უარყოფილი (თავი 7)
- შენი თვალები... ის, ზღვისფერია. ამბობს სუნთქვაშეკრული. - ელიზაბეტ საოცარი ქალი ხარ. თავს ვერ ვიკავებ, ჩემი ტუჩები მისას უახლოვდება. წამით მგონია, რომ ჩემი გული ფეთქვას წყვეტს. ეს ეს არის ჩვენი ტუჩები ერთმანეთს უნდა შეეხოს, რომ ნინას ყვირილი მაფხიზლებს. მისი საშინელი კივილი და აცრემლებული თვალები. - ნინა? - ელიზაბეტ, დედა... დედა. ხელით ლუკას ვეყრდნობი. - არ თქვა, არ გაბედო ამის თქმა. ამასობაში ბავშვები უკვე აივანზე იდგნენ. - ახლავე თქვი, რომ ის კარგად არის. - მაპატიე ელა, მაგრამ შეიძლება ვერ გადარჩეს. ხელებს ძლიერად ვმუშტავ. „შეიძლება ვერ გადარჩეს, შეიძლება ვერ გადარჩეს.“ - უნდა წავიდე.. ვამბობ ხმადაბლა და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ. მანქანას ვქოქავ, გაზს ბოლომდე ვაწვები და ისიც ადგილიდან სხლტება. არავინ არ მეწინააღმდეგება იციან, ახლა აზრი არ აქვს, არაფერს აღარ აქვს აზრი. უკან მეორე მანქანით მოგვყვებიან. შვიდი საათის გზას ოთხ საათში ვფარავ. მანქანას პირდაპირ საავადმყოდოს მისაღებთან ვაჩერებ და თითქმის სირბილით შევდივარ შიგნით. ლევანი იქვე ზის, სასწრაფოდ მას ვვარდები და ფეხზე ვაყენებ. - აქ რა გინდა ? - გაჩერდი, ხალხი გიყურებს. - შენს გამო, მხოლოდ შენს გამო კვდება დედა. ვყვირი ხმამაღლა - გაჩუმდი. ახლავე გაჩუმდი. მკლავში მწვდება და ცდილობს გამაჩეროს. - არა, ყველამ უნდა გაიგოს რა არაკაციც ხარ. ყველა ჩვენ გვიყურებს. კარებში ჟურნალისტები შემორბიან. მალევე გვამჩნევენ და ჩვენთან მოდიან. - სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ლევან ბურდულის მეუღლე სასიკვდილოდ დაჭრეს, გაქვთ თუ არა ეჭვები ამის შესახებ? "სასიკვდილოდ დაჭრეს" გონებას რამდენიმე წამი სჭირდება იმისათვის, რომ ეს ფრაზა ჩაიბეჭდოს და გაიაზროს. ამასობაში სანამ მე ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობ ლევანი სცემს პასუხს. - დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, ამაზე მე პირადად ვიზრუნებ. - არა, არა ეს ტყუილია, დამნაშავე ვერ დაისჯება, რადგან დამნაშავე თვითონ ის არის. მან დაჭრა დედაჩემი. ის სულ ემუქრებოდა მას... დასრულებას ვერ ვასწრებ, ისე მხვდება მისი გაშლილი ხელი სახეში. - მის ნაცვლად ბოდიშს მე ვიხდი, ფსიქოლოგიურად შეიშალა და არ იცის რას ამბობს. პასუხს სცემს ჟურნალისტებს და მკლავით მიმათრევს გარეთ, სადაც დანარჩენები მელოდებიან. ნინა მკლავზე ექაჩება მამას, ტირილით. - მამა გაუშვი გთხოვ. - მოვკლავ ამ ნაბო^^არს. ღრიალებს მამაჩემი და კარებშივე ეჯახება ლუკას. იმდენად გაბრუებული ვარ სულიერი და ფიზიკური ტკივილით, რომ ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ლუკა ხმის ამოღებას ვერ ასწრებს, ისე მკიდებს ლევანი თმაში ხელს და მანქანისკენ მიმათრევს. - შე ბო^ო, არ გაპატიებ ასეთ დამცირებას. როგორ გაბედე? ჩემი ხელით მოგკლავ. მანქანასთან მაჩერებს და მთელი ძალით მირტყავს სახეში. ვბორჯიკდები და მიწაზევე ვეცემი. ბიჭები მას ვარდებიან, ლუკა გამეტებით ურტყავს ლევანს, ემილი ცდილობს ბიჭები დააწყნაროს, ბელა კი ჩემთან იმუხლება. - გააჩერე, ისინი გააჩერე. ვუყვირი ბელას და გამწარებული ლუკასკენ ვახედებ, რომელიც ლევანს უმოწყალოდ სცემს. ბიჭები ძლივს აშველებენ მათ, გაბრიელი და გიო ლუკას იჭერენ, ლევანი ერთს იგინება, მანქანაში ჯდება და მიდის. დამიანე წამში მოდის აზრზე, მიახლოვდება და ფეხზე მაყენებს. ლუკაც იქვეა ჩამუხლული. არცერთს ვაქცევ ყურადღებას. პირდაპირ დედას პალატისკენ მივიწევ. საერთოდ არ მადარდებს ვინ იქნება იქ. კარებშივე მაჩერევს დაცვა და იქ შესვლის ნებას არ მაძლევს. - თქვენ რა ხუმრობთ? იქ დედაჩემია და კვდება. ვუყვირი მათ ხმამაღლა. - ეს ბრძანებაა ქალბატონო ელიზაბეტ. - დედები არ გყავთ? საერთოდ ვერაფერს ვერ გრძნობთ? რაში გიხდიან ფულს არაადამიანობაში? ტონს ვუწევ და ერთ-ერთს მკლავში ვწვდები. - შეუშვი. მესმის უკნიდან ხმა. უკან შებრუნებისას კი დავითი მხვდება, პოლიციელი, რომელმაც დახმარებაზე უარი მითხრა. - მხოლოდ რამდენიმე წუთით ელა. მათ ერთხელღა ვუყურებ და დედასთან შევდივარ. დედა საშინლად დასუსტებული და განადგურებული მეჩვენა. სახე სულ ჩალურჩებული ჰქონდა. მისი მდგომარეობა საშინლად მტკივნეული იყო ჩემთვის. მისკენ ნელი ნაბიჯებით მივდივარ. საოცრად მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ სცემს ლევანი დედაჩემს. დედასთან ვიმუხლები და ძალიან ფრთხილად ვეხები სახეზე. ისიც წამში ფხიზლდება და აცრემლებული თვალებით შემომცქერის. - წადი დედი, რამე არ დაგიშავონ. - მე ვერაფერს მავნებენ დე. - ნუ მიმალავ ელა, უკვე მითხრეს, როგორ უმოწყალოდ გირტყავდა მამაშენი საავადმყოფოს ეზოში. - მთავარი შენ მყავხარ დე, დაივიწყე, მე კარგად ვარ. ხომ ხედავ არა? ვუღიმი ნაძალადევად. - ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ. ცრემლები გაუაზრდებლად მდის სახეზე. - დე მითხარი ვინ დაგჭრა. ვეუბნები დედას და ხმის ჩამწერს ჩუმად ვრთავ. არ დავუშვებ რომ დედაჩემის ტკივილი ასე მარტივად შერჩეს. - ამას არ აქვს მნიშვნელობა ელის - მითხარი დე, გთხოვ, უნდა ვიცოდე. მის ხელებს ვკოცნი და ისე ვემუდარები დაჩოქილი. - ლევანმა, ლევანმა დამჭრა ელა. ხმის ამოღებას ვერ ვბედავ. ყველაფერს წარმოვიდგენდი, თუმცა ამას ვერა. საშინელ ტკივილს ვგრძნობ. ფეხები აღარ მემორჩილება, იატაკზე ვეცემი და თავს ხელებში ვრგავ. ეს ტკივილი გაუსაძლისია. გულზე ხელს ვიჭერ, მინდა ვიგრძნო, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. - დამპირდი შვილო, რომ იბრძოლებ. დამპირდი, რომ არასდროს დამარცხდები. დამპირდი ჩემო პატარა... მიყვარხარ, არასდროს დაივიწყო ეს. უცებ ხველება უტყდება, ვერ სუნთქავს. თავიდან აზრზე ვერ მოვდივარ. შემდეგ მას ვვარდები და ყვირილს ვიწყებ. - დე რა გჭირს? დე ხმა გამეცი გთხოვ. თან ვყვირი და თან მთლიან სახეს ვუკოცნი. - გეხვეწები დე. მეც მიყვარხარ დე... ოთახში ექიმები შემორბიან. მათ ლუკაც მოყვება. სწრაფად მეხვევა და ცდილობს პალატიდან გამიყვანოს. - უნდა გადარჩეს. გთხოვთ გადამირჩინეთ. ჯანდაბა ვერ დავემშვიდობე, ბოლოს მასთან არ ვიყავი. ვყვირი ბოლო ხმაზე. - დედა არ დამტოვო. კარებს ხურავენ, კედელთან ვიკეცები და სახეს ხელებში ვრგავ. ხმამაღლა ვტირი - არა რა, არა რა. ხელებს იატაკს ვურტყავ. ხმაური მესმის, ხმაურის მიმართულებით ვიხედები და ნინას ვხედავ, რომელიც სირბილით მოიწევს ჩვენსკენ, მას უკან ბავშვები მოყვებიან. ყველა იქ არის. ახლოს არავინ მეკარება. ექიმი რამდენიმე წუთში გამოდის პალატიდან, მაშინვე ფეხზე ვდგები და მას ვუახლოვდები. - ჰო ყველაფერი კარგად არის? კითხვას ნინა მასწრებს. ექიმი თავს აქნევს. პასუხის გაცემას არ ვაცდი. - ცოცხალია, თქვით, რომ ცოცხალია. პანიკურად ვკივი. - ვწუხვარ, მაგრამ ქალბატონი თამარი გარდაიცვალა. ამბობს ექიმი და მძიმე ნაბიჯებით გვტოვებს. ნინას ვაკვირდები, რომელიც მუხლებზე ეცემა. შემდეგ ბავშვებს, რომლებიც ნინას აწყნარებდნენ. ამ ყველაფერზე მეცინება და მათ გაკვირვებასაც ვიმსახურებ. - ელიზაბეტ.. მიახლოვდება ემილი და ხელს მახებს. - ჩემი ლამაზი, ჩემი ანგელოზი, ჩემი დედიკო. ვჩურჩულებ ჩემთვის და სიცილს ვერ ვწყვეტ, ხელებს უმისამართოდ ვიქნევ. მინდა, რომ მეტკინოს. მეც ისე მეტკინოს, როგორც მას სტკიოდა სიკვდილამდე. მეც, ისე უნდა მატკინოს ლევანმა, როგორც მას ატკინა. პირზე ხელს ვიფარებ, რათა იქიდან ამოსული ხმები ჩავახშო. - მოვკლავ იმ ნაბი^ვარს, არ ვაცოცხლებ. ვამბობ ხმამაღლა, თუმცა მაშინვე ვამჩნევ ნინას, რომელიც მეხუტება და ჩემს მხრებზე ქვითინებს. - გთხოვ შენ მაინც არ დამტოვო. ხელებს ვხვევ და უფრო მჭიდროდ ვიხუტებ. - აქ ვარ, აქ და არასდროს არ დაგტოვებ. - ნეტა შენს ნაცვლად მე გავეშვი მამას იქ. შენ არ იმსახურებდი ამას. ტირილს უფრო უმატებს ნინა და ხელს არ მიშვებს. - შეეშვი მამას, შეეშვი. შენც, რომ რამე დაგმართოს... ვხდებოდი, რომ ნინას ნელ-ნელა პანიკური შეტევა ეწყებოდა. ადრე ხშირად მოსდიოდა მსგავსი რამ ნერვიულობის დროს. მაშინ მხოლოდ მამა ახერხებდა მის დამშვიდებას, ახლა ამას ვერც ის შეძლებდა. ნინა მუხლებზე დაეცა, მეც მას მივყევი. მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე. - ახლა არა ნინა, ახლა არა. მჭირდები გთხოვ. - შენც დაგკარგავ, შენც მოგკლავენ. არ გაცოცხლებენ. არ მინდა ელიზაბეტ. მირჩევნია მე დაგასწრო სიკვდილი. ხმას კიდევ უფრო უწევს. ვერაფრით ვაჩერებ. გაბრიელს წყალი მოაქვს და სახეზე ასხავს. ბელა ექიმებს ეძახის. ნინას დამამშვიდებელს უკეთებენ და ერთ-ერთ პალატაში აწვენენ. - ღმერთო აღარ ვიცი რა გავაკეთო, რომელს მივხედო. ცრემლებს მუჭით ვიწმენდ და სკამზე ვჯდები. გვერდზე გიო მიჯდება. - ჩვენ ყველაფერს ვიზავთ, შენს გვერდით ვართ. - მადლობა გიო. ვეუბნები ჩუმად და თავს მხარზე ვადებ. დედას უსულო სხეულის დანახვისას ვკრთები, მისი ასეთად ყოფნა მხოლოდ მამას ბრალია. ფეხზე ვდგები და საკაცეს ვუახლოვდები, მისი გვამი მთლიანად თეთრ ზეწარშია გახვეული. საკაცითვე მიჰყავთ სასწრაფოს მანქანამდე და შიგნით ათავსებენ. ახლა ყველაზე მეტად ჩემი უმოქმედობა მტკივა. სახლამდე ჩუმად ვარ, კარებს ფრთხილად ვაღებ, არ მინდა იქ ლევანი დამხვდეს. სახლი ცარიელია, ეს სიცარიელე სულში მწვდება. ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. ეს სახლი ერთ დროს ჩემი იყო, წარსულის ბედნიერი მოგონებები მიტევს. ჩვენს დიდ მისაღებში შევდივარ და ნათლად ვხედავ სუფრასთან მჯდომ ოთხ ადამიანს. სიყვარულით სავსე ცოლ-ქმარსა და მათ ორ ქალიშვილს. ცრემლები სახეზე გაუაზრებლად მდის. წარსული არასდროს მომცემს ბედნიერების უფლებას. ბიჭებს ოთახის შუაგულში დედაჩემის სხეული დაუსვენებიათ, გოგოებს კი სახლი მოუწესრიგებიათ. გიო და გაბრიელი ნინასთან დარჩნენ საავადმყოფოში. ჩემს ოთახს მივაშურე, ყველაფერი ძველებურად დამხვდა. ჩემს შემდეგ არაფერი შეუცვლიათ. მთელი სხეული მიკანკალებდა. მთელს სახლში საშინელი სიჩუმე სუფევდა. ვერაფერს შევეხე, ეს უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი. ყველაფერი იმდენად უაზრო და არაფრისმთქმელი იყო, რომ სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. მთელი სახლი მოვიარე. ბოლოს ისევ დედასთან დავბრუნდი. - ვწუხვარ დე, მეტი დრო უნდა დამეთმო შენთვის. ვჩურჩულებ ჩემთვის და მის თმებს ვეხები. - მე ვერთობოდი, შენ ცხოველს ებრძოდი. მაპატიე დედი. ხმას ვუწევ და ცრემლებს გასაქანს ვაძლევ. - მე მტკიოდა შენ ორჯერ უფრო მეტად გტკიოდა. - მე შურისძიებაზე ვფიქრობდი, მაშინ, როცა შენზე უნდა მეფიქრა. შენს ნაცვლად მანდ მე უნდა ვიწვე. ყველაფრის ღირსი ვარ დე, ოღონდ წამოდექი. ოღონდ მანდ არ იყო. წამოდექი და მიყვირე. მეჩხუბე. ოღონდ არ დამტოვო. ოღონდ ამ სიბინძურეში არ დამტოვო. გეფიცები წამით არ დავფიქრდებოდი ისე მოვიკლავდი თავს, მაგრამ ჯერ შენი მკვლელი უნდა დავსაჯო. ოდესმე შეძლებ მაპატიო? ოდესმე შეძლებ? ისე ველაპარაკები თითქოს მისგან პასუხს მივიღებ. - ვერ ვიტან სიჩუმეს. ხომ იცი დე, რომ ვერ ვიტან. მასზე ვემხობი და ტირილს განვაგრძობ. ბელა მიახლოვდება. ნაზად მაბრუნებს მისკენ და მეხვევა. აი ასე ხმისამოუღებლად მეხვევა და ვგრძნობ, როგორ ესმის ჩემი. ვგრძნობ, რამდენად სტკივა ჩემი ტკივილი. ხელებს მეც ვხვევ და ოდნავ ვმშვიდდები. სიმშვიდეს ტელეფონის ხმა არღვევს. - ელა გირეკავენ. ისედაც ნაცნობ სიტუაციას მაცნობს ემილი. - არავისთან ლაპარაკი არ მინდა. - იქნებ რა ხდება? ტელეფონს მაინც ვართმევ და ხმამაღალზე ვრთავ - ქალბატონო ელიზაბეტ ჟურნალისტი ანა გაწუხებთ. - იცით, რომ დღეს დედა დავკარგე? - მხოლოდ ერთი კითხვა. - გისმენთ. - ადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ქალბატონი თამარი თქვენს გამო მოკლეს? საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში. ხმის ამოღება ვერ გავბედე. ადგილზე მივეყინე. დედა ჩემს გამო მოკლეს, დედა მე მოვკალი. ათასჯერ მაინც ვიმეორებ გონებაში. - ქალბატონო ელიზაბეტ გესმით ჩემი? - არ ვადასტურებ. ვამბობ მტკიცედ. - დედაჩემი მამაჩემმა მოკლა. მხოლოდ ის არის ამაში დამნაშავე. ეს კარგად ჩაიბეჭდეთ ტვინში და ამ საკითხზე მეორედ აღარ შემაწუხოთ. ვპასუხობ უემოციოდ და ტელეფონს ძირს ვაგდებ. ის კი მაინც არ ჩერდება. ბოლოს მოთმინება დაკარგული ხელში ვიღებ და დაუფიქრებლად ვპასუხობ. - მგონი ერთხელ უკვე... - ვიზიარებ შენს მწუხარებას პატარავ, ზუსტად ვიცი ახლა მხოლოდ ჩემი ალერსი გიშველის. სწრაფად მწვდება ზურას საზარელი ხმა. ხმის ამოღებას ვერ ვასწრებ ისე მითიშავს ტელეფონს. ახლა უფრო მძლავრად ვახეთქებ ტელეფონს. ისიც წამში ნამსხვრევებად იქცევა. ცოტახანში შემოსასვლელიდან ხმაური გვესმის. ოთახში მამაჩემი შემოდის და ჩვენს დანახვაზე კრთება, აშკარად მთვრალია. - აქ რას აკეთებ ლაწირაკო? ან ჩემი შვილი სად არის? მისი ბოლოდროინდელი საქციელები ყოველთვის მტკენდნენ გულს, თუმცა "ჩემი შვილი სად არის" ამ სიტყვებმა კიდევ უფრო მეტად გამიტეხა გული. ისედაც კარგად ვიცოდი, რომ არ ვუყვარდი, მაგრამ ამასთან პირისპის შეჯახება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. - საავადმყოფოშია. - რა უქენი მას? ასე ცდილობ სამაგიერო გადამიხადო? მკლავში მაფრინდება და მიყვირის. - დედაჩემის სისხლში გასვრილი ხელები გაწიე ლევან. - თორემ? მაწყვეტინებს ირონიულად და ხელს კიდევ უფრო მიჭერს. ჩვენსკენ წამოსულ ლუკას სანდრო აჩერებს. - თორემ ხელი არ ამიკანკალდება ისე მოგკლავ. სიტყვებს მთელ ზიზღს ვაყოლებ. ჩემი საქციელი აკვირვებს, ფითრდება და ხელებს უმალ მიშვებს. - გიჟი ხარ. ხვდები, რომ შეიშლე? - შენი ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი ზურასთან გაშვება იყო, ამას მალე მიხვდები, ამაში კი მე დაგეხმარები. თავს იმით იმართლებ, რომ ნინა სუსტი იყო, მაგრამ ეს ყველაზე არაგულწრფელი აღიარება იქნება შენი მხრიდან. ფულზე გამცვალე, ეს არაფრად ჩააგდე და დედაც მომიკალი? შენ მე თავისუფლება წამართვი, ოჯახი წამართვი, ბედნიერება წამართვი და ყველაზე მთავარი - ადამიანობა წამართვი. გგონია შეგარჩენ? მე ვიქნები ის, ვინც შენს სიცოცხლეს დაასრულებს ლევან. ოღონდ არა ახლა და არა ამ ვითარებაში. ამისთვის ბევრად უფრო ლამაზ და მყუდრო ადგილს შევარჩევ. ისეთს, როგორიც ლევან ბურდულს შეეფერება. ვიცინი ირონიულად და იარაღს შუბლიდან ვაშორებ. - საერთოდ არ ვაპირებ იმის თქმას რომ ნინა შენზე სუსტი იყო და ამიტომ გაგწირე. ნინა აუცილებლად ჩემს მხარეს დაიჭერს, რადგან მას ყოველთვის ვატყობდი, როგორ მგავდა. ის ბნელი მხარე ჩემგან, სწორად ნინას ერგო. აი სიმართლე იმის შესახებ, თუ რატომ გაგიშვი იქ შენ და არა ნინა. შენც დედაშენივით ბო^ი ხარ. თავს გვერდზე ვწევ და თვალებს ძლიერად ვხუჭავ, რათა მოწოლილი სიბრაზე და დამცირება ჩავახშო. - სწორად აღნიშნე მე შენ არ გგავარ. აი ამ აბსურდზე არ ავვარდები, ასე, რომ გეგმა ჩაგეშალა. ჰო მართლა, დედას დასაფლავებაზე არ დაგინახო. ერთს ხმამაღლა იგინება და სახლს ტოვებს. ღრმად ვსუნთქავ და დაგროვილ ემოციებს გულშივე ვკლავ. ბავშვებს ვუყურებ. ბელას ვამჩნევ, რომელიც ცრემლებს იწმენდს. - არ მაინტერესებს გინდა, თუ არა ჩვენი ამ საქმეში გარევა. ხმამაღალი ტონით მეუბნება ვივიენი. - ჩვენ უკვე ამ საქმეში ვართ. მას ბაძავს ემილიც და ხელებს ძლიერად მხვევს. დაღლილობა თავისას შვება რამდენიმე საათით ვიძინებ. საშინლად არ მინდა დაძინება ამ სიბინძურეში. იქ სადაც ჩემი ადგილი არ არის და არც არასდროს ყოფილა, თუმცა ემოციებით დაღლილს სავარძელში მაინც მეძინება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.