შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიებაში ნაპოვნი სიკეთე (თავი მეოთხე)


29-08-2020, 22:21
ავტორი lashausafrtx
ნანახია 1 105

დილა გათენდა, ალექსიმ გადაწყვიტა სოლოლაკში მისი ავტომობილით სეხეს ყოფილ საცხოვრებელს მიაგნოს, როდესაც ადგილს მიუახლოვდა მანქანა გააჩერა, გადმოვიდა მანქანიდან, და ერთერთ იტალიურ ეზოში შევიდა... ეზოში შესვლისას მას ბავშვებმა ჩაუქროლეს ისე რომ ერთერთი ბავშვი შეეჯახა მას, ალექსიმ უკმაყოფილო სახით განაგრძო ეზოს თვალიერება, ერთერთი ფანჯრის სახლიდან, მას ერთი მოხუცი ქალბატონი აკვირდება ისე რომ თვალს ვერ წყვიტავს, ეს არავისთვის საკვირველი არარის, რადგან ალექსი ისეთი მხრიანი, მაღალი, ტანადი და სიმპატიურია რომ ის შეჩვეულია, ყურადღების ცენტრში ყოფნას, მაგრამ არამგონია ეს მოხუცი ქალბატონი ამავე მიზნით უცქერდეს მას. როდესაც ალექსიმ მისი მიმართულებით მოხუცი ქალბატონის მზერა საეჭვოდ ჩათვალა, მიუახლოვდა მას და ჰკითხა, ვინმე სეხეს ხომ არ იცნობდა წარსულში ან ახლა, ქალბატონმა კი შეკითხვას შეკითხვით დაუბრუნა, პოლიციიდან ხარ შვილო? ალექსიმ უპასუხა, არა ქალბატონო, მე უბრალოდ.. ერთ ადამიანს ვეძებ, მისი მისამართი დაზუსტებით არ ვიცი, თუ შეგიძლიათ მითხრით იცნობთ თუ არა ვინმე სეხეს? მოხუცმა უპასუხა რომ მანამ სანამ არ ეტყვის ალექსი მას ვინ არის რატომ ეძებს და როგორ მოხვდა ამ ეზოში ერთ სიტყვაზეც არ გასცემდა პასუხს, ალექსი ამ ფაქტმა გააღიზიანა, და უთხრა რომ, მას და სეხეს საერთო ნაცნობი ჰყავდა, რომელმაც მოასწავლა ეს ადგილი და ამიტომ მოხვდა ამ ეზოში, ისიც დაამატა რომ მასთან სასწრაფო საქმე ჰქონდა, და არ იცოდა მისი ადგილ სამყოფელი, მხოლოდ და მხოლოდ უბნის სახელი, მოხუცი ქალბატონი ვერ დაკმაყოფილდა პასუხით, სწორედ ამიტომ.. მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლა, მართალია სეხე ამ უბანში გაიზარდა, მაგრამ დედამისი ნელი ცეცხლაძე მოცეკვავე იყო, ამიტომ ხშირად დადიოდა გასტროლებზე, ერთხელაც ესპანეტში მოუწია წასვლა, როგორც ვიცი იქ ვინმე ესპანელი სერხიო გაიცნო... გვარი ნამდვილად არ ვიცი, ზუსტად რაც ვიცი ის არის რომ იმ პიროვნებისგან დაფეხმძიმდა, შემდეგ მას სამშობლოში დაბრუნება უწევდა, მაგრამ სერხიო მას არ გამოჰყვა რადგან როგორც აღმოჩნდა, ის მის ქვეყანაში აპირებდა სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობას, ნელის შესთავაზა ესპანეთში დარჩენა, მაგრამ ნელიმ უარი განუცხადა, ამიტომ სერხიომ საბოლოოდ მიატოვა, ნელიც დაბრუნდა საქართველოში, მან აქ აღმოაჩინა რომ ბავშვს ელოდებოდა, ალბათ იმდენად უყვარდა, სერხიო რომ ახლად შეძენილ ბავშვს, მამის სახელი დაარქვა.. დროთა განმავლობაში ნელის ფსიქიკა იცვლებოდა საბოლოოდ ფსიქიურად შეიშალა, არასრულწლოვანი სეხე კი სულ მარტოდ დარჩა, ამიტომ მან მისით გაიკვლია გზა ცხოვრებაში, დაუახლოვდა კრიმინალებს, 12წლის იყო პირველად უცნობი ბიჭი რომ დაჭრა.. დროთა განმავლობაში სახელიც მოიხვეჭა, მეტ სახელად სეხე შეარქვეს, ეს არის რისი თქმაც შემიძლია მასზე. საუბრის დასრულებისას, ალექსი მოხუც ქალბატონს დაემშვიდობა... და ეზოდან გამოსულს უკან დაედევნა უცნობი პიროვნემა, შუა ხნის გამხდარი მამაკაცი ჭაღარა ნარევი თმა წვერით, სახელად ლადო... რომელმაც შეაჩერა, და უთხრა რომ ის იცნობდა უკეთ სეხეს და შეეძლო ალექსის დახმარება, მან ალექსი სახლში შეიპატიჟა, და კონიაკით და მსხლით გაუმასპინძლდა. ალექსიმ გულწრფელად უამბო თუ რატომ ეძემდა სეხეს, და რა მიზანი ჰქონდა, რადგან ალექსი მიხვდა რომ ლადო ის ადამიანი იყო რომელიც მას სჭირდებოდა, იმიტომ რომ ლადომ ზუსტად იცოდა რატომ გადაემტერა სეხე გიორგი ზვიადაძეს, და რა საერთო ჰქონდათ ერთმანეთთან. მე მუსიკოსი ვარ, ვიოლინოზე ვუკრავ.. წლების წინ სეხეს და მის ბიჭებს გაწამებული ვყავდი, სამეცადინოდ რომ მივდიოდი გზად მხვდებოდნენ და მამცირებდნენ, სეხე დაიჭერდა ვიოლინოს და მიბრძანებდა რომ ენით დამეკრა ის რაც კონცერტისთვის უნდა შემესრულებინა, ერთ დღეს როდესაც უარი ვუთხარი, ყურებზე დანა დამისვა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი... მისი ბიჭები კი დამცინოდნენ და დამამცირებლად მირტყამდნენ წიხლებს, აცრემლებული და დამცირებული, მაიძულა რომ მაინც შემესრულებინა მისი ბრძანება, ერთ დღესაც როდესაც მეცადინეობა დავასრულე, სახლში დაბრუნებას ვაპირებდი მაგრამ ფანჯრიდან დავინახე რომ ქვემოდ სეხე და მისი ბიჭები მელოდებოდნენ, ამიტომ ავიღე ხელში ვიოლინო და განვაგრძე მეცადინეობა, მაგრამ არ ვიცი როდის დავასრულებ, მაგრამ შიში არ მაძლევს იმის საშვალებას რომ გავჩერდე... და სახლში წავიდე, კარგად მახსოვს უეცრად შევნიშნე გოლიათი ადამიანი რომელიც ფანჯარას უცქერდა, ისე იყო გაშეშებული მზერით რომ იმ წამსვე მივხდვი რომ ეს ჩემი მუსიკისგან იყო გამოწვეული.. რაღაცნაირად იმედი მომეცა რომ ეს ადამიანი დასახმარებლად იყო მოვლენილი. რამდენიმე წუთის შემდეგ დავინახე როგორ უსწორდებოდა სეხეს ბიჭებს, შიშველი ხელებით.. აქეთ იქით მიმოფანტა, შემდეგ სეხეც დააწვინა ძირს, ამასობაში მეც დრო ვიხელთე და გამოვიპარე... მაგრამ გავიგონე როგორ დაემუქრა სეხე მას, როდესაც გაზეთში წავიკითხე ცნობილი მოკრივის გიორგი ზვიადაძეს გაუხსნელი უცნაური მკვლელობის შესახებ, იმ წუთასვე მივხვდი რომ ეს სეხეს ჩადენილი იყო, მაგრამ ვერავისთან ვერაფერი ვთქვი რადგან შემეშინდა, ჩემთვისაც იგივე გზა არ გაეყენებინა. შემდეგ გავიგე რომ ქალაქიდან საერთოდ გაქრა, ამის გაგონებისას უბანმა შვება იგრძნო... რადგან ჩემს გარდა უამრავი მაცხოვრებელი მოჰყვა მის სისასტიკეში, ნამდვილი სატანაა... ის არ ინდობს ბავშვს, არც ქალს, მას შეუძლია ხელის აუკანკალებლად მიაყენოს ადამიანს ფიზიკური ტკივილი... თან ისე რომ ეს სხვებისთვის მაგალითი ყოფილიყო. ალექსი ფეხზე წამოდგა, ლადოს ხელი გაუწოდა მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და დაემშვიდობა, ლადომ დამშვიდობებისას ალექსი გააფრთხილა, რომ სეხე ძალიან საშიში პიროვნება იყო და მეტად ფრთხილად ყოფილიყო მასთან, ალექსიმ კი გაიღიმა.. და უპასუხა, რომ სეხემ არც კი იცის ვისთან დაიჭირა საქმე... რომ ის მას იპოვნიდა.. და საკუთარ დაბადებას აწყევლინებდა. ამის თქმის შემდეგ გამწარებული გამოვიდა ეზოდან ალექსი, ავტომობილში ჩაჯდა და თავ ჩაქინდრულმა ქვითინი დაიწყო, შემდეგ მუშტები შეკრა და საჭეს დაარტყა რამდენჯერმე. ამასობაში გაისმა მობილური ტელეფონის ზარის ხმა, დიდხანს რეკავდა.. ალექსი კი ყურადღებას არ აქცევდა, შემდეგ უპასუხა ტელეფონს, და მისმა ბათუმელმა მეგობარმა გაესაუბრა, მან უთხრა რომ არის რაღაცეები რაც გაარკვია, და უთხრა რომ რაც შეიძლება მალე ჩამოსულიყო ბათუმში, ალექსიმ კი უპასუხა რომ ხვალ დილიდანვე წამოვიდოდა ბათუმში, შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ, და ალექსიმ მოტივირებულმა დაძრა ავტომობილი და ადგილიდან მოწყვიტა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent