შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი. გაგრძელება (სრულად)


16-09-2020, 23:19
ავტორი sati
ნანახია 7 904

-ყველაფერზე თანახმა ვარ, რაც არ უნდა თქვა. ყველაფერს გავაკეთებ. მაპატიე? ის ყველაფერი...
-დიდიხანია გაპატიე. რომ არ მეპატიებინა, აქ არ იქნებოდი. შენ?
-მეც გაპატიე...
-ანუ აღარ შემაგდებ სატვირთოს ქვეშ?-ორივეს გაეცინა.
-ვეცდები-ანუკიმ კისერხე ხელები შემოხვია და აკოცა-ამ კარიდან რომ გავსულიყავი, აღარ გამომეკიდებოდი?
-როგორც მაშინ თქვი საავადმყოფოში, მე ვერ მომიშორებ. ისევე როგორც მე ვერ გიშორებ შენ, ყველგან მხვდები.

ამის შემდეგ სულ ერთად იყვნენ. ანუკი უნივერსიტეტში წავიდა, ალექსანდრე გაყვა და იმ ქვეყანაში მისი კომპანიების ქსელი გახსნა. მთელი ოჯახი მათ გამო იქ გადაბარგდა. ყველა ერთად ცხოვრობდა, ანუკი უნივერსიტეტის ბოლო კურსზე დაფეხმძიმდა. და პატარა ბიჭი გააჩინა. ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, როგორც ყველა ზღაპარი მთავრდება... ისე დამთავრდა ესეც. მაგრამ ყოველთვის არის ის ერთი ადამიანი რომელიც ჰეპი ენდით ვერ ამთავრებს. სანდრო იმ დღეს დიდხანს ელოდა ანუკის აეროპორტში, სანამ რეისმა არ გაასწრო ვერც მიხვდა რომ ანუკიმ ალექსანდრე აირჩია. მაგრამ მაინც ანუკის გარდა სხვა გოგო არასდროს არ შეყვარებია. მისი ერთგული დარჩა, მიუხედავად იმისა რომ ანუკი მას აღარ ნახულობდა და ურთიერთობაც არ ჰქონდათ.
ეს ყველაფერი ზღაპარია. რეალურ ცხოვრებაში ესე იშვიათად ხდება. რეალური დასასრული კი ასეთია
-ოღონდ ეგ არა. თვალებში ჩაგხედო და გითხრა რომ არ მიყვარხარ? და მერე მეტყვი რომ არ გჯერა და გატყუებ, მერე ვაკოცებთ ერთმანეთს და ამით დამთავრდება ყველაფერი? ალექსანდრე კიდე ვერ ხვდები რატომ მინდა გაშორება? ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ ტკივილს ვაყენებთ! ორივე საკუთარ თავზე ვფიქრობთ, სულ ვჩხუბობთ... ესე არაფერი გამოვა. მხოლოდ გავანადგურებთ ერთმანეთს, შეხედე სადამდე მიგვიყვანა ჩვენმა ურთიერთობამ?-სახელური აიწია და ხელებზე შრამი ანახა-შენ თავს შეხედე... დროა ცოტა გაიზარდო და ყველაფერს რეალურად შეხედო. შენ შვილი გეყოლება, ეს სათამაშო არ არის. შენი მთელი დროის დათმობა მათთვის მოგიწევს. მოდი ერთხელ მაინც არ ვიჩხუბოთ და ვცადოთ რომ შევთანხმდეთ რამეზე მაინც. ეს ორივესთვის საუკეთესო გამოსავალია. შეილება ეხლა ვერ გამიგო... ან საერთოდ ვერ გამიგო. მაგრამ ესე ჯობს... ყველა ხვდება ამას შენ გარდა. მე არ ვამბობ რომ არ მიყვარხარ... ეს ყველაზე დიდი ტყუილი იქნება. და ჩემი სიყვარული რას ცვლის? რომელ ფაქტს, რომ ერთმანეთს ვანადგურებთ თუ იმას რომ შენ შვილს ელოდები? გთხოვ. მოაწერე ხელი და დავასრულოთ ორივეს ტანჯვა. გემუდარები ალექსანდრე.
-მომეცი საბუთები
რა თქმა უნდა ანუკის და ალექსანდრეს ქორწინება გაშორებით დასრულდა. ერთი ამერიკაში წავიდა ცხოვრების თავიდან დასაწყებად, როდესაც მეორემ თავისი ბედი საქართველოში სცადა. საბოლოოდ 5 წლის განმავლობაში ერთმანეთთან კონტაქტის მცდელობაც არ ყოფილა. ანუკის არ უნდოდა წარსულის გახსენება. ის ერთი წელი, რომელმაც მის მთელ ცხოვრებაზე უზარმაზარი გავლენა იქონია, არ არსებობდა. ალექსანდრე ნამდვილი ქმარი არასდროს ყოფილა, ალბათ არც არავის მოუყვებოდა საკუთარ წარსულზე, რომ არა მათი ცნობადობა მთელ თბილისში. სწორედ ეს პლუსი ჰქონდა უცხოეთს, იქ არავინ იცოდა შენი ცხოვრებისეული დრამები. იქ უფრო ადვილი იყო მუშაობა და ყველაფრის დავიწყება. თუმცა, მიუხედავად ამდენი წლისა სამშობლოსგან შორს ყოფნისა, ანუკის დაბრუნება მოუწია. მას მამა გარდაეცვალა, 5 წლის უნახავი მამა, რომელიც ბოლოს საკუთარ დაბადების დღეზე ნახა, როდესაც მთელი ქალაქის ელიტის წინ შეარცხვინა მამაც, ოჯახიც, ქმარიც და საერთოდ ყველა მისი ახლობელი. ამ ამბის შემდეგ დიდი ხანი ლაპარაკობდნენ ანუკიზე, ზოგი ამართლებდა მას, ზოგიც კიცხავდა, ზოგს უკვე საერთოდ აღარ აინტერესებდა. უმეტეს შემთხვევაში ყველა მაინც ლანძღავდა იმის გამო, რომ ეგოისტურად მოიქცა, ასეთ სიმპატიურ ქმარს და მოსიყვარულე ოჯახს რომ დაამადლა მათი ფული, სითბო და საქვეყნოდ მოჭრა მათ თავი. ანუკის მეგობრებმა ზურგი აქციეს, არ უნდოდათ მასთან რაიმენაირად ასოცირებულიყვნენ. თუმცა ყოველივე ზემოთხსენებული საერთოდ არ ადარდებდა ჩვენს მთავარ გმირს. მომავალი წარსულზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის.
საქართველოში დაბრუნება ზედმეტად უჩვეულო ვითარებაში მოუწია. რა თქმა უნდა განიცდიდა მამის სიკვდილს, მაგრამ ამაზე მეტად დედასთან შეხვედრაზე ნერვიულობდა. თუმცა დიდად არ ნანობდა საკუთარ საქციელს და არც ფიქრობდა რომ ზურა მის გამო მოკვდა(გამომდინარე იქიდან რომ ანუკის მშობლები არც ისეთი ახალგაზრდები იყვნენ, ზურას კი ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება სასმელისა და სიგარეტისკენ. ამას ემატებოდა დიაბეტი, რომელსაც იგი არასდროს უფრთხილდებოდა და ნერვიუილობა რაც წლების განმავლობაში მომხდარი ამბების გამო ჰქონდა გადატანილი). ერთადერთი რასაც ნანობდა იყო ის რომ, მამის ნახვა ვერ მოასწრო მის სიკვდილამდე. ყოველთვის ფიქრობდა, რომ უნივერსიტეტეის დამთავრების შემდეგ დაბრუნდებოდა სახლში, მამას შეურიგდებოდა და აჩვენებდა იმ კომპანიის გეგმას, რომლის შექმნაც მეგობრებთან ერთად მოახერხა. შემდეგ ზურა და ანუკი ერთმანეთს ყველაფერს აპატიებდნენ, მამა კი იამაყებდა საკუთარი ქალიშვილით და აღარ იქნებოდა გულნატკენი იმით, რომ მას მემკვიდრე არ ყოლია. ანუკი შეძლებდა კომპანიის ხელმძღვანელობას.. მაგრამ ეს ყოველივე უკვე შეუძლებელი იყო.
სახლში დილით ადრე მივიდა, არ უნდოდა ბევრი ხალხი დახვედროდა. ეზოში ტატო და ნინო ისხდნენ, წინ ყავა ედგათ, მაგრამ არც ერთი არ სვამდა. უბრალოდ იჯდნენ და ერთ წერტილს მიჩერებოდნენ. თუმცა სიტუაციის გათვალისწინებით სხვანაირად ვერც მოიქცეოდნენ. ანუკიმ ღრმად ამოისუნთქა და ეზოში ნელა შეაბიჯა, უნდოდა ჩუმად შესულიყო, მაგრამ ჩემოდნის ხმამ უცბად გამოაფხიზლა დედა შვილი.
-ანუკი-ნინომ ხმადაბლა წამოიძახა და ძმისშვილისაკენ გაშლილი ხელებით გასწია, მაშინვე ჩაიხუტა მონატრებულმა-ვწუხვარ...
-მადლობა...
ტატო უხმოდ მიუახლოვდა და ჩაეხუტა, თუმცა მის ქცევაში სითბოს ვერ იგრძნობდით. თითქოს ნაწყენი იყო ბიძაშვილზე, მაგრამ თუ რატომ , ამას ცოტა მოგვიანებით გიამბობთ.
-დედა სად არის?
-ძინავს.. ძალიან ცუდად არის, მაგრამ იცნობ ელენეს. ხალხის წინ არაფერს არ იმჩნევს, ძალიან ძლიერი ქალია. დაიღალე?
-არა.. ბევრი ხალხი მოვიდა?
-ნუ იტყვი.. მთელი თბილისი ანუკი! ყოველ დღე აქ იმდენი ხალხია... ეხლაც 1 საათში დაიწყება ისევ მისვლა-მოსვლა და მოთქმა. ისეთი ხალხი მოდის თვალით რომ არ მყავს ნანახი. ზურას ბაღელები, კლასელები, კურსელები.. აქამდე სა დიყვნენ.
-დედამ წესიერად არაფერია რმითხრა, რა ჭირდა?
-კიბო-ტატომ თქვა-ერთხელ მაინც რო დაგერეკა ალბათ გეტყოდნენ.
-ტატო-ნინომ საყვედურით გახედა შვილს, რომელსაც ცოტა აკლდა რომ ანუკისთან ჩხუბი არ წამოეწყო-ვერაფერს უშველიდი.. არ უფრთხილდებოდა თავს, სულ ეწეოდა... კარგი, დაღლილი იქნები.
-შევალ მამას ვნახავ...
-რომ მოვლენ. ჩამოხვალ?-ნინომ ჰკითხა-არ მინდა რომ იჭორაონ, შენ თუ თავს ცუდად იგრძნობ შეგიძლია ...
-ეს ჩემი სახლია ნინო. მამაჩემი გარდაიცვალა, აქ მის პატივსაცემად უნდ ამოდიოდნენ და არა ჩემზე საჭორაოდ .
-ვიცი, მაგრამ...
-ნუ ნერვიულობ, არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის. გთხოვ, მამის ნახვა მინდა-ანუკი ოთახში შევიდა. სხეულს სუდარა ეფარა, ახლოს მისვლა არც უფიქრია. საშინელმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში, უცნაურმა გრძნობამ დაჰკრა.. თითქოს სიზმარში ყოფილიყო . ყელში რაღაც ახრჩობდა, ტირილს ვერ ბედავდა. სინდისი ქენჯნიდა, არადა მთელი გზა თავს უმეორებდა რომ თვითონ უდანაშაულო იყო. მაგრამ სინამდვილეში... ზურას წინაშე მარტო მდგომი, აცნობიერებდა, რომ ამას მხოლოდ საკუთარი თავის დასამშვიდებლად ამბობდა. ხოლო საკუთარ თავს კი ვერ მოატყუებდა. დამშვიდობება უნდოდა, სიტყყვებს ვერ არჩევდა. ბოდიშის მოხდა უნდოდა, გვიანი იყო. ახლოს მისვლა და მამის ბოლოჯერ ნახვა უნდოდა, მაგრამ ფეხები არ უშვებდა. ოთახშიც კი იგრძნობოდა ის გაურკვევლობა და დაძაბულობა, რაც ანუკის თავში ტრიალებდა. ამასობაში ოთახში ელენე შემოვიდა.
-როგორ იმგზავრე-შესაძლოა, ერთი მხრივ, ელენეს რეაქცია უჩვეულო იყოს . 5წლის უნახავ შვილს წესიერად არც კი მიესალმა . არანაირი სითბო არ გმაოუხატავს, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა ანუკის მდგომარეობას. მთელი ოჯახი , ნინოც კი, მიუხედავად იმისა რომ ცილობდა დაემალა საკუთარი დამოკიდებულბა მის მიმართ, ადანაშაულებდა ზურას სიკვდილში, ისევე როგორც ალექსანდრე იყო დამნაშავე ნოდარის აღსასრულშიც.
-რამეში დახმარება გჭირდება-თითქოს ყველა სიტყვის წარმოთქმის ეშინოდა, იცოდა საკუთარი წვლილი მამის გარდაცვალებაში, მაგრამ ამის მოსმენას ვერ გადაიტანდა.
-გამხდარი ხარ.
-დედა გთხოვ... -ანუკის ცრემლი წამოუვიდა თვალებიდან.
-ყავას გაგიკეთებ.
-არ მინდა... ოთახში ავალ.. დავისვენებ. თუ რამეში დაგჭირდი დამიძახე-თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა, ჩემოდანი აიღო და ზევით ავიდა. ელენე ყოველთვის თბილი, მგრძნობიარე, ემოციური, სიცოცხლით აღსავსე დედა იყო, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა მისაღებ ოთახში მდგომი ქალის ბუნებას. ეს ორი ადამიანი ერთმანეთის ანტიპოდი იყო. ვერ ვიტყვით , იმ მომენტში რას ფიქრობდა ელენე, მართლა ადანაშაულებდა თუ არა შვილს ქმრის სიკვდილში, თუ უბრალოდ არ შეეძლო ადეკვატურად მოქცეულიყო და მისის აქციელი შოკით იყო გამოწვეული. ერთი რამ აშკარა იყო, ყველაზე რთული დაბრკოლება ერთ საათში დაწიყებოდა, როდესაც დაქვრივებულ ელენეს, ხალხის ჭორების ატანა მოუწევდა.
ელენე ეზოში გავიდა.
-არ მინდა ვინმემ რამე ილაპარაკოს. სკამები აიღეთ მისაღებიდან, შიგნით მხოლოდ ძალიან ახლობლები დარჩებიან, ვინმეს თუ ცოტახანი დაჯდომა მოუნდება გავა გარეთ.
-როგორც იტყვი ელენე. დაცვას გავაფრთხილებ-ტატომ სკამი ბიცოლას დაუთმო, კიდევ ერთხელ გადახედა ძალაგამოცლილ ელენეს და სახლში შევიდა.
-ელენე, მაინც იჭორავებენ . არ უნდა უსმინო.. ის მოვა?
-დღეს უნდა მოვიდეს. ოჯახთან ერთად.
-იქნებ ანუკი სადმე წავიყვანო ცოტახნით?
-არ ვიცი ნინო, არ ვიცი.. არ შემიძლია ეხლა არაფერზე ფიქრი. გთხოვ შენით მოაგვარე. მე სახლში ბევრი საქმე მაქვს, უბრალოდ ეს მინდოდა მეთქვა.
***
ოთახი არაფრით არ შეცვლილა. ნივთებიც კი ადგილზე ეწყო. სურათები, ლეპტოპი, საყვარელი წიგნები, ტანსაცმელი. თითქოს სახლმუზეუმი ყოფილიყო წარსულში სამოგზაუროდ. კრემისფერი კედლები, ულამაზესად მოხატული ჭერი, ლამის 2 მეტრიანი სარკე, რომელთანაც დღეში მინიმუმ 2 საათს ატარებდა, როდესაც სადმე წასასსვლეად ემზადებოდა. უშველებელი ტანსაცმლის კარადა, რომელშიც ძველებურად მისი ბავშვობისდროინდელი კაბები ეკიდა, რომლებიც ახლა უკვე დიდი ექნებოდა. 18 წელთან შედარებით, ანუკი კიდევ უფრო გამხდარი, ღონეგამოცლილი და ფერმიხდილი იყო. მიუხედაავად იმ მძაფრი სურათისა, რაც ზემოთ დაგიხატეთ, ანუკი უბედური არ იყო. მას მოსწონდა საკუთარი ცხოვრება ამერიკაში, მეგობრებიც ჰყავდა და საყვარელ საქმესაც აკეთებდა, უბრალოდ სახლში დაბრუნება ყველა ძველ განცდას ახსენებდა. მისთვის მამის სიკვდილზე მეტად აუტანელი სახლში დაბრუნება იყო. უცებ მანქანის ხმა მოესმა, ფანჯრიდან გაიხედა და ნაცნობი მანქანა დაინახა.
-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ელენე-მანქანიდან ალექსანდრე და მისი ოჯახი გადმოვიდნენ.
-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ელენე-მანქანიდან ალექსანდრე და მისი ოჯახი გადმოვიდნენ. უცნაურია, მაგრამ ალექსანდრემ მაშინვე შეამჩნია ფანჯარასთან მდგარი ანუკი და წამით გაშეშდა, მან კი სწრაფად გადაწია ფარდა და მიიმალა. ეს იყო და ეს, დიდი რეაქცია არ ჰქონია. არ უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. უკვე აღარ იყო იმ ასაკში, რომ ოთახში დამჯდარიყო და ხალხის წასვლას დალოდებოდა. მამის პანაშვიდი იყო და ყველანაირი სისულელე უნდა დაევიწყებინა. შავების ძებნა დაიწყო, რადგან ძირითადად ამ ფერს არ იცვამდა, ვერ იტანდა. მოემზადა , ღრმად ამოისუნთქა, სახეზე ერთი გამომეტყველება მიიღო, ყინულივით მზერა დაიჭირა და ქვევით ჩავიდა. ჯერ ისევ მარტო ალექსანდრეს ოჯახი იყო, ნინა ელენესთან და ნინოსთან იჯდა სამზარეულოში. ბიჭები ეზოში იყვნენ ეწეოდნენ.
-გამარჯობა ნინა-ანუკიმ გადაკოცნა.
-ვიზიარებ... შენს მწუხარებას.
-მადლობა-გაუღიმა და ეზოში გავიდა.
-ვიზიარებ-პირველი გიორგი მივიდა და გადაეხვია.
-მადლობა-მასაც ისევე გაუღიმა და ახლა ჯერი ალექსანდრეზე მივიდა.
-ვიზიარებ-განსაკუთრებულად არ მოქცეულა, ჩვეულებრივად გადაკოცნა და გვერდით გაიწია. ანუკიმ ტატოს შეხედა რომელიც ზედაც არ უყურებდა.
-ტატო.. შეიძლება ორი წუთი ვილაპარაკოთ?
-ეხლა დაიწყება პანაშვიდი-ალექსანდრემ გაკვირვებულმა გახედა, დიდი ხანი იცნობდა ორივეს და მიხვდა რომ რაღაცაზე ნაჩხუბრები იყვნენ. ანუკის მეტი არც უთხოვია, გატრიალდა და მისაღებში დაჯდა. ადგილს ვერ პოულობდა, თითქოს არავის არ უნდოდა მასთან ლაპარაკი. ალექსანდრე კი შორიდან უყურებდა და ჩაფიქრებულ იდგა. მართლაც ათ წუთში გაიღო ჭიშკარი და ხალხის დიდი ნაკადი შემოვიდა. მათ მოყვა მამაო, ვენოკების მწკრივი , უაზრო რაოდენობით მანქანები, მგლოვიარე ქალები და ბოლოს ძლივს ანუკისთვის ნაცნობი სახეები და მეგობრები. ამასობაში მასთან დიტო მივიდა.
-ანუკი... ვიზიარებ, ძალიან ვწუხვარ-და ჩაეხუტა. დიტო ყოველთვის თბილად ექცეოდა მას და მიუხედავად მისი საქციელისა, მაინც დიდი პატივისცემით ელაპარაკებოდა-როგორ ხარ?
-კარგად.. ყოველ შემთხვევაში ალბათ დედაჩემზე უკეთ ვარ... ძალიან განიცდის. არც ლაპარაკობს წესიერად. შენ როგორ ხარ?
-კარგად, კარგად. ნახე ალექსანდრე?
-კი, მომისამძიმრა და ალბათ წავიდა.
-არა, შიგნით არის დანარჩენებთან ერთად.
უცებ ანუკის რაღაც ხმები მოესმა, უკან გაიხადა და დაინახამისკენ გაშვერილი თითები , ვიღაც ქალები მომწყვდეულიყვნენ კუთხეში და იდეაში ხმადაბლა საუბრობდნენ, მაგრამ რეალურად ადვილად გასარჩევი იყო მათი ლაპარაკის თემაც. თუმცა ანუკი ამას ელოდებოდა, თავი მაინც უხერხულად იგრძნო.
-არ მიაქციო ყურადღება. ესეთები ყოველთვის გამოჩნდებიან. მოვალ ეხლავე-დიტო იმ ქალებთან მივიდა , მაგრამ იმდენად ხმადაბლა უთხრა რაღაც რომ ანუკიმ ვერც გაიგო, შემდეგ ისევ მასთან მივიდა და ხელი გადახვია-წამოდი შიგნით შევიდეთ.
-იქაც იგივე იქნება.
-აბა გაბედონ და რამე გითხრან. წამოდი-დიტომ შიგნით შეიყვანა. ანუკის ერთადერთი გადარჩენა პანაშვიდი იყო, მამაოს დაწყებული ჰქონდა უკვე ლოცვები, ამიტომ ვერავინ გაბედა მასთან მისვლა, მისამძიმრება და ასე შემდეგ. ელენეს თხოვნით საბედნიეროდ ქელეხსაც არ იხდიდნენ. ამ დროს მამაომ მიცვალებულს სუდარა გადახადა და ანუკიმ პირველად დაინახა მამის სახე.ცოტახანში მან თავი შეუძლოდ იგრძნო, სახეზე გათეთრდა, დიტოს ხელიდან დაუსხლტა და შეუმჩნევლად ავიდა ოთახში, ჩანთას ხელი დაავლო და წამლის ძებნა დაიწყო. მერე იატაკზე ჩამოჯდა, სუნთქვა უჭირდა, თვითონ ვერ აცნობიერებდა ეს ნერვიულობის გამო ემართებოდა თუ რამე სხვა მიზეზით. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა, ტირილს ძლივს იკავებდა, არადა ბოლომდე პირდებოდა თავს რომ ესე არ დაემართებოდა, რომ თავს ხელში აიყვანდა და ძლიერი იქნებოდა . ყველაფერი ერთად მიაწვა, დედის ცივი დამოკიდებულება, მასზე აგორებული ჭორები, ტატოსთან ჩხუბი... ისევ იქ დაბრუნდა საიდანაც გაქცევა მისთვის სამოთხე იყო, ხოლო დარჩენა კი ჯოჯოხეთი. თავს ისევ სუსტად მიიჩნევდა, რაც მისთვის ზიზღისმომგვრელი იყო. ანუკი ვერ იტანდა იმ ადამიანს რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე ხელი აიღო და ყველაფერი გაინადგურა. არ უნდოდა ვინმეს ესე დაენახა. ხუთი წლის განმავლობაში პირველად აეტირა. მერე წამოდგა და აბაზანისკენ წავიდა მაგრამ შესასვლელთან ალექსანდრე დახვდა, მაშინვე ცრემლები მოიწმინდა. მას არაფერი უკითხავს, ამ დროს ყველაზე სულელური კითხვაა ,,კარგად ხარ?'' თან ალექსანდრე ბოლო ადამიანი იყო მთელს სახლში ვისგანაც ანუკის დამშვიდება ჭირდებოდა. თუმცა რა უცნაურია ცხოვრება, თუ 18 წლის ასაკში თბილისში ყველა მას დასდევდა და ცოლობას თხოვდა, ემეგობრებოდა და ეტენებოდა, ახლა სრულიად მარტო იყო საკუთარ სახლში, დედაც კი არ ელაპარაკებოდა. ირონიულია რომ მხოლოდ ალექსანდრე იყო ის ადამინი, ვინც იმ მომენტში მასზე დარდობდა. უაზროდ გადაეღობა წინ, რადგან არც იცოდა რა უნდა ეთქვა, უბრალოდ უნდოდა ჯერ დამშვიდებული ენახა და ისე შეეშვა აბაზანაში, ალბათ წარსული გაახსენდა. ანუკიც მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს და არ შეწინააღმდეგებია, კედელს მიეყრდნო და ცრემლები მოიწმინდა.
-კარგად ვარ, შეგიძლია წახვიდე-თუმცა ის ისევ იქ იდგა-არ ვაპირებ არაფერს... უბრალოდ მინდა მოვწესრიგდე რომ ესე არავინ დამინახოს.
შემდეგ ოდნავ გვერდით გაიწია და ანუკი შიგნით შევიდა, კარი დაკეტა და სახეზე წყალი შეისხა . რომ გამოვიდა ალექსანდრე უკვე ქვევით ჩადიოდა და მას გაყვა . ამ ორის ერთად დანახვაზე თავიდან დაიწყო ჩოჩქოლი, ამჯერად შედარებით ხმამაღლა. ყველა მათ მიაჩერდა, თუმცა ამას ყურადღება არც ერთმა არ მიაქცია და გზა ჩვეულებრივ განაგრძეს. საბოლოოდ დღემ რთულად ჩაიარა, როგორც ელენესთვის ისევე ანუკისთვის, თუმცა ეს ბუნებრივი იყო. ანუკის აღარ შეეძლო ამდნეი ხანი სახლში გაჩერება, მანქანის გასაღები აიღო და ის იყო ჩასაჯდომად მოემზადა რომ ტატომ გააჩერა.
-სად მიდიხარ? მე ნასვამი ვარ და ვერ გაგიყვან, მძღოლს დავურეკავ.
-მარტო წავალ.
-ანუკი სად მიდიხარ?
ესეთი უნდობლობა ოჯახის მხრიდან კიდევ უფრო ტკენდა ანუკის გულს და ისევ და ისევ აბრუნებდა ცხოვრების იმ მომენტში ,რომელიც ყველაზე მეტად სძულდა. ტატო მის მაჯას ჩაეჭიდა და არ უშვებდა.
-უნდა გამიგო, რაც ჩამოხვედი ერთხელ არ გიტირია, ისე იქცევი თითქოს დაპროგრამირებული იყო... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ კაიფში ხარ.
-ტატო... ხელი გამიშვი და შენ თავს მიხედე. აღარ დალიო მეტი-ხელი უხეშად გამოსტაცა და მანქანის კარი გააღო. იქვე ელენე იდგა და ალექსანდრეს მიუბრუნდა.
-გეხვეწები... შეგიძლია წაიყვანო?
-მე?...-ალექსანდრესთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ ელენეს დიდი ხათრი ჰქონდა და უარი ვერ უთხრა, მით უმეტეს ესეთ სიტუაციაში. მანქანასთან სწრაფი ნაბიჯებით მივიდა, ისე სხარტად გამოართვა ანუკის გასაღები და მეორე მხრიდან გაუღო კარი, რომ მან ვერც მოასწრო რეაგირება და მანქანაში ჩაჯდა. ამან კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია , აღარავის ადარდებდა მიცვალებული, ყველა მათ მიჩერებოდა. ელენე ხალხსმ იუტრიალდა, მადლობა გადაუხადა მოსვლისთვის და ფაქტობრივად ყველა სახლში გაუშვა.
-სად მივდივართ-ალექსანდრემ ჰკითხა.
-აქვე გააჩერე და ჩემით წავალ. ვიცი რო ელენეს უარი ვერ უთხარი.
-მე გაგიყვან.
-ალექსანდრე... გააჩერე მანქანა-ცოტაც და ალბათ თავისივე ხელით მოატრიალბედა მანქანას და რამე ხისკენ აიღებდა გეზს.
-კარგი, გავაჩერებ, იმიტო რო ვიცი რო ჩემთან ერთად ყოფნა არ გინდა, მაგრამ ვინმე სხვას მაინც დავურეკავ. ესე ვერ წახვალ მარტო.
-კარგად ვარ.
-ანუკი.
-ესეთი რთული დასაჯერებელია რო არ ვარ კაიფში?
-ეგ არ მიგულისხმია.
-არც ს არ ვაპირებ, შემეშვი. არ ხარ ჩემი ქმარი და არავინ.. გთხოვ გააჩერე მანქანა და გადადი.
-ვწუხვარ რო ესე მოხდა ყველაფერი.
-გთხოვ.. უბრალოდ.. გადადი მანქანიდან და მარტო დამტოვე.
ალექსანდრე აგრძელებდა გზას.
-არ გესმის?!
-როგორც თქვი არ ვარ შენი ქმარი და არ ვარ ვალდებული შენი მოთხოვნები ვასრულო. სანამ არ მეტყვი სად მივდივართ ესე ვივლი კრუგებზე.
-ალექსანდრე მამა გარდამეცვალა... და საერთოდ არ ვარ ხასიათზე რომ...
-ვიცი რო მამა გარდაგეცვალა და ეგ ერთადერთი მიზეზია რატომაც მე ეხლა აქ ვზივარ, რომ შენ მშობლებს ვცემ პატივს. ამიტო მითხარი სად მივდივართ და მოვრჩეთ.
-არ მივდიოდი არსად... მინდოდა უბრალოდ წასვლა...
-კარგი. მივატრიალებ მაშინ სახლისკენ.
ენით აღუწერელია რას გრძნობდა იმ მომენტში და რამდენად ყელში ჰქონდა უკვე ეს ყველაფერი ამოსული. ემოციები ახრჩობდა, ყვენა სასუნთქ გზას უკეტავდა და საღად აზროვნებაში ხელს უშლიდა. ვერ არჩევდა ვის ელაპარაკებოდა, საერთოდ რას ამბობდა ან პასუხობდა. მარტო ყოფნა უნდოდა . ერთი დღისთვის ზედმეტად დამღლელი იყო ეს ყველაფერი. თითქოს მართლა რობოტი იყო რომელსაც სისტემამ გაუჭედა და ფუნქციონირება უჭირდა. ამ მომენტში მართლა ნატრობდა რომ უბრალოდ კაიფში ყოფნა შეძლებოდა და ამ ყველაფერს გაქცეოდა. ოღონდ აღარავინ ენახა. იმაზე რთული იყო ყველაფერი ვიდრე წარმოედგინა. ალექსანდრეს უნდოდა ლაპარაკი სხვა თემაზე გადაეტანა.
-როგორია ამერიკა?
-სერიოზულად?-ანუკიმ უხეშად უპასუხა
-კი სერიოზულად. მაინტერესებს.
ანუკიმა რაფერი უპასუხა და ფანჯრისკენ მიტრიალდა.
-სახლში წამიყვანე.
ალექსანდრემ მანქანა მოატრიალა. მთელი გზა ჩუმად იჯდნენ, მიუხედავად იმისა რო ალექსს აღიზიანებდა მისი საქციელი, ვერაფერს ამბობდა, რადგან ახლა ამის დრო არ იყო. რეალურად რაც მოხდა იმაში ორივე თანაბრად იყო დამნაშავე, ამიტომ მარტო ანუკის არ ჰქონდა უფლება რომ ესე ელაპარაკა მასთან. სწორედ ანუკიმ დატოვა ალექსანდრე და ოჯახს, სიყვარულთან ერთად უცხო ქვეყანაში წასვლა ამჯობინა. თუმცა მან კარგად იცოდა ისიც, რომ სახლშიც ყველა ნაწყენი იყო მასზე და არ უნდოდა დაემატებინა.
-ბეჭედი გიკეთია ხელზე...-ანუკიმ შეამჩნია სახლში რომ მივიდნენ-ლიზა?
პასუხი ვერ მიიღო. მხოლოდ გაყინული და არაფრისმთქმელი მზერა.
-რა თქმა უნდა...-მანქანიდან გადავიდა, ნინოს , ელენეს , ტატოს და დანარჩნეებს ჩაუარა და ოთახში შევიდა. დილით ადრე ნინომ გააღვიძა.
-ანუკი.. ვიღაც გელოდება ქვევით.
-ვინ..
-არ ვიცი, ქეითი ქვია, ქართულად არ ლაპარაკობს და მე კარგად არ ვიცი ინგლისური და ჰო.. კიდე ვიღაც ბიჭია.
-რა?-ანუკი გაოცებული წამოდგა, მისი კურსელები ჩამოსულიყვნენ ამერიკიდან, მაშინვე ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა.
-ჰეიი-ქეითი მაშინვე გადაეხვია-მაპატიე გუშინ რო ვერ წამოგყევით. შენით რატო არ გვითხარი
-აქ .. რატო ჩამოხვედით... ამხელა გზაზე.
-როგორ, ესეთი რაღაც დაგემართა-მეორე ბიჭიც გადაეხივა-ვიზიარებ...
-ბავშვებო... მადლობა...-ანუკის გულწრფელად გაუხარდა მათი დანახვა, ვიღაც მაინც დაუდგებოდა გვერდით, როდესაც ყველა ეჭვის თვალით უყურებდა-არ წახვიდეთ სასტუმროში. აქ დარჩით რა. კაი? და აქედან ერთად დავბრუნდეთ.
-მმ.. კაი-ქეითმა უთხრა-ეხლა გვითხარი რაში დაგეხმაროთ, ყველაფერს გავაკეთებ გპირდები.
-წამოდი, ჯერ დაბინავდით. მერე 1-2 საათში გასვენებაა. ქეით შენ ჩემთან დარჩი, ჯორჯს ცალკე ოთახს გამოვუყოფ .. მადლობა რო ჩამოხვედით-სტუმრები ზევით აიყვანა.
-მამა გარდაეცვალა და ამას სტუმრები მოყავს სახლში-ელენესგან ესეთ სიტყვებს არავინ ელოდებოდა, ნინოს გაუკვირდა, სახე შეეცვალა, თითქოს გაღიზიანდა და მას მიუბრუნდა.
-ზურა ჩემი ძმაც იყო ელენე, ჩემზე მეტად ნაღდად ვერ გეყვარებოდა. ზევით შენი ანგელოზი შვილია, რომელიც საშინლად განიცდის ამყ ველაფერს და თავის თავს აბრალებს.
-უნდა დააბრალოს-ელენემ უხეშად უპასუხა.
-არა, მომისმინე! ზურა რო გხედავდეს, საშინლად უკმაყოფილო იქნებოდა შენი ქცევით. ანუკი 5 წელია არ გვინახავს და 1დღეში მოვახერხეთ და ყველამ თავიდან შევაზიზღეთ ჩვენი ცხოვრება, ეხლა რო დავინახე როგორ გაუნათდა სახე მეგობრების დანახვაზე მივხვდი... რომ მამის სიკვდილზე მეტად ჩვენ უფრო ვძაბავთ, წესიერად ვერც ტირის ზურას! იმიტო რო შენი ეშინია! ეს ყველაფერი იმიტო დაიწყო რო შენ და ზურამ ანუკი საქონელივით მიყიდეთ იმ ხალხს! თუ ვინმეს გინდა რო დააბრალო რამე, შენ თავს ჩაუღრმავდი. ეს სახლი როგორც ანუკის, ისე ტატოსაც ეკუთვნის. ანუ მეც . ამიტო მოვითხოვ... რო ანუკის წესიერად მოექცე! შენი შვილია! მეც დავკარგე ძმა.. მაგრამ ამის გამო ჩემ ძმისშვილზე უარს არ ვამბობ,ახლა ის არის შენი იმედი და მომავალი. თუ წესიერად მოქცევა არ შეგიძლია დარდის გამო, საერთოდ ნუ დაელაპარაკები და არც გაიხედო მისკენ. შენ არ იცი რა გადაიტანა მან.
-ნინო, ყოველთვის იცავდი და შენი გაეგოისტებულია ანუკი. მეც გამათხოვეს ახალგაზრდობაში ზურაზე მაგრამ არაფერი მსგავსი არ გამიკეთებია. ნუ აფარებ მის უმსგავსობას ხელს! უვარგისი იყო და უვარგისად დარჩა. ჩემი შეცდომა სწორედ ამაშია რომ წესიერად არ გავზარდე, ახლაც როცა მამა გარდაეცვალა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
-არაფერი მითქვამს საწყენად. არ შეიძლება ესეთ დროს კამათი, მაგრამ გაფრთხილებ.. ანუკის თავი დაანებე ელენე. დაანებე!
-გეყოფათ-ტატო შემოვიდა ოთახში-რა გაყვირებთ დილიდან. დაწყნარდით ორივე. მზადება დაიწყეთ, გავდივართ მალე. ბევრი საქმე გვაქვს.
-ანუკის და ანუკის მეგობრებს შენ ჩაისვამ-ნინო ტატოს მიუტრიალდა-მინდა რო მთელი დღე თვალი არ მოაცილო. ალექსანდრეს მეორედ არ გააკაროთ. რომელიღაც თქვენგანი აწყენინებს ჩემ ძმისშვილს და საქმე ჩემთან გექნებათ.
***
გასვენების შემდეგ ნათესავები და ზურას ყველაზე ახლოს მეგობრები დაბრუნდნენ ელენესთან სახლში. ელენემ ალექსანდრესაც თხოვა მისვლა, ანუკიც თავის მეგობრებთან ერთად იჯდა სუფრასთან.
-მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრეს, რომ დამთანხმდა გაუძღვეს ჩემი ქმრის.. კომპანიის საქმეებს. მიუხედავად იმ უთანხმოებებისა, რომლებიც ჩვენ გვქონდა-ელენემ ანუკის გახედა ნიშნისმოგებით-ვიცი რომ ჩვენი ფირმა საიმედო ხელშია.
ანუკიმ ძლივს შეიკავა თავი რომ არაფერი ეთქვა. ყველაზე მთავარი რამ რაც ამერიკაში მარტო ცხოვრებისას ისწავლა, იყო თავდაჭერა. ამდენ ადამიანში არ იყო საჭირო დედასთან კამათი, უბრალოდ თავი დახარა და თეფშს ჩააჩერდა. ცოტახანში ღვინის ჩამოსხმა დაიწყეს, ანუკისაც დაუსხეს. ჯორჯმა გადახედა მეგობარს და მისთვის განკუთვნილი ჭიქა თავისთვის დაიდგა და გაუღიმა. მან იცოდა მისი პრობლემის შესახებ და არ უნდოდა რომ ანუკის შეცდომა დაეშვა, მით უმეტეს ესეთ რთულ დროს. მანაც მადლობის ნიშნად გადახედა და საზურგეს მიეყრდნო.
-შვილო, შენ როდის მიდიხარ?-ზურას ერთ-ერთ მეგობარმა ჰკითხა-ალბათ დარჩები ეხლა ცოტახნით.
-არა, სამწუხაროდ არ გამოდის. უნდა დავბრუნდე.
-სწავლა ხომ დაამთავრე?-ახლა მეორემ ჰკითხა-იქ რაღატომ ცხოვრობ?
ქეითს და ჯორჯს არ ჭირდებოდათ ქართულის ცოდნა , რომ მიმხვდარიყვნენ იმ კითხვების არსს რაც ესე ძალიან აწუხებდა ანუკის, რომელიც ცდილობდა სახის გამომეტყველება არ შეცვლოდა და წყენა არ დატყობოდა სახეზე.
-იცით.. ჩემი პატარა საქმე მაქვს იქ წამოწყებული და ესე ვერ დავტოვებ. დამთავრებით, არ დამისრულებია. რამოდენიმე კვირაში მაქვს დიპლომის გადაცემის ცერემონია.
-5 წლიანი იყო ეგ უნივერსიტეტი?-ახლა საუბარში კიდევ ერთი ჩაება.
-არა.. მე ავიღე აკადემიური, რადგან გამიჭირდა თან სწავლა და თან მუშაობა. შემდეგ ისევ დავუბრუნდი-ანუკი გულში ოცნებობდა რომ მეტი კითხვა აღარ დაესვათ.
-და საქ...
-მეც მინდა ვთქვა ერთი ორი სიტყვა ბატონი ზურას შესახებ-ალექსანდრემ გააწყვეტინა-მე მადლიერი ვარ მისი, რადგან ზურა რომ არა, ჩემი ოჯახი დღეს გაჭირვებაში იჯდებოდა. ალბათ ბევრს დახმარებია , ზუსტად ვიცი რომ ბევრ თქვენგანს დახმარებია რთულ მომენტებში. ფულით, მორალურად, ფიზიკურად, ყველანაირად. ამიტომ ვფიქრობ ეხლა ჩვენი ჯერია რომ მის ოჯახს დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია. თქვენს ოჯახს გაუმარჯოს ელენე-დაასრულა სადღეგრძელო და ღვინო მოსვა.
-ეხა გული ამერევა-ხმადაბლა უთხრა ანუკიმ ინგლისურად ქეითს.
-რატომ? ცუდად ხარ?
-ბოდიშს გიხდით , ჩემი მეგობრები ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ცოტა დაღლილები არიან , გავაცილებ თქვენის ნებართვით-ანუკი წამოდგა, ჯორჯი და ქეითიც უსიტყვოდ გაყვნენ.
-ნუკი, მისმინე-ჯორჯი საწოლზე ჩამოჯდა და ანუკიც გვერდით მოისვა-ესე თუ ინერვიულე, იგივეს დაიმართებ და წინ ვეღარ წახვალ. დაივიწყე ყველაფერი, 3 დღეში აქედან წავალთ და შენ თუ არ მოგინდება აღარც დაბრუნდები.
-ან შეგილია დარჩე და ყველას დაუმტკიცო რომ შენ იმაზე მეტი ხარ ვიდრე ალექსანდრეს, შენ ოჯახს და ნათესავებს გონიხარ
-ქეით, ცოტა ბევრი მელოდრამა გაქვს ნანახი-ჯორჯს სახე შეეცვალა და მაშინვე შეაწყვეტინა ლაპარაკი.
-ნუ მაბნევთ... არ მინდა არაფერზე ფიქრი, მალე უნდა ჩავიდეთ, კაცმა არ იცის ვინ უძღვება ეხლა იქ რესტორანს.
-ხო შენი გადასაწყვეტია.
დილით სამივე ადრე ადგა, უნდოდათ მალე ესაუზმათ და შემდეგ გაესეირნათ სადმე, ისევ ანუკი რო არ ყოფილიყო ოჯახის გარემოცვაში. ქეითმა საჭმლის კეთება დაიწყო სანამ ჯორჯი და ანუკი წინა დღის დატოვებულ ჭურჭელს რეცხავდნენ. ამ სამი ადამიანის მეგობრობა როგორც უკვე მიხვდით ძალიან ძლიერი იყო. ისინი რომ არა ანუკი ალბათ პერედოზით დაამთავრებდა სიცოცხლეს ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ. ვერც საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა და საერთოდ, ეხლაც თავიდან დაიწყებდა ნარკოტიკების მოხმარებას. ჯორჯი პირველი იყო, ვინც შეამჩნია ანუკის დამოკიდებულება, სწორედ მან წაიყვანა სარეაბილიტაციო ცენტრში. ქეითი ყოველდღე გვერდით ედგა, როდესაც დეპრესია ჰქონდა. ის მაშინ გაიცნო როდესაც საავადმყოფოში იწვა, ბავშვის დაკარგვის შემდეგ. ერთ-ერთი ექთნის შვილი იყო, მოგვიანებით კი აღმოჩნდა რომ ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ამის შემდეგ კამპუსებიც შეიცვალეს და ერთად დაიწყეს ცხოვრება. ჯორჯი მათზე ერთი წლით დიდი იყო, მეორე კურსელი, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს და იმის შემდეგ დაახლვოდნენ ერთმანეთთან.
-გუშინ რო ამბობდი ვინ მართავს რესტორანსო, დავუტოვე მენეჯერს, მომწერა აბსოლუტურად ყველაფერი, ანგარიშიდან და მოგებიდან დაწყებული, ფეის კონტროლით დამთავრებული. შეგილია გადახედო და დამშვიდდე.
-კარგია, მაგაზე მაინც აღარ ვიფიქრებ. დროზე ვჭამოთ არ მინდა ვინმეს ნახვა. დედაჩემს ჩემ ნახვაზე მეტად ცარიელი სახლი ურჩევნია.
ამ დროს ოთახში ტატო შემოვიდა და ყველაფერი გაიგო, რაღაც მომენტში გული დაწყდა, რომ ამდენი ხნის უნახავ და მონატრებულ ბიძაშვილთან დროის გატარების მაგივრად მარტო დატოვა ესეთ მომენტში. მხოლოდ მერე გააცნობიერა ნინოს სიტყვები, რომ ანუკის ისინი აზიზღებდნენ საკუთარ სახლსა და ოჯახს.
-დილა მშვიდობის-მიუხედავად ამისა, სამზარეულოში ისე შევიდა თითქოს არაფერი არ გაუგია-როგორ გეძინათ
-კარგად მადლობა-ქეითმა თვალი შეავლო ტატოს და ყავა მოსვა. როგორც ჩანს მოეწონა.
-ანუკი, შეილება ვილაპარაკოთ?-ტატომ ამჯერად ქართულად ჰკითხა და კარისაკენ მიუთითა, ისიც უსიტყვოდ გაყვა.
-ეხლა მელაპარაკები? შენი ხასიათის მიხედვით ხდება აქ ყველაფერი?
-მომისმინე ორი წუთი. შენ კარგად იცი რატომაც ვიქცეოდი ესე, ნაწყენი ვიყავი რო წახვედი და ერთხელ არ მოიხედე უკან, მაგრამ.. არ მოვიქეცი სწორედ ესეთ დროს რო .. გეროჟე, მოკლედ მაპატიე რა.
-კარგი, რადგან ესე ნანობ გაპატიებ.
-ნუ მეიაზვები , გთხოვ.
-ტატო, მე არ ვყოფილვარ ანგელოზი, მაგრამ ტყუილად გგონია რომ ჩემი ამერიკაში წასვლით, მე რამე მომემატა. იმ 5 წლიდდან 3 ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო, არავინ არ მომიკითხა, არ დამეხმარა, მამაჩემმა ყველა ბარათი გაყინა. ვფიქრობ, თქვენი მოკერილი როჟების გარეშეც საკმარისად დავისაჯე უკვე, ამიტო ნუღა დამიმატებ. თუ ჩემგან მოკითხვა გაკლდა, შეგეძლო შენითც მოგეკითხე.
-რა მოხდა იმ 3 წელში
-უბრალოდ გითხარი, გამიჭირდა ყველაფრის თავიდან დაწყება. კარგი აღარ გვინდა, უნდა წავიდე სანამ ელენე ადგა.
-არა, არ უნდა წახვიდე. დაელაპარაკე დედაშენს.
-არ ვაპირებ, ბოლოს ლაპარაკი რო ვცადე მაგათთან ოჯახი შემიქმნეს. ახლაც იგივეს აკეთებს, უბრალოდ ვერ ვხვდები რატო, როდესაც ალექსანდრე ცოლიანია.
-ხო, ეგ არ თქვა . რატომღაც მეგონა რო ლიზას მოიყვანდა ცოლად.
-მოიცა-ანუკის გაუკვირდა და თითქოს გაუხარდა კიდეც-ვინ მოიყვანა ცოლად?
-არ ვიცნობ. რაში გაინტერესებს?
-არა, ისე. მე მეგონა ლიზა იყო. კარგი ბავშვებს თბილისი უნდა დავათვალიერებინო, ზეგ მივფრინავთ.
-ესე მალე?
-რაღაც გამოცდებიც მაქვს ჩასაბარებელი.
-არაფერს არ მომიყვები?
-რაზე.
-რატო აიღე აკადემიური?-ყველაზე მეტად ამ კითხვის ეშინოდა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა ტატო რომ ნაწყენი ყოფილიყო, რადგან მსგავს კითხვებზე ახალ-ახალი ტყუილების მოფიქრება არ მოუწევდა. მისთვის რთული იყო წარსულზე ლაპარაკი და მაქსიმალურად არიდებდა თავს. მით უმეტეს ტატოს რომ ეს ყველაფერი გაეგო, ალბათ მეორედ რომ ნახავდა ალექსანდრეს ან სანდროს სულს ამოხდიდა ცემაში. ვერ აიტანდა საკუთარი ბიძაშვილის ასეთ დამცირებას მათი მხრიდან. წამით გაშეშდა, იფიქრა ტატო რაღაცას ხვდება და რომ მიხვდეს რო ვატყუებ, სანამ სიმართლეს არ გაიგებს აქედან არ გამიშვებსო. ეს კი არავისთვის კარგი არ იქნებოდა . ელენეს შეეცოდებოდა და მხოლოდ ამიტომ აპატიებდა ყველაფერს, ანალოგიურად მოხდებოდა სხვებთან დაკავშირებითაც. მთელ თბილისს მოედებოდა ეს ამბავი და ანუკის მეორედ მოეჭრებოდა თავი . არა ამას ახალი ტყუილი ჯობდა, რომელსაც მაინც ვერასოდეს ვერ გაარკვევდნენ, რადგან საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებდა-ანუკი? სანდროს დაშორდი?
-ხო ვთქვი, რაღაც საგნები შემეტენა, რთული პერიოდი მქონდა თან ვმუშაობდი სადღაც რესტორანში ოფიციანტად. დაფინანსება მომიხსნეს და ფულს მარტო ვერ გადავიხდიდი. აქაც ვერ დავრეკე სათხოვრად, ხოდა აკადემიური ავიღე. კარგი ეხლა უნდა წავიდე-სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სამზარუელოში-რაც არ უნდა გკითხოთ , თქვენი პასუხია ან არ იცით, ან რთული პერიოდი ჰქონდა, ან მაშინ არ ვიცნობდით და არ უყვარს წარსულზე ლაპარაკი. გასაგებია?
ორივემ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
-ჩავიცმევ და მოვალ-ანუკი ზევით ავიდა. ამასობაში ელენემ და ნინომაც გაიღვიძეს და სამზარეულოში გავიდნენ.
-დილა მშვიდობის-ასე თუ ისე ორივემ იცოდა გარკვეულ დონეზე ინგლისური.
-ანუკი სად არის-ელენემ ტატოს ჰკითხა.
-იცმევს და ჩამოვა.
-დღეს ადვოკატი მოვა, ზურას ანდერძს წაგვიკითხავს. აქ უნდა იყოს . უთხარი რომ ალექსანდრეც იქნება.
-და მაგას რა უნდა აქ-ნინომ გაკვირვებით გახედა ელენეს, რომელსაც უცნაური გამომეტყველება ჰქონდა.
-ანდერძში არის ნახსენები.ზურამ მითხრა, სიკვდილამდე.
***
,,რატომღაც მეგონა, რომ ეს სამი დღე ყველანაირი გართულების გარეშე ჩაივლიდა. არ ველოდებოდი სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე ნათესავების ჟრიამულს, არც იმას რომ ტატო მაპატიებდა ან რომ ალექსანდრე შემხვდებოდა და იმაზე უფრო მეტი ლაპარაკი მომიწევდა მასთან ვიდრე ვიზიარებ და მადლობა. ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, ესე მგონია რომ ეგოისტი ვარ, ახლა ელენეს უნდა ვაწყნარებდე და დახმარებას ვცდილობდე, მაგრამ მამაჩემის სიკვდილს ჩემ საწინააღმდეგოდ იყენებს, თითქოს ბოლომდე უნდა მაგრძნობინეს რომ მე მისი შვილი აღარ ვარ. არ შევუშლი ხელს, მალე წავალ. თუ ეს ის არის, რაც მას უნდა ბოლო სურვილს მაინც შევუსრულებ. ახლა სინდისი მაინც არ მქენჯნის რომ ჩემი ნახვა უნდოდათ წლების განმავლობაში . ანდერძში ალექსანდრე მოუხსნებია''
-ბატონ ალექსანდრეს გადაეცემა კომპანიის აქციების 60%, დანარჩენი ბატონ ზურას კანონიერ შვილს ანუკის. სახლი, რომელშიც ელენე ცხოვრობს, მას გადაეცემა, სანამ ის არ გადაწყვეტს შემდეგ რა მოუხერხოს. აგარაკი წყნეთში ანუკის, აგარაკი მცხეთაში ტატოს, სახლი პარიზში ტატოს, და სახლი ნიუ ორკში ანუკის.
-სახლი ნიუ ორკში არ ჰქონია მამაჩემს, რაღაც გეშლებათ.
-არა ჰქონდა. 4 წლის წინ იყიდა. აქ ესე წერია.
-რათ უნდოდა მამას სახლი ნიუ ორკში-ანუკიმ ელენეს გახედა-იცოდი ამის შესახებ?
-არა, არასოდეს გამიგია რომ ნიუ ორკში წასულიყო.
-არც ჩემთვის დაურეკავს რომ გამეგო რომ ჩამოვიდა. მეტი არაფერი არ წერია ანდერძში?-ანუკიმ ადვოკატს ხელიდან ფურცელი გამოგლიჯა და ყველაფრის თავიდან გადაკითხვა დაიწყო-არაფერი არ დაწერა მეტი... რა ჯანდაბად უნდოდა სახლი ნიუ ორკში, თუ ჩამოდიოდა რატო არც ერთხელ არ შემეხმიანა?-გაცეცხლებული უყურებდა ელენეს, რომელმაც არ იცოდა რა ეპასუხა, რადგან პირველად სმენოდა ამ სახლის შესახებ. ანუკიმ ფურცელი ხელიდან გააგდო-სად მოვაწერო ხელი რომ აქციების 40% ბატონ ალექსანდრეს გადავცე-ღრმად ამოისუნთქა და ადვოკატს გახედა.
-მაგრამ.. ეს.. თქვენ დაგიტოვათ-ადვოკატმა სათვალე მოიხსნა და გაკვირვებულმა გახედა ანუკის-ნუთუ არ გინდა...
-არა, არ მნებავს. სად მოვაწერო?
-ეს ესე ადვილად არ ხდება. ჯერ საბუთები უნდა მოვამზადო, კომპანიაში წავიდეთ და იქ საბჭოს წინ...
-რამდენი ხანი დასჭირდება ამ ყველაფერს?-ანუკი შიგა და შიგ აწყვეტინებდა ადვოკატს საუბარს, რადგან საერთოდ არ აინტერესებდა ამ პროცედურების მიმდინარეობა. ისიც გასაკვირია, რომ ალექსანდრეს უხერხულობა არც უგრძვნია, რომ მისი ყოფილი ცოლის მამის კომპანიას უნდა გაძღოლოდა. ფაქტობრივად ანუკის ართმევდა იმას, რასაც ამ 5 წლის განმავლობაში ნატრობდა. რთული ასახსნელია მისი მოტივები, მაგრამ იმ ოთახში რომ მჯდარიყავით და დაგენახათ მისი ცბიერი გამომეტყველება გეგონებოდათ რომ მას შურისძიება უნდოდა, ან, შესაძლოა, რამე სხვა, ფარული მოტივი ჰქონოდა. თუმცა, ამას სიყვარულად ვერ აღვიქვამთ, რადგან მას ცოლი ჰყავდა.
-დღესვე გავამზადებთ, ხვალ შეგიძლიათ ორივე მობრძანდეთ და გადაცემის აქტი გავაფორმოთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ თქვენს გადაწყვეტილებაში? დრო ხვალამდ გაქვთ.
-დარწმუნებული ვარ-ანუკიმ გაუღიმა, ადვოკატს ხელი ჩამოართვა და სახლის უკანა ეზოში გავიდა, ტატოც თან გაყვა.
-რას აკეთებ? ხო ნორმალური ხარ?
-გამიკვირდა შენ რომ არ დაგიტოვა-ანუკიმ ტატოს გახედა-როგორ არ ხარ ნაწყენი?
-ანუკი, მე მეორე ფირმა მაბარია გახსოვს? მამაჩემის. რატომ აძლევ ამ ადამიანს ჩვენი ოჯახის ბიზნესს?
-ზურამ უკვე გადასცა.
-ერთადერთი მიზეზი რატომაც ის 40% დაგიტოვა არის ის, რომ მომავალში უზრუნველყოფილი იყო.
-ვიქნები, ჩემითაც ვშოულობ ფულს და საკმარისს.
-ნუ ჯიუტობ. იქნებ პირიქით გექნა და გამოგესყიდა ის 60%? მე დაგეხმარები და შენზე გადაიფორმებ იმ ფირმას.
-არა, დედას ასე არ უნდა. გყავდეთ ეს ადამიანი თქვენი ოჯახის მფარველად, არ ვიცოდი ესე თუ გაგიჭირდათ რომ ალექსანდრეს დახმარება დაგჭირდათ. იცი რა გადავიფიქრე, ვეცდები ბილეთი გადავცვალო და ხვალ საღამოსვე წავიდე აქედან.
-ვერ ვხვდები რა დაგემართა? ესე როგორ იქცევი. მამა ახლახანს დაკარგე, დედაშენი ესეთ დღეშია და 2 დღეში უკან ბრუნდები.
-იქ საქმე მაქვს გაიგე ტატო? ვერ დავტოვებ ესე ყველაფერს.
-ის ანუკი, რომელიც მე მახსოვს ოჯახზე წინ ...
-რა? რა ოჯახზე წინ? ოჯახზე წინ არავის არ აყენებდა? თავის თავს აყენებდა ყოველთვის ოჯახზე წინ და ახლაც ასე ვიქცევი. მე არ შევცვლილვარ ტატო, თან საერთოდ. ერთადერთი რაც ჩემში შეიცვალა არის ის, რომ დამცირებას აღარავისგან არ ავიტან, თუნდაც საკუთარი დედისგან. მე არ მჭირდება არც შენი დაცვა, არც შენი ფული და სიბრალული. ხვალ გადავუფორმებ ... ფირმას, და წავალ.
***
ერთი შეხედვით ანუკის ეს საქციელი მის იმპულსიურობაზე მიუთითებს, რაც ადრე ახასიათებდა. თუმცა, თქვენ რომ იმ 5 წლის განმავლობაში გენახათ ეს ადამიანი ამერიკაში, სრულიად შოკში ჩვარდებოთი, თუ რამდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ანუკი საქართველოში და ამერიკაში. თუმცა პირადად მე ვერ გავამტყუვნებდი ანუკის, გამომდინარე იქიდან თუ რამდენი რამ აქვს გადატანილი იმ ადამიანის გამო, რომელთანაც საკუთარი მამის ფირმის მართვა მოუწევდა, თან ყველა გადაწყვეტილების მასთან შეთანხმებით . ალექსანდრე მისი უფროსი იქნებოდა, მას უნდა დამორჩილებოდა. ყოფილი ქმრის დანახვა კი ცხოვრების ყველაზე საშინელ ეტაპს ახსენებდა, თავს სუსტად და უმწეოდ გრძნობდა. ეს ორი გრძნობა თავის თავზაც აზიზღებდა. ამერიკაში ისე იქცეოდა, როგორც უნდოდა, არ ჰყავდა არანაირი უფროსი, არ ჭირდებოდა საკუთარი გადაწყვეტილების შეთანხმება არავისთან, ამიტომ რაც აქ ხდებოდა ყოვლადმიუღებლად მიაჩნდა. დათმობაზე წასვლასაც არ აპირებდა, ერთადერტი გამოსავალი კი საქართველოდან რაც შეიძლება მალე წასვლა იყო. ანუკის არ უყვარდა იქ დიდხანს დარჩენა, სადაც მისი ყოფნა არ იყო სასურველი. მოკლედ რომ დავახასიათოთ, ანუკი იმპულსიური, თუმცა გონიერი, წინდახედული და მიზანმიმართული იყო. თუმცა, მომავალ თავებში კიდევ უფრო კონკრეტული სურათის ჩამოყალიბების საშუალება მოგვეცემა.
***
საღამოს ანუკი უკვე ბარგს ალაგებდა, როდესაც ნინო ამოვიდა ოთახში და ქეითი ცოტახანი ჯორჯთან წავიდა.
-ანუკი, მამიდა, ხო იცი , რომ რაც არ უნდა მოხდეს შეგიძლია მენდო. რომ დარჩე, მარტო არ დაგტოვებ. ეს შენი სახლიც არის.
-არა, ნინო. ეს ელენეს სახლია. მე ვერ ავიტან ალექსანდრეს სახეს ყოველდღე სამსახურში. ამერიკაში საქმე მაქვს, რომლის კეთებაც ძალიან მიყვარს, მეგობრები, რომლებსაც ოჯახის წევრივით ვუყვარვარ და არასოდეს გამიკეთებენ ისეთ რაღაცას რაც დღეს მე ელენემ და ზურამ გამიკეთეს. ტატოსთვის შეეძლო გადაეცა ის ფირმა.
-ტატო ამდენ საქმეს ვერ გაუძღვებოდა. მამაშენმა კი არ იცოდა, რამდენად გინდოდა და შეძლებდი ფირმაში მუშაობას.
-ხოდა არ არის პრობლემა, არ ვარ მამაზე ნაწყენი. იყოს ალექსანდრე ფირმის სათავეში.
-ანუკი, ვიცი რატომაც ხარ ნაწყენი ალექსანდრეზე, მაგრამ... ესეთი ზიზღით არასოდეს არ გილაპარაკია მასზე. რამე კიდე მოხდა? მე მეგონა უკვე დავიწყებული გექნებოდა.
-შეიძლება ოდესმე მოგიყვე, მაგრამ ეხლა ნაღდად არ ამქვს მაგის ნერვები ნინო. გთხოვ არ გეწყინოს. ჩამოდი დამამთავრებელ ცერემონიაზე და მერე ყველაფერს მოგიყვები გპირდები. ბილეთს მე გიყიდი.
-ელენე?
-არ ვიცი, შენ უბრალოდ თარიღი უთხარი, თუ მოინდომებს ფული არ აკლია რომ ჩამოვიდეს.
-ანუკი, რომ ჩამოხვედი ერთი სიტყვა არ უთხარი წესიერად, ჩემი აზრით , თავიდან არ იყო ნაწყენი, შენ მიიღე ყველაფერი ზედმეტად გულთან ახლოს და ეხლა გასერიოზულდა თქვენი კონფლიქტი.
-ჩვენი კონფლიქტი მაშინ გასერიოზულდა როდესაც ალექსანდრე ჩვენი ფირმის სათავეში ჩააყენა და სკაუთარი შვილი ყველაზე ახლობელი ადამიანების წინაშე დაამცირა ნინო. მე ამას აღარ ავიტან. ერთხელ უკვე ავიტანე, როდესაც მამაჩემმა იარაღი მომადო შუბლზე და სახეში გამარტყა, რომ ალექსანდრესთვის კომპანიის საფასურად მივეყიდე. მე არ მინდა ცხოვრება იქ, სადაც ფული და ბიზნესი ადამიანებზე მაღლა დგას.
-და ამერიკა შენ ნაკლები გგონია?
-ამერიკაში ადამიანებს ნივთებად რომ უყურებენ, თქვენგან განსხვავებით, მაგას არ მალავენ მაინც. ჩემ გარემოცვაში კიდე არავინ არ არის ისეთი, ვინც შვილებს ძალით ათხოვებს. დანარჩენი კიდე, ეგეთი ადამინები ყველგან მოიძებნებიან. მაგრამ მე ოჯახს აქ არ შევმქნი, ჩემ შვილს ეცოდინება რომ აქვს არჩევნის უფლება, რომ ადამიანია და არა ნივთი, რომელსაც ისე მოექცევიან როგორც ოდესმე დედამისს.
-შვილს?
-ხო, ნინო. ოდესმე ხო უნდა შევქმნა ოჯახი.
-ძალიან გაღიზიანებული ხარ.
ანუკიმ ჩანთიდან წამალი ამოიღო და დალია.
-რას სვამ?
-არაფერს ისეთს.
-ისევ...
-არა, ნინო. რაღაც წამალია, გამომიწერეს, მჭირდება და ვსვამ. ძალიან მეტყობა რამე რო კაიფში ვარ? ღმერთო ნეტა ვიყო, როგორ გამიადვილდებოდა აქ ყოფნა. კარგი.. მაპატიე.. ეგოისტი ვარ, შენც ძმა დაკარგე და ერთხელ არ გკითხე როგორ ხარ... ბოდიში-ანუკი საწოლზე მიუჯდა და მიეხუტა ნინოს-ზოგჯერ ვიცი, რომ ძალიან ეგოისტურად ვიქცევი.
-არაუშავს. შენგან არაფერი არ მწყინს. უბრალოდ მინდა რომ რამენაირად დაგეხმარო. უსამართლოდ მოგექცნენ, მაგრამ არ მომწონს რომ პრობლემების მოგვარებას გაქცევას ამჯობინებ. გაგიჭირდება ეგრე მომავალში ანუკი.
-ვიცი... ეს ყველაფერი იმიტო ხდება, რომ 5 წლის წინ რაც მოსაგვარებელი იყო ვერ მოგვაგვარე
კარზე კაკუნი გაისმა.
-შეიძლება?-და ოთახში ალექსანდრე შემოვიდა-ნინო, ორი წუთით ანუკისთან მარტო რომ დამტოვოთ...
ნინომ ეჭვის თვალით გახედა ალექსანდრეს, შემდეგ ძმისშვილს და თითქოს მის პასუხს ელოდებოდა, მაგრამ ალექსანდრემ კითხვა გაიმეორა და მას გასვლა მოუწია.
-უნდა ვილაპარაკოთ. გინდა აქ, გინდა სადმე გავიდეთ.
-ეხლა არ მცალია, ბარგი მაქვს ჩასალაგებელი, ხვალ ვილაპარაკოთ ოფისში, სანამ მოვაწერთ ხელს, ან მერე.
-არა , ეხლა უნდა ვილაპარაკოთ.
-ალექსანდრე.. აღარ ვართ ბავშვები, როცა ადამიანი გეუბნება რომ არ ცალია, ეს იმას ნიშნავს რომ არ ცალია.
-მართალი ხარ, აღარ ვართ ბავშვები და ზუსტად ამიტო ვერ ავიტან შენ ესეთ ბავშვურ გამოხტომებს.
-შენი ასატანი არც არის, სიმართლე გითხრა ძალიან მეზარება შენთან უაზრო დიალოგები.
-ვერ ვხვდები, მე არ გიყვარვარ, არ მოგწონვარ, არ გინდა ჩემთან რამე საერთო გქონდეს, მაგრამ მამაშენის ფირმას ხაზს ესე მალე როგორ უსვამ?
-რატო გადარდებს?
-შეილება შენ საერთოდ არ გადარდებს მე ხვალ მანქანა გადამივლის თუ მილიონს მოვიგებ, მაგრამ მე მადარდებს შენ რა დაგემართება. რადგან ადრე იყო რაღაც ჩვენ შორის და მე მართლა მიყვარდი, ესე სამუდამოდ ხაზს ვერ გადაგისვამდი.
-იცი რა ქენი, ჩამოწერე კიდე რამდენი გიყვარდა ეგრე, ლიზა, მე , მომავალში ალბათ შენი ცოლი. მერე ხელფასი დაგვინიშნე იმიტო რო გადარდებს როგორ ვიქნებით. თან ჩვენი აღმზრდელობითი ლექციები შეგიძლია ჩაატარო, როგორსაც ეხლა ცდილობ რომ გქონდეს.
-რატომ არ გინდა რო წყნარად დავილაპარაკოთ?
-იმიტომ რომ ვერანაირ არგუმენტს ვერ მომცემ საიმისოდ რომ მე აქ დავრჩე და შენთან ერთად ვმართო ეს ფირმა.
-მე არაფერში არ მჭირდება ეს ფირმა, დედაშენის თხოვნაა და უარს ვერ ვეტყვი. ცოტახნით ვმართოთ ერთად მერე ვეტყვი რომ შენითაც კარგად მართავ, ისწავლე და ჩახედული ხარ ამ საქმეში და გადმოგიფორმებ. შენი აზრით მე რაში მაწყობს მამაშენის ფირმა?
-არ ვიცი. მაშინ რაში გაწყობდა?
-კარგად იცი რაშიც. მამაჩემს დავპირდი, რომ ჩვენ ფირმას დავეხმარებოდი რადაც არ უნდა დამჯდომოდა.
-მე შენთან ერთად მუშაობას არ ვაპირებ.
-ანუკი.. ჩემზე რომ იყოს დმაოკიდებული იმ 60%-ს მაშინვე მოგცემდი, მართლა. უბრალოდ ამ მომენტში ვერ მოვიქცევი ესე, ისევ ელენეს გამო. დედაშენის თანხმობა არის საჭირო, რადგან მთლიანი ფირმის მფლობელი ელენეა. აქციები ჩვენ გვაქვს, მაგრამ ოფიციალური მფლობელი, რომელსაც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, რა თქმა უნდა ისევ საბჭოსთან შეთანხმებით, არის დედაშენი. მე სულ რომ მინდოდეს, მაქსიმუმ რაც შემიძლია რომ გავაკეთო ეს 60% დედაშენს მივყიდო.
-კარგი. ყველაფერი გასაგებია. დავფიქრდები.
-დაფიქრდები?
-ხომ, არ მიყვარს გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება, როგორც ეს წეღან გავაკეთე, დავფიქრდები და ხვალ გეტყვი პასუხს.
-კარგი.. მადლობა-ალექსანდრეს ცოტა გაუკვირდა მისი ესეთი სწრაფი პასუხი. უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან. ამ დროს ქეითი შემოვიდა.
-რა ქენი? რა უნდოდა? რა გთხოვა?-ქეითი ცნობისმოყვარეობას ვერ მალავდა და უშველებელი ღიმილით მიჩერებოდა ანუკის-ჰა არ იტყვი?-ცოტაც და ალბათ გასკდებოდა ინტერესისგან.
-არაფერი, ერთად ვმართოთ ცოტახანი კომპანია და მერე გადმოგიფორმებო.
-შენ რა უთხარი?
-დავფიქრდები თქო.
-რააა? მართლა ამბობ მაგას?
-არა, არ მომეშვებოდა. ხო ვიცნობ. ზედმეტად ჯიუტია. ხვალ ვეტყვი , რომ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე რომ ამერიკაში ვერ დავტოვებ ბიზნესს და თან გამოცდები მაქვს.
-და რომ გითხრას დაამთავრებ თუ არა გამოცდებს ჩამოდი და აქედან მართეო? ცოტახნით.
-ვეტყვი რო მაინც არ მინდოდა სასტუმროს ბიზნესის ხელმძღვანელობა, უფრო მეტ შრომას მოითხოვს და მაინც ვინმეს გადავაბარებდი. მაგასთან ერთად მუშაობა რომ არ მომიწიოს ქეით საოცარ ზღაპრებს მოვიგონებ.
-მესმის. ალბათ გიჭირს ხო მაგის ნახვა.
-აღარ გვინდა მაგაზე, ეს დღეები საკმარისად მომშალეს. ჩაალაგეთ თქვენც თუ გაქვთ რამე და გვიან ღამე უნდა გავიდეთ, გამთენიისას მივფრინავთ და პირობას ვაძლევ საკუთარ თავს, რომ თუ მართლა აპოკალიპსი არ დაიწყო, აქ აღარ ჩამოვალ.
-სხვათა შორის, ნუ ამბობ ეგრე. კორონა ხომ დაიწყო?
-კიდევ კარგი საზღვრები მაინც აღარ არის ჩაკეტილი, მე აქ დარჩენას ვერ გადავიტანდი. ჯორჯს უთხარი ხო რო ბილეთები გადაეცვალა?
-კი, მგონი.. კი კი ვუთხარი .
***
ანუკიმ მთელი ღამე ფხიზლად გაატარა, ბოლოს რომ მიხვდა ვერ იძინებდა, ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა. ელენეც სამზარეულოში იჯდა და ყავას სვამდა. ,,ჯანდაბა''-გაიფიქრა და კიბეებისკენ გატრიალდა, მაგრამ ელენემ შეამჩნია.
-მოდი-ოდნავ ნაძალადევი ღიმილით უთხრა, მაცივართან მივიდა, ნაყინი გამოიღო და მაგიდაზე დადგა-ბავშვობაში რომ ვერ იძინებდი, სულ ნაყინს მთხოვდი ღამე. მერე დიდად არ ჭამდი, გავსუქდებიო ნერვიულობდი.
-ხომ. ბავშვობა კარგი მქონდა. საბედნიეროდ-კოვზი აიღო, ელენეს წინ დაჯდა და ნაყინის ჭამა დაიწყო.
-ნუ გგონია რომ რამეს შენ ჯინაზე ვაკეთებ, მამაშენის მეგობრებს არ ვენდობი იმდენად, რამდენადაც ალექსანდრეს.
-რატომ?
-იმიტო რო ალექსანდრეს ჩემი შვილი უყვარდა და აღმერთებდა, ამის მერე ის არასოდეს უღალატებს ჩვენ ოჯახს.
-საკვანძო სიტყვა, უყვარდა. იმის მერე როგორც მოვექეცი, კარგს ნურაფერს დაელოდები მისგან.
-ცუდი თვისება გაქვს, ყველას ეჭვის თვალით უყურებ, თითქოს რამე ფარული მოტივები გვქონდეს. მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდა. ალექსანდრეს შემოთავაზების შესახებაც ვიცი, ვერ ვხვდები რატომ არ თნხმდები.
-ვერც მიხვდებით ელენე, ვერავინ ვერ მიხვდებით და სიმართლე გითხრა ახსნის სურვილიც დავკარგე. ჩვენ კარგა ხნის წინ შევწყვიტეთ ერთმანეთთან კონტაქტი და ახლა უკვე ვხვდები რატომაც.
-და რომ ცადო? ანუკი შენ გარდა აღარავინ მყავს დედამიწის ზურგზე. იქნებ ცადო და ამიხსნა. ესე მამის გამო იქცევი? ვიცი ცუდად ხა..
-არა. ჩემი აქედან წასვლა მამას სიკვდილთან არანაირ კავშირში არაა. პირიქით..
-რაღაც მოხდა, ვიცი რომ რაღაც მოხდა და არ მიყვები.
-წავალ, დავიძინებ.
-არა, ანუკი გული ყოველთვის მიგრძნობდა რომ იქ რაღაც მოხდა. ისიც ვიცი, რომ სანდროს დაშორდი. მის ოჯახს ველაპარაკე, მაგრამ არავინ არაფერს არ მეუბნება..
-მე კიდევ მგონია რომ ყველაფერი იცი-ანუკის ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან-უბრალოდ... არც ერთს არ გიფიქრიათ ჩემი დახმარება. მამამ ზუსტად მაგიტომ იყიდა ნიუ ორკში სახლი ხომ? როცა გაიგეთ რო მუცელი მომეშალა უკვე გვიანი იყო ალბათ ჩემი დახმარება ხო?
-სანდრომ რო მიგატოვა ეგ ძალიან გვიან გავიგე, მუცელი რომ მოგეშალა ეგეც დაახლოებით მაგ დროს გავიგე... მერე ვეღარაფერი გავარკვიე, უნივერსიტეტში გვითხრეს რომ აკადემიური აიღე. მერე უკვე მამაშენიც ცუდად იყო და საბოლოოდ დავკარგეთ ყველანაირი ინფორმაცია შენს შესახებ.
-და რმ ჩამოსულიყავი? დაგერეკა?! რამე რომ გაგეკეთებინა? 18 წლის ვიყავი, სანდრმ დამტოვა, ცუდად ვიყავი! ოპერაციას ოპერაციაზე მიკეთებდნენ, საშინელი პერიოდი გამოვიარე და შენ ერთხელ არ დაგირეკავს! ამის მერე რანაირი დედა ხარ!
-დედა, რომელსაც გული უკვდებოდა ანუკი... დედა, რომელიც ორად იყო გაჭრილი. შენ არ იცი ზურა როგორ ცუდად იყო, რომ ამ დღეში ჩაგაგდეთ. ყველაფერი ძალიან გვიან გავიგეთ, უბრალოდ აზრ...
-აზრი აღარ ჰქონდა ხომ ? იფიქრე, უკვე გადაიტანა ყველაფერი და აღარ ჭირდება ჩემი დახმარებაო.
-აქეთ უკვე მამაშენი მაკვდებოდა ხელებში, ვერ ვხვდებოდი რა გამეკეთებინა...
-მე ერთს ვერ ვხვდები, ფული ჩვენ არასოდეს არ გვაკლდა, არც ცნობადობა, კონტაქტები, რატომ გამაყოლეთ ალექსანდრეს ცოლად?-ცრემლები მოიწმინდა და საბოლოოდ მოახერხა იმ კითხვის დასმა, რომელიც თავში არასოდეს არ მოსვლია, თუმცა ბოლო პერიოდი საგრძობლად აწუხებდა. არასოდეს არ უკითხავს მიზეზი, პირდაპირ აუმხედრდა მთელ მსოფლიოს და მშობლებს. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი მიზეზი, რომელიც გაამართლებდა მისი მშობლების საქციელს?
ვერაფერი. ფაქტი ერთია რომ ძალით ქორწინებას ვერაფერი ვერ გაამართლებს, თუმცა უმიზეზოდ არაფერი არ ხდება.
-ანუკი, 18 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გიფიქრია ამდენი ფული საიდან მოდიოდა? არასოდეს გიმუშავია და არ გიფიქრია არაფერზე, გარდა გართობისა. მამაშენი უკვე აღარ იყო ახალგაზრდა, ვერ უძღვებოდა კომპანიას მარტო, ტატოს უცხოეთში თავისი საქმე აქვს და წელიწადში ერთხელ ძლივს ჩამოდის. შენ უპატრონოდ რჩებოდი, ჩვენ რომ რამე მოგვსლოდა, ჩვენი ბიზნესი ჩავარდებოდა და შენ ფული აღარ გექნებოდა. არასოდეს გისწავლია, ილუზიებში ცხოვრობდი. ამ დროს ნოდარის შვილი, ნორმალური, გაწონასწორებული, განათლებული, მიზანმიმართული, სწორედ ისეთი ადამიანი იყო, როგორიც შენ გჭირდებოდა. რომელიც შენ ისტერიკებს არ აიტანდა. ეს ერთადერთი გამოსავალი იყო იმ მომენტში, რაც დავინახეთ. ამერიკაში შენი მარტო გაშვებაც შეგვეშინდა, არ ვიცოდით იქ თავს როგორ მოუვლიდი. მაგრამ ეხლა ვხვდები რომ შეცდომა დავუშვით, იმის მაგივრად რომ გათხოვება დაგვეძალებინა, მეტი უნდა გვემუშავა შენთან მიმართებით. ბავშვობიდანვე არ უნდა გაგვეზარდე ეგოისტად, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი უშვებს ამ შეცდომას, როცა ერთადერთი შვილი ჰყავთ. დამნაშავე ვარ , ვაღიარებ, მაგრამ მინდა რომ ყველაფერი გამოვასწორო. ეხლაც ილუზიებში ხარ, როგორ წარმოგიდგენია რომ სრულიად განსხვავებული ტიპის ბიზნესს მარტო გაუძღვებოდი? ვიცი, რომელი ბიზნესიც გაქვს უცხოეთში, რესტორნის და არა სასტუმროსი... რაც შეეხება იმას თუ რატომ არ ჩამოვედი. ანუკი, ვერ წარმოიდგენ ... უბრალოდ ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიყავი როდესაც ეს ყველაფერი გავიგე. მამაშენი ისე გარდაიცვალა, რომ არ იცოდა შენი ორსულობის შესახებ. არ მინდოდა ენერვიულა, ისედაც ცუდად იყო. წამით არ იფიქრო რო მე შენზე არ მიდარდია. ერთი შვილი მყავს ანუკი, როგორ წარმოგიდგენია, ესეთ სიშორეზე იყავი, ამდენი რამის გადატანა მოგიწია და მე სახლში ბედნიერად ვიჯექი ავადმყოფ მამაშენთან ერთად? ვიცი ეს დღეები.. გვერდში ვერ დაგიდექი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მეც ადამიანი ვარ. მე და მამაშენმა 40 წელი გავატარეთ ერთად. 16 ის ვიყავი რომ გავთხოვდი. შვილი დიდხანს არ გვიჩნდებოდა.
-ვიცი... უბრალოდ... ძალიან გამიჭირდა. ვერ წარმოიდგენ როგორ გამიჭირდა... ვერ ვიტან მისი სახის დანახვას, დედა ყველაფერი გამინადგურა. მთელი წელი სარეაბილიტაციო კლინიკაში გავატარე გამოკეტილმა. საშინელება იყო. სულ მარტო ვიყავი...ყოველდღე მისი ყურება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია... აქაურობა, ყველაზე მეტ ტკივილს მაყენებს. როგორ ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს მე წასვლა მინდა აქედან.
***
ძლივს დადგა წასვლის დღე, ანუკისთვის ეს დღე ალბათ ყველაზე ბედნიერი იყო, რადგან საბოლოოდ დატოვებდა აქაურობას და ალბათ მართლა აღარასოდეს არ მოიხედავდა უკან. დილით ადრე ადგა, საოფიცეს ტანსაცმელში გამოეწყო და მაშინვე ადვოკატს დაურეკა, რომელმაც უთხრა რომ დოკუმენტები მზად იყო და შეეძლო მამამისის კომპანიაში მისულიყო. ანუკისაც მეტი რა უნდოდა, გარეთ გავიდა , რომ მძღოლისთვის დაეძახა, რომ ალექსანდრე დაინახა.
-დილა მშვიდობის-სახეცე უცნაური ღიმილი უთამაშებდა.
-აქ რა გინდა?-ანუკის სახეზე კი.. ერთი სიტყვით კარგი არაფერი არ ხდებოდა. სერიულ მკვლელზე უარესი გამომეტყველება ჰქონდა იმ მომენტში.
-ვიფიქრე გავუვლი და გზაში ვილაპარაკებთ თქო. დაჯექი-მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა. ანუკიმ ღრმად ამოისუნთქა, სახეზე სულ წითელი იყო და ალექსანდრეს გაყვა-რა მოიფიქრე?
-რადგან ეხლა ოფისში მივდივართ ხელის მოსაწერად, ესე იგი წასვლა გადავწყვიტე.
-რატომ?
-იქ ...
-გამოცდებს და ბიზნესს მიზეზად არ მივიღებ.
ანუკიმ გაკვირვებულმა შეხედა, არ ელოდებოდა რომ ალექსანდრე მიუხვდებოდა ჩანაფიქრს. საგონებელში ჩავარდა.
-მაგრამ სხვა მიზეზი არ მაქვს, იქაურობას დიდი ხნით ვერ დავტოვებ.
-2კვირაც საკმარისია იმისთვის რომ ყველაფერში გაგარკვიო. მერე დაუბრუნდებოდი შენ ბიზნესს, და ხან იქ იქნებოდი, ხან აქ. ბოლო ბოლო დედაშენიც ასაკშია, არ გინდა მის გვერდითაც რომ იყო?
-მ... ჩემი გადაწყვეტილებაა.
-მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ თუ არგუმენტირებულია. და თუ უბრალოდ პირადი წყენის გამო მეუბნები უარს, კიდევ ერთხელ დაფიქრდი პროფესიონალ ბიზნესმენს შეეფერება თუ არა ეს.
ანუკი სიმწრისგან სულ გაწითლდა, სიტყვებს ვერ პოულობდა, რომ აეხსნა რატომ არ უნდოდა დარჩენა. თან აცნობიერებდა რომ რეალური არგუმენტი მართლაც არ ჰქონდა, მამის ბიზნესს ყოფილ ქმარს უტოვებდა, როდესაც ისიც და დედამისიც ეხვეწებოდნენ რომ მთლიანად აქციები გადაებარებინა, ოღონდ ეს 2 კვირით დარჩენას მოითხოვდა.
-რა გინდა, მართლა ვერ ვხვდები.
-მინდა რომ შენი ცხოვრებით იცხოვრო. რაც შენ გეკუთვნის შენი რომ იყოს. არასწორი იქნება თუ ჩვენი ურთიერთობის გამო შენი ოჯახი ბიზნესს დაკარგავს. მემგონი საკმარისად ვიზარალეთ ორივემ თავის დროზე. არა?
-შენ ცოლს როგორ ესიამოვნება ყოფილ ცოლთან ერთად რომ იმუშავებ?
-ჩემი ცოლი გამგები და მომთმენია.
-თავის დროზე მეც ეგეთი ვიყავი.
ალექსანდრეს სახე შეეცვალა, თითქოს ეს სიტყვები გულზე მოხვდა და მარტლა პირველად გაახსენდა ანუკისთან გატარებული დრო. გაახსენდა, თუ რამდენად არის მის წინაშე დამნაშავე.
-მე მიყვარს ჩემი ცოლი და არ ვუღალატებ.
-ჩვენ არც ღალატის გამო არ დავშორებულვართ.
-რატომ გინდა რომ წარსული გამახსენო? რის მიღწევას ცდილობ ამით? -სვლა შეანელა და ანუკის თვალებში შეხედა-მე ვცდილობ რომ ნორმალურად გესაუბრო, შენი ფირმა დაგიბრუნო, შენ კიდე ქარაგმებით მელაპარაკები და არ მეუბნები რეალურ მიზეზს, თუ რატომ არ გინდა ამ კომპანიის მართვა. ამდენად გეზიზღები? თუ არის კიდე რაღაც რაც უნდა ვიცოდე?
-არაფერი. მართალი ხარ. უბრალოდ განგრძე სვლა.
-არა-ალექსანდრემ შუა გზაში მანქანა გადააყენა და გააჩერა-იქ რომ მივალთ ყველაფერი გადაწყვეიტლი უნდა იყოს. კარგად დაფიქრდი და ორი წუთით გააანალიზე შენი ბავშვური საქციელი. რა წყენა გაქვს ისეთი ჩემს მიმართ რომ ოჯახსაც კი ზურგს აქცევ? ვიცი დამნაშავე ვარ შენს წინაშე, მაგრამ არ ფიქრობ რომ საკმარისად დავიტანჯე? თუ გახსოვს იმ ავარიის შემდეგ დიდი ხანი დამჭირდა მეც რეაბილიტაცია. მთელი თბილისი დღემდე ისე მიყურებს როგორც ნაბი**არს , მოღალატეს და მატყუარა ადამიანს. და ეს ბიზნესისთვის რამდენად ცუდია იცი? მე თუ შევძელი , გადავაბიჯე ჩემ თავს, რატომ არ შეგილია იგივე გააკეთო ზურას გამო?
-დაქოქე მანქანა.
-ანუკი, წყობიდან ნუ გამოგყავარ.
-არ მაქვს მიზეზი, გასაგებია? უბრალოდ არ მსიამოვნებს შენთან იმაზე მეტი დროის გატარება ვიდრე მიწევს. არ შემიძლია შენთან არც პროფესიონალური და არც არაპროფესიონალური ურთიერთობა, არც შუაში , არც თავში, არც დაბალანსირებული. არანაირი საერთოდ გესმის?! მე და შენი ურთიერთობა, მაშინაც ვერ მოხერხდება სულ რომ ბოლო ადამიანები ვიყოთ დედამიწაზე და ბრძოლა მოგვიწიოს გადარჩენისთვის, ორივე დავიხოცებით იმიტომ რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ჩხუბის გარეშე არ შეგვიძლია. ხედავ როგორ ვმოქმედებ შენ ნერვებზე? აქამდე ერთხელ არ ამიწევია ხმა და უკვე წყობიდან გამოხვედი. როგორ წარმოგიდგენია რომ ჩვენერთად მუშაობას შევძლებთ, მით უმეტეს იმ ადამიანის კომპანიაში , რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ურთიერთობას. მე ვერ ავიტან შენთან ისევ დაძალებულ ურთიერთობას. ან პირდაპირ მომყიდე აქციები, ან შემეშვი და მიიღე ჩემი 40%.
-ძლივს...
-რა ძლივს?
-ამდენი დღეა გიყურებ, აქამდე მეგონა კაიფში იყავი. არანაირი ემოცია.. რობოტს გავდი . ეხლა ვცნობ ძველ ანუკის.
-მანქანა დაძარი და ოფისში წავიდეთ.
-არა, ჯერ არ დაგვიმთავრებია.
-გადასარევი-ანუკიმ მანქანის კარი გააღო და გადავიდაб,მაგრამ არა იმიტომ,რომ ტაქსის გაჩერებას აპირებდა და სახლში წასვლას, უბრალოდ სუნთქვა აღარ შეეძლო, იგივე დაემართა რაც მამის პანაშვიდზე და სუფთა ჰაერი უნდოდა ჩაესუნთქა.
-ჩაჯექი მანქანაში-ალექსანდრეც მაშინვე გადმოყვა-ნუ იქცევი პატარა ბავ... ცუდად ხარ?-როდესაც ანუკის სახე დაინახა ხელი მოკიდა, ეგონა გული წაუვიდოდა.
-შემეშვი-ხელი გააშვებინა და მანქანას მიეყუდა-ორ წუთში ჩავჯდები, ოღონდ დამანებე თავი-ხელი სახეზე აიფარა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
-მეღადავები ესე ვიდგე და გიყურო როგორ მიგდის გული? სასწრაფოს გამოვიძახებ, შენ რა ავად ხარ?
-ავად შენთითონ ხარ... როგორ მინდა ზოგჯერ რომ...-ანუკის სახეზე ფერი აღარ ედო, ცოტახანში თვალები დახუჭა და გული წაუვიდა. ალექსანდრემ მოასწრო, რომ მისი თავი დაეჭირა და ხელში აიყვანა.
***
-გამარჯობა, თქვენ ოჯახის წევრი ხართ?-ანუკის პალატიდან ექიმი გამოვიდა ალექსანდრესთან გასასაუბრებლად-ვინ ხართ პაციენტის?
-ყ... ქმარი. როგორ არის ჩემი მეუღლე?
-თქვენი მეუღლეს მდგომარეობაში უეცარი და უმიზეზო გულის წასვლა საგანგაშოა. ვფიქრობ, საჭიროა გამოკვლევები ხელმეორედ ჩაიტაროს. რა თქმა უნდა ეს სტრესის ბრალიც შეიძლება იყოს, მაგრამ აი კარდიოლოგთან მიბრძანდით, ჩვენს კლინიკას საუკეთესო ექიმები ყავს.
-მოიცადეთ, რა კარდიოლოგი, რა მდგომარეობა?
-ანუკის, ხომ გულთან აქვს პრობლემები? თქვენ ხომ...
-დიახ, დიახ. ისე ვინერვიულე, ყველაფერი გადამავიწყდა. შეიძლება, რომ ვნახო?
-რა თქმა უნდა. დღეს სასურველია რომ დარჩეს.
-ფრენა რომ აქვს საღამოს?
-არა, სამწუხაროდ ესეთ მდგომარეობაში პაციენტისთვის ფრენა ზიანის მომტანია.საღამოს კიდევ ერთხელ მოვინახულებ თქვენს მეუღლეს და გამოკვლევების პასუხებსაც შეგატყობინებთ.
-ერთი კითხვა მაქვს, რა ხდება მაშინ როდესაც პაციენტი წინააღმდეგია საავადმყოფოში დარჩენის და გამოკვლევების ჩატარების?
-ჩვენ ვერ დავაძალებთ პაციენტს აქ დარჩენას, თუმცა, არის რიგითი შემთხვევები რომლის დროსაც მის აზრს არ ვითვალისწინებთ გამომდინარე პაციენტის მდგომარეობიდან.
-იცით, ჩემი ცოლი ძალიან ჯიუტია და თუ შეგიძლიათ თქვენით რომ აუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია აქ დარჩენა?
-არ არის პრობლემა. 15 წუთში შემოვალ, თქვენ გაესაუბრეთ მანამდე.
-მადლობა-პირველი ალბათ რაც გაიფიქრა ,,ეს რაში გავყავი თავი'' . საავადმყოფოში მარტო მოუწია დარჩენა ანუკისთან, როდესაც უამრავი საქმე ჰქონდა. რეალურად ადვოკატთან შეხვედრას 20წუთი უნდოდა. ალბათ ანუკის ოჯახისთვის რომ დაერეკა, ,,ცოლი'' ნაღდად მოკლავდა.
ოთახში შევიდა, უნდოდა წესიერად გაერკვია რა ჭირდა ანუკის, რადგან სანამ ერთად იყვნენ არასოდეს სმენია გულის დაავადების შესახებ.
-სად მომიყვანე? სულ გააფრინე? ადვოკატთან გვაგვიანდება-ანუკი ნელა წამოდგა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო.
-იწექი, არსად არ მიდიხარ ჯერ. ადვოკატი წავიდა, არ ეცალა.
-მაშინ ფრენაზე მაგვიანდება, მერე გადავწყვიტავთ მაგას.
-ექიმს დაელოდე, გასაუბრება უნდა რომ გაგწეროს და მერე.
-რა თქვეს?
-შენით მითხარი. რა უნდა ეთქვათ?
-ვერ გავიგე?
-ავად თუ იყავი რატომ არ თქვი?
-შენ ფსიქიკურად ავადმყოფი ხარ მაგრამ როგორმე არ გთხოვ დიაგნოზის ჩვენებას?
-ანუკი, არ მეცინება. რა გჭირს?
-არაფერი სერიოზული. უბრალოდ სუსტი გული მაქვს, ესეც სტრესის ბრალი იქნება, ეხლა უნდა ამკიდონ უაზრო გამოკვლევები. არ ვაპირებ დარჩენას, საღამოს ფრენა მაქვს.
-კარგი, დედაშენს ვურეკავ.
-რ... რა ვის ურეკავ?
-დედაშენს. არ მაქვს შენთან ჭიდაობის დრო, სამსახურში მაგვიანდება. რადგან ექიმის დალოდებას აპირებ, ის მაინც მეცოდინება რომ სახლში დედაშენი და ტატო წაგიყვანენ და ისინი მოგივლიან.
-არა, რა ტატო. რა ტატო! ალექსანდრე, დადე ტელეფონი. დედაჩემს გულს გაუხეთქავ ტყუილად, აი ნახავ შემოვა ექიმი და მეტყვის რომ კარგად ვარ.
-არ გეტყვის, მე ველაპარაკე უკვე. გამოკვლევებია საჭიროო, ანუკი ნაღდად არ მაქვს დრო. გადაწყვიტე ან რჩები საავადმოფოში და ფრენას გადადებ, ან ტატოს და შენ ოჯახს ეთამაშე ჯიუტობანა. აბა?-ალექსანდრემ ტელეფონში ელენეს ნომერი აკრიფა და ის იყო უნდა დაერეკა, რომ ანუკიმ ხელით აჩვენა გათიშეო-ნელი ნაბიჯებით დაიხიე და დაწექი. აი ეგრე. ზუსტად-ანუკი მაშინვე დაემორჩილა, დაწვა და გადაიფარა.
-ვსო. არ დარეკო . გათიშე.
-არც დამირეკავს. რამე გჭირდება?
-არა. არაფერი.
-იცი, ყოველი შემთხვევისთვის მივწერ დედაშენს, იქნება და რა ხდება, მარტო ხო არ იქნები საავადმყოფოში?
-არა. არა. მომეცი ტელეფონი და ჩემ მეგობრებს დავურეკავ, მარტო არ ვიქნები. გთხოვ ელენეს არ დაურეკო თორე ამერიკაში კი არა სახლიდან აღარსად არ გამიშვებს.
-კარგი. დაწყნარდი ოღონდ.
ანუკიმ თავის მეგობრებს დაურეკა და შემდეგ ალექსანდრეს დაუბრუნა ტელეფონი. ერთი სული ჰქონდა აქედან როდის გააღწევდა, საერთოდ არ აპირებდა რეისის გადადებას. როგორც კი მოვიდოდნენ ჯორჯი და ქეითი ალექსს დაარწმუნებდა რომ რჩებოდა, როდესაც წავიდოდა კი თვითონაც დატოვებდა საავადმყოფოს. გამოკვლევებს კი ამერიკაში ჩაიტარებდა. ისეთი გულუბრყვილოც არ იყო, რომ საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხეში ჩაეგდო.
-დამპირდი, რომ არ ეტყვი არავის არაფერს.
-გპირდები.
ამასობაში ექიმიც შემოვიდა.
-როგორ გრძნობთ თავს?
-კარგად, მადლობა. იცით რაშია საქმე, მე წლებია გულზე ვმკურნალობ და რა თქმა უნდა დიდი ხანია სტაბილურ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ეს ერთი გულის წასვლა, იცით მამა გარდამეცვალა ახლახანს, ალბათ სტრესის ბრალია, ამიტომ ვფიქრობ გამოკვლევები არ არის საჭირო. დღეს აუცილებალდ უნდა გავფრინდე ამერიკაში, იქ სამსახური და უნივერსიტეტი მაქვს, 1 თვეში ვამთავრებ და გამოცდები მაქვს. ამიტომ უბრალოდ მომეცით რას უნდა მოვაწერო ხელი და წავალ.
-უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ-ექიმს გაეღიმა-მაგრამ, სწორედ ეს არის საგანგაშო, რომ აქამდე კარგად იყავით და ეხლა გული წაგივიდათ. მით უმეტეს თუ სტრესის ბრალია, ჩემი რჩევა იქნება გაიაროთ გამოკვლევა, რადგან სტრესი ცუდად მოქმედებს გულზე, დიდი საშიშროებაა იმის , რომ თქვნეი მდგომარეობა გაუარესდეს. რა მაინტერესებს, ეს პირველად მოხდა?
-ამ...-ანუკიმ ალექსანდრეს შეხედა, რადგან მას ახსოვდა როგორ ცუდად იყო მამამისის პანაშვიდზე და ტყუილი არ გამოუვიდოდა-არა მეორედ, მაგრამ...
-გასაგებია. წამლებს რეგულარულად სვამთ?
-დიახ.
-ბოლო გამოკვლევა როდის ჩაიტარეთ?
-ზუსტად არ მახსოვს.
-იქნებ თქვენ მეუღლეს ახსოვს?
-ჩემ.. ჩემ ვის უკაცრავად?-ანუკი კინაღამ საწოლიდან გადმოყირავდა ამ სიტყვების გაგონებაზე და ალექსანდრეს გახედა , რომელიც სიცილის ძლივს იკავებდა და სახეზე სულ გაწითლებულიყო.
-არა, არც მე არ მახსოვს. კიდევ გაქვთ რამე შეკითხვა ექიმო? ანუკი ძალიან გადაიღალა.
-არა, რა გადაწყვიტეთ დარჩებით გამოკვლევებზე?
-ხომ აგიხსენით სიტუაცია ექიმო, არ არის აუცილებლობა.
-რა თქმა უნდა დარჩება. დიდი მადლობა თქვენ.
ექიმი ოთახიდან გავიდა.
-შენ რა სულ გააფრინე? რა მეუღლე! რატომ უთხარი რომ ჩემი ქმარი ხარ?
-ანუკი, ცოტა დაწყნარდი თორე მეორედ წაგივა გული-ალექსანდრეს გაეღიმა-სხვანაირად არ მეტყოდნენ რა გჭირდა და არ ვიცოდი რამდენად სერიოზული იყო და დამერეკა თუ არა ელენესთვის.
-კარგი. მაპატიე. უბრალოდ, არ მინდოდა რეისის გადადება. ქეითიც და ჯორჯიც ესე ვაწვალე, ჩემ გამო ხვალ უნდა გაფრინდნენ.
-რა გჭირს?-ჯორჯი და ქეითი ოთახში შემოვარდნენ და აპარატს შეხედეს, რომელიც საბედნიეროდ გამორთული იყო და ცოტა დაწყნარდნენ.
-არაფერი ისეთი, სტრესის ბრალია, მაგრამ არმიშვებენ. მითხრეს რომ გამოკვლევები უნდა ჩამიტარონ.
-არ არის პრობლემა, ხვალისთვისგ ადავდებთ ფრენას. რა დაგემართა?-ქეითმა ჰკითხა.
-არაფერი, უბრალოდ გადავიღლე ალბათ.
-ხომ გეუბნებოდი რომ დაგესვენა ანუკი, სწორედ ეს არ გვინდოდა-ჯორჯმა მკაცრად შეხედა და თავი გააქნია-ესეთ მდგომარეობაში იქ ან რა გამოცდა უნდა ჩააბარო ან რა უნდა იმუშაო? ეხლა ისევ თავიდან რომ დაგემართოს რამე?
-ჯორჯ.. ნუ მეჩხუბები, ჩემი ბრალია რო ვნერვიულობ?
-კარგი, ნაჭამი ხარ? ალბათ არა და მაგიტომაც წაგივიდა გული. ჯორჯი წავა და რამეს გიყიდის ხომ?-ქეითმა ჯორჯს გახედა, რადგან მისი ოთახიდან გაგდება უნდოდა. იგი ყოველთვის ბრაზდებოდა ანუკის დაუდევრობაზე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა სიყვარულით იყო გამოწვეული. ვერ იტანდა როდესაც მას ესეთ მდგომარეობაში ხედავდა და თან ამასთან ერთად ცოტათიც კი არ განიცდიდა რაც დაემართა. მერე ხშირად სიბრაზე გადაუვლიდა და მის პრობლემას მოგვარებას შეუდგებოდა, რომ უფრო მეტი არ ენერვიულა და რამე არ დამართნოდა. თან როგორც უკვე ვახსენეთ, სწორედ ჯორჯმა გადაარჩინა ანუკი სიკვდილს ბავშვის დაკარგვის შემდეგ. თუმცა, მისი სიყვარული არ აგერიოთ ისეთ სიყვარულში, როგორიც თუნდაც ოდესღაც ანუკის და ალექსანდრეს ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ გოგოს და ბიჭის მეგობრობის დაჯერება ცოტა რთული საქმეა, ანუკის და ჯორჯს არასოდეს გასჩენიათ ერთმანეთის მიმართ გრძნობები. ალბათ ეს იმითაც იყო გამოწვეული რომ საქართველოსთან შედარებით, ამერიკაში ბიჭის და გოგოს მეგობრობა ცოტა უფრო მიღებულია ვიდრე ჩვენთან. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ანუკის საავადმყოფოში დარჩენა მოუწია, ალექსანდრე თავის საქმეებზე წავიდა, ფრენა გადაიდო და ქეითი და ჯორჯი გამოკვლევების პასუხების გასაგებად კლინიკაში დარჩნენ. საღამოს ექიმი შემოვიდა.
-შემიძლია გავეწერო? დარწმუნდით რომ სტრესის ბრალია?
-ერთში გეთანხმებით, ქალბატონო ანუკი, რომ ეს სტრესის ბრალია. მაგრამ , სამწუხაროდ მეც მართალი ვიყავი იმაში , რომ ეს საგანგაშოა. ამდენმა სტრესმა გამოიწვია ბრადიკარდია, თქვენი გულის ცემის რითმი საკმაოდ სუსტია, ესეთ მდგომარეობაში მინიმუმ 1 კვირა ვერ შეძლებთ ვერსად გაფრენას. ცალკე საკითხია თქვენი ნერვული სისტემის მდგომარეობა, რომლის შესახებაც ნერვოლოგს გაესაუბრებით, მოგვიანებით შემოვა . როგორც ჩანს დიდი ხანია გამოკვლევაზე არ ყოფილხართ, რადგან არის ნიშნები იმისა, რომ თქვენი დაავადება უარესდება. წამლები დაახლოებით 6 თვის წინ არის გამოწერილი, თქვენი დაავადების დროს კი, საჭიროა 2 თვეში ერთხელ გამოკვლევები და პასუხებთან შეთანხმებით წამლების ცვლა. აქედან გამომდინარე, თქვენივე ჯანმრთელობისთვის იქნება უმჯობესი თუ ეს კვირა, და ისევ ვიმეორებ ეს მინიმუმ, თბილისში დარჩებით, ეს ღამე კი კლინიკაში. თუ ყველაფერი ნორმაში ჩადგება ხვალვე გაგიშვებთ, მაგრამ საჭირო იქნება ჰოლტერის აპარატის დამაგრება მთელი დღის განმავლობაში, რომ ავირიდოთ თავიდან გართულებები. წამლების ახალ ჩამონათვალს ექთანი მოგაწვდით.
-ვერ....გავიგე, ანუ ყველაფერი უარესად არის? შეიძლება შედეგები ჩემს ექიმს გავუგზავნო ამერიკაში?
-დიახ, ალბათ გადათარგმნილი ვერსია გნებავთ?
-დიახ. თუ შესაძლებელია.
-1 საათში მოგაწვდით, მანამდე დაისვენეთ და ეცადეთ არაფერზე არ ინერვიულოთ. შესაძლოა გამოკვლევების პასუხებზე გავლენა თქვენმა სტრესმაც იმოქმედა და რეალურად ყველაფერი ესე ცუდადაც არ იყოს.
ექიმი ოთახიდან გავიდა.
-უნდა წახვიდეთ, აზრი არ აქვს მე თუ აქ ერთი კვირით ჩავრჩი. მაგრამ.. იქნება რაღაც ეშლებათ? ქართველი ექიმების საქმე არ იცით? კიდევ კარგი არ მითხრა სახსრების ანთება გაქვს და არა გულის დაავადებაო. ან მარჯვენა კიდურის მოტეხილობის გამო წაგივიდა გულიო.
-შენ ხუმრობის ხასიათზე ხარ? მოგიტანს შედეგებს გავუგზავნით ექიმს და იგივეს გეტყვის. აქ დიაგნოზი არ დაუსვამთ, გამოკვლევები განახეს და როგორმე ბრადიკარდიას მაინც არჩევენ ტახიკარდისიგან.
-ჯორჯ, ეგრე თუ გააგრძელე ინფაქტამდე მიიყვან. შეეშვი. დარწმუნებული ხარ რომ უნდა გავფრინდეთ? დედაშენმა ხო იცის რაც გჭირს, იმას მაინც დაურეკე.
-არა, ქეით. საკმარისად ნერვიულობს, იფიქრებს რომ რამე სერიოზულია და მეც მალე დამკარგავს და მერე ჩვენ ორს ერთად ვინ გვიმკურნალებს?
-ალექსანდრეს რა უნდოდა აქ , ვერ გავიგე?-ჯორჯი უცბად შემოტრიალდა და ღიმილით გახედა ანუკის, რომელიც ოდნავ გაწითლდა.
-ნუ მიყურებ ეგრე. გადასარევად იცი როგორც ვერ ვიტან. ოფისში მივდიოდით გული რო წამივიდა ხოდა მომიყვანა.
***
მეორე დილით ანუკი კლინიკიდან გამოწერეს. სახლში რომ დაბრუნდა ელენეს და ნინოს კინაღამ ინფაქტი დაემართათ, თუმცა რაღაც ტყუილები მოიგონა და დაარწმუნა რომ შუა რეგისტრაციის დროს გადაწყვიტა დაბრუნება და ქეითს და ჯორჯს აცილებდა. შემდეგ ბარგის აღება უნდოდა, მაგრამ ქვიანი იყო, რადგან თვითმფრინავი უკვე მიფრინავდა და მის გამო ვერ გააღებდნენ თავიდან ყველაფერს. ტყუილები არ იყო მისი სუსტი მხარე, რადგან ბავშვობიდან მიჩვეული იყო ახალ-ახალი ზღაპრების შეთხვას. ასე თუ ისე ზურა შედარებით მკაცრი მამა იყო და რომ ეთქვა მაგალითად სანდროსთან და მის მეგობრებთნა ერთად მიდიოდა დასასვენებლად და რეალურად არა დაქალებთან, რა თმა უნდა უარს ეტყოდა. თუმცა ბავშვობაში ვის არ მოუტყუებია მშობლისთვის რამე. მაგრამ ანუკის ყველაზე ძლიერ მხარედ შესაძლოა სწორედ ეს ჩავთვალოთ. წამში უამრავი რაღაცის მოფიქრება შეეძლო, თან იმდენად დამაჯერებლად ამბობდა, რომ ზოგჯერ თვითონ ეჭვდებოდა და უჭირდა გარჩევა რა იყო სიმართლე და რა ტყუილი. მხოლოდ ალექსანდრე იყო ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად შეეძლო ანუკის ამოცნობა. მართლაც, საღამოს ანუკის ტელეფონზე ალექსანდრესგან შემოვიდა ზარი. თავიდან ფიქრობდა არ აეღო, მაგრამ ცოტა უზრდელურ საქციელად მიიჩნია, როდესაც გუშინ თან გადაყვა საავადმყოფოში და მას ამდენი დრო დაახარჯა. ამიტომ ელემენტარული მადლობსი სათქმელად მაინც უნდა ეპასუხა.
-გისმენ?
-როგორ ხარ? გამოგწერეს?
-კი.
-გამოკვლევების პასუხები არ მოვიდა?
-მოვიდა. წამლები მაქვს შესაცვლელი, არაფერი სერიოზული..
-კარგი. გასაგებია.
-მინდოდა მადლობა მეთქვა, რომ საავადმყოფოში წამიყვანე.
-და შენ რას იზამდი ჩემ ადგილას? მოიცა, არ მიპასუხო. ალბათ გზაზე დადგებოდი, ყველაზე დიდ სატვირთოს მონახავდი და სანამ გამოივლიდა მის ქვეშ მომაქცევდი ხომ?
-არა, ეგეთი უგულოც არ ვარ...-ანუკის რატომღაც დიდად არ ესიამოვნა მისი ესეთი სიტყვები-მოკლედ... ეს მინდოდა მეთქვა. რაც შეეხება კონტრაქტს... ხვალ მოვაწეროთ ხელი?
-და რატომ? ერთ კვირაშიც შეიძლება ისწავლო ეს საქმე.
-ხვალ მივფრინავ.
-არა მგონია.
-ექიმს ელაპარაკე ხომ?
-ვის?
-ვიცი , რომ ექიმს ელაპარაკე. ერთი კვირა რა შუაში იყო, არ მითქვამ სრომ ერთი კვირით ვრჩებოდი.
-მოდი, ესე მოვიქცეთ. გუშინ ხო დაგიმტკიცე რომ არც ისეთი უგულო ვარ? დღეში მხოლოდ 2 საათის გატარება მოგვიწევს ერთად, დანარჩენი სულ მდივნები დაგეხმარებიან ყველაფრის სწავლაში თან სიმართლე გითხრა არ მაქვს დრო ორი ფირმა რომ ერთად ვმართო. შენ ამერიკაში მეგობრები გყავს, ვირუსის გამო მაინც ყველაფერი დაიხურა, უბრალოდ საქმეს გასწავლი, ჩვენი სასტუმრ... შენი სასტუმროც დახურულია , ამიტომ უფრო მალე აგიხსნი ყველაფერს და გადმოგიფორმებ ბიზნესს. რას იტყვი? აიტან ჩემ გარემოცვაში ყოფნას ეს ერთი კვირა?
-რამდენიმე პირობით.
-რა პირობით?
-ზუტად ვიცი რო ვინანებ.. ჯერ... მინდა რომ შენმა ცოლმა ყველაფერი იცოდეს, რომ ზედმეტი ჭორები არ აგორდეს ქალაქში. ცოტა უხერხულია ის ყველაფერი რასაც ვაკეთებთ. თუ უნდა ჩვენთან ერთად იყოს ის 2 საათი, ჩემთვის უკეთესი იქნება.
-ჩემთან მარტო დარჩენის გეშინია?
ანუკი მადლობას უხდიდა ღმერთს რომ იმ მომენტში ტელეფონით ლაპარაკობდნენ და არა პირადად, რადგან ამ სიტყვებზე თავიდან ბოლომდე გაწითლდა, თითქოს მართლა ეშინოდა მასთან ერთად მარტო დარჩენის.
-არა. ჯერ ცოლის როლში ვიყავი და საყვარელი გყავდა, ახლა პირიქით არ მინდა გამოვიდეს. ვიცი რა გრძნობაც არის, არ ვუსურვებ არავის.
-კარგი შემდეგ.
-და შემდეგ, მხოლოდ საქმეზე ვისაუბრებთ, არანაირი გადახვევა. არც ერთ შეკითხვას არ დამისვამ რაც საქმეს არ ეხება. მეშვიდე დღეს უკვე გადმომიფორმებ ფირმას და ყველაფერზე უარს იტყვი რაც მე და ჩემ ბიზნესს გვეხება. მაქსიმალურად შორს დაიჭერ თავს ჩემგან და ჩემი ოჯახის ყველა წევრისგან . მე და შენ ერთმანეთს თუ სადმე შევხვდებით ღიმილით და გამარჯობათი შემოვიფარგლებით. არანაირი ერთმანეთთან სტუმრობები და ასე შემდგე. არც ამ დღეების განმავლობაში. გასაგებია?
-გასაგებია.
-როდიდან ვიწყებთ.
-ხვალიდან, თუ ჯანმრთე....
-და არც ჩემ ჯანმრთელობაზე არ ვილაპარაკებთ.
-შევთანხმდით.
-6 დღე.
***
მე მჯერა რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ბედი, რომელსაც ვერასდროს გაექცევა. ადრე თუ გვიან ბედისწერას მაინც შეხვდება. ანუკის თავისუფლებისგან სულ 3 საათი აშორებდა, მაგრამ ყველაფერი მაინც ისე დამთავრდა როგორც დედამისს და ალექსანდრეს უნდოდათ. შესაძლოა ანუკის და ალექსანდრეს ბედი 5 წლის წინაც გადამწყდარიყო, უბრალოდ მასინ არც ერთი არ იყო მზად სერიოზული ურთიერთობისათვის. თან არარეალურია ისეთი დასასრული, რომლის დროსაც ადამიანი ეგუება ტოქსიკურ ურთიერთობას და ამას სიყვარულით ამართლებს. თუ ადამიანი გიყვარს, მას გაუშვებ. და ის აუცილებლად დაბრუნდება.
დილით აადრე ადგომა ანუკისთის პრობლემა არასდოდეს არ ყოფლა, არც დროული მომზადება, რადგან ამერიკაში დრო წუთებით და წამებით ჰქოდნა გათვლილი. შავ ტანსაცმელში გამოეწყო, რადგან მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, თუმცა დიდად არ უყვარდა ეს ტრადიცია, თვითონაც არ გრძნობდა თავს ისე, რომ ფერადი და სადღესასწაულო ტანსაცმელი ჩაეცვა. ამჯერად იმედოვნებდა, რომ კართან ალექსანდრე აღარ დახვდებოდა და მძღოლი წაიყვანდა. საბედნიეროდ ესეც მოხდა. დილით 10 საათზე უკვე ოფისში იყო და თანამრომლებს ეცნობოდა.
-15 წუთით დააგვიანე-ალექსანდრეს შესასვლელში მიეგება.
-საცობები იყო.
-ადრე უნდა გამოსულიყავი. რითი დავიწყოთ?
-შეიძლება ყავა დავლიო?
-სახლში ყავა არ გაქვს?
-ეს კითხვა საქმეს რამენაირად ეხება?
-სამართლიანი შენიშვნაა. ზევით დაგელოდები.
-ჯერ რაღაც საბუთებზე უნდა მოვაწეროთ ხელი. გადაფორმება დიდხნიანი პროცედურაა. წამოდი სასადილოში დავსხდეთ.
-კარგი.
***
-აი აქ მოაწერ ხელს...
-მორჩა?
-კი.
-2საათი ხომ?
-წამზომი დავინიშნო?-ალექსანდრეს გაეღიმა ანუკის მოუთმენლობაზე, ყავა მოსვა და გამომწვევად გახედა-კაბა გიხდება.
ამ კომპლიმენტმა ანუკის თავი უხერხულად აგრძნობინა, ზემოდან თხელი კოსტიუმი ეცვა, რომელიც შეიკრა და სახეზე ოდნავ გაწითლდა.
-კარგი, ძირითადად მოგიწევს პერსონალთან მუშაობა და მათი კონტროლი. უფრო ფინანსურ მხარეს უნდა მიაქციო ყურადღება, რაში იხარჯება ფული, რამდენი თანამშრომელი გყავს ფირმაში და სასტუმროში. თვიური , წლიური შემოსავალი. ეს ყველაფერი ა...
***
მართლაც მათი შეთანხმების მიხედვით ანუკის და ალექსანდრეს საქმის გარდა, საერთოდ არაფერზე არ ულაპარაკიათ . როგორც კი 2 საათი გავიდა, ორივე თავის საქმის საკეთებლად წავიდა. მართლაც, ისე პროფესიონალურად იქცეოდნენ რომ ერთი შეხედვით ვერ იტყოდი , რომ ამ ორ ადამიანს საერთო წარსული ოდესმე ჰქონდათ. დღე ანუკისთვის ზედმეტად დამღლელი აღმოჩნდა, რადგან ამერიკაში 8 საათი ზედიზედ არასდროს არ უმუშავია. იქ ძირითადად სწავლას უთმობდა დროს და რესტორანში მაქსიმუმ 2 საათს ატარებდა, დანარჩენ საქმეებს კი სახლიდან აგვარებდნენ. თან მძღოლი არ ჰყავდა გაფრთხილებული რომელზე უნდა მოსულიყო და ოფისის გასასვლელთან ელოდებოდა . გარეთ თავსხმა წვიმა იყო. ამ დროს ალექსანდრეს მანქანა დაინახა, რომლიდანაც ვიღაც ახალგაზრდა გოგო გადმოვიდა და მისი მიმართულებით ხელის ქნევა დაიწყო. უკან , რომ მიიხედა მიხვდა რომ ალექსანდრეს უქნევდა ის გოგო ხელს. მისი ცოლი იყო. ალექსანდრეს ანუკი არც შეუმჩნევია ისე წავიდა მისკენ, მეორე მხრიდან მანქანის კარი გაუღო და თვითონ საჭესთან დაჯდა. ამ მოკლე დროში მან კარგად შეძლო ყოფილი ქმრის ცოლის შეთვალიერება, თითქოს დაწყნარდა, რადგან გარეგნულად დიდი ვერაფერი ვერ შეატყო. 20წუთის შემდეგ მძღოლმა ძლივს მოაკითხა და დაღლილი სახლში წავიდა, სადაც მარტო ტატო დახვდა.
-აბა, როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?
-საშინლად.. ელენე არ არის სახლში?
-არა. რატომ საშინლად?
-დავიღალე, წავალ ცოტას დავიძინებ.
-ხო, გეტყობა. სახეზე ცუდი ფერი გადევს.
-უი მართლა?-სარკეში ჩაიხედა და სულ ფერმკრთალი იყო, სულ გადაავიწყდა ექიმის სიტყვები, რომ მას დასვენება ჭირდებოდა. მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა? მხოლოდ ესე შეეძლო ფირმის გადაფორმება და საბოლოოდ წასვლა აქედან. თავს არწმუნებდა რომ ერთ კვირაში გაფრინდებოდა და ყველანაირ გამოკვლევას იქ ჩაიტარებდა.ყველაფერი დალაგდებოდა და აღარასოდეს მოუწევდა აქ დაბრუნება. როგორც ჩვევიათ ხოლმე ადამიანებს , როდესაც თავს იტყუებენ, იმას ფიქრობენ, რისი მოსმენაც უნდათ.
-ცუდად ხარ?
-არა, დავიღალე.
ზუსტად ამ დროს ექიმმა დაურეკა.
-გისმენთ?
-ქალბატონო ანუკი, მე თქვენი კარდიოლოგი ვარ. დღეს შეხვედრა რომ გვქონდა დანიშნული, ჰოლტერის აპარატი რომ უნდა მოგვეხსნა, რატომ არ მოხვედით?
-დიდი ბოდიში, სამსახურში ვიყავი და სულ გადამავიწყდა, ეხლა ალბათ უკვე გვიანია.
-არა, ერთი საათი კიდევ ვიქნები, თუ მოასწრებთ.
-აუცილებელია დღეს?
-დიახ. აუცილებელია. გირეკავდით, მაგრამ არ გვიპასუხეთ.
-სამსახურში ტელეფონი გამორთული მაქვს ხოლმე. კარგით ეხლავე გამოვალ.
ანუკიმ ტელეფონი გათიშა, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა.
-მოიცადე, სად მიდიხარ?
-ერთ-ერთ ინვესტორს უნდა შევხვდე, ჯორჯ და ქეითს უნდა გაეკეთებინათ იდეაში ეგ.
-ქართველ ინვესტორს რანაირად შეხვდებოდნენ?
-წარმომადგენელს ველაპარაკე. ხვალ მიფრინავს და აუცილებლად უნდა შევხვდე.
-გინდა მე გაგიყვან?
-არა, ჩემით წავალ. არ მინდა მძღოლი, ლოკოკინაა.
**
-თქვენს მდგომარეობაში 8 საათი სამსახური.. ეს პირდაპირი დარტყმაა გულზე. ქალბატონო ანუკი, მემგონი თქვენ არ გესმით რამდენად სახიფათოა ეს ყველაფერი.
-აბა რა უნდა გავაკეთო? მთელი დღეები ვიწვე?
-არაა აუცილებელი, მაგრამ სახლში რომ გაატაროთ დრო სასურველი იქნება. სამსახურს დიდი სტრესი მოაქვს, შედეგებიც არ გამოუჯობესდება ესე.
-მაშინ რამე დამამშვიდებელი რომ გამომიწეროთ?
-თქვენს ისტორიაში წერია, რომ ადრე დამოკიდებული იყავით, ამიტომ არ მაქვს უფლება გამოგიწეროთ მსგავსი ტიპის წამლები, თუ საჭიროებამ არ მოითხოვა.
-მე უნდა ვიმუშაო, სხვა გზა არ არის.
-იქნებ სახლიდან სცადოთ?
-და მთელი ოფისი სახლში მოვიყვანო? იქნებ.. რამე უფრო ძლიერი წამალი გამომიწეროთ, რომელიც უკეთ დაარეგულირებს გულის ცემას?
-არ შეიძლება, ისედაც ბევრ წამალს სვამთ. სისხლის საერთო ანალიზშიც ბევრი ნივთიერება ან ნორმაზე მაღალია ან ზედმეტად დაბალი. სათანადოდ არ იკვებებით, ესეთი ტემპით ჩვენ ყოველდღე მოგვიწევს შეხვედრა. დღეში რამდენჯერ ჭამთ?
-2 ჯერ. ზოგჯერ 3 ჯერ. უბრალოდ დილით არ ვსაუზმობ ხოლმე.
-ეგ უნდა შეცვალოთ, მოკლედ კვების რაციონსაც უნდა გადახედოთ, თუ ვიტამინებით სავსე საკვებს მიიღებთ, სტრესს მინიმუმამდე დაიყვანთ, შესაძლოა არ დაგვჭირდეს თქვნეი ჰოსპიტალიზირება.
-იქნებ რამე .. მოვიფიქროთ, რაც სტრესისგან გატავისუფლებასი დამეხმარება, თუნდაც სამსახურში.
-არის ესეთი თერაპია, ყოველ საათში ერთხელ შეგიძლიათ , რომ მუსიკას მოუსმინოთ 10 წუთი, ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე გახვიდეთ და ცოტახნით გაისეირნოთ. ბევრი წყალი სვით.
-ანუ შემილია მუშაობა?
-ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა რომ არა, მაგრამ რადგან თქვენ დაჟინებით მოითხოვთ ამას, ყველა რეკომენდაციის დაცვით შეგიძლიათ.
***
სახლში რომ დაბრუნდა ყველანი ერთად ვახშმობდნენ.
-ანუკი, მოდი დაჯექი ჭამე.
-არა, იყოს ნინო, დავიღალე და დავიძინებ... -ამ დროს ექიმის სიტყვები გაახსენდა და თან წამალი ჰქონდა დასალევი-ან და ხო, ცოტას შევჭამ-მაგიდასთან დაჯდა და საჭმელი გადმოიღო-თქვენ როგორ ხართ
-ტატო მიფრინავს ზეგ.
-ხოო? ესე მალე?
-ისევ 3 დღეში ჩამოვალ, შენ იქნები მაგ დროისთვის?
-ჯერ არ ვიცი, კვირის ბოლოს უნდა მივიდე ე... ოფისში, გადმოვიფორმო ფირმა და მერე შეიძლება. თუ არადა რო დავამთავრებ უნივერსიტეტს ჩამოხვალ და იქ მნახავ.
-ეგ როდის იქნება?-ელენემ ჰკითხა.
-3 კვირაში.
-გამოცდებზე არ აგვიანებ?
-ბოლო კვირაში მაქვს ორი გამოცდა. დანარჩენები ჩაბარებული მაქვს.
-შენ და ალექსანდრე კარგად აეწყვეთ?
-როგორც ბიზნესმენი, არაპროფესიონალი არ არის.
-ოღონდ დადებითად არ გამოგივიდეს რამე, ფრთხილად-ტატოს გაეცინა.
-კარგი, წავალ დავიძინებ. ხვალ ისევ იგივე.
***
რეალურად ამ დღეებში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მეოთხე დღეს, ლანჩის დროს კი...
-ანუკი, დღეს საღამოს კორპორატიული საღამო იმართება, ყველა ფირმის წარმომადგენელი მიდის. მე ჩემი ფირმა უნდა წარვადგინო, შენ შენი.
-აუცილებელია?
-კი. თან უნდა გაიცნო ხალხი, დაგჭირდება კავშირები. მე მინდოდა მეთქვა.. ცოლთან ერთად ვიქნები.
-ძალიან კარგი, ანუ გავიცნობთ ერთმანეთს.
-თუ უხერხული არ იქნება.
-არამგონია.
-კიდევ რაღაცის კითხვა მინდოდა.
-სამსახურს ეხება?
-არა, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს. ამერიკაში... ამ 5წლის განმავლობაში, შენ და სანდრო ერთად იყავით?
-არა, მე და სანდრო ერთი წლის შემდეგ დავშორდით. იმის მერე არავინ არ მყოლია.
-რატომ?
-ბევრ კითხვას სვამ. ესეც საკმარისია.
-რამე გააკეთა?
-ხანდახან.. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც... იცი როგორ მინდა რომ დავჯდეთ სადმე, ყველაფერი მოგიყვე, მერე კი დავტკბე იმ რეაქციით რასაც დავინახავ, მიუხედავად იმისა, რომ შენ ნახევარსაც ვერ იგრძნობ იმისა, რაც მე ვიგრძენი იმ წლებში.
-ხოდა მომიყევი.
-ოდესმე შეიძლება. როდესაც ოჯახი მეყოლება და ალბათ მაშინ შევძლებ ამაზე შენთან ლაპარაკს.
-ოჯახი რა შუაშია?
-საკმარისზე მეტი გითხარი. საქმეს დავუბრუნდეთ.
-ესე როგორ შეგიძლია? ესეთი რაღაც მითხრა და მერე საქმეს მიუტრიალდე. უემოციო რანაირად ხარ?
-რას მამგვანებ, ცხოველს? რა ირონიულია არა? წლების წინ მე გეძახდი შენ ცხოველს.
-წამოდი.
-სად წამოვიდე?
-უნდა ვილაპარაკოთ.
-არსად არ წამოვალ.
-დავიღალე, იცი? სანამ არ გავიგებ რა მოხდა და რანაირად მეხება მე ეს ყველაფერი, უბრალდო არ შეგეშვები. გიყურებ და შენ თვალებში ისეთი სიძულვილი ტრიალებს, რომ ენით ვერ ავღწერ-ალექსანდრემ ხელი ჩაავლო, რომ გარეთ გაეყვანა, მაგრამ ანუკიმ უხეშად გააშვებინა ხელი და უკან დაიხია.
-მეორედ ეგ არ გააკეთო.
-მაშინ შენი ნებით ჩაჯდები მანქანაში , თუ არ გინდა მთელი ჰოლდინგის წინაშე მხარზე გაგიგდო და ისე გაგიყვანო აქედან. როგორც უკვე თქვი ცხოველს მეძახდი.
ანუკი და ალექსანდრე კომპანიიდან გავიდნენ და მანქანაში ჩაჯდნენ.
-სად მივდივართ?
-არ აქვს მნიშვნელობა. მოყევი
-მანქანაში მოვყვე?
-შუა ტრასაზე გავაჩერო გინდა?
-სადმე...
-რა კაფეში დავჯდეთ და იქ ვიჩხუბოთ?
საბოლოოდ ალექსანდრეს აგარაკზე ავიდნენ. გიჟივით გადმოვიდა მანქანიდან და ანუკისაც კარი გაუღო, ანიშნა დროზე გადმოდიო. შიგნით შევიდნენ და ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა.
-ეს... უკანონო გატაცებაა.
-ნუ.... ნუ ცდილობ რომ წყობიდან გამომიყვანო. რა მოხდა?
-დარწმუნებული ხარ რომ გაინტერესებს?
-კი.
ანუკი ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა.
-შენგან შვილს ველოდებოდი. ფეხმძიმედ ვიყავი, აქედან რომ წავედი.
-რა? -ალექსანდრეს თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან, ოდნავ უკან დაიხია და წარმოიდგნა რომ უკვე შვილი ჰყავდა-შვილი მყავს და 5 წელი მიმალავდი?
-არ გყავს შვილი. მუცელი მომეშალა. სუსტი გული მქონდა, მშობიარობას ვერ გადავიტანდი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არ გავიკეთე აბორტი . სანდრომ ვერ აიტანა ეს, სიტყვა სიტყვით მახსოვს რაც მითხრა ,,სულელური თავგანწირვა'' უწოდა ჩემ საქციელს. ამ ყველაფერს ნერვიულობა დაემატა და ნაწილობრივ ამის გამოც მომეშალა მუცელი. სანდრომ მითხრა რომ კიდევ მიყვარდი და ამიტომ ვიქცეოდი ესე. სანდრომ რომ დამტოვა ერთი თვის შემდეგ მუცელი მომეშალა, ნაყოფიც სუსტი იყო. მერე ისევ ... დამოკიდებული გავხდი, 3 თვე სარეაბილიტაციო კლინიკაში გავატარე, უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე.
-როგორ... არ მითხარი...
-არ ვაპირებდი თქმას, მე და სანდრო გავზრდიდით ბავშვს . არ ჭირდებოდა ცხოველი მამა, რომელიც ადამიანებს იმით აფასებს თუ რამდენად კარგად ერკვევიან ბიზნესში.
-ეს როგორ დამიმალე.. ჩემ შვილს მამა სანდროსთვის რატომ უნდა დაეძახებინა!!-ალექსანდრემ ღრიალი დაიწყო, თან თვალებში ცრემლები ედგა.
-ბრაზობ ხომ? გინდა გითხრა რატომ-ანუკიმ კიდე ორი ნაბიჯი გადადგა, ისე რომ მათ შორის მანძილი თითქმის აღარ იყო-იმიტომ კი არ ყვირი, რომ ჩემზე ხარ გაბრაზებული, ბავშვზე რომ დაგიმალე. უბრალოდ ხვდები, რომ არაკაცი იყავი, ხვდები რომ მართლა გამინადგურე ცხოვრება და ტყუილად არ გექცევი ასე. თავს დამნაშავედ გრძნობ. ცოტახანში მიხვდები რომ შენი თავი გძულს. ზუსტად იმავეს გაივლი რაც მე. თავს დაიდანაშაულებ შვილის სიკვდილში, მართალიც იქნები.
ალექსანდრე ადგილს ვერ პოულობდა, ანუკის მისჩერებოდა ცივ, უემოციო თვალებში. თითქოს ყინულს უყურებდა, რომელშიც საკუთარ ამაზრზენ ანარეკლს ხედავდა. ნელ-ნელა გრძნობდა როგორ ერეოდა საკუთარ თავზე გული, როგორ უჭირდა ანუკის თვალებში ყურება და მიხვდა რომ ვეღარასოდეს შეძლებდა მასთან ურთიერთობას, რადგან ყოველ ჯერზე გაახსენდებოდა თუ რამხელა ტკივილი მიაყენა მას.
-შენ მე ცხოვრება დამინგრიე, გამანადგურე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. იმედი მაქვს ეხლა მაინც ხარ ბედნიერი, ცოლი გყავს, ფირმა გაქვს, მეც მივიღე ჩემი სასჯელი შენ რომ ესე შეგარცხვინე.
-გაჩუმდი... გაჩუმდი!!
-დავისაჯე, როგორც შენ გინდოდა, ურჩობისთვის...
ალექსანდრე სავარძელში იჯდა, სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და მძიმედ სუნთქავდა. ანუკი ადგილზე გაშეშდა, მის რეაქციას აკვირდებოდა და უემოციო გამომეტყველებით აშტერდებოდა.
-ჩვენ... გავანადგურეთ ერთმანეთი. გესმის? ამიტომ ჩვენ შორის ვერანაირი სახის ურთიერთობა ვერ იქნება. გადმომეცი ჩემი აქციები და ყველა თავისი გზით წავა. აღარასოდეს მოგიწევს ჩემთან შეხვედრა.
-გაჩუმდი... შეგიძლია ორი წუთი რო მოკეტო!-ალექსანდრემ დაიღრიალა, თუმცა ანუკი მიჩვეული იყო მის ხმის ტონს და რეაქცია არ ჰქონია. ჩანთას ხელი დაავლო და გასასვლელისკენ წავიდა-არ მითქვამს რო წასვლა შეგიძლია.
-არ გითქვამს? ანუ?
ალექსანდრე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა.
-მაინტერესებს, რანაირად გეგმავდი ამ ყველაფერს? ბავშვი რომ გაჩნდებოდა სანდროს დაუძახებდა მამას, საქართველოში რომ ჩამოხვიდოდი და 5 წლის ბავშვს ჩამოუყვანდი შენ მშობლებს, რას იფიქრებდნენ? როგორ ახსნიდი ამ ყველაფერს? რო ქორწილის გარეშე გააჩინე სანდროსგან ბავშვი, ზუსტად იმის შემდეგ რაც მე დამშორდი. თუ ბავშვის ასაკს დამალავდი? და მე რომ ვნახავდი? საერთოდ ვერ მივხვდებოდი რომ მე მგავდა ? რანაირად წარმოგედგინა ეს ყველაფერი?
-არ ვიცი...
-და ოდესმე ბავშვს რომ სიმართლე გაეგო? რას ეტყოდი? შვილო იმიტომ არ გითხარი, რომ ეგოისტი ვარ და მინდოდა მამაშენი ჩემით ამერჩია?
-არ ვიცი რას ვა...
-და სანდროს რო ყელში ამოსვლოდა ოდესმე ჩემი შვილი, მიეტოვებინე, მერე რას იზამდი? მაშინაც დაუმალავდი ბავშვს ჩემ ვინაობას? არასოდეს ეტყოდი სიმართლეს?!! მიპასუხე!!
-არ ვიცი!! გესმის?! არ ვიცი რას ვიზამდი! ალექსანდრე პატარა ვიყავი, კარგი? შენ რას იზამდი ჩემს ადგილას? 18 წლის ვიყავი, უკვე ერთხელ განათხოვარი, ძლივს შანსი მქონდა რომ ყველაფერი თავიდან დამეწყო და შენთან დაბრუნება წარსულის ჭაობში დაბრუნებას და მომავლის საბოლოო განადგურებას ნიშნავდა. ახლა ისევ ვგრძნობ თითქოს ცალი ფეხით ამ ჭაობში ვდგავარ და ისევ იგივე მდგომარეობას ვუბრუნდები.
-ეგოისტი ხარ. ეგოცენტრულ ადამიანი ხარ, ალბათ არც იყავი შვილის ღირსი..ზუსტად შენნაირს გაზრდიდი.
ანუკის ბოლო სიტყვები გულში ჩაესო, ყველაზე დიდი შეურაცხყოფად მიიღო მისი სიტყვები და ისე რომ თვითონაც არ ელოდა, სახეში ხელი გაარტყა. ალექსანდრეს არაფერი აღარ უთქვამს. ცოტახანი ერთ ადგილას იდგნენ, ერთმანეთს უყურებდნენ, ბოლოს ანუკიმ უხეშად აუარა გვერდი და სახლში წავიდა.
***
სახლში უჩვეულო მხიარულება დახვდა, ზურას მეგობრები, ელენე , ნინო და ტატო სუფრასთან იჯდნენ და მომღიმარი სახეებით რაღაც ისტორიებს ყვებოდნენ. ანუკი ეცადა მაქსიმალურად ჩუმად ასულიყო ოთახში, რადგან არ უნდოდა ჩაეშალა სტუმრების მხიარულება. თუმცა ტატომ მაინც შეამჩნია და მისკენ გამოემართა, ოდნავ ნასვამი იყო.
-საით გაგიწევია საყვარელო ბიძაშვილო?
-მთვრალი ხარ?
-ცოტა, ცოტა. წამო დაჯექი, გაერთობი, გელა და ვანო მოვიდნენ , მაგარ რაღაცეებს ყვებიან მამაშენზე.
-ცოტახანში ჩამოვალ, გამოვიცვლი.
-რამე მოხდა?
-ძაან დავიღალე, კიდე კაი ხვალ მოაწერს ის ხელს და დამთავრდება ყველაფერი.
-კაი მიდი და გელოდებით.
***
და ძლივს დადგა მისი თავისუფლების დღეც. 6 საათიდან უკვე ფეხზე იყო და ემზადებოდა, ბარგი ჩაალაგა, ბილეთები იყიდა, ექიმსაც კი დაურეკა და გააღვიძა, ევედრა რომ დათანხმებოდა ფრენაზე. მანაც აღარ დააყოვნა, რეკომენდაციები მისცა და მგზავრობის ნება დართო თუ ამერიკაში თავიდან გაივლიდა ყველანაირ გამოკვლევას და გაუფრთხილდებოდა ჯანმრთელობას. ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი ალექსანდრეზეღა იყო დამოკიდებული. ოფისშიც ყურებამდე ღიმილით შეაბიჯა, უკვე წარმოედგინა როგორ იჯდებოდა მამამისის კაბინეტში და განაგებდა მთელ ფირმას, როდესაც 5 წლის წინ ამის გამო ლამის მთელი სამოქალაქო ომი ატყდა. თუმცა როგორც ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის როგორც ჩვენ გვინდა. ალექსანდრე იმ დღეს ფირმაში არ გამოჩენილა. ტელეფონი გათიშული ჰქონდა . ანუკიმ კი საღამოსთვის იყიდა ბილეთი და კიდევ ერთი დღე ვერ დარჩებოდა. ამიტომ ოფისში მიაკითხა, მაგრამ იქ არ დახვდა. უთხრეს სახლში დარჩა და დღეს არ მოსულაო. აი სახლში მისვლა კი რთული საქმე იქნებოდა. იქ ალექსანდრეს ცოლთან მოუწევდა შეხვედრა, რაც ორივესთვის უხერხული იქნებოდა. მაგრამ სხვა გზა არ იყო. მხოლოდ ეს ერთი უსიამოვნო შეხვედრა და ამის შემდეგ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც თვითონ ანუკი მოისურვებდა. ტაქსი გააჩერა და ალექსანდრეს სახლში მივიდა. კარი მისმა დიასახლისმა გაუღო.
-მობრძანდით, ბატონ ალექსანდრეს ძინავს.. გნებავთ გავაღვიძო?
-დიახ, უთხარით რომ საჩქარო საქმეა.
-და ვინ კითხულობს?
-უთხარით რომ მისი ბიზნეს პარტნიორია მოსული საჩქარო საქმეზე.
-კარგით, დაბრძანდით-დიასახლისი ჩქარი ნაბიჯებით ავიდა კიბეზე და ცოტახანში ალექსანდრესტან ერთად დაბრუნდა. ის საშინელ მდგომარეობაში იყო, თვალები ჩაშავებული, აწეწილი თმები, დაჭმუჭნული პერანგი ეცვა და კილომეტრიდან იგრძნობდით ალკოჰოლის სუნს, რომელიც მის გარშემო ტრიალებდა.
-რა გინდა?-კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ანუკისგან მოშორებით დაჯდა.
-საბუთებზე გაქ ხელი მოსაწერი და წავალ. დღეს უნდა მოსულიყავი კომპანიაში... გადაიფიქრე?
-რაში მჭირდება შენი ოჯახის ფირმა ? მომეცი.
ანუკიმ საბუთები და კალამი მიაწოდა და ისევ მოშორებით დადგა. მანაც მაშინვე მოაწერა ხელი და საბუთები ლამის ბურთივით ესროლა.
-შეგიძლია წახვიდე.
-სამსახურში არ წახვალ?
-ვერ გავიგე? ხო მიიღე რაც გინდოდა, გადი ეხლა ჩემი სახლიდან . თუ ეტლიც მოვაყვანინო?
-რითი დავიმსახურე შენგან ასეთი ლაპარაკი? ვერ ვხვდები კიდე იქით რანაირად ვარ დამნაშავე?
-არ მაინტერესებს. ნუ მაიძულებ რო ცუდად მოგექცე. აიღე საბუთები და წადი იმ შენ ამერიკაში თუ სადაც მიდიხარ. მიდი. ნახვამდის.
-ალექსანდრე... ვიცი რასაც გრძნობ, არ მინდა რომ იგივე შეცდომები დაუშვა, რაც მე.
-როდიდან გადარდებს ჩემი შეცდომები, რა გინდა ვერ გავიგე შემეშვი რა. ხო არ გინდოდა ჩემი თვალით დანახვა საერთოდ, ლაპარაკი და ასე შემდეგ ხოდა ეხლა შეგიძლია . წადი.
-დახმარება მინდოდა..
-არ მჭირდება. მადლობა დიდი. ნახვამდის, წარმატებები.
-კარგი... უბრალოდ... შეგიძლია რომ ეს არავის მოუყვე? არ მინდა ვინმემ რამე იცოდეს.
-მე ვის და რას მოვუყვები ეგ უკვე შენ არ გეხება. ან რა უნდა მოვყვე? ჩემმა ყოფილმა ცოლმა ბავშვი დამიმალა და ვიღაც ...ყ..ის შვილად აპირებდა გასაღებას, მაგრამ მერე იმან დატოვა, ამას მუცელი მოეშალა და მე ამ ყველაფერს 5 წლის მერე ვიგებ და საერთოდ ამას იმიტომ გიყვებით რომ რატო? რა აზრი ჰქონდა საერთოდ 5 წლის მერე ამ ყველაფრის მოყოლა ანუკი?
-შენ მთხოვე ...
-და როდიდან ... როდიდან... ან როდის ასრულებდი ჩემ თხოვნებს?
-თხოვნა და მოთხოვნა განსხვავდება ერთმანეთისგან.
-ნუ მეფილოსოფოსები. აი ამას, არასოდეს არ გაპატიებ. ბოლომდე საკუთარ თავს ვაბრალებდი ყველაფერს, ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე დავუნგრიე თქო ვფიქრობდი, შენ კიდე ისეთი რაღაცის გაკეთებას აპირებდი, რომ... ალბათ ჩვენი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, წამით არ დაგანახებდი.
-აი ზუსტად მაგიტომ არ ვაპირებდი არაფრის თქმას. ვიცოდი, რომ ბავშვს წამართმევდი. მე არ მინდოდა უკან დაბრუნება.
-კიდე ... ეგოისტი ხარ, შენ ბავშვზე როგორ უნდა გეფიქრა შენთითონ დღემდეც კი ბავშვი ხარ. მე იქ არ მინდოდა, მე ის არ მინდოდა. გესმის რას ლაპარაკობ? როდის უნდა გაიზარდო? როდის უნდა მიხვდე რომ ადამიანებს გრძნობები გააჩნიათ? ვინმეზე საკუთარი თავის გარდა გიფიქრია ოდესმე?
-კი.. და როგორც კი ეგ შეცდომა დავუშვი, სარეაბილიტაციო ცენტრში ამოვყავი თავი. და ვისი ბრალი იყო ?
-მე შენგან განსხვავებით საკუთარ შეცდომებს ვაღიარებ, შენ იმის თქმაც არ შეგიძლია რომ ბავშვზე წამით არ გიფიქრია. არც სანდრო არ გყვარებია არასდროს, ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე რომ ცოლად გაყოლოდი და ჩვენი შვილი ერთად გაგეზარდათ. პათოლოგიური მატყუარა ხარ ანუკი, ძალიან საშიში ადამიანი. აქამდე თუ ჩემ თავს ვადანაშაულებდი ... ახლა შენი მადლიერიც კი ვარ, რომ შემიძლია წყნარად და მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება, რადგან ნათლად დამანახე შენი ნამდვილი სახე.
-კარგი... შეილება ეგოისტი ვიყავი, საშინელი ადამიანი, მინდოდა შენც ისე გტკენოდა როგორც მე . მაგრამ არ მითხრა, რომ ჩემ ადგილას შენ იგივეს არ გააკეთებდი. მე რომ საყვარელი მყოლოდა, შენ რომ ჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული ყოფილიყავი, დარჩენილი ცხოვრება კი ამის ყურებაში უნდა გაგეტარებინა. თავმოყვარეობისთვის უნდა გადაგებიჯებინა, საკუთარი თავისთვისაც, მეგობრები უნდა დაგევიწყებინა. ბოლოს შენი თავის განადგურებაზე გადასულიყავი, და არასოდეს გაგიჩნდებოდა შურისძიების სურვილი?
-არა მაშინ, როდესაც საქმე ბავშვს შეეხებოდა. პატარა ბავშვს, რომელმაც არაფერი დააშავა. შენ ხვდები საერთოდ რა გააკეთე?
-შენ... შენ ბავშვის დაკარგვას.. მაბრალებ?
-აბა ვისი ბრალია? შენი სულელური იმპულსები რომ არა...
-ვერ ვიჯერებ... ვერ ვიჯერებ რომ ზუსტად ისეთივე უემოციო ცხოველი ხარ, როგორიც ადრე იყავი. ყოველდღე ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შენნაირ ადამიანთან არ მიწევს მთელი ცხოვრების გატარება. კიდევ კარგი ლიზიმ თავი დააღწია ამ ჭაობს.
-ჭაობს? ჭაობი მე ვარ?
-კი. და პირველ რიგში შენ თავს ითრევ მაგ ჭაობში და მერე სხვა ყველა დანარჩენს. შენ რომ ადამიანებს ისე არ უყურებდე როგორც თოჯინებს, ჩვენ აქამდე არ მოვიდოდით. მე შენი ცოლი არასოდეს არ გავხდებოდი და ჩვენი შვილიც არ აგებდა პასუხს ჩვენი შეცდომების გამო.
ალექსანდრემ სიცილი დაიწყო, კარადიდან ვისკი გამოიღო და ჭიქაში დაისხა, თან სიგარეტის კიდევ ერთი ღერი ამოიღო და მოწევა გააგრძელა.
-იცი რა მაინტერესებს, ნეტა ყოველთვის ასეთი თვალთმაქცი იყავი და მე ვერ ვამჩნევდი, თუ ეხლა გახდი? მოდი ავღნიშნოთ შენი წასვლა გინდა? თუ უი მოიცა... შენ არ შეგიძლია.
-არაკაცი ხარ.. და მეტი არაფერი. ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში შენ ცოლთან ერთად.
-ერთ რაღაცაზე მიპასუხე.
-რა გინდა
-ღირდა ეს ყველაფერი ამად?
-რას გულისხმობ?
-შენ გამო ყველაფერზე უარი ვთქვი. შენ კიდე მთელი თბილისის წინაშე დამამცირე . მამაშენთან სალაპარაკოდაც მზად ვიყავი. რატომ?
-რატომ გაგიკეთე ეს? სიყვარულს საოცარი ძალა აქვს. ერთი პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია რომ ეს გრძნობა ზიზღში გადაიქცეს, მით უმეტეს პატარა ეგოისტი გოგოსთვის, რომელიც საკუთარი თავის გარდა არაფერზე და არავიზე არ ფიქრობს. და მართალი ხარ, შეიძლება არც მყვარებიხარ. რადგან ადამიანი თუ მთელი გულით გიყვარს-ანუკი მისკენ შეტრიალდა და ოდნავ მიუახლოვდა-მას ვერასოდეს.... ვერაფრით... ვერც ერთი მიზეზის გამო.. ვერ გადაიყვარებ.
-ანუ არ გყვარებივარ და არც გიყვარვარ. გეზიზღები და ვერ მიტან. მაგრამ შურისძიების წყურვილი დღემდე გახრჩობს და მაინც ვერ მოითმინე რომ არ მოგეყოლა შენი ტანჯული ცხოვრება, ელოდებოდი რომ მუხლებზე დავიჩოქებოდი და პატიებას შეგეხვეწებოდი. მერე რა მოხდებოდა?
-მე შენგან არაფერს არ ველოდები. და მე არ მინდოდა არაფრის მოყოლა. თუ ამის სურვილი მექნებოდა 4 წლის წინ ჩამოვიდოდი და დაგენახებოდი ისეთ განადგურებულ მდგომარეობაში, რომლის გამოც თვეები გავატარე კლინიკაში. არ ვიცი რატომ ვდგავარ აქ და გიხსნი ამ ყველაფერს. არ ველოდები რო რამეს გაიგებ და არც არის საჭირო. არ ვითხოვ წამებულად აღიარებას. უბრალოდ მინდა რომ სადმე რომ შევხვდებით ერთმანეთს, ჩვენი ქცევა ხალხის სალაპარაკო არ გახდეს.
-არ გახდება.
-ფრენა მაქვს მალე. უნდა წავიდე.
ალექსანდრემ კიდევ ერთი ღერი აიღო და მოუკიდა.
-იცი რა მინდა რო გახსოვდეს? ყოველ ჯერზე, რამდენჯერ ვინმე შეგიყვარდება, არ დაგავიწყდე. მოუყევი ჩემზე და იმაზე თუ როგორ მომექეცი , მხოლოდ მერე თუ კიდე დარჩებიან შენთან და ისეთს მიგიღებენ როგორიც ხარ და არა ჩანხარ, აუცილებლად ცოლად გაყევი-ცინიკურად გაუღიმა, გასასვლელთან მივიდა კარი გაუღო, თავი დაუკრა და ხელით მიუთითა რომ წასულიყო.
ანუკი შუა გზაში იყო აეროპორტისკენ , როდესაც ტატომ დაურეკა. ტელეფონი სპიკერზე ჩართო და სვლა შეანელა.
-გისმენ?
-ანუკი, სად ხარ?
-აეროპორტში მივდივარ.
-ეგ ვიცი, ახლოს ხარ?
-თითქმის მივედი.
-მოატრიალე მანქანა, მესიჯს მოგწერ და იმ მისამართზე წამოდი. კარგი?
-რა ხდება.
-რო მოხვალ მერე გეტყვი, საჭესთან შენ ხარ?
-ხო.
-ხოდა მერე გეტყვი ეხა ვერ მოგიყვები, მესიჯს მოგწერ.
-ფრენა მაქ, რანაირად მოვატრიალო მანქანა, რა არის ესეთი მნიშვნელოვანი?
-რადგან გეუბნები ესე იგი მნიშვნელოვანია.
-კარგი, ტატო. იმედია მართლა მნიშვნელოვანია, იმიტო რო 2 კვირაა უკვე აქ ვარ და...
ტატომ გაუთიშა და მაშინვე მესიჯი მიწერა. მისამართი ჟვანიას კლინიკის იყო.
-ჟ...ჟვანიაში ვინ არის?-მაშინვე მანქანა მიატრიალა და გაზს ფეხი დააჭირა, მალე რომ მისულიყო. ერთი რაც იცოდა ტატო არ იწვა იქ, ნინო რომ ყოფილიყო მაშინ ვინმე სხვა დაურეკავდა. ვითომ დედამისს ჭირდა რამე? სხვა ვინღა უნდა ყოფილიყო ცუდად? რომ მივიდა შესასვლელი სულ სავსე დახვდა ხალხით. მანქანიდან გადავიდა და შიგნით შევიდა, სადაც ტატო და ნინო იდგნენ.
-რა ხდება? ვინ არის აქ?
-ელენე. ოღონდ არ ინერვიულო, გულის შეტევა ჰქონდა, ეხლა კარგად არის.
-გულის შეტევა?
-ხო, ელენეს ხო გული ყოველთვის ავად ჰქონდა. ეხა სტრესზე გაურთულდა.
-რაა? როდიდან?
-ბავშვობიდან ანუკი, არ იცოდი?
-არა... სად არის? ვერ ვნახავ?
-არა, არ გვიშვებენ. რეანიმაციაში, მაგრამ ფხიზლადაა. არ ინერვიულო.
-ტატო..როგორ არ მითხარი, რა არ ვიფიქრე გზაში-ანუკი სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში მოიქცია.
-იმიტო რო ავარიაში მოყვებოდი, ისედაც არ იცი ტარება. ესეთ რაღაცეებს ტელეფონით არ ყვებიან. და ეს ყველაფერი არ არი...
-რა ხდება?
-კომპანია გაკოტრების პირას არის, მამაშენს სახლი ჰქონია ჩადებული , დღეს მოვიდნენ ავეჯის წასაღებად, 1 კვირაში უნდა დაცალოთო. დედაშენი კინაღამ გაგიჟდა.არ იცოდა რო ვალები გქონდათ.
-ოხ ზურა...-ანუკიმ ამოისუნთქა-არც გადამიხედავს ფინანსური სიტუაციისთვის.. მაგრამ ალექსანდრეს ხო უნდა ეთქვა?
-მთავარია ბანკის ვალები დროზე გავისტუმროთ, სახლი რო არ დაკარგოთ. მაგას მე მივხედავ. მერე ცოტახანი ფირმის დახურვა მოგვიწევს, ისედაც ამ კორონას სიტუაციის გამო აღარ მუშაობდა სასტუმროები წესიერად. მაგის გამოც ჩავარდა მამაშენი ვალებში, პროსტა ნეტა ეთქვა რამე და დავეხმარებოდი. ჯერ ...-ანუკის გაეღიმა, ცოტა ხანში კი სიცილი დაიწყო-რა გაცინებს?
-არა... რა მაგარია... იქნებ ელენეც მიყვეს ეხლა ზურას და ვაფშე მაგარი იქნება.
-წადი ექიმს დაუძახე დედა, მემგონი შოკშია.
-დაწყნარდი ტატო, ნერვიულობს უბრალოდ-ნინო მის წინ ჩამოჯდა და ხელი ხელზე მოკიდა-ანუკი შემომხედე. დაწყნარდი, ყველაფერი აკრგად იქნება-ანუკი სიცილს არ წყვეტდა , ტატოს და ნინოს უყურებდა და კიდევ უფრო ეცინებოდა.
-რა იქნება ნინო კარგად? მესამე კვირაა აქედან ვერ გავაღწიე.. იქ ტონა ხალხი მელოდება, აქ კიდე ჩემი ოჯახის წევრები ერთი მეორეს მიყვებიან საიქიო ფართიზე.
-რეებს ლაპარაკობ, შენ დალაგებული ხო ხარ? -ტატოს ნერვები მოეშალა და სულ გაწითლდა-კაიფში ხარ?
-ხო, აეროპორტში კაიფში მივდიოდი. შემეშვით რა ცოტახანი და გაყარეთ ეს ვითომ ძალიან ახლობელი ხალხი, ვინც უნდა იყოს აქ უკვე აქ არის.
-როგორ არის ქალბატონი ელენე?-ვიღაც ახალგაზრდა გოგო მივიდა ნინოსთან, ანუკიმ გახედა და თითქოს ეცნო. ალექსანდრეს მიაკითხა ერთხელ ფირმაში.
-უი, ქრისტინე, რატომ შეწუხდი, კარგად იქნება ყველაფერი. ღმერთის წყალობით. ელენე ძლიერი ქალია-ნინო ღიმილით მიეგება და გადაკოცნა.
-რომ გავიგე ძალიან ვინერვიულე, ახლახანს ხომ ქმარი გარდაეცვალა. თქვენ ხომ კარგად ხართ?
-კი, კი. ჩვენ ყველანი კარგად ვართ. აი ჩემი ძმის შვილი კი მობრუნდა აეროპორტიდან, ვეღარ დაბრუნდა ამერიკაში სასწავლებლად.
-თქვენი ძმისშვილი, ანუკი? აქ არის?
-ანუკი, მამიდა მოდი აქ. ეს ქრისტინეა, ალექსანდრეს ცოლი.
რა ირონიული იყო არა? ალექსანდრეს ყოფილი და ახლანდელი ცოლი ერთმანეთს საავადმყოფოში ხვდებიან, სადაც ანუკის დედა წევს.
-გამარჯობა.
-ყველაფერი წარსულში დარჩეს, იმედი მაქვს ელენე მალე გამოჯანმრთელდება.
-მადლობა. თქვენ საიდან იცნობთ დედაჩემს?
-ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ფირმის გამო. ისიც ასე თუ ისე ჩართული იყო ამ საქმეში.
-და თქვენ რა გაკავშირებთ მამაჩემის ფირმასთან?
-ალექსანდრეს ვეხმარებოდი ხოლმე.. როცა არ ეცალა შეხვედრებზე მე დავდიოდი.
-გასაგებია. მადლობა , რომ მობრძანდით, მაგრამ დიდხანს არ შეგაყოვნებთ, დედა რეანიმაციაშია და არავის უშვებენ. რამე ახალს თუ გავიგებთ, ნინო აუცილებლად შეგატყობინებთ.
-კარგით, ნახვამდის. კიდევ ერთხელ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება-ქრისტინე ძალიან საყვარელი, სასიამოვნო და ლამაზი იყო, ანუკი ვერ წარმოიდგენდა რომ ესეთი ადამიანი ალექსანდრეს ცოლი შეიძლება ყოფილიყო. მის წარმოსახვაში მისი მეუღლე იყო ცივი, მიზანმიმართული, კარიერისტი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ბიზნესი ადარდებს. ანუ ზუსტად ისეთივე ადამიანი, როგორიც ალექსანდრე იყო. რატომღაც ქრისტინესთან შეხვედრამ კიდევ უფრო გააღიზიანა, არ ესიამოვნა რომ ის მამამისის კომპანიაში მუშაობდა თანაც ელენესთან ერთად. ,,მე გავგიჟდი თუ ყველამ დაკარგა თავმოყვარეობის გრძნობა? შვილის ყოფილი ქმრის ცოლთან რანაირად უნდა იმუშაო საკუთარი ქმრის ფირმაში?''-ფიქრობდა ანუკი. ან იმის მერე რაც ალექსანდრემ მას გაუკეთა რანაირად მუშაობდნენ მისი მშობლები მასთან? კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი იყო, რომელზეც პასუხს ელოდებოდა, მაგრამ კითხვას არ აპირებდა.
-წადით თქვენ მიხედეთ საქმეებს. მე არ მაქვს ეხლა ბანკში სირბილის თავი.
-შენ აქ მარტო ხო არ დაგტოვებთ?
-არ ვიქნები მარტო. მძღოლი გამოუშვით მანქანაზე არ მინდა დაჯდომა, და მერე წამოვალ. ცოტახანი ვიქნები. ეს ხალხი კიდე გაყარეთ, სანამ გინებით წამოვსულვარ.
-კარგი, დამშვიდდი. ვეტყვით რამეს.
ტატო და ნინო წავიდნენ და ანუკი მარტო დარჩა კლინიკაში. ცოტახანში დიტო დაინახა , რომელიც მისკენ მიიწევდა.
-შენ მოიყვანე ალექსანდრეს ცოლი?
-ქრისტინე იყო აქ?
-ხო.
-არა, მე და ალექსი კარგა ხანია აღარ.. ვკონტაქტობთ.
-რატო?
-რატო და ლიზი.. ჩემი ცოლია.
-ყოჩაღ... მეტის ღირსია, ისიც და შენც. შენ სხვა კუთხით.
-როგორ ხარ?
ანუკის გაეცინა.
-სიგარეტი არ გაქ?-ორივე გარეთ გავიდა , დიტომ სიგარეტი მიაწოდა და მოწევა დაიწყეს.
-ეწევი ხოლმე?
-არა. ყოველ შემთხვევაში იქ არ ვეწეოდი. ბოლო პერიოდი შენ ძმაკაცთან მიწევდა შეხება და საერთოდ თავიდან დამეწყო ყველანაირი ნერვოზი. ამას ელენე და ზურაც დაემატნენ. დიტო... მემგონი სერიოზულად დებილი ვარ.
-რატო ამბობ მაგას?
-დიტო, ესეთი რაღაც დაგმართნია?... ადამიანი განადგურებდეს... ყოველ ჯერზე გიმტკიცებდეს რო არ უყვარხარ, შეურაცხყოფას გაყენებდეს, გახვედრებდეს რომ საერთოდ არ გიცნობს და შენ.. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც გიყვარდეს?
-შენი აზრით მე და ლიზი რანაირად ვართ დღეს ერთად?-დიტოს გაეცინა და კიდევ ერთ ღერს მოუკდია-ვიზე ამბობ?
-ა.. ამერიკაში .. ერთი ბიჭია. ესე მგონია ვეზიზღები.
-უყვარხარ?
-ადრე შეიძლება ვუყვარდი. ეხლა არ ვიცი.. ვერც ვფიქრობ ვერაფერზე. როგორც კი რაღაც სხვაზე გადავიტან ყურადღებას, ან ვიღაც კვდება ან ცუდად ხდება. ან მე მემართება რამე. ელენემ იმდენი რამე გადაიტანა... და გვერდით არავინ ყავდა. ეხლა დედასაც რო რამე დაემართოს... შეიძლება ვერ გადავიტანო.
-არაფერი არ დაემართება. ელენე ძლიერი ქალია, ისევე როგორც შენ.
-მე ... მე საერთოდ არ ვარ ძლიერი. იმის ნახევარიც არ ვარ რაც დედაჩემია. იმის მეოთხედიც არ გადამიტანია..
-ანუკი, არ ვიცი რა გითხრა, იმის გარდა, რომ ეხლა არ უნდა ჩავარდე დეპრესიაში. აირჩიე რამე ერთი მიზანი და უბრალოდ სულ რაღაც აკეთე. მე სამსახური მშველის ხოლმე ეგეთ მომენტებში.
-როგორც ალექსანდრეს.
-და შენც. ბევრი რამ მსმენია შენი რესტორნების ქსელის შესახებ ამერიკაში, შთამბეჭდავია.
-მართლა?
-კი. საკმაოდ. როგორც კი ეს ვირუსი ამოწყდება, იქნებ დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, რამე მსგავსი რო საქართველოშიც გავაკეთოთ იმაზე?
-შეიძლება...
-რაც შეეხება იმ ბიჭს , ამერიკაში როა.
-არა, მაგაზე მართლა ვერ ვფიქრობ ეხლა. გთხოვ, არ მკითხო.
-ალექსანდრეს გულისხმობ?-რაც შეეხება იმ ბიჭს , ამერიკაში როა.
-არა, მაგაზე მართლა ვერ ვფიქრობ ეხლა. გთხოვ, არ მკითხო.
-ალექსანდრეს გულისხმობ?
-რაღა დროს ალექსანდრეა დიტო. ადამიანები ვითარდებიან. ის მართლა ისეთი ტიპია, რომ.. ალბათ რო ვიცოდე რომ ვუყვარვარ, ცოლად გავყვებოდი. ალექსანდრე წარსულია... შეცდომა.. ჭაობი. ეგოისტი და საშინელი ადამიანი, უემოციო, მარტო კარიერაზე ჩაციკლული, არ ვიცი რატომ შემიყვარდა. ეს კი... ყველაზე მზრუნველი ადამიანია და მაშინაც კი როდესაც ჩემზე გაბრაზებულია... რაღაც საოცარ მიზეზებს იგონებს ოღონდ არ მაჩვენოს რო მაინც ნერვიულობს ჩემზე. უფრო გულწრფელი. საკუთარ თავში ჩამოყალიბებული.
-უნდა გამაცნო, დავინტრიგდი.
-აუცილებლად. თუ ოდესმე ჩავაღწიე ამერიკაში, ამათ გადამკიდე, ქორწილში შენ დაგპატიჟებ მეჯვარედ. ოღონდ ლიზი არ მოიყვანო..
-დავფიქრდები-ამაზე ისევ გაეცინათ. დიტო და ანუკი ადრე ახლოს იყვნენ, მეგობრობდნენ კიდეც.
-შვილები გყავთ?
-კი, ერთი. გოგო.
-მართლა? რამდენი ხნისაა?
-5 თვის.
-ძაან მაგარია. გილოცავ. მართლა.
-მადლობა.
-ალბათ... ერთადერთი მეგობარი ხარ, რომელმაც ზურგი არ მაქცია აქ რომ ჩამოვედი. იმედია, კიდევ ერთხელ არ დაგკარგავ.
-არა. მეც მომენატრე.
-ბევრი გვაქვს საერთო.
-მოდი გამოვიცნო. ორივემ დავაღწიეთ იმ ცხოველს თავი ხომ?
-დიტო... როგორ მიცნობ ესე. კი დავაღწიეთ. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩემგან განსხვავებით შენ ნანობ.
-ლიზის ცოლად მოყვანას არა. დანარჩენს კი, შენ ვითომ არა?
-ნაწილობრივ, მაგრამ, ნაღდად არ დავბრუნდებოდი წარსულში. ახლა უფრო გავიზარდე და ბევრს მივაღწიე ჩემით, რასაც მასთან ყოფნით ვერ მივაღწევდი.
-და ეხლა რომ გქონდეს შანსი? და ქრისტინე რო არ ყავდეს ცოლად?
-ალბათ... არ ვიცი, სიმართლე გითხრა, მაგაზე არ დავფიქრებულვარ. იმდენად მიხაროდა რომ თავი დავაღწიე, რომ დაბრუნებაზე ერთხელ არ მიფიქრია. როგორც ჩანს აქედან წასვლა არ მიწერია.
-იქნებ არის მაგის მიზეზი.
-არ მჯერა მე ეგეთი რაღაცეების.
-როგორი რაღაცეების?
-ბედისწერის. თითქოს აქ უნდა ვიყო და მაგიტო ვერ მივდივარ. მაშინ 5 წლის წინაც ვერ წავიდოდი.
-იქნებ მაშინ ესე იყო საჭირო.
-დიტო, შენთითონ უნდა ხვდებოდე, როდესაც ამდენ იქნებს იყენებ, რომ ზედმეტად არარეალურ რაღაცას ამბობ.
-მე უბრალოდ მგონია რომ თითქოს კიდევ გიყვარს, რა თქმა უნდა შენ უკეთ იცი.
-არა, არ მიყვარს. მით უმეტეს დღევანდელის მერე...
-რა მოხდა დღეს?
-ბოლო დონეზე მიმალანძღა და ლამის გამაგდო სახლიდან.
-რაო?
-არაფერი ისეთი. ძაან პრიმიტიული ჩხუბი გვქონდა. შევალ იქნება ელენსთან შემიშვან. მადლობა რო მოხვედი.
-არა, არ მივდივარ არსად. თან ვიღაც მოგიყვანე.
-რა ვიღაც მომიყვანე.
უცებ მანქანიდან რეზი გადმოვიდა. ანუკიმ ძლივს იცნო იმდენი ხანი არ ენახა, მაშინვე მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
-ბოდიში რომ სამძიმარზე ვერ ჩამოვედი.. ვიზიარებ.
-როგორ მომენატრე....
-როგორაა ელენე?
-არ ვიცი , რეანიმაციაშია არ მიშვებენ. ღამე აქ დავრჩები.
-ძაან კაი, ყავა წამოგიღე და შენ რო გიყვარდა ბავშვობაში ჩემი ნაცრისფერი ჟაკეტი, კიდევ მაქვს.
-მოიცა, შენ თუ გინდა წადი, მე ალბათ გავათენებ.
-მერე მეც ვათენებ. თან რაღაცეებს მომიყვები. მეც აქ ვრჩები და დიტოც.
-აუ... გეტყოდი წადი თქო, მარა... მართლა ძაან არ მინდა მარტო დარჩენა.
-ვიცი. რო გეთქვა წადიო სულ შენ მოგისმენდი ეხლა. წამო შიგნით შევიდეთ. დედაშენი ვნახოთ.
-არ შემიშვებენ.
-ეხლავე ნახავ მაგას-რეზიმ მაჯაში ხელი ჩაავლო, შიგნით შეიყვანა და დაცვასთან მივიდა.
-ბატონო რეზი, ჩამოხვედით უკვე? როგორ იმგზავრეთ?
-კი, კარგად, მადლობა შალვა. ჩემი მეგობრის დედა წევს აქ, ელენე თვალაბერიძე, რეანიმაციაში.
-შესვლა გინდათ?
-კი.
-კარგი, ოღონდ ეცადეთ რომ მალე გამოხვიდეთ, სხვებმა პრეტენზია რო არ გამოთქვან.
-აუცილებლად.
ანუკი და რეზი შიგნით შევიდნენ, ელენე ფხიზლად იყო, თუმცა სახეზე ფერი ძლივს ედო.
-მიდი-რეზი კართან დადგა და ანუკი დედამისთან გაუშვა.
-დე...როგორ ხარ?
-კარგად... არ ინერვიულო, თორე მომიწვები გვერდით-მის ხელს ჩაეჭიდა და ნაძალადევად გაუღიმა-ვინ დაგირეკა? ვუთხარი ტატოს არ დაურეკო ფრენა აქვს თქო.
-დედა რას ქვია არ დაურეკოთ? შენ რომ რამე მოგსვლოდა მე არ უნდა მცოდნოდა?
-გამოცდები გაქვს, უნივერსიტეტი უნდა დაამთავრო, ჩემ მოვლას ყოველთვის მოასწრებ.
-არც ერთი გამოცდა არ ღირს იმად რო შენ აქ უპატრონოდ დაგაგდო. ისედაც მამ...
-კარგი, აღარ გვინდა ამაზე. შენ ის მითხარი, ბინაზე გითხრეს?
-კი, ტატო და ნინო წავიდნენ მაგ საქმეზე. ჩემთან დიტო და რეზი არიან.
-ანუკი, არ მომწონხარ , ცოტა ფერმკრთალი ხარ, არ გინდა ბარემ ექიმთან გაიარო კონსულტაცია?
-არა, დედა. კიდე ჩემზე რანაირად ნერვიულობ, ცოტა შენ თავს მიხედე. ესე არ შეიძლება.
-ნეტა ვის გავხარ?
-მე ვუვლი ჩემ თავს,შენ? შენც თუ იგივე გჭირდა რატო არ მითხარი?
-კარგი, ანუკი, არ მაქვს ეხლა ჩხუბის თავი.
-როდის გამოგწერენ?
-ზეგ. უბრალოდ წამლებს შემიცვლიან. შენ ხო სვამ შენსას?
-კი. ვსვამ. აუ დე.. მეორედ ესე აღარ მოიქცე რა.
ელენეს გაეცინა და ჩაეხუტა.
-დაწყნარდი, არ ინერვიულო შენ. კიდე 50 წელი ვიცოცხლებ.
-მეტიც.
-ანუკი, უნდა გავიდეთ.
***
მთელი ღამე რეზიმ, დიტომ და ანუკიმ საავადმყოფოში გაატარეს. ხან ეზოში იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ, ხან მანქანაში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ, ბოლოს დიტოს ჩაეძინა და ისინი გარეთ ისხდნენ პარკში.
-აბა, მოყევი რა ხდებოდა დიდებულ ამერიკაში.
-რა არ ხდებოდა, უბრალოდ ეხლა ცუდის გახსენება არ მინდა.
-ცუდი გაქვს მოსაყოლი?
-ბევრი.. რითი დავიწყო. მე და სანდრო დავშორდით, გახსოვს ფეხმძიმედ რო დავრჩი ალექსანდრესგან.
-არა?
-ხო, მერე მუცელი მომეშალა. სანდრომ მიმაგდო. მერე სუსტი გული აღმომაჩნდა, თავისი არითმიებით და მეზარება მაგის ახსნა, და კარგა ხანი ხან რა გამოკვლევას მიტარებდნენ და ხან რომელ კლინიკაში არ ვიწექი. მაგრამ, საბოლოოდ აკადემიურის მერე ძაან მაგარი ხალხი გავიცანი და ჩვენი რესტორნების ქსელი გავაკეთეთ, ოღონდ ჩვეულებრივი რესტორანი არა. უფრო ცოტა ძველ სტილში. მერე ერთხელ რო ჩამოხვალ განახებ.
რეზი ამ ყველაფერს გაოგნებული უსმენდა.
-ანუკი... არ ვიცოდი ..
-არავინ არ იცოდა, ალექსანდრესაც 2 დღის წინ ვუთხარი.
-და რაო?
-ბოლო სიტყვებით მლანძღა და გამომაგდო სახლიდან.
-ვახ... სანდრომ მარტო დაგტოვა?
-სანამ მუცელი მომეშლებოდა იქამდე, ხო. კარგი, აღარ გვინდა ჩემზე. შენ რას შვები? ცოლი?
-არა, ცოლი არ მყავს ჯერ. მეც პატარა საქმე მაქვს ჩემი საფრანგეთში.
-მოკლედ ყველა მაგრა გავიქაჩეთ-ანუკის გაეცინა და რეზის მიეხუტა.
-კი. ეგრეც უნდა ყოფილიყო. შენ არ გყავს საქმრო ან რავი შეყვარებული?
-სად მქონდა მაგის დრო. თან სწავლა, თან იმხელა ფირმის გაქაჩვას იცი რა დრო მიაქვს. ერთია რო დირექტორი ხარ, მარა თან მენეჯერიც, ბუღალტერიც და ყველაფერი შენ რო ხარ, მაგარი რთულია. ბევრი თანამშრომლის აყვანა არ გვინდოდა, სანამ მოგება არ გვექნებოდა, ვალების გამო.
-ეხლა რა გიშლის ხელს? უკვე დროა.
-რა დროა. ჯერ არ მინდა. მინიმუმ 3 წელი მაინც.
-და ისე კანდიდატიც არ გყავს?
-როგორ არა, ამერიკაში ვიღაც სიგიჟემდე უყვარს-დიტო მანქანიდან გადმოვიდა და ანუკის გამომწვევად გაუღიმა-ისე ემოციებში შესული მიყვებოდა როგორ ექცევა ის ბიჭი, რომ მემგონი ესე არც შენ და არც მე არ გვყვარებია არავინ.
-დიტო, მოკეტე-ანუკი გაწითლდა და ადგომა დააპირა.
-მოიცა, ვინ გიყვარს? გვითხარი? ხო მაინც არ ვიცნობთ რა მნიშვნელობა აქ, რატო გაწითლდი?
-გეტყვი რატო გაწითლდა, იმიტო რო გადასარევად ვიცნობთ.
-დიტო კიდე ერთი სიტყვა და ამ მანქანის ქვეშ შეგაგდებ.
-ვიცნობთ? ისევ სანდრო?
-ახლოს ხარ.
-გეყოფათ! მოკეტეთ!-ანუკიმ იმხელაზე დაიყვირა, მხოლოდ მერე გააცნობიერა რომ საავადმყოფოსთან იყო, ფეხზე წამოდგა და შესასვლელისკენ წავიდა.
-ალექსანდრე უყვარს?-რეზიმ დიტოს ჰკითხა.
-ვერ დაგიდასტურებ, მაგრამ ვერც ვუარყოფ.
***
გათენებისკენ სამივე მანქანაში იჯდა და ეძინა. მხოლოდ დიტოს გაეღვიძა, რადგან ტელეფონზე ლიზიმ დაურეკა და გადასვლა მოუწია. ამ დროს ალექსანდრეს მანქანა დაინახა. მათ გვერდით დააყენა და გადმოვიდა.
-ამას ვის ვხედავ-დიტო გაკვირვებული მიუახლოვდა ხელის ჩამოსართმევად.
-როგორ ხარ, დიტო? ხო მშვიდობაა?
-კი, კი. კარგად შენ როგორ ხარ?
-ვინმეს მოაკითხე?
-ანუკის დედა არის ცუდად.
მხოლოდ მერე შეამჩნია ალექსანდრემ ანუკი, რომელსაც უკან რეზის გვერდით ეძინა.
-ხო, ვიცი ეგ . ეს არ დაბრუნდა თავის ამერიკაში?
-არა, შუა გზაში მოაბრუნეს, ელენეს ამბავი რო გაიგო აღარ წავიდა. რამდენი ხანია არ მინახიხარ, რა ხდება შენკენ ახალი?
-ისეთი არაფერი. შევალ გავიგებ როგორ არის ელენე და წავალ. ერთი თხოვნა მაქვს, ანუკის არ უთხრა რო აქ ვიყავი.
-არ ვეტყვი. მარა , შენ რატო მოხვედი?
-ამდენი წელია ელენეს ვიცნობ, ბევრ რაღაცაში დამეხმარა და ასე თუ ისე ჩემთვის ძვირფასი ადამიანია. ვიფიქრე ანუკიც წავიდა სულ მარტო დარჩა ვინ მოუვლის თქო. კარგი, გამიხარდა შენი ნახვა-ალექსანდრე შიგნით შევიდა.
-აქ რაღაც კარგად არ არის.
-აუ რეზი გაწიე ხელები! მთელი ღამეა ზემოდან მაზიხარ-ანუკიმ რეზი უხეშად გაწია, მანქანის კარი გააღო და გადმოვიდა-ეს ვინაა, ცალკე ჯიპი უნდა დაუყენო, ნეტა ამას ცოლი რო ეყოლება რამხელა საწოლი უნდა ჰქონდეთ.
-კარგი, დილიდან რა ჩხუბის ხასიათზე ხარ-დიტოს გაეცინა და სიგარეტი მიაწოდა, იმანაც ამოიღო და მოუკიდა.
-სახლში უნდა გავიარო სანამ წესიერად გათენდა, წამლები მაქვს დასალევი, სანამ მივუწექი ელენეს გვერდით. თან მინდა გამოვიცვალო და მერე დავბრუნდები . შენ არ გინდა რეზი სახლში წაიყვანო?
-თავისი მანქანით მოვიდა.
-კაი არ გააღვიძო ცოდოა რა. მაგის მანქანის გასაღები მე მომეცი და მერე მივუყვან.
-კაი, უკვე მიდიხარ?
-შევალ გავიგებ დედამ ხო არ გაიღვიძა და წავალ.
-არა, არ გაიღვიძებდა ჯერ დილის 7 საათია.
-ხო, მარა როგორ არის მაინც უნდა გავიგო.
-რო მოხვალ მერე გაიგებ. აჰა გასაღები გამომართვი-დიტომ ანუკის გასაღბი მიაჩეჩა, ხელი მოკიდა და რეზის მანქანისკენ წაიყვანა, როდესაც ალექსანდრე გამოვიდა კლინიკიდან.
-ამას აქ რა უნდა-დიტოსგან გაითავისუფლა ხელები და მას მიაჩერდა გაკვირვებული. ალექსმა ყურადღება არ მიაქცია ისე გააგრძელა მანქანისკენ სვლა, მაგრამ ანუკი წინ გადაეღობა-რას აკეთებ აქ?
-არ ვარ ვალდებული აგიხსნა რამე.
-ხარ, თუ დედაჩემთან იყავი მოსული ხარ ვალდებული. არ დაგინახო შენ ან შენი ცოლი ახლოს გაკარებული ჩემ ოჯახს, გასაგებია?
-ჩემი ცოლი?
-გუშინ იყო მოსული, ესეთი უთავმოყვარეო ადამიანი არ მინახავს, არ გაქვს უფლება ჩემ ოჯახს მილიმეტრითაც რომ მოუახლოვდე, გასაგებია?
-ეგ ადრე უნდა გაგეხსენებინა. შენი ოჯახი რო დააგდე.
-ეგ შენ არ გეხება. მეორედ აქ აღარ მოხვიდე. მე არ გეხები შენ და შენ ოჯახს, შენც შეეშვი ჩემსას , თუ რაიმე პირადი საქმე არ გაქვს მხოლოდ ჩემთან.
ალექსანდრემ გვერდი აუარა და მანქანაში ჩაჯდა.
-თავხედი... ვითომ ძალიან ადარდებს ელენე. მოკლედ.. მე სახლში გავალ.. რაღაცეებს წამოვიღებ და დავბრუნდები.
ალექსანდრემ გვერდი აუარა და მანქანაში ჩაჯდა.
-თავხედი... ვითომ ძალიან ადარდებს ელენე. მოკლედ.. მე სახლში გავალ.. რაღაცეებს წამოვიღებ და დავბრუნდები.
-მოიცადე , მეც წამოვალ-რეზი მანქანიდან გადმოვიდა-მე გაგიყვან ვაფშე.
-კაი.
***
ანუკი და რეზი სახლში იჯდნენ და საუზმობდნენ სანამ საავადმყოფოში დაბრუნდებოდნენ. თან უამრავ რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და ცოტახანში ისეთ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, რომელზეც საუბარი ანუკის მხოლოდ რეზისთან თუ შეეძლო.
-გიყვარს?
-იცი რა არი ყველაზე უცნაური? წარსულში.. ყველა ის დღე რაც მასთან მაქვს გატარებული, უმეტესობა, მაქვს კაიფში ან მთვრალი ვიყავი.. ანუ ბუნდოვნად მახსოვს და მაინც მიზიდავს... მაინც მიყვარს. ალბათ ფსიქიკურად არ ვარ კარგად. რანაირად შეიძლება ამდენი ხნის მერე მიყვარდეს, როდესაც თვითონ დასანახად ვერ მიტანს და მეც ვერ ვიტან.. იმდენი რაღაც გადამხდა თავს მაგის გამო...
-გინდა გითხრა რატო გიყვარს?
-რატო
-ალექსანდრემდე შენი ცხოვრება უაზრო იყო, უმოტივაციო, უმიზნო. დააკვირდი, როგორ განვითარდი და წინ წახვედი მასთან ურთიერთობის მერე? იქამდე არც დაგესიზმრებოდა, რომ მამაშენის ფირმას ჩაუდგებოდი სათავეში, ან რო საერთოდ შენი რესტორნების ქსელს შექმნიდი. ან ვინმე რო შეგიყვარდებოდა. ანუკი, მაგ ადამიანმა ცხოვრებით დაგაინტერესა და რეალობა დაგანახა. ეხლა უბრალოდ ვერ ელევი, რო ისიც იგივეს არ გრძნობს.
-ხო, მარა ალბათ არაფერი გამოგვივიდოდა. როგორ შეიძლება ორი ადამიანი გიყვარდეს ერთდროულად, ჩემთანაც დადიოდა და ლიზისთანაც. ორპირი ადამიანია, ცივი, უემოციო,..
-ცხოველი. დავიზეპირე უკვე. უნდა დაივიწყო, ცოლი ყავს.
-ვიცი.. შენი აზრით ესეთი ადვილი რო იყოს აქამდე არ დავიკიდებდი?
-ანუ იტყუებოდი, იქ არავინ გიყვარს?
-არა. არც მოწონებით . უბრალოდ დიტოსთვის თქმა არმინდოდა, მიტყდება იგივე შეცდომას რო მეორედ ვუშვებ.
-კაი ვისთან გიტყდება დიტოსთან? ძმაკაცს რო შეყვარებული აახია.
-რეზი, მემგონი ფსიქიატრი მჭირდება, აქამდე არც მეგონა.. არც ვფიქრობდი, ვაფშე არ წარმომედგინა რო ვუყვარდი, თავში აზრადაც არ მომსვლია, რომ ოდესმე შეიძლებოდა ისევ შემყვარებოდა. კაი შენ რაში გაინტერესებს ჩემი საპნის ოპერა. ჯობია დროზე მოვეგო გონს და მივხედო ფირმას და დედას. ალექსანდრე კიდე როგორი წარსულიც იყო ისეთივე წარსულად.. სომეხი ვარ ხო? წინადადებასაც ვეღარ ვაყალიბებ. წამალს დავლევ და წავიდეთ, სანამ საბოლოოდ გავაპარტახე შენი წარმოდგენა ჩემზე.
-ანუკი, ხო იცი ჩემთვის სულ ერთია შენ ალექსანდრეს დაიკიდებ თუ არა, ამ მომენტში არსებითი მნიშვნელობა მარტო იმას აქვს შენ დაიტანჯები მაგით თუ არა . თორე ის ვიცი ,რო ახლოსაც არ გაეკარები სანამ ცოლი ყავს.
-ხო.. ვიცი. როდის მიფრინავ?
-ჯერ არა . აქ ვარ და რაშიც დაგჭირდები დაგეხმარები.
ამ დროს ტატოც მოვიდა.
-შენ ეხლა მოხვედი სახლში?
-ხო ცხრაას ადგილას მომიწია წასვლა, სანაცნობოთი გამოვჩხრიკე იმ ბანკის უფროსი.
-მერე?
-და ვერ წარმოიდგენ ვისი მამაა ეგ კაცი.
-ვისი?
-ალექსანდრეს ცოლის. მაგასთან უნდა მივიდე ეხლა და ვეხვეწო რო შეაჩერონ ავეჯის გაზიდვა.
-როდესაც შენ დილით თავზე დაახურე ალექსანდრეს რო არც ეგ და არც მაგისი ცოლი არ შეგეხონ . რა საინტერესოა.
-რეზი მოკეტე... შენ რო მიხვიდე? მარტო ალექსანდრეს ცოლთან.
-რანაირად გავარტყა ეგრე, ისედაც სახლში უნდა დავადგე.
-აუ მე არ წამოვალ ძაან გთხოვ, თან მე რო მოვიდე უფრო უარს გეტყვის. ელენეს ხათრი აქ. მე რა გავაკეთო მითხარი.
-საავადმყოფოში წასვლას აზრი არ აქ რა, ნინო იქნება იქ. შენ წადი ფირმაში, კეტავენ ეხა, დაიწყე მნიშვნელოვანი საბუთბის ჩალაგება და სახლში წამოიღე. მამაშენის კაბინეტშია უმეტესობა.
-წამო, გაგიყვან.
-კაი, არა შენ .. მოიცა, ტატო რეზი ვერ შეამჩნიე?
-ვერ შევამჩნიე?
-ანუ რავი რამდენი წელია არ გინახავს.
-რავი გუშინ ვნახე აეროპორტში.
-და არ მითხარი?
-სურპრიზის გაკეთება უნდოდა, არ მაქ ამის დრო. მე ქრისტინესთან, შენ ოფისში. დროზე ნუ გძინავს.
***
-ანუ რომელი ერთი საბუთი უნდა წავუღო? აქ ცხრაასი რაღაცაა.
-ყველა რო რამე ყუთში ჩავაგდოთ?
-ყოჩაღ რეზი, არ იცნობ ტატოს? მეტყვის დაჯექი და მოძებნე, რომელია მაქედან მნიშვნელოვანიო.
-შენი ბავშვობის სურათები აქ რატოა.
-ეტყობა ძაან ადრე წამოიღო, რავიცი აბა.
-შენი რეფერატები კოლეჯიდან? ყოველ შემთხვევაში ასლები.
-ჩემი რეფერატები?-ანუკიმ საბუთები მაგიდაზე დატოვა , რეზისთან მივიდა და ფაილი გამოართვა-მართლა.. ჩემია... ასლი. საიდან აქვს? ან რისთვის უნდოდა?
-ყველა შენი შუალედურის და ფინალურის ქულები. ყველა გამოცდის ქულა.
-ჩემი დავალიანებები საიდან აქვს?
-და თან გადახდილი.
-რა ... ანუ.. როგორ ვერ მივხვდი.
-ეს 4 წელი ყველაფერს თვალს ადევნებდა.
-ჩემი ფირმა რო შეიქმნა სტატია დაიბეჭდა და ეგეც აქ არის..არ მჯერა.
-არც მე. მამაშენს გული ჰქონდა?
-ან უბრალოდ... მაკონტროლირებელი მანიაკები იყვნენ ორივე. არაფერი მნიშვნელოვანი. გავაგრძელოთ ძებნა.
რეზიმ ანუკის რეფერატები და გამოცდების ფურცლები ყუთში ჩადო, დახურა და დააწება.
-ეს ერთი მზადაა.
-რა ჩადე მანდ?
-რაღაც საბუთები, რაც უეჭველი საჭიროა.
-კაი, მეც ფინანსებთან რაც არის დაკავშირებული და გადმოფორმებულ აქციებთან აქ მაქვს , მევალეების სიაც, მეტი არაფერია საჭირო. წავედით.
***
ერთი კვირის განმავლობაში ტატო და ანუკი გიჟებივით დაქროდნენ მთელ თბილისში და სპონსორებს ეძებდნენ ფირმისთვის, მაგრამ გამომდინარე კორონას სიტუაციიდან, არავის არ სურდა ისეთ ფირმასთან თანამშრომლობა, რომელსაც ბანკთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბოლოს სასტუმროს დახურვა მოუწიათ დროებით. ანუკიმ კი საბოლოოდ გადაწყვიტა ამერიკაში დაბრუნება რადგან 1 კვირა გამოცდები ჰქონდა და მერე უკვე დამამთავრებელი ცერემონია. თუმცა იქ ელენე ვერ მიყავდა, გული დასუსტებული ჰქონდა და ფრენას დიდი ალბათობით მძიმედ გადაიტანდა. ანუკის ამერიკაში რეზიც მიყვებოდა, აინტერესებდა იქაურობა და თან უნდოდა დიპლომების გაცემას დასწრებოდა. უკვე თვითმფრინავში ისხდნენ, როდესაც ანუკის ალექსანდრეს ხმა მოესმა.
-რეზი.. რეზი მითხარი, რო ეხლა ეს არ გესმის.
-რა არ მესმის?
-ხმა... ვაიმე, გავგიჟდები.
-რა ხმა, რა ხმები გესმის. ისევ დაიწყე? ისევ კაიფში ხარ?
-ვაიმე, რეზიი-ანუკიმ საყელოში ჩაავლო ხელი და ოდნავ შეანჯღრია-რა კაიფი, ნეტა კაიფში ვიყო, ალექსანდრეა აქ.
-გამარჯობა, ხელს ხო არ გიშლით-ამ დროს ალექსანდრე მის უკან იდგა.
-გამარჯობა... და შეილება ვიკითხო აქ რა გინდა?
-შენ მოგყვები. არ შეილება?
-და მართლა?-რეზიც ჩაერთო საუბარში.
-რაღაც საქმე მაქვს, რომ მცოდნოდა ესეც მოფრინავდა, ალბათ აღარ მექნებოდა.
-რა დამთხვევაა, ალბათ მეც ეგრე ვიზამდი. კარგი შეგილია შენ ადგილზე დაჯდე, უნდა ავფრინდეთ მალე.
-თქვენის ნებართვით-ალექსანდრემ გაუღიმა და მის გვერდით დაჯდა.
-რას აკეთებ?
-ჩემ ადგილზე ვჯდები.
-არა, ეს ადგილი შენია?
-კი.
-უკაცრავად, რამდენ ხანში ავფრინდებით?
-15 წუთში.
-ანუ შეიძლება რომ გავიდე? ანუ დავტოვო თვითმფრინავი, საჩქარო საქმე გამომიჩნდა, ახლობელი მყავს ცუდად და..-ანუკი წამოდგა და ის იყო ჩემოდანს უნდა მიწვდომოდა, რომ რეზიმ ხელი ჩაავლო და სკამზე დასვა.
-ნუ ლაზღანდარობ ამხელა გოგო, დაჯექი და ნუ უშლი ხელს ხალხს. მუშაობენ.
-გამიშვი, სხვა რეისით წამოვალ.
-მორჩი ისტერიკას და მოიქეცი როგორც შეგეფერება.
-რეზი...
-გეყოფა. კარგი იქნება მთელი 9 საათი წყნარად თუ მოიქცევი, თორე ან შენ გადაგაგდებ, ან მე გადავხტები-რეზიმ ყურსასმეები გაიკეთა და ფანჯრისკენ მიტრიალდა. ანუკი შუაში იჯდა და გვერდით ალექსანდრე ეჯდა.
-აუ რეზი-ყურსასმენები მოხსნა, ტუჩები მოკუმა და რაღაც ბავშვური გამომეტყველებით ახედა-ადგილს გამიცვლი?
-მოგხვდება-რეზიმ ყურსასმენები ისევ გაიკეთა და გატრიალდა.
-შეგიძლია სადმე რო დამინახავ ისტერიკები რო არ მოაწყო?
-არ ვაწყობ ისტერიკას...
-ვეღარ ვხვდები რატო იქცევი ესე. შენ არ გინდოდა ხალხის წინაშე ცივილიზებულად რომ მოვქცეულიყავით? ხოდა მოიქეცი ნორმალურად. არც მე მეხატება გულზე შენთან ერთად 9საათი ფრენა.
-მართალი ხარ.
-რო არ გიცნობდე, ვიფიქრებდი რო ისევ გიყვარვარ, მაგრამ მერე ისევ გიყურებ და ზიზღის გარდა ვერაფერს ვხედავ შენ თვალებში.
-მე შენი ცოლივით სულელი კი არ ვარ-ზუსტად ამ დროს შეამჩნია ანუკიმ, რო ალექსანდრეს ბეჭედი აღარ ეკეთა-სადაა ბეჭედი?
-ეგ შენი საქმე არ არის.
ეს ფრენა სამივესთვის დაუვიწყარი იქნებოდა. პირველმა საათმა ალბათ ყველაზე მშვიდად ჩაიარა, ანუკის ცოტახანში ჩაეძინა და თავი რეზის მხარზე ედო, მაგრამ რეზი ცოტახნით საპირფარეშოში გავიდა და ანუკის თავი საზურგეზე მიაყუდებინა. მასაც ეძინა და გაუცნობიერებლად მეორე მხარეს გადაიტანა თავი და ალექსანდრეს დაადო.
-რა..-მხოლოდ მერე შეხედა ალექსანდრემ და მიხვდა რო ეძინა, დიდხანს ფიქრობდა გაეღვიძებინა თუ არა, მაგრამ გადაიფიქრა და რეზის დაელოდა. ანუკიმ კი მალევე გაიღვიძა.
-რ.. ბოდიში-სახეზე გაწითლდა და ალექსანდრეს ზურგი აქცია.
-ცოლს გავშორდი.
-ხოო? რატო?-ისე კითხა რო უკან არ გატრიალებულა
-მიღალატა. ალბათ გაგიხარდ.ა
-რატო უნდა გამხარებოდა რო ცოლი გაგშორდა.
-ღალატი ვიგულისხმე ანა.
-ანას ნუ მეძახი.
-შენ ხო ალექსანდრეს მეძახი.
-ვინმე ახლობელთან გიღალატა?
-არა, და რა მნიშვნელობა აქვს.
-იქნებ გეცადათ შერიგება.
-შენ ხო არ შემირიგდი.
-ჩვენი სიტუაცია სხვაა, რამდენი ცოლი გინდა გყავდეს?
-2.
-გყავდა უკვე ორი. ანუ მეტი აღარ გინდა?
-ეგ არ მითქვამს.
ამ დროს რეზიც მოვიდა.
-მე გაგაღვიძე?
-არა... -ანუკი კიდე უფრო გაწითლდა-არ გინდა რამე საჭმელი მოიტანო?
-კაი, ვიყიდი რამეს-და რეზი ისევ წავიდა.
-და რა იგულისხმე?
-ვერ მიხვდები. მეზარება ყველა სიტყვის ახსნა. ბოდიში მინდოდა მომეხადა...-ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა-და არ მინდა ბოდიშს შენ ზურგს ვუხდიდე. იქნებ დამდო პატივი და შემოტრიალდე?
ანუკი ფრთხილად და ნელად გაბრუნდა, თუმცა თვალს მაინც არიდებდა.
-მაშინ რომ მოხვედი ჩემთან, არასწორი ვიყავი. არ უნდა მეთქვა ის რაც გითხარი. არ ვთვლი რომ ორპირი ხარ, ეგოისტი შეილება. თან არ დავფიქრებულვარ და შენი კუთხიდან არ შემიხედავს ამ ყველაფრისთვის. მოკლედ .. ბოდიში.
-მადლობა.
-შენი ჯერია.
-ჩემი ჯერია?
-ხო . არაფერი არ გინდა მითხრა?
-მე რატო უნდა მოვიხადო ბოდიში?
-შვილი რო დამიმალე?
-მკვდარი შვილი?
-თუნდაც ანუკი?!
-5 თვის ბავშვის დასაფლავებაზე მოხვიდოდი? თუ რა, დამერეკა ალო იცი რა , ჩვენი შვილი, ანუ მუცელი მომეშალა და ჩამოდი გამამხნევე? მაპატიე რო გიმალავდი, მაგრამ სანდრო აპირებდა მის აღზრდას? შენ არც განიხილებოდი საერთოდ?
-შენთითონ ხო ხვდები რო ძალიან ცუდად ჟღერს ეს ყველაფერი.
-ვიცი.
-და არ ფიქრობ რომ დააშავე?
-ორი წლის ბავშვივით რატო მელაპარაკები. ერთადერთი შეცდომა შენთან სექსი იყო და მეტი არაფერი.
-ეგ ჩემი შეცდომ აუფრო იყო, არ უნდა მესარგებლა სიტუაციით.
-ყოჩაღ... მადლობა.
-ვერ გავიგე ეხლა რა გეწყინა.
-კაგრი.. ბოდიში... შეიძლება უნდა მეთქვა, მაგრამ გაითვალისწინე რო ამ ბოდიშს არ ვგულისხმობ. უბრალოდ ნაწილობრივ დამნაშავე ვარ.
-შეუძლებელი... ადამიანი ხარ.
-მე?
-კი. ჯიუტი. რას ნიშნავს ნაწილობრივ ბოდიში? გაგიგია ნაწილობრივი დამნაშვე ესეთი ტერმინი?
-შეიძლება ეხლა მაინც არ ვიჩხუბოთ? 8 საათია წინ.
-ეგ შენზეა დამოკიდებული.
-მთლიანი ბოდიში მოვიხადო?
-ანუკი, ბოდიშში არაა აქ საქმე. ჩემი შვილი უმამოდ უნდა გაზრდილიყო, შენი ეგოიზმის გამო. მარტო, ავადმყოფი დედით. იცი ავადმყოფს რა კუთხითაც ვგულისხმობ , სანამ ჩხუბს დამიწყებ. მე ნებისმიერ კომპრომისზე წამოვიდოდი.
-აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი-ანუკის თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა და მოიწმინდა.
-კარგია რო კიდევ დიდი დრო გვაქვს წინ, სხვა დროს ალბათ ვერც დავილაპარაკებდით ესე.
-ხო, შენ გიჟდები ჩემ წამებაზე.
-რას ეძახი წამებას?
-იცი რო ჩემთვის მტკივნეული თემაა, რატო აგრძელებ?
-და ჩემთვის არ არის?
-არ მინდა ამის გარჩევა..
-კაი, ნუღა ტირიხარ. არ დამიწყია იმისთვის რო ამეტირებინე . ვერ ვიტან რო ტირიან. მორჩი-ხელსახოცი მიაწოდა და თვალი აარიდა.
-შენ თვალწინ.
-რა?
-ვერ იტან შენ თვალწინ რო ტირიან, თორე შენ ზურგსუკან რა ხდება, ყოველთვის ფეხზე გეკიდა.
-როგორ არ მიყვარს ეს ყოფილი ცოლების თემა. ისე ლაპარაკობენ გეგონება გიცნობენ.
-ხო, უკვე შეგილია მრავლობითშიც ილაპარაკო ჩვენზე. საერთოდაც კლუბი გახსენი, მესამე შემოგვიერთდეს.
-იცი შენი გადამკიდე მემგონი მეორეც არ უნდა მომეყვანა, მესწავლა ნეტა ჭკუა.
-ნეტა პირველიც არ მოგეყვანა.
-გეყოფათ-ამ დროს რეზიც მოვიდა და ანუკის საჭმელი მიცა. მან წამალი ამოიღო და დალია.
-სასმელს ხომ არ ინებებდით?-ბორტ გამცილებელი მათ მიუახლოვდა და სასმელები შესთავაზა.
-არა, მადლობა-ალექსანდრემ რეზის გახედა.
-არც მე.
-მე დავლევ, რა გაქვთ?
-ანუკი-ალექსანდრემ და რეზიმ საშინელი გამომეტყველებით გახედეს.
-ვხუმრობ, რა არ შეილება?-გაეცინა და გაწითლებულ ბორტ გამცილებელს გახედა-არა, მადლობა.
-იუმორის გრძნობა არ დაგიკარგავს.
-რა საქმე გაქვს ამერიკაში?
-სამსახურიდან, ვიღაც ინვესტორებს უნდა ჩავაკითხო და საქართველოში წავიყვანო. არაფერი მნიშვნელოვანი. 3 დღის საქმეა.
-აჰა.. ისევ ვიძინებ, თავი თუ კიდე ერთხელ დაგადე უბრალოდ გამაღვიძე-ანუკიმ თავი ისევ რეზის დაადო და ძილი განაგრძო, რო გამოფხიზლდა მთელ თვითმფრინავს ეძინა. ჩუმად წამოდგა და საპირფარეშოში გავიდა. სახეზე წყალი შეისხა და ცოტახნით სარკეს მიაჩერდა. რაღაც უჩვეულოდ გრძნობდა თავს, მშვიდად. ამდენი კვირის შემდეგ პირველად იყო ესე წყნარად, თუ რა თქმა უნდა ალექსანდრესთან ყოველ ორ წამში ერთხელ კამათს სიმშვიდეს ვუწოდებთ. უკან რომ დაბრუნდა ალექსსაც ეღვიძა.
-გაგაღვიძე?
-არა. არ მეძინა. ნახევარ საათში ვიქნებით.
-ესე მალე...
-ხო.
-თუ.. დახმარება დაგჭირდა .. ინვესტორებთან, ან რა ვიცი... თუ გინდა დამიკავშირდი.
-და დახმარება რო არ დამჭირდეს?
-მაშინ ...
-არ დაგიკავშირდე?
-არა, შენ როგორც გინდა.
-ისე რო სადმე გავიდეთ. დამათვალიერებინო აქაურობა. თუ გეცლება.
-და შენი ცოლი რას იტყვის ამაზე?
-ყოფილი ცოლი.
-კარგი. დაგათვალიერებინებ.
-ოღონდ შენი ჭყიპინის გარეშე.
***
ნახევარ საათში ფრენა დასრულდა. თუმცა 2 საათის განმავლობაში მათ აეროპორტის დატოვება ვერ მოახერხეს , ისევ სიცხის გაზომვის პროცედურების გამო. საბოლოოდ დილის 4 საათზე ანუკიმ კამპუსში მიაღწია და მკვდარივით დაწვა დასაძინებლად. რეზი და ალექსანდრე კი ერთ სასტუმროში დაბინავდნენ, რა თქმა უნდა ცალ-ცალკე ნომრებში, უბრალოდ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო იყო ნიუ ორკში. დილით ანუკი კარზე ბრაგუნმა გააღვიძა.
-ნუკი!!-კართან ქეითი იყო. ბოლოს გაახსენდა რო თვითონაც ჰქონდა გასაღები და შევიდა-რატო არ მითხარი რომელზე ჩამოდიოდი, დაგხვდებოდი.
-არა, მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით ერთად და ის დამეხმარა... ესე ადრე რატო ჩამოიღე კარი, ან ღამე სად იყავი?
-რაღაც ფართი იყო დინის სახლში, დამთავრების პონტში ეხლა სულ აწყობენ. ხვალაც არის წამოდი.
-რა ხვალაც არის, დაგავიწყდა რო გამოცდები გვაქვს?
-მერე რა, ხო ხარ მზად?
-რანაირად ვიქნებოდი?
-აბა ერთ ღამეში უნდა მოემზადო?
-ნიჭიერი ვარ. მოვიფიქრებ რამეს. რომელი საათია?
-3 დაიწყო.
-აუ.. უნდა მოვწესრიგდე და დავიწყო გადამეორება.
-ააან, წამო სადმე გავიდეთ რა.
-ქეით, 1 კვირა მაცადე მორჩეს გამოცდები და სადაც გინდა გავიდეთ რა.
-იცოდე ვიმახსოვრებ მაგ სიტყვებს.
-დაიმახსოვრე. თუ გინდა დამეხმარე.
-არა, ფირმაში ვარ გასასვლელი.
-კორონას გამო ხო გაჩერდა?
-არა, ღადაობ, სკოლები გაიხსნა და რაღა ჩვენი ფირმა დაიხუროს. ვხსნით ისევ. შენ რო მოიხოდები მერე მოდი, ჯერ არ იქნება მაგდენი საქმე.
-კაი. მადლობა.
-რა ხდება ახალიიი?
-რას გულისხმობ?
-შენ ყოფილ ქმარს? როგორ შეეწყეთ ერთად რო იმუშავეთ.
-ნუ... არც ისე კარგად. ეხლა ცოლს გაშორდა.
-და ეეგ კარგია ხო?
-რატოა კარგი?
-იმიტო რო ისევ გიყვარს.
-რ-რა თქვი?
-ნუკი, გადასარევად გიცნობ, გიყვარს.
-არა, არ მიცნობ როგორც ჩანს.
-კარგი, როგორც იტყვი.
-ჯორჯიც ეგრე ფიქრობს?
-ჯორჯმა მითხრა.
-ხოდა ორივეს მაგრა გაკლიათ, კაი ჭორაობის დრო არ მაქვს, უნდა ვიმეცადინო.
-რატო გიტყდება ესე ძაან რო გიყვარს?
-ვაიმე ქეით არ მიყვარს!!!-ანუკიმ იმხელაზე დაიღრიალა ხმა ჩაეხლიჩა.
-კარგი.. მშვიდად, წავედი . შენ კიდე მწვანე ჩაის გირჩევ, მე მშველის.
***
ანუკიმ მთელი დღე სწავლას მოანდომა, ღამე გაათენა და გამოცდაც ასე თუ ისე წარმატებულად ჩააბარა. სულ რაღაც 4 გამოცდა ჰქონდა დარჩენილი და არც ერთისთვის არ იყო მზად. სახლში მივიდა თუ არა ყავა გაიკეთა, რადგან მეორე გამოცდა ხვალ დილით ადრე ჰქონდა და ამჯერად ღამის გათენება აღარ უშველიდა. ამ დროს ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა ალექსანდრესგან.
,,აღარ უნდა დამათვალიერებინო ქალაქი?''
-დღეს?... აუ ეს ხო ხვალ მიდის... ჯანდაბა. არა, ანუკი.. შენ გამოცდა გაქვს ხვალ.. თუმცა.. არც ისე რთული, 1-2 საათით რომ გახვიდე არაფერია-ყავა ხელში აიღო და აქეთ-იქით სიარული დაიწყო-მაგრამ მაშინ უნდა გამოვიძინო, საშინელებას ვგავარ, რომ გამოვიძინო დროს დავკარგავ.. მაგრამ ხო შევპირდი ქალაქს დაგათვალიერებინებ თქო.. და თან რო გამოცდა მაქვს? რანაირად მოვიქცე, რა უბედურებაა-ამ დროს უკან გატრიალდა და გაშეშებული ჯორჯი და ქეითი დაინახა-ო... თქვენ.. მოხვედით? ხმა რო არ გამიგია?
-ხო, ისა.. ქეით, შეგილია 911 აკრიფო და დარეკო სანამ მე თოკებს მოვიტან?-ჯორჯი შეშინებული უყურებდა ანუკის.
-რა 911.
-ვის ელაპარაკებოდი? არაუშავს ანუკი, ყველას ჰყოლია წარმოსახვითი მეგობრები, მთავარია ეს მხოლოდ წარმოსახვითი მეგობრები იყოს და არა სულები. ჩვენ შენ არ განგსჯით. ხო ჯორჯ? აი ჯორჯი 5 წლის რო იყო თავის სათამაშო დათვს ელაპარაკებოდა.
-ქეით! შენ ხო თქვი არავის ვეტყვიო.
-სხვათა შორის დღემდე ელაპარაკება.
-რა?!
-დაწყნარდით. უბრალოდ რაღაცას ვერ ვწყვეტდი და ხმამაღლა ვფიქრობ. რა დაგემართათ.
-იუმორის გრძნობა საქართველოში დატოვა-ჯორჯმა ყავა გამოართვა და ოდნავ მოსვა-რას გიგავს სახე?
-გამოცდისთვის ვემზადებოდი მთელი ღამე
-3 კვირა რას აკეთებდი?
-აბა ჩვენ შენ არ განგსჯითო, რანაირები ხართ?
-უბრალოდ ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყო, რაც გაკლია ბოლო პერიოდი-ეს უკვე მართლა ისე ჟღერდა როგორც განსჯა. საყვედური. შენიშვნა. ყველაფერი შეიძლება დავარქვათ.
-მაკლია?
-კი, დამამთავრებელი გამოცდები ესეთი უმნიშვნელო არ უნდა იყოს შენთვის.
-არც არის? ვერ მატყობ სახეზე? და თან დარწმუნებული ვარ 100 ზე დავწერ, იმიტო რო ყველა ის საკითხი შემხვდა... რაც დღეს გადავიმეორე... თუ გუშინ-ანუკიმ ყავა გამოართვა და მთლიანად დალია.
-გატყობ სახეზე და არ მომწონს. მემგონი ჯობია ცოტახანი დაიძინო და ღამე გადაიმეორო.
-არა, ეხლა შეიძლება გავიდე.
-გახვიდე?
-ხო.. ის... რეზი არის ჩამოსული, ჩემი მეგობარი საქართველოდან და ქალაქი უნდა დავათვალიერებინო. ძაან მთხოვა, თან ცოტა გადავერთვები. თქვენ რამე გინდოდათ?
-ვიფიქრე ვნახავთ, ვკითხავთ გამოცდაზე რა ქნა თქო.
-აი გპირდებით ამ 1 მა კვირამ ჩაიაროს და აუცილებლად დავჯდეთ სადმე და წესიერად გავარჩიოთ ფირმის საკითხიც და ყველაფერიც კაი?
-მაინც გადავწყვიტეთ რო 1 კვირა არ გავხსნით, ამიტო შეგილია წყნარად იმეცადინო. რო მერე სამივემ ერთად გავაგრძელოთ საქმე.
-მადლობა, ეხა წავალ სახეს მოვიწესრიგებ თორე ალბათ ზომბს ვგავარ.
-მუმიას უფრო.
-მადლობა ჯორჯ, როგორც ყოველთვის კომპლიმენტებს ასხივებ.
***
ანუკიმ მაკიაჟი გაიკეთა, მაგრამ მერე მოიცილა. ,,რატო ვიპრანჭები? უბრალოდ უნდა გავისეირნოთ'' მაგრამ მერე საკუთარ თავს შეხედა სარკეში და ჩაშავებული თვალები რომ დაინახა ისევ წაისვა მაკიაჟი. ბოლოს ყველაფერი მოიცილა და ცოტა ტონალური დაიტოვა. დიდად არ გამოწყობილა, თან ცივი ამინდი იყო. ჩვეულებრივად ჩაიცვა და მასთან შესახვედრად გავიდა.
-როგორ ხარ?
-კარგად. შენ?
-მეც.. ესე იგი, საიდან გინდა რო დავიწყოთ?
-გიდი შენ ხარ.
-კარგიი...
-მოდი ესე გეტყვი. შენ სადაც დადიხარ ხშირად ან რა ადგილებიც გიყვარს ყველაზე მეტად იქ წავიდეთ.
-ნუ.. რავიი, მე ერთ კაფეში დავდივარ ხშირად ..-ჯანდაბა გაიფიქრა, ეხლა არ ეგონოს რო პაემანზე ვეპატიჟები ან რამე ეგეთი, ნუ ფიქრობ ამდენ ხანს თორე მართლა ეგრე ეგონება-მაგრამ კორონას გამო დაკეტილია-ჭკვიანურია-ცენტრალურ პარკში მიყვარს ხოლმე სეირნობა.
-ხოდა წავიდეთ.
-სად გაჩერდი, რომელ სასტუმროში?
-four season-ში.
-რეზიც მანდ არი ხო?
-კი.
-ხო არ გითქვამს რო ჩემ სანახავად გამოხვედი?
-არც მინახავს და რა იყო რო?
-ყველას ვაიგნორებ, გამოცდები რო მაქვს ხვალისთვის და არმინდა ცუდად გამომივიდეს.
-მე რატო არ მაიგნორებ?
-ხვალ მიფრინავ და თან პირობა მოგეცი. არ მიყვარს პირობის გატეხვა.
-გასაგებია. არ გეტყვი რო წადი და იმეცადინე თქო, ცოტას წავიეგოისტებ.
-ვგიჟდები ამ პარკზე, ლექციების მერე სუ აქ მოვდიოდით მე ქეითი და ჯორჯი. ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით, თუნდაც რომელი ლექტორი მოგვწონდა და არა მარტო, როგორც ნუ.. ლექტორი. ჯორჯის ყოველკვირეულ შეყვარებულებზე.
-შენ შეყვარებულებზე?
-ყველაფერზე, არაფერს არ ვუმალავდით ერთმანეთს-ამას რა ეხლა უნდა რო რამე გამომტყუოს?-ამიტო არ მინდა აქაურობის დატოვება, მეგობრები მყავს, მივეჩვიე ნიუ ორკს, ისე როგორც ოდესღაც თბილისი მიყვარდა. სამსახურიც მაქვს.
-სწავლას რო დაამთავრებ აქ დარჩები?
-კი. ელენეს ნინო მოუვლის. ჩავალ ხოლმე, ბოლო ბოლო ჩემი ფირმაა, როცა მინდა დავბრუნდები. ცოტა ფინანსურად რო მოვჯობინდები მამას სასტუმროს თავიდან გავხსნი. აქ სპონსორებს ვიპოვი.
-და მომავალში რატო და არა ეხლა?
-ჩვენ რესტორნებს რო არ მივხედო.. ქეითი და ჯორჯი დიდი ალბათობით წილს შემიმცირებენ. საკმარისზე დიდხანს ვიჯექი სახლში.
-და საქართველოშიც გაქვს სამსახური და ოჯახი.
-მეგობრები არ მყავს მანდ. ჩემი ბოლო დაბადების დღის შემდეგ მანდ.. აღარავინ არ მელაპარაკება. ჩემთან ასოცირება უტყდებათ, ყველას დიტოს და რეზის გარდა.
-იმიტო რო დიტოსთან ასოცირებაც ყველას უტყდება და რეზი.. პროსტა რეზია.
-დიტოს ეგრე მკაცრად ნუ განსჯი.
-შენ რა თქმა უნდა მეცხრე ცაზე იქნებოდი რო გაიგებდი რო ლიზი მაგას გაყვა.
-ნუ ისაწ....ბ თავს. გამოხვედი ანგელოზი და ჩვენ ყველა ეშმაკები, რომლებმაც ჯერ თავი შეგაყვარეთ და მერე ჩვენ დაგაგდეთ.
-ეგ არც მიფიქრია და არ მითქვამს. რატო თარგმნი ჩემ სიტყვებს შენ ენაზე?
-მაპატიე.. გაღიზიანებული ვარ, არ მეძინა ღამე. ვბოდავ ალბათ.
-ვერ ვიტან კაცები თავს რო ისაწ....ბენ, და თუ კარგად მიცნობ ეგ არასოდეს არ მიცდია.
-ვიცი.
-კარგი, წეღან ისე საყვარლად აარიდე შეყვარებულების კითხვას თავი რო ვკვდები ინტერესით.
-მუზეუმში წავიდეთ არ გიინდა?
-ანუკი, მემგონი საკმარისად გონიერი ხარ იმისთვის, რომ მიხვდე რო ამერიკაში ერთი 10ჯერ მაინც ვარ ნამყოფი.. და აქ ტურისთვის არ მომიყვანიხარ. უბრალოდ .. შენთან საუბარი მინდოდა, მაინტერესებდა რას აკეთებდი ეს წლები. მეგობრულად.
-მეგობრულად.
-კი, მეგობრულად. ხო შეგვილია ვიმეგობროთ.
-შეგვიძლია. კაი, რა გაინტერესებს?
-გკითხე უკვე, მაგრამ თუ არ გინდა მაგაზე ლაპარაკი, არ არის პრობლემა.
-არა, უბრალოდ.. უცნაურია, შენთან ამ თემაზე ლაპარკაი. მაგრამ რადგან მეგობრები ვართ.. მყავდა ერთი.. ან ორი. უმნიშვნელო.
-ქართველები?
-არა. და ალბათ ეგეც იყო მიზეზი დაშორების. ძალიან განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ, შეიძლება რამე საერთო მონახოთ, მაგრამ ძირეულ საკითხებში, როგორიც მსოფლმხედველობაა, კარიერა, ოჯახი, ცოტა ძალიან განსხვავებულად აზროვნებენ.
-მაგალითად?
-შენითაც გეცოდინება. აქ მიღებულია ერთად ცხოვრება დაოჯახებამდე, მე ეგეთი რაღაც არ შემიძლია. მაგიტო დავშორდი პირველ შეყვარებულს.
-ანუ არ გიყვარდა.
-სიყვარული რა შუაშია?
-თუ გიყვარდა ესე იგი ეჭვს არ შეიტანდი რო დაოჯახდებოდით ხო გადასვლის მერე?
-რა შუაშია, იმას თუ ვუყვარდი ჯერ დაოჯახება შემოეთავაზებინა და მერე ერთად ცხოვრება. რა უკუღმართობაა.
-არ გახსოვს ჩვენც ჯერ რო ერთად ვცხოვრობდით.
-ერთი დღე? ისიც დაძალებით? რაღაც გეშლება მეგობარო. ეს სულ სხვა სიტუაციაა.
-რა მხრივ?
-ყველა მხრივ?! შენ არ მიყვარდი თან.. დასაწყისში.
-ნუ ბრაზდები ესე ყველაფერზე. ნერვებს გაიფუჭებ. ისე სულ მაინტერესებდა, როდიდან შეგიყვარდი?
-სულელური კითხვაა. შემდეგი.
-რატო არ მპასუხობ?-ალექსანდრემ ხელით გააჩერა და მისკენ შეაბრუნა, მერე უცებ უკან დაიხია და გამომწვევად შეხედა ანუკის სიცივისგან აწითლებულ სახეს. ცოტახნით არც ერთს არაფერი უთქვამს. ერთმანეთს თვალებში მიჩერებოდნენ.
-ჩვენი ხელის მოწერის დღეს... დათუნია და ნუტელა რო მოიტანე, მაშინ რაღაც ინტერესი გამიჩნდა მეპოვა ცხოველის შიგნით თბილი და ნორმალური ადამიანი. ცოტა ეგოისტიც ვიყავი, მამა ახალი გარდაცვლილი გყავდა და მე კიდე უფრო ნერვებს გიშლიდი..
-მეც არ დაგაკელი ლიზათი. მე რატო არ მეკითხები?
-იმიტო რო არ გყვარებივარ.
-რითი დაასკვენი?
-ამას ახსნა არ ჭირდება.. არა?
-რატო არა.
-ალექს.. შენ გჯერა რო მე შეიძლება შენ მიყვარდე და ამავდროულად სანდრო?
-ეგრე არ იყო?
-მეღადავები ხო? სანდროსთან ურთიერთობაზე კიდე უფრო დიდი შეცდომა მარტო შენი შეყვარება იყო. არ მიყვარდა. საერთოდ. უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ მქონდა. და შენ რა გამართლება გაქ?
-არანაირი, მე შენ მიყვარდი. ლიზა დავტოვე კარგად გაიხსენე, მამაშენსაც ვუთხარი ყველაფერი. მზად ვიყავი შევცვლილიყავი და შენ უბრალოდ გაქრი. 5 წლით და უკან არც მოიხედე.
-და რა უნდა გამეკეთებინა? იმ მომენტში უბრალოდ შურისძიება მინდოდა, შენ რომ ეგ ყველაფერი გადაწყვიტე მე უკვე გეგმა მქონდა დაწყობილი.
-შურისძიების.
-კი. თან.. ამის მერეც რო გყვარებოდი, როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ერთად ყოფნა? უბრალო თავის დამცირება იქნებოდა. მე დავანგრიე ის რაც არ უნდა აშენებულიყო არასდროს.
-ნუ ლაპარაკობ რაღაც ბანალური წიგნებიდან ამოკითხული ფრაზებით. და მე ნუ მასწავლი მიყვარდი თუ არა, შენ თავზე რაც გინდა ის თქვი, გინდა თქვი რო გეზიზღებოდი, ან უბრალო გატაცება იყო, მაგრამ ჩემ გრძნობებში ეჭვი თუ შეგაქ ეგ შენი კომპლექსებია.
-არ მიყვარს წარსულზე ლაპარაკი.
-რატო?
-შენი აზრით? ძალიან ბევრ რაღაცას ვნანობ.
-გავიგე ჩემ შეყვარებას.
-არა მარტო. და მაგას შენ გამო არ ვნანობ. ჩემ სიდებილეს ვაბრალებ. ბავშვი ვიყავი, არც მიფიქრია რა მოყვებოდა ამას. ფიქტიური ქორწილი იყო, შენ სხვა გიყვარდა . უაზროდ დავიტანჯე თავი, შენც რო ისე არ დაიტანჯე როგორც მე , გადავწყვიტე შური მეძია.. ამის გამო ბოდიშს გიხდი. ალბათ ძაან შორს წავედი. ალბათ მართლაც ეგოისტი ვარ და ვერ ვამჩნევ.
-არა.. არ ხარ. გაბრაზებულზე ბევრი რამე გითხარი მაშინ და მოგიხადე უკვე ბოდიში.
-ხო მარა, მაშინ...
-არ აქვს მნიშვნელობა რა იყო მაშინ. კიდე მომიყევი რამე.
-სულ მე გიყვები, შენი ჯერია. სად გაიცანი ქრისტინე?
-მამამისი ბანკს ფლობს, ერთ-ერთ კორპორატიულზე შევხვდი.
-გიყვარდა?
-ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. შენ რო წახვედი ზუსტად 3 თვეში ცოლად მოვიყვანე.
-ესე მალე?
-ბევრი მიზეზის გამო. ცოტა ბავშვური, საყვარელი და მშვიდი გოგოა. ზედმეტს არაფერს ამბობდა ან აკეთებდა...
-როგორც ჩანს აკეთებდა-ანუკის გაეღიმა-ვაი.. ბოდიში.. ცუდად გამომივიდა.
-ხმამაღლა არ აპირებდი თქმას ხო-ალექსანდრესაც გაეღიმა-ჩემი ბრალია.
-ჩემზე ჭკვიანი გამოდგა.
-რა?
-მეც უნდა მეღალატა. უფრო ეფექტური იქნბებოდა.
-რა ჭკვიანი, ვიღაც ცინგლიან სანდროს გაეკიდე, თან ჩემ ბავშვს მიმალავდი და ისე შემარცხვინე მთელი თბილისის თვალწინ რო მეტი რა უნდა გაგეკეთებინა.
-ხო მარა ღალატი უფრო ეფექტური იქნებოდა, მაშინ გეგონებოდა მაინც რო არ მიყვარდი. ეგ უფრო მტკივნეული იქნებოდა. ეხლა გვიანია...
-შემდეგს მოუწყე ეგ.
-აუცილებლად. თან მოვუყვები როგორ მოგექეცი შენ და მერე თუ მართლა დარჩება, ცოლად გავყვები.
-აუ.. ნუღა იხსენებ მაშინ რა გითხარი..
-რატო იგრუზები?
-კი.
-კარგი.
-რა სიტყვა სიტყვით იმახსოვრებ იმ საზიზღრობებს რაც მაქ ნათქვამი და გაკეთებული და რაც კარგი გავაკეთე ის ყველაფერი დაგავიწყდა.
-არა, ძალიან კარგად მახსოვს ხელი რო მოვაწერეთ იმ დღეს როგორიც იყავი.
-როგორი. წამო სადმე დავჯდეთ ყავა დავლიოთ რა.
-რატო გცივა?
-კი, არ მინდა გავცივდე-ალექსანდრეს გაეცინა, ქუჩის იქით კაფე დაინახა და იქ შეიყვანა. ყავა შეუკვეთეს და ლაპარაკი გააგრძელეს.
-მომიყევი რა გახსოვს.
-რავი.. მამაჩემმა იარაღი მომადო შუბლზე და დამემუქრა რო თუ ხელს არ მოვაწერდი მომკლავდა, თან მიღრიალებდა რა დაგაკელიო. ეგ ცოტა ბუნდოვნად მახსოვს, იმდენად შოკში ვიყავი. მერე შენ უთხარი რო ჩემ ცოლს მეორედ ხელს არავინ დააკარებს და ამიერიდან ჩემი პრობლემააო. ერთ ჩემ დაქალთან მიხვედი და თხოვე...
-ნინის.
-ხო ნინის-ანუკის გაეღიმა და ესიამოვნა ნინის სახელი რო ახსოვდა-კითხე რითი შეილება გავამხიარულო ანუკიო
-მოგიყვა ეგენი?
-კი. და იმან ნუტელაო მგონი გითხრა.
-ნუტელა და მწვანე ჩაი.
-მწვანე ჩაი ხო.. დღემდე ვსვამ. მამშვიდებს. მერე სანდროს ველაპარაკებოდი ტელეფონზე და მგონი მაგ დროს შემოხვედი და კართან დატოვე სათამაშო და ტკბილეული.
ალექსანდრეს წარბები შეეჭმუხნა და გვერდით გაიხედა, ხელი აუთამაშდა.
-ხო.. არ დამიტოვებია, დავაგდე. გაბრაზებული ვიყავი.
-რაზე?
-კიდე იმ სი... სანდროს რო ელაპარაკებოდი.
-მაგ დროს რა .. მოგწონდი?
-არა, მარა რაღაცნაირად არ მესიამოვნა.
-რატო არასოდეს არ მპასუხობ წესიერად. ყოველთვის გაურბიხარ კითხვებს.
-არ ვიცი მაშინ მომწონდი თუ არა, უბრალოდ ვიეჭვიანე. მაშინ გამიჩნდა პრეტენზია რომ ჩემი ცოლი სხვასთან არ უნდა ყოფილიყო. მე არ მიყვარდი, მაგრამ არ მინდოდა შენ ვინმე გყვარებოდა.
-ერთი სიტყვით შენც კარგი ეგოისტი ხარ. ეგრე მოექეცი ქრისტინესაც.
-კი. ეგრე მოვექეცი.
-არც უარყოფ.
-არა, ჩემი შეცდომების აღიარება პრობლემა არასდროს ყოფილა.
-და მათი გამოსწორება?
-უბრალოდ მაინტერესებს, უკონტექსტოდ გეკითხები. რომ არა ეს 5 წელი.. დაუშვად შენ ამერიკაში არ წახვედი, მე ქრისტინე არ მოვიყვანე ცოლად, როგორ ფიქრობ მომავალი ექნებოდა ჩვენ ურთიერთობას?
-არა, ჩემი შეცდომების აღიარება პრობლემა არასდროს ყოფილა.
-და გამოსწორება ყოველთვის პრობლემა იყო.
-უბრალოდ მაინტერესებს, უკონტექსტოდ გეკითხები. რომ არა ეს 5 წელი და ამერიკაში არ წასულიყავი, მე ცოლი არ მომეყვანა, ვითომ შანსი ჰქონდა ჩვენ ქორწინებას?
ამ დროს ანუკის ჯორჯმა დაურეკა.
-გისმენ?
-სად ხარ?
-კაფეში, ხო მშვიდობაა?
-ბიბლიოთეკაში გადავდივართ მე და ბავშვები ხვალისთვის ერთად გადავიმეორებთ საკვანძო საკითხებს, არ მოხვალ?
-კი, კი . ეხლავე გამოვდივარ. 20წუთში ვიქნები-გაუთიშა და ალექსანდრეს გახედა, არ უნდოდა კითხვაზე პასუხი. ბევრი მიზეზის გამო-გამოცდისთვის უნდა მოვემზადო..
-მესმის. გაგაცილებ.
-არა, ტაქსს გავაჩერებ. დროზე უნდა მივიდე. ხვალ მიფრინავ?
-კი.
-ბედნიერი მგზავრობა მაშინ .. ალბათ ეს პირველი შეხვედრაა ჩვენი ამ წლების განმავლობაში რომლის დროსაც ერთმანეთი არ მოგვიკლავს. მინდა , რომ თუ კიდევ შეგხვდები სადმე ისევ შევძლოთ ეს..
-და რატომ მაინცდამაინც თუ? რო ჩამოხვალ შემეხმიანე.
-შეილება.
-კარგი, წარმატებები გამოცდებზე.
-იცი.. ხვალინდელი გამოცდა ბიზნეს მენეჯმენტია.
-ხოო?
-შენ ხო ნასწავლი გაქვს ეგ ყველაფერი.
-კი.
-ცოტა არ იყოს ძალიან მეზარება ეს ჯგუფური მეცადინეობები, არ გინდა დამეხმარო?
-გაქ აქ წიგნები?
-არა, უცებ გავიდეთ კამპუსში ავიღებ და სადმე დავჯდეთ.
-კაი, ტაქსს გამოვიძახებ.
***
ანუკი აზრზე არ იყო რატომ შესთავაზა ალექსს მასთან წასვლა, როცა ხვდებოდა, რომ დიდი ალბათობით ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა. თუმცა იმ მომენტში უბრალოდ მის გვერდით ყოფნა ამშვიდებდა და სიმშვიდეს ჰგვრიდა. კამპუსში მარტო გადავიდა, წიგნები აიღო და მანქანაში ჩაჯდა.
-ჩემთან ხო არ გინდა ავიდეთ? სასტუმროში. ცუდად არ გამიგო. უბრალოდ იქ სიმშვიდეა, თუ არ გინდა არც ეგ არის პრობლემა სადმე სხვაგან დავჯდეთ.
-არ ვიცი... თუ ნაღდად სწავლის გამო ავალთ
-ანუკი, საყვარელო ჯერ ეს ერთი შენ შემომთავაზე კამპუსში წავიდეთ ჩემთანო, სექსი რო მნდომოდა ალბათ არც გაგიშვებდი ხო უნივერსიტეტში?
-არა, რა ეგ არ მიგულისხმია. წავიდეთ... ნუ მაგდებ ხოლმე ესეთ უხერხულში.
ტაქსი სასტუმროს მიადგა, ამ დროს საშინელი წვიმა დაიწყო და ორივე სირბილით შევიდა შიგნით. ალექსანდრეს ლუქსი ჰქონდა აღებული, ოთახიდან ნიუ ორკის ულამაზესი ხედი მოჩანდა. ოთახს უზარმაზარი აივანი უერთდებოდა, რომლის კარიც ღია იყო და ამიტო წვიმა ასხავდა. ალექსმა კარი დაკეტა და ჩაის ადუღება დაიწყო.
-ხო არ დასველდი?
-არა-მანაც გაიხადა ჟაკეტი და სავარძელზე დადო-კომფორტული ნომერია.
-ხო. მითხარი აბა რითი დავიწყოთ, სანამ ჩაი ადუღდება.
-მოდი სიმართლე გითხრა... აზრზე არ ვარ აქედან არაფრის. ყველაფერს იმით ვაბარებდი რაც ფირმაში ვისწავლე. უბრალოდ რო გადახედო უცებ?
ალექსანდრემ წიგნი აიღო და თვალი გადაავლო. მერე ორივესთვის ჩაი დაასხა და ანუკის ახედა.
-არაა რთული. დავიწყოთ-2 საათი შეუჩერებლად მეცადინეობდნენ, ალექსანდრემ მისაღებიდან დაფა და მარკერებიც კი ამოატანინა და ისე დაიწყო ახსნა. ცოტა ხანში ალექსანდრეს ტელეფონზე დაურეკეს.
-გისმენთ? ა.. ანუკი?
-ვინაა?
-შენი მეგობარი-ტელეფონს ხელი დაადო და ანუკის გახედა კითხვით რა ვქნაო.
-ჯორჯ?-ანუკიმ ტელეფონი გამოართვა.
-სად ხარ? 2 საათის წინ უნდა მოსულიყავი?
-აუ... დამავიწყდა მოწერა, ტელეფონი დამიჯდა.
-დაგავიწყდა? რა არ ვიფიქრეთ ხო ხარ დალაგებული? ოცოტაც და საავადმყოფოებში დავიწყებდი რეკვას, ვიფიქრე...
-რა იფიქრე? მითხარი.
-არაფერი.. უბრალოდ.. ესეთი რაღაცეები ნუ გავიწყდება. სად ხარ, მოვალთ და...
-არა, არ მინდა. არ მოვალ ბიბლიოთეკაში.
-არ ემზადბეი ხვალისთვის?
-მეხმარება რეზი.
-კარგი, როგორც გინდა. უბრალოდ მეორედ ესე აღარ მოიქცე. ვინერვიულეთ-ჯორჯმა გათიშა.
-საიდან იცის შენი ნომერი?
-აზრზე არ ვარ. მაგრამ მაგის პოვნას რა უნდა დღეს.
-ინერვიულეს..იფიქრეს პერედოზით გდია სადმე ხიდის ქვესო.
-ხო, უნდა დაგერეკა. არ გამოვიდა ლამაზად.. და რეზისთან ერთად რატომ ხარ?
-იმიტო რო არ მაქვს ამათი კრიტიკის მოსმენის თავი. ცუდად ახსოვთ ის პერიოდი... და ვერ გამიგებენ. რო დამთავრდება ყველაფერი მერე ვეტყვი.. ბოდიში თუ გეწყინა.. რო სიმარტლე არ ვუთხარი.
-ეგ ჩემი საქმე არაა. გავაგრძელოთ?
-კი.
-მოიცა, გინდა რამეს შევუკვეთავ? მთელი დღეა მშიერი ხარ.
-არა, არ მშია. გავაგრძელოთ.
-ნუ ჯიუტობ, ენერგია ხო გჭირდება.
-უი, თან წამალიც უნდა დავლიო. კაი,... რა აქვთ-ანუკიმ მენიუს გადახედა.
-არა, მე შევუკვეთავ. აქ ძაან მაგარი სპაგეტის სუპი აქვთ ფრიკადელებით.
-რა? რეებს ჭამ? ბროკოლის სუპი ხო არ გინდა?
-მართლა მაგარია, უნდა გასინჯო.
-ნინა გასადილებს ხოლმე თუ ცოლმა მიგაჩვია?
-ეხა შევუკვეთავ.
-და იქნება მე სხვა რამე მინდა?
-არა, მაგარია მეთქი. გეყოფა. მანამდე გავაგრძელოთ.
-ბევრი დაგვრჩა?
-ნახევარი გავიარეთ.
-ნეტა რათ მინდა უნივერსიტეტი, ხო მაქ უკვე ჩემი ფირმა თან ორი.
-ორივე დახურული, ამიტო თუ გინდა რო დროზე გახსნა, ისწავლე-ალექსანდრემ ხელში წიგნი მიაჩეჩა და მეცადინეობაც განაგრძეს.ცოტახანში საჭმელიც მოიტანეს და შესვენება მოიწყეს.
-არ ხარ ცუდი მასწავლებელი, ლექტორობა არ გიფიქრია?
-შეილება. ძაან რო მომბეზრდება ეს ბიზნესმენობანა, აუცილებლად წავალ რამე წესიერ უნივერსიტეტში.
-რომელ ქვეყანაში?
-საქართველოში.
-რატო?
-რა რატო? ოჯახი მყავს იქ. ან სხვა ქვეყანაში რატო უნდა წავიდე? ფულის გამო არ ვაპირებ ლექტორობას.
-აბა ეხა არ მითხრა რომ ბავშვებზე ზრუნავ.
-შენ წარმოიდგინე და კი. წესიერი ლექტორები ბევრი გინახავს?
-არ ვიცი, არ მისწავლია საქართველოში.
-თუ საჭირო იქნება ჩემ უნივერსიტეტსაც დაავაარსებ.
-ვაიმე-ანუკის ისეთი სიცილი აუტყდა, საჭმელი ლამის გადასცდა-წარმომიდგენია ალექსანდრე ლომიძის სახელობის უნივერსიტეტი.
-ხოდა შენი შვილი მანდ ვერ ისწავლის თუ ეგრე გააგრძელებ.
-ოჰ, არა! მაპატიეთ. ბატონო ალექსანდრე, მე ხომ უბრალოდ უაზროდ ვიხუმრე, გთხოვთ მიიღეთ ჩემი არარსებული შვილი თქვენს არარსებულ უნივერსიტეტში.
-არარსებული ხშირად იქცევა რეალურად.
-მაგაში ჩემი შვილი თუ შენი მომავალი უნივერსიტეტი იგულისხმე.
-იმედია ორივე. გვეყო ჭორაობა, შენ აქ სამეცადინოდ მოხვედი.
-ხო, მარა რა ვიცოდი რო დიქტატორი ლექტორი მეყოლებოდა. 15 წუთი დასვენება რაა, ბიბლიოთეკაში რო ვართ ხოლმე 1 საათის მერე 2 საათიანი ლანჩი გვაქ.
-ხოდა ბიბლიოთეკაში არ ხარ. მიდი. გავაგრძელეთ. უკვე გვიანი იყო, როდესაც დაამთავრეს მეცადინეობა. რეალურად არც ერთს არ უნდოდა წასვლა. ძირს იჯდნენ ხალიჩაზე, თან ყავას სვამდნენ და ლაპარაკობდნენ. ცოტახნით გაჩუმდნენ, ერთმანეთთან ძალიან ახლოს იჯდნენ, მაგრამ სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია.
-მემგონი გვიანია, ცოდო ხარ არ გიძინია მთელი ღამე. ტაქსს გამოგიძახებ და მეც გამოგყვები.
-არა, აქ არ არის ეგეთი საშიში ტაქსით მგზავრობა. მიჩვეული ვარ, სულ გვიან მიწევს სიარული. მანქანის ყიდვას უბრალოდ აზრი არ აქვს, აქ სულ საცობებია.
-კარგი... იმედია თბილისში გნახავ.
-იმედია-ანუკიმ გაუღიმა და კართან მივიდა-არ გააღებ?-გაკვირვებულმა შეხედა ღიმილით.
-ხო-ანუკიმ პირველად ნახა ალექსანდრე ესეთი დაბნეული, კართან მივიდა სახელურს შეეხო და ისევ გაჩერდა და მას მიაშტერდა-არ ვიცი რატო.. მარა არ მინდა რო გაგიშვა..
-აქ.. ვერ დავრჩები.
-რატო? ხვალ მეც დილით ადრე ფრენა მაქვს.
-ალექსანდრე ხო ხვდები რა ცუდად გამოჩნდება ეს ყველაფერი?
-და ვინ რას გაიგებს? ნიუ ორკის პრესა სულ შენ გელოდება სასტუმროს შესასვლელთან. დიდი საძინებელია, მე აქ დავწვები.
-მიზეზს ვერ ვხვდები.
-არ შეილება არ მქონდეს მიზეზი?
-შენ და რამეს უმიზეზოდ აკეთებდე?
-მაგას შენზე უფრო ვიტყოდი.
-ალექს.. კარგი დღე გავატარეთ ერთად, მოდი ნუღა გავაფუჭებთ. არ მინდა რამე შეცდომა დავუშვათ მხოლოდ იმიტომ რომ დღეს კარგი დღე იყო.
-ვიცი რო არ გიყვარვარ... მე ვაკონტროლებ ჩემ თავს, რისი გეშინია?
-გთხოვ კარი გააღე.. ბევრი ცუდი მოგონება მახსენდება.
ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა, თავი გააქნია და კარი გაუღო.
-3 დღეში გამოცდები მთავრდება, გრედუეიშენი მაქვს და ვეცდები როგორც მომიხერხდება ჩამოვიდე. მადლობა დღევანდელისთვის.
-კარგი.. ნახვამდის.
-ბედნიერი მგზავრობა-ანუკიმ გადაკოცნა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. თავმოყვარეობამ არ მისცა იმის საშუალება, რომ ღამე იქ დარჩენილიყო. თვალები აუწყლიანდა, მიხვდა რომ ალექსანდრე ნაწყენი დარჩა. ამ დროს გასასვლელში რეზი დაინახა, სწრაფად გატრიალდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
-ახალგაზრდა, შემოტრიალდით ორი წუთით, თუ შეიძლება-ხმაში იგრძნობოდა რეზის საოცრად ირონიული ტონი.
-გისმენ..
-რამ შეგაწუხათ ესე გვიან? არ მითხრა რო მოგენატრე.
-სურპრიზის გაკეთება მინდოდა მარა...
-ახალდაბადებულს ვგავარ? რა გინდოდა ალექსანდრესთან ესე გვიან.
-ე, შენრ ა მამაჩემი ხარ? შენ სად იყავი ა მ შუა ღამეს? ჰა? კაზინოს ვესტუმრეთ?
-ანუკი, მე უბრალოდ არ მინდა რო იმპულსებით იმოქმედო.
-მეც იგივეს გეტყოდი შენ. მართლა, სად იყავი?
-ისე გავედი, მთელი დღე აქ ხო არ ვიჯდები.
ანუკიმ ჩანთიდან წიგნი ამოიღო.
-ვმეცადინეობდით , გინდ დაიჯერე გინდ არა. ხვალ გამოცდა მაქვს. დარჩენა მთხოვა, მაგრამ როგორც ხედავ მივდივარ.
-დარჩენა?
-იმ პონტში არა, ეხა რო იფიქრე.
-დიდი იმედი მაქვს. წამო ტაქსს გამოგიძახებ.
-გამოვიძახე უკვე. გნახავ ამ დღეებში, პარასკევს ხო მოდიხარ?
-კი. აუცილებლად.
-კაი, კარგად.
***
სადღაც 2 საათი იყო კამპუსში რო მივიდა, კარი ჩუმად გააღო და დაინახა ქეითი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ეძინა. მას ელოდებოდა.
-ვა, გღვიძავს?
-შენ ნორმალური ხარ? ორი დღე ძილის გარეშე შეილება?
-ხო ვიცი ეხა დავიძინებ . იმეცადინეთ ?
-კი 2 საათი ვიმეორეთ და მერე დავიღალეთ. შენ?
-კიი, ეხა მოვრჩი. ვისწავლე ქვია, იმიტო რო მეკიდა ეს საგანი ფეხებზე.
-ყოჩაღ?
-ხო. აუ ეხა მაგრა მეძინება და მერე ვილაპარაკოთ კაი?
-კაი.
***
გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა, დარწმუნებული იყო რომ 100დან მინიმუმ 95 ს აიღებდა. Უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ალექსანდრე დაინახა, რომელიც მანქანასთან იდგა და მას ელოდებოდა.
-ალექსანდრე? Შენ ფრენა არ გაქვს?
-როგორ ჩააბარე?
-იმედი მაქვს 100იანზე.
-ფრენა ერთ საათში მაქვს, მე კიდე გუშინ რაღაცის გაკეთება მინდოდა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული ღირდა თუ არა.
-რამ შეგაცვლევინა აზრი?
-არაფერმა. Სიმართლე გითხრა, ეს ჩემი ბოლო ინიციატივაა, ესეც იმიტომ რომ მსოფლიოში ყველაზე უნიჭო მატყუარა ხარ. შეიძლება ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული , რომ ამის მერე სახეში არ გამარტყამ, მაგრამ ზუსტად ვიცი,რო ეს შენც გინდა-ცინიკურად გაუღიმა, მიუახლოვდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და...მისი სახე ხელებში მოიქცია და აკოცა. ჯორჯი და ქეითიც იქვე იდგნენ და ამ ყველაფერს გაოგნებულები შეხვდნენ. ალექსანდრე წამით გაჩერდა და შეხედა, ანუკის თვალები ჰქონდა დახუჭული და არც შეწინააღმდეგებია, რო დამთავრდა მხოლოდ მერე გამოფხიზლდა.
-რა .. რეებს აკეთებ..-ხელით ოდნავ უკან დაახევინა და გაწითლდა.
-ჯერ სახერი არ გაგირტყამს. ეგ კარგის ნიშანია. ესე იგი ისევ გიყვარვარ.
-რეებს ბოდავ.
-შენი ენა სხვა რამეს აკეთებს და ლაპარაკობს თუ როგორ, უთანხმოება გაქვთ?
-გაჩუმდი..-ანუკი გაწითლდა-და რა თუ მიყვარხარ? შენ დღეს დაბრუნდები საქართველოში შეურიგდები ქრისტინეს, მე იგივე წრეზე წავალ და ეს ყველაფერი უბრალოდ ამერიკაში გატარებულ სასიამოვნო 2 დღედ დაგამახსოვრდება, ალბათ შურსაც იძიებ.
-დაასრულე? არ მენდობი... კარგი. ყველაფერი გასაგებია-ალექსანდრე მანქანისკენ გატრიალდა და ის იყო უნდა ჩამჯდარიყო, რომ ანუკი გადაეღობა და ამჯერად თვითონ აკოცა.
-არ წახვიდე...-ღრმად ამოისუნთქა და თვალებში ჩახედა-უბრალოდ... მინდა ეს შენგან გავიგო.
-ვფიქრობ საკმარისზე მეტი გავაკეთე და გითხარი.
-მხოლოდ ამ ერთხელ.
-მიყვარხარ. მხოლოდ შენ. და სხვა არავინ. რო წახვედი არც არავინ შემყვარებია, გუშინ რო მითხარი ორი შეყვარებული მყავდაო... ცოტა დავიბენი.
-არა, არ მყოლია.
-ვიცი. საკმარისად კარგად გიცნობ რო გავარჩიო როდის მატყუებ.
-ანუ... გიყვარვარ.
-კიდე რამდენჯერ გავიმეორო-გაეცინა და ისევ მისკენ მიიზიდა.
-და როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი?
-ნუ დასაწყისისთვის ისიც საკმარისი იქნება თუ შურისძიების გეგმებს ბოლოს მოუღებ-ამაზე ორივეს გაეცინა-მერე კი ეტაპობრივად. ნელი ნაბიჯებით. დასაწყისისთვის თუ გინდა არ გავახმაუროთ სანამ დარწმუნებულები არ ვიქნებით.
-ანუ შენ დარწმუნებული არ ხარ?
-კარგი, სელფი გადავიღოთ და დავდებ ინსტაგრამზე.
-არა, არა... მართალი ხარ. ესე ჯობს. ფრენა?
-არანაირი ფრენა არ მაქვს, გადაცვალებ ილეთი . შემდეგ ორშაბათს მივდივარ.
-მე რო გამოცდები მაქვს?
-უბრალოდ ცერემონიაზე მინდა დავრჩე. წინააღმდეგი თუ არ ხარ
-არა.. ხო.. მარა ქეითმა და ჯორჯმა რო უკვე დაგვინახეს?
-მაშინ გამაცანი და ზრდილობიანად ვთხოვ რო ხმა არ ამოიღონ.
-ალექს, ჩემი მეგობრები არიან. არ მინდა რო კიდე უფრო უარესი შთაბეჭდილება დატოვო ვიდე უკვე აქვთ.
-ანუ არ გამაცნობ? -ანუკიმ მაჯაში ჩაავლო ხელი და ქეითი და ჯორჯისკენ წაიყვანა.
-გამარჯობა-ალექსანდრემ ინგლისურად უთხრა და ხელის ჩამოსართმევად გაიწია, მაგრამ არც ერთმა არ ჩამოართვა-კორონა ხო?
-გეყოფა..-ანუკის გაეცინა-ვიცი რო იცით ვინც არის. მაგრამ ეხლა ცოტა სხვა სტატუსით უნდა წარმოგიდგინოთ.
-დაახლოებით ვხვდებით-ქეითს სახეზე ეტყობოდა თუ როგორ არ სიამოვნებდა ეს ყველაფერი.
-ქეით, შენ კარგად იცი რო მაინც მიყვარდა ამ წლების განმავლობაში. ამიტო სანამ გაკრიტიკებას დაიწყებთ, იქნება ადამიანს ცოტა ზრდილობიანად შეხვდეთ.
-ადამიანს, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოგატარა? გაგახსენო რომელ ჯოჯოხეთზე ვლაპარაკობ?-ჯორჯი სიბრაზისგან სულ გაწითლებული იყო სახეზე-სარეაბილიტაციო კლინიკა? ეს?-მისი ხელები საკუთარში მოიქცია და მკლავები გადაუწია შრამები რო გამოეჩინა.
-ეს.. მეც არ დამიკლია, კარგი? თქვენ ხო მარტო ის იცით რაც მე მოვყევი. მე ალექსანდრე მიყვარს და ეხლა რაც არ უნდა მეჩხუბოთ ვერაფერს შეცვლით, ჩემიდ ამოკიდებულების გარდა თქვენ მიმართ.
-ბოდიში ანუკი, მაგრამ მე თვითგანადგურებაში ხელს არ შეგიწყობ. მახსოვრობა არ მღალატობს და თვალებიდან არ ამომდის ის სურათი კამპუსში რო ნახევრად მკვდარი გიპოვეთ პერედოზით.
-ჯორჯ...
-ნახვამდის-ჯორჯი წავიდა და მას ქეითიც მიჰყვა.
-პერედოზი გქონდა?
-არ მინდა ამის გახსენება. ბევრი რამე გადავიტანე, რათ გინდა მაგის ცოდნა.
-როგორ არ მინდა?
-კაი, ეხლა არ გვინდა. ისედაც გამიფუჭდა ხასიათი ამათ გამო..
-მესმის რატომაც იქცევიან ესე. ვერ დავადანაშაულებ. არც ჩემები გაგიჟდებიან რომ გაიგებენ რო შევრიგდით.
-მემგონი არავის გაუხარდება. საერთოდ ტატომ რო იცოდეს რაც მოხდა ამ წლების განმავლობაში ალბათ ცემით გაგხევს.
-კარგი, არ იფიქრო ეხლა მაგაზე.
-იქნებ.. ვიჩქარეთ?
-5 წელი გავიდა, შენ ფიქრობ რო ვიჩქარეთ? ცოლად ხო არ მომყავხარ, უბრალოდ ერთად ვართ.
-ხო. ეხლა რო მეორე გამოცდისთვის უნდა მოვემზადო?
-დაგეხმარო თუ?
-არა, ამას ჩემით მივხედავ. თან.. ამათთან ლაპარაკიც მინდა. შენ რას იზამ?
-სასტუმროში წავალ და მერე ქალაქში გავივლი. შენით მომწერე თუ სადმე გასვლა მოგინდება, ვიცი რო დაკავებული ხარ. ტაქსით ვარ კამპუსში გაგიყვან.

***

ანუკის კამპუსში ქეითი დახვდა, რომელიც თითქმის საერთოდ არ ელაპარაკებოდა. არადა ცოტახნის წინ თვითონ ეუბნებოდა რომ იცოდა მისი სიყვარულის შესახებ ალექსანდრეს მიმართ. ბოლო ბოლო ეს ანუკის ურთიერთობა იყო, რატომ ადარდებდათ ესე ძაან? თან ბრაზობდა , მეგობრებს რომ არ ესმოდათ მისი, მაგრამ ამავდროულად ხვდებოდა დამოკიდებულების მიზეზსაც. თავში ათასნაირად აწყობდა ტექსტს, რომლითაც უნდა შემოერიგებინა, მაგრამ რეალურად თვითონაც ვერ აცნობიერებდა რითი უნდა გაემართლებინა ალექსანდრესთან შერიგების ამბავი. სულ ცოტა ხნის წინ მასთან მუშაობაზეც კი სასტიკ უარს აცხადებდა, არა თუ შერიგებაზე. თითქოს სძულდა მთელი თავისი არსებით, ვერ ხვდებოდა რა მომენტში შეეცვალა დამოკიდებულება და სიძულვილი სიყვარულად როდის გადაიქცა. თუმცა სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, პირიქით ეს იშვიათად მოქმედებს. რამდენჯერ სცადა ალექსანდრეს დავიწყება, მაგრამ არაფრით არ გამოუვიდა. რაღაც პერიოდი კურსელებთან ერთად დადიოდა პაემნებზე, მაგრამ დიდად არავინ მოწონებია. ყოველ შემთხვევაში სერიოზულად. ვერავის ვერ ადარდებდა ალექსანდრეს, მის ხასიათს. სხვა ყველასთან მისი სიჯიუტე გასდიოდა, მაგრამ მასთან არა . მხოლოდ მას შეეძლო ანუკი ისე დაეყოლიებინა, რომ ხმაც არ აეწია ზედმეტად. ალექსანდრეს სიმშვიდე, მოხერხებულობა დაბალანსირებული ბუნება და კიდევ ბევრი სხვა თვისება იზიდავდა ანუკის, რადგან ჯერ არავინ შეხვედრია მისი მსგავსი. თან აღიზიანებდა, რომ ალექსანდრეს დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ მომენტებში უხაროდა კიდეც, რადგან თავს უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობდა. ბოლოს მიხვდა რომ ეს ყველაფერი უნდა აეხსნა თავის მეგობრებისთვის, იქნებ ესე მაინც მიმხვდარიყვნენ ყველაფერს და თუ არადა ესე იგი ნამვდილი მეგობრები არ ყოფილან.
-ქეით... მისმინე.
-არ მინდა, ანუკი. შენი ცხოვრებაა, გასაგებია ჩვენი აზრი არ გაინტერესებს, უბრალოდ მაღიზიანებს ის ფაქტი, რო ეს ყველაფერი დაგვიმალე. რამდენი ხანია გვატყუებ?
-რა?
-რამდენი ხანია ხვდები? ეს 3 კვირაც მაგიტო იყავი ხო თბილისში?
-არა! არა. გუშინ ვიყავით ერთად მეხმარებოდა მომზადებაში.
-ვხედავ.
-ქეით, რაში მჭირდება შენი მოტყუება?
-არ ვიცი, იქნება ისევ ნარკოტიკებს დაუბრუნდი, მაგ დროის ტყუილი გჩვევია.
-ქეით... შეურაცხყოფაზე ნუ გადმოდიხარ. არაფერს არ დავუბრუნდი, რატო არ შეგიძლია ორი წუტი მომისმინო? თვითმფრინავში შევხვდით ერთმანეთს, რაღაცეებზე ვლაპარაკობდით, შემომთავაზა ქალაქი დამათვალიერებინეო . მეც დავთანხმდი, მერე დახმარება ვთხოვე იმიტო რო კარგად იცის ეს საგანი. ლაპარაკს შევყევით, ყველაფერი რაც მოხდა განვიხილეთ და რაღაც მომენტში იმ დასკვნამდე მივედი , რომ რა პრობლემებიც გვაქვს ან გვქონდა ადვილად გამოსასწორებელია.
-ლაპარაკით ხო?
-არა მარტო. ფაქტი ერთია, მე მიყვარს. 5 წლის განმავლობაში თუ დაუკვირდი არავინ სერიოზულად არ მომწონებია, იმიტო რო ალექსანდრე მიყვარს. მის გარეშე უბედური ვიქნები.
-მაგრამ მასთან ერთად არც ბედნიერი არ იქნები.
-ცდები, უკვე ძალიან ბედნიერი ვარ.
-დარწმუნებული ხარ რომ შენი გადაწყვეტილებაა? მე როგორც დავინახე თვითონ გაკოცა.
-კი, იმიტო რო მე ვერ გავბედე. ზედმეტად კარგად მიცნობს და იცის რო თავმოყვარეობას ვერ გადავაბიჯე გუშინ. თორე მეც იგივეს გაკეთება მინდოდა გუშინ.
-არ მჯერა... როგორ შეილება ეს ადამიანი კიდევ გიყვარდეს? ამდენი ტკივილი მოგაყენა.
-საყვარელი ადამიანები ხშირად აყენებენ ერთმანეთს ტკივილს.
-ეს ტოქსიკური ურთიერთობაა.
-არ არის. გვიყვარს ერთმანეთი, არ მცემს, არ მაყენებს შეურაცხყოფას. თუ დაუკვირდი ყველაზე ცუდად მაშინ ვარ როცა ჩემთან არ არის.
-არ ვიცი, ანუკი... მე ვთვლი, რომ შენ უდიდეს შეცდომას უშვებ.
-სულ რო ესე იყოს, მე მინდა რომ შენ გვერდით მედგე. თუ შეცდომაა ეს ჩემი შეცდომა იქნება და ვისწავლი.
-კი, მარა ეს შეცდომა წინაზე უარესად დასრულდება.
-იცი რა, არ გინდა მხარი დამიჭირო კარგი, მაგრამ ალექსანდრეს როცა დაინახავ, თუ წესიერად არ მოიქცევი.. ჩვენ პრობლემები შეგვექმნება. მე ეს ადამიანი მიყვარს და ჩემ მომავალს მასთან ვხედავ.
-მე კიდე შენ მომავალს საერთოდ ვერ ვხედავ.
-როგორ შეგიძლია ესეთი რაღაცეები მითხრა?
-შენ არ გახსოვს, აშკარად არ გახსოვს რა გჭირდა. რა ცუდად იყავი, ძლივს ლაპარაკობდი -ეგ ალექსანდრეს ბრალი რანაირად იყო? შვილი დავკარგე ქეით, რა თქმა უნდა ცუდად ვიქნებოდი?! 18 წლის ასაკში ახალი გაშორებული ვიყავი ქმარს და შვილი მომიკვდა...როგორ არ გესმის?
-ზუსტად! და რატო იყავი ეგეთ მდგომარეობაში? შვილი ალექსანდრესი იყო.
-არავის არ გავუპატიურებივარ იცი? თუ მე რამე მდგომარეობაში ვიყავი ეს ჩემი ბრალი იყო ნარკოტიკები ძალით არავის არ მოუცია ჩემთვის, არც ალკოჰოლი. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. მიზეზი ვინ და რა იყო, ეგ მეორეხარისხოვანია, თუ ვინმეს მოეთხოვება პასუხი ეს მე ვარ. ალექსანდრე კიდე უბრალო გამართლება იყო. ზრდასრული ადამიანები პასუხს აგებენ საკუთარ შეცდომებზე.
-ალექსანდრემ რატო არ აგო.
-შენ არ იცი მან რა აგო და რა არა.
-ის არ დატანჯულა ისე როგორც შენ.
-და რა საჭიროა? ჯოჯოხეთში ვართ? ყველა უნდა დაიტანჯოს? არ მესმის შენი ლოგიკა. რატომ უნდა დაიტანჯოს ის ისევე, როგორც მე. ეგეთ ტანჯვას არავის ვუსურვებ.
-მემგონი მართლა კაიფში ხარ, ვერ ვიჯერებ რომ ამ ყველაფრის შემდეგ მას დაუბრუნდი.
-მე კიდე არ მჯერა რომ იმის მერე რაც გამოვიარეთ შენ კიდე ეჭვი შეგაქვს ჩემს ნათქვამში. კაიფში ვარ ხო ? იქნებ ოთახიც დასერჩო და ნახო სადმე ხო არ მაქვს გადამალული რამე? დაგეხმარები, გავათავისუფლებ ჩემ კარადას და წავალ. Მანამდე შენ კარგად მოძებნე სადმე რამე არ მქონდეს მიმალული-ანუკიმ კარადის თავიდან ჩემოდანი გადმოაცურა, ძირს დააგდო და შიგნით ნივთების და ტანსაცმელების ჩაყრა დაიწყო.
-ანუკი, გაჩერდი ორი წუთი და დავილაპარაკოთ, სად მიდიხარ?
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. Ეხლა მართლა ჩემ გამო რო აკეთებდე მაგას უბრალოდ მხარს დამიჭერდი. Არ გინდა გაიგო რო ძლივს ბედნიერი ვარ, როგორც გინდა-ჩემოდანი შეკრა და გიჟივით გავარდა სახლიდან, ტაქსი გააჩერა და სასტუმროში დაბინავდა. Რა თქმა უნდა ანუკი იმპულსიური ადამიანი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თავმოყვარეობის საკითხი უფრო იყო. Მას არ ენდობოდნენ და ისევ ნარკომანად თვლიდნენ. Როგორც პატარა ბავშვს ისე უყურებდნენ, რომელსაც საკუთარი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. Თუმცა ეხლა ამის დრო არ ჰქონდა, ხვალ მეორე გამოცდა ელოდებოდა და მისთვის უნდა დაეწყო მზადება. Მთელი დღე მეცადინეობაში გაატარა. Მას ყოველთვის კარგად გამოსდიოდა პირადი ცხოვრების გამიჯვნა საკუთარი საქმიანობისგან. Როდესაც საჭირო იყო ივიწყებდა ყველანაირ პრობლემას და კარიერაზე ფოკუსირდებოდა, რაც მხოლოდ წლების შემდეგ, დიდი შრომის და ნერვების ფასად შეძლო. Რაღაც მომენტში მიხვდა რომ ემოციები ზედმეტად ხელს უშლიდნენ მუშაობაში და ისწავლა მათი ბალანსირება ან თუნდაც საკუთარ თავში გამოკეტვა. Ანუკის კიდევ ერთი თვისება ცხოვრებისეულ სირთულეებთან მარტო გამკლავება იყო, არ უყვარდა სხვებთან დახმარების სათხოვნელად მისვლა, აქედან გამომდინარე, ალექსანდრესთვის არაფერი არ უთქვამს. არც აპირებდა. Თუნდაც იმიტო რო მაინც ვერაფერს გააკეთებდა და უაზროდ უნდა ეცადა ანუკის დამშვიდება, რაც მას არ ჭირდებოდა. Საღამოს გადამეორება რო დაასრულა მიწერა და გარეთ ერთად გავიდნენ სასეირნოდ.
-როგორ ჩაიარა მეგობრებთან ლაპარაკმა?-ალექსანდრემ ხელი გადახვია, მასთან ახლოს მიიზიდა და თავზე აკოცა მერე პასუხის მოლოდინში მის სახეს დააკვირდა, თითქოს სიცრუის დეტექტორი ყოფილიყოს და უკვე ტყუილს ელოდებოდეს.
-მარტო ქეითთან ვილაპარაკე და ისეთი რეაქციები ჰქონდა ჯორჯთან უბრალოდ აზრი აღარ აქვს. Ან გადაუვლით ან არა, არ მადარდებს. Ეს რესტორნების ქსელი რომ არა რომელიც სამივემ ერთად დავაარსეთ, ალბათ დაუფიქრებლად წამოვიდოდკი უკან სახლში.
-წამოდი. Მიყიდე შენი წილი.
-ესეთი ადვილი არ არის. Ჩემი პირველი დამოუკიდებელი ბიზნესია, თან უცხოეთში და წარმატებული. Არ დავუთმობ მხოლოდ იმიტომ რომ რომელიღაცას ჰგონია რომ უფლება აქვს ჩემ პირად ცხოვრებაში ასე უხეშად ჩაერიონ.
-კარგი, დამშვიდდი. Მართალი ხარ, შენი კარიერაა. Ცოტა ეგოისტურად გამომივიდა. Რას აპირებ?
-სავარაუდოდ დავრჩები და ცოტას ვიმუშავებ, არ მინდა რაღაც მომენტში მომიტრიალდნენ და მითხრან რომ საკმარისად არ ვმუშაობ და წილი ჩამომართვან, ან რამე ეგეთი. Ისედაც ყორადმენჯერ რაღაც შეცდომას დავუშვებ ან გვიან დავბრუნდები სულ ნარკომანობას მაძახებენ უკან და ცოტა არ იყოს ყელში ამოვიდა. Ესე მგონია ჩემ გარდა შეცდომა არავის არ დაუშვია, , მპასუხმე მაკრიტიკებს. და მერე ამას რომ ვეუბნები, მპასუხობენ რომ თავის გამართლებას ვცდილობ და ეს დაუშვეებელია და პირდაპირ რეცედივისკენ ხსნილი გზაა.
-მაგას შენი მეგობრები გეუბნებიან?
-ერთი ორჯერ ფსიქოლოგსაც დაარეკინეს როცა ეგონათ რომ თავიდან იწყებოდა ყველაფერი. არადა იმის მრე ერთხელაც არ გამიკარებია ახლოს წამალი. ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობენ.
-არ ვიცი, არ ვიცნობ და არ მინდა შეცდომაში შეგიყვანო, ესე შორიდან ჩანს რომ მეგობრები არიან და ნერვიულობენ. მეორე მხრივ შეიძლება კომპანიიდან შენი გაგდებაც უნდათ.
-არ ვიცი და არ მაინტერესებს, სერიოზულად დამღალეს უკვე. Ვერ ვიტან ადამიანებს სხვა საქმე რო არ ქვთ და სხვების პირად ცხოვრებაში ერევიან.
-ანუკი შენი მეგობრები არიან-ალექსანდრეს გაეცინა-შენ პირად ცხოვრებაში შენი ოჯახიც ჩაერევა და მაგას ვერაფერს უზამ. Შენ ნახე უკან რო დავბრუნდებით რა ამბავი ატყდება.
-ჯერ ვერ დავბრუნდები.
-როცა დაბრუნდები.
-არ ვეტყვით. Არავის საქმე არ არის.
-და რამდენი ხანი?
-რამდენიც საჭირო იქნება. Სადმე გვეჩქარება?
-რავი... ოჯახის შექმნა არ გინდა?
-ოჯახის?
-ხო, იცი ოჯახი, ქმარი და ცოლი ერთად ცხოვრობენ და შვილი ყავთ.
-ალექსანდრე... მე არ ვაპირებ დაოჯახებას. Ერთხელ რო გამომგყევი გახსოვს როგორც დამთავრდა.
-ვერ გავიგე? Აბა რას აპირებ. Მთელი ცხოვრება შეყვარებულობანას თამაშს? Და ბავშვი არ გინდა?

-ეს.. Შენთვის პრობლემაა?
-ალბათ? მე მინდა შენთან ერთად ოჯახის შექმნა და პირველად იცი რატომაც არ გამოგვივიდა. მითხარი რო მეღადავები.
-არ გეღადავბეი.. მოდი არ გვინდა ამ თემაზე ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი.
-არა, მერე გვიანი იქნება. შენ ეს როდის გადაწყვიტე?
-ჩვენი შვილი რო დავკარგე.. მაშინ.
-ანუ უბრალოდ გეშინია, გადალახავ ამ შენ შიშს და მორჩა.
-შენ ესე ადვილად უყურებ ყველაფერს? შენ იცი რა მემართება როდესაც ისეთ სტრესში ვარ რომ გონება მეთიშება, ან როდესაც მგონია რომ ვიღაც ჩემ ჩარჩოებში გამოკეტვას ცდილობს? ზუსტად მაგიტო წამოვედი დღეს კამპუსიდან.
-რას ნიშნავს წამოხვედი?
-არაფერს..
-რას ნიშნავს წამოხვედი?
-ჩემოდანი ჩავალაგე და წამოვედი, არ მინდა იქ დარჩენა.. ვერ ვიტან როცა ჩემ გაკონტროლებას ცდილობენ.
-და მე ვცდილობ შენ გაკონტროლებას?
-ეხლა არა, მარა მერე ეცდები. მე არ.. ვარ მზად არანაირი ოჯახისთვის და მით უმეტეს ბავშვისთვის. მე ვერ ვიქნები კარგი დედა და ცოლი. ამიტო ამას ან ეხლავე შეეგუები, ან თუ გინდა დავშორდეთ. მერე გვიანი რომ არ იყოს.
-ანუკი უკვე ორჯერ დამემუქრე დაშორებით და თუ ესე აპირებ გაგრძლებას რამდენჯერ ვიჩხუბებთ, მოდი რეალობად აქციე ეგ შენი მუქარა.
-არ გემუქრები, ძალიან განსხვავებულად ვხედავთ და ვუყურებთ ჩვენ მომავალს და აშკარად პრობლემები შეგვექმნება. შენ უკვე 30 ის იქნები მალე და შვილი გინდა, მე კიდე ჯერ კარიერა მინდა.
-ჯერ, ანუ მომავალში შეიძლება დაფიქრდე ოჯახზე?
-არ ვიცი.
-კარგი, სხვანაირად დავსვამ შეკითხვას. შენ ზოგადად არ გინდა ოჯახი თუ ჩემთან ერთად შექმნილ ოჯახზე ამბობ უარს?-ეგ არ მითქვამს... საიდან მოიტანე?
-იმიტო რო არ მენდობი. გეშინია რომ იგივეს გავაკეთებ. არ ვიცი, მილიონი მიზეზია.
-ალექსანდრე, რატო უნდა ვილაპარაკოთ ეხლა ოჯახზე... ჯერ 2 დღეა ერთად ვართ.
-ანუკი, მე შენ მიყვარხარ.. და მემგონი ეს 5 წელი საკმარისზე მეტი იყო სწავლისთვისაც და კარიერისთვისაც. მე რანაირად შეგიშლი ხელს განვითარებაში?
-ბავშვი შემიშლის. გესმის? ორ ფირმაზე უნდა ვიყო გაწეილილი.. და მე მიყვარს ეს. მე მიყვარს რომ სულ საქმე მაქვს. ბავშვს ვერ დავუთმობ მთელ ჩემ ყურადღებას, როგორ ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს.
-ეხლა თუ საერთოდ?
-არ ვიცი. ამიტო შენთვის თუ ეს პრობლემა...
-კიდევ ერთხელ იტყვი დავშორდეთო და მართლა დაგშორდები. გაიგე?
ანუკი ადგილზე იდგა აღარ იცოდა რა ეთქვა, ხვდებოდა რომ ალექსანდრეს გულს ტკენდა, მაგრამ რასაც ამბობდა სიმართლე იყო. მას არ უნდოდა ოჯახი, ყოველ შემთხვევაში უახლოესი 5 წლის განმავლობაში.
ალექსანდრეს კი ოჯახი ძალიან უნდოდა . შვილი უკვე ორჯერ დაკარგა და ბავშვზე მეტად არაფერს არ ნატრობდა. 27 წლის ასაკში ყველაფერი ჰქონდა, ფული, სახლი, განათლება. ახლა ოჯახის შექმნაღა უნდოდა, მაგრამ ხვდებოდა რომ ანუკის ასაკში თვითონაც იგივე ოცნებები ჰქონდა. მხოლოდ კარიერაზე ფიქრობდა. ამიტომ ვერაფერს ვერ ეუბნებოდა. კარგა ხანი ჩუმად სეირნობდნენ, ხასიათი გაუფუჭდათ. ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს პანაშვიდზე ყოფილიყვნენ. ალექსანდრემ ანუკის ხელი ინსტიქტურად გადახვია, თითქოს ამ ჩხუბის მერე იფიქრა, რომ ყველაფერი დამთავრდა და ბოლოჯერ მიიხუტა.
-მისმინე-გაჩერდა, მისკენ შემოატრიალა და მხრებში მოკიდა ხელი-ესე არ გამოვა ანუკი.
-ვიცი... ვიჩქარეთ.
-არა, მაგას არ ვგულისხმობ. არ შემაწყვეტინო. რამდენჯერ რაღაცა დაბრკოლებას შევხვდებით, მაშინვე არ უნდა დავშორდეთ. ურთიერთობის აწყობა ხო რთულია და ჩვენ შემთხვევაში ხო საერთოდ, მაგრამ ყოველთვის არსებობს კომპრომისი. მე მინდა ოჯახი, შენ უბრალოდ შეგილია დაფიქრდე მაინც, რომ მომავალში..
-კი.. მართალი ხარ. უბრალოდ, ეხლა არ მინდა. და უახლოესი 3-4 წელი.
-მე არ ვარ მიზეზი?
-ალექსანდრე... ჩვენი ურთიერთობის წარუმატებლობის პირველი მიზეზი შენ ნაღდად არ ყოფილხარ. მთავარი იყო ის რო ყველაფერი ნაძალადევად მოხდა , ამიტო არ მინდა რო ვიჩქაროთ და რომ ერთმანეთს რამე ვაიძულოთ... ასეთ დროს ისევ წარსულში ვბრუნდები და მგონია რომ ისევ სახლში ვარ ჩაკეტილი, მარტო, ვსვამ რო დრო მალე გავიყვანო.. შენ ლოდინში ძაღლივით ვგდივარ მისაღებში სავარძელზე, კარს მივჩერებივარ, შენ კიდე არსად არ ჩანხარ. ლიზასთან ერთად ხარ და ზოგჯერ არასდროს მოდიხარ. მახსენდება მამაჩემი რომელმაც საქონელივით გამყიდა რაღაც კომპანიაზე... მახსენდება რო გალიაში ვიყავი გამოკეტილი და უბრალოდ მონა ვიყავი, რომელსაც ის უნდა გაეკეთებინა რასაც...
-მე გეტყოდი.
-ხო.. არ მინდა ისევ ესე იყოს. მინდა ვიგრძნო რომ შენ არაფერს მაძალებ და რომ თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ ორივე. მინდა რომ ჩემი კარიერა, ცხოვრება და მეგობრები ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს შენთვის, როგორც ჩემთვის შენი ოჯახი და სამსახური.
-კარგი, მართალი ხარ. არაფერს არ გაიძულებ, მაგრამ მინდა იცოდე რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ოჯახის თემა.
-ვიცი. მესმის.
-და რაც შეეხება კამპუსიდან რო წამოხვედი იმას. რატო არ მითხარი?
-ნუ... ეხა ხო გითხარი?
-ანუკი. ესე მაგრა იჩხუბეთ?
-ხო. საშინელებები მელაპარაკა. ხოდა ისედაც უნდა დამეტოვებინა იქაურობა 2-3 დღეში, ხვალ ბოლო გამოცდა მაქვს. ბარემ დღესვე დავტოვე.
-შემდეგზე არ გამოტოვო ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები.
-არ გინდა რამე ფილმს ვუყუროთ? გავიყინე.
-ჩემთან ავიდეთ.
-კაი.
***
ანუკიმ ბოლო გამოცდაც ჩააბარა და კამპუსში წავიდა ნივთების ჩასაწყობად. იცოდა რომ ამ დროს ქეითი და ჯორჯი მეგობრებთან ერთად აღსანიშნავად იქნებოდნენ წასულები. თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა, მისვლისთანავე მას შიგნით ორივე შეყვა. ანუკიმ მათ ყურადღება არ მიაქცია და დარჩენილი ნივთების ჩალაგება დაიწყო.
-ანუკი, შეილება ვილაპარაკოთ?
-არა . არ შეილება.
-ბიზნესს ეხება-ქეითმა უთხრა.
-გისმენ-ანუკიმ თავი დაანება ჩალაგებას.
-ქეითი ტოვებს ფირმას.
-რატო?
-სახლში ვბრუნდები. ძალიან.. ძალიან მაგარი საქმე წამოვიწყეთ ერთად, მარგამ არ მეგონა თუ ესეთი წარმატებულები გავხდებოდით.. მინდა უფრო განვვითარდე და რამე მარტომ წამოვიწყო. რაც მქონდა წილს იმასაც თქვენ გიტოვებთ, საკმარისად დავაგროვე რომ ახალი ბიზნესი ჩემით წამოვიწყო.. ამის თქმა მინდოდა.
-ანუ მე და ჯორჯი დავრჩით?
-ესე გამოდის.
-კარგი.. საწყენია, მაგრამ არაუშავს-ანუკის მეტი არაფრის თქმა არ უნდოდა, მისთვის უკეთესიც იყო ესე რომ გამოვიდა. აზრი არ ჰქონდა ქეითთან ურთიერტობის დალაგებას , თან უნივერსიტეტის შემდეგ ადამიანები ყოველთვის იკარგებიან.
-ბოდიში მინდოდა მომეხადა ყველაფრისთვის.. მართალი ხარ, ეს შენი ცხოვრებაა. უბრალოდ მინდა მჯეროდეს რომ ამას არ ინანებ. მაპატიე-ქეითი გადაეხვია და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა-ამდენხნიან მეგობრობას წყალში ერთი ბიჭის გამო არ გადავყრით ხო?
-არა-ანუკისაც გაეღიმა-შენც მაპატიე.
-ბარემ მეც მაპატიეთ-ჯორჯი უხერხულად ჩაერთო საუბარში და ანუკის აწყლიანებული თვალებით შეხედა.
-მოდი შენც-და ჯორჯიც ჩაეხუტა-გრუფ ჰაგ.
-როდის მიფრინავ?
-ხვალ.
-ხვალ? და დღევანდელი ცერემონია? ასწრებ?
-კი. კი.
-ხოდა საღამოს ყველამ ერთად ავღნიშნოთ.
-არ შემილია-ანუკი ოდნავ მოშორებით დადგა.
-რატომ?
-ალექსანდრესთან ერთად ვაპირებდი აღნიშვნას.
-წამოიყვანე-ჯორჯმა დაუფიქრებლად მიახალა.
-წამოვიყვანო? მერე თქვენ?
-ჩვენ შენი ბედნიერება გვინდა. მეტი არაფეირ. მთავარია კუხარკად არ გადაგაქციოს და კარიერაზე უარი არ გათქმევინოს, იგივე ძლიერ ანუკიდ დარჩე და მეტი არაფერი არ მინდა.
-ვეტყვი.. გაუხარდება. კარგი უნდა წავიდე, მოვემზადო და საღამოს გნახავთ.
***
უნივერსიტეტის დამთავრებას, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისს მოასწავებს. ანუკიმ მიუხედავად ამდენი სირთულისა დაასრულა უნივერსიტეტი, პირველ სიყვარულს დაუბრუნდა, ახალი მეგობრები შეიძინა, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და პიროვნული განვითარების პიკს მიაღწია. თუმცა ესეთ მომენტში მის გვერდით ოჯახის წევრები არ იყვნენ, ანუკი მაინც ბედნიერი იყო, რადგან ახლა მისი ოჯახი ალექსანდრე და მეგობრები იყვნენ. სწორედ ამაზე ფიქროდა, როდესაც ტრიბუნაზე დიპლომის ასაღებად ადიოდა. სიამაყით უყურებდა ალექსს, ქეითს და ჯორჯს. ერთი სიტყვით ანუკი ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო იმით, რომ ყველაფერი ასე თუ ისე კარგად დამთავრდა.
***
თუმცა არც ისე კარგად... საერთო ბიზნესის გაყიდვა მოუწიათ, რადგან კორონას სიტუაციამ შეუძლებელი გახადა ახლადწამოწყებული ბიზნესის წარმატებული წინსვლა. შედეგად ალექსანდრემ დაიყოლია ანუკი საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, რაზეც მან უარი ვერ უთხრა, რადგან აქ აღარაფერი დარჩენოდა. დიდი ხანი ფიქრობდნენ რა ეთქვათ ახლობლებისთვის. ბოლოს ანუკიმ გადაწყვიტა ალექსანდრე მის ოჯახთან ერთად დაეპატიჟებინა სახლში. ეს ვახშამიც საქართველოში დაბრუნებიდან მეორე დღესვე უნდა გაიმართა.
სიტუაცია უხერხული იყო, ისმოდა მარტო დანა-ჩანგლის და ჭიქების ჭახუნის ხმა. ბოლოს ეს სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია.
-დარწმუნებული ვარ ყველას გადასარევად გახსოვთ წლების წინანდელი ამბავი, რომლის დროსაც ჩემმა ყოფილმა ცოლმა, საკუთარ დაბადების დღეზე, მთელი თბილის წინაშე თავი მომჭრა.
-და ისიც გემახსოვრებათ მაგ დღეს ჩემი თავიც რო შევარცხვინე ალექსის საყვარლის ამბის გამო-ალექსანდრეს ნაწყენმა გახედა, კიდევ უფრო მეტის თქმას აპირებდა, მაგრამ გაახსენდა რომ აქ საჩხუბრად არ იყვნენ-მაპატიე.. რო შეგაწყვეტინე.
-როგორც ვამბობდი, ამის მერე ჩვენ გავშორდით. მოკლედ.. ეხლა ისევ შევრიგდით.
ანუკიმ ხელი შუბლთან მიიტანა და ლამის სახეში შემოირტყა. უფრო დელიკატურ ტექსტს ელოდებოდა. უხერხული სიჩუმე შეცვალა ჭიქის მსხვრევის ხმამ. ნინას ხელიდან გაუვარდა ღვინის ჭიქა და პირდაღებული მიჩერებოდა ხან გიორგის, ხანაც ალექსანდრეს.
-რას... რას ლაპარაკობთ თქვენ?-ცოტაც და ალბათ ნინას ინფაქტი ხევდა.
-არ ინერვიულოთ დედა.. ნინა.. ისა..
-ანუკი-ალესანდრემ საყვედურით გახედა, მიხვდა რომ ანუკი ღადაობდა-დედა არ გინდა ეხლა, არ დაიწყო.
-ესეთ ანგელოზივით ცოლს გაშორდი... და ეს უნდა შემომიყვანო სახლში?
-ქალბატონო ნინა, დაწყნარდით არავის არ მივყვები ჯერ ცოლად.
-აჰა, კდიე იქით გითხრა უარი? ვაიმე...-ნინამ ღრმად ამოისუნთქა და სულ გაწითლდა.
-დედა იტყვი რამეს?
-მე არაფერი მაქვს სათქმელი. ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ ალექსანდრე გიყვარდა. თუ შენ შეეგუე ამ ფაქტს... მე თქვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ. ალექსანდრე შენთვის საუკეთესო ვარიანტია.
-რა.. რა საუკეთესო ვარიანტი ! მე ვინმემ მკითხა ჩემთვის რა ვარიანტია?-ნინა ბოლო ხმაზე ქოთქოთებდა, ხან ხმამაღლა ხანაც ბურდღუნით-ჯადო გაუკეთა.. არა ჯადო გაუკეთა ჩემ შვილს!! აბა როგორ გახდა ესეთი უთავმოყვარეო ამიხსენით? რა შეულოცე? ჰა?!
-იცით.. შეგიძლიათ სახლში რომ მიხვალთ ბალიშის ქვეშ ჩაკეტილი ბოქლომი იპოვოთ. ეს ბედის ჩაკეტვის ჯადოა, მამიდაჩემმა ნინომ მასწავლა.
-რა.. რა გასწავლე, გოგო გაჩუმდი!-ნინოც გაბრაზებული იყო. ტატო კი სრულიად ჩუმად იჯდა-ჩაგასიკვდილებ! ნუ ხუმრობ ჯადოებზე! ჯვარი აქაურობას.
-ტატო? შენ მცემ ეხლა თუ რამეს ელოდები-ალექსანდრე სრული სერიოზულობით ამბობდა ამას და თან პირდაპირ ტატოს უყურებდა თვალებში.
-მე ვერაფერი ვერ გავიგე . როდის მოასწარით შერიგება?
-ერთად ვიყავით ამერიკაში.. და იქ ბევრი ვილაპარაკეთ ყველაფერზე..
-მე ბევრი რამე ვიცი.. ალბათ რისი ხსენებაც აქ არ შეიძლება-ტატომ ანუკის გახედა და მიახვედრა რაზეც ლაპარაკობდა-და რაზეც ძალიან დამწყდა გული. ძალიან.. მაგრამ ამ სიტუაციიდან ანუკიზე მეტად არავინ არ დაზარალებულა, და თუ ანუკიმ გაპატია.. მე საერთოდ არ მომეთხოვება პასუხი. უბრალოდ მეორედ რამე მსგავსი რო მოხდეს.. ორივეს ჩემი ხელით დაგბრიდავთ. იმედია კარგად დაფიქრდით ამ სადილის მოწყობამდე, თორე ეხლა ქალბატონ ნინას სასწრაფო უნდა გამოვუძახოთ.
-გიორგი შენ არაფერს იტყვი?-გიორგი რეალურად იმ ოჯახის წევრთა ტიპაჟს მიეკუთვნებოდა, მუდმიავდ ჩუმად რომ იჯდა და ჰოს და არას გარდა არაფერს არ იძახდა. ბუნჩულა და წყნარი ტიპი იყო, არადა ალექსანდრეს რო შეხედავდით ვერ წარმოიდგენდით რომ გიორგის გავდა. თან ალექსი უმცროსი იყო. ანუკიმ ალბათ სულ მესამედ მიმართა მთელი ცხოვრების განმავლობაში გიორგის რაიმე კითხვით, რადგან ის დიდ ინიციატივას არ იჩენდა მასთან ურთიერთობაში.
-მე.. ვერ ვიტყვი, რომ იშვიათია ალექსანდრეს ვინმე შეუყვარდეს. ერთი ის ვიცი რო ზრდასრული ადამიანები ხართ და არავის თანხმობა არ გჭირდებათ არაფერში. მე შენ მომწონხარ ანუკი. ჩემ ცხოველ ძმას შენნაირი ცოტა გიჟი, მაგრამ დაბალანსირებული ადამიანი სჭირდება გვერდით. თქვენ გაგიმარჯოთ-გიორგიმ ღვინის ჭიქა აწია და ცოტა მოსვა.
-ოღონდ ამან დალიოს-ალექსანდრეს ესიამოვნა მისი სიტყვები, უბრალოდ არ შეიმჩნია.
-სუ ყველამ გააფრინეთ!!!-ნინა ბოლო ხმაზე გაჰკიოდა-ჩემ წინააღმდეგ შეიკარით ხო?! რატომ არ არის ნოდარი ცოცხალი!!!
-ნოდარი რო ცოცხალი იყოს დედა, აქ არ ვიჯდებოდით.
-მართალია... ხოდა რატო არ არის ცოცხალი თქო!! მე ამ გოგოს რძლად არ მივიღებ!!
-მერე ვინ გეუბნებათ მიიღეთო. გატანთ საერთოდ?-ნინოც ჩაერთო საუბარში-ან თქვენ ვინ გეკითხებათ ამხელა ხალხის ამბავს?მოვიდნენ და გვითხრეს, რომ გვცოდნოდა . მეტი არაფერი. ეს ნებართვის კითხვა არ იყო. თქვენი აზრი ცოტა კორექტულად გამოთქვით, აქ არავინ გეგონოთ დაბალი ღობე. მეორედ ჩემ ძმისშვილზე საუბრისას სიტყვები შეარჩიეთ, ქალბატონო ნინა, არ უნდა გეშლებოდეთ ესეთი წვრილმანები ამხელა ელიტაში გამომჯდარ ქალბატონს.
-როგორ მაკადრეთ!!
-დედა, საკმარისია ეს ცირკი-ალექსანდრე ნელ-ნელა ღიზიანდებოდა, თუმცა საერთოდ არ გაკვირვებია ნინას რეაქცია. რა თქმა უნდა დედებისთვის ყოველთვის რთული იყო ბიჭების საცოლეების მიღება, თან ამ შემთხვევაში საუბარი ზედმეტი იყო-მე ანუკი მიყვარს და შენ ოდნავ მაინც თუ მცემ პატივს შეწყვეტ მის ლანძღვას. შენ ნახევარიც არ იცი ამ ყველაფრის ამიტო გთხოვ, გაჩუმდი. მე მეცი პატივი.
-როგორც ჩანს , ჩემი აზრი აქ არავის ადარდებს . მოიყვანე ეს ნარკომანი თავიდან ოჯახში და შეარცხვინე შენი თავიც და მამაშენიც. ხო ზუსტად, ნარკომანი. ეს ვინმეს უნდა ეთქვა, ქალბატონო ელენე თქვენი შვილი აქ ანგელოზი რომ გამოგყავთ... 5 წელი ისე გავიდა ერთხელ არ დაგირეკათ.ალბათ დაუმთავრდა ეხლა ფული ვეღარ ყიდულობს წამალს და...
-დედა!-ალექსანდრემ ბოლო ხმაზე დაიღრიალა, ანუკის ლამის ინფაქტმა დაარტყა, არ ელოდებოდა მის ესეთ რეაქციას.
-თქვენის ნებართვით. მადლობა ვახშმისთვის ელენე-ნინა წამოდგა და წავიდა.
-გიორგი.. დედა ნასვამია, წადი შენ წაიყვანე სახლში.
-მადლობა ვახშმისთვის, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ნახვამდის-გიორგი სწრაფად წამოდგა და ნინას დაედევნა.
-ბოდიშს გიხდით.. უხერხულად ვგრძნობ თავს თქვენს წინაშე..
-არაფერი, შენ არაფერ შუაში ხარ შვილო. მთავარია თქვენი ბედნიერება, მე ერთი შვილი მყავს და თავს ვერ შევაზიზღებ ჩემი მონოლოგებით. თან ყოველთვის მომწონდი სასიძოდ. პირველად რომ დაგინახე, ვიფქირე ანუკის სწორედ ესეთი ადამიანი ჭირდება გვერდით თქო. მარტო შენ უძლებ ამის სიჯიუტეს.
-აი უკვე ეჭვი მეპარება, ქალბატონო ელენე.
-რაღა დროს ქალბატონო ელენეა ალექსანდრე. სახელით მომმართე.
სანამ ელენე და ალექსანდრე ლაპარაკობდნენ, ანუკი ოთახიდან გავიდა შეუმჩნევლად, უკანა ეზოში დადგა სიგარეტის მოწევა დაიწყო.
-წავალ ანუკის ვნახავ, ცუდად ხო არ არი-ტატომ თქვა და ის იყო უნდა ამგგარიყო რომ ალექსმა დაასწრო.
-იყოს, მე გავალ-წყნარად უთხრა და ანუკისთან გავიდა-ისევ ეწევი?
-დედაშენი არასდროს მიმიღებს...
-დედაჩემი კი არა მე არ მიგიღებ, ჩააქრე.
-ალექსანდრე, დედაშენი არასოდეს არ მიმიღებს.
-ღმერთო...-სიგარეტი გამოართვა საფერფლეში ჩააქრო, მხრებში ხელი მოკიდა და ახლოს მიიზიდა-მომისმინე, დედაჩემს გადაუვლის. გაიგე?
-ყველა ეგრე იფიქრებს, რო შენ ისევ ვიღაც ნარკომან გოგოსთან ერთად...
-მეორედ შენ თავს ეგ აღარ დაუძახო, თორე პირობას გაძლევ საშინელებას დაგმართებ.
-არ ვარ?
-არა. არ ხარ. ნინა ჩემი პრობლემაა და არა შენი.
-ალექს, როგორ წარმოგიდგენია რო დედაშენი ესე ფიქრობდეს ჩემზე და ჩვენ ერთად ვიცხოვროთ... წარმოიდგინე ბავშვს რეებს ეტყვის, სად არის ნარკომანი დედაშენი შვილო? ან კიდე კაიფშია? ან იმ პარკში მართლა შაქარია? რო არ აწერია?
-რე... ღვინო მოწრუპე თუ რეებს ბოდავ-ალექსანდრე სიცილს ძლივს იკავებდა, არ უნდოდა ანუკი კიდე უფრო გაეღიზიანებინა-რა ბავშს, რომელ ბავშვს, რომელიც შენ არ გინდა?
-აი კიდე ერთი მიზეზი, რატომაც არ მიმიღებს.
-და სად უნდა მიგიღოს, ცოლად ხო არ მომყვები, დედამთილი არ იქნება.
-რა გინდა, კიდევ უფრო უნდა იმოქმედო ჩემ ნერვებზე? გამიშვი-მისი მკლავებისგან თავი დაიძვრინა, სიგარეტი ამოიღო და ის იყო უნდა მოეკიდებინა, ალექსმა ისევ გამოართვა და ახლოს მივიდა.
-დაწყნარდი. რაც არ უნდა მოხდეს, ნინას გადაუვლის. არც ერთ დედამთილს არ აქვს კარგი ურთიერთობა რძალთან.
-წარმომიდგენია შენი ძმა რას ფიქრობს ჩემზე... რა სირცხვილია...
-გიორგი საერთოდ არ ფიქრობს ანუკი, აი ზღაპარი თუ გაქ წაკითხული დინოზავრებზე. იქ...
-რა დინოზავრებზე ზღაპარი ალექსანდრე, შენ ღადაობ და მე მართლა ვნერვიულობ რო დედაშენს ვძულვარ. ელენეს რო ეგეთი რეაქცია ჰქონოდა შენც აღარ იქნებოდი ღადაობის ხასიათზე. მომეცი ეგ სიგარეტი-ხელი გაუწოდა, მაგრამ ალექსმა უხეშად გააწევინა.
-კარგი, მართალი ხარ..მესმის რატო ნერვიულობ, მაგრამ გითხარი უკვე ერთხელ მოვაგვარებ თქო. ყველა პრობლემს მე მოვაგვარებ, ოღონდ შენ ამას არ გაეკარო-სიგარეტის კოლოფი ნაგვის ურნაში მოისროლა-და არ ინერვიულო. ვსო?
-რანაირად მოაგვარებ.
-იცი რას ვიზამ, ჩემ მდივანს დავაწერინებ გეგმას, მერე ნოტარიულად დავამოწმებთ და შენ მოგიტანს.
-მაგრა ღადაობ-ანუკი კიდევ უფრო გაღიზიანებული შებრუნდა.
-მოიცადე- ალექსანდრე წინ გადაეღობა-კარგი რა გჭირს. დაველაპარაკები ნინას, და ავუხსნი ყველაფერს. რა რატო გააკეთე . ვეტყვი რო ფეხმძიმედ იყავი და არ ვიცი ჰორმონები გაწუხებდა და რაღაც სისულელეებს აკეთებდი.
-ჰორმონები? უკაცრავად?
-ხო, მაგას ვეტყვი. გაშორება გინდოდა და იცოდი ბავშვზე რომ გეთქვა რო აღარ დაგშორდებოდი, ან რამე ეგეთი.
-და ეგ ტყუილი იქნება.
-ანუკი, რა გინდა რო გავაკეთო მითხარი და გავაკეთებ. ესე მგონია სულ მიზეზს ეძებ რო მეჩხუბო. ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, გზადაგზა შეგხვდება რაღაც პრობლემები და ყველაფერს ესეთი ნერვოზით თუ შეხვდები, უბრალოდ ბოლოს ფსიქიატრიულში დავამთავრებთ ერთად. მოდი ჩემთან-ჩაეხუტა და თმაზე დაუწყო თამაში-ზღვაზე უნდა წამეყვანა დასასვნებლად, გიორგი და მაგის ცოლიც მოდიან. შენც წამოდი და იქ სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა რო დაალაგოს შენთან ურთიერთობა. პრობლემების 70% მოგვარებადია და დანარჩენი 40 ის დედაც.
-100 ს რო 70 გამოაკელი... 40ია?
-ვიხუმრე...
-შენ... იუმორზე უნდა იმუშაო.
-არ გეცინება?
-ცოტა. კაი შედი შიგნით და შემოვალ 2 წუთში.
-კაი-ალექსანდრემ შუბლზე აკოცა და შევიდა. ამ დროს ანუკის ტელეფონზე უცხო ნომრისგან შემოუვიდა ზარი.
-გისმენთ?
-ანუკი, სანდრო ვარ... ლონდონიდან გუშინ ჩამოვედი და შენი ნახვა მინდა, როდის გეცლება?ანუკის და სანდროს ურთიერთობა იმ ურთიერთობათა რიცხვებს მიეკუთვნება, რომლებიც ხშირად წარუმატებლად მთავრდება ერთი მთავარი მიზეზის გამო. ორივე ძალიან გვანან ერთმანეთს. სანდროც მთელი ბავშვობა ისეთივე განებივრებული იყო, როგორც ანუკი. ორივე საშინლად ეგოისტი გახლდათ. ამას ისიც ემატება რომ რეალურად ერთმანეთი არ ყვარებიათ, ეს უბრალოდ ბავშვური გატაცება იყო. ბავშვობაში ყველაფერს უფრო მძაფრად აღვიქვამთ, სიტუაციამ ისე მოიტანა , რომ ანუკის და სანდროს ძალიან სწრაფად მოუწიათ გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაგვიანებული იყო. ბავშვმა ყველაფერი შეცვალა არა მარტო მათ ცხოვრებაში, არამედ მათ გარშემომყოფთათვისაც. ანუკის მონაყოლი შორს იყო სიმართლისგან, ისინი შეთანხმებულები იყვნენ რომ სიმართლეს არავის არ გაანდობდნენ.
-როგორ ხარ?-სანდრო არაფრით არ შეცვლილა, ყოველ შემთხვეაში გარეგნულად. ისევ უაზროდ მოშვებული წვერი, რომელიც ანუკის აზრით, საერთოდ არ უხდებოდა, მამამისის ნაჩუქარი საათი ხელზე და ამჯერად ბეჭედიც ეკეთა თითზე. საქორწინო.
-კარგად შენ?-ფორმალურობის ეტაპის გავლის შემდეგ, კაფეში დასხდნენ და ყავა შეუკვეთეს-როგორია ლონდონი?
-წვიმიანი და მოჟამული. მაგრამ ლონდონი რო არა დღეს ცოლი არ მეყოლებოდა.
-ხოო ? ქართველი არ არის?
-არა. მაგრამ ძალიან კარგი გოგოა.
-გილოცავ, მიხარია. მართლა.
-ვიცი. მადლობა... უბრალოდ მინდოდა მეკითხა რამდენი მოყევი... აქ.
-რაზეც შევთანხმდით. არ მითქვამს რატო წახვედი. არ მითვამს რო არ მიყვარდი და მაგიტო. უბრალოდ ვითომ ვერ აიტანე რო ჩემ თავს ვიტანჯავდი. არც ის მითქვამს რო ალექსანდრესთვის ვაპირებდი ყველაფრის თქმას.. შენ რომ ..
-არ შემეშალა ხელი. ვიცი. წერილი .. რო მოვიპარე და არ გაგაგზავინე. როგორც ჩანს ბედს მაინც ვერ აცდები. გავიგე, რომ ისევ ერთად ხართ.
-ხო, ადრე თუ გვიან ალბათ ესეც მოხდებოდა.
-მიხარია, რომ ესე ჩვეულებრივად შეგვიძლია ურთიერთობა იმ ყველაფრის მერე ვნერვიულობდი, არ მინდოდა რო შეგზიზღებოდი.
-არა, მეც დავიმსახურე ეს ყველაფერი. შენი გრძნობებით ვმანიპულირებდი, მაგრმა შეხედე. ეხლა ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს შენ ცოლი.. მე ალექსანდრე.
-ცოლად მიყვები ისევ?
-არა მგონია.
-უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დაგჭირდეს ყოველთვის შენ გვერდით მიგულე.
-და მაინც გაინტერესებდა რამდენი მოვყევი არა?-ანუკის გაეცინა.
-კარგად მიცნობ. ვწუხვარ დანარჩენი ყველაფრის გამო.. მამაშენის გამო.
-მადლობა.
-ბოდიში რომ ვერ ჩამოვედი დასაფლავებისთვის.
-არ არის პრობლემა, მეც ძლივს ჩამოვუსწარი.
-ანუკი, სანამ წავალ და ზუსტად ვიცი რო ისევ დავკარგავთ ერთმანეთთან კავშირს ბევრი მიზეზის გამო, მინდა რაღაცა გკითხო და გულახდილად მიპასუხე.
-გისმენ.
-მართლა გჯერა რო ალექსანდრე იგივეს არ გაიმეორებს? და თავიდან არ ჩაგაგდებს იმ მდგომარეობაში, რომელშიც 5 წლის წინ იყავი?
ანუკი არ ელოდებოდა ამ შეკითხვას, რეალურად ამაზე არც უფიქრია. მან აპატია ალექსანდრეს ყველაფერი, მაგრამ ენდობოდა თუ არა.. არ იცოდა. სანდროს შეკითხვამ სერიოზულ საგონებელში ჩააგდო, თუმცა არ აპირებდა მისთვის ეს ეგრძნობინებინა.
-ბოლომდე ვენდობი.
-კარგი. მაშინ მართლა გყვარებია. უნდა წავიდე, მეჩქარება, მადლობა რომ მნახე.. როგორ ყოველთვის შეუდარებლად ლამაზი ხარ. შენი გადახდილია.. და წარმატებები.
-შენც.
***
ანუკი მთელი დღე ფიქრობდა სანდროსთან საუბრის შესახებ, მერე კარგა ხანი ფიქრობდა მოეყოლა ამის შესახებ ალექსანდრესთვის თუ არა. ტყუილს აზრი არ ჰქონდა ან დამალვას, თბილისი პატარა ქალაქია და რა თქმა უნდა უკვე ვინმეს დანახული ჰყავდა და ერთი სული ჰქონდა როდის მოსდებდა პირველივე შემხვედრს. ,,ჭორიკანა და ბოროტ ადამიანებს რა დალევს ამ ქვეყანაზე. კარგი , ეხლა შენ წახვალ ალექსანდრეს ოფისში და ყველაფერს მოუყვები.. როგორც არ უნდა იჩხუბოთ... რაც არ უნდა მოხდეს, მერე უარესი მოხდება.. რატო უნდა მეჩხუბოს? მერე რა რო შევხვდი''-ეს ფიქრები არ ასვენებდა ანუკის, ამიტომ ადგა და მართლა სამსახურში მიაკითხა ალექსანდრეს.
-ნუკი? ხო მშვიდობაა-ოდნავ გაკვირვებული წამოდგა მაგიდიდან , აკოცა და ოთახის კარი დახურა.
-კი.. გაქ 10 წუთი?
-კი. გინდა გავიდეთ სადმე.
-არა. რაღაც მინდა გითხრა.
-გისმენ.
-მოკლედ... არ გაბრაზდე. ჯერ პირობა მომეცი რო არ გაბრაზდები.
-კარგ ხასიათზე ვარ და ალბათ ძალიან მოგიწევს ცდა რო გამიფუჭო.
-სანდრო ვნახე დღეს.
-სად ნახე?
-კაფეში. გუშინ ღამე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, მეც დავთანხმდი.
ალექსანდრემ ხელი გაუშვა და ოდნავ უკან დაიხია, მერე ფანჯარასთან მივიდა, ისევ მაგიდასთან და დაჯდა.
-გაბრაზდი ხო?
-რა უნდოდა?
-ცოლი მოიყვანა. მომიკითხა და მომისამძიმრა მამას სიკვდილი. მეტი არაფერი. მინდოდა ჩემით მეთქვა სანამ ვიღაც დეგენერატი მოვიდოდა და მოგახლიდა და მერე ამის გამო უნდა გვეჩხუბა კიდე ურფო ვიდრე ეხლა ვიჩხუბებთ.. გეხვეწები არ გაბრაზდე, ვიცი გუშინვე უნდა მეთქვა, უბრალოდ არ ვიცი, მაინტერესებდა რისი თქმა უნდოდა. მაგრამ ძლივს ცივილიზებულად შემიძლია ყველასთან ურთიერთობა, პატარა ქალაქში ვცხოვრობთ ალექსანდრე და წარსულიდან ვისაც შევხვდები ყველას ხო არ... დავაიგნორებ.
-რატო არ მითხარი?
-მეგონა.. მეტყოდი რო არ .. არ ვიცი. არ ვიცი რატო.
-ეხლა მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, მერე ვილაპარაკოთ.
-კარგი, როგორც გინდა.
-არა, აქ დამელოდე. მალე დავამთავრებ და მოვალ.
-გაბრაზდი?
-1საათში დავბრუნდები-სკამიდან მშვიდად წამოდგა, პიჯაკი შემოიცვა, ანუკის შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
,,გაბრაზდა.. რა თქმა უნდა გაბრაზდებოდა.. ეხლა დამშორდება, ან სანდროს ცემს? იქნებ ეგ არის მნიშვნელოვანი შეხვედრა? .. ნეტა საერთოდ არ მეთქვა, რას გაიგებდა. ან ვინ ეტყოდა, ყველა წესიერი მეგობარი ვინც ყავდა დაიკიდა. დიტოს რო დავენახე აუცილებლად დაურეკავდა, მაგრამ აღარ აქვთ ურთიეთობა.. არა ესე უარესი იქნებოდა, მე ხო არ ვიცნობ მაგის ახალ მეგობრებს, იქნება ვინმემ დამინახა და გარეგნულად მიცნეს... ან რა ვიცი რეებს ვბოდავ. არ უნდა მენახა.. მაგრამ რეალურად არაფერი არ დაუშავებია, რატო არ უნდა მენახა.. შენ და შენი ტყუილები ანუკი, ყოველთვის შარში ეხვევი, არ შეგიძლია ერთხელ სიმართლე თქვა ყოველგვარი მიკიბ მოკიბვის გარეშე? არა შენ უნდა გაართულო. თუმცა... როგორ არ დააშავა, ის წერილი ვინ დამალა.. იცი რა... წერილს არ აქვს მნიშვნელობა, ამაზე ნაღდად არაფერს არ ვეტყვი.. მე სანდროს შევპირდი და ამ საიდუმლოს საიქიოშიც თან გავიყოლებ, თუ არადა სანდროს გამაყოლებს საიქიოში ალექსანდრე ეს რომ გაიგოს..''
ანუკის თავში ქაოსი ხდებოდა, ათასი აზრი ერეოდა ერთმანეთში. ვერ ხვდებოდა რომელ ერთზე ეფიქრა. საათს გიჟივით მიშტერებოდა, ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდა ალექსანდრე, ეშინოდა რომ გაბრაზებული იყო და დაშორებას აპირებდა. მაგრამ ესე რომ ყოფილიყო, ანუკის ოფისში ხო არ დატოვებდა? და აი ისევ ის უაზრო და ქაოტური ფიქრები. ყოველი ნაბიჯის გაანალიზება და იმედი, რომ რაღაცას მიხვდი. თითქოს იცი რატო იქცევა ესე, მაგრამ უცებ ოთახში ისეთი სახის გამომეტყველებით ბრუნდება, სულ რომ დედამიწის არსებობის მანძილი დაგითმონ საფიქრალად მაინც ვერაფერს ვერ მიხვდები. ალექსანდრეს ოთახში შემოსვლა და ანუკის დენდარტყმულივით წამოხტომა ერთი და იგივე იყო.
-როგორ.. ჩაიარა შეხვედრამ?
ალექსანდრეს არც უპასუხია, უბრალოდ ანუკის გადახედა ჩუმად, პიჯაკი გაიხადა ისევ სკამზე გადაკიდა. თითქოს ამ ყველაფერს სპეციალურად, მის საწამებლად აკეთებდა.
-ალექსანდრე.. დავიტანჯე, გეხვეწები მითხარი რამე.
ისიც წყნარად, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და სავარძლის კიდეში, მისგან მოშორებით ჩამოჯდა. სახეზე ერთი უაზრო, ცივი გამომეტყველება ჰქონდა და ანუკის გამომწვევად მიჩერებოდა, თითქოს პასუხს მისგან ელოდებოდა.
-დრო მოგეცი საფიქრად-ძლივს ამოიღო ხმა-რო მითხრა, რატო ნახე დღეს სანდრო. გეყო?
-რა? ხო გითხარი რატო ვნახე, უბრალოდ დამირეკა, შეხვედრა მთხოვა და...
-და რატო ნახე?
-რატო არ უნდა მენახა... კარგი.. ყველაფეირ ისე არ იყო როგორც მოვყევი. ამერიკაში სანდრომ.. კი თავისი ნებით დამტოვა, მაგრამ მე.. ვუთხარი რო წასულიყო, ვუთხარი რო შენ მიყვარდი და შენთვის ვაპირებდი ყველაფრის თქმას, ბავშვის შესახებ.
-აპირებდი?
-კი. აღარ ჰქონდა მიზეზი ჩემთან დარჩენის.. და წავიდა.
-და შენ? რატო არ მითხარი არაფერი?
-არ ვიცი. იმ მომენტში როცა ...-კიდევ ერთი ტყუილი. რამდენი ტყუილი უნდა დამჭირდეს რომ ეს ყველაფერი დავმალო. რომ სანდროს ხელი დავაფარო-წერილის გამოგზავნას ვაპირებდი, მაგრამ არ ჩამოვიდა. არ ვიცი რა მოხდა. დაიკარგა, მაგას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მერე მუცელიც მომეშალა და აღარაფრის თქმას არ ჰქონდა აზრი. სულ ეს იყო. ეს ჩვენი საიდუმლოა, სანდრომ მთხოვა რომ ყველაფერი ისე მომეყოლა თითქოს ვერ ავიტანე შენი შვილისთვის სიკვდილზეც რომ მზად ვიყავი. ავად ვიყავი და გულის გამო მირჩიეს აბორტი... დანარჩენი უკვე იცი.
-სანდრომ გთხოვა და ამიტო ეს ყველაფერი არ უნდა გამეგო არასდროს? იმიტო რო სანდრომ გთხოვა?
-სანდროსთან ვალში ვიყავი. სულ მივლიდა, ჩემ გვერდით იყო და მზად იყო შენი შვილი აღეზარდა, მე კიდე არ დავუფასე. ჩემ გამო ძალიან ბევრი დაკარგა.
-ბოლოჯერ გეკითხები. გიყვარს?
-მიყვარს? ეხლა გაიგე რა გითხარი? შენ გამო...
-მიპასუხე, უბრალოდ მიპასუხე, კი ან არა.
-არა. რა თქმა უნდა არა. არც არასდროს მყვარებია.
-დამპირდი, რომ ამ დღის მერე აღარ მომატყუებ. არც არაფერს დამიმალავ. რაც არ უნდა იყოს. ეხლაც თუ რამე დაგრჩა სათქმელი, ეხლავე თქვი.
-არაფერი არ მაქვს სათქმელი, ეს არის სიმართლე.
-კარგი.. მაშინ დავივიწყოთ. აღარ გვინდა წარსულში ქექვა.
-ხო...
-ეხლა კიდე ერთი ორი შეხვედრა მაქვს, საღამოს ვივახშმოთ სადმე გინდა? მე , შენ, გიორგიმ და ალბათ მაგის ცოლიც წამოვა.
-კაი.
-ესე 8 ისთვის გამოგივლი.
***
ანუკის სახლშიც არ იყო მაინცდამაინც მშვიდობიანი სიტუაცია. იმ ვახშმის შემდეგ ელენე კიდევ უფრო ცუდად იყო, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია. კარგად ხვდებოდა რომ ნინა არ იყო ერთადერთი , ვინც ესე ფიქრობდა მის შვილზე . ეს კი კიდევ უფრო ადარდებდა. ნინოც ანალოგიურად ნერვიულობდა, მაგრამ არც უშვებდა იმ აზრს რომ ნინას გამო შეიძლებოდა დაშორებულიყვნენ ერთმანეთს. ტატო.. აი ტატო საერთოდ ცდილობდა არც ეფიქრა ამ ყველაფერზე, ვერაფრით ვერ უგებდა ანუკის. მისი ხასიათი ყოველთვის ამოუცნობად ეჩვენებოდა, ერთს ფიქრობდა, მეორეს ამბობდა და მესამეს აკეთებდა. ამიტომ ისევ ელენეს ენდობოდა, რომ რამე სისულელეს არ დაუშვებდა. თუმცა გულის სიღრმეში ალექსანდრეს მიმართ რაღაც ზიზღის გრძნობა მაინც არ გაქარვებოდა, ვერ ივიწყებდა ტკივილს და ზიანს, რომელიც მასთან ურთიერთობამ ანუკის მიაყენა. საერთო ჯამში ყველა პატივს სცემდა მის გადაწყვეტილებას და სიტყვის თქმასაც ვერ ბედავდა, ერთი ნინაღა რჩებოდა პრობლემა, რომლის მოგვარებაც იდეაში ალექსანდრეს საქმე იყო.
საღამოს 8ისთვის ანუკი გამოწყობილი იყო, თუმცა ხასიათი არ უვარგოდა. ელენეს დაბალი წნევა ჰქონდა და არ უნდოდა მისი დატოვება, მაგრამ ნინომ დაარწმუნა რომ თვითონ მოუვლიდა.
-ესე იგი ალექსანდრემ მომითხრო შენი წარმატების შესახებ ამერიკაში, საკუთარი ფირმა დაგიარსებია, ვაღიარებ, არ ველოდებოდი-გიორგი ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც თითქმის საერთოდ არ ფიგურირებდა ამ სიუჟეტში. მაგრამ ალექსანდრეს ნომერ პირველი მრჩეველი და მესაიდუმლე ადამიანია. კომუნიკაბელური, ზოგჯერ ზედმეტად, შრომისმოყვარე, თუმცა .. არც ისეთი ინტელექტუალური. ყოველ შემთხვევაში ცდილობს საკუთარი საქმე კარგად გააკეთოს, ოჯახს მიხედოს და დანარჩენი რაც მის ირგვლივ ხდება დიდად არ არდარდებს. კიდევ ერთი, უცნაური საუბრის სტილი აქვს, რასაც ალბათ თქვენითაც მიხვდებით.
-ხო, თავიდან გამიჭირდა, არც ველოდი ესეთ წარმატებას, ეს ვირუსი რომ არა ალბათ ახალ-ახალ რესტორნებს გავხსნიდით სხვადასხვა შტატში.
-ხო, ეხლა ჩვენც გვიჭირს, მაგრამ საკმაოდ კარგი თანხა გვქონდა გადანახული ზუსტად ესეთი შემთხვევებისთვის, ამიტომ მინიმუმ 4 თვე როგორც არაფერი ისე ვიმუშავებთ, მერე ალბათ შემცირებებზე წავალთ. დაახლოებით 30 პროცენტს გავუშვებთ.
-ამდენს? ესეთ უმუშევრობაში?-ანუკის გაუკვირდა.
-რას იზამ ჩემო კარგო, ეს ხომ ბიზნესია-გიორგიმ გაუღიმა და ღვინო მოსვა-შესანიშნავია. სწორედ აღნიშნე, უმუშევრობაში, ეხლა ჩვენ რომ ამდენი ადამიანი ვამუშაოთ და ფული ვუხადოთ, გავკოტრდებით. პირველ რიგში საქმე, მერე სხვა ყველაფერი. ესე არ არის ალექსანდრე?
-კი. ესეა. ანუკი ახალია ამ საქმეში, პერსონალთან ურთიერთობა მას არ ევალებოდა, ამიტომ ცოტა ეუცხოვება ასეთი მიდგომა . არაუშავს ისწავლის. მალე ჩვენ ფირმებს შევაერთებთ.
-შევაერთებთ? და ეგ როდის გადავწვიტეთ-გიორგის სახე შეეცვალა და ჭიქა მაგიდაზე დადო.
-მე გადავწყვიტე. როგორც კომპანიის მფლობელმა, დაგავიწყდა?
-გასაგებია, მაგრამ შეგეძლო ჩემთან გაგეარა ეგ იდეა.
-არ ჩავთვალე საჭიროდ. რა მნიშვნელობა აქვს, აქამდეც ჩვენთან იყო მოერთებული ეგ ფირმა.
-ეხლა გაკოტრდა. ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
-ნუ დარდობ, ეს ჩვენი ბიუჯეტს არ ეხება, ანუკიმ წილი გაყიდა თავისი ფირმის და მოახმარებს საკუთარ ფირმას. ახალი იდეები გვაქვს , კომპანიის გაფართოება ყველას აწყობს. საერთოდ, სულ ბიზნესზე ხო არ ვილაპარაკებთ, აი მართამაც მოიწყინა.
-არა, მიჩვეული ვარ, ალექს. ხო იცი, შენი ძმა სახლშიც სულ ამაზე ლაპარაკობს.
-ტყუილი, პირად ცხოვრებას და სამსახურს ერთმანეთში არ ვურევ.
-არა, სანაცვლოდ შენ საერთოდ არ გაგაჩნია პირადი ცხოვრება-მართამ ქმარს საშინელი გამომეტყველებით გადახედა, ეტყობოდა რომ ნაჩხხუბრები იყვნენ, ან უბრალოდ არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა.
-აპატიეთ, მართას. მეორეს ელოდება და ფეხმძიმობისას სულ ესე იცის.
-მეორეს?-ანუკის სახე გაუბრწყინდა-ბავშვს ელოდებით?
-კი. გოგოს.
-გილოცავთ, ალექსმა არ მითხრა-ანუკიმ გაკვირვებულმა გახედა და მერე გიორგის და მართას ათასი ბედნიერება უსურვა.
-არ ვიცი, ალბათ იმიტო რო შენ გარდა არაფერზე არ ლაპარაკობს და არ ფიქრობს. აღარ შემიძლია ანუკი, გაყევი ცოლად უკვე-ანუკის ხელიდან ჭიქა გაუვარდა და გატყდა. ამ დროს ოფიციანტი მოვიდა და სწრაფად აიღო ნამსხვრევები.
-კარგად ხარ?-ალექსმა ხელი მოკიდა და ოდნავ შეანჯღრია-ანუკი?
-ხო. ხო.. უცებ გავითიშე. რა უხერხულია...
-არაუშავს, ჭიქას ხო არ გადავყვებით, ალბათ რამე უბედურება აგვცდა-მართას გაეღიმა. ამ უბედურებაზე ანუკიმ ქორწინება გაიფიქრა, იქნება ამცდესო.
-გიორგი, ქორწინება ისეთი თემაა, რაზეც მე და ანა ბოლოს რინგზე გადავწყვეტთ-ალექსანდრეს გაეცინა, მაგრამ ანუის სახის დანახვის შემდეგ ისევ გაჩერდა-მართა, ისე ბიჭი რო ყოფილიყო ხო ჩემ სახელს არქმევდით?
-აუცილებლად.
-და გოგო როა ალექსა რო დაარქვათ არ გინდათ?
-არა, ალექსი ერთიც გვეყოფა სახლში.
-გიორგი, ნუ ხარ ბოღმიანი. კაი, ანგარიშს მოგვიტანენ ეხა და წავიდეთ. ხო მართლა, ბათუმში ზეგ მივდივართ. ანუკიც მოდის.
-მართლა? რა მაგარია-მართას სიხარულისგან სახე გაუნათდა-ყოველ წელს დავდივარ ამათთან ერთად და სულ ნინა და მე ვართ ხოლმე, უკვე აღარ შემიძლია.
-რატო, ლიზი არ მოყავდა ხოლმე?-ანუკიმ ძლივს ამოიღო ხმა.
-ნინასთან? არასდროს. არც იცნობდა-მართას ოდნავი უხერხულობაც არ უგრძვნია, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრესაც და გიორგისაც ხმა ჩაუვარდათ-და საერთოდ ხშირ შემთხვევაში თვითონაც არ მოდიოდა. მაგრა გავერთობით. თან ალექსანდრეს დაბადების დღესაც იქ ავღნიშნავთ . ძალიან გამიხარდა.
***
ალექსანდრემ სახლამდე მიიყვანა ანუკი და სანამ მანქანიდან გადაუშვებდა ცოტახანი სალაპარაკოდ დატოვა.
-არ გინდა რამე თქვა?
-რაზე?
-ვიცოდი, რომ ჯერ არ გინდა გათხოვება , მაგრამ ესეთ რეაქციას არ ველოდებოდი. თითქოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მოგაყენეს.
-არა, რა შუაშია. უბრალოდ ძალიან .. ჩქარა ვითარდება მოვლენები.
-ჩქარა? 1 თვეა ერთად ვართ, რა დავაჩქარე. ცოლად არ მომყავხარ ჯერ სულ რო მეხვეწო.
-ანუ... ეგ წინადადებაც რაც მართამ თქვა.. ეგ ვიგულისხმე.
-ანუკი, მომავალშიც თუ არ ფიქრობ რო ცოლად გამომყვე, ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ჩვენ ურთიერთობას.
-ეგ არმ ითვამს.
-მარა გაიფიქრე. ეგეც საკმარისია.
-უბრალოდ, მინდა რომ კარგად დავფიქრდეთ, იგივე შეცდომა რო არ დავუშვათ.
-იგივე შეცდომაში ჩემ ღალატს გულისხმობ?
-არა, ვიცი რო არ მიღალატებ.
-აბა რატო ახსენე დღეს ლიზი?
-არ ვიცი, ისე გამახსენდა.. არ გვინდა ჩხუბი.
-ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჩემ ცოლობაზე დიდი შეურაცხყოფა შენთვის არაფერია. ალბათ ნარკომანს უფრო აიტანდი რო გეძახდნენ, ვიდრე ჩემ ცოლს.
-არა, ნუ ამბობ ეგრე. არ მინდა იგივე შეცდომების გამეორება, ესე ხო კარგად ვართ. რო გამოგყევი ცოლად რამე კარგი გამოვიდა მაქედან?
-სიტუაციაში განსხვავებას ვერ ხედავ? მაშინ არ მიყვარდი.
-და ეხლა გიყვარვარ.
-აბა რა ჯანდაბა მინდა აქ რო არ მიყვარდე? რატო გავშორდებოდი ცოლს? და შენი აზრით მართლა მქონდა საქმე ამერიკაში? რა დროს შეხვედრები და სპონსორებია როცა ყველა ბიზნესი იხურება ირგვლივ? ამაზე არ გიფიქრია?
-ჩემ გამო წამოხვედი?
-მეგონა მაგას იქ მიხვდი.
-არა...
-ანუკი, რო არ მიყვარდე, მანიაკი ვარ და შენი გრძნობებით ვერთობი თუ რა მინდა შენთან? რატო მინდა რო ჩემ ოჯახთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, ან შენ თუ არ ხარ დარწმუნებული რო გიყვარვარ, მაშინ რას ვაკეთებთ ერთად.
-არა, ბოდიში.. შეგარცხვინე დღეს მართასთანაც და..
-არაფერ შუაშია აქ არც მართა არც გიორგი. საერთოდ მართა და გიორგიმ რა იფიქრეს, მე მაინტერესებს შენ რას ფიქრობ. და შენ არაფერს არ ამბობ. სულ ჩუმად ზიხარ. ესე გავგიჟდები.
-იმიტო რო არ ვფიქრობ ამ თემაზე. ვფიქრობ რო მომავალი ნამდვილად გვაქვს , მაგრამ.. მე კარიერა მინდოდა... ისე უცებ ჩამომენგრა თავზე ყველაფერი .. ჩემი ბიზნესი. ეხლა ოჯახი რო შევქმნა მგონია რო ვეღარასოდეს დავუბრუნდები სამსახურს და არ მინდა კუხნაში ამოვლპე.
-მოდი იქიდან დავიწყოთ რო კუხნაში მე შენ არ შეგიშვებ, არაფრის კეთება წესიერად არ იცი და მომწამლავ. მერე კიდე 22 წლის ხარ და ყველაფერი წინ გაქვს, ამიტო ნუ აზვიადებ. არ გაძალებ არაფერს, უბრალოდ მინდა რო ეჭვი არ გეპარებოდეს იმაში რო მიყვარხარ. უბრალოდ იფიქრე.. ეხა ხო არ გთხოვ პასუხს ან ბეჭდით ხო არ ვდგავარ... დაფიქრდი, სულ იფიქრე და იქნება გაგინათდეს ეგ შენი გონება.
-არა, ვიცი. ალბათ ნერვები დამისუსტდა ყველაფრის მერე და.. რო აღარ ვმუშაობ, საქმე რო არ მაქ არ ვარ მიჩვეული. მერე გიჟს ვემსგავსები ხოლმე. ვიფიქრებ
-რო ჩამოვალთ ბათუმიდან იმუშავებ ჩვენთან ერთად და აღარ იქნები ეგრე. მორჩა?
ანუკის გაეცინა, მისკენ მიიწია ,ხელით მიიზიდა და აკოცა.
-ეს რისთვის?
-არ ვიცი, წუწუნის საბაბს რო არ მაძლევ და ყველა პრობლემას წამებში რო მიგვარებ.
-გითხარი ყველაფერს მოვაგვარებ თქო.
-კარგი, ეხა წავალ, ხვალ დავიწყებ ჩალაგებას და ბათუმისთვის მოვემზადები.
-მიყვარხარ.
-მეც.
***
მეორე დღეს ანუკიმ მთელი სახლი გადაქექა რომ ერთი ნივთი ეპოვა, ბათუმში წასაღებად, ალექსანდრეს დაბადების დღისთვის. სულ ფიქრობდა, სწორად იქცეოდა თუ არა, მაგრამ წინა დრის შემდეგ ასი პროცენტით იყო დარწმუნებული რომ კიდე დიდხანს მის გარეშე ვერ გაძლებდა. 5 წელიც საკმარისი იყო. თან გადაწყვიტა რომ ის დღეები რაც იქ იქნებოდნენ უნდა გაეგიჟებინა და დაერწმუნებინა რომ მისი ცოლი არასოდეს გახდებოდა და დაბადების დღეზე სურპრიზი გაეკეთებინა. თუმცა იქამდე ნინასთან უნდა მოეგვარებინა ყველაფერი.
ბათუმის 6 საათიანი დამღლელი გზის შემდეგ როგორც იქნა ყველა მშვიდობით ჩავიდა. ანუკის საბედნიეროდ ნინა, გიორგი და მართა ცალკე მანქანით მიდიოდნენ, ამიტომ მასთან არ მოუწია ამდენი დროის გატარება. თუმცა 1 კვირა წინ იყო. ალექსანდრეს ბათუმში სახლი ჰქონდა და დასარჩენად იქ მივიდნენ.
-ესეც ჩვენი ოთახი-ალექსანდრემ ჩემოდნები დაალაგა და ანუკისკენ გატრიალდა საკოცნელად
-ჩვენი? დამატებითი ოთახი არ არის?
-ანუ? დამატებითი. კაი, გეგონება ერთად არ გვიძინია. ჩემი ცოლი იყავი, თუ აღარ გახსოვს.
-ხო, მარა ეს სხვაა.. მე ხო გითხარი.
-ანუკი.. ძილი. უბრალოდ უნდა გეძინოს აქ. დაწყნარდი.
-ხო, მაგრამ... მე არ მინდა შენთან ერთად ძილი.
-ღმერთო მოთმინება მომეცი...-ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა და ჩემოდნის ამოლაგება დაიწყო.
-ალექს?
-რა?
-სხვა ოთახი არ არის? ან რავი გასაშლელი ლოგინი, რამე.
-არა. არ არის. 3 საძინებელია, ყველა დაკავებულია. თუ გინდა .. მთავარ ოთახში დავწვები.
-არა, მე დავწვები.
-ანუკი...
-კარგი, მაშინ ძირს დავწვები. ან რამე სავარძელზე. ან სასტუმროში.
-სერიოზულად? ესე ძალიან არ გინდა ჩემ გვერდით წოლა რო სასტუმროში წახვალ?
-არა, კაი, მოვიფიქრებთ რამეს-ანუკი საკოცნელად მივიდა, მაგრამ ალექსმა არც გახედა-კაი რატო ბრაზდები?
-არ ვბრაზდები.. დაიკიდე. დროზე ამოვლაგდეთ და ზღვაზე გავიდეთ. იქნება იქ ჩადრი წამოიღო და ჩემთან ერთად არ ჩახვიდე ზღვაში. სირცხვილია მაინც.
-ალექს...
-ნუ მეძახი ალექსს. ალექსანდრე, ალექსანდრეს მეძახი შენ. საერთოდ სანდრო რო ნახე იმის მერე სხვანაირად იქცევი.
-მემგონი დაიღალე, გინდა ხვალგ ავიდეთ ზღვაზე?
-არა. მინდა რო დღეს გავიდეთ.
-კარგი...-ანუკი ქვემოთ ჩავიდა, გიორგი ყავას აკეთებდა.
-გინდა ყავა?
-არა. გიო.. რაღაც უნდა გითხრა, ვერ ვითმენ, ვიღაცას რო არ ვუთხრა გავაფრენ.
-გისმენ?
-მოკლედ..-ანუკიმ ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო-მთელი თვეა მელაპარაკება იმაზე რო ისევ დავქორწინდეთ.. ხოდა გადავწყვიტე დაბადების დღეზე სიურპრიზი მოვუყწო.
-და ცოლად მოიყვანო?-გიორგის გაეცინა
-არა, გავყვე. ბევრჯერ მთხოვა და უარი ვუთხარი. ნუ იცინი, მაგრა ვნერვიულობ. მაგის დაბადების დღეს სად აღნიშნავთ?
-შერატონში ვიფიქრეთ.
-ხოდა, მაქედან მალე უნდა წახვიდეთ, ვაფშე დახურვა მინდა.. რო მარტო ჩვენ ვიყოთ. მერე თქვენც რო წახვალთ დანარჩენი მე ვიცი.
-კაი.
-რა კაი
-ეგრე გავაკეთებ.
-მართლა? ესე მალე დამთანხმდი?
-რატო არ უნდა დაგთანხმდე. გიჟდება შენზე, ლამის ღამე ჩაგვიხტეს მე და მართას საწოლში შენზე ლაპარაკით. ნუღა აწვალებ.
-არ,ა ჯერ სად ხარ. მაგის დაბადების დღემდე უნდა გავაგიჟო.
-აუ არა. სულ ცუდ ხასიათზე უნდა იაროს?
-არაუშავს გადაიტანს.
-კაი მაგაშიც დაგეხმარები, ერთად ვეღადაოთ.
-ხო, მთავარი პრობლემა ნინაა.
-ნინას... ბოდიში შეგილია მოუხადო, რა თქმ აუნდა დამნაშავე არ ხარ, უთხრა რო მაგის შვილზე აბოდებ, მერე ვითომ თანხმობას თხოვ ან რამე ეგეთი და ეგაა. სენტიმეტალურია ძაან რეალურად, არ გაგიჭირდება დათანხმება.
-მართლა?
-კი და თუ რამე მეც დაველაპარაკები. შვილიშვილი უხსენე და გააფრენს.
-აუ.. ჯერ შვილი ..
-არა, ისე უხსენე.
-კაი. აუ გიო დიიიიდიი მადლობაა.
-პირიქით, ოღონდ ალექსი მოგვაცილე და იქით გადაგიხდით მადლობებს. ეხა სადაა?
-გაბრაზებულია. ვუთხარი სხვა ოთახში მინდა ძილი თქო, ან სასტუმროში გადავალ თქო. ჩემოდანის ამოლაგება დაიწყო-ამაზე ორივეს გაეცინა. ამასობაში ალექსანდრეც ჩამოვიდა.
-რა გაცინებთ?
-ალექს, მართას ხოა რმიეხმარები ჩემი ჩემოდნის ამოლაგებაში?-ანუკიმ და გიორგიმ ხარხარი გააგრძელეს, რაზეც ალექსანდრეს კიდე უფრო აეშალა ნერვები.
-წავედიით?-მართა უკვე საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი, მხოლოდ თხელი ჟაკეტი ჰქონდა შემოხვეული-ერთი სული მაქ, ძაან მომენატრა ზღვა.
-იცი რა, მე უკვე მაცვია და ერთად გავიდეთ.
-მოიცა, ჩვენ არ გველოდებით?-ალექსანდრემ ჰკითხა.
-რა იყო, დაიკარგებით? წამოდი მართა-ანუკიმ ჩანთას მოკიდა ხელი და სანაპიროზე გავიდნენ.
-რა გჭირს შენ?
-არაფერი. ჩაიცვი დროზე და გავიდეთ.
-მეც მზად ვარ.
-მანქანაში გამოიცვალეთ სუ ყველამ თუ თბილისში, რა არი ეს.
-იჩხუბეთ ?
-ჭკუიდან გადამიყვანს ეს გოგო. სპეციალურად მაგიჟებს მემგონი.
-არაუშავს, გაერთობი.
***
საღამოს გიორგი და ალექსი სანამ საყიდლებზე იყვნენ გასული, რადგან სახლში აპირებდნენ ჭამას, ანუკი, მართა და ნინა მარტო დარჩნენ. მართა გადაღლილი იყო მგზავრობისგან, თან ტოქსიკოზი ჰქონდა და მალე წავიდა დასაძინებლად. ანუკი კიდე ძალას იკრებდა ნინასთან სალაპარაკოდ, რომელიც ეზოში იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. ბოლოს ყავა გაუკეთა და ისიც ეზოში გავიდა.
-ვიფიქრე ყავას დავლევთ ერთად.. თქო.. ქალბ... ნი.. -ბოლოს გაჩუმდა და ხელის კანკალით დადგა ფინჯანი მაგიდაზე და დაჯდა. ნინას ზედაც არ შეუხედავს .
-საწამლავი ჩამიყარე შიგნით?
-რა კარგი იუმორი გაქვთ...-ანუკის გაეღიმა და ყავა მოსვა-რაღაცაზე მინდოდა თქვენთან ლაპარაკი.
-გისმენ.
-იცით... მესმის, თქვენი. თავიდან ბოლომდე მართალი ხართ და თქვენ ადგილზე საერთოდ არ მომინდებოდა ჩემნაირი ადამიანის დანახვა თქვენი შვილის გვერდით. მაგრამ თქვენც უნდა გაიგოთ, ბავშვი ვიყავი, არაფერი არ მესმოდა, მთელი ცხოვრება ფუფუნებაში გავატარე, ისე რო წამით არ დავფიქრებულვარ არავიზე და არაფერზე. ეგოისტად გამზარდეს. როდესაც რაღაცას ვერ ვიღებდი რაც მინდოდა, საშინელებებს ვაკეთებდი. არც თქვენი შვილი ყოფილა ანგელოზი. ორივემ დავაშავეთ.
-და როგორი საშინელი შვილი მყავს მაგაზე სალაპარაკოდ მოხვედი? ყოჩაღ.
-არა, ეგ არ მიგულისხმია...
-თუ იმის სათქმელად არ მოსულხარ , რომ ერთმანეთს შორდებით, მემგონი ვერ ვხვდები რა გინდა.
-არა. პირიქით. მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი, ძალიან მიყვარს ალექსანდრე და მზად ვარ ყველაფერი მოვითმინო, აბსოლუტურად ყველაფერი, ოღონდ მის გვერდით ვიყო.
-და ეხლა გაიგე ხო ეგ? რო გიყვარს და მის გვერდით გინდა ყოფნა?
-ხო აგიხსენით, არ მესმოდა მაშინ. თქვენ არასდროს მოგსვლიათ ასე? არ ვიმართლებ თავს, უბრალოდ.. ვცდილობ გამოვსწორდე. ალექსიც ცდილობს გამოსწორდეს და საკუთარი თავი სრულიად სხვა კუთხიდან დამანახა. თუ მან შეძლო და მაპატია, იქნებ თქვენც შეძლოთ? გპირდებით, მეორედ არაფერ მსგავსს არ დავუშვებ.
-რა უნდა გაპატიო?
-ჩემი.. საქციელი..-ანუკი კარგად ხვდებოდა რატომ ეკითხებოდა ესეთ რაღაცეებს ნინა, უნდოდა ბოლომდე დაემცირებინა და გამოეცადა, მართლა რამდენად ნანობდა ამ ყველაფერს, თითქოს სჯიდა იმ ყველაფრისთვის-რომ შეგარცხვინეთ... ამისთვის გთხოვთ ბოდიშს. ისევ.. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ აქედან რომ წავედი.. ფეხმძიმედ ვიყავი.
ნინამ პირველად შეხედა ანუკის თვალებში, თითქოს რაღაცა მნიშვნელოვანს ელოდებოდა.
-მეშინოდა.. რო იმის მერე რაც გავაკეთე, ალექსი ბავშვს არ მიიღებდა, ან წამართმევდა. არ ვიცი, უბრალოდ თავისუფლებაზე ვფიქრობდი. მინდოდა ყველასგან შორს ვყოფილიყავი. უკან ვეღარ მოვიხედავდი. ვერც შვილით ხელში ვერ დავბრუნდებოდი, მეშინოდა ხალხი რას იფიქრებდა.
-ბავშვი..
-მუცელი მომეშალა. მეხუთე თვეზე ვიყავი. სუსტი გული მქონდა, ორგანიზმი.. სტრესი დაემატა და ... მითხრეს შენ ასაკში ხშირიაო... ამან საერთოდ მომშალა. იქიდან ჩამოსვლა აღარც მიფიქრია. დღე არ გასულა რომ ამ ყველაფერზე არ მეფიქრა, რა მოხდებოდა რომ არ წავსულიყავი. პასუხი ყოველთვის ერთი მაქვს, ბავშვს მაინც დავკარგავდი... და ამაზე მთავარი ჩემთვის არაფერი ყოფილა. 5 წელი მაინც დამჭირდა რომ ამ ტკივილს რამენაირად შევგუებოდი. ისევ გეუბნებით, არც თავს ვიმართლებ, არც გაცოდებთ. მინდა ბოლომდე იცოდეთ სიმართლე და ბოლოს თქვენით განსაჯოთ . მე .. გავაკეთე ბევრი ისეთი რამ რასაც დღემდე ვნანობ. საშინლად ვნანობ. ცხოვრების ბოლომდე ვინანებ, მაგრამ მე დიდი ხანია არც ერთ წამალს არ გავკარებივარ, ალკოჰოლს საერთოდ არ ვსვამ. უცხოეთსი საკუთარი ფირმა მქონდა დაარსებული, სწავლაც იქ დავამთავრე...
-რატო მეუბნები ამ ყველაფერს?
-მე მიყვარს ალექსანდრე. მის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია ცხოვრება. მინდა რო ისევ ... მისი ცოლი გავხდე.
-ცოლი?
-ხო...
-ალექსი ამბობდა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგი ხარ.
-ასეც უნდა ეგონოს, საკუთარ დაბადების დღემდე . მე თქვენთან ... მოვედი ნებართვის ასაღებად... ასე ვთქვათ.. ვიცი რომ მას დიდიხანია უნდა ჩემი ცოლად მოყვანა, მაგრამ ვფიქრობ თქვნეიც.. ერიდება. იცის რომ წინააღმდეგი ხართ.
-მე რომ უარი გითხრა, რამეს შეცვლის?
ანუკი დაფიქრდა, ასეთ კითხვას ნაღდად არ ელოდებოდა. ნინას უნდა გადაეწყვიტა მათი ბედი?
-კი. იმედი მაქვს რომ მე შეგაცვლევინებთ აზრს და ბოლოს დამთანხმდებით. იქამდე ალექსანდრეს არაფერი ეცოდინება. მე ეხლავე შემილია ცოლად გავყვე და თქვენი აზრი არც მოვისმინო, მაგრამ ეს ალექსანდრეს ოჯახში გამოიწვევს ძალიან დიდ დისკომფორტს. მე არ მინდა მას დედასთან ჰქონდეს ცუდი ურთიერთობა, მით უმეტეს არ მინდა რომ მე მქონდეს თქვენთან ცუდი ურთიერთობა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, სანამ რამეს მეტყვით კარგად დაფიქრდით.
-არ მეგონა თუ ოდესმე ჩემი ბიჭის ხელს მთხოვდნენ-ნინას გაეღიმა.
-ხო.. ცოტა უცნაურია. მესმის.
-ანუკი, მხოლოდ იმიტომ რომ მე შენს ოჯახს ვცემ უზარმაზარ პატივს.. და ვიცი რომ არ ხარ... გულით ბოროტი ადამიანი, ბავშვი მეც ვყოფილვარ.. მეც არვ არ ბევრი რამით ამაყი.. მე ჩემი შვილის ბედნიერებას წინ არ გადავუდგები.
-ანუ.. ანუ .. თანახმა ხართ?
-კი, ალექსის ხელს შენ გაბარებ-ამაზე ორივეს გაეღიმა.
-არ გეწყინოთ, მაგრამ.. ალექსს თქვენი იუმორის გრძნობა აქვს, გიორგისაც.
***
ახლა ისღა დარჩენოდა ალექსანდრე გაეგიჟებინა, რაც თავის მხრივ, არც ისე რთული იქნებოდა . უკვე მოფიქრებული ჰქონდა ყველაფერი. სპეციალურად წამოღებული ჰქონდა გამომწვევი და მოღეღილი ღამის პერანგი და თხელი, ულამაზესი ქსოვილის ხალათი. აბაზანიდან ჯერ პირსახოცით გამოვიდა, რომელიც ძლივს ფარავდა.
-აბა ეხა გადავწყვიტოთ ვინ სად დაიძინებს-თმიდან პირსახოცი მოიძრო და შემშრალება დაიწყო, წინ გადაიხარა და ალექსანდრეს გახედა.
-ძირს დავიძინებ მე-ალექსმა ზურგი შეაქცია და ღრმად ამოისუნთქა.
-არა, კარგი. ცოდო ხარ. მართამ იპოვა გასაშლელი ლოგინი, იმას შემოვატანინებ და მე დავწვები. მაინც ჩემი ინიციატივა იყო.
ალექსანდრეს არაფერი არ უპასუხია, ამიტომ ანუკიმ გამოცვლა დაიწყო, ისიც შემთხვევით შეტრიალდა და თვალები გაუფართოვდა
-რას.. რას აკეთებ-გაეცინა და ისევ ზურგი შეაქცია-სერიოზულად?
-მეგონა არ შემოტრიალდებოდი-ღამის პერანგს ხელი დაავლო და აბაზანაში შევიდა. ალექსანდრე საწოლზე წამოწვა და სიცილი ძლივს შეიკავა. ანუკიც გამოვიდა და თმის შემშრალება განაგრძო.
-ეგ.. ღამის პერანგია.. თუ რა არის?
-არ მოგწონს?
-ანუ.. რა აზრი აქვს მაგის ჩაცმას?
-რას ქვია რა აზრი აქვს, შემცივდება. შიშველი ხო არ დავწვები? ისე დავწვებოდი, სხვა ოთახში რო ვიყო. მაგრამ იცი რა კომფორტულია?
-კარგი.. გეყოფა . სპეციალურად მაღიზიანებ?
-გაღიზიანებ?
-ნახევრად შიშველი დადიხარ მთელ ოთახში.
-კარგი, თუ ესე გიჟდები, ხალათს ჩავიცმევ, მარა ჯერ ქვევით ჩავალ, მომწყურდა.
-რა? -ალექსანდრე წამოხტა და წინ გადაეღობა-ჩემი ძმა არი აქ. ჩაიცვი და ისე ჩადი.
-ძინავს ალბათ.
-არა, ჩაიცვი.
-ალექს, ხამივით იქცევი. არაფერი არ ჩანს. ჩვეულებრივი ღამის პერანგია.
-ეგ.. ეგ არ არის ღამის პერანგი ...
-აბა რა არის?
-მე ამოგიტან წყალს.. და გასაშლელ ლოგინსაც. არ გახვიდე არსად.
-კაი ხო. მანამდე თმას გავიშრობ.
ალექსანდრე ქვევით ჩავიდა, გიორგი და მართაც იქვე იყვნენ, სამზარეულოში , ნინა ნამცხვარს აცხობდა.
-თქვენ არ გძინავთ?
-არა, მართას ნამცხვარი მოუნდა და ვუცხობთ.
-მართა, სად იპოვე ის გასაშლელი ლოგინი?
-გასაშლელი ლოგინიო?-ნინა გაკვირვებულმა გახედა-საწოლი არ გყოფნით?
-არა, გაშლილად გვიყვარს წოლა. საწოლი კიდე პატარაა. მართა?
-ხო, ჩვენთან არის, დაკეცილია.
-ისე ცოტაც და მემოგნი შენ ოთახიდანაც გამოგაგდებს ხო იცი-გიორგის გაეცინა.
-გიორგი.. ჭორიკანა 12 წლის გოგოს მახსენებ-ნინამ საყვედურით გახედა-ნუ ერევი. ნამცხვარს არ შეჭამთ?
-არა, ანუკის არ ცალია.
-რას აკეთებს?-მართამ იკითხა.
-ჩემ ნერვებზე თამაშობს, რო დაიღლება ვეტყვი, ჩამოვა.
ალექსანდრე მართას ოთახში ავიდა და ლოგინი შეუტანა ანუკის.
-წყალი?
-რა წყალი?
-წყალი არ ამომიტანე? ოო, ჩემით ჩავალ.
-არა... დარჩი. ეს გაშალე და დააგე თეთრეული, მე ჩავალ-ალექსანდრე კიდე ჩავიდა.
-გამოგაგდო?-ეხლა ნინასაც სიცილი აუვარდა.
-წყალი დამავიწყდა.
-ალექს! ნამცხვრის სუნი მცემს! მეც ამომიტანე!!
ამაზე საერთოდ დაიხოცნენ სიცილით, თვალებიდან ცრემლები მოდიოდათ. ნინა ძლივს იკავებდა თავს.
-რა გაცინებთ... აი .. დაეწყება მართას .. ზღმარტლს და პამიდვრის მურაბას რო მოგთხოვს ან საზამთროს შუა ზამთარში და მერე მე გავიცინებ-ალექსანდრემ წყალი და ნამცხვარი აუტანა ანუკის და კარი ჩაკეტა-აი ეხლა... სულ რო ფანჯრიდან გადახტე აღარაფერს არ ამოვიტან.
-ნამცხვრისთვის ჩანგალი რო არ ამომიტანე? თუ კოვზი.
-ხელით შეჭამ.
-საწოლში?
-ხო!!-ალექსანდრე წყობიდან გამოვიდა.
-ვაი... კაი.. ძაან გაღიზიანებული მეჩვენები.
-უბრალოდ.. შემოიცვი ეგ შენი ხალათი და დაწექი დასაძინებლად უკვე..
-ჯერ ნამცხვარი უნდა ვჭამო.
***დილით ანუკი 7 საათზე ადგა და სპეციალურად ხმამაღლა დაიწყო აქეთ იქით ბოდიალი და უაზრო ხმაური. თუმცა ალექსანდრეს გაღვიძება არ გამოუვიდა, რადგან ღრმად ეძინა. მაშინ აბაზანაში შევიდა და სახეზე მწვანე სახის კრემი წაისვა. მერე თმები შეიკრა, საკმაოდ უცნაურად თან... და ალექსანდრესაც მიადგა.
-ალექს, ალექს! გაიღვიძე, ოთახის კარი ჩაკეტილია და ვერ ვაღებ . ალექსანდრე!-როგორც იქნა გამოეღვიძა და ანუკსი სახის დანახვისთანავე ოდნავ წამოიყვირა.
-ჯანდაბა... რა უბედურება გისვია სახეზე? -საწოლიდან წამოდგა და ჩაცმა დაიწყო-რომელი საათია
-არ მოგწონს? ლამაზად ხო უნდა გამოვიყურებოდე, ხოდა კანს მოვლა ჭირდება.
-მოიცილე თორე მე დაგეხმარები გალამაზებაში-ჯიბიდან ოთახის გასაღები ამოიღო და ანუკის მისცა-ჩავიცმევ და ერთად გავიდეთ ზღვაზე.
-მართას და გიორგის დაველოდოთ.
-არა, მინდა შენთან ერთად გავიდე.
-რატო?
-რა რატო. არ შეილება მარტო გავიდეთ? იმათ ეძინოთ.
-რა გვინდა მარტო, ვერ გავერთობით.
-ანუკი...-ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა-მარტო მინდა ჩემ შეყვარებულთან ყოფნა.
-კარგი, კარგი. დილიდან რა გაღიზიანებული ხარ.
-იმიტო რო გამიზნულად მაღიზიანებ, ვერ ვხვდები რატო.
-რა გამიზნულად-ანუკი საკოცნელად მივიდა, მაგრამ ალექსმა უკან დაიხია.
-ჯერ ეგ რაღაც მოიცილე, მერე გაკოცებ.
-უიმეეე...
ცოტახანში ორივე გამოეწყო და ქვევით ჩავიდნენ რამე უცებ რო ეჭამათ. ნინას ეღვიძა და სამზარეულოში იჯდა. ეხლა იწყებოდა შოუ.
-რა ბრაგუნი იყო მთელი დილა თქვენი ოთახიდან რა არის ეს?-ნინას სიგარეტი ეკავა ხელში და ძლივს იკავებდა თავს სიცილი რო არ დაეწყო. როლში უნდა შეჭრილიყო, საზიზღარი დედამთილის. ასე თუ ისე ეს რეპეტიციაც იქნებოდა ანუკისთვის.
-ვაიმე, ქალბატონო ნინა, ახალგაზრდები ვართ... მოგვიტევეთ-ანუკი გაწითლდა, ალექსანდრემ მკვლელი სახით გადახედა და დედამისს მიუბრუნდა.
-ანუკიმ ადრე გაიღვიძა და ემზადებოდა. ნუ ცანცარებ.
-აი ხედავთ? როგორ მიშხამებს ყველაფერს. რატო გამოგყავარ ყოველთვის მატყუარა.
-ანუკი, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ ოჯახში მანერები და ეტიკეტი არ გასწავლეს. არა, რო ვიცნობ დედაშენს ისეთი დახვეწილი ქალია და შენ რა დაგემართა?
-ქალბატონო ნინა, მეც იგივეს ვფიქრობ ხოლმე.. არა სხვათა შორის, ალექსანდრეს რო ვუყურებ, მერე ვხვდები რომ მისი ქცევები ცუდი აღზრდის ბრალი იყო.
-რანაირად მელაპარაკება ეს თავხედი გოგო ხედავ?
-და თქვენ რანაირად მელაპარაკებით?
-ანუკი, გეყოფა. დედა, გაჩერდით. ხო შეილება ცივილურად დავისვენოთ.
-ანუ, დედაშენი რეებს მეუბნება, მერამდენედ უნდა ავიტანო ესეთი დამცირება?
-ორივეს გეყოფათ. არ შეგიძლიათ ერთმანეთთან ნორმალურად ლაპარაკი, ნუ ილაპარაკებთ. მაგრა მიტყდება რო არც ერთი არ ცდილობთ რო დაალაგოთ ცოტა სიტუაცია.
-კარგი, წამოდი სანაპიროზე გავიდეთ.
-მისმენ საერთოდ?
-გისმენ და შენ არ იყავი მარტო გავიდეთ სანაპიროზეო? ნახვამდის ქალბატონო ნინაა-ანუკიმ ალექსს ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა.
-უნ ელაპარაკები ეგრე, დედაჩემია.
-კაი, გავიგე მარა მაგის წინ ნუ მეუბნები ეგეთ რაღაცეებს.
-ანუკი, მაგრა მწყინს მართლა გეუბნები. შენთითონ თუ არ ეცადე ნინა ჯიუტია და შეილება სულ ესე იყოთ.
-მოვიფიქრებ რამეს, აღარ გვინდა ჩხუბი რა-სანაპიროზე ჩავიდნენ და რუჯის მისაღებად დაწვნენ ცოტახნით. ანუკი ახლოს მიიწია, კისერზე ხელი მოკიდა და აკოცა.
-რას აკეთებ?
-რას ვაკეთებ-ისევ ახლოს მივიდა, ლაპარაკი არ აცადა და კიდე აკოცა.
-ანუკი-გაეცინა და ხელი დაუჭირა-ბავშვები არიან აქ და ვერ ვიტან ესე რო ჩამოდგებიან და ზასაობენ ხოლმე შუა პლიაჟზე.
-კაი წამო ზღვაში ჩავიდეთ მაშინ.
ალექსანდრე წამოჯდა და გაკვირვებულმა შეხედა, სახიდან მზის სათვალე მოიხსნა და კარგად აათვალიერა.
-ვერ გცნობ. აი გიყურებ და ძაან სხვანაირად იქცევი . გუშინ ჩემ გვერდით დაწოლაზეც უარს ამბობდი და ეხა ლამის...
-კარგი, ცოტა ცვალებადი ხასიათი მაქვს.უბრალოდ მინდა ისეთი დამინახო როგორიც სინამდვილეში ვარ.
-არ ხარ ესეთი.
-ვარ, უბრალოდ საკმარისად კარგად არ მიცნობ. დიდი დრო გავიდა.
-სპეციალურად აკეთებ ხო ამას? გიორგიმ რაც ქორწინება ახსენა სულ სხვანაირად იქცევი. სპეციალურად მაღიზიანებ, ნინას ეუზრდელები, მე ძაღლივით მექცევი. თუ მაგიტო აკეთებ-გამომწვევად გაუღიმა-არ დაგშორდები. უფრო მეტის გაკეთება მოგიწევს იმისთვის რო დაგტოვო-ეხლა თვითონ მიიწია აკოცა, წელზე ხელი შემოხვია და ლამის კალთაში ჩაისვა, ანუკისაც შერცხვა, სულ გაწითლდა და უკან დაიხია.
-კაი.. გაჩერდი.
-ხო გითხარი არ ხარ ეგეთი თქო. გეყო თამაში. ძალიან კარგად გიცნობ.
***
ცოტახანში გიორგი, მართა და ნინაც ჩამოვიდნენ და ისინიც რუჯის მისაღებად დაწვნენ. მერე გიორგი და ალექსანდრე ზღვაში შევიდნენ და დანარჩენები მარტო დატოვეს. ამასობაში ანუკის ერთი ბიჭი ათვალიერებდა , თან გვერდით ძმაკაცს ელაპარაკებოდა.
-ნუკი, უკან არ გაიხედო და ვიღაც ტიპი გაშტერდება უკვე 20წუთია-მართაც ცდილობდა მისკენ არ გაეხედა და თან ეღიმებოდა.
-მაშტერდება? ჩემი ზურგი მოეწონა?
-რა ვიცი აბა. ოღონდ ალექსანდრემ არ დაინახოს.. ვაიმე მოდის...
-გამარჯობა-უცებ მზე 2 მეტრიანმა, სავარაუდოდ კალათბურთელმა გადაუღობა. საკმაოდ კარგი აღნაგობა ჰქონდა და სახეზეც არაუშავდა.
-გამარჯობა?
-მე და ჩემი მეგობარი ახალი ჩამოსულები ვართ ბათუმში და ხო არ გვირჩევდი რამე კარგ ადგილს გასართობად?
-მე?-ანუკის გაეცინა-აზრზე არ ვარ.
-ერთად რო მოვძებნოთ?
მართა კინაღამ დაიხრჩო სიცილისგან და ოდნავ გვერდით, ნინასკენ გაიწია.
-შენი მეგობარიც წამოიყვანე. ან მეგობრები-ნინას გადახედა, მართა ზღვაში ჩავიდა, ვეღარ მოითმინდა ამდენი.
-ამ... ნინა დედა, წამოხვალთ მე და ამ საყვარელ ახალგაზრდასთან ერთად სადმე გასართობად?
-უი, ეს დედაშენია?
-არა, დედამთილი-ანუკიმ გაუღიმა, ის ბიჭი გაშრა.
-აუ.. მაპატიე.. გათხოვილი ხარ?
-კი, ბავშვსაც ველოდები. შენი სახელი?
-გიორგი.
-უი ჩემი ქმრის ძმასაც გიორგი ჰქვია. ხოდა თუ ბიჭი იქნება შენ საპატივცემულოდ გიორგის დავარქმევ , ნუ თან ბიძის საპატივცემულოდაც, მაგრმა უფრო შენ გამო, რო შენნაირი მამაცი და გაბედული გაიზარდოს-ეხლა უკვე იცინოდა კიდეც, იმხელა ბიჭი სიწითლისგან პამიდორს დაემსგავსა.
-რა ხდება?-ალექსანდრეც ამოვიდა წყლიდან.
-ალექს, ნახე რა საყვარელ ბიჭს უნდა ჩემი გაცნობა. გამიშვებ გასართობად რო წავიდეთ მე , მართა და ნინა?
-რა?
-უკაცრავად.. დიდი ბოდიში.. მე, მე მეგონა მარტო იყო.. დაგტოვებთ-სწრაფად გაბრუნდა, პირსახოცი აიღო და სანაპიროდან ლამის გაიქცა.
-ეს ვინ იყო?
-გიორგი.
-ვინ გიორგი?
-რა ვიცი, როგორც შენ იცნობ ისე ვიცნობ მეც. გიორგი ვარო და გასართობად წავიდეთო.
-მაგას შ** ხო არ ააქ?
-ალექს!-ნინამ წამოიძახა-რანაირად ლაპარაკობ?
-მაპატიე დედა.. ანუკი... შენ ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე აქ?
-რა ჩემი ბრალია? ლამაზი ვარ, კარგი ტანი მაქვს და მოვწონვარ ბიჭებს. ბათუმია. სანაპიროზე ჩადრით ვიარო?
-კი-ალექსანდრემ მეორე პირსახოცი მოახურა და თავიდან ბოლომდე გაახვია.
-რას აკეთებ? ზაგარი როგორ მივიღო ეხლა.
-დაიწვები. არ შეილება შენთვის. ან წამოდი ზღვაში ჩავიდეთ.
-ეჭვიანობ.
-ვერ გავიგე?
-ეჭვიანობ თქო.
-არ მესმის, ყური დამიგუბდა.
-იმ ბიჭს ვუთხარი რო შენი ცოლი ვარ და მაგიტო გაიქცა.
-ხოო?
-ეგ ხო კარგად გესმის-ანუკიმ პირსახოცები გვერდით გადადო, წამოდგა და სპეციალურად ნელა დაიწყო ზღვისკენ სვლა.
-დედა... დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები... კვირის ბოლოს ან მე მომკლავს ან მე მოვკლავ-ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა, სირბილით მივარდა, ხელში აიყვანა და პირდაპირ ზღვაში შეაგდო.
-რეებს აკეთებ ცხოველო! თმა დამისველდა!
-აი ისევ ცხოველოც დაბრუნდა-ალექსს გაეღიმა, მისკენ მიიზიდა და აკოცა-ცუდად მოიქცევი და გაყვინთავებ.
-არ გაბედო.. არ ვიცი ცურვა ეგრე კარგად.
-ეგრე კარგად თუ საერთოდ?
-ეგრე კარგად. არ გავდივარ ხოლმე შორს.
-ხოდა წამო ეხლა გავიდეთ.
-არა, დავიღლები. გიორგი და მართა სად არიან?
-გირჩევნია არ გახედო.
-ჰა?
-არ გახედო თქო. არ გინდა ჩემი დაბადების დღისთვის პარაგრაფში რო წავიდეთ? ერთი ორი დღით.
-შენებს ეწყინებათ. თან რა უნდა ვაკეთოთ იქ?
-არ ვიცი, მარტო ვიქნებით. ვილაპარაკებთ, მოვიფიქრებთ რამეს.
-აქ რატო ვერ ვილაპარაკებთ?
-აქ მარტო ოთახში ვართ ან ამათთან ერთად.
-ალექსანდრე..
-ანუკი, გავიგე რო სანამ ცოლად არ მოგიყვან იქამდე არ გვექნება არაფერი, მარა არ შეილება ისე სადმე რო გამომყვე ღამე დასარჩენად? იქაც სავარძელზე დავწვები თუ ესე გაწუხებს .
-არა, რა შუაშია. გაუტყდებათ შენებს, შენი დაბადების დღეა. თან აქ ვერთობი, ხან ნინას ვეღადავები, ხან მე და მართა ვლაპარაკობთ. არ გინდა შენი დაბადების დღე ყველასთანე რტად აღნიშნო?
-მე შენთან ერთად მინდა.
-რა გინდა რო დედაშენს იმაზე მეტად შევძულდე, ვიდრე უკვე ვძულვარ? შენ დაბადების დღეზე მაგათთან ერთად რო არ იქნები რას იტყვის?
-თუ არ შეგიმჩნევია ჯერ, 29 წლის ვარ. დიდი ხანია დაბადების დღეს მშობლებთან აღარ ავღნიშნავ.
-ხო მარა აქ ერთდ ვართ ყველა და ცუდი ტონია, ესე რო დავტოვოთ.
-მოდი პირდაპირ თქვი რო ჩემთან ერთად არ გინდა აღნიშვნა?
-ალექს, შენი იდეა იყო დედაშენს დავახლოებოდი, ეხა ვცდილობ და შუაში მიხტები?
-ცდილობ? დღეს რო არ წამომეყვანე ალბათ მოკლავდი.
-ნუ.. ვეცდები. შემდეგ წელს რაც გინდა ის ვქნათ შენ დაბადების დღეზე. ცოტა შემცივდა, ავალ მე .
-დავრჩები ცოტახანი და მეც ამოვალ.
-კარგიი-ანუკი სახლში ავიდა, შემდეგ ეტაპზე გადასვლის ჯერი იყო. დაბადების დღე უკვე ზეგ ჰქონდა, უნდა მოეტყუებინა რო ბანძი საჩუქარი ჰქონდა ნაყიდი. ამიტომ წამოსვლამდე ყველაზე საშინელი ჯემპრი უყიდა, რაც შეიძლებოდა ენახა. მაგრამ ისეთი რო ვერაფერი ეთქვა ალექსანდრეს. თუმცა საკმაოდ ძვირი გადაიხადა(როგორც იციან ხოლმე დიზაინერებმა უაზრო რაღაცეების შეკერვა და პროსტა ბრენდის გამო რო ადევს 900ლარი). იბანავა, გამოეწყო და საჩუქრის მისაცემად მოემზადა. ალექსანდრე უკვე ისედაც ცუდ ხასიათზე იყო რო მოვიდა კარზე დააკაკუნა და ისე შევიდა.
-მოხვედიი?
-ხო, გადავივლებ.
-არა,მოიცა ჯერ ვერ ვითმენ, შენი საჩუქარი უნდა განახო.
-ვა? საჩუქარი მიყიდე?-ამაზე ოდნავ მოლბა, დათბა და ახლოს მივიდა-აბა რა არი?
-იმედია მოგეწონება-ანუკიმ შეკვრა მიაწოდა და ტელეფონი აიღო რეაქციის გადასაღებად. ალექსანდრემ გახსნა და ჯემპრი ამოიღო, მერე ანუკის შეხედა ხო არ მეღადავებაო.
-ჯემპრი? სეზონურად ხო?
-ხოო. ცოტა აცივდებაო ამბობენ სექტემბრისკენ და ვიფიქრე სამსახურში ჩაიცმევდი. ძალიან მაგარი და ბრენდული ზედაა. ხო მოგწონს?
-ვაუ... კი. ძალიან, მადლობა-ანუკის აკოცა და ჩაეხუტა-ჩემი მზრუნველი.
მაინც და მაინც ის რეაქცია არ იყო რასაც ელოდებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ხო მაინც იცოდა რო არ მოეწონა და უბრალოდ არ აგრძნობინა. მაგას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მთავარი მიზანი იყო ალექსანდრეს იმედის გაქრობა რო ოდესმე რამ ეგამოუვიდოდათ. მართლაც კარგად გამოდიოდა. საღამოს კაფეში უნდა წასულიყვნენ და ანუკი აიტეხა სახლში დავრჩეთ ცუდად ვარო, ბოლოს ნინა, გიორგი და ალექსანდრე წავიდნენ. მართაც ცუდად იყო და აღარ წავიდა.
-როგორ მიდის საქმეები?
-მემგონი კარგად ვაწამებ. მარა რთულია ამის გაღიზიანება, რკინის ნერვები აქვს.
-ეგ კი.
-რამე კიდე უფრო კრეატიული უნდა მოვიფიქრ... იდეა მაქვს. ეხლა მე და შენ წავალთ გეითსში.
-ანუკი..
-დაიკიდე ტოქსიკოზი რა. ან კაი თუ ცუდად ხარ მარტო წავალ.
-და რა აზრი აქვს მანდ წასვლას?
-სახლში რო მოვა ხო არ დავხვდები, ვეტყვი რო უბრალოდ მაღაზიაში გამოვედი, მერე ის გიორგი შემხვდა დღეს პლიაჟზე რო მკერავდა და კლუბში დამპატიჟა. ხო გამოშტერდება?
-დარწმუნებული ხარ? ბოლოს ისე არ გააგიჟო რო თბილისში დაბრუნდეს.
-მართა.. მინდა რო ყველანაირად გამოვცადო. 100 პროცენტით უნდა ვიყო დარწმუნებული იმაში რასაც ვაკეთებ.
-ხო მარა ეგრე წარმოდგენას უკარგავ შენზე. რამე სხვა მოვიფიქროთ.
-უკეთესი იდეა გაქ?
-სხვათა შორის კი. ეხლა გამოვიძახოთ ყვავილები, წერილით. ვითომ იმ გიორგიმ გიპოვა, გიპოვა რა ანუ შენი მისამართი გაიგო და ყვავილები გამოგიგზავნა დასაკერად რა . დაიკიდა ვითომ რო ქმარი გყავს.
-მართა... გენიოსი ხარ.
-არ მჯერა რო გეხმარები, რო გაიგოს მომკლავს.
ერთ საათში უკვე სახლში იყვნენ. მაგიდაზე ვაზაში ულამაზესი ვარდები ეწყო, თან გვერდით წერილიც იყო მიდებული. თავიდან ნინას გარდა არც ერთს არ შეუმჩნევია. ორივე პირდაპირ მართასთან და ანუკისთან მივიდა. ალექსანდრე ჩაეხუტა და მაგრად მოეხვია.
-ალექს.. რას აკეთებ?
-მითხარი რო გიყვარვარ.
-შენები არიან ოთახში.
-ფეხზე , მითხარი რო გიყვარვარ და არ მშორდები.
-რა გეტაკა?
-უბრალოდ მითხარი..
-მიყვარხარ-ანუკის შეეცოდა და თვითონაც ჩაეხუტა-კაი წამო სამზარუელოში ყავა მინდა-გამიზნულად მიყავდა რო ყვავილები დაენახა.
-მეძინება, არ გვინდა ყავა რა. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ ისევ.
-კაი, მაშინ მაცადე წყალს მაინც ავიღებ-ხელი მოკიდა და რასაც ქვია ძალით გაიყვანა.
-რა ლამაზი ყვავილებია გოგოებო? სად იყიდეთ?-ბოლოს მაინც ნინამ შეიმჩნია.
-არ გვიყიდია-საუბარში მართაც ჩაერთო. გიორგის დიდად არც მიუქცევია ყურადღება, აი ალექსანდრემ კი პირდაპირ ბარათს შეხედა.
,,ყველაზე ლამაზ ახალგაზრდა ქალბატონს არა მარტო მთელ ბათუმში, არამედ მთელ მსოფლიოში''
-ეს რა არი-ალექსანდრეს ტექსტზე გაეცინა-რა ბანალობაა, ყვავილები ბარათებით იყიდება ეხა?
-ჩვენ არ გვიყიდია თქო. მაჩუქეს-ანუკიმ ყავის კეთება დაიწყო, ვითომ არ იმჩნევდა რო რამე მნიშვნელოვანი მოხდა.
-ვის აჩუქეს?-ეხლა გიორგიც ჩაერთო საუბარში-შენ თუ მართას?
-გიორგიმ მაჩუქა-ალექსანდრეს სახე უნდა გენახათ იმ მომენტში.
-შენ ბიჭო შ.. ხო არა გაქ?-ძმას მიუტრიალდა-რა ყვავილებს უგზავნი?
-შენ ხო არ გააფრინე, შენ შეყვარებულს რატო უნდა ვუგზავნიდე ყვავილებს?
-აბა მატყუებს ვერ გავიგე გიორგიმ მაჩუქაო?
-სხვა გიორგიმ-ანუკიმ ხელით შემოატრიალა-პლიაჟზე რო გავიცანი დღეს.
-რაი? საიდან გაიგო სად ცხოვრობ?
-აზრზე არ ვარ.
-და ვაზაში უნდა ჩადო მერე? ჩემ სახლში ვიღაცა ბანალური ყ*ის ნაჩუქარი ყვავილები ? გადააგდე.
-კაი რა გჭირს, ტიპს არც ვიცნობ. ლამაზი ყვავილებია. იღადავა, ვუთხარი ქმარი მყავს თქო.
-რა ნაგლი ტიპია აზრზე ხარ? სახლში უგზავნის და რო უგზავნი არ უნდა გაიგო ჯერ ვის სახლში გზავნი? ან ქმარი ვინ არი? მაგას მო..
-ალექსანდრე!-ანუკიმ შეაჩერა-რა გაეჭვიანებს ესე? რა ვქნა ეხლა ლამაზი ვარ და პლიაჟზეც ჩადრით ვიარო?
-გადააგდე ეს-ალექსანდრემ ყვავილები ამოიღო და გიორგის ესროლა.
-მე .. მე სად გადავაგდო შენ გადააგდე-ეხლა ისევ ალექსანდრეს ესროლა, უნდა გენახათ რა სანახავი იყო ეს ორი ხელბურთს რო თამაშობდნენ ეკლებიანი ვარდებით-სულ დამესერა ხელები.
მართა კვდებოდა სიცილით, ნინა უბრალოდ იდგა და გაურკვევლობაში იყო, ვერ მიმხვდარიყო ანუკი ისევ ღადაობდა თუ მართლა ვიღაცამ გამოაგზავნა ყვავილები.
-ძაან აცანცარებული ხარ-ისევ ანუკის მიუბრუნდა, ვარდები გადააგდო და ზევით ავიდა-ამოდი დროზე ზევით!!-მთელ სახლში ისე დაიჭექა მისმა ხმამ, თითქოს სამი მიკროფონი ჰქონოდა ხელში და პლუს გამაძლიერებლები.
-ნინა.. არ იყო ნამდვილი გპირდები, მართამ გამოაგზავნა . არ გეგონოს რამე-ანუკსი გაეცინა-ვეღ..
-ანუკი!!!-ეხლა ორჯერ უფრო ხმამაღლა დაიღრიალა. სუ ყველა გაჩუმდა, მართლა გაბრაზებული იყო და ვინმეს სიცილი რო გაეგო, სუ ყველას დაახრჩობდა ალბათ.
***
ერთი დღეც და ყველაფერი დამთავრდებოდა, ანუკის აღარ ჰქონდა ამდენი ძალა რო კიდე რამე ახალი მოეფიქრებინა. ამიტო გადაწყვიტა იმ დღეს ჩვეულებრივად მოქცეულიყო. არც ძალიან თბილად და არც ცივად . საღამოსთვის ემზადებოდა, თან ცდილობდა არ შეემჩნია რომ რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა. ალექსმა დილიდანვე ცუდ ხასიათზე გაიღვიძა. ანუკის არაფერი არ უკითხავს, დილა მშვიდობისაც არ უთქვამს. ცოტა ხანში აბაზანიდან ახალი ნაბანავები გამოვიდა, თითოქს უკეთეს ხასიათზე იყო და ანუკის შემოეხვია უკნიდან სანამ ტანსაცმელს ალაგებდა.
-ზღვაზე გავიდეთ?
-კი.
-დღეს ხო მაინც მოდიხარ? კაფეში.
-ხო აბა.
-რა იყო იქითხ არ გაბრაზებული თუ რა ხო და კით მპასუხობ?
-არა, ტანსაცმელი მინდა დავალაგო. მარა დაიკიდე, მოვემზადები და ზღვაში ჩავიდეთ. შენ კიდე ეჭვიანობ იმ გიორგიზე?
-ერთს გეტყვი. კიდე დავინახავ დღეს სადმე... და მერე ჩემი დაბადების დღე გავატაროთ პოლიციის განყოფილებაში. და ის ყვავილები თუ არ გადაგვიგდია ჯერ სახლიდან, მაგის გასვენებაში მიიტანე.

***

***
საღამოს მთელი სახლი სამზადისში იყო, უთოზე სერიოზული ომი მიდიოდა. ყველას რაღაცის გაუთოება უნდოდა, აბაზანა სახლში ორი იყო, მაგრამ არც ეგ არ ყოფნიდათ. ყველგან ტანსაცმელს იპოვიდით. ანუკი სიგიჟემდე ნერვიულობდა, თან ფიქრობდა ბეჭედი სად დაემალა, ან როდის ჩაედო ჩანთაში. ალექსანდრე სულ გვერდით ჰყავდა და არ ცილდებოდა. ძლივს აბაზანაში რო შევიდა, ანუკიმ დრო იხელთა და ქვევით ჩავიდა.
-ნერვიულობ?-გიორგიც ქვევით იყო და თან მართას ეხმარებოდა მომზადებაში.
-ვნერვიულობ რომელია. კაცს ხელი უნდა ვთხოვო და თან უარი რო მითხრას? მე რამდენჯერ ვუთხარი უარი?
-ნუ უარი რო გითხრას ჩემო ანუკი-გიორგი ახლოს მივიდა და მხარზე ხელი მოკიდა, მერე ჩურჩულით უთხრა -მოტაცებაში დაგეხმარებით-და გადაიხარხარა.
-აუ რა .. გიორგი ღადაობის დროაა.
-აბა რისი დროა?-ალექსანდრეც ჩამოვიდა.
-რა გამოწყობილი ხართ ცო...-ანუკიმ მხარზე ხელი მიარტყა გაჩუმდიო-არ მოგიტაცონ ალექს.
-ამან დალია უკვე ხო-ალექსანდრემ ანუკის წელზე ხელი შემოხვია და მისკენ მიიზიდა-ჩემთვის გამოეწყე?
-არა, ნინასთვის. შენი აზრით?
ცოტახანში გავიდნენ და კაფეში მივიდნენ. ანუკი სიგიჟემდე ნერვიულობდა, ათასნაირ ტექსტს აწყობდა ტვინში თუ როგორ ეთქვა ყველაფერი. მანამდე მართას, ნინას და გიორგის დრო გაჰყავდათ და თვითონ ელაპარაკებოდნენ ალექსანდრეს ყურადღება რო გადაეტანათ. თან მალე აპირებდნენ წასვლას, 12ს აკლლდა 20 წუთი წასვლა როგ ადაწყვიტე. ვითომ მართა გახდა ცუდად და ნინა უნდა დამარებოდა. წასვლის წინ ნინამ ანუკი გაიყოლა 5წუთით რაღაც მინდა ვუთხრაო.
-არ ინერვიულო. დალაგებულად და მშვიდად უთხარი ყველაფერი. ჩემი შვილი.. ანგელოზი არ არის. მართალი ხარ. ბოდიშს გიხდი რომ შენი მხარეც არ დავინახე ამ ყველაფერში. მაგრამ მსხვერპლი არც ერთი არ ხართ. ორი ზრდასრული ადამიანი.. რომლებსაც 5 წელი დაგჭირდათ ამ ნაბიჯემდე. აღარ იჯიუტო, მიხარია, რომ გადაწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა. მთავარია გაბედო. მე აღფრთოვანებული ვარ შენი სიმამაცით და სიმართლე გითხრა შენ ასაკში.. შენი გამბედაობის ნახევარიც არ მქონია. ერთი იცოდე, პატივი ეცი ჯერ საკუთარ თავს, მაგრამ.. იცოდე, რომ დღეიდან.. აღარ არსებობს მცნება მე... შენ და ალექსანდრე ერთი ხართ. იმოქმედე ოჯახის სახელით. მე ვამაყობ რომ შენნაირი რძალი მეყოლება.
-ქალბატონო ნინა... უარი რო მითხრას.
-ქალბატონო ნინა აღარ-ნინამ გაუღიმა და ახლოს მივიდა-შეგიძლია დედა დამიძახო უკვე-გადაკოცნა და მანქანაში ჩაჯდა. გიორგი და მართამაც თხოვეს დარჩენა სალაპარაკოდ 5 წუთით.
-ჩემი ძმა წამით არ იმსახურებს შენნაირ მაგარ გოგოს.
-ისევე როგორც შენ არ მიმსახურებ მე-მართამ მხარი გაკრა და გაეღიმა-არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. ბოლო ბოლო დავიტანჯეთ თქვენი საცოდაობის ყურებით 5 წელი ამდენი ხალხი.
-ხო მართლა.. დედაჩემს უნდა დავურეკო.
-მიდი. აღარ მოგაცდენთ და ისიც არ ალოდინო თორე დალეწავს მაქაურობას-გიორგი და მართაც დაემშვიდობნენ და ახლა უკვე მარტო დარჩა. დედამისს დაურეკა, თუმცა არ აიღო. იფიქრა ძინავს და აღარ გავაღვიძებო. ანუკიმ ღრმად ჩაისუნთქა და უკან ავიდა, სკამზე დაჯდომაც არ უფიქრია.
-მოკლედ.. ეხა მე ვილაპარაკებ. შენ მომისმენ.
-აბა გისმენ-ალექსანდრემ ხელები გადააჯვარედინა და საზურგეს მიეყუდა.
-ეს 3 დღე... რაც აქ ვართ სპეციალურად ვცდილობდი რო გამეგიჟებინე.
-რატო?
-მაგას მერე გაიგებ. იმედია გამომივიდა.. მინდოდა მაქსიმალურად ვყოფილიყავი დარწმუნებული იმაში რასაც ვაკეთებ. ჯერ გამოგცადე როგორ მოიქცეოდი როცა შენთან დაწოლაზე ვიტყოდი უარს. მერე სპეციალურად გამომწვევად ვიქცეოდი. მერე ეჭვიანობაზეც შეგამოწმე, დედაშენსაც საშინლად ველაპარაკე.. და არაფერმა არ გაჭრა. თითქმის არ დარჩა არაფერი რაც არ გაგიტარებია ჩემთვის. ხოდა.. მიუხედავად იმისა რო არ მინდა იგივე შეცდომები გავიმეოროთ რაც ადრე დავუშვით, ვფიქრობ, რო მეტის მოცდა არ ღირს. მარა მანამდე... ბოლო ტყუილიც ნდა გითხრა.. რომელიც დაგიმალე და ამის მერე იმედია შენი პასუხი მაინც ობიექტური იქნება.
-ანუკი, რამდენი დალიე მაინც?
-მაცადე... მოკლედ..5 წლის წინ..
-გაჩერდი-მაშინვე სკამიდან წამოდგა-არ მაინტერესებს. რაც არ უნად მითხრა, არ მაინტერესებს. წარსული წარსულია. არ გინდა თქმა, არ ხარ ვალდებული.
-მაგრამ..
-ჩემთვის მთავარია რო თქმას აპირებდი.
-და თუ ძლაიან მნიშვნელოვანია და ამას შეეძლო რო 5 წლის წინ ჩვენ შევერიგებინეთ?
-ხო, მარა არ შევურიგებივართ. და თქმის აზრი?
-მაშინ.. მაშინ გავაგრძელებ.
-პრეზენტაციაც ხო არ მოგიმზადებია?
-არა, გეხვეწები ნუღადაობ.. ვნერვიულობ.
-ფეხმძიმედ ხარ?
-ხო, გასაშლელი ლოგინისგან ველოდები ბავშვს. მაცადე.
-არა, გიორგისგან. მეორე გიორგისგან.
-არა. გთხოვ მაცადე. სანამ გეტყვი... მინდა რო.. არ ვიცი რა მინდა. უბრალოდ მეშინია-ჩანთიდან ბეჭედი ამოიღო და მაგიდაზე დადო. მერე უბრალოდ მიაშტერდა ბეჭედს , სანამ ალექსანდრემაც არ შეამჩნია-არ ვიცი რა უნდა გითხრა ისეთი.. რის გამოც შენ უარს არ მეტყვი. ვიცი... მთელი თვე გაწამე.. სულ უარს გეუბნებოდი, ტვინში ჩაგიბეჭდე რო შენთან ოჯახიც არ მინდა და ალბათ საშინელი ადამიანი ვარ ამის გამო. ალექსანდრე.. .შენ გარეშე ცხოვრება არ მინდა. ოჯახიც მინდა და ყველაფერიც, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო ჰქოონდა.. მაგრამ ეხლა ვაცნობიერებ რო საკმარისად დაგტანჯე და გალოდინე.. თუ გინდა 12 შვილი გვყავდეს.. კარგი მთლად 12 არა. რამდენიც გინდა, მე ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდ აღარასოდეს არ მომიწიოს სახლში მარტო წასვლა ან იმ გასაშლელ ლოგინზე დაწოლა. სრული უფლება გაქვს უარი მითხრა, ჩემზე მილიონჯერ არა მარა.. ასე თუ ისე უკეთეს საცოლეს ან ცოლს ნაღდად იპოვი, სავარაუდოდ .. ისევ ვინმე ქრისტინეს ნაირს არ ვიცი.. მოკლედ. მე მინდა რო ჩვენ ურთიერთობას მომავალი ჰქონდეს და იმაზე უკეთესი ვიდრე წარსულში გვქონდა. რატომღაც ბედისწერაც ვიწამე. იცი რამდენჯერ მიფიქრია რა მოხდებოდა რომ არა ის დღე, როდესაც ნოდარიმ და ზურამ ილაპარაკეს და იმ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ რომ ფირმების შეერთების სანაცვლოდ საკუთარი შვილები დაექორწინებინათ. რა თქმა უნდა ეხლა ეს ისტორია ვინმეს რო მოუყვე 21-ე საუკუნეა და შეილება ფსიქიატრიულში წამიყვანონ ესეთ ადამიანს როგორ უკავშირებ შენ ცხოვრებასო.. მაგრამ მე მჯერა რო სულ რო მაშინ არ გამოგყოლოდი, ბიზნესში მაინც ჩავერთვებოდი და ისე მაინც შეგხვდებოდი. სისულელეებს ვლაპარაკობ ვიცი, მაგრამ... ამით იმის თქმა მინდა რო უაზროდ ჯიუტი ვარ და ჩემი სიჯიუტე რო არა უკვე 5 წლის დაქორწინებულები ვიქნებოდით და შეილება.. შვილიც გვყოლოდა. მაპატიე.. იმ ყველა ტკივილისთვის რაც მოგაყენე.
-გასაგებია. ცალ ფეხზე არ უნდა დადგე?-გაღიმებულმა გახედა.
ანუკის არაფერი არ უპასუხია, სიტყვას სიტყვაზე ძლივს აბამდა. რაღაც მომენტში მაინც ფიქრობდა რომ შეცდომას უშვებდა, მაგრამ მის წინაშე მდგომ ალექსანდრეს რო უყურებდა ვეღარ აზროვნებდა. მხოლოდ მასთან ყოფნა უნდოდა. სულ რო ისევ ეღალატა, ის დრო რასაც მასთან გაატარებდა, მაინც კარგად დაამახსოვრდებოდა. არასოდეს ეგონა თუ ვინმე ისე შეუყვარდებოდა, როგორც ალექსანდრე. ადამიანი, რომელიც თავმოყვარეობაზე, სიჯიუტეზე და უაზრო ისტერიკებზე ათქმევინებდა უარს. ადამიანი, რომელიც, მიუხედავად მისი გათამამებული და განებივრებული ხასიათისა, მაინც შეიყვარებდა. ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ შეურაცხყოფას და დამცირებას აპატიებდა ნახევარი ქალაქის წინაშე და მაინც გაიბრძოლებდა მასთან შესარიგებლად. ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებდა, არა იმიტომ რომ მის მშობლებს ბევრი ფული ჰქონდათ, არამედ იმიტო რო ეყვარებოდა . ალექსანდრე იყო ის ადამიანი, რომელმაც ჯერ ცხოვრება დაუნგრია და მერე თავიდან აწყობაში დაეხმარა.
-თუ სწორად გავიგე ხელს მთხოვ?
-კ.. ნუ ღადაობ.
-დედაჩემს თხოვე ჩემი ხელი? ისე მეწყინება.
-ალექს...
-მე ძალიან პრეტენზიული ცოლი ვარ სხვათაშორის. ბეჭედზე დიდი ბრილიანტი თუ არაა-ბეჭედი ხელში აიღო და მერე მიხვდა რო ანუკის შენახული ჰქონდა წლების განმავლობაში-ეს..ის ბეჭედია?
-კი...
ალექსანდრე ცალ ფეხზე დადგა.
-ერთხელ მაინც გავაკეთოთ ისე, როგორც ნორმალურ წყვილს შეეფერება. ცოლად გამომყვები?
მიუხედავად იმდენი უარისა რაც ალექსანდრემ ამდენი ხნის განმავლობაში მიიღო, მას მაინც არ დაუნებებია ამ საკითხზე ფიქრისთვის თავი. ანუკი მისთვის ბევრს ნიშნავდა, თავმოყვარეობა კი სულ ბოლო პლანზე ინაცვლებდა.
-კი-ალექსმა მაშინვე გაუკეთა ბეჭედი ხელზე, წამოდგა და ჩაეხუტა.
-მიყვარხარ.... არ მჯერა რო ამდენი რაღაც სპეციალურად აკეთე და ვერ მივხვდი.
-ვიფიქრე თუ ცოლად გამოგყვებოდი.. და დაგთანხმდებოდი.. თან ცოტას გავერთობოდი-გაეცინა, კისერზე მოეხვია და აკოცა.
-კარგი, წამოდი. დღეს მე დავწვები გასაშლელ ლოგინზე.
-ღადაობ ხო?
ალექსანდრემ ხელში აიყვანა და მისაღებში გაიქცა ნომრის ასაღებად. მეორე დღესაც გადაწყვიტეს დარჩენა, ზღვაზე გასვლა არც უფიქრიათ. ნომერში აივანზე იჯდნენ და უამრავ თემაზე ლაპარაკობდნენ.
-ალექს... არ გეშინია რო ბავშვი ვეღარ გვეყოლება?
-არა. იმიტო რო დიაგნოზი არ არსებობს ერთხელ რო მოგეშლება მუცელი რო სულ ეგრე იქნება. შემოწმდები ექიმთან და დაწყნარდები. და რა იყო უკვე ბავშვი გინდა? .. მოიცა ერთ დღეში დაფეხმძიმდი?
-არა...-ანუკის გაეცინა-ყველაფერზე როგორ შეგილია ღადაობა.
-კარგ ხასიათზე ვარ. ეხლა რატო უნდა იფიქრო პრობლემებზე.
-ბავშვი მინდა.. კი..
-როგორ შეგეცვალა ესე უცებ აზრი ყველაფერზე?
-არ ვიცი.. დეგენერატი ხარ შენი ბრალია.. მანიპულატორი ადამიანი ხარ და სავარაუდოდ 2 წელიწადში ისევ დამტოვებ.
-მაშინ ბავშვი მაინც მოვასწროთ, რამენაირად ხო უნდა დამიბრუნო მერე.
-აუ რა..
-დეგენერატი ვარ? თუ ცხოველი.
-იცი ამ ყველაფერს კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს-ანუკიმ უალკოჰოლო კოქტეილი ხელში აიღო და ალექსანდრეს ჭიქასთან მიიტანა ახლოს-კორონას გამო ქორწილს ვერ გადავიხდით, შესაბამისად ცნობისმოყვარე და ენაჭარტალა თბილისის ელიტა ვერ გაგვჭორავს-
-ანუ მე რო ცოლად გამომყევი, ამას მარტო ერთი პლიუსი აქვს? თავს ძალიან დაფასებულად ვგრძნობ.
-სულ როგორ შეიძლება ღადაობდე-ალექსანდრემ ანუკი მის მკლავებში მოიქცია და აკოცა.
რეალურად ანუკის და ალექსანდრეს ისტორია მომავალში ისე გარგძელდება როგორც ნებისმიერი ბედნიერი ოჯახური წყვილის. მათ ეყოლებათ შვილები, ანუკი არასოდეს არ დაანებებს კარიერას თავს თუმცა ოჯახსაც არ მოაკლებს ყურადღებას. ალექსანდრე თან გადაყვება შვილებსაც და ცოლსაც, არც დედას დაივიწყებს, ძმისშვილს. ვფიქრობ ამ ყველაფრიდან ორივემ უზარმაზარი გაკვეთილი მიიღო. ორივემ ისწავლა რომ ადამიანები ცოცხალი არსებები არიან, მათ აქვთ გრძნობები, ისინი არ არიან თოჯინები, რომლებითაც მანიპულაცია შეილება, იმ განსხვავებით რომ თოკების მაგივრად მათი მართვა ფულით და მაღალი საზოგადოებრივი სტატუსით შეიძლებოდეს. ანუკიმ დაძლია საკუთარ თავში ამპარტავანი და განებივრებული, უმადური შვილის როლი, როდესაც ალექსანდრემ ისწავლა ოჯახისა და ნამდვილი სიყვარულის ფასი. ნოდარის მსგავსად ისიც ადამიანებს თოჯინებივით აღიქვამდა. ამ ისტორიის დაწერისას მინდოდა რომ შიგნით რაღაც მორალი ჩამედო. და ჩემი აზრით ეს არის მთავარი აზრი, რომ ხშირად ადამიანები ერთმანეთს უაზროდ ვტკენთ გულს, ყველაზე მეტად კი მათ ვინც ძალიან გვიყვარს. ჩვენი სიჯიუტე, ჩამოუყალიბებლობა და პიროვნული განვითარების მიმართ პროტესტი კი არის ამ ყველაფრის მიზეზი. იმედია გამომივიდა მეჩვენებინა ის გზა, რომლის გავლაც ამ პერსონაჟებს მოუწიათ ბედნიერების მისაღწევად. რა თქმა უნდა უკვე ვხვდები რომ მაინც დამხვდება ისეთი კომენტარები, როოგრებიცაა ,,ძალიან მიაფუჩეჩე'' ან ,, რა ბანალურობაა'', მაგრამ საერთო ჯამში მე კმაყოფილი ვარ, რომ არარეალურ ზღაპრად არ დამიტოვებია დასასრული. მადლობა ყველას ვინც კითხულობდით <3



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძაან მაგარია სულაც არა არის ბანალური ძაან მაგარია და იმედია კიდევ დაწერ სხვა მოთხრობებსაც❤️????????

 


№2 სტუმარი .

რაკაია რო კარგად დაამთავრეე ❤ ძაან მომეწონა რო ბოლოს ანუკის ინიციატივით მოხდა ყველაფერიი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო კარგად დასრულდა მომეწონა ძალიან.ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

 


№4  offline წევრი sati

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგი იყო კარგად დასრულდა მომეწონა ძალიან.ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

madloba shen rom kitxulobdii❤

სტუმარი მარი
ძაან მაგარია სულაც არა არის ბანალური ძაან მაგარია და იმედია კიდევ დაწერ სხვა მოთხრობებსაც❤️????????

kii maqvs ragac ideebi ubralod swavla axali dawyebuli rom aris michirs xolme yvelafris moswreba da dasasrulic amitom damigvianda. madloba rom kitxulobdi❤

.
რაკაია რო კარგად დაამთავრეე ❤ ძაან მომეწონა რო ბოლოს ანუკის ინიციატივით მოხდა ყველაფერიი

mixaria romogewonat❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent