სხვისი ცოლი (16 თავი)
ლაშა გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში და საჭეს ხელი დაარტყა, მოწოლილ ბრაზს და ბოღმას ვეღარ ოიკებდა ა ისევ გადმოვიდა, რამდენჯერმე წიხლი დაარტყა მანქანის კარს, მერე სიგარეტი ამოიღო და ნერვიულად მოწია ზედიზედ რამდენიმე ღერი, შეტყობინება მიუვიდა თუ არა ტელეფონი ამოიღიჯიბიდან და რომ წაიკითხა ნათიას ტელეფონი ჩაირთო სასწრაფოდ დაურეკა, ის კი ჯიუტად არ პასუხობდა, რამდენიმე მცდელობის მერე გაცეცხლებულმა ლაშამ შეტყობინებები გაუგზავნა ,,მიპასუხე" ,,ნუ მაგიჟებ " ,,ნათია " და მსგავსი სახის შეტყობინებები მაგრამ ნათია კვლავ არ პასუხობდა, გაავებულმა ბიჭმა ტელეფონი მოისროლა და მანქანააი ჩაჯდა. ნანა გაოცდა როცა კარზე ბრახუნი ატეხეს, სწრაფად მივარდა კარს და გააღო რომ ეჩხუბა იმ ველურისთვის და გაოგნდა ლაშა რომ შერჩა ხელში -ნათია სად წავიდა?-მიანათა მწვანე მრისხანე თვალები ქალს -ესეიგი პატივი მაქვს გავიცნო ნათიას სიყვარული -ვიცი რომ იცით...-ლაშა ცდილობდა ზრდილობიანად ელაპარაკა ამ უტიფარ ქალთან -და რატომ გგონია რომ გეტყვი სად წავიდა? -ნანამ დაუღრინა კართან მდგომ ბიჭს -მგონი ვერ აცნობიერებ იმას თუ რა მდგომარეობაში ხარ -ვაცნობიერებ თან ძალიან კარგად -არ გეტყობა-დაუღრინა ნანამ- ნათიას შეეშვი საკმარისად აური ცხოვრებაც და ტვინიც -გასაგებია ყველაფერი-ლაშამ მაქსიმალურად შეიკავა თავი რომ არ აყოლოდა ამ ქალს, ლაშამ ოცოდა ნათიას ლაპარაკიდან გამომდინარე აშკარად სანდროს გულშემატკივრობდა, ამიტომაც მოტრიალდა და წამოვიდა, იცოდა ტყუილად მიდიოდა მასთან მაგრამ მაინც სცადა... თუმცა ის მაინც გაიგო რომ ნათია თავის ნაძირალა ქმარს არ დაბრუნებია. გაბრიელი კმაყოფილი დაბრუნდა სახლში და მამას ჩუმად ელაპარაკა -ნათიას მივაკითხე და წასულა იმ სახლიდან -სად ჯანდაბაში წავიდა ნეტა -ნანამაც არ იცის, არ მპასუხობს არც მეო -რამდენად გათავხედდა ეს ლაწირაკი უკვე მესამე სახლი გამოცვალა -მთავარია ლაშას მოვაშორე, ეხლა გავიგებ სად ჯანდაბაშია და სანროს ვეტყვი ეჩალიჩოს შერიგებაზე -გგონია კიდევ მოისურვებს მასთან ყოფნას?-ბრაზობდა თემო -მოისურვებს კიარა ნეტა იცოდე რა გიჟივითაა, რო გაიგო ნათიამ უჩივლა ბიჭებს ლაშა აცემინა, მანქანაც დაუმტვრია, თუ ჭკვიანად არ იქნება კიდე მიიღებს -მიდი გაიგე სად წაეთრია და მერე სანდროს დაელაპარაკე... -სანდროს ძაან გაცეცხლებულია, მიახლოება აუკრძალეს ნათიასთან და ადვოლატთან ერთად დარბის წინ დაუკან რომ როგორმე ეგ აკრძალვ მოუხსნან -მაგ ბიჭმა გაათავხედა ნათია, სად ქონდა მაგას მაგდენის გამბედაობა -ნე ღელავ მალე ნათიას ვაიძულებთ ქმარს დაუბრუნდეს. ნათია ძალიან ცუდად იყო, აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო და რა გაეკეთებინა, რა იყო სწორი და არასწორი, გრძნობდა ყოველდღე სულ უფრო და უფრო როგორ შორდებოდა ნიცას, როგორ გააუფერულა მისი ცხოვრება, როგორ ატკინა გული... -ნათია გეყოფა-მოესმა თათიას ხმა ზურგს უკან -ძალიან დავიღე, ყველაფრით დავიღალე-ნათია მისკენ შეტრიალდა და ატირდა -ნათია არასწორად იქცევი-თათია ჩაეხუტა მეგობარს და თმაზე ჩამოუსვა ხელი -შენ უარესად ნუღარ მირევ ტვინს-ნათიამ შეხედა თათიას და ცრემლები მოაწვა -ნათია რის მიხწევას ცდილობ ვერ ვხვდები, ორი კაცი შენზე შიგიჟემდეა შეყვარებული -ორი-გაეცინა ნათიას მწარედ -ხო ორი, შენი დარტყმული ქმარი ასე რომ იქცევა იმას ნიშნავს რომ გვიან მიხვდა შენს ფასს და შენი დაკარგვა არ უნდა თორემ დაგიკიდებდა დიდიხნისწინ -მაგ ავადმყოფს კიარ ვუყვარვარ ჩემი გამწარება უნდა -ნათია სისულელეებს ნუ ბოდიალობ-თათიას გაეცინა -სიმართლეს ვერ გაექცევი, უყვარხარ თან მაგრად, სხვა შემთხვევაში შენსგამო ასეთ რამეებს არ ჩაიდენდა -ავადმყოფია -ვიცი და მაგას გეუბნები, ასე აგრესიით გამოხატავს -მთელი არსებით მძულს-ნათიას სახე დაებრიცა მის გახსენებაზე და შეტრიალდა, ღრუბლებიდან გამოპარულ მთავრეს გაუშტერა მზერა -ხოდა ძალიან კარგი, თუ ზუსტად იცი მის მიმართ რას გრძნობ-თათია გვერდით დაუდგა მეგობარს და ნათიას პროფილს დააკვირდა -მაშინ შეგიძლია ლაშას... -არა-ნათიამ სიტყვა არ დაამთავრებინა და მისკენ მირიალდა -მას ცოლი ყავს, ის გოგო თავის მოკვლით ემუქრება, გაბრიელმა მითხრა, ხო გითხარი -ნათია ის გოგო არანორმალურია, ლაშა მაინც გაეყრება, გგონია რომელიმე კაცი მოისურვებს ასეთ ავადმყოფთან ცხოვრებას? სულ რომ აორთქლდე ლაშა მაონც გაეყრება -რატომ ხარ ასე დარწმუნებული?-ნათიას ცრემლები მოეძალა -ნათია ნებისმიერი კაცი უარს იტყვის ასეთი არანორმალური ქალის გვერდით ყოფნაზე, ლაშა არაა დამნაშავე მომხდარში, ანას სხვა ყვარებია, ხო აგიხსნა? მერე მასაც შენ შეუყვარდი... ლოგიკურია რომ გაბედა და გადაწყვიტა განქორწინება... -ლაშას უფლება არ აქვს მიატოვოს ისინი, მაშინ როცა ანა ასეთ რთულ მდგომარეობაშია, თან ჩემგამო -ნათია რაებს ბოდავ? შენ რა შუაში ხარ ვაბშე? რა გგონია ანას შეყვარებული მაგარი ტიპი რომ ყოფილიყო, ანა ეგრევე არ მიატოვებდა ქმარს? არ გაეკიდებოდა იმ ბიჭს? არ დაანგრევდა ოჯახს? სწორედ რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ანას შეყვარეული რიგითი ნაბიჭვარ.ა ხოდა ლაშამ მიიღო გაყრის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ანამ ვერ შეძლო ეს -ხოდა მაგას ვამბობ რომ ლაშამ ჩემს გამო მიიღო, მე რომ არა ცოლს არ მიატოვებდა, მითუმეტეს ანას ის ბიჭი ჩამოშორებია -და გგონია ლაშა აპატიებდა იმ დებილ გოგოს ამ ყველაფერს და ერთად ბედნიერად იცხოვრებდნენ? ნათია სულ გააფრინე ხო? -თათია გთხოვ ძლივს მივიღე ეს გადაწყვეტილება და შენ ნუღარ მირევ ისევ ტვინს -გგონია რომ რადგან წამოხვედი ლაშა შეგეშვება? თავს დაგანებებს? აღარ მოგძებნის? გგონია იმ დებილი გოგოს თვითმკვლელობის მუქარა შეაშინებ და გაყრას გადაიფიქრებს? გგონია შენი გაქცევა და დამალვა ლაშას შენს თავს დაავიწყებს? გგონია რომ ეს გააჩერებს? ასე უფრო გააგიჟებ იმ ბიჭს, მეტად სასურველი გახდები მისთვის, მეტად მოისურვებს შენთან ყოფნას -თათია ნუ გამაგიჟე-ნათიას საერთოდ აურია მისმა ლაპარაკმა თავგზა -მე კიარ გაგაგიჟე, შენ მიიღე არასწორი გადაწყვეტილება, სულელური! გგონია რახან გაიქეცი ვსო მორჩა... დაგივიწყებს, არ მოგძებნის -თათია ასე ნუ მელაპარაკები გთხოვ ისედაც ცუდად ვარ -ნათია გთხოვ ასე ნუ ექცევი ნურც მას და ნურც შენს თავს -რავქნა აბა?- ნათიას ცრემლები მოეძალა -ენდე, ლაშას უყვარხარ, გესმის ნათია? უყვარხარ, იცი რამდენად იღბლიანი ხარ? იცი რამდენი ადამიანი კვდება უსიყვარულოდ? იცი რას ნიშნავს სამყაროს ცარიელი თვალებით უყურებდე? მე ვიცი ნათია -თათიას ხმა გაებზარა -გთხოვ-ნათია ჩაეხუტა და ორივე ატირადა ერთად. გაცოფებული ლაშა სახლში მიუვარდა ანას, მიასთან ერთად ბავშვი, დას მიაჩეჩა ხელში ბავში და უბრძანა წაეყვანა, თავად კი როგორცკი წავიდნენ ანას მივარდა და მკლავებში ხელი წაავლო -რა გინდა-ანა ისეთი მშვიდი ჩანდა რონ ლაშა მდგომარეობიდან გამოიყვანა მაშინვე მისმა სიმშვიდემ -რის მიხწევას ცდილობ? გგონია ამ ყვალაფრის მერე არ გაგეყრები და ბედნიერი ოჯახივით გავაგრძელებთ ცხოვრებას? -ვცდილობ რომ ქმარი და ოჯახი შევინარჩუნო -დამცინი?-უღრიალა ლაშამ -რა ქმარი რა ოჯახი -ლაშა არ გაგშორდები -ახლა ვხვდები ცოტნე რატომ არ დაწვა შენთან, რატომ გამომიგზავნა სურათები და მიგატოვა ასე -მართლა რატომ?-ნა საოცრად მშვიდი იყო -ახსნას ვერ ვპოულობდი, როგორ შეიძლება კაცმა ასეთი დებილობა გააკეთოსთქო ვფიქრობდი, ქალთან არცკი დაწვეს და მერე მის ქმარა ფოტოები გაუგზავნოს, ალბათ უნდოდა მივეხვედრებინე რომ ასეთი საშინელი სულის ადამიანი ხარ - შენი და ცოტნეს ქცევები, ან საერთოდ რას ფიქრობთ, მე გაყრა არ მინდა -ხოდა მეც შენ რა გინდა, მთავარია რომ შენთან ყოფნა არ მინდა -ხელი გაუშვა და მიტრიალდა -სასამართლოს ძალით მაინც გაგეყრები, შენი შანტაჟის არ მეშინია -გგონია რომ ამაზე არ წავალ?-გაცეცხლდა ანა - რაზე წახვალ, გესმის? თუ თავს მოიკლავ, ესეიგი ავადმყოფი და არანორმალური ხარ და მეტს არ იმსახურებ-მიტრიალდა ლაშა მისკენ -როცა გინდა და როგორც გინდა ისე სცადე თვითმკვლელობა მე მაინც დაგიკიდებ იმიტომ რომ მეტს არ იმსახურებ, გიორგის კი წავიყვან და გავზრდი რა პრობლემაა, გიჟი დედის ყოლაა ჯობია საერთოდ არ ყავდეს -ანუ გკიდია მოვკვდები თუ არა-ატირდა ანა -ანა აზრზე მოდი, თორემ გეფიცები ამ სახლიდანაც გაგაგდებ და გიორგისაც წაგართმევ, სასამაღთლოზე ყველამ გაიგო თვითმკვლელობით რომ დამემუქრებოდი, იცი მაგით რას მიახწევ? რომ ბოლოს მოგიწევა მუქარა შეასრულო იმიტომ, რომ ყველამ ზურგი გაქცია და მეც თუ გაქცევ მაგრად დაგენძრე.ა- დაუღრიალა ყურთან ახლოს -ეს ბოლო გადრთხილებაა იცოდე, თუ კიდევ აურევ რამეს აღარ გაპატიებ გაგანადგურებ, ხოიცი რომ ეს შემიძლია გავაკეთო-დაუყვირა ისევ და დაბლა ჩავიდა -ბავშვი აუყვანე და წამოდი-დაუყვირა მიას რომელმაც ანას ბავში მიუყვანა და სრაფად ჩავიდა დაბლა, მანქანაში ჩაჯდა და ძმას შეხედა -როგორ გგონია რამე შედეგა მოიტანს შენი გაგიჟება? -თუ არ მოიტანს მერე მოქმედებაზე გადავალ -ღირსია ეგ არანორმალური-გაამხნევა ძმა მიამ -მარტო შენ მიჭერ მხარს -თამუნას და თამაზს რა ადარდებთ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს შეაბერდნენ , რა ესმით მაგათ შენი, ან ჩემი, რა იციან რა ჯოჯოხეთია იმის გვერდით ყოფნა ვინც არ გიყვარს -მია თორნიკეს რატომ აურიე?-ლაშა შეეხო თემას რომელზეც ლაპარაკის უფლება არცერთხელ არ მისცა მიამ -ხომ გითხარი არ მინდათქო ამაზე ლაპარაკი -მართლა ვერაფერი გავიგე-გაბრაზდა ლაშა და მანქანა დაქოქა -ისევ ვახო გიყვარს? -კითხა გაბრაზებულმა დას და გაზს მიაჭირა -ლაშა -მია ხვდები რომ თორნიკეს ცხოვრებას უნგრევ? -ხოდა წავიდეს და სხვა იპოვოს -მიპასუხე ისევ ვახო გიყვარსთქო? -შენ ვინ გეკითხება?-უყვირა მიამ და გაცეცხლებულმა ლაშამ მანქანა გააჩერა, მია გადავიდა და ფეხით გააგრძელა მოძრაობა -მია პასუხი გამეცი-ლაშა დას გაეკიდა და გზა გადაუღობა -არვიცი, არვიცი გესმის? არვიცი!-აკივლდა მია -მართლა არვიცი, თორნიკემ რომ მაკოცა მეც ვაკოცე და ვერაფერი ვიგრძენი სინამდვილეში, გესმის? მეგონა მქონდა გრძნობები მაგრამ როცა არ შევეწინააღმდეგე და მეც ვაკოცე... ლაშა გთხოვ -მითხარი-ლაშა თვალებში ჩააცქერდა დას -ვერაფერი ვიგრძენი გესმის?-მიამ თვალი აარიდა, უჭირდა ძმასთან ამ თემაზე საუბარი -თორნიმეს დაკარგვა არ მინდა მაგრამ მის მიმართ ზუსტად რას ვგრძნობ არვიცი, მაგრამ ვიცი რომ იმ სიყვარულს არა, რასაც ის ითხოვს ჩემგან -მია ვახო გიყვარს ისევ? -არვიცი-მიამ ძმას შეხედა -შენს დაბადებისდღეზე გამოვიდა არა?, იცოდი რომ მაგ დღეს გამოდიოდა ხომ ასეა, მაგიტომ იყავი იმ დღეს ამ მდგომარეობაში? და თორნიკემაც იცოდა რომ ის ისრ. გამოდიოდა -ლაშა-მია ატირდა -მართლა არ ვიცი რატომ ვარ ასე თავგზააბნეული -ფაქტია რომ თორნიკე არ გიყვარს, რომ გიყვარდეს ასე არ მოიქცელდი-ლაშა გაბრაზდა და მანქანაში ჩაჯდა, მიაც ჩაჯდა დაბსახშინისე მივიდნენ ხმა არცერთს არ ამოუღია. სანდრო გაგიჟებული დაეძებდა ნათიას, ნათესავებს არ ენდობოდა რომ ეუბნებოდნენ ჩვენთან არააო და ყველას თავზე ადგებოდა. მაგრამ ნათიას კვალს ვერსად მიაგნო, სად და ვისთან არ ეძება მაგრა ამაოდ, ვერც ნიცას ათქმევინა სად იყვნენ, ტელეფონზე დღეში ცხრაჯერ ურეკავდა და სთხოვდა ეთქვა სად წაიყვანა დედამ მაგრამ ნიცამ დედას შეუსრულა თხოვნა და არ გაამხილა სად იყვნენ, თუმცა ლაპარაკში მაინც დააცდევინა ნიცას რაღაცეები და მიხვდა რომ ზღვაზე არ იყვნენ, არც დიდ ქალაქში, მაგრამ არც სოფელში, ასე ნელნელა ალაპარაკა, როგორი სახლები იყო ირგვლივ, მდინარე თუ იყო ახლოს, ეკლესია, პარკი და მიხვდა ბოლოს სად შეიძლება ყოფილიყო... ლაშას რეკვამ, შეტყობინებების გზავნამ და თათიას ლაპარაკმა თავისი ქნა და ორდღიანი ლაშას წვალების მერე უპასუხა ნათიამ მის მეასე ზარს. -ნათია?-ლაშას გულისცემა აუჩარდა როცა უპასუხა ნათიამ -ლაშა-ნათიას გული გაუჩერდა მისი ხმის გაგონებისთანავე -ნათია ასე რატომ მოიქეცი?-ლაშა ვერ თოკავდა ემოციებს -ლაშა ძალიან ცუდად ვიყავი, ყველაფერი ერთმანეთში აირია -ნათია იმ ნაბიჭვარ.ან დაბრუნება გადაწყვიტე? -რა აისულელეს ამბობ-გაბრაზდა ნათია -მაშინ რატომ გამექეცი? -ლაშა შენ არეული გაქ სიტუაცია ცოლთან მე შვილთან -ნათია ხომიცი რომ მიყვარხარ, ასე რატომ მექცევი? იცი რისი გადატანა მომიხდა ეს ორი დღე? რა არ ვიფიქრე -ლაშა უბრალოდ მინდა ცოტახანს ერთმამეთს დავშორდეთ, ასე აჯობებს, სანამ ყველაფერი დალაგდება -ნათია-დაუღრინა ლაშამ -უშენობა არ შემიძლია, გესმის? არ მინდა დაშორება და შენგან შორს ყოფნა -ლაშა გთხოვ ასე ნუ მეუბნები -ნათია ასე ნუ მექცევი ნუ მაგიჟებ, იცოდე უარეს სისულელეს ჩავიდენ, უშენობით ნუ მაწვალებ -ლაშა სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-გაბრაზდა ნათია -მე დროებით მინდა ერთმანეთს ჩამოვშორდეთ რომ ორივემ დავალაგოთ სიტუაცია -ეგ შენი დალაგება ნიშნავს მე ანას დავუბრუნდა შენ სანდროს-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -ლაშა-ნათიას ცრემლები მოეძალა -ეს გინდა? მე ანას გავეყრები, რას იზავ მანამდე ან მერე, თავს მოიკლავს თუ არა, იმიტომ რომ მე ვალდებული არ ვარ მიყვარდეს, მაგრამ შენ თუ სანდროსათან დაბრუნება გინდა წადი მასთან -უყვირა გაცოფებულმა ბიჭმა -არ მინდა გასაგებია?-ჩაყვირა ნათიამ -მე შენ მიყვარხარ -თუ გიყვარვარ ასე ნუ იქცევი-ლაშა ვერ მშვიდდებოდა - ყოველ პატარა წინააღმდეგობაზე რატომ გარბიხარ? რატომ მტოვებ? რატომ მშორდები? -ლაშა -ნათია მითხარი სად ხარ -ლაშა -ნათია მითხარი ნუ მაგიჟებ -გთხოვ-ნათიას ხმა ჩაუწყდა -ნათია სად ხართქო -ლაშა მეგობართან ვარ, კარგად ვარ -ნათია სად ხართქო -კახეთში-ამოისლუკუნა ნათიამ -ნათია სად ხართქო-დაუღრინა ლაშამ -გოგო რას აწვალებ ამ ბიჭს?-გაბრაზდა თათია რომელიც ისმენდა მათ საუბარს -უთხარი -ლაშა -ნათია-დაუყვირა ლაშამ -მითხარი სად ხართ ამის დედაც- იღრიალა ბოლო ხმაზე -სიღნაღში-ამოიტირა ნათიამ -ერთ საათში მანდ ვიქნები, იცოდე გაქცევაზე არც იფიქრო-დაუღრინა ლაშამ და გაუთიშა, მაშინვე თორნიკესთან გავარდა მანქანიანად წამოიყვანა აბუზღუნებული ბიჭი -შენ წადი გათხოვებ რა-გასაღები გაუწოდა -ეხლა ისე ვარ გაბრაზებული რომ შეიძლება შენი მანქანიანად სადმე გადავიჩეხო-გულწრფელად უთხრა -ღმერთო რა დავაშავე-თორნიკემ თვალები აატრიალა -სად ჯანდაბში მიგყავარ ეს მაინც მითხარი -სიღნაღიდან უნდა მოვიტაცოთ ნათია -სიღნაღი?-გაოცდა თორნიკე -ხოო-ლაშამ კიბეზე ჩამომავალ დას გახედა -მია დაუჩქარე -რაა?-გაბრაზდა თორნიკე -იმედია სინამდვილეში ჩემს მოტაცენას არ გეგმავთ -თორნიკე დაჯექინდა გაზს მიაჭირე-ლაშა მის გვერდითა სავარძელში დაჯდა და მიას გახედა, რომელიც მოჟამული სახით იჯდა უკანა სავარძელზე -თუ გინდა წინ დაგსვავ-გაეცინა მიას სახეზე -თუ კიდევ იტყვი რამე დებილობას იცოდე გადავალ -კაი ჩემო ალქაჯო-გაეცინა ლაშას და თორნიკეს ანიშნა წავედითო. ნათიას გული რაღაც უცნაურად გამალებით უცემდა -ნუ ნერვიულობ-ამშვიდებდა თათია მეგობარს -გული რაღაც ცუდს მიგრძნობს -ნათია ნუ სულელობ, როდემდე აპირებდი დამალვას? როდემდე უნდა გეწვალებინა ის საწყალი ბიჭი? რამდენხანს დაემალებოდი? საერთოდ ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევი -იცი-გაბრაზდა ნათია -ნუ სულელობ, ხო გითხარი თავის ალქაჯს არ შეურიგდებათქო -ხო მაგრამ მაინც ვნერვიულობ იმ საწყალ გოგოზე -ის გოგო ლაშას ცოლო იყო და ქმარი ვერ შეიშნოვა, შენი რა ბრალია? -თათია ასე მარტივად ნუ უყურებ -მია ჩემი შეყვარებული რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა ავარიას ემსხვერპლა, ხომ იცი რისი გადატანა მომიხდა? ხო გახსოვს? ახლაც სული მეწვის, რვა წელი გავიდა მაგრამ მაინც მტკივა, ნათია ლაშას სიგიჟემდე უყვარხარ, შენც გიყვარს, გთხოვ უფლება მიეცი შენ თავსაც და მასაც ბესნიერები იყოთ, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა ნათია, ყველას ჰგონია რომ ჯერ კიდევ დრო აქვს მაგრამ შეიძლება ხვალ ცხოვრება უბრალოდ დასრულდეს... ჩვენი საყვარელი ადამიანი გაიწიროს და მორჩა, ყველაფერი დამთავრდა ნათია. ცარიელი სულის გარეშე ცხოვრება სიკვდილზე უარესია ნათია! -თათია გთხოვ ასე ნუ ლაპარაკობ, თავს ნუ იტანჯავ -ნათია ირგვლივ მიმოიხედე ნახე რამდენად ცოტა ადამიანია ბედნიერე და მათ შორის კიდევ რა ცოტაა ისეთი ვისაც უყვარს და ვინც უყვართ, ლაშას ხელინჩაკიდე, ძლიერად ჩაკიდე და არასდროს გაუშვა თუნდაც მთელი სამყარო დაგიპირისპირდეთ, დამიჯერე მასთან გატარებული ბედნიერი წამები მთელს სიცოცხლეზე ღირებული იქნება, ყოველი ამოსუნთქვა გაგაბედნიერებს მის გვერდით, ხოლო მის გარეშე ყოველი დღე დაუსრულებელ ჯოჯოხეთად გექცევა -თათიამ ხელი ჩაკიდა ნათიას -მიეცი თავს უფლება იყო ბედნიერი-და სწორედ ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა -უკვე მოვიდა?-გაიცდა ნათია-ასე მალე ვერ მივიდოდა -დამშვიდდი იქნებ მეზობელია-თათია კარის გასაღებად წავიდა და ნათიამ შეჩერა რადგან მათი კორპუსის წინ დაინახა გეგას ჯიპი ფანჯრიდან -არ გააღო სანდროა -ნათია როდის უნდა დაჭკვიანდე? ორი კაცი სიგიჟემდეა შეყვარებული და შენ მათგან თავის დახწევას გაქცევით და დამალვით აპირებ? -გთხოვ ხოიცი სანდრო რა ავადმყოფია? -ნათია ნუ სულელობ-თათიამ კარი გააღო თუ არა გაავებული სანდრო და მისი ორი მეგობარი შეცვივდნენ და ლირდაპირ დაფეთებულ ნათიას ეცნენ -რახდება?-თათია წინ გადაუდგა ნათიაზე დაბღაუჭებულ სანდროს და მის მეგობარს -ჩემი ცოლი მიმყავს- დაუღრინა სანდრომ თათიას -ხელი გაუშვი-დაუღრინა თათიამ -თუ არ გავუშვებ რას იზავ? შემაჩერებ?-დაუღრინა სანდრომ და ხელი კარა, დამფრთხალი ნათია აკივლდა მაგრამ პირზე ხელი ააფარა და კიბეებზე ჩაათრიეს, თათიას კი მესამე ეცა დაიჭირა და პირზე ააფარა ხელი რომ ზედმეტი არ ეყვირა. შეშინებული ნიცა გამოვარდა ოთახიდან და კივილი მორთო რომ დაინახა თათიას მდგომარეობა -მამიკო ნუ გეშინია-სანდრო მივარდა და ჩაეხუტა აკივლებულ ბავშვს ხელში აიყვანა და ჩაარბენინა კიბე, ვასოს კი ანიშნა თათიასთან დარჩენა. მიცამ რატომღაც წინააღმდეგობა გაუწია მამას რომელმაც მანქანაში ჩატენა შვილი და გუკას დაუყვირა -საჭესთან დაჯექი მივდივართ-გუკა გადავიდა მანქანიდან ნათიამ ისარგებლა ამ მომენტით, მას და სანდროს შორის ნიცა იჯდა რომელიც შეშინებული ტიროდა და კიოდა, სანდროს ხელი ქონდა გადახვეული ბავშვზე და იმ ხელით ეჭირა ნათია, რომელმაც გუკას გადასვლისთანავე ხელზე უკბინა სანდროს და როგორცკი სანდეომ უშვა ხელი გადახტა ნამქანიდა და გიჟივით გავარდა ქუჩაში სადაც ინტენსიური მოძრაობა იყო, აბნეული სანდრო ნათიას გამოეკიდა, ნიცაც გადახტა მანქანიდან და გაიქცა მას გუკა დაედევნა. მოხდა ისე რომ ნათიამ უკან მიიხედა და რომ მიხვდა სანდრო ეწეოდა კვლავ ტრასის გადაკვეთა სცადა რომ მანქანებშორის გაქცევით უკან ჩამოეტოვა, თუმცა საკმაოდ სწრაფად გადაადგილდებოდნენ ქუჩაში მანქანები რის გამოც ერთი ლამის შეეჯახა და მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა,თუმცა ნათიას მაიც დაეჯახა მსუბუქად მდააკარგვინა წონასწორობა და წაიქცა, ისე სწრაფად მოხდა რომ მძღოლი აიბნა და გადავიდა თუმცა სანდრო ეცა და წამომჯდარ გოგონას ხელი ჩაავლო, შეშინებულმა ნათიამ სცადა თავის დახსნა თუმცა სანდრომ მაჯაში ხელი წაავლო, წამოაყენა და წინ უბიძგა, რადროსაც მოსახვევიდან გამოვარდნილი მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებისდა მიუხედავად დაეტაკა მათ და ორივე მოწყვეტით დაეცა ტრასაზე. დაფეთებული თორნიკე მანქანიდან გადავიდა და ადგილზე გაშეშდა როცა ძირს დავარდნილებშორის ნათია იცნო - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.