შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სპორტის მასწავლებლები (თავი 4)


4-09-2020, 14:17
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 151

კიდევ 1 კვირა გავიდა, დღეები ერთმანეთს მისდევდა და ყველას აიძულებდა ცხოვრების ფერხულში ჩაბმას. მოწყენილი დადიოდა სკოლის დერეფნებში ლანა, ძალიან აკლდა ის სულელური ჩხუბები ლაშასთან, რომელსაც ვერასოდეს იტანდა. თავს მარტოსულად გრძნობდა. ყოველწამს ელოდებოდა რომ დაურეკავდა თუმცა ასე არ მოხდა. იმ დღის შემდეგ არც უნახავს და არც მისი ხმა გაუგია, მონატრება აგიჟებდა და არც უნდოდა ამის აღიარება. ვერ ხვდებოდა როდის მოასწრო ასე ადამიანის შეყვარება, რომელიც თავიდანვე სძულდა.
- რაზე ჩაფიქრებულა ქალბატონი? - უეცრად მიუახლოვდა თორნიკე
ლანამ მხრები აიჩეჩა და ფანჯრის რაფას მიეყუდა
- ლაშას ველაპარაკე ახლახანს
- მართლა? _ უეცრად გაუნათდა სახე და თვალები გაუბრწყინდა
- რაიყო ასე ძალიან რატომ გაგეხარდა? _ სიცილი ვეღარ შეიკავა თორნიკემ
- უბრალოდ.._ თავი ჩახარა _ როგორაა?
- უკეთესად, ხვალ მოვა უკვე.
ლანას ისე გაუხარდა, ძლივს დამალა ემოციები. უბრალოდ გაუღიმა და ზარის ხმის გაგონებისთანავე დარბაზისკენ წასვლა დააპირა
- ვითომ ვერ ვხვდები რომ შეგიყვარდა _ ეშმაკურად აათამაშა წარბები
- ეგ რაშუაშია, მეგობრულად მიყვარს რათქმაუნდა - მაშინვე თავის მართლება სცადა ლანამ
- ხოო..რათქმაუნდა - თვალი ჩაუკრა თორნიკემ და გაეცალა

***
ზოგჯერ გვინდა რომ წარსულში დავბრუნდეთ, იმ ბავშვურ, ტკბილ მოგონებებში გავაგრძელოთ ცხოვრება. გვინდა რომ ჩვენი იმედი კი არ ჰქონდეს ვინმეს, არამედ ჩვენ გვქონდეს ვინმეს იმედი.
ნოემბრის თვის შუა რიცხვები იყო, საშინლად მოქუფრულიყო ცა, ზღვის ტალღები ხმაურით აწყდებოდა ნაპირებს და არცერთ სულიერს არ შეეძლო იმ წუთებში იქ ყოფნა.
სკოლაში რომ მივიდა ლაშა, უკვე მესამე გაკვეთილი იწყებოდა. პირველი და მეორე არ ჰქონდა და დილას წამოსვლა აღარც უჩქარია. სრულიად შეცვლილი ეჩვენა სკოლა, ჩაშავებული დარბაზი რომელსაც ნათურებიც კი ძლივს ანათებდა
- გამარჯობა მააას _ ფეხზე წამოიჭრნენ, სკამზე მოკალათებული გოგონები და დამრიგებელს მისცვივდნენ
- როგორ ხართ ბავშვებო - სათითაოდ გადაეხვია ყველას ლაშა
- თქვენ როგორ ხართ მას, ძალიან მოგვენატრეთ..
- მეც მომენატრეთ. ჩემს არ ყოფნაში ცუდად ხომარ იქცეოდით? - ინტერესით მოავლო თვალი ყველას
- არა მაას. თორნიკე მასწი გვიტარებდა ჩვენ გაკვეთილებს
- ხო?
- დიახ მას, ნებართვის გარეშე არაფერი გაგვიკეთებია და არც გაკვეთილებიდან წავსულვართ - ამაყად გადახედეს ერთმანეთს
- ანუ როგორც იქნა თქვენს გაზრდასაც მოვესწარი
მხიარულად გადაიკისკისეს გოგონებმა
- კარგი. მიდი მოეწყვეთ ვარჯიშით დავიწყოთ.
მთელი გაკვეთილის განმავლობაში გრძნობდა როგორ ჰქონდა მონატრებული ბავშვებთან ურთიერთობა. მათი სილაღის ყურება და ვარჯიშის დროს წუწუნი. თამაშის მსვლელობისას მასწავლებელთან ჩივილი რომ მათი ბურთი იყო.
ისე გავიდა 45წუთი გააზრებაც ვერ მოასწრო
- მას, შეიძლება წავიდე? - უეცრად მიუახლოვდა გოგო
- სად უნდა წახვიდე?
- სახლში მას, ცოტა ცუდად ვარ _ თავი მოისაწყლა
- ვიცი მე შენი ცუდად ყოფნა.. კარგი წადი
აღტაცებული ჩაეხუტა მასწავლებელს
- მადლობა მას, აი რატომ მიყვარხართ
კარისკენ სირბილით გაიქცა და ახლად შემოსულ ლანას კინაღამ დაეჯახა
- ფრთხილად საყვარელო
- ბოდიში მაას _ არც გაჩერებულა უკნიდან მოაძახა.
ფრთხილად მიუახლოვდა მაგიდაზე მიყუდებულ ლაშას და წინ დაუდგა. შეცვლილი ეჩვენა, წვერი ოდნავ ჰქონდა მოშვებული და რაღაცნაირად ჩამქრალი თვალები.. პერანგის ჩაცმის უცვლელი მეთოდი ადგილზე იყო, წინა სამი ღილი კვლავაც შეეხსნა.. მიუხედავად იმისა რომ გარეთ ნოემბერი იყო ეს სრულებითაც არ უშლიდა ხელს იმაში, ჩაეცვა ის რაც უნდოდა.
- მიხარია რომ მოხვედი _ საუბრის წამოწყება სცადა ლანამ
არაფერი უთქვამს, უბრალოდ იდგა და მზერა ერთ წერტილზე ჰქონდა მიპყრობილი
- ბავშვს მე მეძახი და ახლა თავად გაქვს ბავშვის ქცევები - ოდნავ გაუღიმა და უეცრად ჩაეხუტა, მის კისერში ჩარგო თავი და საყვარელი სუნამოს სურნელი ახლოდან შეისუნთქა, მაშინვე მოხვია ხელები ლაშამ და თმაზე მოეფერა
- მაძლიერებს ხოლმე შენი ჩახუტებები - თითქმის ჩურჩულით ამოთქვა მის სახესთან
- მაგიტომაც გეხუტები ხოლმე _ უეცრად მოშორდა ლანა და ბავშვური სილაღით გაუღიმა
- ოჰოო ვინ მოსულაა ეეს _ სირბილით შემოვარდა დარბაზში თორნიკე და მონატრებულ კოლეგას გადაეხვია - მოგვენატრე ბროო - მხარზე ხელი დაჰკრა
- მეც მომენატრეთ
- ლანკა გაკვეთილი გაქვს? _ უეცრად შეეკითხა თორნიკე
- კი
- მაშინ მეგობარს მოგტაცებ, ცოტა ვისაუბროთ _ თვალებით ანიშნა ლაშას და კარისკენ პირველი წავიდა

***
მთელი დღე ვეღარ მოახერხა ლანამ მისი ნახვა, სულ ერთმანეთზე მიწყობილი გაკვეთილები ჰქონდა და რომ მოიცალა მანდატურმა უთხრა წავიდაო. თვითონაც მოწყენილი დაბრუნდა სახლში, ამდენ ხანს ცდილობდა მასთან შეხვედრას და მხოლოდ 2წუთისთვის?
უკვე კარგად იყო მობინდებული, თორნიკეს რომ დაურეკა
- გისმენ ლანკა
- თორნიკე..რაღაც უნდა გკითხო
- ხო გისმენ
- ლაშას მისამართი ხომ იცი, მაშინ სამძიმარზე რომ ვიყავით მითხარი აქ არ ცხოვრობსო და _ ისე ერიდებოდა ამ თემაზე ლაპარაკი, მის წინ რომ ყოფილიყო ალბათ ვერც კითხავდა
- ვაა, აქ უკვე რაღაც სერიოზული ამბები ტრიალეებს _ მაშინვე გაეცინა თორნიკეს
- კარგი რა, უბრალოდ მისი ნახვა მინდა საქმე მაქვს
- კაი ძმა, ჩაგიგდებ მისამართს
7საათისთვის გამოვიდა სახლიდან, უკვე ღამდებოდა და ღამის ქალაქი კი სულ სხვანაირი იყო.. მანქანიდან უყურებდა აღელვებულ ზღვას და ცდილობდა სულიერად წარმოედგინა, მისი გრძნობები გაეთავისებინა. უყვარდა ფანტაზიებში ცხოვრება.
ნახევარ საათში ტაქსმა დანიშნულების ადგილას გაუჩერა და ისიც სწრაფად გადმოვიდა. მაღალი კორპუსი იყო, ლამაზად შეღებილი. ღამეში კარგად ვერ არჩევდა ფერებს თუმცა მაინც მოეწონა. რათქმაუნდა ლიფტით არ უსარგებლია და სწრაფად აირბინა კიბეები მერვე სართულამდე. კარზე რამოდენიმეჯერ დააზარუნა და სულ მალე გაუღო ლაშამ, მისი დანახვისას მაშინვე თვალებზე აიფარა ხელები. წელს ზემოთ შიშველი იყო და სიგარეტი ჰქონდა თითებში მოქცეული
- ლანაა? - გაკვირვებულმა შეხედა გოგოს
- რამე ჩაიცვი გთხოვ..- თვალებზე ხელს არ იშორებდა, მის საქციელზე უნებურად გაეღიმა ლაშას
- კაი, კაი მოდი _ გაეცალა და იქვე დადებულ პერანგს დასწვდა.
შიგნით შესულმა მაშინვე ინტერესით მოავლო სახლს თვალი, ყველაფერი არეული იყო, ასეთი დაულაგებელი სახლი არასოდეს ენახა
- ეს რა არის, აქ როგორ ცხოვრობ _ თვალებგაფართოებული შეხედა მოახლოებულ ლაშას
- ხოო დამლაგებელი უნდა მეპოვა, ვერ მოვიცალე
- დამლაგებელი? როგორ მარტო ცხოვრობ? _ ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა
- კიდევ ვის ელოდებოდი _ ოდნავ ჩაეღიმა მის ქცევაზე და მაგიდას მიეყუდა
- რავიცი
- რატომ მოხვედი, მოხდა რამე? - ინტერესიან მზერას არ აშორებდა
- არაა, უბრალოდ _ მხრები აიჩეჩა ლანამ _ თორნიკემ მითხრა შენი მისამართი, იმედია არ გაუბრაზდები _ თვალების ფახურით ახედა მასზე ერთი თავით მაღალს
- მე შენსავით არ ვასაიდუმლოებ ჩემს მისამართს _ ირონიულად ჩაიცინა და ოდნავ მიუახლოვდა, სიგარეტის ნამწვი იქვე ფანჯარაში გადააგდო და ისევ გოგოზე გადაიტანა მზერა. კიდევ დაფარა მათ შორის მანძილი და სახეზე ჩამოუსვა თითები, მის შეხებაზე ოდნავ შეკრთა ლანა და უნებურად უკან დაიხია
- წავალ მე.. _ როგორც კი კარისკენ დაიძრა მაშინვე შეხება იგრძნო მკლავზე
- დარჩი რა.. არვიცი მემგონი გარედან არ მეტყობა მარა შიგნიდან ვიწვი..
ისევ მიუახლოვდა და წინ გადაუდგა. ნიკაპქვეშ შეუცურა თითები, თავი მაღლა ააწევინა და მის ტუჩებზე გადაიტანა მზერა. ბევრი აღარ უფიქრია მაშინვე ვნებიანად წაეტანა, წელზე მოხვია ხელები და მჭიდროდ აიკრა ტანზე სუსტი სხეული. მთელი დაძაბულობა წამსვე მოეხსნა ლანას, ისე სიამოვნებდა მისი თითოეული შეხება სამუდამოდ მის მკლავებში უნდოდა დარჩენა. მონაცვლეობით დაუკოცნა ჯერ ზედა, მერე ქვედა ტუჩი. უეცრად მოშორდა და თმა გადაუწია ახლა ყელში აკოცა რამდენჯერმე
- როგორი კარგი ხარ.._ კოცნა არ შეუწყვიტავს ისე ამოიჩურჩულა, კაბის სალტები გადაუწია და ახლა მოშიშვლებულ ლავიწებზე აკოცა. მთელი სხეული დაეხორკლა ლანას, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ უნდოდა. უეცრად მოსწყდა
და სახეზე ცხელი სუნთქვა შეაფრქვია - გაახილე თვალები
ინსტიქტურად დაუჯერა და მწვანე სფეროები შეანათა
- შენი სურვილის გარეშე არაფერს გავაკეთებ, ძალიანაც რომ მინდოდე მაინც
ზუსტად ის სიტყვები იყო რომლის მოსმენაც იმწუთას უნდოდა, ახლა თავად დაეტაკა ტუჩებში და ამით ყველა მისი სურვილი აგრძნობინა. მაშინვე ხელში აიტაცა ლაშამ და ოთახში შეიყვანა, საწოლზე ფრთხილად დააგდო და ზემოდან მოექცა, მაშინვე გაანთავისუფლა ყველანაირი მატერიისგან და სრულიად შიშველს კმაყოფილი დააცქერდა, კოცნით დაუყვა მკერდიდან მუცლამდე გზას, გრძნობდა როგორ სიამოვნებდა მისი თითოეული შეხება და არ ჩერდებოდა. ყოველი კვნესისას კოცნებით აჩუმებდა, არ უნდოდა მოშორებოდა თუმცა რომ მიხვდა მეტის გაძლება აღარ შეეძლო გვერდით გადაწვა, მკერდზე დაადო თავი ლანამ და თვალები დახუჭა
- მეძინება.._ ძალიან ჩუმად ამოთქვა
- დაიძინე.. _თავზე აკოცა და თვითონაც დახუჭა თვალები
დილას ძალიან ადრე გაეღვიძა, მის გვერდით მშვიდად ეძინა ლანას, სრულიად შიშველს საბანი ნახევრად ეფარა, ისეთი ბავშვური სახე ჰქონდა, ნერვები მოეშალა საკუთარ თავზე ლაშას
- რამინდოდა ამ გოგოსთან, ჯანდაბა! _ მაშინვე წამოდგა, წამის მეასედში ჩაიცვა და სახლიდან გავარდა.
გზაში თორნიკეს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. 1საათის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ნახევრადმძინარე თორნიკე შემოვიდა კაფეში
- სად ხარ შე*ემა ამდენი ხანი
- მაპატიე შაბათ დღეს დილის 8საათზე რომ არ მეღვიძა _ ბუზღუნით დაეხეთქა სკამზე - შენ რაგჭირს რაიყო
ლაშამ ღრმად ამოიოხრა და გუშინდელის მოყოლა დაიწყო, დასკვნითი ნაწილისკენ რომ წავიდა ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და როგორც კი დაასრულა თავი ხელებში ჩარგო
- რაოო? _ თვალები შუბლზე აუვიდა თორნიკეს - კაი ტო, ისედაც ჩანდა რომ ერთმანეთი მოგწონდათ მარა ასეთი სიჩქარე რასაჭირო იყო
- აუ კაროჩე არვიცი რავქნა, არმინდა ტყუილად ჰქონდეს იმედები
- ტყუილად რატო, რა არ მოგწონს ლანა? - ინტერსით დააკვირდა
- არვიცი _ მზერა აარიდა და ოდნავ ჩაფიქრდა, იყო რაღაც რაც მასში მოსწონდა, იზიდავდა. თუმცა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს რაღაც მისთვის, ეს უკვე აღარიცოდა.
- იცი, იცი ისევ თოფურიაზე ხარ შეყვარებული - უცებ გამოიტანა დასკვნა თორნიკემ - მაინც ვერ გაითავისე რომ იმ გოგოს არ სჭირდები
- კაი არმინდა ეხლა მაგაზე ლაპარაკი და საერთოდ ორმოცდაათჯერ მაინც გითხარი ნუ მიხსენებ მას თქო

ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, თორნიკეს აღარაფერი უთქვამს, ნერვულად ათამაშებდა თითებს მაგიდაზე
- კიმარა მარტო რატო დატოვე და რატო წამოხვედი? - ისევ ვერ მოითმინა და გამეფებული სიჩუმე დაარღვია
- რომ გაიღვიძებდა რა მეთქვა
- ის რომ ეკას გავიწყებს მასთან ყოფნა _ ირნიულად ჩაიცინა
- თორნიკეე!
- კაი ხო... ისე მისმინე _ უფრო ახლოს მიიწია და ჩურჩულით გააგრძელა - ცოტა კი მერიდება ამის კითხვა მარა, ქალიშვილი იყო?
- თორნიკე! ახლა მაგრად გცემ იცოდე! _ თვალები სიბრაზისგან აენთო და გაბრაზებულმა კიდევ ერთხელ დაარტყა მაგიდას ხელი
- კარგი რაიყო უბრალოდ მაინტერესებს _ უკან დაიწია და სკამზე გადაწვა
- არა არ იყო. დაკმაყოფილდი?
- არ იყო? - ოდნავ ჩაფიქრდა- მასეც ვფიქრობდი. აბა შენ ხომ არ შემოგწირავდა თავს - ინტერესით გააქნია თავი
- არა ასე არ გამოვა, რაც შეიძლება მალე უნდა დავამთავრო ეს ურთიერთობა - მაშინვე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა კაფე.

***
სრულიად მარტოს გაეღვიძა საწოლში, შუბლზე მოისვა თითები და გუშინდელი ღამე დაუდგა თვალწინ. არაფერზე ფიქრი არ უნდოდა, სწრაფად წამოდგა და ჩაიცვა. სახლიდან გავიდა და ფეხით გააგრძელა გზა, კვლავ დაძაბულობას გრძნობდა მთელს სხეულში, საკუთარ თავს დამნაშავედ თვლიდა იმის გამო რომ საკუთარ სურვილებს აჰყვა. მას სულ სხვა მიზნები ჰქონდა. მას უნდა ეცოცხლა ევას გამო, მისთვის უნდა ეცოცახლა და არა საკუთარი ბედნიერებისთვის. საკუთარი თავი დიდი ხნის წინ მოკლა, იქ საავადმყოფოში.
ეულად ჩამოუგორდა თვალზე ცრემლი, ეზიზღებოდა საკუთარი თავი.
- ის შენ არ შეგიყვარებს! - ძლივს გასაგონად, ხმის კანკალით ამოთქვა.
მაინც ძალიან უნდოდა მასთან ყოფნა. მის გულში, გონებაში ყველგან ის იყო.. მის ყოველ შეხებაზე, ყველა ტკივილი უკვალოდ უქრებოდა.. ვერ გრძნობდა ვერცერთ ჭრილობას..
მთელი დღე იბოდიალა გარეთ, სახლში გვიან გვიან მივიდა. ჩანთა მაგიდაზე დააგდო და გამოუცვლელად მიესვენა საწოლზე. დაღლილს მალევე ჩაეძინა, ასე დიდხანს არასოდეს სძინებია. თვალები რომ გაახილა 12ხდებოდა. გაჭირვებით წამოდგა, მაგიდასთან მივიდა და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, 25 გამოტოვებული ზარი ჰქონდა მაიასგან. ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა მასთან ლაპარაკი, მაგრამ მაინც დაურეკა. 1საათი ელაპარაკა და რომ დაარწმუნა რომ კარგად იყო და უბრალოდ ჩაეძინა, ტელეფონი გაუთიშა.
არც საუზმობა უნდოდა დიდად, თუმცა ნაძალადევად მაინც შეჭამა რამდენიმე ლუკმა. ის იყო წამოდგომას აპირებდა.. ტელეფონზე სმს-ს ხმა გაიგონა და მაშინვე ხელში აიღო
'თუ გცალია ნახევარ საათში შევხვდეთ, სალაპარაკო მაქვს'
ნომერზე კვლავაც არ ეწერა სახელი. თუმცა მაინც მიხვდა რომ ლაშასგან იყო.
'კარგი' - ძალიან მოკლედ უპასუხა და მის ნომერზე სახელი დააწერა
'მისამართი ჩამიგდე'
ამაზე ცოტას ყოყმანობდა თუმცა ბოლოს მაინც მიწერა მისამართი და საძინებლისკენ წავიდა, სწრაფად გამოიცვალა, თეთრი მუხლს აცდენილი კაბა და იმავე ფერის მაღლები ჩაიცვა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და თმა ისევ გაშლილი დატოვა. სულ მალე სმს-ც მოუვიდა
'დაბლა გელოდები'
კიბეებზე რომ დაეშვა, მხოლოდ მაშინ იგრძნო როგორ სწრაფად უცემდა გული. მთელი მისი სხეული უცნაურ გრძნობას მოეცვა და ბავშვივით ღელავდა.
სადარბაზოდან გავიდა თუარა ირგვლივ ყველაფერს თვალი მოავლო და მანქანაზე მიყუდებულ ლაშაზე შეაჩერა მზერა. თითებს შორის სიგარეტი მოექცია და ნერვულად ათამაშებდა. ძირს ერთ წერტილს უყურებდა, მხოლოდ მოახლოებული ფეხის ხმის გაგონებისას ასწია თავი. მოშორებით გაჩერდა ლანა, წამიერად სულ სხვანაირად ლამაზი ეჩვენა, ყველაფერი რის თქმასაც აპირებდა დაავიწყდა და ისევ მასთან სიახლოვის სურვილმა შეიპყრო. მათ შორის მანძილი დაფარა, წელზე მოხვია ხელი და ტუჩებში დაეტაკა. მაშინვე იგრძნო უცვლელი სუნამოს სურნელი ლანამ, ოღონდ ამჯერად სიგარეტის სუნში არეული. ნაზად აჰყვა კოცნაში და იგრძნო როგორ დაუარა სხეულში სასიამოვნო ტალღამ. ფრთხილად მოშორდა ლაშა და ისევ გადაუწია თმა, ახლა ყელში აკოცა რამდენჯერმე
- მგონი შენი კოცნის გარეშე ვეღარ ვძლებ - როგორც კი მოშორდა მაშინვე უთხრა და თვალებში ჩახედა. ბავშვური, ლამაზი, მწვანე თვალები..რომელზეც ჭკუას კარგავდა. ისევ დაეწაფა მის ტუჩებს
- მოიცა..- ფრთხილად გასწია თავი ლანამ - ვინმე დაგვინახავს..
- გგონია ეგ მადარდებს?
- მე მადარდებს, იმიტომ რომ აქ ვცხოვრობ და ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება დარჩებათ
- კაი..წავიდეთ მაშინ, თან სალაპარაკო გვაქვს და სულ ამომივარდა თავიდან - ნელა მოშორდა და მანქანისკენ წავიდა, კარი გააღო და ერთ ადგილას გაშეშებულ ლანას გახედა - დაჯექი
ვერ გაიგო რა უნდოდა, მცირედი ყოყმანის შემდეგ ისევ სურვილებს აჰყვა და მის გვერდით დაიკავა ადგილი. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, მის გვერდით ყოფნისას ფიქრიც კი უჭირდა ლანას. მოულოდნელად გააჩერა მანქანა და გახედა
- მოვედით
- სად მოვედით? - ინტერესით მოავლო ქუჩას თვალი
- ნახავ - მანქანიდან პირველი გადავიდა, ლანაც მიჰყვა. ისევ არიცოდა სად მიჰყვებოდა თუმცა მაინც მიჰყვებოდა. გონებაში უკვე ათასჯერ გალანძღა საკუთარი თავი. უეცრად მარჯვნივ გაიხედა და სანაპირო დაინახა, ძალიან ახლოს იყვნენ. ლაშაც გაჩერდა.
- აქ მოვედით? - ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა
- თუ არ გინდა სხვა ადგილი ვნახოთ
- არა, არა. მინდაა - უეცრად გაიხადა ფეხზე და პირველი გაიქცა ზღვისკენ. ფეხსაცმელები იქვე დაყარა და ხელები გაშალა. სრულიად ცარიელ სანაპიროზე მარტონი იყვნენ. ზღვის ტალღების ხმას უსმენდა და უსასრულო ჰორიზონტს სიამოვნებით გაჰყურებდა. უეცრად შეხება იგრძნო წელზე, უკნიდან მიეხუტა ლაშა და ყელში აკოცა.
- გინდა გავცუროთ - ძალიან ჩუმად ჩასჩურჩულა და კიდევ ერთხელ აკოცა
- ხუმრობ? ნოემბერია..
- მერე რაა, არასოდეს უნდა თქვა უარი იმაზე რაც გინდა - სწრაფად მოშორდა და პერანგის გახდა დაიწყო
- არა რა, ცივია წყალი. ფილტვების ანთება დაგვემართება - საწყლად გახედა უკვე ნახევრად შიშველს
- ცოტა ხანს, მიდი რა არ მაწყენინო ოდნავ ჩაფიქრდა ლანა და მერე თვითონაც გაიხადა
- ღმერთო მგონი გავგიჟდი - როგორც კი წყალში შევიდა მაშინვე საკუთარ თავს დაუწყო ლანძღვა
- შევეჯიბროთ? - უეცრად მიუახლოვდა ლაშა და შიშველ წელზე მოხვია ხელები - მიდი რაა - ოდნავ გაუღიმა და ამჯერად ლავიწზე აკოცა
- კარგი ჰო..
თვითონაც არ იცოდა რატომ დათანხმდა, ყინულივით ცივ წყალში დიდხანს გაძლება ნამდვილად არ შეეძლო და დრო რომ აღარ დაეკარგა პირველმა ჩაყვინთა, ლაშაც მალევე მიჰყვა. ერთნაირი სიჩქარით გაცურეს შუამდე და შეუსვენებლად დაბრუნდნენ უკან. წყლიდან რომ ამოვიდნენ უკვე ერთიანად კანკალებდა ლანა, სწრაფად დასწვდა ნაპირზე დაყრილ ტანსაცმელს და 2 წუთში გადაიცვა.



№1 სტუმარი სტუმარი მია15

ძალიან კარგი ისტორია მომწონს.საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.ველი შემდეგ თავს მალე დადე

 


№2  offline წევრი EllaTriss

სტუმარი მია15
ძალიან კარგი ისტორია მომწონს.საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.ველი შემდეგ თავს მალე დადე

გმადლობ❤ მალე იქნება❤

 


№3 სტუმარი Ff

ღმერთო ძალიან კარგია! არ მეგონა ასე თუ მომეწონებოდა❤️ ველი შემდეგ თავს <3

 


№4  offline წევრი EllaTriss

Ff
ღმერთო ძალიან კარგია! არ მეგონა ასე თუ მომეწონებოდა❤️ ველი შემდეგ თავს <3

მიხარია, თუ მოგწონს❤

 


№5  offline წევრი Marita_G

აუ რა ცუდ დროს გააჩერე რაა არადა მაინტერესებდა რას ეტყოდა ლანას. მოკლედ მაგარი იყო. კაცო ასეთი ლამაზი გოგო ყავს გვერდით და რაღა ვიღაც თოფურია მოუნდა???? ???????? აუ ძაან მაგარია ველი შემდეგს ????

 


№6  offline წევრი EllaTriss

Marita_G
აუ რა ცუდ დროს გააჩერე რაა არადა მაინტერესებდა რას ეტყოდა ლანას. მოკლედ მაგარი იყო. კაცო ასეთი ლამაზი გოგო ყავს გვერდით და რაღა ვიღაც თოფურია მოუნდა???? ???????? აუ ძაან მაგარია ველი შემდეგს ????

ძალიან მალე დავბრუნდები ახალი თავით❤❤

 


№7 სტუმარი hh

აუ დღეს დადებ?<3

 


№8  offline წევრი EllaTriss

hh
აუ დღეს დადებ?<3

ხვალ იქნება❤

 


№9 წევრი OKI ME

როგორც ყოველთვის ახლაც მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️

 


№10  offline წევრი EllaTriss

Megioki
როგორც ყოველთვის ახლაც მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️

როგორ მიხარია❤

 


№11  offline წევრი ანაბელი

რა ინტრიგნული გაჩრება იყო ???? გელი მალე იქნება ალბათ შემდეგიც❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent