შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარყოფილი (თავი 4)


23-08-2020, 23:51
ავტორი vivien
ნანახია 1 603

რა ლამაზია ზოგჯერ წარსული, ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო. ბედნიერების ზღვარს გადასული მოკლე დღე, ჩუმი და უთარიღო. ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი, რაც არასდროს დამავიწყდება.
სამსახურიდან გამოვდივარ. ადვილადვე ვამჩნევ მანქანაში მჯდომ დამიანეს, რომელიც დაჟინებით ელოდება ვიღაცას. მისი მანქანისკენ მივდივარ.
- დამიანე ვინმეს ელოდები?
- ჰო ელიზაბეტ, ერთ ძალიან ლამაზ გოგოს ველოდები.
- დარწმუნებული ვარ ვიცნობ.
- როგორ შეიძლება ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობდეს.
მის კომპლიმენტზე მეცინება და მანქანაში ვჯდები.
- გავიდეთ სადმე?
- რავი ჰო.
- ცუდ ხასიათზე ხარ? მოგენატრე პატარავ?
ახლა უფრო მეტად მეცინება და ხელს მსუბუქად ვურტყავ მხარზე.
- რა გაცინებს? ვიცი რომ ღამე ჩემზე ფიქრებმა არ დაგაძინეს.
- გეყოფა დამ, ასეთი კარგიც არ ხარ.
- დამ? ასე მხოლოდ შენ მომმართავ.
- თუ არ მოგწონს შემიძლია დამიანე დაგიძახო.
- მომწონს, ძალიან მომწონს.
ტუჩის კუთხეს ტეხავს და ისე განაგრძობს სვლას. ერთ-ერთ ბართან მანქანას აჩერებს. ერთად შევდივართ ბარში, რომელშიც საოცრად მყუდრო და სასიამოვნო სიტუაცია ჩანს. მაგიდასთან ვსხდებით და ერთმანეთს უაზროდ ვუღიმით, თუმცა მისი ირონია მაინც ადვილად შესამჩნევია.
- დალევ რამეს?
- ახლა მხოლოდ ეს მიშველის.
- პრობლემები გაქვს გოგონავ?
- ცდილობ დამათრო და მერე ამალაპარაკო?
ჩემს მიხვედრილობაზე ეცინება.
- ვგიჟდები ჭკვიან ქალებზე.
- მე კიდე ირონიაზე.
ირონიულობას, ირონიულობითვე ვპასუხობ და სკამზე მოხერხებულად ვჯდები. მიმტანს მალევე მოაქვს ვისკის ორი ჭიქა ჩვენთან.
- ჩვენ გაგვიმარჯოს ელიზაბეტ.
ვუღიმი და მწარე სასმელს პატარა ყლუპით ვსვავ. ყელს მიწვავს მისი გემო და არომატი, თუმცა ის ისეთი ჩამთევია, ჯანდაბა მგონი მართლაც დავთვრები.
- დანა ისევ თან გაქვს?
- ეს რა კითხვაა დამ? რა თქმა უნდა, მე ის სულ თან დამაქვს.
- მაინც ვერ ვხვდები რათ გინდა.
- ყველა ლამაზ ქალს სჭირდება იარაღი.
- განსაკუთრებით კი ლევან ბურდულის ქალიშვილს არა?
მისი სახელის ხსენება მძაბავს, შემდეგ " ქალიშვილზე" მეცინება.
- დამიანე მე ლევან ბურდულის შვილი არ ვარ.
- როგორ თუ არ ხარ?
ჩემი ნათქვამი აბნევს. მეც ხომ ეს მინდოდა.
- ცდილობ ლაპარაკში ჩამითრიო, მე უარესს ვიზავ დამიანე.
გულში ვფიქრობ და ისე ვაგრძელებ.
- აი ასე. არ მყავს მამა, ლევანი, კი ჩემი მოსისხლე მტერია.
ვამბობ ცინიკირად და ფეხზე ვდგები.
- ჩემი წასვლის დროა. სასიამოვნო იყო შენთან ერთად დამიანე.
- რა თამაშს თამაშობ ელა.
გაკვირვებული ვბრუნდები და მის შავ თვალებში კიდევ ერთხელ ვიძირები.
- კარგი ვიცი, რომ მაინც არაფერს მეტყვი, გაგაცილებ.
- ნასვამი ხარ.
- საჭესთან დაჯდომას არც ვაპირებდი. ტაქსით წავიდეთ.
სახლამდე დამიანე მაცილებს, გზაში ხმას არცერთი ვიღებთ. ლოყაზე მსუბუქად ვკოცნი და ისე გადმოვდივარ მანქანიდან. მხოლოდ კიბეებზე ასვლისას ვუყურებ საათს, რომელიც ღამის ორ საათზე მიმანიშნებს. სახლის კარები ღია მხვდება. ვცდილობ ჩუმად შევიდე სახლში, თუმცა კარებშივე მხვდება განრისხებული ლუკა.
- სად იყავი, ან სად დალიე. სასმლის სუნად ყარხარ. ტელეფონზე მაინც გეპასუხა, რა არ ვიფიქრე შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს.
- მე ცოტა გავერთე.
- ვისთან ერთად იყავი?
- დამიანემ გამომიარა და
ვუახლოვდები და ხელებს კისერზე ვხვევ.
- და რა? საერთოდ ნორმალური ხარ შენ?
- ნუ ყვირი. თავი მტკივა.
- მე ვიცნობ დამიანეს, შენ კი არა.
- გეყოფა ლუკა, შენ არავინ გეკითხება.
- ახლა არ მეკითხება არავინ?
- შენ რომ მთელი ღამე სვავდი მე გითხარი რამე?
- ელის მაგიჟებ მე სახლში ვსავდი, თანაც მარტო
- თავი დამანებე.
მეც ვუყვირი.
- ფუ ამის.
კედელს ხელს ურტყავს ლუკა და იგინება.
- რაც გინდა ის გიქნია ფეხებზე მ^იდია.
ოთახში კარების ჯახუნით შედის. თვალზე მომდგარ ცრემლს ვიწმენდ და მეც ოთახში შევდივარ. არ ვიცი, როდის და როგორ მეძინება, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ლუკასთან გაჩერება შეუძლებელია.
ტკივილი ჩემზე ძლიერია, მას ვერ ვამარცხებ. ერთადერთია, რასაც ვერ ვამარცხებ. სიბნელიდან დედა მოდის, მას ვერ ვუახლოვდები. მისი შეხება ყველაფერს მირჩევნია ამ წამს. მისი ერთი ჩახუტება გადამარჩენს, მხოლოდ მას შეუძლია ჩემი გადარჩენა. იმდენად ახლოს და იმდენად შორს არის, რომ...
- ცოტა დარჩა ელიზაბეტ, მჯერა, რომ ამას შეძლებ. მჯერა, რომ ყველას აზღვევინებ შენს გამო, ჩემს გამო, ჩვენი წარსულის გამო. შენი იმედი მაქვს შვილო.
მიდის, ჩემი ყვირილის მოუხედავად, მიდის, მიდის კი არა მირბის. მტოვებს. საშინლად მექცევა.
- არ გაქვს ამის უფლება. მარტო ვერ დამტოვებ.
ხმის ჩახლეჩამდე ვყვირი და ბოლო წამს მეღვიძება. სულ ოფლში ვარ, საშინლად დაღლილი. თავი არაამქვეყნიური მტკივა. მუხლებთან ლუკა მიზის და ჩემი ხელი უჭირავს.
- მხოლოდ სიზმარი იყო.
- უნდა დავრეკო. უნდა დავრეკო.
- ღამის ოთხ საათზე?
მას არ ვაქცევ ყურადღებას ისე ვიღებ ჩემს ტელეფონს და დედას ვურეკავ. რამდენიმე ზარის შემდეგ ფხიზლად მპასუხობ. აშკარაა, რომ ჩემი ახალი ნომერი არ იცის.
- გისმენთ.
- დედა არ გძინავს?
- ელა, ჩემო გოგონავ.
ცრემლები მდის სახეზე, ხმას ვერ ვიღებ.
- ხო კარგად ხარ დე?
- კი ელიზაბეტ, არაფერზე ინერვიულო.
- შენზე ძვირფასი არავინ მყავს დე.
- სიხარულო დაიძინე და დაისვენე. მე ყველაფერი რიგზე მაქვს.
- კარგი დედა, ძილინებისა.
ვეუბნები და ტელეფონს ვთიშავ. ლუკას ვუყურებ და ღრმად ვსუნთქავ.
- მას, რომ რამე დაემართოს...
- სიზმარი იმიტომ დაგესიზმრა, რომ დედაშენზე ხშირად ფიქრობ. მას არაფერი მოუვა.
მიხუტებს და თმებზე მეფერება. მეც მასზე მიხუტებულს მშვიდად მეძინება. დილას ისევ მარტო ვარ, ლუკას გარეშე, სამსახურში ვრეკავ და უფროს ვაფრთხილებ, რომ ვირუსი მაქვს, ჰო კარგი მოვიტყუე, მაგრამ ახლა სამსახურში წასვლის თავი ნამდვილად არ მქონდა. ძილი გვიანობამდე გავაგრძელე, რომ გავიღვიძე საათი საღამოს ექვსს აჩვენებდა. სახლში მარტო ვიყავი. ცივი ყავა მოვიმზადე და სერიალის ყურება დავიწყე. კომფორტულად ვუყურებდი სერიალს, მანამ სანამ ბელამ არ დამირეკა.
- ელა მიშველე რა.
- რა გატირებს? რამე მოხდა?
- არაფერი არ მაქვს ჩასაცმელი რა.
ისე ტიროდა თავი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე გავიცინე.
- ოღონდ შენ არ იტირო და წავიდეთ ვიყიდოთ რაღაცეები.
- ვგიჟდები შენზე. მანქანით გამოგივლი აქვე ვარ ცუნცულ.
შორტები ჩავიცვი, ფართო ტოპი გადავიცვი და ქვევით ჩავედი. ნამტირალევი თვალებით დამხვდა მაგაზე კიდევ უფრო ბევრი დავცინე. მთელი სავაჭრო ცენტრი შემომატარა.
- ვკვდები ბელა, მეტი აღარ შემიძლია.
- ცოტაც ელუშ.
- ხო ხედავ რომ გასივდი და ვეღარ ეტევი ვერაფერში?
- ნუ მტკენ გულს.
- მეზიზღები.
- გაბრიელი რეკავს, ვაიმე ჰო კარგად ვარ?
- ვერ გხედავს.
ვუბღვერ და ისე ვაჭერ მის ტელეფონზე მწვანე ფერს.
- ......
- ჰო, კი ელაც აქ არის.
- ........
- კი მოვალთ. თან გვშია.
- მოკლედ ელიზაბეტ კაფეში მივდივართ. ბავშვები იქ გველოდებიან.
- დაღლილი ვარ ანაბელ, იცი ეს რას ნიშნავს?
- მე გკითხე რამე?
კინკლაობით ვსხდებით მანქანაში და ისე მივდივართ კაფეში. შევლისთანავე ვამჩნევ დამიანეს კმაყოფილ მზერას, ლუკას კი ცუდ ხასიათს. პირველი სანდრო მვარდება
- ელაჩკა პრივეტ.
- სანდრიკო რა სიმპატიაგა ხარ? მიდიხარ სადმე.
- მაგარი გოგო დავკერე.
შემდეგი დამიანე დგება. ხელს მხვევს და თავის გვერდზე მსვავს.
- როგორ ხარ პატარავ?
- პატარა არა რა.
- დროის საკითხია ლამაზო.
დაძაბული გვიყურებს ლუკა და თვალს არ გვაშორებს. მისი მზერა ცოტა არ იყოს მაშინებს. დროს ნორმალურად ვატარებდით, ალექსი მალე გავაცილეთ იმ გოგოსთან და დავარიგეთ კიდეც, რომ გოგო არ გაეგიჟებინა.
- ბავშვებო არ წავიდეთ სადმე წელს?
- მე არსად არ წამოვალ.
- აუ სანდრო წავიდა და ამანაც დაკარგა მთელი სამყარო.
სიცილით ამბობს კესო და გიოს უყურებს.
- ქალბატონო კესარია დადვანო. ნუ მოქმედებით ჩემს ფსიქიკაზე.
- დადვანი?
მისი გვარის გაგონებისას წვენი მცდება და ხველება მიტყდება.
- ჰო რამე მოხდა?
გაკვირვებული მიყურებს ემილი.
- კესარია, რა ქვია მამაშენს?
- რატომ მისვამს ასეთ კითხვებს? რა უნდა?
მღელვარება იმატებს მის ხმაში. მთელი სხეულით ვხურვარ. ჩემი ყველა ნაწილი მზად არის საბრძოლველად.
- კესო უპასუხე.
მყვება ანაბელიც, რადგან ის ყველაზე კარგად ხვდება ახლა რას ვგრძნობ.
- ზურა, მას ზურა ქვია.
- გაგანადგურებთ.
ფეხზე ვვარდები და თავს ძლივს ვიკავებ.
- მამაჩემი არაფერ შუაშია, ეს მამაშენმა გაგიმეტა საცოდავო.
- მოგკლავთ, არ შეგარჩენთ.
- შენც იცი რომ გამკეთებელი არ ხარ. წადი და მამაშენს მოსთხოვე პასუხი.
- კესო შენ რა იცოდი?
გაღიზიანებული ეკითხება ლუკა მას.
- როგორ არ ვიცოდი და არა მარტო მე. ბევრმა იცის ამ საწყალი გოგოს შესახებ, რომელიც ფულზე გაცვალა მამიკომ. ახლა კი ის საწყალი გოგო გაგიჟდა და ამიტომ სახლიდან წავიდა.
- ამას არავინ დაგიჯერებთ.
- ეს ყველაფერი უკვე გავრცელებული და დადასტურებულია.
– შე ბო^ო.
ვუყვირი და ხელს მთელი ძალით ვურტყავ სახეში.
- შენ ხარ ელიზაბეტ, მამის ასაკის კაცთან იწექი.
- სწორედ რომ მამის ასაკის კაცმა გამაუპატიურა.
მხოლოდ ახლა ვამჩნევ იქ მყოფ ხალხს, რომელიც ინტერესით მოგვჩერევია. ზოგი ჩურჩულებს, ზოგი საბრალო მზერით გვიყურებს.
- გპირდები, რომ შენს თვალწინ მოვკლავ ნაბი^ვარ მამაშენს.
ვეუბნები თუ არა იქიდან გამოვრბივარ. ასეთი დამცირებული, ასეთი უმწეო, ასეთი საწყალი არასდროს ვყოფილვარ. მაშინაც კი, როდესაც ზურამ ჩემზე ძალა იხმარა. მაშინაც კი მქონდა იმედი, იმედი იმისა, რომ მამაჩემი გადამარჩენდა. მთელი სისწრაფით მირბივარ, არავის დანახვა არ მინდა. ახლა მხოლოდ ჩემი წამალი მინდა - დალევა. ერთ-ერთი ბარის კარებს ვაღებ.
- ყველაზე ძლიერი რაც გაქვს ის დამისხი.
- პრობლემები ლამაზო?
- ამას უკვე პრობლემები აღარ ჰქვია.
სიგარეტს ვუკიდებ და ისე ველოდები ჩემს სასმელს. წამში ვცლი ჭიქას და კიდევ ერთხელ ვუმეორებ, რომ ყველაზე მძიმე სასმელი დამისხას. სასიამოვნოდ ვთვრები. ირგვლივ არავის ვაქცევ ყურადღებას. იქ ყოფნის დროს არავის შევუწუხებივარ, როგორც ჩანს ყველა გრძნობდა ჩემს უარყოფით აურას. სასმელს გათიშვამდე ვსვამ. ბოლოს მხოლოდ ბელას განწირული ყვირილი და გაბრიელის მწარე ხელი მახსოვს სახეზე. გონს საავადმყოფოში მოვდივარ. თავთან გიო მიზის. მოშორებით კი მთელი არმია დგას. ჯერ ბუნდოვნად ვხედავ ყველაფერს შემდეგ კი უფრო კარგად ვახელ თვალებს და მათ ვუღიმი.
- გახსოვს რამე?
შუბლზე ხელს მადებს ვივიენი და ხმაწართმეული მეკითხება.
- ყველაფერი, ყველაფერი ბრწყინვალედ მახსოვს გათიშვამდე.
- გაბრიელმა და ბელამ გიპოვეს ბარში უგონოდ მთვრალი.
სუსტად მიღიმის ემილი.
- გეხვეწები, როგორ მოახერხე ერთ საათში, სამი კოლოფი სიგარეტის მოწევა?
გაკვირვებული მიყურებს სანდრო
- აუ ეს ამდენი ხანი მაგაზე ფიქრობდა?
ეცინება ბელას და მეც მაცინებს. ლუკა მათგან მოშორებით დგას, კართან. თითქოს გაქცევას ცდილობს.
- ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაცას მალავდი.
ცივი მზერით მაშტერდება დამიანე.
- უდარდელად ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. მყავდა უსაყვარლესი მამა, დედა და ერთი წლით უმცროსი და. ვიყავი განებივრებული, ფულიანი მამიკოს გოგო. მყავდა შეყვარებული და მეგობრების დიდი წრე...
ვჩერდები და ღრმად ვსუნთქავ. გიო წყლის დალევაში მეხმარება და მეც განვაგრძობ მოყოლას.
- ერთ დღესაც უნივერისტეტიდან ვბრუნდებოდით მე და ჩემი და. ფეხით გადავწყვიტეთ გასეირნება, რადგან მანქანა გაფუჭებული მქონდა. იმ დაწყევლილ დღეს მომიტაცა ზურამ, ყველაფერი საოცრად მტკივნეული იყო. მე, გოგო, რომელიც მუდამ ფუფუნებაში ცხოვრობდა, უცებ სარდაფში ჭუჭყიან ოთახში მოხვდა. სადაც ათასჯერ მაინც მოხვდა მწარე ტყავის ქამარი და ათასი სხვა რამ. სიტყვებს არ ვიშურებდი მისთვის. თითქმის ყოველ საღამოს შემოდიოდა და ძალას ხმარობდა ჩემზე. ეს იმდენად მტკივნეული იყო, რომ გახსენებაც არ მინდა. ბოლოს დამცირებაზე გადავიდა მითხრა, რომ მეგობრები ჩემთან მხოლოდ ფულის გამო იყვნენ, რომ ნიკას ჩემი გაქრობიდან ერთ კვირაში გვერდით ახალი გოგო ედგა, რომ ეს ყველაფერი რაც გადავიტანე ჩემი ოჯახის მოწყობილი იყო. გამანადგურა ყველანაირად მიწასთან გამასწორა.
ბოლოს სიცილით ვამბობ და მათ რეაქციებს ვაკვირდები. ზოგს ზიზღი ეტყობა სახეზე, ზოგიც კი უბრალოდ სიბრალულით შემომცქერის.
- ანუ ეს ყველაფერი ლევანმა მოაწყო?
- ასე გამოვიდა.
- ამ თამაშში ერთ-ერთი მონაწილე კესოა და არც მას შევარჩენ ამ ყველაფერს.
- მან ეს იცოდა და არაფერი მოიმოქმედა?
აწყლიანებული თვალებით მიყურებს ვივიენი. მართლაც ყველაზე ემოციურია.
- ესეც ასე გამოვიდა.
სიმწრით ვიღიმი და უცხო მიმართულებით ვიყურები.
- ამიტომ დადიოდი დანით?
- ბევრჯერ სცადა მამაჩემმა ჩემი სახლში წაყვანა, იარაღი მჭირდება.
- რას აპირებ?
- ამ ყველაფერში თქვენ ვერ გაგრევთ.ახლა კი წადით და დაისვენეთ. მე კარგად ვგრძნობ თავს.
ლუკას რაღაცის თქმას ცდილობს, თუმცა დამიანეს ხმა აჩერებს.
- მე დავრჩები.
- მართალია ვინმე უნდა დარჩეს. მითუმეტეს ახლა, როცა ვიცით, რომ საფრთხეში ხარ მარტო აღარ დაგტოვებთ. ჩვენც დილას დავბრუნდებით.
მიღიმის გაბრიელი. ლოყაზე მკოცნის და კარებისკენ მიიწევს. მას სხვებიც ბაძავენ, ოთახში მე და დამიანე ვრჩებით.
- ის მიიღე რაც გინდოდა, ხომ ასეა? ახლა ჩაწყნარდება შენი ცნობისმოყვარეობა?
ვეუბნები დამიანეს.
- ეს ყველაფერი ასე მშვიდად არ ჩაივლის და ეს შენც კარგად იცი.
- ეს შენ არ გეხება.
- იმაზე საშიში ხარ ვიდრე ოდესღაც წარმომედგინე. შენ ის ქალი ხარ, ვისაც შურისძიება სწყურია. მთელი შენი მეობა კივის იმდენად გსურს შურისძიება. შენი არსებობა ამაზეა დამოკიდებული. ვერ გადარჩები, თუ ისინი ვინც ტკივილი მოგაყენეს მშვიდად ივლიან და იმავე ჰაერს ისუნთქებენ, რომლითაც შენ სუნთქავ. შენს ცხოვრებაში მეტი სიბნელეა ვიდრე ეს შორიდან ჩანს. შენც მათნაირი ხარ.
თავს გვერდით ვატრიალებ. ვერ შევეწინააღმდეგები ის მართალია.
- შეგეშინდა?
ვუღიმი და მზერას ვუსწორებ.
- მე არასდროს არაფრის არ მეშინია.
თმებზე ნაზად მისვამს ხელს და მეც დამამშვიდებლისაგან გაბრუებულს მალევე მეძინება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent