როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 6)
დილით განსაკუთრებულად მოემზადა, დღეს პარასკევი იყო, მხოლოდ დღეს შეეძლო ბიჭისთვის მისი თავი განსხვავებულად დაენახებინა, კვირას წავიდოდნენ და შეიძლება საერთოდ ვეღარ ენახა. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები იყვნენ, პროფესიითაც, ცხოვრებითაც, ყველაზე მთავარი, ბიჭი მალე დაქორწინდებოდა და ეს უკვე ლამის ყვიროდა ნათიას უშანსობაზე. თმის ბოლოები დაიხვია, ცოტა სახეზეც წაისვა მსუბუქი მაკიაჟი და ფეხსაცმელს მიუბრუნდა. შემოსასვლელში დაიწყო ლოდინი, არ უნდოდა ვინმეს ეფიქრა გველოდებოდაო, ჩანთაც მოიმზადა და გასაღები ხელში დაიკავა, როგორც კი ბიჭების ხმები გაიგონა მაშინვე გაემართა კარისკენ, ლევანი და ბაჩო ერთმანეთში იცინოდნენ კარი რომ გამოიღო და უცხო გამოვიდა. -ნათია შვილო შენ ხარ?_თვალებ გაფართოებული შეჰყურებდა თომა. -რა მოხდა თომა ბიძია, ვერ მიცანი?_გაეცინა ნასიამოვნებმა. -გიხდება შვილო, გიხდება_თავი დაუქნია კაცმა და ღიმილით შევიდა სახლში, ბიჭებიც ღიმილით მიესალმნენ და სამუშაოს დაუბრუნდნენ. ის კი ვისთვისაც ასე გამოეწყო, საერთოდაც არ ჩანდა. ნერვებ მოშლილი და გაღიზიანებული მივიდა სკოლაში. საერთოდ არ გამოვიდა ისე, როგორც უნდოდა, რა იცოდა თუ გიორგი ბინასთან ჩასაფრებული აკვირდებოდა შორიდან და ეთამაშებოდა. მართალია გუშინ ფრე დასრულდა, მაგრამ აინტერესებდა ვინ გაიმარჯვებდა, ვერც ის წარმოიდგენდა თუ ორივე დამარცხდებოდნენ. სკოლაში მოსწავლეებისა და თანამშრომლების ოვაციებს გულგრილად შეხვდა, მხოლოდ მშრალად იხდიდა კომპლიმენტებზე მადლობას. ყველაფერს მაშინ მიხვდა უცხო ნომრიდან შეტყობინება რომ მიიღო: „2:1 გიგებ“. თან გაახარა ამ ინფორმაციამ, თან გააღიზიანა, ანუ რა? ბიჭი ყველაფერს ხვდებოდა? ნუთუ ასე აშკარა იყო მისი ქცევები? ლამის ფანჯრიდან გადახტომა ისურვა ისე შრცხვა და სახე ხელებში დამალა. -ნათიი, არ გესმის? რა ხანია გეძახი_რუსულის მასწავლებელი ეძახდა გვერდიდან. -ბოდიში, ჩავფიქრდი, გისმენთ. -ხომ გახსოვს ხუთშაბათს კინოჩვენება? იცოდე საქმროსთან ერთად მოდი, თორემ არ გაპატიებ ის ბიჭი რომ არ გამაცნო_თითი დაუქნია გოგოს და ისე გაეცალა ნათიამ პასუხის გასაცემად პირის დაღებაც ვერ მოასწრო. -ჯანდაბაა, იდიოტო, რა გამიკეთე_ტირილი მოუნდა უცებ სიცილთან ერთად და სახე ამჯერად ჩანთაში ჩამალა. სირბილით ავიდა მეხუთე სართულზე, ბავშვებისთვის დამატებითი მასალები უნდა გადაეგზავნა და დასკანერება უნდა მოესწრო, თორემ მის ინტერნეტ გვერდს დიდ ზიანს მიაყენებდნენ, სახლში შესულს მხოლოდ გიორგი დახვდა, უკვე კრასკას უსმევდა ჭერს, ანუ კვირამდე დარჩენა სულაც არ დასჭირდებოდათ. -გამარჯობა_ფეხსაცმელს იხდიდა ისე მიესალმა ნათია. -გაგიმარჯოს, ბიჭმაც ღებვას თავი ანება და კიბიდან ჩამოვიდა.-ჰა, აყარე ნაშები?_გვერდულად გაუცინა გოგოს. -უნდა ამეყარა?_პირდაპირ ბიჭისკენ წავიდა. -აჰა, ნახე რა სიტყვა თქვი, მიდი აბა კარგი გოგო იყავი და ტუჩებზე ხელი მიირტყი რომ არ გაიმეორო_ირონიულად გაეცინა ბიჭს -და პირიქით რომ გავაგრძელო ? ანუ ჩემგან სითამამეს ითხოვ?_ახლა ნათია ირგებდა თავდამსხმელის როლს და გიორგი მიიწევდა ზურგით კედლისკენ. -ნუ მთლად ასეც არ მიგულისხმია_ცოტა დაბნეულმა დახედა გოგოს. -აბა როგორს? მიდი აბა სითამამის საფეხურები გამაცანი_უკვე საკმაოზე ახლოს მიუახლოვდა ბიჭს. -ნათია, ადამიანი ორ დღეში ვერ შეიცვლება_სანტიმეტრით დაშორებულ გოგოს წითლად შეღებილ ტუჩებს დახედა და ლამის მეც გავიგონე იმხელა ნერწყვი გადაყლაპა. -მართალია, ვერ შეიცვლება, როგორც ჩანს სულ ასეთი ვიყავი, უბრალოდ რაღაცეები გააღვიძე_თვალების ფახუნით ახედა ბიჭს, ფეხის წვერებზე აიწია, ლამის ტუჩებზე მიადო ტუჩები და ბიჭმა სუნთქვაც რომ შეწყვიტა, აი მაშინ გაატრიალა სახე, ლოყასაც გვერდი აუარა და ყურში ჩაჩურჩულა: -2:2 ძვირფასო, ახლა ვეღარ იგებ_უკან გამოწეულმა თვალი ჩაუკრა გაშეშებულ ბიჭს და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა საკუთარი ოთახისკენ. ერთმანეთს არ დამშვიდობებიან, თამაში ფრე დამთავრდა, ნათიას კი დამშვიდობება არ უყვარდა. შაბათს მშობლებიც ჩამოვიდნენ, ერთი შეკივლება და შეცხადება გადაიტანა მანანადან, შემდეგ კი ცხოვრება თავის კალაპოტს დაუბრუნდა. სამსახური - სახლი. სამშაბათი დღე იყო ისევ მიოში რომ ტკბებოდა ნესვის ნაყინით, ამოჩემებულ ადგილას იჯდა რბილ პუფში და ისევ გამვლელებს ათვალიერებდა გვერდიდან დაჟინებული მზერა რომ იგრძნო. ორი ბიჭი სადილს მიირთმევდა და ერთ-ერთი საკმაოზე ხშირად ათვალიერებდა მიმზიდველ გოგოს. რამდენჯერმე შეიშმუშნა ნათია და წასვლა გადაწყვიტა მის წინ მდებარე პუფი რომ დაიკავეს. -გამარჯობა, ხშირად გხედავთ აქ, როგორც ჩანს თქვენც ამოჩემებული გაქვთ. -საკმაოდ, თანაც ნესვის ნაყინი მხოლოდ აქაა_უკვე თითქმის ცარიელი ჭიქა დაანახა ბიჭს. -კიდევ ხომ არ მიირთმევთ? -არა მადლობა, უკვე მივდიოდი. -იმედია ჩემ გამო არა_სახე მოეღრუბლა ბიჭს -არა არა, წლის ბოლოა და შედარებით ბევრი საქმე მაქვს.- -წლის ბოლო? ახლა ივნისია_წამით დაიბნა ბიჭი. -მასწავლებელი ვარ, ჩემთვის წლის ბოლო ახლაა და დეკემბერში სემესტრის შუა დასვენება_გაეცინა ნათიას. -ახლა გასაგებია_ბიჭიც აყვა სიცილში, -სასიამოვნოა ნათია, მე გიორგივარ, ციმაკურიძე_ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. -ამ ქალაქში რა სხვა სახელი არ არსებობს? ჩუმად ჩაიდუდღუნა და ღიმილით ჩამოართვა ხელი. -რა საგანს ასწავლით? -გერმანულს_თავისი საყვარელი საგნის გახსენებაზე გაეღიმა გოგოს. -საინტერესოა, გერმანულად მხოლოდ Hallo და Mutter ვიცი_სიცილი აუტყდა ბიჭს. წასასვლელად გამზა დებული ნათია კიდევ ერთი საათი გაჩერდა, ბევრ თემაზე ისაუბრეს, თანაც საკმაოდ საინტერესოდ, როგორც ეტყობოდა გიორგის კითხვა უყვარდა და რამდენიმე ისეთი წიგნიც აქო ნათიას წაკითხული რომ არ ჰქონდა. საუბარი საბოლოოდ მანანას ზარმა შეაწყვეტინათ. -სამწუხაროდ სახლში უნდა წავიდე_ჩანთის გადაკიდებით წამოდგა ნათია. -ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი_ხელი ჩამოართვა ღიმილით ბიჭმა და გაბრწყინებული თვალები გააყოლა. სასიამოვნოდ დაღლილი იყო ნათია, გაღიმებული დაწვა საღამოს და ფიქრებში ჩაიძირა, მაგრამ რატომღაც ამ ამბავს იმხელა მნიშვნელობას ვერ ანიჭებდა რამხელაც სურდა, მის ფიქრებში მაინც სხვა პიროვნება ირეოდა. ხუთშაბათი ისე მალე მოვიდა გასასამართლებელი მიზეზი ჯერ კიდევ არაფერი ქონდა ნათიას მოფიქრებული, ლამაზად გამოეწყო, მშობლებს დაემშვიდობა და ტაქსით მივიდა სკოლამდე. ღრმად ამოიხვნეშა და უბრალოდ შეაბიჯა ეზოში, იმედი ქონდა როცა შეეკითხებოდნენ მიზეზი უბრალოდ მოადგებოდა პირზე. -ნათი, ცოტა დაგაგვიანდე, მალე შედი შენი ბიჭი უკვე გელოდება_გვერდით ჩაუქროლა თანამშრომელმა და ხელ აწეული გაოცებული გოგო იქვე დატოვა ეზოში. სწრაფი ნაბიჯებით შევიდა შენობაში და სააქტო დარბაზსაც მალე მიაგნო. ლამის ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან როცა წინა რიგებში მჯდომ ნაცნობ სხეულს მოჰკრა თვალი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.