პრობლემა იწყება შენით. (ნაწილი-4)
ჩემი ოთახისკენ კმაყოფილი წავედი ,მაგრამ კარი მოვიხურე თუ არა სარკეს მივარდი პირდაპირ ! ისეთი უცნაურად ვგრძნობდი თავს...უბრალოდ ჩემ თავს ვუყურებდი სარკეში და ვეკითხებოდი...ეს მე ვარ? ეს მე გავაკეთე? ჩემი თავით ვამაყობდი,რადგან მე გამოცდა ჩავაბარე! რამის მეყვირა სიხარულით,მამას აღარ მომიკლავდნენ და ჩემი სიცოცხლეც გადავარჩინე! ამ ჩემს ფიქრებში გართულმა უცბად კარზე კაკუნი გავიგე და გავშეშდი...კარისკენ ნელა წავედი და კარი რომ გავაღე იქ სრულიად მოულოდნელად შამპანიურით ხელში დამხვდნენ ბიჭები!! -ვუუუ!!!გილოცავ! წამოიყვირა ჯოშუამ და შამპანიური გახსნა ,შემდეგ კი ყველა ჩემსკენ წამოვიდა და ძლიერ ჩამეხუტა. ვაღიარებ არ ველოდი,გული გამითბა. -არ ვიცი ასეთი ვინ ხარ, მაგრამ უკვე შემიყვარდი მეგობარო!! მითხრა ჰარიმ,რომელიც მთელი ძალით მეხუტებოდა ,რაზეც უნებურად გამეღიმა. -მეც..მეც..ვთქვი მე ძლივს სუნთქვა შეკრულმა და ხელი მეგობრულად გადავუსვი ზურგზე. -გეყოფა!! გავიგე ჯიმის ხმაც ,რომელმაც ჰარის ჩემი თავი გამოსტაცა და თავის გვერდით დამაყენა. -აბა არ დავლიოთ? რამდენიხანია არ დაგვილევია ერთად,თან მიზეზიც გვაქვს! მივულოცოთ ჩვენს ახალ წევრს ჩვენს ჯგუფში გაწევრიანება !! წამოიძახა ნაბიმ ღიმილით და ყველას ჭიქა მოგვიჯახუნა! მეც უსიამოვნო სახით სულ მოუთქმელად დავლიე სასმელი და შემდეგ არეული თვალებით შევხედე ჰარის ,რომელიც რაღაცას იძახდა. -ახლა კი ჩემი სიუპრიზი!! გავიგე თუ არა სიტყვა'სიუპრიზი'დავიბენი,რადგან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა,მანამ კარი გაღიმებულმა არ გააღო. -გოგონებოო შემოდით!! ამის თქმა იყო და ოთახში ნახევრად შიშველი გოგონები შემოვიდნენ !! ამაზე მე შევკრთი,ვაიმე! აასრულა დანაპირები? ახლა რა მეშველება? -ჰარი!! წამოიყვირა ჯიმა და ხელი ამაფარა თვალებზე,თითქოს ასეთი არაფერი არ მენახოს აქამდე. -დამშვიდდი ჯიმ ,ისედაც ყველაფერი ნანახი აქვს. გავიგე ლეონის ხმაც ,რომელიც იცინოდა. -გოგონებო ჩვენ გმირთან მიდით! მან ეს დაიმსახურა! წამოიძახა ჰარიმ და გოგონებიც ჩემსკენ წამოვიდნენ! ვაი და მართლაც ჰაერში ავხტი,ბოლოს კი საერთოდ კედელს ავეკარი . -ჰაა??არაა!!არა საჭირო, არ მინდა !გმადლობთ!! გოგონები უფრო მიახლოვდებოდნენ,მე კი სხვა გზა რომ არ მქონდა ოთახის ბოლოსკენ გავიქეცი ,მაგრამ აზრი?? გოგონები გამომყვნენ, ასე ვინ იცი რამდენხანს ვუვლიდი კრუგებს ოთახს ! გოგონები კი ყველგან მომდევდნენ,მათ ეს დაჭერობანას თამაში ეგონათ,მე კი თავი ზომბი აპოკალიფსში მეგონა. -გთხოვთ ! ნუ მომყვებით უკან,ცუდად არ გამიგოთ,ლამაზები ხართ ,მაგრამ- ვერც დავასრულე ბოლომდე და კედელს მივეწებე,რადგან ერთ-ერთი მადგანი უკვე ჩემმს წინ იდგა! ეს რომ ვთქვი გოგომ ჩაიღიმადა და ლიფის გახდა დაიწყო...კი ნანახი მაქვს ,მაგრამ ეს უხერხულია,ძაალიან უხერხულია! -გაახილე თვალი ლამაზო ბიჭო. ხმა მომესმა და პატარათი გამოვიჭვრიტე,ხოდა ზუსტად ამ დროს მომაგდო პირდაპირ სახეზე ლიფი. -უკაცრავად!!!რა საქციელია ეს? ჩემმი ნების წინააღმდეგ ლიფს ნუ მესვრით! ისეთი სერიოზული სახით განვუცხადე,თავიდან მასაც დაეძაბა გამომეტყველება,მაგრამ ბოლოს სიცილით დაასრულა! -რა საყვარელია...მიუბრუნდა უკან ასევე ახარხარებულ ბიჭებს. მხოლოდ ჯიმი იდგა უკმაყოფილო გამომეტყველებით ,რადგან იცოდა როგორ სიტუაციაში ვიყავი ამ წამს. -გეყოფათ ახლა!! თქვენ გაერთეთ ბობის კი თავი დაანებეთ,დასვენება სჭირდება! თქვა ხმამაღლა ჯიმმა. -მართალია! ვთქვი მე ხმის კანკალით და გოგოს გვერდით ავლა ვცადე ,მაგრამ გოგომ უეცრად ადგილზე დამიჭირა და კედელზე მიმანარცხა! -არაა საჭირო ეს ყველაფერი რასაც აკეთებ,დაწყნარდით გთხოვთ!! ვთქვი შეშინებულმა და საოცრად ახლოს მყოფი გოგო გავწიე ,შემდეგ კი რომ მივხვდი რომ გოგო წინ აღარ მეღობებოდა ,დრო აღარ დამიკარგავს და თავი გადავირჩინე! გიჟივით გავარდი სირბილით ,ისე რომ თან შიგადაში შიშით ვყვიროდი. -დამეხმარეთ!!! ვყვიროდი და თან სიცილით დახოცილ ბიჭებს ვუყურებდი შორიდან,რომლებიც სიამოვნებით მიყურებდნენ როგორ მომდევდნენ უკან გოგონები! ოთახის დატოვება მომიწია და შემდეგ სხვაგან დამალვა . -მგონი გადავრჩი! ვთქვი ერთ-ერთ ოთახს შეფარებულმა და დაღლილი ჩავიკეცე კედელთან,ბოლომდე მეგონა რომ დამიჭერდნენ. -იქნ გეფიცები უბრალოდ სახლამდე მომიყვანა..არ ვიცოდი ვინ იყო! გოგონას ტირილი და ყვირილი მომესმა თუ არა მივხვდი რომ არასწორ ადგილას მოვხვდი. -არ მაინტერესებს!!! კარგად ვიცი რომ მღალატობდი,ნუ მატყუებ თორემ წამებით მოგკლავ! ამას ვიღაცის განრისხებული ყვირილიც დაემატა და რაღაცის დალეწვის ხმაც,ეს ყველაფერი კი გვერდითა ოთახიდან ისმოდა,რომლამდეც გვერდით მდებარე ნახევრად ღია კარი მაშორებდა! ეს იანი იყო,მაგრამ ეს გოგო ვინ იყო? ნუთუ ის გოგონაა დღეს რომ იანთან მოვიდა.... როგორც არ უნდა ყოფილიყო ,მივხვდი რომ არასწორ ადგილას ვიყავი და შეშინებულმა პირზე ხელი ავიფარე, რომ ზედმეტი ხმა არ გამომეცა და ისე გავსულიყავი ოთახიდან რომ იანს არ გაეგო ჩემმი აქ ყოფნის შესახებ. -არა,არა იან! გეფიცები არ გატყუებდი! -ესეგი არ მატყუებდი???მითხარი!!თვალებში მიყურე!! ცოტახანში იანის სხეულიც დავინახე, რომელსაც თმით ეჭირა გოგო და აქეთ მოყავდა!! ზუსტად იქ სადაც მე ვიმალებოდი. -გეფიცები!!არ მიღალატია შენთვის!! წამოიძახა კიდევ ერთხელ ტირილით გოგომ. -აბა ეს რა არის!!??? გავიგე კიდევ ერთი შემზარავი ყვირილი ,ამის შემდეგ კი გოგონას წინ რაღაც ფოტოები მიუყარა. -იან მე...მაპატიე...აგიხსნი...გთხოვ!! ტირილი დაიწყო გოგომ,ეტყობოდა ძაალიან ეშინოდა,ამ წამს კი მეც ძაალიან მეშინოდა! იანი აშკარად ისეთი გაბრაზებული იყო რომ გაეგო აქ ვიყავი არ ვიცოდი რას იზავდა . მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდი ,არ მეგონა თუ ამას ჩაიდენდა! მაგრამ უეცარმა საშინელმა ხმამ დამანახა, რომ ყვლაფერი იყო მისგან მოსალოდნელი!! მან გოგოს ესროლა! პირდაპირ გულში ესროლა! თვალებს ვერ ვუჯერებდი ,ტირილს ვეღარ ვიკავებდი ...ჩემს წინ საშინელი მდგომარეობა იყო ,დასისხლიანებული გოგო საწოლზე ეგდო ,იანი კი იქაურობას ლეწავდა ! რა მექნა? როგორ გადავირჩინო თავი! აქედან როგორ გავიდე? საშინლად მეშინია. -იან!!ეს რა არის!?რა ჩაიდინე? საბედნიეროდ მოულოდნელად ხმაურზე ბიჭები შემოვარდნენ ოთახში,რაზეც ცოტა დავმშვიდდი! მათ თვალწინ არ მომკლავს ხო? იქნებ გაპარვა შევძლო? -ხელი გამიშვით! შეშლილს გავდა,ჯოშუა კი გამალებით ცდილობდა მის დაკავებას და დაწყნარებას. -მძულს ქალები!!!მძულს!!!წამოიყვირა მან და შემდეგ კი ჯოშუა უხეშად მოიშორა თავიდან. ეს იყო და ეს სააბოლოდ კი ოთახიდან გაიქცა. მე კი ასე გაშეშებული ვიჯექი ისევ და ამდენი რაღაცის ნახვის შემდეგ ვტიროდი ,თან ვფიქრობდი რომ გაიგოს რომ ქალი ვარ, რომლებიც სძულს ,რას მიზავს? -გვამი გაადაგდეთ,მე მოვძებნი და დაველაპარაკები . გავიგე ლეონის ნათქვამმი,რომელმაც მალევე ოთახი დატოვა. -ჯოშუა კარგად ხარ? ჯოშუა შეშინებულმა ნაბიმ ფეხზე ააყენა, აშკარად ანერვიულებული იყო ცოტახნის წინ მომხდარით. -ჯ...ი...მ...ძლივს ხმის კანკალით დავიძახე ჯიმის სახელი, შოკში ვიყავი! რამდენიმე წამის წინ ჩემს წინ ადამიანი მოკლეს..მე კი არ ვიცი რა გავაკეთო! ჩუმად ვიყო? თუ ვთქვა რაც ვნახე...ასეთ რაღააცებს მე არ ვარ შეჩვეული და ეს თუ ვინმეს არ მოვუყევი ,შეიძლება დიდ დეპრესიაში ჩავვარდე. -ჯიმ!! წამოვიძახე უკვე მაღალ ხმაზე, ჯიმაც როგორც იქნა გაიგო ჩემი ხმა და ჩემსკენ გამოიქცა. -ქეით!!აქ რას აკეთებ!!?აქ იყავი ??! ამაყენა ფეხზე და ცრემლები თვალებიდან მომწმინდა. -მან ის მოკლა! ყველაფერი დავინახე ჯიმ. უნებურათ ტირილი დავიწყე. -ჩუუუ...დამშვიდდი.,ჩაიჩურჩულა ჯიმმა და მჭიდროდ ჩამიხუტა გულში . ცოტა რომ დამაწყნარა, ოთხში თავისი ხელით შემიყვანა და საწოლში თავისი ხელით დამაწვინა. -ქეით ..იქამდე სანამ დაიძინებ,მინდა გთხოვო რომ ეცადო და დამშვიდდე,დღევანდელი შემთხვევა აუცილებლად უნდა დაივიწყო . ვიცი ძნელია ,მაგრამ ამაზე თუ იფიქრებ უფრო გაგიჭირდება აქ ყოფნა..დაიმახსოვრე რომ თამაში უკვე დაიწყე ,ახლა კი ბოლომდე უნდა მიიყვანო. თუ შიში დაიწყებს შენს მართვას ,მაშინ არაფერი არ გამოგივა,იანმა კი რამე რომ იეჭვოს ,ჩათვალე მკვდარი ხარ. ესა სიმართლე სამწუხაროთ ,არც კი დაფიქრდება ისე მოგკლავს. მე კი არ მინდა რამე დაგიშავოს. მითხრა სევდიანი თვალებით ჯიმმა და საბანი შემისწორა. აშკარად ადარდებდა ჩემმი სიცოცხლე და ეს კი ძალას მმატებდა,თავს მარტოდ აღარ ვგრძნობდი. -ძილინებისა ქეით. თქვა ბოლო სიტყვა და სინათლე ჩამიქრო,მისი გასვლის შემდეგ კი ცოტახაში მეც ჩამეძიბა,ისე ღრმად რომ აღარ მინდოდაა საერთოდ გამეღვიძა. იანის pov: დილით ისეთი საშინლად მიბზუოდა ყურები ,პატარა ბუზის ხმაც კი საშინლად ჩამესმოდა,გუშინდელიდან თითქმის არაფერი არ მახსოვს ,მხოლოდ ის მომენტი ,როდესაც იმ ბოზს ვესროლე ! შემდეგ ჯოშუასთან მომივიდა პატარა შეკამათება და ამის მერე უკვე აღარაფერი არ მახსოვს. ძაალიან ბევრი დავლიე და აშკარად გავითიშე! -იან!! უცბად ჰარის ხმამ გამომაფხიზლა,რომელიც კარში იდგა და შორიდან მეძახდა. -ჰმ? თვალები ისევ დავხუჭე და ისე გავეცი პასუხი, მაგრამ როგორც ჩანს ზედმეტად გაურკვევლად ვუპასუხე ჰარის ,რადგან ისევ დამიძახა. -ჰეეე!!შენ გელაპარაკები!! ამჯერად ხმას აუწია ,რაზეც უკვე გავღიზიანდი და თვალები ყვირილით გავახილე. -რა ჯანდაბა გინდა? შევხედე თან ზანტად. -ჯეიკი ბრუნდება დღეს და არ გინდა დახვდე შენც? მკითხა საოცრად ბედნიერმა ჰარიმ. -მაგიტომ გამაღვიძე??ჰარი ...რამდენჯერ გითხრა რომ არ უნდა გამაღვიძოო!!!? ავუწიე ხმას გაღიზიანებულმა. -კარგი რაა! ჯეიკს არ უნდა დახვდე? ამდენიხანია წასულია! გაბრაზებულმა შემოიწყო დოინჯი,რაზეც თვალები გადავატრიალე..რა სენტიმენტალურია. -აქ არ მოვა??!შენ შიგ ხომ არ გაქვს? რა დახვედრას მთხოვ? ბუშტებით და ტორტით?! გაბრაზებულმა ვუღრიალე,რაზეც ცხვირი აიბზუა. -უჟმური. მხოლოდ ეს თქვა და გასასვლელი კარისკენ გაბუტული სახით დაიძრა . -ეგ გავიგეე!! გავძახე მე იქამდე მანამ ოთახიდან გავიდოდა . ვაღიარებ ძაალიან გამიხარდა ჯეიკი რომ ბრუნდება . იაპონიაში გავაგზავნეთ საქმიანი დავალებისთვის,ის ხომ ჩვენი დიპლომატიური ბიჭია! ის ყოველთვის კარგად აგვარებს პრობლემებს ,ასე რომ მისი გაგზავნა გაადავწყვიტეთ,რათა ერთ-ერთი მააფის დაჯგუფების ლიდერს გასაუბრებოდა. მათ მხოლოდ ის შეგვატყობინეს რომ ჩვენთან მშვიდობა უნდოდათ,მხოლოდ რაღაც შეთანხმების საფუძველზე,ჩვენც დავთანხმდით,რატომაც არა? -რა იყო გაიღვიძე? მოულოდნელად ფიქრებში გართულს ამჯერად კარში მდგარი ლეონის ხმა მომესმა. -თავს არ დამანებებთ?ვიკითხე გაღიზიანებუომა და საწოლში გადავტრიალდი. -ის გოგო რატო მოკალი? სერიოზული სახით მკითხა,მე კი ამის გახსენებაზე მთლიანად ავკანკალდი. -ღირსი იყო ეგ !! შემომიტია თავიდან ბრაზმა და ხმამაღლა ვიყვირე . -რა გააკეთა? მაინც მშვიდად იკითხა. -გახსოვს ერთი კვირის უკან მომხდარი ხოცვა ჟლეტვა? იცი ეს ვისი მოწყობილია? ის იმათი მოგზავნილი ყოფილა და ყველა ამბავი იმათან მიქონდა,ჩუმად გვითვალთვალებდა. ძაალიან მიკვირს რომ აქამდე ვერ მივხვდი..თან ბოლოს იმის მტკიცება დამიწყო რომ ვუყვარდი..მატყუარა ძუკნა! გაღიზიანებულმა ყველაფერი მოვუყევი და რომ გამახსენდა ყველაფერი უფრი მეტად გავბრაზდი. -ხო მაგრამ..ყველაფერი ბობიმ-..და რატომღაც შეწყვიტა უცბათ სათქმელი ! -მომეჩვენა თუ ბობი ახსენე? ავხედე მე დაეჭვებულმა...იდიოტი ბობი რა შუაშია? რამე იცის? -არაა. დაბნეულმა მიპასუხა და გასვლა სცადა ,მაგრამ ადგილზე გავაჩერე. -რას იძახდი ბობიზე??!! ახლავე მითხარი,მანამდე არსად არ წახვალ! ღრინვით ვიკითხე ,ისე რომ პირდაპირ თვალებში ვუყურებდი. -ხომ გითხარი , არაფერი! ეს თქვა და სააბაზანოსკენ გაიქცა. -ლეონ!!! გეყოფა!!! უბრალოდ მითხარი რის თქმასაც აპირებდი,რატომ გაჩერდი? ამის გაგებაზე საბაზანოს კარი ცხვირ წინ მომიხურა. -ლეონ!!ბობი რამეშია გარეული??!! შევძახე განრისხებულმა. -ვაიმე !! არა!!დამაცადე ვემზადები. გამომძახა მან აბაზანიდან. მე კი ამაზე უბრალოდ ჩავიცინე...ბობი რა შუაშია? თუ მან რამე იცის ამაზე ,აუცილებლად სათანადოთ დავსჯი. აღარ დავიცადე და მისი ოთახისკენ გავემართე მე ხომ მიზეზი მინდა რომ მოგკლა!!ვფიქრობდი გზა და გზა და თან იმას ვვარაუდობდი რა შეიძლებოდა ცოდნოდა მას მომხდარზე. ქეითის pov: გუშინდელი დღის გამო მთელი ღამე კოშმარებს ვხედავდი,მაგრამ ყველაზე შემზარავი კოშმარი ჩემთვის მაინც გუშინდელი შემთხვევა იყო. სარკის წინ ვიდექი და კბილებს ვიხეხავდი უეცარი კარის შემოღების კიარა შემონგრევის ხმა რომ გავიგე ! ამაზე მე გიჟივით გარეთ გავარდი იქ კი იანი დამხვდა . მის დანახვაზე შიშით ამევსო გული ,გუშინდელის მერე მისი უფრო მეშინია,აქ რა უნდა? რამეს დამიშავებს? -დილა მშვიდობის..პატარა ბიჭო. თქვა მაცდურად იანმა და ჩემსკენ წამოვიდა,ამაზე მე უკან დავიწყე დახევა ,იქამდე მანამ კედელს არ შევასკდი . შემდეგ კი მან ისეთი რაღაც გააკეთა,რასაც საერთოდ არ მოველოდი! პირდაპირ ყელში მწვდა ,ისე რომ მთელი ძალით მიჭერდა! ცოტაც და დამახრჩობდა. -რა..ს ა..კე..თებ?? ამოვილუღლუღე ძლივს სუნთვა შეკრულმა. -ხე..ლი გა..მი..შვი...დავამატე თან და თავის გათავისუფლებ ვცადე,მაგრამ ის ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. -გუშინდელზე რა იცი??!! დამიყვირა იანმა და უარესად მიმანარცხა კიდევ ერთხელ კედელს! -რაზე ლაპარაკობ? ვიკითხე მე პირდაპირ. -სულელო ! თავი ისე ნუ მოგაქვს თოთქოს და არაფერი არ იცი! -მართლა არაფერი არ ვიცი..გეფიცები..გთხოვ გამიშვი. იანის პოვ: -არ იცი ხო? ანუ ის რატომ მოვკალი არ იცი!!? ეს ვთქვი თუ არა და სულ აკანკალდა,თვალები ცრემლით და შიშით აევსო. აი ამ წამს კი დავრწმუნდი რომ მართლა რაღაც იცოდა. -მოგკლავ იცოდე!!ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ იატაკზე დავანარცხე მთელი ძალით! -დროზე თქვი!!დავუყვირე ბოლო ხმაზე ,იმის იმედით რომ მეტად შეშინდებოდა და ყველაფერს მეტყოდა. ქეითის პოვ: -ყველაფერი დავინახე!! ვეღარ გავუძელი მეტს და ბოლო ხმაზე მეც ყვირილით ვუპასუხე და თან ხელი დაწითლებულ ყელზე მოვიკიდე. -რა დაინახე!!! ისევ ჩემსკენ რომ წამოვიდა ძაალინ ავნერვიულდი...არ ვიცოდი რას იზავდა და უკვე ვლოცულობდი რომ არ მოვეკალი...ვინმე დამეხმარეთ. ბოლო წამამდე მეგონა რომ მომკლავდა,ბოლო წამამდე მეგონა რომ განწირული ვიყავი,რომ არა ჰარი,რომელიც ბოლო წამს ოთახში შემოვიდა! ძაალიან გამკმართლა,რადგან ეს მართლაც საბედისწერო შემოსვლა იყო,რომ არა ის,ალბათ მომკლავდა! -ჰეი!!იან!!იან!აბა დაწყნარდი!!" ანერვიულებული ჩვენსკენ ყვირილით წამოვიდა და იანი შეაჩერა ,შემდეგ კი ძირს მჯდომიარეს მე მომიტრიალდა. -სასწრაფოთ გადი ოთახიდან! ამაზე მე არც კი დავფიქრდი,წამოვდექი და ოთახიდან გავიქეცი,შემდეგ კი პირდაპირ ჯიმის ოთახის კართან მივედი და გიჟივით დავაკაკუნე ,მაგრამ არავინ მიღებდა. როგორც ჩანს არ არიან სახლში ! არ ვიცი,არ ვიცი! რა უნდა ? რა დავუშავე? ვფიქრობდი და უკვე ჩემმს ოთახში მჯდარი,დალურჯებულ ყელს ვაკვირდებოდი სარკეში,ვერ ვხვდებოდი ასე რატო ვძულდი იუნგის..მართლა ვერ ვხვდებოდი. იანის pov: -ისიც მამამის გავს!!იმაში ერევა რაც არაა მისი საქმე!! მშიშარა ლაჩარი,სად გაიქცა?! ახლავე აქ მოათრიე,ჭკუას ვასწავლი! მრისხანებით ვყვიროდი და და თან იმ უტვინო ბობის ვლანძღავდი. -იან! აბა ცოტა დამშვიდი! თავს კონტროლი გაუწიე ,როგორ იქცევი? იმედგაცრუებული სახით მითხრა ჰარიმ და თვალებზე მომაჩერდა. -დღეს ჯეიკი მოდის! კიდევ ერთი გვამი არ უნდა დახვდეს გესმის?! ხმას აუწია თუ არა,ცოტა დავმშვიდდი...ალბათ მართალია! დღეს არა,სხვა დროს მივხედავ. -ეგ ბობია თუ ვინცაა!!ჯიმის გამოა ახლა ცოცხალი,თორემ პირველივე შეხვედრის თანავე მკვდარი იქნებოდა! ბრაზისგან მოვიქექე უხეშად თმა და იქვე ჩამოვჯექი. -ბობი კარგი ბიჭია! ვერ ვხვდები რა დაგიშავა რომ ასე ექცევი. მითხრა ჰარიმ და ხელები მხრებზე დამადო,დამშვიდების მიზნით,რაზეც ცინიკურად ჩავიცინე. -კარგი არა ჩემი ფეხებია..უტვინო ლაწირაკი ,ანუ მითვალთვალებდა!!! ვთქვი მე და იქვე ჭიქით მდგარი ვისკი გადავკარი. -შემთხვევით დაგინახა..სპეციალურად არ გითვალთვალებდა,რატომ არ გესმის ? -შემთხვევით? ცინიკურად ვიკითხე და და თვალები გადავატრიალე ,შემდეგ კი მივამატე. -ანუ შემთხვევით შემოვიდა ჩემს ოთახში ,მაგას იძახი ხო? -ხო ვიცი არ გიყვარს შენს ოთახში რომ შემოდიან ,მაგრამ ეს ერთხელ აპატიე..ახალგაზრდა ბიჭია,ჯერ ახლა სწავლობს. -ა. ვთქვი მე უემოციოდ და ვისკის ჭიქა იქვე დავდე . -რაც არის არის,კიდევ ერთხელ დავინდობ,მაგრამ თვალით აღარ დამენახოს ერთი ორი კვირა! ქეითის პოვ: ერთ ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და გარეთ არ გავდიოდი,რადგან მეშინოდა იანს მართლა არ მოვეკალი. -ჯიმ მალე მოდი! გთხოოვ! ნერვიულობით ვაბაკუნებდი ფეხებს საწოლზე მჯარი და თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი. მეგონა რომ კარი გაიღებოდა და ჯიმის მაგივრად იანი შემოვიდოდა,რომელიც მომკლავდა! და მართლაც გაისმა კარის სახელურის ხმა და მეც ძალზედ ავნერვიულდი! -ბობი! მე ვარ,კარი გამიღე. გავიგე თუ არა კარის უკან ჰარის ხმა ,პირდაპირ წამოვდექი და კარი მისით მადლიერმა გავაღე. -აჰჰ! როგორ ხარ? მის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს..ამ ბოლო დროს სულ გაუბერა. ჰარი პირდაპირ ამ სიტყვით შემოვიდა,აშკარად ეტყობოდა რომ ჩემზე დარდობდა. -კარგად ვარ შენი დამსახურებით,ამისთვის კი ალბათ მთელი ცხოვრება შენი მადლობელი ვიქნები ,უბრალოდ ჰარი არ მესმის ჩემგან რა უნდა! თვალები ჩამიცრემლიანდა,მაგრამ ბოლო წამს თავი შევიკავე რომ მასთან ტირილი არ დამეწყო. -დამშვიდდი..მთავარია კარგად ხარ,იანზე კი რა გითხრა,მის საქციელს მიზეზს ასე იოლად ვერ გამოუძებნი,ვერ გაიგებ რას ფიქრობს ,მოკლედ რაც არის არის. -მართალი ხარ ..სჯობს დავივიწყოთ. -კი სჯობს,რადგან თუ არ დაივიწყებ მის მიმარ-აპირებდა ჰარი რაღაც ეთქვა ,მაგრამ ვერ დაასრულა კარები რომ გაიღო უეცრად ,კარებში კი საშუალო სიმაღლის სიმპათიური დაკუნთული ბიჭი იდგა..ვინნა? -შენ გეძებდი!!!არ უნდა მნახოო ნაძირალა!? წამოიძახა ბიჭმა და ჰარისკენ ხელ გაშლილი წამოვიდა. -ჯეიკ!!! არამზადაა!!! ჰობიც ბედნიერი საზით ხელ გაშლილი გაემართა მისკენ . -მაგრად მომენატრეთ! თქვა ბიჭმა ღიმილით და ჰარის გადაეხვია ,იმის შემდეგ კი რაც მას მოშორდა,დაბნეული მზერა ჩემსკენ გაადმოიტანა. -საიდანღაც მეცნობი. მე ამაზე თვალი გავუსწორე...საიდან უნდა ვეცნობოდე,პირველად ვხედავ. -ჰარი ვინა ეს ბიჭი? ეს რომ იკითხა,ჰარიმ ამაზე ღიმილით მხარზე ხელი დამადო და ღიმილით გამოაცხადა. -ბობი!ჩვენი ახალი წევრია. -შესანიშნავია!! არ ვიცოდი თუ ჯგუფში ახალი წევრი გვყავდა! მე ჯეიკი ვარ ,სასიამოვნოა შენი გაცნობა ბობ. თქვა ბიჭმა და გამიღიმა ,ამაზე მეც იგივეთი ვუპასუხე ,რადგან სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებდა. -აბა აბა!! ახლა კი წავედით ,მინდა რომ შენი ჩამოსვლა ავღნიშნოთ! გადაგვხვია ჰარიმ მეც და ჯეიკს ხელი და კარისკენ გაემართა,მაგრამ ბიჭს უეცრად გამომეტყველება შეეცვალა. -აღსანიშნავი სამწუხაროდ არაფერი არაა,რადგან ძმაო არც ისეთი კარგი ამბები მაქვს!! თქვა ჯეიკმა და ჰარის მიაჩერდა. -რა ხდება? სერიოზულად იკითხა ჰარიმ,რაზეც მან მხოლოდ ამოიხვნეშა. -გაიგებ ..უპასუხა ერთი სიტყვით და შემდეგ პირველი საურთულისკენ დაიძრა. ცოტახანი უკვე პირველ სართულზე ვიჯექით ყველა, მე ჩუმად ვიყავი და მხოლოდ ჰარი და ჯეიკი ლაპარაკობდნენ,მაგრამ ცოტახანში საბედნიეროდ დანარჩენებიც გამოჩნდნენ! -ბობი..რა გჭირს ყელზე? მომიჯდა თუ არა ჯოშუა ყელზე მომაჩერდა და დაბნეულმა ეს კითხვა დამისვა, -ისეთი არაფერი. ვთქვი მე და ყელი დავიმალე ...ახლა ვერ ვუამბობ. -იანის ამბავი იქნება...ჯანდაბა ,მაგ ბიჭმა ნორმალურად მოპყრობა არ იცის. გაქნია იმედგაცრუებულმა ლეონმა თავი და შემდეგ ყურში ჩუმად მიჩურჩულა. -მაპატიე ქეით ,მე ვარ მგონი დამნაშავე...იმედია რაიმეთი შევძლებ დახმარებას, რომ ჩემმი დანაშაული გამოვისყიდო. ეს რომ მითხრა დაბნეულმა გავხედე. -შენ რა შუაში ხარ ლეონ? ბოდიშებს ნუ მიხდი. ღიმილით ვუპასუხე,რაზეც რაღაცის თქმას აპირებდა კიდევ,მაგრამ ვიღაცის ხმამ არ დააცადა. -ყველა მთავარ ოთახში გამოცხადდით! იანი გიბარებთ! გავიგე თუ არა უცხო ბიჭის დანაბარები ავნერვიულდი,მისი ნახვა მომიწევს! სხვა გზა რომ არ მქონდა , მეც ბიჭებთან ერთად წამოვდექი და დაბნეული გავყევი უკან. ოთახში შევეხი თუ არა და მისი ბასრი მზერა მეცა თვალში! სასწრაფოთ თვალი ავარიდე და გვერძე ავეკარი ჯიმს ,რომელიც ანერვიულდბული მიყურებდა. -დაჯექით. გამოაცხადა მალევე მაგიდის ბოლოს მჯდარმა იანმა ისე ,რომ არც ამოუხედავს . მაგიდა გრძელი იყო და დაახლოვებით 20 კაცამდე მაინც ვიქნებოდით ,ზოგი იდგა მე ჰარის და ვიღაცის შუაში ჩავჯექი და სხვებთან ერთად იანს მივაჩერდი. -როგორც იცით ჯეიკი იაპონიაში იყო შეთანხმების დასადებად. ხოდა როგორც გაირკვა და ჯეიკმა მითხრა ,იაპონური მაფიის ლიდერმა ასეთი რაღაც გამოგვიცხადა! თურმე ვაჟბატონი მოითხოვს ჩემი დაა ან ნათესავი ,,მდედრობითი სქესის,, მივათხოვო ,თუ გვინდა რომ მშვიდობიანი კავშირი დავამყაროთ ერთმანეთან. ეს ყოფილა მისი შეთანხმება! მე კი ეს არ მომწონს!! ეს შეურაცხმყოფელია,არ ვაპირებ ერთადერთი დაა მას მივცე!! ამიტომ გადავწყვიტე! თქვა იანმა და ყველას გადმოგვხედა. -მინდა რომ ჯაშუში შევაგზავნოთ და იქ მყოფები სათითაოდ დავხოცოთ! ვითომც არაფერი ეს გამოცხადა და ფეხზე წამოდგომა დაიწყო. -ამხელა დაჯგუფებას როგორ გაავანადგურებთ!? -გეგმა მაქვს ამისთვის. თქვა იანმა და ყველა ინტერესით მიაჩერდა. -მინდა რომ გოგონა შევგზავნოთ იქ,გოგონა რომელიც ჩემმს დათ გაასაღებს თავს. გოგონა ,რომელიც ინფორმაციას გადმოგვცემს მათ შტაბზე და გეგმებზე,შემდეგ კი მათი გაანადგურებაც გაგვიადვილდება. -გასაგებია,მაგრამ ჩვენ გოგო არ გვყავს! წამოიძახა ერთმა და ფეხზე წამოდგა. -ვინმეს ვნახავთ! უპასუხა იანმა. -იან!!ვის უნდა ვენდოთ!? დღეს დღეობით ყველამ იცის ვინ ვართ,სანდო კი არავინ არაა. წამოიძახა ჰარიმ. -ვთქვი მგონი ვნახავთქო! ამაზე კი იანმა უკვე უხეშად უპასუხა და ოთახი უსიტყვოდ დატოვა. -ჯანდაბა..ახლა ისევ სახიფათო ბრძოლა დაიწყება!! ხოცვა და ჟლეტვა,როგორ მეზიზღება ეს პერიოდი...ყოველთვის დიდი დანაკლისია ჩვენს ჯგუფში ,როდესაც მააფისს სამყარო იღვიძებს. თქვა ნაბიმ და სკამზე გადაწვა. -მეც უნდა მივიღო ამაში მონაწილეობა? ვიკითხე ცოტა შეშინებულმა ,ამაზე კი ჯიმმა თავი დამიქნია. -ვერ გადარჩება!პირდაპირ ვიტყვი!მოუმზადბელია.(ლეონი.) -აბა რა ვქნათ? (ჯოშუა) -არ ვიცი,არ ვიცი.(ჯიმი) -რაღაც აზრი მაქვს!! არსაიდან მე წამოვიძახე და ბიჭებისკენ მივიწიე,რათა ჩუმად მეთქვა ის რის თქმასაც ვაპირებდი. -მე ხო გოგო ვარ! ამაზე ჯიმმა ხელი პირზე მიიფარა. -გაგიჟდი!? საახიფათოა!! ხომარ გინდა ცხოვრებ დაინგრიო!!იაპონის სახიფათო მააფის ლიდერზეა ლაპარაკი,ვინმე ჩვეულებრივი არ გეგონოს,აქ რაღაც რისკები არსებობს ქეით. (ჯიმი) -იანზე უარესი არ იქნება. ვთქვი მე და დალურჯებულ ყელზე მოვიკიდე ხელი. -მე აქ იმისთვის ვარ ,რომ იანის სურვილები შევასრულო!! ასე რომ თუ მინდა მისი ნდობა მოვიპოვო,რამე უნდა გავაკეთო!!ვთქვი თამამად ჩემი აზრი და თავდაჯერებულმა ყველას სათითაოდ შევხედე. -ქეით! მოიწია უფრო ახლოს ჯიმი და ჩურჩულით მკითხა. -ამას როგორ აპირებ??! -ხო მართალია!!ვერ ეტყვი რომ გოგო ხარ,რადგან იმ წამსვე მოგკლავს!!ტყუილებს ვერ იტანს!!" დაამატა ლეონმა. -აბა ,აბა გადით ყველა!! წამოიყვირა ამაზე ჯიმმა და ყველა გარეთ გაყარა,ამ ყველაში კი ჰარი და ჯეიკიც მოიაზრებოდნენ,რადგან მათ ამ საიდუმლოზე არაფერი არ იცოდნენ. -რა ხდება?! იკითხა დაბნეულმა ჰარიმ ,რომელიც ჯეიკთან ერთად გააგდო ჯოშუამ. -მისმინე ახლა!! როგორ ვქნათ ისე, იანმა რომ ვერ გაიგოს შენი სქესის შესახებ. იკითხა ჩურჩულით ნაბიმ. -მაგალითად შემიძლია იანს ვუთხრა რომ ტყუპისცალი დაა მყავს ,რომელიც მისსი დის როლს შეასრულებს! -გიცნობს სახეზე!!. (ლეონი) -თუ ამისი რისკები არსებობს,მაშინ ისე ვიზავ რომ არც მნახოს და როგორც ქალი ისე წავალ იაპონიაში.(მე) -არაა ცუდი აზრი!! იანს უნდა ვუთხრათ,ეს ხომ შენი შანსია !(ჯოშუა) -შეძლებ ამას ქეით? (ლეონი) -კი შევძლებ! ვთქვი მე უშიშრად და ფეხზე წამოვდექი. ამ წამს ძაალიან დიდი ენერგია დამიგროვდა,ისე ვიყავი თითქოს და მთელი სამყაროს ზურგის თრევა შეემეძლო! -წადით თქვენ იანს გაანდეთ ჩვენი გეგმა ,მე კი ჩემს ოთახში დაგელოდებით,პასუხი გამაგებინეთ. ვთქვი მე და ოთახი ანერვიულებულმა დავტოვე. იანის pov: ვიჯექი და ანერვიულებული ვაკაკუნებდი ხელებს მაგიდაზე,რადგან იმაზე ვნერვიულობდი ვინ შეიძლებოდა ჯაშუშად შემეგზავნა. ამ ფიქრებში გართულს კი უცბად ოთახში ბიჭები შემომეჭრნენ! -რა ხდება? ვიკითხე დაბნეულმა. -რაღაც გეგმა გვაქვს! ჩახველებით თქვა ჯიმმა და წინ დამიჯდა სხვებთან ერთად . -კარგი..გისმენთ აბა. -მოკლედ ბობიმ., ამის გაგებაზე მე ჩავიცინე და შესაბამისად სიტყვაც გავაწყვეტინე. -ოხ ჩვენი ბობი...მეც არ ვიფიქრე რამე ნორმალურს მეტყვიანთქო. -დამაცდი? მომხედა წარბის აწევით ჯიმმა ,რაზეც წარბის აწევით დავუქნიე თავი. -მოკლედ ბობიმ რაღაც გეგმა შემოგვთავაზა! როგორც გავიგეთ მას ტყუპისცალი დაა ჰყავს ,რომელიც თანახმა როგორც ჩვენი ჯაშუში ისე წავიდეს იაპონიაში! თქვა ჯიმმა ,რაზეც მართლაც ცოტა დავფიქრდი,მაგრამ რომ გამახსენდა ბობი როგორი ჩლუნგია ,მაინც ეჭვი შემეპარა ამ გეგმაში. -თუ მისი დაც ისეთი უტვინოა როგორც ბობი,არ გამოვა ეგგ საქმე!! ვთქვი უემოციო სახით,რაზეც უეცრად ჯიმი წამომიხტა. -დღეს დღეობით სანდო ადამიანის მოძებნა ძნელია!!მითუმეტეს ქალის!!ყველას ჩვენი განადგურება უნდა ,ვის უნდა ვენდოთ მაშინ?!! იკითხა ცოტა გაღიზიანებულმა. -არ ვენდობი მაგ ბობის და შესაბამისად არც მისს დას!! ვთქვი ეს და თან ცოტა დავფიქრდი...იქნებ ცდად ღირს? სხვა არჩევანი მაინც არ გვაქვს,ყოველ შემთხვევაში ეს ყველა დანარჩენს სჯობს. -მაგრამ ჯანდაბას, ვცადოთ..უბრალოდ ერთი იცოდეთ ,რომ თუ ჩაგვეშალა გეგმა, მაგსაც და მაგის დასაც საიქიოში გავაგზავნი! ვთქვი მკაცრად სააბოლო სიტყვა. -კარგი ვცადოთ!ახლავე ვეტყვი ბობის. თქვა მშვიდად ჯიმმა და ფეხზე წამოდგა ,შემდეგ კი ოთახი დატოვა. ქეითის პოვ: ვიჯექი და ველოდებოდი ბიჭების პასუხს..ერთი სული მქონდა პასუხი გამეგო!! ხო არანორმალური ვარ მეთვითონ,ვითხოვ სიკვდილს! სულ მარტო გამოუცდელი გოგო ,იაპონიაში მივდივარ, საშინელი მააფის ლიდერის წინაღმდეგ! ჭკუა მაქვს? ნუ ეს ხო ,მაგრა მე მიზეზი მაქვს ამის და თან ესაა ჩემმი ერთადერთი შანსი ! იანს უნდა დავანახო რომ არც ისეთი სუსტი და გამოუსადეგარი ვარ ,როგორიც მას ვგონივარ ! მე მას ამას დავუმტკიცებ და მისს ნდობას მოვიპოვებ! -ქეით!! ამ ფიქრებში გართულმა ბიჭების ხმაც გავიგე ,რომლებიც კარებში გიჟებივიყ შემოცვივდნენ. -თანახმა! თქვა თუ არა ჯოშუამ აღტაცებით ,მივხვდი რატომაც იყვნენ ასეთი აღელვებულები! -ძაალიან კარგი! ბედნიერმა და კმაყოფილმა ვთქვი და იქვე საწოლზე ჩამოვჯექი,რაზეც ცოტახანში ლეონიც მომიჯდა გვერდით. -ქეით ...მინდა რომ რაღაც გითხრა. -ვიცი რასაც მეტყვი,მაგრამ ნუ გეშინიათ ,ყველაფერს შევძლებ..ჩემზე არ ინერვიულოთ ბიჭებო.(მე) -თუ ასეა ამას რა სჯობს ქეით? მაშინ მოდი ხვალ უკვე გაგამზადებთ,და გეგმსაც ხვალ დილით მივხედოთ რა როგორ გავაკეთოთ . თქვა ჯიმმა აღელვებული ხმით და ღიმილით თავზე ხელი გადამისვა. -კარგი. ავხედე ასევე ღიმილით. -მამაცი გოგო ხარ ქეით. გვერდით მჯდარი ლეონის სიტყვებმა საერთოდ გამაბედნიერა. -დიდი მადლობა! ძაალიან მიხარია რომ ჩემმი ასე გჯერათ და მენდობით. ვთქვი მე და ამის შემდეგ ფეხზე წამოვდექი. 1ახლა კი უნდა ვივარჯიშო!! რათა ხვალ რაც შეიძლება ძლიერი და შემზადებული ვიყო. -ვაა!!ვაა!!უყურე შენ ამას! თქვა ნაბიმ სიცილით და ტაში შემოკრა. -მიბრძანდით ! ხელით გამაცილა კარამდე მომღიმარმა ჯოშუამ. ქეით მოემზადე ..ხვალ დიდი დღეა ან მოკვდები ან გადარჩები. მეორე დღეს: დილით დროულად დარეკა მაღვიძარამ...7 საათზე უკვე ფეხზე ვიდექი და ბიჭებთან ერთად შეკრების ოთახში ვიჯექი . -ესეგი ქეით ახლა კარგად მომისმინე რასაც გეტყვი ! მააფის ლიდერი, რომელიც შენს ქმრობას აპირებს,არც ისეთი კეთილი და ლმობიერია. გამიგია რომ ისეთი ცბიერია როგორც მელია და ისეთი სახიფათო როგორც ლომი. მიხსნიდა ჯიმი დაწვრილებით იმ ინფორმაციას ,რომელიც უკვე კარგად ვიცოდი...მაფიოზი და ლმობიერი? კეთილი? რა სისულელეა. -ღმერთო გააჩუმეთ ახლა ეს! გავიგე ნაბიმ ხმა ,რომელიც თვალებ გადატრიალებული უსმენდა ჯიმს და მოუთმენლად აკაკუნებდა ხელებს მაგიდაზე. -რა ჯანდაბა გინდა? რა გაწუხებს? ჯიმიც აგრეესით მიუბრუნდა ,რაზეც ნაბიმ მოუთმენლად გამოუცხადა. -უბრალოდ სახელი და გვარი და ვსო ვაა! რა საჭიროა ეს ჩემ ხელა ბიოგრაფია! -უზრდელოო!! იცი მაინც რამდენი წლით დიდი ვარ შენზე მე-ჯიმის ყვირილი უეცრად ლეონმა გაწყვიტა. -აიატო შიზიკოთი,დაიმახსოვრე ქეით. ჯიმს არ დააცადა სალანძღავთან ერთად სათქმელი და პირდაპირ მითხრა . -კარგით გასაგებია და გეგმაზე რას იტყვით?! ვიკითხე ინტერესით. -აქ წერია მისამართი,ასაკი,შენი ვითომ სახელი და გვარი ანუ როგორც იანის დაა,ხოდა ეგა და ეგ ! შენ მას გაეცანობი როგორც იანის დაა,დანარჩენს კი ჩვენ მივხედავთ. უკან გამოგყვებით და იცოდე რომ მარტო არ იქნები. მითხრა ლეონმა და ინფორმაციით სავსე ფურცელი ხელში გადმომცა. -კაგით და კიდე რა უნდა მეთქვა...ამმ....გოგო რომ უნდა ვიყო. ცოტა ჩურჩულით ვთქვი . -ნუ ღელავ საყვარელო,ცოტახანში სპეციალისტი მოვა და მოგხედავს. ღიმილით მითხრა ჯოშუამ ,რაზეც დავმშვიდდი ,დავჯექი და სპეციალისტის მოცდა დავიწყე . 1 საათი მაინც ველოდებოდი ბოლოს რომ გამოჩნდა. -აბა სად გვყავს ?! გავიგე კაცის ხმა თუ არა დავიბენი,კი ვიცი რომ ქალების გარდა კაცებიც არსებობენ,მაგრამ მე ქალი ვარ და არამგონია კაცმა ისე მომხედოს როგორც ქალი გააკეთებდა ამას! -აქ ვარ! დაბნეულმა ავწიე ხელი,ისე როგორც სკოლის მოსწავლემ,ის კი ჩემსკენ უკმაყოფილო სახით წამოვიდა. -მმმ..ცუდი მდგომარეობაა..თმა სად გაქვს? იკითხა დაბღვერილი სახით. -მე..დავიწყე ,მაგრამ ჯიმმა არ დამამთავრებინა თქმა. -პარიკი დააფარეთ!!!ახლა კი დაიწყეთ ,გვეჩქარება! -ოოოო!!ნწ,ნწ..კაცმა კი მაინც გაგრძელა ჩემზე კრუგების დარტყმა და თვალებით კრიტიკა ! -გთხოვთ!!მალე! გავიგე ისევ ჯიმის უკვე გაღიზიანებული ხმა,ამაზე კაცმა ხელი მომკიდა და სკამზე დამსვა ,და აი დაიწყო! ისევ 2 საათიანი ტკივილი! მაკიაჟი,ვარცხნილობა,ტანისამოსი უკვე შეუჩვეველი მკერდი და სხვა! -აბა მომხედე! საბოოლოდ რატომღაც ღიმილით მითხრა ეს სიტყვები და ფეხზე ამაყენა. -მმმ..პერfექტო!!!!თქვა და კოცნა გამომიგზავნა ხელით ,ჩემმა მშველელმა ! -მადლობა...გავიღიმე მე უხერხულად და ჩემს თავს შევავლე თვალი სარკეში. მგონი მართლა მომნატრებია გოგოთ ყოფნა ,თუნდაც ასე კლასიკურად კაბაში! არადა სულ 3 კვირა გავიდა. პარიკით ,რომელსაც ჩოლკები არ ჰქონდა და მაკიაჟით ,რომელიც ყველა ნაქვთ მიკვეთდა,საერთოდ აღარ ვგავდი ბობის. -მაგარი გოგო დადექი ქეით!!ულამაზესი! გაოცებული სახით მითხრა ნაბიმ,რომელიც წინ მედგა. -მადლობა. მე კი მორცხვად ჩავხარე თავი. -ხო,ხო..ისეთი კარგად გამოიყურები ხომარ დავფიქრდე შენზე, ვფიქრობ. ამას სიცილით ჯოშუას კომენტარი მოყვა,რაზეც სულ გავწითლდი. -გეყოფათ გოგოს წვალება,ყურადღებას უფანტავთ! ჩხუბით გადამიდგა წინ ჯიმი,შემდეგ კი ისევ მე მომიტრიალდა. -იარაღი სად გაქვს? -აქ ვმალავ ..ვთქვი და ჩემმი მკერდისკენ ვანიშნე თვალით. -ჰა? ანუ სად? ჯიმი კი ამას ვერ მიხვდა და მეც სირცხვილით სულ გავწითლდი. -ნუ ქალური საიდუმლოა ჯიმ,რას ვერ ხვდები!? სიცილით გავიგე ლეონის კომენტარი ,რაზეც მეც გამეცინა,იმის მიუხედავად რომ შევრცხვი. -უი მართლა ! ეგ ქალური საიდუმლოებები კარგად დაიცავი ქეით...დიდი მექალთანე ვინმეა ჩვენი აიატო. გვერდით მომიდგა ლეონი და ჩუმად გადმომილაპარაკა. -მექალთანე??!რამე რომ დაპიროს რა ვქნა? ვიკითხე აღელვებულმა. -არ მივა მაქამდე საქმე! და თუ მაინც პირველივე წამს მოგახტა რავი,მაშინ ამოარტყი ერთ ადგილას და ეგა რა!! მითხრა ლეონმა სიცილით,მაგრამ სულ არ მეცინებოდა ამ წამს! -ვიღაცა კაცთა სისუსტის საიდუმლოს ამხელს! გავიგე ჯოშუას სიცილით ნათქვამი,რაზეც უკვე გამეღიმა. -მუ ღელავ ქეით ასე არ გაგწირავთ,არაფერზე არ ინერვიულო. ესენი ხუმრობენ ,შენ სერიოზულად არ მიიღო..ყველაფერს ვაკონტროლებთ! სერიოზული ტონით მითხრა ჯიმმა ეს სიტყვები ,რათა დავემშვიდებინე,მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ამ მხრივ საფრთხე მელოდა. -კარგით რა..ესეთი მოკლე კაბა მაინც რატონ ჩამაცვით? ვთქვი წუწუნით ,მომვალი ქმრის რეაქციის მოლოდინში, რომელიც გარყვნილი ყოფილა . -ბიჭებოოო!!გარედან ნაცობი ხმა მოგვესმა და აი ყველა გავშეშდით! -ჯანდაბაა ჰარია!!! წამოიყვირა ჯიმმა და თავის ზურგს უკან დამმალა. -რა ხდება? შემდეგ კი უკვე ოთახში შემოსულ ჰარის ,უდარდელად კითხა, ისე ვითომც არაფერი. -არაფერი ისეთი, ბობის დაა მინდა გავიცნო! თქვა ჰარიმ ღიმილით და წინ წამოვიდა,მაგრამ ჯიმი რომ არ გაიწია უკვე დაბნეულმა იკითხა. -რა იყო? არ შეიძლება? იკითხა გაკვირვებულმა,მაგრამ ჯიმს ისევ უკმაყოფილო სახე ჰქონდა და გაწევას არ აპირებდა . -არა!!გვეჩქარება! თქვა ჯიმმა და ჯოშუას მხარზე ხელი მიარტყა ,ისე თითქოს რაღაც ანიშნაო ,ამაზე მე ვერც მოვტვინე უეცრად რომ ჯოშუამ ხელში ამიტაცა და კარიდან გამაქანა ! -ჯოშუა!!ჯოშუა!!შეანელე!!ვსოო გამოვედით,შეანელეე!! გავაჩერე ჯოშუა უკვე სახლიდან გამოსულს,რადგან ისეთი მიმარბენინენდა ,ცოტაც და გული წამივიდოდა. -ბოდიში მგონი ძაალიან სწრაფ-...ვახ ჩემი!! შეწყვიტა ჯოშუამ წამოძახილით საუბარი და შოკი სახით მომაშტერდა. -ჰაა!!რა არის??! ვიკითხე შეშინებულმა. -პარიკი!!პარიკი აღარ გახურავს!!! წამოიძახა და გამწარებული შევარდა ისევ სახლში ! -ჯანდაბა!! ჯოშუა ესე როგორ დამტოვე!! ვთქვი მე და მანქანის კარს დავუწყე ჯაჯგური ,რომელიც რა თქმა უნდა ჩაკეტილი იყო და არ იღებოდა! -ახლა ვინმემ რომ დამინხოს ,რა ვქნა? სად გადავხტე,სად გავიქცე! დავიწყე ნერვიულობა და წუწუნი,ისე რომ კარს ჯერ კიდევ ვეჭიდავებოდი. -ვიპოოვეე!!! და აი გავიგე ჯოშუას ხმაც,რომელიც პარიკს მოარბენინებდა! -ესე რომ გამძვრეს იქაც რა ვქნაა?! ცოტა ანერვიულებულმა ვიკითხე მე და პარიკი დავიფარე. -რა ვქნა აბა!!?სუპერ წებოთი ხომარ დაგაწებებ ზედ? გამომხედა ჯოშუამ სიცილით,რაზეც მკვლელი სახით შევხედე. -აუუ!!შენ გეხუმრება და მე მკითხე! ვთქვი მე გამწარებულმა და თავში ხელი შემოვირტყი. -გეტყვი რა ახლა! ვაფშე მოიძრე ეგ რაღაც!!ისედაც ლამაზი ხარ. მითხრა და პარიკი მომაძრო,რაზეც გაფართოვებული თვალებით შევხედე,მაგამ შემდეგ თავი დავუქნიე. -ხოო..თუ კარგია კაი მაშინ,მანქანაში არ დავიფარებ. ვთქვი მე ღიმილით და უკვე მანქანაში მჯდომმა ღვედი შევიკარი . -ჯიმ!!რა ხდება!? გავიგე ჯოშუას გაძახილი ფანჯრიდან და იქით გავიხედე, იქ კი ბიჭები დავინახე ,რომლებიც ჩვენსკენ ისე მორბოდნენ? თითქოს ვინმე მოსდევდათ ! -დაქოოქეე!!დაქოოქე!! ძლივს სულ ამომძვრალმა წამოიყვირა ჯიმმა და მანქანაში შემოხტა რასაც ქვია,ჯიმს ლეონი და ნაბიც მოყვნენ! -ჰეე!!ჰეე დროზეე!! ხელი წაკრა უკნიდან ლეონმა ,ამაზე ჯოშუამ მხრები აიჩეჩა და მანქანა დაქოქა. -რა გეტაკათ??ვინმე მოგდევდათ? იკითხა უკვე გზაში სიცილით ჯოშუამ. -ვინმე არაა!!თვით ჰარი!! წამოიძახა ნაბიმ . -რა ჯიუტია ეგ ბიჭი! ჩაიცინა ჯოშუამ. -რომ გაგოს გოგო ხარ ,შეგაწუხებს!! მიაყოლა ლეონმა. -ისე რატომ არ ვეუბნებით? ვუთხრათ! არ მომწონს რომ ვუმალავთ! იანი კაი ჯანდაბას და ჰარი და ჯეიკი რა? იკითხა დაბნეულმა ნაბიმ,რაზეც სიცილით უპასუხა ლეონმა. -ჰარი ისეთია 2 წამში გამჟღავნდება სადუმლო მაგისი რეაქციებით და ჯეიკი კიდე იანს არ უმალავს არაფერს ,ეს ხო იცით? ამაზე ბიჭებმა თავი დააქნიეს და შემდეგ ყველა გაჩუმდა,მაგრამ დრო და დრო მთელი გზა ბევრ რამეზე ვსაუბრობდით,ამ მომენტში კი მათ მიმართ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა გამიჩნდა,რომ არა ისინი მე ახლა არ ვიცი სად ვიქნებოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.