ანუკი. გაგრძელება (თავი პირველი)
-ყველაფერზე თანახმა ვარ, რაც არ უნდა თქვა. ყველაფერს გავაკეთებ. მაპატიე? ის ყველაფერი... -დიდიხანია გაპატიე. რომ არ მეპატიებინა, აქ არ იქნებოდი. შენ? -მეც გაპატიე... -ანუ აღარ შემაგდებ სატვირთოს ქვეშ?-ორივეს გაეცინა. -ვეცდები-ანუკიმ კისერხე ხელები შემოხვია და აკოცა-ამ კარიდან რომ გავსულიყავი, აღარ გამომეკიდებოდი? -როგორც მაშინ თქვი საავადმყოფოში, მე ვერ მომიშორებ. ისევე როგორც მე ვერ გიშორებ შენ, ყველგან მხვდები. ამის შემდეგ სულ ერთად იყვნენ. ანუკი უნივერსიტეტში წავიდა, ალექსანდრე გაყვა და იმ ქვეყანაში მისი კომპანიების ქსელი გახსნა. მთელი ოჯახი მათ გამო იქ გადაბარგდა. ყველა ერთად ცხოვრობდა, ანუკი უნივერსიტეტის ბოლო კურსზე დაფეხმძიმდა. და პატარა ბიჭი გააჩინა. ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, როგორც ყველა ზღაპარი მთავრდება... ისე დამთავრდა ესეც. მაგრამ ყოველთვის არის ის ერთი ადამიანი რომელიც ჰეპი ენდით ვერ ამთავრებს. სანდრო იმ დღეს დიდხანს ელოდა ანუკის აეროპორტში, სანამ რეისმა არ გაასწრო ვერც მიხვდა რომ ანუკიმ ალექსანდრე აირჩია. მაგრამ მაინც ანუკის გარდა სხვა გოგო არასდროს არ შეყვარებია. მისი ერთგული დარჩა, მიუხედავად იმისა რომ ანუკი მას აღარ ნახულობდა და ურთიერთობაც არ ჰქონდათ. ეს ყველაფერი ზღაპარია. რეალურ ცხოვრებაში ესე იშვიათად ხდება. რეალური დასასრული კი ასეთია -ოღონდ ეგ არა. თვალებში ჩაგხედო და გითხრა რომ არ მიყვარხარ? და მერე მეტყვი რომ არ გჯერა და გატყუებ, მერე ვაკოცებთ ერთმანეთს და ამით დამთავრდება ყველაფერი? ალექსანდრე კიდე ვერ ხვდები რატომ მინდა გაშორება? ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ ტკივილს ვაყენებთ! ორივე საკუთარ თავზე ვფიქრობთ, სულ ვჩხუბობთ... ესე არაფერი გამოვა. მხოლოდ გავანადგურებთ ერთმანეთს, შეხედე სადამდე მიგვიყვანა ჩვენმა ურთიერთობამ?-სახელური აიწია და ხელებზე შრამი ანახა-შენ თავს შეხედე... დროა ცოტა გაიზარდო და ყველაფერს რეალურად შეხედო. შენ შვილი გეყოლება, ეს სათამაშო არ არის. შენი მთელი დროის დათმობა მათთვის მოგიწევს. მოდი ერთხელ მაინც არ ვიჩხუბოთ და ვცადოთ რომ შევთანხმდეთ რამეზე მაინც. ეს ორივესთვის საუკეთესო გამოსავალია. შეილება ეხლა ვერ გამიგო... ან საერთოდ ვერ გამიგო. მაგრამ ესე ჯობს... ყველა ხვდება ამას შენ გარდა. მე არ ვამბობ რომ არ მიყვარხარ... ეს ყველაზე დიდი ტყუილი იქნება. და ჩემი სიყვარული რას ცვლის? რომელ ფაქტს, რომ ერთმანეთს ვანადგურებთ თუ იმას რომ შენ შვილს ელოდები? გთხოვ. მოაწერე ხელი და დავასრულოთ ორივეს ტანჯვა. გემუდარები ალექსანდრე. -მომეცი საბუთები რა თქმა უნდა ანუკის და ალექსანდრეს ქორწინება გაშორებით დასრულდა. ერთი ამერიკაში წავიდა ცხოვრების თავიდან დასაწყებად, როდესაც მეორემ თავისი ბედი საქართველოში სცადა. საბოლოოდ 5 წლის განმავლობაში ერთმანეთთან კონტაქტის მცდელობაც არ ყოფილა. ანუკის არ უნდოდა წარსულის გახსენება. ის ერთი წელი, რომელმაც მის მთელ ცხოვრებაზე უზარმაზარი გავლენა იქონია, არ არსებობდა. ალექსანდრე ნამდვილი ქმარი არასდროს ყოფილა, ალბათ არც არავის მოუყვებოდა საკუთარ წარსულზე, რომ არა მათი ცნობადობა მთელ თბილისში. სწორედ ეს პლუსი ჰქონდა უცხოეთს, იქ არავინ იცოდა შენი ცხოვრებისეული დრამები. იქ უფრო ადვილი იყო მუშაობა და ყველაფრის დავიწყება. თუმცა, მიუხედავად ამდენი წლისა სამშობლოსგან შორს ყოფნისა, ანუკის დაბრუნება მოუწია. მას მამა გარდაეცვალა, 5 წლის უნახავი მამა, რომელიც ბოლოს საკუთარ დაბადების დღეზე ნახა, როდესაც მთელი ქალაქის ელიტის წინ შეარცხვინა მამაც, ოჯახიც, ქმარიც და საერთოდ ყველა მისი ახლობელი. ამ ამბის შემდეგ დიდი ხანი ლაპარაკობდნენ ანუკიზე, ზოგი ამართლებდა მას, ზოგიც კიცხავდა, ზოგს უკვე საერთოდ აღარ აინტერესებდა. უმეტეს შემთხვევაში ყველა მაინც ლანძღავდა იმის გამო, რომ ეგოისტურად მოიქცა, ასეთ სიმპატიურ ქმარს და მოსიყვარულე ოჯახს რომ დაამადლა მათი ფული, სითბო და საქვეყნოდ მოჭრა მათ თავი. ანუკის მეგობრებმა ზურგი აქციეს, არ უნდოდათ მასთან რაიმენაირად ასოცირებულიყვნენ. თუმცა ყოველივე ზემოთხსენებული საერთოდ არ ადარდებდა ჩვენს მთავარ გმირს. მომავალი წარსულზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის. საქართველოში დაბრუნება ზედმეტად უჩვეულო ვითარებაში მოუწია. რა თქმა უნდა განიცდიდა მამის სიკვდილს, მაგრამ ამაზე მეტად დედასთან შეხვედრაზე ნერვიულობდა. თუმცა დიდად არ ნანობდა საკუთარ საქციელს და არც ფიქრობდა რომ ზურა მის გამო მოკვდა(გამომდინარე იქიდან რომ ანუკის მშობლები არც ისეთი ახალგაზრდები იყვნენ, ზურას კი ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება სასმელისა და სიგარეტისკენ. ამას ემატებოდა დიაბეტი, რომელსაც იგი არასდროს უფრთხილდებოდა და ნერვიუილობა რაც წლების განმავლობაში მომხდარი ამბების გამო ჰქონდა გადატანილი). ერთადერთი რასაც ნანობდა იყო ის რომ, მამის ნახვა ვერ მოასწრო მის სიკვდილამდე. ყოველთვის ფიქრობდა, რომ უნივერსიტეტეის დამთავრების შემდეგ დაბრუნდებოდა სახლში, მამას შეურიგდებოდა და აჩვენებდა იმ კომპანიის გეგმას, რომლის შექმნაც მეგობრებთან ერთად მოახერხა. შემდეგ ზურა და ანუკი ერთმანეთს ყველაფერს აპატიებდნენ, მამა კი იამაყებდა საკუთარი ქალიშვილით და აღარ იქნებოდა გულნატკენი იმით, რომ მას მემკვიდრე არ ყოლია. ანუკი შეძლებდა კომპანიის ხელმძღვანელობას.. მაგრამ ეს ყოველივე უკვე შეუძლებელი იყო. სახლში დილით ადრე მივიდა, არ უნდოდა ბევრი ხალხი დახვედროდა. ეზოში ტატო და ნინო ისხდნენ, წინ ყავა ედგათ, მაგრამ არც ერთი არ სვამდა. უბრალოდ იჯდნენ და ერთ წერტილს მიჩერებოდნენ. თუმცა სიტუაციის გათვალისწინებით სხვანაირად ვერც მოიქცეოდნენ. ანუკიმ ღრმად ამოისუნთქა და ეზოში ნელა შეაბიჯა, უნდოდა ჩუმად შესულიყო, მაგრამ ჩემოდნის ხმამ უცბად გამოაფხიზლა დედა შვილი. -ანუკი-ნინომ ხმადაბლა წამოიძახა და ძმისშვილისაკენ გაშლილი ხელებით გასწია, მაშინვე ჩაიხუტა მონატრებულმა-ვწუხვარ... -მადლობა... ტატო უხმოდ მიუახლოვდა და ჩაეხუტა, თუმცა მის ქცევაში სითბოს ვერ იგრძნობდით. თითქოს ნაწყენი იყო ბიძაშვილზე, მაგრამ თუ რატომ , ამას ცოტა მოგვიანებით გიამბობთ. -დედა სად არის? -ძინავს.. ძალიან ცუდად არის, მაგრამ იცნობ ელენეს. ხალხის წინ არაფერს არ იმჩნევს, ძალიან ძლიერი ქალია. დაიღალე? -არა.. ბევრი ხალხი მოვიდა? -ნუ იტყვი.. მთელი თბილისი ანუკი! ყოველ დღე აქ იმდენი ხალხია... ეხლაც 1 საათში დაიწყება ისევ მისვლა-მოსვლა და მოთქმა. ისეთი ხალხი მოდის თვალით რომ არ მყავს ნანახი. ზურას ბაღელები, კლასელები, კურსელები.. აქამდე სა დიყვნენ. -დედამ წესიერად არაფერია რმითხრა, რა ჭირდა? -კიბო-ტატომ თქვა-ერთხელ მაინც რო დაგერეკა ალბათ გეტყოდნენ. -ტატო-ნინომ საყვედურით გახედა შვილს, რომელსაც ცოტა აკლდა რომ ანუკისთან ჩხუბი არ წამოეწყო-ვერაფერს უშველიდი.. არ უფრთხილდებოდა თავს, სულ ეწეოდა... კარგი, დაღლილი იქნები. -შევალ მამას ვნახავ... -რომ მოვლენ. ჩამოხვალ?-ნინომ ჰკითხა-არ მინდა რომ იჭორაონ, შენ თუ თავს ცუდად იგრძნობ შეგიძლია ... -ეს ჩემი სახლია ნინო. მამაჩემი გარდაიცვალა, აქ მის პატივსაცემად უნდ ამოდიოდნენ და არა ჩემზე საჭორაოდ . -ვიცი, მაგრამ... -ნუ ნერვიულობ, არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის. გთხოვ, მამის ნახვა მინდა-ანუკი ოთახში შევიდა. სხეულს სუდარა ეფარა, ახლოს მისვლა არც უფიქრია. საშინელმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში, უცნაურმა გრძნობამ დაჰკრა.. თითქოს სიზმარში ყოფილიყო . ყელში რაღაც ახრჩობდა, ტირილს ვერ ბედავდა. სინდისი ქენჯნიდა, არადა მთელი გზა თავს უმეორებდა რომ თვითონ უდანაშაულო იყო. მაგრამ სინამდვილეში... ზურას წინაშე მარტო მდგომი, აცნობიერებდა, რომ ამას მხოლოდ საკუთარი თავის დასამშვიდებლად ამბობდა. ხოლო საკუთარ თავს კი ვერ მოატყუებდა. დამშვიდობება უნდოდა, სიტყყვებს ვერ არჩევდა. ბოდიშის მოხდა უნდოდა, გვიანი იყო. ახლოს მისვლა და მამის ბოლოჯერ ნახვა უნდოდა, მაგრამ ფეხები არ უშვებდა. ოთახშიც კი იგრძნობოდა ის გაურკვევლობა და დაძაბულობა, რაც ანუკის თავში ტრიალებდა. ამასობაში ოთახში ელენე შემოვიდა. -როგორ იმგზავრე-შესაძლოა, ერთი მხრივ, ელენეს რეაქცია უჩვეულო იყოს . 5წლის უნახავ შვილს წესიერად არც კი მიესალმა . არანაირი სითბო არ გმაოუხატავს, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა ანუკის მდგომარეობას. მთელი ოჯახი , ნინოც კი, მიუხედავად იმისა რომ ცილობდა დაემალა საკუთარი დამოკიდებულბა მის მიმართ, ადანაშაულებდა ზურას სიკვდილში, ისევე როგორც ალექსანდრე იყო დამნაშავე ნოდარის აღსასრულშიც. -რამეში დახმარება გჭირდება-თითქოს ყველა სიტყვის წარმოთქმის ეშინოდა, იცოდა საკუთარი წვლილი მამის გარდაცვალებაში, მაგრამ ამის მოსმენას ვერ გადაიტანდა. -გამხდარი ხარ. -დედა გთხოვ... -ანუკის ცრემლი წამოუვიდა თვალებიდან. -ყავას გაგიკეთებ. -არ მინდა... ოთახში ავალ.. დავისვენებ. თუ რამეში დაგჭირდი დამიძახე-თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა, ჩემოდანი აიღო და ზევით ავიდა. ელენე ყოველთვის თბილი, მგრძნობიარე, ემოციური, სიცოცხლით აღსავსე დედა იყო, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა მისაღებ ოთახში მდგომი ქალის ბუნებას. ეს ორი ადამიანი ერთმანეთის ანტიპოდი იყო. ვერ ვიტყვით , იმ მომენტში რას ფიქრობდა ელენე, მართლა ადანაშაულებდა თუ არა შვილს ქმრის სიკვდილში, თუ უბრალოდ არ შეეძლო ადეკვატურად მოქცეულიყო და მისის აქციელი შოკით იყო გამოწვეული. ერთი რამ აშკარა იყო, ყველაზე რთული დაბრკოლება ერთ საათში დაწიყებოდა, როდესაც დაქვრივებულ ელენეს, ხალხის ჭორების ატანა მოუწევდა. ელენე ეზოში გავიდა. -არ მინდა ვინმემ რამე ილაპარაკოს. სკამები აიღეთ მისაღებიდან, შიგნით მხოლოდ ძალიან ახლობლები დარჩებიან, ვინმეს თუ ცოტახანი დაჯდომა მოუნდება გავა გარეთ. -როგორც იტყვი ელენე. დაცვას გავაფრთხილებ-ტატომ სკამი ბიცოლას დაუთმო, კიდევ ერთხელ გადახედა ძალაგამოცლილ ელენეს და სახლში შევიდა. -ელენე, მაინც იჭორავებენ . არ უნდა უსმინო.. ის მოვა? -დღეს უნდა მოვიდეს. ოჯახთან ერთად. -იქნებ ანუკი სადმე წავიყვანო ცოტახნით? -არ ვიცი ნინო, არ ვიცი.. არ შემიძლია ეხლა არაფერზე ფიქრი. გთხოვ შენით მოაგვარე. მე სახლში ბევრი საქმე მაქვს, უბრალოდ ეს მინდოდა მეთქვა. *** ოთახი არაფრით არ შეცვლილა. ნივთებიც კი ადგილზე ეწყო. სურათები, ლეპტოპი, საყვარელი წიგნები, ტანსაცმელი. თითქოს სახლმუზეუმი ყოფილიყო წარსულში სამოგზაუროდ. კრემისფერი კედლები, ულამაზესად მოხატული ჭერი, ლამის 2 მეტრიანი სარკე, რომელთანაც დღეში მინიმუმ 2 საათს ატარებდა, როდესაც სადმე წასასსვლეად ემზადებოდა. უშველებელი ტანსაცმლის კარადა, რომელშიც ძველებურად მისი ბავშვობისდროინდელი კაბები ეკიდა, რომლებიც ახლა უკვე დიდი ექნებოდა. 18 წელთან შედარებით, ანუკი კიდევ უფრო გამხდარი, ღონეგამოცლილი და ფერმიხდილი იყო. მიუხედაავად იმ მძაფრი სურათისა, რაც ზემოთ დაგიხატეთ, ანუკი უბედური არ იყო. მას მოსწონდა საკუთარი ცხოვრება ამერიკაში, მეგობრებიც ჰყავდა და საყვარელ საქმესაც აკეთებდა, უბრალოდ სახლში დაბრუნება ყველა ძველ განცდას ახსენებდა. მისთვის მამის სიკვდილზე მეტად აუტანელი სახლში დაბრუნება იყო. უცებ მანქანის ხმა მოესმა, ფანჯრიდან გაიხედა და ნაცნობი მანქანა დაინახა. -ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ელენე-მანქანიდან ალექსანდრე და მისი ოჯახი გადმოვიდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.