შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბებოს დღიური IV-თავი,უნივერსიტეტის მოგონებები


17-09-2020, 21:27
ავტორი სალისალომე
ნანახია 845

იცით რას ვფიქრობ? ტყუილად არ დავბადებულვართ ამ სამყაროში,ყველას თავის მიზეზი და მიზანი აქვს.ადამიანი როდესაც ამ ქვეყანას ევლინება თან სდევს მისია რომელსაც სიცოცხლის მანძილზე შეასრულებს.დიახ,ყველაჩვენთაგანი ასე ვართ.დავიბადეთ იმისათვის,რომ განვიცადოთ კარგი და ცუდი,დადებითი სიტუაციები და უარყოფითი.ერთდროულად განვიცდით ბედნიერებას,სიხარულს,სევდას,ტკივილს და სხვა ცხოვრებისეულ სირთულეებს.ლხინსა და ჭირს,სიკეთეს და ბოროტებას.მოკლედ,რომ ვთქვა კარგისა და ცუდის შერწყმა ერთდროულად ხდება.ამასობაში ვიბნევით,არ ვუკვურდებით ქმედებებს და გადაწყვეტილებებს.სამწუხაროდ კი ჩვენდაუნებურად ხშირად შეცდომებსაც ვუშვებთ.ისე,რომ დავფიქრდეთ ყველა ვუშვებთ შეცდომებს.უშეცდომო არავინ არის,ამიტომ ეს არცაა გასაკვირი.ის,არ უშვებეს შეცდომას ვინც არ ცხოვრობს და არ ცოცხლობს.ცოცხალი არსება მუდამ არასწორ ქმედებებს სჩადის.მთავარია შეცდიმის გაანალიზება შემდეგ კი გამოსწორება შეგვეძლოს და იმის აღიარება,რომ ეს არასწორი ქმედება იყო.ასეთ ადამიანს უნდა აპატიო,ხოლო ის ვინც ვერ ხვდრვა საკუთარ დაბაშაუკს და არა აქვს შეცდომის შეგრძნება,პირიქით განზრახ უშვებს შეცდომებს რათა გული მოგიკლას,გატკინოს არაა ღირსი პატიების.სიმართლე არსებობს რომელსაც ვერავინ ვერასდროს დამალავს...ტყუილი კი მალე აშკარავდება,ნიღაბს ატარებს რომელიც დროთა მანძილზე ცვდება მოულოდნელად ძვრება მატყუარას სახიდან და მიწაზე ენარცხება.ხოლო სიმართლე გაუცვეთელია,უსასრულო სიცოცხლე აქვს.არასდროს ძველდება პირიქით სულ განახლებაშია და მიწოდებისა და გამარჯვების სიმაღლეზე დგას.მქონია ახლობელი ადამიანებისგან ბევრი ისეთი შემთხვევა როდესაც უღალატიათ,ტყუილი უთქვამთ რა ჩემს ზურგს უკან უჭორავიათ ასეთებს კი ღმერთი გასცემს პასუხს.ასეთ ადამიანებს უსაქმურებს ვუწოდებ.ისინი ბოროტი,ჭორიკანა უსაქმურები არიან რომლებთაც ადამიანობის ფასი არ იციან.არავის ინდობენ,ახლობელ ადამიანსაც კი კიცხავენ,ზედ უვლიან და მტკივნეულ,ჭრილობიან ადგილებში აჭერენ.მუდამ იმის ცდაში არიან როგორ,რანაირად ატკინონ ერთურთს გული.მიწიდან ამოგიღებენ და ჩაგდებენ იმდენ ტყუილს მოგიგონებენ.საერთოდ კიდევ იცით როგორ ხდება? როდესაც წარმატებული ადამიანი ხარ,განათლებული,განვითარებული.კარგად სწავლობ,შემოსავლიანი სამსახური გაქვს და მთავარ,მნიშვნელოვან ცენტრში ხარ.გაქვს გავლენა ყველა ზემოდან გიყურებს,ბოროტდებიან,ბრაზდებიან.ზზიზღს ამთხევენ ``მე,რატომ ვერ შევძელი ამდენი`` ესა და სხვა ფიქრები აწუხებთ.შურთ,შავი შურით არადა რა იციან წარმატებამდე რა რთული გზა გამოიარე,რა სირთულეების,პრობლემების გადატანა გიწევდა...სანამ ადამიანი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე ავა,ახალ ე.წ ლეველზე გადავა იქამდე უამრავ სამსახურს თანხმდება.ძალიან,ძალიან ბევრს შრომობს,მუშაობს,სწავლობს,კითხულობს და წერს იმისათვის,რომ ჩანაფიქრი განახორციელოს და მიზანს მიაღწიოს.მეც ასე ვიყავი იმის გათვალისწინებით,რომ სწავლის ფული არ მქონდა.საექთნოზე ჩავაბარე,არც ვემზადებოდი მასწავლებლებთან ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ მქონდა.წარმატებით დავხურე ოთხი კურსი ,დიპლომიც ავიღე...ოთხი წლის მანძილზე კი ყოველი დღე სირთულეებთან ჭიდილში გავატარე.ჩემი კურსელები ცუდი თვალით მიყურებდნენ,არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ უნივერსიტეტში პირველი ვიყავი,მხოლოდ ჩემს სახელს ამბობდნენ ხმამაღლა ლექტორები მათ კი ეს არ სიამოვნებდათ.ერთხელ,ერთმა ჩემმა კურსელმა გოგონამ,მახსოვს მისი სახელი თუ არ ვცდები თათა ერქვა.შავგვრემანი,საშუალო სიმაღლის,ყავისფერთვალება გოგო იყო.
-ლილ,აქ ვინმე გყავს ნაცნობი,შენიანი?
-რაზე მეკითხები? არა,რა თქმა უნდა
-რავი,ყველა გაქებს და ვიფიქრე,ვინმეს ნათესავია ან შვილია თქო.შენით მოხვდი?
-ეგ რა შუაშია თათია,აქარავინ მეგულება.აქამდე ჩემმა ძალისხმევამ,შრომამ მომიყვანა.მე,არაფერი და არავინ მჭირდება საამისოდ...ჩემთვის სწავლა,მუშაობა,შრომაც კი კმარა.ეს არის ზუსტად შედეგი ამ ყოველივესი.მე,მხოლოდ საკუთარი თავი მყავს,ის ვინც აქანდე მომიყვანა.
-კარგი,გასაგებია.უბრალოდ გკითხე. .. უმეტესობა ნაცნობობითაა ჩარიცხული
-მე,იმ უმეტესობაში არ შევდივარ.უი,მართლა მემგონი შენ,აქ გყავს არა ბიძაშვილის მეგობარი? დაიცა,დაიცა გავიხსენო მაგ ლექტორის სახელი...მმმმ...ბექა,ჰო ბექა ჰქვია.იქნებ მან შეგიწყო ხელი,რომ მოხვედრილიყავი? ისე,კი მიკვირს საექთნოზე,რომ სწავლობ...ბევრი არაფერი გაგეგება რა...
ამის თქმა იყო და სახე შეეცვალა,ლოყები აუწუთლდა.თითქოს ცოტა შერცხვა,რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა,გაჩუმდა და წავიდა...ასე,რომ ვთქვათ კარგად მოვაკეტინე,ვაჩვენე თავის ადგილი.
წლების მანძილზე საავადმყოფოშიც ვმუშაობდი,ექთნად.დიდი გამოცდილება დავაგროვე.ვესწრებოდი საინტერესო სემინარებს,პრაქტიკებს...ეს წლები საუკეთესო იყო.როცა გავთხოვდი და პირველი შვილი შემეძინა მალევე გავანებე თავი სამსახურს რადგან მეუღლეს კარგი შემოსავალი ჰქონდა.პატარა ბიზნესი ჰქონდა,ზღვის პროდუქტებს ყიდდა.არ გვიჭირდა,კარგად ვიცმევდით და ვიხურავდით კიდეც...ქორწილი როგორი მქონდა...? როგორც გითხარით პატარა წრეში მაგრამ ჩემი ოცნება ამისრულდა.ბავშვობის საამო,სანატრელი,ტკბილი,თბილი ნატვრა,რომ მცმოდა თეთრი,წელში გამოყვანილი,გრძელი მაქმანებიანი,სადა კაბა გაწყობილი მარგალიტის თვლებით რომელიც ბზინვარებას შემატებდა.იმ დღესვე დავიწერეთ ჯვარი,მეჯვარედ ნატა წავიყვანე...ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი,ჩემი კურსელი რომელთაც კონტაქტი დღემდე მაქვს.ისიც ჩემსავით დაბერდა მაგრამ უკეთ გამოიყურება.არაუშავს,რას ვიზამ ასეთია სიბერე.ბოლოს მაინც ყველა ბერდება...ჩემთვის საყვარელი მომენტი ქორწილიდან თაიგულის სროლაა.გასათხოვარი,ახალგაზრდა გოგონები რომ ჩამოდგებიან ხოლმე რიგში სასიამოვნო საყურებელია,ახლა ცხადად ვეღარ ვუყურებ მხოლოდ სერიალებსა თუ ფილმებში შემიძლია ამის ნახვა.ბებო,მეც სერიალებს მივეძალე როგორც სხვა დანარჩენი ასაკიანი ხალხი...თაიგული,ანამ დაიჭირა.ვინ არის ის?
-ჩემი მეუღლის,დის შვილი.მაშინ 22 წლისა თუ იქნებოდა.ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ კი ტელეფონზე ზარია
-ანა,გათხოვდა...
ესეიგი ჩემი წყალი წარმატებით გადაესხა.გამოადგა ქმარი,კარგი და პატიოსანი კაცი იყო.დღემდე ტკბილად შეაბერდნენ ერთმანეთს(ჩემზე ახალგაზრდები არიან) შემდეგ მოგიყვებით,ჩემს ტკბილი და თბილი ბებოს ისტორიას.მის დაბადებას,ბავშობას რომელიც ძალზედ გაგაოცებთ.იმხელა საიდუმლო იმალება ბებიას ბავშვობის,რომ ყველას სხვადასხვა ვერსია აქვს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent