შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრობლემა იწყება შენით (ნაწილი-2)


27-08-2020, 19:25
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 293

ქეითის პოვ:
როგორ მინდოდა ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და ისევ ჩვეულებრივად გამეგრძლებინა ცხოვრება,მაგრამ სხვა რა გზა მქონდა?
ცხოვრებაში ხომ ხშირად ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა.
ამასთან შეგუება მომიწევს!
რადგან გუშინ უკვე დამირეკა ჯიმმა და მითხრა რომ ხვალიდან დავიწყებ ყველაფერს.
ხოო ,ხვალიდან მომიწევდა მააფის ლიდერის ,,მონა,, ვყოფილიყავი, თან როგორც ბიჭი .

მოგონება-გუშინდები დღე:
ჯიმი:ქეითს ვესაუბრები?
მე:კი მე ვარ,ვინ ბრძანდებით?
ჯიმი:ჯიმი..გუშინ შეგხვდი ,გახსოვს?
მე:*სიჩუმე* ჯიმ...კი გიცანი,რა ხდება...რამე მოხდა?
ჯიმი:კი..საქმე არც ისე კარგადაა...
მე:რატომ? რა მოხდა ჯიმ?
ჯიმი:ქეით იმაზე მალე მოგვიწევს ჩვენი გეგმის გაანხორციელება ვიდრე მე მეგონა.
ქეითი:ჯანდაბა...უკვე მიბარებს?
ჯიმი:კი უნდა რომ ხვალვე გნახოს და დარწმუნდეს რომ საკმარისად კარგი და გამოსადეგარი ხარ საქმისთვის.
მე:რა..ასე მალე? რა ვქნა ახლა?
რა გავაკეთოთ? ასე უცბად,ხვალამდე რას მოვასწრებთ?
ჯიმი:დამშვიდი,დამშვიდდი ყველაფერს მივხედავ !
ხვალ დილით მოგწერ მისამართს და იქ მოდი,ყველაფერს მივხედავ.
მე:კარგი..შენი იმედი მაქვს.
მოგონების-ის დასასრული.

მეც წარმოუდგნლად მიმაჩნდა
ის ფაქტი ,რომ შემეძლო მისი მოტყუება თითქოს და მე  ბიჭი ვიყავი,რადგან ვიცი და ყველასგან გამიგია როგორი ჭკვიანი და დაკვირვებულია,მაგრამ ჯიმი დამპირდა რომ ეს შესაძლებელია,მე კი მისი ნდობის მეტი არაფერი არ დამრჩენია.
დღეს დასვენების დღე მქონდა
და დასვენების მაგივრად
მიწევდა ნერვიულობით გამეყვანა დღე და საღამოთი საერთოდ კაცათ გამეგრძელბინა ჩემი უცნაური ცხოვრება,კარგი რაც იყო იყო, მაგრამ ჩემებს რა ვუთხრა?
ყველაზე მეტად ეს მაბნევდა .
-დედა, მამა სალაპარაკო მაქვს თქვენთან..რაღაც უნდა გითხრათ.
გამოვუცხადე დედას და მამას და მისაღებში ანერვიულებული მათ წინ დავდექი
-შენც? ჩვენც რაღაც უნდა გითხრათ ჩემო გოგო! ეს რომ თქვა მამამ თავიდან გამიკვირდა ,მაგრამ მის თვალებში რომ ვერ დავინახე რაიმე მძაფრი ემოცია ცოტა დავმშვიდდი..ალბათ ისეთი არაფერია,გავიფიქრე და უკვე გვერდით მჯდარ მამას გავხედე.
-ჯერ თქვენ თქვით.

-საყვარელო შეიძლება ამას რომ გაიგებ ცოტა გაბრაზდე,მაგრამ იმედია მომცემ ნებას რომ აგიხსნა.

-მითხარი მამა.

-დღეს ბრუნო ჩვენთან მოდის ,შენი ხელი უნდა გვთხოვოს!
ერთი ამოსუნთქვით თქვა და იმ წამსვე თვალი ამარიდა...ჯანდაბა, თავიდან მეგონა ხუმრობდნენ.
-ხუმრობთ ხო? სიცილით ვიკითხე,მაგრამ მათ სახეებს ხუმრობის არაფერი არ ეტყობოდათ,რაზეც მივხვდი რომ სიმართლეს იძახდნენ!
-რაა?რა ხელის თხოვნა...არა ,არა! გაგიჟდით ? ყველა გაგიჟდით??
რა ხელის თხოვნა? არ ვარ თანახმა.
ვთქვი მე და ფეხზე განრისხებული წამოვდექი!
-შვილო ,მოიცა ყველაფერი დაგეგმილია..ბავშვობიდან ერთმანეთი გიყვართ,ბრუნომ კი თქვა რომ ცოტა დრო დაგჭირდება ,მაგრამ მის წინადადებას დათახმდები! ეს რომ მითხრა მამამ,მეტად გავღიზიანდი!
ეს დამპალი ბრუნო,რეებს ხლართავს?!
-რეებს იძახით! მამა მე ის არ მიყვარს!
მე რატომ არ მეკითხები რას ვგრძნობ? მხოლოდ ბრუნოს უსმენ რასაც გეტყვის?
არ შემიძლია,მე მას  ცოლად ვერ გავყვები,ვერასოდეს!
ვთქვი მე და ოთახისკენ გაბრაზებული გავიქეცი ,უკან კი ორივე გამომედევნა.
-შვილო!
ამაზე მე ორივეს მივუტრიალდი.
-აქედან მივდივარ..ამის თქმა მინდოდა!
კარგი სამსახური ვიპოვე და მომიწევს ამის გამო აქაურობა დავტოვო.
მე ჩემმს მომავალს ვგეგმავ თქვენ კი უკვე ვიღაცაზე მათხოვებთ,როგორ შეგეძლოთ ასეთი რაღაცის გაფიქრებაც კი.
ვთქვი იმედგაცრუებულმა და ოთახში შევედი.
-სად მიდიხარ?!არსად არ გიშვებ!
უკან  დედა ამ სიტყვებით გამომედევნა,მის თვალებში აშკარა ცრემლები ჩანდა.
-შვილო სახლში დარჩი!
აყვა მას  მამაც.
-ბოდიში..სხვა გეგმები მაქვს და ბრუნოს ვერ გავყვები ცოლად.
ამისთვის არ გავჩნდი ამ ქვეყნად რომ ბრუნოს ცოლი გავხდე და მორჩა !
მეტად სერიოზული მისისთვის ვარ აქ..მამა უნდა გადავარჩინო.
გავიფიქრე თან და თვალები უნებურად ჩამიცრემლიანდა.
მეტად რომ არ შემეტოპა კარები სასწრაფოთ მოვხურე და უკან მოვიტოვე ორივე მათგანიც.

მათ უნდათ რომ პატარძალი ვიყო
და ოჯახი შევქმნა მე კი სულ სხვა გეგმები  მაქვს.
მამა და ჩემი ოჯახი უნდა გადავარჩინი..დედა,მამა
მაპატიეთ.


ჯიმის pov:
-სად არის აქამდე...
ნერვიულობით ვერ ვისვენებდი ერთ ადგილას!
უკვე 8 იყო დაწყებული ,ხალხი რომელიც იანის  ჩუმად მოვიყვანე
მას უცდიდა რომ ასე ვთქვათ მისთვის კაცის გარეგნობა მიეცათ,მაგრამ ის ჯერ აქაც არ იყო და თან ვერც ვუკავშირდებიდი!
-გადაიფიქრა? ჩემს თავს ამ კითხვას გამუდმებით ვუსვამდი და თან ნერვიულობისგან გიჟს ვგავდი.
-ჯიმ..ეს სიმართლეა?
გავიგე უცბად უკნიდან ნაბის ხმა და უეცრად შევხტი!
-რა..რაზე ლაპარაკობ?

-კარგი რა...ვიცი შენი პატარა საუდუმლო.
ბოლო წამს ახლოს მოიწია და ეს მიჩურჩულა,რაზეც თვალები გადავატრიალე.
-შენ მაინც როგორ  გაიგეეე?!!
ვიკითხე მობეზრებული სახით.
-ლეონმა მითხრა!
მიპასუხა  სიცილით ნაბიმ!
მე კი ყურებს ვერ ვუჯერებდი !
მხოლოდ ლეონს ვუთხარი და უკვე ნაბიმ და ჯოშუამ იციან..ამდენი არ მჭირდებოდა ამ საქმეში!
-ერთი სული მაქვს ვნახო..ლამაზია?
იკითხა ჯოშუამ  ღიმილით,მე კი ამაზე მკვლელი სახით გავხედე.
-ზედმეტად არ შეიმჩნიოთ რომ ის ჩვენაირი არაა,არც ზედმეტად კარგად არ მოექცეთ და არც პირიქით,ფრთხილად უნდა ვიყოთ..ისე მოექეცით როგორც ყველას !
თითქოს ბიჭია ,გესმით??!!
გავაფრთხილე ორივეს მკაცრად და კიდევ ერთხელ გავუშვი ზარი
ქეითისთან.

ქეითის პოვ:
ჯიმი გაუჩერებლად მირეკავდა, მე კი ვერ ვპასუხობდი,რადგან მისაღებში ბრუნოსთან და მის მშობლებთან ერთად ვიჯექი .
ჩემი მშობლები კი უხსნიდნენ მიზეზებს თუ რატომ ვერ გავყვებოდი მას ცოლად და პლიუს მილიონჯერ მოუხადეს ბოდიში !
იმის გამო რაც მათი ბრალიც კი არ იყო.
ტყუილი დაპირებები??
ეს ყველაფერი ხომ ბრუნოს ბრალია!
ჩემმი მშობლები რატომ იხდიან ბოდიშს?
ერთი სული მაქვს ყველაფერი დასრულდეს,ბრუნოს ვუთხრა რაც ეკუთნის და შემდეგ  კი წავიდე!
მაგვიანდება ამ სისულელის გამო!  -ქეით ..შეგიძლია ცოტახანს გარეთ გამომყვე? ცოტახანში  ბრუნოს კითხვა მომესმა,მეც ეს არ მინდოდა!?
დავეთანხმე და უკან გავყევი,მან კი რატომღავ ხელი ჩამკიდა და ისე გააგრძელა გზა...უხერხულია.
-გისმენ ...რა ხდება? შევხედე ბრუნოს უემოციო გურგრილი გამომეტყველებით...ერთი არასწორი სიტყვა და დაერხევა !
-უარი რატომ თქვი?? ეს რომ მკითხა არ ვიცოდი მეცინა თუ მეჩხუბა!
მაგრამ მის თვალებში რომ უდიდესი სევდა და წყენა შევნიშნე ვამჯობინე რომ წყნარად გამეცა პასუხი..
იქნებ მართლა არასწორად გაიგო ჩემმი გრძნობები?
-ბოდიში,არ ვარ ამისთვის მზად და თან...ბრუნო...მეგობრულად გიყურებ ბავშვობიდან,ნუთუ ამას ამდენიხნის შემდეგაც ვერ მიხვდი?
ვთქვი მე და თვალი გავუსწორე.
-ქეით..მესმის,მაგრამ მინდა იცოდე,რომ მე არასდროს არ დავნებდები.
არ გავჩერდები სანამ შენს სიყვარულს არ მოვიპოვებ!
უეცრად ეს წამოყვირა ბრუნომ თუ არა და შოკში ჩავარდი..გაგიჟდა?
-ბრუნო გეყოფა! ეს თამაში არ არის,ნუ ჯიუტობ და დანებდი უბრალოდ.
აზრი არ აქვს , გაიგე გთხოვ..ბოლოს იცოდე გული გეტკინება.
მოვკიდე ბრუნოს მხრებზე ხელი დაწყნარების მიზნით ,რაზეც
მან აღარაფერი აღარ მითხრა
და უბრალოდ უსიტყვოდ დამტოვა.
ალბათ გული ეტკინა ამ სიმართლის გამო,მაგრამ სჯობს იცოდეს რომ აზრი არ აქვს .

ცოტახანს იგივე ადგილას დგომის შემდეგ   მეც უკან გავყევი და სახლში შესულს აღარავინ არ დამხვდა ,მხოლოდ იმედგაცრუებული დედა და მამა .
მე კი ჩემი ოთახისკენ გავემართე,ჩემოდანი ავიღე და წასასვლელად გავემზადე!
უკვე გამზადების პროცესში კი უეცრად უკნიდან ხმა მომესმა.
-არ მომწონს ეს იდეა..შენ სახლში უნდა იყო.
არ ვიცი ქეით როგორ გაგიშვა..ისიც არ ვიცი რისთვის გიშვებ,შენზე ვნერვიულობ. მამას ხმა ვიცანი და ღრმად ჩავიხვნეშე,მაგრამ მაინც არაფერი არ ვუპასუხე .
-არ წახვიდე!
გავიგე დედას ნამტირალევი ხმაც,რაზეც უკვე თავი ვეღარ შევიკავე და მივუტრიალდი.
-დედა პატარა აღარ ვარ .
23 წლის ვარ და დროა მეც რაღაც გავაკეთო,მე ჩემი ოცნებები  და მიზნები მაქვს .
ვთქვი მე და კარებისკენ წავედი.
ორივეს ძლიერ და თბილად ჩავეხუტე. -მიყვარხართ.
ეს სიტყვა  აცრემლებული თვალებით დავუტოვე  და იქვე მდგარ ტაქსში ჩავჯექი.
ძლივს დავითანხმე ტაქსი რომ იმ ტერიტორიაზე მივეყვანე  ,რადგან ყველამ კარგად იცის ამ უბანში რომ ეს აკრძალული ტერიტორიაა!
ჩემი მშობლები,სახლი,მეგობრები და სამსახური!
ყველაფერი მომენატრებოდა ,მაგრამ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი ,არანაირი სევდა .
ქეით ამ დღიდან შენ კაცი იქნები ...უმეორებდი ჩემს  თავს და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი .
ადგილზე მივედით თუ არა არც დავფიქრებულვარ ,ზედმეტი ყოყმანის გარეშე მანქანიდან გადავედი და უდიდესი შენობისკენ საკუთარი ფეხებით გავემართე.
ვგრძნობდი როგორ მივაბიჯებდი ჩემი ფეხით ჯოჯოხეთისკენ ,ხიფათისკენ და შიშისკენ !
თავი საშინელებათა ფილმში მეგონა .
ტერიტორა
ნამდვილ კოშმარულ სიზმარს მოგაგონებდათ .
ჩაბნელებული ქუჩები, ხმაური,
ყვირილი ,არც კი ვიცოდი
ასეთი საშინელებაც თუ იქნებოდა!
ნელა მივუახლობდი დიდ შენობას ..სველი გზა მთვარის შუქზე ბრწყინავდა სახლის კარი კი ღიად მე მელოდებოდა თითქოს
იქ კი ვიცოდი სახიფათო მააფის დაჯგუფება დამხვდებოდა ,რომელზეც ყველა ლაპარაკობდა .
მალე მეც მათი ნაწილი ვიქნებოდი!
კართან ერთი ახალგაზრდა ბიჭი შემეჩეხა ,რომელმაც თავისი უეცარი გამოსვლით შემაშინა.
-ჰეი!!გამარჯობა..მე ნაბი ვარ ,შენ ალბათ ქეითი ხო?
მითხრა სიმპათიურმა ბიჭმა ღიმილით, მეც დაბნეულმა თავი დავუქნიე ,ის კი წინ გამიძღვა და მითხრა. -მომყევი .
მეც ჩუმად უკან გავყევი .
ცოტახანი რომ ვიარეთ დაუსრულებელ გრძელ კოლიდორებში , ერთ კართან გავჩერდით !
ბიჭმაც კარი შეაღო და დაიძახა .
-მოვიყვანე! ამაზე ყველა ჩემსკენ წამოვიდა.
-სად ხარ აქამდე??მალე იანი მოვა იცი? რა მოვასწროთ ამ პატარა დროში?!
ჯომი პირდაპირ ჩხუბით გამოემართა ჩემსკენ  და სკამზე  დამსვა!
შემდეგ კი ერთი სიტყვა იყვირა !
-დაიწყეთ!
წამოიძახა ეს თუ არა და ხალხი მე მომეხვია.
ზოგი რას აკეთებდა ,ზოგი რას!
ვეღარ ვიგებდი ვინ რას აკეთებდა.
-მოიცა,მოიცა! ეს რა არის?
ვიკითხე  მე და მაკრატელი გავწიე შეშინებულმა.
-თმა უნდა შეგჭრათ.
მითხრა გოგონამ მშვიდად,რაზეც შევიცხადე.
-რაა??ესეც საჭიროა!?
გავხედე მოწყენილმა ჯიმს ,ამაზე კი ჯიმმა თავი დამიქნია .
-ჩოლკაც! დაიძახა თან ,ამაზე მე თვალები დავხუჭე და საშინელი მომენტისთვის თავი შევიმაზადე.
ვგრძნობდი როგორ მეცემოდა ფეხებზე ჩემი გრძელი ფუმფულა თმა და გეფიცებით კინაღამ ვიტირე !
სახეზე რომ მორჩნენ შემდეგ არც დამაცადეს ჩემი თავი მენახა ,ტანს მიადგნენ.
-რას აკეთებთ?!! წამოვიძახე მე რომ დავინახე რომ მაიკას მხდიდნენ.
-ბოდიში,უბრალოდ ძაალიან ვჩქარობთ!ბიჭებო გადით!
წამოიძახა ქალმა და ბიჭებმაც დატოვეს იქაურობა !
ქალმა გამწარებულმა სასწრაფოთ მაიკა გამხადა, შემდეგ კი მკერდზე გრძელი მატერია შემომიჭირა, ისე რომ არც მეტყობოდა რამე თუ მქონდა.
-ვერ ვსუნთქავ..ვთქვი მე შეწუხებული საცოდავი ხმით,რაზეც ქალმა სიცილით ამომხედა.
-შეეჩვევი!
მითხრა სიცილით და ტანსაცმელების მორგება დაიწყო ჩემზე!
ამის შემდეგ ბიჭის ტანსაცმელებიც რომ ჩამაცვეს უკვე მზად ვიყავი...მორჩა?
-დილა საღამოს მიიღე ეს სითხე..ხმას დაგიბოხებს.
მითხრა გოგომ და სითხით სავსე პატარა ბოთლი მომცა ხელში .
-მადლობა.
დავუხარე ყველას თავი და სარკისკენ მივტრიალდი და აი დავინახე  ჩემი თავი ... დავინახე და უცბად უნებურად წამოვიყვირე !
სულ სხვა მეგონა ,ის ადამიანი რომლის ანარეკლსაც ვხედავდი.
საერთოდ არ ვგავდი ჩემს თავს და მართლა კაცივით გამოვიყურებოდი!
-შესანიშნავია!
წამოძახა ჯიმმა ღიმილით,რაზეც შეშინებულმა შევხედე.
-ეს მე ვარ? ვიკითხე ხელის კანკალით,რაზეც ვიღაცის ხელი ვიგრძენი მხარზე.
-მაგარად გამოიყურები ძმაო!
მომესმა იმ ბიჭის ხმაც ,რომელიც შენობასთან პირველად შემხვდა!
ნაბი?? ხელი ისე გადამხვია როგორც ძმაკაცს.
-მ..ადლობა..ვთქვი მე დაბნეულმა და შეშინებულმა ავხედე.
-ოღონდ ის სითხე დალიე ,გოგოს ხმა გაქვს!
ჩაიცინა მეორემ, რომელიც სულ ჩუმად იყო რაც აქ მოვედი და გავიცანი.
-გეყოთ ნაბი ,ჯოშუა!
მოშორდით თავიდან!
სჯობს მომაფიქრებინოთ რა დავარქვა?
ჩაფიქრდა ჯიმი და ყველას სათითაოდ შემოგვხედა.
-სერგო! წამოძახა სიცილით ნაბიმ,
ამაზე ყველამ მას შევხედეთ.
-არ მინდა ეგ სახელი.
გავხედე გაფართოვებული თვალებით.
-კარგი ხო მოიფიქრეთ თქვენ!
თქვა ნაბიმ.
-მე ვიცი!!ბობი კარგი სახელია!
თქვა ჯიმმა გახარებული სახით ,საბედნიეროდ კი მეც მომეწონა ეს სახელი .
-ბობი...კი კარგია!
დავეთანხმე მეც.
კარგი სახელია ბობი...ეს იქნება ამიერიდან ჩემმი სახელი და ასე გამიცნობს იანსაც.

-მაგრამ ისე მაინც ..ამმმ ...გოგოს გავს.
ცოტახანში თქვა უხერხულად ჯოშუამ და თან მორცხვი ღიმილით გამომხედა,რაზეც შემრცხვა და თვალი ავარიდე .
-მერე რაა!!როგორც ლამაზი ბიჭი ისე გამოიყუება!!ლამაზი ბიჭები არ არსებობენ?
მაგალითად ჩემნაირები?!
თქვა სიცილით ჯიმმა,ამაზე კი ნაბიმ მხარზე დარტყა ხელი სიცილით ,შემდეგ კი მიამატა .
-ჯერ რითი დავიწყოთ? ხომ იცი იანი დაკვირვებულია და პატარა შეცდომაც კი ეჭვებს გაუჩენს,დრო კი არც ისეთი დიდია.
ეს რომ გავიგე ავნერვიულდი და საწყალი თვალებით გავხედე ჯიმს ,რომლისგანაც დახმარებას ველოდი.
-ვიცი ნაბი,ყველაფერი კარგად ვიცი,მაგრამ ამ წამს ის არ ვიცი საიდან დავიწყოთ.
ამოიხვნეშა ჯიმმა და თავი ჩახარა.
-მოდი მთავარი ვასწავლოთ ჯერ!
წესები,ხომ იცი წესები ყველაზე მნიშვნელოვანია ..
გავიგე ნაბის წამოძახილი,რაზეც მეტად დავიბენი..რა წესებზეა საუბარი?
-რა?წესები? ვიკითხე კიდეც.
-ხოო წესები..ეს სულ დამავიწყდა,რადგან იანი მოწესრიგებული კაცია ,მას ყველაფრის კონტროლი უყვარს თავისი წესებით,ამ წესების დაზეპირება კი შენც მოგიწევს.
ახლა დაკვირვებით მომისმინე!
თქვა და თავისკენ შემატრიალა,რაზეც მთლიანად მასზე ვფოკუსირდი!

-წესი პირველი: მის ოთახში
არ შეხვიდე თუ თვითონ არ დაგიძახა,ან თუ ამისი დიდი საჭიროება არ გამოჩნდა!
წესი მეორე: იანს მხოლოდ ძალიან ახლობლები ვეძახით,მეგობრები და კოლეგები,შენ კი არავითარ შემთხვევაში არ მიმართო ამ სახელით!
წესი მესამე: არ შეეხო,არ მიეკარო,არ უყურო თვალებში,არ შეეპასუხო,გაითვალისწინე მისი ბრძანება და არასოდეს ,არასოდეს არ გააბრაზო.
წესი მეოთხე:დაემორჩილე და მისი წესები არ დაარღვიო,მიეცი ნება გაკონტროლოს,არ ეცადო შეეწინაღმდეგება და პატივი ეცი მის აზრს.
და ბოლოს მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: არასდროს დაუსვა კითხვები პირად ცხოვრებაზე,საკუთარ თავზე,თავის ოჯახზე ,წარსულზე და პირად ურთიერთობებზე.
არასოდეს!
რადგან ვინც კი როდესმე ამ თემას შეეხო ,აქაურობა არასახარბიელო მდგომარეობაში დატოვა.

ასე დაასრულა ჯიმმა საუბარი და შემდეგ სერიოზული სახით მკითხა.
-შეძლებ ამ წესების შესრულებას?
ნერწყვი სიმწრით ჩაყლაპე და ამ წამს მივხვდი თუ რამხელა სიფრთხილე მმართებდა მასთან.
-კი ყველაფერი გავიგე და პირობას ვდებ რომ ამ წესებს არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევ.
ვთქვი მე ამაყად და გააზრება დავიწყე ამ წესების, მაგრამ ვინ დაამაცადა რომ ??
-გეყოფა ფიქრი,ახლა ამის დროა ?
სასწრაფოთ გამომყევი უკან,მინდა ვნახო რა შეგიძლია!
წამოიძახა ჯიმმა და გარეთ გავიდა, მეც უკან გავყევი დაბნეული
თან იმ სითხეს დალევის პროცესში ვიყავი რომელიც მომცეს.

-აი აქ ..შედი.
თქვა ჯიმმა და კარი გამიღო ,მეც შევდგი თუ არა ფეხი
აქეთ -იქით დავიწყე ყურება და დაკვირვებით შევათვალიერე პატარა ოთახი!
ოთახში კი რამდენიმე სამიზნე იყო მხოლოდ,ამ სამიზნების  წინ კი სხვა და სხვა იარაღები იყო განლაგებული.
-აქ რა გვინდა? გაფართოვებული თვალებით გავხედე,რაზეც იარაღზე მიმანიშნა.
-მინდა სამიზნეს ესროლო.
ამის გაგებაზე გულმა დამარტყა რამის!
არასოდეს არ მქონია იარაღებთან შეხება,ვინმეს რომ გავარტყა და მოვკლა!?
-მიდი.
ჯიმის მკაცრმა ხმამ გამომაფხიზლა,რაზეც ხელის კანკალით მივუახლოვდი მაგიდას,შემდეგ კი ნელა გავიკეთე სათვალე ,რომელიც ნაბიმ მომცა ,ამას კი მალე იარაღიც მოაყოლა,რომელიც ძლივს დავიჭირე!
-რატომაა ასეთი მძიმე?
ამოვიწუწუნე მე  ,რაზეც ვიღაცის ხმაზე შევხტი.
-არასწორია!
ეს ჯოშუა იყო ,რომელიც მალევე  გვერდით მომიდგა და იარაღი სწორად დამაჭერინა.
-ნაბი,ჯოშუა ამას თქვენ მიხედეთ!!მოამზადეთ ,მე აქედან დავაკვირდები ,თქვენი იმედი მაქვს!თქვა ჯიმმა და შუშის იქიდან დაკვირვებით დამიწყო ყურება.
-ხედავ?!სამიზნე რომ არის იქ უნდა მოარტყა ,ასე დაიჭირე და  პირდაპირ დაუმიზნე!
დამიწყო ახსნა ჯოშუამ,მას კი მალე ნაბიც აჰყვა,
-მოდუნდი,ნუ ხარ ასეთი დაძაბული თუ არ გინდა რომ ჭერი გახვრიტო ან ვინმეს ტვინი!
ბოლო სიტყვა სიცილით დაასრულა,რაზეც ჯოშუამ დაბღვერილმა გახედა.
-ნუ აშინებ.
გააფრთხილა თან და შემდეგ ისევ მე მომიტრიალდა.
-არავის ტვინს არ გახვრეტ ნუ გეშინია,მიდი დაუმიზნე და ესროლე,შენ ამას შეძლებ!
გამამხნევა ჯოშუამ,რაზეც ღიმილით დავუქნიე თავი,თავდაჯერებულობა მომემატა!
-გმადლობთ ბიჭებო..მგონი გამომივა!
ვთქი მე და გულ გახეთქილმა პირზე ხელი ავიფარე,რადგან რატომღაც უკვე  ბოხი ხმა მქონდა !!
მეც ვერ ვიჯერებდი,მაგრამ ამ სითხემ იმუშავაა!
კაცის ხმა მაქვს!
-კარგი ახლა უკვე მართლა ბობი ხარ,ძმაო ბობ მოემზადე..1...2...,3...ისროლე!
წამოყვირა ნაბიმ და მეც სასხლეტს ხელი გამოვკარი,მაგრამ უეცრად რაღაც საშინელი მტვრევის ხმა რომ გავიგე ,მივხვდი რომ არც ისეთი კარგად გამომივიდა.
თვალები გავახილე და დავინახე კიდევ რომ მიზანს ავაცილე,ნუ  ასეც არ ითქმის მგონი,რადგან  სულ სხვაგან მოვარტყი ტყვია !
ნასროლმა ტყვიამ კი  რამის  კარი ჩამოამტვრია ...ნუ ხო ,პირველ ჯერზე არ გამომივიდა,მეორეთ კი მგონი აღარც ვცდი!
რადგან ჯერ ფსიქოლოგიურადაც მინდა მომზადება..არ ავაცილებდი შიშისგან რომ არ მეყვირა და თოფი ხელიდან რომ არ  გამეგდო  შემდეგ!
ყველაფერი კი ჩემმი ძირს დაცემით დავასრულე.
-ეს როგორ მოახერხე??!!
მომვარდა ანერვიულებული ჯიმი და ფეხზე წამომაყენა,მე კი ძლივს მესმოდა ხმა,მთელი ყურები დაგუბებული მქონდა იარაღის ხმის გამო!
-კარგად ხარ?
მკითხა ნერვიულობით,
მე კი შეშინებულმა მხოლოდ თავი დავუქნიე .
შემდეგ კი სიჩუმე...ჯიმმა კარის ხმაზე ვიღაცისკენ გაიხედა და რატომღაც თვალები გაუფართოვდა.
რა ხდებოდა ვერ მივხვდი,მანამ მისი ხმა არ მომესმა.
-იმედგაცრუებული ვარ ჯიმ,რადგან ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთი სუსტი იქნებოდა.
უკნიდან მომესმა ეს ხმა და ამას ფეხის ნაბიჯებიც მიყვა თან, მეც ნელა უკან მივტრიალდი ,იმის გასარკვევად თუ ვინ იყო ეს ...წინ კი ის დამხვდა...სწორედ რომ ის... სახელ გალთქმული...ყველასთვის ცნობილი კრიმინალი,ადამიანი რომელიც ყოველ ადამიანში შიშს აღვიძებს.
იამ მილერი ..შევხედე თუ არა მისი ბასრი და ცივი მზერა მომხვდა თვალში!
მართლა სახიფათო
გარეგნობა ჰქონდა და მისი თვალები ...ღმერთო ,თვალს  მართლა ვერ ვუსწორებდი !
-შენ რაში უნდა გამოგიყენო? გოგოსავით სუსტი ჩანხარ,არც ძლიერი სხეული გაქვს,შენი გარეგნობაც კი ნებისმიერს მიახვედრებს რამდენად სუსტი და დაუცველი ხარ მათ წინააღმდეგ.
თქვა უემოციოდ მან და მეტად მოგვიახლოვდა,ამაზე ჯიმი რატომღაც მეტად გადამეფარა თავისი დიდი სხეულით,თითქოს და მიცავსო.
-ჯიმ გააიწიე სასწრაფოთ,სანამ ეს მე არ გაგაკეთებინე.
სახიფათოდ მშვიდად უთხრა,რაზეც ჯიმმა გამომხედა და თვალებით მანიშნა რომ არ მენერვიულა,შემდეგ კი გაიწია.
აი გამოჩნდა ის,მისი ბასრი და ცივი გამომეტყველება პირდაპირ ჩემსკენ იყო მომართული და მთლიანად მათვალიერებდა,თავიდან ფეხებამდე!
მაგრამ რასაც არ მოველოდი ის იყო ,რომ ის უეცრად ჩემსკენ დაიხარა და მკლავზე ხელი მომიჭირა, სადაც რა თქმა უნდა კუნთებს ვერ იგრძნობდა,ეს კი მხოლოდ ამის შესამოწმებლად გააკეთა.
-არც კუნთი ,არაფერი საერთოდ...გოგოს გავხარ სხეულითაც და გარეგნობითაც.
დარწმუნებულები ხართ რომ
ესაა მისი შვილი,თან ბიჭი?
გახედა უემოციო სახით ჯიმს ,მან კი თავის მართლება დაიწყო .
-რას ამბობ?! რა თქმა უნდა კი!!
ესაა მისი ვაჟკაცი,ნუ მოგატყუებს მისი გარეგნობა!! ამისთანა...ბიჭები...შენ იცი ..როგორები არიან...ამმ..ამმ...მაგარი ბიჭია..ლამაზი თუა ანუ არაა ძლიერი??
კითხვით დაასრულა  დაბნეულმა წინადადება,შემდეგ კი ნერვიულობით მე მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა.
-რამე გაკეთეე!!
ამაზე მე შეშინებულმა ავხედე !
-რა? ვიკითხე პანიკაში მყოფმა ჩურჩულით!
ჯიმმა კი უსიტყვოდ ხელი მკრა და წინ მიმწია.
-გამარჯობა,ბატონო იან ...ვიცი ჩემზე გსმენიათ ,მაგრამ მაინც გაგეცნობით.
ჩემმი სახელია ბობი და დაგიმტკიცებთ რომ გამოსადეგარი ვარ თქვენთვის!
ასე რომ თქვენს მეგობრად მიგულეთ,ისე როგორც ძმაა!
ვთქვი მე როგორი ხმამაღლაც შემეძლო და თან ვიკაცე ვითომ და ხელის ჩამოსართმევად ვაჟკაცურად გავუწოდე ხელი!
-ღმერთო ჩემო.
გავიგე უკნიდან შეძრწუნებული ჯიმის ხმა და ნაბის და ჯოშუას სიცილიც მიჰყვა ამას!
შემდეგ კი იანს შევხედე შეშინებულმა,ის კი ისეთი სახით მიყურებდა მეგონა წუთი წუთზე მიმასხმევინებდა ტვინს!
რა ვქნა? რა ვქნა?!! კაცები რას აკეთებენ ხშირად!!
როგორ დავანახო ჩემმი მამაკაცურობა!!
ტვინი გადამეწვა ამ ფიქრებით და ბოლოს რაც მომივიდა აზრად ის გავაკეთე...გადავიფურთხე...ხო..არ მოგესმათ...ოთახში გადავიფურთხე..თან ისე რომ მგონი ეგეც არ გამომივიდა.
აი ახლა კი მართლა მომკლავს!
და მართლაც !
მისმა ყვირილმა შეძრა ოთახი !
შემდეგ კი მკლავში მწვდა უხეშად!
-იდიოტოო! ოთახში არ ვაფურთხებით..რას აკეთებ!!?
ზიზღით მიყურებდა და ხელს მთელი ძალით მიჭერდა,მე კი უკვე ჩაფსმას ვაპირებდი შიშისგან!
-გაბედე და კიდე გააკეთე ესეთი რაღაც ჩემმს თვალწინ,ნახავ რას გიზავ!
თქვა სერიოზული ტონით და ხელი უხეშად მიშვა და შემდეგ იმედგაცრუებული კარისკენ წავიდა..მიდის?
არა! ესე არა!! მინდა რომ კარგი შთაბეჭდილება დავტოვო მასზე!
-მე ჭიდაობაზე დავდიოდი!!
წამოვიძახე უეცრად არსაიდან,რაზეც უკვე   ჯიმი მომვარდა უკნიდან და პირზე ხელი ამაფარა,შემდეგ კი საცოდავი ღიმილით შეხედა უკვე ჩემსკენ მოტრიალებულ იანს.
-ხოო?? აგდებული ტონით იკითხა და შემდეგ ჯიმს შეხედა.
-ხელი გაუშვი, მომიახლოვდეს.
თქვა ეს თუ არა გადაწყვეტილება ვინანე, მაგრამ აზრი??
არ გავჩერებულვარ,გავაგრძელე!!!!
-განახოთ? ვიკითხე  ნერვიულობით და უკვე მის წინ მდგარმა ხელი მოვკიდე მხარზე ,მან კი ამაზრზენი თვალებით შემომხედა...ვერც კი ვხვდებოდი მე სულელი რა ხდებოდა,მანამ ჯიმის ხმა არ მისწვდა ჩემმს სმენას!
-წესები!! გავიგე ჩუმი გამოძახილი  და იმ წამსვე ხელი გავუშვი!
ცოტახანი მისი თვალები ისე მიყურებდნენ მეგონა ამ ხელს ძირში მომატეხავდა.
-ბოდიში.
სასწრაფოთ ბოდიში მოვიხადე ,იმ იმედით რომ ხელს არ მომტეხდა!
მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი რომ შეიძლება ამ ჩემი გულუბრყვილო ბოდიშით უფრო გამერთულებინა ყველაფერი, მაგრამ მგონი არა...რადგან მისი გამომეტყველება ცოტა მოდუნდა,ბოლოს კი ხმაც ამოიღო .
-კარგი ,კარგი გეყოფა...არაა საჭირო ეს ყველაფერი, რასაც აკეთებ !
შენგან მეტს არც მოველოდი,ასე რომ მთავარია მომავალში საქმეში როგორი იქნები,ახლა კი ამ ყველაფერზე თვალს დავხუჭავ.
მომზადება გჭირდება ,თანაც ძაალიან დიდი ,ეს კი მჯერა რომ დაგეხმარება,მაგრამ მოდი პირდაპირ გეტყვი დიდად აუტანელი ვიღაც ჩანხარ ,ასე რომ ეცადე არ დამელაპარაკო და როდესაც დამინახავ მომერიდო,თორემ ვერ დაგპირდები იმას რომ ამ პატარა უტვინო თავს არ გაგიხვრეტ.
ეს თქვა თუ არა და მგონი სულ გავფითრდი...მოკვლით დამემუქრა?
ამის შემდეგ კი უბრალოდ  ცივად და უხეშად გამწია იქით.
-ჯიმ..მიხედე და როგორც ნამდვილ მაფიოზს შეეფერება ,ისე მოამზადე .
2 კვირაში  კიდევ შევამოწმებ და ყველაფერი უნდა იცოდეს!
აღარ დავინახო მსგავსი არაფერი,თორემ მას თქვენც ზედ მიყვებით,გასაგებიაა?
სახიფათოთ ბრძანა  მან და ჯიმს მიუახლოვდა.
-იცოდე შენზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე,გაამოასწორე მანამ  არ გადამიფიქრებია ყველაფერი.
დაამატა ცივად და ამის შემდეგ ოთახი დატოვა.
ძაალიან უცნაურად ვგრძნობდი თავს ,ისეთი სახიფათო ჩანდა,
მაგრამ არც ისეთი უგრძნობი  და სასტიკი როგორიც  მეგონა!
რადგან იმის შემდეგ რეებიც ცოტახნის უკან ვაკეთე,მეორე შანსი მაინც მომცა!
იქნებ არც ისეთი ცუდია..მის თვალებში იმაზე მეტი ამოვიკითხე ამ რამოდენიმე წუთის მანძილზე, რომ უკვე იმაზე ვფიქრობ როგორია სინამდვილეში დიდი იან მილერი!
თვალს ვერ ვუსწორებდი  ნორმალურად,მაგრამ მაინც თითქოს ვხედავდი მის შავ თვალებში რაღაც ძლიერს ,რაღაც მტკივნეულს..სევდას..დიდ სევდას.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან ძალიან მაგარია მალე დადე რა საწყალი გოგო :( :დ

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ძალიან ძალიან მაგარია მალე დადე რა საწყალი გოგო :( :დ

მიხარია რომ მოგწონს ❤️❤️ კი მალე დავდებ ❤️

 


№3 სტუმარი ll

ძალიან კარგიაა!!!❤️ არ მოგატყუებ და ბევრიც ვიცინე ამ თავზე :დდდ იმედი მაქვს საინტერესოდ განვითარდება მოვლენები<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent