სპორტის მასწავლებლები (თავი 6)
კიდევ უხალისოდ გასული რამდენიმე კვირა. უკვე დეკემბრის შუა რიცხვები იყო და ლანას ისევ ეგონა თითქოს გუშინ დაიწყო სკოლაში მუშაობა. შეიცვალა, სხვანაირი გახდა. ამჩნევდა რომ ის გოგო აღარ იყო რომელიც ყოველდღე ტიროდა. გაღიმება შეეძლო, გულწრფელი გაღიმება. გრძნობდა რომ გაიმარჯვა საკუთარ თავზე, თუმცა ამით ბოლომდე ბედნიერი მაინც არ იყო. მას შემდეგ რაც ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა ლაშასთან, გულის ერთ ნაწილში სიცარიელე იგრძნო. არ ელაპარაკებოდა, არც ეჩხუბებოდა. ცდილობდა რომ იშვიათად შეხვედროდა და თუ მაინც ხვდებოდნენ უბრალოდ 'გამარჯობით' შემოიფარგლებოდა. დრო გადიოდა და ამჩნევდა რომ მის გარეშე აღარ შეეძლო. უყვარდა, უკვე სრულიად იყო დარწმუნებული ამაში. ყველაზე მეტად კი გულს ის ტკენდა რომ მისგან ვერ გრძნობდა იგივეს. მას მხოლოდ გასართობად სჭირდებოდა, ამას ხვდებოდა და რატომღაც მაინც უნდოდა მასთან ყოფნა. ფეხსაცმლის კაკუნით მიმოდიოდა ცარიელ დარბაზში, ესეც რომ მობეზრდა მაგიდაზე შემოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.. ცდილობდა მოწოლილი ფიქრები როგორმე ჩაეხშო. - არა რა. ეგ მავნე ჩვევა მაინც ვერ მოიშალე, ეტყობა თანდაყოლილია - უეცრად მიუახლოვდა ლაშა და ფიქრებიც თავისით გაქრნენ, თავი ასწია და გაჭირვებით გაახილა თვალები - არ ჩამოვალ. ტყუილად თავი არ დაიღალო ლექციის წაკითხვით - ზედატანის სახელოები ჩამოწია და ხელები დამალა შიგნით - ხოო? კაი, იჯექი. - შეწინააღმდეგების გარეშე ჩამოჯდა სკამზე და ჟურნალი და კალამი აიღო ხელში. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, არცერთი არ იღებდა ხმას, თითქოს ერთმანეთს საერთოდ ვერ ამჩნევდნენ. უეცრად ამღერდა ლაშას ტელეფონი და მანაც მაშინვე უპასუხა - გისმენ საყვარელო.. საყვარელოს გაგონებაზე მაშინვე ელდა ეცა ლანას, თავი მისკენ მიაბრუნა და გაფართოებული თვალები შეანათა -... - კაი ნუ ბავშვობ ეხლა, ვერ დაგირეკე.. წამითაც არ უნდოდა ფიქრი იმაზე რომ სხვა ჰყავდა. ღმერთო როგორ სწრაფად უცემდა გული და როგორ ვერ იტანდა გოგოს რომელსაც ელაპარაკებოდა -... - კარგი ჩემო პრინცესა, საღამოს დაგირეკავ, ახლა გაკვეთილი მაქვს. წამითაც არ მოუშორებია ლანასთვის თვალი, ირონიულად იღიმოდა და ინტერესით აკვირდებოდა მის თითოეულ რეაქციას. - რატომ გაუთიშე, გელაპარაკათ ჯერ ხომ ზარი არ ყოფილა - ძლივს თქვა და თითების წვალება დაიწყო არაფერი უთქვამს ლაშას, უბრალოდ წამიერად ღიმილმა გადაურბინა სახეზე და ისევ ჟურნალს მიუბრუნდა. - ვინ არის? - მაინც ვეღარ მოითმინა და ისევ ჰკითხა - არა, მე რაში მაინტერესებს ვინ არის უბრალოდ.. - სიტყვა გაუწყდა და ორმაგად ანერვიულდა, საშინელ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი და ამას ხვდებოდა - უბრალოდ ძალიან ეჭვიანობ- უცებ დაუსრულა წინადადება და წამოდგა - არა, რათქმაუნდა - და რომ ვერ მატყუებ? - მის წინ დადგა და თმა ყურზე გადაუწია საშინლად დაიძაბა ლანა, უცებ ჩამოხტა მაგიდიდან და გაქცევა დააპირა როცა დარბაზში შემოსული გაავებული ქეთევანი დაინახა და ადგილზე გაშეშდა - ლაშაა! - სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მასწავლებლებს, სირბილისგან ძლივსღა სუნთქავდა - დავიღუპეთ, გაეკიდე.. -ძლივს ამოთქვა ორიოდე სიტყვა და გულზე მიიდო ხელი - ვის გავეკიდო ქალბატონო ქეთი, რახდება? -დაბნეული მზერით შეხედა მის წინ მდგარ ქალს - შენს ბავშვებს. მეთორმეტეს ა) და ბ) გაიპარა შატალოზე. მაჩაიძე კი გაჰყვა მაგრამ არვიცი თუ დაეწევა - არმესმის რატომ უნდა გავეკიდო, თუ ბავშვები შატალოზე წავიდნენ - მხრები აიჩეჩა და სკამისკენ გაემართა დასაჯდომად, ორმაგად გაცეცხლდა ქეთევანი - ლაშა! იცოდე ოქმს დაგიწერ! სამინისტროდან დარეკეს, შემოწმებაზე მოდიან. გზაში რომ შეეჩეხონ ამდენ ბავშვებს რავქნათ მერე - უკვე ყვირილზე გადავიდა ჯიქია - სამინისტროდან? - ამის გაგონებისას უცებ გაშეშდა და წამიერად გახედა ლანას - ჰო სამინისტროდან! ახლა არარის იმის დრო რომ მხარდაჭერა გამოუცხადო იმ შენს გიჟ ბავშვებს. გაეკიდე და მოაბრუნე! ლაშას ბევრი აღარ უფიქრია მაშინვე გაიქცა კარისკენ.ემოციებისგან დაცლილი ქეთევანი კი უღონოდ მიესვენა სკამზე - კარგად ხართ? - მაშინვე გვერდით მიუჯდა ლანა - არა არვარ..გადამიყოლებს მე ეგ კლასი, დარწმუნებულივარ მაგათმა აიყოლიეს ა) განაყოფი. - სახეზე ჟურნალი დაინიავა და ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი ქეთევანის დასანახად სირბილით დაფარა დარბაზიდან დერეფნამდე მანძილი, ხოლო როგორც კი მისი თვალთახედვის არეს გასცდა, გაკიდების ნაცვლად, უდარდელად გააგრძელა ნელი ნაბიჯებით სიარული. ფანჯრის რაფას მიეყუდა და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში. სწრაფად მოძებნა კონტაქტებში კლასიდან ერთ-ერთის ნომერი, დარეკა და საქმის სიტუაცია აუხსნა: - მომისმინე ტასო, აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ. გპირდებით შემდეგზე მე გაგაპარებთ, ოღონდ, ახლა არა.. ძალიან დიდ შარში გავეხვევი სამინისტრომ რომ გაიგოს - ხო მაგრამ მაას, უკვე შორს ვართ.. - ტასო ძალიან გთხოვ, ნუთუ თქვენთვის არაფერს ნიშნავს ჩემი სიტყვები - როგორ არა მას, ძალიან გაფასებთ მაგრამ.. ასე ერთად პირველად წავედით და.. - ტასო, თუ ოდნავ მაინც მცემთ პატივს დაბრუნდით. -... - ტასო, გამაგდებენ მეთქი გოგო არგესმის?! - უკვე ყვირილზე გადავიდა - კარგით მას, დავბრუნდებით - უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ტელეფონი გაუთიშა.. - არა ვერ დავეწიე, სად გავარდნენ ასე ვერ გავიგე - სირბილისგან გულამოვარდნილი ძლივს შემოვიდა დერეფანში თორნიკე - აღარაა საჭირო, მალე მოვლენ - კმაყოფილი მზერა შეაგება და ოდნავ ჩაიღიმა ლაშამ - ჰა? ღადაობ? - არა 10წუთიც არ იყო გასული სკოლაში რომ მოვიდნენ ბავშვები, სასწრაფოდ კლასში აიყვანა თორნიკემ და სამინისტროს ხალხიც რომ იტყვიან 'ფეხებში მოჰყვა'. ლინდას დანახვისას გულში უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა ლანას. მართალია მთელი დღე დირექტორის კაბინეტში ისხდნენ თუმცა მაინც ნერვები ეშლებოდა. დარბაზიდან გამოდიოდა როცა პირდაპირ შეეჩეხა კარებში - გამარჯობა ლანა - გამარჯობა - ნაძალადევად გაუღიმა - მე ლაშას სანახავად მოვედი, არაა აქ? _ ოდნავ გაუღიმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა - როგორც ხედავ, აქ მხოლოდ მე ვარ. ისე, ვფიქრობ აქ შესაფერისი ადგილი არცაა მის სანახავად - ბრაზს ძლივს იკავებდა და სურვილი იმისა რომ თმებით ეთრია, უფრო უმძაფრდებოდა - რატომაც არა - უეცრად მიუახლოვდა ლაშა და ლინდას გაუღიმა - გაკვეთილი არმაქვს, გარეთ გავიდეთ? - ოქეი კინაღამ გაგიჟდა ლანა. უკვე ვეღარ გაიგო სპეციალურად იქცეოდა ასე თუ მართლა სიამოვნებდა იმ გოგოსთან ერთად ყოფნა. მთელი დღე ნერვებმოშლილი დადიოდა, ვეღარც გაკვეთილს დაუდო გული და ვეღარც ვერაფერს. როგორც კი საშინლად გრძელი დღე დამთავრდა, სკოლიდან გამოვიდა და სიგარეტი ამოიღო. ახლომდებარე პარკში ფეხით გავიდა, სკამზე ჩამოჯდა და მოწევა დაიწყო - არარსებობს - მოულოდნელად წამოადგა თავზე ლაშა და მის გვერდით ჩამოჯდა - ეწევი თუ მეჩვენება? - ახლა მის თითებში მოქცეულ სიგარეტზე გადაიტანა მზერა - აქ რაგინდა? - კითხვა დააიგნორა და მზერა აარიდა - უკან მოგყვებოდი - ლინდას გაყოლოდი ჯობდა - ნაძალადევად გაუღიმა და მწვანე თვალები შეანათა - გიხდება ეჭვიანობა.. - ტუჩებთან მიტანილი სიგარეტი მოაშორა და მოწყვეტით აკოცა - რასაკეთებ - არ მოწიო, დამოკიდებული გახდები - რა.შენი.საქმეა. - დაუმარცვლა და მაშინვე ფეხზე წამოხტა. . მთელს სხეულში უცებ დაუარა უსიამოვნო ტალღამ. მაშინვე ადგა ლაშაც და წელზე მოხვია ხელები - ლინდა არ მომწონს, უბრალოდ შენი რეაქცია მაინტერესებდა- გამომცდელად შეხედა სრულიად ფერდაკარგულ გოგოს - რათქმაუნდა, ტელეფონზე ვისაც ესაუბრებოდი ის მოგწონს- რაღაც ძალიან ბავშვურად რომ გამოუვიდა მიხვდა და მაშინვე გაიფიქრა ნეტავ არ მეთქვაო - ეგ ჩემი და იყო -ოდნავ ჩაიცინა მაშინვე წარბები შეკრა ლანამ, გულის რაღაც ნაწილში ძალიან გაუხარდა რომ ის არ იყო რაც იფიქრა, მაგრამ შეეცადა არ გამოეხატა. მაშინვე დაუსხლტა ხელებიდან და გაიქცა.. ბოლოს როდის გაუხარდა ასე რამის გაგება აღარც ახსოვდა. მთელი დღე ზღვის სანაპიროზე გაატარა, რამდენიმე საათი იჯდა და ფიქრობდა მისი აქ ჩამოსვლის დღიდან დღემდე ყველაფერი დეტალურად გაიხსენა. მის სხეულს უცნაური გრძნობა კვლავ არ ტოვებდა. არიცოდა რა უნდოდა და ეს ყველაზე მეტად აგიჟებდა. ის ეთამაშებოდა? ცდილობდა გამოეწვია? პირველი ნაბიჯის გადადგმას მოელოდა მისგან? უკვე აღარიცოდა რა ეფიქრა. სერიოზული ურთიერთობა რომ სდომებოდა, ამას ეტყოდა. ხომ ეტყოდა? სულ თუ არაფერი იგრძნობდა მაინც. სახლში წასვლა რომ დააპირა, უკვე ბინდდებოდა, ტაქსში ჩაჯდა და ისევ ფიქრებში გადაეშვა. მასთან ერთად ყოფნა უნდოდა, მერე ინანებდა, ძალიან ეტკინებოდა თუმცა მაინც უნდოდა. უეცრად შეუცვალა ტაქსს მიცემული მისამართი და თავი დაარწმუნა იმაში რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. 7ხდებოდა მანქანა მაღალი კორპუსის წინ რომ გაჩერდა. იქიდან გადმოსულმა, კიდევ ერთხელ, რაღაც შიშისმაგვარი იგრძნო სხეულში, მაინც არ გაჩერებულა, დასახულ მიზანს ბოლომდე მიჰყვა და კიბეები შეუსვენებლივ აირბინა. საშინლად დაღლილმა დარეკა კარზე ზარი. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე დანებებას აპირებდა კარი რომ გაუღო ლაშამ - არარსებობს - გაკვირვებულმა მოისვა თვალებზე ხელი ლანას დანახვისას - არსებობს. რაღაც უნდა გითხრა - მთელი ძალა მოიკრიბა და თვალებში შეხედა - მოდი..-გაეცალა და სახლში შემოატარა.. შედარებით დალაგებული ეჩვენა მისაღები ლანას.. აღარც უწესრიგოდ მიმოფანტული ნივთები იყო აქეთ-იქით. ქურთუკი სკამზე გადაკიდა და მაგიდას მიეყრდნო - აბაა? - უცებ შემოვიდა ლაშაც - ისე..კი ვიცოდი, რომ მოხვიდოდი მაგრამ არც ასე მალე გელოდი ლანამ ღრმად ამოისუნთქა, მთელი ძალა მოიკრიბა და ისე დაიწყო ლაპარაკი - ვიცი რომ არ გიყვარვარ, არც გთხოვ რომ შემიყვარო. არც მე არ მიყვარს საკუთარი თავი... არაქვს მნიშვნელობა რა სტატუსი მექნება.. არ მაინტერესებს, ვიქნები შენთან ერთად სანამ არ მოგბეზრდები.. - ბოლო სიტყვებზე მოწოლილი ცრემლები ძლივს შეიკავა, რამდენიმე წამის განმავლობაში გაოცებული უყურებდა ლაშა. - ლანა მე სხვადასხვა მიზეზები მაქვს იმისა, თუ რატომ არ შემიძლია შენთან სერიოზული ურთიერთობა და ეს მიზეზები არანაირ კავშირში არაა შენთან. დღევანდელ საქციელსაც ძალიან ვნანობ. არუნდა ვთამაშობდე შენს გრძნობებზე, ვიცი სულელურად გამომივიდა, ჯერ გიწვევ მერე ხელს გკრავ, მაგრამ არმინდა რომ გული გეტკინოს.. - ამაზე მეტად ვეღარ მეტკინება.. - ხო უკვე ძალიან გატკინე - ბრაზმორეულმა მოისვა შუბლზე ხელი - არა.,არაფერ შუაში ხარ, მეც ჩემი მიზეზები მაქვს. მისმინე.. - მათ შორის მანძილი დაფარა და ისევ დიდი ძალისხმევით შეხედა თვალებში - მართლა არ მაინტერესებს საყვარელი მერქმევა თუ რა.. არც მე არ მინდა ამ ურთიერთობისგან მეტი. ასე რომ არ მეტკინება.. - ბოლო სიტყვები ძლივს თქვა და იგრძნო როგორ დაუარა მთელს სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა. ეტკინებოდა, როგორ არ ეტკინებოდა მაგრამ არ უნდოდა ამის აღიარება, თავი ჩახარა და ძლივს ამოისუნთქა. - დარწმუნებული ხარ? არმინდა მერე ინანო.. -ნიკაპქვეშ შეუცურა თითები და თავი ააწევინა, არაფერი იკითხებოდა მის თვალებში - არ ვინანებ.- შეეცადა მტკიცედ ეთქვა, თუმცა მაინც შეეპარა ბზარი ხმაში. მთელი ძალით ჩაეხუტა და ხარბად შეიგრძნო მისი სურნელი. არსად გრძნობდა თავს ისე დაცულად როგორც მის მკლავებში, მისი გულისცემა ესმოდა და გრძნობდა რომ წლების შემდეგ პირველად იყო ბედნიერი. სადღაც წაკითხული და ათასჯერ მოსმენილი ფრაზა რომ 'ზოგჯერ ადამიანს ძალიან ცოტა ჰყოფნის ბედნიერებისთვის' გამართლდა. არაფერ ნეგატიურზე აღარ უნდოდა ფიქრი..თითქოს მის გულში გაზაფხული დადგა, ისევ გაიღვიძა ბუნებამ, ისევ დაინახა ენძელები. ისევ შეეძლო მოესმინა ჩიტების საამური ჭიკჭიკისთვის. შუაღამე გადასულიყო, ვერაფრით შეძლო დაძინება ლანამ, მის გვერდით იყო, მის სურნელში ჩაძირულს არაფერზე ეფიქრებოდა თუმცა მაინც იყო რაღაც რაც მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. თვალები დახუჭა და უეცრად ევა წარმოუდგა თვალწინ, მისი მუდამ წყლიანი თვალები, პატარა ხელები, და საავადმყოფო ამოუტივტივდა გონებაში, შეშინებული წამოხტა და პირზე ხელები აიფარა რომ არ ეყვირა. ცრემლებმა უნებართვოდ გაიკვლიეს გზა მის ლოყებზე. მთელი სხეულით ცახცახებდა, თითქოს ისევ გაეხსნა მრავალჯერ გაკერილი ჭრილობა. მაშინვე წამოჯდა ლაშაც, თავიდან უმოქმედოდ ადევნებდა თვალს მის ქცევას თუმცა, მისი ტირილი რომ მოესმა ვეღარ მოითმინა და მხარზე დაადო ხელი. - ლანა... უეცრად შეხტა, ცრემლები მოიწმინდა და უფრო მჭიდროდ აიკრო სხეულზე საბანი - რაგატირებს.. - ჩამრთველს საწოლიდან მისწვდა და უეცრად განათდა ოთახი - არაფერი, ცუდი სიზმარი ვნახე. დაივიწყე - სწრაფად იცრუა და უღონოდ დაეშვა საწოლზე - სიზმარი? რამდენიმე საათია გაკვირდები და არ გძინავს, მერე უეცრად ტირილს იწყებ და მეუბნევი რომ დავივიწყო? - რაში გაინტერესებს ჩემი ცხოვრება, მე ხომ უბრალოდ შენი საყვარელი ვარ - ირონიულად გაიცინა და ისევ წამოჯდა. რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად რომ ზედმეტი თქვა და ამჯერად სინანულით სავსე მზერით შეხედა. რამდენიმე წუთი უაზროდ უყურებდა ლაშა, არასოდეს ენახა მსგავსი გოგო. საშინლად პირდაპირი და ამავდროულად მორიდებულიც. ტკივილით და პრობლემებით სავსე მაგრამ მხიარულიც. ზოგჯერ მაინც ისე ოსტატურად შეეძლო თავი უბედნიერეს ადამიანად მოეჩვენებინა, მსახიობი გეგონებოდათ. - ვერ გცნობ ლანა - მცირე ხნის დუმილის შემდეგ წამოიწყო და ოდნავ გაიღიმა - ხო საყვარლები ვართ ძალიან მოგწონს ამ სიტყვას რომ ხმარობ ხოლმე? - უეცრად შეეცვალა გამომეტყველება და მაშინვე დასერიოზულდა. საშინლად გაუხშირდა გულისცემა ლანას და ნერვიულად მოისვა თმაზე ხელი - მე შენთვის არაფერი დამიძალებია, გაიხსენე, თვითონ მოხვედი ჩემთან - მაპატიე. არვიცი რას ვლაპარაკობ. - წამიერად შეხედა და მერე ისევ დაწვა, ბალიში მოიქცია ხელებში და მაგრად ჩაეხუტა. სულ მალე ცივი ხელების შეხება იგრძნო მუცელზე და ოდნავ გაეღიმა - ნანობ რომ ამ ურთიერთიბას დათანხმდი? გულწრფელად მითხარი გთხოვ..- ძალიან ჩუმად უჩურჩულა ყურთან და საფეთქელზე აკოცა - არა..არაფერ შუაში ხარ მართლა - თვითონაც ჩუმად უთხრა და ბალიშში ჩარგო თავი. - თუ გინდა გავჩერდეთ, გვიანი არ არის - არ მინდა აღარაფერი უთქვამს ლაშას, ასე ერთმანეთზე ჩახუტებულებმა დაიძინეს.. დილას მაღვიძარას ხმამ ორივეს აიძულა გაღვიძება, უკვე დილა იყო და ოთახში ისევ სინათლე ენთო. ორივეს გაეღიმა იმაზე რომ გუშინ არცერთს არ უფიქრია გამორთვა და ასე სინათლეში დაძინება ამჯობინეს - რომელი საათია - ჯერ კიდევ გათიშული ძლივს წამოიწია ლანა და ტელეფონს დასწვდა - 8 იქნება - თვალები დახუჭა და საბანი გადაიფარა - ხო რვაა, ადექი სკოლაში უნდა წავიდეთ, პირველი გაკვეთილი მაქვს. - სასწრაფოდ დაიწყო ჩაცმა და რომ მიხვდა ის არ ინძრეოდა ნერვებმოშლილმა გადახადა საბანი - ლაშა კარგი რაა - აუ მეძინება - და სკოლა? ადექი ასე არ გამოვა - ზემოდან დააცქერდა და ისეთი ბავშვური თვალებით შეხედა, ღიმილი ვეღარ შეიკავა ლაშამ - კაი ვდგები კმაყოფილი ღიმილით მოშორდა ლანა და მისაღებში გავიდა, ჩანთიდან ყველა მაკიაჟისთვის საჭირო ნივთი ამოყარა და თავის მოწესრიგებას შეუდგა, ბევრი დრო არ დასჭირვებია მალევე მორჩა საქმეს და მაგიდაზე შემოჯდა. 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ ვეღარ მოითმინა და ოთახში შეიჭრა, სარკესთან მდგარ წელს ზემოთ შიშველ სილუეტს რომ მოჰკრა თვალი მაშინვე სხვაგან გაიხედა. ვერიტანდა ასეთ მდგომარეობაში რომ უწევდა ხოლმე მისი ნახვა და მაინც თითქოს განგებ სულ ასე ხედავდა. - მაპატიე გავალ, უბრალოდ უნდა მეთქვა დაუჩქარეთქო - ნერვულად გადაისვა თმაზე ხელი და კარისკენ წავიდა - მოიცა.. ადგილზე გაყინა მისმა სიტყვამ, გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა და მის სხეულში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა - შენი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს, აქ დაგრჩა.. - გაუწოდა და მის რეაქციებს დაელოდა, ღრმად ამოისუნთქა ლანამ და ისე გამოართვა, ნომერზე მაია ეწერა. თვალები გაუფართოვდა და ნერვიულობისგან შოკი მიიღო. არ უფიქრია, მაიაზე არ უფიქრია. რას ეტყოდა? მოატყუებდა? არა, არ შეეძლო მისი მოტყუება. ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ჰყავდა. ვერ გაუგებდა, მის არჩევანს მხარს არ დაუჭერდა. მერე რა ელოდა თვითონაც არ იცოდა. ვერ უპასუხა და მხოლოდ შეტყობინება გაუგზავნა დაკავებული ვარ და საღამოს დაგირეკავო. ნერვიულობისგან ძლივსღა სუნთქავდა, კედელს მიაყრდნო თავი და ერთ წერტილს გაუშტერა მზერა - ჯერ დრო გვაქვს, გარეთ ვისაუზმოთ? _ ქურთუკით ხელში მიუახლოვდა ლაშა - შენი არვიცი და მე დილაობით არ ვჭამ ხოლმე - მხრები აიჩეჩა და თვითონაც აიღო ქურთუკი - რატო დიეტა და რამე? - ოდნავ ჩაეღიმა - არა, უბრალოდ - ბრაზმორეული პირველი გავარდა სახლიდან. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მაიაზე ფიქრობდა. საკუთარი თავი არ ანაღვლებდა ისე როგორც მამიდა, რომელმაც მთელი ცხოვრება მას შესწირა. ისე იყო ფიქრებში გართული ვერც კი მიხვდა როგორ მივიდნენ სკოლამდე, რეალობაში ბავშვების ჟრიამულმა დააბრუნა. სკოლის წინ შეგროვილიყვნენ და გაკვეთილის დაწყებამდე შიგნით შესვლას არავინ ფიქრობდა. ციოდა, საშინლად ციოდა. როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, ზამთრის სუსხი იგრძნო. ხელები ჯიბეებში ჩამალა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა შესასვლელისკენ. არ გაჰყოლია ლაშა, შორიდან უყურებდა და ცდილობდა მისი ფიქრები ამოეცნო. როგორც კი თვალს მიეფარა თვითონაც შევიდა ეზოში - გამარჯობა მას - ფიქრებში გართულს ყრუდ ჩაესმა მოსწავლის ხმა და თავი ასწია - გამარჯობა - მას, ქეთევან მასწავლებელმა გადმოგცათ როგორც კი მოვა ჩემთან შემოვიდესო - კარგი, მადლობა გვერდი აუარა და პირდაპირ დირექტორის კაბინეტისკენ აიღო გეზი. უკვე ხვდებოდა რის გამოც იბარებდა ქეთევანი და მოსალოდნელი ჩხუბის მოსასმენად სულიერად და მორალურად მოემზადა. კარზე დააკაკუნა და ნებართვის შემდეგ შევიდა, თუმცა ერთი ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ მოახერხა როცა კაბინეტში მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებულ 34 ბავშვი დახვდა. მათ წინ რუკის ჯოხით ხელში იდგა ქეთევანი, ბრაზისგან სახე მთლიანად ალეწილი ჰქონდა, სათვალე თმაზე აეტანა და ახლა უფრო კარგად შესამჩნევი იყო მისი ბრაზისგან ანთებული თვალები - აი თქვენი ცანცარა დამრიგებელიც მობრძანდა.. - ირონიულად ჩაიღიმა და კიდევ ერთხელ მოავლო ბავშვებს თვალი, ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა და ბავშვებს მიუახლოვდა - რახდება - ჩუმად უჩურჩულა ტასოს, რომელსაც ეტყობოდა უკვე ფეხზე ძლივს იდგა და უაზროდ ატრიალებდა თვალებს - რა უნდა ხდებოდეს, ვილანძღებით - ცალი წარბი მაღლა ასწია და ხელები დაიკრიფა გოგონამ - თქვენ მე მომკლავთ! გადამიყოლებთ ამ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ქალს! - ფეხსაცმლის ქუსლი მთელი ძალით დაარტყა იატაკს ქეთევანმა და ყვირილი გააგრძელა - ქალბატონო ქეთი, რის გამო არიან ჩემი ბავშვები გაკვეთილის მიმდინარეობის დროს თქვენს კაბინეტში? - საათს დახედა ლაშამ - გუშინ ამათმა შატალომ 10წლის სიცოცხლე მომაკლო, ნერვიულობისგან გავთავდი ქალი! სამინისტროს ხალხი რომ შეგხვედროდათ ქუჩაში სად მიდიოდით გამაგებინეთ!? გუშინ ვერ მოვიცალე თქვენთვის და ამათ ეგონათ გადავრჩითო - ქალბატონო ქეთი, ძალიან გთხოვთ.. - რას მთხოვ რას. მომისმინე ლაშა, შენი გათამამებულები არიან ეს ბავშვები. თავზე მახტებით და არაფრად მაგდებთ. ვინ ვარ მე, ვინ ვარ ბოსტნის საფრთხობელა?! ყველას სიცილი წასკდა დირექტორის სიტყვებზე - ნუ იცინით! თავხედები ესენი. რაღადროს თქვენი შატალოა შვილო მეთორმეტე კლასში ხართ, რით ვერ გაიზარდეთ გამაგებინეთ! - დასამახსოვრებელი შატალოს მოწყობა გვინდოდა მას და.. - გაჩუმდი! უსირცხვილოები ესენი, კიდევ რომ მეპასუხებიან. თქვენ გამიგიჟეთ ა) კლასი. იმათზე ერთი ცუდი არასდროს გამიგია, თქვენ კიდე.. სადაც არუნდა წავიდე ყველგან თქვენზე მესმის საყვედური. რა ხართ ასეთი გიჟები და გადარეულები. ოო პრინციპში რაგენაღვლებათ დამრიგებელიც თქვენნაირი შეგხვდათ - ქალბატონო ქეთი საკმარისია, გაუშვით ბავშვები გაკვეთილზე - შენ გაჩუმდი. მასწავლებელი არ მინახავს ბავშვებს შატალოზე სიხარულით აცილებდეს - ახლა ლაშას დაუწყო გალანძღვა ქეთევანმა- ცანცარა ხარ ამხელა ბიჭი, ვერც შენ გაიზარდე. განა არ ვიცი? თითსაც არ გაანძრევდი სამინისტროს ხალხი რომ არ მოსულიყო. - ხოო არ გავანძრევდი. მაპატიეთ მაგრამ თქვენ რა არასოდეს ყოფილხართ ბავშვი? შატალოზე არ წასულხართ? - შვილოო! ეგ ერთიდაიგივე არ არის. ტვინის მაგივრად დაკუჭული ქაღალდი გიდევს? !მასწავლებელი ხარ მასწავლებელი, თავი ისევ ამათი ტოლი გგონია?! - ვიცი რომ მასწავლებელი ვარ, მშვენივრად ვიაზრებ მაგრამ მათაც აქვთ უფლება გაერთნონ. სხვა რა დარჩებათ სკოლის წლებისგან? წარსულში რომ გამოიხედავენ თალესის თეორემას გაიხსენებენ ტკბილად თუ შატალოს? - ლაშა ნუ გამაგიჟე შვილო! - მერე არ გაგიჟდეთ ქალბატონო ქეთევან, მე გეუბნევით გაგიჟდით მეთქი? პირდაპირ კარისკენ დაიძრა ლაშა და ბავშვებს თვალით ანიშნა გამომყევითო - ოქმს დაგიწერ ლაშა! ამისთვის ოქმს დაგიწერ - დაიქუხა ქეთევანის ხმამ და ბოლოს გასულ მოსწავლეს მკვლელი მზერა გააყოლა. ნერვებმოშლილი შევარდა სამასწავლებლოში ლაშა და მისდა გასაკვირად მხოლოდ თორნიკე დახვდა იქ. დივანზე იჯდა ფეხები მაგიდაზე შემოელაგებინა და ტელეფონში თამაშობდა. კარის ხმა რომ გაიგონა ოდნავ აწია თავი და მერე ისევ თამაშს მიუბრუნდა - სად დადიხარ - არც შეუხედავს ისე უთხრა - ქეთევანს ვეჩხუბე. მესამე მსოფლიო ომი მოაწყო კაბინეტში - მის გვერდით დაჯდა და თავი უკან გადასწია - ხოო მეც გამლანძღა წეღან. დაიკიდე ქეთევანს არ იცნობ? ერთი-ორი დღე და გადაუვლის -ტელეფონი გვერდით გადადო და ინტერესით აათვალიერა - ყელში ამომივიდა თორნიკე, გეფიცები გაძლება აღარ შემიძლია უკვე - ხოდა სხვა თემაზე ვისაუბროთ. მაგალითად დილას შენ და ლანა ერთად მოხვედით - წარბები აათამაშა და ოდნავ ჩაიღიმა - მერე რა? გზაში შემხვდა და წამოვიყვანე - უცებ იცრუა და მზერა აარიდა - ხო აბა რა. შენ, თვით კარჟალოვმა უბრალოდ წამოიყვანე და მეტი არაფერი - ვერგავიგე, კიდევ რას ელოდები? - იმას რომ მითხრა სიყვარულის ცეცხლში ვიწვი თორნიკე, მან ჩემი სული გააფერადა, ყველგან მას ვხედავ, გულში, გონებაში. მიყვარს და ერთი დღეც არ შემიძლია მის გარეშე - სრული სერიოზულობით თქვა და პასუხს დაელოდა. 2წუთი გაშტერებული უყურებდა ლაშა, მერე უეცრად სიცილი წასკდა. გიჟივით მარტო იცინოდა და ძლივსძლივობით გაჩერდა - ბიჭო შენ ხოარ გაკლია ტო? - როგორც კი ოდნავ დაწყნარდა მაშინვე წამოიწყო - სად ისწავლე მასე მხატვრულად ლაპარაკი - ოო რაა, მე სერიოზულად გეუბნები - მეც სერიოზულად გეუბნები, არაფერი არ ხდება. რაც შეეხება სიყვარულს გითხარი არარსებობს მეთქი და ჯიუტად მაინც იგივეს იმეორებ - რას ჩაიციკლე არარსებობს არარსებობსო, არსებობს და რომ გამოცდი მერე გამოჩნდება ვინ იყო მართალი - გამოჩნდეს - გამოჩნდება - გამოჩნდეს - გამოჩნდება - გამოჩნდეს - ე ბიჭო გამოჩნდება მეთქი ვაახ - ნერვებმოშლილმა წამოიყვირა თორნიკემ - რახდება რა გამოჩნდება? - უეცრად შემოვიდა სამასწავლებლოში ლანა, ჟურნალი მაგიდაზე დადო და მიუახლოვდა - არაფერი ლანკა, ტიპური კარჟალოვი _ ღრმად ამოიოხრა თორნიკემ - და არანაკლები მაჩაიძე - მხარზე ხელი დაჰკრა ლაშამ და წამოდგა, ნელ-ნელა სხვა მასწავლებლებიც შემოვიდნენ და ერთდგვარი ქაოსი შეიქმნა, ჟურნალების ძებნა, ჭორაობა, არ წყდებოდა ლაპარაკი მოსწავლეებზე, საშინლად აღიზიანებდა ლაშას ასეთი რაღაცეები და გაკვეთილის დაწყებამდე ეკლებზე იჯდა - არვიცი რავქნა, ნიშანს ვერ დავუწერ. ძალიან ჩუმი ბავშვია, საერთოდ არ აქტიურობს, რომ იტყვიან სიტყვებს ძალით ვწიწკნი - ირონიული ტონით საუბრობდა გეოგრაფიის მასწავლებელი - არ მელაპარაკები, ასეთი რამე გინახავთ? უკვე მეთერთმეტე კლასშია როდისღა უნდა ამოიდგას ენა - ოდნავ ჩაიცინა და მასწავლებლებს მოავლო თვალი, ყველა გაფაციცებით უსმენდა - რას ამბობ ლელა, ეგ თიკა ჯაში არაა? ჩემთანაც მასეთია გოგო - მხარი აუბა ქიმიის მასწავლებელმა - ნიშანი კარგად უნდა და მთელი გაკვეთილი მუდოსავით ზის - ჩემთან დავალებებს წერს, გაკვეთილი ყოველთვის იცის. უბრალოდ სიტყვას არ გეტყვის თუ არ ჰკითხე - თავი გადააქნია ბიოლოგიის მასწავლებელმა - სადამდე უნდა ვათრიოთ, დედამისი ვერ ხვდება რომ სამკურნალოა? მეცხრედან მაინც გაეყვანათ - ახლა ქართულის მასწავლებელმა ჩაიღიმა - გაუნათლებლები არიან რას მიხვდებიან დიდხანს ითმინა ლაშამ, ბოლოს კი მოთმინების ფიალა აევსო - საკმარისია! - იმხელა დაიყვირა, წამსვე გაჩუმდა ყველა, მზერა ფანჯარასთან მდგარ მასწავლებელს მიაპყრეს - ჩემზე უფროსები ხართ და პატივს გცემთ, მაგრამ სირცხვილია უკვე, ჭორბიუროდ აქციეთ აქაურობა. ვინ ხართ თქვენ რომ ბავშვზე ასე საუბრობთ? ვინ მოგცათ უფლება რომ მას ზურგს უკან დასცინით? - ტონს დაუწიე ლაშა, შენზე უფროსები ვართ. - ცალი წარბი აწია გეოგრაფიის მასწავლებელმა - ხოო? ფეხებზე! თქვენ რა ხალხი ხართ. პირში უცინით და ზურგს უკან ლანძღავთ. ძალიან კარგი გოგოა თიკა, გასაგებია? უფრო მეტიც ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე სკოლაში - ხოო? და შენ რაიცი? გოგონა რომელსაც იცავ ერთი ჩვეულებრივ მუდოა, რომელსაც თუარ ჰკითხავ არ გაინძრევა - და რომ ჰკითხოთ მოკვდებით ქალბატონო მანანა? არ გაქვთ ბავშვის დამცირების უფლება. შეიძლება თქვენმა ერთმა დაუფიქრებელმა რეპლიკამ მას ცხოვრება გაუნადგუროს. ამაზე არ გიფიქრიათ? არ იცით რამხელა როლი აქვს მასწავლებელს ბავშვის ცხოვრებაში? ამ ყველაფრის შემდეგ თავს მაინც მასწავლებელს უწოდებთ და.. - ოდნავ ჩაიცინა- ყველაფერი ხართ მის გარდა. - რაა? თავხედო! როგორ მიბედავ! ვიღაც ღლაპის გამო რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობ, კოლეგებს უპირისპირდები? - ბავშვს რომელსაც ღლაპს უწოდებთ, შეუძლია თავისი კუთვნილი უფლებები გამოიყენოს და აი მერე ვნახავთ როგორ შეძლებთ მის დამცირებას - როგორ არ გრცხვენია, დგახარ და გვიყვირი. ზრდილობა არ გასწავლეს? _ ფეხზე წამოიჭრა გეოგრაფიის მასწავლებელი - მართალი ბრძანდებით. ძალიან მრცხვენია ქალბატონო ლეილა, მაგრამ იმის გამო რომ თქვენნაირ მასწავლებლებთან ერთად რომ ვმუშაობ. - ზიზღნარევი მზერა მოავლო თითოეულს, მათ შორის თორნიკეს და ლანას რომლებიც გაქვავებულივით იდგნენ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ. გარეთ გავარდა და კარი ძლიერად მოიჯახუნა - უზრდელი - კბილებში გამოსცრა ბიოლოგიის მასწავლებელმა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.