შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სპორტის მასწავლებლები (თავი 10)


17-09-2020, 14:22
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 219

ისევ გაკვეთილები, ისევ ზარის ხმა, გაკვეთილები, ზარის ხმა. მეექვსე გაკვეთილი რომ შევიდა მომაბეზრებლად აატრიალა თვალები თორნიკემ და მოცელილივით დაეშვა სამასწავლებლოს რბილ სავარძელზე
- რაიყო რას ოხრავ? - უეცრად მიუჯდა გვერდით ლანა
- გავგიჟდები ლანკა. ისეთი საშინელი ცხრილი მაქვს, შეიძლება დავჯდე და ვიტირო. მეორე, მესამე და მერე მეშვიდე გაკვეთილი. სამი საათია აქ ვზივარ, აღარშემიძლია გეფიცები..
- კარგი რასწუწუნებ..ხან ისე იქნება ხან ასე - მხრები აიჩეჩა და უნებურად ჩაეღიმა
- დაიცა..დაიცა ვიცი ეს ღიმილი - წარბები მაღლა აწია და უფრო კომფორტულად მოთავსდა სავარძელზე - მიდი მოყევი, ჩემზე უკეთეს 'დაქალს' ვერ იშოვი - ცარიელ სამასწავლებლოს კმაყოფილმა მოავლო თვალი
- რა მოვყვე?
- ვინ არის შენი გულთამპყრობელი..
- თორნიკეე
- რაა? ვის ატყუებ ლანაჩკაა? მთელი დღეა გაკვირდები და ასე იღიმი ყველაფერზე - ნიშისმოგებით ჩაუკრა თვალი
- ღიმილიც ამიკრძალე ახლაა
- მე მაგას ვამბობ გოგოო? მისმინე. ფილმებში მინახავს, ასე მაშინ იქცევიან როცა შეყვარებულები არიან, სიყვარულის პონტი ხო ხვდები ტო
- ახლა ამ ჟურნალს გამოგიქანებ - მაგიდაზე დადებულ ჟურნალს სწრაფად დაავლო ხელი და ის იყო მართლა უნდა დაერტყა, ლაშა შემოვიდა სამასწავლებლოში
- რახდება აქ - ისეთი მკაცრი მზერით შეხედა, ადგილზე გაიყინა ორივე
- არაფერი - ოდნავ გაიღიმა და ჟურნალი თავის ადგილას დააბრუნა ლანამ
- სად დადიხარ, მეგონა გაკვეთილი გქონდა - უცებ დასერიოზულდა თორნიკეც
- არა, ბავშვებთან ვიყავი.. - მათ გვერდით ჩამოჯდა და კიდევ ერთხელ მოავლო ცარიელ სამასწავლებლოს თვალი - სად არიან ესენი?
- მეექვსე გაკვეთილია, უმეტესობა სახლში წავიდა, ზოგიც გაკვეთილზე. ისე თქვენ რატო არ მიდიხართ? - ორივეს გადახედა თორნიკემ
- ისტორიამ დატოვა ჩემი ბავშვები და სანამ აქ არიან ვერ წავალ
- და შენ ლანკა?
- ქეთევანმა რაღაც საქმე მაქვსო და ველოდები
- მაშინ სანამ ყველა ველოდებით.. რამე ხომ არ ვითამაშოთ? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები
- აი ნუ რაკარგად მოიფიქრე თორნიკე_ირონიული ღიმილით გახედა ლაშამ
- ხო არაა? - კმაყოფილმა უცებ შეიფერა
- არა რათქმაუნდა! მკლავს შენი გულუბრყვილობა - წამში დაიბრუნა სერიოზულობა სახეზე
- მე კიდევ შენი უჟმურობა მკლავს.
- ძაან საყვარლები ხართ როცა ჩხუბობთ - უეცრად აუტყდა სიცილი ლანას
- მე უფრო არაა? - თვალი ჩაუკრა თორნიკემ - ისე ლანაჩკა.. აქ რო მოხვედი თავიდან მე ხომ უფრო მეტად მოგეწონე?
- რა კითხვებს უსვამ თორნიკე
- რაიყო ეჭვიანობ? არ მოგტაცებ შეყვარებულს ნუ ღელავ.
- რა შეყვარებული საიდან მოტანე ახლა ეს?! - საშინლად გააღიზიანა თორნიკეს სიტყვებმა და უნებურად ლანასკენაც გაექცა თვალი, შეამჩნია როგორ შეეცვალა განწყობა და წამში გაუქრა ღიმილი სახიდან. ზედმეტად უხეშად გამოუვიდა მაგრამ უკვე გვიანი იყო.
- მე ქეთევანთან შევალ..- სწრაფად წამოდგა ლანა და სამასწავლებლოდან ელვის სისწრაფით გაიქცა
- ყოჩაღ, აპლოდისმენტები ძმაო - მაშინვე ტაში შემოჰკრა თორნიკემ - ისედაც ვხვდები რომ ერთად ხართ, ვერგავიგე რასაჭიროა ჩემთან დამალვა. დაინახე როგორ ეწყინა გოგოს?
- ერთად არ ვართ თორნიკე და მეორედ აღარ ჩაერიო იქ სადაც არ გეკითხებიან! - სწრაფად წამოდგა და თვითონაც დატოვა სამასწავლებლო.
ვერ ხვდებოდა რატომ ნანობდა ასე საკუთარ სიტყვებს, მითუმეტეს რომ რაც თქვა სრულიად შეესაბამებოდა სიმართლეს. შეყვარებულები არ იყვნენ და რომ ყოფილიყვნენ თორნიკეს მართლა ეტყოდა. თუმცა ახლა არ შეეძლო, ვერ გაუგებდა.. მათ ურთიერთობას ასეთი სახით ნამდვილად გააპროტესტებდა და მერე თავის მართლების თავი მართლა არ ჰქონდა.
ცდილობდა თავიდან ამოეგდო მაგრამ არა, მაინც განიცდიდა. ასე მხოლოდ მაშინ გრძნობდა თავს როცა ეკას აწყენინებდა ხოლმე უნებურად, მაგრამ ეს გრძნობა უკვე კარგა ხნის მივიწყებული ჰქონდა და მისი გაღვიძების საშინლად ეშინოდა.
მანქანაზე მიყუდებულს სიგარეტი მოექცია თითებში და ფიქრებისგან თავის დაღწევას უშედეგოდ ცდილობდა. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ლანაც გამოვიდა შენობიდან, ლაშას დანახვისას წამიერად შეცბა და მისთვის გვერდის ავლა დააპირა, თუმცა არ გამოუვიდა
- ლანა! - შორიდან დაუძახა და ისიც მაშინვე გაჩერდა, ო ღმერთო რატომ არასოდეს შეეძლო ამ ხმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საკუთარი თავი გონებაში ათასჯერ გალანძღა და უკვე მოახლოებულს შეძლებისდაგვარად ღიმილიანი მზერა შეაგება
- გისმენ..
- გარბიხარ? - ინტერესით ჩახედა თვალებში
- არა, უბრალოდ მივდივარ. სირბილი რაშუაშია
- იცი რასაც ვგულისხმობ - უფრო მიუახლოვდა და ლანას გულისცემამაც საგრძნობლად იმატა
- მართლა ვერ გავიგე რაგინდა - გულწრფელად უთხრა და ნელა ჩაისუნთქა
- ჩვენ ვინ ვართ ლანა? ვფიქრობდი და... წესით ხომ არ უნდა გწყენოდა ჩემი წეღანდელი სიტყვები. არა, აშკარად მატყუებ რომ მეუბნები არ მიყვარხარო, რაღაცას რომ არ გრძნობდე სამასწავლებლოდან არ გაიქცეოდი..
- სისულელეა.. არაფერი მწყენია, მოგეჩვენა - იმდენად ცუდად გამოსდიოდა ტყუილის თქმა რომ თავი ჩახარა, შემთხვევით არ მიხვდესო
- აჰა ისევ. რატომ აკეთებ ასე? მაგ საქციელით უფლებას მაძლევ რომ ზიანი მოგაყენო, გული გატკინო ვერ ხვდები?
- მაშინ არ მატკინო - უეცრად ასწია თავი და მათ შორის დარჩენილი ისედაც მცირე მანძილი მთლიანად დაფარა - ყოველჯერზე ამას მეუბნევი, თუ ასე გაწუხებს ის ფაქტი რომ გული მეტკინება, დღემდე რატომ ხარ ჩემთან ერთად? - ერთი წუთით არ მოუშორებია მზერა, არადა ძალიან უჭირდა მისთვის ამდენხანს ყურება თვალებში. დაინახა როგორ შეეცვალა ემოციები და ოდნავ ჩაეღიმა
- ანუ აღიარებ?
- ჰო ვაღიარებ! ვაღიარებ რომ შენთან ურთიერთობა გართობისთვის არ დამიწყია. მაგრამ შენ? შენ აღიარებ რომ მხოლოდ შენი გასართობი ვარ და როცა მოგბეზრდები და ნივთივით მომისვრი არ გინდა სინდისის ქენჯნამ შეგაწუხოს არა? - ისე ახლოს მიუტანა სახე მილიმეტრებიღა აშორებდათ ერთმანეთს
- ჩემს გაგიჟებას ცდილობ? ნივთივით როდის მოგქცევივარ
- მაგრამ ხომ მომექცევი?
- ასე მიცნობ? შენ თვითონ არ დამთანხმდი ამ ურთიერთობაზე, ვერგავიგე ახლა მარტო ჩემი ბრალია?

ღრმად ჩაისუნთქა ლანამ და ოდნავ უკან დაიხია
- თუ მართალი არ ვარ რატომ გაჩუმდი_ამჯერად თვითონ მიუახლოვდა, ნიკაპქვეშ შეუცურა თითები, ფრთხილად ააწევინა თავი და ამღვრეულ თვალებში ჩახედა - მომისმინე..არვიცი რატომ გაქვს ჩემზე ასეთი ცუდი წარმოდგენა მაგრამ ყოველ ჯერზე ამ საუბარს იმიტომ კი არ ვიწყებ რომ სინდისის ქენჯნამ არ შემაწუხოს, არამედ იმიტომ რომ შენ არ იყო ცუდად. იმაზე ბევრად მეტს იმსახურებ, ვიდრე ეს უსახელო ურთიერთობაა.. ამიტომ რადგან შენ არ შეგიძლია მე დავასრულებ ყველაფერს
- რა? - დაბნეულმა გაუაზრებლად წამოიძახა
- დაივიწყე ლანა..გთხოვ უბრალოდ შეეცადე დამივიწყო და ნამდვილი სიყვარული მოძებნე, მე შენ არ გიმსახურებ.. არა.. - უკუსვლით დაიხია და წასვლა დააპირა
- არაა! ეს ყველაფერი რას ნიშნავს? - წამში გადაეღობა წინ - ასე.. ასე..მალე მტოვებ?
- შენივე კეთილდღეობისთვის, მერე უფრო გამიჭირდება ამის გაკეთება - უხეშად მოიშორა და მანქანის კარი გამოაღო
- არა გთხოვ... ვერ გადავიტან.. ასე ნუ დამტოვებ.. - ცრემლები თავისით გადმოსცვივდა და ბოლოჯერ შეხედა მუდარით სავსე მზერით
- შენთვის.. ამას მართლა შენთვის ვაკეთებ.. - მისი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად შეეხო ტუჩებზე - არ იტირო რა.. - ფრთხილად მოწმინდა სახიდან ცრემლები და ისევ წაეტანა მის ბაგეებს, მონაცვლეობით დაუკოცნა ტუჩები, წამით ისიც კი იფიქრა ლანამ მომეჩვენა და არ მიმატოვებსო, თუმცა ისე მალე მოშორდა ყველაფერი გასაგები იყო
- მაპატიე..- უკანასკნელად ამოიჩურჩულა, მანქანაში ჩაჯდა და წამში მოსწყდა ადგილს. აღარც უცდია მისი შეჩერება ლანას, უბრალოდ იდგა და უყურებდა, ცრემლგამშრალმა ვეღარც ტირილი შეძლო და ემოციებისგან ჩახუთული იქვე უღონოდ ჩაიკეცა..

***
- ოჰოო, მზრუნველი ძამიკოც მოსულაა _ მხიარულად შეეგება კართან მდგარ ლაშას ნინა
- როგორ ხარ ნინუცი - ნაძალადევად გაუღიმა და შიგნით შევიდა
- მე კარგად მაგრამ შენ რას ჩამოგტირის სახე, ასე მგონია დაკრძალვიდან მოხვედი
- არაფერია გადავიღალე. სალომე სადაა? - ინტერესით მოავლო თვალი მისაღებს
- სძინავს, რომ მცოდნოდა მოსვლას აპირებდი წამლებს ცოტა გვიან მივცემდი - უხერხულად შეიშმუშნა და მაგიდას მიეყრდნო
- არაუშავს.. დავრჩები დღეს - იქვე მდგარ პუფზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო
- მოხდა რამე? ასე უბრალოდ არ რჩები ხოლმე შენ
- ჩემს დასთან დასარჩენად მიზეზი მჭირდება?
- არა რათქმაუნდა, მაგრამ..
- ყავა გამიკეთე რა - თხოვნით სავსე თვალებით ახედა გოგოს, ოდნავ დაუქნია თავი ნინამ და მისაღებიდან გავიდა. 2 წუთიც არ იყო გასული უეცრად ამღერდა ტელეფონი, სწრაფი მოძრაობით ამოაძვრინა ჯიბიდან და ნომრის თავზე დაწერილი სახელის დანახვისას წამში შეეცვალა გამომეტყველება. ნაძალადევად მიიდო ყურზე მობილური და ძლივს გადააბა რამდენიმე სიტყვა ერთმანეთს
- გისმენთ ქალბატონო ლილე
- ლაშა შვილო, როგორ ხარ? - ჩვეული ტონით წამოიწყო საუბარი ქალმა
- გმადლობთ, თქვენ?
- არამიშავს. მისმინე, ხვალ შენი კოლეგებიც დავპატიჟე. იმედი მაქვს არ გამიბრაზდები, მაინც გაგაფრთხილე
- კოლეგები? ვერგავიგე, სად დაპატიჟეთ
- სად დავპატიჟებდი ქორწილში! - მაშინვე ბრაზი გაერია ხმაში - რაგჭირს, ბებიაშენის ორმოცია ხვალ. არ მითხრა რომ დაგავიწყდა... რა მართლა დაგავიწყდა?
მაშინვე თვალები გაუფართოვდა ლაშას და უნებურად გახედა კედელზე დაკიდულ კალენდარს
- მერე იტყვიან, დედამთილი არ უყვარდაო. - მისი სიჩუმით ისარგებლა და ისევ თვითონ გააგრძელა - არადა მე რომ არ ვიყო, შერცხვებოდი ამდენ ხალხში. ასე აფასებდი ბებიაშენს?
- რას ლაპარაკობთ ქალბატონო ლილე, არაფერი დამვიწყებია, უბრალოდ წამიერად გავითიშე - ნერვულად მოისვა შუბლზე ხელი
- კარგი, შენთან კამათის ნერვები არმაქვს. ანუ არ არის პრობლემა კოლეგებთან?
- არა, არ არის
- ძალიან კარგი. ხვალ ადრე მოდი, დილიდან მოვა ხალხი და არმინდა მარტო ვიყო
- კარგით - სწრაფად გაუთიშა ტელეფონი და ღრმად ამოისუნთქა. ალბათ ვერასოდეს აპატიებდა თავს რომ დაავიწყდა. ის ხომ ასეთი მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის გულში. მთელი ცხოვრება მათ მიუძღვნა, მას კი დაავიწყდა. საშინლად მოეშალა ნერვები და დენდარტყმულივით წამოხტა
- შენი ყავა - უეცრად მიუახლოვდა ჭიქით ხელში ნინა
- დადე და მერე დავლევ - უემოციოდ უთხრა და სწრაფად დატოვა ოთახი. საერთოდ არ იყო არაფრის ხასიათზე, გულში კვლავ მძიმე ლოდად აწვა ლანასთან დაშორება. ჰო, არაფერს გრძნობდა მის მიმართ მაგრამ მაინც საშინლად განიცდიდა. რამდენიმე საათი, მხოლოდ რამდენიმე საათი გავიდა და უკვე გრძნობდა მისგან შორს ყოფნით გამოწვეულ სიცარიელეს.
ფრთხილად გააღო კარები და სალომეს ოთახში ჩუმად შევიდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ნაზად მოეფერა თმაზე გოგოს.. მშვიდად ეძინა სალომეს, მის შეხებაზე ოდნავ შეიშმუშნა და გაჭირვებით დააშორა დამძიმებული თვალები ერთმანეთს
- ძამიკო.. - ჩურჩულით ამოთქვა და ნელა წაიღო ხელი მისკენ
- ჩშშ..დაიძინე ჩემო ფერია, მე აქვარ - გამოწვდილ ხელზე აკოცა და შეამჩნია როგორ მოეფინა წამით ღიმილი სახეზე
- არ წახვიდე.. - კვლავ ჩუმად თქვა და ძლივს გახელილი თვალები, ისევ დაეხუჭა
- არა ჩემო სიცოცხლე, შენთან ვარ.. - ფრთხილად მიუწვა გვერდით და ჩაეხუტა. მის გულისცემა ერთადერთი რამ იყო რასაც იმ მომენტში მისი დამშვიდება შეეძლო. ისევ ისე როგორც პატარაობაში..ძმის მკლავებში მოქცეულ სალომეს კვლავ მშვიდად ჩაეძინა და დილამდე არცერთს აღარ გაუხელია თვალი

***
დილაადრიან უამრავი ხალხი ირეოდა ქალაქში არსებული უდიდესი დარბაზის წინ. ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები. ლილეს უკვე გაძლება აღარ შეეძლო. ფეხსაცმლის კაკუნით მიმოდიოდა დარბაზში და ყველა მოსულ სტუმარს ყალბი ღიმილით აჯილდოვებდა
- მარიამ შვილო, წადი კარებთან მაინც დადექი და სტუმრებს მიესალმე. ფეხები საშინლად მეტკინა - კუთხეში მდგარ სკამზე ჩამოჯდა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ელვა ოდნავ შეხსნა
- რასაკეთებ დედა, ვინმე დაგინახავს და რასიფიქრებენ? - შეშინებულმა მიმოიხედა აქეთ-იქით
- წადი შენ ის გააკეთე რასაც გეუბნები
მომაბეზრებლად აატრიალა თვალები მარიამმა და შემოსასვლელისკენ ისიც კაკუნით გაემართა. მთლიანად შავებში ჩაცმულს წითელი თმა კოსად შეეკრა, თვალებზე მორგებული შავი სათვალე და შავი ტუჩსაცხი კი მის ვინაობას ძნელად შესამჩნევს ხდიდა.
უამრავი ხალხი ირეოდა შემოსასვლელთან, სალომეს და ლაშას რომ მოჰკრა თვალი იფიქრა აქ ნამდვილად ზედმეტი ვარო და ის იყო უკან გამობრუნება დააპირა ვიღაცის სხეულს მთელი ძალით შეეჯახა, მოულოდნელად ისევ ფეხი გადაუბრუნდა და კვლავაც წელზე მოხვეულმა ხელებმა იხსნა დაცემისგან
- კარგად ხართ? - სწრაფი მოძრაობით მოიხსნა სათვალე თორნიკემ და მარიამის დანახვისას მაშინვე სიცილი წასკდა
- ღმერთო, ვინ დამწყევლა ასე.. ახლავე გაჩუმდი. ძალიან სასაცილოა არაა? - თვითონაც მოიხსნა სათვალე, სწრაფად გაინთავისუფლა მის მკლავებისგან სხეული და თითის ქნევით ახედა ორი თავით მაღალს
- რაღაც ძალიან ხშირად მივარდები ხელებში ლამარა ბიცოლა_ თვალი ჩაუკრა და ინტერესით აათვალიერა კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი გოგო
- მოკეტე! საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი ხართ ბატონო გურამ
- კომპლიმენტად მივიღებ - ირონიული ღიმილის მოუშორებლად დაუბრუნა პასუხი
კინაღამ ჭკუაზე შეიშალა მარიამი, თვალები ბრაზისგან აენთო, თუმცა მის უკან მდგარი სილუეტის დანახვისას საჩხუბრად მომზადებულს ენა ჩაუვარდა და მოულოდნელობისგან პირი დააღო
- არაა.. დედა.. მითხარი რომ ეს არ გაგიკეთებია - თავისთვის ამოიჩურჩულა და გულზე მიიდო ხელი, მის მზერას გააყოლა თვალი თორნიკემ თუმცა უცნაური ვერაფერი შეამჩნია
- მოჩვენება დაინახე? მაშინ მარტო დაგტოვებთ - ცალი წარბი მაღლა აწია და ის იყო წასვლა დააპირა, მოულოდნელად აეკრა სხეულზე მარიამი და ხელები მჭიდროდ შემოხვია კისერზე
- რასაკეთებ - მაშინვე მისი მოშორება სცადა და ოდნავ შეუბღვირა
- ძალიან გთხოვ დამეხმარე, უკან ჩემი ყოფილია არვიცი ალბათ დედამ დაპატიჟა.. ისედაც არ მანებებს თავს და ახლა სულ ვეღარ მოვიშორებ გთხოვ რა, გთხოვ - მუდარით სავსე მზერით ახედა და ისევ ძლიერად ჩაეხუტა
- ახლავე შეწყვიტე. არ ვაპირებ რაღაც სისულელეში მონაწილეობის მიღებას
- ძალიან გთხოვ, სულ არ გაგაჩნია ადამიანობა, ისეთს რას გთხოვ უბრალოდ ერთად უნდა დაგვინახოს. მიდი რა და ერთ ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ
- ნებისმიერს? - ოდნავ ჩაფიქრდა და თვალები მოჭუტა. სწრაფად დაუქნია თავი მარიამმა და მათკენ მომავალი ნაცნობი სილუეტის დანახვისას გახშირებულად დაიწყო სუნთქვა
- კაი - ოდნავი პაუზის შემდეგ მაინც დათანხმდა და წელზე მოხვია ხელები
- მარიამმმ? - სწრაფად მიუახლოვდათ საშუალო სიმაღლის შავგვრემანი მამაკაცი, კლასიკურად ეცვა, პერანგის სახელოები იდაყვამდე აეკეცა და პიჯაკი ხელზე ჰქონდა გადაკიდული.
- ოთო? - ნაძალადევად გაუღიმა გოგომ და თორნიკეს მოშორდა
- საუბარი შეგაწყვეტინეთ? - ყალბი სინანული აღებეჭდა სახეზე და ამჯერად თორნიკეზე გადაიტანა მზერა - გამარჯობაა, მე ოთო ვარ - სწრაფად გაუწოდა ხელი - მარიამისს... მეგობარი
- თორნიკე - იძულებით ჩამოართვა ხელი - მარიამის შეყვარებული - ოდნავ გაუღიმა და გაფითრებულ მარიამს გახედა
სახეზე ყველა ძარღვი დაეჭიმა ოთოს, სრულიად შეეცვალა გამომეტყველება და თვალებში ბრაზის ნაპერწკლები აუკიაფდა. მომღიმარ წყვილს რომ უყურებდა სულ უფრო და უფრო უჭირდა თავის მოთოკვა, ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და სწრაფად მოსწყდა ადგილს
- სას იპოვე ეს გამო*ირებული - კარისაკენ მიმავალს თვალი გააყოლა თორნიკემ
- მე არა დედამ იპოვა, რამოდენიმეჯერ შევხვდით და რომ ვუთხარი არმინდა შენთან ურთიერთობა მეთქი იმის მერე გადამეკიდა - სრულიად ძალაგამოცლილი მიეყუდა კედელს და ღრმად ჩაისუნთქა
- რასქვია გადაგეკიდა? ან შენ რა დედიკოს გოგოსავით იქცევი. რადგან მას უნდა, საკუთარი სურვილები ფეხებზე დაიკიდე? არა, მართლა ბავშვი ხარ რაა - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და სწრაფად მოშორდა იქაურობას.
ხალხის აურზაურში ძლივს გაიკვლია გზა და გარეთ გავიდა. შეუჩერებლად თოვდა, დარბაზის ეზოში მდგარ აურაცხელ მანქანებს შორის რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ მოჩანდა.. ის იყო შიგნით შესვლა დააპირა, ეზოში ნაცრისფერი ჯიპი ელვის სისწრაფით შემოვარდა. იქიდან კი ქეთევანი გადმოვიდა, რამდენიმე მასწავლებელთან ერთად
- ოჰ, დაიწყო კოშმარი - თავისთვის ჩაილაპარაკა და სწრაფად შევიდა შიგნით. ლილეს გვერდით იდგა ლაშა და სახეზევე ეწერა საერთოდ რომ არ სიამოვნებდა ეს ყველაფერი
- ძმაო, ჩვენები მოვიდნენ - როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე გადაუჩურჩულა თორნიკემ. უნებურად საათს დახედა ლაშამ და კარისკენ გაემართა. კართან დაიფერთხა ქურთუკზე და ფეხსაცმელზე შერჩენილი თოვლი ქეთევანმა და შიგნით შევიდა
- გამარჯობა, მადლობა რომ მოხვედით_ოფიციალურად მიესალმა ლაშა. ოდნავ დაუკრეს თავი მასწავლებლებმა და მაგიდებისკენ წავიდნენ. ქეთევანს კი სახეზე ეწერა, რომ წასვლას არ ჩქარობდა
- შვილო, აბა აქეთ მოდით - ცალი თვალით კედლისკენ ანიშნა და თვითონ პირველი დაიძრა
- დიახ, გისმენთ რამე მოხდა? - ღიმილით ჰკითხა თორნიკემ
- რამოხდა? ეს მე უნდა გკითხოთ. ორივემ პირი შეკარით და გადაწყვიტეთ რომ ქეთევანი ვინ გდია, გააფრთხილოთ რომ სკოლაში მისვლას არ აპირებთ არაა? - თვალები დაქაჩა ქალმა - ოხ, ეს ხალხი არ იყოს აქ ვიცი მე რასაც გიზამდით. ლანა რომ არ ყოფილიყო, წარმოგიდგენიათ მაინც რამდენი გაკვეთილი გაცდებოდა? საბრალო გოგო გაკვეთილიდან გაკვეთილზე გარბოდა, ისიც დაიბრიყვეთ ხო?
- ქალბატონო ქეთევან..
- რა ქალბატონო ქეთევან, რა? თორნიკე შვილო, შენ რაღა დაგემართა არ იყავი ხოლმე ასეთი, ამ ყველაფრის მცოდნეს აყევი?
- მე ვთხოვე თორნიკეს მოსვლა, მისი ბრალი არ არის - უემოციოდ უთხრა და ნელა ჩაისუნთქა
- ხომ შეგეძლოთ რომ დაგერეკათ? ჰა ლაშა? შვილს აღარ გეძახი, არ დამიძახოო მკაცრად ამიკრძალე. მე გაუგებელი ქალი ვარ? შენი აზრით არ გაგათავისუფლებდი?
- მართალი ბრძანდებით, ყველანაირ სასჯელს მივიღებ
- რაღა სასჯელს, დღეს დავითხოვეთ ბავშვები, მორჩა სწავლა, მორჩა. - ხელებითაც გააკეთა იმიტაცია ქალმა - მაგრამ თუ გგონიათ რომ დავივიწყებ როგორ გადამახტით თავზე, ძალიან ცდებით. - საჩვენებელი თითი დაუქნია ორივეს და მათ შორის გაიკვალა გზა
- რასიზამ, მართალია ქალი - მექანიკურად აიჩეჩა მხრები თორნიკემ
- არა, შენ მაინც როგორ არ დაურეკე?
- შენი აზრით გამათავისუფლებდა? - თვალები აატრიალა და ოდნავ ჩაიცინა - დაიკიდე და წამო მოვწიოთ.

ერთი საათის განმავლობაში მშვიდად მიმდინარეობდა ე.წ 'ქეიფი', თუმცა ნელ-ნელა შეთვრნენ მამაკაცები და აყალმაყალიც დაიწყო. ვერასოდეს იტანდა ასეთ რაღაცეებს ლაშა, ქელეხის სუფრასაც კი საზეიმოდ რომ გადააქცევდნენ ხოლმე.. ყოველთვის ზედმეტ დროის ხარჯვად მიაჩნდა, ადამიანი მოკვდა ისინი კი მშვიდად ქეიფობდნენ, საშინლად სძულდა ადამიანი რომელმაც ეს ტრადიციები მოიგონა. შესასვლელთან მდგარს და საძულველ ფიქრებში გართულს ყრუდ ჩაესმა საკუთარი სახელი
- ლაშაა, ჩვენ წავალთ - უკნიდან მიუახლოვდა რამდენიმე მასწავლებელი
- ასე მალე? - ინსტიქტურად დახედა საათს
- ხო..რაღა გავაკეთოთ. ქეთევანიც დიდიხანია წავიდა
- წავიდა? არ შემიმჩნევია. კარგით მაშინ, კიდევ ერთხელ მადლობა რომ მოხვედით - უემოციოდ უთხრა და კიბეებზე მიმავალთ თვალი გააყოლა
- უი, ლაშა - უცებ მობრუნდა რუსულის მასწავლებელი - ლანამ გადმოგცა რომ მოსვლის სურვილი თავად დაუკარგე
- რა? - დაბნეულად აზიდა წარბები მაღლა
- არვიცი ასეთი რააწყენინე, მაგრამ ეტყობოდა რომ შენზე ძალიან არის გაბრაზებული - ოდნავ გადააქნია თავი და ისიც კოლეგებს მიჰყვა.
მის გახსენებაზე ადგილზე გაიყინა, გულში იმხელა სიძულვილი ჰქონდა საკუთარი თავის მიმართ, რომ ზუსტად იცოდა მეტს ვეღარ დაიტევდა. ყველაზე ნაკლებად მისი წყენინება უნდოდა, თუმცა რაგამოვიდა? საბოლოოდ მაინც მას აწყენინა. არადა ხომ ზუსტად იცოდა მერე უფრო გაუჭირდებოდა დაშორება. შეცდომა იყო, თავიდანვე შეცდომა იყო მათი ურთიერთობა ასეთი გზით, ეს ხომ იცოდა მაგრამ მაინც საკუთარ სურვილებს აჰყვა, მაინც დაუნგრია ცხოვრება გოგოს, რომელსაც შესაძლოა ბედნიერი სიყვარული ელოდა წინ. ეზიზღებოდა საკუთარი თავი, თითქოს გაიზარდა მაგრამ მაინც ყოველ ნაბიჯზე შეცდომას უშვებდა და საუბედუროდ არასოდეს შეეძლო ამ შეცდომებზე სწავლა.
დიდხანს იდგა ასე გაშეშებული და ალბათ არც გაინძრეოდა, მოულოდნელად რომ არ წამოდგომოდა თავზე ლილე
- აჰაა, აი სად ყოფილა. - ბრაზმორეულმა ხელები დაიკრიფა და ისეთი სახით შეხედა, დაიგნორება რომ შეუძლებელი იყო - იცოდი არაა? იცოდი და დამიმალე!
- რაა ქალბატონო ლილე, რა ვიცოდი? - ღრმად ამოიოხრა და ხელები გაშალა
- ის შენი მეგობარი თორნიკე რომ არის, ჩემს მარიამს ხვდება არაა?
- რა? - გაკვირვებისგან ელდა ეცა და მექანიკურად გაუფართოვდა თვალები
- ოჰო, მიდი გაიკვირვე შენმა მზემ, ვითომ არიცოდი, მითხარი რამდენი ხანია ერთად არიან? რამდენი მეთქი!
- რა სისულელეს ლაპარაკობთ ქალბატონო ლილე, ერთმანეთს ვერ იტანენ. მოწმე ვარ როგორ ხოცავდნენ ერთმანეთს სკოლაში
- ვერიტანენ არაა? ამიტომაც ზიან მთელი დღე ჩახუტებულები ხო? შემომხედე ერთი სულელს ვგავარ?
- მაპატიეთ მაგრამ თქვენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა, მოგეჩვენათ ნამდვილად - ნაძალადევად გაუღიმა და კისერზე მოისვა ხელი
- არგჯერა და წადი ნახე! წადი მეთქი, წადი! - საჩვენებელი თითი, შესასვლელში მდგარ პირველივე მაგიდისკენ გაიშვირა და თვითონ სხვა მხარეს გაიხედა.
ნელა ჩაისუნთქა ლაშამ და მის მითითებას დაჰყვა, სწრაფი ნაბიჯებით შევარდა დარბაზში და მაგიდებს თვალი მოავლო, ბოლოს კი პირველ მაგიდასთან მჯდარ აშკარად მოსიყვარულე წყვილზე შეაჩერა მზერა. თორნიკეს გვერდით იჯდა მარიამი, თავი მის მხარზე ედო და ისე იყო მასზე მიწებებული, გეგონება ვინმე წართმევას უპირებდა. გაკვირვებისგან ენა ჩაუვარდა და რამდენიმე წუთი გაშტერებული უყურებდა ხომ არ მეშლებაო. მხიარულად ესაუბრებოდა თორნიკე მის წინ მჯდომებს და დრო და დრო მარიამსაც გახედავდა ხოლმე, რომელსაც აშკარად ეტყობოდა უხასიათოდ იყო. უეცრად წაიღო ხელი მისკენ და კისერზე მოეფერა, აქ კი წყობიდან გამოვიდა ლაშა, ელვის სისწრაფით დაიძრა მათკენ და უკნიდან დაადგათ თავზე
- თორნიკე. თორნიკეე..- თავისუფალ მხარზე დაადო ხელი და ნაძალადევად გაუღიმა ხალხს, წამში შემოტრიალდა ორივე, ლამის წამოიყვირა მარიამმა თუმცა დროულად აიფარა პირზე ხელი
- რრამე მოხდა ძმაო? - ქვემოდან ამოხედა თორნიკემ
- ადექი. - თვალითაც ანიშნა და ოდნავ დაიხია უკან
- რატო?
- ადექი, მეთქი! - სიბრაზე შეერია ხმაში.
ნელა წამოდგა თორნიკე და შეშინებულ მარიამს თვალებით ანიშნა არაფერიაო. უკან გაჰყვა და უკვე წარმოდგენილი მოსალოდნელი სცენისთვის გონებაში ახსნა-განმარტებების შერჩევა დაიწყო
- აბა! - ისე უცებ გაჩერდა, კინაღამ შუბლით შეასკდა უკან მომავალი თორნიკე, ირგვლივ მიმოიხედა. უკვე გარეთ იდგნენ, გაოცებისგან პირი დააღო. ისე იყო ფიქრებში გართული ვერც კი შეამჩნია როგორ გამოვიდნენ
- გისმენ ძმაო, რამოხდა - სწარაფად დასერიოზულდა და მისი ჩხუბისთვის სულიერად და მორალურად მოემზადა
- რა ჯანდაბა გინდოდა მარიამთან? აკი ერთმანეთს ვერ იტანდით - ცალი წარბი მაღლა აწია და მკვლელი თვალებით გახედა.
ასეთ გაბრაზებულს პირველად ხედავდა მის მიმართ, ისე უყურებდა თავიდან ცოტა შეეშინდა კიდეც და ის იყო თავის მართლება უნდა დაეწყო, ბრწყინვალე იდეამ გაუელვა თავში და სათქმელად მომზადებული წინადადება, რადიკალურად შეცვალა.
- მერე შენ რა - უდარდრლად აიჩეჩა მხრები და თავისი გეგმით კმაყოფილს სახე გაებადრა
- დამცინი?! გინდა მოგკლა? ეგ გინდა? - ისე უეცრად ჩაავლო პერანგის საყელოში ხელი, გააზრებაც არ აცადა
- რასაკეთებ შე*ემა! - უხეშად მოიშორა მისი ხელები -რაიყო ძმის ინსტიქტი აგიმუშავდა?
- ნუ ბოდავ ოღონდაც. დაანებე თავი მარიამს, გოგო დაილია? წადი და სხვა გასართობი იპოვე _მზერა აარიდა და ხელითაც ანიშნა
- არ დავანებებ!
- თორნიკე!
- რაიყო? არა, რაიყო მითხარი, რადგან შენი დაა აკრძალულია? - უფრო მიუახლოვდა და მეტი ეფექტისთვის ირონიულად ჩაიცინა
- ჩემი და არარის!
- მაშინ პრობლემაც არ ყოფილა - კმაყოფილმა კვლავ აიჩეჩა მხრები - რაგადარდებს არმესმის, რასაც გვინდა იმას ვიზამთ
- რაო?! ახლა მართლა მოგკლავ! - ისევ ჩაავლო ხელი - რამნიშვნელობა აქვს ვინ არის, ნებისმიერი რომ ყოფილიყო მის ადგილას მაინც ასე მოვიქცეოდი, გასაგებია?! არ მოგცემ უფლებას რომ გამოიყენო და გადააგდო, მისი ცხოვრებაც დაანგრიო და შენიც, გასაგებია?! არგაქვს ამის უფლება! არგაქვს! - უეცრად მოშორდა და თავზე შემოიჭდო ხელები
- კარგი, დაწყნარდი რაგჭირს ტო? - გაკვირვებული უყურებდა მის თითოეულ ქცევას - ლაშა რაგჭირს, ნუ მაშინებ, რანაირად იქცევი?! - სწრაფად მიუახლოვდა და მკლავში ჩაავლო ხელი, მაშინვე იგრძნო როგორ საშინლად ჰქონდა სუნთქვა გახშირებული - კარგად ხარ? დავიჯერო ასეთ მდგომარეობაში ჩემი და მარიამის ერთად დანახვამ ჩაგაგდო? თუ ასეა ეს ტყუილია ძმაო, დამშვიდდი. მარიამის ყოფილია აქ და უბრალოდ ვეხმარები, ვითომ შეყვარებულები ვართ, თავიდანვე არ გითხარი შენი რეაქცია მაინტერესებდა უბრალოდ - სწრაფად მოუყვა ყველაფერი, თუმცა მის სახეზე რომ ვერანაირი ემოცია ვერ წაიკითხა, ცოტა შეეშინდა. ისევ ისე იყო, თითქოს არც კი უსმენდა, მზერა ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და ეტყობოდა გარშემო არაფერი აინტერესებდა
- უნდა წავიდე - უეცრად ამოთქვა და წასვლა დააპირა
- მოიცადე. რამოხდა? რაგჭირს, თუ ეს ამბავი არაფერ შუაშია, რატომ ხარ ასეთი განადგურებული? - სწრაფად გადაეღობა წინ
- არაფერი, დაღლილობის ბრალია
- ზედმეტად კარგად გიცნობ იმისთვის რომ ეგ ტყუილი დავიჯერო
- თორნიკე..არ ვარ ხასიათზე, დამანებე თავი რა - სწრაფად გაეცალა და გზას გაუყვა.
კიდევ ცოტა ხანს იდგა თორნიკე, გონებაში ახლიდან გადაავლო თვალი მათ საუბარს თუმცა მაინც ვერაფერს მიხვდა. რაღაც რომ სჭირდა, ორი აზრი არ იყო. თავს ვერ აკონტროლებდა და ასეთ მდგომარეობაში მარტო ერთ ადამიანს შეეძლო მისი ჩაგდება
- ოხ, თოფურია.. დავიჯერო ისევ შენ? - ხმამაღლა გაიფიქრა და უკუსვლით დაიხია უკან.
***
ქალაქში ზამთრის სურნელი ტრიალებდა. დარბაზის ეზოდან გამავალ მანქანებს, საქარე მინის კიდეებზე კვლავ შერჩენოდათ თოვლის კვალი. ახალწლამდე დარჩენილი კიდევ ერთი დღე მიიწურა, კიდევ ერთი დღით მიუახლოვდა ყველა გონებაში მრავალჯერ ნანატრ, ბედნიერ და სიხარულით სავსე 2020-ს. ზოგისთვის ეს ოცნებების ასრულების წელი იყო. წლის ყველაზე ბედნიერი დღე, ზოგისთვის კი უბრალოდ დღე, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული. დღე, როდესაც წინაზე ოდნავ მეტი შანსი გაქვს საჭმლის მოპოვების, შეწყალებით მიღებული ფულის შოვნის.. მათთვის არ არსებობდა ფოიერვერკის გასროლის შესაძლებლობა, საჩუქრის მიღების.. ვინ იცის, იქნებ ყველაზე მეტად მათ სწყდებოდათ გული, ყველაზე მეტად მათთვის იყო მტკივნეული მწარე რეალობასთან შეგუება. უკვე ბნელდებოდა.. ქუჩაში საახალწლო განათებები ჩაირთო, ზოგს კი იმ ღამესაც კი არ ჰქონდა შესაძლებლობა, თბილ სახლის ფანჯრიდან ეყურებინა ციდან მომავალი ლამაზი ფიფქებისთვის. მათთვის ეს ბედნიერების კი არა უბედურების მომტანი იყო, სიცივე, თოვლი, ყინვა.. ეს ყველაფერი მათ ქუჩაში დაძინების შესაძლებლობას უკარგავდა.
ამ ფიქრებით მოცულს, უნებართვოდ ჩამოუგორდა ჭორფლიან ლოყებზე ცრემლები.. მათზე მეტად სტკიოდა, მათი გასაჭირი მარიამს და ხშირად, ძალიან ხშირად თავს დამნაშავედ მიიჩნევდა იმის გამო რომ მას სახლი ჰქონდა, დედა ჰყავდა, ოჯახი რომელიც მასზე ზრუნავდა.
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და უზარმაზარი ბარის შესასვლელთან გაჩერდა. გონებაში ათასჯერ მაინც გალანძღა საკუთარი თავი რომ ამ დროს სახლიდან გამოვიდა, იცოდა რომ ასე იქნებოდა, არ შეეძლო ამის ყურება და მაინც..
კაკუნით გაიარა ვიწრო შესასვლელი და კიბეებზე დაეშვა. აქ კი სულ სხვა სამყაროს შეეჩეხა, სულ სხვა ადამიანებს, უდარდელ, მხიარულ და გართობაზე შეყვარებულ 'ტიპებს', რომლებმაც უბრალოდ არ იციან ფული სად წაიღონ. ხმამაღალ მუსიკამ და ფერად-ფერადმა განათებებმა მასზე უარესად იმოქმედა და სწრაფად გავიდა შედარებით მშვიდ ადგილას, ბარის მეორე მხარეს პატარა რესტორნის იმიტაცია იყო შექმნილი სადაც მუსიკა ძალიან დაბალ ხმაზე აღწევდა. ბევრი ფიქრის გარეშე გამოწია სკამი და თორნიკეს წინ დაუჯდა
- დააგვიანე - მხოლოდ ერთი სიტყვით მოახერხა მასში რაღაცის შეცვლა, უეცრად მოეხსნა დაძაბულობა და მის ხელში მოქცეულ ვისკის ჭიქას თვალი გააყოლა, რომელიც სწრაფად გამოცალა თორნიკემ და ამჯერად სიგარეტი ამოიღო
- ეწევი? - იჭვნარევი მზერით გახედა
- იმედები უნდა გაგიცრუო, შენს ძველ გოგოებს არ ვგავარ, მოაშორე. - გამოწვდილ ღერზე ხელი აუკრა და ოდნავ შეუბღვირა
- კაია, არც უნდა მოწიო, გასინჯვის მიზნითაც არ გაეკარო
- მემგონი უკვე მთვრალი ხარ შენ
- შეიძლება, კი. სანამ გელოდებოდი რამე ხო უნდა მექნა - ოდნავ ჩაეღიმა და მიმტანს ხელით ანიშნა მოდიო. მაშინვე მათთან გაჩნდა დაბალი, სუსტი აღნაგობის გოგო, მათ წინ ცარიელი ჭიქები დაალაგა და სასმლის დიდი ბოთლიც დაუდო
- დავიწყოთ - მოთმინება დაკარგულმა მარიამმა მაგიდაზე აათამაშა თითები - არ მიყვარს ვინმესთან ვალში დიდხანს ყოფნა
- აღიარე რომ ჩემი სურვილი შენც მოგეწონა - ჭიქები შეავსო და ინტერესით ახედა
- რატომაც არა, ერთმანეთზე მეტის გაგების შესაძლებლობა გვაქვს ბატონო გურამ
- მაშინ გითმობთ ქალბატონო ლამარა, მკითხე - თვალი ჩაუკრა და სკამის საზურგეს მიეყრდნო
- რამდენი წლის ხარ?
- ოჰ კარგი რაა, ეს რა ბანალურობაა - მაშინვე გააპროტესტა თორნიკემ
- თუ პასუხის გაცემა არ გინდა, დალიე.
- არა იყოს. საკმარისად დავლიე, თანაც ასაკს არ ვმალავ, 27ის
წამიერად შეეცვალა სახე მარიამს, თუმცა მალევე გააგრძელა
- და ან ძმა გყავს?
- და მყავს
- რაჰქვია?
- თიკო
- პროფესიად მასწავლებლობა რატომ აირჩიე?
- მომწონდა ეს სფერო
- ყველაზე ცუდი დღე შენს ცხოვრებაში?
აქ კი ჩაფიქრდა თორნიკე, შუბლზე მოისვა ხელი, მერე კი ჭიქას დასწვდა და ბოლომდე გამოცალა
- მაშ ასე, ახლა ჩემი ჯერია - კმაყოფილმა გაუკიდა სიგარეტს და დაიწყო - რამდენი წლის ხარ?
- აკი ეგ ბანალურიაო? - სახეზე წამოწითლდა მარიამი, საერთოდ არ უნდოდა ასაკი ეთქვა, მითუმეტეს იცოდა რომ დასცინებდა
- თუ თქმა არ გინდა, დალიე - მისი სიტყვები გაიმეორა და თვალებითაც მიუთითა ჭიქაზე.
ერთი პერიოდი ისიც იფიქრა დავლევო, მაგრამ იცოდა როგორ საშინლად მოქმედებდა სასმელი მასზე და რაც უფრო ნაკლებს დალევდა უკეთესი იყო
- 18ის - მთელი გამბედაობა მოიკრიბა და თვალებში შეხედა
- ვაა, შენ რა პატარა ყოფილხარ- ოდნავ ჩაეღიმა
- გააგრძელე და ნუ იცინი. - უეცრად გაიმკაცრა ხმა
- სალომე თუ ლაშა?
თვალები გაუფართოვდა მარიამს
- რა იდიოტურ კითხვებს მისვამ, მაგაზე როგორ უნდა გიპასუხო
- მაშინ დალიე
- ოფფ - იძულებით მოკიდა ჭიქას ხელი და ძლივს დაცალა, იმდენად ეზიზღებოდა სახე დაემანჭა - პასუხს გაგებინებ - თითით დაემუქრა და ამჯერად თვითონ შეავსო ჭიქები
- რამდენი ყოფილი გყავს? - ძნელი კითხვების დასმა უნდოდა, მაგრამ ეს უნებურად წამოსცდა
- რავიცი, ბევრი. გააჩნია შენ რას ეძახი ყოფილს - მხრები აიჩეჩა და ირონიულად გაიცინა
- სერიოზულ ურთიერთობას. შენი ერთი ღამის ნა*ები არ მიგულისხმია
- აა, გასაგებია.. მაშინ 2
- და მათ რატომ დაშორდი?
- ერთმა თვითონ მიღალატა. მეორე მე მომბეზრდა
- რასქვია მოგბეზრდა?
- მომწყინდა მასთან ურთიერთობა
- ყველაზე უხერხული რა გაგიკეთებია ქალისთვის?
სიცილი ვეღარ შეიკავა თორნიკემ და ჭიქისკენ წაიღო ხელი. ერთი ამოსუნთქვით გამოცალა ჭიქაში არსებული სითხე და ისევ გადაწვა სკამზე
- ოთოს გარდა, ვინმე გყოლია ან გყავს?
- არა - კმაყოფილმა დაუბრუნა პასუხი
- ვინ არის შენი პირველი კოცნის ავტორი?
უსიამოვნოდ გააჟრჟოლა მარიამს და დამნაშავესავით ჩახარა თავი
- არავინ
- ჰა? - უნებურად ჩაეცინა
- არავინ თქო, არავინ. არ მაქვს პირველი კოცნა - გაბრაზებულმა დაარტყა მაგიდას ხელი
- და ეს გაწუხებს?
- არა, რატომ უნდა მაწუხებდეს, პირიქით უმჯობესი იქნება საერთოდ არ მქონდეს
- ჰმმ..არიცი რას კარგავ - ცალი წარბი მაღლა აწია და ცერად გახედა
- მშვენივრად ვიცი და გააგრძელე
- ახლა რომ გაკოცო რას იზამ?
- გაგარტყამ!
- ეგ ფილმებიდან იცი პატარა ქალბატონო? - სიცილი ვეღარ შეიკავა თორნიკემ
- რაშუაშია
- დამიჯერე რეალურად უფრო ტკბილია
- რა?
- კოცნა
- მოგკლავ! - თვალებ ანთებული ფეხზე წამოვარდა და თავზე დაადგა - ვინ მოგცა უფლება რომ ღადაობ? რაიყო რა შენ არასოდეს ყოფილხარ ჩემი ტოლი? თუ მუცლიდან დაგყვა ეგ გამოცდილება?
- კაი ტო, შენს ადგილას დაჯექი, ისედაც ძაან გადავუხვიეთ - მშვიდად უთხრა და ქვემოდან ამოხედა
- არ ვაპირებ. ისედაც დიდი შეცდომა იყო აქ რომ მოვედი - ჩანთას დაავლო ხელი და გასაქცევად მოემზადა, სწრაფად წამოვარდა თორნიკე და მაჯაში ჩაავლო ხელი
- მაგრამ ჯერ არ დაგვისრულებია
- არ ვაპირებ-თქო!
- მაშინ სხვანაირად გადაიხდი იმ ერთ სურვილს, რომელიც ჩემთან გმართებს - უფრო მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა
- ვერგავიგე?
- გაგიმეორებ
ისე სწრაფად დააცხრა ტუჩებზე, გააზრებაც ვერ შეძლო მარიამმა. მთელს სხეულში ძლიერმა ტალღამ დაუარა და თვალები მაგრად დახუჭა. წინააღმდეგობის გაწევა უნდოდა მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო მისი შეხება, ყველაფერი დაავიწყდა. წამით გამოეთიშა სამყაროს და განძრევა აღარ უნდოდა
- აბა მოგეწონა? - წამით მოშორდა და თითები გადაუსვა ტუჩებზე, უცებ გაახილა თვალები და ის იყო ჩხუბი უნდა დაეწყო, ისევ გააჩუმა
- მიდი, შენც მაკოცე - ჩუმად ამოიჩურჩულა და ისევ ვნებიანად წაეტანა
- საკმარისია - მთელი ძალით ჰკრა ხელი და ტუჩები მოიწმინდა - აღარ გაბედო და არ შემეხო
- სამაგიეროდ ახლა ვეღარ იტყვი რომ პირველი კოცნა არ გაქვს
- ვერგიტან!
- მაგრამ მოგწონდა - თვალი ჩაუკრა და ოდნავ მიუახლოვდა - ისე ეგ ტუჩსაცხი აღარ წაისვა, ლიმნის გემო აქვს - ოდნავ ჩაიცინა
- რაა? იდიოტო! კიდევ რომ ღადაობის ხასიათზეა, ნახავ რას გიზამ, ნახავ! - თითით დაემუქრა და სწრაფად მოსწყდა ადგილს, საერთოდ ვერ მიხვდა როგორ გავარდა ბარიდან, გონს რომ მოვიდა უკვე ძალიან შორს იყო, შუა ქუჩაში მდგარი იქვე კედელს მიეყუდა და ღრმად ამიოხრა
- ჯანდაბა, მარიამ! ესეც შენი ბედნიერი ახალი წლის ღამე, როგორ წამოვეგე მის სიტყვებს, აქ მოსვლაზე როგორ დავთანხმდი. სულელო ჩემო თავო, სულელო! ხომ მიიღე, ისწავლე ახლა ჭკუა! - ხმამაღლა ეჩხუბებოდა საკუთარ თავს და თან ჩანთაში იქექებოდა. რაც კი სალფეთქი იპოვა, ყველაფერი ამოყარა და ათასჯერ გაიწმინდა ტუჩები
- ღმერთო ეს რა ჯანდაბაა - უკვე ტირილამდე იყო მისული, ძლივს მილასლასდა ახლოს მდებარე ნაგვის ყუთთან და უღონდ გადაყარა სალფეთქები. რაც უფრო მეტს ცდილობდა მასზე ფიქრების განდევნას, ჯიუტად უფრო მეტს ფიქრობდა. ნერვებმოშლილმა გაუქნია მოახლოებულ ტაქსს ხელი და სწრაფად დატოვა იქაურობა

პ.ს ჩემო ტკბილებო... არვიცი ელოდით თუ არა, მოვლენების ასეთ განვითარებას, თუმცა მინდა გითხრათ რომ ლანას და ლაშას დიდხნიანი განშორება არ იქნება. ასე რომ.. იმედია არ გამიბრაზდებით. ასეა თუ ისე, ეს პაუზა მართლაც საჭირო იყო მათი ურთიერთობისათვის.
გემშვიდობებით შემდეგ თავამდე
თქვენი ელატრისი.



№1  offline წევრი OKI ME

ლაშას თავის გრძნობებში გარკვევა მეღირსოს და რაღას დავეძებ :)))))

როგორც ჩანს თორნიკეს და მარიამის ისტორია უფრო და უფრო საინტერესოდ განვითარდებაააა. ვნახოთ, ვნახოთ.
ველოდები მათი ურთიერთობის განვითარებას, თუმცა რაღა დაგიმალო და ლანას და ლაშას უფრო მეტად. ❤️ როგორც ყოველთვის ეს თავიც უკარგესი იყო ❤️ :*

 


№2  offline წევრი EllaTriss

Megioki
ლაშას თავის გრძნობებში გარკვევა მეღირსოს და რაღას დავეძებ :)))))

როგორც ჩანს თორნიკეს და მარიამის ისტორია უფრო და უფრო საინტერესოდ განვითარდებაააა. ვნახოთ, ვნახოთ.
ველოდები მათი ურთიერთობის განვითარებას, თუმცა რაღა დაგიმალო და ლანას და ლაშას უფრო მეტად. ❤️ როგორც ყოველთვის ეს თავიც უკარგესი იყო ❤️ :*

სულ მალე იქნება ლაშას თავის გრძნობებში გარკვევის ამბავიც. როგორც წესი, განშორება ყოველთვის გვანახებს თუ რაოდენ ძვირფასია ჩვენთვის ადამიანი, რომლის სიახლოვეც არაფრად მიგვაჩნდა❤ ❣

 


№3  offline წევრი OKI ME

ხო, აშკარაა უკვე აქვს გრძნობა მაგრამ ჯერ ვერ ხვდება.

მოკლედ ჩემი ლანა ყველაზე დატანჯულია მგონი და იმსახურებს ნამდვილ სიყვარულს და ბედნიერებას ❤️

 


№4 სტუმარი anna

რამდენი ხანია ველოდები ახალი თავის დადებას, არადა ვხედავ რომ ავტორს დამატებული აქვს, თუმცა უპასუხისმგებლო ადმინების გამო წინა დღით გაგზავნილი სიახლე მეორე დღემდე აუტვირთავია. შე დალოცვილო, თუ არ გცალია და დრო არ გაქვს, რატომ იღებ პასუხისმგებლობას ადმინობაზე, როცა აშკარაა რომ ან თავს ვერ ართმევ დაკისრებულ მოვალეობას, ან უბრალოდ გკიდია. არ მგონია დღეში ხუთი სიახლის ატვირთვას საათები ჭირდებოდეს და თავის მართლება იმით რომ სულ აქ არ ვზივართ, არანაირად არ გამართლებთ. თუ ასეთი მოუცლელები ხართ მაშინ იყოს ისეთი ადმინი, ვისაც მეტი თავისუფალი დრო აქვს. ამდენი ადამიანი ელოდება ისტორიების ახალ თავებს, ავტორები წერენ რომ დროულად დადონ და არ ალოდინონ მკითხველი და უპასუხისმგებლო ადმინების გამო რომლებსაც უბრალოდ კიდიათ საკუთარი მოვალეობა. როცა მოეპრიანებათ მაშინ ტვირთავენ სიახლეებს. ადრე ყოველთვის დროულად იდებოდა სიახლეები და როგორც ჩანს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საკუთარი სურვილით აღებულ მოვალეობას.

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

აუ ამ ძაან დაგრუზულ წყვილს (ლანას და ლაშას ვგყლისხმობ) თავი რომ დავანებოოთ, მარიამი და თორნიკე უბრალოდ საოცრებები არიააან, ამ ისტორიაში ეგენი რომ არ იყვნენ ალბათ გავრეკავდი.
ამხელქ პოზიტივი და სიხალისე შემოაქვთ..
კოცნის სცენაც ძაან საყვარლობა იყო..
იმედია შემდეგ თავშიც იქნება ეს წყვილი

ეს ლაშა იმდენად მაღიზიანებს ვერ აღვწერ..
მძულს მძუუუუულს მისი დამოკიდებულება მარიამთან.. აი ამას ვერაფრით ვპატიობ -_-
ლანასთანაც სულელურად მოიქცა, მაგარი დეპრესიული ადამიანია, პრინციპში არც მიკვირს რეები გამოიარა მაგრამ მარიამთან ძაან ეშლება :/
ველი ახალ თავს, ბევრი მარიამით და თორნიკეთი ^-^

 


№6  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ანი
აუ ამ ძაან დაგრუზულ წყვილს (ლანას და ლაშას ვგყლისხმობ) თავი რომ დავანებოოთ, მარიამი და თორნიკე უბრალოდ საოცრებები არიააან, ამ ისტორიაში ეგენი რომ არ იყვნენ ალბათ გავრეკავდი.
ამხელქ პოზიტივი და სიხალისე შემოაქვთ..
კოცნის სცენაც ძაან საყვარლობა იყო..
იმედია შემდეგ თავშიც იქნება ეს წყვილი

ეს ლაშა იმდენად მაღიზიანებს ვერ აღვწერ..
მძულს მძუუუუულს მისი დამოკიდებულება მარიამთან.. აი ამას ვერაფრით ვპატიობ -_-
ლანასთანაც სულელურად მოიქცა, მაგარი დეპრესიული ადამიანია, პრინციპში არც მიკვირს რეები გამოიარა მაგრამ მარიამთან ძაან ეშლება :/
ველი ახალ თავს, ბევრი მარიამით და თორნიკეთი ^-^

რათქმაუნდა მარიამის და თორნიკეს წყვილი, აუცილებლად იქნება შემდეგ თავში. ❣
რაც შეეხება ლაშას, ნელ-ნელა ისიც გაანალიზებს საკუთარ შეცდომებს.

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

მარიამის და თორნიკეს წყვილს საერთოდ ვერ აღვიქვამ, საერთოდ. იმიტომ რომ...როგორ ავხსნა...ისე სხვანაირად დაიწყე წერა, სტილიც რაღაცნაირი გაქვს, ღრმად აფათურებ ხელებს ბნელ ადგილას და ამ დროს მარიამი...არ ვიცი მის ქცევას თორნიკესთან რა დავარქვა, ჩემში ინტერესზე მეტად გაღიზიანებას იწვევს. გეგონება ამ პლანეტაზე არ არის, პირველად გაიგო რომ საპირისპირო სქესი არსებობს და ა.შ. :)).

ლანამ ისევ აურია, თან ძალიან...ის რომ ლაშასთან პრობლემა აქვს სხვასთან როგორ თქვა, ეს ხომ მათი პირადი იყო. როგორც მასწავლებელს/კოლეგას ლაშას არაფერი არ დაუშავებია, მან კი კოლეგებთან მოაღო პირი. და შენ როგორც ავტორს მანდ შეგეშალა. რასაც შენ მანდ სკოლის მასწავლებლებს აღწერ, შეუძლებელია ამ ამბავზე არ ეჭორავათ. შენ კიდევ...ერთადერთი მიზანი გქონდა, რომ იმ სიტუაციაში ლანა "ჩაგეკვეხებინა" და მორჩა, მერე ვითომ არაფერი!
მგონი, დეტალებს თანმიმდევრულად თუ მიყვები უფრო კარგი ისტორია გამოგივა.

 


№8 სტუმარი ანუ

როდის დადებ შემდეგს?

 


№9  offline წევრი EllaTriss

grafo
მარიამის და თორნიკეს წყვილს საერთოდ ვერ აღვიქვამ, საერთოდ. იმიტომ რომ...როგორ ავხსნა...ისე სხვანაირად დაიწყე წერა, სტილიც რაღაცნაირი გაქვს, ღრმად აფათურებ ხელებს ბნელ ადგილას და ამ დროს მარიამი...არ ვიცი მის ქცევას თორნიკესთან რა დავარქვა, ჩემში ინტერესზე მეტად გაღიზიანებას იწვევს. გეგონება ამ პლანეტაზე არ არის, პირველად გაიგო რომ საპირისპირო სქესი არსებობს და ა.შ. :)).

ლანამ ისევ აურია, თან ძალიან...ის რომ ლაშასთან პრობლემა აქვს სხვასთან როგორ თქვა, ეს ხომ მათი პირადი იყო. როგორც მასწავლებელს/კოლეგას ლაშას არაფერი არ დაუშავებია, მან კი კოლეგებთან მოაღო პირი. და შენ როგორც ავტორს მანდ შეგეშალა. რასაც შენ მანდ სკოლის მასწავლებლებს აღწერ, შეუძლებელია ამ ამბავზე არ ეჭორავათ. შენ კიდევ...ერთადერთი მიზანი გქონდა, რომ იმ სიტუაციაში ლანა "ჩაგეკვეხებინა" და მორჩა, მერე ვითომ არაფერი!
მგონი, დეტალებს თანმიმდევრულად თუ მიყვები უფრო კარგი ისტორია გამოგივა.

ლანას მათ პირადზე არსად ულაპარაკია. ჰო, მასწავლებლებს უთხრა ეთქვათ რომ 'მოსვლის სურვილი თავად დაუკარგა' თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც მათ პირადზე თქვა რაღაც.
მარიამს და თორნიკეს რაც შეეხება, მინდოდა მათი წყვილით ისტორიაში პოზიტივი შემომეტანა. მწუხვარ, თუ ამან გაგაღიზიანა.

არვიცი, არვიცი.. ახლა უფრო მეტად ავირიე. ალბათ კიდევ რამდენჯერმე გადავხედავ შენს კომენტარს და დავფიქრდები აუცილებლად.
მადლობა, რომ აზრი გამიზიარე.❣

ანუ
როდის დადებ შემდეგს?

ხვალ❣

 


№10 სტუმარი სტუმარი Grafo

ვიცი ლანამ რაც თქვა და მაგიტომ ვთქვი, რაც ვთქვი :). ლაშას როგორც კოლეგას არაფერი არ შეშლია, ეს მათი პირადი იყო. შენ მასწავლებლები რომლებიც აქამდე ჭორიკნები და ძალადობის მომხრედ აღწერე, უცებ გადააკეთე...იმიტომ რომ როცა ვიღაც ამას შენს კოლეგაზე ამბობს, ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც ხდება და ნებისმიერი ადამიანი დაინტერესდებოდა, მითუმეტეს ასეთი მასწავკებლები. ამათ კიდევ ვითომ არაფერი...მაგიტომ ვთქვი, რომ ჩემი აზრით არასწორი აფიშირება გააკეთე ამ შემთხვევაში.

ვაიმეე, ახლა არ გამაგიჟო. რა წუხხარ?! შენი საქმეა რას როგორ დაწერ, და ისე უნდა წერო როგორც გინდა და თუ გინდა გაითვალისწინე, მაგრამ არავითარი დამწუხრება :D.

თორნიკე მომწონს, მარიამს ვერ ვგუობ...იმიტომ რომ შენ სხვანაირ ავტორად "დაგინახე", ხო დავწერე რატომაც და "ვერ გპატიობ" იმას რომ ამ მარიამის გამოჩენით ჩვეულებრივს ხდი ისტორიას. ძაან უაზრო ისტერიკებშიო, აი ძაან და მაგას წერს აქ უმრავლესობა.
იმედია ახლა გამიგე :))

 


№11  offline წევრი EllaTriss

სტუმარი Grafo
ვიცი ლანამ რაც თქვა და მაგიტომ ვთქვი, რაც ვთქვი :). ლაშას როგორც კოლეგას არაფერი არ შეშლია, ეს მათი პირადი იყო. შენ მასწავლებლები რომლებიც აქამდე ჭორიკნები და ძალადობის მომხრედ აღწერე, უცებ გადააკეთე...იმიტომ რომ როცა ვიღაც ამას შენს კოლეგაზე ამბობს, ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც ხდება და ნებისმიერი ადამიანი დაინტერესდებოდა, მითუმეტეს ასეთი მასწავკებლები. ამათ კიდევ ვითომ არაფერი...მაგიტომ ვთქვი, რომ ჩემი აზრით არასწორი აფიშირება გააკეთე ამ შემთხვევაში.

ვაიმეე, ახლა არ გამაგიჟო. რა წუხხარ?! შენი საქმეა რას როგორ დაწერ, და ისე უნდა წერო როგორც გინდა და თუ გინდა გაითვალისწინე, მაგრამ არავითარი დამწუხრება :D.

თორნიკე მომწონს, მარიამს ვერ ვგუობ...იმიტომ რომ შენ სხვანაირ ავტორად "დაგინახე", ხო დავწერე რატომაც და "ვერ გპატიობ" იმას რომ ამ მარიამის გამოჩენით ჩვეულებრივს ხდი ისტორიას. ძაან უაზრო ისტერიკებშიო, აი ძაან და მაგას წერს აქ უმრავლესობა.
იმედია ახლა გამიგე :))

გასაგებია, კი. გმადლობ, რომ მომყვები და აფასებ.

 


№12 სტუმარი სტუმარი თათია

როდის დადებ ახალ თავს?

 


№13  offline წევრი EllaTriss

სტუმარი თათია
როდის დადებ ახალ თავს?

დამატებული მაქვს. ადმინისტრაცია გადაამოწმებს და გამოქვეყნდება❣

 


№14  offline წევრი Marita_G

აი ცოტა ცივი რომ გახდეს ლანა ლაშასთან მიმართებაში მაგარი იქნება. ველოდები შემდეგს

 


№15  offline წევრი EllaTriss

Marita_G
აი ცოტა ცივი რომ გახდეს ლანა ლაშასთან მიმართებაში მაგარი იქნება. ველოდები შემდეგს

 


№16 სტუმარი ls

იმედია მალე დაამატებს ადმინისტრაცია :(

 


№17  offline წევრი EllaTriss

ls
იმედია მალე დაამატებს ადმინისტრაცია :(

ვნახოთ❤

 


№18 სტუმარი ატბ

და რაარი ვერგავიგერ რა წესია ეს? დილის 12 საათზე დადებული ისტორია მეორე დღემდე არ უნდა გამოაქვეყნონ? თუ რა ჯანდაბაა?

 


№19 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესოა ძალიან კარგი იქნებ მიხვდეს ლაშა ლანა სათამაშო თოჯინა არარი ისიც ხომ ადამიანია და აქვს გრძნობები.მინდა თორნიკეს და მარიამის წყვილიც შედგეს იქნებ ლაშამ მიიღოს მარიამი მამის და დედის დანაშაულზე რატომ აგებენ შვებით პასუხი ვერ გავიგე????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent