შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 1)


5-09-2020, 16:03
ავტორი naattii
ნანახია 3 731

როგორ არ უყვარდა მსგავს სიტუაციაში მოხვედრა, მერამდენედ ესწრებოდა უკვე იგივე თემაზე აგებულ სემინარს ვეღარ ითვლიდა. კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა და ტელეფონი მაგიდის ქვეშ გაანათა. სულ რაღაც ნახევარი საათი და თავისუფალი იქნება. უკვე მეორე წელია, რაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, თუმცა პატარა სკოლაში ასწავლის და მისთვის აუცილებელია სხვა მასწავლებლებთან ჰქონდეს ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში მათთან დარეკვა უნდა შეძლოს. მორიგი საძულველი ქმედება, პირფერობა.
სასტუმროს ნომერში შესულმა პირველ რიგში ფეხსაცმლისგან გაითავისუფლა თავი, ფანჯარა გამოაღო, თუმცა ჰაერის ნაცვლად მტვერი და მანქანების გამაყრუებლი ხმაური შემოვიდა. რა ქნას არ უყვარს დედაქალაქი, ახლაც ჩალაგდება და სასწრაფოდ საკუთარი მამაქალაქისკენ გაუდგება ისევ გზას. ჩალაგების პროცესი ტელეფონის ზარმა დაურღვია:
-გისმენ გივი_ღიმილით მიესალმა ყოფილ მოსწავლეს.
-მას, უკვე დავასრულე._სიამაყე ჟღერდა ბიჭის ხმაში.
-მართლა? არ არის ცვაიგი ასე მალე წასაკითხი, მოგეწონა?
-აუ მას ძალიან. მართლა მოუთმენლობა გულისა იყო ისე წავიკითხე, მადლობა რომ მირჩიეთ.
-არაფრის, კიდევ გინდა რომელიმე ნაწარმოები გიორჩიო?
-მას შერლოკ ჰოლმსი მინდა ახლა მეორე ნაწილი რომ დავიწყო და როგორც კი დავამთავრებ დაგირეკავთ.
-კარგი, აბა შენ იცი წარმატებები_ღიმილითვე გათიშა ტელეფონი და ბოლო შორტიც ჩადო ჩანთაში.
სწორედ ისეთი მასწავლებელი გამოვიდა როგორიც უნდოდა, მისი არ ეშინიათ, პატივს სცემენ, გაკვეთილზე ყვირილიც კი არ სჭირდება, მისი მოსწავლეებისთვის მეგობარიცაა და იციან, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაურეკონ.
მალევე დატოვა სასტუმრო და მეტროთი დიდუბის სადგურისკენ გასწია, მალევე იპოვა „ქუთაისი გადის“ მოყვირალი მამაკაცი და ლამის ბოლო ავიდა მარშუტში. მთელი გზა მოწყენილი უყურებდა მობილურზე მოლაპარაკე სხვა მგზავრებს, თავად მხოლოდ მშობლები კითხულობდნენ, სამწუხაროდ მეგობრებში ბედი არ სწყალობდა. წამით საკუთარი თავი შეეცოდა, მაგრამ მალევე შეახსენა გონებას ზოგ ადამიანს ისიც არ აქვს რაც მეო და თვალზე მომდგარი ცრემლი უკან გააბრუნა.
გზის მალე გასაყვანად, ბავშვების შემაჯამებლების გასწორება დაიწყო, მალე წლის საბოლოო ნიშნები უნდა დაეწერა და ყველაფერი ოფიციალურად იყო მოსაგვარებელი. ვერც მიხვდა თემების კითხვაში გართულმა როგორ გასცდა ავტობუსი უკვე თერჯოლას და რომ ამოიხედა უკვე ქუთაისის ლამპიონები უღიმოდნენ შორიდან. რაც არუნდა მომხდარიყო, მისი შობლიური ქალაქი ყველაფერს ერჩია, მალევე გასცდა საღორიას და ლამის პირდაპირ ბინასთან გაუჩერა მძღოლმა. ძლივს აათრია მძიმე ჩანთა მეხუთე სართულზე და კარებიც გააღო საკუთარი გასაღებით. წამით გაიფიქრა „ირონია სუდბიში“ ხომ არ ვარო და დაკვირვებით მოავლო თვალი ბინას. ყველაფერი თეთრ მტვერში გახვეულიყო, ავეჯზე თეთრი ზეწრები გადაეფარებინათ, საკუთარი ოთახი კი ლამის ჭერის გარეშე დახვდა. მაშინვე მობილური მოიმარჯვა და ნაცნობი ნომერი აკრიბა:
-დედა, მხოლოდ ორი დღით წავედი, რა ქენით ასეთი?
-უკვე ჩამოხვედი? გვეგონა მოგისწრებდით, ათ წუთში სახლში ვიქნებით_არც აცადა მანანამ პასუხის გაცემა ისე გაუთიშა.
რემონტის მიზეზი საკმაოდ ბანალური აღმოჩნდა, ქარს სახურავი გაეფუჭებინა და წვიმას მთლიანად ჩაერეცხა მათი ბინა.
-მუშებმა უკვე დაიწყეს რემონტი, ყველაფერი გუშინ მოხდა_მხრები აიჩეჩა მანანამ
-არ ამოალაგო მა ჩანთა, მე და დედა სოფელში ვრჩებით და შენც იქ წამო, მუშებმა ერთი კვირა დაგვჭირდებაო.
-სამსახური?
-შვებულება ავიღეთ თითო კვირიანი
-ხომ იცით რომ მე ვერ ავიღებ? სწავლის დამთავრებამდე ორი კვირა დარჩა, ნიშნები დასაწერი, ჟურნალი შესავსები, თანაც სოფლიდან სკოლაში ვერ ვივლი ყოველ დღე, ჯანდაბაა, ისედაც ვერ ვაზროვნებ, 4 საათი გზაში ვარ.
-ნათია, სახლში არ დარჩები, არც მე და არც მამა სამ ბიჭთან არ დაგტოვებთ_წარბები შეკრა მანანამ.
-და რა ვქნა? მაგათ ვუყურო? მასწავლებელი ვარ მოსწავლეები მყავს და პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, ერთ თვეში ეროვნულებია, ერთი კვირით ვერ დავისვენებ გამორიცხულია_თავის ტკივილის გაყუჩება საფეთქლებზე ხელის მიჭერით სცადა ნათიამ.
-თავი დაანებე, ხომ იცნობ?_ამოიხვნეშა გიამ.
-ნუ გადამრევთ ხალხო, სახლში სამი ბიჭი იქნება_ლამის თვალები გადმოეკარკლა მანანას.
-დედა, მეზობლები გვყავს, მე ჩემთვის ვიქნები, თანაც დილაობით სკოლაში ვარ, არავისთვის მეცლება, რომელ ოთახშიც არ იმუშავებენ იქ დავჯდები, დამიჯერე არც მე მაქ სურვილი მათ მტვერიან მუსკულებს დავაკვირდე_შეკავებული სიცილით გადააქნია თავი და გიას ხველებად გასაღებული სიცილი არ შეიმჩნია.
-ნათიაა_ერთი ნოტინ მოუმატა ხმას მანანამ.
-წავედით, მშვიდობიანი ღამე ძვირფასო, ბიჭები დილით მოვლენ_შუბლზე აკოცა მამამ.
-რომ ჩახვალთ გამაგებინეთ_ხელი დაუქნია კარებში გასულ მშობლებს და სასწრაფო სიჩქარით შევარდა აბაზანაში დღის ჭუჭყის ჩამოსაბანად.

დილა როგორც ყოველთვის აღვიძარათი დაიწყო. აბურძგნული თმით შევიდა თავის მოსაწესრიგებლად. ტანზე გადაივლო, კბილები გამოიხეხა და პიჟამოს ტრუსის სწორებით გამოაღო სააბაზანოს კარი თმის დასავარცხნად რომ შესულიყო, თუმცა რაღაც რიგზე არ იყო. კარებში ხმაური გაიგონა, ვიღაც მის გაღებას ცდილობდა. წამში გამოფხიზლდა და გაუფართოვდა თვალები. ალბათ ქურდი იყო და იცოდა მისი მშობლები წასულები რომ იყვნენ. წამში შევარდა ოთახში, საკუთარი მაგიდიდად ღამის ნათურა აიღო და კართან დაბრუნდა, სწორედ იმ წამს შემოაღეს კარიც და ფეხის შემოდგმაც არ აცადა სიცილით მომავალ ბიჭს ისე დაალეწა ნათურა თავზე.
-ჯანდაბაა_ნატკენ ადგილზე მოისვა ხელი ბიჭმა და გაოცებულმა ამოხედა შეშლილივით მომზირალ ქალს.
-შენ ვინღა ხარ_მეგობრების გამაყრუებელ ხარხარში ძლივს მიაწვდინა ხმა მასპინძელს, რომელსაც მხოლოდ დამტვრეული ნათურის ტარი ჰქონდა ხელში შერჩენილი და გამწარებული ეძებდა ახალ ნივთს თავდასაცავად.
-როგორ არ გცხვენიათ, ასეთი ახალგაზრდები და უკვე ბინას ქურდავთ, ახლავე ვიკივლებ და მთელ ბინას გავაგებინებ_პირი დააღო მთელი ხმით რომ დაეყვირა და წამში დაეხშო პირიც.
-ეს ისტერიჩკა ვინღაა_უკან მომავალ ბიჭებს მუცლები უკვე საკმარისად ტკიოდათ სიცილიდან.
-მუშები ვართ, მუშები, რემონტს გიკეთებთ_ძლივს მოიფიქრა მესამემ სიმართლე გაერკვია,- აი თომა ბიძიაც ამოდის_უკან, ნელი ნაბიჯებით მომავალი კაცისკენ გაიშვირა ხელი.
პირველმაც მაშინვე შეუშვა ხელი, როგორც კი გოგოს მოდუნება იგრძნო.
-არა, მაინც შენ ვინ ხარ?_წარბ აწეულმა აათვალიერა ნახევრად შიშველი გოგო.
-გამარჯობა ბიძია, ნათია ხო?_ხელი გაუწოდა თომად ხსენებუმა, -გამაფრთხილა გიამ, მაგრამ თუ ჩაიცმევ და ბიჭებს ყოველ დილით ასე არ დახვდები გამახარებ, ამათ კიდე გადარევა აღარ უნდათ_წყნარი ხმით დააბოლოვა და გამოსაცვლელი ტანსაცმლით გაეშურა სააბაზანოსკენ.
-უკაცრავად_თვალი აარიდა ნათიამ ბიჭებს და ნახევრად მკვდარი წავიდა თავისი ოთახისკენ.
-ჰეი, ამორძალო_ისევ პირველის ხმამ გაყინა ადგილზე, -ამას ჩვენ არ მოვხვეტავთ_დამტვრეული ნათურისკენ მიუთითა ბიჭმა და ისედაც შერცხვენილი გოგო უარესად ააწითლა.



№1  offline მოდერი naattii

თუ მჯეროდეს ისევ რომ ვწერ და ისევ თქვენთან რომ ვარ <3

 


№2 სტუმარი სტუმარი fff

კარგიაა <3 გააგრძელე:*

 


№3  offline წევრი Imagination88

naattii
თუ მჯეროდეს ისევ რომ ვწერ და ისევ თქვენთან რომ ვარ <3


ძალიან მომეწონა თქვენი ბოლო ისტორია "შენელებული გულისცემა" იმედი მაქვს ესეც მომეწონება. დასაწყისი საკმაოდ მომწონს. წარმატებები❣️

 


№4 სტუმარი კრისტენი

აუუუ საოცრებააა პირველივე თავში დიდი შთაბეჭდილება მოახდინაა დიდი იმედებით ველი შემდეგ თავებს.... იმედია წერას არ შეწყვეტ და ხო წარმატებებიი ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი maco maco

ღმერთმანი მელანდებათქოო

 


№6  offline წევრი ეირინ

თუ მჯეროდეს რომ შენს ახალ ისტორიას ვკითხულობ❤ვინმემ მიბრწკინეთ????????❤

 


ნათი, გამიხარდა შენი დაბრუნება❤
ისტორია ძალიან საინტერესო ჩანს❤ ველოდები განვითარებას❤❤❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

დასაწყისი არის საოცრად სახალისო, ველო მოუთმენლად გაგრძელებას❤️❤️❤️

 


№9  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა ყველას, მეც ვერ წარმოიდგენთ ისე მიხარია თქვენთან დაბრუნება, იმედია წინა ისტორიებივით მოგეწონებათ <3

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა შენი დაბრუნება ❤️❤️
--------------------
ლანა

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ველოდი თქვენ ნაწარმოებს ბევრი ხანია დაბრუნებას გილოცავთ ძალიან საინტერესო იქნება კარგი დასაწყისი აქვს ვიხალისე ძალიან მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent