შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბებოს დღიური II-თავი


2-09-2020, 15:03
ავტორი სალისალომე
ნანახია 795

ჰო,ბებო ბოლოს სად გავჩერდი?აი,ხედავ გონება აღარ მიჭრის.მეხსიერება ცუდი მაქვს,აღარ მახსოვს რას გიყვებოდით.ვთქვი,რომ ბევრს ვშრომობდი ეჰჰ,სხვებიც ხომ შრომობდნენ ან ახლაც შრომობენ? ეს არაა გასაკვირი ამბავი მაგრამ ჩემი შრომა სულ სხვა იყო წუთი არ მქონდა,რომ დავმჯდარიყავი ოჯახში კაციც მე ვიყავი და ქალიც.რთულია ერთმა ქალმა მოუარო ამხელა ოჯახსა და ხუთ შვილს რომლებსაც უზრუნველი მომავალი სჭირდებათ.სოფლად ვცხოვრობდით,იმერეთში ეს ის ადგილია სადაც მე დავიბადე და გავიზარდე სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი და პირველი სიტყვა ვთქვი ``მამა``,არასწორად არ წაგიკითხავთ დიახ,მამა იყო ჩემი პირველი სიტყვა არადა სხვა ბავშვების შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარად იყო მათი პირველი სიტყვა ყოველთვის დედას უკავშირსებიდა მე კი მამა..რადგან დედა არა მყავდა,არ ვიცოდი მისი სითბო.დედამ მე,ჩემი ძმა და მამა მიგვატოვა,დაგვტოვა და წავიდა სხვა კაცი არჩია მამას.მამაჩემი მარტოხელა მამა გახდა არავინ ჰყავდა გვერდით დამხმარე ვინც თუნდაც ქალის საქმეს გააკეთებდა ოჯახში.სახლს მიალაგებდა,მოასუფთავებდა,საჭმელს გააკეთებდა და ბავშვებს მოგვივლიდა.მამას რთული ცხოვრება ჰქონდა და ისე ძალიან მეცოდებოდა ასე,რომ იჯაფებოდა რას აღარ აკეთებდა დღეს ვერ მოვრჩები ამის ჩამოთვლას მაგრამ მაინც გეტყვით.სოფელში მუშაობდა,ხელოსანი იყო ამისგარდა შეშას ჭრიდა,ჩეხავდა და მანქანით ოჯახისთვის მიჰქონდა იქვე ცლიდა,ალაგებდა ცულს ხელთ მოიმარჯვებდა და წვრილ ნაწილაკებად ჩეხავდა.მონადირეც იყო,როცა ნადირობის სეზონი გაიხსნებოდა მიდიოდა ტყეში სხვა მონადირეებთან ერთად სანადიროდ.ამისგარდა ჩვენს ბაღნარსა და მოსავალს უვლიდა.თოხნიდა,ბარავდა,თესავდა მოსავალს შემდეგ კი იღებდა როცა ამის დრო იყო. ორი ძროხა გყვავდა,მათაც მამა წველიდა ყველსაც კი თვითონ აკეთებდა შემდეგ კი ყიდდა.ამას და კიდევ სხვა უამრავ წვრილმან სასოფლო სამეურნეო საქმეში იყო ჩართული.ღამეებს ათენებდა საჭმელს გვიმზადებდა მთელი დღის სამყოფელს,რომ შემდეგ დღეს გვქონოდა და მშივრები არ დავრჩენილიყავით.რომ ვთქვა ძალიან გვიჭირდა და პური გვენატრებოდათქო ტყუილი იქნება ასე არ იყო.მამა იმდენს აკეთებდა,რომ ყოველთვის გვქონდა საჭმელი მაგრამ ძალიან იღლებოდა მე კი ეს მაწუხებდა.მაგ პერიოდში პატარა ვიყავი ასე დაახლოებით 4-5 წლის და ყოველივე ნათლად მახსოვს.როგორც ნათქვამია ცუდი მოგონებები დიდხანს გაგყვება ხოლმე და ის რაც წარსულში გვტანჯავდა მთელი ცხოვრების მანძილზე შემახსენებელ მოგონებად იქცევა.წლები გადიოდა მე და ჩემი ძმა ვიზრდებოდით...ცხოვრება ისევ იგივე ტემპით მიმდინარეობდა მხოლოდ მოხუცი ბებია მყავდა რომელსაც ათასი დაავადება და გასაჭირი ჰქონდა მას არ შეეძლო მუშაობა,საქმის გაკეთება მხოლოდ სერიალებს უყურებდა მე კი ეს მაღიზიანებდა როცა თავის შვილი ასეთ დღეში იყო ის წყნარად იჯდა მდივანზე და შესცქეროდა ტელევიზორს მთელი დღე და ღამე.სკოლაშიც მივედი,დავიწყე სწავლა მეტი პასუხისმგებლობა გაუჩნდა მამას...მეტი რამ მჭირდებოდა აქა-იქ რაღაც ფული იყო მისატანი,საფესტუვალო კოსტუმებისთვის ფული,ზოგჯერ გასვლითი ღინისძიებები,ექსკურსიები და სხვა.მამას ნელ-ნელა ასაკიც ემატებოდა,ისევ დაუღალავად მუშაობდა...უნივერსიტეტში ჩარიცხვა მინდოდა მაგრამ თავს ვიკავებდი,მეშინოდა არ მინდოდა მამას კისერზე დავწოლოდი და კიდევ დამემატებინა მისთვის საფიქრალი თუ საზრუნავი.ბევრს ვფიქრობდი ძალიან ბევრს ამ საკითხზე,ძმასაც ვკითხე აზრი ის ჩემზე უფროსი იყო სკოლა უკვე 3 წლის დამთავრებული ჰქონდა,არ სწავლობდა ვერ შეძლო.მუშაობდა მამასთან ერთად ფულს გამოუმუშავებდა...მე,კი გოგონა ვიყავი გოგო კი სხვაა რთულია იჯდე სახლში და იყო უსწავლელი,ვერ მიიღო განათლება ვეღარ განვითარდე და ვეღარ შეიცნო სამყარო.მხოლოდ ერთი გზა იყო,უნდა მეცადა ჩუმად ჩამებარებინა გამოცდები იმ შემთხვევაში თუ უფასოზე მოვხვდებოდი მაშინ სწავლას დავიწყებდი მაგრამ თუ ვერ შევძლებდი სიტყვსაც არ დავძრავდი ოჯახში.ცოცხალი იყოს დედა მაგრამ ოჯახს გვერდით არ ჰყავდეს,საშინელი მომენტია.მის სახელს ოჯახში საერთოდ არ ვახსენებდით მაგრამ გული ძალიან გვტკიოდა ამის ღირსნი არ ვიყავით.რამდენიმე წლის შემდეგ შვილი შესძენია,ბიჭი. ჩვენთვის კი ის მომენტი იყო საშინელი და გააზრება იმისა,რომ მას ჰყავდა დედა ჩვენ კი არა,პირიქით მიგვატოვა...მამა...მამა ძალიან დაიჩაგრა ამ მხრივ გვერდით,რომ ქალი,მხარდამჭერი ძალა არა ჰყავდა.მამა ყველაფერს მერჩივნა,მან გამზარდა დედასავით მივლიდა ზრუნავდა ჩვენზე უამრავ სითბოს გასცემდა ადამიანების მიმართ და ისიც ყველას უყვარდა,პატივს სცემდნენ სოფელში კარგი სახელი ჰქონდა.``ნოდარი,ჩვენი სოფლის ღირსებაა-ო ასე ეძახდნენ ხოლმე კაცები`` მამა,პირველრიგში ოჯახის ღირსება და სიამაყე იყო შემდეგ კი სოფლის.მოკლედ,ჩავაბარე გამოცდები პასუხების გაგებამ დიდხანს გასტანა,გაიწელა ეს დრო.იმ დღეს ძალიან ვნერვიულობდი...პასუხი დადებითი იყო,დიახ მე ეს შევძელი.უფასოზე ჩავირიცხე.ფრთაშესხმულ ანგელოზს დავემსგავსე რომელიც უბედნიერესი იყო ამ ქვეყანაზე.ეგრევე მამასთან გავიქეცი და ვახარე ამბავი.მამამ გაკვირვებით შემომხედა,დაიბნა არ ელოდა ამ ყოველივეს შემდეგ კი ცრემლები წამოუვიდა გულში ძლიერ ჩამიხუტა და საამაყო,ძლიერი გოგონა მიწოდა.საღამოს მთელ სოფელს მოსდო ლილიმ ჩააბარაო...ეს ამბავი სოფელმა იკისრა,აღვნიშნეთ მე კი ეს ძალიან მესიამოვნა მუცელში სიხარულისგან პეპლები დაფრინავდნენ არ ვიცოდი როგორ გამომეხატა მათდამი მადლიერებისა თუ სიყვარულის შეგრძნება.მე,მამამ ასეთი გამზარდა მასწავლა თუ როგორ მიყვარდეს კეთილი თუ ბოროტი ადამიანი,რომ მხოლოდ სიკეთე უნდა მეკეთებინა ამ ქვეყანაზე ამას დაინახავდა ღმერთი და ჯილდოსაც მომცემდა მაგრამ ჯილდოს არ უნდა დავლოდებოდი.საკუთარი თავი უნდა მეპოვნა,უნდა მცოდნოდა თუ მე რა მინდოდა და ამას ნამდვილად ვაკეთებდი თუ არა.ბავშვობიდანვე ღმერთის იმედად ვცხივრობდი და ახლაც ასეა ამ სიბერეში...ქმარი? წეღან ვახსენე მე ვარ კაციც და ქალიც თქო...ის გარდაიცვალა,ძალიან ბევრი წლის წინ დღემდე ვგლოვობ მის საშინელ სიკვდილს რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება გაანაგურა.შვილო,შემდეგ ჩანაწერში მოგიყვები ჩემი ქმრის ისტორიას,იმ ისტორიას რომელმაც სოფელი შეძრა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent