შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (17 თავი)


27-08-2020, 20:27
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 133

პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვეს, ნათია შოკში იყო მომხდარის გამო, ლაშა კი ძალიან კმაყოფილი იყო იმით რაც ხდებოდა ლალიკოს და გეგასგან განსხვავებით.
-ჩემთან წამოდით-უთხრა თათიამ თორნიკეს მანქანასთან შეკრებილებს
-ჯობია სახლში დავბრუნდეთ -გაღიზიანდა მია
-არა აქ დარჩენა ჯობია-ლაშამ ნათიას შეხედა რომელმაც მხრები აიჩეჩა -კაი დავსხედით და წავედით -მანქანაში ჩაჯდა თოკას გვერდით და გოგონებს დაელოდნენ, მია გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში, თთიას ქცევები აღიზიანებდა მას, უკან ჩაიჭეჭყნენ ნათია ნიცა და თათია.
ხმა არავის ამოუღია მანქანაში ყველა ჩუმად იყო, ნათიას გული მოუკვდა ნიცას რომ ჩაეძინა მანქანაში
-მე წამოვიყვან არ გააღვიძო-უთხრა ლაშამ როცა სახლთან მისული მანქანიდან ყველანი გადალაგდნენ
-არა იყოს
-ნათია არ გააღვიძო-ლაშამ ფრთხოლად აიყვანა ხელში ნიცა და სახლში შეიყვანა, მითითებულ საწოლში მაქსიმალურად ფრთხილად დააწვინა, ნათიამ პლედი დააფარა და მისაღებში გავიდა.
-ნათია როგორ ხარ? არ გინდა დაწვე დაისვენო ან დაიძინო?-კითხა თათიამ მეგობარს
-არა არ მინდა, თავი საშინლად მტკივა და ვერ დავიძინებ
-ნათია ორჯერ დაგეჯახა მანქანა კიდევ კარგად ხარ-გაეცინა თათიას
-მიდი დივანზე მაინც წამოწექი, ამ ზე სიმპატიურ ბიჭებს და მიას მე მივხედავ-შეხედა სიცილით მიას, რომელიც გააღიზიანა თათიას ხუმრობამ
-ჩვენ არაფერი გვინდა, შენც დაისვენე-შეხედა ლაშამ, დილით წავალთ, ცოტა აზრზე რომ მოვალთ
-ეხლა ნამდვილად არ შემიძლია დასვენება, იმდენი რამ მოხდა რომ მგონია ისევ იმ ქაოსში ვართ
-მეც ეგრე ვარ-დაიჩურჩულა ნათიამ
-კიდევ კარგი ნიცას მაინც დაეძინა გავაგიჟეთ ბავშვი-აღმოხდა თათიას-ჩემი ცისთვალა გოგო და ყველა გაჩუმდა ნიცას ხსენებაზე
-ყავა შეიძლება?-დაარღვია ჩამოწოლილი სიჩუმე თორნიკემ
-შენთვის ყველაფერი შეიძლება-შეანათა შავი ბრილა თვალები თორნიკეს და სამზარეულოში გავიდა, მაგრამ მალევე მოტრიალდა -უკაცრავად დამაბნია ამ მწვანეთვალებამ, ვინმეს ხომარ გინდათ კიდევ?-ღიმილით მოავლო თვალი დანარჩენებს
-მიასაც გაუკეთე-უთხრა ლაშამ ღიმილით
-როგორს დალევ?-თათიას შავი და მიას თაფლისფერი თვალები ერთმანეთს შეეფეთა
-უშაქრო ნალექიანი უყვარს-თქვა სავარძელში მოკალათებულმა თორნიკემ და ინსტიქტურად ყველამ მას გახედა, ბიჭს გაეცინა
-რაა?-მიას შეხედა რომელსაც სახე აელეწა
-კარგი მე გავალ-თათია გავიდა და მალე დაბრუნდა სამიჭიქით და შაქრით ხელში, ჭიქები მიაწოდა მიას და თორნიკეს, თავადაც აიღო ჭიქა და აივნისაკენ აიღო გეზი -მოვწევ და შემოვალ-თქვა ღიმილიანი სახით და მაშინვე ფეხზე წამოვარდა თორნიკე
-მეც მინდა მოწევა -და უკან მიყვა, ლაშაც ადგა და გავიდა, თხელი ფარდის მიღმა კარგად ხედავდა მია აივანზე მდგომი თათია როგორ ეპრანჭებოდა თორნიკეს.
-ნათია არ მეგონა ასეთი მეგობრები თუ გყავდა
-თათია ჩემი თანასოფლელია და კლასელი, შენც გეცოდინება, მამაისი ქირურგი იყო, გია კასრაძე
-მისი შვილია?-გაოცდა მია
-ხო თითონ კარდიოლოგია, საზღვარგარეთ ცხოვრობს, ეხლა ჩამოვიდა და დამირეკა ჩამოდიო
-გასაგებია-მიამ უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები, კარგახნის ფიქრის მერე ჭიქა აიღო და გარეთ გავიდა, ლაშას გვერდით დადგა -სახლში სული მეხუთება-თქვა ყოველი შემთხვევისთვის
-არადა საკმაოდ ცივა-გახედა თორნიკემ
-ვისთვის როგორ-დაუღრინა მიამ
-აუ მე შევედი, თქვენი თავი ნაღდად არ მაქ-ლაშამ სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააჭყლიტა და სახლში შევიდა
-თქვენ სულ ასე კინკლაობთ?-გაეცინა თათიას და მიას გააყოლა თვალი რომელიც სახლში შევიდა.
ცოტახანში თორნიკე და თათიაც შევიდნენ
-ხო მართლა-გაეღიმა ნათიას -იცი მია სტომატოლოგია, ფაქტიურად შენი კოლეგაა
-ოღონდ წარმოდგენა არ ქვს რამდენი კბილი აქვს ადამიანს-თქვა სიცილით ლაშამ
-თან სისხლის ეშინია-დაამატა თორნიკემ
-დიპლომი დედას გამო აიღო-აგრძელებს ლაშა, მია კი ბრაზისგან წითლდება
-სამაგიეროდ კარგად ხატავს-გატაცებით ამბობს თორნიკე
-მართლა? მეც ვხატავ-გაუხარდა თათიას
-არ ვხატავ-თავი დახარა მიამ და თავის თითებს დააცქერდა -უბრალოდ გასართობად ვხატავ
-რას ხატავ?-არ მოეშვა თათია
-სახეებს-არ დააცადა მიას ლაპარაკი თორნიკემ
-მართლა?-გაოცდა თათია -ეს ხომ არაჩვეულებრივია? მე არ შემიძლია სახის დახატვა ეს იმდენად რთულია, ადამიანის ემოციების დახატვა... მისი თვალების...
-საოცრად ხატავს-თორნიკე მიას თვალს არ აშორებდა
-იმიტომ მოგწონს რომ მარტო შენ გხატავდა და გხატავს-თქვა ლაშამ უცნაური ხმით და ყველამ მიას გახედა, რომელიც ძალაინ დაიძაბა და თითები აუთრთოლდა
-გეყოფათ, უბრალოდ ვხატავ-გაატარა ლაშას ნათქვამი ისე თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ უთქვია
-მია ძალიან მაგარია-თათია აღფრთოვანებას ვერ მალავდა და გაატარა მანაც ლაშას ნათქვამის სიმძაფრე ისე თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა ახლა -მე ვიცნობ ერთ ძალიან კარგ ადამიანს მას გაგაცნობ ის დაგეხმარება რომ რეალიზდე
-მეე...-მია ჯერისევ ბრაზობდა თათიაზე
-შენ აუცილებლად უნდა ისწავლო მეტი და განავითარო ნიჭი, მეც ვხატავ ბავშვობიდან მაგრამ დახატო ვინმეს სახე და უბრალო ფანქრით გადმოსცე მისი ემოციები, განცდები ეს ხომ საოცრებაა.
-ლაშა-თორნიკემ ანიშნა თავით გამომყევიო, ლაშაც გაყვა აივანზე -ეხლა რაც თქვი სიმართლეა?
-აუ ჩემი სულ დამავიწყდა ნათიას და ანას გადამკიდეს მეთქვა, გუშინწინ ვიპოვე მიას ოთახში კარადაში დამალული
-მეკაიფები ხო?-თორნიკეს არ ეჯერა
-არა არ გეკაიფები-ლაშამ ტელეფონი გააძრო და ანახა გადაღებული ფოტოები
-ლაშა ეს მართლა მიას ნახატებია? მე დამხატა?
-თორნიკე რამ გამოგაქლიავა? შენ აბა მე?
-ეს ამდენი?
-ხო ორმოცდაათამდე დავთვალე-ღადაობ?
-აუ რომ ვიპოვე ჯერ ვიფიქრე წამოგიღებდი მარა მერე ვიცოდი მია ისტერიკას დაიმართებდა და ფოტოები გადავუღე მარა ვერ გამოგიგზავნე, დედაჩემი მოვარდა სახლში, ყვიროდა ანაზე და გადამავიწყდა
-გინდა რომ გამაგიჟოთ და-ძმამ?
-კაი დაწყნარდი, ხოიცი რა გიჟია გაიქცევა აქედან
-ბიჭებო სიგარეტი გამითავდა ხოარ გაქთ?-თათიამ თავი გაყო კარში
-აუ მეც გამითავდა
-მეც ერთიღა მაქ-შეამოწმა ლაშამ კოლოფი
-მაღაზიაში წავალ და მოვიტან -თქვა თათიამ
-მეც წამოვალ-გაეკიდა თორნიკე და მიამ მთელი სული და გული მათ გააყოლა
-აივანზე გავალ-ამოიბლუყუნა და გავიდა გარეთ გაბუსხული სახით.
-ნათია მგონი ეჭვიანობს
-მაგრად-გაეცინა მას
-მისმინე დილით ერყად წავალთ თბილისში და ადვოკატს ვნახავთ
-ლაშა მოდი მერე ვილაპარაკოთ, მართლა ცუდად ვარ
-ნათია, შენ სანდროს აიძულებ განქორწინებაზე დაგთანხმდეს, სანაცვლოდ შენ და თათია მასზე და მის ძმაკაცებზე საჩივარს გამოიტანთ
-ლაშა ეს შესაძლებელია? -გაოცდა ნათია
-კიი, მაგრად მივაწვეთ მაგ ნაბიჭვარ. და გაგეყრება თუარადა ციხეში მოუწევს ყოფნა თორმეტი წელი
-ღირსია
-არის, მაგრამ ახლა ეს გვირჩევნია
-კარგი
-იცოდე უჩემოდ ნაბიჯი გადადგა კიარა ფიქრიც არ გაბედო-გააფრთხილა ლაშამ
-ხო გითხარი რომ იმას გავაკეთებ რაც შენ გინდათქო
-მოკლეთ დილიდან ამ საქმეს მივხედავთ, ეგ სირ. ამ საქმიდან თავს ვეღარ დაიძვრენს და გაგშორდება
-არ მეგონა გუშინ რომ ყველაფერი რამდენიმე საათში ასე დალაგდებოდა და ცხოვრებაში ასე გამიმართლებდა
-ცხოვრება სიუპრიზებითაა სავსე, მართალია საშინელების გადატანა მოგვიხდა მაგრამ სამაგიეროდ თავიდან მოვიშორეთ ეს სირ.
თათია და თორნიკე მაღაზიაში ფეხით წავიდნენ რომელიც საკმაოდ შორს იყო
-იცი ძალიან საყვარელი წყვილი ხართ-იღიმის თათია თორნიკეს
-წყვილი ხმამაღალი ნათქვამია
-თორნიკე მიას სიჯიუტეს ნუ ემორჩილები
-ვერ გავიგე-დაიბნა ბიჭი
-მიასაც ევასები, აშკარად ეჭვიანობს ჩემს ყველა ქცევაზე-გაეცინა თათიას
-იცი ეჭვი მეპარება, ოცდათორმეტის ვარ და რაც თავი მახსოვს მახსოვს მიაც და მისადმი ეს გიჟური სიყვარული
-ანუ სულ გიყვარს
-ბავშვობაში სულ ვჩხუბობდით, სულ თმას ვწიწკნიდი, სიყვარული როდის შემოიჭრა ვერც გავიგე ჩემს გულში
-და მას მერე ცალმხრივი სიყვარულით იტანჯები?
-ასე გამოვიდა
-მეც ასე ვარ
-არ მჯერა რომ შენ სიყვარულს უპასუხოდ ტოვებენ
-არა, ჩემი შეყვარებული რვა წლისწინ ავარიაში მოყვა და...
-გასაგები-თორნიკემ თათიას შეხედა
-როგორც მივხვდი დღემდე გიყვარს
-მიყვარს... სიკვდილი არ ნისნავს რომ აღარ უნდა გიყვარდეს
-ხო მაგრამ ეს ხომ არასწორია, შენს გონებაში და გულში სხვაც უნდა შეუშვა
-იყო ორი ადამიანი მაგრამ...
-ესეიგი არასწორი ადამიანი იყო-თორნიკემ ჩაბნელებულ ქუჩას გახედა -მეც ვცადე სხვასთან ურთიერთობა მაგრამ მივხვდი რომ არასწორი ადამიანი შევარჩიე
-რა ძნელია როცა ვიღაც გიყვარს და პასაუხოდ არაფერს იღებ
-სიყვარული მაგარი დედამოტყნუ.ი გრძნობაა-თქვა ჩაფიქრებულმა თორნიკე და თათიას სიცილი აუვარდა
-გეთახმები-აღმოხდა კისკისში
-აუ მაპატიე-გაეცინა თორნიკესაც
-დაიკიდე-მაღაზიაში სწრაფად იყოდეს ყველაფერი და პარკები გადაინაწილეს, სახლში სწრაფად დაბრუნდნენ, მია გაბუსხული იჯდა აივანზე სკამზე, თორნიკე გავიდა და მის უკან მდგარ სკამზე დაჯდა, სიგარეტინამოიღო და მოუკიდა
-რატომ მხატავდი?-ღამის სიბნელის გამაყრუებელი სიმშვიდე მისმა ხმამ გაარღვია
-მინდოდა და გხატავდი-შეტრიალდა მია მისკენ და სახეში ეცა სიგარეტის ლურჯი კვამლი
-რატომ გინდოდა ეგ მაინტერესებს
სწორედ- თორნიკე განზრახ ჯიუტად ყუურებდა თვალებში
-უბრალოდ მინდოდა-მია ადგა და თორნიკეც წამოვარდა სკამიდან და გზა გადაუჭრა
-ესეიგი გინდოდა?-თავი ისე ახლოს მიუტანა რომ ცხელი სუნთქვა შეაფრქვია
-მინდოდა
-მარტო ჩემი დახატვა-თორნიკე არ ეშვებოდა
-მარტო შენი-მიაც ჯიუტად უსწორებდა თვალს მის ამღვრეულ მწვანე თვალებს
-ჩემი გაგიჟება გინდა არა?
-თორნიკე გამატარე-მიამ გვერდის ავლა სცადა, თუმცა ბიჭმა კვლავ გზა გადაუჭრა და ყელზე შეახო ათრთოლებული თითები
-რას აკეთებ-მიამ მის ხელს ხელი წაავლო, თორნიკემ შარფი მოხსნა ყელიდან და სახე ზედმეტად ახლოს მიუტანა
-ესეიგი ჩემი ნაჩუქარი ყელსაბამიც გიკეთია?
-მაშინ შენ გაიქეცი! შენ დამტოვე-მიას უმტყუნა ნერვებმა
-იმიტომ რომ ცარიელი თვალებით მიყურებდი, უგრძნობი იყავი როცა გკოცნიდი
-და ამიტომ მიმატოვე
-მე უბრალოდ საკუთარ თავთან დაგტოვე
-ხოდა დიდი შეცდომა დაუშვი-უყვირა მიამ
-იმის მერე რამდენჯერ ვცადე შენთან მოახლოება მაგრამ უფლება არ მომეცი
-იმიტომ რომ შენ მე იქ დამტოვე
-იმიტომ დაგტოვე რომ მივხვდი რომ ჯერ ისევ არ იყავი გრძნობებში გარკვეული, არ მინდა რამე დაგაძალო ან დაგაჩქარო და მერე გული გატკინო
-უკვე მატკინე თან ძალიან
-ესეიგი გიყვარვარ?-პირდაპირ კითხა დაბნეულმა ბიჭმა
-თავი დამანებე-მია გაისხლტა და სახლში შევიდა.
დივანზე დაძინებული ნათიაც ხელში აყვანილი წაიყვანა ნათიამ საძინებელში და ნიცას გვერდით დააწვინა, კარგახანს უყურებდა ჩახუტებულ დედაშვილს და ძალიან შურდა ნიცასი.
-ბიჭებო თქვენც დაწექით, მიას ჩემს ოთახში დავაძინებ
-არ მინდა სასწრაფოდ იუარა გოგონამ
-არც მე-თქვა თორნიკემ და მიას ვგერდით დაჯდა დივანზე
-მე დავწვები-ლაშა მოტყდა სასწრაფოდ და მითითებულ ოთახში შევიდა, თათიაც ოთახში შეიკეტა.
-ხანდახან მინდა რომ მართლა ჩაგტენო მანქანაში და მოგიტაცო-უყირებს ძალიან ახლოს მჯდომ გოგონას პროფილს ღიმილიანი სახით თორნიკე
-სისულელეს ნუ ლაპარაკობ-მია გაბრაზებული მისკენ ტრიალდება და შეშდება, ისე ახლოსაა მათი სახეები ერთმანეთთან რომ ცხვირის წვერით ეხებიან ერთმანეთის გაფითრებულ სახეებს
-მიყვარხარ-ეუბნება მოულოდნელად თორნიკე თავგზააბნეულ გოგონას და მის ტუჩებს აწებებს ვნებიან ტუჩებს, მია შეშდება და სუნთქვაცკი უჩერდება, თორნიკე მის ტუჩებს წყდება და დაჟინებით უყურებს თვალებში
-კიდევ გაიქცევი?-მია ჯიუტად არ არიდებს თვალს
-შენ მითხარი გავიქცე თუ დავრჩე
-შენ გინდა დარჩენა?-მია საოცრად განსხვავებულია ახლა, თორნიკე ერთი წამით იმასაც ფიქრობს ხოარ მეჩვენებაო
-ძალიან-ჩურჩულებს მის ტუჩებთან ახლოს და ტუჩის კუთხეში ნაზად კოცნის და ორივე კრთება როცა ლაშა გამოდის ოთახიდან
-მგონი გეშველათ -ეცინება და სამზარეულოში გადის.
დილიდან კვლავ პოლიციის განყოფილებაში ამოყვეს თავი, ხელახლა დაიკითხნენ სხვა მოწმეებთან ერთად, რასაც სანდროსთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა მოყვა, მის მეგობრებთან ერთად, რასაც ლალის ისტერიკა და გეჰას გაგიჟება ერთვოდა თან. თუმცა საღამოს დაშოშმინდა სიტუაცია და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტეს
-თოკა ჩვენ თათიას გამოვყვებით, შენ და მია წადით, დედაჩემს ჩააბარე რომარ გაგიჟდეს
-თათიას რატო?-გაუკვირდა მიას
-ადვოკატი გვირჩია კარგი მასთან მიგვიყვანს ეხლავე
-კარგი-მია დაშოშმინდა და მანქანაში ჩაჯდა, თორნიკემ დაქოქა და ადგილს მოწყვიტა.
-წავიდეთ ჩვენც-ლაშა თათიას გვერდით დაჯდა, უკან კი დედაშვილი მოთავსდნენ. ლაშა ნიცასგამო ზედმეტად დაძაბული იყო, იმის შიში იყო ბავშვს არ შესძულებოდა იმ ყველაფრის გამო რაც ხდებოდა, ყველაფრის მიუხედავად უცხო იყო მისთვის და თან მაინცდამაინც ასეთ რთულ სიტუაციაში გაიცნეს ერთმანეთი, პოლიციის განყოფილებაში, ნათიას ხმა აუკანკალდა როცა ნიცას მია და თორნიკე გააცნო და ჯერი ლაშაზე მიდგა -,, ეს ... ეს... ლაშ...აა" - ამოთქვა ნათიამ და ნიცას მიაჩერდა რომელიც დაბნეული და შეშინებული თვალებით უყურებდა ლაშას, ეხლაც კი ხელი ეყინებოდა ხელი ლაშა, ისე ცივად ჩამოართვა ნიცამ. ახლა იჯდა დედასთან ერთად უკანა სავარძელზე და მისი მზერა უწვავდა კეფას
-არ ინერვიულოთ კარგი ადვოკატია, კარგად მოაგვარებს ყველაფერს, სანდროც გამოვა
-იმედია ყველაფერი მოგვარდება-გაეღიმა ნათიას
-დედა მამა გამოვა?-შეხედა დედას ნიცამ
-თუ ითანამშეომლებს გამოძიებასთან გამოვა
-ძალიან შემეშინდა ძალით რომ ჩაგვტენა მანქანაში
ამის გამო დაიჭირეს?
-კი და თან სახლში შემომეჭრა-თათიამ ნათია ამ უხერხულობისგან დაიხსნა
-მამაჩემი სულ ასე რატომ იქცევა-ნიცას ცრემლები მოაწვა
-უბრალოდ იდიოტია საყვარელო-უთხრა თათიამ და სარკიდან გახედა ასლუკუნებულ ნიცას.
სანდრო გარიგებას დათანხმდა, ნათიას გაეყარა სანაცვლოდ კი გამოუშვეს, ნათის ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა, დამთავრდა მისი ამდენ წლიანი ტანჯვა წამება და ჯოჯოხეთი. ის ახლა თავისუფალი ქალი იყო. სანდრო სასამართლოდან გამოსვლისას კი დაემუქრა რომ არ აპატიებდა ამ ყველაფერს მაგრამ ნათის მნიშვნელობა არ მიუნიჭებია მისი მუქარისთვის რადგან გვერდით ლაშა ედგა, ადამიანი ვინც მზად იყო მითვის ყველაფერზე წასულიყო.



№1 სტუმარი anna

ძლივს ცოტა ლაგდება სიტუაცია. ნათიას და ლაშას ბედნიერება დამანახა და აღარაფერი მინდა :დ

 


№2 სტუმარი სტუმარი ხატი

მადობა ძალიან ვისიამოვნე❤️❤️❤️მალე დადე შემდეგი თავი.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი მე მგონი ეშველათ ამ ორივე წყვილს და გადარჩნენ რა კარგი იყო მომეწონა ძალიან ????

 


№4  offline მოდერი ნეაკო

anna
ძლივს ცოტა ლაგდება სიტუაცია. ნათიას და ლაშას ბედნიერება დამანახა და აღარაფერი მინდა :დ

მალე დავამთავრებ ისტორიას, ყველაფერი დალაგდება აწი

სტუმარი ხატი
მადობა ძალიან ვისიამოვნე❤️❤️❤️მალე დადე შემდეგი თავი.

მადლობა თქვენ, ხვალ დავდებ ახალ თავს

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგი მე მგონი ეშველათ ამ ორივე წყვილს და გადარჩნენ რა კარგი იყო მომეწონა ძალიან ????

მადლობა, დიახ დალაგდა ყველაფერი, მალე დავასრულებ ამ ისტორიას

 


№5 სტუმარი სტუმარი თათია

როდის დადებ ახალ თავს?

 


№6  offline მოდერი ნეაკო

ხვალ დავდებ ბოლო თავს :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent