მინდა კომპანიის საკუთარი წილი დავიბრუნო და კიდევ კესარია დადვანის ყოველი ნაბიჯი ვიცოდე. - ოჰო ეს უკვე ჩემი საქმეა. ყველაფერი იქნება. - ფულიც იქნება. ოღონდ უნდა მქონდეს თქვენი იმედი. - იმედი? - დიახ, იმედი, რომ მამაჩემის ფული ვერ დაგაბრმავებთ და ბოლომდე დამეხმარებით. - ამაზე შეგიძლიათ არც კი იფიქროთ. ჩემი სამსახური სამართლიანობის აღდგენას ემსახურება. - დიდი მადლობა, ეს ჩემი ნომერია რამე ახალი თუ იქნება შემატყობინეთ. ფეხზე ვდგები და კარისკენ მივიწევ . - ისე გიჟს საერთოდ არ გავხართ ელიზაბეტ. პასუხს არ ვცემ. ერთს ვუღიმი, კმაყოფილი ვტოვებ ადგილს და სამსახურს ვუბრუნდები. ეს კარგის ნიშანია. ცხოვრების ახალი, საშიში და საინტერესო ეტაპზე გადავედი. ეს ყველაფერი იმდენად მომწონს და მიზიდავს, რომ დანებება შეუძლებელია. - მალე ჩემს ფეხებთან დაჩოქილებს გნახავთ. ვამბობ ჩუმად და ბედნიერებისგან კიდევ უფრო მეღიმება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.