ურეკის მზის ქვეშ ( თავი VI)
გვიან ღამით მეღვიძება. უკვე ოთხი საათია. ჩემს „კუტ დაჭიმულ“ დაქალს მკვდარივით ძინავს,რაზეც ძალიან მეცინება. ვდგები და სამზარეულოში პირდაპირ საღამურით მივჩანჩალებ. წყალს ვისხამ და ვსვამ. სახლში ჰაერი საერთოდ არ ტრიალებს,ვხვდები,გარეთ თუ არ გავალ შეიძლება გავიგუდო. გარეთ ისე ბნელა ვერაფერს ვხედავ,მაგრამ ვცდილობ როგორმე გავიკვლიო გზა. ჰამაკის კონტურს ძვლივს ვარჩევ და მოწყვევით ვებერტყები შიგ,რასაც ვიღაცის ყრუ წამოყვირება მოსდევს. შიშისგან ლამისააა იქვე მოვკვდე,ადგომას ვაპირებ,მაგრამ „უცხო მაკავებს“. მხოლოდ ახლა ვამჩნევ მის სურნელს და ვხვდები ვინცაა. - ირაკლი? შენ ხარ? - ვამბობ ჩემთვის,ისე რომ მის სახეს ვერ ვამჩნევ. - ნუ გეშინია ფისუნია. - ჩუმად მეუბნება. - მაპატიე... - ადგომას ვაპირებ,მაგრამ ირაკლი მის მუხლებზე მაბრუნებს. (ღმერთო რა უხერხულია. რა ბოთე ხარ ბარბარე რააა...) უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო. ვცდილობ მისი სახე დავინახო და ახლა ვამჩნევ რა საწყალი გამომეტყველება აქვს,როგორც ჩანს ისევ არ ეძინა. - რა გჭირს? – (რა დროს ესაა,ახლა შეიძლება მის მუხლებზე ჩამოიღვენთო. ) ჩემი მეორე მე უკვე მიწივის. მე უარესს ვაკეთებ და მარჯვენა ხელს ლოყაზე ვადებ ირაკლის. ისეთი საყვარელი და ბავშვურია ამ წამს.... - დავიღალე კნუტო, უკვე აღარ შემიძლია. მაპატიე.... - რა უნდა გაპა... - სიტყვის დამთავრებას არ მაცდის ხელს ყელზე მხვევს,ახლოს მიზიდავს და ისე მკოცნის თითქოს ეს რომ არ გაეკეთებინა მოკვდებოდა. თვალები მიფართოვდება, არ ვიცი რა გავაკეთო. ბოლოს ვხვდები,რომ ეს ჩემი წამია და უნდა „დავიჭირო“. მეც ვყვები და თვალებს ვხუჭავ. ბოლოს ვხედავ მის ღამესავით ბნელ თვალებს,რომელიც მართალია შავია მაგრამ,ამ წამს მთვარეზე უკეთ ანათებს. - მეძინება. - ვამბობ უადგილოდ. ასეა როცა ვნერვიულობ,სულ მეძინება. (რა დროს ძილია ქალოო...) ოჰჰ,როგორც ჩანს ჩემი მეორე მე აღარ არის წინააღმდეგი. - დაიძინე ელზა. - ხელს წელზე მხვევს და გულ-მკერდზე უკეთ მიკრავს. ეს სუნი... მის გარეშე არ შემიძლია... არ ვიცი რა უნდა ვქნა,როცა ისევ უკან დაბრუნდება,ამერიკაში. (რა დროს ეგ არის შე უბედურო... ნინი მოგკლავს ეს რომ გაიგოს.) დამცინის მეორე მე. ირაკლის მხარზე ვადებ თავს და ყელში ვკოცნი. ვგრძნობ როგორ უვლის ჟრუანტელი და მეღიმება. თვალებს ვხუჭავ,ვგრძნობ რომ სახლში ვარ. მის მკლავებში კომფორტულად და მშვიდად ვგრძნოდ თავს, ამიტომ მალევე მეძინება. დილით ნინის ხმა მაღვიძებს. - ჩაიწიე რა შაქარ-ყინულო... - აუუუ რატომ მაღვიძეეებ? - აბა თავზე დაგაწვე? - შენ ოთახი და ლოგინი არ გაგაჩნია? - მე შენთან მიიიიინდა.- პატარა ბავშვივით ჭიჭყინებს ნინი. - ოოო კაიი ხოოო,მოდი . - გვერდით ვიწევი და ჩემს დაქალს ადგილს ვუთავისუფლებ. - მიყვარს შენთან ძილი. თან დამემტვრა ძვლები იმ დივანზე. - აჰჰ თურმე რა ყოფილა.... - ვიღიმი მე. - კაი რააა. - ახლოს მოდის და მეტმასნება. - რა სუნი გაქვს? - რა სუნი მაქვს? - ჩემს საღამურს ვყნოსავ. - ჩემი ძმის სუნამოს სუნია? - რას ბოდიალობ გოგო? - უკვე აღარ ვიცი სად წავიდე ამიტომ თემა გადამაქვს. - ჩაიჩოჩე რაააა, გავიგუდე.... - ფუ რა წუწუნა ხააარ. - ამას მეუბნება წუწუნა ადამიანების დედოფალი. - თვალებს ვატრიალებ და მეცინება. - გაგიბრაზდი. - გაბრაზებულ სახეს იღებს და მეორე მხარეს ტრიალდება. არა კაცო, რა წუწუნა,რას ამბობთ... - კაი რა ნინიკოო..... ჩემი ლამაზი გოგო ვინ არისო? - თავი დამანებე. - ხელს მკრავს. - ვინ არის ჩემი ლამაზთვალებაო? - არ ვიცი! - ვინ არის უუუსაუკეთესოესი დაქალიო.... - ოოოო.... - ვის წავაცლი ახლა თავს,თუ არ შემირიგდებაო? - თავზე ვახტები და ვუღიტინებ. ნინი კივილს იწყებს და იცინის. მის კივილზე ნუცა შემოდის ოთახში. - რა ხდება აქანა? „ბრძოლავი“ გაქვთ? - იცინის ნუცა. - ვინმემ დამეხმარეეეთ - სიცილით ამბობს ნინი. - „ღმერთმა დალოცოს საქართველო“? - როგორც ყოველღვის ნუცა 26 მაისის რეკლამიდან ციტირებს სიტყვებს და ლოგინზე ამოდის გაჩაჩხული თითებით. - ნუ მემუქრები ნუცა,ხომ იცი ცუდად ვხდები.... - ჩექმებიანი კატის თვალებით ვუყურებ. - ოჰ ცუდად ხდება თურმე ქალბატონი... და მე არ ვარ ახლა ცუდააად. - პომიდორივით წითელი ნინი უკვე ვეღარ სუნთქავს. - ირაკლიიიიიიი,მიშველეეეეეეეეე. გაიღვიძე და მომაშორე ეს მართლა ტირანი ადამიანი....... - მოკეტე გოგო,თორემ ყველას დაგვხოცავს,რომ გაეღვიძოს. - იცინის ნუცა. ზუსტად ამ დროს კარებს ანგრევს ირაკლი და გაფართოებული თვალებით გვიყურებს. - მოვარდა სპაიდერმენი. - იცინის ნინი. - რა ხდება? ნინი? - წარბებს კრავს და მკვლელი მზერით უყურებს ნინის. - მკლავდნენ. - ეკრიჭება ნინი. - სულ გაუბერე გოგო? მეგონა იმ მაშველმა მიქარა და გიტაცებდა. - ნუ ხარ ასეთი ფაქიზ... რაოოო? - ნინის თვალები უფართოვდება. - შენ რა იცი? - შენ მე ბრმა გგონივარ. ჭკვიანად მოიქეცი იცოდე. ეს თქვენც გეხებათ. მზერა ჩვენზე გადმოაქვს. მისი მრცხვენია,ამიდომ გვერდით ვიხედები. - ჩამოდით ქვემოთ,ვჭამოთ და გავიდეთ საბანაოდ. - ამას ამბობს,გადის და გვტოვებს პირდაღებულებს. - რაა? - საიდან იცოდა? - რანაირად შეამჩნია? - სამივე ერთმანეთის მიყოლებით ვკითხულობთ. - იმენა ინდური სერიალია რაა... - კისკისებს ნინი და ჩვენც ვყვებით. - ფეხი როგორ გაქვს ქალბატონო? - აღარ გაქვს „კუტი“ დაჭიმული? - ვხარხარებ მე. - დამპალოოოო. - ნინისაც ცინება. - რაიო? - ნინიმ არ იცის კუნთის ამბავი,ამიტომ მე ვუყვები სპეცეფექტებით, სამი დე ფორმატში. ბოლოს ნინი სიცილისგან იატაკზე ფორთხავს. - კაია, მოწმინდე შვილო,ბარბარეს აღარ ექნება დასალაგებელი. - ფხუკუნებს ნინი. - აუუუ ცუდად ვააარ. -ხარხარს აგრძელებს ნუცა და მუცელზე იჭერს ხელს. - აეთრიე ახლა და მოვემზადოთ,თორემ ჩემი გოროზი კაცი ყველას დაგვხოცავს. - ირაკლის აღწერის ნინისეულ ვერსიაზე ყველას გვეცინება. ბოლოს მომზადებას ვიწყებთ. მე ორ განყოფილებიან,შავ საცურაო კოსწიუმს და ცისფერ სარაფანს ვიცვამ,თმებს ვიშლი და ქვემოთ ჩავდივარ. ყველანი სამზარეულოში არიან. - მოდი ელზა,გამისინჯე,იცი რ მაგრობა სენდვიჩები გავაკეთე?! - გაბრწყინებული თვალებით მაჩეჩებს თეფშს ლევანი. - მადლობა ლევან. - ერთ ნაჭერს ვკბეჩ და ისეთი გემრიელია,რომ თვალები ჩემდაუნებურად მეხუჭება.- მმმ, ღმერთოოოო... მართლა რა გემრიელია... - თვალებს ვახელ და ვამჩნევ როგორ მიყურებს ირაკლი. მისი დანისლული თვალები კანს მწვავს. - მართლა მოგეწონა ტოო? - ხოო, ძაალიან გემრიელია. ხომ მასწავლი როგორ უნდა გავაკეთო? - მზერა ლევანზე გადამაქვს და ვუღიმი. - აბა რას ვიზამ. ისე გიგის რეცეპტია და თუ გინდა ბარემ მისგან ისწავლე. - შეიძლება... - გასწავლი აბა რას ვიზამ ლამაზო. - გიგი ახლოს მოდის და ლოყაზე მკოცნის. მე უხერხულად ვუღიმი. (რა უნდა ახლა ამას? მარიამ გაერიდე,სანამ კონსერვი გააკეთა მისგან ირაკლიმ) მიკივის ჩემი მეორე მე. მეც მაცივრისკენ ვინაცვლებ და წვენს ვისხამ. ირაკლი ისეთი სახით მიყურებს,წვენი მცდება და ხველას ვიწყებ. - ბარბარე?! - თვალები უფართოვდება. - რა გჭირს? - ხელს მხვევს ირაკლი. - წყალი გადამცდა. - საწყლად ვუყურებ,რაზეც ეღიმება. ( ჰუუჰ,გულზე მომეშვა.) აღელვებულ ნუცას ჭიქით წყალი მოაქვს,რომელშიც ნახევრამდე ასხია. ალბათ ნერვიულობისგან გზაში დაღვარა. ღმერთო რა ბოთე გოგოა... - კარგად ვარ. მადლობა. - წელში ვსწორდები და ყველას ვუღიმი. - გული გაგვიხეთქე ყინულის ნატეხო. - ყურებამდე იცინის ლევანი.. - მაპატიეთ. ყველაფერი მე უნდა დამემართოს.... - კაი რაა...- გამამხნევებლად მადებს მხარზე ხელს. - წავიდეთ ახლა,ჩავიდა მზეეე. - ღნავის ნინი. - ხო,ხოოო,გავედით. პლაჟზე გავდივართ სადაც კატასტროფულად ცხელა. ახლახანს მოვედით და უკვე სულს ვღაფავ. - ამას ისეთი სახე აქვს,შეიძლება ამ წამს სული განუტევოს. - ნინი სიცილით ამბობს და ყველას ჩემკენ უთითებს. - ვიწვიი... ნუ დამცინი ბოროტო. - გინდა მაცივარს ვიქირავებ და ჩაგსვამ. - კაკანებს ლევანი. - იდიოტოოო, ნუ ცანცარებ, ვერ ხედავ მისი გაჭირვება აქვს. - ნუცა ცოლივით ეწუწუნება ლევანს. - მაპატიე ფერიავ... - კნუტივით უყურებს და კოცნის. - წამოდი წყალში ჩავიდეთ, გრილა და უკეთ იქნები.- ხელს მიწვდის ირაკლი. - ხოოო, კარგი იდეააა. მიდი ელზა,იბანავე,შენ მაინც არ ირუჯები და.... - კარგიი....- ვდგები და სარაფანს ვიცილებ ტანიდან. ვგრძნობ,როგორ მიყურებს ირაკლი,მაგრამ ვცდილობ მას არ შევხედო. - წავედით. - მორცხვად ვამბობ და წყალში მასთან ერთად ჩავდივარ. - ჩემი გრცხვენია კნუტო? - ირაკლი ახლოს მოდის და ხელს წელზე მხვევს. - რაა? არა. - მისი ხელის სიმხურვალე კანს მწვავს. -ცოტა გაიჩოჩე, ცხელა. - გცხელა? საკმაოდ გრილი წყალია. - ეშმაკურად მიღიმის და უფრო მჭიდროდ მიკრავ ტანზე. - ირაკლი... - რაა? - სახე ახლოს მოქვს. თვალები მეხუჭება. - დარწმუნებული ვარ ნინი გვხედავს და ნაპირზე როგორც კი ავალ,იმ წამსვე მომიწყობს სასამართლოს. - ამას ისე ვამბობ,თვალს არ ვახელ. ჩემკენ იხრება და ყელში მკოცნის. - გამიშვი,თავი უნდა დავიხრჩო. - თვალებს ვახელ და ხელებს მის მკერდზე ვაწყობ. ისეთი ცხელია,შეიძლება ჩამოვიღვენთო. ირაკლი გულიანად იცინის. - ნუ იცინიიიი. - ვბუზღუნებ. - კნუტო,ახლა ისეთი საყვარელი ხარ მაგ აწითლებული ლოყებით,რომ შეიძლება შეგჭამო. - რაა?- თვალები მიფართოვდება. - არაფერი.- უკვე ხარხარებს ირაკლი. - ბოროტოოო. გამიშვიი...- ფართხალს ვიწყებ,თავის დასაღწევად. - სად მიდიხარ? აქ ღრმა წყალია, შენ კი ცურვა არ იცი. - მხოლოდ ახლა ვამჩნევ,რომ უკვე საკმაოდ შორს ვართ ნაპირისგან,ვერც ქვიშას ვგრძნობ ტერფებით და ირაკლი მიჭერს რომ არ ჩავიძირო. - ღმერთოოოოოო. - ვწივი,უკვე პანიკაში ვარ. ირაკლის ვეჭიდები და წელზე ვხვევ ფეხებს. - მშვიდად ელზა...- სიცილით მეუბნება. - გამიყვანე რააა. ჩქარა... - კნუტის თვალებით ვუყურებ. - არის ქალბატონო. - მომაკვდინებლად მიღიმის ირაკლი და ნაპირზე გავყავარ. დანარჩენები შეზლონგებზე წვანან თვალდახუჭული. ნინი ცალ თვალს ახელს. - გაგრილდი ფისუნია? - უჰ კიიი.... - ირაკლის ვუყურებ,რომელიც იცინის. - მე გავალთ და ცივ ყავას გიყიდით. ხომ გინდათ?! - იდეა მოსდის ირაკლის. - აუ კიიიი.- ხუთ ხმაში ვამბობთ ერთდროულად. ქოლგის ქვეშ ვჯდები და ირაკლის ვაყოლებ თვალს. ისე მიაბიჯებს თითქოს მეფე იყოს. ლომივითააა. ვიღიმი ჩემს ფიქრებზე და შეზლონგზე ვწვები. ირაკლი მალევე ბრუნდება ჭიქებით,ყველას ურიგებს და ბოლოს მეც მაწვდის. - როგორც ყოველთვის მწარე...- მიღიმის, თვალს მიკრავს და ჩემს გვერდით ჯდება. - მადლობა.- თვალებში ვუყურებ და მეც ვუღიმი. - აბა სემენდეეეე..... - ვიღაც ქალი განწირული ხმით ყვირის. - აბა ცხელი სემენდეეეეე.... - აუუუ სიმინდიიი... მიყიდე რა იკაააა...- წამში დგება ნინი და ხტუნვას იწყებს,თან ირაკლის ახტება თავზე. - გიჟი...- სიცილით აქნევს თავს. - ამას სახლში არ აჭმევდით? - იკრიჭება გიგი. - ალბათ აშიმშილებდნენ - ლევანიც ყვება სიცილში. - მიყიდეთ ვინმემ,თორემ... - ხოოო ვიცით, დაგვხოცავ, გვაწამებ და ასე შემდებ. - ნუცა დასცინის. ნინი ენას უყობს და დანარჩენებს უბღვერს. ირაკლი ყველასთვის ყიდულობს სიმინდს,პირველად ნინის აძლევს და მასაც იმ წამსვე უბრწყინდება თვალები. ბოლოს მე მაწვდის . - არ მინდა... მადლობა. - ეგ არ ჭამს გარეთ. - მე შევჭამ რა პრობლემაა?! - მარტივად ჭრის პრობლემას ნინი, რაზეც ყველა ვხარხარებთ,მე სიმინდით გამოტენილ ლოყებს ვუკოცნი. - ჩემი გიჟიიიი ქალი ვინ არისოოოო? - მეეე... - იფერებს ნინი და საყვარლად მიღიმის. იმედია მოგეწონებათ ^_^ გამიზიარეთ თქვენი აზრი <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.