გაყინული წუთი (თავი I)
ერთ წერტილში იყურებდა მართა.მუხლებზე ხელებდაწყობილი ელოდება, როდის მოასვნებდნენ მის სიყვარულს სახლში. ლევანის მაისური გადაეცვა და ასე მის ჯერ გაუმქრალ სურნელს აგროვებდა, რომ სამუდამოდ დარჩენოდა მის გონებაში. "ქალს ყველაზე მეტად დარდი და ცრემლები უხდებაო" მართალი ყოფილა, დაამშვენა 22 წლის ქვრივი ქალი ქმრის სიკვდილმა. მოუხდა ჩაწითლებული თვალები, დარდისგან რომ დაღლოდა, მუხლებზე ჯვარედინად დაწყობილი ხელები. კაბაზე ხელს გადაისვამდა,თითქოს ტკივილებს დაბლა ყრისო. არეულად ჰქონდა ჩალისფერი თმა შეკრული.მარცხენა თვალთან ხალს, შერცხვა ცრემლების და მიიმალა. წინ დაუსვენეს ქმარი მართა კახიანს. ხმა არ ამოუღია არც მაშინ. ყვავილებით, რომ გაივსო ოთახი სიტყვა მაშინაც არ დაუძრავს. მისი სასახლე, რომ აწიეს და ერთამნეთს დააშორეს, ფეხზე წამოდგა და შეაქანა. ხელი გაიწვდინა და ამოიტირა "ლევანი ცუდად ვარო". ელოდებოდა ქმარს მაგრამ არ შეაშველა ხელი , ცხოვრებაში პირველად არ მოვიდა ცოლის დაძახილზე. ქმრის გაყინულ სხეულზე მაშინ ამოიტირა ,წუთები რომ იყო დარჩენილი მათ დაშორებამდე. დაუკოცნა დახუჭული თვალები, გაციებული თითები, ლოყები და ყვრიმალები. უკანასკნელად გაუღიმა ბავშვობის სიყვარულს და ბოლო კოცნა შეატოვა ცრემლებთა ერთად ქმრის ბაგეებს. "-პირველი კოცნაც შენი იყო და იცოდე უკანსკნელიც შენი იქნება,დამელოდე თავს არ მოგანატრებ მაინც მოვალ შენამდე" წელში გასწორებული იდგა მართა ქმრის დაკრძალვაზე, იქამდე არ მოიცვლა ადგილიდან ფეხი სანამ ბოლო მუჭი მიწა არ მიაყარეს ლევანს. არეული ნაბიჯებით გამოაგრძელა გზა სასფალოდან სახლამდე და შეეშინდა, ეს არეული ნაბიჯები ცხოვრების ბოლომდე არ გაჰყოლოდა. სახლში სიცარიელეს მოეწყო თავისი ადგილი. ირგვლივ სანთელ-საკმეველის სურნელი ტრიალებდა.. ქმრის სურათი ჰქონდა ჩაბღაუჭებული და ოთახიდან ოთახში დადიოდა. ლევანი კი არსად ჩანდა .საძინებლის კართან გაჩერდა. "აქ მაინც დამხვდე რა იქნება " ამოიტირა და კარი შეაღო. გულით დაეჯახა რეალობას და კიდევ ერთხელ დაუმარხავად მოკვდა.ყველგან ლევანის სურნელი ტრიალდება. კიდევ რამდენხანს ეყოფოდა? როდემდე შეინახავდა? შუაგზაში რომ გამოლეოდა როგორ უნდა გაეგრძელებინა გზა ? ლევანის ხმის გარეშე რა უნდა ექნა? როცა მის გარეშე არცერთი წამი არ ახსოვს.სამსახურიდან რაც არ უნდა გვიან დაბრუნებულიყო მართა მაინც მისაღებში იჯდა და უცდიდა,ლევანი ცდილობდა არ დაეგვიანა,იცოდა ვერ დაიძინებდა მისი მართა თუ ზურგიდან არ ჩაეხუტებოდა, თვალებს თუ არ დაუკოცნიდა და "პატარა პრინციდან" ერთ გვერდს არ წაუკითხავდა. - ლურჯი იები მანდ არ დადოთ,ამ ფანჯრის რაფაზე იდოს. - შვილო მანდ მზე მიადგება ძალიან, დაგიჭნება - არა მეთქი,ლევანის უყვარს მანდ რომ დევს. არ გადადოთ. - როგორც იტყვი. - უყვარდა...ახლა მარტო მე დამიტოვა..როგორ დამტოვა?როგორ მიმატოვა. საერთოდ არ იფიქრა ჩემზე.არ მინდა შეეშვით ყველაფერს ნუ ალაგებთ,ნუ აწყობთ ნუ ეხებით.შეეშვით.დედაა შეეშვი მეთქი არ გესმის? ერთი ხელის მოსმით გადმოყარა სამზარეულოს მაგიდაზე დაწყობილი ჭიქები. - არ შეეხოთ დაანებეთ, რათ მინდაა? გეკითხებით? ან აქ რა მინდა ლევანის გარეშე? ან ამ სახლში ან ამ ქვეყანაშიი, ამ დედამიწაზე? რაში მჭირდება ეს ჭიქები ? ავდგე და ყავა დავლიო? ჩაი გავიკეთო? როცა ჩემი ქმარი 9 ფუტის ქვეშ წევს და მისი გვამი ლპობას დაიწყებს? იქ მივატოვე , არ მოვკვდი და ახლა სახლში ცოცხალი დავდივარ. რა ჯანდაბად მინდაა ეს ყველაფერი? ეს სახლიც არ მჭირდება! არაფერი მჭირდება! სიკვდილი მიშვილის, ხომ გესმით? ასე უნდა გამოვილიო მეც. მეც უნდა ვყოფილიყავი მის გვერდით, რატომ არ გავყევი? რატომ არ დავანებე? მარტო იყო გესმის დედა? ბოლო ამოსუნთქვისას მარტო იყო. მე ვერ ვიგრძენი, ვერ ვუშველე. იქნებ მეძახდა და ხმა ვერ გავიგე?იქნებ როგორ უნდა ჩემი ხელს ჩასჭიდებოდა? ჩემი ხმა გაეგო? მომიკვდააა გესმით? ჩემი სიყვარული მომიკვდა. თქვენ კიდევ აქ ჭიქებს და ყვავილებს დასდევთ. არ მინდა გთხოვთ რა.. მარტო დავრჩები საერთოდ. წადით. - მართა შვილო, მარტო არ უნდა დარჩე ახლა ხომ იცი? ყველაზე მეტად გვერდით დგომა გჭირდება. - ლევანი მჭირდებოდა და ხელებიდან ამაგლიჯეს ახლა არავინ მჭირდება.გთხოვთ მარტო დამტოვეთ რა იქნება. ასე ჩემებურად უნდა გამოვიტირო , უნდა შევეგუო უნდა ვისწავლო ულევანოდ ცხოვრება. უნდა მივეჩვიო. ორმოცი დღე გაატარა სიმარტოვეში,ტელეფონს იშვიათად პასუხობდა, მხოლოდ იმიტომ რომ მისიანებს გაეგოთ როგორ იყო . ლევანის ტანსაცმელში გამოწყობილი დადიოდა ოთახიდან ოთახში და ვერსად პოულობდა. ყოველდღე უმზადება ახალ ტანსაცმელს ქმარს, იმის იმედით რომ დაბრუნდებოდა და სამსახურში წასასვლელად მოემზადებოდა. ყოველ ღამით გადაშლიდა "პატარა პრინცს" და იმ მონაკვეთს კითხულობდა, რომელიც ბოლოს ლევანმა ამოუკითხა. უჭირდა ღამით ძილი, ზურგიდან არავინ ეხუტებოდა. თვალებს არავინ უკოცნიდა. მის სუნთქვას არავინ დარაჯობდა. დილაც აღარ იყო ხალისიანი. ერთიანად ჩამოშორდნენ ნათელი ფერები მართა ახალკაცს. ყველა" ფერმა კარი გაიჯახუნა და გასაღებით გარედან ჩაკეტა. 19 ივლისს ლევანთან ერთად დაიმარხა მართაც. იმ განსხავებბით რომ მიწა არ დაყრია. ერთადერთი მიზანი ჰქონდა,რაც აძლიერებდა რის გამოც ფეხეზე მყარად იდგა. ქმრის მკვლელი უნდა ეპოვნა. მართალია ყველას სჯეროდა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო მაგრამ მართამ კარგად იცოდა როგორი ფრთხილი იყო მაშინ როდესაც საჭესთან იჯდა. ახლა მხოლოდ ისღა დარჩენოდა , დალოდებოდა როდის გამოვიდოდა კომიდან თორინიკე. თვეზე მეტი იყო გასული ლევანის გარდაცვალებიდან და მისი ძმაკაცი ჯიუტად არ აპირებდა გაღვიძებას, ამქვეყნისკენ მობრუნებას. წითელი ვარდების თაიგული იმ მიწაზე დააწყო,რომელიც საყვარელი კაცის სხეულს ალპობდა. ფეხმორთხმით დაჯდა საფლავზე და თავი ცივ ქვას მიადო, ახლა მხოლოდ იქიდან უღიმოდა ქმარი. - ლუ, შეხედე პირველად ვიყიდე ყვავილები შენთვის, გაგიბრაზდი შენ რატომ აღარ მოგაქვს ჩემთვის ? ბოლოს ნაჩუქარი გვირილები დამიჭკნა, მაგრამ შენ არ ინერვიულო,შევინახე. რას მაკეთებინებ? არ გრცხვენია ? 12 წელი რაც ჩემთვის ტირილის მიზეზი არ მოგიცია, ერთიანად ამოინაზღაურე? ბევრი იყო ამდენი ბედნიერება ალბათ? ვერ ვიძინებ.. შენ არ ხარ ჩემთან. არ ვიცი სუნთქვა როგორ შემიძლია საერთოდ.ვერ მივეჩვიე ლევან, შენს სულზე დაფიცებას ვერ მივეჩვიე რა ვქნა. თორნიკე არ იღვიძებს, სიმართლის გაგებაში არ მეხამრება. უთხარი რა ლუ, უთხარი დაბრუნდეს, სულ ასე არავის და არაფრის გარეშე ნუ შემატოვებთ ამ წყეულ დედამიწას. - შენნაირმა ქალებმა, გლოვაც ლამაზი იციან,ტირილიც და სიყვარულიც. სიამოვნებით მოვკვდებოდი, რომ მცოდონოდა ასე თუ მოუხდებოდა ვინმეს ჩემი სიკვდილი. ცრემლები შეიმშრალა და ჩაწითლებული თვალებით ახედა მის წინ მდგარ ბიჭს. ვერ იცნო,შეკრთა. - უკაცრავად ? - რა უხერხულია არ გაგეცანით, მე თქვენი ქმრის მეგობარი ვიყავი. - ჩემი ქმრის მეგობარი რომ ყოფილიყავით, მეცოდინებოდით. და სხვათაშორის ჩემი ქმრის მეგობრები კი არ იყვნენ! ახლაც არიან! რა გნებავთ? - არადა, როგორი მშვიდი ჩანხართ მართა. - რა გინდათ მეთქი,ვიკითხე მემგონი - თქვენი, ქმარი ავტოსაგზაოშემთხვევით გარდაიცვალა, რაში გჭირდებათ ამ ყველაფრის დრამატიზება? რატომ არ იჯერებთ ამ ვერსიას? - თქვენთან გასარკვევი არაფერი მაქვს! მიბრძანდით აქედან ახლავე! - შეეშვი მართა,ამ ამბავს..გულით გეუბნები, ცოდოა შენისთანა ქალისთვის ლევანის გვერდით წოლა 9 ფუტის ქვეშ. - თქვენაირი მამაკაცის გვერდით ყოფნა კი ყველა ქალისთვის ზედემეტი ჯოჯოხეთია.მიბრძანდით,ჩემი ქმრის სახლიდან! **** - მართა კახიანი 22 წლის . 17 წლის იყო გარდაცვლილზე რომ დაქროწინდა. ბავშვობიდან იცნობდნენ ერთამენთს, შვილი არ ჰყავთ. მკურნალობის სრული კურსი ჩაიტარეს ერთი წლის უკან . გოგონა დედისერთაა,ამჟამად ქმრის სახლში ცხოვრობს. იურიდიული აქვს დამთავრებული, ლიცენზირებული იურისტია. რამდენიმე საქმე ჰქონდა აღებული მაგრამ სხვებს გადააბარა. - მისი ქმარი? რამე ბნელი წარსული ? საყვარლები? ნარკოტიკი? ქრთამი? უკანონო შვილი ? - ლევან ლიქოკელის ისტორია მთლიანად სუფთაა. მხოლოდ საგზაო ჯარიმებია ისიც რამოდენიმე. ტვილდიანების კომპანიაში მუშაობდა ბოლო 2 წელი ფინანსური მენეჯერი იყო. თანამშრომლებიც კარგად ახასიათებენ. უფროსო ეს ბიჭი სხვის მაგივრად მოკვდა გეუბნებით. - მანქანა ექსპერტიზაზე ხომ გაფაიყვანეს? პასუხები არ მოვიდა? - მოვიდა, მუხრუჭები არ არის დაზიანებული. საერთოდ არაფერი სჭირდა მანქანას. - თორნიკე არობლიშვილი უნდა გამოძვრეს, მისი გაღვიძება ბევრ საჭირო ინფორმაციას მოგვცემს. - ამბობენ, მართა ახალკაცმა თავად დაიწყო საქმის გაძღოლა,როგორც დაზარალებულის ადვოკატმა. - თუ ეს ბიჭი მართლა მოკლულია, გოგოსაც არ დატოვებენ ისე , თუ ძალიან შეტოპა. - რამდენად გამბედავია გააჩნია. - 22 წლის ასაკაში რომ დაქვირვდები და ბავშვობის სიყვარულს მოგიკლავენ, გამბედაობაც მოდის და ძალაც, რომ მთებს გადადგამ. მართას ნაირი გოგონები მიზნის მისაღწევად ყველაფერის გააკეთებენ. დასაკარგი არაფერი აქვს. ******* - ის გოგო არ მოისვენებს გეუბნები - რას გამიხურე საქმე გავიგე , რა გინდა ვქნა? - უნდაა შეაშინო, თუ არ გაჩუმდება მაშინ მივუწვენთ ქმარს და ეგ არის. - შიგ ხო არ გაქვს ბიჭო? ერთი სიცოცხლე რო შევიწირეთ ,არაფრის გამო ეგ ვერ მომინელებია, ახლა რას მთხოვ გოგო მოვკლა? რომელსაც სიმართლის დადგენა უნდა ? - ბოლომდე მიყვება მეთქი გეუბნები და დანარჩენი შენი გადასწყვეტია. - არანაირი მტკიცებულება არ აქვს , თორნიკე ან გამოძვრება ან ვერა. - რომ გამოძვრეს?.. - დანარჩენზე მერე ვიფიქროთ. ***** - თორნიკე კარგი რა.. გაიღვიძე უკვეე, შენც რომ მარტო დამტოვო, გეფიცები არცერთს გაპატიებთ. როგორ მჭირდება ახლა შენი გვერდით დგომა. შენი ძმა ვარო ხომ მეუბნებოდი? დებს ასე ტკივილების პირისპირ ვინ ტოვებს? დაბადების დღეზე რა გაჩუქოო? გაიღვიძე და გეფიცები ლევანს, ყველაზე დიდი საჩუქარი ეგ იქნება.ოღონდ თვალები გაახილე. ნუ შემატოვებ ამ სამყაროს ასე უმოწოყალოდ, ერთი ბეწო რწმენა შემრჩა ღმერთის და ნუ დამაკარგვინებ საბოლოოდ უფალს! გთხოვ დაბრუნდი. ******* - ქურთუკი, რომელიც ლიქოკელს, ავარიის დროს ეცვა ერეკლე ტვილდიანს ეკუთვნის. - ეს ბევრს არაფერს გვაძლევს უფროსო - თუ ლიქოკელი, ერეკლეში აერიათ, გამოდის ტვიდლიდიანი უნდა მომკვდარიყო მაგ საღამოს და არა ლევანი. - რატომ ეცვა სხვისი ქურთუკი? - თორნიკემ უნდა გაიღვიძოს. დაიბარეთ დაკითხვაზე ერეკლე. - ზემოდან ჩაერევიან ხო იცი? - გიორგი გითხარი დაიბარე დაკითზვაზე თქო, ფეხებზე ვინ ჩაერევა ხვალ აქ დამხვდეს, მე თვითონ უნდა დავკითხო. ლიქოკელის ქვრივი უნდა დავკითხო, უფროსწორედ გავესაუბრები, იქნებ რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვო - საქმის გამოძიებას ოფიციალურად სახე როდის მიეცემა? - არობლიშვილმა რომ გაიღვიძებს. - რომ არ გაიღვიძოს? - გაიღვიძებს! ***** თავაწეული, დარდისგან ჩამქვრალი თვალებით იდგა მართა კარს იქით, უხდებოდა დარდი.თითქოს დაამშვენა, ერთიანად გაზარდა ტკივილმა. - რა გნებავთ? - გამარჯობა , მე გამომძიბელი უტა ახვლედიანი ვარ, თქვენი ქმრის მკვლელობასთან დაკავშირებით მინდა გაგესაუბროთ,შეიძლება შემოვიდე? - მობრძანდით მაგრამ ჩემი ქმრის საქმე მკვლელობის მუხლით არ განიხილება. - თუმცა, თქვენ განიხილავთ - როგორც ჩანს მხოლოდ მე არა . - ყავა შეიძლება? - დაჯექი, მოგიტან. ოთახის კედლებზე ქაოუსურად განლაგებული ფოტოები იმზირებოდნენ. ერთი შეხედვითაც მარტი მისახვედრი იყო, რომ ლიქოკელის ოჯახი, სიმშვიდით და ჰარმონიით იყო სავსე. გაზეთი პატარა მაგიდაზე, ტვილდიანის ფოტოები ეყარა, უამრავ არეულ ფურცლებთან ერთად. - როგორც ჩანს ცალკე დაგიწყიათ გამოძიება. - ქმარი არაფრისგულისთვის მომიკლეს, როგორ ფიქრობთ უსაქმოდ დავჯდებოდი? - რატომ ფიქრობთ რომ მკვლელობაა? ბოლოს როდის ესაუბრეთ ლევანს? - იგივე კითხვა შემიძლია მეც დაგისვათ. სამსახურიდან სანამ გამოვიდოდა,ნახევარი საათით ადრე ველაპარაკე, მითხრა რომ თორნიკეც იქვე იყო გაუვლიდა და სახლში ერთად დაბრუნდებოდნენ. ფეხბურთისთვის უნდა ეყურებინათ, ამ თამშს იმდენი ხანი ელოდებოდნენ. მოწოლილი ცრემლები უკანვე მიაბრუნა და სიცარიელეში ყურება დაიწყო. - აღელევბეული იყო? - არა,მხიარულ განწყობაზე იყო, საუბრიდან 20 წუთის შემდეგ მომწერა, რომ ცოტა დააგვიანდებოდა. - მიზეზი არ კითხეთ? - კითხვა არ მჭირდებოდა ლევანთან, მითხრა რომ ერეკლე ტვილდიანმა კაბინეტში დაიბარა, რაღაც საქმე აქვს ალბათ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა ხვალიდნელი შეხვედრისთვისო. - ეს იყო ბოლო საუბარი? - დაახლოებით, ნახევარი საათის მერე მომწერა, გამოვედი და იცოდე რომ მოვალ წამის გამოუტოვებლად მოგვიყვები ვინ როდის გაიტანა გოლიო. ჩაეღიმა მართას და მაინც ჩამოუვარდა რამდენიმე ცრემლი. - შემდეგ? - სამ საათში ქმარი სახლში,აი აქ წინ დამისვენეს. მე ლა ლიგას ბოლომდე ვუყურე, ყველა გოლი დავიმახსოვრე და მოვუყევი მაგრამ ჩემი აღარ ესმოდა. ერეკლე კი სახლში იჯდა და ამჯერადაც რომ გამოძვრა,აღნიშნავად კიდეც ალბათ. - დარწმუნებული ხარ,რომ ერეკლეს გამო მოკლეს? - ლევანს მაგ საღამოს ჩემი ნაჩუქარი ქურთუკი ეცვა, არაფრისდიდებით არ გაიხდიდა მითუმეტს არ აჩუქებდა ტვილდიანს. რატომ ეცვა ჩემს ქმარს სხვისი ქურთუკი? მისი აღნაგობა ემთხვევა ლევანისას. ამოიღეთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ტვილდიანების კომპანიიდან, თუ უკვე წაშლილი არ არის და მახავთ რომ ის მანქანა, რომელიც ახლა ჩემს ზადარბაზოსთან გაჩერდა და მისი მგზავრი ახლა ჩემს კარზე დააკაკუნებს, მათ კომპნიასთანაც იყო. ფარდა ოდნავ გაწია სამამდე დაითვალე და კარზე ზარმაც არ დააყოვნა. - არ გააღო - რატომ? გგონიათ ასე პირდაპირ მოვლენ ჩემთან და ტყვიას დამახლიან? რომელიმე ოთახში შედი და არ გამოხვიდე,მანამ სანამ არ ჩათვლი რომ დახმარება მჭირდება. ღრმად ამოისუთქა და კარი გააღო. - უკვე წასვლას ვაპირებდი - მიბრძანდით მაშინ. - ოჰ მართა, როგორი ხარ. - რა გნებავთ? - როგორი ოფიციალურობაა - არაფერს შემომთავაზებ? - სტუმართმოყვარე არ ვარ სამწუხაროდ. - როგორ ფიქრობ ამას ქმარი მოგიწონებდა? - ჩემი ქმრის ხსენბას კიდევ ერთხელ გაბედავთ და საკუთარი ხელით მოგკლავთ აქვე. - შენც კარგად იცი რომ აქ ერთადერთი დამნაშავე ბატონი ერეკლე, ვფიქრობ შეგვიძლია ერთამნეთს გავუგოთ. - ერეკლეს წინაღმდეგ ჩემი გამოყენება გინდათ? - შენ არ ხარ ისეთი ქალი, ვინმემ რამეში რომ გამოიყენოს , ჩემზე უკეთ ეს შენ იცი. - პირდაპირ მითხარი რა გინდა? - სინამდვილეში არაფერი,მოსასამძიმრებლად მოვედი, სამწუხაროა რომ ერეკლეს დედისთვის არ მიწევს იგივეს თქმა. იმედია ისევ შევხვდებით და უფრო სასიამოვნოდ ვისაუბრებთ. **** - აშკარაა შენი ხელიდან უნდა ერეკლეს მოშორება ამ ადმიანს. - ჩემი ქმრის მკვლელი ჩემს წინ იდგა და მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ამაზე საშინელი გრძნობა არსებობს? - და ერეკლე ტვლიდიანი? - ზოგჯერ მგონია გამომძიებლები საერთოდ ვერ ფიქრობთ, ამ ადამიანს აშკარაა ერეკლეს მოკვლა უნდა , მაგრამ ახლა ვერ გაიმეორებს იგივე შეცდომას, ლევანის სიკვდილი არ აწყობდა. ერეკლემ თავი დაიძვრინა. ჩემი ქმარი შეგენებულად გაუშვა თავისი ქურთუკით სიკვდილთან შესახვედრად. ორი მკვლელი არსებობს, ის ვინც ფიზიკურად მოკლა ჩემი ქმარი და ერეკლე ვინც შეგნებულად გაწირა ლევანი. ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა ლაპარაკი მართას, ღრმად ამოისუნთქა რაღაც საშიშის მოლოდინში. ცრემლები ვერ შეიკავა ყურმილის იქეთ ნაცნობი ხმა რომ გაიგო პირველად გაიღიმა ლევანის სიკვდილის შემდეგ. - რა მოხდა მართა? - თორნიკემ გაიღვიძა . ამოიტირა და ღმრად ამოისუნთქა, ახლა ყველფერი უფრო მარტივად იქნებოდა. დავბრუნდი, პირველად ვწერ ამ ჟანრში და იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.