შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრობლემა იწყება შენით.(ნაწილი-7)


4-09-2020, 01:36
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 368

14
-გითვალთვალებენ.
ეს რომ გავიგე ,ვეღარ მოვითმინე და ბოლო ხმაზე წამოვიყვირე რასაც ქვია!
-ჰაააააააა!??!ამაზე იანმა
თავში ხელი შემოირტყა.
-იცი შენ საერთოდ ჩურჩულის მნიშვნელობა!?
-კაი ხო,დავიბენი...შევშინდი თან,ეს რატომ მითხარი?
ვინ მითვალთვალებს?
მივიწიე უფრო ახლოს დაძაბული.
-ძაალიან ახლოს ხარ.
უკმაყოფილო სახით მითხრა, ამაზე მე თვალები გაადავატრიალე და გავიწიე.
-ვიღაც გითვალთვალებს..იმ კაცს თვალი წეღანაც მოვკარი  და შენ გაკვირდება ..მოიცაა!!
უფრო ინტერესით დააკვირდა ოთახის ბოლოს მჯდარ უცნობს.
-ეს მგონი აიატოს კაცია!!
თქვა აღტაცებით და შემდეგ მე მომაჩერდა ისევ.
-და მე რატო მითვლთვალებს?!
მივხვდი ,მაგრამ ვიმედოვნებდი ტყუილი იყო !
-აიატოს მოეწონეე!!
ვერ ვიჯერებ რომ შენთან კაცი გამოაგზავნა!!
თქვა სიცილით და ფეხზე წამოდგა ,მე კი ასე პირ ღია ვიყავი ცოტახანს,მაგრამ ეს რომ დავინახე იანს მივეკარი აფორიაქებული!
-სად მიდიხარ?
-სახლში.
მითხრა მშვიდად და გვერდით როგორც არაფერი ისე გამწია.
-იან..არ დამტოვოო!!იმ ბიჭს ჩემი გაუპატიურება უნდა ,დაგავიწყდა??
მის ხელში მტოვებ?!!
გავედევნე უკან მითქმა მოთქმით.
-ნუთუ ჩემი პრობლემაა...არ მახსოვს.
-რაა?!თუ ესე მიგაჩნია შენ იყავი აბა ჩემს ადგილას!!
ეს რომ ვუთხარი გაჩერდა და დაბღვერილი მომაჩერდა.
-და მე რა გიშველო ,მე  რას მთხოვ?!უკვე უხეში ტონით მკითხა,რაზეც ავნერვიულდი,მაგრამ რომ მივხვდი ერთადერთი იყო ვინც დამეხმარებოდა ხმა ამოვიღე.
-დამეხმარეე!!გთხოვ!
ამის გაგებაზე ჯერ დაიბნა,მაგრამ ცოტახანდი ეს გაიცინებით დაასრულა.
-5 წუთის უკან უნდა მოგეკალი და ახლა ჩემი დახმარება გინდა?!
-ბოლოს და ბოლოს მაპატიეე!!
წამოვიძახე ნერვებ აშლილმა.
-გოგო რომ არ იყო და ბობი იყო ,გცემდი!
მითხრა ყოვლად გულახდილად ,შემდეგ კი  ისევ წინ გაიჭრა ,მეც შეშინებული გავეკიდე და პირდაპირ წინ გადავუდექი !
-იან!!გთხოვ...
ამაზე იანმა მობეზრებული სახით მომხედა .
-სადამდე აპირებ ჩემს დევნას?
-სადამდეც საჭიროა!
-შენ რა დაგავიწყდა ვინ ვარ?
-არა.
-მერე? არ გეშინია ჩემმი?
-არა,რადგან ვიცი რომ არ მომკლავ.
-ისე საუბრობ თითქოს მიცნობდე.
ჩაიცინა მან,რაზევ ცოტახანი ფიქრის შემდეგ ვუპასუხე.
-გიცნობ,
ამის თქმა იყო და იანიც დადუმდა...ხმა აღარ ამოუღია ცოტახანს და მეც ასე ჩუმად ვიყავი,სააბოლოდ თვითონ დაარღვია ეს უხერხული და არასასიამოვნო სიჩუმე!
-კარგი, ჯანდაბას დაგეხმარები!
იმის მიუხედავად რომ არ იმსახურებ საერთოდ ,მკვლელოო!!
ამაზე მე  სიხარულისგან გაბრწყინებული თვალები გადავატრიალე!
-ყოველ წუთას ხოცავს ხალხს თვითონ და მკვლელი მე ვარ თურმე.
ჩავილაპარაკე ჩუმად,მაგრამ როგორც ჩანს მან გაიგო და მომიტრიალდა.
-მადლობის მაგიერია?
-ხოო, მადლობა!!მადლობა!!
ვთქვი და უკან ავედევნე ჩემი საშუალო სიმაღლის ქუსლიანებით ,მივდევდი გამწარებული და ექოსავით ისმოდა ჩემი ქუსლიანების წკაპა წკუპი!
-ღმერთო!! რა საშინელი წკაპა წკუპით მომდევ??!!
მომიტრიალდა გაღიზიანებული იანი.
-აბა სად წავიდეე!!??გამიტაცებენ!
ვუპასუხ მეე ჩლიფინით ბავშვივით.
-მერე ტუალეტშიც უნდა შემომყვე?
მიპასუხა იგივე ნაირად ჩლიფინით გამაღზიანებლად  და შემდეგ კი წინ წაიჭრა.
როგორი უხეში ხარ იან!!
როგორი ცივი და სასტიკი!!
მაგრამ მაინც როგორი დიდი გული გაქვს.

ქეითის პოვ:
იმის შემდეგ რაც დახმარებაზე დავითანხმე,შემომთავაზა რომ სახლში გავყოლოდი,მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი.
სახლში გავყვებოდი და  თან ბიჭებსავ ვნახავდი,ყველა ისე მომენატრა!
თან მათ გარეშე რას გავართმევ თავს?
გეგმას შევიმუშავებთ ერთად რომ ის აიატო თავიდან  მოვიშორო!
ადგილზე მისულმა,სახლში ფეხი როგორც კი  შევდგი წარსულის მოგონებებმა იჩინეს თავი.
ყველაფერი  გამახსენდა და უნებურად გამეღიმა,ერთი სული მქონდა ბიჭები მენახა!!
-ვიღაც აუტანელი მოგიყვანეთ!
შევედით თუ არა გამოაცხადა იანმა ყველას საყურადღებოდ,ამაზე კი ყველამ ჩემსკენ მოიხედა!
-ქეით !!?შენ ხარ!?
იკითხა პირ ღია ჯიმა ...ალბად არ ელოდა რომ როდესმე აქ კიდევ გამოვჩნდებოდი, მითუმეტეს იანთან ერთად.
-არ ჩამეხუტებით?! ვიკითხე მე და ღიმილით ხელ გაშლილი გავიქეცი ბიჭებისკენ!
ბიჭებიც გიჟებივით წამოცვივდნენ და ჩემსკენ გამოიქცნენ.
ყველა ერთად მეხუტებოდა ისე რომ უკვე ვეღარ ვსუნთქავდი!
-კარგით გეყოთ!!მოსცილდით მაგას და ყველა სასწრაფოთ შეხვედრის ოთახში!
წამოიყვირა იანმა და ასეთი ემოციური მომენტი ყველას ჩაგვიგდო .
-არ მჯერა რომ აქ ხარ!!აქ რა გინდა?
მკითხა გვერდით მდგარმა ჯოშუამ, რომელიც გახარებული შემომყურებდა.
-დიდი ამბავია!!აგიხსნით!
როგორ ამეხსნა ბიჭებისთვის რომ იანის მოკვლას ვაპირებდი ,ვერ ვფიქრობდი!!
ამიტომ ანერვიულებული სიტყვებს ვაწყობდი გზა და გზა.

-ამ დებილს ჩემი მოკვლა უნდოდა!
დავსხედით თუ არა იანმა გამოაცხადა ყველას გასაგონად და ჩემი ძლივს ნამზადები ახსნა განმარტებაც ,წყალში ჩამიყარა!
ამაზე მე თავ ჩახრილი თავს უკვე მაგიდას ვურტყავდი...სირცხვილი.
-ქეით..? გამომხედა პირ ღია ჯიმა..აშკარად ვერ იჯერებდა გაგებულს!
-არ იყო ასე !!რატომ არ დამაცადე ახსნა!?
გიჟივით წამოვდექი სკამიდან და თავის დაცვა ვეცადე!
-დაჯექი ახლა!!არ მომიშალო ნერვები!
გადმომხედა იანმა
და მეც უბრალოდ უსიტყვოდ დავჯექი .
აღარ მინდოდა იანი გამებრაზებინა ,ისედაც საკმარისი სისულელები გავაკეთე.
-მოკლედ მეგობრებო..ალბად ყველას გაინტერესებთ ქეითის ანუ ბობის ,
აქ რა უნდა!
თუ ბობის ანუ ქეითს..თუ როგორცააა!გეტყვით !
მოკლედ 5 დღეა რაღაც საქმეს ვარკვევ და..
-კარგი ახლა მთავარზე გადადი გთხოვ რა!
შევაწყვეტინე მე ,რადგან გული ვეღარ მითმენდა ასე მშვიდად რომ საუბრობდა ჩემმს გასაჭირზე’
-აიატოს ქეითი ცოლად უნდა!
ეს თქვა თუ არა და ვეღარ მოვითმინე,ისიც დამავიწყდა რომ მააფის ბოსია,იქვე დადებული ჟურნალი ავიღე და პირდაპირ ვესროლე!!
-უყურე ერთი ,როგორ გამითამამდა!
თქვა იანმა და დოინჯი შემოიწყო.
-თქვით ახლა რა ხდება?!
მოთმინება დაკარგა ლეონმა!
-აიატო უთვალთვალებს ქეითს!
როგორც ჩანს მართლა მოეწონა,ამიტომ გადავწყვიტე ქეითს დავეხმარო და ამით ჩემს თავსაც
მივცე ის რაც ასე მჭირდება!
ქეითი სწორ დროს გამოვიჭირე!
თქვა იანმა ღიმილით,რაზეც დავიბენი...რაზე ლაპარაკობს??!
-რას გულსხმობ?
ვიკითხე დაბნეულმა .
-რამე განსხვავებას ვერ მატყობ?
იკითხა მომღიმარმა იანმა,რაზეც თვალი შევავლე შეკრული შუბლით,მაგრამ დიდი ვერაფერი ვერ ვნახე.
-ცოტა მოსუქებულხარ.
ვუთხარი უემოციოდ დიდიხნის დაკვირვების შემდეგ .
-სხვააა? მკითხა დაბღვერილმა.
-რაღაც მგონი..მგონი..სულ იღიმი.
ეს ახლა შევამჩნიე,მაგრამ რატომ იღიმის სულ?
ადრე იგივე სახით იყო სულ!
-და იცი რატო?
გამიცინა?
-რატომ?
-ჯენიფერი ცოცხალიააა!!

იანის პოვ:
მოგონება  2 კვირის უკან :
ვიჯექი და რაღაც საბუთებს ვაკვირდებოდი ,უეცრად ტელეფონის ზარმა რომ  მომაცდინა.
ტელეფონს ნელა დავხედე და უცხო ნომერი დავინახე.
---------------------
მე:გისმენ ..ვინ ხარ?
აიატო:აიატო ვარ მეგობარო,ვეღარ მცნობ!?
მე:რა გინდა აიატო?!
აიატო:ისეთი არაფერი!
მხოლოდ ქეითი.
მე:ოხ !კიდე რა გინდა?
აიატო:ვიცოდი რომ უარს მეტყოდი ,ამიტომაც შენთვის ძაალიან დიდი და ძვირფასი საიდუმლო მაქვს,რომელსაც იმ შემთხვევაში მიღეებ თუ მას მომცემ.
მე:რა? რა საიდუმლოზე საუბრობ?
აიატო:იცი რომ ჯენიფერი რაღაცნაირად ჩემმა კაცებმა აქ შეამჩნიეს?!
მე კი ვივარაუდე და მივხვდი რომ ის არ მომკვდარა ..აშკარად უბრალოდ მეხსიერება აქვს დაკარგული და არ იცის ვინაა...მე ვიცი მისი ადგილსამყოფელი სადაც შენ სამწუხაროდ ვერ მიაგნებ !
ჩემს გარეშეე რა თქმა უნდა...ქეითი მომიყვანე და საიდუმლოსაც გაგიმხელ სად არის შენი საცოლე..გადაწყვეტილება შენზეა .
---------------------
ამ ზარის მერე მე გარკვევა დავიწყე ყველაფრის,ჯენიფერის სიკვდილის ყოველი დეტალის,და გაირკვა რომ მართლაც ცოცხალია!!

ქეითის პოვ:
ჯენიფერი?ვინაა ჯენიფერი?
ძაალიან დავიბენი იანის სიტყვებზე,რადგან პირველად გავიგე ეს სახელი .
-ვერაფერი ვერ გავიგე!!
წამოვიძახე მე  გაკვირვებული სახით.
-ჯენიფერი იანის საცოლე იყო.
გადმომჩურჩულა გვერდით მჯდომმა ნაბიმ...იანს საცოლე ჰყავდა??
-როგორც ინფორმცია მოვიძიე აიატო თავისთან მალავს მისამართს სადაც ჯენიფერია!
იქ ქეითი შეძლებს მხოლოდ შეღწევას და მისამართს მომიტანს!!ესეც გეგმა!
გავიგე ისევ გაღიმებული იანის ხმა,რაზეც თვალები გამიფართოვდა! -ანუ მომიწევს რომ ისევ მასთან მივიდე სახლდი, უბრალოდ აიატოს თავი ვახმარინო  და ასე საყვარლად დავასრულოთ ბედნიერად ყველაფერი,ხო?
როგორ კარგად მოგიფიქრებია!
ვთქვი მე ცინიკურად ნერვებ მოშლილმა და თან  დავამატე.
-მეც არ გამიკვირდა რატოა ასეთი ლმობიერი და რატო მაპატიათქო
-არ ვიცი შენი წუწუნი! მე შენ ძაალიან ბევრი რაღაც გაპატიე და ამავდროულად დაგპირდი რომ მისგან გიხსნი,ასე რომ შეწყვიტე პრეტენზიების წამოყენება!
ხვალ გეგმას განვახორციელებთ!
თქვა იანმა მტკიცედ  და ამის შემდე ღიღინით გავიდა ოთახიდან...მე კი ჯერ კიდევ შოკი სახით იგივე ადგილს მივჩერებოდი.
-ასეთი ბედნიერი დიდიხანია არ მინახავს.
ლეონმა ღიმილით გახედა ბიჭებს,რაზეც დავფიქრდი და გადავწყვიტე...რატომაც არა?
მისი დახმარება მინდა,ის კი ამით მეც დამეხმარება,ორივეს იგივე მიზანი გვამოძრავებს.
თან როგორც ჩანს  იანს მართლა ძაალიან უყვარს  ის გოგო, რომ ასე საფუძვლიანად შეიცვალა მის გამო.
ეს იანი სულ სხვაა.

უკვე ღამე  იყო და ჩემს საწოლზე მწოლიარე ისევ ჭერს ვუყურებდი ,ოღონთ ამჯერად როგორც ქეითი და არა ბობი,რომელიც აქ ამ სხეულით იწვა.
მაგრამ რა მჭირდა?
ვერ ვიძინებდი,ძაალიან დავიღალე აქეთ-იქით ტრიალით და რომ ვეღარ მოვისვენე ფიქრებით ,გადაღლილი პირდაპირ პირველ სართულზე ჩავედი !
იქ კი ჯიმი ,ჰარი და ჯეიკი დამხვდნენ.
-რა ხდება ვერც თქვენ ვერ დაიძინეთ?
ვიკითხე ღიმილით და ჭიქაში წყალი ჩამოვისხი,შემდეგ კი მეც მათ მივუჯექი გვერდით...ახლა უკვე ყველაფერს გავიგებდი რაც ასე მაინტერესებდა ,მინდა მათ კითხვებზე მიპასუხინ ,რომლებიც მაინტერესებს.
-ჯიმ გთხოვ..შეგიძლია მომიყვე ჯენიფერზე?
ვთხოვე მე ჯიმს და კარგად მოვკალათდი,რადგან ვიცოდი რომ უარს არ მეტყოდა.
-რა ვთქვა..ჯენიფერი კარგი გოგო იყო,იანს მაშინ შეუყვარდა როდესაც ერთ-ერთ საქმეზე ჩინეთში ვიყავით.
იანი ასეთი ბედნიერი არავის არ გვენახა...ძაალიან უყვარდა ჯენიფერი!
მაგრამ შემდეგ...
რატომღაც უეცრად ჯიმი გაჩერდა.
-შემდეგ? ვიკითხე დაბნეულმა.
-იანმა მამაშენს ჩააბარა ჯენიფერი ,როდესაც ქორწინების კაბის შესაძენად წავიდა.
ორივე პატარა იყო და მამაშენი მათი მშობელივით იყო!
ყველა მნიშვნელოვან საქმეს მას აბარებდა და ანდობდა იანი.
მამაშენმა კი სამწუხაროდ იმ დღეს ვერ დაიცვა ჯენიფერი.
ამის მერე იანი ძაალიან შეიცვალა და გაბოროტდა.
ვერსად ვერ ვიპოვეთ ჯენიფერი და ჩავთვალეთ ,რომ იანზე შურისაძიებლად მოკლეს.
ძაალიან მიხარია რომ ჯენიფერი ცოცხალი აღმოჩნდა!
ყველაფერი მოყვა და ბედნიერი სახით დაასრულა ბოლოს.
-ანუ მამას მოკვლას მაგიტო აპირებდა!!?
ვიკითხე მე,ამაზე კი სამივემ თავი დამიქნიეს.
-ჯენიფერის ფოტო გაქვთ? ძაალიან მაინტერესებს გოგო, რომელმაც იმ გულ ქვას თავი შეაყვარა.
ამაზე ბიჭებმა გაიცინეს.
-იანის ოთახშია ყველა ფოტო!
მითხრა ჯიმა ჩახვნეშით,რაზეც ამაყად გამოვაცხადე .
-არა, შევიპარები და მაინც ვნახავ!ვთქვი და ფეხზე წამოვხტი !
-ხო იცი წესები!?
იანს არ უყვარს მის ოთახში რომ შედიან!
შემოაკვდები რომ გნახოს ,ასე რომ ფრთხილად!
მომაძახა ნაბიმ,ამაზე მე გავუღიმე და გზა გაავაგრძელე.
იანი ისეთი აღარა რომ წესებზე დიდად ინერვიულოს.

იანის ოთახის კარს რომ მივუახლოვდი,ნელა შევაღე და შესულს იქ არავინ არ დამხვდა,როგორც ჩანს იანი შხაპს იღებდა!
-მიმართლებს!
ვთქვი და ნელა მივიპარე საწერ მაგიდანსთან და უჯრების ქექვა დავიწყე !
საბედნიეროდ და გასაკვირადაც მალევე ვიპოვე !
ძველი შავ თეთრი ფოტო,სადაც იანი ღიმილით უყურებდა გოგონას.
ამ წამს რაღაც უცნაური ვიგრძენი ,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ფოტო ისევ  სასწრაფოთ უკან ჩავდე,რადგან წყლის ხმა აღარ მესმოდა!
ანუ იანი გამოდიოდა უკვე ,ამის გაცნობიერებახე გიჟივით შევტრიალდი და კარისკენ გავიქეცი !
მაგრამ სამწუხაროდ უცბად რაღაცას რა ვიღაცას შევასკდი,ისე რომ მასთან ერთად იატაკზე მოვადინე ზღართვანი !
ზემოდან კი სიმძიმე სახელად იანი დამეცა .
მე ნელა-ნელა ძლივს  ავწიე თავი და თვალი შევაპარე შემთხვევით, შიშველ იანს ,რომელიც ზემოდან მოდი ვთქვათ ცუდ პოზაში მეწვა!
-იან!! !!შიშველი ხარ??!!ადექიი!!!
დავიწყე ყვირილი!
-აბა ტანსაცმლიანი ვინ ბანაობს?
რა იყო დაწყნარდი!
რამეს კიარ გიზავ ბობიი !
სიცილით მითხრა იანმა,მაგრამ მე სულ არ მეცინებოდა!
-მე გოგო ვარ!!სხვათაშორის!
და ბობი კი არა ვინც არ უნდა გეგონო ,შიშველი არუნდა დამეცე!
დავუწყე დატუქსვა და თან თვალებზე ხელი ავიფარე ,რომ დავინახე რომ დგებოდა.
-უკაცრავადდ!?შენ ხარ ჩემს ოთახში უნებართვოდ და კიდე მე მადანაშაულებ რამეში?
უკვე გაბრაზდა..ნუ მაართალია.
-უი..ეგ აღარ მახსოვდა.
გავიღიმე უხერხულად და ფეხზე სასწრაფოდ წამოვდექი!
-მოდი ამას ისევ გაპატიებ!!
როგორც სხვა დანარჩენს!
მხოლოდ იმიტომ რომ ხვალ მჭირდები! ახლა კი გამოიძინე, ხვალ ლამაზი უნდა იყო და არა გამოუძინებელი!!
მითხრა მკაცრად და კარი გამიღო რომ ოთახი დამეტოვა.
-ჰაა ახლა მიდი!!
შემახტუნა მისმა
მკაცრმა ხმამ,ამაზე მეც კარიდან გავედი და დერეფანში მდგარს კარის მოჯახუნებაც გავიგე .

მეორე დღეს:

დილა გათენდა თუ არა გათენდა,მომიწია გამეღვიძა, რომ გეგმა დაგვეწყო და არაფერი არ შეგვშლოდა!
თორე იანს მართლა ვერ გადავურჩებოდი !
ხოდა მეც ვითომ არაფერი,სახლში გავემართე,ჩუმად შევედი რომ
არავის არ გაეგო ჩემი ხმა,დედას ეძინებოდა და სხვა ვინ იქნებოდა სახლში?
ამიტომ ჩავიცვი როგორც დაგეგმილი გვქონდა ლამაზი და გამომწვევი ტანსაცმელი  ,ნუ ასევე  შეუმჩნევლად,
შემდეგ კი პირდაპირ ჩემი ძველი სამსახურისკემ გავემართე, ანუ კაფეში სადაც ადრე ვმუშაობდი.
ვითომ  და უბრალოდ ყავის დალევა მინდოდა ,სინამდვილეში კი ჩემი
მოთვალთვალე უნდა გამომეჭირა და მეთქვა რომ აიატოსთან წავეყვანე!
ასეთი იყო ჩვენი გეგმა!
მართლაც კაფეში შევედი თუ არა,თვალი რომ მოვავლე ცოტახანში ვიღაც უცნაურად ასე ვთქვათ ,,მააფიურად,,ჩაცმული კაციც გამოჩნდა.
ვხედავდი როგორ მაკვირდებოდა
და ზუსტ დროს წამოვდექი და
პირდაპირ მისკენ წავედი!
-გამარჯობა..დავადექი კაცს თავზე,ეს კი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის!
-გამარჯობა.
მიპასუხა დაბნეულმა კაცმა და წამოდგომა დაიწყო,წასვლას ან უფრო გაპარვას აპირებდა,მაგრამ არა!
-მოიცადეთ! სად მიდიხართ?
ჯერ დავილაპარაკოთ რაღაცაზე!
ვთქვი მე და კაცი უკან თავის ადგილზე დავსვი.
-როგორც ვიცი აიატომ გამოგზავნათ! ხომ არ ვცდები?
ეს რომ ვიკითხე თვალები გაუფართოვდა..გაუკვირდა რომ ასე
ჩვეულებრივად ვუთხარი ეს?
-მოკლეც მე მზად ვარ მასთან წამოგყვეთ,თქვენ მხოლოდ ის გევალებათ რომ მასთან წამიყვანოთ!
ვთქვი მტკიცედ მე ,მაგრამ  კაცი მაინც ჩუმად იყო.
-წამიყვანთ?
გავიმეორე კითხვა.
-მომყევით!
საბოლოოდ კი კაცი დამეთანხმა და ფეხზე წამოდგა .
მეც მას გავყევი და ცოტხანში მანქანაშიც ამოვყავი თავი.
კაცმა მანქანა დაქოქა
და ასე მშვიდად ვიმგზავრეთ მთელი გზა აიატოს სამყოფელამდე,თითქოს და ის მთელი ამ დროის მანძილზე მე არ მითვალთვალებდა!
მოკლედ ძლივს მივედით და კაცმა უკან გადმომხედა.
-აიატოს დავუკავშირდი უკვე და სახლში გელოდებათ.
მითხრა და მანქანიდ კარი გამიღო.
-მადლობა და ნახვამდის!
ვთქვი მე და ჩემი მოკლე კაბა ჩამოვიწიე, რომელიც
ბიჭებმა მირჩიეს ჩამეცვა..კახპასავით გაოვიყურებოდი!
ასე ჩაცმას არ ვიყავი მიჩვეული,
ძაალიან გამომწვევად მეცვა!
ღმერთო ეს ქუსლიანები კი მაწამებდა !
მივდიოდი და იანს ვლანძღავდი გონებაში..რაც მოკლე მით უკეთესიო ხოო???!
ვბრაზობდი და ფეხებ აბლანდული მივუყვებოდი მთავარ შესასვლელამდე გზას ,თან კი საიდუმლოდ გაკეთებულ გადამცემს ვრთავდი, რომელიც ყურში მქონდა გაკეთებული,ისეთი პატარა იყო საერთოდ არ ჩანდა .
-მიხვედი?
მომესმა იქიდან ხმა.
-კი უკვე შევდივარ.
ვთქვი მე და ღია კართან გავჩერდი ...კარი ისე იყო ღიაა თითქოს უკვე ყველა მე მელოდებოდა!
მე ფრთხილად შევედი რომ ხმაური არ გამომეწვია და ჩემი ქუსლიანების დამსახურებით რა თქმა უნდა არ გამომივიდა !
-ქეით!
გავიგე უცბად ხმა ოთახიდან,რაზეც მალევე მივხვდი ვინ იყო..მის ხმას რა დამავიწყდებს!
მართლავ გავიხედე და აი დავინახე
დიდიხნის უნახავი აიატო!
-გ..ამმ..არჯობა!
ვთქვი დაბნეულმა და კაბა მეტად ჩამოვიწიე ,ამაზე აიატოს მზერა დავინახე ,რომელიც
მე რაა,ჩემს ტანს აკვირდებოდა.
-ლამაზად გამოიყურები...იცი ქეით დიდხანს გეძებდი,აქ იანმა გამოგაგზავნა?
წამოდგა ფეხზე აიატო.
მიხვედრილია!
-კი იანმა.
ვთქვი მე ,რადგან აქ არაფერი არ იყო დასამალი!
-უთხარი რომ გადაწყვიტე მასთან ურთიერთობა გქონდეს!!!
გავიგე ნაბის ხმა ყურში ,რაზეც აიატოს ავხედე.
-და თან ეგეც რომ არა ,შენთან ურთიერთობა გადავწყვიტე!
ყველაფრის მიუხედავად მინდა ვცადო.
ვთქვი მე ღიმილით,რომელიც ყალბი იყო.
-მართლა?
დავიჯერო სიმართლეა?
ნუთუ არაფერს არ ხლართავთ?
მაცდურად წამოვიდა აიატო ჩემსკენ.
-არაა..ეს სიმართლეა!
ვუპასუხე მე ვითომ ძაან სერიოზული სახით.
-როგორ დამიმტკიცებ ამას?
წელზე შემომხვია აიატომ ხელი , მე კი დავიძაბე და შევკრთი.
-დაგნებდებიიიიოოო!!უთხარი!
გავიგე უკვე ჯოშუას დანაბარები, რომელსაც სისულელების ყვირილს  უფრო დავარქმევდი .
-შემიძლია შენი გავხდე.
დავუჯერე მეც ჯოშუას და ვთქვი ის რაც არ მინდოდა მეთქვა!
-ოოო!!ეს უკვე საინტერესოა.
თქვა ღიმილით აიატომ და ნელა ხელი ჩემი უკანალისკენ წამოღო,ამაზე მე უნებურად უკან გადავხტი!
ეს ზედმეტია!
-ერთ წამს!!უნდა მოვემზადო ჯერ!!
ვთქვი დაბნეულმა სიცილით და საბააზანოსკენ
წავედი ,ვითომ ღიმილით ვუყურებდი თან შიგადაში აიატოს!
-მალე არ დაიგვიანო!
მომაძახა აიატომ  ,რომელიც დავინახე უკვე იხდიდა !!
უკვე იხდიდა გესმით?!
საბაზანოს კარი მოვხურე თუ არა
შეშინებული ბიჭებს მივახტი!
-რა ვქნა ახლა!!?დანებდიო ხო?
ვინ მითხრა ეს ,ვინ ?
გამოდით!
რა გავაკეთო?!სად გდია იანი!!?
მაგის გამო მესამედ უნდა ვებრძოლო ვიღაც გარყვნილ მუტანტს!
არ მინდა აიატოსთან მისი გეგმების გამო დავწვეეე!!
ავნერვიულდი თანაც ისე რომ უკვე ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ მეყვირა!
-დაწყნარდი აბა ერთი!
გავიგე კიდეც იანის ხმა .
-რაღაც რომ მოგეცით ხო გახსოვს?
ეგ სითხე დამაძინებელი წამალია,ასე რომ სადმე ჩაუყარე და დაალევინე.
შემდეგ კი ისე მოაწყე თითქოს მოხდაა ყველაფერი!
მითხრა იანმა მშვიდად .
-რა ადვილიაა!!!ეგ გააჩერებს ვითომ ახლა!?
ვკითხე უკვე პანიკაში მყოფმა!
-გააჩერბს!!ძლიერი წამალია ,შენ ჩაუყარე !
გითხარი და გაკეთე ახლა !
გავიგე უკვე იანის ყვირილი,ამაზე მეც უბრალოდ პატარა კაპსულა ამოვიღე ,რომელიც ჯიბეში მედო და ნელ-ნელა გავედი სააბაზანოდან და აი დამხვდა აიატოც... უკვე ნახევრად შიშველი იყო !
-ოუუუ!!უკვე?"
ვითომ გავუცინე!
-მოდი..მითხრა მაცდურად აიატომ.
-კი აუცილებლად,მაგრამ ჯერ მინდა ცოტა დავლიოო!!
ვთქვი მე ძალით ღიმილით.
-მმმ..კარგი აზრია,რახამ ასე გინდა ასე იყოს,ახლავე მოგვიტანენ.
მითხრა აიატომ და ხელი დაატკაცუნა ,შემდეგ წამოდგა და უკვე თავისი ფეხით წამოვიდა რომ ალბად
დაეწყო რაც ასე უნდოდა.
-ჯერ უნდა დავლიო!
გავწიე ხელით აიატო .
-ოოო!!როგორი ცუდი გოგო ხარ.
გაიღიმა აიატომ.
-თქვენი სასმელი.
გავიგე უცხოს ხმა და სასმელიც დავინახე, რომელიც
იქვე დადო უცნობმა და ოთახი დატოვა .
მეც ნელა მივედი ისე რომ მთელი ტანით ვეფარებოდი ჭიქებს და თან დამაძინებელ ფხვნილს შიგნით ვყრიდი.
-ბევრი არ ჩაყარო არ მოკლა კაცი!გავიგე გადამცემში ჯიმის ხმა,რაზეც თვალები გადავატრიალე და შემდეგ ჭიქებით ხელში აიატოსკენ გავემართე.
-მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს!
მივუჯახუნე აიატოს ჭიქა და თან ეშმაკურად გავუღიმე.
-გაგვიმარჯოს და ამ ღამესაც გაუმარჯოს.
თქვა ღიმილით აიატომ და სულ მოუთქმელად ჩამოცალა ჭიქა!
შემდეგ კი პირი მოილოკა და ჩემსკენ წამოვიდა!!!
თუ მალე არ იმოქმედებს ეს წამალი,ეს ღამე ძაალიან ცუდად დასრულდება ჩემთვის.
უკვე კოცნას აპირებდა,მისი ტუჩები ისეთი ახლოს იყო ,მაგრამ ჰოი საოცრება!
უცბად მეშველა და მოულოდნელად ადგილზე გაითიშა!
ვერ წარმოვიდგენდი რომ ასე მალე გათიშავდა!
-გადავრჩიი!!!ბიჭებოო სძინავს!
ვუთხარი ბიჭებს მე ბედნიერმა!
-კარგია,მიდი ახლა და მისამართი მოძებნე!!ყველგან!!
გავიგე იანის ბრძანება,რაზეც პირდაპირ ფეხზე წამოვხტი.
-კარგი!! ვთქვი მე და ჯერ ამ ოთახს  მივადექი ,შემდეგ კი სასწრაფოთ ძებნა დავიწყე!
დაახლოვებით 10 წუთში მთელი
ოთახი გადავქექე ,ერთი პატარა დეტალი არ გამომიტოვია ,ყველგან ვნახე!!
მაგრამ არსად არ იყო არანაირი მისამართი და არაფერი ასეთი!
-არაა აქ!!იქნებ სხვაგან არის!?შევჩივლე ბიჭებს დაღლილმა.
-აარაა მანდა!!?
ზუსტად ვიცი რომ მანდ სადმე იქნება!
რამე ზარდახშა თუა მანდ ნახეე!
მითხრა ამაზე იანმა.
-არაა არაფერი მასეთი !!
ვთქვი და თან პატარა ზარდახშას მოვკარი კიდეც თვალი,ესაა?!!გავიფიქრე და სასწრაფოდ  ზარდახშას ხელი ვტაცე!
-მგონი ვნახე!! პატარა ზარდახშაა!
წამოვიძახე მე ბედნიერმა.
-წამოიღე და სწრაფათ წამოდი!
გავიგე აღელვებული ჯიმის ხმა.
მეც კარი გიჟივით გამოვხსენი,არემარეს თვალი მოვავლე ,იქ კი ორი დაცვა დავინახე !
ესენი რა გვყარაულობენ?
ამოვიხვნეშე მე და ფანჯარას
მივადექი ამჯერად,გამოვაღე და
ჩემს თავს ვუთხარი!
-ძაალიან მაღალი არაა!!
პირველი სართულია ბოლოს და ბოლოს!
დავიწყნარე თავი და გადავხტი,ნუ პირველი იყო თუ მეცხრე
ძირს ისე დავეცი რომ  ფეხი მეტკინა!
-ასეთ მდგომარეობადი როგორ  წავიდე?
დავიწყე უაზროდ წუწუნი,უეცრად რომ მანქანის ხმა მომესმა!
-ჩაჯექი დროზე!!
მომიჩერა მანქანა
ჯიმა ,რაზეც ბედნიერი წვალებით წამოვდექი ფეხზე და მანქანაში ჩავჯექი ,იქ კი იანმა გიჟივით გამომგლიჯა ზარდახშა !!
გაბრწყინებული თვალებით აკვირდებოდა ცოტახანს,შემდეგ კი უნდა გაეხსნა!
მაგრამ რა ხდება? ვერ ხსნიდა...
-ჯანდაბაა!!ჯანდაბაა!!შენი!!ჩაკეტილია!
სულ კარებზე ახეთქა ზარდახშა  ,შემდეგ კი მე მომიბრუნდა. -ისევ მოგიწევს მასთან  შეხვედრა ,გასაღები უნდა მომიტანო!
ამაზე მე  გაუგნებულმა ვუპასუხე. -რაა!!?და გასაღები სად იქნება?
-გავარკვევთ! აღარაფერი არ უნდა შეგვეშალოს!
თქვა მტკიცედ იანმა.
-რა უნდა ვქნა? როგორ დავუკავშირდე!?რა ვუთხრა?
ვიკითხე უკვე პანიკაში მყოფმა.
დღეს გადავრჩი და ხვალ?
თუ მიხვდა რომ ვატყუებ,ვერ გადავრჩები!
-4 საათში დაახლოვებით გაეღვიძება ,დაურეკე და უთხარი რომ ხვალ კარნავალია და მასთან ერთად გინდა იქ წასვლა.
ამაზე მე თვალები ვჭყიტე,რა კარნავალი!
-რა კარნავალი!!?არ მითხრა რომ ახლა ს ფორმა უნდა ჩამაცვა!
ამაზე იანმა მკვლელი სახით მითხრა.
-მე უფრო რაღაც უარესზე ვფიქრობდი.
ამაზე მე ენა გამოვუყავი და გაბრაზებული  ფანჯრის შუშას ავეკარი .

დაახლოვებით 5  საათი გავიდა თუ არა,მართლაც იანმა აიატოსთან დამარეკინა !
___________
აიატო:ქეით,ძვირფასო? სად ხარ!?
აქ რა მოხდა?
ქეითი:სახლში წამოვედი,რა მოხდა და რაც უნდა მომხდარიყო!
უბრალოდ ბევრი დალიე და არ გახსოვს ალბათ!
აიატო:ააა ხოო..არ ვიცი ძაალიან უცნაურია..როგორ დამავიწყდა.
ქეითი:დაივიწყე!!აიატო!!ყველაფერი კიდევ წინას არა?
შეგიძლია ხვალ მნახო?!
აიატო:კი დიდი სიამოვნებით!
ქეითი:კარნავალია და არ მინდა მარტო ვიყო!
შეგვიძლია ასე უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი,ხო მართალი ვარ?
აიატო:ეს მართლა კარგი აზრია!!
ხვალამდე აბა მაშინ!
მთელი ღამე შენზე ვიფიქრებ პატარა.
______________
-დავითანხმე!
როგორც კი ტელფონზე ლაპარაკს მოვრჩი იანს მივუბრუნდი .
-კარგია..მაშინ წადი შენ მოემზადე!!ფორმა არჩიე!
ათასი ფორმა გამოწერით და ბიჭებო თქვენც!!
მიუბრუნდა ბიჭებს,რაზეც ყველამ პირი დააღო.
-ჩვენ რაღატო?! იკითხეს ბიჭებმა.
-იქ ვინმე უფრო ახლოს უნდა იყოთ!
თქვენ პირადად არ უნახიხართ აიატოს ,ამიტომ როგორც ქალები ანუ ქეითის დაქალუშკები ისე წახვალთ ხვალ კარნავალზე,ქეითან ერთად!
ამაზე ბიჭებმა თვალები ჭყიტეს და პრეტეზის საათიც ასე დაიწყო!
-რაა!!გაუბერე შენ?
ჯერ სიცილით იკითხა ლეონმა.
-მე არ ვარ  თანახმა!
მიამატა  ჯოშუამ და ასე აყაყანდა ყველა ,მხოლოდ ჯიმი იყო ჩუმად !
-ბიჭებო აბა მორჩით!
სწორია იანი!!
ქეითს უნდა დავეხმაროთ!!
მარტო თავს ვეღარ გაართმევს!
უნდოდათ თუ არ უნდოდათ ბიჭები ამის გაგებაზე დათანხმდნენ
იანს ...ხოდა ასე!!
ხვალ მე ქეითი ვიქნები ანუ ქალი,ბიჭები კი გოგონები იქნებიან!
არ ვიცი რა გამოვა ,მაგრამ იმედია ყველაფერი გამოგვივა!

ცოტახნის შემდეგ:

ქეითის პოვ:
ვიჯექი ჩემს ოთახში და ხვალინდელი კარნავალისთვის ნაყიდ კაბას მივჩერებოდი .
თან შიგადაში ვფიქრობდი ,როგორები იქნებიან ბიჭები გოგოს ტანისამოსში და მეცინებოდა ყველაფრის მიუხედავად !
უეცრად ფიქრებში გართულს კარის გაღების ხმა შემომესმა, მე გავიხედე და ეს იანი იყო .
-კარზე მაინც დაგეკაკუნებინა!
იქნებ შიშველი ვარ!
ვუთხარი უკმაყოფილოდ !
-რა დროს კაკუნია ,ვიღაც ბიჭი დავიჭირეთ, სახლში იპარებოდა!
იძახის ქეითის მეგობარი ვარო!
ამაზე მე წამოვდექი და იანს არც დავუცადე ,გარეთ გავიქეცი!
იქ კი ბრუნო დამხვდა...ბრუნო!
-ბრუნო!!!აქ რა გინდა!!
ბრუნო იჯდა და ჩემს დანახვაზე იმ წამსვე ფეხზე წამოდგა
და მომვარდა !
-ქეით კარგად ხარ?
რამე ხომარ დაგიშავეს?!
ამაზე მე
თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
-მოიცა..
დაიბნა უკვე ბრუნო და არემარეს და ბიჭებს მოავლო თვალი.
-ქეით ამათან მუშაობ?
შემომხედა გაფართოვებული თვალებით.
შოკში იყო!
-ბრუნო აგიხსნი..უბრალოდ დამშვიდდი და მომისმინე.
ვთქვი მე ანერვიულებულმა ,ბრუნოს
რეაქცია რომ დავინახე.
-რაა მოგისმინო!??მამაშენი კომაშია!შენ კი მის მკვლელთან აქ მშვიდად ხარ!!
აუწია ხმას ბრუნომ..აშკარად გაბრაზდა.
-ქეით აუხსენი ყველაფერი,თორემ არ ვიცი ახლა  რას ვუზავ!
გავიგე უკვე იანის უხეშად ხმა!
ამაზე ისევ ბრუნოს მივუბრუნდი,რადგან რომ არ ამეხსნა ,მართლა რამეს დაუშავებდა იანი.
-დაჯექი გთხოვ...ბრუნოც დაჯდა,მე კი დავიწყე ყველაფრის მოყოლა .
თვითვეული დეტალი
მოვუყევი ,თავიდან ბოლომდე რა როგორ იყო!
ბოლოს კი ვუთხარი რომ
აიატო უნდა მომეშორებინა თავიდან და აქ ამიტომ ვიყავი.
-ქეით..სიტყვები არ მყოფნის ,ეს რეები მომხდარა!!
მითხრა პირ ღია ბრუნომ ყველაფერს რომ მოვრჩი .
-ხოო..შენ როგორ გაიგე რომ აქ ვიყავი?
-სამსახურში მითხრეს რომ შვებულება აიღე,სახლში არ იყავი,მაგრამ გუშინ დაგინახე ,ლამაზად ჩაცმული სადღაც მიდიოდი და მაგის მერე თვალს გადევნებდი  შეძლებისდაგვარად.
ქეით რამეში შემიძლია დაგეხმარო?
მკითხა აღელვებულმა ბრუნომ.
აშკარად ჩემზე ღელაბს.
-ბრუნო მინდა რომ წახვიდე,ერთადერთი რაშიც შეგიძლია დამეხმარო ესაა...რადგან არ მინდა რომ რამეში გგაგრიო.
ვუპასუხე მშვიდად.
-არა ქეით! მინდა  დაგეხმარო!მითხარი უბრალოდ რაში?
ამაზე აღარც მაცადა იანმა რამე მეთქვა ,ხელი მტაცა და ამაყენა!
-ქეითს დასვენება უნდა პატარა ბიჭო ,ამიტომ ხვალ იჭორავეთ!
თქვა და ხელი კარგად მომიჭირა მაჯაზე ,შემდეგ კი ჩემი ოთახისკენ გამაქანა !
მეც უკან მივდევდი ,მაგრამ ისეთი სწრაფად მიდიოდა კინაღამ წამაქცია.
-ჰეე!!გაჩერდი!მომტყდა ფეხები!"
ვუსაყვედურე,მან კი ოთახში შემაგდო რასაც ქვია!
-დაიძინე.
მითხრა ერთი სიტყვით
და კარი მოაჯახუნა.
-უხეში!
ვთქვი მე და დაწითლებულ მაჯას მივაჩერდი.

მეორე დილით:

დილა გათენდა თუ არა ვიღაცის
საშინელმა საუბარმა გამაღვიძა,ან
უფრო წრიპინმა...მზად ვიყავი ეს
ვიღაც მომეკლა და თვალები ვჭყიტე !
-რა ხდება აქ?
მივაჩერდი
გაკვირვებული ლეონს ან რაიმე სხვა არსებას...არ ვიცი.
-ადექი ქალოო გათენდა, ყავა არ დავლიოთ?!!
დავაკვირდი მოწრიპინეს და ეს მართლა ლეონი იყო ,რომელიც ქალის ხმით ცდილობდა ლაპარაკს და  კარნვალისთვის უკვე ფორმა ეცვა!!
-რა ჯანდაბა!!!
ამიტყდა სიცილი
ისე რომ უკვე სუნთქვა მიჭირდა!
-არაა !!რა თქვი ,ხო მიხდება!
მე ისევ სიცილს ვაგრძელებდი,რადგან ეს უკვე ზედმეტი იყო!
ქალს კი არა ტრანსგენდერს გავდა!
-გეყოფათ ახლა!!მოკიდე შენს მახინჯ დაქალებს ხელი და წადი საქმეზე  უკვე!!
გავიგე იანის  უკმაყოფილო ხმა.
-მახინჯიოო!!!??
პირი დააღო ლეონმა,ამაზე მე უფრო ამიტყდა სიცილი
და კინაღამ საწოლიდან გადმოვარდი!
-ადექი ქეით და ჩაიცვი,ლეონ გამოდი  შენ კიდე!
მოკიდა ლეონს ხელი და გარეთ გაათრია,რადგან ის იყო ერთადერთი ვის გამოც სიცილს ვერ ვწყვეტდი!
მე კი ამის შემდეგ წამოვდექი და ტანისამოსი ჩავიცვი,ვარცხნილობაც ჩემით გავიკეთე და მაკიაჟიც .
არც ისეთი დიდიხანი მოვუნდი, მაგრამ რომ ჩავედი ქვემოთ
ფაქტობრივად ყველა დივანზე ეყარა
და რამის ჩასძინებოდათ!
-კიარ გათხოვებთ!!რამდენიხანი მოუნდი!?
გავიგე ისევ იანის შეწუხებული ხმა,რომელიც უჟმური სახით მიცქერდა.
მე კი იანი დავაიგნორე და ბიჭებს დავდეექი თავზე!
-დამენახეთ ერთი ბიჭებო!
ყველა ფეხზე ავაყენე და ყოველ მათგანს შევავლე  თვალი.
-ვაიმე არ შემიძლია!
ვიკავებდი თავს ,მაგრამ ბოლოს სიცილი ვეღარ შევიკავე !
-იცინე.. მე ერთი დღე ვარ ქალი და შენ რა გეშველება მთელი ცხოვრებ ეს საზიზღრობა უნდა გეცვას!!
ეს ქუსლიანები ვინ მოიგონა!!
ჩხუბობდა ჰარიმ და ფეხზე ძლივს იდგა აშკარად.
-არ წავიდეთ?
გავიგე გადაფაფხული ნაბის ხმა ,რომელიც კაბით იჯდა ფეხებ გაშლილი დივანზე.
-ესე არ დაჯდე იქ!! გოგოები ესე არ ჯდებიან!
დატუქსა ჯიმა გაფაფხული ნაბი.
-რა მოკლე კაბა ჩაგაცვეს ჯეიკ!ფრთხილად იყავი ვინმემ რამე არ გაკადროს!
აქეთ კი ჯოშუა ჯეიკს დასცინოდა!
-აუუ შემეშვი, ჩემი გამჭირვებია!
უპასუხა ღრინვით ჯეიკმა და გაღიზიანებულმა შეისწორა კაბა.
-აბა არ წავიდეთ ახლა?!
იანს ისეთი სახე აქვს მალე დაგვხოცავს!
ვთქვი მე და იანს გადავხედე თან.
-შენს შეყვარებულზეა ეგ გაბრაზებული.. დაიკიდე!
გავიგე ნაბის ხმა, რომელიც გვერდით მომიდგა..ამაზე კი დაბნეულმა შევხედე.
-რა ჩემი შეყვარებული.. ვინ?!
ვჭყიტე მე თვალები .
-ბრუნო.
მიპასუხა უკვე იანმა.
-რა? ის-აღარც დამაცადა და გაბრაზებულმა მიაყარა!
-აქ არ უნდა მოსულიყო!
არ ვენდობი.
ამაზე მე ღრმად ჩავიხვნეშე .
-ბრუნო კარგი ბიჭია!
და არაფერ ცუდს არ იზავს!
ამიტომ დაწყნარდი!
ვუპასუხე მე .
-იცავს შეყვარებულს!
უყურეთ ერთი!
თქვა ცინიკურად იანმა,რაზეც უკვე მივამატე.
-არაა ეგ ჩემი შეყვარებული!
გავღიზიანდი უკვე და
პირდაპირ მანქანისკენ დავიძადი სხვებთან ერთად.

მანქანაში რომ დავჯექით ყველამ ვითომ რეპეტიცია დაიწყეს როგორ ილაპარაკონ ქალურ თემებზე, რომ ქალებს დაემსგვსონ აიატოს რომ შეხვდებიან,ნუ ეს უფრო ცანცარი იყო ჩემი აზრით .
-აბა რაზე საუბრობენ ქალებიი!!?
დასვა კითხვა ლეონმა და  ყველას სათითაოდ შეხედა.
-მე რა ვიცი, მაგათ რას გაუგებ!
გავიგე იანის ხმა წინიდან.
-ფეხსაცმელებზე და ტანსაცმელებზე!
თქვა ნაბიმ და ფეხი ფაქტობრივად სახეზე მიადო ლეონს.
-გაწიე ახლა ფეხი თორე მოგატეხე!
ამაზე სახიფათოდ მიუბრუნდა ლეონი და ფეხი უხეშად დააწევინა ნაბის!
ამის შემდეგ კი ჯიმს მიუბრუნდა ,რომელიც რაღაცას იძახდა.
-საჭმლებზე და რეცეპტებზე!
რა როგორ მზადდება!
-რას ამბობ ჯიმ!?
მაგაზე მხოლოდ ბებიაჩემი თუ ლაპარაკობს!
ეგ მოძველებული თემაა!ახალგაზრდებზე ვიძახით!!
თქვა ამის გაგებაზე სიცილით ნაბიმ.
-მაშინ რაზე ? ბიჭებზეე?!
იკითხა ჯოშუამ.
-ხო და კიდე ყოფილ შეყვარებულებზე!!
მიამატა ჰარიმ.
-არა,ვაფშე ჭორაობენ რა 24 საათი!
ამაზე ჯეიკმა ამოიღო ხმა და თან დაიჭყანა.
-რა ქალთ მოძულე ხარ ჯეიკ!
გავხედე სიცილით ჯეიკს და მერე ისევ გავჩუმდი, მაინტერესებდა რა სისულელებს იტყოდნენ კიდე!
იქნი და მე ვიყავით მარტო ჩუმად,
ბიჭები კი ისევ მსჯელობდნენ!
-ვინ ვისთან იწვა და რა გაკეთა!
რა იყიდა!
წამოიძახა ღიმილით ჯოშუამ.
-არა,უფრო იმაზე ვის როგორ და როდის მოუვიდა თვიური!
თქვა ჰარიმ სიცილით ,ამაზე კი უკვე  გაწითლებულმა ხელი წამოვარტყი მხარზე,რადგან მისმა ნათქვამმა გამოიწვია ყველას სიცილ კისკისი,მე კი ეს ერთადერთი გოგო სირცხვილით ვიწვოდი !
სიცილი დამთავრებული არ ქონდათ იანი რომ მოგვიბრუნდა წინიდან.
-მე გეტყვით რა!
ვაფშე ხმა არ ამოიღოთ თორე იმ წამსვე ჩაგვეშლება ყველაფერი!
ეს სისულელები არ თქვათ,აიატოს თვიურზე არ დაელაპარაკოთ იცოდეთ!
უფრო სირცხვილით გაგიჟებულმა ,თავი ხელებში ჩავიდე,მაგრამ ისინი ჯერ კიდე არ ჩერდებოდნენ .
-ქალი და ხმა არ ამოიღოს?!!
ეს უკვე ჯიმი იყო!
-რაატო რა ? დედაჩემი მაგალითად არ ლაპარაკობდა ფაქტობრივად,განსაკუთრებით მაშინ ფულს რომ ვთხოვდი!
თქვა სიცილით ჯოშუამ!
-დედაჩემი მაგ დროს იღებდა ხმას თუ იღებდა!
მიამატა ამაზე  სიცილით ნაბიმ.
-ვაიჰჰ !!
უკვე სიდენიას დავადე თავი ...მეძინებოდა ამდენი სისულელის მოსმენის შემდეგ !
მთელი გზა ბიჭები ცანცარობდნენ და იცინოდნენ ,მე კი წინ მჯდომ იანს ვაკვირდებოდი, რომელსაც ვატყობდი ძაალიან ნერვიულობდა.
არ ვიცი თავში რა უტრიალებდა ,მაგრამ ძაალიან
ცუდ ხასიათზე ჩანდა.

ამ საუბარში ისე მივედით დანიშნულების ადგილამდე,რომ ეს ვერც გავიაზრეთ!
-მოვედით,მიდით თქვენ იცით!
მეც აქ ახლო მახლოს ვიტრიალებ.
თქვა იანმა და მანქანის კარი გააღო !
ჩვენც ყველანი გადავედით
და ამდენი ხალხის დანახვაზე
თვალები ვჭყიტეთ....მთელი ქუჩა ხალხით იყო სავსე !
ცოტახანს ასე გაშეშებულები ვიდექით და თვალებს ვაცეცებდით,ვიღაცის სტვენა რომ მოგვესმა .
-აქეთ!!ეს აიატო იყო...რატომა უკვე აქ?
-ბიჭებო აბა თქვნ იცით!
გადავხედე ბიჭებს და ძალით ღიმილით გავემართე აიატოსკენ.
-მშვენიერი ხარ!აღტაცებით მითხრა
აიატომ და ხელზე მეამბორა.
-მადლობა..ვუპასუხე უხერხული ღიმილით.
-აბაა გამაცანი შენი ულამაზესი მეგობრები! თქვა აიატომ და ბიჭებს გადახედა ,რომლებსაც უკვე ეცინებოდათ მის სიტყვებზე...ლამაზი? გოგონები?
-ამმმ...გაეცანით გოგოებო!
ვთქვი მე დაბნეულმა ,რაზევ ბიჭები რიგ რიგობით გაეცნენ აიატოს და ასე თუ ისე გამოუვიდათ!
აიატო კი ყველას ხელზე ეამბორა როგორც ჯელტმენი.
-რა ჯელტმენი ხართ.
ეს რომ თქვა ჰარიმ სიცილი ძლივს შევიკავე!
არამატო მე, ჯეიკს და ნაბისაც რომ შევხედე უკვე ჯიმი პირზე ხელს აფარებდათ  რომ არ გაეცინათ!
-აბა წავიდეთ,გავერთოთ!
მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ეს თქვა აიატომ და წინ გაგვიძღვა!
-სად ექნება გასაღები ახლა ამას?
გადავჩურჩულე ლეონა ,რომელიც გვერძე მომყვებოდა .
-არ ვიცი,მაგრამ ის უფრო მაბნევს როგორ მოპარავ!
წინ გაიხედე 4 კაცი დასდევს თან.
მითხრა ლეონმა და უფრო ამანერვიულა ,
-იანს დაურეკე და უთხარი რამე მოიფიქროს და დაგვეხმაროს რამით!
გადავჩურჩულე ლეონს და აიატოს ხმაც გავიგე, რომელიც მეძახდა .
-მოვიდივარ!
ვთქვი მე და მასთან ერთად გავაგრძე გზა.

ჯოშუას პოვ:
ვიდექით და დებილებივით ვიყურებოდით ,რადგან გარშემო ბევრი
ახლგაზრდა ბიჭი იყო ,რომლებიც დაჟინებით გვაკვირდებოდნენ...რატომ?
ალბათ ქალები ვეგონეთ!
-ახლა რა ვქნათ?
ვიკითხე ბოლოს დაბნეულმა.
-მე წავალ იანს ვეტყვი ყველაფერს და თქვენ კი თავში ქვაც გიხლიათ! დავახვიე აქედან!!
თქვა ლეონმა ,შემდეგ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი დაიძრო და გიჟივით გაიქცა !
-ეს სულ ვითომც და არაფერი თავს იძვრენს ყველგან!
ჩავიურტყუნე უკმაყოფილომ და ჯეიკს
გადავხედე .
-გოგონა თავისუფალი ხართ?
ამის შედეგად კი გავიგე როგორ კერავდა ჯეიკს ვიღაც ბიჭი და სასწრაფოთ გვერდით მივუდექი.
-არ სცალია!!შეყვარებული ჰყავს ჩემს დაქალს!
მოვკიდე ჯეიკს ხელი და ახლოს მოვწიე.
-მერე რა?
მომიდგა მეორე გვერდით და ხელი გადამხვია!
-გასწიე ახლა ხელი თორე გადაგამტვრევ ძვლებში.
შევხედე მე დაბღვერილმა ,რაზეც ჩაიცინა.
-ოოო !!როგორი ველური ხარ,მიყვარს შენაირი გოგოები.
ეს თქვა და შემდეგ ისიც ვიგრძენი როგორ მომარტყა უკანალზე ხელი!
და მეც ეგ არ მინდოდა !
დავანარცხე იმ წამსვე მიწაზე და ზემოდან დავაჯექი!!
-ჯოშუასს!!!გავიგე ჯეიკის ხმა ,რომელიც ცდილობდა დავეწყნარებინე და ბიჭის სხეულიდან ავეხვეტეე,მაგრამ არა!
-გოგოები არ ჩხუბობენ!
ხომარ დაგავიწყდა?!!
მიყვიროდა და თან მანიშნებდა რაღაცას!!
მაგრამ  ფეხებზე მეკიდა ,იმ უზრდელს ვურტყავდი გამწარებული.!!

ქეითის პოვ:
აიატომ 4-ჯერ სცადა ჩემი კოცნა უკვე !!!
მალე ტვინში ამასხავდა  და წიხლით შევდგებოდი!!
სად ჯანდაბაშია იანი?
უკვე მიწევს რომ მოვითხოვო და  უკან დავბრუნდე,სხვების თვალწინ თავს მაინც გადავირჩენ!
ასეც მოვიწეცი  და რა დამხვდა ?!!
ჯოშუა ზემოდან ვიღაცას აზის და გიჟივით ურტყავს!
ჯეიკი ვიღაც ბიჭს დაუთრევია და გიჟივით უყვირის!
ჰარი კიდე თავისი საოცარი სიარულით ,რომელიც ქუსლიანების დამსახურება ,ნაბისთან ერთად მირბის გასაშველებლად  !
-რა ხდება აქ? რა ყვირილია..
იკითხა აიატომ და გაკვირვებული წინ წავიდა,უცბად რომ ჯიმი გადაუდგა წინ და გადაგვარჩინა!
-არაფერი,ბავშვები ერთმანეთს ეთამაშებიან !
თქვა ღიმილით ჯიმა და მეტად გაადაეფარა სცენას.
-შენ !!მოდი აქ უნდა
დედა მო****ა!
გავიგე უცბად რომელიღაცის ყვირილი !
ჩხუბს შეუერთდა როგორც ჩანს,მე კი ყურებზე ხელი ავიფარე მათ ლანძღვა გინებაზე!!
აქეთ ნაბი გაიშხლართა,ძირს გდია და მისი  ქუსლიანები ჰაერში დაფრინავს !!ჯიმი მივარდა სასწრაფოთ და ჩხუბით აყენებს !!
მაგრამ როგორღაც ისიც ეცემა!
აქეთ ყველა ერთმანეთს ხოცავს,რა გვეშველება ახლა?
თავში ხელი შემოვირტყი
და უკვე ვგრძნობდი რომ მორჩა ,დამთავრდა!!
ჩავფლავდით!
-აქ ხარ ქეით!!იქით წავიდეთ!
შევხტი  ლეონის დაძახებაზე, რომელსაც ნერვიულობა ეტყობოდა და ამიტომ ცდილობდა ჩვენს გატყუებას!
-მარცხნივ შესახვევი რომმა იქ წაიყვანე აიატო!
გეგმა იქ გელოდება!
გადმომიჩურჩულა უეცრად ,მეც ამაზე თავი დავუქნიე და აიატოს მივვარდი.
-წამოდი იქით წავიდეთ!!
არც დავაცადე რამის თქმა ,გიჟივით რომ გავაქანე !!
მივდიოდი და თან უკან ვიტოვებდი ალიაქოთს, რომელიც ბიჭებმა მოაწყვეს !
ადგილზეც  მივედი,მაგრამ სადაა გეგმა?
ამაზე ვფიქრობდი,უეცრად ვიღაც რომ დავინახე ...მარტო ზურგით იდგა ,მეტს ვერაფერს ვხედავდი ,მხოლოდ ზურგს...ვინაა ეს გოგო?
ნუთუ ესაა გეგმა??
დავიბენი და ნელა გოგოს მივუახლოვდი,აიატო კი ისე გაურკვევლობაში დავტოვე.
-იანმა გამოგგზავნა?
ჩავჩურჩულე გოგოს და აი გოგომაც მოიხედა!
მაგრამ რომ დავინხე ვინ იყო ეს გოგო ,კინაღამ სული განუტევე!!ბრუნოოიი !!
თან ასეთ ფორმაში!!
თან მეცინებოდა,თან უკვე შიშისგან გაქცევას ვფიქრობდი!
მორჩა,განწირული ვარ!
ისიც ქალო გახდა?!
-დაო,დააგვიანე!
დამპირდი რომ მალე მოხვიდოდი!
მითხრა პატარა ბავშვივით ბრუნომ,ისე რომ ერთი ჩავიფხუკუნე და ძლივს შევიკავე თავი არ გამეცინა !
-აქ რა გინდა დაო?
ვიკითხე მე და ავყევი ,რა თამაშსაც თამაშობდა.
-ისეთი არაფერი!
შენი კაცი უნდა გავიცნო !
თქვა ბრუნომ და აიატოსკენ გაიქცა კლაკვნით!
-ესაა!!?როგორი სიმპათიურია!!!
დაუწყო ხელების ფათური
აიატოს!
მე კი შევატყე აიატოს თუ როგორ
ესიამოვნა მისგან ეს ჟესტი
და ღიმილით ფლირტაობა დაუწყო!
-ჩემი და გავუშვათ და ჩვენ გავერთოთ!
მომესმა ვითომ ბრუნოს ჩურჩული ,რომელმაც აიატოს ხელი მოკიდა და რაღაც
ოთახში შეათრია !!
რა გაკეთაა!!?ესა გეგმა!?
რას აპირებს??!!
გადავირიე კინაღამ და კარს ყური მივადე !
და აი გავიგე უდიდესი
ბრაგუნის ხმა და ცოტხანში კარიც გაიღო !
-მე მაქვს!
თქვა ბრუნომ,რომელიც ხელში პატარა გასაღებს ათამაშებდა !
-როგორ?!
ვიკითხე პირღიამ.
-გზაში მოგიყვები,წამო!
მითხრა ბრუნომ და გიჟივით გამაქანა !!

ცოტახანში კი ერთ ადგილზე მივედით და იქ ყველა ერთად შეკრებილი დამხვდა,ყველა აქ იყო !
დასისხლიანებული ბიჭები პატარა ბავშვებივით ისხდნენ და ჯიმი ტუქსავდა!
ჯეიკს შემოხეული ჰქონდა სულ ტანსაცმელი ,ერთს  პარიკი აღარ ეხურა,ჰარი ფეხშიშველი იყო
და მოკლედ რომ ვთქვათ ცუდ დღეში იყვნენ მოკლედ!
-მოხვედი?
გავიგე ვიღაცის ხმა და უკან რომ გავიხედე...რა დამხვდა?
იანი დამხვდა !!
ქალის ტანსაცმელში !!!
რა ხდება აქ??!
ამ ხალხს ჩემი სიკვდილი უნდა?!როგორ არ გამეცინოს?!
და რომ გამეცინოს კიდე იანი მომკლავს!
მან მაინც რატომ ჩაიცვა ქალის ტანსაცმელი?!!
-იან?
ამოვღერღე ძლივს და ფხუკუნი შევიკავე!
-შენც?


იანის პოვ:
მოგონება 1 საათის უკან:
ვიჯექი  ჩემს სპეციალურად მოწყობილ ბინაში და ყველას თვალს ვადევნებდი შენობიდან!
ნერვიულობით ცუდად ვიყავი უკვე ,რომ არ გამოუვიდეთ?
ამაზე ნერვიულობის პროცესში კი მართლაც დაიწყო ალიაქოთი!
ქეითიმ დატოვა თუ არა ტერიტორია ,ყველაფერი აირია !
ბიჭებმა ჩხუბი დაიწყეს ვიღაც ლაწირაკ თინეიჯერ ბიჭებთან!!
და უკვე ვხვდებოდი რომ
ყველაფერი ჩაგვეშლებოდა ასე!
ამიტომ გეგმა ბ- ზე გადავედი და ბრუნოს მივწერე ,რომ დღეს დილით რაც შემომთავაზა გაეკეთებინა!!
ოღონთ სწრაფად ,თორემ უკვე გამოვშკარავდებით მალე!!
ცოტახანში ლეონიც დავინახე ,რომელიც გიჟივით შემოვარდა ოთახში ,ანერვიულებული იყო!!
-გეგმაა!!გეგმა რა გვაქვს?!
დაცვები უკვე ეჭვის თვალით გვიყურებენ!
ამის გაგონებაზე  მე მშვიდად ავხედე.
-აიატოს ვიცნობ ,თან ექნება გასაღები!
ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
-ვინმე უნდა ახლოს მივიდეს!
ძაალიან ახლოს რომ გასაღები ჩუმად ამოაცალოს.
ამაზე ლეონმა ასე მიპასუხა..
-ქეითი ვერ იზავს ამას!
ძაან რომ შეტოპოს აიატომ?
მერე ვეღარ გააჩერებს!
-ვიცი...ამიტომ ახლა ბრუნოს მივწერე!
დღეს დილით დაჟინებით მთხოვდა,რომ დაგვეხმარებოდა და მგონი შეძლებს!
ამაზე ლეონმა ჩახვნეშით მომხედა.
-დაცვებს რა ვუყოთ?!!
-ჯანდაბაა,იმის გაკეთება მაინც მომიწევს რაც არ მინდა!
თმა შეისწორე და მეც მოვალ!!
მეც ქალი უნდა გავხდე ,სხვა გზაა არა!!!

ქეითის პოვ:
-იან ამას შენც თუ იკადრებდი არ მეგონა!!ღმერთოოო!!
ჩავიკეცე სიცილით ,რადგან ეს უკვე ზედმეტი იყო!
-რა იყო გშურს რომ შენზე ლამაზი ვარ?
შემომხედა იანმა ქედმაღლურად და თან თმა ყურს უკან გაადიწია.
მე კი თვალენი გაადავატრიალე.
-იოცნებე.
-გლეხო.
ესღა მითხრა და თმა ხელით ქალურად გადაიქნია!
მე კი ასეთი რომ დავინახე ,მინდოდა თუ არა ,უარსად ავტეხე სიცილი..შეხედეთ ამას ერთი!!
ამხელა მაფიოზი კაცი ,ასეთ ფორმაში?
თან რომ მეჯიბრება !
-ჰეე!გეყოთ სიცილი!
უნდა წავიდეთ!
ის ბიჭი გავთიშე ,კიარ მოვკალი!
მალე გაიღვიძებს!
მოგვარდა ბრუნო ყვირილი,რაზეც ჩვენ
გიჟებივით წამოვცვივდით და მანქანისკენ გავემართეთ !

მანქანა დიდი იყო ,მაგრამ ისე
შევცვივდით რომ ყველა ზედ ვეყარეთ ერთმანეთს!
-ჯიმ დაქოქე! არ მაქვს მაგგათან ჩხუბის თავი!
წამოიყვირა იანმა ,რომელიც ფაქტობრივად ზედ მეჯდა!
-რატო არაა!!!უძლიეერესი მააფის ლიდერი არ ხარ!?
რატომ უნდა გავრბოდეთ ესეე?!!!ავხედე მე შეწუხებულმა და სუნთქვა შეკრულმა,რადგან სულ იმაზე ამახვილებს ყურადღებას თუ როგორი მააფის ლიდერია,ახლა რა ხდება?
მთავარია ის გვაქვს რაც გვინდა,მოტყუებაც აღარა საჭირო!
-არ შემიძლია ასე..ეს რომ თქვა უკვე დაბნეულმა ვიკითხე.
-რას გულისხმობ?
-კაბით ვერ ვიჩხუბებ.
თქვა გულახდილად იანმა,ამაზე კი მინდოდა თუ არა ისევ ბოლო ხმაზე დავიწყეთ ყველამ სიცილი !

იანის პოვ:
თავიდან ეს ყველაფერი რომ დავგეგმე არ მეგონა თუ ასე უპრობლემოთ გამოგვივიდოდა.
მითუმეტეს მაშინ რომ დავინახე რომ ბიჭები კინაღამ გამოაშკარავდნენ!
მაგრამ ჩვენ ეს შევძელით!
ამაში ბრუნოსაც დიდი მადლობა უნდა გადავუხადო!
მართლა არ ყოფილა ცუდი ბიჭი.
ამ ადამიანების დამსახურებით ახლა უკვე გასაღები მაქვს ...დროა ჯენიფერი დავიბრუნო.
ადამიანი ,რომელიც ასე ძაალიან მიყვარს .


------------------------------------------
იმედია მოგეწონათ და გაერთეთ,
ვეცადე სასაცილო ყოფილიყო^^
გაგრძელება იქნება!
სერიოზულ თავებს დავიწყებ უკვე ^^
ამას თქვენც მიხვდებოდით რატომ<3



№1 სტუმარი mm

გეფიცები აღარ შემიძლიაა :დდდდდ მოვკვდიი :დდდდ არმეგონა ამ ტავზე ამდენს თუ ვიცინებდიიი :დდდდდ ჯენიფერი და კვატი კიდე ეხლა მაგ გოგომ უნდა მიშალოს ნერვები კაცო?:დ იმედია ჯენიფერი როდაბრუნდება იანი მიხვდება რო აღარუყვარს :დდ ნუ ხო მე აქ უკვე დავაწყვე რამინდა და რაარა :დდდდდ

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ოო ეს ჯენიფერი ჩახლართავს ყველაფერს ამ ისტორის მთავარი წყვილები ხომ ქეითი და იანი არიან ?. წარმატებები <3

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ჩემი ბიჭები არიან????????

 


№4 სტუმარი Marimari

Kai iyo, gemrielad vicine ;-) :-D imedia male dadeb da agar gvalodineb, qeiti da iani ertad minda ro iyvnen, kai wyvili iqneba.

 


№5  offline წევრი Butterfly122334455

mm
გეფიცები აღარ შემიძლიაა :დდდდდ მოვკვდიი :დდდდ არმეგონა ამ ტავზე ამდენს თუ ვიცინებდიიი :დდდდდ ჯენიფერი და კვატი კიდე ეხლა მაგ გოგომ უნდა მიშალოს ნერვები კაცო?:დ იმედია ჯენიფერი როდაბრუნდება იანი მიხვდება რო აღარუყვარს :დდ ნუ ხო მე აქ უკვე დავაწყვე რამინდა და რაარა :დდდდდ

ძაალიან მიხარია რომ იცინე :დ :დ
არაუშავრს ,სხვა გზა არაა უნდა აიტანო ჯენიფერი :დ
ჰაჰა,ეგ არაფერი კარგად დააწყე :დ ^^

《Sunshine》
ოო ეს ჯენიფერი ჩახლართავს ყველაფერს ამ ისტორის მთავარი წყვილები ხომ ქეითი და იანი არიან ?. წარმატებები <3

კი რა თქნა უნდა ^^
მადლობაა <3

Marimari
Kai iyo, gemrielad vicine ;-) :-D imedia male dadeb da agar gvalodineb, qeiti da iani ertad minda ro iyvnen, kai wyvili iqneba.

მიხარია თუ გაცინა :დ
კი მეც ასე ვფიქრობ ^^

 


№6 სტუმარი Suga

შეიძლება რაღაც გთხოვო?შეგიძლია რომ დამიწერო ვინ რომელი BTS წევრია ამ კომენტარის ქვევით

 


№7  offline წევრი Butterfly122334455

Suga
შეიძლება რაღაც გთხოვო?შეგიძლია რომ დამიწერო ვინ რომელი BTS წევრია ამ კომენტარის ქვევით

აპლიკაცია wattpad-ში მომძებნე იგივე სახელით რაც აქ მიწერია და შეძლებ სახელებითვე წაიკითო ^^
იანი-იუნგი
ჯოშუა-ჯონგუკი
ნაბი-თეჰიონი
ლეონი-ნამჯუნი
ჯიმი-ჯინი :დ
ჰარი-ჰოსოკი(ჰოუპი)
ჯეიკი-ჯიმინი.
ესაა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent