შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 7)


16-09-2020, 11:10
ავტორი naattii
ნანახია 10 763

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ_ღიმილიან ტუჩებშ გამოსცრა ჩუმად რომ არავის დაენახა, თითქოს ჩხუბობდნენ.
-აქ გცხვენია? საქმროს როგორ ელაპარაკები, ნწ, ნწ_თავი დამწუხრებულმა გადააქნია ბიჭმა.
-გიორგი თქო.
-კარგი ხო რა იყო, მაშინ რომ მოგაკითხე დამპატიჟეს და მეც მოვედი.
-ფილმი ინგლისურადაა, დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ყურება?_წარბები აუწია ბიჭს.
-რადგან ხელოსანი ვარ დებილი არ ვარ ნათია და კი ინგლისური ვიცი.
-ნწ ნწ, როგორ შემაცოდა თავი_თვალები გადაატრიალა გოგომ.
-იცი რაა? კისერი გიტეხია_გაბრაზებული წამოდგა ბიჭი და გასასვლელისკენ წავიდა.
-ჯანდაბააა_ამოიდუდღუნა ნათიამაც და უკან გაეკიდა. -გიორგი, გიორგი, მოიცადე.
-აბა? ახლა რაღა დაგრჩა სათქმელი მიწასთან რომ გამასწორო?
-არა, მე სულ სხვა ......_სათქმელი ტელეფონი ზარმა შეაწყვეტინა. უცხო ნომერი ისეთი თავგანწირვით რეკავდა გაჩერებას აშკარად არ აპირებდა.
-გისმენთ.
-ნათი გამარჯობა_ნაცნობი ხმა მოესმა მეორე მხრიდან.
-გიორგიიი, როგორ ხარ_ღიმილით გაეწელა ტუჩები
-კარგად, შენ როგორ გიკითხო?
-მადლობა მეც კარგად, გკითხო ჩემი ნომერი საიდანთქო?_გაეცინა გოგოს და წინ მდგომის აწეული წარბები არ შეუმჩნევია.
-ხოო, მოდი ეგ ცოტა მერე, შეიძლება შევხვდეთ?
-შეიძლება რა თქმა უნდა, ჩვენს ადგილზე?_სიამოვნებისგან ჩაეღიმა
-იდეალურია, ხვალ 5ზე მაშინ, დროებით.
-დროებით გიორგი_ბედნიერმა გაუღიმა და მხოლოდ ახლა ახედა ირონიულად მომზირალ ბიჭს.

-აბა ვინაა გიორგი ქალბატონო თქვენი ადგილი რომ გაქვთ უკვე_სიტყვის პრჭყალებში ჩასასმელად თითები ჰაერში მოხაზა.
-ეს გიორგია, ორი დღის წინ გავიცანი_ორი წლის ბავშვივით გაწითლდა ნათია და ტელეფონის წვალება დაიწყო.
-ნუთუ? _უკვე აშკარა ირონიული გახდომოდა ხმა ბიჭს. -მოდი გამოვიცნობ, ბევრი წიგნი აქვს წაკითხული და შარვალ-კოსტიუმით დადის, ალბათ ინგლისურიც უკეთ იცის_თვალები დააწვრილა ბიჭმა და ბრაზისგან აუელვარდა.
-დიახაც და მასზე წესიერად ისაუბრე_თავი ამაყად ასწია გოგომ.
-ხმას ნუ უწევ, მე გაგაცანი ბოლობოლო
-სულ გააფრინე? შენ რა შუაში ხარ?
-რა უცებ დაგავიწყდა ყველაფერი, შენი აზრით მაინც მოეწონებოდი ძველი ნათია რომ ენახა და არა ის რაც მე შევქმენი?_ახლა თავად უახლოვდებოდა გოგოს და აბნევდა.
-რა თქმა უნდა, ჩვენ გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევთ_ძლივს აგრძელებდა გოგო შეპასუხებას.
-თქვენ და მე, ამჯერად რომელი კრიტერიუმით გამომყავი?_უკვე ცხვირს ეხებოდა და ეცინებოდა გოგოს დაბნეულობაზე, ლამის გულისცემა ესმოდა, ორგანო ისე ცდილობდა გარეთ გამოენგრია ყველაფერი.
-ააარ ვიციი_თვალები დაეხუჭა ნათიას ბიჭის ასეთ სიახლოვეზე, უცხო სურნელი ადიოდა გიორგის. იგრძნო ლოყაზე როგორ მოედო წვერი და ლამის დაიკვნესა სიამოვნებისგან. ისედაც დაჭიმული სხეული ორმაგად გაუშეშდა ბიჭის ტუჩები ყურთან რომ იგრძნო: -3:2 ძვირფასო. დამშვიდებულმა თვალები რომ გაახილა ბიჭი უკვე აღარსად ჩანდა.
მთელი საღამო აივანზე გაატარა ნათიამ, ამინდიც მასავით მოწყენილი იყო და საკმაოდ გრილოდა, არც გიორგის ნათქვამი სიტყვები ანებებდა თავს და არც ის შეგრძნება ბიჭის ახლოს ყოფნისას რომ ჰქონდა. მხოლოდ იმაზე ეფიქრებოდა, იქნებ და ბიჭი მართალი იყო, იქნებ და ციმაკურიძეს სულაც არ მიექცია ყურადღება ძველი ნათია რომ ყოფილიყო?
25 წლის ისე გახდა შეყვარებული არასოდეს ყოლია, არ ყოფილა ბიჭი მისით რომ დაინტერესებულიყო, მერე გიორგი გამოჩნდა და მთლიანად შეცვალა, არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც, ძველი ნათია ბიჭთან ასე არასდროს მოიქცეოდა, ასე თამამი ვერ იქნებოდა. სწორედ ახლა გაიცნო ეს ბიჭიც, ნუთუ უბრალოდ დამთხვევა იყო? იქნებ გიორგია მართალი? ჯანდაბაა, გრძნობდა მალე თავი გაუსკდებოდა ამდენი ფიქრისგან. ტელეფონის ზარმა უშველა, ამჯერად შეტყობინება იყო.
„ხვალამდე დროა, თუ გინდა კიდევ ერთ შოპინგს მოვასწრებთ“
ერთი დღე იქნებოდა ეს ბიჭი ბოლოს მოუღებდა. ღრმად ამოიხვნეშა ნათიამ და ტელეფონი ისევ ოთახში მოისროლა.

ისევ მკვდარივით მივიდა სახლამდე გიორგი, საკმაოდ იღლებოდა გარდაბენებზე და ბოლოს ჭამის თავიც აღარ ჰქონდა ხოლმე.
-შეჭამ ლობიოს თუ კვერცხი შეგიწვა?_მოღუშული მიუჯდა ნინია გვერდით.
-არცერთი, ჭამის თავი არ მაქ.
-ნელი ბებომ გაჭამა? რა საყვარელი ქალია.
-ხო_არც ხასიათზე იყო დიდად ბიჭი.
-რამე მოხდა?_უფრო დაკვირვებით შეათვალიერა დამ.
-ნინიაა, ტვინს ბურღავ, არ შეიძლება ერთი დღე მეც არ ვიყო ხასიათზე?
-როგორ არა, უბრალოდ ასეთს პირველად გხედავ.
-ხოდა ყველაფერი ხდება პირველად. ახლა შემეშვი, მაინც ორ კვირაში გადაბრძანდები აქედან, მიტოვების და სხვაში გაცვლის მეტი რა იცით თქვენ_გაგულისებულმა გადაიძრო მაისური და პირდაღებული ნინია შემოსასვლელში დატოვა.

მთელი ძალით ცდილობდა ნათია მასწავლებლის მაგიდაზე არ ჩამოძინებოდა, ღამის გათენებამ შედეგი გამოიღო. ძლივს დაიფარა ტონალურით ჩაშავებული თვალის უპეები. პირველად იყო გაკვეთილის ჩატარების ხასიათზე რომ არ იყო და მოსწავლეები გაახარა, თამაშის დღე გვაქვსო და ათასი გასართობი მეთოდი მოიფიქრეს, აუცილებელი პირობა გერმანულად ლაუბარი იყო, ტყუილად გაკვეთილის გაცდენა არ იყო მისი საქმე.
კარგადაც გამოუვიდა, ბევრი სიტყვებიც გაიხსენეს ბავშვებმა , უფრო მეტი ისაუბრეს და საბოლოოდ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა შედეგით. გარეთ გამოსულმა მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიას მოკრა თვალი და გაახსენდა, რომ აგებდა. წამში დაებადა ახალი იდეა და მაღაზიის კარი შეაღო. ახსოვდა გოგოს თმის ფერი და აღნაგობა, ამიტომ ჯერ მაღაზია შემოიარა სასურველი ადამიანის ძიებაში. სალაროსთან მიაგნო, ამიტომ მარწყვის ალპენ გოლდს დასტაცა ხელი და რიგში ჩადგა, მომზადებული ტელეფონიც მაშინვე ყურთან მიიდო.
-გიო, საყვარელო როგორ ხარ?_რაც შეეძლო გაინაზა ხმა, რას ვიზამ ახლა გამოვედი სკოლიდან, ისევ ჭერი შეგხვდა გასაკეთებელი ჩემო ოქროსხელებავ? ფრთხილად იყავი იცოდე არ ჩამოვარდე, კი მეც სახლში მივდივარ, _გაიცინა და თვალის კუთხით დაინახა როგორ მოშტერებოდა მოლარე, მაიტომ სიამოვნებით განაგრძო თამაში. -საღამოს? კი აბა რა , შენთვის სულ მცალია, ნელი ბებოს ბინაში ხარ ხომ ისევ? მომიკითხე_და სწორედ აი ამ სიტყვებზე გაისმა ნივთის ძირს დაცემის ხმამაღალი ხმა და დაინახა გოგოს ქათმის ფილე გავარდნოდა ხელიდან. უკვე აშკარად ათვალიერებდა სალაროსთან მჯდომი და ამას აღარც მალავდა. ღიმილით გახსნა შეტყობინების დაფა და ნაცნობ ნომერს მოკლე მესიჯი გაუგზავნა.
„3:3“



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აზრზე ხაარ?! ისევ თავისიცე დაგებულ მახეში რო გაებმევა ახლა :დ
აუუუ ძაან პატარა თავებია რა აი საერთოდ არ მყოფნის...
სრულად რო დადო არ გირჩევნია?! ტანჯვაა ასეთი ლოდინი და მერე ამ ცუვქნი თავების წაკითხვა :'(

 


№2  offline მოდერი naattii

სტუმარი ანი
აზრზე ხაარ?! ისევ თავისიცე დაგებულ მახეში რო გაებმევა ახლა :დ
აუუუ ძაან პატარა თავებია რა აი საერთოდ არ მყოფნის...
სრულად რო დადო არ გირჩევნია?! ტანჯვაა ასეთი ლოდინი და მერე ამ ცუვქნი თავების წაკითხვა :'(

წერის პროცესშია, სრულად რომ მქონდეს ასე ნამდვილად არ დავდებდი ❤️

 


საკუთარ თავებს რომ უჩალიჩებენ ჩვენ ვუთხრათ თუ თავადაც ხვდებიან? :დ არადა რა საყვარლები არიან❤
ველოდები შემდეგს❤

 


№4 აქტიური მკითხველი ablabudaa

ააუუ მოვკვდი სიცილით ბოლო ნაწილზე, აიი რა დაელოდება შემდეგ თავს, ვატყობ გიორგის რისხვა დაატყდება თავზე მალე :D

 


№5  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
საკუთარ თავებს რომ უჩალიჩებენ ჩვენ ვუთხრათ თუ თავადაც ხვდებიან? :დ არადა რა საყვარლები არიან❤
ველოდები შემდეგს❤

იყვნენ ჯერ უხაროდეთ ????????????

ablabudaa
ააუუ მოვკვდი სიცილით ბოლო ნაწილზე, აიი რა დაელოდება შემდეგ თავს, ვატყობ გიორგის რისხვა დაატყდება თავზე მალე :D

ვნახოთ ვნახოთ :D :D

 


№6  offline წევრი Imagination88

აუ ძალიან მომწონს. სახალისო და საინტერესოა. ვგიჟდები ამ ორზე, თუმცა თავების სიმცირე არ მომწონს, იმედი მაქვს გაზრდი❣️❣️

 


№7 სტუმარი mm

ააააააა! ეს რა მიქენიიი?? რა მომენტში გამიწყვიტე მოთხრობაა :დდდდდ რომ დაასრულებ ეგრევე დადე <33 ძალიან კარგია :))

 


№8  offline მოდერი naattii

Imagination88
აუ ძალიან მომწონს. სახალისო და საინტერესოა. ვგიჟდები ამ ორზე, თუმცა თავების სიმცირე არ მომწონს, იმედი მაქვს გაზრდი❣️❣️

მადლობა შეფასებისთვის, მაგრამ სიდიდეზე განვმეორდები... სამწუხაროდ სხვანაირად წერას ვერ ვახერხებ

mm
ააააააა! ეს რა მიქენიიი?? რა მომენტში გამიწყვიტე მოთხრობაა :დდდდდ რომ დაასრულებ ეგრევე დადე <33 ძალიან კარგია :))

მადლობააა <3

 


№9  offline მოდერი ნეაკო

ძალიან მომწონს, ძალიან საყვარელი წყვილია

 


№10 სტუმარი ანუ

ხვალ ხო უეჭველი იქნება?

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია იქნებ მალე დადო ძალიან საინტერესოა სახალისოა თან როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ეს გადარეულები მადლობა წარმატებები ????????????

 


№12  offline მოდერი naattii

ნეაკო
ძალიან მომწონს, ძალიან საყვარელი წყვილია

მადლობა <3

ანუ
ხვალ ხო უეჭველი იქნება?

აუცილებლად იქნება <3
სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია იქნებ მალე დადო ძალიან საინტერესოა სახალისოა თან როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ეს გადარეულები მადლობა წარმატებები ????????????

დღეს დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent