შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ (12 თავი)


4-09-2020, 11:10
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 151

ანამ ამღვრეული თვალებით შეხედა ალექსანდრეს და წამში თვალი აარიდა მის გამომწვევ, დაჟინებულ მზერას, საშინელი სიცარიელის და ზიზღის გრძნობა დაეუფლა მისადმი, ალექსანდრე ძალიან გააღიზიანა ანას ამ მდგომარეობამ და ბრაზისგან ხელები მომუშტა
-მინდა ჩემი ცოლი გახდე-გამაყრუებელ სიჩუმეს არღვევს მისი ჩავარდნილი ხმა და ანას თითოეულ მოძრაობას დაძაბული ადევნებს თვალს, გოგონა მზერას უსწორებს მის ამღვრეულ თვალებს და გაოგნებული უყურებს, არ სჯერა რომ ამას ის სერიოზულად ეუბნება, ალექსანდრე თავისი სიტყვების დასადასტურებლად ჯიბიდან პატარა კოლოფს იღებს, ხსნის და მაგიდის ცენტრში დებს, ანა ჯოლოფში მოთავსებულ ბეჭედს დაყურებს გაოგნებული, შემდეგ მზერა ალექსანდრეზე გადააქვს, რომელიც ზედმეტად დაძაბული და აღელვებულია, ანა ხმას ვერ იღებს, ვერ ახერხებს რომ აზრებს თავი მოუყაროს იმდენად მოულოდნელ და საშინელ მდგომარეობაშია, რამდენიმე წამის განმაობაში იმის დაშვებასაც კი აკეთებს რომ ეჩვენება ეს ყველაფერი -ანა-მის დაძაბულ სმენას ალექსანდრეს ხმა წვდება, ანას ფიქრები ეფანტება და ალექსანდრეს აშტერდება არაფრისმთქმელი თვალებით -მინდა ეს ბეჭედი გაიკეთო-ალექსანდრეს ნერვიულობისგან ხმა უწყდება, ანა უბრალოდ შოკშია, ვერ იჯერებს ბოლომდე რომ ეს რეალობაა, ერთმანეთს დიდხანს უყურებენ თვალებში, ერთი ზიზღით სავსე მზერით, მეორე კი სიყვარულით, როგორ შეიძლება ეს ორი გრძნობა ოდესმე დავიდეს რაღაც ისეთ გრძნობამდე რომ არცერთს არ მიყენოს ტკივილი? ეს შეუძლებელია, ამ შემთხვევააი ერთერთი უნდა გაიწიროს, რადგან ზიზღი და სიყვარული ვერასოდეს იქნება ორი ადამიანის ბედის დამაკავშირებელი
-არასოდეს-ანა კარგახნის დუმილის მერე ხმას იღებს და მკაცრი ტონით ეუბნება, ალექსანდრე ბრაზისგან ხელებს მუშტავს კვლავ და ცდილობს მოწოლილი აგრესია და მრისხანება ჩაახშოს თავის თავში, როცა პირველმა აგრესიის შემოტევამ გადაუარა, სიგარეტის კოლოფს მისწვდა მისი აკანკალებული ხელი, ართი ღერი მოიღო ათრთოლებული თითებით და მოუკიდა ნერვიულად, კოლოფი კი მაგიდაზე მოისროლა
-მინდა რომ ის გააკეთო რაც გითხარი-ალექსანდრე ხმას ვეღარ აკონტროლებს
-თუ არ გავაკეთებ რას იზავ მომკლავ?-ანა ზიზღით უყურებს პირდაპირ თვალებში
-ჩემსავით ვერასდროს ვერავინ
შეგიყვარებს-ალექსი ცდილობს რომ ამ მძიმე საუბარს გაექცეს
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა არის
სიყვარული-ანა მზერას არიდებს და მის უკან სივრცეში იყურება
-შენ იცი რა არის სიყვარული?-ალექსანდრე გრძნობს ამ სიტუაციის სიმძიმეს და ცდილობს რომ ანასთან საუბრითბთავის მრისხანება მოთოკოს და ანას შიში დააცხროს მისადმი
-ზუსტად არვიცი, თუმცა ვიცი რომ შენსავით არ იქცევა, რეალურად შეყვარებული ადამიანი
-და მე როგორ ვიქცევი? -ალექსანდრემ მეორე ღერს მოუკიდა და ანას მიაბჯინა მწვანე სფეროები, ანამ რომ არ უპასუხა გაეღიმა -ცუდად?-კითხა სიცილით
-შენ ადამიანური გრძნობები არ გაგაჩნია, შესაბამისად არიცი რა არის ცუდი და რა არა-ანამ მის გამომწვევ მზერას მზერა გაუსწორა
-ანა შენ ჩემზე საერთოდ არაფერი არ
იცი-გაღიზიანდა ალექსი
-რაც ვიცი ის საკმარისია იმისთვის რომ დავრწმუნდე იმაში, რა სასტიკი და საშინელი ადამიანი ხარ
-ადამინების დადანაშაულება იოლია მაშინ როცა წარმოდგენაც კი არ გაქვს მას რისი გადატანა უწევს მას, რისი მოთმენა და რასთან ბრძოლა
-მაპატიე მაგრამ ამაში დამნაშავე მე არ ვარ, შენ კი მე მსჯი შენი სასტიკი ცხოვრების გამო-უყვირა ანამ
-შენ ერთადერთი მათელი წერტილი ხარ ჩემს შავბნელ სამყაროში ანა-ალექსანდრემ უცნაური თვალებით შეხედა ანას -რაც გინდა ის თქვი, არ მაინტერესებს, არ გაგიშვებ გასაგებია? გესმის? შენ ჩემი ხარ-ბოლო სიტყვები დამარცვლით წარმოსთქვა
-მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენი გავხდე-ზიზღით უთხრა გოგონამ
-შენი სიკვდილი და სიცოცხლეც ჩემი უფლებაა
-ასევე როგორც მარიანასი?-უღრიალა გაცოფებულმა ანამ, ალექსანდრეზე ისე იმოქმედა ამ სიტყვებმა რომ ადგილზე გაქვავდა, რამდენიმე წამით გონებაცკი გაეთიშა, როცა აზრები მოიკრიბა გაცოფებული ფეხზე წამოვარდა და მაგიდის ფეხს დაარტყა წუხლი, ანა შეშინები წამოვარდა ფეხზე როცა მაგიდა აყირავდა და ყველაფერი ზრიალით დაეხეთქა იატაკს, არ ელოდა მის ასეთ რეაქციას და დაძაბული მიაჩერდა ათრთოლებული გაავებულ ბიჭს
-არ გაბედო-ალექსანდრე ანას მიუახლოვდა ისე მიუახლოვდა რომ ცხელი სუნთქვა სახეზე შეაფრქვია -მისი სახელის ხსენება-დაუჩურჩულა ყურთან
-მძულხარ-ანამ ახედა თავზე წამომდგარ ბიჭს და შეანათა ზიზღიანი თვალები, მოულოდნელად ალექსანდრე დაიხარა და ძირს დაგდებული ბეჭედი აიღო, ადგა და ანას გაუწოდა
-მინდა რომ სე შენი ნებით გააკეთო
-თუ არა?-ანამ ბეჭედი გამოართვა და დააცქერდა
-მაშინ ის ადამიანები დაისჯებიან ვინც
გიყვარს-დაუღრიალა იმხელა ხმაზე რომ ანა შეხტა და ცრემლიანი თვალებით ახედა გაცოფებულ ბიჭს რომელიც ძლივს ახერხებდა თავზე კონტროლის შენარჩუნებას
-მოკლავ? ყველას მოკლავ?-უღრიალა ანამ და ბეჭედი მოისროლა
-სიკვდილზე საშინელი რაღაცეებიც
არსებობს-დაუსისინა ყურთან ბიჭმა
-რაცგინდა ის გააკეთე, შენი არ მეშინია-ანამ თვალი გაუსწორა და მის ბნელ თავლებს მზერა გაუსწორა, ალექსანდრეს ჩაეცინა და ანას ზედმეტად მიუახლოვდა
-რაც მინდა?-დაუჩურჩულა ისე ახლოს სახესთან რომ ანას გააჟრჟოლა მისი შეხებისთანავე ზიზღით, მერე მოულოდნელად მკლავებში მოიმწყვდია დაფეთებული გოგონა, რომელიც მთი ძალით შეეწინააღმდეგა თუმცა ვერაფერს გახდა, ალექსანდრე დააცქერდა მის სახეს და მოულოდნელად მის ტუჩებს მიწვდა, ანამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა მაგრამ მან უფრო უხეშად და ძლიერად დაუწყო კოცნა მის გაფითრებულ ტუჩებს, ანას საშინელი ზიზღის გრძნობამ მოუწამლა სხეული და გამეტებით უკბინა ტუჩზე, ალექსანრე მოულოდნელი ტკივილისგან დაიბნა და ხელები მოაშორა ანას,გოგონამ მაშინვე ისარგებლა და გაიცქა გასასვლელი კარისკენ, სახელურს ხელი ჩაავლო და ოდნავ გამოეღო კარი მაგრამ ალექსანდრემ მიუსწრო და ხელი დაარტყა კარს რომელიც ზრიალით დაიკეტა, ანა შეხტა და შეშინებული შემოტრიალდა, ალექსანდრემ მეორე ხელიც კარს მიაბჯინა და ხელებშორის მომწყვდეულ დაფეთებულ გოგონას ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა
-გგონია წასვლის უფლებას მოგცემ? გგონია რომ წახვალ? გგონია რომ გამექცევი?
-შენთან ყოფნას მირჩევნია თავი მოვიკლა როგორც მარიანამ-დაუყვირა ანამ და ცრემლები გადმოსცვივდა, ალექსანდრემ ტუჩებზე თითი მიადო
-ჩუუ-უთხრა არეული ხმით და მეტად აეკრო აკანკალებული გოგონას სხეულს
-შენ თუ მოკვდები სხვები დაისჯებიან ეს ხომარ გავიწყდება?-თვალებში ჩააცქერდა
-რა გინდა ჩემგან? რას ითხოვ ჩემგან? ჩემთან დაწოლა ასეთი მნიშვნელოვანი შენთვის? -ანამ ვეღარ გაუძლო ამდენ ემოციას და ბოლო ხმაზე უყვირა, თან ხელი კრა და მოიშორა
-გგონია რომ მე მხოლოდ ეგ ინტერესი მაქვს? გგონია რომ შენთან ერთი სექს. მეტი არაფერი მინდა?-ალექსანდრეს გაეცინა და თავი დახარა, დაბლიდან შეხედა მომღიმარი სახით -გგონია ეს კმარა ჩემთვის?
-და შენ გგონია რომ ასეთი მოქცევით ჩემგან სიყვარულს მიიღებ
-სიყვარულს არა, მაგრამ შენზე მესაკუთრის უფლებას მივიღებ
-მე შენთან ყოფნა არ მინდა, შენი შეხებაც კი გულს მირევს-ზიზღით შეხედა ანამ
-ვცდილობ ადამიანურად მოგექცე მაგრამ შენ არ მაძლევ უფლებას, მაიძულებ რომ რაღაც ცუდი გავაკეთო
-რატომ არ დამანებებ თავს? რა გინდა ჩემგან? რას მოითხოვ?
-წამოდი-ალექსანდრეს მოთმინების ძაფი გაუწყდა, ანას ხელი წაავლო მკლავში, კარი გააღო და გაათრია
-გამიშვი რა საკეთებ-აყვირდა ანა და მის ხელს დაეჯაჯგურა რომელიც სადღაც მიათრევდა, ალექსანდრემ მანქანის კარი გააღო და ანას უყვირა
-დაჯექი თორემ ძალით ჩაგტენი-ისეთი არეული სახე ქინდა რომ ანა მიხვდა რომ ამასაც გააკეთებდა ის, ამიტო დაჯდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე
-არ გამომყვეთ-დაუღრინა თავის ბიჭებს საჭეს მიუჯდა და და მანქან დაქოქა, წამში ადგილს მოწყვიტა საბურავების ხრჭიალით
-რაცგინდა ია გააკეთე, თუ შემეხები თავს მოვიკლავ, თუარა და შენთან ყოფნას ვერ მაიძულებ
-როცა ნახავ ვეკოს მერე გადაწყვიტე რა
გირჩევნია-დაუსიაინა და გაზს ბოლომდე მიაჭირა. მალევე გადააყენა მანქანა გზის პირას და გადავიდა, მანქანის კარი ისე მიახეთქა ანა შეხტა, ალექსანდრემ მისი მხრიდან კარი გააღო, ისევ ხელი წაავლო მკლავზე და გადაიყვანა ანა მანქანიდან, სადღაც წაათრია, ტყის სიღრმეში, ანა ისე იყო შეშინებული ხმას არ იღებდა, ალექსანრემ სხვა მანქანასთან მიიყვანა, უკანა კარი გამოაღო და და ანას აიძულა შეეხედა იქ სადაც ხელფეხშეკრული ვეკო იჯდა პირაკრული, სახე წაშლილი, ცემისგან სულ მონგრეული ქონდა სახე, ცალი თვალი კი საერთოდ აღარ ეტყობოდა დასიებისა და სილურჯისგან
-რა გაუკეთე?-უღრიალა გაგიჟებულმა ანამ ალექსანდრეს და ცრემლები გადმოსცვივდა, ბიჭმა კარი მოახეთქა და ანას ჩააცქერდა თვალებში
-თუ მე გამომყვები გავუშვებ-უთხრა მკაცრი ტონით, ის დედამისი ელოდება, მათ უკან მდგარ მანქანაზე მიუთითა ალექსანდრემ, ანას ზიზღისა და ამ სიბინძურიაგან ლამის გული აერია -თუ არა და შენ გაგიშვებ ის კი ჩემთან დარჩება -ალექსანდრემ ზურგი აქცი და თავისი მანქანისაკენ წავიდა რომელიც იქვე ახლოს ყავდა გაჩერებული, ანამ თვალი გააყოლა მას და მანქანას მიაჩერდა რომელშიც ვეკო იჯდა გინდაკარგული, ცრემლები თავისთავად გადმოსცვივდა, ასეთ უმწეო და საშინელ მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა, არჩევანი ვეკოს სიცოცხლესა და თავის თავისუფლებასშორის უნდა გაეკეთებინა... იქვე ჩაიკეცა მანქანასთან და ხმამაღლა ატირდა.
ალექსანდრე საჭესთა იჯდა და მოთმინებით ელოდა ანას გადაწყვეტილებას, ღიმილმა გაუპო ტუჩები როცა ანამ მისი ჯიპის კარი გააღო და უკანა სავარშელში დაჯდა, ალექსანდრემ ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა
-გადასვით-მარტო ეს თქვა და გათიშა, შემდეგ სარკე ისე გაასწორა რომ ანას სახე დაენახა და მას მიანჯინა ცივი მზერა, მალე მათ მანქანას გაუსწორდა პატარა მანქანა რომელიც გაჩერდა, ანამ დაძაბულმა დაწია ფანჯარა და დააკვირდა იმ მანქანას, რომლის უკანა კარი გაიღო, ანამ დაინახა ვეკოს დედა და მის გვერდით მჯდარი გათავისუფლებული ჯერ ისევ უგონიდ მყოფი ვეკო, მთელი სხეული გაეყინა, კარი მალევე მოკეტა ქალმა და მანქანა ადგილს მოწყდა. ლექსმაც დაქოქა მანქან და აწყვეტილი მანქან ტრასაზე ავარდა, ანა ცრემლებად დაიღვარა, გონს ვერ მოდიოდა, ისეთი შწგრძნება ქონდა თითქოს თავად კიარა სხვას დაემართა ეს საშინელება.
მთელი ეს დრო თორნიკე ფრთხილად და შორიახლოს დაყვენოდა მათ.
ალექსანდრემ შენიშნა რომ მანქანა აედევნა, რომელიც აშკარა და დაუფარავად მიყვებოდა კუდში, ისე ახლოს რომ გაბრაზებულმა სიჩქარეს უმატა და შესაბამისად ადევნებულმაც მოუმატა
-ამის დედაც-დაიღრინა და გაზ ბოლომდე მიაჭირა, ის უკვირდა რომ მანქან სულ რამდენიმე სანტიმმეტრის დაშორებით მისდევდა უკან და სხვა არაფერი ხდებოდა, არც ესროდენენ, არც გზას უჭრიდნენ, არვ ეჯახებოდნენ რომ გზისან გადაეგდოთ, ვერაფერი გაიგო რას ემსახურებოდა ეს უცნაური დავნა, თავის ბიჭებს დაურეკა და გზაზე შეხვედრა მოსთხოვა რომ მათ ჩაემოეშორებინათ მისთვის ეს მანქანა, თუმცა მისდა გასაოცრად მალევე მანქანამ გადაუსწრო, ახლა იფიქრა შევცდიო, არ ამდევნებიაო, წინა მანქანამ სიჩქარე მკვეთრად დააგდო, რის გამოც ალექსმაც უკლო და სწორედ ამ დროს მკვეთრად დაამუხრუჭა ამ მანქანამ რასაც მოყვა ალექსის მანქანის დამუხრუჭება მაგრამ მაინც ვერ მოასწრო მანქანის დამორჩილება და ინერციით შეასკდა წინ გაჩწრებულ მანქანას რომელიც წინ გადააგდო.
ალექსანდრე ღვედი არ ეკეთა, რის გამოც საჭეზე დაარტყა თავი და გაითიშა, ანამაც გონება დაკარგა სავარძლებშორის გაჭედილმა. წინა მანქანის მძღოლმა რომელიც კარგად იყო მომზადებული ამ ავარიისთვის მალევე შეძლო აზრზე მოსვლა ღვედი შეიხსნა და გაბრუებული გადავიდა მანქანიდან, ალექსის ჯიპს მივარდა, კარი გაღო და ანა გადმოიყვანა ხელში აყვანილმა თავის მანქაში გადაიყვანა გონდაკარგული გოგონა, უკანა სავრძელში დააწვინა, კარი დაუკეტა და საჭეს მიუჯდა. მანქანა დაქოქა და გაზს მიაჭირა.
ანამ თვალები გაახილა მაგრამ ისევ დაეხუჭა, მთელი სხეული სტკიოდა, ვერაფრით გაიხსენა რა დაემართა, თავიც საშინლად უბჟუოდა, ნელნელა დაძაბულმა გოგენამ გაიხსენა მომხდარი და დაფეთებულმა გაახილა თვალები, საწოლზე წამოჯდომა სცადა მაგრამ ძალა არ ქონდა რომ ამდგარიყო
-დამშვიდიდ-გაისმა ნაცნობი ხმა და გაოგნებულმა შეხედა მის თავსუკან ფანჯარასთან მდგომ ბიჭს
-შეენ?-გაოცებულმა ამოიბლუდუნა და მისუსტებულმა ისევ ბალიშზე დადო თავი
-როგორც მივხვდი შენ მარტო დასატოვი არ ხარ, სულ სისულელებს აკეთებ-თორნიკე საწოლზე ჩამოჯდა და ანას გაფითრებულ სახეს დააცქერდა
-სახეზე რა გჭირს?-ანამ თავლები გაახილა, ერთი შეხედა დაისევ მიელულა
-ავარიაში მოვყევი-უთხრა ბრაზნარევი ტონით
-რა ავარია?-ანა ვერ მიხვდა
-ერთი სულელი გოგოს გადასარჩენად ავარი მოვაწყვე
-შენ დაგეჯახეთ?-ანამ გაოცებით შეხედა ბიჭს
-კიი-თორნიკემ თავი დაუქნია და ღიმილი შესპარა თუჩის კუთხეში ანას სახის შემხედვარეს
-ყველა გიჟი მე რატომ გადამეყარეთ?-ანამ გულწრფელად გაიოცა დათორნიკეს მიაბჯინა ცისფერი სფეროები, რომელსაც გულიანად გაეცინა
-არ გიფიქრია იმაზე რომ თავად ხარ გიჟი?და სწორედ ამიტომ მოგვწონხარ გიჟებს?-თქვა სიცილით, ანამ მზერა აარიდა და ოთახი მოათვალიერა
-სად ვართ?
-უსაფრთხო ადგილას
-ვეკო? ის დამემუქრა ვეკოთი
-საავადმყოფოშია-დაამშვიდა თორნიკემ
-რატომ?-ანამ შეშფოთებით შეხედა
-შენი აზრით?-წარბი აწკიპა ბიჭმა და თვალებში ჩააცქერდა, ანამ მზერა გაუსწორა
-ძალიან ცუდადაა?-ანას ცრემლები მოაწვა
-მრავლობითი მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით შეიყვანეს უგონო მდგომარეობაში
-ნაბიჭვარ. -იყვირა ანამ
-დედამისმა იცი რა თქვა? რომ თავს დაესხნენ და მისი გაძარცვა უნდოდათ
-აბა რას იტყოდა ის ნაბიჭვარ. დაესხა თავს ლამის მომიკლა შვილიო?
-დიახ ზუსტად ეს! სანამ თქვენ ჩუმად ხართ ისინინადამიანებს ცხოვრებას უნადგურებენ ანა
-უნდა წავიდე-ანამ სააოლიდან ადგომა სცადა
-სად აპირებ წასვლას?-თორნიკემ ადგომის უფლება არ მიაცა
-როგორ ფიქრობ ვეკო თუ ასე გაიმეტა დედაჩემს დაინდობს? მითუმეტეს ამ ყველაფრის მერე
-დედაშენი კარგადაა-თორნიკემ დარწმუნებით უთხრა
-საიდან იცი?-უყვირა მეყობრიდან გამოსულმა ანამ
-როცა მიგიყვანა რესტორანში იმ ნაბიჭვარ.ა მე დავრეკე და ვთხოვე სხვა საავადმყოფოში გადაეყვანათ, სხვა პაციენტის სახელით, უსაფრთხოდაა
-შენ რა გვითვალთვალებდი?
-ზუსტად, დავინახე როგორ წაგათრია ვეკოსთან და როგორ ჩაუხტი მანქანში მერე
-რაა?-ანა გაოგნდა და გაოცდა
-რაც გაიგე, მერე აგეკიდეთ და ავარია მოვაწყე რომ შენი თავი მისთვის წამერთმია, ახლა ვეკოც უსაფრთხოდაა და დედაშენიც, შეგიძლია მასთან აღარ გაიქცე
-გგონია მე მინდოდა ასე მომხდარიყო?-მის ცინიკურ ლაპარაკზე ანა გაცეცხლდა -გგონია მასთან ყოფნა მინდა? მისი შეხებაცკი გულს მირევს
-აქამდე იმიტომ მივედით რომ ყველანი ჩუმად ხართ-უყვირა თორნიკემ -ყველაფერი რაც დაგემართა იმიტომ დაგემართა რომ ეს შენი არჩევანი იყო!-უყვირა თვალებაცრემლიანებულ გოგონას და ფეხზე წამოვარდა
-მე არ მინდოდა ასე რომ მომხდაროყო, არ მეგონა რომ ასე მოხდებოდა-ანა ასლუკუნდა
-ანა შენ დედა მოატყუე, გიგის საძებნელად წახვედი და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი ხომ ასეა? გამოდის რაც მოხდა იმ დარტყმულის კიარა შენი მცდარი არჩევანის ბრალია! ახლა ცდილობ ყველაფერი იმით გამოასწორო რომ ალექსანდრეს ჩაუვარდე მკლავებში რომელსაც ეს ნამდვილად არ დააკმაყოფილებს. ვიცი ბოლოს სულს წაგართმევს... ამიტომ არ გიშვებ მასთან, ვიცი რომ მისთვის მხოლოდ სასურველი გოგო არ ხარ რომლის შეხებაც მას სურვილებს და შენდამი ინტერს დაუკმაყოფილებს, მისთვის შენ სხვა მნიშვნელობა გაქვს... მისთვის სხვანაირად ძვირფასი ხარ...სხვა სამყარო ხარ... სხვანაირადაა მოჯაჭვული შენზე, ანა გაიაზრე ის რომ ეს ყველაფერი ალექსანდრს უბრალოდ შენდამი გიჟური სიყვარული არაამხოლოდ.
-ნუ მადანაშაულებ! რა გავაკეთო? როგო მოვიქცე? როგორ დავიცვა დედა და ვეკო? ხომ იცი რომ ის ყველაფერზე წავა
-უნდა დამეხმარო, მის წინააღმდეგ უნდა წახვიდე, სიჩუმით მხოლოდ საკუთარ თავს კიარა ყველას აზარალებ
-მეშინია-ანამ ამოიტირა და ხმა ჩაუწყდა, თორნიკე მიუახლოვდა საწოლს და ჩამოჯდა ანასთან ახლოს, ხელი გადახვია და გულში ჩაიკრა ასლუკუნებული გოგონა
-ნუ გეშინია, მენდე გთხოვ-და თავზე აკოცა, ანა ისე იყო თავგზააბნეული რომ წესიერად ვერც გაიაზრა რა მოხდა და რატომ გააკეთა თორნიკემ ეს ყველაფერი მისგამო.
ანა დილით უკეთ იყო და გადაწყვიტა რომ თორნიკესთვის არაფორმალურად მიეცა ჩვენება, ყველაფერი მოუყვა, აბსოლიტურად ყველაფერი რაცკი იცოდა, ნახა, მოისმინა, დაინახა...თორნიკემ ლოგიკურად გაშიფრა მისი ცხოვრების პიროვნების და საქმიანობის მიხედვით მისი მომდევნო ნაბიჯები, ანას მონაყოლით შეძლო და გაარკვია ის თუ როგორი პიროვნება იყო ის, რას უნდა დალოდებოდნენ ამ ადამიანისგან რომელიც კუთხეში იყო მიმწყვდეული.
-შენ ის მარიანას გამო გადაგეკიდა, მისდამი მსგავსების გამო, რეალურად შენსმიმართ შესაძლოა გრძნობები არც აქვს, არეულია და შენი დაკარგვაც არუნდა... ალბათ თავს დამნაშავედ თვლის მისი სიკვდილიდ გამო და შენ ასე ამიტომ გებღაუჭება რომ არუნდა შენც დაგკარგოს, ყველაფერზე მიდის შენსგამო
-თორნიკე შენ მითხარი რომ გიგის სიკვდილში შეიძლება მისი ხელი ერიოს-ანამ შეხედა თორნიკეს ამღვრეული ვალებით -ამაზე ფიქრიც კი მაგიჟებს
-მე გითხარი რომ შესაძლოა ერიოსთქო
-სიმართლე მითხარი, ის რომ ასე გადამეკიდა ამის მიზეზი მარიანასთან მსგავსებასთან ერთად, ისიც შეიძლება იყოს რომ გიგის მკვლელობაში მისი ხელი ურევია?
-ანა, ამას მე გავარკვევ, პირობას გაძლევ რომ ვიპოვი გიგის მკვლელს , მაგრა შენ ამაზე ფიქრით თავი არ დაიტანჯო, არც მას აგრძნობინო რამე თორემ ზედმეტად დაფრთხება და გაფრთხილდება
-თორნიკე ძალიან ცუდად ვარ, იმაზე ფიქრიც კი მაშინებს რომ შეიძლება ეს ასე იყოს
-ანა არ გინდა, თავს ნუ იტანჯავ ამაზე
ფიქრით-თორნიკე თავალებში ჩააცქედა ანას
-არ მინდა შენც რაიმე დაგიშავოს, ვეკო თუ ასე გაიმეტა არც შენ დაგინდობს-ანამ მზერა აარიდა ზედმეტად ახლოს მდგომ ბიჭს რომელიც უცნაური თაველებით უყურებდა მას და დაფრთხა როცა თორნიკეს ცივი თითები მის თლილ თითებს შეეხო ოდნავ, სულ ოდნავ, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის რომ რაღაც უცნაურ ძლიერ მუხტს დაერბინა მისთვის მთელა სხეულში, თავი დახარა და მის ხელს დააკვირდა რომელიც ჩუმად ისევ მისი თითებისკენ მიიპარებოდნენ, შემდეგ თავი ასწია და თვალებში ჩააცქერდა თორნიკეს
-ვერაფერს დამიშავებს ნუ გეშინია-უთხრა დარწმუნებით და მის თმას შეახო ათრთოლებული თითები -მენდე-თორნიკემ სახეზე ჩამოუსვა თითები
-გენდობი-ანამ თვლი გაუსწორა და მისი სიახლოვით გაბრუებულმა უკან დაიხია -ყავა გინდა?
-კიი-თორნიკეს გაეცინა და სკამზე დაჯდა, ანამ გააკეთა და მაგიდაზე დადო ჭიქები
-აქედან რომ წავალთ რა მოხდება? ახლა უფრო აგრესიული და საშიში გახდება ის ავადმყოფი
-მე დაგიცავ-თორნიკეს გაეცინა მისბგაოცებაზე
-მაინც როგორ? სულ კუდში აპირებ ჩემს დევნას? ღამე სახლის კართან გაათენებ ხოლმე?
-არა ეგ არ დამჭირდება რადგან შემ ჩემს ბინაში იცხოვრებ
-მართლა?-ანას გაეცინა, ხუმრობად მიიჩნია მისი სიტყვები-ყავა გააავს?
-კი
-მაშინ დავფიქრდები-გაეცინა ანას
-დაფიქრდები? ვინმემ აზრი გკითხა?-უხეშად უთხრა თორნიკემ
-გგონია შენს სახლში ვიცხოვრებ?-ანა გაცეცხლდა წამში
-მგონია არა, იცხოვრებ იმიტომ რომ მე ასე გადავწყვიტე!
-ყველა ჩემს მაგივრად რატომ წყვეტს
ყველაფერს?-გაცეცხლდა ანა და მაგიდიდან ადგა
-იმიტომ რომ შენ მხოლოდ სულელურ გადაწყვეტილებებს იღებ-დაუღრინა ბიჭმა და ახედა თავზე წამომდგარ გოგონას
-შენს სახლში არ ვიცხოვრებ-მშვიდად უთხრა ანამ
-თუ დამჭირდა ოთახში ჩაგკეტავ
-გიჩივლებ-დაუყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-ხოო? ჩემს თავს დააჭერინებ? -თორნიკე ადგა და ანას წინ დადგა ისე ახლოს რომ გოგონას სუნთქვა შეეკრა როცა თორნიკემ ცხელინსუნთქვა მიაფრქვია სახეზე -თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით?-დაუჩურჩულა ტუჩთან ახლოს ისე რომ მისი ცივი ტუჩები შეეხო გოგონას გაცრეცილ სახეს -რაც ითვლისწინებს სამიდან შვიდწლამდე პატიმრობას-ისევ დაუჩურჩულა თავგზაბნეულ გოგონას რომელიც სუნთავა არეული ცდილობდა თავის მოთოკვას, თორნიკემ იგრძნო როგორ იმოქმედა მისმა სიახლოვემ გოგონაზე და ერთი ხელით მის ნიკაპს ფრთხილად შეეხო, დახრილი თავი ააწევინა და შეხედა მომღიმარი სახით
-თორნიკე-ანამ დაიჩურჩულა მისი სახელი და ხმა ჩაუწყდა, თავალები დაახამხამა როცა მისი ტუჩები ძალიან ფრთხილად და ნაზად შეეხო მის გაფერმკრთალებულ ტუჩებს
-



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია

 


№2  offline მოდერი ნეაკო

《Sunshine》
ძალიან მაგარია

მადლობა :)

 


№3 სტუმარი სტუმარი თათია

ისეთი თავებია ერთი ამოსუნთქვით რომ კითხულობ :) მალე დადე რა შემდეგი ;)

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ხვალ დავდებ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent