შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიებაში ნაპოვნი სიკეთე (თავი მეექვსე)


2-09-2020, 00:03
ავტორი lashausafrtx
ნანახია 9 187

მოსაღამოვდა, ალექსი სავახშმოდ მიიწვიეს, სამზარეულოში მცველებთან ერთად, მანამ სანამ ნიკას ეძინა, სამზარეულოში 5მცველი ვახშმობდა... ალექსის ჩათვლით, ის ჩუმად ვახშმობს, დანარჩენები კი ლაპარაკობენ და განიხილავენ ნიკას და სეხეს ისტორიას ალექსის გასაგონად. ბიჭებო ხომ იცით ნიკას დედა რატომ არ ჰყავს?.. იმიტომ რომ დავითმა წარსულში, თბილისში... ვიღაც მეძავთან დრო გაატარა, და იმის შედეგად გაჩნდა ნიკა, როდესაც დავითი გამდიდრდა, მერე გაახსენდა იმ ქალს და ბავშვიც მოუგდო აქ,... ამის გაგონებაზე მცველებმა სიცილი მორთეს, ალექსი კი უემოციოდ მიირთმევს საკვებს, შემდეგ კვლავ ერთ ერთმა მცველმა წამოიძახა... ჰო მეც გავიგე ეგ ამბავი და თურმე იმ ქალმა ძალით დააბრმავა ეს ბავშვი, დავითას მჟავე სახე რომ არ დაენახა, კვლავ გულიანად იცინიან მცველები, უეცრად კი მკაცრი ხმა გაისმა სამზარეულოში, დაცვის უფროსმა გოჩამ მკაცრი შენიშვნა მისცა ბიჭებს, როგორ არ გრცხვენიათ! ვითომ კაცებო.. ზურგს უკან მაგარი ბიჭები ხართ არა? დავითას დანახვისას ოფლად იღვრებით, ნეტავ რა იქნებოდით რომ არ აეყვანეთ დავითას სამსახურში თქვე საცოდავო ვიგინდარებო... ახლავე შეწყვიტეთ ეს ამაზრზენი ჭორაობა თორემ.. სანამ დავითა მოგხედავთ, ჩემი მსხვერპლი გახდებით. სამზარეულოში სიჩუმე ჩამოვარდა.. უეცრად კი სეხე შემოვიდა, აბა უსაქმურებო უნდა გამომყვეთ საქმეა! ალექსი.. შენც წამოდი! სანამ ნიკა გაიღვიძებს მოსვლას მოვასწრებთ... მოგეცა შანსი თავი გამოიჩინო ჩემთან. საუბრისას სეხემ შენიშნა რომ ერთ ერთი მცველი ჩუმად იკვებებოდა სანამ სეხე დავალებას აძლევდა, მიუახლოვდა მცველს, და სახე ახლოს მიუწია, მანაც ნელ ნელა ახედა სეხეს და აცახცახებული ხელებით, დადო თეფშჳ მაგიდაზე, შენ რა? მიირთმევდი როდესაც მე გელაპარაკებოდი? მცველმა შეშინებულმა დაეთანხმა,.. მერე შენ დედამ არ გასწავლა რომ, როდესაც უფროსი გელაპარაკება ყურადღებით უნდა უსმინო? მცველმა თავალები დაბლა დახარა, სეხემ კი მწარედ გაარტყა სილა სახეში, და საკვებით სავსე თეფშში თავი ჩააყოფინა, და ხელით დააწვა თავზე, ამავდროულად ხმა მაღალი ხმით აფრთხილებს გარშემო მყოფებს, ვინც გაბედავს და არ მომისმენს, ჩემს ზურგს უკან იმოქმედებს, ძაღლების ულუფა გახდება! სამზარეულოში კვლავ სიჩუმეა, გოჩამ კი გადაანაწილა ყველა ვინ რომელი მანქანით წამოვიდოდა, სეხემ კი გოჩას უთხრა რომ ალექსი ჩვენი მანქანით წამოვაო. რამდენიმე წუთის შემდეგ წავიდნენ დანიშნულების ადგილისკენ, გზად კი სეხე ალექსის ელაპარაკება, ახლა მივდვიართ იმ არსებასთან ვინც ჩემთან დიდ ვალშია, თუ არ გადამიხდის ყველანი უნდა დავხოცოთ... ამიტომ მზად იყავი, და იარაღთან ყურადღებით! თორემ რამე ისე თუ ვერ იქნება, როგორც მე მსურს, იცოდე რომ არავის არ გაცოცხლებთ... გასაგებია?! გასაგებია მზად ყოფნაში ვარ, უპასუხა ალექსიმ და მუშტი ძლიერად შეკრა. ამასობაში ადგილს მიუახლოვდნენ, მისულებს დახვდათ, 5 მანქანა თავის შეიარაღებული მცველებით, და შუაში იდგა ერთი პატარა გამხდარი შუა ხნის ასაკის კაცი რომელიც მათ ყველას განაგებდა, სახელად ჰასანი, მას როგორც სეხე ამბობს მისი ვალი აქვს, საიდან ეს მხოლოდ მათი საიდუმლოა. ორივე მხარე პირისპირ დგას... სეხე და ჰასანი პირისპირ დგებიან ერთად და ერთმანეთს ესაუბრებიან, სეხე: იცოდე თუ კიდევ არ დამითმობ, ამ ტერიტორიას.. აქედან ცოცხალი მარტო მე გავალ! ჰასანი: ნუ იმუქრები დავითა.. ჭაღარას პატივი ეცი არ უნდა გესწავლებოდეს ჩემგან, სეხე: მე არ გემუქრები.. მე გაფრთხილებ, კარგად მიცნობ და იცი, ყველაფრის გამკეთებელი ვარ უკან არაფერზე დავიხევ. ჰასანი: რომ გიცნობ და შენც რომ მიცნობ კარგად იცი რომ მეც არ ვარ უკან დამხევი, ამიტომ თუ ამოვხოცეთ ერთმანეთი, არც შენ დაგრჩება რამე არც მე. სეხე: რას მთავაზობ? ჰასანი: ვითამაშოთ როგორც მეფეებს შეეფერებათ. სეხე: რას გულისხმობ? ჰასანი: მე ერთი ღონიერი ადამიანი მიზის მანქანაში გოლიათი გრიშა, ერთი ბრძანება, და ბევრი ძვალი დაიმტვრევა, გამოიყვანე რამდენი მცველიც გინდა ვინც გინდა, დაამარცხოს გოლოათი.. და შენსას მიიღებ რაც გეკუთვნის... თუ არა და მე დამრჩება ყველაფერი... შევთანხმდით? სეხე: კარგი გავერთოდ თუ ასე გინდა. სეხემ მწკრივში დააყენა მცველები, ჰასანმა კი მისი გოლიათი გადმოიყვანა მანქანიდან... ამის დანახვისას, ყველას ფეხები აუკანკალდა, არავის სურს მასთან გასვლა, სეხემ კი რამდენიმეს დასტაცა ხელი და ძალით მიუგდო, საჯიჯგნად... გოლიათ გრიშას, მანაც მარტივად დაანარცხა ძირს, სეხეს მცველები... კვლავ მიუგდო დანარჩენები, ისინიც მიაწვინა, ზოგს ხელ ფეხიც მოსტეხა გრიშამ... ჰასანი ირონიულად მიმართავს სეხეს, აბა რას იტყვი მითმობ მიწას? თუ დავახოცინოთ კიდე ბევრი? სეხე განრისხდა.. და თვით დაცვის უფროს გოჩას უბრძანა დაპირისპირებოდა გრიშას... რაზეც გოჩა დათანხმდა, და გავიდა გრიშასთან საბრძოლველად, გოჩამ მუშტი მოუქნია გრიშას, გრიშამ დაუჭირა მოქნეული მუშტი, და საპასუხოდ წიხლი დაარტყა მუცლის არეში... შემდეგ მხრებზე მოიგდო, ზევით ასწია, და წინ გადააგდო, მცველების მხარეს.. მათ სცადეს გოჩას დაჭერა, მაგრამ ზედ დაეცათ გოჩა, და ძირს დავარდნენ... სეხემ ის არის უკვე ჩუმად უნდა ამოიღოს პისტოლეტი... როდესაც ალექსის ხმა გაიგო, რომ მე დავუპირისპირდებიო, სეხე დაეთანხმა და გაუშვა ალექსი გრიშას პირისპირ... ორივენი ერთმანეთის ირგვლივ მოძრაობენ, ალექსი ცდილობს შეტევა განახორციელოს ფეხით, მაგრამ გრიშამ საპასუხოდ ძლიერი დარტყმა მიაყენა გულ მკერდის არეში მუშტით, რის შედეგადაც.. ალექსი გადავარდა უკან, მაგრამ არ აპირებს დანებებას კვლავ წამოდგა.. და ცდილობს დარტყმა მიაყენოს, ამჟამად მუშტით, გრიშამ კვლავ მოიგერია, და საპასუხოდ მუხლი დაარტყა მუცლის არეში, პარარელურად ქეჩოში წვდა.. და ბევრად შორს მოისროლა ძლიერად... ალექსის უჭირს ფეხზე წამოდგომა, გრიშა კი გაემართა მისკენ ხელში აიტაცა.. მკლავები წელზე შემოხვია და ხერხემლის დამტვრევას ცდილობს... ძლიერად უჭერს ხელებს წელზე, ალექსის უკვე სუნთქვა უძნელდება... მაგრამ მან ორივე მუშტი შეკრა.. და ძლიერად შემოკრა ყურებში... გრიშას გაეშვა ხელები, და ყურებზე მიიბჯინა ხელები, ალექსიც განთავისუფლდა, მან არ დააყოვნა.. და ოდნავი ნახტომით, დაახტა გრიშას ქუსლებით ტერფებზე... და სწრაფადვე ჩაქუჩის იმიტაციით დააყარა მუშტების წვიმა მარჯვენა ყურში... და წიხლით მოიშორა ადგილიდან გრიშა ალექსიმ. ამის დანახვისას იქ მყოფები გაოგდნენ.. ამხელა გოლოათი უსულოდ დააგდო ძირს, ერტმა ახალგაზრდამ. სეხემ კი პისტოლეტი მიუშვირა ჰასანს, და მისმა მცველებმაც იგივე გაიმეორეს, ახლა უკვე სრული თავდაჯერებულობით უბრძანებს სეხეს არმია ჰასანს.. რომ მისაღები მიიღონ! ჰასანმა დაემორჩილა და სწრაფადვე დატოვა ტერიტორია მის ბიჭებთან ერთად. სეხეს მცველები კი ხმამაღლა გამოხატავენ გამარჯვებას და ჰაერში ისვრიან ამის აღსანიშნავად.. თან ალექსის აქებენ და ეხვევიან... სეხემაც ჩამოართა ხელი და შეაქო... გოჩა დროებით კლინიკაში მოათავსა, რადგან ნეკნები ჰქონდა ჩამსხვრეული, თავად კი ბიჭებთან ერთად შჳნ დაბუნდა, ალექსის კი დაავალა ახლა მისი ვაჟისთვის მიეხედა, ალექსიმ შეაკითხა ოთახში ნიკას და ის წასასვლელად გამზადებული დახვდა მას, ახლა ალექსი შემდეგ დავალებას ნიკასგან ელოდება, თუ რას,.. როდის და სად მოისურვებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent