შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სპორტის მასწავლებლები (თავი 5)


6-09-2020, 07:34
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 257

- კარგად ცურავ _ ლაშამაც დაიწყო ჩაცმა და წამიერად გახედა
- ნუ დამცინი, ვიცი რომ მოუხერხებელი ვარ _სველი თმა მაღლა შეიკრა და ტელეფონის კამერაში დაიწყო მაკიაჟის მოშორება
- მოუხერხებელი კი არა პესიმისტი ხარ
- რაო? - მაშინვე თვალები დაქაჩა და ირონიულად მომღიმარ ლაშას გახედა
- გიხდება გაბრაზება... კაი წამო, წამო მართლა არ გაცივდე, მე დამაბრალებ.
ლანამ თვალები აატრიალა და უკმაყოფილო მზერით გაჰყვა უკან.
როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ ოდნავ მოეშვა ლანას, ისე ძალიან აღარ სციოდა როგორც გარეთ. საზურგეს მიადო თავი, თვალები დახუჭა და ისე თქვა
- ლაპარაკს არ ვაპირებდით?
როგორც კი დაძრა, მაშინვე გააჩერა ლაშამ მანქანა. ყველა ფიქრი ერთად მოაწვა, იცოდა რის გამოც იყო ახლა მასთან ერთად, რის თქმასაც აპირებდა. მაგრამ ვერაფერი თქვა, ან უბრალოდ არ უნდოდა რომ ეთქვა. ღრმად ამოისუნთქა და შუბლზე მოისვა თითები
- გინდა მე გითხრა რის თქმასაც აპირებ და ვერ მეუბნევი - უეცრად დაარღვია სიჩუმე ლანამ, თვალები გაახილა და თავი მისკენ მიაბრუნა
- თქვი - თვითონაც მიეყრდნო საზურგეს და ინტერესით დააკვირდა
- შენთან ერთად ვერ ვიქნები, არმინდა გული გეტკინოს მაგრამ... ორი ან სამი სე*სის შემდეგ მომბეზრდები. ამიტომაც აზრი არააქვს ჩვენს ურთიერთობას სახელი ერქვას _ ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა და უნებურად ღიმილი მოეფინა სახეზე - ამის თქმას აპირებდი არა?
- ლანა..
- არა, არმითხრა _ ხელები ასწია და ღვედი მოიხსნა
- არა, არა მომისმინე მთლად მასე არ არის _მაჯაში ჩაავლო ხელი და გადასვლის საშუალება არ მისცა
- თავი დამანებე. ყველაფერი დავივიწყოთ რაც გვქონდა - ხელი გაინთავისუფლა და ელვის სისწრაფით გადავიდა მანქანიდან..
მირბოდა და ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა, აღარც კი ახსოვდა ბოლოს როდის იტირა ასე. ისევ სტკიოდა, ოღონდ ამჯერად სხვანაირად.. გრძნობა რომელსაც მასთან ერთად ყოფნის დროს განიცდიდა, ერთადერთი კარგი რამ იყო მის ცხოვრებაში. ახლა კი ის საკუთარი ხელით მოკლა, ან იქნებ იმიტომ რომ იცოდა მისგან ამ სიტყვების მოსმენას ვერ აიტანდა.
სახლში სრულიად გათოშილი მივიდა, სიცივისგან ერთიანად კანკალებდა და მაშინვე აბაზანაში შევიდა. დიდხანს იდგა ცხელი წყლის ქვეშ და რომ გამოვიდა მაშინვე ლოგინში ჩაწვა. მთელი ღამე არ უძინია, მთელს სხეულში რაღაც საშინელს გრძნობდა. ვერც დილას მოვიდა გონს, კიდევ კარგი კვირა იყო და არსად წასვლა არ უწევდა თორემ ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.. უკვე სასტიკად აწუხებდა ყელის ტკივილი, უღონობა და მთელი დღე საწოლში გაატარა. იძულებით დალია ჩაი და მერე დაძინება სცადა, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამჯერად გამოუვიდა.
დილას მაღვიძარას ხმამ აიძულა თვალები გაეხილა, სულ გადაავიწყდა რომ ორშაბათი იყო და ნერვებმოშლილი ძლივს წამოიზლაზნა ლოგინიდან. თავს საშინლად გრძნობდა, ჩაცმისას რამდენჯერმე დაეხვა თავბრუ. გამოდმებით აცემინებდა და უკვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. ყავა დალია და მაინც წავიდა სკოლაში.
პირველი გაკვეთილი არ ჰქონდა და გათიშული იჯდა სამასწავლებლოში
- როგორ ხარ - უეცრად მიუჯდა თორნიკე
- რავიცი - მხრები აიჩეჩა და კიდევ დააცემინა
- ავად ხომარ ხარ, სახეზეც ფერი არ გადევს - მაშინვე მიხვდა და შუბლზე მიადო ხელი - იწვი გოგო - თორნიკეს ხმამ ყველა მასწავლებლის ყურადღება მიიპყრო
- ლანა შვილო, ასე სკოლაში როგორ მოხვედი? - მაშინვე გვერდით მიუჯდა ფიზიკის მასწავლებელი და შუბლზე თვითონაც მიადო ხელი - სიცხე გაქვს, ახლავე ექთანთან ჩაიყვანე თორნიკე, რამე წამალს მისცემს
- არა, არმინდა კარგად ვარ -მაშინვე გააპროტესტა ლანამ
- როგორ არგინდა, მაინცდამაინც სადმე უნდა დაეცე? - ახლა მუსიკის მასწავლებელი ჩაერთო
- წამოდი, წამოდი დაგეხმარები - ხელკავი გამოსდო თორნიკემ და ძალით წაიყვანა ექთანთან.
როგორც კი დააწვინა, მაშინვე სიცხე გაუზომა ექთანმა 38ჰქონდა
- ყელიც გტკივა?
- ცოტა
- წამალს გაგიკეთებ, მაგრამ უნდა იწვე. - მერე გაკვეთილები? - უეცრად მოეღუშა სახე
- მე ჩაგიტარებ, განრიგი მითხარი - უცებ ამოიღო ტელეფონი თორნიკემ
- არა, არმინდა შეგაწუხო
- აბა რასამბობ ახლა, ხომ გითხარი ჩვენთან ეგეთები მოსულა თქო.
ბევრი წუწუნის შემდეგ მაინც დაითანხმა და განრიგი უთხრა. თორნიკეც მაშინვე გაეშურა სამასწავლებლოში მეოთხე კლასის ჟურნალი აიღო და სირბილით წავიდა დარბაზში, კართან კინაღამ დაეჯახა ლაშას
- წინ იყურე, სად გარბიხარ ასე
- მაპატიე ძმაო გაკვეთილი მაქვს და
- ლანას არ აქვს ეხლა გაკვეთილი? - ინტერესით შეხედა
- ხო მარა ლანა ექთნის კაბინეტშია. სიცხე აქვს და მაგის გაკვეთილებიც უნდა ჩავატარო - უკნიდან მოაძახა და დარბაზში მთელი სისწრაფით შეიჭრა.
რამდენიმე წუთი გაშეშებული იდგა ლაშა და მერე პირდაპირ ექთნის კაბინეტისკენ აიღო გეზი. თვითონაც არ იცოდა იქ რატომ მიდიოდა, რაღაც მხრივ თავს დამნაშავედაც თვლიდა. ცურვა რომ არ დაეძალებინა, ახლა ამ მდგომარეობაში ხომ არ იქნებოდა. არც სიცხე ექნებოდა და არც იქ წოლა მოუწევდა.
ამას რომ ხვდებოდა უკვე საშინლად გრძნობდა თავს. დაუკაკუნებლად გააღო კარი და შევიდა. თავზე ედგა ექთანი და ნევსს უკეთებდა ვენაში. კარის გაღებაზე ორივემ ლაშასკენ გაიხედა
- მაკა - მიუახლოვდა და ექთანს დაადო მხარზე ხელი
- დიახ, გისმენთ - ცარიელი შპრიცი ნაგვის ყუთში ჩააგდო ექთანმა და მიუბრუნდა
- შეგიძლია 2წუთი მარტო დაგვტოვო.
ექთანმა ლანას გახედა და მანაც ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი.
- მალე ჩაეძინება, წამალი გავუკეთე - თითქმის ჩურჩულით უთხრა და ნელი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი.
საშინლად დაიძაბა ლანა, თან ძალიან არუნდოდა მასთან ერთად მარტო ყოფნა, მაგრამ თან უარის თქმაც არ შეეძლო
- მაპატიე.. - მის გვერდით ჩამოჯდა საწოლზე და თმაზე მოეფერა, მაშინვე სახე აარიდა ლანამ
- რამოხდა სინდისის ქენჯნამ შეგაწუხა? - არც შეუხედავს ისე უთხრა
- ხო, რაღაც მხრივ შეიძლება ასეც ითქვას
- არმჭირდება ბოდიშები, წადი _ ძლივს თქვა და თვალები აუწყლიანდა
- უსამართლოდ მექცევი ლანა.. _ ნიკაპქვეშ შეუცურა თითები და სახე ძალით მოაბრუნებინა, ისევ ისეთი ჩამქრალი თვალები ჰქონდა, არაფრისმთქმელი. უყურებდა და თითქოს თვალებით ეუბნევოდა მეზიზღებიო.. არცერთს აღარ უნდოდა რაიმეს თქმა, ბოლოს ძალიან ნელა დახუჭა თვალები ლანამ და გაითიშა. არ უნდოდა ადგომა და მისი დატოვება თუმცა ბოლოს მაინც ადგა. კარისკენ წავიდა და მაინც თან გაიყოლა მასზე ფიქრები.
იმდენად სხვა იყო, მასთან გატარებული არცერთი წამის დავიწყება არ უნდოდა. არცერთი გაკვეთილი და არაფერი არ ახსოვდა მის გარდა. ცდილობდა სხვა რამეზე ეფიქრა თუმცა არც ეს გამოსდიოდა. სრულიად გათიშული გამოვიდა სკოლიდან. ნელი ნაბიჯებით დაიძრა პარკინგისკენ და მანქანაზე მიყუდებულ თორნიკეზე შეაჩერა მზერა.
- რა გინდა აქ? - როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე გვერდით დაუდგა
- ვიფიქრე ლაპარაკი მოგინდებოდა. დავლიოთ? - უთხრა და გამომცდელად შეხედა.
ლაშამ თავი დაუქნია და პირველი ჩაჯდა მანქანაში.

***
ისე ცუდად იყო, რამოდენიმე დღე სკოლაში საერთოდ არ უვლია ლანას. ქეთევანმაც ურჩია ცოტა ხანს ნუ მოხვალ, დაისვენეო და ისიც მთელ დღეებს საწოლში ატარებდა. ისე დაიღალა უქმად ყოფნისგან აღარ იცოდა რაექნა. დღეში ათასჯერ მაინც ურეკავდა მაიას, თუმცა დრო ამითაც ვერ გაჰყავდა.
როგორც კი მომჯობინდა მაშინვე სკოლაში წასვლა გადაწყვიტა, უკვე ნოემბერი იწურებოდა, გარეთ საშინელი ამინდი იყო, თუმცა მაინც ფეხით დაიწყო ბოდიალი, ვერც კი მიხვდა ისე წამოეწია მანქანა სიგნალით
- ლანაა - ფანჯარა ჩაუწია თორნიკემ და უფრო ხმამაღლა დაუძახა
- თორნიკე? - მის დანახვაზე წამიერად შეჩერდა
- მოდი წაგიყვან
- არაა, იყოს - მაშინვე იუარა და თვალები დახარა
- რა არა, მაინც ორივე სკოლაში არ მივდივართ? მოიცა თუ შენ არ მოდიხარ?
- არა, მოვდივარ მაგრამ..
- ხოდა დაჯექი, რას მახვეწნინებ.
რამდენიმე წამი ყოყმანობდა ლანა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაჯდა. მაშინვე მძაფრი სუნამოს სურნელი შეიგრძნო და უნებურად აიფარა ცხვირზე ხელი
- აუ, ვიცი ვიცი. მაპატიე რა, იოანემ ჩემი სუნამო მოიპარა და მანქანაში გაუშვა მთელი ბოთლი - სიცილით უთხრა თორნიკემ და ნახევრად ცარიელ გზაზე სიჩქარეს მოუმატა
- იოანე? - ინტერესიანი მზერით შეხედა
- დიშვილია ჩემი, ჯერ მხოლოდ 8 წლისაა და მის გადამტერებას ყველაფერი სჯობს, ასე გადამიხადა სამაგიერო. არადა იცი რამდენი ვანიავე, მაინც არ გადის ეს სუნი აღარვიცი რავქნა.
ისე სასაცილოდ ყვებოდა, ღიმილი ვეღარ შეიკავა ლანამ
- საყვარელი..
- საყვარელი კი არა, პატარა მონსტრია.. გაგაცნობ ერთ დღეს და ნახავ..
უეცრად ამღერდა თორნიკეს ტელეფონი და მანაც მაშინვე ხმამაღალზე ჩართო
- გისმენთ
- მისმენ კი არა სადაც გნახავ იქ მოგკლავ
ტელეფონში ლაშას ხმის გაგონებისას მაშინვე გული აუჩქარდა ლანას, უცნაური გრძნობა დაეუფლა და ყურადღების გადატანის მიზნით გზას გახედა
- კაი რაიყო ტო, რახასიათზე ხარ
- შენ მიაწოდე ქეთევანს ბრწყინვალე იდეა მასწავლებლების ფრენბურთთან დაკავშირებით, არა?
- მერე რამოხდა. არგინდა? გავერთობით.. - სიცილით თქვა და ლანას გახედა
- რათქმაუნდა არ მინდა. რატომ უნდა მინდოდეს? ტვინი მარტო მაგ სისულელის მოფიქრებაზე გყოფნის?
- ჯერესერთი სისულელე არ არის. მერე მეორეც არგინდა და ნუ გინდა არავინ გეხვეწება. ყველაფერზე მე როგორ მეჩხუბები - ნერვებმოშლილმა გაუთიშა ტელეფონი და საჭეს დაარტყა ხელი, გვიან მოიაზრა ლანას იქ ყოფნა და შეეცადა ბრაზი ჩაეხშო
- შენ ხომ ითამაშებ? - შედარებით მშვიდი ხმით ჰკითხა
- მე? ვერა თორნიკე, არგეწყინოს
- კაით რა ერთმანეთს აყევით? სპორტის მასწავლებლები თუ არ ითამაშებენ აბა სხვამ ვინ უნდა ითამაშოს..
- არშემიძლია, არგეწყინოს გთხოვ
თორნიკემ ღრმად ამოიოხრა და სკოლის წინ დააპარკინგა მანქანა..

***
დიდ დასვენებაზე ქეთევანმა სალაპარაკოდ დაიბარა სამივე კაბინეტში, თუმცა თორნიკე და ლანა რომ შევიდნენ შიგნით არავინ დახვდათ. მაგიდასთან ჩამოსხდნენ
და დირექტორს დაუწყეს ლოდინი
- აჰჰ მოხვედით უკვე? - სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა კაბინეტში ქეთევანი, მაგიდაზე მიმოფანტული საქაღალდეები შეძლებისდაგვარად გაასწორა და მათ წინ ჩამოჯდა - კარჟალოვი სად არის?
- აზრზე არვარ ქალბატონო ქეთევან - ბრაზმორეული ხმით თქვა თორნიკემ
- ღმერთო..ეს ბიჭი შემიწირავს მე - ნერვულად აათამაშა მაგიდაზე თითები დირექტორმა და სათვალე მოიხსნა
- ჩვენ რომ დავიწყოთ? - სიტუაციის განმუხტვა სცადა ლანამ
ქეთევანმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ის იყო რაღაცის თქმა დააპირა ლაშაც შემოვიდა კაბინეტში
- ბოდიში ქალბატონო ქეთი, ბავშვებთან შევყოვნდი - მათ გვერდით ჩამოჯდა და მზერა დირექტორს გაუსწორა, ლანასკენ გახედვაც არ უნდოდა, კვლავ დანაშაულის გრძნობა შემოაწვა და მასთან მიახლოებულს უფრო გაუმძაფრდა.
- მოკლედ ახალგაზრდებო, ბევრი რომ არ გავაგრძელო - სამივეს თვალი მოავლო ქეთევანმა - თორნიკეს იდეა ძალიან მომეწონა მასწავლებლების ფრენბურთთან დაკავშირებით..
მაშინვე თვალები აატრიალა ლაშამ და ძლივს ჩაისუნთქა. ისევ ეს თემა, საერთოდ აღარ უნდოდა ამაზე ფიქრი. თითქოს ნაკლები პრობლემები ჰქონდა ახლაც ესეც დაემატა.
- ხოდა გადავწყვიტე მეც შემოგიერთდეთ - სახეზე ღიმილი აღებეჭდა ქეთევანს
- ვერგავიგე? თქვენც შემოგვიერთდებით ანუ ნიშნავს რომ თქვენც ითამაშებთ? - სახე გაუბრწყინდა თორნიკეს
- ჰო, ასე ნუ მიყურებთ ძალიან კარგად ვთამაშობ
- ეჭვიც არ მეპარება, წარმატებებს გისურვებთ..- ირონიულად ჩაიცინა ლაშამ
- ხო მე და ლანა ერთ გუნდში უნდა ვიყოთ, ეს გაითვალისწინეთ - ღიმილით შეხედა დირექტორმა გაფითრებულ გოგოს, რომელსაც თვალები შუბლზე აუვიდა ამის გაგონებისას
- იცით, მე..არ ვთამაშობ ქალბატონო ქეთევან და.. - ძლივს ამოთქვა, ნაკლებ ეიფორიაში არც ის იყო. არც გართობა უნდოდა და არც არაფერი მსგავსი. მის ცხოვრებაში იმდენი სევდა იყო კარგს უბრალოდ ვერ იღებდა. დირექტორი იყო ჰო, მშვენივრად იაზრებდა რომ მისთვის უარის თქმა კარგი საქციელი არ იყო, თუმცა..
- რას ნიშნავს არ თამაშობ? ცოტა განტვირთვა არავის გვაწყენს. ასე რომ ეგ არ გამაგონოთ არცერთმა.
- აი კიდევ ერთი გაგაგონებთ ახლა - თვალებით ანიშნა ლაშაზე თორნიკემ და სკამზე გადაწვა
- რაო? ლაშა! - მაშინვე ფეხზე წამოიჭრა ქეთევანი - ეს რა ბავშვური ქცევებია, მოვითხოვ რომ ყველამ ითამაშოთ! თქვენ თუ არ ითამაშებთ აბა ფიზიკის და ქიმიის მასწავლებლების პროწიალს უნდა ვუყუროთ მთელი შეჯიბრი?
- მეც მაგას ვამბობ ქალბატონო ქეთევან, მაგრამ ესმით? - მხარი აუბა თორნიკემ
- ქალბატონო ქეთი - მშვიდად წამოიწყო ლაშამ, მაგრამ ვინ დააცადა მაშინვე ჩაეჭრა ქეთევანი
- მომისმინე ლაშა და შენც ლანა, ჭირვეული ბავშვებივით ნუ იქცევით, ამხელა დირექტორი ქალი გთხოვთ რომ ითამაშოთ, ნამუსი გყოფნით და უარს მეუბნევით?
წამიერად გახედა ლანამ ლაშას და როგორც კი მის მზერას შეეჩეხა დამნაშავესავით ჩახარა თავი.. ისედაც ცდილობდა არიდებოდა და გულისთვის მისი დავიწყების საშუალება მიეცა, მაგრამ არა. ყველაფერი საწინააღმდეგოდ ხდებოდა, ახლა კიდევ მასთან ერთად თამაში, თითქოს ბედი განგებ ექცეოდა ასე.
- ვის ველაპარაკები! - გაბრაზებულმა დაარტყა მაგიდას ხელი ქეთევანმა
- კარგი როგორც იტყვით, რააზრი აქვს თქვენთან კამათს - დანებების ნიშნად ხელები აწია ლაშამ, სწრაფად წამოდგა და კაბინეტი პირველმა დატოვა.
კმაყოფილი მზერა გააყოლა ქეთევანმა და ახლა ლანას შეხედა, რათქმაუნდა მისგანაც თანხმობის მეტს არაფერს ელოდა
- კარგით, მეც ვითამაშებ - ნაძალადევად გაუღიმა ლანამ და ისიც წამოდგა
- შეჯიბრი დღესაა გაკვეთილების მერე, არ დაიგვიანოთ 'ახალგაზრდებო' - სიცილით წამოდგა თორნიკე და კმაყოფილი გავიდა გარეთ

***
მასწავლებლების შეჯიბრის საყურებლად გაკვეთილების შემდეგ მთელი სკოლა მოგროვდა, ბავშვებმა რომ გაიგეს დირექტორიც თამაშობსო კინაღამ გაგიჟდნენ, მთლიანად გაივსო დარბაზი და მოთამაშეები რომ შემოვიდნენ ხომ მთლად ყიჟინით აიკლეს იქაურობა.
პირველ გუნდში თორნიკე, ლანა, ქეთევანი, ბიოლოგიისა და ხელოვნების მასწავლებლები იყვნენ. მეორე გუნდში ლაშა, ორივე ინგლისურის, ისტის და სამოქალაქოს მასწავლებლები.
ლანას ყველაზე მეტად ის უხაროდა ლაშასთან ერთად რომ არ იყო გუნდში. ძალიან ბევრი ეწუწუნა თოენიკეს მისი მბრძანებლობის თავი არმაქვს და შენთან მინდაო, მასაც უარი აღარ უთქვამს. თანაც ისედაც ხომ ამოვარდნაზე ჰქონდა გული და მერე გულის შეტევა გარანტირებული იქნებოდა. თამაშის დაწყებამდე წამები რჩებოდა, უკვე ყველა ადგილზე იყო ლაშას გარდა
- მაჩაიძე. - გვერდიდან დაუძახა ქეთევანმა და თორნიკეც მაშინვე შემობრუნდა
- გისმენთ
- სადაა კარჟალოვი?
- აქვარ ქალბატონო ქეთევან - უკმაყოფილო სახით მიუახლოვდა ბადეს ლაშა და გუნდის წევრებს მოავლო თვალი
- ნუ გაქვს ეგეთი სახე - თვალები დაუქაჩა ქეთევანმა და ახლა ლანას გახედა - შენგელია!
უცებ შეხტა ლანა და ძლივს ამოისუნთქა - ღიმილი სახეზე, ღიმილი!
როგორც კი თამაში დაიწყო, მაშინვე ჟრიამული ატეხეს ბავშვებმა
- მაას, თქვენთან ვართ! - სასტვენის ხმას ბავშვების ხმა შეერია, უკვე ძნელი გასაგები იყო ვინ ვის გულშემატკივრობდა
ლაშას იმდენად არუნდოდა თამაში პირველი სამი ბურთი ძალით გააფუჭა
- კარგი რაა, სპეციალურად აკეთებ? - მაშინვე უსაყვედურა ინგლისურის მასწავლებელმა
- თითქოს ძალიან მეხალისებოდეს აქ დგომა
- მიტრიალდიი, ბევრს ნუ ლაპარაკობ
კიდევ რამდენიმე ბურთი და ქეთევანის ჩაწოდების დრო რომ მოვიდა, ბავშვები ოდნავ ჩაწყნარდნენ. ყველას აინტერესებდა როგორ ბურთს ჩააწოდებდა დირექტორი და გაფაციცებული ადევნებდნენ თვალყურს. ქეთევანმაც მაქსიმალურად მოინდომა და ისეთი პადაჩები დაარტყა ვერცერთი ვერ აიღეს მოწინააღმდეგე გუნდში უკან მდგომებმა.
- ღმერთო გამიშვით, გამიშვით თორემ ნულზე დავრჩებით - სწრაფად შეუცვალა ადგილი ლაშამ მასწავლებლებს და თვითონ დადგა უკან. ამჯერად ქეთევანის ბურთმა ვეღარ გაიმარჯვა, სწრაფად აიღო ლაშამ და მაშინვე ჩაუგდო. მისი ჩაწოდების დრო რომ მოვიდა, ბურთი აიღო ხელში, მოწინააღმდეგეებს მოავლო თვალი და პირდაპირ ლანას მიმართულებით ისროლა. ლანას კინაღამ ხელები მოსტყდა ბურთი რომ აიღო. მიხვდა, სპეციალურად დაარტყა ასე ძლიერად და ნერვებმოშლილმა შეუბღვირა. კიდევ რამდენიმე ასე ძლიერად დარტყმულმა ბურთმა ანგარიში გაათანაბრა. ვერავინ ახერხებდა ძლიერი ბურთების აღებას და მთელი დატვირთვა თორნიკეზე მოვიდა. მანაც აღარ იცოდა საით გაქცეულიყო და ვის დახმარებოდა.
კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდა თამაში და საბოლოოდ წააგო დირექტორის გუნდმა. მეორე და მესამე ტაიმი აღარ უთამაშიათ, მალევე დაიღალნენ მასწავლებლები და სიცილით დაიშალნენ.
- უსამართლობაა ძალიან ცუდ ბურთებს აწოდებდი - მაშინვე უსაყვედურა ქეთევანმა ლაშას
- ჩემს პროფესიაში არ უნდა შემეჯიბროთ ქალბატონო ქეთი,
- აჰაა, შენი გაისწორე და ისევ ქალბატონი ქეთი გავხდი? - ცალი წარბი მაღლა ასწია და ოდნავ ჩაიცინა დირექტორმა
- მაას ვიცოდით რომ მოიგებდით - უეცრად მოგროვდნენ მათ წინ მეთორმეტე კლასელები
- ერთი ამათ უყურე, დამრიგებლისკენ იყავით არა? - მაშინვე გაეხუმრა ქეთევანი, მხარზე ხელი მოუთათუნა ბავშვებს და წავიდა..



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

მომწონს შემდეგ თავს ველოდები იმედია მალე დადებ

 


№2  offline წევრი OKI ME

კიდევ კარგი მალე დებ ახალ თავებს ❤️ დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს რომ აღმოაჩენ ერთ-ერთი საყვარელი ისტორიის ახალ თავს რა ჯობია ❤️❤️ გავიწყდება დაღლილობა და ძილიც ❤️ მოკლედ წავიკითხე და რა თქმა უნდა ამჯერადაც ვისიამოვნე ამ თავით. ❤️ ცოტა პატარა თავები კი არის თუმცა კარგად მესმის შენი. ეს პატარა თავებიც დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. წარმატებები შენ და მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️

 


№3  offline წევრი შამხათი

სახალისო და სასიამოვნო ისტორიაა.

 


№4  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ხატია
მომწონს შემდეგ თავს ველოდები იმედია მალე დადებ

მალე იქნება❤

Megioki
კიდევ კარგი მალე დებ ახალ თავებს ❤️ დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს რომ აღმოაჩენ ერთ-ერთი საყვარელი ისტორიის ახალ თავს რა ჯობია ❤️❤️ გავიწყდება დაღლილობა და ძილიც ❤️ მოკლედ წავიკითხე და რა თქმა უნდა ამჯერადაც ვისიამოვნე ამ თავით. ❤️ ცოტა პატარა თავები კი არის თუმცა კარგად მესმის შენი. ეს პატარა თავებიც დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. წარმატებები შენ და მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️

ძალიან, ძალიან მიხარია რომ შენთვის ერთ-ერთი საყვარელი ისტორიაა ❤
თავების მოცულობას შეძლებისდაგვარად ვზრდი, ვნახოთ რაგამოვა❤ არც ის მინდა ბევრი რომ გალოდინოთ..❤

შამხათი
სახალისო და სასიამოვნო ისტორიაა.

მიხარია რომ ასე ფიქრობ❤

 


№5 სტუმარი მია 15

ძალიან მომწონს საინტერესო ისტორია.ველი ახალ თავს.

 


№6  offline წევრი EllaTriss

მია 15
ძალიან მომწონს საინტერესო ისტორია.ველი ახალ თავს.

სულ მალე დავბრუნდებით❤

 


№7 სტუმარი hh

არა შენი წინა მოთხრობაც ხომ კარგი იყო და ეს ხო უფრო კარგია <3 უზომოდ მომწონს. ველი ახალს;) იმედია მალე დადებ <333

 


№8  offline წევრი EllaTriss

hh
არა შენი წინა მოთხრობაც ხომ კარგი იყო და ეს ხო უფრო კარგია <3 უზომოდ მომწონს. ველი ახალს;) იმედია მალე დადებ <333

ძალიან მიხარია რომ ადრეც ჩემი მკითხველი იყავი ❤

 


№9  offline წევრი ვიპნი

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი,წარმატებები.

 


№10  offline წევრი EllaTriss

ვიპნი
სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი,წარმატებები.

გმადლობ❤

 


№11 სტუმარი სტუმარი ...

როდის დადებ შემდეგს??

 


№12  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ...
როდის დადებ შემდეგს??

დამატებული მაქვს❤ ადმინისტრაციის შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent