ურეკის მზის ქვეშ ( დასასრული )
უკვე საკმაოდ გრილა,ჩვენ ნაპირზე ვზივართ,მე ირაკლის გულ-მკერდს ვეყრდნობი ზურგით და მის გულისცემას ვაკვირდები. - უკვე საკმაოდ გრილა. წავიდეთ ხომ?! - თმას გვერდით მიყრის და მხარზე მკოცნის. - მჰმ,წავიდეთ. თან ჩვენებიც დაბრუნდებოდნენ ალბათ. - მოწყვეტით ვკოცნი და ვდგები. გზაში ლამაზ გვირილებს ვკრეფ და სახლში მიმაქვს. - უი,რა სიმშვიდეა.... როგორც ჩანს ჯერ არ დაბრუნებულან. - სახლში შევდივართ, სადაც სიცარიელე გვხვდება. - ჯერ არ დაბნელებულა. მალე მოვლენ ალბათ. - შუბლზე მკოცნის და თმას ყურს უკან მიწევს. - მე წყალს გადავივლებ და მალე ჩამოვალ. კარგი კნუტო?! - კაიიი. მეც მოვწესრიგდები და ყავა დავლიოთ. - კარგი იდეაა. - უკვე კიბეზე ამავალი მეძახის. ჩემს ოთახში შევდივარ, ტანსაცმელებს ვიღებ და აბაზანაში შევდივარ. ვწესრიგდები და ქვემოთ ჩავდივარ. სამზარეულოდან ხმაური მესმის და იქეთ მივდივარ,სადაც მოფუსფუსე ირაკლი მხვდება. როგორც ჩანს ყავას აკეთებს. ხელში მიქსერი უჭირავს და ცდილობს ჩხირები დაამაგროს,თან შიგადაშიგ ჩუმად იგინება. მის წვალებაზე მეცინება და მასთან მივდივარ. - დაგეხმარო? - ვუღიმი და მიქსერს ვართმევ. -აი ასეე. - ჩხირებს ვამაგრებ და უკან ვუწვდი. - ჩემი გმირი ხარ. - მიღიმის მომაკვდინებლად და ყელში ხმაურიანად მკოცნის,რაზეც სიცილი მიტყდება, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება,რადგან ვამჩნევ სამზარეულოში შემოსულ თამრო ბებოს,რომელიც ჩვენს საქციელს ღიმილით აკვირდება. „ აი ახლა მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოოოს... ღმერთო რა სირცხვილია. შე იდიოოტოოო. რა შტერი ხარ ბარბარე.“ ჩემი მეორე მე თავში ხელს ირტყამს და ისე გარბის. - ვაა,მოხვედით თამრო?! - ირაკლი ანეიტრალებს სიტუაციას და ბებიას ხმაურით უკოცნის ლოყებს,რაზეც თამრო იცინის და თან ირაკლის ეწუწუნება. - ნუ შემჭამე შე სასიკტილე შეენ. რაშობით ბებია,კოფეს აკეთებთ? - მიყურებს და ეშმაკურად მიღიმის,რაზეც უფრო მიხურდება ლოყები. - დიახ. თქვენც მიირთმევთ? - რადროის კოფეა გოო?! ახლა რომ მაი დავლიო ხომ გამიჩერდა გული და გავფშიკე ფეხი... - საყვარლად იცინის და მეც მეცინება. ამ დროს ჩემი მეგობრებიც შემოდიან ოთახში,თავიანთი ბოლო წლის კოლექციის ტანსაცმლით. - მოხვედით? - გოგოებისკენ მივდივარ და თვალებით ვცდილობ მათთან კონტაქტს. - მოვედით და ახლა რამეს თუ არ მაჭმევთ,შეიძლება გავრეკო,ისე მშიააა. - ნინი ჩვეულ ფორმაშია,უბრალოდ აშკარა დაღლა ეტყობა სახეზე. - მთელი სათხილე შეჭამე ბებია და კიდო გშია? - თამრო ბებო „ეღადავება“,რაზეც ყველას გვეცინება. - აუ კაი რა ბებოო. მაჭამე რაა. - ბებიას პატარა ბავშვივით ეკიდება კისერზე. - გემასხრე ცაა.. გაჭუმ აბა რას ვიზამ. წაით ახლა დეიბანეთ,ჩეიცვით და გავამზადეფ მანამდე მე. ერთი საათის მერე ყველა დაბანილ-ჩაცმული ჩამოდის პირველ სართულზე. - სადაა საჭმელი? - ნინი საჭმელს ვერ ხედავს და ლამისაა ისტერიკებში ჩავარდეს. - მშვიდად,მშვიდად.. - იღიმის გიგი. - გარეთ გავაწყვე,გაით და მუალ მეც. - ნუგზი ბაბუ მოვიდა? - კითხულობს ლევანი. - კი ბებიაა,მევიდა და გარეთაა უკვე. გარეთ გავდივართ,სადაც დიდი სუფრა გვხვდება,რომელსაც გარშემო მეზობლები უზის. - საღამომშვიდობის. - ვესალმებით ყველას და ჩვენს ადგილს ვიკავებთ. ნინი არც კი ჯდება ისე იღებს საჭმელს და ყბისკენ იქანებს. - არ დაიხრჩო გოგო. - დასცინის ლევანი. - შენს თავს მიხედე,სანამ მთელი ხარ. - უბღვერს,ჯერ კიდევ მშიერი ნინი და ყველა ლუკმაზე უნათდება თვალები. - გამოიხედე თვალებში?! - ამჯერად ნუცა კბენს. - ამას ნახეთ რა... ლევანმა გავარიშა? მოგხედავ მე შენ... - პირ გამოტენილი,ღიმილით ემუქრება ნინი. - ოოო. - მოსალოდნელი ამბის წარმოდგენის გამო იჭყანება ნუცა. - ჭამეთ ახლა ბებია და ნუ ტლიკინობთ ბევრს. - ქოთქოთით გამოდის თამრო და ნუგზი ბაბუს გვერდით ჯდება. - ვჭამთ ბებო,აბა რას ვაკეთებთ... - რა თქმა უნდა ნინი პასუხობს. - შენ არ გეუბნები ცაა. მაი ჭამე მაქანე და აცალე ბაღნებს. მეზობლებთან ერთად გვიანობამდე ვრჩებით სუფრასთან, ნუგზი ბაბუს სანთლის არაყს ვსვამთ და შეზარხოშებულები ვისმენთ მეზობელი ამირანას მოყოლილ ანეკდოტებს. ღამის პირველ საათზე მიდიან მეზობლები, ჩვენ ბებიას ვეხმატებით მაგიდის ალაგებაში და ბოლოს ჩვენს ოთახებში ვნაწილდებით. მე შხაპს ვიღებ, პენუარის ზემოდან თხელ ხალათს ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ წყლის დასალევად. ჯერ კიდევ მთვრალი ვარ,ამიტომ ფრთხილად ჩავდივარ კიბის საფეხურებზე და ვამჩნევ სამზარეულოში ანთებულ შუქს,საიდანაც დაბალ ხმაზე გამოდის საუბრის ხმა. კართან ახლოს ვარ და ამჯერად კარგად ვარჩევ საუბარს. ირაკლის ხმაა. - ბებოო ამ დღეებში მიწევს ისევ წასვლა ამერიკაში. - რეიზა ბებია,ხომ მითხარი ახლა რომ ჩამუალ,მეტს აღარ წავალ, აქით ვითამაშეფ და აქით ვიქნებიო?! - თამრო ბებოს ბოლო სიტყვები ადგილზე მაშეშებს.“ მოიცა რა გამოდის,რომ ირაკლი საქართველოში აპირებს დაბრუნებას?!“ უკვე აღარ ვიცი ეს გამიხარდეს თუ არა,მაგრა,სისხლი მეყინება იმის გამო,რომ არაფერი მითხრა და ამდენი ხანი ამის გამო ნერვიულობით,ლამის ჩემს თავს ბედნიერად ყოფნა ავუკრძალე. ლამისაა ბრაზისგან გავსკდე. ირაკლი რაღაცის თქმას აპირებს მაგრამ მე ჩახველებით ვიქცევ მის ყურადღებას. - ესეიგი ბრუნდები არა?! როდის აპირებდი ამის თქმას?! შენს გამო თავს ვიტყუებდი,შენგან შორს ვიჭერდი თავს. ლამის ჭკუიდან შევიშალე,იმაზე ფიქრით რომ დაგკარგავდი. - ისეთი აღელვებული ვარ,ბებიას იქ ყოფნასაც აღარ ვიმჩნევ,არც არაფრის აღარ მრცხვენია,მხოლოდ ბრაზი და იმედგაცრუება მახრჩობს. - ბარბი მისმინე.. მე ვაპირებდი... - არ მაინტერესებს. - არ ვაცდი წინადადების დასრულებას,ვგრძნობ,რომ ცრემლებს ვეღარ ვიკავებ და უკან მოუხედავად გავრბივარ გარეთ. მესმის ირაკლის ჩუმი გინება და კარის გაჯახუნების ხმაც. უკან მომყვება. - ბარბარე... მოიცადე. - ნუ მომყვები. მარტო ყოფნა მჭირდება. - გთხოოვ. - მუდარა ისმის მის ხმაში,მაგრამ ახლა არ შემიძლია... ახლა არა. - ნუ მთხოვ. ხვალ ურეკში ვბრუნდები,ჩემოდანს ავიღებ და.. - და რა? - კითხულობს გამტყდარი ხმით. მისგან ზურგით ვდგავარ,მაგრამ ვგრძნობ,როგორ ჩქარა უცემს გული. - ბარბარე... - მაჯაზე ხელს მკიდებს. - და იქედან მთაში წავალ. მარტოობა მჭირდება. - ვამბობ მტკიცედ, ხელს ვითავისუფლებ, ჩემს ოთახში ავდივარ და ირაკლის მარტო ვტოვებ. ლოგინზე ვემხობი და მხოლოდ ახლა ვაძლევ თავს ტირილის უფლებას. ლამისაა გული გამიჩერდეს ისე მტკივა. ასე ვწევარ დაახლოებით ათი წუთი. კარის გაღების ხმა მესმის,მგონია,რომ ირაკლია და თვალებს ვხუჭავ. თმაზე შეხებას ვგრძნობ და ახლაღა ვგრძნობ ბებიას სურნელს,მისკენ ვბრუნდები და მთვარის შუქზეც ვამჩნევ მის ნაღვლიან სახეს. - არ ინერვიულო ბებია,ნუ იტირებ მაგიზა. არ უხთება ცრემლები მაგ ლამაზ სახეს. - საწოლზე ჯდება და ცრემლებს მიმშრალებს. ისეთი საყვარელია,მინდა რომ ჩავეხუტო. მასთან ახლოს ვიწევი და კალთაში ვუდებ თავს,თან მის ხელს ვეფერები. - პარატაობიდან ამფერი იყო. უყვარდა ამფერი უცნაური „სუპრიზების „ გაკეთება. თლა ბაბუაისია. ჩემი აბდალა ბაღანა,მაგას შემეევლოს მისი ბებია, რაფერ აწყენია ჩემ გოგოს. - თან ლაპარაკობს და თან თმაზე მეფერება. - აპატიე რაია,თუარა მაგის ამბავი რომ ვიცი მოკტება ნერვიულობით. ლუკმას არ ჩეიდობს პირში იმფერი ჯიუტია და მეც მომკლავს ნერვიულობით და ქი გავთავდები ქალი. სა შემილია ბებია მე ამდენი ნერვიულობა. - ხელი გულთან მიაქვს და უკვე მასზე ვნერვიულობ. - არ ინერვიულოთ თამრო ბებო რაა. - საწოლზე ვჯდები და მის ხელებს ჩემსაშ ვიმწყვდევ. - ვაპატიებ,უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება,თანაც უნდა გაიაზროს მისი საქციელი. თქვენ არ ინერვიულოთ,კარგი? - მისკენ ვიხრები და ლოყებს ვუკოცნი. - კაი ბებია, გენდობი მე შენ. - მიღიმის და თბილად მიყურებს. მის საქციელზე სითბო მეღვრება გულში და სადღაც,გულის სიღრმეში თეთრი შურით მშურს ირაკლის,ასეთი კარგი ბებია რომ ყავს. - დღეს ჩემთან დაიძინებთ? - საწყლად ვუყურებ. - აბა რას ვიზამ ბებია. მიდი წამოხტი და ჩაწეი ლოგინში. - საბანს წევს,საღამურს ისწორებს და წვება,მერე ლოგინზე თავისუფალ ადგილას ატყაპუნებს ხელს. - მოი ახლა დაწექი,თუარა გათენდა. - მის სიტყვებზე მეღიმება,გვერდაით ვუწვები და მისკენ რაც შეიძლება ახლოს ვიწევი. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ბებია თმაზე ნაზად მეფერება და ვგრძნობ,როგორ მეცლება ძალა. დილით მამლის ყივილი მაღვიძებს. უცნაური შეგრძნებაა. მარტო ვწევარ,როგორც ჩანს თამრო ბებო უკვე ქვემოთ ფუსფუსებს. ვდგები,ვემზადები,ჩანთას ვკრავ და ქვემოთ ჩავდივარ,სადაც ნუცა და ნინი მხვდებიან. - გღვიძავთ? - მიკვირს,ასე ადრე როგორ გაიღვიძეს. - ირაკლიმ გვითხრა... - მოწყენილი სახით მპასუხობს ნუცა. - მოვკლავ რაა. რა ბოთეა. ხომ ვუთხარი მალე უთხარი თქო?! - ნინი თითქოს მის თავს ესაუბრება. - აპატიე რა... შტერია ამხელა კაცი. - ბოლოს ჩემკენ ტრიალდება. - ნინი კარგი რაა,ისეც ცუდად ვარ. - ისეც დაღლილი სახე კიდევ უფრო მექუფრება. - კარგი,კარგი კნუტო... დამშვიდდი,ჩვენ აქ ვართ. - ორივე ჩემთან მოდის და მაგრად მეხვევა. - თქვენ რომ არ მყავდეთ,რა მეშველება? - ვეკითხები და ორივეს მაგრად ვკოცნი. - ჰმ,არც არაფერი. - თავის პასუხში დარწმუნებული ნინი,ამაყად მპასუხობს,რაზეც სამივეს გვეღიმება. - წავედით? - კიბეებიდან ჩამოდის ლევანი და ძლიერად მიკრავს გულში. თითქოს ახლა ვხვდები რა მნიშვნელოვანი გახდა ამ რამდენიმე კვირაში ჩემთვის ეს ადამიანი. - წავედით. - საწყლად ვპასუხობ. ლავანი თავზე მკოცნის და ამით თითქოს უსიტყვოდ მამშვიდებს. ვაფასებ მის ასეთ საქციელს. ბებია თავის გამომცხვარ ხაჭაპურებს გვაჭმევს,მე ვცდილობ არ შევიმჩნიო,ირაკლის ჩაშავებული თვალის უპეები და მისი მოქუფრული სახე. ბოლოს მანქანაში ვალაგებთ ჩანთებს და ბებია-ბაბუას ვემშვიდობებით. - გიგი,ბებია დარჩი პაწახანი არ გინდა?! - ხელზე ეკიდება თამრო ბებო და საყვარლად უღიმის. გურული ქალის თვალი სულ სხვაა. ვგიჟდები ამ ქალზე ისეთი საყვარელია,როგორც ჩანს მის თვალს არ გამოპარვია გიგის მზერა,რომელიც მეზობელი გოგოსკენ იყო მიმართული. - ხო მაგრამ... - არ იცის რა თქვას,მაგრამ ვამჩნევ როგორ უნდა დარჩენა. - მაგრამ აფერი... არ ვიცი, რჩები შენ აქანე. მორჩა და გათავდა. - იღიმის ბებია და გიგის ლოყაზე კოცნის. გიგიც კოცნითვე პასუხობს და მის ბარგს უკან აბრუნებს. - ახლა ვიეჭვიანეებ. - წუწუნებს ნინი და ბებიას ეხვევა. - რა გაეჭვიანებს ცააა, არ გადამრიო ახლა. ჩამოით ბებია კიდო და აღარ იეჭვიანებ. - თავზე ეფერება და იღიმის. - ჩამოვალთ. ხო ირა?- ძმისკენ იყურება. - ხო. - მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს ირაკლი, ნუგზარი ბაბუას ძლიერად ართმევს ხელს, ბებიას ცრემლიან თვალებს უკოცნის და ფურგუნის საჭესთან ჯდება. - ჭკუით იყაით ბაღნებო და კიდო ჩამოით იცოდეთ. - თამრო ბებო ცრემლებს ვერ იკავებს,ყველას გულში გვიკრავს და გზას გვილოცავს. მე ლევანის გვერდით ვჯდები და „დრამინას“ ვსვამ. მალევე ვითიშები. მხარზე ნუცას ხელის შეხება მაღვიძებს. - ბარბი... გაიღვიძე,ჩამოვედით უკვე. - თვალებს მძიმედ ვახელ და სკამზე ვსწორდები. - ასე მალე? - ხოო. წამო შევიდეთ. ურეკში საშინლად ცხელა. სახლში შევდივართ. მე ჩემს ოთახში ავდივარ და კონდინციონერს ვრთავ. ირაკლის ჩემი ბარგი უხმოდ შემოაქვს ოთახში,წამით ხვდება ჩვენი მზერა ერთმანეთს. არაფერს ვეუბნები,ამიტომ უხმოდ გადის. საწოლზე ტანსაცმლიანად ვწვები და თვალებს ვხუჭავ. „დრამინა“ ჯერაც მოქმედებს,ამიტომ ისევ მეძინება. შორიდან ჩამესმის,როგორ შემოდის ნუცა ოთახში და ვგრძნობ როგორ მაფარებს წელზე პლედს,მერე კი ისევ ვითიშები. ცუდი სიზმარი მაღვიძებს. დაცვარული შუბლიდან თმას ვიშორებ და საწოლზე ვჯდები. უკვე ბნელა,ტელეფონზე საათს ვამოწმებ,ღამის სამი საათია. -ამდენ ხანს მეძინა? - ვეკითხები საკუთარ თავს და კუჭი ღმუილით მპასუხობს. საშინლად მშია. ვდგები, ტანსაცმელს ვიხდი,პენუარს ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ. მსუბუქად ვჭამ,ყავას ვაყოლებს და მისაღებში გავდივარ. საკეტის გაჩხაკუნების ხმა მესმის და ვხედავ,როგორ აღებს ვიღაც შემოსასვლელ კარს. ის ისაა კივილს ვაპირებ,რომ ვამჩნევ ირაკლის დასისხლიანებულ სახეს,რომელიც არეული ნაბიჯებით შემოდის ოთახში და დივანზე მოწყვეტით ებერტყება. - ირაკლი? - ლამისაა ვიკივლო. - იკა... რა მოგივიდა? - მასთან მივდივარ და მის წინ ვიმუხლები. - შემომხედე. - სახეს ვუკავებ და ჭრილობებს ვუთვალიერებ. მთვრალი მზერით მიყურებს და არაფერს მეუბნება. - ხმა ამოიღე.. რა დაგემართა? - უკვე ცრემლები მომდის,თავს ვხრი და მუხლებზე ვადებ. - რამე რომ მოგსვლოდა... რა უნდა მექნა უშენოდ..- შოკურ მდგომარეობაში,ვერც კი ვხვდები რას ვამბობ. - მშვიდად... კარგად ვარ. - მესმის მისი ბოხი ხმა,რომელიც დინჯად,მაგრამ მაინც თბილად მპასუხობს. ისეთი დაღლილია,შეიძლება აქვე ჩაეძინოს. -რა მოგივიდა? - ცრემლიან თვალებს მის მზერას ვუსწორებ. - ვიჩხუბე. - მხოლოდ ამას ამბობს და თავს დივნის საზურგეზე ადებს. - მაგას ვხედავ,მაგრამ რა მოხდა? - ასე იყო საჭირო. - მოკლედ მიჭრის,ისე რომ თავს არ წევს. - უნდა დაგიმუშავო. - სამედიცინო ყუთი მომაქვს და ჭრილობას ფრთხიად ვუმუშავებ,ამ დროის მანძილზე ერთხელაც არ ეცვლება მიმიკა,თითქოს ვერაფერს გრძნობს,ბოლოს უღონოდ აგდებს თავს საზურგეზე და თვალებს ხუჭავს. უკვე აღარ შემიძლია,ასეთს ვეღარ ვუყურებ. კალთაში ვუჯდები,ფეხებს წელზე ვხვევ და მის ყელში ვყოფ ცხვირს. - მაპატიე. - ვჩურჩულებ და იქვე მკოვნი. - შენ მაპატიე. - ამბობს ხრინწიანი ხმით და ხელებს წელზე მხვევს. - ყველაფერი ჩემი ბრალია. სულელი ვარ. - ამბობს დასჯილი ბავშვივით, თვალებში მიყურებს და ზურგზე ნაზად მეფერება. - გამომყვები თაში? - ვეკითხები უადგილოდ. ვუღიმი. - ყველგან გამოგყვები. - მასაც ეღიმება და მკოცნის. ერთი წლის შემდეგ - შენ ისევ გძინავს? - ოთახის კარს ლამის ამტვრევს ნინი. - აუუ არააა... მაცადე რაა... - თვალებს არ ვახელ ისე ვწუწუნებ. - რა გეძინება გოგო,შენ ხომ არ გააფრინე? - რააა? - რაა?! დღეს ქორწილია,დაგავიწყდა? - რაო? რომელი საათია? - ელვის სისწრაფით ვდგები ლოგინიდან და თვალებ დაჭყეტილი ვავლებ ოთახს თვალს. - რა ელვაში დაბმული თხასავით იყურები ქალო,წადი სახე დაიბანე უკვე ხუთი საათია. - დამცინის ჩემი საუკეთესო მეგობარი. - ვაიმე,ვაიმეეეე. რა სულელი ვააარ. - უკვე ოთახში სირბილს ვიწყებ. - კი,კი ნამდვილად. - თავს აქნევს. - გოგოოო... - თვალებს ვუბრიალებ. - ნუცა სად არის? - ახლაღა მახსენდება, ტრიოს მესამე წევრი და ბოდიალს ვწყვეტ. - თმას იკეთებს. მიდი მოემზადე და შემდეგი შენ ხარ. ხომ იცი,დღეს ძალიან ლამაზი უნდა იყო... დღეს დიდი დღეა,დიდიიი. -თითს მაღლა წევს სასაცილოდ. - მაცდი? წავედი,წავედიიი შხაპს მივიღებ. ბოლო სამი თვეა მხოლოდ სიტყვა „ქორწილი“ მესმის. უკვე აღარ შემიძლია. სამი თვეა ჩემი დაქალების გადამკიდე,ნორმალურად არ მიძინია. შხაპს ვიღებ,თმებს და მაკიაჟს ვიკეთებ და ჩემს ულამაზეს,თეთრ კაბას ვიცვამ. ქვემოთ ჩავდივარ. აქ ისეთი ქაოსია,უკვე ვეღარ ვარჩევ ვინ ვინ არის და ვისი ნათესავია. უკვე საღამოს ცხრა საათია... არ მჯერა რომ ერთი წელი გავიდა. ჩვენ ისევ ურეკში ვართ, სანაპიროზე სანთლებით და გრილიანდებით მოწყობილ,ლამაზ ბუნგალოში და ვხედავ,როგორ მოდის ჩვენკენ,უკამაზეს,თაეთრ კაბაში გამოწყობილი ნუცა. ისეთი ლამაზია,ანათებს. ლევანი თვალებგაბრწყინებული უყურებს მისკენ მიმავალ,მომავალ მეუღლეს. ისეთი ლამაზები არიან და ისე უხდებიან ერთმანეთს.... ხელს აწერენ და ერთმანეთს კოცნიან. ამას მოყვება გრანდიოზული ფეირვერკი და შამპანიურის გახსნის ხმა. ყველანი ერთხმად ვულოცავთ და ვეხვევით აწ უკვე ცოლ-ქმარს. სწორედ ახლა იწყება თავდავიწყება. გიჟური ღამე,ბევრი სასმელი,ცეკვა,სიმღერა და სიცილი. ირაკლის გულ-მკერდს ვეკვრი და ნაზი სიმღერის მელოდიას ვაყოლებ ტანს. - წავიდეთ? - თვალებში მიყურებს და მომხიბვლელად მიღიმის. - სადაც გინდა. - ვპასუხობ და თავდავიწყებით ვკოცნი. დასასრული. ზრანტატაააა... ესეც ბოლო თავი. ^_^ იმედი მაქვს მოგეწონებათ. მიხარია,რომ კითხულობდით. მადლობა ყველაფრისთვის. გაფასებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.