შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი შეუღლება (სრულად)


8-09-2020, 21:00
ავტორი 13.
ნანახია 11 220

-5 წელია აქ ვმუშაობ და მსგავსი ჯერ არ მომისმენია! თუ არ უნდათ, სუ ნუ იხდიან ამ ქორწილს რესტორანში. ერთმანეთი თუ არ უყვართ, ვაბშე ნუ იწერენ ჯვარს! რა უბედურებაა ყველა დეტალის ჩვენზე გადმობარება. აზრზე ხარ? მხოლოდ ის თქვეს, მარტში 650 კაცზეო. თანხაც არ დაუსახელებიათ, სულ ერთიაო, მოგვაძახეს! ნიძლავს დავდებ, ეგენი ისეთი შეუთანხმებლები არიან ერთმანეთში, შვილს ნათლიები შეურჩევენ სახელს, ბინის ინტერიერს ბიჭის დედა გააკონტროლებს და მათი მეგობრები, როდის სად წავიდნენ, იმის გეგმას შეუდგენენ. მერე ვინმე "ჭკვიანი" გამოხტება, ცოლ-ქმრიდან რომელიმეს, მეორის ნაკლს დაანახებს და ჩაუბეჭდავს ტვინში, რომ მას ასეთი მეუღლე არ დაუმსახურებია და ერთმანეთს დაშორდებიან, განსხვავებულად ქორწილისა. ასეთი ზარმაცი ხალხი, მეორე არ მინახავს. ტიპებს ფიქრიც კი ეზარებათ და საერთოდ ბავშვს როგორ გააკეთებენ. რა რაფერი უნდათ, ეგეც არ ვიცი. საერთოდ რომელი ტონალობა სძულთ ისიც კი არავის უთქვამს, რომ თვალში არ მოხვდეთ რაიმე ზედმეტი. არც ის ვიცი, როგორი სიღერები იზიდავს წყვილს და როგორი ცეკვები. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია და ყველაფერს ბედი წყვეტს! თოკა “უფროსი” დამპირდა, ეს საქმე მოაგვარე და ქორწილის დღეს სიტუაციის კონტროლში ლუკა დაგეხმარებაო, დაცვის წევრი. გეგონება ის დაცვის ბიჭი გულზე მალამოსავით მედება. მსგავსი აუტანელი თანამშრომელი მთელ ოფისში მეორე არ დადის! 10 დღე დარჩა მარტამდე, ტვინავ? - ყავის ჭიქა თავის სამუშაო მაგიდას დაახეთქა, ოფისის ჭერს ახედა და თვალები დახუჭა - ღმერთო, ოღონდ ახლა გამაძლებინე და სუ თავს დავანებებ ამ ლუკას თუ ბუკას!
-ნენე, მეღადავები ხო?
-ძალიან მეღადავება ეტყობა. როჟებმა გენდობითო, ყველანაირად. რათ მინდა მაგათი ნდობა თუ მაგის გემოვნებაში ვერ ჩავჯდები? მერე ვიღაცას რაღაცა არ მოეწონება და ესენიც კიდე მხოლოდ ჩემკენ კიარა, მთელი კომპანიისკენ გამოიშვერენ ხელს, მათი ბრალიაო იტყვიან. ამათ გამო სახელი რატომ უნდა შევილახოთ? მაგათი ფული, ამდენი ნაწვალების ხარჯზე მოპოვებული სახელის გასაფუჭებლად მიღირს? ჩვენ ოფისს სჭირდება? არ სჭირდება, გესმის? არა! მაგრამ ამ ჩვენ იდიოტ "უფროსს" კ.იდია აქაურობა. თოკასთვის მთავარია ტყავის სავარძელში იჯდეს და გვაკონტროლოს. რაც გოგას ადგილი დაიკავა არაფერი გაუკეთებია სასიკეთო. კიდევ 1 თვე უნდა ვასრულო მისი ბრძანება, როცა აქამდე ყოველთვის მე ვიყავი ყველას უფროსი. მაშინ გოგა მე მენდობა იმდენად, რომ ლამისაა მეწილება შემომთავაზოს და ამ დროს თანამშრომლების მიღება-გაშვებას კი არ წყვეტს უჩემოდ, აზროვნებ?
-ყველაფერს გადაიტან. მე შენი მჯერა. ოფისსაც სჯერა. ჩვენ შენი გვწამს და გენდობით. ამ ქორწილსაც გაუმკლავდები, გოგას შემცვლელსაც გადაიტან და ლუკას უხამსს მზერასაც გაუძლებ. აი ნახავ, ყველაფერს ისე გააკეთებ, რომ სტუმრებს ენებს დააყრევინებ, ნაკლს ვერ გიპოვიან, ნენე. ყველაფერი უნდა შესთავაზო მათ. ყველაფერი ის, რაც უცხო და მდიდრულია. და ყველაფერი ის, რაც არ ყვირის, მაგრამ ყველა დაინახავს. სუ შენი ხედვით, უძლიერესი გამოგივა, ვიცი. იმის მაგივრად, რომ ახლად შეუღლებულებზე ისაუბრონ, შენ ორგანიზებულ საღამოზე აიშლებიან და გადაკვდებიან. სულ დაავიწყდებათ სად არიან. ახლა დაოკდი, სახლში წადი, კარგად გამოიძინე და რომ გაიღვიძებ, მუშაობა დაიწყე. აი ნახავ, ხვალ უკვე ყველაფერი გადავლილი გექნება. მე გპირდები ამას. - კატოს ხმაში იმდენად დიდი დამაჯერებლობა იგრძნობოდა, რომ თვით აფეთქებული ნენე გადრანიც კი დაარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში.
თანამშრომლის თბილ ღიმილს სევდიანი თვალებით უპასუხა, თითქოს კიდევ დახმარებას ითხოვდა მისგან.
კატომ კაბინეტი რომ დატოვა, ნენეც ფეხზე წამოდგა, ტყავის ქურთუკი ჩაიცვა და შენობა დატოვა.
ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო თავიდან, თავის საქმეს უსიტყვოდ ასრლებდა და მერე ცდილობდა კოლეგებს დახმარებოდა. დროთა განმავლობაში იმდენად შეივსო მისი ცოდნა და შესაძლებლობები, რომ თითქმის მთელი ოფისის საქმიანობა იცოდა. ნებისმიერ დროს შეეძლო ნებისმიერი თანამშრომლის შეცვლა. გოგა, მთელი ორგანიზაციის უფროსი, ამ ყველაფერს ხედავდა და მაქსიმალურად უწყობდა ნენეს ხელს. ყოველთვის ამაყობდა გოგა ნენეს შესაძლებლობებით, ნელ-ნელა რთული თემები შეაპარა ნენეს საქმეს, მაინც არ გატყდა გადრანი და მაშინ გოგამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ მთელ ოფისში გოგას შემდეგ ნენე უნდა მდგარიყო. ნენეს დაწინაურების შემდეგ, ერთად უძღვებიან საქმეს უკვე წელიწადზე მეტია. ნენეს ახირება იყო ზედმეტი ხალხის მოშორება სამსახურიდან,
"უსაქმურები არიან, მოდიან ჭორაობენ, ყავას სვამენ და მიდიან. ჩვენ თანამშრომლებს გასართობად კლოუნები არ სჭირდებათ, ხელის შემშლელია და საქმეც ფუჭდება. დასასველებლად ცოტა ხნით განმარტოვებაზე არავის დაუწერებია დახვრეტა, მაგრამ სულ უმუშევრობა? ის თანხა, რასაც მათ ვურიცხავთ ანგარიშზე, მუშა ხალხს რომ გადავუნაწილოთ, ჯობია. ასე უფრო შეკრული ჯგუფიც ვიქნებით და ძლიერი სააგენტოც." - დასკვნა გამოიტანა ნენემ გოგას წინაშე და არც მაშინ შემცდარა გოგა, როცა ნენეს ენდო.
ასე შეითავსა მთელი ოფისის საქმე ნენემ და ამ ეტაპზე ნახევარი ოფისის უფროსია თავად.
12 ხდებოდა რომ გაიღვიძა. დილა ცხელი ყავითა და აბაზანით დაიწყო. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და სამსახურში წავიდა.
ტრადიციულად, ახალი საქმის დაწყებისას არ დაუყენებია მაღვიძარა. გამოძინებული განახლებული ძალებით შეუდგა ახალ საქმეს. ღიმილით გამოშალა თავის კაბინეტში დაფა და გეგმა ჩამოწერა.
ყველას ყველაფერს კარგს სთავაზობდა, მაგრამ არასდროს ისეთს, როგორიც თავის ქორწილში უნდოდა ყოფილიყო. არც ახლა იზამდა საპირისპიროდ. რაც მოსწონდა გააკეთებდა ისე, ლამაზად, მაგრამ არა - გრანდიოზულად, როგორც მომავალში საკუთარს. ყოველთვის ჰქონდა გამორჩეულობაზე პრეტენზია.
ყველა კუთხით მსხვილი და საშუალო დეტალი განიხილა, მათი ფორმები, ფერები შეარჩია და კომპიუტერში აკრეფილი ამობეჭდა, ისიც დაფას მიამაგრა და კატოს დაუძახა.
-კარგად მუშაობ, სწრაფად მიიწევ წინ. - შეაქო ნენე და გაიღიმა.
-ვცდილობ, ნი. ხომ იცი, დაწყება ადვილია, მთავარი გაგრძელება და შედეგი.
-შენ ეგეც გამოგივა, როგორც ადრე.
-იცი? წუხელ ისიც ვიფიქრე, რომ მხოლოდ ფორმალურად ქორწინდებიან და მათთვის მთავარი სტუმრების დაპატიჯებაა, რომ თეთრ კაბაში ნახონ პატარძალი და, რომ ამიტომ არ აინტერესებს წყვილს ინტერიერი. უეჭველი ასე იქნება და ეს არ ვიცი საქმეს უფრო მეტად მირთულებს თუ - პირიქით. ვერ ვხვდები ინტერიერი წყვილის გემოვნებაში უნდა ჩავსვა თუ სტუმრებისაში და თან იმ დონეზე, რომ წყვილმა თავიანთი ურეაქციობით დარბაზის ყურადღება არ მიიქციოს.
-მთავარ ამოცანას ხსნი. უკვე ეტყობა საქმეს, წარმატებულობა. - მხიარული ხმით წაიმღერა კატომ და დივანზე მოთავსდა.
-თეთრი და იასამნისფერი ფერები იქნება, - 180 გრადუსით შემობრუნდა ნენე და სერიოზული ხმით ჩამოყვა გეგმას - შეიძლება ლურჯი და ვარდისფერი წვრილმანებიც, კესანეების ფერებში, მაგრამ ყურადღებას არ ვამახვილებ დიდად, მცირედიც საკმარისია. ტორტს შენ უნდა მიხედო, ზედმეტობების გარეშე უნდა იყოს მორთული. ერთ სართულს უფრო მეტი კრემი ჰქონდეს, ვიდრე მეორეს. ამასთან ერთად, შეგიძლია რაღაც დეტალი იასამნისფერში გაითვალისწინო და წვრილმანად დაამატო ვარდისფერი და ლურჯი. პატარძლის თაიგულიც ჩვენ გვაბარია და შესაბამისად, კესანეებს ავურჩევთ. პატარძალივით ნაზია და ვფიქრობ იმ გოგოს მოუხდება. დანარჩენ დეტალებსაც ამ თაიგულს ვუხამებთ. უნდა ეტყობოდეს, რომ პატარძლისაა მთელი დარბაზი. სიმღერებს და ცეკვებს ლევო მიხედავს ის უფრო მიხვდება რა როგორ მოუხდება ამ ყველაფერს. რაოდენობას და დროს ხვალ გავუგზავნი ელექტრონული შეტყობინების სახით. - ტყავის სავარძელში გადაწვა და დაფას შორიდან დააკვირდა - დარბაზის დიზაინს დღეს დავაწვრილმანებ და ხვალ შეკვეთას მივცემ, მერე მენიუს მივხედავ. 9 დღე დაგვრჩა.
-მომსახურე პერსონალი ?
-მაგას დიდი დრო არ სჭირდება, ზეგ დავთვლი რამდენი კაცი იქნება საჭირო და დანარჩენს ის იდიოტი მიხედავს. - თითი ზემოთ აიშვირა და მიმართულებას ახედა.
-ძალიანაც ნუ ენდობი მაგას. ყველაფერი ფეხებზე ახატია... გადაუმოწმე მერე ხალხი. ხო, მართლა, 2 დღის წინ რომ იყვნენ მოსულები, ჯერ კიდევ არასრულწლოვნები, 18 მარტს დაგეგმეს ქორწილი და პარალელურად, შეგიძლია ამაზეც იმუშაო, მითითებები ჩემთან დატოვეს.
-კარგი, დღეს ამას მვიხედავ მთელი დღე და ხვალ ან ზედ დღის გეგმას რომ ავასრულებ, გამოგართევ მაგასაც.
-გელოდები.
გადრანის ენერგიულად დაწყებული დღე კატასტროფულად დასრულდა. ამდენი ბოლოს როდის იმუშავა, არ ახსოვს. რეკორდულ დროში შექმნა ჩონჩხი და ხორცი შეასხა. დღის ბოლოს ოფისში სიტუაცია გადაამოწმა, როგორც გოგას თანაშემწემ. დროებითი შემცვლელი კიდევ არ გამოსულა კაბინეტიდან, მხოლოდ თავისი სკამიდან იძლევა შენიშვნებს, ყვირის და წივის. ნენემ 1-2_ს უსაყვედურა მობილურ ტელეფონზე გაუთავებელი არამიზნობრივი ჭორაობისთვის და საბუთებს მიუბრუნდა.
სახლში მისვლა, უვადო შვებულებად ეჩვენა. აბაზანაში შევიდა, სამზარეულო დალაშქრა და საყვარელ ბალიშს ჩაეხუტა.
მომდევნო რამოდენიმე დღე, შედარებით იოლი ეჩვენა. არ გასჭირვებია 2 საქმის ერთდროულად შესრულება და თანამშრომლების მეთვალყურეობა.
კატოს ტორტიც მოეწონა. ამ გოგოს ყოველ ჯერზე უფრო უკეთ გამოსდის საკუთარი იდეებისა და გემოვნების გამოვლინება. დაიხვეწა კიდეც.
ერთადერთი რაც იყო, არასდროს ამოწმებდა ლევოს არჩეულს, ამ სფეროში დაგროვილ შეკვეთებს ნებისმიერს ანდოდბა საკუთარი თავის გარდა. ამასთან ერთად იცოდა, რომ ლევო იმედებს არასდროს გაუცრუებდა.
ყველაფერი მოასწრო 10 დღეში. არაფერი გართულებია, მაგრამ ერთი დეტალი ნერვს უჭამდა, ხსიათს აშხამებდა - ლუკა. ორგანულად სძულდა ეს ადამიანი. მისი ამაზრზენი ხმა ყურიდან ტვინამდე აღწევდა, ნემსებივით ერჭობოდა და ორიენტაციის უნარს აკარგვინებდა გადრანს. ამის გამო გოგას შემცვლელს საბუთებიც კი გადაუფრიალა მაგიდიდან იატაკზე სიმწრით, მაგრამ პასუხი ერთი და იგივე იყო - "დაცვის ოფისმა აირჩია კადრი. მხოლოდ ლუკას უარის შემთხვევაში, სხვა იქნება შენი პარტნიორი, მანამდე, მე არაფერს შევცვლი." ლუკა კიდევ, გიჟი არ იყო. თავისი საქმე იცოდა, შედეგისთვის თავს არ ზოგავდა და უარს არ იტყოდა. ეს კიდევ უფრო აზიზღებდა გადრანს ლუკას თავს.
წვეულებამდე დახმარებაზე უარი თქვა, ყველაფერს ჩემით მივხედავო. თოკამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა პასუხად და ჩვეული მანევრით გადრანს მიანიშნა რომ საუბარი დამთავრებული იყო.
პირველი მარტი, როგორც წვეულების დღე, ჩვეულად დაიწყო ცხელი აბაზანითა და სალონით. ტანზე მომდგარი, შავი, მოკლე კაბა ეცვა და მუქი იასამნისფერი ჩრდილები ესვა თვალზე. ამაყად შევიდა ოფისში, სიტუაცია გადაამოწმა, ახალი შეკვეთაც მიიღო და კატოსთან ერთად წავიდა დარბაზში.
-ნი, სამზარეულოს ხო მიხედავ?
-სამზარეულოს მე მივხედავ, მაგრამ პერსონალი გადამოწმებულია?
-კი, მაგრამ შენც კარაგად იცი, რომ ყველაზე გასული მზარეულებიც არ არიან სანდონი. კარგად დააკვირდი, როგორ, ვინ რამდენ გრადუსზე და რა სახის ჭურჭელში აცხელებს სხვადასხვა სახის საჭმელს. - თავისსავე გადამეტებულობაზე გაეცინა, მაგრამ რა ქნას, საქმე სიმკაცრეს მოითხოვს. ისევ ნერვიულობს..
სამზარეულოს გვერდი აუარეს და წელში გამართულები, მოდელების ნაბიჯებით შევიდნენ შუა დარბაზში.
-25 მიმტანი იქნება, აქედან 2 მხოლოდ ახალდაქორწინებულთა სუფრას მოემსახურება, 2 აი იმ მაგიდას, მშობლებისაა - ხელი გაიშვირა მაგისისკენ, რომელსაც, მხოლოდ საჭმელი აკლდა. – 2-იც მის გვერდით მდგომს, გოგოს ახლო ნათესავები იქნებიან. კიდევ 2 აქეთ მხარეს, ბიჭის ახლობლებს. დანარჩენები არეულად, მაგას უკვე თავად დაინაწილებენ და მრე უკვე სიტუაციიდან გამომდინარე. - სუფრებს გვერდი აუარა და შედარებით მოფარებული ადგილები მოსინჯა. - ის იდიოტი ძირითად ამ ტერიტორიაზე იმოძრავებს და ხალხის ურთიერთობას დააკვირდება, მე ყველგან ვიქნები. - ერთ ადგილზე გაჩერდა და გვერდით კატოს გახედა.
-ლუკამ შენ გვერდით არ უნდა იაროს?
-უნდა იაროს, მაგრამ, როგორ ფიქრობ, ლუკასთან ერთად ვივლი? ეგ როჟა ორგანულად მძულს. ხმას რომ იღებს გული მერევა, რომ მელაპარაკება, ლამისაა პირზე ხმის ფილტრი დავუყენო. მისი ქალური მიხვრა-მოხვრა თავსაც მაზიზღებს და დანაშაულის ჩადენა მინდება.
-ხელშეკრულების პუნქტში რატომ არ წერთ, რომ აღარ გამოუშვან ჩვენთან?
-თავისი საქმე იცის და არ გვღალატობს. ჩემი პირადი მიზეზის გამო ვერ მოვთხოვ მთელ კომპანიას, რომ საქმე გაიფუჭოს.
ფეხის ხმაზე მიიხედეს უკან, კარს მიღმა გასულ სილუეტში ლუკა იცნეს და არაფრისმეტყველი მიმიკით გასწორდნენ.
-არ გაინტერესებს, ხო?
-არა. დიდი ამბავი ერთი, თითონაც მშვენივრად იცის, როგორც არ მეხატება გულზე. კარგი, წამოდი დაცვის ოთახში, მიკროფონები, ყურსასმენები და GPS_ები გვჭირდება.
არავინ ყოფილა ოთახში უცხო თანამშრომელი. ისევ ისინი იყვნენ, ვინც წინა წვეულებაზე. ბიჭებმა ოთახი დატოვეს, კატომ და ნენემ ერთმანეთს დაუმაგრეს კაბელები კაბის მიღმა, GPS_ის მონიტორი ჯიბეში ჩაიცურეს და კაბინა დატოვეს.
-ახლა წავიდეთ სამზარეულოში, შენ დარჩი იქ ბარემ და მე საგრიმიოროს შევამოწმებ. რამე თუ გვჭირდება პრობლემა აღარ იქნება.
სამზარეულოში შესულები არც იყვნენ, გადრანის მობილურმა რომ დარეკა. კატო კარში შეატარა და მობილურს გააგონა, სტუმრების გადაადგილება დაუზუსტეს. ნახევარი საათი ჰქონდათ დრო მათ მოსვლამდე. სამზარეულო მთლიანად კატოს გადააბარა და საგრიმიოროში შევიდა. პირველადი დახმარების ზოგიერთი ნივთი აკლდა და თანამშრომელს შევსება სთხოვა.
180 გრადუსით შემობრუნდა კარისკენ, გასვლა უნდოდა, როცა ნახევარი თავით მაღალ სხეულს მიეკრა. დენდარტყმულივით გადადგა ერთი ნაბიჯი უკან. უცხო პიროვნება აათვალიერა, სამსახურის ფორმა ეცვა და ქამარზე ზუსტად იმავე ტიპის მოწყობილობა ჰქონდა დამაგრებული, როგორიც ნენეს ჰქონდა. საერთოდ არ შეუმჩნევია მისი გარეგნობა, მხოლოდ აპარატზე ჰქონდა მზერა მიმართული და ინტერესით იკითხა:
-შენ? - ნენემ თითი მისკენ გაიშვირა და წარბი აზიდა.
-რა მე? - ხმა ჰქონდა? მტრისას! მაგრამ მაინც არ შეუმჩნევია ნენეს.
-შენ ვინღა ხარ?
-მე - ჯაბა დაშნიანი. - ტუჩის კიდე ჩატეხა ჯაბამ და თვალები ოდნავ დაავიწროვა.
-არა, ანუ აქ რას აკეთებ_მეთქი. ამ ფორმით ვინ გაგაჭაჭანა?
-დაცვის თანამშომელი. შენ დასაცავად გამომიშვეს, საყ-ვა-რე-ლო! - ცალყბად ჩაიცინა და იროიულად გაიღიმა.
-მოვკვდი ღიმილით. - ნენემ თეატრალური სიყალბით დაკრიჭა კბილები და მობილური ამოიღო ჯიბიდან, დაცვაში გადარეკა, ჯაბა ვინ არისო და დარწმუნებულმა, რომ დაშნიანი არ ტყუოდა თანამშრომლობასა და აუტანელი სვეტის ჩანაცვლებაში, მობილური ჯიბეში დაიბრუნა.
-ლუკა?
-როგორ გგონია, ეგ საცოდავი თავს შენ შეგწირავდა? ეგრე ძალიანაც არ უყვარხარ.
-რომ გეკითხები, ნორმალურად მიპასუხე! - ნენეს ხმას გაღიზიანება დაეტყო.
-ბრძანებების გარეშე, ნენე! ლუკა არ ვარ, დაშნიანი ვარ, ჯაბა! - მისი ხმა მეხის გავარდნასავით გაისმა ოთახში და კარების ძლიერ ბრახუნზე ექოს ხმა გაწყდა.
უკანასკნელი მთელი 10 დღის ემოციებმა ერთიანად იხეთქეს ნენეში. კარების ძლიერი ზმა რომ გაიგო, მხოლოდ მაშინ გაიაზრა, რომ უცხო ადამიანს ასე უხეშად ელაპარაკა. შიშმა თვალები აუწვა. ნერვიულობამ, რომ რამე არ შეშლოდა კანკალი დააწყებინა. წამში მილიონ თემაზე რომ ფიქრობდა, ახლა იგრძნო დაღლილობა და ჯერ თითქოს მოსუსტდა, ფეხებში უდიდესი სიმძიმე იგრძნო. ეგონა 59 კილოდან უცბად 95 გახდა. ჯაბასგან, უცხო ადამიანისგან ასეთ ტონსა და ლაპარაკს არ მოელოდა. მისი ირონია შლიდა, თუმცა საკუთარ საქციელს ვერ პატიობდა საკუთარ თავს. დანაშაულის გრძნობა უჭამდა ტვინს. წუთების წინანდელმა დიალოგმა გაუელვა თვალში, ყურში ჯაბას ხმით ხელახლა ჩაესმა ირონიული ტემბრი. ეგონა, რომ გასკდომის პირას იყო, იბერებოდა. ყელში დიდ ბურთად ეჩხირებოდა გრძნობები. ერთიანად ჰქონდა ძალა მომდგარი. კივილამდე, ტირილამდე მივიდა მივიდა და ლარნაკი მთელი ძალით შეახეთქა კედელს, თითქოს უსიამოვნო გრძნობებიც თან გააყოლა, ერთიანად მოეშვა, ისე თითქოს გაფუჭებული კასეტის ფირმა წამის მეასედში გადაწყვიტა აღდგენა.
სავარძელზე წამოწვა, თვალები დახუჭა და სუნთქვის კონტროლი დაიწყო საკუთარი თავის დასაშოშმინებლად. ასეთი რამ არავის უკადრებია მთელი 5 წლის განმავლობაში. არასდროს გამოუთქვამთ პრეტენზია ნენეს ტონსა და უფროსობაზე. ნახევარი ოფისი ხვდებოდა, რომ ნენეს დამსახურება იყო ოფისის ამხელა შემოსავალი. იცოდნენ, რომ ოფისში დალაგებული სიტუაცია ნენესი იყო. ისიც, რომ ხალხის ასეთი მუშაობა გადრანის შედეგი იყო.
„ეს ნენეს დამსახურებაა..“
„ეს ნენემ შექმნა..“
„ეს ნენეს წარმატებული გადაწყვეტილება იყო.“
ნენე,
ნენე,
და
ისევ, ნენე...
ვისაც არ მოსწონდა, ყველა თავისით მიდიოდა. ასე მოიქცა ზუსტად ლუკაც.
ასეთი ვინ ჯაბა იყო, ნენეს ყვირილი და კარების გაჯახუნება რომ გაუბედა.
იმ წუთას ნენე რომ დაშნიანის ნათქვამზე გაშრა, არ შეარჩენდა.
ეს უეჭველი იყო.
ყველაფერს აიტადა, მაგრამ არა იმას, რომ ვიღაცამ მასზე სიტყვა აამაღლა და თავს ზედმეტის უფლება მისცა. იცოდა, რომ უკეთესად მოქცევაც შეეძლო იმ წამს. იცოდა, რომ ყველას უფროსი არ იყო, კამათიც იცოდა და ჩხუბიც, მაგრამ არ არსებობდა ადამიანი, ვისაც თავს დააჩაგვრინებდა და გაუტარებდა. მოწოლილ ძილისპირულს გრძნობდა, წამებით გაითიშა კიდეც და თითქოს ცხოვრების რაღაც წამები გამოტოვა, ფეხზე წამოდგა და ცივი წყალი დალია თერმოსის გრაფინიდან.
-ნენე, გელოდებიან. - დაიწრიპინა ნენეს ყურსამენმა და კატოს ხმა გაწყდა.
-ჯანდაბა ერთი, რა! - ჩაიბურტყუნა თავისთვის და საგრიმიორო დატოვა.
სუფრის გაწყობა უკვე დაემთავრებინათ, ულამაზესი ტორტი სიძე-პატარძლის მაგიდისთან დაედგათ, ფეიერვერკების შუაში და მიმტანებისთვის ჯაბას უკვე მიეცა მითითებები, - დარბაზში გაფანტულები იდგნენ, ბუნებრივად მომღიმარი სახით. შემოსასვლელში მოგროვილ ხალხის ჯგუფს მიესალმა და ღიმილით შემოუძღვა შიგნით. როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, დარბაზი დატოვა და გარეთ გავიდა.
ჯაბას გვერდით ამოუდგა და იმავე მიმართულებით გაიხედა, საითაც დაშნიანის მზერა იყო მიმართული. ნენე არაფრად რომ არ ჩაადგო და ადგილს მოწყდა, მაშინ ძალიან ინანა თავისი სიტყვები ნენემ, მაგრამ სულც არ თვლიდა, რომ თავის სიბრაზეს ჯაბას ცინიკური აფერისტობა სჯობდა. აპარატი გადართო ჯაბას ხაზზე და დაიმედებულმა ამოიჩურჩულა,
-არ მინდოდა, რა. ვიცი, რომ ასე არ უნდა მომემართა, მაგრამ.. შენმა ცინიკურმა ირონიამ ჭკუიდან გადამიყვანა. მარტო ჩემში, მხოლოდ დანაშაულს და უარყოფითს ნუ ეძებ, კარგი მხარეც გამაჩნია. და დღეს მით უმეტეს არაფერში გვჭირდება ერთმანეთში დავა, გთხოვ ლუკაზე უარესი ნუ იქნები..
აპარატი ისევ გათიშა. ეს არ იყო ის ნენე, რომელმაც იმ დილით გაიღვიძა. ის ნენე სიტუაციის გამოსასწორებლად საკუთარ შეცდომას არასდროს აღიარებდა. ვერც იაზრებდა რა დონეზე არ ესიამოვნა ჯაბას იგნორი და ალბათ იმასაც ვერ მიხვდა, რომ ფაქტიურად ბოდიში მოუხადა ადამიანს. და თან უცხო ადამიანს. შენობაში შესასვლელად შემობრუნდა, უცხო სხეულს აეკრო, ინსტიქტურად ხელები მკერდზე მოხვია და ჯაბას ქვემოდან ახედა. მძიმედ ამოისუნთქა, დაავიწყდა რა ხდებოდა და სად იყო, ვინ იყო დაშნიანი ჯაბა და რატომ იყო იქ.. მის დასიებულ, წვრილ ტუჩებს შეხედა და გაუაზრებლად საკუთარი მოიკვნიტა. დაშნიანის ლურჯ თვალებში ჩაიძირა, თითქოს ძალიან ღრმა პიროვნება იყო, რომელიც საკუთარს ყველაფერს თვალებში საიმედოდ მალავდა და როცა მოისურვებდა, მაშინ დაინახავდა პარტნიორიც.. სიტყვის თქვა სცადა ნენემ, მაგრამ დაავიწყდა რის თქმას აპირებდა, ან საერთოდ თუ აპირებდა და გაჩუმდა, შუბლი შეკრა და ალაპარაკებულს ოდნავ მოშორდა.
-სხვათაშორის, არც ისე ძალიან გავბრაზებულვარ, მაგრამ თუ გინდა, გაგიბრაზდები. მაგაზე ნაღდად არ გაწყენინებ. - გაიცინა ჯაბამ და გაკვირვებულ გადრანს თვალი ჩაუკრა.
-აბა ამდენი ხანი, მაბოლებდი თუ რას შვებოდი?
-მოდი, არ გვინდა ეგ. დაივიწყე საერთოდ ჩემი წეღანდელი გაცნობა. უბრალოდ, ჩათვალე, რომ უკვე დიდი ხანია მიცნობ. რომ უკვე წლებია ერთად ვმუშაობთ და ამბები, რა.. - დაშნიანმა გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და მუშაობა გააგრძელა.
დარბაზის გარშემო დადიონენ და ნენე პარალელურად კატოს აძლევდა მითითებებს, როცა სუფრის ნაკლოვანებას შეამჩნევდა. ლევო თავის საქმეს წარმატებულად ასრულებდა, აშკარა იყო, რომ არჩეული სიმღერები ყველას მოსწონდა, ზოგი ადგილზე ღიღინებდა, ზოგიც წყვილებში ცეკვავდა. დარბაზის კუთხისკენ, მოფარებულ ადგილას მიიმალნენ დაშნიანი და გადრანი. კედელს მიეყრდნო ნენე და ახალდაქორწინებულებს დააკვირდა, ემოცია ვერ დამალა და მზერის უცვლელად ამოილაპარაკა.
-უბრალოდ ამაზრზენია ეს ქორწილი. არასდროს მიყვარდა თეატრში სიარული. მეზიზღებოდა, როცა ჩემ თვალწინ თამაშობდნენ და ახლა იგივე სიტუაციაა დღესაც. ტიპებს ერთმანეთი თუ არ უყვართ, რომ ვერ იტანენ ერთმანეთს. შეკვეთისთვის რომ მოვიდნენ კომპანიაში, მაშინ ვთქვი ეს, მაგრამ ახლა.. ეს ხომ ასეთი აშკარაა..
-სიძე-პატარძალზე ამბობ? - ჩაიცინა ჯაბამ და 4-4 თითი შარვლის ჯიბეში ჩამალა და მხრები აზიდა. - რას გაუგებ ამ ხალხს.
-ხო, მაგრამ ერთია არ უყვარდეთ და ისე ქორწინდებოდნენ დროებით ან რამე მსგავსი და მეორე, როცა ერთმანეთის ყურებისას ზიზღი თვალებში აწერიათ.
-ანუ, უსიყვარულოდ ქორწინებაზე უარყოფითი აზრის არ ხარ?
-ვარ, მაგრამ სიტუაციას გააჩნია. როცა საქმეს ასე სჭირდება, ან ვიღაცის სიცოცხლეა ამაზე დამოკიდებული და მსგავსი სიტუაციები, მესმის. ზოგჯერ მთვრალები ქორწინდებიან, ან უბრალოდ წამის მეასედში ტვინი გადაუტრიალდებათხოლმე და ნახევარ საათში ჯვარდაწერილები გამოდიან ეკლესიიდან. ამათმა კიდევ 650 კაციანი სუფრა გაშალეს, - წარბებაწეული ნენე თან სიძე-პატარძალს უყრუებდა და თან ლაპარაკისას ეცინებოდა.
-შენ რომ უცბად გაიაზრო, რომ წამში უსიყვარულოდ დათანხმდი ცოლობას, მერე რას შვები? - კითხვა დაუსვა ჯაბამ, რომელიც უბრალოდ ლაპარაკმა მოიტანა, მაგრამ ნენე სერიოზულად ჩააფიქრა, რას იზამდა ამ სიტუაციაში.
-არ ვიცი, - ღრმად ამოიუსინთქა პასუხამდე. - სიმართლე გითხრა, ამდენი ქორწილების შემხედვარეს, სულ მინდოდა ცოლად გავყოლოდი უცნობ ადამიანს, მაგრამ მხოლოდ იმ დასასრულით, როცა წყვილს ერთმანეთი უყვარდება, - თან ჩაეცინა ქალბატონს. - მსგავსი კი მხოლოდ ფილმებში ხდება.
ჯაბას პასუხი აღარ დაუბრუნეია. იმდენად ახლოს იდნენ ერთმანეთთან, რომ ინსტინქტურად მოშიშვლებულ მხარზე გაუხახუნა ტუჩები. აიჭრა ნენე. კბილები მაგრად დააჩირა ერთმანეთს და ეცადა მის სხეულს პასუხი არ გაეცა პარტნიორისთვის. ჯაბამ მარტივი მოძრაობით შემოაბრუნა თავისკენ, წელზე ხელი მოუჭირა და მარჯვენით მის ტუჩებზე ჩამოკრა ცერი. გადრანის ქვედა ტუჩი უნებურად დაჰყვა გავარვარებულ ხელს და ნენემ თვალები დახუჭა. არ შეეძლო უარი ეთქვა.
ჩაეცინა დაშნიანს, მისი ნასიამოვნები სახის ნაკვთები შეისწავლა და სქელ, ბუნებრივი ფერის ტუჩებს დააკვირდა. არასდროს ენახა ქალი, ვარცხნილობით, მაკიაჟით, მაგრამ პომადის გარეშე. კიდევ უფრო მოეწონა ნენე. ხედავდა ამ ქალში რაღაც, მაგიურს, რომელიც წასვლის საშუალებას არ აძლევდა.
-ძალიან გინდა, ძალიანაც მინდა, მაგრამ ახლა არა.. რა მარტივი ადამიანი ხარ, ნენე.. შორიდან, თითქოს შენზე მყარად მდგარი ქალი არ არსესბობს და საქმე საქმეზე რომ მიდგება, წყალივით იშიფრები. რომ გელაპარაკები ელეთ-მელეთი გემართება. წელზე რომ გეხები, შენი ორგანიზმი ისევე ხურს, როგორც ტყის პირას კოცონი.. ახლა, როცა მე შენთან რამოდენიმე მილიმეტრის დისტანციაზე ვარ, არაფერი გახსოვს. არც ის, რამოდენიმე საათის უკან რომ გამიცანი და არც ის, რომ ქორწილის ორგანიზატორი ხარ და ჩვენივე სამსახურში ვართ ორივე..
დაშნიანის ნათქვამიდან, მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა გაიაზრა, ალაგ-ალაგ ნათქვამი. მისი ლაპარაკიდან გაახსენდა ქორწილი და დენდარტყმულივით მოწყდა ადგილს. ღიმილით გააყოლა ბიჭმა თვალი, ბოლოს ჩაეცინა და თავი გააქნია. ნენემ დარბაზი ყალბი ღიმილით გაიარა, სამზარეულოში შევიდა და კატოს წყალი სთხოვა. ერთი ამოსუნთქვით დაცალა ჭიქა და მაგიდაზე ხმაურით დადო.
თავიდან რომ დაინახა ჯაბა საგრიმიოროში, მისი მიმზიდველი სხეულის, ღრმა თვალებიდა და ტუჩების დაკვირვება აზრად არც მოსვლია. არც შეუმჩნევია დაშნიანის საშინელი სექსუალურობა. ჭკუიდან შლიდა ეს პიროვნება. ყველაფერს ავიწყებდა. დაჰიპნოზებული ყავდა ნენე. პირველად და უკანასკნელად 1 წლის წინ დააჟრიალა ნენეს ბიჭს შეხებაზე, მაგრამ მსგავსი არაფერი დამართნია არასდროს. ახლა, ეს უფრო მეტი იყო. რაღაც არარსებული. ამაზე მეტი უკვე ვეღარაფერი წარმოედგინა.
ისიც იცოდა, რომ სისულელეზე ფიქრობდა, რომ ეს დღე ერთი ჩვეულებრივია. რომ ჯაბაც ისევე გაქრება მეორე დღეს, როგორც ნებისმიერი პიროვნება, ვინც ოდესმე მოწონებია ნენეს, მაგრამ იქნებ და სულაც არ ქრებოდა ხვალ.. არც ზეგ და არც იმის მერე.. ადამიანმა ახლანდელით უნდა იცხოვრო, და არა მომავალით. ჯაბა ახლაა აქ, ნენეს გვერდით და არავინ იცის ხვალ რა მოხდება. არც ის რა ბედი ეწევა წყვილს რამოდენიმე საათში და დღეში... იქნებ ზუსტად ის ადამიანია დაშნიანი, ვისაც ამდენი წელი ელოდა გადრანი, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდა და, რომელსაც არასდროს უნდა უთხრას უარი. რომ მომავალს ერთად შეხვდნენ.
სამზარეულო დატოვა, დაშნიანს ანიშნა, რომ განათებისთვის მიეხედა და თავად ახალდაქორწინებულებთან მივიდა, ტორტის დაჭრის დროაო.
მთელი დარბაზი ჩააბნელებინა დაშნიანმა. მხოლოდ ტორტისკენ მიმართული იასამნისფერი ნათურა დატოვეს. ლევომ სიმღერა შეცვალა. ნენემ მიმტანს რაღაც ანიშნა და დარბაზის კუთხეში მიიმალა.
-ლამაზია პატარძალი. - ჩაიბუტბუტა ჯაბას ხმამ ყურსასმენში.
-საერთოდ არ ვთვლი, რომ ლამაზია.
-რატო, შურიანი ხარ?
-არა. ნაკვთების მიუხედავად, ყველა პატარძალი ლამაზია, ვინც გულიანად იღიმის, ვისაც ქმრის ყურებისას თვალებშ ნაპერწკლები ეტყობა და ბედნიერია,
-არის შენში რაღაც… კრისტალი. - ალმცარედ ჩაილაპარაკა დაშნიანმა და აპარატის ხმა გაწყდა.
მთელი ერთი საათი არ გამოჩენილა დაშნიანი. ცდილობდა უმისობა არ დასტყობოდა, მაგრამ მაინც ეფიქრებოდა მასზე. მერე ისიც იფიქრა, რომ მართლა დასრულებადი იყო და ხელი აიქნია, დარბაზს თვალი მოავლო. სიძის ნათესავების მაგიდაზე ერთი გოგო მაკიაჟის გასწორებას ცდილობდა, მასთან მივიდა და საგრიმიორო ოთახში გაიყვანა.
დაშნიანი დივანზე იწვა. არ მიუქცევია მისთვის ყურადღება, სტუმარს მაკიაჟის შესწორებაში დაეხმარა და ოთახიდან ერთად გავიდნენ.
-არ მელაპარაკები, რო? - ჩაიცინა დაშნიანმა ნენეს ყურსასმენში - დაბრუნდი უკან, გელოდები.
მართლა დაბრუნდა ნენე.
კარი მიხურა და ცარიელ ოთახს გახედა. ცხელი სუნთქვა მოეფრქვია მხარზე.
ისევ, მთელი ტანი აუხურდა. მისი სხეული უკვე საკუთარ ტვინს ვეღარ ემორჩილებოდა და მთლიანად ჯაბას მიენდო.
4 საათია უკვე, რაც იცნობს და საშინლად იზიდავს ეს პიროვნება.
მხოლოდ იმაში იყო ნენე დარწმუნებული, რომ არაფერს ინანებდა, დაშნიანს ყველაფერზე დათანხმდებოდა და მიყვებოდა.
ისევ, ხელის მარტივი მოძრაობით შემოაბრუნა თავისკენ ნენე და ამჯერად ცხოველივით ეცა მის გავარვარებულ ტუჩებს.
ალბათ ცოტაც და გული წაუვიდოდა გადრანს.
სუნთქვა შეწყვიტა და გულისცემა აუჩქარდა.
წუთში 60_ჯერ გააჟრიალა ნენეს.
და 60_ჯერ ესიამოვნა ჯაბას, მისი სხეულის კანკალი.
ოდნავ მოშორდა, მის სახეზე ამოისუნთქა ღრმად. კიდევ გააჟრიალა ნენეს და ჯაბას სასიამოვნოდ ჩაეღიმა. ნენემ არსებული სიტუაცია გაიაზრა თუარა, იმ წამსვე აორთქლდა ოთახიდან აჭარხლებული სახით. არა ხომ იცოდა რაც მოხდებოდა თუ საგრიმიოროში დაბრუნდებოდა.
მაგრამ მაინც,
გაბრაზდა?
შერცხვა?
ესიამოვნა?
თუ?
იცის?
არ იცის.
დარბაზში სტუმრები ნელ-ნელა იფანტებოდნენ. ზოგი უბრალოდ წავიდა, ზოგი მთვრალი ახლობლებმა წაიყვანეს, ზოგი უბრალოდ სიტუაციას გაარიდეს. ზოგს დარბაზის კუთხეში ეძინა, მაგრამ ნეფე-პატარძალი თავიანთ სუფრას არ შორდებოდნენ. მეჯვარეებიც მხარს უბამდნენ და მოწყენილი, სამგლოვიარო, გადაქანცული მზერით უყურებდნენ დარბაზს და ალბათ მათ დაცლას ელოდებოდნენ ისე თითქოს, სხვაგვარად მათ წასვლა არ შეეძლოთ.
-ბოლოს როდის ვნახე ქორწილი, სადაც წყვილი არ გაპარულა სტუმრების წასვლამდე, არც მახსოვს, - ნენეს ყურსასმენში ამოიჩურჩულა ჯაბამ, - ან საერთოდ ვნახე თუ - არა.
-არცერთს არ უნდა ერთად ცხოვრება და ორივეს ეშინია იმის, რაც სახლში ელოდებათ. დღესაც, ხვალაც და საერთოდ, ამ ქორწინების ბოლო დღისაც კი.
-მმ, - მუნჯურად დაეთანხმა დაშნიანიც და დარბაზში ცოტა მოშორებით მდგომმა თვალი გაუსწორა ნენეს.
-ვსო, ჩემი სამუშაო საათები აქ დამთავრდა. - ცოტა პაუზისა და ყომანის შემდეგ ღიმილით დაამატა, - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც, ასევე. - ყურებამდე გაღიმებულმა დაუბრუნა პასუხი, - იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით.
ნენეს პასუხი აღარ გაუცია. შორს მსგომს თავი დაუკრა და დარბაზიდან გაუჩინარდა.
დიდი ქორწილი გამოვიდა. პირდაპირი და ირიბი გაგებითაც. რაც მთავარი იყო ნენეს გაწეული სამსახურით უკმაყოფილო არავინ ჩანდა.
ემოციებით სავსე გადრანი ბინის ზღურბლიდან სააბაზანოში გაუჩინარდა. თვალები დახუჭა და ცხელი წყლის ჭავლს თავი შეუშვირა. წყლის წვეთები ჯერ თმებს ეცემოდა, მერე თვალებს, ცხვირს, ტუჩებს და ბოლოს ყელისკენ მისრიალებდნენ. გააჟრჟოლა ნენეს და ჯაბას კოცნა გაახსენდა. უნებურად თავი გვერდით გადახარა და ახლა ცხელი სითხე პირდაპირ კისერს ეცემოდა, ზუსტად იმ ადგილს, სადაც მისი ხელები ეხებოდნენ. გაუაზრებლად ჩამოისვა საკუთარი ხელი იგივე მიმართულებით და თვალისდახამხამებაში გასწორდა.
-რას აკეთებ, ნენე! - საკუთარ თავზე გაბრაზდა და ონკანი დაკეტა. პირსახოცის ასაღებად რომ გაიწია, მაშინ გაახსენდა, რომ საერთოდ არაფერი შეუტანია აბაზანაში. კიდევ უფრო ნერვებმოშლილი ნენე შიშველი ფეხებით, კიდევ უფრო შიშველი და სველი ტანით გატანტალდა საძინებელში და პირდაპირ ბალიშს ჩაეკრო.
ნენეს დილა უჩვეულოდ დაიწყო. თვალები გაახილა და წინა დღის ამბების გადახარშვა დაიწყო. ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, მართლა მოხდა ეს თუ უბრალოდ სიზმარი იყო. ნახევარ საათიანი ფიქრის შემდეგ თავი გააქნია, წამოდგა, ქვედა საცვალი და დიდი მაისური გადაიცვა, აბაზანაში თავი მოიწესრიგა და ცხელი ყავის ჭიქით მიუჯდა ლეპტოპს. როგორც წესი, გადატვირთული ქორწილის მომდევნო დღეს სამსახურში არ მიდის ხოლმე თუ ამის აუცილებლობას სიტუაცია არ მოითხოვს. ან სახლიდან მუშაობს ან უბრალოდ ისვენებს ხოლმე.
ახალი შეკვეთა უკვე აღებული ჰქონდა. სიტუაცია საგრძნობლად განსხვავებული იყო. 300 კაციანი ქორწილი და აუცილებელი პირობა იყო, რომ დეტალები წყვილთან ერთად გაევლოთ. ნენეს ყოველთვის სიამოვნებდა წყვილთან ერთად მუშაობა. ეს არა მხოლოდ კარგი ქორწილის წინაპირობა იყო, არამედ მისი გამოცდილება კიდევ უფრო იზრდებოდა. მუშაობის დასაწყისში თუ მხოლოდ ორიოდე იდეა მოსდიოდა თავში და ისიც წყვილს არ მოსწონდა, ახლა არც იდეების ნაკლებობას განიცდის და თან წყვილებს იმდენად არჩევს, რომ უმეტეს შემთხვევაში ზუსტად იცის ვის რა მოეწონება. ეს კი მისთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო, როცა საკუთარი იდეის გაჟღერებისას სხვების გაოცებულ და კმაყოფილ თვალებს ხედავდა.
მომავალი სიძე-პატარძლის სოციალური ქსელები გადაატრიალა. კიდევ ერთხელ დალოცა მათი შემქნელი, როცა უამრავი პოსტი და სურათი შეხვდა. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა მათ გაცნობაში და სავარაუდო გემოვნების წარმოდგენაში. დღესასწაულისთვის გეგმის ჩონჩხი შექმნა და წყვილს დაუკავშირდა, მომდევნო დღისთვის შეხვედრა დაუნიშნა ოფისში.
უკვე საღამო იყო, როცა მუშაობა დაასრულა. კიდევ ერთი ფინჯანი ყავა დაისხა და სოციალურ ქსელში ჯაბას გვერდი მოძებნა. მის სურათებს ჩამოუყვა, ერთ-ერთი აარჩია და მთელ ეკრანზე გამოიტანა. სავარძელს მიეყრდნო, ცხელი სითხე მოსვა და მის სახის ნაკვთებს დაზუსტებით სწავლობდა. რატომ აკეთებდა ამას? ალბათ ეს მხოლოდ ცაში ანგელოზმა იცის. თავად ამ კითხვაზე არც დაფიქრებულა.
ძილი რომ მოერია, მხოლოდ მაშინ გაიაზრა, რომ საათების მანძილზე გაუნძრევლად იჯდა მისი სახის წინ და თვალს არ აშორებდა.
-რას აკეთებ ნენე? - საკუთარ თავს დაუცაცხანა სიცილით და საძინებელში მიიმალა.
მომდევნო პერიოდი, ახალ წყვილთან ერთად გაატარა იდეების ჩამოყალიბებაში და პარალელურად ახალ შეკვეთებსაც იღებდა. ნენემ და მომავალმა ცოლ-ქმარმა რესტორანიც ერთად აარჩიეს და თითოეული პატარა დეტალიც კი ერთად გაიარეს. მსგავს სიტუაციას პირველად ნამდვილად არ შეხვედრია გადრანი და ურადღება არც გაუმახვილებია. მისთვის მთავარი იყო, რომ გემოვნებიანი, ყველას მოსაწონი და რაც მთავარია, წყვილის სურვილებზე სრულად მორგებული საღამო გამოვიდოდა.
დღესასწაულის დღეს, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, თავადაც მაქსიმალურად ემზადებოდა. სიამოვნებდა, როცა მაღალ ქუსლებზე მდგარი აკვირდებოდა სიტუაციას. მუსიკაც ხელს უწყობდა, რომ მისი კაკუნი არავის გაეგო. შავი ფერის კაბა ჩაიცვა, თმა მსუბუქად შეიკრა, ისე როგორც ყოველდღიურად აკეთებდა ამას, წელზე დიდი ქამარი შემოიხვია გადამცემისთვის და სახლიდან გავიდა.
წინა წვეულებიდან დიდი დრო იყო გასული და არც უფიქრია დაცვაზე. არც უკითხავს და არც არავის უთქვამს ვინ იქნებოდა მისი დამხმარე. რესტორანში როგორც ყოველთვის დროულად მივიდა. მომსახურე პერსონალი უკვე ადგილზე იყო და დარბაზიც თითქმის მზად იყო. ყოველი შემთხვევისთვის ნენემ ყველაფერი გადაამოწმა და კმაყოფილი მზერით კატოსთან ერთად შევიდა სამზარეულოში. ყველას თავისი მითითება მისცა და დაცვის ოთახში გავიდა ისევ კატოსთან ერთად ყურსასმენების დასამაგრებლად.
კატომ სწრაფად დაიმაგრა მაისურის მიღმა კაბელები და ოთახი დატოვა, საქმე მაქვსო. მარტო დარჩა გადრანი პატარა ოთახში სანახევროდ გახდილი კაბით და კაბელებით. კაბის შესაკრავს ეომებოდა ვიღაცის მოახლოვება რომ იგრძნო ზურგიდან.
-დაგეხმარები, - ამოიჩურჩულა ნაცნობმა ხმამ მის ყურთან. და კაბის ელვა შეიკრა.
-ჯაბა.
-გამარჯობა ნენე, - ისევ ჩურჩულით უთხვა ბატონმა და მარტივი მძრაობით შემოატრიალა დადუმებული გადრანი სახით წინ, - არ მომესალმები?
-გამარჯობა, ჯაბა. - მიესალმა ბრინჯივით დაბნეული ნენე და აზრზე რომ მოვიდა ჯაბას უკვე ოთახი დაეტოვებინა. - რას მიშვება ეს ბიჭი? - ზემოთ აიხედა, თითქოს პასუხს იქიდან ვინმე გასცემდა. ღრმად ჩაისუნთქა და ოთახი დატოვა.
რაღაცის მოლოდინში მყოფი მაინც ამაყად მიბიჯებდა ქალბატონი ნენე დარბაზში და სტუმრებს თავიანთი ადგილისკენ მიუძღვა. შედარების მიყრუებულ კუთხეში განმარტოვდა, იქ, საიდანაც თითქმის მთელ დარბაზს ხედავდა. მათ შორის პატარძლის მაგიდასაც და თვალიც მათზე გაუშეშდა.
-ლამაზები არიან, არა? - ყურსასმენში ჩასჩურჩულა ჯაბამ. გოგომ თვალი მოავლო დარბაზს, მაგრამ ვერსად შეამჩნია დაშნიანი.
-წინაზე მკითხე ლამაზი იყო თუ არა პატარძალი. მე უარით გიპასუხე და შუარიანო ხარო მითხარი. აი ეს არის ნამდვილი, ლამაზი პატარძალი. მის თვალებში ყველაფერს წაიკითხავ სიძულვილის გარდა.
-ახლა მეც გეთანხმები. როგორ ფიქრობ, რატომ დაოჯახდნენ?
-ალბათ იმიტომ, რომ უყვართ.
-მხოლოდ სიყვარული?
-სიყვარული და თავაუღებელი სიგიჟე, რომელიც გაკეთებინებს იმას, რაც მთელი ცხოვრება შენი იქნება.
-ჰო, ნამდვილად გაგიჟდნენ.
-გაგიჟდნენ... სიყვარულისგან.
-ჰო.
ნენეს აღარაფერი უპასუხია, არც ჯაბას დაუმატებია რამე. უბრალოდ ახლოს ჩაუარა, ხელი თითქმის შეუმჩნევლად გააყოლა გოგოს წელს და ისევ გაუჩინარდა.
სიძე-პატარძალმა ვალსი იცეკვა და ნელ-ნელა სტუმრების გარკვეული ნაწილით ნათ შეუერთდა. დანარჩენები მოცეკვავეებს უყურებდნენ და ნენეს საქმეც შედარების შემსუბუქდა. გოგო საგრიმიორო ოთახში გავიდა თავის მოსაწერგიბლად და რომ იგრძნო მის უკან როგორ შემოვიდა კიდევ ერთი სხეული ოთახში, უკან მიბრუნდა. თავისდაუნებურად ჯაბას სხეულს აეკრო მთელი ტანით. ბიჭმა მის ყურებთან გაასრიალა ტუჩები.
-რას მიშვები, ნეტა ვიცოდე! ვინ ხარ, ნენე? მოგზავნილი ხარ? ჯაშუში ხარ? ადამიანი თუ ხარ? მითხარი, რომ არ წახვალ, რა. მითხარი, რომ ეს ყოველთვის განმეორდება; რომ არასდროს შეწყვიტავ ამას... მგონი გავგიჟდი, მაგრამ.. ჯანდაბა, გადრანო! ჩემში ჩამივარდი უკვე.. და არამგონია ამოშლა შევძლო.
დაშნიანის ხმა?
გადრანს აზროვნება რო შეძლებოდა, დაიფიცებდა, რომ ეს დაშნიანის ხმა არ ყოფილა.
მის ხმას, ბოხსა და სუფთას იცნოდბა, ბგერებს სასიანოვნოდ, რომ აჟღერებდა. ჯაბას სიახლოვეს რომ შეეჩვევა, მის სექსუალურ ხმასაც გამოარჩევს, ჩამწყდარს, ხრინწიანს, ვნებმორეულ სიტყვებს რომ არეულად ისვრის..
მაგიდის კიდეზე ჩამოსვა და გავარვარებული, სველი ტუჩებით აუყვა ნენეს კისერს ყურამდე.
ქვედა ტუჩძე იკბინა, მაგრამ მაინც ვერ შეიკავა თავი და ხმადაბლა წამოიყვირა.
ცალი ხელი ააყოლა მის ფეხს, ტანზე შემოიკრა და მსუმუქად მოუჭირა თითები.
ისევ, მის ტუჩებს წაეტანა.
აღარ გაჟრიალებია ამჯერად ნენეს. ხერხემალზე ქვემდოან ზემოთ და მერე ისევ, ზემოდან ქვემოთ ცხელმა ტალღამ დაუარა და წელი დაეჭიმა. თავი უკან გადასწრია, კეფა სარკეს მიაყრდნო და უკვე თავისი სხეულის ტემპერატურის მქონე, აცახცახებული, სისხლსავსე ტუჩები იგრძნო გულ-მკერდის არეზე. თავს ძალა დაატანა და ჩამწყდარი, გამქრალი ხმით ამიჩურჩულა,
-ჯაბა!.. - რომლის ერთი ასოც კი არ გაუგია ჯაბას. თითქოს წართმეული აღქმის უნარი უბრონდებოდა ნენეს, თავი სარკეს მოაშორა და ახლა უფრო თამამად გაიმეორა დაშნიანის სახელი - ჯაბა !
წვალებით მოშორდა დაშნიანი გადრანის ერთიანად ახურებულ სხეულს და ამღვრეული მზერით ჩახედა თვალებში, იმ თვალებით რომელშიც მკრთალ შიშს მალავდა.. შიშს, რომ ნენეს ამ ყვეალფერზე უარი არ ეთქვა. რომ ჯაბაზე უარი არ ეთქვა და არ აგენადგურებინა მისი ცხოვრება. ხმა არ ამოუღია, ისევ ნენემ ითავა.
-დაივიწყე, სამსახურში ვართ დაშნიანო!
-მხოლოდ ეს?
-ნამდვილად არ მინდა ჩემი პირველი ასეთ სიტუაციაში დამამახსოვრდეს.
ჩაეღიმა დაშნიანს.
უხმოდ მოშორდა გადრანს და საშუალევა მისცა მოწესრიგებულიყო, მაგრამ ვინ იცის რამდენად დაუჯდა ჯაბას ეს.
გადრანმა საგრიმიორო დატოვა და მის ყურსასმენებში ჯაბას ჩახლეჩილი ხმა მოესმა, - "ვერ გადამირჩები! ჩემი ქალი ხარ, გახსოვდეს!"
შეიძლება კი? ცხოვრებაში ამაზე სასიამოვნო მოისმინო? თუნდაც პიროვნებსგან, რომელსაც სულაც არ იცნობ წლებია, თუნდაც თვეები და დღეები..
ადამიანს, ნაზი გრძნობებით რამოდენიმე დღე სჭირდება რომ შეუყვარდეს..
ზოგს , რამოდენიმე საათიც კი, რომ ცხოველური სიყვარულით სურდეს მთელი სხეულით, ტვინით და გულით თავისი პარტნიორი.
მართლა არ დასჭირვებიათ მათ ერთმანეთის შესაყვარებლად დრო. გადრანის გულმა იცოდა მხოლოდ, რომ მყარი იყო და არ გატყდებოდა მათი ურთიერთობა. ეს ცოდნა აბედინებდა მას ამდენს და მაქსიმალურად ცხოლობდა, რომ ეს ბედნეირება ერთიანად, დიდი ხნის მანძილზე ეგრძნოთ ორივეს.
ნენე ვერც მიხვდა, რომ მის გულსა და სულს სასიამოვნოდ, მთელი სიყვარულით ჩაეღიმათ..
აუარებელი საქმე დაგროვილიყო საგრიმიოროს გარეთ და მუშაობა განაგრძო. ახლა მიხვდა რას ნიშნავს კარგად შესრულებული საქმე, რომელმაც სიყვარული არ იცის. მუშაობისას არც სიყავრული უნდა გახსოვდეს და არც საყავრელი ადამიანები. ნენეს ეს ყველაფერი აქამდე ყველაზე მარტივ ქმედებად მიაჩნდა..
"ახლა ხომ დავრწმუნდი, რომ გამოუცდელად არაფერი უნდა დავასკვნა!" - ჩაიბუტბუტა და ადგილიდან დაიძრა.
-სექსუალური ნაბიჯებით ჩემ ჯინაზე დადიხარ? - ისევ ყურსასმენები. ისევ ჯაბა და ამჯერად შეცვლილი ტონი.
-ხელს გიშლი? -ჩაიცინა ხალხის შეუმჩნევლად.
-თუ არ გინდა აქვე მოვახდინო გრძნობების დემონსტრირება, კი.
-კარგი, ვჩერდები. ნახევარ სათში სტუმრები დაიშლებიან და ბევრი სასიარულო ისეც აღარაფერი მაქვს. მითითებები უკვე გავეცი.
დარბაზის მოფარებულში იდგა ნენე და სტუმრებს აკვირდებოდა. უმრავლესობას უკვე სახეზე აჩნდა დაღლილობა. ჯაბა ამოუდგა გვერდით და ერთად უყურებდნენ გასაპარად მომზადებულ წყვილს.
-როგორ ფიქრობ, რატომ იპარებიან?
-ალბათ იმიტომ, რომ არ უნდათ ყველასთან სათითაოდ გამომშვიდობება.
-ან უბრალოდ ბოლო ძალებს აქ აღარ ხარჯავენ, - თვალი ჩაუჯრა ჯაბამ.
-ლოგიკურად, ბოლო დონეზე გაგიჟდნენ - გულიანად ჩაიცინა ნენემ და ჯაბასკენ მიბრუნდა.
-შენ ამბობ, რომ შეუღლება იგივეა, რაც ბოლომდე გაგიჟება ?
-ალბათ.
-შემოთავაზება მაქვს.
-რას მთავაზობ?
-ჩემთან გეპატიჟები და ამაღამ, საწოლში უკეთ აგიხსნი შემოთავაზების პირობებს..
გადრანმა ჩაიცინა. დაშნიანისკენ ორიოდე ნაბიჯი გადადგა და მის ტუჩებს შეხედა.
დაშნიანმა წელზე ხელი მოხვია, კედელს შეანარცხა და კბილები გააჭყრიალა.
-მოდი გავგიჟდეთ.
-ბოლომდე?
-ბოლომდე.



.........
გაგრძელება თქვენთვის მომინდია.
უბრალოდ, მომნატრებია აქაურობა და თქვენი ტკბილი სიტყვები...
ძველი ისტორიაა, შეიძლება ზოგს წაკითხულიც კი გაქვთ.
1-2 სიტყვა აქვს უბრალოდ ჩამატებული.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

მომეწონა კარგი იყო...წერის სტილი, გრძნობები...ისტორია ზედმეტობების გარეშე,სადა და უბრალო.იმედია კიდევ გაგვახარებ...

მომეწონა კარგი იყო...წერის სტილი, გრძნობები...ისტორია ზედმეტობების გარეშე,სადა და უბრალო.იმედია კიდევ გაგვახარებ...

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

უზომოდ კარგი იყო.

 


№3  offline მოდერი 13.

სტუმარი ნინო
მომეწონა კარგი იყო...წერის სტილი, გრძნობები...ისტორია ზედმეტობების გარეშე,სადა და უბრალო.იმედია კიდევ გაგვახარებ...

მომეწონა კარგი იყო...წერის სტილი, გრძნობები...ისტორია ზედმეტობების გარეშე,სადა და უბრალო.იმედია კიდევ გაგვახარებ...

მადლობა <3 მეც იმაგის იმედი მაქვს..

სტუმარი nancho
უზომოდ კარგი იყო.

მადლობა <3
--------------------
ნინი.

 


№4  offline წევრი ვიპნი

სასიამოვნო ემოციებით დატვირთულმა დავამთავრე ,შემოანათე ❣️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა საინტერესო განსხვავებული ნამუშევარია გაგრძელება მოხდებოდა მადლობა წარმატებები ????

 


№6  offline მოდერი 13.

ვიპნი
სასიამოვნო ემოციებით დატვირთულმა დავამთავრე ,შემოანათე ❣️

მადლობა <3

სტუმარი ნესტანი
მომეწონა საინტერესო განსხვავებული ნამუშევარია გაგრძელება მოხდებოდა მადლობა წარმატებები ????

მადლობა <3
სამწუხაროდ, გაგრძელება არ ექნება.
--------------------
ნინი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent