ისევ გაბრწყინდება თვალები (მეორე თავი)
უამრავ თემაზე ისაუბრეს მეგობრებმა, კარიერაზე, პირადზე თუ სხვა ზოგად თემებზე. მეგობრებთან ყოფნის დროს მაინც ახერხებდა საჭირო ძალების გამონახვას და მათთან ერთად დროის ნაყოფიერად გატარებას, გოგოს ენერგიულობა მაინც აოცებდა გარშემომყოფებს, ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ როგორ აკვირდებოდა მამაკაცი გოგოს და როგორც ცდილობდა მის ქცევებში სიყალბის დნახხვას, ვერავინ ამჩნევდა დიტოას ასეთ ინტერესს უცნობი გოგოსადმი. ყოველ საღამოს დიტო შესაძლებლობას არ მაზავდა მეგობრებთან ერთად ჩვეულ შეხვედრის ადგილას გამოჩენილიყო, და სანამ უცხო გოგოგნა კაფეში გამოჩნდებოდა მანამდე აცეცებდა ხოლმე თვალებს. აქაც ვინ მოთვლიდა რამდენი დღე გასულა უიმედო ლოდინში, ზოგჯერ კი სწორედ მაშინ რომ დიტო ხელს ჩაიქნევდა მოულოდნელად, საკმაოდ გვიან ღამით კატო შემოანათებდა ხოლმე თავისი დახვეწილი მიხვრა მოხვრით , და ისევ თავგზას ურევდა მამაკაცს. დიტო საკუთარ თავთანაც ვერ აღიარებდა ვის ან რას ელოდა ყოველ საღამოს, უბრალოდ ცქმუტავდა რაღაცნაირად და მის ამ მდგომარეობას სახელს ვერ არქმევდა. ზუსტად იცოდა რომ არც მოწონება იყო თუმცა ინტერესი რომელიც ამოძრავებდა სახელშეურქმეველი და მეტად უცნაური რამ იყო. ზოგჯერ ბრწყინავდა კატო , ზოგჯერ კი დაღლილობისგან სახეზე ფერი დაჰკარგვოდა, თვალები ჩაჰქრობოდა , და მარტივად იკითხებოდ მის სახეზე ყველაფრისგან მობეზრებული განწყობა. ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანს ხედავდა მასში, ზოგჯერ ენერგიულს, აქტიურს, ფიცხს, ზოგჯერ მშვიდს , წყნარს, დაღლილს, ზოგჯერ ძლიერს, ზოგჯერ სუსტს, ზოგჯერ მხიარულსა და კეკლუცს, ზოგჯერ კი საოცრად სერიოზულს, და ალბათ გოგონას ამდენი ელფერი იწვევდა მასში ინტერესს. დ კატო ? ... როგორ ფიქრობთ კატო ვერ ამჩნევდა ყოველ დღე მის ირგვლივ ერთიდაიმავე სახეებს ? ცდებით ... ამჩნევდა თან როგორ... იმასაც ამჩნევდა როგორ აკვირდებოდნენ ეს სახეები, თუმცაღა არაფერს იმჩნევდა. ისევ ჩვეულებრივი დღე იყოო.... კატო ამჯერად საკუთარი ავტომობილით გამოჩნდა ჩვეულ ადგილას და მანქანა, საკმაოდ მოხერხებულად კაფის პირდაპირვე მიაპარკინგა. მშვიდად გადმოვიდა და თავისი მეგობრების სამყოფელისკენ გასწია. კვლავ ბევრი ისაუბრეს და მალე დაიშალნენ, მხოლოდ კატო და ანასტასია დარჩნენ რომლებიც შეკვეთილ საქონლის სტეიკს ელოდებოდნენ. შეკვეთის მოტანიდან 15 წუთში სტეიკიც მიირთვეს, თანხაც გადაიხადეს და მანქანისკენ დაიძრნენ. კვლავ მოხდენილად ჩაჯდა კატო მაქნანაში, დიტოს კვლავ ვერ ასვენებდა რაღაც და ცქმუტავდა, ადგა , ტელეფონი მოიმარჯვა და კვლავ გარეთ გამოვიდა... მანქანას დააკვირდა... ფაქტია რარაც რიგზე ვერ იყო... კატომ რამდენჯერმე სცადა მანქანა დაექოქა თუმცა უშედეგოდ... საჭეს მოშორდა და მანქანიდან გადმოვიდა... ძმასთან დარეკვა სცადა თუმცა უშედეგოდ... შემდეგ კიდევ რამდენიმეგან გადარეკა და კვლავ უშედეგოდ... რაღაცას უნტებდა მანქანა თუმცა ვერ გაერკვია რაა იყო... დიტომ დრო იხელთა ... გოგონას მიუახლოვდა და მშიდად კითხა... - რამით ხომ ვერ დაგეხმარები... მსვიდი ტონით კითხა გოგოს. - მანქანას ვერ ვძრავ, რაღაცას მინთებს - შეიძლება ვნახო ?- წაკიდებული სიგარეტი ნაგვის ურნაში ჩააგდო და თვითონ მანქანისკენ გაეშურა... ჩაჯდა და მანქანის დაქოქვა სცადა... შემდეგ ღიმილით გახედა გოგოს, წყალია ჩასამატებელი... ორი წუთით დამელოდე... - კაფეში შევიდა და ბარიდან წყალი გამოიტანა , შედეგ მანქანის კაპოტის ახდა სზთხოვა გოგოს, და წყლის ჩასხმა დაიწყო... თოვლივით ტეთრი მაისური მანქანის ნაწილს მიედო და უცბად აიტაცა შავი ლაქები. - კატო ცოტათი დბნეული იყო და თავს უხერხულად გრძნობდა... - ესეც ასე... ათი წუთით დაელოდე და შემდეგ შეგიძლია წახვიდე... მშვიდად უთხრა გოგოს თან გაუღიმა, ერთი ჭიქა ყავის დალევას მგონი მოასწრებ მანამდე... თან გაუღიმა და თვალი ჩაუკრა... - უღმესი მადლობა და ბოდიში რომ ჩემს გამო დაისვარეთ... თვალით მაისურზე ანიშნა მამაკაცს... - არაუშავს ახლოს ვცხოვრობ და გამოვიცვლი... გაუღიმა დიტომ და თან ხელი გაუწოდა.,..ხო მართლა მე დიტო... კატომ მამაკაცის ხელს თავისი ხელიც შეაგება და მსვიდი წყნარი ტონალობით წარმოთქვა საკუტარი სახელიც. - კატო... - სასიამოვნოა კატო... როგორც ვხვდები ჩვენი ბარის ერთგული სტუმარი ხართ არა ? - დიახ _ თავაზიანად გაუღიმა გოგომ _ და დამშვიდობების ნიშნად კიდევ ერთხელ გადაუხაა მადლობა. მანქანაში ჩაჯდა და ტანში რაღაც ჟრუანტელმა დაუარა. დაქალს გახედა რომელიც გაღიმებული სახით უყურებდა. - რა გაცინებს... ღიმილით კითხა კატომ - ნეტავ რა ? - სახეზე მთლიანად წითელი ხარ - ღადაობ ხო ? - კარგგი ნუ ღელავ... მხოლოდ მე გატყობ... - ძალიან სიმპათიურია არა ? - და ძალიან თავაზიანიც.. კატოს გაეღიმა... - არამგონია ყველას ასე ეხმარებოდეს... ხშირად გიყურებს ხოლმე... - დაიწყე უკვე ზღაპრების შეთხზვა ? - ადამიანს გამოლაპარაკება უნდოდა შენ კი მანქანაში ჩახტი... - არაუშავს სხვა დროსსაც ცდის თუ უნდოდა... - ხო მაგრამ , ახლა შანსი ჰქონდა/// - ანა გეყოფა... გაიღიმა კატომ და მანქანა დაძრა. დიტო ბარსი შებრუნდა გაღიმებული და თავის ადგილს დაუბრუნდა.. მეგობრებმა ღიმილით გადახედეს... - გევასება ? ნაგლად კითხა უახლოესმა ძმაკაცმა.. - ვინ ? ვითომ არაფერი ისე გაიკვირვა დიტომ... - შენც იცი ვიზეც გეუბნები... - არა, როგორც ერთგულ მომხარებელს და როგორც მანდილოსანს დავეხმარე... ღიმილით უპასუხა დიტომ... - ძალიან სენტიმენტალური გამხდარხარ და ეგაა... გაიცინა ბექამ და ვისკი მოსვა... - რაღაცნაირი გოგოა - ანუ ? - აი რაღაცნაირი რა ჩაიცინა დიტომ... - ეგ ხო ძხალიან ხშირად დადის აქ - კი , თითქმის ყოველ დღე... - შენც ამიტომ მოუხშირე ? - ხო... რა თქმა უნდა... - გაეცინა დიტოს. - ღადაობ თუ მართლა ? - არ მევასება... მაგრამ მაინტერესებს... ცოტაოდენი პაუზის შემდეგ ჩაილაპარაკა დიტომ. - ეგეთი გოგონები ყველას აინტერესებს...მაგრამ აბა თუ გამოიცნობ მაინც რატომ არიან ბოლომდე მარტო ? სიცილით წამოიძახა ბექამ .. - და რატომ... გაეცინა დიტოს - იმიტომ რომ ეგეთი გოგოს დევნის არც ნერვები , და არც არავის არ აქვს... ან მეორე ვარიანტიც... თვითონ არ სურთ ურთიერთობები და უკიდეგანოდ და უსასრულოდ კარიერისტები არიან... ჩაიცინა ბექამ და ვისკი მოსვა. - მე არ მიტქვამს მომწონს მევასება და ჩალიჩი მინდათქო... უბრალოდ თვალსი მომხვდა და მაინტერესებს ვინ არის და რას წარმოადგენს... - ხოოო ? და ძალიან გაგიჭირდა მასზე ინფორმაციის მოპოვება არა ? ჩაიცინა ირაკლიმ. - არც მიცდია სიმართლე გითხრა... - ხოდა ბექამაც ეგ თქვა რა... გაეცინა ლაშას. - კაით ახლა გოგოს ერთი გამოველაპარაკე და ძაან ატრაკებთ ხვდებით ? - ეგ გიგი, ყველა იმ გოგოს შორის ვინც კი აქ დადის ყველაზე გამორჩეულია... პირველად არ დამინახავს... მაგრამ მე პირადად გვერდში ცვეტში არ მინდა გვერდით, იდეოლოგი, ძალიან ჭკვიანი ქალი გვერდით, ტვინს რომ ღუნავს თავისი თეორიებით და შანს არ მოგცემს მასზე იზრუნო... ცოტა ფემინისტკები იჩითებიან ხოლმე რა... - კაი რა თუ ძმა ხარ, ფემინისტკის სახელს ნუ აარტყავ... შეიძლება პროსტა იმიჯს იქმნის ეგეთს.... ვაბშე სხვადასხვა ადამიანია ყოველ დღე... სულ სხვადასხვა ხასიათზეა,,, მე ეგეტ ცვალებად გოგოს ვერ ავიტანდი... საუბარში ჩაერთო ირაკლი. - ხოდა ეგეთი რომ არის მაგიტომ დამაინტერესა... მაგრამ მოდი მოვრჩეთ კატოზე საუბარს... - ვაჰ სახელიც გაგვირკვევია... სიცილი აუვარდათ ბიჭებს და მალევე შეცვალეს სასაუბრო თემა. მეგობრებო ... როგორ მოგწონთ ? გავაგრძელო ? საინტერესოა ? გთხოვთ იაქტიურეთ ნუ დაიზარებთ რა... თქვენი ერთი სიტყვაც კი ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.