შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრობლემა იწყება შენით(ნაწილი-3)


29-08-2020, 11:34
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 283

6
იანის პოვ:
უკვე ძაალიან ვნანობდი რომ ჯიმს დავთანხმდი !
როგორც მოველოდი ,ენდრიუს შვილი ბობი არ მომეწონა .
ძაალიან უცნაური ვიღაც ჩანს,რეები გააკეთა ახლაც ვერ ვიაზრებ.
ამავდროულად კი ძაალიან სუსტია!
არაფერი არ იცის და საერთოდ არ გამოიყურება როგორც საშიში მააფის წევრი ..ეს კი თავისთავად არ მომეწონა.
ვისგან დაიცვავდა ჩვენს დაჯგუფებას ?ასეთი ნაზი და ქალური გამოხტომებით!
ვერ ვხვდებოდი  რატომ ვღიზიანდებოდი ასე ძაალიან მასზე ფიქრის დროსაც კი,მაგრამ გადავწყვიტე შანსი მიმეცა.
სულ ერთ შანს მივცემ და ვნახავ რამდენად დამიმტკიცებს თავის საჭიროებას ჩემმს ჯგუფში!
თუ შეძლებს  2 კვირაში რაღაცის ათვისებას მაინც ,რაც საჭიროა...დავიტოვებ!
თუ არა და პირველ გეგმას განვახორციელებ ,მამამის მოვკლავ.

ქეითის pov:
-ჩავფლავდი ხო??? არ გამომივიდა!! რეები გავაკეთე საერთოდ,ჯანდაბა!
გავიდა თუ არა იანი ,ჯიმს საწყალი თვალებით მივაჩერდი და იმაზე დავიწყე მოთქმა რაც ცოტახნის უკან ვაკეთე..სისულელები!
-არა..ბეწვზე გადავრჩით!
რადგან გადაწყვიტა მეორე შანსი მოეცა.
თქვა ასევე შიშისგან გაფითრებულმა ჯიმა და გვერდით მომიჯდა.
-ბოლო წამამდე მეგონა რომ მოგკლავდა,გეფიცები!
ეს მითხრა და ხელი მეგობრულად გაადამხვია ,მხარდაჭერის მიზნით.
-მაგრამ იცი რა?
მე უკვე ვიცი პრობლემა რაშიცაა.
ეს რომ თქვა ყველა ყურადღებით მივაშტერდით რას იტყოდა და აი თქვა.
-პრობლემა შენშია.
ეს რომ თქვა ჯოშუას ხმა მომესმა.
-რა ბრძენი ხარ ჯიმ.
ამაზე ცოტა გამეცინა,მაგრამ ჯიმის სახე რომ დავინახე პირი მოვხურე.
-მე ის ვიგულისხმე, რომ საკმარისად არ ხარ მზად იმ ტყუილისთვის რაც მისთვის მოვამზადეთ.
შენ ქალი ხარ და როგორც ჩანს ბევრი არაფერი არ იცი კაცებზე,რაც არ მიკვირს,მაგრამ ვიცი რაც დაგეხმარება, კაცური მოქცევა უნდა გასწავლოთ!
ძლივს დაასრულა ჯიმმა წინადადება და თვალი თვალში გამიყარა.
ეს სრულიად დაძაბული მომენტი იყო თავისი სერიოზულობით,მაგრამ ეს ყველაფერი ვიღაცის წამოძახილმა ჩაშალა.
-ჯერ შენ ისწავლე ეგ !
გავიგე უცხო პიროვნების ხმა თუ არა  ნელა თავი ავწიე და ჩემს წინ მდგარი მაღალი ბიჭი დავინახე.
-თავხედი ხარ!! გავიგე ჯიმის ყვირილიც ,რომელიც წიხლების ქნევით გაეკიდა უკან მდგარ მაღალ ბიჭს .
მე კი შოკი სახით ვუყურებდი ორივეს,რადგან ცოტახნის უკან ჩემს წინ მჯდარი სერიოზული და ზრდასრული მამაკაცი,ამ წამს ჩემმს წინ ისე კინკლაობდა  როგორც 6 წლის ბავშვი!
მაგრამ ბოლოს ბიჭი დანებდა და თავიდან სიცილით მოიშორა,მეც ამოვიხვნეშე და ლოდი მომეხსნა გულიდან ,რადგან მივხვდი რომ მორჩნენ!
ამის შემდეგ კი მაღალი ბიჭი ჩემსკენ წამოვიდა და გვერდით ღიმილით მომიჯდა.
-ბოდიში ...გავიცნოთ ერთმანეთი?
იკითხა  ბიჭმა ღიმილით.
-დიახ...მე ბობი ვარ.
ვუპასუხე თამამად ,მაგრამ ამაზე ბიჭმა მხოლოდ გადაიხარხარა და შემდეგ მითხრა.
-არაა საჭირო ტყუილი,ვიცი რომ გოგო ხარ.
ეს რომ გავიგე ძაალიან შემრცხვა..რამდენმა იცის ბოლოს და ბოლოს?!
-ააა ...უი..ქეითი!
ვთქვი ამჯერად მორცხვად.
-მე ლეონი მქვია ქეით და როგორც შევძლებ მეც დაგეხმარები.
თქვა ბიჭმა თბილი გამოხედვით.
-მადლობა..ვუპასუხე  მეც და ჩემდა უნებურად დავამთქნარე.
-გეძინება უკვე?
არსაიდან ამ კითხვით რომ გამოხტა  ჯოშუა..შევხტი !
-ამმმ..იცი..მგონი ცოტა მეძინება.
ამაზე უკვე ნაბიმ გამცა პასუხი.
-წამოდი შენს ოთახს განახებთ.
თქვა ღიმილით და ხელი მომკიდა .

ცოტა რომ ვიარეთ მეორე სართულზე ერთ ოთახის კართან შევჩერდით .
-ესა შენი ოთახი...შედი აღარ მოგაცდენთ,აბა ტკბილი ძილი!
თქვა ჯიმმა და კარი გამიღო,მე კი ყველას სათითაოდ შევხედე და რატომღაც უდიდესი მადლიერების გრძნობა გამიჩნდა და ამავდროულად თავი დამნაშავედ ვიგრძენი,რადგან ყოველი "შავი ხაზის"წევრი ბოროტი და სასტიკი მკვლელი მეგონა და თურმე როგორი არასწორად ვფიქრობდი.
-ყველას კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას..თქვენ რომ არ ყოფილიყავით არ ვიცი რა მოხდებოდა!
თქვენი ეს სიკეთე არასოდეს არ დამავიწყდება.
ვთქვი მე ღიმილით და ოთახში მშვიდად შევედი.
ძაალიან დავიღალე და მეძინებოდა ,ხოდა დავწექი თუ არა ვერც გავიგე ისე
ჩამეძინა .

მშვიდად მეძინა და ფერად სიზმრებში დავფრინავდი ,მაგრამ როგორც ჩანს ამ ღამით არ ჰქონდა ჩემმს სიზმრებს ბედათ
გაგრძელება!
რადგან შუა ღამით უეცრად ვიღაცის ხმამ გამაღვიძა,ეს იყო ყველაზე შემზარავი ყვირილი და ამავდროულად უსიამოვნო,ასე ხომ არასოდეს არავის არ გავუღვიძებივარ,გული გამისკდა!
-ქეით !ქეით!! გაიღვიძე! სასწრაფოთ გაიღვიძე! მე ამ წამოძახილებზე შეშინებულმა გავახილე თვალები და დაფეთებული წამოვჯექი.
-რა არის!!?! წამოვიძახე ბოლო ხმაზე ,ისე რომ გული გახეთქვაზე მქონდა.
-თავს გვესხმიან!! თქვა აღელვებულმა ჯიმმა,რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა და შემდეგ მეც იარაღი  მომაჩეჩა ხელში,ამაზე მე მას განცვიფრებული და დაბნეული სახით ავხედე.
-ეს მე!? რატომ? როგორ გამოვიყენო არ ვიცი ჯიმ!! ჩავვარდი უეცრად პანიკაში!
-ხო ,შენ.
წამოდექი,მოგეხმარები!
უბრალოდ გვერდიდან არ მომშორდე.
თქვა ჯიმმა და ფეხზე წამომაყენა  ,შემდეგ კი ხელი მომკიდა და გარეთ გამაქანა!

-ჰარი!!მანდ სუფთაა?? გასძახა თან ვიღაცას და ბიჭმაც მალევე საპასუხიდ გამოსძახა.
-კიი!! ჯიმა ამაზე გზა გაგრძელა !
გიჟივი მიმათრევდა სადღაც, მეც გულის ამოვარდნამდე მთელი სისწრაფით მივყვებოდი ,მაგრამ შიშისგან ყოველ წამს და ყოველ ნაბიჯში ვხტებოდი,რადგან მთელ სახლში სროლის ხმა ისმოდა ,ძაალიან შევშინდი უცბად!
-ფრთხილად ჯინ!!
წამოვიყვირე მე ,იარაღიანი კაცი რომ დავინახე ,ამაზე ჯიმმ ხელი წამკრა და კაცის ნასროლი ამცდა,თვითონ კი მისკენ გაემართა სროლით!!
-ღმერთოოო!!!მიშველეთ!!
ვეღარ მოვითმინე და განწირული ხმით ტირილი და ყვირილი დავიწყე !
ეს სად მოვხვდი!!
რა ვქნა ახლა?
ამ იარაღის ხმარება მაინც ვიცოდე!
თან ფეხი როგორც ჩანს ვიტკინე და ფეხზე წამოდგომაც მიჭირდა ,ამიტომ მიწევდა რაღაცებს დავყრდნობოდი და ისე მემოძრავა,რაც მეტად ართულებდა ჩემმს სიტუაციას!
მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდი!
რაღაც ვიგრძენი უკნიდან როგორ შემეხო,ეს რაღაც კი ცივი იყო!
მე შიშით ნელა ავიხედე და იარაღი დავინახე ,რომელიც უკნიდან მეხებოდა!
ამაზე განწირული ხმით დავიწყე ყვირილი.
-ღმერთო დამშვიდდი !!მე ვარ!!
მომესმა ნაცნობი ხმა თუ არა და დავმშვიდდი...ეს იანი იყო!
ჯანდაბა, ახლა მართლა ქალაჩუნა ვეგონები.
-ადექი,აქ ამ მდგომარეობაში რას აკეთებ?? რატომ დანარჩენებს არ ეხმარები? მოწინაღმდეგე მეგონე და კინაღამ მოგკალი სულელო!
ცივად და გაღიზიანებულად მითხრა და ფეხზე უხეშად ამაყენა !
აყენების დროს კი უეცრად   თვალებით კონტაქტი დავამყარეთ...რა უხერხული იყო,მაგრამ უხერხულობას სხვა უარესი მოჰყვა ,ეს რომ მკითხა!
-შენ რა იტირე? იკითხა და ვაიმეეე,გავშრი ადგილზე!
-ჰაა??რაა??არა!
ვთქვი მე ნერვიულობით და თვალები მოვისრისე რომ აღარ დამკვირვებოდა მეტად.
-ვგრძნობ რომ არაფერში არ გამომადგები,ვერ გამოგიყენებ საქმეში და ეს უკვე ძაალიან მაღიზიანებს.
თქვა მან და ხელი მომკიდა.
-წამოდი.
ამაზე მე ძირს დავენარცხე ისევ,რადგან მოულოდნელი იყო მისი უეცარი წინ წასვლა ჩემთვის!
-ახლა მაინც რა მოხდა?
უკვე ყვირილით იკითხა,მე კი უკვე ფერები გადამდიოდა შიშისგან.
-ფეხი ვიტკინე.
ავხედე მე საცოდავად და დანდობის იმედათ.
-რა ვქნა ახლა ხელით ხომარ გაატარო!?
მკითხა გაღიზიანებულმა ,რაზეც მთელი გულახდილობით ვუპასუხე .
-თუ არ შეწუხდებით ბატონო იან.
ეს რომ ვთქვი ღიმილით ,იმ წამსვე ვინანე გამომეტყველება რომ მეტად დაეძაბა !
-შენ მგონი შეიშალე!
თუ გინდა არ შემომაკვდე ,გოგოსავით ნუ იქცევი და ფეხზე წამოდექი!!დროზეე!!!
მკაცრად დამიყვირა და ჩემმი ძალით აყენება დაიწყო.
-არ შემიძლია! ვიყვირე ტკივილით.
-მაშინ აქ იყავი..რაც გინდა  ის გიქნია ,მოგკლან!! წავედი მე!
მან კი ასე მიპასუხა და წასვლა სცადა,ამას დავუშვებდი?
მართლა მომკლავდნენ!
-ავდგები!!გთხოვ უბრალოდ დამიცადე!!
დავიწყე  შიშით  ყვირილი და მთელი ძალა დავატანე ტანს რომ ფეხზე დავმდგარიყავი.
-ჯანდაბა...გელოდები.
თქვა შეწუხებული ხმით და იქვე დადგა ,მე კი მთელი ტანჯვა წამებით ძლივს თავს ძალა დავატანე და მისკენ დავიძარი.
-კარგია..ძნელი იყო??
წავედით ახლა.
მითხრა გაღიზიანებულმა
და გზა გააგრძელა.
მეც ნელა მივდევდი გაჭირვებით უკან და ბოლოს ცოტა უსაფრთხო ადგილს რომ მივაღწიეთ ძლივს გულზე მომეშვა,მაგრამ კითხვები მტანჯავდა,რომელზეც პასუხებს ველოდი ნებისმიერ ფასად !
-მაპატიეთ ამ კითხვისთვის ,მაგრამ მაინტერესებს აქ რა სულ ასეა? ვიკითხე დაღლილმა და შეშინებულმა,ამაზე მან უბრალოდ თავი დამიქნია ,ვითომც არაფერი და შემდეგ მიამატა.
-აქ იყავი და არ გამოხვიდე.
რახამ ახალი ხარ და არაფერი არ იცი
ეს ერთხელ ასე დაგტოვებ რომ არ მოგკლან,მაგრამ შემდეგში შენც მოგიწევს ისე შეებრძოლო მათ როგორც სხვა დანარჩენი წევრები,ეს დაიმახსოვრე.
მითხრა მტკიცეთ მან ,შემდეგ კი ოთახიდან გავიდა.
-ნეტა მაგ დღეს არ მოვესწრო.
ჩავილაპარაკე მე მოწყენილმა და ნატკენ ფეხს დავხედე .
ნუ რა ვთქვა?
ჩემმი პირველი ღამეა აქ და უკვე თავდაყირაა ყველაფერი ჩემს გარშემო,ვიცოდი ძნელი რომ იქნებოდა ,მაგრამ ასეთი ძნელიც არ მეგონა.

იანის პოვ:
გაღიზიანებული ვიყავი იმ ქალაჩუნა ბობის საქციელებით!!
ეგაა ბიჭი??პატარა გოგოსავით
იქცევა ,როგორ მიბედავს ასე ლაპარაკს ვერც ვხვდები!
მატარეოო!
ნამდვილად შემომაკვდება თუ ასე გააგრძელებს!
ვბრაზობდი და თან სწრაფი ნაბიჯით მივუყვებოდი კოლიდორს, შიგადაში კი იარაღი მოღერებული მქონდა ,ყოველი შემთხვევისთვის
-იან მარჯვნიდან! გავიგე ჯიმის ყვირილი თუ არა გავიხედე და ჩასაფრებულ მარჯვნილ მდგარ შეიარაღებულ კაცს ვესროლე.  -მადლობა.
ვთქვი მე და შემდეგ ჯიმთან ერთად გავნაგრძე გზა.
-ნახე ბობი? იკითხა ჯიმმა ნერვიულობით,რაზეც წარბის აწევით გავხედე ..ეხლა ძიძობას უწევს იმ ქალაჩუნას თუ რა ამბავია?
-კი ვნახე და ნუ ღელავ ,უსაფრთხოდა ოთახში,ისე როგორც მისნაირ მშიშარას შეეფერება,იმალება ..მე დავმალე რომ არ მოეკლათ.
ვუთხარი ცივი გამომეტყველებით,რაზეც მეტად ანერვიულდა თითქოს.
-ჯანდაბა...კარგადაა?
-კი ...დამშვიდდი!! რა იყო რატომ ნერვიულობ ასე? ზრდასრული კაცია და თვითონ მიხედავს თავს,შენი დახმარებაა არაა საჭირო.

-ის ახალია იან.

-ხო კარგი,კარგი... კარგადაა,მაგრამ ცოტაც და მგონი მე მოვკლავდი.
ვთქვი მე გაღიზიანებულმა და თვალები გაადავატრიალე.
-მადლობა რომ დაეხმარე.
მიპასუხა ამაზე ჯიმმა ,რაზეც მეტად გავღიზიანდი კიდე.
-მაინც ვერ ვხვდები ესე რატომ ღელავ!
ბოლო სიტყვა ვუთხარი და გზა მარტომ გავნაგრძე!
ამ ბიჭზე ლაპარაკი დროის დაკარგვა იყო ,მთელი სახლი ჩემი მტრებით იყო სავსე და მასზე  ლაპარაკი საერთოდ უაზრობა იყო ამ წამს!
წინ მე და ჯიმი სწრაფი ნაბიჯით მივიწევდით და ყოველ შემხვედრ შეიარაღებულს ვესროდით !
ასე თუ ისე დაახლოებით 2 საათში სახლი
ჩვენი მტრებისგან გავათავისუფლეთ ,შემდეგ ძალა გამოცლილები დავჯექით
და ვისვენებდით ცოტა ,თან იმას განვიხილავდით თუ ვინ მოგვიქსია ეს ვირთხები!

-რას ფიქრობ იან? გგონია რომ იგივე ადამიანის ნამოქმედარია?

-სხვა ვინ ლეონ?

-არ ვიცი ...ასე სადამდე მოგვიწევს იმის გარკვევა თუ ვინ გვესხმის თავს..დღეს კიდე სამი კაცი დავკარგეთ მათ გამო.

-მგონი ერთი მძევლად წაიყვანეს...გგონია რამეს ათქმევინებენ?

-არა..არამგონია,ჩემმი კაცები არ გამცემენ და იმ ადამიანს კი ვინც ამას აკეთებს ყველაფერს ვაზღვევინებ!
ბოლოს ასე დაავასრულე და ცოტახანი სიჩუმის შემდეგ მშვიდად ვთქვი.
-დავიღალე..წავედი დავწვები ცოტას გამოვიძინებ.
ცივად ვთქვი და ყველას გადავხედე,შემდეგ კი ოთახისკენ გავემართე.
გრძელ კოლიდორს მივუყვებოდი,მაგრამ ერთ კარს რომ გავუარე
რაღაც უცნაური ხმები მომესმა!
მეგონა ჩვენი მტერი იყო ,რომელიც გამოგვრჩა!
ამიტომ პირდაპირ ფეხით შევაღე კარები,თან იარაღი მქონდა მოღერებული და მზად ვიყავი მესროლა!
მაგრამ იქ სულ სხვა რაღაც დამხვდა...ბობი...სულელი ბობი.
პატარა ბავშვივით ეძინა და რაღაცებს ბოდავდა თან..ჯანდაბა რა გულისამრევია!
-ჰეი!! წამოვიყვირე გაბრაზებულმა და ფეხი წავკარი მთელი ძალით რომ გააეღვიძა.
-ჰა?რა!? წამოხტა შეშინებული ბობი და ცოტა პანიკაში ჩავარდა!
-აქ აპირებ ძილს?? ოთახში შედი და იქ დაიძინე სულელო.
აგდებული ტონით ვუთხარი და ზიზღით შევათვალიერე.
-აააა ხო..ბოდიში,ახლავე დავბრუნდები!
ხმის კანკალით მიპასუხა და ფეხზე წამოდგომა დაიწყო .
-უტვინო.
ვთქვი და ოთახიდან გავედი,
ძილი მჭირდებოდა .

ქეითის პოვ:
ცივმა და უხეშმა იანმა თავისი საოცარი მეთოდით გამაღვიძა ,შემდეგ უტვინო მიწოდა და ოთახიდან გავიდა,როგორი მეგობრულია არა?
მეც რა უნდა მექნა ,ფეხზე წამოვდექი და მოვამზადე თავი რომ ის გზა გამეარა ,რომელიც საძინებლამდე მიმიყვანდა .
-შეძლებ..ამას შეძლებ!
ვბუტბუტებდი თან და შიგადაში ვდგებოდი უკვე ,მაგრამ ვიღაცის ხმამ ისე შემახტუნა უკან დავეცი!!
პირდაპირი მნიშვნელობით ოთახში შემოვარდა!
-გამარჯობა მეგობარო!!
წინ დაღლილმა ყველაფრით ავიხედე და ჩემს წინ მომღიმარი ბიჭი დამხვდა.
-გ..ა..მარჯობა.,,ვთქვი მეც ტკივილით და ისევ ფეხზე ადგომა დავაპირე.
-მშვიდად ,მშვიდად! დაგეხმარები !
ხელი მომკიდა და ფეხზე დამაყენა,შემდეგ კი ღიმილით მომხედა ,რაზეც შემრცხვა და თავი ავარიდე.
ასე რატომ მიყურებს?
ვინაა?
-ნუ გრცხვენია,შეგიძლია მენდო,მე ჰარი ვარ და რაც არ უნდა დაგჭირდეს ჩემმი იმედი მინდა გქონდეს!
თქვა და მხარზე დამარტყა ხელი მთელი ძალით,რაზეც რამის თვალის კაკლები გადმოვყარე!
ყველა ასეთი უხეშია?
ყველა კაცი?
ამაზე კი მას მხოლოდ გაეცინა.
-მოკლედ ჯიმმა მითხრა მასთან მიმეყვანე,ასე რომ გამომყევი..შეგიძლია მენდო.
მითხრა ბიჭმა და ხელი უფრო ძლიერად მომკიდა.
-შენ არ მეტყვი რა გქვია?
შუა გზაში ისე ღიმილით მომიტრიალდა.
-ბობი.
-ოუუუ!!შენ ის ახალი ხარ!! როგორ ვერ მივხვდი,შენ ენდრიუს შვილი ხარ!
წამოიძახა თუ არა ბედნიერმა,უნებურად გამეღიმა...სასიამოვნო ადამიანი ჩანს.
-კი ეგ ვარ.
-ხოდაა მომისმინე!!! მე და შენ ძაალიან კარგი მეგობრები უნდა გავხდეთ,გესმის?!
გაგრძელა იგივე ღიმილით და რატომღაც ხელი გადამხვია.
-ხო..კი..რა თქმა უნდა!
ვთქვი მე დაბნეულმა და
შემდეგ ხელებიდან როგორღაც გამოვუძვერი...მაგრამ გამოძრომის მცდელობა ერთი იყო და ძირს დაცემა მეორე,ეს სულ აღარ მახსოვდა.
-ვაიმე!! რა ხარ შენ,სულ ასეთ მდგომარეობაში რატო მხვდები ჰა?
ჯიმის ხმა  ვიცანი თუ არა ,მალევე მომიახლოვდა  კიდეც და ფეხზე ამაყენა.
-ჯანდაბა..მინდოდა მენახე რომ დავრწმუნებულიყავი შენს კარგად ყოფნაში.
თქვა და ნერვიულობით შემთვალიერა.
-კი ჯიმ ..კარგად ვარ,არ ინერვიულო.
ვუპასუხე თბილი ღიმილით.
-მაპატიე რომ შენი დატოვება მომიწია,იმდენი სროლა იყო ვერც მივხვდი როგორ ჩამომრჩი უკან.
თქვა ჩახვნეშით და თავი გააქნია,რაზეც ხელი დავადე მხარზე.
-ჯიმ არაუშავრს..შენი მესმის,გთხოვ ნუ მიხდი ბოდიშებს.
მართლა ძაალიან ყურადღებიანი ადამიანია და ეს სასიამოვნოა.
-ჯიმ ასე ჩემზე რატომ არ ზრუნავ ?
გაბუტული სახით იკითხა ჰარიმ,რაზეც გამეცინა..საყვარელია.
-შენ აქეთ უნდა მომხედო და იზრუნო ჩემზე.
უპასუხა სერიოზული სახით ჯიმმა.
-გაჩერდი ერთი ბებერი ქალივით ნუ ლაპარაკობ!
სიცილით უპასუხა ჰარიმ,რაზეც მეც სიცილი ამიტყდა ,შემდეგ კი უკვე გადაღლილმა ამ არეულობით საათს გავხედე...უკვე ღამის 4 საათი იყო,მე კი ძილი მჭირდებოდა.
-უკვე გვიანია ბიჭებო ,მე სჯობს წავიდე ,დავიძინებ..თქვენც იგივეს გირჩევთ,დაისვენეთ რთული ღამე გქონდათ .
ღიმილით ვუთხარი და ოთახისკენ გავემართე ,შემდეგ კი საწოლზე მივეგდე პირდაპირ და რამოდენიმე წამში ჩამეძინა.

-ბობიი!მძინარააა!!! ადექი!!!გათენდა!!!მზე ამოვიდააა!!! გაიღვიძეეე!
კი ჩამეძინა,მშვიდად მეძინა,მაგრამ სულ რაღაც 1 საათში ვიღაცის ყვირილზე გამეღვიძა .
მე კი გამოუძინებელმა საცოდავად თვალები გავახილე და აი ისიც.
-მეგობაროოო ამდენხანს ძილს გირჩევ გაადაეჩვიო,წინ მილიონი საქმეაა!
რა დროს ძილია?
ჰარი..ბიჭი ,რომელიც გუშინ გავიცანი.
დიდი იმედი მაქვს რომ ამას ყოველდღე არ გაიმეორებს!
-რა ხდება? ვიკითხე მე თვალების სრესით.
-მზადების დროააა!
იყვირაა მომღიმარი სახით,რაზეც შევხტი.
-ააა კარგი,გასაგებია..გამოვალ ,მაგრამ ჯერ გთხოვ გადი და მეც გამოვალ.
ვთქვი შეშინებულმა,რაზეც ბიჭმა რატომღაც გადაიხარხარა.
-რატომ? აქ ვიქნები მოგეხმარები.
ამის გაგებაზე წარბის აწევით ვიკითხე.
-მომეხმარები რაში?

-გამოცვლაში..ფეხი ნატკენი გაქვს,დაგავიწყდა?
ისეთი ჩვეულებრივად მითხრა ,ვითომც არაფერი..მკითხოს მე რას ვფიქრობ ამაზე!
მე გოგო ვარ !
ეს როგორ უნდა ავირიდო თავიდან ,ისე რომ ჩემმი საიდუმლოც დავიცვა!
ცივმა ოფლმა დამასხა თუ არა ,მასაც შეეცვალა გამომეტყველება .
-რა იყო ჩემმი გრცხვენია??
შოკი სახით მკითხა,რაზეც გავიაზრე ამ წამს რაც ვთქვი .
ისიც ბიჭია და მისი აზრით მეც,ამ წამს კი აშკარად არასწორი ნაბიჯი გადავდგი,ჩემმი რეაქციით.
-რა უნდა გქონდეს ისეთი რაც არ მინახავს?
ამმ..მაგალითად გადაფუთული მკერდი?
გავიფიქრე და განერვიულებულმა ძალით გავუღიმე.
-კარგი რა! სერიოზულად?
ამაზე მე სიცილით დავუქნიე თავი ,მეტი არაფერი ,რას ვეტყოდი?
ნუ გაიგო საბედნიეროდ და გავიდააა!
მე კი ნერვიულობისგან სულ ცეცხლი მეკიდა უკვე,ბეწვზე გადავრჩი!
რომ არ გასულიყო რა მექნა?
ამაზე ფიქრში წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე ,ფეხი კი სამწუხაროდ ისევ მაწუხებდა, ასეთ მდგომარეობაში რა უნდა გამეკეთებინა ვერ ვხვდებოდი.

როგორ მოვემზადები რომ იანმა არ დამიწუნოს.

ფეხის თრევით შევედი დიდ ოთახში და ყველას ღიმილით მივესალმე.
-დილა მშვიდობის!
ამაზე იგივეთი მიპასუხეს,ცოტახანში კი ჯიმიც მომიახლოვდა.
-ჯანდაბა,აშკარად გტკივა..ჩემმი ბრალია ქეით,ასე რატომ გკარი ხელი.
ჩაილაპარაკა და სინანულის მზერა მომაპყრო,რაზეც თბილად გავუღიმე და დავამშვიდე.
-ნუ ღელავ ჯიმ,გამივლის..მადლობელი ვარ ასეთი ზრუნისთვის ,მაგრამ ჩემთვისვე აჯობებს ახლავე შევუდგე ჩემმს თავზე მუშაობას,თუ მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო,სხვაგვარად განწირული ვარ.
ბოლო წინადადებაზე თავი ჩავხარე,ის კი მიხვდა რატომაც და ჩემმი გამხიარულება დაიწყო!
-ჰეი!! რას ჩამოყარე ყურები?!!
აქ რისთვის ვარ?
ყველაფერს შევძლებთ!
მითხრა და თავი ამაწევინა .
-აბა საყვარელო დავიწყოთ?
მკითხა გაპრწყინებული თვალებით ,რაზეც თავი ასევე ღიმილით დავუქნიე.
-დავიწყოთ!

პირველ რიგში ჩვეულებრივი ვარჯიშით დავიწყე რომ ჩემმი სხეული ფორმაში ყოფილიყო და "კუნთები"მეტად განვითარებულიყო!
მაგრამ სულ 10 წუთი გავძელი, ფეხის ტკივილმა რომ გაუსაძლისად იმატა,ეს კი თავისთავად ყველამ შენიშნა.
-აგტკივდა ხო ?
გავიგე უეცრად გვერდიდან ჯიმის კითხვა, მეც თავი დავაქნიე მოწყენილმა და ვუპასუხე.
-ცოტა.
-კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს.
უკვე ძაალიან მოწყენილი ხმით მითხრა ჯიმმა.
-გადამარჩინე..რა დროს ფეხია?
პირიქით შენი მადლობელი ვარ.
ღიმილით რომ ეს პასუხი გავეცი ,აშკარად ცოტა დამშვიდდა და მეც გულზე ლოდი მომეშვა.
არ მინდა ჩემს გამო თავი დამნაშავედ იგრძნოს..მე თავიდანვე ვიცოდი რაზე მივდიოდი ეს ნაბიჯი რომ გადავდგი!
-აუ!!აუუ!!!იმ გოგოს უყურეთ რა ეზოში!!ჰარის უეცარმა წამოძახილმა მიიქცია ყველას ყურადღება.
-იანის ნააშაა ეგ!!
ცოტახანში ლეონმა ეს მიამატა და აი მეც შემრცხვა ცოტა,რადგან არ ვიყავი ასეთი საუბრის მოსმენას მიჩვეული,ამას ჯიმი მიხვდა და მალევე  მკვლელი სახით გახედა ლეონს და გაახსენა მზერით რომ აქ გოგოა!
-იანმა აღარ იცის აგრესია ვისზე გამოხატოს და როგორ!
ლეონი გაჩუმდა და სიცილით ნაბიმ გააგრძელა ,ამის გაგებაზე კი უკვე აშკარად გავწითლდი .
წარმოდგენაც არ მინდოდა ამის ,მაგრამ ამის მოსმენაზე იმ გოგოსთან წარმოვიდგინე და ძაალოან მცხვენია ამ წამს!
-ღმერთო ამას შეხედეთ!
ეს კი ადვილად შენიშნა ჰარიმ და ხელის გამოშვერით იყვირა ,შემდეგ კი ჩემსკენ წამოვიდა .
-რა საყვარელია!
წინ გაჩერდა და ლოყებზე ჩქმენტა დამიწყო .
მოშორდი!!
გავიგე ჯოშუას ხმა ,რომელმაც ჰარი გასწია.
-კარგით ნუ ცანცარობთ ,ამის დრო? გავაგრძელოთ მზადება!!
თქვა სააბოლოდ ლეონმა და გვერდით მომიდგა ,საკმაოდ მაღალი იყო ჩემთან შედარებით.
ეს სიტყვები თქვა თუ არა და დაიწყო ჩემი ტანჯვა ,გუშინ გოგო ვიყავი და ახლა მააფის წევრივით უნდა ვიჩხუბო და სროლა ვისწავლო,არც ისეთი ადვილია როგორც მიხვდით .
დაახლოვებით 4 საათი ვვარჯიშობდი ,ძაალიან დავიღალე და ბიჭებს შესვენება ვთხოვე,
ბიჭებიც რა თქმა უნდა დამეთანხმნენ,მეც წამოვჯექი და თან რაღაცის ჭამა დავიწყე ,რადგან ძაალიან მშიოდა.

-რა ხდება აქ?!
მშვიდად ვჭამდი ჩემთვის  უეცრად იანის  ცივი ხმა რომ მომესმა,ამაზე ყველამ მას შევხედეთ...მგონი იჩხუბებს,გული მიგრძნობს.
-მე რა ვთქვი??!ხომ გითხარით რომ მოგემზადებინათ,გგონიათ ვხუმრობ როდესაც ვიძახი რომ თვალის დაუხამხამებლად მოვიშორებ თავიდან?
იკითხა უხეშად და ბასრი მზერა ჩემზე გადმოიტანა,ლუკმა ვერ გადავყლაპე ისე მიყურებდა!
ჯიმი წინ წაიწია,აპირებდა რაიმე ეთქვა და დავეცავი ,მაგრამ მე დავასწარი და საკუთარი თავი თვითონ დავიცავი.
-მე დაგპირდით რომ ყველაფერს გავაკეთებდი და ორ კვირაში მზად ვიქნებოდი ,ასე რომ ნუ ღელავთ მე ჩემმს დანაპირებს შევასრულებ,უბრალოდ ამ დროისთვის ცოტახანს  ვისვენებ.
ასევე საკმოდ უხეშად გამომივიდა ნათქვამი ,ამაზე მან ჩაიცინა და  ახლოს მოვიდა ჩემთან,შემდეგ კი მოულოდნელად საჭმელი ხელიდან გამაგდებინა და ფეხით მისრისა.
შოკში ჩავარდი უეცრად,რადგან ამას არ მოველოდი.
-იცი მაინც  რა მოხდება ორ კვირაში რომ  არ იყო ისეთი  როგორიც მე მინდა?
სახიფათოთ ახლოს მოიწია,რაზეც საშინლად დავიძაბე და კითხვაზე თავი გავაქნიე,ვაღიარებ შემეშინდა.
-მამაშენს მოვკლავ და შეიძლება შენც ზედ მიგაყოლო!!
ბოლო წინადადება იყვირა , მე კი ამ ყვირილზე შევხტი ,ჯიმი ჩემსკენ წამოვიდა,აპირებდა ალბათ დავემშვიდებინე,მაგრამ იანი წინ გადაუდგა ცივი მზერით .
-ახლავე გაგრძელეთ..მე მის ძიძებად და მომვლელებად არ დამიყენებიხართ აქ!
ამის თქმაზე ჯიმმა უბრალოდ თავი დააქნია გააღიზიანებულმა ,შემდეგ კი ჩემსკენ წამოვიდა.
-კარგად ხარ?
მე ამაზე უბრალოდ დავეთანხმე..კარგად არ ვიყავი.
მეშინოდა,რადგან მამასი და უკვე ჩემი სიცოცხლეც სასწორზე იდო .
-ყველაფერს გავაკეთებთ და ამ ყველაფერს თავს დაახწევ,გპირდები..არ შეგეშინდეს.
დამამშვიდა ჯიმმა,რადგან ამ წამს ისე ვიყავი ცოტაც და ვიტირებდი.
-არა,არ იტირო!ახლა არაა ქეით...იანი აქაა.
ჩამჩურჩულა აფორიაქებულმა
ყურში , მე კი თავი ძლივს შევიკავე ,მაგრამ შუგა გავიდა თუ არა პირი მოვაღე !
ამაზე ყველა საწყალი თვალებით  მიყურბდა,ჰარი კი დაბნეული იყო ,რადგან   ამ წამს მართლა ბავშვივით ვტიროდი.
-დამშვიდდი... ცოტახანს გვერძე გადი და როდესაც დაწყნარდები გავაგრძელოთ.
მოვიდა ახლოს ლეონი და რბილად მომმართა.
-კარგი.
ვუპასუხე მე და სლუკუნით დავტოვე ოთახი.

მიახლოვებით 20 წუთი ვიყავი გარეთ და თავს ვიწყნარებდი,რთული იყო ,მაგრამ ცოტახანში თავი დავირწმუნე რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო თუ მოვინდომებდი.
-ბიჭებო მზად ვარ...დავიწყოთ!
შესვლის თანავე პირდაპირ ეს ვთქვი მტკიცედ და თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე.
-გპირდებით ყველაფერს გავაკეთებ,იმედებს არ გაგიცრუებთ,დავუმტკიცებ იუნგის რა შემიძლია.
რატომღაც ვგრძნობდი  რამდენად  მოწადინებული ვიყავი ამ წამს,ვერაფერი ვეღარ შემაჩერებდა
თუ ეს საქმე დავიწყე,ამისთვისაც მზად უნდა ვყოფილიყავი,თავიდანვე კარგად ვიცოდი რომ ეს ადვილი არ იქნებოდა
და  ლიდერიც დიდად კარგად არ მომექცეოდა..ამიტომ აღარ ვაპირებდი ტირილს , ძალა  უნდა მოვიკრიბო და 2 კვირაში როგორც კაცი ისე უნდა  წავრსდგე მის  წინ...მინ იუნგის წინ.

2 კვირის შემდეგ:

იმ დღის შემდეგ რაც იან მილერის დამუქრება მოვისმინე,როგორც დავპირდი ყველას და ასევე ჩემს თავს,პირობა შევასრულე და თავდაუზოგავათ დილიდან საღამომდე ვარჯიშის მეტს არაფერს ვაკეთებდი!
ვარჯიში ჩხუბში,თოფის სროლაში,მანერები,ქცევა,სიარულის,
მზერაც კი!
მე რაც შეიძლება სახიფათო და ძლიერი უნდა ვყოფილიყავი სხვის თვალში,როგორც ფიზიკურად ,ასევე  გარეგნულათაც..რადგან თუ მათ გვერდით მინდოდა ამ საქმეში ყოფნა,მათნაირად ტრანსფორმირება მომიწევდა,მხოლოდ მამაკაცად თავის გასაღება არ იყო საკმარისი.
ერთი ორი დღე ძაალიან მიჭირდა ამ ყოველივესთან შეჩვევა,რადგან ჩემმი დღის რუტინა სრულიად სხვანაირი იყო ადრე..ახლა კი შემომხედეთ!
ყველა კუნთი მტკივა,სხეულზე ჩალურჯებები მაქვს,წონაში დავიკელი და თვალებიც უძილობისგან სულ ჩავარდნილი მაქვს,მაგრამ მაინც დღემდე თავს არ ვზოგავ,ხვალ ზუსტად 14 დღე სრულდება, ანუ იან მილერის წინ სწორედ რომ ხვალ უნდა წავრსდგე როგორც ნამდვილი მაფიოზი, ან მამაკაცი მაინც ,ძლიერი და გამოცდილი !
ჯიმი მაწყნარებს და მეუბნება რომ ბევრი რაღაც ვიცი უკვე და ვისწავლე, მაგრამ მაინც ძაალიან ვნერვიულობ ...მგონია რომ რაღაც მაინც შემეშლება.

-რა ვერ გაიგე ??არასწორად ასწავლი!! გამალებით უყვიროდა ნაბი ჯოშუას და თან ნელ-ნელა მასთან სახიფათოს ახლოს იწეოდა .
-შენ ასწავლი აბა სწორედ??
უყურე რა გაკეთა, დაგვხოცა რამის ყველა!
არც ჯოშუა დარჩა ვალში და ამის თქმის შემდეგ მე გადმომხედა..ნუ ეს აურზაური ჩემმი ბრალია.
-არ გეწყინოს ქეით.
მიაყოლა თუ არა ცოტახანში ,უხერხული ღიმილით თავი დავუქნიე,შემდეგ კი წყალი მოვსვი დაღლილ დაქანცულმა.
-ბობი !! თუ გამოცდას ჩაბარებ ქალებში უნდა წაგიყვანო!
ამ სიტყვებით რომ მომიდგა ჰარი გვერდით უნებურად წყალი უკან გადმოვასხი!
რა ქალები!!!
ამის გამო ორიენტაციაც შევიცვალო?
-სად? კითხვა დავსვი იმ შემთხვევაში თუ არასწორად მესმოდა გაგებული,ამაზე კი ჰობიმ მხოლოდ გადაიხარხარა.
-რა იყო ვაჟიშვილი ხომ არ ხარ?
მე ამაზე დაბნეული სახით გავხედე ბიჭებს ,რა ვუთხრათქო!
რადგან სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა!
-გეყოს ჰარი!!
დაგავიწყდააა წესები?
პირადი კითხვები არ შეიძლება!
გადამარჩინა უცბად ლეონმა.
-ვაიმე ,არ არსებობს!!!
ვაჟიშვილი ხარ!!!
მაგრამ დასკვნები ადრიანი იყო ეს რომ წამოიყვირა და თან სიცილისგან რომ გაწვა ძირს.
-არ მიაქციო ყურადღება.
გავიგე ლეონის ჩურჩული ,ამაზე მე დაღლილმა ამოვიხვნეშე და სიცილსგან გალურჯებულ ჰარის გვერდი ავუარე.
-კარგით.. გვეყოს ,გვეყოს !!
ბობი მიდი შენ ვარჯიში გაგრძელე და ნურავის ნუ მიაქცევ ყურადღებას,ამაზე მნიშვნელოვანი საკითხებია აქ მოსაგვარებელი,ამას შენს გასაგონად ვიძახი ჰარი!
გავიგე კიდეც ჯიმის ხმა და პირდაპირ
ვარჯიშს დავუბრუნდი.

სულ გაოფლილი ვიყავი ამდენი ვარჯიშით და უკვე ცუდად ვიყავი!
ვოცნებობდი ყველაფრის მიუხედავად იანი მალე მოსულიყო შევემოწმებინე და ყველაფერი მალე დაგვესრულებინა !
რადგან უკვე ამდენი ვარჯიშის თავი აღარ მქონდა.
-ქეით,იანმა დამირეკა ახლახანს,მოდის!!!
მოემზადე და დაიმახსოვრე არ ინერვიულო არაფერზე!
მითხრა აღელვებულმა ჯიმმა და თმა შემისწორა.
-ჯიმ...მადლობა.
ვთქვი მე და ვიგრძენი შიში ,რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემში.

აი დადგა მომენტი ,რომელსაც ველოდი..ამ მომენტამდე კი მგონია საუკუნეები გამოვიარე.
ეს ორი კვირა ისე გაიწელა ,რომ უკვე აღარ მეგონა თუ დასრულდებოდა და მაინც ..რატომ არ მწამს ჩემმი თავის ,მე ხომ 24 საათი ვამზადებდი საკუთარ თავს,თავდაუზოგავად ვიბრძოდი რომ ამ დღეს მის წინაშე იდეალური ვყოფილიყავი.
მაგრამ შემოვიდა თუ არა მოსი მზერა მომხვდა თვალში და ყველანაირი სიმამაცე დავკარგე!
-იან!!!ეს რა არის,რა გჭირს??
ეს რომ იკითხა ჰარიმ მაშინღა ავხედე და მივხვდი კიდეც რაზე კითხა ეს.
ჩემმს წინ სულ დასისხლიანებული იანი იდგა და ეს სიხლი კი აშკარად არ იყო ცხოველის.
ამან კი მეტად შემაშინა..გამახსენა რომ იგივე მაისური შეიძლება ჩემმი ან მამას სისხლით მოესვაროს.
-დრო არ მაქვს ..შხაპი უნდა მივიღო .
გამოიყვანეთ და მანახეთ რა შეუძლია ,მეტი დროის დაკარგვას არ ვაპირებ მის გამო.
უემოციოდ თქვა და კრესლოში ჩაჯდა,
შემდეგ კი მშვიდად მოუკიდა სიგარეტს.

-შენ იცი წარმატებები ქეით..შენი იმედი გვაქვს,შენ ამას შეძლებ!
ხელი დამადო მხარზე ლეონმა, რომელიც ჩემმს გამხნევებას ცდილობდა,მე კი ნერწყვი გადავყლაპე შიშით და იანის წინ დავდექი ,იანმა ამაზე ნელა ამომხედა.
-დაიწყე..პატარა ბიჭო.
ჩაიღიმა ეშმაკურად  და სიგარეტის ბოლი გამოუშვა პირიდან,რომელმაც ხველება ამატეხინა ,მაგრამ ცოტახანში თავი დავიწყნარე და პირდაპირ იარაღისკენ წავედი.
ხელში ავიღე თუ არა ვიგრძენი რომ მიკანკალებდა ,მაგრამ თავს ყველანაირად დავაძალე რომ მოვდუნებულიყო ჩემმი სხეული !
ვიგრძენი კიდეც ცოტახანში რაღაც სიმშვიდე და ისე რომ არც მიფიქრია რაიმე ნეგატიურზე ,სამიზნეს დავუმიზნე და ვისროლე  !
ხოდა გამომივიდა!
როდესაც საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნე.
პირდაპირ შუაში მოვარტყი,ისე კარგად რომ მეც ვერ ვიჯერებდი ამას!
ბიჭებს გახარებულმა  რომ გავხედე
ყველა გაოცებული მიყურებდა და მათაც არ სჯეროდათ ეს!
იანი კი ისევ უემოციოდ იჯდა და უინტერესოდ მიყურებდა,მაგრამ ცოტახანში ნელა წამოდგა ფეხზე და ჩემსკენ წამოვიდა ,მე კი ყველაფრის მიუხედავად შემეშინდა და უკან დავიწყე წასვლა ,ისე რომ უცბად ნაბის შევეჯახე.
-ნუ გეშინია.
ჩამჩურჩულა ნაბიმ და წინ მიმწია ისევ .
იანი  უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, მე კი უბრალოდ გაყინული ვიდექი...რა უნდოდა?
რატომ მოდის ახლოს?
ამაზე ვფიქრობდი ,მაგრამ გასაქცევი გზა არ მქონდა ,უბრალოდ დაველოდები ადგილზე და რაც იქნება იქნება!
აი უკვე ჩემს წინ გაჩერდა ,ნელა თავი ამოწია და თვალი გამისწორა,მეც თვალებში ვუყურებდი ,იქამდე მანამ
უცბად  რამდენიმე წამში ისე რომ ვერც მივხვდი ,იატაკზე არ დამაგდო!
ხო უეცრად ცივ იატაკზე აღმოვჩნი ,მთელი ძალით ძირს დამანარცხა ...რატომ?
არ ვიცი!
ისე მეტკინა ზურგი ,ძლივს გავუძელი არ მეტირა!
დაბნეულმა ამ სიტუაცით საწყალი თვალებით ავხედე,ის კი მშვიდი გამომეტყველებით ნელა ჩამოიწია ჩემსკენ და რბილი ხმით მითხრა.
-კარგი იყო ..მომეწონა შენი პატარა გამოსვლა,მაგრამ მაინც უყურადღებო ჩლუნგი ბავშვი ხარ,არ იცი რომ ყურადღება არასოდეს არ უნდა მოადუნო მტერთან..თან ვხედავ რომ ჩხუბი არ შეგიძლია ბობ.
მტერი? თავის თავს ჩემმი მტერი უწოდა!
ანუ ეს მაცდური ღიმილი..მინდა რომ დავარტყა!
-ვისწავლი..ღრინვით ვუპასუხე და ძლივს თავს ძალა დავატანე რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს შეგიძლია პატარა? გავიგე ისევ ცივი ხმა ,ეს კი საკმარისი არ იყო ამას იარაღის დამიმიზნებაც მიაყოლა,თან პირდაპირ შუბლზე!
სულ პატარა მანძილი იყო ჩემს და იარაღს შორის.
ეს გამოცდააა...ეს გამოცდაა..მცდის...მხოლოდ ამას ვუმეორებდი ჩემმს თავს და ამის გამო არ მეშინოდა ამ წამს ასეთ სიტუაციაში,მაგრამ ვერ ვხვდებოდი რას ცდილობდა ამით!
იცის რომ მისი ისედაც ძაალიან მეშინია,
რა უნდა?
მეთამაშება?
თუ მხოლოდ მცდის?
-კი დარწმუნებული ვარ.
ვთქვი მტკიცედ და იარაღი ჩემი ხელით გავაწევინე ...ამას მეც ვერ ვიჯერებდი!
თუ როგორ ვიყავი მასთან ასეთი თამამი ,მაგრამ გამომივიდა!
ამ წამიდან კი უკვე ვიცოდი, რომ მზად ვიყავი მის გვერდით მემუშავა.
ჩემმი თავი გადავირჩინე და ამის დამსახურებით საკუთარი მამის სიცოცხლეც ვიხსენი!



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მომწონს . იანის რეაქცია მაინტერესებს როცა სიმართლეს გაიგებს :დ

 


№2 სტუმარი ll

ისე ძაან საინტერესოა როარიცის იანმა რო ბობი გოგოა :დდდ მარა იმედია მალე გაიგებს სიმართლეს <3

 


№3  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ძალიან მომწონს . იანის რეაქცია მაინტერესებს როცა სიმართლეს გაიგებს :დ

კიბატონო ეგ საიბტერესო იქნება :დ <3
დიდი მადლობაა❤️❤️

ll
ისე ძაან საინტერესოა როარიცის იანმა რო ბობი გოგოა :დდდ მარა იმედია მალე გაიგებს სიმართლეს <3

მადლობაა,მიხარიაა! ^^ ❤️❤️❤️
კი მალე გაიგებს ასე თუ ისე :დ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent