დამაბრუნე
პრობლემა მრავალგვარია,ზოგი რთულია,ზოგი მარტივი,ზოგი სულაც არაა ისეთი რთული როგორიც ჩანს,ზოგი კი არც ისეთი მარტივია როგორიც გვგონია.ამბობენ,გადაულახავი სირთულე არ არსებობსო,მაგრამ განა ეს სიტყვები სასოწარკვეთილებაში მყოფს, შვებას მომგვრის?განა დამეხმარება, რომ თავსდამტყდარ უბედურებას შესაფერისად გავუმკლავდე?განა შემაძლებინებს, რომ არ დავნებდე?ეს ხომ ცარიელი სიტყვებია და სხვა არაფერი...არ შეუძლია დამეხმაროს,გვერდით დამიდგეს...რჩევა მომცეს...გამამხნევოს...ეს მხოლოდ სიტყვებია...მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სიტყვები... ...და მეც ვდგავარ ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე...გრილი სიო კი ნებას არ მაძლევს თვალსმომდგარ ცრემლებს გასაქანი მივცე.ყელში რაღაც ბურთი მეჩხირება და მინდა ბოლო ხმაზე ვიღრიალო...მიშველეთ!დამეხმარეთ!მე ხომ მარტო ვარ!მე ხომ არავინ მყავს!უბრალოდ აღარ შემიძლია! მაგრამ ხმა სადღაც იკარგება,სადღაც ჩემში ღრმად იმარხება და ზემოთ აღარ ამოდის. ...და მეც ვეშვები...უსასრულო სივრცეში...მივფრინავ და მხოლოდ ახლა ვგრძნობ შიშს...მხოლოდ ახლა მინდა რომ უკან დავიხიო,მაგრამ გვიანია...ბოლო ამოსუნთქვა...და ვითიშები... ... უკუნ სიბნელეში სადღაც შორიდან ბავშვის კისკისი ისმის -დედიკო,დედიკო,გიკვალვალ? -დედას ყველაზე მეტად უყვარხარ,ცხოვრება! -მამიკო,მამიკო შენჩ გიკვალვალ? -მეც მიყვარხარ,ბარტყო! -ქოდა ლატო ალ მეუბნებით ქოლმე... სიყვარულის დანაკლისი...აი,რა არის ყველაზე ხშირი პრობლემა...განა მართლა არავის ვუყვარვართ? რატომ არასდროს დამისვამს ეს კითხვა ჩემი თავისთვის.ვბრაზობ...ახლა როცა უსასრულო სივრცეში ვარ გამოკიდებული და სადღაც შუა გზაში გაჭედილი,მაშინ მახსენდება ყველა ნაგრძნობი სითბო,ყველა ნათქვამი თბილი სიტყვა და გული გამალებით მიცემს.ეს რა ჩავიდინე?!ჩემ თავზე თუ არა სხვებზე როგორ არ ვიფიქრე? ეს რა ჩავიდინე?! იმ შორეული ზმანებიდან,ბავშვის კისკისის ნაცვლად,თავშეკავებული სიცილი ისმის -კარგი რა ბებო! -ჩაიცვი,ბებო,ჩაიცვი,თორემ გაცივდები და სად წავიდე მერე! -არ გავცივდები,თბილა გარეთ -ბაბუ,დაუჯერე ბებოს და მოიცვი რამე,მატყუარა ამინდია ეტყობა. -კარგით,ხო,კარგით ვიცვამ! მზრუნველობა!აი,კიდევ ერთი რამ რაც მაკლდა.მეგონა რომ მაკლდა...თვალები ფართოდ,თვალები ფართოდ...როგორ გამომრჩა... გული მეკუმშება,სული მეხუთება.დამაბრუნეთ!აღარ მინდა!ლაჩარი ვარ!ლაჩარი ვიყავი,რომ შეუმჩნეველ, ერთიშეხედვით ,,უმნიშვნელო” რეალურად კი ყველაზე მნიშვნელოვან ბედნიერებას გავექეცი.იმის მიუხედავად,რომ არცერთი აღარ მყავს,მათ გამო უნდა შემძლებოდა.მათ გამო უნდა გავმკლავებოდი.განა ჩემთან რომ ყოფილიყვნენ,ასეთ დანებებას მომიწონებდნენ და თავზე ხელს გადამისვამდნენ?არა,არა და არა! უკან მინდა,დაბრუნება მინდა,მაგრამ უკვე გვიანია... დამაბრუნეთ...! უკუნ სიბნელეში,სადღაც შორს,მბჟუტავი სინათლე მოჩანს.იქნებ შევძლო დაბრუნება,ესღა გავიფიქრე და მისკენ გავიქეცი.მივრბივარ,თუმცა გზა არ ილევა...უფრო სწრაფად,უფრო სწრაფად,თავს ვიმხნევებ,მაგრამ ამაოდ.დამაბრუნეეთ! ბოლო ხმაზე ვიღრიალე და ვიგრძენი უხილავმა,ძლიერმა ძალამ რომ შემისრუტა... მხოლოდ სიზმარია...მხოლოდ სიზმარია...თავს ვიმშვიდებ და აცახცახებულ ხელებს გულზე ვიჭერ.ცოცხალი ვარ!ჩემმა დაბინდულმა გონებამ მხოლოდ ამის გააზრებაღა მოასწრო.ფეხზე წამოვიჭერი და სახე სუსხშეპარულ ნიავს მივუშვირე. ახლა ვდგავარ ყველაზე მაღალი შენობის აივანზე...მიუწვდენელი ჰორიზონტის ხაზიდან მზე ნელ-ნელა იწვერება.ჩემი იმედი...თვალებს ვხუჭავ და გათოშილ ლოყას ცხელი ცრემლი მიწვავს...ყველაფერს შევძლებ...ჩუმად ვბუტბუტებ და ვიღიმი...ყველაფერს გავუმკლავდები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.