კაენის მოდგმა (თავი პირველი)
რა კარგი იყო დასვენება, ნეტავ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, შვებულება... ნეტავი საერთოდ, ჩემ მშობლებთან დავრჩენილიყავით.. სოფელში და არ ჩამოვსულიყავით, ახლა ხომ კვლავ ბედნიერად ვიცხოვრებდით, მე და ჩემი მეუღლე ავთო და ბავშვები. -ანა და დაჩი.. ასწიეთ შუშა! გაცივდებით. -დაჩი:არა რა დეე... ესე კარგია. -მაია:ვის ვეუბნები მე? გაცივდებით და მერე მოხვალთ ჩემთან, მიშველეო. -მაია:შენ მაინც უთხარი რამე, მე არ მიჯერებენ ხო ხედავ. -ავთო:ბავშვებო... დედიკოს დაუჯერეთ, თორემ არაფერს აღარ შეგისრულებთ. -მაია:ეჰ ახლა დაიწყება, ისევ ეს აურზაური, ბავშვები სკოლაში, და დატვირთული დღეები. -ავთო:კარგი რა საყვარელო, სამაგიეროდ.. კარგად დავისვენეთ. ესეც ასე მოვედით, მე და ავთომ ბარგი გადმოვიტანეთ საბარგულიდან, მანამ სანამ სადარბაზოში შევიდოდით, პირველ სართულიდან იხედებოდა ჩვენი მეზობელი, თალიკო. -მაია:გამარჯობათ თალიკო დეიდა.. გამარჯობა შვილო, როგორ დაისვენეთ? -მაია:კარგად ბავშვებმაც იმხიარულეს, და ჩვენც დავისვენეთ. -დედიკო როგორ არის? -მაია:არაუშავს კარგად, ძალიან გაუხარდა ჩვენი ჩასვლა. -ავთო:როგორ ხართ თალიკო დეიდა? ვახო როგორ არის? -არამიშავს შვილო, ვახო როგორ იქნება ჩემი სადარდებელი გახდა, სულ სვამს და გვცემს ოჯახის წევრებს, აღარ შემიძლია.. ცრემლს ვერ ვიჩერებ, რატომ უნდა დამართნოდა ეს ჩემს ოჯახს, ყველაფერი იმ კუდიანი ლონდას ბრალია, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობს სადარბაზოში, მან დაწყევლა ჩემი ოჯახი, ისე გვაკვირდება და გვიყურებს ყველას, ძალიან მეშინია, ჩემი ოთარის სიკვდილიც მაგის ბრალია, რო შეხედა ჩვენი შვილი რა დღეს დაადგა გულმა ვეღარ გაუძლო. -მაია:დამშვიდდით თალიკო დეიდა.. ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რა დროც არ უნდა იყოს, ყოველთვის თქვენს გვერდით გვიგულეთ. -თქვენ რომ არ მყავდეთ შვილო, ჩემი შვილები ხართ იგივე, ნეტავ იცოდეთ როგორ მიხარია, ასე რომ ხართ.. ეს პატარა ანგელოზებიც რომ, ამეკიდებიან, და მეხმარებიან პროდუქტების წამოღებაში, გაიხარეთ შვილო.. ღმერთი მოგცემთ ძალას. მე და ავთო დავემშვიდობეთ, თალიკოს.. და როგორც იქნა სახლის კარებს მივუახლოვდით, ბარგი ამოვალაგეთ, ჩემ მეუღლეს იმდენი, უსარგებლო.. ძველის ძველი ტანსაცმელი ეყარა, რომ ადგილი აღარ იყო, ამიტომ მოვაგროვე ტანსაცმელი შევკარი დიდ პარკში და ავთოს, ვუთხარი რომ უნდა გადამეყარა, რამაც ავთო გააბრაზა. -ავთო:კარგი რა... მჭირდება ეს ტანსაცმელი ისეთ ადგილას, შევინახავ რომ ხელი არ შეგიშალოს. -მაია:არ შეიძლება ძველი ტანსაცმელის შენახვა, მე გიყიდი ახალს, ოღონდ გთხოვ ამას გადავყრი. -ავთო:კარგი კარგი... როგორც გინდა ისე მოიქეცი. მე შევამჩნიე რომ ეწყინა, მაგრამ ვიცოდი როგორც უნდა შემომერიგებინა, და მისი საყვარელი კერძი მოვამზადე ჩუმად, შემწვარი ღორის სტეიკი, სოკოს გარნირით. მას ჩემი მომზადებული სიურპრიზი, ძალიან გაუხარდა, გამიღიმა და შუბლზე მაკოცა, შერიგების ნიშნად... ვივახშმეთ, თითო ჭიქა შავი ღვინო დავლიეთ და შემდეგ დასაწოლად გავემზადეთ. ამასობაში კი კარზე საშინელი ბრახუნის ხმა გაისმა, რომ გავაღე.. ჩემ წინ იდგა აცრემლებული მშფოთვარე თალიკო. -ჩქარა ძალიან გთხოვთ მიშველეთ, ვახო მთვრალი მოვიდა.. და ნინოს სცემს, არაადეკვატურია, ძალიან გთხოვთ მეზობლები. -ავთო:დამშვიდდით თალიკო დეიდა, ახლავე ჩამოვალ. -მაია:მობრძანდით ცხელ ჩაის დაგალევინებთ,... ავთო ფრთხილად იყავი გთხოვ. -თქვენ რომ არ მყავდეთ შვილო, რა მეშველებოდა.. მოვკვდი ქალი ამ ჯოჯოხეთით, შვილია რა ვუყო რაც არუნდა იყოს უძლური ვარ. -მაია:ნუ ღელავთ თალიკო დეიდა, ეს ყველა ოჯახში ხდება.. ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით მარტო არ ხართ. -ეჰ შვილო.. რა ოჯახი ვიყავით, სიამტკბილობა სუფევდა ჩვენს სახლში, ყველაფერი იმ ჯადოქარის ბრალია, დარწმუნებული ვარ, გაუთხვარი დარჩა და ახლა ვერ იტანს, როდესაც ბედნიერ ოჯახს ხედავს, თქვენც ფრთხილად იყავით შვილო, თორემ ავი თვალი ბევრია. საუბრისას, ავთოც ამოვიდა, თალიკო დამშვიდა, და უთხრა რომ ყველაფერი რიგზეა.. ვახო დავამშვიდე, და ახლა ნინოსთან ცდილობს შერიგებას. -შენ გაიხარე შვილო.. ღმერთმა დაგლოცოს, რა კარგი ყავხარ შენს დედას, რა იქნებოდა ჩემი შვილიც შენ გაგმგვანებოდა. თალიკო აქვითინდა და მე ვცდილობდი მის დამშვიდებას, შემდეგ ჩავაცილეთ სახლში, და ჩვენც დავიძინეთ. დილით ავთოს სანამ ეძინა, მოვუყარე თავი მის ტანსაცმელს, და ჩავიტანე გადასაყრელად, გარედ რომ გავედი.. გვერდით სადარბაზოს ფანჯრიდან, ლონდა მიყურებდა ცივად, მისი შავად ჩახატული თვალები.. და თეთრი პუდრი ისე მაძრწუნებდა, რომ სწრაფად მოვცილდი სალხს და წავედი ნაგვის გადასაყრელად, ბუნკერს რომ მივუახლოვდი ისე იყო ნაგვით გადავსებული რომ, ძველმანების ადგილი აღარ იყო, ამიტომ ტანსაცმლით სავსე პარკი ბუნკერის გვერდით დავდე, იქნებ ვინმე გაჭირვებულს აეღო. სახლამდე მაღაზიაში შევედი, კვერცხი უნდა მეყიდა, მაღაზიიდან დაბრუნებულს, უეცრად ლონდა შემხვდა და გაუნძრევლად მიყურებდა, მასზე მსენია რომ მკითხაობდა, და თავს ამით ირჩენდა, მისი სახლიდან ხშირად გამოსულა საშინელი სურნელი, თავადაც ისე გამოიყურებოდა რომ, ასე მეგონა თვით ჯოჯოხეთიდან მოვლენილი იყო, გვერდი ავუარე და სწრაფი ნაბიჯებით ავედი სახლში. რომ შევედი ჩემს წინ ავთო იდგა, თავი გააქნია, გაიღიმა და მითხრა რომ მალე გამომეცვალა და მესაუზმა,.. საუზმის შემდეგ ავთო სამსახურში წავიდა, მე დავალაგე ჭურჭელი გავრეცხე, სარეცხი გავფინე.. და ჩემს საყვარელ გადაცემას ჩავუჯექი,.. ამასობასი ჩამძინებია.. და საშინელმა სიზმარმა გამაღვიძა, თითქოს ნაწილებად ვიშლებოდი, და ამას ვგრძნობდი.. საშინელება იყო, რომ გავიღვიძე უკვე საღამო იყო... მალე ავთო უნდა დაბრუნებულიყო და მისთვის რაიმე უნდა მომემზადებინა, კარზე კაკუნი გავიგე... რომ გავაღე ავთო შემოვიდა და მითხრა რომ შეუძლოდ იყო, თითქოს გაციებული... ცხელი ჩაი დავალევინე მხოლოდ რადგან მადა არ ჰქონდა. ვიფიქრე რომ ალბათ უბრალოდ ვირუსი ექნებოდა, ცოტახნით ტელევიზორთან დავჯექით და რომ დაღამდა დასაწოლად ვემზადებოდით... მე საწოლს ვშლიდი როდესაც ავთო გაბრაზებული შემოვიდა, ოთახში და მითხრა რომ დილიდანვე მეყიდა მწერების საწინააღმდეგო წამალი და სახლში მომესხა. -მაია:გიკბინა რამემ? -ავთო:არა არაფერს არ უკბენია, უბრალოდ ამდენი ბუზი ერთად რა საშინელებაა რით ვერ დაზამთრდა, რომ წავიდნენ ეს მწერები აქედან... აი ეხლაც არ გესმის? -მაია:რა უნდა მესმოდეს? -ავთო:ბუზების ხმა არ გესმის? -მაია:არა! მოდი დაწექი, ვირუსის ბრალია ალბათ. -ავთო:შენც ნერვებს მიშლი... კარგი დავწვეთ და დავიძინოთ, ხვალ აუცილებლად ვიყიდოთ.. მწერების წამალი. ის არის დავიზინეთ, და უეცრად ავთომ დაიყვირა, შეშინებულს გამეღვიძა და შევეკითხე თუ რა დაემართა, მან კი მითხრა რომ კვლავ ბუზების მთელი არმია დასტრიალებს თავს, და საშინელ ხმებს გამოსცემენ.. მე კი საერთოდ არაფერი მესმის, ავთო წამოდგა ფეხზე, და შეშლილივით იქცევა, მე ვცდილობ მის დამშვიდებას, მაგრამ ისე ხმა მაღლა მიყვირა, რომ ძალიან შემეშინდა... ბოლოს ისიც დამშვიდდა და ჩაეძინა, მე ვერ ვიძინებდი.. რადგან მეშინოდა კიდევ არ წამოეყვირა... მაგრამ საბედნიეროდ მშვიდად ეძინა, და მეც მალევე ჩამეძინა. დილა გათენდა, მე ბავშვები სკოლაში გავუშვი, და მე საუზმის მომზადება დავიწყე, მეუღლისთვის. ამასობაში ავთომ გაიღვიძა, და სამზარეულოში შემოვიდა... -ავთო:როგორ ხარ საყვარელო? -მაია:მე კარგად ვარ. თავად როგორ ბრძანდებით? -ავთო:გავაბრაზე ჩემი გოგო... მაპატიე ძალიან ცუდად ვიყავი გუშინ, არ მინდოდა შენი წყენინება. -მაია:არ გავბრაზებულვარ, უბრალოდ შემეშინდა ძალიან, მოდი დღეს ნუ წახვალ კარგად გამოკეთდი. -ავთო:არა არა! კარგად ვარ.. ჯობია წავალ და ადრე გავენთავისუფლები. -მაია:კარგი მე მაშინ, თუ ვერ იგრძენი თავი კარგად უფრო მალე წამოდი. ავთომ გადამეხვია შუბლზე მაკოცა, და სამსახურში წავიდა... მე კი მწერების საწინააღმდეგო წამლის საყიდლად ჩავედი, გზაში ჩემმა დაქალმა დამირეკა, და მომიკითხა მე ძალიან გამეხარდა, რომ დამირეკა და ჩემთან დავპატიჟე, ისიც დამთანხმდა.. და შემითანხმდა რომ ნაშუადღევს მესტუმრებოდა, ამასობაში მე წამალთან ერთად ნამცხვრები და ტორტი ვიყიდე, და სახლში ავედი... დრო რომ გავიდა ჩემი დაქალი თათიაც მესტუმრა, მონატრებულები ვიყავით ერთმანეტის, და ძლიერად გადავეხვიეთ.. მანამ სანამ ყავა იხარშებოდა, მე და თათიამ ტორტი დავჭერით, და ამავდროულად ვჭორაობდით... შემდეგ ბავშვებიც დაბრუნდენ სკოლიდან, და მივუთითე რომ ხელები დაებანათ და მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, მე და თათიამ კი იმდენ ხან ვისაუბრეთ რომ შემოგვაღამდა, კარზე ავთომ დააკაკუნა და რომ გავუღე ისე გამოიყურებოდა თითქოს პირველად იმყოფებოდა ამ სახლში, თათიას მისალმებაზე არ გასცა პასუხი ისე შევიდა სასტუმრო ოთახში, ჩემს დაქალს ვუთხარი რომ ალბათ ძალიან დაღლილი იქნებოდა და მაგიტომ იყო ასე, მანაც მითხრა რომ ახლა წავიდოდა და სხვა დროს მე დამპატიჟა თავისთან, თათია რომ გავაცილე, შემდეგ ავთოსთან ვცადე გასაუბრება. -მაია:გშია? -ავთო:არა თავი ძალიან მტკივა... ყელიც მიშრება, და ჩემს ირგვლივ ყველაფერი შენელებულია. -მაია:მაღალი სიცხე გექნება, თერმომეტრს მოგიტან. -ავთო:რით ვერ გაიგონე... რომ არ მაქ არც სიცხე, და არც ვირუსი.. უბრალოდ ასე ვარ გაიგე! -მაია:კარგი დაწყნარდი, რა გინდა მაშინ მითხარი და მოგიტან. -ავთო:უბრალოდ მინდა რომ გახვიდე და თავი დამანებო. აცრემლებული თვალებით შევედი სამზარეულოში, და ცივი წყალი დავლიე ვცდილობ დავმშვიდდე, ამ დროს მესმის ანას კივილის ხმა, შეშინებული გავედი შემოსასვლელში, და ანა ატირებული შემომახტა და ძლიერად მომეხვია, დაჩი კი საპირფარეშოს კარებში იმალებოდა... ვცდილობდი გამეგო რა მოხდა, და ანას შევეკითხე, ანამ კი მიპასუხა რომ მამა გაგიჟდა. -ანა:მე და დაჩი რომ ვთამაშობდით, მამამ შენიშვნა მოგვცა.. რომ გავჩერებულიყავით, შემდეგ კი ყვავილების ვაზა გვესროლა, და მაშინვე გამოვიქეცით აქეთ, რომ არ მოგვხვედროდა. გაბრაზებული შევედი ავთოსთან და ვუსაყვედურე, და გავაფრთხილე, რომ არასოდეს არ გაებედა მსგავსი, თორემ ბავშვებთან ერთად წავიდოდი სახლიდან და დავტოვებდი მას, მან კი კვლავ პატიება მთხოვა, და ბავშვებსაც მოუხადა ბოდიში... სამივეს მოგვეფერა, და მშვიდად ივახშმა ჩვენთან ერთად. ამასობაში დაღამდა და ჩვენც დავიძინეთ,.. ღამის 3საათი იქნებოდა რომ გამეღვიძა, ავთო გვერდით არ იწვა.. მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და დერეფანში გავედი, საპირფარეშოს კარი რომ შევაღე არაფერი ჩანდა, შემდეგ შუქი ავანთე და დავინახე რომ დიდ ნიჟარაში იწვა მოხრილი ფეხებით და თვალები გახელილი ჰქონდა ფართოთ, მაშინვე ფეხზე წამოვაყენე, და პირსე სხველი ხელი მოვუსვი... და საწოლში დავაწვინე. დილა რომ გათენდა დიდი დრო დამჭირდა რომ გამეღვიძებინა, ძანიალ შემეშინდა მაგრამ როგორც იქნა გაიღვიძა, ცახცახებდა და იძახდა რომ ძალიან სციოდა, ორი საბანი დავაფარე, მაგრამ მაინც იგივეს იმეორებდა, შემდეგ რომ ვეღარაფერს გავხდი, ჩვენს მეზობელს თალიკოს ვთხოვე დახმარება... და პარარელურად სასწრაფოში ვრეკავდი, რომ მოვიდნენ და გასინჯეს, მითრეს რომ არანაირი გაციება და ვირუსი არ სჭირდა... ვერანაირად ვერ ხსნიდნენ თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო, რა გაეწყობოდა წავიდნენ და უპასუხოდ დავრჩი, თალიკო კი მამშვიდებდა.. გადაღლილობას აბრალებდა, და მითხრა რომ დღეს ორივეს ის მოგვხედავდა, მე კი უარი ვუთხარი რადგან, ვიცოდი მისი გასაჭირი კიდევ ჩემი ოჯახით ვერ დავაწვებოდი, კისერზე ამიტომ დასახმარებლად ავთოს მშობლებს დავურეკე, რომ მოსულიყვნენ და ერთად მოგვეფიქრებინა და გაგვეგო რაში იყო საქმე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.