შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და ცხოვრება თავი 15


26-08-2020, 03:38
ავტორი duchi_duchi
ნანახია 1 807

ამერიკაში რომ ჩავედით ჩემს პატარა ბინაში მოვეწყვეთ,მე და ზუკა ჩვეულებრივი მეგობრებივით ვცხოვრობდით,ყველაფერში მეხმარებოდა.ერთი კვირის თავზე დუდუმ დამირეკა და მაცნობა რომ ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ.აი იმ დღეს კიდევ ერთხელ მოვკვდი, კიდევ ერთხელ დავკარგე სიცოცხლის ხალისი.
-მირა რა მოხდა?
-ზუკა ცუდად ვარ მიშველე.რაც მახსოვს ეს სიტყვები იყო ბოლოს, რაც ზუკას ვუთხარი.
თვალები რომ გავახილე კედლებს მოვავლე თვალი, შემდეგ ჩემს ხელს დავხედე წვეთოვანი, რომ დავინახე მივხვდი საავადმყოფოში ვიყავი.სწრაფად წამოვწიე თავი და კივილი დავიწყე, მამიკო,დედიკო,ჩემო მამიკო,ბოლო ხმაზე ვქვითინებდი.წვეთოვანის მოხსნას ვცდილობდი პალატაში ექიმი და ზუკა რომ შემოვარდნენ.
-რას აკეთებ მირა გაგიჟდი?
-წამიყვანე ზუკა გთხოვ,წამიყვანე აქედან,ჩემი მშობლები უნდა ვნახო.
-ქალბატონო დამშვიდდით არ შეიძლება თქვენი ნერვიულობა. მომმართა ექიმმა.
-უნდა წავიდე ექიმო, ჩემი მშობლები, ისინი უნდა ვნახო.ვსლუკუნებდი და ენას ძლივს ვიტრიალებდი პირში.
-მესმის მაგრამ თქვენი ფრენა ამ მდგომარეობაში არ შეიძლება.
-რატომ?რა მჭირს?უნდა წავიდე რაც არ უნდა იყოს.
-ქალბატონო მირა თქვენ ბავშვს ელოდებით.ისეთი სტრესი მიიღეთ ამ სამწუხარო ამბით რომელიც თქვენმა ქმარმა მითხრა,რომ ნაყოფს საფრთხეს შეუქმნით.ამიტომ აქ უნდა დარჩეთ, უნდა მოძლიერდეთ და შემდეგ სადაც გინდათ გაგიშვებთ.
ვუსმენდი ექიმს ვიღიმოდი და თან ცრემლები მომდიოდა.
-ზუკა გესმის?პატარა მეყოლება,ჩემი სიყვარულის ნაყოფი,უფალმა ბოლომდე არ გამწირა და ეს პატარა დამიტოვა.სულელივით ვიღიმოდი.
-ხო ჩემო ლამაზო, პატარა გყავს და თავს უნდა გაუფრთხილდე ზუსტად ამ პატარას გამო.მესმის,ვიცი რთულია მაგრამ,გაუძელი გთხოვ ამ პატარას გამო.
საქართველოში ვერ წავედი ვერ გავაცილე ჩემი საამაყო მამიკო იმ ქვეყნად.ასე წამართვა ავტო კატასტროფამ ჩემი საყვარელი მშობლები,მაგრამ ბოლომდე არ გამწირეს,პატარას ველოდები, ჩემს სისხლს და ხორცს რომელიც ჩემს მუცელში იზრდება, ჯერ სულ პაწაწინაა მაგრამ დამეფიცება, რომ ვგრძნობ.ხშირად მირეკავს დუდუ და გიო.
უკვე 5 თვის ორსული ვარ და იმხელა მუცელი მაქვს გეგონებათ ტყუპებს ველოდებოდე.ბათაზე არაფერი მსმენია,ყველას ავუკრძალე, რომ მასზე რამე ეთქვათ.ჩემი მეგობრები პირველი ორი თვე არ მეხმიანებოდნენ ,მესამე თვეს მივიღე მათი სმსი მაგრამ პასუხი არ გამიცია.ხო ეგოისტი ვარ, მე ხომ მტკიოდა ამდენხანს ახლა მათ ეტკინოთ.ყოველღამით როცა დავწვებოდი, ჯოჯოხეთი იწყებოდა ჩემთვის ისე მენატრებოდა ყიფიანი,რომ სული მეწვოდა მისი მონატრებით,ძალიან ბევრი ვეცადე მაგრამ ვერ ამოვიგლიჯე გულიდან.მე და ზუკას აგვერია ურთიერთობა, გვიან ბრუნდებოდა სახლში ან საერთოდ არ მოდიოდა. ამ ბოლოდროს ძალიან შეიცვალა, ყურადღებას აღარ მაქცევს,თუმცა რას ვერჩი?!იმდენი რამე გამიკეთა ამოუვიდა მასაც კისერში, მასაც აქვს უფლება იყოს ბედნიერი და თავისუფალი.
7 თვის ორსული ვიყავი სახლში გვიან რომ დაბრუნდა.
-ზუკა.
-რაიყო მირა?
-ვეღარ გცნობ ხდება რამე?
-არაფერი არ ხდება
-რატო მელაპარაკები ეგრე?ვინმე გყავს?
-ჰაჰ არ გამაცინო ახლა მეღადავები ხო?
-რატო?
-კი მყავს.
-მერე გიშლის ვინმე?ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და ხომ იცი ის მოწმობა რომ არაფერს ნიშნავს?გავეყაროთ და იყავი ბედნიერი, მე იმითაც მადლობელი ვარ რაც ჩემს გამო გააკეთე და არასდროს დაგივიწყებ.
-ხო მირა მეგობრები ვართ მეგობრები-სიმწრით ჩაიცინა.
-ზუკა რა გინდა?
-რა მინდა?იცი რა მინდა?მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ და შენგან ერთი თბილი გამოხედვაც ვერ დავიმსახურე.რა არ მოგწონს ჩემი?რა არ მაქვს მე რაც იმ შენს ყიფიანს აქვს?გამაგებინე?იცი რა?ერთი ეგოისტი გოგო ხარ რომელიც ყველას იყენებს ვინც დაჭირდება.არც იმ ყიფიანს ვამტყუნებ შენთან, რაც დაიმსახურე ის მიიღე და ჰოო მე შენ მიყვარხარ მთელი ცხოვრებაა და შენ კიდევ მთელი ცხოვრება ბათა გეყვარება.ორივე ერთ პონტში ვართ და რა მინდა ამას არ უნდა მეკითხებოდე!რადგან შენზე მეტად ეს არავინ უნდა იცოდეს.დედას*ევეცი დავიღალე,მაგრად დავიღალე.
იღრიალა და გარეთ გავარდა.
ცრემლები მომდიოდა, ისე ვზლუქუნებდი სპაზმები დამეწყო,სპაზმებმა კი მუცლის ტკივილი გამოიწვია ვმშობიარობდი.სასწრაფოდ ტელეფონი მოვძებნე და ზუკას დავურეკე.
-მიპასუხე ზუკა!მიპასუხე გთხოვ! ამ ერთხელაც დამეხმარეე!
ზარი გადიოდა ის კი ჯიუტად არ მპასუხობდა, პანიკის დრო არ იყო სასწრაფო გამოვიძახე.მახსოვს როგორ მიმიყვანეს საავადმყოფოში.მერე კი გონება დავკარგე.
თვალები რომ გავახილე პალატაში ვიყავი და ზუკა მედგა თავზე.
-მაპატიე პატარავ.
მითხრა და დავინახე ცრემლი როგორ გადმოუგორდა თვალიდან.
-რა?რა გაპატიო ზუკა?
მუცელზე დავიხედე იქ ჩემი პატარა აღარ იყო.-ზუკა მითხარი რომ ბავშვი კარგადაა გთხოვ მითხარი,ნუ წამართმევ ცხოვრების გაგრძელების სურვილს.
-მაპატიე მირა,მე რომ არ წავსულიყავი ეს არ დაგემართებოდა,მაპატიე გთხოვ.
-გაეთრიე აქედან გაეთრიე,ბავშვი ჩემი პატარა სად არის მომიყვანეთ.
-დამშვიდდი გთხოვ.
ზუკა ხელებს მხვევდა და არ მაძლევდა უფლებას საწოლიდან ავმდგარიყავი.
შემდეგ ექიმი შემოვიდა ნემსი გამიკეთა და მეც დავხუჭე თვალები.
მამა ვნახე,სულ თეთრები ეცვა, მიღიმოდა როგორც იცოდა ისე,განათებულ ადგილას იდგა და თავის კეთილი თვალებით მომჩერებოდა და მიღიმოდა.
-მამა! მამა!
ვეძახდი და ხმას ვერ ვაწვდენდი.მიდიოდა, მივზდევდი მაგრამ ვერ ვეწეოდი.
-არ წახვიდე გთხოვ აქ არ დამტოვო მენატრებით.მამა!
-შვილო ყველაზე ძლიერი უნდა იყო ახლა, არ დანებდე,გთხოვ იბრძოლე წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელოდება.არ გაბოროტდე დარჩი ისეთად როგორიც ხარ,ახლა გგონია რომ ყველაფერი დამთავრდა,არაფერი დამთავრდა შვილო ახლა იწყება ყველაფერი. მთავარია გჯეროდეს,გულს მოუსმინე და ყველაფერი კარგად იქნება.მიყვარხარ შვილო.
-არ წახვიდე მამა გთხოვ.
ვეძახდი მაგრამ ისე მიტრიალდა და წავიდა აღარც შემოუხედავს.
თვალები გავახილე ზუკა ისევ თავთან იყო.
-ექიმს დაუძახე.
-მირა სუსტად ხარ.
-დაუძახე.
ექიმი მალევე მოვიდა.
-ექიმო რა დაემართა ჩემს შვილს?
ექიმი შეცბა და ისე მიპასუხა.
-სამწუხაროდ ძალიან სუსტი იყო და ვერ გაუძლო ვწუხვარ.
-გოგონა თუ ბიჭი?
-გოგონა.
-ჩემი პატარა.რატომ ღმერთო რატომ?უნდა ვნახო.
-იცით?თქვენ სამი დღე კომაში იყავით.მაპატიეთ მაგრამ დავკრძალეთ.
-ჩემი შვილი ღმერთო გარდაცვლილიც ვერ ვნახე ჩემი ანგელოზი.ცრემლები სწრაფად მოვიწმინე.-როდის გამწერთ?
-ხვალ.
-კარგით მადლობა.
ექიმი როგორც კი გავიდა ზუკას მივუბრუნდი.
-ადვოკატს დაურეკე საბუთები მოამზადოს ვეყრებით.
-კარგი და მაპატიე გთხოვ.
-მიპატიებია ზუკა უბრალოდ წადი შენი გზით და იყავი ბედნიერი შენს თეკუნასთან ერთად
-შენ საიდან იცი?
-მეტის ღირსი არც ხარ.გეგონა ვერ გავიგებდი?გეგონა მირა სახლიდან არ გადის და რას გაიგებსო?რატომ ზუკა?მე ხომ შენი ნამდვილი ცოლი არ ვყოფილვარ?რატომ დამიმალე რატომ?
-მაპატიე.
-გაპატიე უკვე,ახლა კი წადი აქედან და საბუთები სახლში გამომიგზავნე.
ზუკა უხმოდ გავიდა.
ისე გამიცივდა გული ტკივილს საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი.დავიფიცე რომ ყველას ყველაფერს ვაზღვევინებდი, ჩემი პატარას გამო ყველაფერზე უარი ვთქვი,დავივიწყე ყველა წყენა მაგრამ ამის შემდეგ არავის არაფერს აღარ შევარჩენდი, დასაკარგი არაფერი აღარ მქონდა ჰოდა გავაგრძელებდი იმ გზას რისთვისაც აქ ჩამოვედი.
მეორე დღეს ექიმმა გამწერა.სახლში როგორც კი მივედი იატაკზე დავჯექი და ტირილი დავიწყე, სასწრაფოდ მოვძებნე ჩემი პატარას ფოტოები რომლებსაც ექიმთან ვიზიტის დროს ექიმი მატანდა.ემოციებისგან სრულად დავიცალე, აბაზანაში შევედი ვიბანავე და დასაძინებლად დავწექი.
დილით ადრე გავიღვიძე, შავი შარვალი, ბათინკები, შავი მაისური ჩავიცვი, ქურთუკი მოვიცვი თმა კოსად ავიკარი და ჯორჯთან წავედი.
ჯორჯი ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა 60 წლის მარტოხელა მოხუცი იყო, ხშირად დავდიოდი მასთან,საათობით ვიჯექით ფინჯან ჩაისთან ერთად და ვსაუბრობდით.ყოფილი ქილერი ბრძანდებოდა ბატონი ჯორჯი, სულ მიკვირდა მასსავით კეთილი და სათნო ადამიანი ქილერი როგორ უნდა ყოფილიყო ან ადამიანი როგორ უნდა მოეკლა,მაგრამ არ მიკვირს ისე მაქვს გული გაციებული უარესს ვიზამ ალბათ,მთელს მსოფლიოზე გაბრაზებული ვარ, ისე ბობოქრობს ჩემი სული რომ მოსვენება არ აქვს,ალბათ ჯორჯიც ჩემსავით გაამწარა ვინმემ და მაგიტომ.კარზე ფრთხილად დავაკაკუნე.ჯორჯმა მალევე გამიღო კარები.
-მოხვედი ჩემო გოგონავ?
-ჯოორჯ დავკარგე ჩემი პატარა დავკარგე.
ვუთხარი,თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა და ძალიან ჩავეხუტე.
-სუ ჩემო გოგონა დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება.თავზე მეფერებოდა და მამშვიდებდა.-ახლა ჩაის გავაკეთებ დავჯდეთ და ვისაუბროთ.
-კარგი ჩემო ტკბილო მოხუცო.
გამიღიმა როგორც იცოდა ისე და ჩაის მოსატანად გავიდა სამზარეულოში, მალევე დაბრუნდა ფინჯნებით და ნუშის ორცხობილებთან ერთად.
მშვიდად დაჯდა ჩემს წინ.
-დაიწყე გისმენ შვილო.
-ჯორჯ ხომ იცი ნაწილობრივ?
-თავიდან ბოლომდე მომიყევი მოგეშვება და იქნებ რამე გითხრა ამ დაჩაჩანაკებულმა მოხუცმა.
მოყოლა დავიწყე ჩემი პატარაობიდან დღემდე, მისმენდა და თვალებში ცრემლები ედგა.
-და ბოლოს ჯორჯ,როცა მეგონა ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა, როცა ყველა განზრახვაზე ხელი ავიღე ჩემი პატარაც გამომეცალა ხელიდან.ამიტომ მჭირდები შენ!გთხოვ დამეხმარე მასწავლე ქილერობა.
-30 წლის წინ ოჯახი მყავდა, ულამაზესი ცოლი ვიქტორია და ულამაზესი ქალიშვილი ელისაბედი ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული.იმ საბედისწერო დღეს გვიან დავბრუნდი სახლში,ცოლშვილი შემომეგება სუფრა გავშალეთ და ბანდიტები დაგვადგნენ თავზე.ორივე თვალწინ მომიკლეს მეც დამჭრეს მაგრამ გადავრჩი.მაშინ დავიფიცე რომ ყველას ვიპოვიდი და სათითაოდ მოვუღებდი ბოლოს.
-იპოვე არა?
-ვიპოვე ყველა, 7 იყვენ და 7ვე ვიპოვე, მართალია 10 წელი დამჭირდა მაგრამ მაინც ვიპოვე და ყველა გავისტუმრე იმ ქვეყნად მაგრამ...
გაჩუმდა.
-მაგრამ რა ჯორჯ.
-მაგრამ შვება ვერ ვიგრძენი მირა,პირიქით უფრო დამიმძიმდა გული და შენ ჩემო გოგონავ, მზად ხარ ამისთვის?შეძლებ?
-შევძლებ ჩავილაპარაკე მტკიცედ.
-კარგად დაფიქრდი უკან დასახევი გზა აღარ გექნება.
-არც მინდა უკან დახევა ჩემო მოხუცო.
-მაშინ ხვალიდან დავიწყოთ.
-ანუ მასწავლი?სიხარულისგან ფეხზე წამოვხტი და ჩავეხუტე.
-არა მარტო ქილერობას ბრძოლასაც გასწავლი,რომ ჩახვალ იმ შენს საქართველოში ყველას ანახე ვინ ხარ და როგორი მასწავლებელი გყავდა.
-მიყვარხარ ჯორჯ ძალიან.
-მეც ძალიან მიყვარხარ მირა,შენში იმ შვილს ვხედავ რომელიც წამართვეს.
-არასდროს მიგატოვებ მოხუცო.
-მჯერა,თქვენ ქართველები ერთგულები ხართ,თუ ვინმეს შეიყვარებთ ბოლომდე მათი ერთგული რჩებით.
ჯორჯს გადავეხვიე დავემშვიდობე და სახლში წამოვედი.
მეორე დღიდან დავიწყე სწავლა, გავიარე ბევრი მტანჯველი დღე, ხანდახან აუტანელ პირობებს მიქმნიდა ჯორჯი ძალა აღარ მქონდა მაგრამ არ ვნებდებოდი, ვიტანჯებოდი მაგრამ მიღირდა ამ ტანჯვად ,რომ წარმოვიდგენდი ყიფიანს განადგურებულს.ზუსტად 4 წელი მამზადებდა ჩემი ტკბილი მოხუცი,მასთან გადავედი საცხოვრებლად.მეხუთე წელი დაიწყო და ჩემი მოხუციც შეუძლოდ გახდა, უკვე ყველაფერი ვიცოდი უმაღლეს დონეზე,საავადმყოფოში გადავიყვანე სასწრაფოდ, გული გაუხდა ცუდად.არავინ მომიკითხია ამ დროის განმავლობაში მხოლოდ დუდუ და გიო მირეკავდნენ.
პალატაში შევედი რადგან ექიმმა მითხრა რომ ჯორჯი მეძახდა.
კარი როგორც კი შევაღე ჩემი თეთრ თმიანი მოხუცი აცრემლებული თვალებით დამხვდა.
-ჯორჯ.
-ჩემო გოგონავ.მოდი დაჯექი რაღაც მინდა გითხრა.
-გისმენ ჯორჯ.
-შენ გამიფერადე ეს 4 წელი, ცუდად ვარ ბევრი დრო არ დამრჩენია,ჩემს შვილად გთვლი,ძალიან მიყვარხარ.
-მეც ჯორჯ და ნუ ამბობ რომ ბევრი დრო არ დაგრჩენია.
-ვიცი ვგრძნობ.მადლობა რომ ჩემთან იყავი და სიცოხლის ხალისს მმატებდი მე ცოდვილს.
-შენ ყველაზე კარგი ხარ ჯოჯრ! შენ რომ არა ახლა არვიცი ვიქნებოდი თუ არა ცოცხალი.
-ჩემო გოგონავ რაც მე მეკუთვნის ყველაფერს შენ გიტოვებ.ჩემი წასვლის შემდეგ ადვოკატი გადმოგცემს ყველაფერს.
-ჯორჯ გთხოვ არ მინდა არაფერი მე ყველაფერი მაქვს,ჩემს ქვეყანაში ბიზნესები მაქვს და არ გამიჭირდება იქ ცხოვრება,აქაც მაქვს რამოდენიმე რესტორანი.
-ვიცი ჩემო გოგოვ მაგრამ ფული არასდროს არის ზედმეტი.იღიმის.-ის მამამ დაგიტოვა და მეც მინდა რომ ჩემგან გქონდეს ეს ყველაფერი.არავინ მყავს და ნუ მეტყვი უარს.
-მადლობა ჯორჯ მაგრამ შენ იმაზე მეტი დამიტოვე ამ 4 წელში რასაც მთელი ცხოვრებაც ვერ მოვასწრებდი რომ შემეძინა.
-ჰოდა ეს დანარჩენიც ჩემგან.
-მადლობა ჩემო ტკბილო მოხუცო.ცრემლები წამომივიდა და მაგრად ჩავეხუტე.
გამთენიას კი ჯორჯმა სამუდამოდ დამტოვა.დავკრძალე ისე როგორც შეეფერებოდა.ერთი კვირის თავზე მისი ადვოკატი დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა.შევთანხმდით რომ ჯორჯის სახლში შევხვდებოდით.
3 საათზე ჯოჯრის სახლში ვიყავი ბატონი მაიკლი რომ მოვიდა.
-გამარჯობათ.
-გამარჯობათ მირა.რადგან ბატონ ჯორჯს მემკვიდრე არ ყოლია შეგვიძლია მე და თქვენ დავიწყოთ ანდერძის კითხვა.
-გისმენთ ბრძანეთ.
-რაც ქონდა ყველაფერი თქვენია.რომ გაიგოთ რა ქონდა ახლავე მოგახსენებთ.სახლი რომელშიც ახლა ვართ თქვენია,მანჰეტენზე 3 ოთახიანი ბინა,მისი სამი მანქანა ფერარი ბენტლი და ბრაბუსი.კერძო თვითმფრინავი,იახტა და 5 მილიონი დოლარი.
-ამის დედაც ფეხზე წამოვხტი და ისტერიული სიცილი ამიტყდა,გაიძვერა მოხუცო ეს აქმადე როგორ არ მითხარი?ადვოკატი თვალებ გაფართოებული მიყურებდა, აშკარად ვერ გებულობდა ჩემს ენას.სერიოზული სახე მივიღე და მივუბრუნდი.-კიდევ?
-კიდევ წერილია.
-მომეცით.
წერილი გამომიწოდა ეგრევე გავხსენი და კითხვა დავიწყე.
,,ჩემო გოგონავ,ალბათ ახლა ჩემს სახლში, უკაცრავად უკვე შენს სახლში, შენს საყვარელ სავარძელში ზიხარ და ჩემს ბოლო ნაჯღაბნს კითხულობ, თან თვალზე ცრემლი გაქვს და თან სულელივით გეღიმება.ჰო ყველაფერი რაც მაიკლმა გითხრა შენია,შენ იმსახურებ ამას,სანამ გაგიცნობდი ჩემს ცხოვრებას გადავხედე და არაფერი არ მქონდა გაკეთებული,ვფიქრობდი სად წამეღო ამდენი ქონება, არ მინდოდა იმ სახელმწიფოს დარჩენოდა რომლებმაც ხელი არ გაანძრიეს, რომ სამართალს ეზეიმა.მერე გაგიცანი შენ ყველაზე კეთილი გოგონა,შენი ცხოვრების მიუხედავად მაინც რომ სიკეთე ჩანდა მაგ ლამაზ თვალებში,ძალიან გინდოდა დაგემალა მაგრამ მე ვხედავდი,ვერასდროს გახდები მირა ბოროტი.დარჩი ისეთივე სუფთა როგორიც ხარ,იცხოვრე გულის კარნახით და არა გონებით.შეიძლება კიდევ გეტკინოს, დაეცე, მაგრამ ყოველთვის წამოდექი ფეხზე.დაბრუნდი შენს სამშობლოში, მოძებნე შენი ბიჭი და იყავი ბედნიერი, ამას იმსახურებ.ჰო კიდევ, ჩაის დალევა არ დაგავიწყდეს ღამის 4 საათზე, როცა სიგარეტით ფილტვებს დაიხეთქავ.ხო ჩემო გოგონავ,ყოველ ღამე როცა იღვიძებდი საათი ღამის 4ს აჩვენებდა,ვიცი რომ რაღაცას ნიშნავს ეგ დრო შენთვის,ბევრჯერ მინდოდა მეკითხა მაგრამ მერე გადავიფიქრე იქნებ რას ეხებოდა ეს ყველაფერი.ბედნიერი იყავი,მიყვარხარ და ჩემი სახით კიდევ ერთი ანგელოზი გეყოლება ზეციდან,თუ სამოთხეში მოვხვდი და არა ჯოჯოხეთში,,აბა შენ იცი გულის კარნახას და არა გონებას,,
წერილის კითხვა დავამთავრე და დამეფიცება, რომ იქ იჯდა თავის საყვარელ სავარძელში და ბედნიერი მიღიმოდა.









დავბრუნდი!ისე მომენატრეთ რომ აი სიტყვებით ვერ ავღწერ.მადლობა ვინც მელოდებოდით.მიყვარხართ.
მოხარული ვიქნები თუ მეტყვით რა მოგწონთ და რა არა.მაპატიეთ ამდენხნიანი ლოდინისთვის.



№1  offline წევრი ელენე (ნენე)

ისე ძლიერ მენატრებოდა ეს ისტორია, რომ ბოლომდე, ალბათ, ვერც კი აღვწერ.
იმაზე ბევრად მაგარი იყო, რასაც ველოდი. წარმატებები!

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

დამავიწყდა ეს ნაწარმოები ხელახლა მომიწია წაკითხვა რომ გამხსენებოდა ძალიან მომეწონა იმედია მალე დადებთ ახალთა ს მადლობა წარმატებები ????????

 


№3 სტუმარი სტუმარი Tini

Male dade raa❤

 


№4  offline წევრი S.მეგი

ძალიან მაგარია ეს ჯორჯის ამბავიც საინტერესო იყო❤ველოდები შემდეგ თავს❤
♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent