შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Ma Si Miorq, Matthew...! /სრულად/


18-09-2020, 23:13
ავტორი Mary Drey
ნანახია 3 656

ქარი შიგადაშიგ მელანქოლიურად გირხევდა წაბლისფერ, ლერწმის მსგავს თმებს, რომელთა სურნელიც ჩემი სახლიდან... მრავალი კილომეტრის მოშორებითაც კი მკაფიოდ იგრძნობოდა. შემდგომ წელში გასწორდი. შორიდანვე მიიქცია, შენმა მარტოსულმა ცხოვრებამ ჩემი გონება. თუმცა არ გთმობდი. შენკენ დაკავშირებული ძაფები მარადიულად შეხიზნულნი იყვნენ შენში... შენში და უშუალოდ შენს წმინდა სულთან, რომელსაც სანთლით ვეძებდი.
მარტოსულობის შეგრძნება არასოდეს არ მქონდა განცდილი. სიყვარული, ბედნიერება, რეალური მეგობრობა შენ შემასწავლე... ისევე, როგორც გაუსაძლისი ძვლების შინაგანი გრუხუნი, რომელიც საყვარელი ადამიანის წასვლის შედეგად იქნება განპირობებული. ნურავინ ნუ იტყვის, რომ წასვლა ადვილია, როდესაც თითოეულმა ნაბიჯმა შესაძლოა ტყვიაზე ღრმა იარები გარგუნოს ისედაც დასახიჩრებული გულზე. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე თუ უშენოდ რა პიროვნებად ჩამოვყალიბდებოდი... შენ ჩემი სანთელი იყავი... სულის სარკმელი, რომელიც დღემდე ჩაუქრობლად ანათებს.
იცი? უფალმა ერთი სურვილის ასრულების უფლება, რომ მომცეს შენ დაგაბრუნებდი... საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი ამოგიყვანდი იმ ცივი მიწიდან, რომელიც ზუსტად ვიცი ძვლებში გამტვრევს და სულსაც გიმღვრევს. ვიცი... ვიცი, ჩემო მეთიუ სამყარო, როგორი სასტიკია. ცხოვრებამ შენმა წასვლის შემდგომ იცვალა ფერი. მეც გარდავიქმენი... შენ მიწად იქეცი... მე კი ცოცხლად მოარულ გვამად, რომელიც მუდამ დაკარგული მეგობრის სულთანაა შეხმატკბილებული... რომელიც დაუღალავად, მრავალი ცდის მიუხედავად კვლავ სულიერ შვებას მონატრებული, ერთადერთი მეგობრის მკლავებში ჰპოვებს. მე შენი მომღიმარი სახე მენატრება, რომელსაც კონტრასტის სახით ამღვრეული თვალის ანარეკლი დაჰყვება... ჩემო მეთიუ. შესაძლოა სხვისი თვალები ყოველთვის ცდებოდა, თუმცა შენი არასოდეს არ. შენი თვალები ყოველთვის ანარეკლი იყო ზღვის ფსკერის, რომელშიც უკუნითი სევდა და გულისტკივილი იყო ჩამალული. მე, რომ სამყაროს შეცვლა შემეძლოს, მეთიუ? დაუფიქრებლად შენ და შენნაირ ადამიანებს დავაბრუნებდი, რომლებიც ნაადრევად... არასწორი ვითარების ფონზე გამოგვეცალნენ, ჩვენ... საყვარელ ადამიანებს ხელიდან. დანაკლისს წლები ვერ ავსებს და ვერც ეტაპობრივად შემოსული ადამიანები ამ ცხოვრებაში. შენ შენი ცარიელი, მომლოდინე ადგილი ჩემში კვლავ გელის, მეთიუ... გელის, რადგან იცის, რომ კვლავ აუცილებლად გიპოვის. ჩვენ ხომ ორი მონათესავე სულნი ვართ, მეთიუ... ასე მგონია ახლაც შენი ფიქრების მესმის... ასე მგონია, რომ კვლავ ჩამჩურჩულებ მთვარიან ღამით ყურში და ჩუმად ხითხითებ.
მე მიყვარს ფერი შავი, რადგან ჩვენი ცხოვრებაც ისეთივე უკუნითია, როგორიც პალიტრის მუქი ფერნი...
მე მიყვარს ის ჩვენი პარკი, რომელიც მუდამ... თითქოსდა მომლოდინე თვალებით მომჩერებია და მეკითხება თუ სად დაგკარგე შენ. ბიჭი, რომელიც ყოველთვის თვალებით ანათებდა მზის მაგივრად.
მართლაც სად დაგკარგე, მეთიუ?
სიკვდილის აღარ მწამს...
შენ გარდაიქმენი...
გარდაიქმენი, ჩემს ფარველ ანგელოზად, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქეცი.
მე ვირწმუნე, შენი... ზუსტად ისევე, როგორც ერთ დღეს შენ იწამე ჩემი...
მე დღედაღამ ვიწყებ გაუსაძლისი გრძნობების ტვირთის ზიდვას მხრებით, რომლებსაც შენ გარდა ვერავინ ვერ ამჩნევდა და ამჩნევს.
ჩვენ ერთმანეთის ყველაზე კარგად გვესმოდა.
უთქმელად...
უსიტყვოდ...
ერთმანეთის მიმართ არსებული და-ძმური კავშირი სიტყვებზე მაღლა იდგა და თავის სამყაროში უკვალოდ გვძირავდა.
მეთიუ...
სამყარო მხოლოდ ჩვენია.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე აქ ვარ... ჯერ კიდევ ამ ჯოჯოხეთურ მიწაზე მიდგას სული. შენ კი შეძელი... შეძელი და გაბედე... გაბედე და გარისკე. მწველ ცეცხლს ზურგი აქციე და კარგად მიიმალე.
ახლა მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ დღეს... დიახ, დღეს ამ მთვარიან ღამით შენი მელანქოლიური ხმა აღარ ჩამესმის. აღარ მჩუქნის იმ დადებით მუხტს, რომელსაც შეუძლია, რომ გული სულ სხვანაირად აგიძგეროს...

- შენ ჩემი დაიკო ხარ...
- შენ კი, ჩემი უფროსი ძამიკო, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი. არადა თურმე აქ მყავდი.
ყოველთვის მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა. ჩემი და მეთიუს ურთიერთობა მეგობრულ მცნებას სცდებოდა და არც და-ძმურ გრძნობას უთანაბრდებოდა. ჩვენი გრძნობდა არც ამ ქვეყნიერ ჩარჩოში ჯდებოდა... ჩვენი ერთმანეთდამი სიყვარული სადღაც უსასრულო გალაქტიკაში დაგრიხინებდა.
მე... დიახ, ჩემო მეთიუ... მეექვსე წელი იწყება, რაც ჩემი უფროსი ძამიკოს წოდება მიიღე და მესამე წელი დგება, რაც უშენოდ მიწევს ცხოვრების ტვირთის ზიდვა. ხანდახან მგონია, რომ უბრალოდ ავფეთქდები. ავფეთქდები ამ უსაშველო მონატრებისგან და მარადიულად შენ შეგერწყმები.
შენ გარდა, ჩემი თვალების ფსკერის ამოკითხვა არავის არ შეეძლო. დღეს მარტოსული ვარ, ჩემო მეთიუ. მარტოსული შენ გარეშე, რადგან შენ გარდა მე რეალურად არავინ არ მიცნობდა და მიცნობს. ჩვენ ორი სხეული ვიყავით, ორი სული, რომლებიც ღვთიური ძალით ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი.

მე შენ მიყვარხარ, მეთიუ!
შენ ჩემი ექვსი წლის ცხოვრების, ყველაზე დიდი კაშკაშა თანავარსკვლავედი ხარ, რომელიც ახლა... შენი გარდაცვალების შემდგომ ჩემში იდებს ბინას.
იქნებ შენ ისევ ჩემში ხარ...
იქნებ კიდევ გესმის ეს ჩემი სიტყვები...
მაშ, მოდი ძვირფასო...
ისევ მაკოცე ლოყაზე და შენი გულის ძგერის რიტმების ხმა გამაგონე....
მინდა ვიცოდე, რომ ისევ გიცემს ეს კაცთმოყვარე გული...
მინდა ვიცოდე, რომ ისევ აქ ხარ... ისევ გესმის...
რადგან არ მემეტები ამ გაუსაძლისად ცივი მიწისათვის, ჩემო სულის მარადიულო თანავარსკვლავედო.

მა სი მიორქ , მეთიუ... <3333
ჩვენ ისევ შევხვდებით...



№1  offline მოდერი Mary Drey

არ ვიცი, როგორია, თუმცა ეს მხოლოდ მას ვისაც რეალურად ეკუთვნის და ვისთვისაც იგი თავისით, შეუგნებლად დაიწერა.
ეს მხოლოდ მას, რომელმაც სიტყვების ძალას აჯობა და ჩემში დარჩა...
ეს იმ ადამიანს, რომელმაც ცხოვრება ყველაზე ფერადად და ამავროულად ყველაზე ჯოჯოხეთურად მიქცია.

მა სი მიორქ, მეთიუ! <3

 


№2 სტუმარი სტუმარი კატერინა

კარგად მესმის შენი...
ძალიან ვწუხვარ....

 


№3  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი კატერინა
კარგად მესმის შენი...
ძალიან ვწუხვარ....



<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent