შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაზეც არავინ საუბრობს თავი 9


15-09-2020, 19:44
ავტორი spangebob
ნანახია 848

თავი 9
მიყვარდა მარტო სიარული, ზოგადად მარტო ყოფნაც საკმაოდ სასიამოვნო იყო ჩემთვის და რეალურად მთელი ცხოვრება გარკვევას ვცდილობდი ინტროვერტსა და ექსტრავერტს შორის რომელ ვიყავი, საბოლოოდ გადავწყვიტე რომ სადღაც შუაში ვიყავი გამოკიდებული.
სასიამოვნო ამინდი იყო და ბეზინგასამართ სადგურთან გავჩერდი. სანამ ბენზინს მისხამდნენ მაღაზიაში შოკოლადი, ორცხობილა და საღეჭი რეზინი ვიყიდე, შემდეგ თვალი სიგარეტისაკენ გავაპარე, ალექსანდღეს გაბრაზებული და წარბაწეული გამომეტყველება წარმომიდგა თვალწინ და დავდე უკან.
-დანებებას ცდილობთ?-მკითხა გამყიდველმა ბიჭმა, რომელიც ორი წუთია ყოყმანობს და ცდილობს გამოლაპარაკებას.
-რაღაც მასეთი- გავუცინე და მანქანში ჩავჯექი.
ვფიქრობდი, რომ გზაში ვისაც ვხვდებით ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს და სადღაც მიემართება, სწორედ მაგ დროს თავს მათ ადგილას წარმოვიდგენ ხოლმე და ვცილობ სავარაუდო ვარიანტები განვიხილო, თუ სად მიდიან. დროის გასაყვანად ფანტასტიური ხერხია, ასევე ხალხზე დაკვირვების უნარს ავითარებს, ყოველ შემთხვევაში თავს ვიმშვიდებ მაინც რომ რაიმე პროდუქტიულს ვაკეთებ და არ ვუსაქმურობ. სადღაც წამიკითხავს, რომ „ყველა ადამიან ვისაც ვხვდებით მონაწილეობს სისხლჩართულ ომში, რომელზეც ჩვენ არაფერი ვიცით, ამიტომ ყოველთვის კარგად უნდა მოვექცეთ ხალხს“ ალბათ მართლაც ასეა, რადგან უმიზეზოდ არაფერი ხდება, ყოველთვის როდესაც სერიულ მკვლელზეა საუბარი მის უკან დანგრეული ოჯახი და ძალადობა დგას, რამაც მას ამ ქმედებისკენ უბიძგა. არსებობს გამოთქმა, რომ „მკვლელებად არ იბადებიან“, თუმცა როდესაც ცუდ ადგილას იბადება ადამიანი, მკვლელად დაბადებასთან ასოცირდება, ამიტომ „ხალხი ჩვენ ცხოვრებაში სეზონებივითაა და რაც ხდება მიზეზითაა“ ახლა კი ვლადიმერის მიზეზზე ვფიქრობდი. უნდა გამერკვია რატომ იქცეოდა ასე, რა გარემოება იყო რაც მას აიძულებდა მსგავს ქმედებას. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს: შეუმდგარი ოჯახი, რთული ბავშვობა, ძალადობა, შურისძიება და ა.შ. ამასობაში სასტუმროსაც მივუახლოვდი და მანქანა დავაყენე ეზოში. ლამაზი სასტუმრო იყო, თუმცა ძვირიანი არა, მეტიც შეეძლო ვლადიმერს. გადასვლისას ტელეფონი ბზუის, მესიჯი მხვდება ირაკლისგან: „ხვალ მინდა კინოში წაგიყვანო, იმედია წამოხვალ“ და რამდენიმე აფერისტული ემოჯი. არ მიოასუხია, ნომერში დავბინავდი, შხაპი მივიღე და რესეფშენში ჩავედი.
-გამარჯობა- ვეუბნები გოგონას მისაღებში, რომელმაც უკმაყოფილო სახით ამათვალ-ჩამათვალიერა და ტუჩები დაპრუწა, რადგან ტელეფონზე საუბრის შეწყვეტა მოუწია.- შეგიძლიათ მითხრათ ვლადიმერი თუ ჩამოვიდა, იცით? შეხვედრა გვაქვს დათქმული- ქლიბი დადო და თვალების ატრიალების შემდეგ კომპიუტერშ რაღაც აკრიფა.
-ვლადიმერი ერთ საათში ჩამოვა, მისი პარტნიორი კი სასადილოშია უკვე, შეგიძლიათ ნახოთ.
-კარგი, მადლობა- წამოვედი და მაშინვე ტელეფონზე ვიღაცას გაუბა ჭორაობა.
პარტნიორი? კარგი, ესე იგი ვეძებთ პატარა გოგონას, რომელსაც ჩემი დახმარება ესაჭიროება. ყველანაირ ყველს ვიდებ თეფშზე, შემდეგ კრუასანსა და ყავას, თან ეჭვისთვალით ვათვალიერებ იქაურობას, თუმცა გოგონას ვერ ვხედავ. სულ საქმიანი ხალხითაა სავსე იქაურობა. სიხარული მავსებს, კაბა რომ წამოვიღე, საღამოს დამჭირდება ხალხში გარევა. შავი სათვალის და დასიებული თვალების გამო ყველა მე მყურებს, თუმცა ალბათ მეჩვენება, რადგან სათვალეში თვალებს ვერავინ ხედავს.
-მარჯვნივ საეჭვო ქალია-მეუბნება ანა მიკროფონიდან. ნამცხვრის მოსატანად მივსივარ და თან ჩემ მარჯვნივ ვაპარებ თვალს. შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ძალიან ლამაზი ქალია, თუმცა თავის შვილი მორბის და ის აყავს ხელში.
-არამგონია ეგ რაიმე შუაში იყოს ახლა- ვეუბნები ანას.
-ჰო შვილს საქმეზე ვინ ჩამოიყავანს.
-არ ვიცი სულ გადავიღალე, თუ საეჭვო მართლაც არაფერი ხდება? ყოველ შემთხვევაში, ერთი საათი მოცდა მომიწევს.
მიკროფონს ვთიშავ და მშვიდად მივირთმევ ცოტახნით ყავას, ჩემ ბრაუნისთან ერთად. შემდეგ ტელეფონს ვიღებ და დიდი ფიქრის შემდეგ, წავყვე თუ არა კინოში, ვწერ: -„ყოველგვარი სიბრძნის საფუძველი მოთბინებაა.“ , ამიტომ უარი უნდა გითხრათ, რადგან თქვენ სიბრძნეს არ შევუქმნათ საფრთხე- მალევე ვფიქრობ სწორად ვიქცვი თუ არა, თუმცა სანამ არ ჩამოვყალბდები თუ რას ვაპირებ მის ნახვას ვერ შევძლებ. ალბათ არ მინდოდა სიმართლის გაგება და კითხვისთვის(მართლა თვალთმაქცობდა თუ არა?) თვალის გასწორება. „არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.“. ალბათ ყველას გვინდა ცხოვრების რაღაც ეტაპზე „ვარდისფერი სათვალის“ მორგება და რეალობაზე თვალის დახუჭვა. არისტოტელეს უთქვამს: „ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას“ მე ის მინდოდა ჩემ ცხოვრებაში, ისეთი როგორიც ადრე იყო, თუმცა მჭირდებოდა? ნუთუ კარგი იყო ახლა ის ჩემთვის? რა თქმა უნდა არა, მაგრამ რაც ყველა გზით ცუდია და არანაირად არ უნდა გვინდოდეს, მაინც იქით მიუწევს ადამიანს გული, ნაყინი ღამე უფრო ტკბილია, რადგან მისი მიღება უსარგებლო და სრულიად არაადეკვატურია.
ჰოლში დავჯექი და ყველა შემომსვლელ-გამსვლელს თვალყურს ვადევნებდი. ტელეფონზე ჩამოკიდებული გოგონა შიგადაშიგ გამომხედავდა ხოლმე, თუმცა რადგან „ წიგნს ვკითხულობდი“ დიდად არ მაქცევდა ყურადღებას და განცხრომით მეგობარს რაღაცას უყვებოდა.
ნაცნობი პარფიუმის სუნი ვიგძენი და ვლადიმირის ფეხსაცმელი გოგონასკენ მიაბიჯებდა. გოგონა მის დანახვაზე ანერვიულდა, თმა გაისწორა და სასწრაფოდ გაუწოდა გასაღები. რაღაცას ვუტბუტებდნენ, თუმცა კარგად არ მესმოდა რას. შემდეგ კარიდან ქერა, გრძელთმიანი გოგონა შემოვიდა და გზადაგზა თმას ისწორებდა. ცოტათი მგზავრობისგან დაღლილი სახე ქონდა თუმცა შემეძლო მეთქვა დარწმუნებით რომ თექვსმეტ წელზე მეტის არ იქნებოდა. ვლადიმერი წამდაუწუმ საათს დაყურებდა, თითქოს ვიღაცის გამოჩენას ელოდებოდა, შემდეგ გოგონასთან ერთად ბაღში გავიდა. შორიდან ვადევნებდი თვალს როგორ იჯირითეს და მოუთბენლად ველოდი, როდის დატოვებდა გოგონას მარტო, რათა დავლაპარაკებოდი. როგორც იქნა ჭადრაკის სათამაშოდ შემოვიდნენ ლაბში, მალე ვლადიმერიც გავიდა, რაღაცაზე დაურეკეს და გოგონა მარტო დარჩა.
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ ვითამაშოთ?- ვეკითხები ღიმილით.
-არა, ბიძაჩემი დიდხანს ილაპარაკებს სავარაუდოდ ტელეფონზე, დაჯექი.- მითხრა და გამიღიმა. ბიძამისი? გოგონას დავაკვირდი და მივხვდი, რომ ხელს არ აფარებდა, მართლა ბიძამისი იყო. ახლა გავაცნობიერე რომ ერთხელაც არ ჩახუტებია გოგონას, არც ზედმეტად მიახლოვებია.
-მხოლოდ შენ და ბიძა ხართ ჩამოსულები?- ვკითხე ჩუმად და ჩემი სვლა გავაკეთე, კარგად ვიცოდი თამაში.
-არა, კიდევ ერთი თანამშრომელია ჩვენთან ერთად, საქმეებს ვერ მოწყდა- და ხუმრობით თვალებს ატრიალებს- იცი? რაც მშობლები ავარიაში დამეღუპა, სულ ის მივლის და თან დავყავარ ყველგან, არაფერს მაკლებს. ყოველ დილით მადლიერი ვარ რომ ის არსებობს, ვერც კი წარმომიდგენია მის გარეშე რას ვიზამდი- გავუღიმე, ზედმეტი ინფორმაცია მომაწოდა რაც ცოტათი საეჭვო იყო, ამას მაშინ აკეთებენ, როდესაც რაიმეს დამალვა უნდათ, თუმცა ტყუილის ნიშნები არ შეინიშნებოდა და უბრალოდ ჩავთვალე რომ გახსნილი იყო.
-მოგწონს აქაურობა?-შევეკითხე, რომ ჩვენი საუბარი დაკითხვას არ დამსგავსებოდა. ასეთი კეთილი ადამიანი ჩანს და რეალურად მონსტრია. არც კი მჯერა როგორ ახერხებენ ასეთ შენიღბვას ადამიანები.
-დიახ, ეს ადგილი ძალიან მიყვარს, თვეში ორჯერ ჩამოვდივართ აქ დასასვენებლად.- გაბრწყინებული თვალებით იყურებოდა და თმას ისწორებდა. ახლა დავასკვენი, რომ ადამიანებს ადვილად ენდობოდა და საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი.
თამაში მალევე დავამთავრეთ როდესაც ვლადიმერმა დაუძახა ბილიარდზე წავიდეთო. გოგონა სიხარულით დამემშვიდობა და მომლოცა მოგება. ძალიან თბილი და კეთილი იყო. მე ჩაფიქრებული ვიჯექი მოგებული პარტიის წინ და ვფიქრობდი, რომ სრულიად უსარგებლო იყო ჩემი აქ ჩამოსვლა და რა ეშველებოდა გოგონას როდესაც ვლადიმერს დაიჭერდნენ. ალბათ მის გარეშე ვებრად უკეთ იქნებოდა, თუმცა მაინც რთულია როდესაც სრულიად მარტო რჩები.
-ვითამაშოთ?-კითხულობს ვიღაც და გაუცნობიერებლად თავს ვუქნევ, ფიგურებს ალაგებს - ესეიგი გადაწყვიტე, ჩემ სიბრძნეს არ შეუქმა საფრთხე?-უცბად შეშინებული ვიყურები და წინ ირაკლი მიზის, გაკრეჭილი და თვითკმაყოფილი სახით. ახლა მაინც საიდანღა მომაგნო? ჯანდაბა.
-ცინიკოსი ხარ-ვუთხარი ჩუმად.
-ოპტიმისტს უფრო ვუწოდებდი ჩემ თავს.
-„ პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს.“ რეალურად პესიმისტი ბევრად ჯობს, ნაკლებად ყალბია, თუმცა საუკეთესო ვარიანტია რეალისტი იყო.
-ნუთუ სიცილი ცუდია? „ყოველთვის, როდესაც ადამიანი იცინის, ის რამდენიმე დღით იხანგრძლივებს სიცოცხლეს“-წარბაწეული მიყურებს.
-„სიცილი ადამიანის გამოცდის საუკეთესო საშუალებაა“ შენივე ხელით ნუ მომიტან შენივე იარაღს. -ბოლო სვლა გავაკეთე- შამათი- ვთქვი და ავდექი.
-ნუთუ არ მოვრჩით თამაშს?- თქვა გულდაწყვეტილად.
-ადამიანი მთელ ცხოვრებას თამშსა და თვალთმაქცობაში ატარებს.
-რისი თქმა გინდა მაგით?
-დაფიქრდი და აუცილებლად მიხვდები. - ვეუბნები და ისიც დაშტერებული მიყურებს, ჯერ მე, შემდეგ წაგებულ პარტიას, შემდეგ ისევ მე. ვბრუნდები და ოთახში ავდივარ. თან ერთი აზრი არ მასვენებს თუ რა უნდა აქ. ალბათ ჯობს საერთოდ გავერიდო მას და არც გამოვიძიო რაიმე მის განძრახვებზე, რადგან ამ დროს შეიძლება ისეთი რამ წამომცდეს, რისი გაზიარებაც დამღუპველია ჩვენი „გამოძიებისთვის“.

პ.ს რას ფიქრობთ თავზე? <3



№1 სტუმარი სტ

მალე დადებ შემდეგეს?<3

 


№2  offline წევრი spangebob

სტ
მალე დადებ შემდეგეს?<3

დღეს დაემატა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent