სპორტის მასწავლებლები (თავი 2)
- გისმენთ, რამე მოხდა? - შეშფოთებული სახით მიუახლოვდა - ლანა არ დაგინახავთ? სად არის - რომელი ლანა? - ახალი მასწავლებელი ლანა! - სიბრაზისგან უნებურად ტონს აუწია - ააჰ ეგ, _ თითები შუბლზე მოისვა _ ხოო, დავინახე დარბაზში მიდიოდა. თუ არვცდები გაკვეთილი უნდა ჰქონდეს ლაშას აღარაფერი უთქვამს პირდაპირ დარბაზისკენ აიღო გეზი, შევიდა თუ არა ზარის ხმაც მაშინვე გაიგო - ლანაა! - იმხელა იყვირა, გოგო მოულოდნელობისგან შეხტა - რაიყო, ამჯერად რის გამო აპირებ ჩხუბს - ხელები დაიკრიფა და შეეცადა გაეღიმა - შენ რა ადამიანი ხარ. ვინ მოგცა უფლება რომ სამასწავლებლოში ჩემზე ჭორაობდი , როგორ შეეხე ჩემს რეპუტაციას - მე მხოლოდ სიმართლე ვთქვი, ის რასაც ვფიქრობდი. - ჩვეული სიმშვიდით გააგრძელა საუბარი - მოთმინებიდან ნუ გამოგყავარ, თორემ.. - თორემ რა? - ახლა თვითონაც აუწია ტონს - რას იზამ მითხარი იქნებ შემეშინდეს. სიმართლე მწარეა და ეს ჩემი მოგონილი არაა, ასე რომ შეეგუე ყველასთვის კარგი ვერ იქნები. დარბაზში ბავშვებმა იწყეს შემოსვლა, გაფართოებული თვალებით უყურებდნენ მოჩხუბარ მასწავლებლებს - ბავშვებს უმადლოდე - ირონიულად შეხედა და კარისკენ წავიდა - უზნეო, ხეპრე! - მას, რამე თქვით? - ფრთხილად მიუახლოვდა პატარა კულულებიანი გოგო - არაფერი, მოაწყეთ და გავხურდეთ. დღის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდად გაატარა ლანამ, სამასწავლებლოში აღარ შესულა ზედმეტი კითხვებისგან თავის არიდების მიზნით. ეზოში იჯდა, თითებს შორის სიგარეტი მოექცია და გზას გაჰყურებდა. . ფიქრი არ უნდოდა, თუმცა მაინც ეფიქრებოდა, ჩვეული მყუდროება თორნიკეს ბოხმა ხმამ დაურღვია - ვინმეს რომ ეთქვა ლანა ეწევაო გეფიცები არ დავიჯერებდი - გვერდით მიუჯდა და თვითონაც სიგარეტს გაუკიდა - ცხოვრება.. გარემოება.. ზოგჯერ გინდა რეალობას გაექცე და ხსნას ეძებ - თვალზე მომდგარი ცრემლი შეუმჩნევლად შეიმშრალა - არმითხრა რომ ეს ყველაფერი ლაშას გამო - არა ის არაფერ შუაშია, ზოგადად ვამბობ... მაგრამ, იცი მაინც ვერ ვიგებ როგორ მუშაობ მასთან ერთად - შეეჩვევიი - უნებურად გაეცინა- უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს - წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის შიგნით ამდენი ბრაზი და ბოღმა იყოს - ასეთი როგორი? დაიცა, დაიცა უკვე აღიარებ რომ სიმპათიურია? - ხმამაღლა გადაიხარხარა - თორნიკეე - კარგი ძმაა რაიყო ვიხუმრე - წავედი, გაკვეთილი მაქვს - უეცრად წამოხტა და სიგარეტის ნამწვი იქვე მდგარ ნაგვის ყუთში მოისროლა დღის დასრულების შემდეგ სახლში მივიდა, ჩვეული რუტინის მერე კი სოციალურ ქსელებს ჩაუჯდა. საერთოდ არ უყვარდა ასეთი რაღაცეები, საათობით ჯდომა და ფეისბუქის სქროლვა თუმცა დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებად მაინც მიიჩნევდა. მეგობრობის შემოთავაზება ჰქონდა ვინმე 'Machaidze' სგან, სასწრაფოთ გადავიდა მის გვერდზე და თორნიკე როგორც კი დაინახა მაშინვე დაუდასტურა, მერე მის ფოტოებში შევიდა, ერთ-ერთ ფოტოში დათაგულებზე ლაშაც იპოვა და ახლა მის გვერდზე გადავიდა 'KaRzhalovi' 'მხოლოდ გვარები რატომ უწერიათ, სახელი რა გრეხია?' საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვა. გვერდი დაბლოკილი ჰქონდა, ვერც ფოტოებში შევიდა, ვერც მეგობრებში და ნერვებმოშლილმა დახურა ლეპტოპი - ღმერთო ლანა რასაკეთებ? - ახლა საკუთარ თავს გაუწყრა - რათგინდა მისი ფოტოები, ჯანდაბაშიც წასულა. იდიოტი შემდეგი 1 კვირა ისე გავიდა საინტერესო აღარაფერი მომხდარა, ჩვეული ყოველდღიურობა სამსახურში მიდიოდა, გაკვეთილებსაც დიდი მონდომებით ატარებდა, სახლში დაბრუნებული კი მაიას აბარებდა ანგარიშს. ლაშასთან მაქსიმალურად შეამცირა ურთიერთობა და საერთოდ არ ელაპარაკებოდა, ცდილობდა მისგან თავი შორს დაეჭირა, თუმცა ბოლოს მაინც ერთად არ აღმოჩნდნენ ქეთევანის კაბინეტში - მოკლედ ახალგაზრდებო - ღიმილით წამოიწყო საუბარი ქეთევანმა - გუშინ ელფოსტაზე ლიზას წერილი მომივიდა, შეჯიბრი უნდა.. ფრენბურთში. - ისევ? მერამდენედ უნდა წააგოს - ირონიულად შეხედა ქეთევანს ლაშამ - შეიძლება გავიგო ლიზა ვინაა? - ბათუმის N8 საჯარო სკოლის ერთ-ერთი სპორტის მასწავლებელი - უცებ გასცა პასუხი დირექტორმა - მოკლედ აქამდე კი ვიგებდით ლაშა მაგრამ.. - მაგრამ ჩემი ბავშვები უკვე მეთორმეტე კლასში არიან და შეჯიბრზე გასვლის უფლება აღარ აქვთ - ღიმილით დაასრულა ქეთევანის დაწყებული წინადადება - ზუსტად. მოკლედ რადგან თორნიკე კალათბურთის საქმეებშია, მინდა რომ თქვენ ორმა ჩამოაყალიბოთ გუნდი - რა? მე რა შუაში ვარ მე ხომ დაბალ კლასებს ვასწავლი - უცებ შეიცხადა ლანამ - ხო, მაგრამ ეს შენთვის გამოცდასავით იქნება, თან უფროს კლასელებთან მუშაობის გამოცდილებას მიიღებ, არასწორად არ გამიგო ვიცი რომ ისედაც საკმარისი გამოცდილება გაქვს მაგრამ აქ ცოტა სხვანაირი ბავშვები არიან - ქ-ბ ქეთი, ძალიან დიდ პატივს გცემთ თქვენ და თქვენს გადაწყვეტილებასაც მაგრამ ამის გაკეთება მარტოც მშვენივრად შემიძლია - ნაძალადევად გაიღიმა და ლანას გახედა - შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მინდა ლანაც ჩართო. კიდევ ცოტა ხანს იუარეს, მაგრამ ქეთევანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და საბოლოოდ დამარცხებულები გამოვიდნენ კაბინეტიდან - კარგი რა გაეწყობა როცა გეცლება შევარჩიოთ ბავშვები - თვალებში არც შეუხედავს ისე უთხრა - მე ახლაც მცალია - ახლა მე არ მცალია გაკვეთილი მაქვს. - ხო მაგრამ ამის მერე მე მაქვს გაკვეთილი _ მაშინვე წარბები შეკრა - ლანა ხვდები რის გამო იწყებ ჩხუბს? მერე კიდევ მოხვალ და მე დამაბრალებ. - ამის მერის მერეც გაკვეთილი გაქვს? _ცალი წარბი აწია და მზერა აარიდა - ამის მერის მერე რაუბედურებაა, მეშვიდე გაკვეთილზე აქ აღარავინ იქნება - აბა არ ყოფილა საშველი მაშინ ლაშამ ღრმად ამოიოხრა და წავიდა - სად მიდიხარ, ზარი არ ყოფილა ჯერ - გაბრაზებულმა მიაძახა უკნიდან - საპირფარეშოში, თუგინდა წამოდი - არც შემოუხედავას ისე გასცა პასუხი - ფუ, გარყვნილი *** - მაგარია ლანკა, ანუ ერთად უნდა აარჩიოთ ბავშვები? _ ეზოში ისხდნენ თორნიკე და ლანა - მარტო კიარუნდა ავარჩიოთ, ერთადაც უნდა მოვამზადოთ შეჯიბრისთვის _ მოწყენილი ათამაშებდა ხელში ფოთოლს - ნუ ხარ ეგეთ ხასიათზე, უფრო დაახლოვდებით და დამეგობრდებით - ხო აბა რაა, 10 წლის სიცოცხლეს მომაკლებს - ლანა მასს _ უეცრად მიუახლოვდა ჯინსებში გამოწყობილი გოგო _ ლაშა მასი გეძახით, სასწრაფოდ დარბაზში მოვიდესო - აჰაა _ წამოდგა და თორნიკეს გახედა _ იწყება ჩემი ტანჯვა დარბაზში შესულს უამრავი გოგო დახვდა შიგნით, ისე ალმაცერად უყურებდნენ წამით ნერვებიც კი მოეშალა - მოდი ლანა, ესენი ჩემი მეათე კლასის გოგოები არიან -ღიმილით მიუთითა ბავშვებზე ლაშამ - ყველა შესანიშნავად თამაშობს, ახლა განახებენ - ბავშვებს თვალებით ანიშნა და ისინიც მაშინვე მოეწყვნენ - ხო მაგრამ ახლა მე მაქვს გაკვეთილი მეხუთესთან _ თვალებანთებული მიუახლოვდა - შენს მერე მე კიდევ მქონდა გაკვეთილი ამათთან და გავცვალეთ, ამის მერე შენ ჩაატარებ. სხვანაირად არ ხერხდებოდა, კვირის ბოლოსაა შეჯიბრი და ყველაფერი უნდა მოვასწროთ. ლანას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ სასტვენის ხმა გაიგო და ბავშვებმაც თამაში დაიწყეს. მართლაც ერთიმეორეზე უკეთესად თამაშობდნენ, ძალიან გაუჭირდათ საუკეთესო ხუთის არჩევა. როგორც ყოველთვის მათი გემოვნება არ ემთხვეოდა და ძლივს ჩამოყალიბდნენ ერთ აზრზე. - მოკლედ გოგოებო, გილოცავთ. წელს თქვენ უნდა გვასახელოთ - კარგი ამბავი უმალვე შეატყობინეს და გოგოებს - ხვალ გაკვეთილების შემდეგ ვივარჯითოთ, ყველას გცალიათ ხო? - ინტერესიანი მზერა მოავლო ლაშამ ბავშვებს - მე მცალია - კი მას, მეც მცალია - გვცალია, გვცალია. თუ რამე და მოვიცლით - სიცილით გადახედეს ერთმანეთს - ძალიან კარგი, დღეს თავისუფლები ხართ *** დღეები ისე გარბოდნენ, ლანა გააზრებასაც ვერ ასწრებდა. ნელ-ნელა ცუდი მოგონებებიც მიივიწყა, სამწუხაროდ მთლად ვერ გააქრო საკუთარი ცხოვრებიდან, თუმცა სამსახურის გამო, რამეზე ფიქრის დრო ნაკლებად რჩებოდა. ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, მის დინებას მიჰყვა, თუმცა არ იცვლებოდა ის ფაქტი რომ სიცოცხლე არუნდოდა.. მის ცხოვრებაში ფერადი არაფერი იყო და სჯეროდა რომ აღარც აღარასდროს იქნებოდა. კედელზე ჰქონდა თავი მიდებული და ფიქრობდა, საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრობდა. - ოჰოო, რაზე ჩაფიქრდა მზეთუნახავი - შეუმჩნევლად მიუახლოვდა თორნიკე, მისი ხმის გაგონებისას უეცრად მოეგო გონს. მოწოლილი ცრემლები სწრაფად შეიმშრალა და შეეცადა გაეღიმა - დაიცა, ტიროდი? _ უცებ დასერიოზულდა და ინტერესით დააკვირდა ფერდაკარგულ გოგოს - არ მჯერა რომ შენც იწყენ ხოლმე - რატომ, ასეთი უდარდელი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ? - კი.. მის პასუხზე ოდნავ ჩაეღიმა, თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეტირა. რატომ მაინცდამაინც ახლა როცა ის აქ იყო და უყურებდა, არ შეეძლო ემოციების კონტროლი - მე..მალე მოვალ _ ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს და გასახდელში გაიქცა, კარი ჩაკეტა და ტირილი დაიწყო. ისევ, ამდენი ხნის შემდეგ მოუშუშებელმა ჭრილობებმა თავი შეახსენეს - ლანკაა, ლანა კარგად ხარ? _ კარებზე მთელი ძალით აბრახუნებდა - ვერ ვხვდები რამე ცუდად გითხარი? ლანაა, გააღე გთხოვ - რახდება, რასაკეთებ - მოულოდნელად წამოადგა თავზე ლაშა - ძმაო არვიცი, მე და ლანა ვსაუბრობდით მერე უცებ ატირდა და აქ ჩაიკეთა - კარებზე მიუთითა - უტვინო, საინტერესოა რა აწყენინე. გაიწიე - გვერდით ძალით გასწია და კარებზე დააბრახუნა - ლანა გამოდი, რა ბავშვივით იქცევი - ძმაო არაფერი მითქვამს გეფიცები, წარმოდგენა არ მაქვს რატომ ატირდა_ ისევ არ ჩერდებოდა თორნიკე - რას მიმტკიცებ ეხლა, გიჟი ხომარ არის უმიზეზოდ რომ იტიროს - მე არ.. - კარგად ვარ! _ უეცრად გამოვიდა ოთახიდან და ჩვეული სილაღით გაინაზა - სად არიან ბავშვები, დღეს ვარჯიში არ გვაქვს? - მასწავლებელმა დატოვა და მალე ჩამოვლენ - კარგი - რაც შეეძლო მხიარულად გაიღიმა და დარბაზში შევიდა - წადი, ნერვები არ მომიშალო - კარისკენ მიუთითა თორნიკეს და თვითონაც ლანას შეჰყვა. მოწყენილი სახით იჯდა მთელი ვარჯიშის განმავლობაში რაც რათქმაუნდა ლაშას არ გამოჰპარვია, ინტერესით აკვირდებოდა და ცდილობდა რამე გაეგო. სხვა იყო, აშკარად სხვა იყო, ასეთი მოწყენილი სხვა დროს არ ენახა და ძალიან ეუცნაურა. - მისმინე, რა გითხრა ასეთი თორნიკემ. ხასიათი შეგეცვალა - როგორც კი ბავშვები წავიდნენ მაშინვე წამოიწყო საუბარი - დაივიწყე, არაფერია - ხო მაგრამ აშკარად ძალიან იმოქმედა - მერე შენ რა _უცებ წამოენთო და მწვანე თვალებში ბრაზი გაუკრთა - როდიდან გაღელვებს ჩემი მდგომარეობა? - ტონს დაუწიე. ადამიანურად გკითხე და თუ არ გინდა ნუ იტყვი, ღმერთო ჩემო *** ერთმა კვირამ სწრაფად ჩაიარა და შეჯიბრის დღეც მოვიდა. იმდენად აღელვებულები იყვნენ ძლივს მიაღწიეს N8 სკოლამდე. დარბაზი საზეიმოდ იყო მორთული, ალაგ-ალაგ ბუშტებით იყო გაფორმებული, კინაღამ გაეცინა ლანას. ბავშვების ჟრიამულში ძლივს შეაღწიეს შიგნით. - უკვე მოხვედით? სალამიი _ მათკენ დაიძრა ქერათმიანი გოგო, მაღალი სუსტი აღნაგობის, სპორტულად იყო ჩაცმული და მსუბუქი მაკიაჟი ჰქონდა, ინტერესით შეათვალიერა ლანამ და კინაღამ თვალები გადმოსცვივდა როცა დაინახა როგორ ჩამოეკიდა ლაშას კისერზე, - მიხარია რომ მოხვედით - კიდევ ერთხელ გაიმეორა და თორნიკეს თვალი ჩაუკრა - ლიზა, გთხოვ - ფრთხილად მოიშორა მისი ხელი ლაშამ და ერთ გუნდად შეგროვებული ბავშვების მიმართულებით წავიდა - ლიზაა მოდი გაგაცნო, ეს ლანაა ჩვენი ახალი მასწავლებელი - უცებ დაარღვია უხერხული სიჩუმე თორნიკემ - სასიამოვნოა ტკბილო, მეჩქარება მეც ბავშვებთან მივალ, გამხნევება ნამდვილად სჭირდებათ - გაინაზა და პასუხის მოსმენის გარეშე, გვერდი აუარა - ანუ შეყვარებულები არიან ესენი? - სასწრაფოთ გადაუჩურჩულა თორნიკეს ლანამ - არა ძმა, რა შეყვარებულები ლიზა ეჩალიჩება მარა არაფერი გამოდის. ასე რომ იჩქარე სანამ აგახია ბიჭი - ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა და ისე გაიქცა ლანამ გაბრაზებაც ვერ მოასწრო. შეყვარებულებიც რომ ყოფილიყვნენ რაში ანაღვლებდა, ძალიან გააღიზიანა თორნიკეს სიტყვებმა. დაბღვერილი დაჯდა მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ადგილას და დარბაზში ახლახანს შემოსულ ბავშვებს მოავლო თვალი. ბიჭები იყვნენ, ისეთი მაღლები ზუსტად ფრენბურთს რომ სჭირდება. გაკვირვებისგან პირი დააღო და ის იყო უნდა ეყვირა, გვერდით მასზე მეტად გაბრაზებული ლაშა მიუჯდა. - ჯანდაბა, როგორ ვერ ვიფიქრე რომ ბიჭებს აარჩევდა. რათქმაუნდა ჩემი ბავშვები აღარ არიან და მოგების შანსიც გაიზარდა _ თავისთვის ლაპარაკობდა და ნერვიულად ათამაშებდა თითებს მაგიდაზე - რას ჩაიხვიე ჩემი ბავშვები, ჩემი ბავშვები. აქ ყველა ჩვენი ბავშვია და ეს გოგონებიც ძალიან კარგად თამაშობენ - დავიღუპეთ ხალხოო? - შეშფოთებული ჩაჯდა მათ შუაში თორნიკე - არაფერი არ დავიღუპეთ. ნუ შექმენით პანიკა - ხელის მტევანი მაგიდას დაარტყა ლანამ - დარწმუნებული ვარ გოგოები მოიგებენ - მაგ ნააზრევშიც გეტყობა რომ ამ სფეროში გამოცდილება საერთოდ არ გაქვს - ირონიულად ჩაეღიმა - რაოო? - ჩშშ, ჩხუბი არ დაიწყოთ, არ გამაგიჟოთ - ხელები გაშალა თორნიკემ თამაში მალევე დაიწყო, სასწაულ ხასიათზე იყო ლიზა, დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში, პირველი ტაიმიც მათ სასიკეთოდ დამთავრდა, ბიჭები იგებდნენ. ეკლებზე იჯდა ლანა, ისე მოეშალა ნერვები ლამის გაგიჟდა, ლიზას ყოველი საქციელი, ყოველი ირონიული შეხედვა ბურთის ჩაგდებისას გონებიდან არ ამოსდიოდა. მეორე ტაიმზე საოცრად მოინდომეს გოგონებმა, თავს აკლავდნენ და ბურთს მათ მხარეს ჩაგდების საშუალებას არ აძლევდნენ. ბიჭებიც ნელ-ნელა აზარტში შევიდნენ და დარტყმის სიძლიერეს მოუმატეს, ერთ-ერთი ასეთი ბურთი კი მოპირდაპირე მხარეს მდგარ გოგოს პირდაპირ სახეში მოხვდა, მომენტალურად დაეცა ძირს და სასტვენის ხმაც გაისმა - ნატაა! - მთელი დარბაზის ყურადღება წამით ლაშას ყვირილმა მიიპყრო, წამში გადაახტა მაგიდას და დაბლა დაეშვა - გაიწიეთ! - შეგროვილი ხალხში ხელით გაიკვლია გზა და გულწასული გოგონას წინ ჩაიკეცა - ნატაა, ნატა გაახილე თვალები გთხოვ, - ხელებს უსვამდა სახეზე და მის გონს მოყვანას ცდილობდა. მაშინვე მისცვივდნენ ლანა და თორნიკეც - ექთნის კაბინეტში წავიყვანოთ - მოჩვენებითი შეწუხებული სახით მიუახლოვდა ლიზა, სახეზე ირონიული ღიმილი ჯერ კიდევ დასთამაშებდა, მართალია ძალიან ცდილობდა ამის დამალვას თუმცა ლანამ მაინც შეამჩნია - იცი რას გიზამ, შე ქერა ალქაჯო - უეცრად ეცა და თმაში ჩააფრინდა - მოგკლავ საზიზღარო, ყველაფერი შენი ბრალია - გამიშვი გააფრინეე? - უხეშად სცადა მისი მოშორება ლიზამ და რომ არაფერი გამოუვიდა სახეში გაარტყა. წამით წონასწორობა დაკარგა ლანამ და თორნიკეს ჩაუვარდა ხელებში - ლიზაა! - მაშინვე დაიქუხა ლაშას ხმამ, წამში მოშორდა გულწასულ გოგოს და ლიზას მივარდა - რა უფლებით დაარტყი, რა უფლებით მეთქი! - შეურაწყოფა მომაყენა არ გესმოდა? - ის გითხრა რასაც იმსახურებდი, საერთოდ არ გრცხვენია უსამართლო შეჯიბრი მოაწყვე და ამ ყველაფერს ბავშვი შეეწირა - უსამართლო? - ირონიულად ჩაიცინა - უბრალოდ ზედმეტად სუსტი გუნდი გყავთ და ამ ყველაფერს თვალს არ უსწორებთ - ლიზა! - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და უფრო მიუახლოვდა - ქალი ხარ და არაფერს გეუბნები, მდგომარეობიდან ნუ გამომიყვან თორემ განანებ იცოდე. - უეცრად მოშორდა და ნატა ხელში აიტაცა, სირბილით მიიყვინა ექთნის კაბინეტამდე, მაშინვე გაეკიდნენ თორნიკე და ლანაც. საწოლზე რომ დააწვინა, ფერი აღარ ედო სახეზე. მაშინვე მივარდა ექთანი, რამდენიმე წუთი ინტერესით შეათვალიერა სახეზე, მერე კი მშვიდად მიუბრუნდა შეშფოთებულ მასწავლებლებს - დიდი ალბათობით გული შიშისგან წაუვიდა, მალე მოვა გონს არ იღელვოთ. თუმცა ტომოგრაფია მაინც დასჭირდება, შეიძლება ცხვირი ჰქონდეს გატეხილი - საზიზღარი ასე გამეტებით როგორ ისროლა ბურთი -ნერვიულად მოისვა სახეზე ხელები ლანამ - მაას, მას _ უეცრად შეგროვდნენ ექთნის კაბინეტთან გოგოები - როგორ არის ნატა? - კარგად იქნება არ ინერვიულოთ - მას, ლიზა მასწავლებელი ითხოვს თამაშის გაგრძელებას. რეზერვი ხომ გყავთო - თქვენ თუ არ გინდათ არ გავაგრძელოთ _ ღრმად ამოიოხრა ლაშამ და ბავშვებს ინტერესიანი მზერა მოავლო - არა, არა მას გავაგრძელოთ. ნატას ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას არავის შევარჩენთ, ასე არაა გოგოებო? - ასეა, ასეა მას გავაგრძელოთ - კარგი. ლანა, თორნიკე - უეცრად მიუბრუნდა კოლეგებს - ბავშვებს წაჰყევით და გააგრძელეთ, ნატას დავხედავ და მეც მოვალ. ნაძალადევად გადაადგა პირველი ორი ნაბიჯი ლანამ, რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა დარბაზს, მით უფრო მეტად უმძაფრდებოდა ბრაზი ლიზას მიმართ. ძლივს დაიკავა საკუთარი ადგილი და მომღიმარ ლიზას თვალი აარიდა. თამაში განახლდა, ნატას ადგილი წითელთმიანმა ლიკამ დაიკავა, პადაჩის ჩაწოდებამდე მასწავლებლებს შეხედა და თავი ოდნავ შესამჩნევად დაუკრა. ცეცხლი დაანთეს დარბაზის შუაგულში, საოცრად ძლიერ ბურთებს აწოდებდნენ. ბრაზი ყელში აწვებოდათ და ყოველი დარტყმის დროს, მოწინააღმდეგებს ზიზღით სავსე თვალებს არ აშორებდნენ. რამდენიმე ასეთი ბურთი და ბიჭებმა მეორე ტაიმში მარცხი განიცადეს. კინაღამ გაგიჟდა ლიზა, ცეცხლებს აფრქვევდა თვალებიდან და ცდილობდა სიბრაზე გულში ჩაეხშო. ერთმანეთს ახტებოდნენ სიხარულისგან გოგოები, დარბაზში ახალ შემოსულ ლაშას მისცვივდნენ და ერთმანეთს არ აცდიდნენ მასწავლებელთან ჩახუტებას - მაას, მას მეორე ტაიმი მოვიგეთ - სიხარულისგან აცრემლებულები ახლა მათთან მოახლოებულ ლანას და თორნიკეს მისცვივდნენ - ვიცოდი რომ შეძლებდით, ერთი წუთით არ მეპარებოდა ამაში ეჭვი, ჩემი გოგოები - სათითაოდ ეხვეოდა ყველას ლანა - ახლა მესამე და მთავარი დარჩა. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ - მკაცრად გააფრთხილა თორნიკემ - ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, მოვიგებთ, ჩვენი ხომ გჯერათ მას? - რამდენიმე წუთი უყურებდნენ ჩუმად მდგარ ლაშას - მაას - მჯერა. თქვენი მჯერა - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და სკამებისკენ პირველი წავიდა. მესამე ტაიმი დაიწყო, ხმლებით ბრძოლას უფრო ჰგავდა ვიდრე თამაშს. დაღლილებს აღარაფრის თავი არ ჰქონდათ, მაგრამ უკანასკნელ ძალებს იკრეფდნენ და ყველა ბურთს იღებდნენ - გავგიჟდები რომ წააგონ - თავი ხელებში ჩარგო ლანამ - ვეღარ ვუყურებ არშემიძლია, ეს თამაშის გარდა ყველაფერია ანგარიში 23:22 იყო, ბიჭები კვლავაც წინ იყვნენ, კიდევ ერთი ბურთი და 24:22 გახდა - ვაიმე, ერთიც და წააგებენ - ხმის კანკალით ამოთქვა ლანამ - ლანა გაჩუმდი, ერთი წუთით მაინც გაჩუმდი - სასტვენის ხმას ლაშას ხმა შეერია 24:23 გოგოებმა ბურთი აიღეს და ახლა მათი პადაჩის დრო იყო, ბურთი აიღო ლიკამ, რამდენიმე წუთი ხელში ატრიალა, მერე მარჯვენა კუთხეში მდგარ მაღალ ბიჭს გაუსწორა მზერა და ბურთი იმ მხარეს მიაბრუნა. რამდენიმე წამი და მის მიერ გასროლილი ბურთი მოულოდნელად მარცხენა კუთხეში ჩავარდა, გააზრებაც ვერ მოასწრეს ბიჭებმა, მოუმზადებლებმა ბურთი ცუდად გაათამაშეს და გოგოების მხარეს ვეღარ გადააგდეს. ანგარიში 24:24 გახდა, უეცრად წამოხტა ლანა და სიხარულისგან ადგილზე ხტუნვა დაიწყო - ლანა რასაკეთებ, დაჯექი - ხელზე დაქაჩა თორნიკემ - დაანებე ეს ხო ბავშვია - ოდნავ გაიღიმა ლაშამ - ბავშვი შენთვითონ ხარ გაბრაზებული დაეხეთქა სკამზე და გადამწყვეტი ბურთისთვის მოემზადა. ლიკამ ღრმად ჩაისუნთქა და მეორე პადაჩაც ჩააწოდა, ამჯერად მარჯვედ დახვდნენ ბიჭები, ბრძოლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, გოგოები არ უთმობდნენ, რამდენიმე წამიც და სასტვენის ხმა გაისმა, გოგოებმა მოწინააღმდეგეებს ბურთი ჩაუგდეს და თავისი შედეგით გაოცებულებმა კივილი მორთეს, სიხარულისგან აღტაცებული ლანა პირველი გაიქცა მათკენ - ჩემი სიამაყეები ხაართ თქვენ _ სათითაოდ ჩაეხუტა ხუთივეს - ჩემი ბავშვები, როგორ ვამაყობ თქვენით _ ახლა ლაშა მიუახლოვდა. ჯერ კიდევ დაუჯერებელ გამარჯვებაში გამარჯვებული გოგოები პირდაპირ ნატასკენ გაიქცნენ. ნერვიულად სცემდა ბოლთას ლიზა, სათითაოდ გალანძღა თავისი გუნდის ყველა წევრი და დარჩენილი ბრაზის ამოსანთხევად მოწინააღმდეგე გუნდის მასწავლებლებისკენ გაეშურა. - იმედია არ ფიქრობთ რომ სამართლიანად მოიგეთ, უბრალოდ ჩემს ბიჭებს შეეცოდეთ იმ საბრალო გოგოს გამო და დღევანდელი წარმატება დაგითმეს _ ისევ ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე - რას ბოდავ, გოგოებმა სამართლიანად მოიგეს - მაშინვე წამოენთო ლანა - შენ დამარცხდი და ამის აღიარება არ გინდა - ლანა, არგინდა შეეშვი _ უეცრად შეხება იგრძნო მკლავზე და როგორც კი შებრუნდა ლაშას მზერას შეეჩეხა - მე შენ ასეთი არ მეგონე ლიზა და თურმე როგორ ვცდებოდი, უბრალოდ ძალიან დასანანია - რა? მე ცუდი ადამიანი არ ვარ - უეცრად მოისაწყლა თავი და მიუახლოვდა - თან ხომ იცი როგორც მიყვარხარ.. - სახეზე უნდოდა ჩამოესვა თითები თუმცა ლაშამ სახე აარიდა - რას აკეთებ, ბარემ მოდი და ჩამეხუტე - სიამოვნებით - მისკენ წავიდა, თუმცა თორნიკე მალევე გადაეღობა - ლიზა ზედმეტები მოგდის, თავს იმცირებ ვერ ხვდები? ლაშამ ღრმად ამოიოხრა და გასასვლელისკენ დაიძრა, თვალებგაფართოებული უყურებდა ლანა ამ სიტუაციას და ჯერ კიდევ არ ეჯერა, წუთის წინ მომხდარი.. ლიზაში ჩასახლებული დემონი უეცრად კეთილ ანგელოზად გადაიქცა და ფლირტის გაბმა უნდოდა ლაშასთან. ისე სასაცილოდ მოეჩვენა მათი დიალოგი, ღიმილი ვეღარ შეიკავა. ზუსტად იცოდა ლაშას რომ ეთქვა დამიჩოქეო, სიხარულით დაუჩოქებდა. შეჯიბრის დასრულების შემდეგ ნატა თავს შედარებით კარგად გრძნობდა და ტაქსით წავიდა სახლში, გოგოებმა დაიჟინეს გავყვებითო და მასწავლებლებმაც არ დაუშალეს - ისე ნეტა ცუდად ხომარ მოვიქეცით არცერთი რომ არ გავყევით ნატას? - როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ მაშინვე შეწუხებული სახით წამოიწყო თორნიკემ - ვუთხარი წამოვალ მეთქი მაგრამ არ მოინდომა. ხოვერ დავაძალებდი დიდები არიან უკვე _ არც შეუხედავს ისე უპასუხა ლაშამ - ხო მათზე ამბობ რომ დიდები არიან და მე ბავშვი ვარ არა? - მაშინვე წარბები შეკრა ლანამ - ლანა ახლა მაგის დროა? მე რას ვლაპარაკობ და შენ რას დაუკავშირე - სარკეში გახედა და მანქანა დაქოქა - გზას უყურე შენი ჭირიმეე - შენს ყურებას არც ვაპირებდი - უკმაყოფილოდ მოაშორა თვალი სარკეს - აუ, იცით რა სახალისო მოსასმენია თქვენი ჩხუბი? - სიცილს ძლივს იკავებდა თორნიკე - თორნიკეე! - ორივემ ერთად დაუყვირა და გაკვირვებისგან მაშინვე ერთმანეთს შეხედეს - კარგით ჰო _ ხელები ასწია დანებების ნიშნად - ორმაგ შემოტევას ვერ გავუძლებ, სად შემიძლია მაგდენი ერთი სათუთი მასწავლებელი ვარ - მაგ ლაყბობას გირჩევნია ქეთევანს დაურეკო და შედეგები უთხრა, გველოდება ალბათ - დავურეკე უკვე ჭკვიანო და თათბირზე ვარ მოგვიანებით მე თვითონ გადმოვრეკავო - კმაყოფილი მზერით შეხედა მოსაუბრეს. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, ხმას არცერთი არ იღებდა და ასე უბრალოდ სიჩუმით ტკბებოდნენ. უეცრად საჭესთან მოთავსებული ლაშას ტელეფონი ამღერდა და ლანამ უკანა სავარძელიდან გარკვევით ამოიკითხა ნომერზე დაწერილი სახელი 'ნინა', მაშინვე ყურები ცქვიტა და მოსასმენად მოემზადა. ლაშას ეტყობოდა არ უნდოდა ტელეფონის აღება თუმცა ვერც უპასუხოდ დატოვა, ყურსასმენის უშედეგო ძებნის შემდეგ, საბოლოოდ ნაძალადევად ხმამაღალზე დააყენა - გისმენ ნინა - ბატონო ლაშა არ მინდოდა თქვენი შეწუხება - მაშინვე გაისმა გოგონას წკრიალა ხმა - მაგრამ იქნებ მოხვიდეთ, იცით სალომე.. - კარგი, კარგი მოვალ ნინა - უეცრად გაუთიშა და ჩაფიქრებულმა გახედა გზას - როგორაა? _ ფრთხილად შეაპარა თორნიკემ - ისევ ისე. _უეცრად შეხედა_ მოვედით. - სად მოვედით? - შენთან. სახლში მოგაბრძანე ვერ ხედავ? _ მაღალ მდგარ კორპუსზე მიუთითა და თორნიკემაც მის მზერას გააყოლა თვალი - ვა, ვა აქ ცხოვრობ? _ ქვემოდან შეათვალიერა კორპუსი ლანამ - ხო აქ ვცხოვრობ და კინაღამ სახლი ვეღარ ვიცანი, ზედმეტმა ნერვიულობამ იცის _ ძლივს მოიხსნა ღვედი და კარები გააღო - აბა კარგათ დარჩით ხალხო. _ მანქანის კარი მოხურა თუარა მაშინვე უკან გააღო - ლანნ როგორც შენ იტყოდი, დღეს 10 წლის სიცოცხლე მომაკლდა - თვალი ჩაუკრა და საბოლოოდ მოხურა კარები. ელვისებური სისწრაფით შეიჭრა კორპუსში და როგორც კი თვალს მიეფარა ლაშამაც მანქანა დაქოქა - აბა ახლა საეთ ქალბატონო ლანა? - სარკეში ირონიულად გახედა სავარძელზე მობუზულ გოგოს - მე მეკითხები? - შენს გარდა აქ ვინმეს ხედავ? - უცებ მოეშალა ნერვები - კარგი ახლა ჩხუბის თავი არ მაქვს, მისამართი მითხარი და მიგიყვან - ჩემი მისამართი? - საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო - ჰო შენი მისამართი. მაპატიე რომ გუშინ სიზმარში არ დამესიზმრა და ახლა მიწევს შეკითხვა - აეგ რანაირი ხუმრობა იყო ეხლა? - მაშინვე წარბები შეკრა _ საჭირო არ არის ჩემი მისამართი იცოდე, სადმე აქ გამიჩერე და გადავალ, თან შენს სალომესთანაც არ დაგაგვიანდება. სალომეს ხსენება და ლაშას გაგიჟება ერთი იყო, თვალები აენთო სიბრაზისგან, ვერაფერი უთხრა, უკონტროლო ხდებოდა ამ დროს და ეს ძალიან კარგად იცოდა. ისე სწრაფად დაამუხრუჭა მანქანა ლანამ წონასწორობა დაკარგა და წინა სავარძელს თავით შეასკდა - ცოტა ნელა რაიყო - ძლივს ასწია თავი და ხელის მტევანი მიიდო შუბლზე - გადადი. - გადავალ, აქ დარჩენას არც ვაპირებდი - გაბრაზებულმა გააღო კარები და სწრაფად გადავიდა, ლაშამაც წამში მოსწყვიტა მანქანა ადგილს. - რა დაემართა ასე უცებ - ღრმად ამოიოხრა და ტაქსების გაჩერებამდე დარჩენილი გზა ფეხით დაფარა. სახლში მისულმა ცოტა ხანს გასეირნება და განტვირთვა გადაწყვიტა. ქუჩაში გავიდა, ისევ ისეთი იყო ბათუმი როგორიც მისი ჩამოსვლის დღეს, საღამოს გრილი სიო ნაზალ ელამუნებოდა სახეზე და ჩამოშლილ თმას ოდნავ შესამჩნევად ურხევდა. ზღვის ნაპირას იჯდა და უსასრულო ჰორიზონტს გაჰყურებდა, ფიქრობდა იმაზე თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ამ მოკლე ხანში, ის რასაც ფსიქოლოგი ეუბნევოდა მართალი აღმოჩნდა, სამსახური ყველაფერს ავიწყებდა, ნელ-ნელა სიცოცხლის ხალისი უბრუნდებოდა.. და თითქოს ეს უკვე სიამოვნებდა კიდეც, არ უნდოდა ნეგატიურზე ეფიქრა, აღარ უნდოდა. 'მიიღე ცხოვრება ისეთი, როგორიც არის' გონებაში ათასჯერ იმეორებდა ამ სიტყვებს და ცდილობდა მართლაც მიეღო და შეგუებოდა იმ საშინელ ბედს რომლისთვისაც ცხოვრებამ ასე დაუნდობლად გაიმეტა.. გვიანობამდე იჯდა სანაპიროზე და სახლში მისულს მაშინვე ჩაეძინა. არც დილას ამდგარა ადრე, ვინაიდან შაბათი იყო და არსად ეჩქარებოდა თავს დასვენების უფლება მისცა, როგორც კი გაიღვიძა მაშინვე საჭმელი გამოიძახა და დროის გაყვანის მიზნით ლეპტოპი აიღო, რამდენიმე კარგი ფილმი მოძებნა და თანმიმდევრობით დაიწყო ყურება, თითქმის შუაში იყო მისული შეკვეთა რომ მოვიდა და ახლა საჭმელიც მოიმარაგა საწოლში. ის იყო პიცის ჩაკბეჩვას აპირებდა რომ ტელეფონი ამღერდა და ნერვებმოშლილმა თავიდან დააპაუზა ფილმი. უცხო ნომერი იყო და ამან მეტად განარისხა, ასეთ ზარებს არასოდეს პასუხობდა თუმცა ახლა ძალიან უნდოდა ჩხუბი მასთან, ვინც ძლივს შექმნილი მყუდროება დაურღვია - გისმენთ - ლანა, სასწრაფოდ შეეშვი ყველა საქმეს და მოემზადე ნატასთან მივდივართ ტელეფონში ლაშას ხმის გაგება ეუცნაურა და წამიერად ჩხუბის სურვილმაც გადაურა - და იქ რაგვინდა? - რა უნდა გვინდოდეს, თხოვდება და მე და შენ მეჯვარეები ვართ - რაო? - თვალები გაუფართოვდა და წამით წარმოიდგინა რომ რასაც ეუბნევოდა სიმართლე იყო - ნერვებს ნუ მიშლი! _ იმხელა იყვირა, ლანას ტელეფონი ინსტიქტურად გაუვარდა ხელიდან_ ბავშვი ცუდადაა ცხვირი აქვს გატეხილი უნდა მივიდეთ და ვნახოთ. გუშინდელ შეჯიბრზე ჩვენ ვიყავით მასზე პასუხისმგებლები ხომარ დაგავიწყდა? - გატეხილი? _ უეცრად შეიცხადა _კარგი, კარგი მოვალ ახლავე. მისამართი მითხარი. - ... - კარგი, მალე ვიქნები - უეცრად მივარდა კარადას და პირველად რაც ხელში მოხვდა ის გადმოიღო. ზუსტად 5წუთში ჩაიცვა და თავისი შედეგით კმაყოფილი საკრის წინ დატრიალდა. ლურჯი მუხლს ოდნად აცდენილი კაბა და ჯინსის ქურთუკი ეცვა, თმა შეძლებისდაგვარად დაივარცხნა და გაშლილი დატოვა, ელვის სისწრაფით ჩაირბინა კიბეები და გამოძახებულ ტაქსში ჩაჯდა, 30 წუთიანი მგზავრობის შემდეგ კი მძღოლმა მაღალი ბინის წინ გაუჩერა. - როგორც ჩანს პირველი მოვედი _ ცალი წარბი აწია და კმაყოფილი მზერით აათვალიერა ბინა - პირველი არა? ნახევარი საათია გელოდები. _ ზურგს უკნიდან მოესმა ხმა და შეშინებული შემოტრიალდა, - გული გამისკდა, ასე უნდა მიეპარო ადამიანს - მაშინვე თვალები დაუქაჩა - ოღონდაც ახლა შენთან ჩხუბის თავი არმაქვს, წამოდი - პასუხს არც დალოდებია ისე შეიჭრა კორპუსში პირველი, ლანაც მიჰყვა. - რასაკეთებ ლიფტით უნდა ავიდეთ? - შეშინებულმა შეხედა, ლიფტან მდგომ ლაშას - აბა რაგინდა მეთორმეტე სართულზე ფეხით ავიდეთ? - ჰო.. - შენ ნორმალური არხარ - კიდევ ერთხელ მიაჭირა გამოძახების ღილაკს ხელი - მომისმინე.. არშემიძლია, ძალიან მეშინია ლიფტების _ ცრემლმორეული თვალებით გადაუდგა წინ - მერე კიდევ იტყვი ბავშვი არ ვარო, ლიფტის როგორ გეშინია ამხელა ქალს - ირონიულად გაეღიმა - რომ გავიჭედოთ... - მაინცდამაინც ახლა რატომ გავიჭედებით? როგორც იქნა ლიფტიც მოვიდა და კარები გაიღო - წამოდი - პირველი შევიდა და თვალებითაც ანიშნა - არ შემიძლია.. - ლანა შემოდი უკვე ძალიან დამღალე! _ ხელი ჩაავლო და თითქმის ძალით შეათრია, ღილაკზე 12ს მიაჭირა და კარიც მაშინვე დაიხურა - მეშინია რატომ არ გესმის.. _ როგორც კი ლიფტი დაიძრა შიშისგან კანკალი დაიწყო, ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა მის ლოყებზე - კაი ეხლა ტო, რაგატირებს ნუ გამაგიჟე - შენ არ გესმის.. არ გესმის.. ძალიან ცუდად ვარ.. - სარკეს მიეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო - ლანა კარგი გეყოფა..მართლა ასე ძალიან გეშინია? _ გაკვირვებული მზერით უყურებდა გოგოს _ კარგი მალე ავალთ, თავი ხელში აიყვანე უკვე 11ზე იყვნენ უეცრად რომ ტკაცანის ხმა გაისმა და ლიფტი გაჩერდა. მაშინვე შეწყვიტა ტირილი ლანამ, უეცრად ამოწია თავი ხელებიდან და შეშფოთებული მზერით შეხედა არანაკლებ ჩაფიქრებულ ლაშას - რამოხდა? რატომ გავჩერდით? რამოხდაა! - უეცრად დაიწყო ყვირილი და კარებს მივარდა - იმდენი იწუწუნე მგონი მართლა გავიჭედეთ - უნებურად გაეღიმა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა - რაა? არა. არა. ხომ ვამბობდი, _ თავში წაიშინა ხელები _ არ დამიჯერე, აქ ძალით შემომიყვანე...ახლა..ახლა რაიქნება, აქ მოვკვდებით.. - რა სისულელეს იძახი, ცოტა ხანი და ვინმე გაიგებს, გააღებენ - ცოტა ხანი? აქ ვერ ვსუნთქავ, პანიკური შეტევა მაქვს _ ისევ ატირდა და ძლივს ამოისუნთქა, რაღაც ამოუცნობ შიშს მოეცვა მთელი მისი სხეული, კანკალებდა და ამის გაკონტროლება არ შეეძლო. ასეთი არასდროს ენახა ლაშას, პატარა ბავშვივით ეშინოდა, საშინელ მდგომარეობაში იყო და ეს ყველაფერი იმის გამო რომ ძალით შეათრია ლიფტში, რამოხდებოდა რომ დაეჯერებინა და ცოტა ფეხით გაევლო, დანაშაულის გრძნობა მოაწვა - კარგი დამშვიდდი, მარტო არ ხარ.. - მიუახლოვდა და ფრთხილად ჩაეხუტა, ეშინოდა მისი რეაქციების თუმცა ლანამ მაშინვე მოხვია ხელები და პერანგი ცრემლებით დაუსველა - ცუდად ვარ..- მის მკლავებში ამოილუღლუღა მთელი სხეულით კანკალებდა, მის მკლავებში მოქცეულსაც არ შეეძლო დამშვიდება - ლანა... - ფრთხილად ააწევინა თავი და თვალებში შეხედა, მისი მწვანე სფეროები მთლიანად დანისლულიყო, უეცრად მის ათრთოლებულ ტუჩებზე გადაიტანა მზერა და ვნებიანად დაეწაფა, გააზრებაც ვერ მოასწრო ლანამ, მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და წამსვე შეწყვიტა კანკალი, ძალაგამოცლილი ალბათ წაიქცეოდა კიდეც თუმცა წელზე შემოხვეული ხელი ამის საშუალებას არ აძლევდა, თვალებ დახუჭულს თავი სიზმარში ეგონა, ნაზ შეხებას გრძნობდა ტუჩებზე, ჯერ განუცდელ გრძნობას მოეცვა მისი სხეული, ფრთხილად მოშორდა ლაშა, ყველა მისი რეაქცია აინტერესებდა, ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია და ჩასჩურჩულა - გაახილე თვალები.. ინსტიქტურად მაშინვე შეასრულა, თვალები ერთმანეთს დააშორა და ჰაერის ჩასუნთქვისას ახლოდან შეიგრძნო მისი სურნელი, ისე ახლოს იყო მასთან, მის სუნთქვას ყელში გრძნობდა, ნაზად დაასრიალებდა თითებს გოგოს კისერზე და სხვა არაფერზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდა, ნაზად აკოცა ყელში.. კინაღამ ხელებში ჩაადნა ლანა - მე.. - გაჭირვებით ამოთქვა ერთი სიტყვა - ჩშშ..- კიდევ ერთხელ აკოცა და მისი სურნელი ხარბად შეიგრძნო - ნუ აკეთებ გთხოვ... ამ სიტყვების გაგონებისთანავე გაჩერდა, არ უნდოდა მისი სურვილის წინააღმდეგ გაეკეთებინა რამე, სანამ რამეს ეტყოდა ლიფტის კარი გაიღო და მათ წინ ორი სამუშაო ფორმაში გამოწყობილი კაცი გაჩნდა - გვაპატიეთ, ლიფტი პრობლემურია და ხშირად იჭედება. უფრო სწრაფად გაღება ვერ მოვახერხეთ - არაუშავს - მაშინვე მოაშორა წელზე ხელები და პირველი გავიდა, ლანაც მაშინვე მიჰყვა. სწრაფად დარეკა 54 კარზე ზარი და დაელოდა. მოშორებით დადგა ლანა.. თვალებში ვერ უყურებდა და ყოველ წამს უნდოდა იქიდან გაქცევა - გამარჯობა - კარი ქერათმიანმა ქალმა გააღო და თბილად გაუღიმა ორივეს - გამარჯობა ქალბატონო მაგდა, მე კიარადა ჩვენ ნატას სპორტის მასწავლებლები ვართ. მის სანახავად მოვედით - მართლა? - უეცრად შეიცხადა ქალმა - მობრძანდით, ჩვენც ახლახანს მოვედით საავადმყოფოდან _ მაშინვე გაეცალა და სტუმრები შიგნით შემოატარა. მისაღებში დივანზე იწვა ნატა, თავი უკან გადაეწია და ბალიშებში ჩაფლულს ძლივს უჩანდა სახე - მაას, - მასწავლებლების დანახვისას მაშინვე სცადა წამოდგომა - იყავი, იყავი - ხელებით ანიშნა ლაშამ და მის გვერდით ჩამოჯდა, - როგორ ხარ ნატა - ნაძალადევად გაუღიმა ლანამ - კარგად მას მადლობა, ძალიან გამეხარდა რომ მოხვედით - სახეზე სიხარულის ღიმილი დასთამაშებდა და თვალს არ აშორებდა ორივეს - ძალიან შეწუხდით, რამეს მოგართმევთ _ მაშინვე დატრიალდა მაგდა - არა, არა. ქალბატონო მაგდა ჩვენ ისედაც ცოტა ხნით ვართ, არ შეგაწუხებთ. ასე არაა ლანა? - როგორც კი გახედა, მაშინვე შეამჩნია როგორ გადაურბინა სახეზე ფერებმა - კი ასეა, უბრალოდ ნატას მდგომარეობა გვაინტერესებდა _ თავი ჩახარა და შეეცადა მის მზერას არიდებოდა - რავიცი, მერიდება.. _ შეწუხებული სახით ჩამოჯდა მათ გვერდით მაგდა - არა რა არის მოსარიდებელია, ცოტა ვისაუბროთ. ნატას მდგომარეობა აუხსნა მაგდამ, სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა რომ შეხორცება ცუდად არ წასულიყო. ნატას ისედაც უნდოდა ცხვირის ოპერაციის გაკეთება და ამ ფაქტს დიდად არც შეუწუხებია, უბრალოდ მოვლენები დააჩქარაო იძახდა. ცოტა ისაუბრეს და მალევე წამოვიდნენ, კარამდე გამოაცილა მაგდამ - დიდი მადლობა ჩემი შვილის დაფასებისთვის - კიდევ ერთხელ გულწრფელი ღიმილით შეხედა ორივეს - პირიქით ბოდიში მაქვს მოსახდელი რომ გუშინვე არ მოვედი - ოდნავ გაუღიმა ლაშამ - რას ამბობთ, ნატას ძალიან უყვარხართ და გაფასებთ. უი ხო მართლა - მაშინვე თვალები გაუნათდა ქალს - ლიფტით არ ისარგებლოთ, პრობლემურია.. - ჯობდა აქამდე ეთქვა ვინმეს _ძლივს გასაგონად ამოიბუტბუტა ლანამ - რამე მითხარით? - მაშინვე ჩაეძია მაგდა - არა, მადლობა რომ გაგვაფრთხილეთ თქო მაგდამ თავი დაუკრა, თბილად დაემშვიდობა და კარი მიხურა. პ.ს ვიცი,ვიცი ცოტა უადგილოდ გავწყვიტე მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. იმედი მაქვს მოგეწონათ და ისიამოვნეთ.. გამეხარდება თუ გამიზიარებთ თქვენს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს კომენტარებში.. გემშვიდობებით სულ ცოტა ხნით.. თქვენი ელატრისი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.