შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სპორტის მასწავლებლები (თავი 1)


29-08-2020, 15:58
ავტორი EllaTriss
ნანახია 5 599

წვიმდა. წვიმის წვეთები ხმაურით ასკდებოდნენ უზარმაზარ ფანჯრის მინას და შიგნით შემოღწევას უშედეგოდ ლამობდნენ. თითქოს ღვთის რისხვა იყო, დილის საათებში მთლიანად ჩაშავებულიყო ცა. ძლიერი ქარი თავის ნებაზე ათამაშებდა საავადმყოფოს ეზოში მდგარ ჭადრის ხეებს. ხმამაღალ გრუხუნს თან ერთვოდა სასწრაფოს სირენის ხმა, რომელიც გამაყრუებლად ჩაესმოდა 1074 პალატაში მყოფ გოგონას, შიშისგან საწოლზე მობუზულს, თავი ხელებში ჩაერგო და უხმოდ ტიროდა..
- გესმიის? დაო.. _ გვერდითა საწოლიდან გაისმა პატარა გოგონას აკანკალებული ხმა, რომელმაც პალატაში გამეფებული სიჩუმე დაარღვია. მისი ხვეული თმა ბალიშზე ლამაზად იყო მოფენილი, მზერა ოთახში არსებულ ერთადერთ ფანჯარაზე შეეჩერებინა და აწყლიანებული თვალებით უყურებდა
- დაო..._ ისევ წამოიწყო და ამჯერად ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა მის ლოყებზე _ დედამიწა ტირის დაო, იცი? დედა მეუბნევოდა..- დედის გახსენებამ სხეულში ტკივილი მოჰგვარა. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ძლივს ამოისუნთქა _ ის ამბობდა, წვიმის წვეთები, დედამიწის ცრემლებიაო.. რაღაცას დასტირის.. ცუდის მომასწავებელია არა? _ გაჭირვებით მოაბრუნა თავი, გვერდითა საწოლზე მჯდარი გოგოსკენ და ერთხელ კიდევ გაჭირვებით ამოთქვა
- დაო..ლანა..
თითქოს საკუთარი სახელის გაგონებაზე გონს მოვიდა, ცრემლები შეუმჩნევლად შეიმშრალა და თავი ასწია.. სრულიად გაფითრებულს სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდა უძილობის კვალი
- მე თუ საოპერაციოდან ვერ გამოვალ.. _ ცრემლმორეული კვლავ შეეცადა საუბრის გაგრძელებას
- ეგ აღარ თქვა _ ამდენი ხნის დუმლის შემდეგ პირველად ამოიღო ხმა ლანამ, საწოლიდან წამოხტა და მის საწოლთან ჩაიმუხლა.. მისი პატარა გაყინული ხელი თავისაში მოიქცია და დიდხანს ქვითინებდა
- დაო..დამპირდი, აქედან წახვალ, წახვალ და ცხოვრებას გააგრძელებ.. _ ღრმად სუნთქავდა, ცდილობდა თითოეული სიტყვა მკაფიოდ გამოეთქვა _ მე შენი მჯერა.. სულ მჯეროდა.. დამპირდი რომ ჩემს მაგივრადაც იცხოვრებ, გთხოვ დაო
- არა.. არაფერი დაგემართება..
სხეულში უსიამოვნო ტალღამ დაუარა. ჯერ კიდევ მოუშუშებელმა ჭრილობებმა თავი შეახსენეს. . საკუთარ სიცოცხლეს დაუფიქრებლად დათმობდა ოღონდ ის არ მომკვდარიყო, ოღონდ ეცოცხლა.. მას სამყარო უყვარდა, სიცოცხლე უნდოდა
- ევა დროა.. _ ოთახში გაისმა ექთნის მჭექარე ხმა, სახეზე დაძაბულობა აღბეჭვდოდა, ეტყობოდა გადაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგა - ლანა გთხოვ, შენს პალატაში დაბრუნდი, პაციენტი უნდა მოვამზადოთ _ მხარზე ხელი მოუთათუნა და წამოდგომაში დაეხმარა
- დაო..ლანა, დამპირდი.. _ დაუძლურებული ხელი ჩასჭიდა და აწყლიანებული თვალებით შეხედა _ გემუდარები..
ლანამ თავი დაუქნია და ძალიან ჩუმად ამოიჩურჩულა
- გპირდები..
ხშირად ადამიანებს გვიჭირს რეალობას თვალი გავუსწოროთ, ვცდილობთ ჩვენს გზაზე შემხვედრ ყველა უბედურებას გვერდი ავუაროთ, გავექცეთ, დავემალოთ. . რატომ არის ცხოვრება ასეთი უსამართლო? საოპერაციოს ცივ კედლებში იწვა უდანაშაულო გოგონა, რომელსაც სიცოცხლე უნდოდა.
მისი თითოეული ტკივილი საკუთარზე მეტად სტკიოდა ლანას, ფსიქოლოგის წინ გაუნძრევლად იჯდა და არაფერზე ფიქრობდა მის გარდა
- ლანა.. ლანაა? _ რამდენჯერმე ძლიერი ნჯღრევა იგრძნო მკლავზე, ნინელი მთელი ძალით ჩაჰფრენოდა და უშედეგოდ ცდილობდა მის გონზე მოყვანას _ შვილო გესმის? ასე არ შეიძლება.. რამე მითხარი
ქალის სიტყვებზე ოდნავ მოაბრუნა თავი, გამხმარ ტუჩებზე ენა გადაისვა და ნინელის მზერას თვალი გაუსწორა
- შვილო მომისმინე, ამქვეყნად მხოლოდ შენ არ ხარ ძალადობის მსხვერპლი, ხო მართალი ხარ არვიცი რა გრძნობაა, არ გამომიცდია, მაგრამ 1 წელია ვცდილობ გაგიგო. ვხედავ როგორ დნები თვალსა და ხელს შუა, გთხოვ ძალა იპოვე შენს თავში _ ხელზე დაადო ხელი და თმაზე მოეფერა
- არ შემიძლია.. _ ძლივს ამოიხავლა და ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა
- უნდა შეძლო, ყურადღება გადაიტანე, პროფესიას დაუბრუნდი.. _ ოდნავი პაუზა გააკეთა და მის რეაქციებს დააკვირდა - მაია მოვა ხვალ, თუ გადაწყვეტილებას შეცვლი იცი როგორც გამეხარდება
- ევა..
ამ სახელის გაგონებაზე ნინელის უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, მოწოლილი ცრემლები ძლივს დამალა და სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა, ლანამ უთქმელად დატოვა კაბინეტი. ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა საავადმყოფოს გრძელ დერეფანს, თავის ტკივილი ნელ-ნელა მთელს სხეულს ეუფლებოდა, გრძნობდა როგორ ეკვეთებოდა ფეხები და საბოლოოდ გაითიშა. მაშინვე თავს დაეხვნენ ექთნები და პალატაში შეიყვანეს. დრო ნელა გადიოდა, წამი საუკუნედ იქცა, რამდენიმე საათის შემდეგ კი საავადმყოფოს ცივ კედლებში კიდევ ერთი გამაყრუებელი გოდება გაისმა. . .
უზარმაზარი საავადმყოფოს ყველა ექიმი თუ ექთანი, განურჩევლად ყველა დასტიროდა პატარა ევას. . .

***
1თვის შემდეგ

- შენი საყვარელი ბლინები გაგიკეთე _ თეფშით ხელში მიუახლოვდა, სავარძელში მოკალათებულ ძმიშვილს მაია და თვითონაც მის გვერდით ჩამოჯდა
- მადლობა მამიდა, საჭირო არ იყო..
- რას ამბობ ლანა, ენერგიები გჭირდება. პირი გააღე თორემ ძალით გაჭმევ _ ბლინი აიღო და ლამის ძალით ჩატენა პირში
- კარგი მამიდა, რასაკეთებ, მეთვითონ _ ძალით მოკბიჩა ერთი ლუკმა და ისევ თეფშზე დააბრუნა
- ლანა, შვილო.._ ახლოს მიიწია და ხელი ჩასჭიდა _ ამ ხნის მანძილზე ბევრი გამოიარე, ცხოვრებამ დაუნდობლად გაგიმეტა ყველაფერი ცუდისთვის _ თვალზე მომდგარი ცრემლი შეიმშრალა და გააგრძელა _ დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა შენთან ერთად წამოვიდე გასაუბრებაზე?
- არმინდა! _ უეცრად დაიყვირა და ფეხზე წამოიჭრა _ მომისმინე მაია, მე ის ლანა არ ვარ ვისაც აქამდე იცნობდი, გასაგებია? მე ევას დავპირდი და მის გამო არ მაქვს უფლება დავეცე! ჩემი ტკივილი რაარის იმასთან რასაც ევა უძლებდა? ბათუმში ყველაფერს თავიდან დავიწყებ, აი ნახავ გამომივა. მას ჩემი სჯეროდა.. _ უღონოდ ჩაიკეცა იატაკზე, მაშინვე მივარდა მაია და ატირებული ძმიშვილი გულში ჩაიკრა.
ზოგჯერ ძალიან, ძალიან დაუნდობელია ცხოვრება. ცდილობ გამოიცნო რის გამო ისჯები ასე. . ცდილობ წარსულის შეცდომები გაიხსენო, რათა თავს იგივეს გამეორების უფლება აღარ მისცე. .
სიცოცხლე გავალდებულებს ყველანაირ ტკივილს გაუძლო, გავალდებულებს შეეგუო იმას, რომ დაცემის შემდეგ წამოდგომაში არავინ დაგეხმარება.. ყველა მოვა და გეტყვის მესმისო, მაგრამ მათ არ ესმით. ეს უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოსროლილი სიტყვებია.
ფანჯრის მინაზე ჰქონდა მიდებული თავი ლანას, ბათუმამდე ისე ჩავიდა არც გაუგია. მართალი ყოფილა ფიქრები დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა.
დიდი ხნის განმავლობაში დალუქული სახლის ყავისფერი კარი, ძლივს გააღო და შიგნით შევიდა. მოგონებები თავისით მოფრინდნენ საიდანღაც, სამზარეულოდან დედის ტკბილი ხმა გაისმა 'ლანაა, შვილო საუზმე მზადაა' ჩანთები კარებთან მიყარა და იქით გაიქცა იმ იმედით რომ დედა დახვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, სამზარეულოში სიცარიელე იყო. პირზე ხელი აიფარა და უხმოდ ატირდა. . 'ლანაა, სკოლაში გვაგვიანდება შვილო' მისაღებიდან მამის ბოხი ხმა მოესმა და ახლა იქით წავიდა, გზად ყველა ნივთს ეხებოდა და ცდილობდა მათთან დაკავშირებული თითოეული მოგონება დეტალურად გაეხსენებინა. . წუთები რომლებსაც ადრე არ აფასებდა. მისაღებში შევიდა და მტვერში გახვეულ ოთახს ინტერესით დააკვირდა, კედელზე ისევ ეკიდა პატარა სარკე. ადრე ვერ სწვდებოდა და სკამზე დგებოდა რომ ჩაეხედა, გაახსენდა ერთხელ როგორ გადმოვარდა და ფეხი იტკინა. . ახლა კი იმ სარკიდან ქალი უყურებდა, შავი სწორი თმით და ჩამქრალი თვალებით. აღარაფერი იყო დარჩენილი ლაღი, პატარა ლანასგან რომელიც სახლში კისკისით დარბოდა, დედას საჭმლის კეთებას არ აცდიდა, მამას ტელევიზორის ყურებას.. ენატრებოდა ის დრო, თან როგორ ძალიან ენატრებოდა.. სავარძელთან ჩაიმუხლა და ტირილით დაღლილს მალევე ჩაეძინა.
დილას მაღვიძარამ ადრიანად დარეკა, ძლივსძლივობით წამოდგა, იატაკზე წოლისგან მთლიანად გაშეშებოდა სხეული, ტელეფონს დასწვდა და მაიას 52 გამოტოვებული ზარის ნახვის შემდეგ თავად გადაურეკა
- ლანა შვილო უნდა მომკლა ეს ახალგაზრდა ქალი? მეგონა რამე დაგემართა. რატომ არ დამირეკე, ხოიცი როგორ ვნერვიულობ როცა ასე იქცევი _ მაშინვე ქოთქოთი დაიწყო მაიამ
- კარგი მამიდა, ხმა მქონდა გათიშული. კარგად ვარ
- მართლა კარგად ხარ? ხომ არ მატყუებ..
- არა მამიდა, ახლა მოვემზადები და გასაუბრებაზე წავალ, არ ინერვიულო _ ძლივსძლივობით წამოდგა და კარებში მიტოვებული ჩანთებისკენ წავიდა
- იცოდე რამე ჭამე, ისე არ წახვიდე სადმე დაეცემი
- კარგი, საღამოს დაგირეკავ, გკოცნი
ტელეფონი სწრაფად გაუთიშა და დივანზე დააგდო. მთლიანად მტვერში იყო გახვეული საძინებელი ოთახიც, ძლივს მოახერხა გამოცვლა და სახლის დალაგება საღამოსკენ დაგეგმა. მაიას დიდი გაფრთხილების მიუხედავად არაფერი უჭამია.. კარები გამოხურა და კიბეებზე დაეშვა.. რამდენიმე საათი ფეხით იბოდიალა ქუჩებში და სკოლაში 30 წუთის დაგვიანებით მივიდა.. შენობაში გამეფებულ სიჩუმეს, მხოლოდ მისი ფეხსაცმლის კაკუნი არღვევდა, ძლივს მიაგნო დირექტორის კაბინეტს, კარზე დააკაკუნა და ნებართვის შემდეგ ოთახში შევიდა
- გისმენთ, რაგნებავთ _ კომპიუტერიდან თავი ამოსწია შუა ხნის ქალმა, მოკლე თმები წითლად შეეღება, რაც მის იერსახეს სრულიად განსხვავებულს ხდიდა. თხელი სარაფანის ამარა იჯდა კონდენციონერთან და ოთახში შესულ გოგოს ინტერესიანი თვალებით უყურებდა
- მე..გასაუბრებაზე ვარ მოსული
- ააჰ _ სწრაფად მისწია საქაღალდეები და სკამზე მიუთითა, ლანაც ჩამოჯდა და დოსიე გაუწოდა
- მე ქეთევან ჯიქია ვარ ამ სკოლის დირექტორი _ მწვანე საქაღალდე გამოართვა და ნაზად გაუღიმა
- ლანა... ლანა შენგელია, სასიამოვნოა
- თბილისში მუშაობდი? _ თავი ასწია ქეთევანმა.
- დიახ
- და რატომ წამოხვედი? თანაც კერძო სკოლა ყოფილა _ თავი გადააქნია და გოგოს შეხედა
- პირადი პრობლემების გამო, ამაზე საუბარი არ მინდა თუ შეიძლება _ მორიდებულად ჩახარა თავი ლანამ
- რათქმაუნდა პირადზე საუბარს არ დაგაძალებ. ერთი შეხედვით კარგი მონაცემები გაქვს _ უკვე დახურულ, მწვანე საქაღალდეზე გადაიტანა მზერა ქეთევანმა _ მაგრამ აქაური პირობები უნდა გაგაცნო, ცოტა ჩახლართულად გვაქვს საქმე
ლანამ თავი დაუქნია და ოდნავ გაუღიმა
- მოკლედ, ჩვენ 2 სპორტის მასწავლებელი გვყავს, ცხადია ორივე პროფესიონალია. თუმცა ძალიან ბევრი პარალელური კლასია, ასე რომ..თითოეულზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის. მესამე მასწავლებელს სწორედ ამიტომ ვეძებთ ხომ ხვდები. ხელფასი კი, რასაც შენ კერძო სკოლაში გიხდიდნენ იმასთან შედარებით, სამზე გადანაწილებული ალბათ არაფრად მოგეჩვენება
- ხელფასს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ქალბატონო ქეთევან, მთავარია საქმე სიამოვნებას განიჭებდეს
- რათქმაუნდა, მაგრამ..
- თუ სხვა პრობლემა არ არის, პირობები ჩემთვის სრულიად მისაღებია _ კმაყოფილმა თქვა და კიდევერთხელ ნაძალადევად გაიღიმა
- სხვა პრობლემა _ ოდნავ ჩაფიქრდა ქეთევანი_ დაწყებით კლასებს მოგცემ, არგეწყინოს ეს ადგილი, კერძო სკოლას ნამდვილად არ ჰგავს. აქ ცოტა ველური ბავშვები არიან, არმინდა დასაწყისისშივე პრობლემები შეგექმნას _ ღრმად ამოისუნთქა
- როგორც თქვენ იტყვით, ჩემთვის პრობლემა არ არის
- თავიდან ყველა ასე მთანხმდება და მერე გარბიან _ ირონიულად ჩაეღიმა დირექტორს
- მე გაქცევას არ ვაპირებ, შეგიძლიათ მენდოთ
ქეთევანმა ღიმილით დაუკრა თავი და ლანაც წამოდგა
- რადგან ასეა აყვანილი ხართ, 15 სექტემბრამდე დაგიკავშირდებით _ ხელი გაუწოდა და ლანამაც მაშინვე ჩამოართვა

დრო ნელა მიიზლაზნებოდა, შეგუება იმასთან რომ ახლა სულ სხვა ადამიანი ხარ, კიდევ უფრო ძნელი აღმოჩნდა. ცხოვრების არანაირი ხალისი არ გააჩნდა ლანას, დილაობით საათობით იჯდა ზღვის ნაპირთან და ცდილობდა საკუთარი თავი ეპოვა. თითქოს მთელი სხეულით იწვოდა და ამ ცეცხლს ვერაფერს უხერხებდა. როგორც კი დანებებას გადაწყვეტდა გონებაში პატარა ევა ჩნდებოდა, ისევ ისეთი აწყლიანებული თვალებით ევედრებოდა 'ჩემს მაგივრადაც იცხოვრეო' მას კი არ შეეძლო, არ შეეძლო მისთვის რაიმეზე მაინც ეთქვა უარი..
15 სექტემბერი, დღე რომელსაც ვერ ბავშვობაში იტანდა და ვერც დიდობაში. ცა საშინლად მოქუფრულიყო და წვიმისთვის ემზადებოდა. ამინდის მიუხედავად შავ კაბაში და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში გამოწყობილი მიუახლოვდა სკოლას, მუქი შავი მაკიაჟი და შავი ტუჩსაცხი კიდევ უფრო მეტ ეშხს მატებდა მის გარეგნობას. ეზოში უამრავი ხალხი მოგროვილიყო, აქეთ-იქითადან ბავშვების ჟრიამული ისმოდა. ცრემლმორეული თვალებით გახედა პატარა პირველ კლასელებს ლანამ, უზარმაზარი თაიგული ხელში ჩაებღუჯათ და შეშინებული თვალებით უყურებდნენ ყველა გამვლელს. მათ შემხედვარეს საკუთარი ბავშვობა ამოუტივტივდა გონებაში, მაშინ სულ პატარა იყო, თავისზე დიდ ჩანთას გაჭირვებით დაათრევდა, გრძელი შავი თმა რომელიც მუდამ გაშლილი ჰქონდა, სკოლის პირველ დღეს დიდი ბაფთით შეუკრა დედამ. ჯერ კიდევ მაშინ შესძულდა სკოლა, ჩემს თმას სილაღე წაართვაო გაიძახოდა. .
ერთ ადგილას გაშეშებულმა, უეცრად ცივი ხელის შეხება იგრძნო მკლავზე და მოგონებებიც თავისით გაქრა
- ვინმეს ხომარ ეძებთ ქალბატონო? _ შუახნის დაბალი ქალი თაფლისფერი თვალებით უყურებდა
- მე.. ქალბატონი ქეთევანი სად არის? _ აკანკალებული ხმით ძლივს თქვა და თვალზე მომდგარი ცრემლი შეიმშრალა
- სიტყვით გამოვა მალე, იქით ნახეთ _ ლანამ მზერა მის ხელს გააყოლა და მითითებული ადგილისკენ გაეშურა. დიდხანს უსმინა ქეთევანის საუბარს და როგორც კი ცერემონიალი დამთავრდა, ხალხის აურზაურში ძლივს მიაღწია დირექტორამდე
- ქალბატონო ქეთევან _ მიუახლოვდა და ნაზად გაუღიმა
- ლანა? _ გაკვირვებით აათვალიერა მის წინ მდგარი გოგო _ მაპატიე, ისე გამოიყურები ვერ გიცანი, ანუ ვგულისხმობ ძალიან ლამაზი ხარ
- გმადლობთ, თქვენც ასევე
- წამოდი, კოლეგებს გაგაცნობ _ ხელკავი გამოსდო და ნამდვილი 'დაქალებივით' შევიდნენ უზარმაზარ შენობაში, ლანას ცოტა ეუცნაურა მისი ესეთი ქცევა, თუმცა არ გაუპროტესტებია.
- ჯერ სპორტდარბაზში წავიდეთ _ უეცრად შეიცვალა მიმართულება _ ბიჭები არ მინახავს დღეს, ნეტავ საერთოდ თუ მოვიდნენ _ როგორც კი შევიდნენ მაშინვე ქოთქოთი დაიწყო ქეთევანმა
- ძალიან ლამაზია აქაურობა _ ინტერესით მოავლო თვალი უაზარმაზარი სპორტდარბაზის ინტერიერს
- წინა წელს გვქონდა რემონტი და ჯერ ისევ ახალივით გამოიყურება _ ღიმილით უთხრა და დარბაზს კმაყოფილმა მოავლო თვალი _ ლაშაა, თორნიკეე? _ დარბაზმა ექო მისცა დირექტორის მჭექარე ხმას, რომლის გაგონებისთანავე პატარა ოთახიდან მაღალი სუსტი, მაგრამ კარგი აღნაგობის ბიჭი გამოვარდა, თმა უნებურად ჰქონდა აჩეჩილი, ნაცრისფერი სპორტულები კი მის პროფესიას ხაზს უსვამდა
- ქალბატონო ქეთევან _ როგორც კი მიუახლოვდა, მომაჯადოვებელი ღიმილით დააჯილდოვა ორივე - სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ
- ასევე, ასევე _ ხელები ასწია ქეთევანმა _ ეს ლანაა, ჩვენი ახალი სპორტის მასწავლებელი _ ღიმილით მიუთითა გვერდით მდგარ გოგონაზე _ ლანა ეს კი თორნიკეა ჩვენი სპორტის მასწავლებელი და მეთორმეტე ა) კლასის დამრიგებელი
- სასიამოვნოა _ ღიმილით გაუწოდა ხელი თორნიკემ
- ჩემთვისაც _ გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება
- ლაშა სად არის? _ უეცრად დასერიოზულდა ქეთევანი და თორნიკეს მკვლელი თვალებით შეხედა
- ლაშა სად არის? სად არის და.. _ნაწყვეტ-ნაწყვეტად საუბრობდა _ სად არის და..
- აქვარ, სკოლის ერთადერთო უმშვენიერესო დედოფალო _ ხმა უკნიდან გაისმა და ყველამ იქით გაიხედა, დარბაზში მომაჯადოვებელი ქარიზმით შემოვიდა სკოლის რიგით მეორე სპორტის მასწავლებელი, თეთრი პერანგის წინა სამი ღილი შეეხსნა, მზის სათვალეც ჩვეული ქარიზმით მოიხსნა და ქეთევანას ყავისფერი თვალები შეანათა. გაოგნებული უყურებდა მის თითოეულ ქცევას ლანა, ხომ ისეთს არაფერს აკეთებდა მაგრამ მაინც შეძლო გაავებული ქეთევანის გაღიმება, მონატრებულივით ჩაეხუტა და ლანამ უფრო ახლოდან იგრძნო მისი სუნამოს სურნელი, რომელმაც წამით რეალობას მოსწყვიტა
- ამჯერად რას აფუჭებდი _ წარბები მაღლა აზიდა ქეთევანმა
- როგორ გეკადრებათ, ბავშვები ვნახე უბრალოდ _ ოდნავ გაუღიმა და ლანამ შეამჩნია როგორ ანიშნა თორნიკეს რაღაც თვალებით
- კარგი ჰო, შენი თავი არმაქვს. გაიცანი ეს ლანაა ახალი სპორტის მასწავლებელი _ ლაშამ თვალი ქეთევანის ხელს გააყოლა და გოგოზე შეაჩერა მზერა, ლანამაც მაშინვე შეანათა მწვანე თვალები
- ლანა ეს კიდევ ლაშა, ჩვენი მეორე სპორტის მასწავლებელი და მეთორმეტე ბ) კლასის დამრიგებელი
- სასიამოვნოა _ ამჯერად ლანამ დაასწრო და რეაქციებს დაელოდა
- ასევე _ უემოციოდ უთხრა ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია
- კარგი, ლანა სამასწავლებლოში წავიდეთ, სხვა მასწავლებლებსაც გაგაცნობ _ ლანამ ოდნავ დაუქნია თავი _ თქვენ კიდევ _ საჩვენებელი თითი მაღლა ასწია ქეთევანმა _ დროზე დაურიგეთ ბავშვებს წიგნები, ზოზინი არ დავინახო
- როგორ გეკადრებათ.. როდის გვიზოზინია _ სიცილით თქვა თორნიკემ, მაგრამ რომ შენიშნა მის გარდა არავინ იცინოდა წამში დასერიოზულდა
ლაპარაკით გააგრძელეს გზა ქეთევანმა და ლანამ, სამასწავლებლოში შესულმა დირექტორმა ყველას წარუდგინა ახალი მასწავლებელი. საშინელ დაძაბულობას გრძნობდა მთელს სხეულში ლანა, ათასი თვალი ინტერესით ათვალიერებდა ახალ კოლეგას. . მათი მზერით ისე იწვოდა, როგორც ცეცხლში ეულად ჩაგდებული ფურცელი. როგორღაც გამოვიდნენ სამასწავლებლოდან და ნერვიულობისგან დაღლილი კედელზე მიეყრდნო
- ცუდად ხომ არ ხარ? - მაშინვე დაეკითხა ქეთევანი
- არა, უბრალოდ გადავიღალე. თუ..სხვა საქმე არ გაქვთ ჩემთან, შეიძლება წავიდე?
- წადი ძვირფასო, რათქმაუნდა. ცხრილის ელექტრონულ ვერსიას ჩემი მდივანი გადმოგიგზავნის, ხვალ გელოდებით.
ნაზად გაუღიმა ქეთევანმა და კაბინეტში შევიდა. ფეხსაცმლის კაკუნით გააგრეძელა გზა ლანამ. გარეთ გადაუღებლად წვიმდა.. ცდილობდა ამისთვის ყურადღება არ მიექცია თუმცა დერეფნის ბოლოს მაინც გაექცა მზერა ფანჯრისკენ. სტკიოდა, ყველა წვიმიანი დღე სტკიოდა. გულზე მიიდო ხელი და ფანჯარას მიუახლოვდა
- ევა..ნეტავ ამჯერად რას დასტირის დედამიწა _ ჩუმად ამოიჩურჩულა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. მოწოლილ ცრემლებს გასაქანი არ მისცა, ნაძალადევად გაიღიმა და გზა გააგრძელა. კიბეებზე სიცილით მოდიოდნენ 'სპორტის მასწავლებლები' აცრემლებული გოგოს დანახვისას, წამით დასერიოზულდა ორივე
- ლანა, რამე მოხდა? _ მაშინვე იკითხა თორნიკემ
- არაა. მეჩქარება უნდა წავიდე _ უეცრად იცრუა და მათ შორის ფრთხილად გაიარა, ფარფატით დაეშვა კიბეებზე და თვალს მალევე მიეფარა
- ტიროდა თუ მომეჩვენა? _ ახლა ლაშას მიუბრუნდა
- მოგეჩვენა - მხრები აიჩეჩა და მარტომ გააგრძელა გზა სამასწავლებლოსკენ

ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ დიდხანს იდგა შემოდგომის გრილ წვიმაში და ისევ ტიროდა, ტიროდა იმ იმედით რომ ახლა მის ცრემლებს ვერავინ შეამჩნევდა, გამვლელები გაოცებულები არ გააყოლებდნენ თვალს, არავინ ჰკითხავდა ხომ კარგად ხარო და არც მას მოუწევდა ტყუილის თქმა რომ კარგად იყო. თვეები ერთმანეთს მისდევდა, თითქოს შეგუებას ცდილობდა, ახლიდან ცხოვრებას სწავლობდა, მაგრამ ყოველი წვიმის დროს იგივენაირად განიცდიდა მოუნელებელ ტკივილს.
სახლში ასულმა სწრაფად გაიხადა სველი ტანსაცმელი და დიდხანს იყო ცხელი წყლის ქვეშ. მერე მაიას დაურეკა და პირველი დღის წარმატებით ჩამთავრება ახარა. დაღლილი მიესვენა დივანზე და მალევე ჩაეძინა.
- ჯანდაბა! ჯანდაბა, _ დილის ცხრის ნახევარზე წამოხტა დივნიდან, საკუთარ თავს ათასჯერ სწყევლიდა რომ მაღვიძარა არ დააყენა. ჰაერში მოემზადა, ზაფხულის თხელი ყვითელი სარაფანი გადაიცვა და ჯინსის მოსაცმელი მოიხურა. საერთოდ არ უფიქრია ამინდზე, მთავარი იყო რამე ჩაეცვა და პიჟამოების ამარა არ წასულიყო. თმა გზაში შეიკრა და გამოძახებულ ტაქსს დაუწყო ლოდინი, რომელიც 10 წუთის დაგვიანებით მივიდა დანიშნულების ადგილას, თავს ძლივს იკავებდა რომ მძღოლისთვის არ ეყვირა, თუმცა კი გონებაში უკვე ათასჯერ ჰყავდა გალანძღული. საბოლოოდ გამოვიდა რომ საჭმელიც ტყუილად დაიკლო, იმ დროში რაც ტაქსმა დააგვიანა, თავისუფლად მოასწრებდა საუზმობას. გაბრაზებული გადმოვიდა ტაქსიდან და სირბილით შევიდა სკოლაში, ცხრილის მიხედვით პირველი გაკვეთილი ჰქონდა არადა საათი უკვე 09:15-ს აჩვენებდა
- ქალბატონო ლანა, დააგვიანეთ _ კიბეებზე შეეგება მანდატური, ის იყო რაღაცის თქმა დააპირა ფეხი გადაუბრუნდა და პირდაპირ მანდატურს ჩაუვარდა მკლავებში
- კარგად ხართ?
- ღმერთო ვინ დამწყევლა დილიდან _ ძლივსძლივობით გასწორდა და სახე დამანჭულმა ფეხზე მოიკიდა ხელი
- ხომარ დაგეხმაროთ, ექთნის კაბინეტი აქვეა
- არა მადლობა _ ის იყო ნაბიჯის გადადგმა დააპირა უცებ ჩაიკეცა _ ვაიმე..
- ადექით დაგეხმარებით
ძლივსძლივობით მიიყვანა ექთნის კაბინეტამდე
- პირველი გაკვეთილი მქონდა.. _ საწყლად შეხედა მანდატურს და კარის სახელურს ჩაებღაუჭა
- წავალ მე მოვაგვარებ, თქვენ ფრთხილად შედით-კარები გაუღო და შეაცილა
ექთანმა საწოლზე დააწვინა დაშავებული, მალამო წაუსვა და ფეხი ფრთხილად გადაუხვია
- სავარაუდოდ გადაგიბრუნდათ, მალამო ცოტა ხანს გაგიყუჩებთ, მაგრამ კარგი იქნება საავადმყოფოში თუ წახვალთ
- რა საავადმყოფო, ისედაც პირველივე დღეს.. - სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული ოთახში გიჟივით შემოვარდა ლაშა, ლურჯი პერანგის სახელოები აეკეცა და გაოცებული უყურებდა საწოლზე მყოფ გოგოს,
- რახდებაა აქ, რა შოუ დადგი პირველივე დღეს - ექთნისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თავზე დაადგა და ლანამ უფრო ახლოდან იგრძნო მათრობელა სუნამოს სურნელი
- ძალით ხომარ მიქნია ფეხი გადამიბრუნდა - თავის მართლება სცადა და შეუბღვირა
- უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყავი. ვალდებული არვარ შენი გაფუჭებული ვაგვარო
- და ვინ გთხოვს რომ აგვარო? _ ხმას აუწია და მაშინვე წამოხტა
- ქ-ბ ლანა, ცოტა ხანს უნდა იწვეთ _ მაშინვე ჩაერია ექთანი და ძალით დასვა საწოლზე
- შეგახსენებ, უყურადღებოდ მიტოვებული ბავშვები რომ არ გამეჩერებინა, ქეთევანთან წავიდოდნენ და პირველივე დღეს ოქმს დაგიწერდნენ ამისთვის
- თუ ასეა ახლა როგორ დატოვე?
- თორნიკე უტარებს გაკვეთილს.
- ანუ გამოდის რომ თორნიკე მეხმარება და არა შენ. და სხვათაშორის თუ სიკეთეს აკეთებ აღარც უნდა ილაპარაკო ამაზე, ეს არ გაგიგია?
- შენთვისვე აჯობებს პირველი და უკანასკნელი იყოს, სხვადროს დახმარების იმედი არ გქონდეს _ საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და პასუხის მოსმენის გარეშე დატოვა კაბინეტი. ლანამ გაბრაზებულმა დააარტყა საწოლს ხელები და მომღიმარ ექთანს გახედა
- ნუ ღელავ, ჩავთვალოთ რომ ეგ საუბარი არ გამიგია


ძლივსგასული 45 წუთის შემდეგ თორნიკე დარბაზიდან გამოვიდა და ბავშვების აურზაურში ძლივს გაიკვლია დერეფანში გზა
- ძმაო შენთან მოვდიოდი, რახდება იყავი ლანასთან? - კიბეებზე შეეჩეხა ლაშას
- ეგ გოგო მოსიარულე უბედურებაა - უკმაყოფილოდ ამოიოხრა - რაც მალე წავა ჩვენთვის უკეთესი
- კაი რაა, მასეთი რამე ყველას შეიძლება დაემართოს
- ხოო? ამდენი წელია აქ ვმუშაობ და ჯერ გაკვეთილზე შესვლის წინ ფეხი არ გადამბრუნებია და რავიცი - თვალები აატრიალა და სწრაფად გაეცალა.

დიდიხნის წუწუნის შემდეგ, ექთანმა ლანას ნება დართო ფრთხილად ევლო და ისიც ძლივსძლივობით ავიდა სამასწავლებლოში, ყველას მიესალმა და დივანზე ფრთხილად ჩამოჯდა
- ლანა მშვიდობა გაქვს?ფეხზე რადაგემართა? - კომპიუტერიდან თავი ასწია მათემატიკის მასწავლებელმა
- სერიოზული არაფერია, უბრალოდ გადამიბრუნდა
უხერხული სიჩუმე თორნიკეს ხმამ დაარღვია, რომელიც ელვისებური სისწრაფით შემოიჭრა სამასწავლებლოში
- ჩემი ტელეფონი არ გინახავთ ხალხო? - თვალი მოავლო მაგიდებს
- დილას რომ შემოხვედი აქ გქონდა? - ამჯერას ქიმიის მასწავლებელმა იკითხა
- რავიცი არ მახსოვს, დაბლა არ არის და..
ლანამ ღრმად ამოისუნთქა და უეცრად პატარა ბალიშის ქვეშ მიმალულ ტელეფონს მოჰკრა თვალი
- აი მგონი აქ არის - ტელეფონი აიღო და გაუწოდა
- ეგაა - სიცილით გამოართვა და მის გვერდით ჩამოჯდა - ფეხი როგორ გაქვს? - ჩუმად ჰკითხა
- კარგად. მადლობა რომ გაკვეთილი ჩამიტარე - თვითონაც ჩურჩულით უთხრა და ნაზად გაუღიმა
- არაფერს ძმა, ჩვენთან ეგეთები მოსულა - თვალი ჩაუკრა თორნიკემ.
- რავიცი იმან კი ატეხა ერთი ამბავი
- ლაშას თუ გულისხმობ, გაატარე ეგეთი ხასიათი აქვს მიეჩვევი.
რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა, ხანში შესული მასწავლებლები მათთვის საინტერესო თემებზე საუბრობდნენ, რაც ლანას ზედმეტად აღიზიანებდა ცოტაც და ალბათ გაგიჟდებოდა,უეცრად სამასწავლებლოს კარი გაიღო და ლაშა შემოვიდა
- სალამი - თვალი მოავლო ყველას და ჟურნალის ძებნა დაიწყო
- გამარჯობა
- გამარჯობა
ოთახში მყოფი ყველა პირი, სათითაოდ მიესალმა. გაოგნებული უყურებდა ლანა, ბოლოს გაკვირვება ვეღარ დამალა და თორნიკეს გადაუჩურჩულა
- როგორც ჩანს, აქ გამორჩევით აფასებენ ხალხს
- დრო მიეცი, შენც დაგაფასებენ - ღიმილით გადაუჩურჩულა თვითონაც.
როგორც კი ზარი დაირეკა, ყველა წამში მოსწყდა ადგილს, ჟურნალების ქექვა დაიწყეს და კლასებში გაიქცნენ..
დღე უაზროდ მიიზლაზნებოდა, რამდენიმე გაკვეთილი კიდევ ჰქონდა ლანას, მერე ქეთევანთან შევიდა ცოტა ხნით. იქიდან გამოსული საავადმყოფოში აპირებდა წასვლას, თუმცა ფეხი უკვე ნაკლებად აწუხებდა და გადაიფიქრა. აღიზიანებდა საავადმყოფოები, იქ შესვლა არ უნდოდა და თუ გამოუვალი შემთხვევა არ იყო არც მიდიოდა. გარეთ გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი, ცა ისევ მოქუფრულიყო და კვლავ საწვიმრად ემზადებოდა. . რამდენიმე ნაბიჯი რომ გადაადგა შეამჩნია როგორ დაეხვა თავბრუ, ყურადღება არ მიაქცია და გზა გააგრძელა. თხელ სარაფანაში სიცივისაგან გაყინული ისედაც ძლივს მოძრაობდა. გზაზე გავიდა და თვალებში საბოლოოდ დაუბნელდა, მანქანის ძლიერი დამუხრუჭების ხმა გაიგო და შიშისგან ადგილზე ჩაიკეცა. წამიერად მთელმა ცხოვრებამ გადაურბინა თვალწინ, ეგონა ყველაფერი მორჩაო და თვალები მაგრად დახუჭა
- არარსებობს! გამიკვირდებოდა შენ რომ არ ყოფილიყავი. კინაღამ გაგიტანე წინ რატომ არ იყურები _ ბოხი ხმა შემოესმა, თუმცა გახედვის თავიც არ ჰქონდა, გონს მაშინ მოვიდა როცა ნაცნობი სუნამოს სურნელი ახლოდან შეიგრძნო და მის წინ ჩამუხლულს გაჭირვებით შეანათა მწვანე თვალები
- ჯანდაბა,ხომ არ დაშავდი ადგომა შეგიძლია? - დაბნეული თვალებით უყურებდა ლაშა
- კარგად ვარ, არაფერია _ ჯერ კიდევ ხელები უკანკალებდა შიშისგან, გაჭირვებით წამოდგა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
- როგორც ჩანს, დღეს პრობლემებს მაგნიტივით იზიდავ _ ირონიულად ჩაეღიმა
- და რა არის სასაცილო?
- სიმწრის სიცილია, გეფიცები აქამდე შენნაირი მოუხერხებელი მასწავლებელი არ მინახავს. არც მეგონა თუ არსებობდნენ - მხრები აიჩეჩა
- ვერგავიგე? მე ვარ მოუხერხებელი? - თვალები დაქაჩა ლანამ - კიდეც რომ ვიყო არ გრცხვენია მაინც პირში რომ მეუბნები?
- ზოგადად პირდაპირი ადამიანი ვარ არაფრის მრცხვენია
- სირცხვილის გრძნობა ყველას გააჩნია ძვირფასო - ნაძალადევად გაიღიმა
- ძვირფასო?
- ხო ვიცი რომ მაგ სიტყვას არ იმსახურებ, უნებურად წამომცდა - სიცილი ვეღარ შეიკავა თავის სიტყვებზე
- კიდევ რომ ვდგავარ და გელაპარაკები - წარბები მაღლა აზიდა და მანქანისკენ წავიდა

წამიერად სიბრაზე მოაწვა ძარღვებში ლანას,
- თავხედი - კბილებში გამოსცრა და მოახლოებულ ტაქსს ხელი გაუქნია
ერთიანად გალურჯებული მივიდა სახლში, სიცივისგან კანკალებდა. ყველა თბილი ტანსაცმელი ერთმანეთზე ჩაიცვა და მაკარონის კეთება დაიწყო. საჭმლის კეთება არასდროს ეხერხებოდა, მაგრამ ყოველჯერზე ცდილობდა წინაზე უკეთესად მაინც მოემზადებინა. ახლაც იგივე განმეორდა, ოთახის დალაგებაში გართულს, სრულიად გადაავიწყდა გაზქურაზე მდგარი საჭმელი და რომ მიაკითხა უკვე მთლიანად ჩახარშულიყო. ნერვებმოშლილი დაეხეთქა დივანზე და მაიას დაურეკა.
- მე ვაპირებდი შენთან დარეკვას ძმიშვილო _ ტელეფონში გაისმა ქალის წკრიალა ხმა - დღემ როგორ ჩაიარა?
- საშინლად მაო, დილას დამეძინა, ტაქსი 10წუთის დაგვიანებით მოვიდა, სკოლაში დავაგვიანე, კიბეებზე ფეხი გადამიბრუნდა, პირველი გაკვეთილი ვერ ჩავატარე..
- შვილო მოიცადე - რაიყო ლექსს მიყვები უიღბლობაზე?
- დამამთავრებინე მამიდა. ჰოდა რას ვამბობდი, სკოლიდან რომ გამოვდიოდი კინაღამ მანქანამ გამიტანა
- რაოო? - მაშინვე იყვირა
- და საჭმელი ისევ ვერ მოვამზადე კარგად
- შვილო საჭმელს სჩივი,მთავარია ხომ კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავდა?
- კი მამიდა, კარგად ვარ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა დიდხანს ვერ ვიცოცხლებ - უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა და თავი უკან გადასწია
- ღმერთო არ ვიცი რა გითხრა შვილო, ცოტა დაკვირვებით მოიქეცი ბავშვი ხომ არ ხარ ამხელა მასწავლებელი ქალი?
კიდევ ცოტა ხანს ისმინა მამიდის რჩევები და მერე გადაღლილმა გაუთიშა ტელეფონი. თავისი 'ვერ მომზადებული' ვახშამი ძალით მაინც შეჭამა და საწოლზე ტანსაცმლიანად მიწვა.
მეორე დღე შედარებით უკეთესად დაიწყო, სამსახურში 08:30ზე მივიდა და თავისი შედეგით კმაყოფილი, ყავის ჭიქით ხელში სპორტდარბაზში მაგიდაზე შემოჯდა. დიდხანს არ მოუწია მარტო ყოფნა, მალევე შევიდა თორნიკეც, ლანას დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა და გაკვირვებული მიუახლოვდა
- ლანკაა? ასე ადრე აქ არ გელოდი. პირველი გაკვეთილი გაქვს?
- ნწ, ცხრილის თუ დავუჯერებთ ვინმე კარჟალოვს აქვს პირველი გაკვეთილი. - მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა
- აა ანუ ლაშას. ხომართლა ჩვენი ცხრილი მოვიტანე აგერ უნდა გავაკრა - თეთრი ფურცელი ააფრიალა და კედელზე მიადო - აქ ხომ კარგია?
ლანამ თავი დაუქნია
- შეხედე აქ ჩვენი გაკვეთილები წერია. _როგორც კი მიაკრა საჩვენებელი თითით უჩვენა - თუ გინდა ფოტო გადაუღე, მე და ლაშა ეგრე ვაკეთებთ ხოლმე, ეგეც თავიდანაა საჭირო, მერე დაგაზეპირდება და ჩახედვაც აღარ მოგიწევს
- კარგი - ღიმილით უთხრა

- აბა დაიშალეთ - დარბაზმა ექო მისცა ლაშას ხმას - გაკვეთილი მაქვს, რახდება შენ მანდ რატომ ზიხარ? _ გაბრაზებული თვალები შეანათა მაგიდაზე მჯდომ გოგოს
- ისე, არ შეიძლება?
- რათქმაუნდა არ შეიძლება, რატომ უნდა შეიძლებოდეს?, ბავშვებს ვუშლით მასეთ ქცევას და შენ მასწავლებელი რა მაგალითს აძლევ? - ტონს აუწია და უფრო მეტი სიბრაზის ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში
- კარგი ძმაო რახასიათზე ხარ დილიდან - მაშინვე ჩაერია თორნიკე
- შენ საერთოდ ხმა არ გაქვს ამოსაღები, აქ დგარ და ვითომც არაფერი. არ გამიკვირდებოდა გვერძე რომ მისჯდომოდი
- საკმარისია! - უეცრად ჩამოხტა მაგიდიდან - რასაც მინდა იმას გავაკეთებ, შენ უნდა შეგეკითხო?
- როცა ტვინის ნაკლებობას განიცდი, სხვისი აზრის მოსმენა სირცხვილი არ არის
- ვერგავიგე? _ თვალები დაქაჩა ლანამ _მე განვიცდი ტვინის ნაკლებობას და შენ თავზე გადმოგდის?
- კარგით! რასაკეთებთ, რის გამო ხოცავთ ერთმანეთს? - შუაში ჩაუდგა თორნიკე, ლაშას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ბავშვები ხმაურით შემოვიდნენ დარბაზში
- წადით,გაკვეთილი მაქვს - კარისკენ მიუთითა და თვითონ დარბაზში შემოსულ ბავშვებს მოავლო თვალი
- რამდენჯერ გითხარით ჯერ გამოიცვალეთ და ისე შემოდოთ მეთქი?
ლანამ უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ფეხსაცმლის კაკუნით დატოვა დარბაზი, თორნიკეც მალევე მიჰყვა
- ხეპრე! უსინდისო! ყოვლისცმოდნე ნარცისი - ნერვებმოშლილი ბურტყუნებდა თავისთვის
- ლანკაა, ლანკა დამელოდე - სამასწავლებლოსთან მიახლოებულს წამოეწია თორნიკე - მაშინვე ნუ გაბრაზდები, ჯერ ვერ შეგეჩვია
- ნუ იცავ შენი ჭირიმეე, ეგღა მაკლია მის კაპრიზებს ვუსმინო, არასწორი საქციელია თურმე ეგეც არ მყავდეს მამა აბრამის ბატკანი, მეფილოსოფოსა თავისი ჭკუით - ირონიულად ჩაიცინა და სამასწავლებლოში პირველი შევიდა, იქმყოფთ რაც შეეძლო თბილად მიესალმა და დივანზე ჩამოჯდა
- დღეს ადრე მოსულხარ - მაშინვე გვერდით მიუჯდა სკოლის მთავარი 'ჭორბიუროს' დედოფალი
- დიახ - ნაძალადევად გაუღიმა ისტორიის მასწავლებელს
- აბა როგორ შეეჩვიე, კოლეგები როგორ მოგწონს? - ეშმაკურად აათამაშა თვალები, უნდოდა ყველაფერი გაეგო და მერე მთელს სკოლაში გაევრცელებინა, ლანამ ეს რათქმაუნდა არ იცოდა და გაბრაზებულზე ყველაფრის მოყოლა დაიწყო
- კოლეგებს? თორნიკე ძალიან კარგია ბიჭია, ზრდილობიანი, თავაზიანი. იცის სად როგორ უნდა მოიქცეს, აი ლაშა კი.. _ ოდნავ დააპაუზა და სამასწავლებლოს მოავლო თვალი, ყველა მას უყურებდა, ირონიულად გაიღიმა და უფრო ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი - შეუძლებელია მასთან რამეზე მშვიდად ილაპარაკო, ყველაფერზე ნერვები ეშლება, არაფერი არ მოსწონს, ხუმრობა არ იცის, საერთოდ ვერ ვხვდები ბავშვები მის გაკვეთილზე როგორ ძლებენ
- ლანა - გაოცებისკან პირი დააღო სამასწავლებლოში ახლად შემოსულმა თორნიკემ, რომელზეც მსმენელმა აუდიტორიამ წამით გადაიტანა მზერა
- რას ამბობ, ამდენი წელია ერთად ვმუშაობთ და ლაშაზე მსგავსი არაფერი შეგვინიშნავს - ცალი წარბი მაღლა ასწია ისტორიის მასწავლებელმა
- ალბათ მსახიობობა კარგად გამოსდის
- ლანა წამოდი - კბილებში გამოსცრა თორნიკემ და სამასწავლებლოდან თითქმის ძალით გაიყვანა
- რაგააკეთე ახლა ეგ ქალი მთელს სკოლას მოსდებს - როგორც კი გავიდნენ მაშინვე წამოიწყო
- საერთოდ არ მადარდებს, დაე ყველამ გაიგოს და დაინახოს მისი ნამდვილი სახე - თვალი ჩაუკრა და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს.
რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ უკვე ნახევარმა სკოლამ იცოდა ახალი მასწავლებლის პირველი შთაბეჭდილებები კოლეგებზე.
დიდ დასვენებაზე ბავშვებთან ავიდა ლაშა, კლასში მხოლოდ სამი თუ ოთხი გოგო იჯდა, დამრიგებლის დანახვისას სწრაფად წამოდგნენ ფეხზე, ჩვევა ჰქონდათ ასეთი რამდენად დიდებიც არ უნდა ყოფილიყვნენ მაინც დგებოდნენ მასწავლებლის დანახვისას, ერთგვარი პატივისცემა რომელმაც 12 წელი გასტანა
- დასხედით ბავშვებო _ ხელით ანიშნა და თვითონაც ჩამოჯდა - დღეს ბევრი გვაკლია?
- ბერიძე და აკობია არარიან მას, ესიაშვილი პირველის მერე წავიდა
- რასქვია წავიდა? მე აქ რისთვის ვარ, ამის შესახებ რატომ არაფერი ვიცი - მაშინვე აფეთქდა და ნერვებმოშლილმა დაარტყა მაგიდას ხელი
- მას, ესიაშვილს ეგონა ახლა ჩემთვის არ ეცლებაო და მაგიტომ არ გითხრათ
- რასქვია არეცლებაო, აბა რისთვის უნდა მეცალოს
გოგოებმა გაკვირვებული მზერით გადახედეს ერთმანეთს
- მას არიცით? _ პირველი წითელთმიანმა გოგომ დაარღვია სიჩუმე - მთელი სკოლა თქვენზე ლაპარაკობს, მეორე ისტორია გვქონდა და მასწმა პირველი ჩვენ გვითხრა, თქვენზე და ახალ მასწავლებელზე
- რა? და რა გითხრათ, რაიყო სათქმელი? _ შოკისგან ჯერაც ვერ გამოსულიყო
- ლანა მასწს უთქვამს რომ ყველაფერზე ნერვები გეშლებათ, ხუმრობა არ იცით და კიდევ რაღაც საშინელებები მას, სამასწავლებლოში ულაპარაკია
რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა, ხმას ვერ იღებდა ლაშა. ცოტა აკლდა რამე რომ დაელეწა, ნერვებმოშლილი წამოხტა და კლასიდან გავარდა. დერეფანში ბავშვების აურზაურში ძლივს გაიკვლია გზა და კიბეებზე მდგარ მანდატურს თვალებით ანიშნა მოდიო.



№1 სტუმარი მია 15

ძალიან კარგი ისტორია.მომეწონა და ველოდები შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი ხატია

კარგია იმედია მალე დადებ შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი EllaTriss

მია 15
ძალიან კარგი ისტორია.მომეწონა და ველოდები შემდეგ თავს

გმადლობ, ვეცდები არ დავიგვიანო ❤

სტუმარი ხატია
კარგია იმედია მალე დადებ შემდეგ თავს

ვეცდები ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

განსხვავებული ისტორია ,ძალიან მომეწონა.მიყვარს სკოლის ცხოვრებაზე საინტერესო ამბები..

 


№5  offline წევრი EllaTriss

სტუმარი nancho
განსხვავებული ისტორია ,ძალიან მომეწონა.მიყვარს სკოლის ცხოვრებაზე საინტერესო ამბები..

მიხარია თუ მოგეწონათ ❤

 


№6 სტუმარი რუსია

ვაიმე რაკაი იყო მალე დადე რა მალე მალე

 


№7  offline წევრი EllaTriss

რუსია
ვაიმე რაკაი იყო მალე დადე რა მალე მალე

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე შენი სიტყვებით ❤
ხვალ იქნება შემდეგი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent