შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარყოფილი (თავი 13)


7-09-2020, 23:39
ავტორი vivien
ნანახია 1 253

- არ გაქვს უფლება.
საკუთარ ანარეკლს ვუღიმი და დარბაზში ვბრუნდები. გართობა გრძელდება. გვიან ვიშლებით. სახლში შესვლისას პირველი ტანისამოსს ვიცვლი. ფართო შარვალს ვიცვამ, თეთრ მაისურსა და თეთრი კედებს. იმის მიუხედავად, რომ ღამის ოთხი საათია სახლს მაინც ვტოვებ და ერთ-ერთი ბარისკენ მივიწევ. გარეთ ვჯდები, სასმელს ვუკვეთავ და მთლიანად ვიძირები კვამლში. მიყვარს ეს ადგილი. სიმშვიდე და იდეალური გარემოა დასაფირებლად, ეს გარეთ თორე შიგნით ნამდვილად არ ხდება ასე.
- რამხელა ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა ხარ და არ ხარ სიცოცხლით სავსე.
- დამიანე.
- შენ გაგიმარჯოს ელიზაბეტ.
ჩემს ჭიქას ხელში იქცევს და სასმელს აგემოვნებს.
- მართლა გგონია რომ ასე უცბად დაგივიწყა? არასოდეს. შენნაირ ქალებს ვერ ივიწყებენ.
მიღიმის ზუსტად ისე, როგორც ჩვევია, მაგრამ ამჯერად უფრო მეგობრულად.
- თუმცა მინდა გითხრა, რომ ახლა უნდა გაიღიმო, რადგან შიგნით ლუკაა და მალე გამოვა. მისი ჩამოსვლა ავღნიშნეთ ჩვენ ორმა.
ადგილზე ვქვავდები და ღიმილი სახეზე მაშრება.
- ჯობია წავიდე.
- აი რა მომნატრებია. ჩვენ სამნი საოცარ ტრიოს ვქმნით.
სიცილით გვიახლოვდება ლუკა და ორივეს ხელებს გვხვევს. მთლიანი ტანით გვეყრდნობა.
- საით პატარავ. დაჯექი არ გვეჩქარება.
სკამისკენ მითითებს და მეც უხმოდ ვჯდები.
- მოყევით რა ხდება ახალი, კარგი, რამდენჯერ მოღალატე მასთან, მას შემდეგ რაც საგიჟეთიდან გამოხვედი
- გეყოფა.
ტონს უმაღლებს დამიანე და ფეხზე დგება.
- ისევ მოგწონს არა? ასე როგორ მომექეცი?
ისე ხტება სკამიდან რეაგირებას ვერ ვასწრებ, დამიანეს ვარდება და ძლიერად არტყამს.
- გეყოფა, ხელი გაუშვი.
- ეს ქალი ეშმაკია, მას არავინ უყვარს საკუთარი თავის გარდა მეგობარო, რას ვიზავთ შენც იგივე ბედი გაქვს რაც მე. მან მიგაგდო. მან მეც მიმაგდო. ის ყველას აუბედურებს. ასეა ძმაო ამას უნდა შეეგუო.
ძლიერად კრავს ხელს დამიანე ლუკას და ისიც იქვე ეცემა.
- ეს ქალი, როგორც შენ მას უწოდებ, ჩემი მეგობარია და მის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. რომ გამოფხიზლდები და ძალიან ინანებ აუცილებლად მოდი იცი სადაც უნდა მომძებნო ძმაო.
ამბობს დამიანე და მანქანაში ჯდება, იქ მიცდის. თითქოს ხვდება, რომ ჩემი წილი უნდა ვთქვა, რომ დრო უნდა მომცეს.
- არ მეგონა ასე თუ დაეცემოდი ლუკა. ჩვენ აღარ ვიცნობთ ერთმანეთს, უბრალოდ ასეთია დასასრული.
მარტო ვტოვებ მიწაზე წამომჯდარს და მეც მანქანაში ვთავსდები.
- მადლობა იმისთვის რაც ჩემთვის გააკეთე.
- წარსულში ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან. ჩათვალე რომ ვალი დაგიბრუნე. ახლა შეგიძლია მიმიღო ისე, როგორც ერთდროს სანდრო, გიო და გაბრიელი მიიღე.
- ყველაფრისთვის მადლობა.
ვეხუტები და ცრემლებს გასაქანს ვაძლევ. ისიც მსუბუქად მხვევს ხელს. სახლში მისულს ერთიანად მაწვება ემოციები. კარს მთელი ძალით ვაჯახუნებ და იქვე ვიკეცები. ახლა თავისუფლად შემიძლია ჩამოვიხსნა ბედნიერების ნიღაბი და სახლში შემოსულმა ღრმად შევისუნქო ტკივილით გაჟღენთილი ჰაერი. საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, ტკივილები ცოცხლად მჭამენ. დროა ნიღბების ჩამიხსნის მე მარტო ვარ და სრულიად ცარიელი. როდის მეძინება ვერ ვხვდები, თუმცა რომ ვიღვიძებ უკვე საღამოა. თავს ძლივს ვწევ და დიდხანს, ძალიან დიდხანს გაურკვევლობაში ვარ. შემდეგ ყველაფერი მახსენდება განვლილი დღიდან და ისევ ჩემს ადგილს ვუბრუნდები. ფეხზე ძლივს ვდგები, კარადიდან წითელი კაბა გამომაქვს და ტანზე ვირგებ. შემდეგ უხმოდ ვჯდები მანქანაში და სასაფლაოსკენ მივიწევ. საბოლოოდ იქ ვდგავარ, სადაც არ უნდა ვიყო, თუმცა გული ვერ მითმენს. სიგარეტს ვუკიდებ და ირონიულად ვუყურებ მომზირალს.
- ეს შენ გინდოდა მამიკო. ყველაფერი რითაც ამაყობდი, სანაგვეზე აღმოჩნდა. გახსოვს ის დაწყევლილი დღე? გახსოვს ის დღე ჩემზე უარი რომ თქვი? რა თქმა უნდა გახსოვს. ვერასდროს დაივიწყებ იმას თუ როგორ გაწირე საკუთარი შვილი. ყოველთვის გეგონა, რომ ნინა იყო შენნაირი. არა მამა
ხელებს განზე ვშლი.
- მე ვარ შენი ერთადერთი მემკვიდრე. მე ვარ ცივსისხლიანი მკვლელი. შენს წინაშე დგას შენი უარყოფილი შვილი. დიდხანს რომ არ გავაგრძელო.
სიგარეტს მის ქვასთან ვაგდებ.
- მიმიფურთხებია შენი საფლავისთვის მამიკო.
სახლში შესვლისთანავე კარებზე კაკუნი მესმის. კართან გიო მხვდება.
- როგორ ხარ ელაჩკა? დიდხანს ვერ გავჩერდები ერთი ორი ნივთი აიღე და წამომყევი.
- ეს ის მომენტია, როდესაც ჩემი აზრი არ გაინტერესებს ჰო?
მეცინება მის გამომეტყველებაზე.
- ჩემი მიხვედრილი გოგო
თავზე მკოცნის და ისე იცინის. მეც ოთახში შევდივარ. ჯინსებს, წითელ ტოპსა და წითელ კედებს ვიცვამ და ისე ვბრუნდები პატარა ჩანთით მისაღებში.
- უპუნქტუალურესი ხარ. წავედით
სიცილით მხვევს ხელს და სახლს ერთად ვტოვებთ.
- სად მივდივართ?
- ყაზბეგში რამდენიმე დღით. დღეს მივხვდი, რომ ძალიან ვეჭვიანობდი აწ უკვე ცოლ-ქმარზე, რომლებიც ვენეციაში ატარებენ დროს და გადავწყვიტე მათ ჩამოსვლამდე ჩვენც მოგვეწყო დასვენების საათები.
ისე საყვარლად ბუზღუნებს სიცილს ვერ ვიკავებ. გზაში სანდროს და ემილის ვხვდებით და ისე განვაგრძობთ მგზავრობას. შუა ღამეს ჩავდივართ ყაზბეგში, ისეთი სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს აქ, წამით მავიწყდება კიდეც ჩემი პრობლემები. სახლში შესულს პირველი მარიამი გვეგებება და მეც უნებურად მეღიმება მის გულუბრყვილობაზე. ეს გოგო ნამდვილად ძალიან კარგია, აი ზუსტად ისეთი ლუკასთვის რომ მემეტება. ჩემივე ფიქრებზე მეცინება და სანდროს დაძაბულ მზერას თვალს ვარიდებ.
- ყველაფერი კარგად არის სანდრიკ, მოეშვი.
ხელებს კისერზე ვხვევ და გვერდით ვუჯდები.
- უბრალოდ დამპირდი, რომ თუ თავს უხერხულად იგრძნობ პირველი მე მეტყვი და აქედან წავალთ.
ჰო მინდა ავღნიშნო რომ სანდროს საოცრად ესმის ჩემი და ყველაზე მეტად სწორედ მის მხარდაჭერას ვგრძნობ. უხმოდ ვუქნევ თავს და მოწესრიგების შემდეგ ეზოში გავდივარ. მართლაც რომ საოცარი გარემოა. ჰამაკში ვწვები და თვალმოუშორებლად ვუყურებ ვარსკვლავით მოჭედილ ცას. ის დროა ყველას, რომ უნდა ეძინოს, თუმცა ჩემს წინ მაინც თავსდება ვიღაც და მეც მომლოდინე სახით ვუცქერ მარიამს.
- ვერ დავიძინე. ხელს ხომ არ შეგიშლი აქ რომ ვიყო?
წამით ვჩუმდები, როგორ მინდა ვუთხრა რომ აქ საერთოდ არ უნდა იყოს, თუმცა მაინც თავს ვაქნევ და ადგილს ვუთავსუფლებ, ჩემს გვერდით. მსუბუქად ვსაუბრობთ ზოგად თემებზე, მაგრამ არა დიდხანს, რადგან ლუკა გვიახლოვდება, რომელიც მარიამს ფეხზე აყენებს და მჭიდროდ იკრავს სხეულზე.
- აქ რას აკეთებ მარიამ?
- ელიზაბეტს ვესაურები, ვერ ხედავ?
სიცილით ხვევს ისიც ხელებს, მე კი ისე მშვიდად ვუყურებ ამ მასკარადს , რომ წამით ეჭვიც მეპარება საკუთარ თავში.
- და რაზე საუბრობთ?
ლუკა მიწაზე ჯდება და მარიამსაც თან იყოლებს.
- შენზე.
ვუღიმი ირონიულად და მის სახის გამომეტყველებას ვაკვირდები. მარიამს რა თქმა უნდა ხუმრობა ჰგონია და უმალ იწყებს სიცილს.
- ეს რა ხალხი შეკრებილა აქ?
ჩვეული ღიმილით გვიახლოვდება დამიანე და ჩემს სიახლოვეს ჯდება. ხელებს მხრებზე მხვევს და მეც მშვიდად ვადებ თავს გულზე.
- თქვენ ორნი...
ღიმილით იწყებს მარიამი, თუმცა დასრულებას ვერ ახერხებს.
- გაჩუმდი მარიამ.
წყობიდან გამოსული ფეხზე დგება ლუკა და გოგოსაც უხეშად აყენებს.
- ეს ორნი მეგობრები არიან
მარიამის თვალების დანახვისას ხვდება, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა ამიტომ ხელს უშვებს და უღიმის.
- და ჩვენ დასაძინებლად უნდა წავიდეთ, გვიანია.
მსუბუქად გვიქნევს ხელს მარიამი და წინ წასულ ლუკას უკან მიჰყვება. როგორც კი მარტო ვრჩებით დამიანე სიცილს იწყებს
- ჯანდაბა სპციალურად გააკეთე არა?
მეც მეცინება და ხელს მხარზე ვარტყავ.
- ადექი ადექი მართლაც, რომ ძილის დროა
ფეხზე მაყენებს და სახლისკენ მიბიძგებს. დილას ყველა ერთად ვვახშმობთ. საჭმელს ვერ ვჭამ, რადგან ძალიან მიჭირს იმის ყურება, თუ როგორ ეპყრობა ლუკა მარიამს. ამ დრომდე ვერც კი ვხვდებოდი, რა მტკივნეული ყოფილა დამეკარგა ის, ვინც ჩემი არასოდეს ყოფილა. მყუდროებას სიგნალის ხმა გვირღვევს. ყველა გაკვირვებული ვაკვირდებით ერთმანეთს და ოდნავაც ვერ ვხვდებით ვინ შეიძლება იყოს. გიო გადის პირველი.
- გამარჯობა, პოლიციის თანამშრომელი გიორი ახვლედიანი. ელიზაბეტ ბურდული აქ იმყოფება?
- რა ხდება და რა უფლებით იჭრებით ჩემს სახლში?
მღელვარებას ვერ მალავს გიო. მეც გარეთ გავდივარ, ყველა უკან მომყვება.
- ქალბატონო ელიზაბეტ.
მიახლოვდება ერთ-ერთი და ხელებზე ბორკილებს მადებს. ეს ნაცნობი მომენტია.
- გუშინ ღამით თქვენს დას თავს დაესხნენ. განყოფილებაში უნდა წამომყვეთ.
ხელები მიკანკალებს, თუმცა სიცილს ვერ ვიკავებ და ამით ვახსენებ მათ, რომ გიჟის წოდება ჯერ კიდევ მაქვს.
- ხელი გაუშვი.
უხეშად აცლის ლუკა პოლიციელს ჩემს ხელს.
- გუშინ ის აქ იყო, ჩვენთან ერთად.
- ეს არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ უდანაშაულოდ ვცნოთ. ვინაიდან და რადგანაც მან მოკლა მამამისი, გამტაცებელი და დედამისის სიკვდილში გარეულია.
- როგორ ბედავ?
საყელოში ავლებს ხელს ლუკა პოლიციელს და მთელი ძალით ქაჩავს.
- ლუკა გთხოვ, ყველაფერი რიგზეა.
- უბრალოდ დავკითხათ.
ძლივს გასაგონად ამბობს თანამშრომელი და ლუკაც ხელს უშვებს.
- მე ჩემს დას არაფერს დავუშვებდი წავალ და მალე დავბრუნდები, აქ იყავით.
აღელვების დასაფარად ძლივს ვუღიმი მათ და მხოლოდ ახლა ვხედავ მარიამის შეშინებულ თვალებს. მანქანაში ვჯდები და უკან მოუხედავად ვტოვებ ყაზბეგს პოლიციელებთან ერთად. პირდაპირ ოთახში შევყავარ პოლიციეს ისევ და ისევ ბორკილებდადებული, იქ ნინა მხვდება განადგურებული სახით.
- თქვენ სულ გააფრინეთ? ის ჩემი დაა. ის ვერასდროს მავნებდა, მე თქვენ დამნაშავის პოვნა გთხოვეთ და გგონიათ საკუთარ დას ხელს დავადებ?
- ქალბატონო ნინა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თქვენი დაა.
- ისე კამერების ნახვაზე არ გიფიქრიათ? ჩვენს მდიდრულ სახლში ყველგან კამერაა
ვიცინი გაუაზრებლად და განთავისუფლებულ ხელებს კმაყოფილი დავყურებ.
- მარტო დაგტოვებთ.
პოლიციელები ოთახიდან გადიან. პირდაპირ მის წინ ვჯდები და თვალს არ ვაშორებ. ის კი ხან ჭერს უყურებს, ხანაც იატაკს. საუბრის დაწყებას საკუთარ თავზე ვიღებ.
- ახლა გავხდი შენი და? ერთი წლის წინ ვიღაც ქალი არ ვიყავი, რომელმაც მშობლები მოგიკლა?
- გთხოვ.
ცრემლები შეუწყვეტლივ ასველებენ მის სახეს.
- რას მთხოვ? შენ მაშინ მოღალატე, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი, მაგრამ არც ერთი წამით არ დაუშვა, რომ თავს ჩემი დავალებით დაგესხნენ. მე შენნაირი არ ვარ. მე საყვარელ ადამიანებს არ ვღალატობ. მე ვიცი რას ნიშნავს დობა, მე მყავს და, მაგრამ შენ არ გყავს. გესმის? მე უბრალოდ შენი მშობლების მკვლელი ვარ და არც კი გაბედო ჩემი დაცვა პოლიციელებთან ისინი თავად გამიშვებენ
- მაპატიე მე..
- დეჟა ვუს გრძნობა მაქვს დაიკო. ახლა კი, ვფიქრობ დასვენება არ გაწყენდა. არ გეწყინოს საშინლად გამოიყურები.
ფეხზე ვდგები და ზურგს ვაქცევ. თვალებს ძლიერად ვხუჭავ. არ შემიძლია ვუყურო განადგურებულს, არ შემიძლია ვუყურო როგორ სტკივა და იტანჯება.
- უბრალოდ იცოდე, რომ ვნანობ.
- სასამართლოს დამთავრებიდან ათ წუთში შენ უკვე ყველაფერს ნანობდი ნინა. შენ ასეთი ხარ ვერ შეიცვლები, არ შეგიძლია.
ოთახს ტოვებს. მეც გვიან გამომიშვეს. პირდაპირ ყაზბეგში წავედი არ მინდოდა კიდევ ერთხელ გამეფუჭებინა ჩემი წარსულით მეგობრების დასვენება. შუაღამეს ჩავედი ყაზბეგში, ყველას ეძინა. აივანზე დავდექი და სიგარეტს გავუკიდე. მშვიდად ვუყურებდი ღამეს . როგორი მშვიდი იყო თითქოს ყველა დარდი და ტკივილი დავიწყებიდა. ქარმა დაუბერა. მე კი კვლავ მშვიდად გავყურებდი გარემოს და მოშიშვლებულ მკლავებზე საერთოდ ვერ ვგრძნობ სიცივეს, თუმცა ჩემმა იდილიამ დიდხანს არ გასტანა მალევე გაისმა ნაბიჯების ხმა. ვიგრძენი როგორ დადგა ჩემს გვერდით.
- აქ ხარ, ესეიგი ყველაფერმა კარგად ჩაიარა
- მართალი ხარ.
სუსტად ვუღიმი და ვცდილობ მისკენ არ გავიხედო.
- მაინც როგორ უღმერთოდ მიმატოვე ელიზაბეტ.
- თუ მენატრებოდი ვწვებოდი და ღრმად ვხუჭავდი თვალებს, ეს ერთადერთი გზა იყო შენი დანახვის.
წარსულის გახსენებისას უნებურად მივლის ჟრუანტელი და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ავტირდე.
- მადლობა ყველაფრისთვის.
ლაპარაკი ძალიან უჭირს. თითქოს ლოდი აწევს და უფლებას არ აძლევს რომ ილაპარაკოს.
- შენ რომ არ გაგეგდე და მიგეტოვებინე ახლა არ ვიქნებოდი ასეთი ბედნიერი მარიამთან. ის შენ არ გგავს.
- მე არავინ მგავს.
ვაწყვეტინებ სასწრაფოდ.
- იცი რა ? ვიცი რომ მოგენატრები, მაგრამ საკუთარ თავსაც არ გამოუტყდები. ვიცი, რომ დაიწყებ ჩემს ძებნას სხვებში, მოძებნი მათში ჩემს თვალებსა და ჩვევებს, მაგრამ ის მე არ ვიქნები. ვიცი, რომ ყველგან დაუწყებ ძებნას ნაცნობ ხმასა და სიცილს. ზუსტად ვიცი, რომ შენთვის მაშინ გავხდები ყველაფერი, როდესაც შენ აღარავინ იქნები ჩემთვის. ვასრულებ მონოლოგს და ოთახში შევდივარ. ცრემლებს გასაქანს ვაძლევ და ვწვები, რომ დიდხანს არ ვიფიქრო იმაზე, რაც ჭკუიდან მშლის. დილას ყველა ბედნიერი მხვდება. პირველი ვივიენი მეხუტება.
- რა კარგია რომ აქ ხარ, ჩვენთან ერთად.
- მეც მიხარია თქვენთან ყოფნა ემილიასა და ვივიენს ერთად ვეხუტები.
- რადგან გუშინ განერვიულეთ საუზმეს მე გაგიმზადებთ.
ღიმილით ვტოვებ მათ და სამზარეულოში შევდივარ. საუზმის მომზადებას ვიწყებ, თუმცა ოთახში მარიამი შემოდის. აშკარად რაღაცის თქმა უნდა, ბოლოს მოთმინება დაკარგული ვაჩერდები დაბნეულ სახეზე.
- აბა გისმენ
ხელებს განზე ვწევ და საშუალებას ვაძლევ დაიწყოს მონოლოგი, რომელიც საშინლად გამაღიზიანებს.
- შენ რა მართლა მკვლელი ხარ?
- გახლავართ
- ჯანდაბა როგორ გაიმეტე საკუთარი მამა? ადამიანი არ ხარ ? გრძნობები არ გაგაჩნია? ღამე მშვიდად როგორ გძინავს? როგორ არ გახრჩობს მარტო დარჩენილს წარსულის ცოდვები? როგორ ხარ ასეთი?
- კარგი, კარგი საკმარისია.
მეცინება და კიდევ უფრო დიდ ზიზღს ვიწვევ
- რადგან ჩემი ლუკას შეყვარებული ხარ ამიტომ გეტყვი, რომ მე გამიტაცეს მამაჩემის თანხმობით. მე მაწამეს, გამანადგურეს. ხედავ?
ხელებს ვაჩვენებ
- ეს შრამებია, კარგად დააკვირდი ეს ჩემი წარსულის ტკივილია. მე იქიდან გამომიყვანეს ლუკამ და ანაბელმა და სწორედ მაშინ გავიგე, რომ მამაჩემმა ფულზე გამცვალა. მე ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მე ეს ყველაფერი გამოვიარე გესმის? რა უფლებით მეძახი არაადამიანს? მე მათ მომკლეს, ათასჯერ მაინც მომკლეს. მხოლოდ ეს ადამიანები დამრჩნენ, შენი შეყვარებული და მისი სამეგობრო ჩემი ოჯახი გახდა. შემდეგ მამაჩემმა დედაჩემი მოკლა და მე დამაბრალა. იცი მაშინ რას ვგრძნობდი? როგორ წარმოგიდგენია, როდესაც გირეკავენ და გთხოვენ აუხსნა, თუ რატომ მოკლეს დედაშენი შენს გამო. ეს გამოგივლია? მე ვიძიე შური. მე საკუთარი თავისა და დედაჩემის გამო შური ვიძიე. მე მოვკალი ჩემი გამტაცებელი და ჰო მე მოვკალი მამაჩემი. შემდეგ ჩემმა დამ სასამართლოზე ჩემს წინააღმდეგ მისცა ჩვენება და აი ასე მეც აღმოვჩნდი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ხო მხოლოდ მკვლელი არ ვარ მარიამ, გიჟიც ვარ. ჯანდაბა, მე დავასრულე. ახლა კმაყოფილი ხარ? წადი ჩაეხუტე შენს შეყვარებულს და მადლობა უთხარი ღმერთს რომ ჩემს ადგილას არ ხარ.
- ელიზაბეტ, მე.. მე ძალიან ვწუხვარ. არ მინდოდა შენი წყენინება. მე არ ვიცოდი.
- ძალიან სუსტი ხარ იმისთვის, რომ გამანაწყენო მარიამ.
ვუღიმი ირონიულად და სახეს ოდნავ მაღლა ვაწევინებ.
- ჩემთვის ამდენს არ ნიშნავ.
ხელს სწრაფად ვუშვებ და გამზადებული საუზმით კარისკენ მივიწევ, სადაც ლუკა მხვდება. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. დღეისათვის საკმარისი იყო, საკმარისზე ბევრად მეტიც კი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent