შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაზეც არავინ საუბრობს(1-5)


29-08-2020, 22:45
ავტორი spangebob
ნანახია 1 109

თავი 1
როდესაც ვიგებთ სიტყვა ინტერნეტს თავში უამრავი აზრი ამოგვიტივტივდება. პირველად ალბათ გვახსენდება ინფორმაციის მოძიების ფართო და სწრაფი გზა, შემდეგ ალბათ მუსიკა, რომელიც ყოველ დღეს უფრო ააკაშკაშებს ხოლმე და ბოლოს სოციალური ქსელები. რისთვისაა საჭირო ის? ალბათ ურთერთობას სწრაფს და მარტივს ხდის, ვუკავშირდებით შორს მყოფ მეგობრებსა თუ ნათესავებს და ვიგებთ მათ ამბებს მათივე გამოქვეყნებული ფოტოებითა და სტატუსებით, ალბათ ეს ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა როდესაც ინტერნეტის ბენეფიტებზე ვსაუბრობთ. თუმცა რასაც ვერ ვაცნობიერებთ ისაა თუ რამდენად დამოკიდებული ვართ ჩვენ მასზე და რამდენად საშიშია ჩვენთვის. უბრალოდ ვერ ენდობი ახალ გაცნობილ ადამიანს, თუმცა რატომღაც ამას ვივიწყებთ და ვერთობით მასთან საუბრისა და გაცნობაში გატარებული დროით, შემდეგ პირველი შეხვედრა, რომელიც ალბათ რა თქმა უნდა საუკეთესოა და თან ამავდროულად საშინელი, უხერხულობა და გაურკვევლობა, არ იცი მეორე შეხვედრა იქნება თუ არა ან კიდევ გინდა თუ არა თავად რომ იყოს. საბოლოოდ ალბათ ბედნიერი ხარ რომ ურთიერთობას აგრძელებთ და ელოდები თუ სად მიგიყვანს ეს ყოველივე. ალბათ იდეალურად ჟღერს ასე არაა? და რა მოხდება თუ შენ მოგატყუეს და არ აღმოჩნდა ის ადამიანი ვისაც წერდი და გეგონა რომ იყო? და ამას მხოლოდ მასთან შეხვედრის შემდეგ მიხვდი? ალბათ ვეღარაფერს რადგან გგონია რომ ის სანდოა უამრავი ტყუილის მიუხედავად. სწორედ ამიტომ ვაკეთ ჩემ საქმეს და საუკეთესოს ვიმედოვნებ.
მე და ჩემმა სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ორგანიზაცია შეგვექმნა, სადაც მსგავს ხალხს ვამხილებდით. მე პროგრამისტის როლს ვითავსებ, ასევე ხშირად დავდივართ მათთან შესახვედრად მე და ანი, ხოლო ბიჭები ალექსანდრე და გიორგი ორგანიზებასა და სხვა საქმეებს განაგებენ. საბოლოოდ იდეალური გუნდი ვართ.
-ნატალი, ყველაფრის ბლოგზე გამოქვეყნება არ შეიძლება- მეუბნება გიორგი, რომელიც ერთ-ერთია ჩემი მეგობრებიდან.
-ბლოგი ანონიმურია და ისეთს არაფერს ვწერ რაც გვამხილებს- თვალებს ვატრიალებ და წინა შემთხვევაზე ვყვები ბლოგში.
-მაინც არავინ კითხულობს, წეროს რაც უნდა- მხარს უბამს ალექსანდრე და ეცინება ყველას.
ვამთავრებ ბლოგის წერას და ვტვირთავ, სხვათა შორის ბევრი კითხულობს, ერთ-ერთი პოპულარული გვერდი მაქვს. თუმცა უნდა იცოდე შენ იყენებ შენ გვერდს, თუ ის და გიმონებს. მე ჯერჯერობით ვახერხებ ბალანსის შენარჩუნებას, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია.
-ჯეკპოტი- ყვირის ანი -ახალ მსხვერპლი ვიპოვე, რომელსაც გავამწარებთ, მომისმინეთ, ერთი გოგო წერს, რომ ამა და ამ ადამიანმა მოატყუა თუმცა ვერ გაარკვია ნამდვილი სახელი და გვარი, რასაც ჩვენ მივხედავთ- საიტი გვქონდა სადაც გოგონები მსგავს შემთხვევებზე გვწერდნენ ამ შემთხვევაში კი ექაუნთზეც კი მიგვანიშნეს, თუმცა ხშირი იყო არასწორი ინფორმაციები და გულისყურით უნდა გადაგვემოწმებინა.
ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებ და პროფაილზე დავძვრები და მალევე ვაგნებ იმ ბიჭს რომლადაც ეს კაცი წარმოგვიდგენს თავს. ამ ყველაფერს კი პროგრამით ვადგენ, რომელიც სახეებს ამოიცნობს, რა თქმა უნდა ეს პროგრამა დაჰაკული მაქვს რადგან არ მოიპოვება, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს. შემდეგ ვნახულობ თუ რაიმე მისანიშნებელი დეტალი აქვს გაპარული ექაუნთის შექმნისას, თუმცა მსგავსი არაფერია, ყველაფერი იდეალურადაა ამ ბიჭის ნამდვილი ექაუნთი რომ არ მეპოვა მისი მეგონებოდა. თუმცა ბევრი უზუსტობაა, ახალი შექმნილისთვის ზედმეტად ძველი თარიღები აწერია ატვირთულ ფოტოებს. რაღაც ისე ვერ არის და უფრო და უფრო მიზიდავს ეს საქმე. ალექსანდრე თავზე მადგას და უყურებს როგორ ვამოწმებ ამ ყველაფერს და თავადაც ამჩნევს ცდომილებებს.
-აბა გავტეხოთ?- ვეუბნები მე.
-რო გავტეხოთ კვალს ვერ დავფარავთ და რა ვიცი სხვა გზა უნდა ვცადოთ, თან გატეხვა არაფერს მოგვცემს ისეთს, რაც აქამდე არ ვიცით.- ოცი წუთი ესე უაზროდ ვსხედვართ და ვფიქრობთ, არაფერი გამოდის. პროგრამებითაა დაცული, ვიღაცას აშკარად არ უნდა რომ შეამჩნიონ, მაგრამ რაღაც უნდა იყოს, რაღაც უმნიშვნელო დეტალი, რომელიც დაგვეხმარება.
-კარგი, გვიანია უკვე წავიდეთ სახლში, ხვალ გავაგრძელოთ ძებნა- ამბობს გიორგი და ყველას სკამიდან გვაგდებს. ჩვენ ანას სახლში ვიკრიბებოდით ხოლმე, თუმცა ერთი ბიჭის სანახავად იყო გაპარული და მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით. მალევე გამოვედით და გასაღები იქვე ხალიჩის ქვეშ დავტოვე, მოსვლისას რომ შესულიყო. ანის სახლი ოფისად გვექცია, თუმცა არ იყო ამის წინააღმდეგი. მეც მარტო ვცხოვრობდი თუმცა ჩემი სახლი ბევრად პატარა იყო. თვრამეტი წლის რომ გავხდი მარტო გადმოვედი საცხოვრებლად. პერფექსიონისტი ვიყავი და ამას არც ვვუარყოფდი, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო როგორც მე მინდოდა და მაგ დროს კარგად ვგრძნობდი თავს, ამიტომ სიცოცხლისთვის აუცილებელიც (რომ გავაბუქოთ) კი იყო საკუთარი სახლი მქონოდა.
-მოვედით, გადასკუპტი- მითხრა გიორგიმ, ბიჭებს დავემშვიდობე და ავედი სახლში. იცით რა ავსებს ცარიელ სახლს ჟრიამულით? რა თქმა უნდა ძალიან ხმამაღალი მუსიკა (თავს ისე მარტო აღარ გრძნობ) და ამას ყოველთვის მოყვება მეზობლების კარზე ან ჭერზე ბრახუნი, რომლებიც მევედრებიან რომ მუსიკას დავუწიო და მიყვირიან-შენ სულ გაგიჟდი? ბავშვს ძინავსო. სწორედ ამის შემდეგ ვირგებ ყურსასმენებს, სწორედ ასე და ამგვარედ მიდის ყოველი საღამო, თითქოს მონოტონურია არა? შეიძლება, თუმცა მე მომწონს ის ისეთი როგორიც არის სინამდვილეში.
ვწვები და შუქს ვაქრობ და სწორედ ამ დროს მომდის იდეალური იდეა, შუქს ვანთებ და მონაწერებში საიტზე იმ გოგოს ვნახულობ, რომელმაც მოგვწერა, რომ მას მოატყუეს, სასწრაფოდ ვწერ და ხვალ შეხვედრაზე ვუთანხმდები, ერთ-ერთ ჩემ საყვარელ კაფეში, მის ნახვას შუადღეს ვაპირებ და ყველაფერს ვგეგმავ. როგორც თვითონ მითხრა ეკატერინე ქვია (ჩვენს საიტზე მიმოწერა ანონიმურად ხდებოდა) ცოტათი ორჭოფობდა შეხვედრაზე, თუმცა საბოლოოდ დამთანხმდა და დახმარება გადაწყვიტა.
მეორე დილით თერთმეტზე გამეღვიძა და უცბად მოვემზადე, რადგან თორმეტზე ეკატერინეს უნდა შევხვედროდი. შავი ჯინსი და შავი მაისური ჩავიცვი, ასევე შავი სათვალე, ქუდის დაფარებაც ვიფიქრე რომ უფრო კარგად დავგვანებოდი გამომძიებელს, თუმცა გადავიფიქრე რადგან ეკა არ დამეფრთხო ჩემი ჩაცმულობით. კაფე სახლთან ახლოს იყო და თორმეტს რომ ოცი წუთი აკლდა უკვე იქ ვიყავი, ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე და დაველოდე მის გამოჩენას. ამასობაში ანამ დამირეკა ყვირილით თუ სად ვგდივარ ამდენხანს. ვუთხარი ყველაფერი და მაინც გაბრაზებული იყო მის გარეშე როგორ წავედი მაგრა,ა ბიჭებსაც გააგებინებდა. არ მინდოდა ეკატერინე დამეფრთხო პირველივე შეხვედრისას და ამიტომ გადავწყვიტე მისი მარტო ნახვა. თან ის სულ რაღაც 16 წლის იყო და ალბათ ისედაც ძალიან ნერვიულობდა რომ იმდენი გამბედაობა მოიკრიბა რომ ეთქვა, რასაც მე დიდ სითამამედ ვუთვლიდი. წუთებს ვითვლიდი მის გამოჩენამდე და ინტერესით ვკვდებოდი თუ რას მეტყოდა და აი ისიც გამოჩნდა.
თავი 2
ცხელი დღე იყო, თუმცა აგვისტოსთვის დამახასიათებელი. -ასეთი სიცხე არასდროს ყოფილა- ამბობს ხალხი, თუმცა რეალურად ყოველ წელს ამას იძახის. კაფეში გრილოდა და სიამოვნებით მივირთმევდი ცხელ ყავას (ვერ წარმომედგინა დღე ყავის გარეშე). გოგონაც შემოვიდა, შავი სათვალე ეკეთა და თეთრი თხელი კაბა ეცვა, ხელის აწევით ვანიშნე რომ აქეთ წამოსულიყო, თუმცა ჩემ უკან დაჯდა მაგიდაზე.
-არ შეიმჩნიო რომ ერთად ვართ- მითხრა ჩუმად და ტელეფონში იყურებოდა. -ის სულ მეძებს და თუ დამინახა რომ ვინმე ვნახე ალბათ შარში გავებმები.
-ასე როგორ მოვახერხებთ საუბარს?- ვკითხე ცოტათი შეშინებულმა. -მზად ხარ რომ ჩვენთან ითანამშრომლო?
-კი, ოღონდ ამის შესახებ არავინ უნდა გაიგოს, აქ შეხვედრა იმიტომ მინდოდა რომ გამეგო მათთან ერთად ხომ არ იყავით.
-ვისთან?
-სხვა დროს უნდა შევხვდეთ ახლა უნდა წავიდე.
-კარგი, ჩვენ ოფისსში (ცოტათი გაზვიადებული ნათქვამი იყო) შეგიძლია მოსვლა?
-რა თქმა უნდა, სხვა გზა არაა მე თქვენ მჭირდებით, თქვენ მე- უკვე ძალიან მეშინოდა, ხელიც კი მიკანკალებდა, ასე მომდის როდესაც რამეზე ვნერვიულობ, ხელი მიკანკალებს და მეყინება. ავდექი და ბარათი ვითომ შემთხვევით იქვე დავაგდე რომ მას აეღო, იქაურობა აუჩქარებლად დავტოვე, თუმცა ვიცოდი რომ ვიღაც მითვალთვალებდა, ამას ადამიანი ყოველთვის გრძნობს. ჯერ მაღაზიაში შევედი რომ საეჭვო არ ყოფილიყო ჩემი გარეთ გამოსვლის ამბავი და შემდეგ ანისთან ავედი. სახლში შესვლისთანავე ვხედავ როგორ მოფრინავს ბალიში ჩემკენ.
-საქონელო- მეძახის ანი, -როგორ გაბედე ჩვენ გარეშე წასვლა?- ოთახს ვათვალიერებ, სანდრო კომპიუტერში დაძვრება და რაღაც ვიდეოებს უყურებს პროგრამების დაჰაკვასა და კომპიუტერში შესვლაზე. გიორგი კი სკამზე გადაწოლილა, ბურთს ისვრის ზემოთ ქვემოთ, ასე იქცეოდა როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაეწყვიტა.
-შეშინებული ჩანდა და კიდევ ვერ დავაფრთხობდით, თუმცა ჩვენთან მოვა.
-როდის გავიცნობთ?
-ეგ არ ვიცი მაგრამ მოვა, მომწერს ალბათ- მართლაც მხვდება მონაწერი -ხვალ მოვა 4 საათისთვის
-რატო, სკოლა აქვს?- თქვა ანიმ სარკასტულად.
-ანი! ცოტა გამგებიანი იყავი, ცოდოა.
-ჩვენ თავად წავმართავთ ჩვენ ცხოვრებას და მასში მყოფ ხალხს თავად ვირჩევთ, ამიტომ ყველაფერი მიზეზით ხდება- გიორგი თავის ყოველდღიური სიბრძნით გვასაჩუქრებს, უყვარდა მაღალფარდოვანი საუბარი. მე საპასუხოდ თვალებს ვატრიალებ და ჩემ კომპიუტერთან მივდივარ, ანა კვლავ დივანზე ჯდება და მესჯობს. ის ძირითადად დეკორაციაა ხოლმე ოთახში.
-შევედი- უცბად ყვირის სანდრო ბოლო ხმაზე. -ექაუნში შევედი- სასწრაფოდ ვრთავ პროგრამას და მის ეკრანს ვხედავ ჩემთან. მესიჯებში შევდივართ და უამრავ გოგოსთან მინაწერებს ვხედავთ. თუმცა რაღაც ხდება და უცბად გვაგდებს ექაუნთიდან, სანდროს კომპიუტერი ვირუსებით ივსება და იტვირთება. -ვიღაცამ იცის- ძლივს სუნთქავს -ვიღაცამ იცის რომ შევედით, გაიგეს და შეტევაზე გადმოვიდნენ.
-იქნებ სპეციალურად შეგვიშვეს?
-ვინც არ უნდა იყოს, ძალიან ძლიერია, ამ კომპიუტერის დასაჰაკად უამრავი პროგრამაა საჭირო.
-ჩემზე ვერ გადმოვიდნენ ჯერ, შეგვიძლია ვნახოთ.
-აზრი არ აქვს, საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე მეგონა.
-ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია რომ ეკატერინეს დაველოდოთ- საზურგეს მივეყრდენი და ცოტახნით სუნთქვა შევიკარი, ასე ვიქცეოდი როდესაც რაიმეზე განუწყვეტლივ ვფიქრობდი და ვნერვულობდი, სხვათაშორის საკმაოდ კარგი გამოსავალი იყო, მთავარია ამოსუნთქვა არ დაგავიწყდეს.
-არა რაღაცეები დავიმახსოვრე- სანდრო ჩემ კომპიუტერში ინახავს კომპიუტერის აიპი მისამართს და გოგონების სახელებს რომლის დანახვაც მოასწრო. -დავინახე შევხვდეთო იყო ბოლო მინაწერი.- გოგონას თაკო ერქვა, ისიც ეკატერინეს ასაკის იყო.
-შეგვიძლია თაკოს ექაუნთის ნახვა და ნახვაში მინაწერებს ვგულისხმობ-გოგონას საყვარელი ლეკვების სურათებს ვუგდებ, საბედნიეროდ ონლაინშია და ლინკზე გადადის. როგორც ჩანს მისი ექაუნთის დაცვაზე არც კი უფიქრია და მინაწერებს მალევე ვნახულობთ. ძირითადად საშინლად გარყვნილობებს წერენ ერთმანეთს, თუმცა ინიციატორი ყოველთვის ჩვენი სამიზნეა, თავდაპირველად გოგო არაა მსგავსი ლაპარაკის მომხრე, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მაინც ითანხმებს. საშინელი მანიპულატორია. შეხვედრა ზეგ დაგეგმეს, საკმაოდ შორს, აეროპორთთან მდებარე კაფეში ხვდებიან. ეს მანძილი თაკოს სახლიდან ძალიან შორსაა, თუმცა ჩუმად გაპარვას აპირებს. საკმაოდ პრესტიჟული კაფეა, როგორც ჩანს საკმაოდ მდიდარია ჩვენი ობიექტი.
-სანახავად მივდივართ ხო?-აბობს ანი, მისიებზე ძირითადად მე და ანი დავდიოდით რადგან ბიჭები კომპიუტერით აგვარებდნენ საქმეებს თან გოგოზე იშვიათად ეჭვობენ რაიმე მსგავს.
-მგონი ჯობს მარტო წავიდე, მე დღესაც დამინახა ერთ-ერთმა ეკას კაფეში რომ შევხვდი, შენ კიდევ საჭირო ხარ პირისპირ თუ მოგვიწია შეხვედრა, თვალთვალი კი სულ არაა რთული საქმე.
-ყველანაირი ხალისი უნდა გამოვტოვო?- მეკითხება წუწუნით.
-რატო შენ შეხვდები, მეტი ხალისი რაღა გინდა და იცინებ მისი შებმის უაზრო ხერხებზე, რომლებზეც გოგოები ასე გიჟდებიან.
-ნუ კარგი, კარგი- ტელეფონი რეკავს, კარზე ვიღაცაა, უცბათ ყველანი შიშისგან ვხტებით.
-თეაა, დაწყნარდით- ამბობს გიორგი -წავედი მე ცოტახნით- ვიცოდით ყველამ მისი „ცოტახანი“ რამდენიც იყო
-თეა- ვიმეორებთ მე, ანა და სანდრო ერთდროულად და თვალებს ვატრიალებთ. თეა არ იყო ცუდი გოგო, თუმცა ზედმეტად, როგორ ვთქვა, სწერვა იყო. არავინ იყო მასავით კარგი და ყველას ზემოდან უყურებდა, ესეც რომ არა იმდენს ლაპარაკობდა რომ სიტყვას ვერ ჩაუგდებდი, დასმულ კითხვას თავადვე პასუხობდა. გიორგისთვის ილუზიის დამსხვრევას არ ვაპირებდით, თუმცა ჩვენი დამოკიდებულება ცხადზე ცხადი იყო. ალბათ ვერ ამჩნევდა რამდენს ლაპარაკობდა, ალბათ ადამიანი რაღაც შეხედულებებს იქმნის და სანამ სხვა ხაზს არ გაუსვამს ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. ყველანი ასე არ ვართ? ადამიანს ისეთს ვხედავთ როგორიც გვინდა რომ იყოს და როდესაც არ აღმოჩნდება, იმედგაცრუებულები ვრჩებით, ეს იგივეა თევზს ხეზე ასვლა მოსთხოვო და იმედი იქონიო რომ, რადგან ამას დავუშვათ ციყვები აკეთებენ, ისიც შეძლებს. ჩვენ საკუთარ თავთან ერთად მასაც დიდ ზიანს ვაყენებთ, რადგან ვაფიქრებინებთ რომ საკმარისად კარგი არ არის ჩვენთვის, რადგან იმის გაკეთბას ვთხოვთ რაც შეუძლებელია.
მხოლოდ ჩვენ სამნი დავრჩით, ანი კვლავ ინსტაგრამს სქროლავს, სანდრო კომპიუტერს წმენდს ვირუსებისგან და მე კვლავ თაკოს მინაწერებს ვათვალიერებ. რაღაც გარკვეული, გამოცდილი ტექნიკით მოქმედებს. თავდაპირველად თბილი, მეგობრული ტონით იწყებს, შემდეგ უფრო მომთხოვნი ხდება, საბოლოოდ კი ვიტყოდი საშიშიც. გოგონა კი იმ ილუზიის გამო, რომელიც თავდაპირველად მეგობრული ტონის გამო შეექმნა, მზადაა ყველაფერი გაიღოს რომ არ დაკარგოს, თუმცა ვერ ხვდება რომ რაღაც არარეალურს ეჭიდება. კაცი კი როდესაც ხვდება რომ ამხელა ძალაუფლება მოიპოვა ადამიანზე ყოველ წამს უმეორებს იმას, რომ თუ სურვილს არ შეუსრულებს წავა და მისი გადასაწყვეტია, თუ როგორ შეძლებს ცხოვრებას მის გარეშე.
უცნაურია არა? როგორ ვენდობით ადამიანს, რომელიც რამდენიმე თბილ სიტყვას გვეტყვის და გარკვეულ ყურადღებას გამოიჩენს ჩვენდამი?
-გუშინდელმა შეხვედრამ როგორ ჩაირა?- ვეკითხები ანის.
-რავიცი, ნორმალურად- „ნორმალურად“ მის ენაზე „საშინლად“ ნიშნავდა, როდესაც ადამიანი მოეწონებოდა ყოველ დეტალს ყვებოდა, სად იყვნენ, რა ჭამეს, სად გაიარეს და ასე შემდეგ. თან მის გრძელ ქერა თმას იხვევდა თითზე და ზემოთ იყურებოდა.
სახლში მალევე წავედი მშობლებს ველაპრაკე და ფილმი ჩავრთე, ვერც კი გავიგე როდის ჩამეძინა, თუმცა დილით ლეპტოპი ძირს ეგდო, საბედნიეროდ არაფერი მოსვლია, ჩავიცვი და ანის სახლისკენ გავეშურე.

თავი 3
გაღვიძებისას ანისთან მივდივარ და ვაღვიძებ, რატომღაც მთელი ღამე ვერ დავიძინე, ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მოგვემოქმედა რომ თავად გამოსულყო კონტაქტზე, რა თქმა უნდა უკვე ეცოდინებოდა ჩვენი არსებობის შესახებ, თუმცა ვინ ვიყავით ვერ გაიგებდა, რადგან ზედმეტად კარგად გვქონდა დაცული კომპიუტერები. რამენაირად ანის უნდა შეხმიანებოდა, თუმცა როგორ გავაკეთებდით ამას ისე რომ არაფერი ეეჭვა?
-საათის ცნობა არ იცი?- მეკითხება ანი გაწეწილი და საბანშემოხვეული, დიახ შუა ივლისში საბანი ეფარა.
-12 საათია უკვე, ადგომის დროა- ვუთხარი და ჩავეხუტე.
-მე დავიძინებ და რომ გავიღვიძებ მერე გაგცემ პასუხს- გამეცინა და ოთახში შევედი. ჩემს გარდა არავინ მოსულა სასწრაფოდ გადავქექე ფოსტა, ისეთი არაფერი ჩვეულებრივი წერილები იყო ზედაპირულად გადავხედე და ათიდან ცხრა ჩვენ სამიზნეზე საუბრობდა. ერთ უცნაურ მეილს მოვკარი თვალი, ქალისგან იყო რაც საკმაოდ იშვიათობაა შეხვედრას მთხოვდა და ამბობდა რომ საკმაოდ საინტერესო ქეისი ქონდა ჩვენთვის. მე დავიბარე ჩვენთან 6 საათზე. კარზე ზარი იყო, გიორგი მოვიდა და თავის კომპიუტერს მიუჯდა.
-იცი გუშინ მე და თეა კლუბში ვიყავით და ძალიან კარგი ბიჭი გავიცანით.
-გეყოს ჩემთვის ვიღაცეების გარიგება გიორგი!
-კარგი, კარგი-თვალები გადაატრიალა -მთელი ცხოვრება მარტო ხო არ იქნები?
-შენ თუ გაგაჩუმებს ხვალვე დავქორწინდები.
-სარკაზმი რომ არ არსებობდეს რა გეშველებოდა ნეტა- მომხედა თავის ჩვეული ღიმილით.
-არც არაფერი- გამეცინა მეც - აბა როგორ მიდის გოგოები „დაკერვის“ საქმე?
-ჰომ იცი არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ კარგად, რამდენიმე შეხვედრაზეც დავითანხმე დღეს უნდა ვნახო და გავაფრთხილო.
-ყველას ვერ შეხვდები, უბრალოდ შეუძლებელია, მალე უნდა მოვიფიქროთ რამე, თორემ ერთს თუ გადაარწმუნებ მეორე დაიკავებს მის ადგილს ხვალ.
-ვიცი, ვიცი მაგრამ ასეც ვერ ვიჯდები სანამ ეს არამზადა ამდენ გოგოს ატყუებს და სულელურ მახეში აბამს - ამბობს და დგება რათა კარი გააღოს. -სანდრო და ვიღაც გოგოა- ყვირის მე წამოვხტი და კართან მივედი.
-მოდი ეკატერინე- ვუთხარი და შეშინებული სახლში შემოვიყვანე.
-ეკატერინე მე გიორგი ვარ, სასიამოვნოა- თვალი ჩაუკრა და ხელი ჩამოართვა.
-გიორგი!- დაუყვირა სანდრომ -გეყოს ახლა!
ჩვენ ჩვენი სკამები მივაცურეთ სავარძელთან სადაც ეკატერინე დაჯდა. წყალი მოვუტანე რათა ცოტა ამოესუნთქა.
-ვიცი რომ ოთხზე უნდა შევხვედრილიყავით, თუმცა ვეღარ მოვიცადე. უბრალოდ მინდოდა მეთვა რომ საშინელი ადამიანია, თავიდან არ ვაპირებდი შეხვედრას მაგრამ მემუქრებოდა, მთელი ჩემი ოჯახის ისტორია იცოდა და ამბობდა რომ ჩემ პატარა ძმას დაუშავებდა რამეს. გადავწყვიტე მაინც მენახა, რადგან ჩვენი ტოლი მეგონა, თუმცა როდესაც კაცი დავინახე საშინლად შევშინდი. 35 წლის მაინც იქნებოდა, თუმცა ასაკთან შედარებით კარგად გამოიყურებოდა, ძვირიანი ტანსაცმელი ეცვა და დროს უყურებდა ყოველწამს, თითქოს სადღაც ეჩქარებოდა. შემეშინდა, ვერ მივედი მეგონა რამეს დამიშავებდა. ასეთი რამ არასდროს გამომიცდია, მგონია რომ ვიღაც უკან დამყვება, სადაც არ უნდა წავიდე- საზურგეს მიეყუდა, თუმცა დაძაბული იყო კვლავ -ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან, არ მინდა ჩემს მდგომარეობაში სხვა ვიხილო.
-კონტაქტი გაქვს?- კითხა წარბებშეკრულმა სანდრომ.
-არა, იმ დღის შემდეგ წავშალე ექაუნთი.
-კარგი, მადლობა დახმარებისთვის, ვეცდებით ეს საქმე მოვაგვაროთ.
-სულ ესაა? უბრალოდ ეცდებით? მე რამდენ ღამეს ვათენებ შეშინებული ღმერთმა იცის და თქვენ კიდევ...
-რას მთხოვ? დაგპირდე? უფრო მშვიდად იქნები? რაც შემეძლება გავაკეთებ შენზე მეტად მე მინდა მისი თავიდან მოშორება და ბევრი შემთხვევაც გვქონია რომ გვიმხილებია, თუმცა ეს ჩვეულებრიბი საქმე არაა სადაც უბრალოდ დაჰაკავ, ბევრად რთულადაა საქმე, ამიტომ შეგიძლია წახვიდე, რაც შეგვიძლია ვიზამთ- ვუთხარი მე, მას არაფერი უთქვამს წავიდა და კარი გაიჯახუნა.
-ასეთი უხეშობა არ იყო საჭირო- მეუბნება გიორგი.
-მესმის რომ ბევრი გადაიტანა, მაგრამ აქ უსაქმურად არც ჩვენ ვსხედვართ და ბევრად მეტს ვაკეთებთ ვიდრე ექაუნთის წაშლაა მემგონი-ვუთხარი მშვიდად.
-კარგი, კარგი ახლა რას ვაკეთებთ?-იკითხა ალექსანდრემ.
-რეალურად ახალი არაფერი გაგვიგია რაც არ ვიცოდით, ამიტომ ახლა ერთი ქალი უნდა მოვიდეს, არც მე ვიცი ვინაა, თუმცა რაღაც სალაპარაკო აქვს, მნიშვნელოვანი, როგორც ჩანს.
ანი ადგომისთანავე გარეთ მოვდივარო გამოგვიცხადა და წავიდა. გიორგი ისევ იმ გოგოებს წერდა და ცოტახანში მათთან შესახვედრად წავიდა, სანდრო კი ცდილობდა გაეგო საიდან შემოვიდნენ გუშინ, მე კიდევ ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შემეგროვებინა თუმცა არაფერი იყო ხელმოსაჭიდი, რაც მის კვალზე გამიყვანდა. უცბად სიჩუმეს ფეხსაცმლის კაკუნის ხმა ავსებს ორივე კარისკენ ვიხედებით და პირველი თვალში ძვირიანი წითელი ფეხსაცმელი მხვდება, ხოლო ორ წუთში მთელ ოთახს მისი სუნამოს და ლოსიონის სუნით ივსება.
-ნატალი მინდოდა, აქ შეხვედრაზე შევთანხმდით- ამბობს იდეალური ხმის ტემბრით.
-დიახ დაბრძანდით- ვეუბნები და ტახტისკენ ვანიშნებ, ცოტათი ორჭოფობს თუმცა შემდეგ ჯდება.
-თქვენთან საქმიანი წინადადება მაქვს, თუ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ და საბოლოოდ მისი დაჭერით დაასრულებთ ასიათას დოლარს მიიღებთ.
-და თქვენ რად გინდათ მისი დაჭერა?-ვეკითხები რომ თანხით გამოწვეული შოკი გადავფარო.
-ეს ჩემი პირადია უკვე, ფურცელი თუ შეიძლება- თქვა წყნარად, რაღაც დაწერა-აი მისი სახელი და გვარი, ეცადეთ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ- თქვა და ისე გავიდა თითქოს არც არასდროს ყოფილიყოს ოთახში, მის სუნამოს სუნს თუ არ ჩავთვლით.
-საშიში ქალი ჩანს- თქვა სანდრომ.
-კი არასდროს ვენდობი ისეთ ხალხს რომელიც ასე იდეალურად გამოიყურება- ორივეს გაგვეცინა -როგორ ახერხებენ ყოველდღე სალონში წასვლას და მაკიაჟის გაკეთებას?
-რაც მთავარია სახელი გავიგეთ. ოჰ ვლადიმერ ალბათ არ ელოდები რომ მიწასთან გაგასწორებთ- ამბობს სანდრო ბოღმნარევი ხმით, რა ამაზრზენად ჟღერდა მისი სახელი.
ინტერნეტში ვნახე რომ საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი იყო სულ კოსტუმით დადიოდა და საკმაოდ სიმპატიურიც იყო, მაღალი მუქი წვერითა და ნაცრისფერი თვალებით. მალე ანი და გიორგიც დაბრუნდნენ, ანი კვლავ ტელეფონში ჩაძვრა გიორგი კი თავის შეხვედრებზე ყვებოდა. ჩვენც მოვუყევით და თანხის გაგებაზე ორივეს თვალები გაუფართვდა.
-ერთ ერთი გოგო თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა და დაგვპირდა რომ ხვალ ნახავდა მაინც და ჩვენთვისაც კარგია ეგ ყველაფერი, დამამტკიცებელი საბუთი რაც მეტი გვექნება მით უკეთესი.
ხვალ კიდევ როგორც იქნა ვნახავდით და გავიგებდით რამე ხელჩასაჭიდს. დღეს ადრე მოვრჩით, გიორგი და სანდრო შეყვარებულების სანახავად წავიდნენ, მე კიდევ ცოტახნით ანისთან დავრჩი.
-აბა მომიყევი რა ხდება, ამდენი დღეა უკვე უხასიათოდ ხარ- მან ღრმად ამოისუნთქა.
-ერთი ბიჭია...
-მსგავსი სიტუაციაა, აბა რა სჭირს ამ „ერთ ბიჭს“- გაეცინა.
-შეყვარებული ყავს-არ ვიცოდი რა მეთქვა, შეყვარებულთან დააშორე მეთქი ვერ ვეტყოდი, თუმცა რავიცი ასეც ვერ ვიქნებოდით -მითხრა დაშორებას ვაპირებდი ისედაცო, მაგრამ რატომღაც არ ჩქარობს, თან არ მინდა ვიღაცეების შორის ჩავდგე.
-მესმის- ვუთხარი და ჩავეხუტე, არ ვიცოდი რა მერჩია, ასე პირველად ვიყავი, მაგრამ მგონია რომ რაიმეს რჩევაზე უფრო მეგობარი სჭირდებოდა გვერდით, ამაში კი ნამდვილად არ გავუცრუებდი იმედს.
თავი 4
როგორც იქნა წასვლის დრო მოვიდა, შეხვედრა ბიბლიოთეკის მსგავს კაფეში იყო დანიშნული ალბათ ჩემი საყვარელი ადგილიც კი გახდებოდა რომ არა მისი აჩრდილი, რომელიც ძალაუნებურად მთელ კაფეს იყო მოდებული. ბიჭებს გადამცემით ველაპარაკებოდით ჩვენი მიზანი ტელეფონის აღება და ინფორმაციის გაგება იყო. გოგონა რომელიც თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა 18 წლის იყო რაც უჩვეულოდ მეჩვენებოდა. ჩვენ „ოფისში“ დახაზული დიაგრამა 15 წლიდან 18 წლამდე მერყეობდა ჯერჯერობით. თაკო უბრალო გოგო იყო შავი შეკრული თმითა და სათვალით, ინტროვერტი იყო, არც ჩაცმაზე ფიქრობდა დიდად რადგან წიგნის გარდა არაფერი აინტერესებდა ეტყობოდა. არც დღეს დაუშვია გამონაკლისი, ჯინსითა და უბრალო მაიკით მოვიდა. რაღაც იყო მასში საინტერესო, თუმცა ვლადიმერის გემოვნებას ვერაფერი გავუგეთ, შეიძლება არც აქვს თავის ტიპი ჩამოყალიბებული და უბრალოდ ახალგაზრდები (ბავშვები) იზიდავს. თაკოს გადამცემი ეკეთა რითიც ჩვენი ხმა ესმოდა, მე გასასვლელთან ვიდექი, წიგნს ვარჩევდი, ანი კი იქვე იჯდა და კაპუჩინოს სვამდა თან მათ ლაპარაკს უსმენდა.
-აბა მომიყევი შენ კარიერულ გეგმებზე?- ვლადიმერის ხმა მზრუნველი იყო, თუმცა მის თვალთმაქცობას ადვილად შეამჩნებვდა გამოცდილი ადამიანი. სუფთად ლაპარაკობდა, აქ გაზრდილივით, თუმცა ზოგჯერ რუსული აქცენტი დაჰყვებოდა, რაც იმაზე მეტყველებდა რომ ოჯახში რუსულადაც უწევდა ლაპარაკი ან თუნდაც პარტნიორებთან.
-ჯერ არ გადამიწყვეტია თუმცა უცხოეთში ვაპირებ წასვლას- უთხრა დაბნეულმა გოგონამ.
-შემიძლია მაგაში დაგეხმარო, სანდო კავშირები მაქვს.
-ტელეფონი აიღე როგორმე-ამბობს ანი გადამცემში, მეც წასვლას ვაპირებ თან ყავას ვუკვეთავ. უცბად ვიღაც ბიჭი მკიდებს ხელს და წიგნზე მეკითხება რაღაცას. ხელში „ანა კარენინა“ უჭირავს და თან მიღიმის.
-„ყოველ ადამიანს, რომელსაც დაწვრილებით ესმის გარემომცველ პირობათა მთელი სირთულე, უნებლიეთ ჰგონია, რომ მხოლოდ მის კისერზეა ამ პირობათა სირთულე და მათი გარკვევის სიძნელე, რომ ეს მხოლოდ მისი შემთხვევითი თავისებურებაა, და არაფრით არ წარმოუდგენია, რომ სხვაც გარემოცულია თავის პირად პირობათა სირთულით.“-მითხრა ბიჭმა მშვიდად და მისი თვითკმაყოფილება მაღიზიანებდა ცოტა.
-„აზრები, რომელთაც უზარმაზარი შედეგი მოსდევს, ყოველთვის უბრალოა.“ ამიტომ არაა აუცილებელი ხალხს წიგნის ციტატებით აწონებდე თავს-მეც მქონდა „ანა კარენინა“ წაკითხული გამარჯვებული მივდიოდი მან კი ოდნავ წარბი აწია და ნაცრისფერი თვალები უკეთ გამოუჩნდა.
-უბრალოდ იცოდე რომ ციყვმა, რომელიც თხილისკენ მიიწევს, შესაძლოა გზად ის რკოც დაკარგოს რომელიც აქვს და ტოტიდან ჩამოვარდეს-ამის დრო ნამდვილად არ მქონდა და ყავის ასაღებად გამოვედი. თუმცა თითქოს გაფრთხილებას გავდა მისი სიტყვები.
-ეს ვინ იყო-მეკითხება ანა სიცილით, მიკროფონით.
-ახლა არაა მაგის დრო-გამეცინა.
-თქვენი ყავა მზადაა- მითხრა გოგონამ მშვიდად გამოვართვი და მათკენ წავედი თან ხელები მიკანკალებდა საშინლად. მაგრამ უკან დახევის დრო არ იყო. ყავა გადავასხი ვითომ ფეხი მომიცურდა და შარვალზე დაესხა. სასწრაფოდ ხელსახოცს დავავლე ხელი და მისი ყურადღების გადატანა ვცადე ამ დროს კი ანამ ტელეფონი ამოაცალა ჯიბიდან.
-ცოტაც, არ დაუმთავრებია ჯერ- მეუბენება ჩურჩულით და პროგრამის გადმოწერას ელოდება. რა ჯანდაბა უნდა ვქნა, არ ვიცი თუმცა უცებ თაკო მშველის და წვენს კრავს ხელს რაც ისევ მას ესხმევა. რაც ცოტა დამატებით დროს გვაძლევს და მიმტანიც მოდის.
-არ ვიცი რა ჭირს დღეს ამ ხალხს- თვალებს ატრიალებს ვლადიმერი და უკმაყოფილოდ მაშტერდება.
-დიდი ბოდიში, შემთხვევით მომივიდა.-ვეუბნები და თვალს ვარიდებ.
-ჰო, ჰო რაცაა-მოვალ მალე და უცბად დგება, რაზეც ლამის გულის შეტევა მემართება.
-დავამთავრე-ჩურჩულებს ანი და ძირს აგდებს.
-უკაცრავად, ეს თქვენი ტელეფონია?- ვეკითხები, ვიღებ და ვაწვდი.
-დიახ, მადლობა- ცოტახანს ეჭვისთვალით მიყურებს და მერე თავის გზაზე მიდის. გული იმხელაზე მიცემს ლამის ამომივარდეს.
-მე რა ვქნა?-თაკო გვეკითხება.
-ახლავე ნუ წამოხვალ ცოტახანს იყავი, შემდეგ რამე მიზეზი მოიფიქრე და ჩვენ გარეთ ვიქნებით.
რომ გავდიოდი დავინახე „ტოლსტოი“ როგორ მომშტერებოდა, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, სახლში ყველანი მშვიდობიანად წავედით, ყველაფერი კარგად დამთავრდა საბედნიეროდ. თაკო კი ამბობდა რომ მის ცხოვრებაში საუკეთესო რამე იყო რაც კი ოდესმე გადახდენია. თუ საჭირო იქნებოდა ამბობდა რომ კვლავ შეხვდებოდა. ჩვენ კი უკვე მის ტელეფონთან გვქონდა წვდომა, მის ზარებსა და მესიჯებს ვაკონტროლებდით ისე რომ ვერც გაიგებდა, თუმცა ტელეფონით არავის ეკონტაქტებოდა მხოლოდ კომპიუტერით და ის კი საშინლად დაცული ჰქონდა. სხვა რა გზა გვქონდა როგორმე მის კომპიუტერში უნდა შეგვეღწია, რომ რაიმე დაგვემტკიცებინა, მეტი საბუთი იყო საჭრო. ტელეფონის ზარებს გიო აკონტროლებდა თუმცა ხელმოსაჭიდი არაფერი იყო, მხოლოდ საუბრები ბიზნეს პარტნიორებთან და მსგავსი მოსაწყენი საკითხები.
-დღეს კარგად ვიმუშავეთ- თქვა ანიმ და თავის თავით ამაყობდა. -მე როდის უნდა შევხვდე?- გვკითხა ღიმილით, -მომენატრა ასეთ ადგილას სიარული და დაძაბულობა.
-არ ვიცი თვითონ თუ არ გამოვა კონტაქტზე ჩვენგან აქტიურობა საეჭვო იქნება. როგორ შეიძლება თვითონ გამოვიდეს?- ვერაფერი მოვიფიქრე.
-ერთადერთი გზაა თაკო შეხვდეს და იმან ახსენოს რომ ჩემი მეგობარიაო და რამე, რავიცი შეიძლება დაინტერესდეს- თქვა გიორგიმ.
-ჰო რისკების დრო ნამდვილად არ გვაქვს, ამიტომ იმ კაფეში ვიჯდები ხოლმე ის რომ დააპირებს წასვლას და იქნებ დაინტერესდეს.-თქვა ანიმ.
-სულ იქ ხო არ იქნები-გაეცინა სანდროს -ან არ მოგწყინდება? რეალურად ახლა შენი შეხვედრა ჯერჯერობით არაა საჭირო, თაკოც აკეთებს გასაკეთებელს.
-კარგი, კარგი- განაწყენებულმა ღრმად ამოისუნთქა.
-მართლა ის ბიჭი ვინ იყო? შენ გგონია ჩვენ არ გვესმოდა ხმა?- მეკითხება გიორგი სიცილით და მხარზე მირტყაპუნებს ხელს.
-აზრზე არ ვარ ვინ იყო. რა აზრი აქვს ახლა მის განხილვას მაინც ვერასდროს ვნახავ- უნებურად სევდანარევი ხმა მქონდა.
-ვიღაცას ცხოვრებაში პირველად სერიოზულად მოეწონა ბიჭი-დამცინოდა სანდრო.
-ჰო, ჰო, იცინეთ, ჩემ უბედურებაზე- ზედმეტად დრამატულად წარმოვთქვამდი. ყველანი გაგვახალისა ამ ამბავმა.
-იცი ეგ თუ არ გამოვა თეა ძმაკაცია ერთი...
-კარგი მოკეტეთ ახლა- ვუთხარი ბუზღუნით.
-ჰო აცადეთ თავის ქერა ბიჭზე ფიქრი-გაბრაზებულმა გავხედე ანის -ჰო მეც მაქვს თვალები, რა გიკვირს.
ჰო მუდმივად მაბრაზებდნენ, მაგრამ მათ გარეშე მაინც ვერ წარმომედგინა ერთი დღეც კი. დავემშვიდობე და პარკში წავედი, სახლთან ახლოს. ჯერ არ დაღამებულა თუმცა მზე ჩადიოდა და ირგვლივ ყველაფერი ყვითლით, წითლითა და ნარინჯისფერით გაჟღენთილიყო. მიყვარდა ივლისს ეს დრო, უაზრო სიცხე არ გაწყენდა თავს და სიცივეც არ იყო. თუმცა კვლავ ზაფხულის ფერები შემორჩენილიყო. ჩემი აზრით, საზოგადოება მარტოობას არ აფასებს, ის ხშირად მარტოსულობაში ერევათ, რაც ჩემი აზრით ორი სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებაა. თუმცა მარტოობა ისეთ საკითხებზე გაფიქრებს რასაც დაკავებულ მდგომარეობაში ყურადღებას არ მიაქცევდი, თუმცა როგორ რემარკი იტყოდა „რაც არ უნდა შეგემთხვეთ, არაფერი მიიტანოთ გულთან ახლოს. ცხოვრებაში ცოტა რამ არის დიდი ხნის მანძილზე მნიშვნელოვანი.
თავი 5
ანი დაპირებისამებრ კაფეში აპირებდა ყოფნას, მე კიდევ ვაპირებდი რამე მომემოქმედა. ამავდროულად „შანელიც“ სულ გვირეკავდა ამხელა ფულს რომ გაძლევთ საქმეს კეთება არ უნდაო? თუ რაღაც მსგავსი. მე მის ყოველ სიახლეს თვალს ვადევნებდი და როგორღაც ოფისის ნომერსაც მივაგენი. საკმაოდ საშიშ საქმეს ვეჭიდებოდი, მაგრამ გავიგე რომ წვეულება იგეგმებოდა. გვერძე სტატუსიც ვნახე, ვინ ალაიქებდა და ულოცავდა რაღაც წარმატებას, ყველა გადავქექე და სტუმრების შესაძლო სია შევადგინე. შემდეგ ყველას პროფილი დავათვალიერე და დავახარისხე თუ ვინ იქნებოდა წვეულებაზე და ვინ არა, რა თქმა უნდა ზუსტად არც ეს ვიცოდი. შემდეგ ძველი ივენთებიდან ფოტოები ამოვქექე და რამდენიმე ადამიანი შემოვხაზე. არსად ეწერა ივენთი რომელ საათზე და სად იგეგმებოდა. დავრეკე ოფისის ნომერზე და ერთ-ერთი მუდმივი სტუმრის სახელით ვთხოვე ინფორმაცია თავიდან ეთქვათ, მდივანმა კი მაშინვე მითხრა. რატომღაც უფრო რთული მეგონა ინფორმაციის მიღება, არც გადაუმოწმებია ვინ ვიყავი. ივენთი მის ოფისში იგეგმებოდა საღამოს 8 საათზე. ახლა მხოლოდ მოცდაღა იყო საჭირო და „უდიდესი პრობლება“ (ჩაცმულობა) მოსაგვარებელი (როგორც ანი იტყოდა). არ ვიცი როგორ მოახერხა მსოფლიოში ყველაზე მოკლე კაბა მოენახა და დავერწმუნებინე რომ ჩამეცვა. თუმცა როდესაც თმისა და მაკიაჟის გაკეთება დაასრულა ჩემ თავს ვეღარ ვცნობდი. უნდა ვაღიარო რომ მართლა ასე ლამაზად არასდროს ვყოფილვარ, თუმცა თავდაჯერებული მაინც არ ვიყავი.
როგორც იქნა მოვიდა წასვლის დრო. მიკროფონი და ყურსასმენი გავიკეთე. ზუსტად 8 ზე მივედი და ხალხში გავერიე შამპანურის ჭიქით ხელში. „სამიზნე“ მალევე დავინახე, ვიღაცეებს ესაუბრებოდა. იქვე ტახტზე ჩამოვჯექი და თვალს ვადევნებდი გარეთ მოსაწევად როდის გავიდოდა. როგორც კი გავიდა გარეთ მის ოთახში შევედი.
-ფრთხილად იყავი- მეუბნება გიორგი შეშინებული.
-არაფერ მომივა- ვთქვი მშვიდი ხმით მარა ხელები მიკანკალებდა. უცბად კომპიუტერში მივედი და უესბით პროგრამა ჩავწერე. ახლა მთელი კომპუტერი ჩვენი იყო.
-შევედი- დაიყვირა სანდრომ.
-არის რამე?- ვკითხე მე. არაფერი უპასუხია, ნახულობდა ალბათ. ოფისს ვათვალიერებდი როდესაც ფეხის ხმა გავიგე. სასწრაფოდ გამოვრთე კომპიუტერი და კართან მივედი. გავაღე და „ტოლსტოი“ დავინახე.
-საპირფარეშოს ვეძებდი- ვუთხარი ჩუმად. ვიცოდი სახეზე საშინლად გაწითლებული ვიყავი და ხელებიც გაყინული მქოდა, სულ ასე მემართებოდა პანიკისას. თუმცა პირველად ვიყავი მადლიერი ანიმ რომ ამდენი ტონალური წამათხაპნა.
-ვიცოდი რომ კიდევ გნახავდი- მითხრა ზედმეტად თავდაჯერებული ღიმილით.
-თავს გაუფრთხილდი- ვუთხარი და წავედი.
-მგონი შენ უფრო მეტ საფრთხეში ხარ- მითხრა მშვიდად. -აქ არ უნდა იყო და იმასაც არ უნდა აკეთებდე რასაც აკეთებ.
-რას გულისხმობ? როგროც ჩავთვლი საჭიროდ ისე მოვიქცევი- საიდან იცოდა რამე რომ მქონდა ჩაფიქრებული.
-ჰაჰ, რატომ მეწინააღმდეგები ასე? საინტერესოა
-„თქვენ გეზიზღებოდათ ქალები, რომლებიც ყველაფერში გეთანხმებოდნენ. მე თქვენში ინტერესი გავაღვივე, რადგან იმ ქალებს არ ვგავდი.“, ალბათ ჯეინ ოსტინიც წაკითხული გაქვს, თუ მხოლოდ ტოლსტოით შემოიფარგლები?- არ ვიცი ისე მახალისებდა ასე მოქცევა მზად ვიყავი სამუდამოდ მელაპარაკა ასე და მეცინა მის გამომეყველებზე. არაფერი მიპასუხა.
-შეიძლება არ გჯერა მაგრამ კიდევ შევხვდებით.- უბრალოდ გავუღიმე და დარბაზში გავედი. უკვე კარისაკენ მივდიოდი რომ ვიღაც კაცმა მომკიდა ხელზე და გამაჩერა. ყველაფერი დამთავრდა, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა და მეგონა რომ ჩემი გულისცემა მთელ ოთახში ისმოდა.
უკან შევბრუნდი და დავინახე რომ ჩემი ხელი ვიღაც კაცს ეჭირა. უცბად ნაცნობი ხმა მომესმა.
-რამე პრობლემაა? ჩემთანაა- მოვიდა „ტოლსტოი“ და წელზე შემომხვია ხელი.
-არაფერი უბრალოდ მოსაცმელი დარჩა, გარეთ კიდევ ცივა- ღიმილით მიუგო დაცვამ. გამეღიმა მის საქციელზე. დაცვას გავუღიმე და გარეთ გავედი. ისიც გამომყვა.
-სახელი მაინც მითხარი- გაეცინა.
-ნატალი- გამეცინა მეც, ფეხით მივდიოდი და ხალხი აღარ იყო.
-ირაკლი- მითხრა თვითონ.
-ლიტერატურა გიყვარს ირაკლი, როგორც ჩანს- ვუთხარი სარკასტულად.
-პირველად ვინანე „სიამაყე და ცრურწმენა“ რომ არ წავიკითხე სკოლაში.- გამეღიმა. სრულიად უცხო იყო თან საეჭვო ქცევებით, თითქოს სულ მაფრთხილებდა, თუმცა რაღაცნაირად მშვიდად ვგრძნობდი თავს მასთან.
-კარგად- ვუთხარი მე.
-მარტო არ გაგიშვებ ამ შუაღამეს, დაჯექი- მითხრა ჩუმად. არ ჩაჯდე, არ ჩაჯდე მის მანქანაში, არ გინდა.
-კარგი- ვუთხარი მე, რა თქმა უნდა ყოველგვარი ფიქრის გარეშე. რა ჯანდაბა მჭირდა.
-ძაან გიხდება კაბა, მაგრამ ჰუდში უფრო მომწონდი გაწეწილი თმით- მომწონდი, რაღაცნაირად გავხალისდი ამ სიყვის გაგონებაზე.
-აქ რა გინდოდა, დღეს?
-მეც იგივეს კითხვა შემიძლია.
-კარგი.
-არ მეტყვი?-მკითხა ცალწარბაწეულმა.
-არა- გაეცინა.
-კარგი- ცოტახანს იცინოდა. მერე ჩუმად მითხრა. -აი მოვედით.
-მადლობ მოყვანისთვის, ვაფასებ.
-კიდევ შევხვდებით- გავუღიმე. იმედია, ვიფიქრე ჩემთვის.
როგორც კი ოთხში შევედი ყველა ღიმილით მიყურებდა. მეც გამეღიმა და მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ მთელი ეს დრო მიკროფონი ჩართული იყო. მოვკვდი ლამის.
-ჩვენი გოგო გაიზარდა- თქვა გიორგიმ, მე ბალიში ვესროლე და გაეცინა.
-იპოვეთ რამე? რამე ხელმოსაჭიდი.
-კი, ვიდეოები ვნახეთ, არ გვიყურებია უბრალოდ ვნახეთ. საშინელებაა. თუმცა ვერაფერს დავამტკიცებთ, გოგოები ჩანს მხოლოდ და არც ადგილია ნაცნობი. როგორც ჩანს მისი სახლი არაა, სადღაც მიჰყავდა.-მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, თავი საშინლად ვიგრძენი. საწყალი გოგონები, რა ბედი ეწიათ ნეტავ. გადავწყვიტე ყველა მენახა.
-მათი პოვნა შეგვიძლია?- ვიკითხე.
-რთული იქნება
-რომელიმესგან ჩვენება რომ ავიღოთ? მგონი საკმარისი იქნება, ან რამდენიმესგან. ალბათ მტკიცებულებაც დაგვჭირდება, მაგრამ რატო მგონია რომ ეს ასე მარტივი არ იქნება?
-გოგოების ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია საახები დაბლურულია.
არცერთმა ვიცოდით რა უნდა გვექნა, გაფართოებული თვალებით ერთმანეთს ვუყურებდით.
-ახლა დავიშალოთ, სხვა ფაილებიცაა რომელსაც საკმაოდ ჩალიჩი უნდა რომ გავხსნა. ხვალ გავაგრძელოთ, იქნებ და რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ- თქვა ალექსანდრემ.
მართლაც ყველანი სახლებში წამოვედით და დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი. თავისუფლად შეიძლებოდა ვინმეს ვიდეოჩანაწერი ამოექექა თუ რაიმე ეჭვზე გავიდოდნენ. საშინლად მეშინოდა. უკანონო საქმეს ვაკეთებდით, თუმცა ისევ უკანონობის შესაჩერებლად, მაგრამ რამდენად დავამტკიცებდით მაგ ყოველივეს არ ვიცოდი.
-ძაან ლამაზი იყავი- მიხრა ანიმ გამოსვლისას.
-მადლობა-გავუღიმე და წამოვედი.
თვალწინ ირაკლის სახე დამიდგა, არა ახლა ამის დრო არ იყო, არ მეცალა ამ ყველაფრისთვის. ბევრი საფიქრალი მქონდა და პატარა გოგო აღარ ვიყავი რომ ერთი ნახვით ადამიანზე გადავრეულიყავი.
რატომ მიდიან ადამიანები ამა თუ იმ გადაწყვეტლებამდე? რა აიძულებს მათ მოიქცენ ისე როგორც იქცევიან? ალბათ გარემო, სულ უხდებათ იყონ ის რაც არ არიან და ეს დაგროვილი ბრაზი და სიძულვილი მათ უბიძგებს გააკეთონ ის რაც არ უნდათ. ყოველი ქმედების უკან მიზეზი დგას, ისე არასდროს არაფერი ხდება. ამიტომ უნდა გამეგო ყველაფერი ამ საქმეზე, რატომ ხდებოდა ეს ყოველივე. უნდა ჩავჭიდებოდი იმ პატარა დეტალებს და ერთი მთლიანი სურათი დამენახა. ფაზლივით იყო, სწორი ნაწილის სწორ ადგილას ჩასმით სურათი აიწყობოდა.

მადლობა, ვინც კითხულობთ, უბრალოდ მაინტერესებს გაგრძელება თუ ღირს?



№1 სტუმარი Qeti qimucadze

kargiaaa. imedia ar daagvianebbb

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესო და განსხვავებულია გააგრძელე რა თქმა უნდა

 


№3  offline წევრი spangebob

სტუმარი მაკო
საინტერესო და განსხვავებულია გააგრძელე რა თქმა უნდა

დიდი მადლობა <3 <3

Qeti qimucadze
kargiaaa. imedia ar daagvianebbb

ვეცდები მალე ავტვირთო ხოლმე ორ თავს დღეს დავამატებ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent