შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაწყევლილი (თავი 2)


31-08-2020, 11:14
ავტორი Emolass99
ნანახია 849

დრო გათვლილ კალაპოტს ზლაზვნით მიუყვებოდა. ედენი კი ტალიას ისე ზრდიდა, როგორც ანალიზა უნდოდა გაეზარდა.

იდუმალ არსებას ნელ-ნელა წლები ემატებოდა, ედენი კი უფროდაუფრო ცდილობდა არაფერი დაეკლო მასზე მიკრული პატარა, მიტოვებული გოგოსთვის.

შეუყვარდა. ყველაფრის მიუხედავად დასაწყისშივე უარყოფილი გოგო შვილივით შეუყვარდა და მისი ბედნიერებისთვის ბრძოლა დაიწყო.

თოთხმეტი წელი მიიწურა. თოთხმეტი წარმოუდგენლად გრძელი და სიყვარულით სავსე წელი, რაც ედენს სურვილის მიუხედავად მიტოვებული შვილები არ ენახა. უკან მოტოვებული დრო კი მას უფროდაუფრო აფიქრებდა იმაზე, თუ რას კარგავდა.

მიბარებული შვილის სიყვარული საკმარისი აღარ იყო. მთელი მისი გონება ნელ-ნელა მონატრებული შვილებისკენ მიიწევდა და ქალს მოსვენებას უკარგავდა.

გაუსაძლისმა მონატრებამ საბოლოოდ გატეხა ედენი და შიშის მიუხედავას ახალი სარისკო ნაბიჯი გადადგა.

ოჯახის სანახავად ქალმა სწორი დრო შეარჩია.

ნატალია მასწავლებელთან, საიმედო ხელში დატოვა და მივიწყებულ გზას დაადგა.

ძველი სოფელი წლების მიუხედავად უცვლელად შეეგება მონატრებულ ბინადარს.
არც მის სახლს მორევია განვლილი თოთხმეტი წელი.

დიდი განშორების შემდეგ წაბლისფერ თმიანმა ქალმა აღელვებისა და შიშისგან აზელილი გრძნობები უკუაგდო და ხის კარზე მძიმედ დააკაკუნა.

სუნთქვაშეკრული ედენი მოუთმენლად ელოდა კარს მიღმა ახმაურებული სხეული, როდის მისცემდა შანსს ისევ ენახა მონატრებული შვილები.

კარი ღრჭიალით გაიღო. ზღურბლთან კი მაღალი, მოხდენილი სხეული აისვეტა.

ედენის მოულოდნელმა გამოჩენამ მარტოდ გაზრდილი უფროსი ვაჟი უცნაური სიბრალულით აავსო.

დედის ყურადღების მიღმა გაზრდილი ფაბიანი ოდნავ შეირხა. დაბნეული ინსტინქტს მიენდო და წლების მანძილზე მისთვის დაპატარავებული ქალის სხეული მკლავებში მჭიდროდ მოიქცია.

-დედა...-თავს უფლება მისცა მივიწყებული სიტყვა ისევ წარმოეთქვა და მის გრძნობებში გამოკეტილი ქალისთვის და-ძმის ნახვის უფლება მიეცა.

სტეფანისა და უკვე გაზრდილი ანალიზას დანახვამ ედენს სუნთქვა შეუკრა. მისი უმცროსი ქალიშვილის დანახვისას გამოღვიძებულმა დანაშაულის შეგრძნებამ გული მოუწურა.

იმის გააზრებაც კი კლავდა, რომ ტალიას ასაკის ნანატრი ქალიშვილი დედის გარეშე, ძმების კალთის ქვეშ გაიზარდა.

-დედა დაბრუნდი?

ფაბიანის მშვიდმა ხმამ დედის სმენამდე მიაღწია და ქალს თავი დამნაშავედ აგრძნობინა.

-იმ ბავშვს ვჭირდები ფაბიან. სრულიად მარტოა, უსუსური. ვიღაც სჭირდება...

ედენმა დანაშაულის გრძნობის მიუხედავად მსუბუქად გაუღიმა უფროს ვაჟს და მის კაკაოსფერ თვალებს თვალი გაუსწორა.

-ჩვენც გვჭირდებოდი ედენ.

უხეში ტონით წარმოთქვა სტეფანმა და ოთახი გულნატკენმა, სასწრაფოდ დატოვა.

დანაღვლიანებული ფაბიანი სურვილის მიუხედავად ხვდებოდა, თუ როგორი საცოდავი იყო ის გოგო ედენის გარეშე.

-დედა, იქნებ ჩვენთან მოიყვანო?

ფაბიანის მოულოდნელმა შემოთავაზებამ შვილებისგან განდევნილი ქალი დააფრთხო.

რამდენად დიდი სიყვარულიც არ უნდა ჰქონოდა ტალიას მიმართ, წამითაც ვერ დაუშვებდა შვილების სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო!

-არა, ტალია კარგი გოგოა, მაგრამ თქვენთვის საფრთხეს წარმოადგენს.

-დედა მესმის, მაგრამ ჩვენ ოჯახი გვჭირდება. ამდენი ხანია არ გამოჩენილხარ, აღარც მამაა. თოთხმეტი წელი ნადირობასა და იმაზე ფიქრში გავატარე, რომ მათ არაფერი მოკლებოდათ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დედის სითბო სჭირდებათ. დედა ჩვენც არ გვყავს მშობლები და მარტონი ვართ.

ბიჭმა სცადა მშობლისთვის აუღელვებლად აეხსნა თუ რამდენად სჭირდებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. გულში ჩადებულ მტკიცე უარს ედენი არ თმობდა.

-არა ფაბიან, ჩემო ძვირფასო ბიჭო. მარტონი არ ხართ, ერთმანეთი გყავთ. ტალიას კი მარტო მე ვყავარ. ის ჩვეულებრივი გოგო არ არის, ის...

მაშინვე გაჩუმდა, როდესაც გაიაზრა დიდ საიდუმლოს ამხელდა.

-რა ის დედა?
წაბლისფერ თმიანმა ჯიუტად განაგრძო კითხვების დასმა და დედას შუბლშეკრულმა დახედა.

-ტალია დაწყევლილი ბავშვია. თვრამეტი წლის შესრულებისას ის, ცივსისხლიანი გახდება.

-ვამპირი? ეს ხომ შეუძლებელია. ვამპირებად მხოლოდ ექცევიან.

ჯერ კიდევ ჩრდილქვეშ მყოფი არსებების შესახებ ახალი შემთხვევის გაგებით გაოგნებულმა ძლივს შეიცხადა.

-ის გამონაკლისია.

-დედა. თუ მე შევძლებ მისთვის საჭირო გალიის დამზადებას დაბრუნდები მასთან ერთად?

ედენი დაფიქრდა. ჩააგდებდა კი შვილებს ასეთ განსაცდელში?

-არ ვიცი ფაბიან. არ მინდა რამე დაგიშავდეთ.

-ამას მე უზრუნველვყობ. შენ კი იფიქრე ამაზე. ანალიზას სჭირდები, ჯერ კიდევ გაქვს დრო რომ მას მაინც გაუზიარო ის სითბო, რაც ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობიდან მახსოვს.

-კარგი, პასუხს მოვიფიქრებ. მალე შევხვდებით ფაბიან. ახლა ჩემი წასვლის დროა.

დანანებით ჩაილაპარაკა ედენმა და სახლიდან გამოსული, მოხერხებულად ჩაჯდა ეტლში.

შორი გზიდან დაბრუნებულს, სახლიდან გამომავალი უწყყიმარი კისკისის ხმა შემოესმა და უნებურად გაეღიმა.

მისი ტალია არასდროს გახდებოდა ურჩხული!

დღეები დღეებს მისდევდა. ედენი კი თავს ვეღარ იჭერდა  შვილებისგან შორს.

მისი სტუმრობა ძველ სახლში გახშირდა და ტალიასაც ყურადღება მოაკლდა.

როდესაც გოგომაც დააფიქსირა დედის ხშირი გასვლები ინტერესმა სძლია და გააკეთა ის რაც არ უნდა გაეკეთებინა.

დილაადრიან იატაკის ნაცნობმა ჭრიალმა გააღვიძა ახალგაზრდა ლამაზმანი. იცოდა ედენი წასვლას აპირებდა. ამიტომ თავი მოიმძინარა და დედის სახლიდან გასვლის შემდეგ, ჩუმად გაყვა უკან.

უკვე სახლის კართან იყო მისული , როდესაც მზის ბრწყინვალე შემომავალი სხივი დაინახა. მოსასხამის კაპიუშონი თავზე წადმოიფარა და გარეთ გავიდა.

ცაზე აკიაფებული მზის დაუმორჩილებელი სხივები ტალიას სხეულზე დაიკლაკნა და ფერმკრთალი კანი დაუნდობლად დასწვა.

მოულოდნელი ტკივილის მიუხედავად დედის დაკარგვის შიშით სავსემ გადადგა პირველი ნაბიჯები და მოსასხამით მთელი სხეული დაიფარა.

ფეხდაფეხ მიჰყვებოდა დედას, რომელიც ვერც კი ხვდებოდა რა მოჰყვებოდა მის მომდევნო სტუმრობას.

გზა მალე მიიწურა და ნაცნობ სახლთან ჩამომდგარ ედენსაც ერთგულად გამოეგება ფაბიანი უმცროს დასთან ერთად.

-დედა.

გრძელ ნაწნავიანმა ედენის დანახვისას გაუცნობიერებლად წამოიყვირა და მაშინვე ჩაეხუტა ახლად გაცნობილ დედას.

ნაადრევად გაზრდილი ფაბიანი, ღიმილით შეჰყურებდა მის ხელში გაზრდილ ანას და უმცროსი დის სახეზე გადაფენილი ღიმილით ტკბებოდა, როდესაც მისი ყურადღება სახლის კუთხეში ჩამომდგარმა უცნობმა გოგომ მიიქცია.

-დედა, ის გოგო შენ გიყურებს.

ჩუმად გადასჩურჩულა უფროსმა შვილმა ედენს. ქალი მის სიტყვებზე შეკრთა და ნელა მიბრუნდა გოგოსკენ, რომლის ამოცნობისთვის მხოლოდ ფერმკრთალი კანი იყო საჭირო.

-სახლში შედი ფაბიან!

აღელვებულმა ქალმა უცებ გადასჩურჩულა ფაბიანს და სახლისკენ უბიძგა.

-დედა, ის არის?

მათკენ მიმავალმა ტალიამ  ბიჭის ხმის გარჩევა შეძლო და გამორჩეულმა სიტყვა, 'დედამ' ერთ ადგილზე გააქვავა.

-ტალია.

ედენის ჩუმმა ამოძახილმა უკეთ აგრძნობინა გოგოს ის მარტოობა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში გრძნობდა.

ტალია დედის წინ დადგა და მნათობი მწვანე თვალები ყოყმანის შემდეგ გაუსწორა ედენს.

აწყლიანებული თვალების ელვარებამ გაორებულ ქალს გრძნობები დაუმძიმა და გონება გაუნათა. მაშინ პირველად მიხვდა, რომ სტეფანზე, ან რომელიმე მის შვილზე ნაკლებად არ უყვარდა გოგო და მისი ტკივილიც დანარჩენი სამი შვილის მსგავსად სტკიოდა.

ფიქრებში გართულმა ვერც კი შენიშნა გაფითრებული ფაბიანი, როგორ მოექცა იდუმალი ზურმუხტისფერი თვალების გავლენის ქვეშ.

მსგავსი იდუმალებით მოელვატე თვალები აქამდე არასდროს ენახა. ერთადერთი რაც ახლა უნდოდა დრო იყო, რათა კარგად გაეცნო ის გოგო, რომლისაც ასე ეშინოდა ედენს.

-ფაბიან სახლში...

-დამცავი ოთახის მზადება უკვე დავიწყე დედა. ახლა შენ უნდა გადაწყვიტო.

შვილის სიტყვებმა ედენი დაარწმუნა მის გადაწყვეტილებაში. ფაბიანი სახლში შეიყვანა და ტალიას მიუახლოვდა.

-ნატალია, ჩემო გოგონა.

შვილის ხელები თავისაში მოიქცია და ხმა ჩაუწყდა, როდესაც მისი წვისგან დაწყლულებული ხელები დაინახა.

-ღმერთო, ნატალია სახლში შემოდი.

იმ წუთს აღარანაირი შიში არსებობდა იმ ფაქტის გარდა, რომ ნატალიას პირველი სიმპტომები გამოჩენას იწყებდნენ

-ანალიზა ფარდები ჩამოაფარე.

მაშინვე აასრულა დედის თხოვნა უმცროსმა ქალიშვილმა და გაოცებით შეხედა დამწვარ თანატოლს.

-დაჯექი.

დედის ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილა ტალიაც  და დივანზე ფრთხილად ჩამოჯდა.

-დედა.

პირველმა სიტყვამ ედენისა და მისი შვილების ყურადღება სრულად მიიბყრო.

-ისინი ჩვენი ოჯახის წევრები არიან?

ხმა გაბზარულმა და დაღალატებულმა ნატალიამ ჩუმად იკითხა და ისევ დადუმდა.

ედენს უნდოდა უარი ეთქვა და  ყველაფერი მოეყოლა მისი ნამდვილი ოჯახის შესახებ, მაგრამ მაშინვე ამოიგდო თავიდან ეს აზრი, როდესაც გაიაზრა რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს.

ტალია აუცილებლად მოინდომებდა დედის გაცნობას, რომელსაც მხოლოდ მისი სიკვდილი უნდოდა. ამას კი ვერ დაუშვებდა!

-შენ ჩემი უმცროსი შვილი ხარ ნატალია და ეს შენი ოჯახია.
წამიერად უპასუხა ქალმა და სცადა შვილის შემდეგი კითხვა გამოეცნო.

-მაშინ რატომ მზრდიდი მარტო?

შვილის სიტყვებმა ედენს გონება გაუნათა და გააერთიანა ამბავი, რომელიც სიმართლეს ყველაზე მეტად ჰგავდა.

-შენმა დაბადებამ ჩემი მტრების ყურადღება მიიპყრო ტალია. ერთ-ერთი მათგანი ჯადოქარი იყო. მან დაგწყევლა და მითხრა, რომ ვამპირად მოექცეოდი, როდესაც მეთვრამეტე დაბადების დღეს ოჯახის წევრს მოკლავდი. არ მინდოდა შენი დაკარგვა და არც მათი საფრთხეში ჩაგდება. ამიტომ შევუთანხმდი მამათქვენს, რომ მე თვრამეტ წლამდე მარტო მეყოლებოდი. იმის იმედად რომ თუ ვერავის მოკლავდი წყევლა არ ასრულდებოდა.

-ვამპირი? ეს ხომ მითებია?

ნატალია შეიშმუშნა და დამწვარ თითებს დახედა.
-არა ძვირფასო ეს საერთოდ არაა მითი.   შენი აქ მოყვანის მეშინოდა, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ რომ საშიში არ ხარ.  დღეიდან აქ დავრჩეთ. ფაბიანს, სტეფანსა და ანალიზას უკეთ გაიცნობ, მაგრამ მეთვრამეტე დაბადების დღეს იზოლირებულად გაატარებ, რათა წყევლა არ ასრულდეს.

- არავის მოკვლა არ მინდა.

აღშფოთებულმა ნატალიამ მაშინვე გაიმართლა თავი და ოთახში მყოფ და-ძმას თვალი შეავლო.

-ვიცი, მაგრამ ბუნება, რომელიც შენ ადამიანისგან განგასხვავებს... ის უბრალოდ იძულებულს გაგხდის.

- ყველაფერს გავაკეთებ დედა. გპირდები.

მტკიცედ წარმოთქვა მისტიურმა ლამაზმანმა და გულში ჯიუტად ჩაიბეჭდა დადებული პირობა.
~~~

იმ დღიდან ტალიამ ედენის ოჯახთან დაიწყო ცხოვრება და ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა.
ის და ანალიზა ერთ ოთახს იყოფდნენ; ყოველ საღამოს ოჯახური ვახშამი ჰქონდათ, სადაც თითოეული თავის ამბავს ყვებოდა.

მე-15 დაბადების დღეზე ტალიას მდგომარეობა გაუარესდა და საბოლოოდ გამოიკეტა სახლში.

16წლისამ იგრძნო, როგორ დაეწმინდა სმენა და ნელ-ნელა ისეთ მანძილზე შეძლო მოსმენა, რომელიც შეუძლებელი იყო ადამიანს გაეგო.

მე-17 დაბადების დღეს ტალიას თავის ტკივილები დაეწყო და საკუთარი ნებით გადავიდა სარდაფში, სადაც მისგად დასაცავ გალიას ფაბიანი უკვე ასრულებდა.

სამი წლის მანძილზე ფაბიანი უფროდაუფრო ეჯაჭვებოდა ოჯახში მიღებულ მისტიური ლამაზმანს. ხედავდა, როგორ იხვეწებოდა გოგო და ერთადერთი რაც სურდა მისი სამომავლო ტანჯვისგან გათავისუფლება იყო.

სწორედ ამის გამო დაიწყო ფაბიანმა გამოსავალის ძებნა. არ უნდოდა ენახა, როგორ იტანჯებოდა გოგო, რომელიც წესით არ უნდა შეყვარებოდა.

განწირული გრძნობებით შეპყრობილი ფაბიანი ხშირად ნახულობდა იმის დროს, რომ მის საყვარელ ქმნილებასთან ერთად უფრო მეტი დრო გაეტარებინა. ისინი ხშირად კითხულობდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთის გრძნობებს, შეხედულობებს და ხშირად იცინოდნენ.

დაბადების დღემდე სამი დღით ადრე, ტალიამ საშინელი ტკივილები იგრძნო. თითქოს მის სხეულში რაღაც სხვამ, შავბნელმა დაიწყო გამოღვიძება. უცნაურმა, მადისაღმძვრელმა სურნელმა  მისი ყურადღება მიიპყრო და როდესაც მიხვდა, რომ ეს სისხლის სურნელი იყო შეცბა.

ესმოდა იმ ბლანტი სითხის ჩქეფის ხმა, რომელიც სარდაფის ზემოთ მოფუსფუსე ანალიზას და ედენს ეკუთვნოდა.

გოგოს სძულდა ის ფაქტი, რომ ვერაფერს აკეთებდა ამ საშინელების შესაჩერებლად.

-დედა!

განწირული ხმით იკივლა ტალიამ და რამოდენიმე წამში მის წინ ფერდაკარგული ედენის დანახვაზე სუნთქვა შეეკრა.
-ტალია, კარგად ხარ ძვირფასო?

ძლივს ჩაიბუტბუტა შვილის მდგომარეობით შეძრწუნებულმა ქალმა და ერთიანად აათვალიერა ტკივილისგან მოკუნტული შვილი.

-დედა ფაბიანი, ფაბიანი მჭირდება.

საცოდავად დაიკნავლა ნატალიამ და გადაჭარბებული ხმაურის გადასაფარად ყურები ხელებით დაიფარა.
-საყვარელო ის აქ არ არის. რამე მოხდა?

-არ მინდა რამე დაგიშავოთ. ფაბიანი მჭირდება. მან იცის რა შეიძლება დამეხმაროს.-საკუთარ ადამიანობასთან ბრძოლაში დაღლილმა დაიჩურჩულა და დედას თვალი გაუსწორა.

-ფაბიანმა მისი დამზადებული სითხე დატოვა ძვირფასო.

სარდაფში გამოკეტილ ნატალიას დაუფიქრებლად გაუწოდა დედობილმა ჭურჭელში მოქცეული სითხე და გოგო დანანებით შეათვალიერა.

-ტალია. ეს შეიძლება მტკინვეული იყოს, მაგრამ ფაბიანმა მითხრა, რომ ის დაგასუსტებდა .

-ფაბიანს ეს ჩემთვისაც ჰქონდა ნათქვამი. მან ისიც მითხრა, რომ თუ ეს იმოქმედებს, ესეიგი მოქცევის ბოლო ეტაპზე ვარ.

ედენს უჭირდა იმის გაფიქრება თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა ტალიას და უარესის მოლოდინში თვალებს ძლიერად ხუჭავდა.

-დედა, კიდე არის რაღაც. მინდა იმ გალიაში გადავიდე.

-ტალია ჯერ კიდე წინაა ყველაფერი ასე ნუ ჩქარობ.
ქალმა სცადა შვილისთვის დაენახებინა, როგორ ენდობოდა, მაგრამ თვითონაც იცოდა, რომ გოგო მართალი იყო.
-დედა... შენც იცი რომ ეს საჭიროა. არ მინდა ან თქვენ, ან სტეფანსა და ანალიზას მოგაყენოთ ზიანი.

ედენი დუმდა. არ უნდოდა შეგუებოდა იმ აზრს, რომ ტალია უახლოვდებოდა იმ მომენტს, რომელიც მასში იმალებოდა.

-დედა, გთხოვთ...

ედენმა მხოლოდ თავის დაქნევა შეძლო. იქვე მდგარი კარადიდან გასაღები აიღო და გალიის კარი გააღო.
-ჩემო ტალია.

-დედა ყველაფერი კარგადაა. ორი დღე დარჩა. და შემდეგ ყველაფერი დალაგდება. ამას შევძლებ.

თბილი ღიმილი აჩუქა შვილმა დედას და საკანში დინჯად შევიდა.

ედენს არ უნდოდა კარის ჩაკეტვა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ღრჭიალით დაიხურა გისოსებიანი კარები და ტალიაც მარტო დარჩა მის ფიქრებსა და განცდებთან. უცხო სასმელი ტუჩებთან მიიტანა და სწრაფად დალია.

მწველმა სითხემ წაბლისფერ, ხვეულთმიან გოგოს ენით აღუწერელ ტკივილი მიაყენა და გონება დააკარგინა.

გონს მოსულმა აღმოაჩინა, რომ გვამებისგან შეკრულ დიდ გორაზე იწვა და პირში ჯერ კიდე არომატული სისხლის გემო ჰქონდა შემორჩენილი.

ტალია დაიბნა. ვერ მიხვდა თუ რა ჩაიდინა და წინ, ყველაზე ახლოს დაგდებულ უსიცოცხლო სხეულს დახედა.

-ფაბიან? ფაბიან გაიღვიძე!

საკუთარი საქციელისგან შეძრული ნატალია გვამს გულში იკრავდა და მის გამოღვიძებას ცდილობდა.

-ის შენ მოკალი! ყველა დამიხოცე! მე აღარავინ მყავს ნატალია! შენ ურჩხული ხარ, მონსტრი!

ედენის განწირული ყვირილი საბოლოდ ტალიას გულის გატეხვის მიზეზი გახდა და ამ მწარე ტკივილმა გულში, აიძულა გამოღვიძება.

-ფაბიან!

წამოიყვირა გონს მოსულმა ტალიამ და სწრაგად წამოჯდა.

-დამშვიდდი. აქ ვარ, ყველაფერი რიგზეა.

ფაბიანის დინჯმა და გაწონასწორებულმა ხმამ ტალიას გულიდან დიდი ლოდი მოხსნა და უკან საწოლზე დაბრუნდა.
-დაბრუნდი. რამდენი ხანი მეძინა?

-მალე გათენდება და შენი მეთვრამეტე დაბადების დღე დაიწყება.

მშვიდათ უპასუხა ფაბიანმა და გოგოს შუბლზე ცივი ნაჭერი დაადო. ნატალიას შუბლზე ცივის შეხებისას გააცახცახა და ნასიამოვნებმა თვალები მინაბა.

-საშინლად იწვი, სტეფანმა მომძებნა და გამაგებინა შენი მდგომარეობა. ამიტომ ვიჩქარე.
-სად იყავი?

გოგომ ძალა მოიკრიბა და კითხვის დასმის შემდეგ მძიმედ გაახილა მისი მოელვარე მწვანე თვალები.
- შენი გადარჩენის საშუალებას ვეძებდი.

ფაბიანს ხმაში ტკივილი გაერია და ეს საკმარისი აღმოჩნდა ტალიასთვის.

-ყველაფერი კარგად იქნება ფაბიან. ალბათ ასე იყო საჭირო.

-არ მინდა, რომ მოკვდე.

გოგომ პირველად დაინახა ფაბიანის ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი და გულში დიდი ტკივილი იგრძნო.

-არც მე მინდა, რომ რამე დაგიშავოთ. თქვენ ჩემი ოჯახი ხართ და თუ წყევლა ნიშნავს რომ არჩევანი უნდა გავაკეთო თქვენსა და ჩემს სიცოცხლეს შორის თვენსას ავირჩევ.
-ტალია...

გოგომ მხოლოდ გაუღიმა მეგობარს და სწრაფად ჩაეხუტა მას.

უნდოდა ეს წუთები დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. იგრძნო ფაბიანის არტერიაში მიმავალი სისხლის სუნი და სწრაფად მოიშოდა ძმა.

-უნდა წახვიდე! შეიძლება მოგკლა.
შიშისგან თვალებ გაფართოებულმა ხელის კვრით გაზარდა მათ შორის მანძილი, თვითონ კი კედელს აეკრა.

-ტალია მე არსად წავალ.

-წახვალ, უნდა წახვიდე!
-თუ ჩემ სისხლს დალევ არ მოკვდები.
ბიჭის მოულოდნელმა შემოთავაზებამ ნატალია შედშფოთა.
-არა მოგკლავ!
-მჭირდება, რომ ცოცხალი იყო. თუნდაც ჩემს გარეშე.
-ამას ვერ მაიძულებ ფაბიან! უფლებას არ მოგცემ!

ტალიამ მთელი მისი დარჩენილი ძალა მოიკრიბა და ისევ დალია მომწამვლელი სითხე. ფაბიანმა ვერ შეძლო მისი განწირული ყვირილის მოსმენა და სწრაფად დატოვა საკანი.

-ფაბიან...

-არ იღებს დედა. არ უნდა რამე დამიშავოს, მაგრამ მე არ მინდა მისი დაკარგვა.

ედენი პირველად მოეხვია შვილს ასე. ხვდებოდა ფაბიანის გრძნობებს, მაგრამ არ უნდოდა მისი დაკარგვა.

-ფაბიან, ჩემო ბიჭო...

-კიდე უნდა ვცადო.

-საყვარელო, მას შეეწირები. არ მინდა ორივე დაგკარგოთ.
-დედა მე არ მოვკვდები. აქ ვიქნები მასთან ერთად.

ფაბიანი მაგიდასთან ჩამოჯდა და ფიქრი დაიწყო. თავში გამუდმებით უტრიალებდა იდუმალი კაცის სიტყვები: "პირდაპირ ვენიდან." იცოდა რაც მოელოდა, მაგრამ არ აღელვებდა. დათმობდა იმ ერთადერთსაც რაც გააჩნდა . უპირობოდ მხოლოდ მის გამო.

საღამომდე მოუწია ცდა ფაბიანს რათა ტალია გონს მოსულიყო, მაგრამ ახლა სრულიად სხვა შემართებით იყო ბიჭი.

ტალიას ლოგინზე ჩამომჯდარი უყურებდა, თუ როგორ ფხიზლდებოდა ნელ-ნელა და ნერვიულობა იბყრობდა. სულ რამოდენიმე საათიღა ჰქონდა მის გადასარჩენად.

-ფაბ.. ფაბიან....

ტალიამ ძლივს ამოილუღლუღა მისი სახელი და თვალები კვლავ დახუჭა.

-ტალია.

გოგოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა მისთვის შეეხედა, მაგრამ სისუსტე სულ გადაავიწყდა, როდესაც ფაბიანის ხელიდან მომავალი ბლანტი, მადისაღმძვრელი სითხე დაინახა.

-ფაბიან არა...

კვლავ საწამლავისკენ გადაიხარა ტალია, მაგრამ ვერ მოასწრო. ფაბიანმა შორს მოისროლა ქილა და ნამსხვრევებად აქცია.

-ტალია! უნდა დალიო!
ბიჭმა ხელიდან მომავალი სისხლი ტუჩებზე დააწვეთა გოგოს და იგრძნო შვებისგან, როგორ ამოისუნთქა დასუსტებულმა ლამაზმანმა.
-არა... ფაბიან...

-მიდი პატარა, მიდი. ყველაფერი რიგზე იქნება.

სისხლის წყურვილით ავსებულმა ლამაზმანმა მოთმინება საბოლოოდ დაკარგა და პირველად დაემორჩინა ფაბიანს. მისი ხელი კბილებს შორის მოიქცია და სისხლის სმა დაიწყო.

ბიჭმა იგრძნო ეშვებმა, როგორ გაუჭრა კანი და წამით შეცბა. როდესაც ტკივილს შეეჩვია ტალიას თმაზე ჩამოუსვა ხელი და უკანასკნელად შეისუნთქა მისი სურნელი.

გოგომ ერთბაშად იგრძნო ძალის მოზღვავება და გაძლიერებული სმენის უნარი. ფაბიანს მოშორდა და მაშინ პირველად იგრძნო სულისშემძვრელი შიში.

-ფაბიან? გაიღვიძე!

მეგობრის უსიცოცხლო სხეულის დანახვამ ტალია სულიერად შეძრა და მისი კოშმარი ცხადად აქცია.

მსუბუქად შეანჯღრია ფაბიანის სხეული, მაგრამ ამაოდ. მისი გული უკვე გაჩერებული იყო. აღარ არსებობდა.

-არა! არა, არა! ფაბიან!

ტალიას ყვირილმა ედენის ყურადღებაც მიიბყრო, რომელიც ჯერ კიდე მხურვალედ ლოცულობდა შვილისთვის.
-ფაბიან.
ძლივს ამოილუღლუღა ედენმა და ენით აღუწერელმა ტკივილმა აიტანა. მიხვდა რისი მომასწავლებელიც იყო ტალიას ყვირილი, მაგრამ მაინც წავიდა სარდაფისკენ. ძალაგამოცლილი ძლივს მივიდა კარამდე და სარდაფში ჩავიდა.

-დედა... ის... არა, არა შეუძლებელია!

ედენს შვილობილის ცრემლებმა და ტკივილმა იმის საშუალება მისცა, რომ არ გაბოროტებულიყო. გალიის კარი სწრაფად გამოაღო და ფაბიანის უსიცოცხლო სხეულთან ჩაიმუხლა.

ახლა არ აღელვებდა, რომ ტალია მონსტრად იქცა და შესაძლოა ის მეორე მსხვერპლი გამხდარიყო. ახლა ერთადერთი რასაც დედისთვის მნიშვნელობა ჰქონდა გარდაცვლილი უფროსი ვაჟი იყო.

-მკვლელი ვარ. მე მოვკალი.

პანიკურად ამოიხავლა ნატალიამ და გრძელი თითებით ფაბიანის სხეულს უფრო ძლიერად ჩაებღაუჭა.
-არა. ეს მისი სურვილი იყო. მას უნდოდა გეცოცხლა და ესაა მთავარი.
-კი მაგრამ....
-შენ მკვლელი არ ხარ...
-ის მონსტრია!

ოთახში შემოჭრილმა უცხო ხმამ დედა-შვილს ყურადღება გადაატანინა.

-დედა მან მითხრა რომ აუცილებლად უნდა შემომეშვა, შემდეგ კი თავისით წამოვიდა აქეთ.

ტალიამ თვალი შეავლო კარში მდგომ უცნობ, იდუმალებით მოცულ მამაკაცს და შიშმა აიტანა.

-მე მაიკლი ვარ და მისნაირ არსებებს ვაგროვებ.
მოკლედ გაეცნო კაცი იდუმალი ღიმილით და რამოდენიმე მძიმე ნაბიჯით მიუახლოვდა გალიას.

-ის ჩემი შვილია! ვერ წამართმევ!

-ნამდვილად ედენ? და რას იტყვი ფერგიუსონთა საგვარეულოზე?

ტალია ადგილს მიეყინა. ვერ მიხვდა უცნობის სარკასტულ პასუხს და ამან დააფრთხო.
-დედა რას გულისხმობს?
-არაფერს!

ედენმა კბილებში გამოცრა და ტალიას ისე გადაეფარა, თითქოს სიტყვებისგან დაიცავდა.

-შენ დიდებული საგვარეულოს, ფერგიუსონების, ერთ-ერთი დიდებული შთამომავალი ხარ და ასევე პირველი ნახევარსისხლიანი. ნატალია ეს წყევლა არ იყო. ეს შენი ბუნებაა.

-დედა რაზე ლაპარაკობს?

ედენი დუმდა. ეშინოდა იმის რის გამოც ადრე მოიტყუა. აღარ უნდოდა კიდე ერთი შვილის დაკარგვა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ ტალია მაინც წავიდოდა.
-დედა ეს მართალია?

ედენმა ვეღარაფრის თქმა შეძლო მან მხოლოდ თავი დააქნია და მაიკლს გახედა.

-ნატალია ფერგიუსონი ჩემთან უნდა წამოვიდეს.
მაიკლის მომთხოვნმა ხმამ ნატალია გააღიზიანა.
-არა!

ახლა ტალიამ წამოიძახა და ედენმა იგრძნო , როგორ გაუმთელდა გულის რაღაც ნაწილი.

-ეს უკვე გადაწყვიტა შენმა გარდაცვლილმა მეგობარმა. ასე რომ ნებართვის გარეშეც შემიძლია წაგიყვანო.

მხრების ჩეჩვით უპასუხა კაცმა, რომელიც არსაიდან გამოჩნდა და ყველაფერი უფრო აურია.

-ამას ვერ შეძლებ მე შენზე ძლიერი ვარ!

განრისხებული ტალია, წამის მეასედში აღმოჩნდა მაიკლთან და დარტყმა დაუპირა, მაგრამ საპასუხო ძალამაც ისე სწრაფად იმოქმედა, როგორც გოგომ.

-ან წამოხვალ ან თითოეულ შენს ოჯახს გავუსინჯავ გემოს. იცი ყველაზე გემრიელი სისხლი ვის აქვთ?
მაიკლმა ანალიზას დამშეული თვალებით გადახედა.
-არა!

ედენის სულისშემძვრელმა ხმამ ტალიას მთავარი გადაწყვეტილება მიაღებინა.

-ხვალ შუაღამით მოვალ თქვენთან. ახლა კი უფლება მომეცი ძმის სხეული მიწას მივაბარო.
ნატალიამ წამით დახედა გაფითრებული ფაბიანის სხეულს და ტუჩზე იკბინა ცრემლების შესაკავებლად

-კარგი, ხვალ შუაღამით აქ ჩემ ხალხს გამოვგზავნი, მაგრამ იცოდე რაიმე, რომ სცადო თითოეულ მათგანს თვალწინ დაგიხოცავენ. დამიჯერე არ ინანებ. ის ჩვენი სამყაროა. არ ვაყენებთ ზიანს მოსახლეობას და ამით სიმშვიდეს ვინარჩუნებთ.

-კარგი.

ტალიამ ამ თანხმობით საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. იცოდა, რომ ედენმა აპატია, ახლა მისი ჯერი იყო. ისინი უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყვნენ და ამის გამო ყველაფერზე წავიდოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent