He(ის)
მათი აღარავის ჯერა ისინი ყველასთვის მითად,ლეგენდებად იქცნენ... ერთ დროს ჩემთვისაც კი... ალბათ წარმოდგენაც არ გაქვთ რაზე ვლაპარაკობ, ვამპირებზე.ალბათ ბევრი მითი გსმენიათ მათზე.ბევრი ფილმი გინახავთ,მაგრამ ეს უბრალოდ მოგონილი ამბავია ცნობილი ადამიანების მონაწილეობით. იმისთვის რომ ყველაფერი კარგად გაიგოთ ჯობია თავიდან დავიწყო მოყოლა.თუმცაღა ერთს გეტყვით - მე მათი ყოველთვის მჯეროდა... როცა პატარა ვიყავი მშობლებმა მიმატოვეს.ერთმა ოჯახმა მიშვილა, არასდროს მიგრძვნია მათგან სიძილვილი.საკუთარი შვილივით მზრდიდნენ.თვითონ შვილი არ ყავდათ და მეც ნამდვილი მშობლებივით შემიყვარდა ისინი.ქალს ესმე ერქვა, კაცს ლი.არასდროს მიფიქრია რომ ვინმეს მათზე უკეთ შეეძლო ჩემი მოვლა.ერთი სიტყვით ბედნიერი ვიყავი.როცა მათ ამიყვანეს 2წლის ვიყავი სახელიც კი არ მქონდა, ჰაჰ...სასაცილოა ყველას ჩემნაირად არ გაუმართლა თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მათ მე კიმი დამარქვეს, ჩემი სრული სახელია კიმ მინ-ჯი.სკოლაში კარგად ვსწავლობდი,ბევრი მეგობარი არ მყავდა მათ სახელებს ადვილად ჩამოვთვლი ლი სომი,ჯონ ჯონკუკი,კაი და ანა სოიანგი.ხო კიდევ ერთი პაკ ჯიმინი თუ შეიძლება მისი მეგობრად ჩათვლა. თითოეული ჩემი კლასელია.ყველგან ერთად ვართ,ჯიმინის გარდა...ის თითქოს...არ ვიცი როგორ ვთქვა ,თითქოს არც არსებობს.ის იმდენად ლამაზი,ჭკვიანი, და თითქოს!განმარტოებულია მიჭირს მისი ჩვენნაირად აღქმა.მოკლედ რომ ვთქვა მისი და ჩემი ურთირთობა ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ დაიწყო... ერთ დღეს მეგობრებთან ერთად კინოში ვიყავი როცა ვიღაცამ დამირეკა. ტელეფონს დავხედე ნომერი არ მეცნო და ცოტა არ იყოს გამიკვირდა-უცხოებმა ჩემი ნომერი არ იცოდნენ. ვუპასუხე. - კიმ მინჯი ბრძანდებით? - დიახ,თქვენ ვინ ბრძანდებით? - მე გამომძიებელი ვარ,თქვენი ნომერი მამათქვენის ტელეფონში ვნახე,ბოლოს... -მოიცა,მოიცა, რა გამომძიებელი?რა ხდება?მამაჩემი სად არის?! -სწორედ მაგასთან დაკავშირებით გირკავთ.თქვენ სახლს თავს დაესხნენ.თქვენი მშობლები თავდასხმისას დაშავდნენ.ახლა სად ხართ? - დიდ მოედანზე ვარ თეატრთან... - თქვენ გვერდით არის ვინმე ვისაც ენდობით? - დიახ... მეგობრები. - კარგით, არსად წახვიდეთ მანქანას გამოგიგზავნით რომელიც საავადმყოფოში მოგიყვანთ. ეს იყო ბოლო სიტყვები და ტელეფონიც გაითიშა.ჩემი მშობლები... ეს ვინ გააკეთა?! მშობლები მეორედ უნდა დავკარგო?ამას ვეღარ გადავიტან... არ შემიძლია! სად არის აქამდე მანქანა!მეგობრებს გადავხედე,მათ მზერაში ყველაფერი ჩანდა-ისინი ღელავდნენ ჩემ გამო მაგრამ არაფრის თქმას არ აპირებდნენ იქამდე სანამ ამას თვითონ არ მოვინდომებდი. - არ მინდა რომ წამოხვიდეთ... უბრალოდ სახლში წადით და ჩემ ზარს დაელოდეთ. - კი როგორ არა,როგორც შენ იტყვი...-ჩაილაპარაკა ჯონმა. - ხო,მე ზუსტად ეს მინდა და გაიგე სანამ გთხოვ კუკი. - თუ გგონია რომ ამ ტონით ან სიტყვებით ვინმე შეაშინე ცდები კიმ. - მე არავის შეშინებას არ ვაპირებ კაი, უბრალოდ არ მინდა წამოხვიდეთ.როგორ არ გესმით?!მარტო მინდა ყოფნა არ... - კარგი კიმ მაგრამ იცოდე თუ დაგჭირდებით... - ვიცი ლი, თქვენი იმედი მაქვს. ანა როგორც ჩანს არაფრის თქმას არ აპირებდა,უბრალოდ იდგა და მიყურებდა. - კარგი მანქანა მოვიდა წავიდეთ. - თქვა ანამ და ჯონს ხელი მოკიდა- დარწმუნებული ხარ? - კი. - უბრალოდ გამაგრდი ყველანი შენთან ვართ არ დაივიწყო...- მითხრა ანამ. ისინი წავიდნენ მე კი“მანქანაში ჩავჯექი და საავადმყოფოში წავედი. * * * პალატის ფანჯარასთან ვდგავარ და დედაჩემის ნატანჯ სახეს ვუყურებ.ვინც ეს ჩაიდინა ვერ გადარჩება,ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს.ფანჯარას მოვშორდი და პალატაში შევედი.დედაჩემი ჯერ კიდევ უგონოდ იყო.საწოლთან მივედი და ფრთხილად ჩამოვჯექი.სახე დალურჯებული და დაკაწრული ქონდა.*დედა...ვინც ეს გააკეთა ვერ იცოცხლებს,საკუთარ სიცოცხლედაც რომ დამიჯდეს.უბრალოდ არ დამტოვო,გთხოვ*.ვიჯექი და მასთან ერთად გატარებულ დროს ვიხსენებდი.ვიხსენებდი დღეებს რომელიც შესაძლოა უკან ვეღარ დაბრუნებულიყო. *ღმერთო,შენი არასდროს მჯეროდა,გადაარჩინე დედაჩემი გთხოვ,დამიმტკიცე რომ ვცდებოდი,დამიმტკიცე რომ არსებობ...*თვალიდან ცრემლები ჩამომივარდა და დედაჩემს ხელზე დაეცა.საწოლიდან ავდექი რომ არ გამეღვიძებინა მაგრამ დამაგვიანდა ის ნელ-ნელა ახელდა თვალებს. - შვილო...- თქვა და ატირდა. - ნუ ტირიხარ - ახლოს მივედი და ცრემლები ხელით მოვწმინდე.- უნდა დაისვენო. მაგრამ ის ვერ წყნარდებოდა.მისი თვალებიდან ცრემლები მდინარეებად მოდიოდა. - მინი რაღაცას უნდა დამპირდე... - დაისვენე დედა, სალაპარაკოდ ბევ... - არა კიმ, არა.იცოდე თუ მოვკვდები... - არა დედა არ მოკვდები. ამას ნუ ამბობ გთხოვ! - ამის დედაც!უბრალოდ მომისმინე კიმ მინჯი. - კარგი გისმენ.მაგრამ რა არის ასეთი. - ყველაფერს თავის დრო აქვს.უბრალოდ დამპირდი რომ თუ რამე საეჭვოს შეამჩნევ არ დანებდები.არ მისცე სშუალება რამე დაგიშავონ, იქამდე მოუღე ბოლო სანამ ისინი გააკეთებენ ამას,შური იძიე კიმ... - კარგი დედა გპირდები. - მინდა იცოდე,რაც არ უნდა მოხდეს,ძალიან მიყვარხარ... - მეც ძალიან მიყვარხარ დედა,- შუბლზე ვაკოცე,ავდექი და კარებისკენ წავედი, ინსტიქტურად ვგრძნობდი-ტიროდა-მამასთან წავალ,როგორც კი გათენდება მოვალ. დედაჩემმა თავი დამიქნია, დავინახე როგორ ცდილობდა ცრემლების დამალვას. კარები დავხურე და ბოლოჯერ შევხედე დედაჩემს რომელიც ახლა უკვე თვალდახუჭული იწვა და დაძინებას ცდილობდა.ნეტავ ასე რისი ეშინია?მას ხომ არ აქვს ისეთი დაზიანება რის გამოც შესაძლებელი მოკვდეს,მამასთან შედარებით მას უბრალო ნაკაწრები აქვს.თუმცაღა ის ხომ დედაა. ამასობაში მამაჩემის პალატასაც მივადექი.ექიმმა მითხრა რომ მისი მდგომარეობა მძიმეა,ჭრილობამ რომელიც გულის არეში აქვს მიყენებული ბევრი სისხლი დააკარგვინა. რაც ყველაზე უარესია - გონს ჯერ არ მოსულა.მის საწოლთან სკამი მივიდგი და დავჯექი.ამ ადამიანმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა,საკუთარი შვილივით გამზარდა,ახლა კი,ახლა ის,სიკვდილის პირას მყოფი იწვა ჩემ წინ... მისი ხელი ჩემ ხელში მოვიქციე,თავი დავადე და ფიქრებით ჩემ ბავშვობაში გადავეშვი.ისე დამეძინა ვერც გავიგე. ძილიდან სირენისმაგვარმა ხმამ გამომიყვანა. - რა...რა ხდება... - თვალები გავახილე და პალატაში მიმოვიხედე.- ექიმი!!!მიშველეთ ვინმემ,ამის დედაც! სად დაიკარგეთ ყველანი!!?- ჩემ ყვირილზე პალატაში ექიმები შემოვარდნენ.მე ვერაფერს ვაკეთებდი,ძალა გამომეცალა და კედელთან ჩავიკეცე.მხოლოდ ხმები მესმოდა. - ექიმო ვკარგავთ... - ელექტროშოკი სასწრაფოდ სირენისმაგვარი ხმა არ შემწყდარა. - დავკარგეთ... - სიკვდილის დრო 06:09. - არა!უშველეთ გთხოვთ!მამა არა!მამა... - ძალიან ვწუხვართ,გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. - არა! თქვენ ხო ექიმები ხართ!უშველეთ,უნდა უშველოთ!დაეხმარეთ მამაჩემს გთხოვთ!გთხოვთ... უცებ რაღაც სისუსტე ვიგრძენი.ვერაფერს ვეღარ ვხედავდი.გონება დავკარგე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.