შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარყოფილი (თავი 12)


6-09-2020, 00:15
ავტორი vivien
ნანახია 1 342

ვგრძნობ, რამდენად ვსუსტდები. მოგონებები ერთი მეორეს მიყოლებით ანაცვლებენ ერთმანეთს. მე კი კანკალს ვერ ვიჩერებ, თავის საშინელ ტკივილს ვგრძნობ და საბოლოოდ ვითიშები. არ ვიცი რამდენ ხანს ვარ გათიშული, თუმცა გამოფხიზლებისას პირველად უცხო გარემოს აღვიქვამ. არა ისევ თეთრი კედლებია, მაგრამ ჩემი ოთახი ნამდვილად არ არის. იქვე ახლოს სავარძელზე სანდოს ვხედავ, ოთახის ბოლოში კი ემილის და ანაბელს.
- იკადრე გაღვიძება ქალბატონო?
ეცინება ემილის და ლოყაზე მკოცნის.
- ასე არ შეიძლება.
იწყებს სერიოზული ხმით სანდრო.
- მთვრალმა დალიე აბები, ისე რომ არც იცოდი რა დალიე.
- ან საიდან აღმოგაჩნდა ალკოჰოლი ელიზაბეტ?
მას ყვება ანაბელიც.
- ყველაფერი რიგზეა, გეყოფათ.
შეძლებისდაგვარად ვუღიმი მათ და ემილის ხელს ვკიდებ.
- ორი დღე გესმის? ორი დღე იყავი გათიშული.
- და გავიღვიძე.
- ამასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
ხელს იქნევს სანდრო და ჩვენც სიცილს ვეღარ ვიკავებთ.
- იცოდე მალე გამოდი იქიდან, შენს გარეშე ქორწილი არ მექნება.
წამში ეცვლება გამომეტყველება ანაბელს.
- რა ? არ მითხრა რომ?
- დიახ, დიახ
ბეჭდიან ხელს მიფრიალებს და მეც სიხარულისგან არ ვიცი რა გავაკეთო, ნუ ფაქტია ამ საწოლიდან ვერ წამოვხტები. საღამომდე საავადმყოფოში ვართ, ათასნაირ საჭმელს მატენიან და შემდეგ ისევ იგივე სტატუსით ვბრუნდები "სახლში".
- შენს დაბრუნებას გაუმარჯოს ლამაზო.
მისაღებში მხვდება ვერონიკა და მიცინის.
- და შენს დახვედრასაც.
მეც სიცილით ვპასუხობ, თუმცა ნატალი გვაწყვეტინებს.
- შენი ოთახში დაბრუნების დროა.
- ნატა..
- უსიტყვოდ.
მეც სხვა გზადაკარგული ოთახში შევდივარ და ვწვები. ეს კედლები.. მათ გარდა ვერაფერს ვუყურებ. ვგრძნობ, რამდენად დიდია აქედან გაღწევის სურვილი. ერთი სული მაქვს როდის გავალ აქედან და ისევ ისე ვიცხოვრებ როგორც მინდა, თუმცა საკითხავია ისე იქნება თუ არა როგორც მე მინდა. ყველაფერი იდეალურად ვითარდებოდა გარდა იმისა, რომ ლუკას მონატრება მკლავდა, თვალების დახუჭვისთანავე მხოლოდ მის თვალებს ვხედავდი. რაც არ უნდა შემენიღბა საკუთარი თავი, თვალები ყოველთვის მყიდდნენ. ვგრძნობდი ვენებში რა სწრაფად მიედინებოდა სისხლი. ჩემი გულის ცემის სიძლიერე ყოველთვის მკაფიოდ მესმოდა ყურებში. საწოლზე ვჯდები, სიგარეტის ერთ ღერს ვუკიდებ და გამონაბოლქვს ღია ფანჯრისკენ ვუშვებ. არაფერია იმაზე საშინელება, როდესაც საკუთარი ხელით გაშვებული ადამიანის მონატრება გკლავს. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, თუმცა ვგრძნობ, რომ ეს არ მაკმაყოფილებს. თავისუფლად ჩასუნთქულ ჰაერს სხვანაირი გემო აქვს, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ სულ ცოტა დრო რჩება ჩემი აქ ყოფნის.
და აი დგება ის დღეც. არავის ვეუბნები, ცერემონიების გარეშე მირჩევნია აქედან გასვლა. საკუთარ ნივთებს ვაგროვებ და ოთახს ვუყურებ, რომელიც ზუსტად ვიცი არასდროს მომენატრება, შემდეგ კი უკან მოუხედავად ვტოვებ "ჩემს ოთახს" და აქვე ვტოვებ ყველაფერ ცუდს, ტკივილს, იმედგაცრუებას, მონატრებასა და რაც მთავარია გიჟის წოდებას, რომელიც ჯერ კიდევ აკრია ჩემს სახელს. პირველი ვერონიკასთან შევდივარ, საწოლზე წევს და უემოციო სახით ალბათ მეათასედ აკვირდება ჭერს. ჩემს შესვლას ვერ იგებს მეც მშვიდად მის გვერდით საწოლზე ვჯდები და ველოდები როდის შეამჩნევს ჩემს იქ ყოფნას. დიდი ხანი არ მჭირდება საწოლიდან იწევა და მსუბუქად მიღიმის.
- აბა დადგა ის ნანატრი დრო?
- ვიცი, რომ შენთვისაც მალე გავა.
- ამაზე ფიქრით აღარ ვიღლი თავს ელიზაბეტ.
რამდენიმე წამიანი სიჩუმე ვარდება.
- ჯანდაბა მემგონი მომენატრები.
ეცინება და მსუბუქად მეხვევა.
- იცოდე ეს დაიმახსოვრე მეორედ აღარ გეტყვი.
ამაზე მეც ვერ ვიკავებ თავს და ორივეს სიცილი გვსკდება.
- მეც მომენატრები რონი, შენ, სახურავი და ჩვენი სასმელი.
ვუღიმი და უფრო მჭიდროდ ვეხვევი.
- იცოდე აქედან გამოხვალ და აუცილებლად შემეხმიანები.
ხელს ვუშვებ და ფეხზე ვდგები.
- წადი, წადი. აიწყე ცხოვრება და გაფრთხილებ აქ აღარასდროს დაგინახო.
კიდევ ერთხელ ვაკვირდები და მის ოთახსაც უკან ვიტოვებ. ახლა ნატას ჯერია, რომელიც ზუსტად ვიცი ცრემლების გარეშე არ გამიშვებს. მისაღებში მარტო ზის და დაღლილი ცდილობს რამდენიმე წუთიანი შესვენებით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. უკნიდან ვეხვევი.
- უკვე მიდიხარ ლიზა?
თბილ ხელებს ისიც მხვევს და როგორც ვამბობდი ცრემლი სწყდება თვალებიდან.
- კარგი რა ნატ, მოვალ ხოლმე სულ გინახულებ.
მეცინება მის სახეზე.
- ცუდი ბავშვი ხარ, მე მომენატრები, შენ კიდევ დამცინი.
ამაზე უფრო მეტად მეცინება და საბოლოოდ მასაც ვტოვებ. დარბაზს ვეღარ ვუყურებ, ბოლოს სწორედ აქ ვნახე ლუკა. გარეთ გასვლისას ღრმად ვისუნთქავ ჰაერს, მგონი ამ ერთი წლის განმავლობაში პირველად ასე თავისუფლად და ლაღად.
- უკაცრავად.
ამ ნეტარების წუთებს ერთი კაცი მირღვევს. მაღალი და მხარბეჭიანია, მწვანე თვალებში სიცივე და დიდი ტკივილი აქვს. ამის ამოცნობა მე ნამდვილად არ მიჭირს.
- აქ მუშაობთ? მაინტერესებს ვერონიკა ისევ აქ არის თუ არა?
მეღიმება და მალევე ვცნობ ვერონიკას რჩეულს.
- აქ არ ვმუშაობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვერონიკა გელოდებათ.
ვუღიმი და ისე ვტოვებ. ტაქს ვაჩერებ, პირველი სადაც მივდივარ სწორედ დედაჩემის ამჟამინდელი სახლია. თბილისის ქუჩებს ვათვალიერებ და ვგრძნობ რამდენად მომნატრებია, თუნდაც ეს ადგილები. სასაფლაოზე მალევე ავდივართ. მძღოლს დარჩენილ ფულს ვუწოდებ და მხოლოდ ამის შემდეგ მივდივარ დედასკენ, უფრო სწორედ ქვისკენ, სადაც დედაჩემის ღიმილიან მზერას ვაწყდები.
- ერთი წელი დე, ერთი წელი გავიდა და სრულიად გამოჯანმრთელებული შენს წინ ვდგავარ. ვაღიარებ მომნატრებიხარ, თუმცა მაინც არ ვნანობ ამ ერთ წელს შენს გარეშე, ღირდა, ნამდვილად ღირდა იმ ყველაფრის ფასად შურისძიება. ახლა ვხვდები რა არის თავისუფლება. ვიცი, რომ ვეღარავინ მავნებს და ეს იმდენად დიდ სიმშვიდეს მგვრის, რომ ენით აღწერას ვერ შევძლებ ძალიანაც რომ მოვინდომო. ჩემს ძველ ცხოვრებას დავიბრუნებ, თუმცა თქვენს გარეშე, შენთან და მამასთან ერთად ნინაც დავკარგე. არაუშავს დე, მე ახლა კარგად ვიქნები.
ცრემლებს მაინც ვერ ვიკავებ.
- ახლა ნამდვილად კარგად ვიქნები.
სურათზე გამოსახულ ქალს შუბლზე ვკოცნი და იქიდან მოვდივარ. ამჟამად ჩემი დანიშნულების ადგილი მეგობრებთან არის. არავის ვაფრთხილებ ისე მივდივარ ანაბელთან, რადგან დილას ემილის ველაპარაკე შესაბამისად ამ დროს ყველა იქ უნდა იყოს. კარებზე მსუბუქად ვაკაკუნებ და აჟიტირებული ველოდები. შემდეგ იყო ბევრი კივილი, ჩახუტება, კოცნა. საღამომდე არ გავჩერებულვართ ათას რამეზე ვილაპარაკეთ, ყველაფერი განვიხილეთ ამავდროულად ანაბელის და გაბრიელის ქორწილიც, რომელიც ორ კვირაში დაინიშნა. ლუკა არავის უხსენებია, თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ მათ ქორწილს არ გამოტოვებდა. ღამე ანაბელთან დავრჩი, მთელი ღამე თეთრად გავათენეთ, მის ქორწილზე ვლაპარაკობდით და ათასნაირ ვარიანტს განვიხილავდით. მისი კაბა, ვარცხნილობა, მაკიაჟი, ყველაფერი თითქმის მოფიქრებული იყო გამთენიის ხუთ საათზე, როდესაც ზედ დამახტა და მითხრა, რომ არაფერი არ მოსწონდა და ასეთი საშინელი კაბით ვერ წავიდოდა საკუთარ ქორწილში. იმ წამს მივხვდი, რომ ამ გოგოს მეჯვარეობა ყველაზე დიდი სასჯელი იყო, დიახ მე ვიყავი ანაბელის მეჯვარე. მოკლედ სულ მთლიანად 1 საათი მეძინა, დილას ბავშვები მოვიდნენ და ჩვენც რამდენიმე ჩემი სახლის ასარჩევად წავედით. საბედნიეროდ საკმარისი თანხა მქონდა დაგროვებული იმისთვის, რომ მეცხოვრა მანამ, სანამ კომპანიას ისევ გავაძლიერებდი. დამღლელი დღის ბოლოს მივაგენი იმ სახლს, რომელიც მომწონდა. სამ ოთახიანი ნათელი და ლამაზი იყო, ორი საძინებლით, მისაღებითა და ყველა საჭირო ავეჯით. ვერაფრის დალაგება ვერ შევძელი პირდაპირ შევედი ჩემს დიდ საძინებელში, რომლის შუაგულშიც დიდი საწოლი იდგა, გვერდზე დიდი კარადითა და ორი პატარა ტუმბოთი. კედელზე დიდი სარკე ეკიდა, წინ ლამაზი დასაჯდომით, სადაც საკუთარი თავის მოვლას შევძლებდი. ოთახიდან ლამაზად მოწყობილ აივანზე გავდიოდი, რამდენიმე სანათი იდო, სკამები და პატარა მაგიდა. მოწყვეტით დავეცი საწოლზე და დამიჯერეთ დილამდე თვალიც არ გამიხელია, თუ მაინც და მაინც შუადღის ორ საათამდე. პირველი რაც გავაკეთე აივანზე ყავა დავლიე, ეს ყველაზე კარგი მხარეა ამ სახლის, ჩრდილში კომფორტულად ყავის დალევა, ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე სახლის დალაგება და საკუთარი ნივთების ამოლაგება. საღამოს ვივიენმა გამომიარა გოგოებთან ერთად, ანაბელის საპატარძლო კაბის შესაძენად უნდა წავსულიყავით. რამდენიმე საათიანი წუწუნისა და სიარულის შემდეგ საბოლოოდ აღმოაჩინა კაბა, რომელიც მისი საოცნებო იყო. კაბა გრძელი და გაშლილი იყო, ლამაზად მოქარგული და მკერდთან ჩაჭრილი, მთლიანად გრძელი და დავარდნილი ნაჭერი. მის ტანს იდეალურად ედგა, ამ კაბაში ბრწყინავდა, მართლაც რომ ულამაზესი იყო და გაბრიელს აუცილებლად გადარევდა. ანაბელთან ერთად ტანსაცმელი ვივიენმაც შეიძინა, შავი კომბიზონი, ღრმა დეკოლტითა და ლამაზი მაქმანებით გაწყობილი. მის ტანს საოცრად უხდებოდა, ასევე შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეიძინა და ღია ვარდისფერი კოსტუმი შეუხამა. ჩემი და ემილის კაბაზე დიდი ხანი ვიფიქრეთ, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ მივაგენით იმას, რაც ჩვენ გვინდოდა. სახლში საშინლად დაღლილი მივედი. ანაბელს ვარცხნილობა და მაკიაჟი უკვე შერჩეული ჰქონდა, ამიტომ მშვიდად ვივახშმე და აივანზე დავჯექი, თუმცა ცვლილებებს მაინც ველოდით. დილას ენერგიულად წამოვდექი, მოვწესრიგდი და პირდაპირ კომპანიაში მივედი. რეაქციების გადმოცემა არ შემიძლია, ეს მხოლოდ პირადად უნდა გენახათ. მათი გაკვირვებული სახეები პირდაპირ გეკითხებოდნენ
- აქ რა ჯანდაბას აკეთებო, მაგრამ მე მაინც ყველას გამომეტყველებას ვაიგნორებ და საკუთარი კაბინეტისაკენ მივიწევ. ადგილზე ბევრი საქმე მხვდება, თუმცა არ ვუშინდები და გვიანობამდე თავს არ ვწევ საბუთებიდან. ამ დრომდე ჩემს საქმეებს გაბრიელი და ემილი აგვარებდნენ. არც კი ვიცი მადლობას როგორ გადავუხდი მათ, თუნდაც იმისთვის, რომ გვერდში დამიდგნენ და ყველაზე რთულ მომენტში არ მიმატოვეს. ნელ-ნელა ქორწილის დღეც ახლოვდება, ყველაფერი იდეალურად არის მხოლოდ კაბა მრჩება საყიდელი, საბოლოოდ ვპოულობ კაბას, რომელიც ვერცხლისფერია, გრძელი და საკმაოდ ჩაჭრილი. მთლიანად ბზინავს და იდეალურად აჩენს ჩემს სხეულს. ქორწილის დღე იდეალურად იწყება, ყველა ბედნიერია. ანაბელის სილამაზეს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ანათებს. წამით ცრემლებიც კი ადგება თვალებზე გაბრიელს, დიდხანს ძალიან დიდხანს იხუტებს მომავალ ცოლს. გაბრიელის მეჯვარე სანდროა. მთელი გზა სიცილ-კისკისში გავატარეთ. ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. შემდეგ ულამაზესი ხელის მოწერის ცერემონიაც ჰქონდათ. საღამოს შვიდი საათზე რესტორანში გადავინაცვლეთ. მთელი ეს პერიოდი ველოდებოდი ლუკას შემოსვლას, თუმცა არა და არ მოდიოდა, ვერც კითხვას ვბედავდი. გვიან, როდესაც იმედი გადამეწურა, კარი გაიღო და ისიც გამოჩნდა. უჩვეულოდ გამხდარი მეჩვენა. ჩამქრალი თვალებითა და სერიოზული სახით. ანაბელის დანახვაზე ოდნავ ჩაიღიმა და პირდაპირ მას ჩაეხუტა. წამით ეჩეხება ჩვენი თვალები ერთმანეთს და სრულიად ვიკარგები მის მწვანე თვალებში.
- გამარჯობა ელიზაბეტ.
მსუბუქად მკოცნის ლოყაზე და კუთვნილ ადგილს იკავებს, გიოს გვერდით. ვივიენსა და ემილის ხელს ხვევს და ისე ბუნებრივად იცინის, თვალს ვერ ვაშორებ.
- დღეს ასე გულწრფელად მგონი პირველად გაიღიმე.
ყურთან მიჩურჩულა სანდრომ და წამიერად წამომაყენა ფეხზე.
- მოწყენის დრო არ არის ლამაზო.
დარბაზის შუაგულისკენ მიბიძგებს და მსუბუქად მაბზრიალებს. სიცილს ვერ ვიკავებ და ხელებს კისერზე ვხვევ.
- აბა დააკვირდი თვალებით გჭამს, მე კიდევ მზად ვარ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვა.
ღიმილით მეუბნება სანდრო და ისე მაბზრიალებს, რომ წამით მგონია დავეცემი, თუმცა ვიღაცის ძლიერი მკლავები მიჭერს და მის ხელებში მაქცევს. მის თვალებში ვიძირები. ხელები წელზე აქვს შემოხვეული და მჭიდროდ მიკრავს სხეულზე. მდუმარედ მიცქერდა, მეც იმავეს ვგრძნობდი, რასაც ის იმ მომენტში. გული საშინლად მიცემდა და მიჭირდა ცრემლების შეკავება. დიდხანს და შეუჩერებლად ვუყურებდი. ვაცნობიერებდი, რომ მომნატრებოდა მისი თვალები, ტუჩები, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა. ყველაფერი შეცვლილი იყო, ეს ცვლილება კი უფრო მტკენდა, ეს გაუცხოვება გულს მიხეთქავდა და საბოლოოდ მანადგურებდა. მისი მზერა გაუცხოებულიყო, გაუხეშებულიყო, ისეთი თბილი აღარ იყო როგორიც უწინ, ამის მიუხედავად, მე მაინც მიყვარდა.
სიმღერა სრულდება. ლუკა ისევ თავის ადგილს უბრუნდება. ჰაერი არ მყოფნის, ამიტომ დაუყონებლივ აივნისკენ მივიწევ. სიგარეტს ვუკიდებ და სიბნელეს ვუცქერ. მშვიდი ღამეა, ზუსტად ისეთი, როგორიც იმ ღამეს, როდესაც ორი ადამიანი სიცოცხლეს გამოვასალმე. ვიღაც მიახლოვდება.
- მაინც როგორ გიყვარს საკუთარი თავი ელიზაბეტ.
გაიცინა და ჩემკენ გამოუშვა თამბაქოს კვამლი. მაშინ მინდოდა მეთქვა, რომ ცდებოდა. სინამდვილეში ის უფრო მეტად მიყვარდა ვიდრე საკუთარი თავი, თუმცა ვერ ვუპასუხე. იმდენად ვიყავი შეპყრობილი მისი მონატრებით, რომ მხოლოდ მასზე დაკვირვება შემეძლო. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სიყვარულზე ძლიერი მონატრების გრძნობაა.
- ლუკა გეძებდი, სად წახვედი.
ახალგაზრდა, ქერა გოგო გვიახლოვდება, ლუკა წელზე ხვევს ხელს და თან თვალს არ მაშორებს.
- გაიცანი მარიამ, ეს ელიზაბეტია ჩემი მეგობარი.
მეგობარს ხაზს უსვამს და მეც ღიმილს ძლივს ვიკავებ.
- ეს კი მარიამია, ჩემი შეყვარებული.
- ჯანდაბა ლუკა.
სიცილს ვერ ვიკავებ.
- ახლა უნდა ვიგებდე ამ ამბავს? გილოცავთ მარიამ და ძალიან მიხარია შენი გაცნობა.
ვასრულებ მონოლოგს და ჩემს ჩვეულ მდგომარეობას ვუბრუნდები. სიგარეტის ახალ ღერს ვუკიდებ და ისევ ჰორიზონტს ვუცქერ. ახლა კი მარტო ვრჩები, ნამდვილად მარტო. შესასვლელთან პირველი სარკეს ვეჩეხები. საკუთარ თავს ვუყურებ, თვალები ცრემლებით მევსება.
- არ გაქვს უფლება.
საკუთარ ანარეკლს ვუღიმი და დარბაზში ვბრუნდები.







გამარჯობა, სამწუხარო, ვერ შევძელი ისტორიის ატვირთვა ამ დღეებში. აღარ გალოდინებთ. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, იმედია დააფიქსირებთ.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს რა იყო ესე ძაან უყვარდა და ასე მალე სხვა შეყვარებული ყავს ლუკას არ მომეწონა ამის საქციელი

 


№2  offline წევრი vivien

სტუმარი ნესტანი
ეს რა იყო ესე ძაან უყვარდა და ასე მალე სხვა შეყვარებული ყავს ლუკას არ მომეწონა ამის საქციელი


ნამდვილად ცუდად მოიქცა ლუკა, გეთანხმებით. მადლობა, რომ აფიქსირებთ თქვენს აზრს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent