როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 9)
-აბეზარი გოგო? იდიოტო შენი საცოლე არ იყო? ქორწილი ჩავშალე?_გამწარებული მიუჯდა გიორგის. -მოიცა მოიცა, რა ქორწილი? -შენი ქორწილი რას მეხუმრები_სულ დაიბნა ნათია. -ჰაჰაჰაა, შენ რა ეს ყველაფერი იმიტომ დაიწყე გეგონა ცოლი მომყავდა? როგორ იეჭვიანა ჩემმა პატარააამ_ლოყაზე უჩქმიტა სიცილით გაბრაზებულ გოგოს. -ხელები მოაცილე. -საყვარელო ქორწილი მე მაქვს, მე ვთხოვდები_დაბნეული მზერა მოავლო წყვილს ნინიამ, -მაგრამ, თუ მალევე გაქვთ გადაწყვეტილი ერთად ხომ არ გაგვეკეთებინა? -იცი რა ჩემო საყვარელო დაო? მშვენიერი იდეაა_სიცილს ვერ წყვეტდა გიორგი ისე მოხვია ნათიას ხელი. -ღმერთო ამას ვის გადავეყარე _ზეცას ახედა ნათიამ ცრემლებ მომდგარმა. -უკვე შენი ვარ საყვარელო, უკან დასახევი გზა არ გაქვს_უკვე მუცელი და ყბა ტკიოდა გიორგის ამდენი სიცილისგან. -მაპატიე ნინია, სხვა დროს იყოს ჩვენი გაცნობა_წამში წამოხტა ფეხზე ნათია და გაჩერებისკენ გაიქცა. -რატომ მიბრუნდება ყველაფერი უკაან_ლამის შუა მოედანზე დაიწყო ცრემლების ყრა. -უნდა მივმხვდარიყავი ახლა აქ რაც მოხდა?_დაბნეული იყურებოდა ნინია. -არ იდარდო დაო, ვერც ნათია ვერ მიხვდა ვერაფერს_სიამოვნებით მოსვა ბიჭმა ცივი წვენი. -არა, ამას როგორ ახერხებს ა? როგორ აკეთებს უკან რომ მიბრუნებს ყველაფერს? ესეიგი მიგებ ანგარიშით არა? მაცადე იდიოტო_საკუთარ ოთახში წრეებს ურტყამდა გოგო და ჩუმად იქადნებოდა. მისი ჩკუით მომავლის გეგმებს აწყობდა, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოიფიქრა და დაწოლა გადაწყვიტა, ხვალ სკოლის ბოლო დღე იყო, ზეგ წლის დამამთავრებელი ბანკეტი ელოდათ, არ უყვარდა რესტორანში წასვლა, მისი ტოლი არავინ იყო, ვერც ერთობოდა და მთელი საღამო კაცების დალევისა და ღვინოში ჩაწოლის ყურება უწოდა. ღვინოს ხსენებამ წამში გაახსენა თომას სიტყვები „გიორგი დალევას ვერ იტანს და ღვინოს რომ ხედავს კილომეტრზე გარბისო“. -აი ესეც შენი ანგარიშის გათანაბრება ყმაწვილო_კმაყოფილმა გაიღიმა საწოლში და მთვარეს ახედა. თითქმის მთელი ღამე გალია ეულად დაკიდებული მოელვარე თეთრი ბურთის ყურებაში და გონებაში სხვადასხვა გეგმას აწყობდა, რომელიც უფრო საუკეთესო იქნებოდა, მას აირჩევდა. სულაც არ ეკიდა მთვარე ეულად, ირგვლის მილიონობით პატარა ვარსკვლავი ჰყავდა შეგროვებული და მედიდურად დაჰყურებდა დედამიწას. ბევრ გზააბნეულს უნათებდა გონებას და ნათიასაც მთელი ძალით ეხმარებოდა მომავლის დაგეგვმაში, თითქოს წინასწარ ეცინებოდა, რომ ამ გოგომ ჭკუა ვერ ისწავლა და ვერ ხვდებოდა, რომ მორიგი ნაბიჯიც ისევ მას მოუბრუნდებოდა უკან. დიდი სიხარულით ადგა დილით, გამზადებული ტანსაცმელი მოირგო, მოწესრიგდა და სკოლის გზას დაადგა, კიდევ ერთხელ იქნა გაფრთხილებული რესტორანში წასვლაზე, თანაც აუცილებლად საქმროსთან ერთად ეპატიჟებოდნენ. -როგორ არ მოვალთო_დაიბარა და რამდენიმე საათში სკოლის დატოვების დროც მოვიდა, სათითაოდ მოეხვივნენ ბავშვები, გიჟდებოდნენ მათ მასწავლებელზე და არც ერიდებოდათ მასთან გრძნობების გამოვლენა. ყველას დაემშვიდობა, აკოცა და სკოლის ეზოდანაც გამოვიდა. გაღიმებულმა ამოიღო ტელეფონი და უკვე ნაცნობი ნომერი აკრიბა. -გისმენთ_სერიოზულად ჟღერდა გიორგის ხმა ტელეფონში. -მოდის ცნობილ დიზაინერს ვესაუბრებიი?_მხიარულად ჟღერდა გოგოს ხმა. -რა თქმა უნდა, ჩემზე ცნობილი არავინაა, ვინ ჩემი ფეხებია ამ..... რა ერქვა იმას, გვასალია მგონი._გაეცინა ბოლოს მაინც -აჰ, ეგ ჩაგივარდა ახლა, მაგრამ ისე მჭირდება შენი დახმარება მაინც შენ აგიყვან დამხმარედ. -ახლა რაღა მოიფიქრე?_ამოიხვნეშა ბიჭმა -გეფიცები დღეს არაფერი, უბრალოდ სასწრაფოდ საღამოს კაბა მაქ საყიდელი და ხომ წარმოგიდგენია სახლში რაები მექნება? -თუ შენს პერანგებს და ძველ ჩაცმულობას გავიხსენებთ, მოიცაა.... არაა, მაინც ვერ წარმოვიდგენ, დიდი ფურფუშალები? -დაახლოებით_გაეცინა ნათიას. -ოჰ, რა კეთილი ვარ მოკლედ რა, ჯანდაბას, 6ზე ვასრულებ და დაგირეკავ_ღიმილით გაუთიშა გოგოს და ვეღარც გაიგონა როგორ შემოკრა ნათიამ ტაში. ქარვასლას წინ შეხვდნენ ერთმანეთს, იგრძნო როგორ ყურადღებით მოათვალიერა წამით მისი სახე ბიჭმა, თუმცა ესეც საკმარისი იყო გაწითლებულიყო, თავი დახარა და ისე შეყვა შენობაში შესულ ბიჭს. მეორე სართულზე ავიდნენ და დაიწყო კიდევაც ხალისობა, გრძელ კაბაში სწორი ფეხების დამალვა არ მოეწონა გიორგის და მოკლე მიაწოდა, შავ კაბაზე ნათიამ დიდი წითელი „შლიაპა“ შეახამა, მოკლე მკლავიან ბზინავ კაბაზე გრძელი ხელთათმანები, მაღაზიიდან მაღაზიაში გადადიოდნენ და სიცილს ვერ წყვეტდნენ, ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს აწოდებდა გოგოს მოსაზომად გამყიდველისგან მალულად თავში ჩასცხებდა ხოლმე ნათია, მაგრამ ვერაფერს შველობა, ეტყობოდა გიორგი მშვენივრად ერთობოდა და ამის შეწყვეტას არ აპირებდა. ბოლოს, როცა ლამის ყველა მაღაზია მოიარეს და კაბაც და ფეხსაცმელიც შეარჩიეს, ღიმილით დატოვეს დაღლილებმა შენობა. -ნაყინი?_ქარვას წინ გახსნილი პატარა სანაყინე ურიკა დაანახა გოგოს. -იცი, რომ უარს ვერ ვიტყვი_გაუცინა გოგომ და უკან მიყვა ბიჭს. გიორგიმ შოკოლადის აიღო, ნათიამ კი შერეული და იქვე ჩამოსხდნენ საჭმელად, ცოტა კიდევ ისაუბრეს და გაჩერებისკენ წავიდნენ. მადლობით დაემშვიდობა ნათია და ღიმილით ჩაჯდნენ განსხვავებულ მარშუტებში. სასიამოვნოდ დაღლილმა ამოიხვნეშა ნათიამ და ღიმილი ვერაფრით დამალა სახედან, ეს თამაში რომელიმეს აუცილებლად დაუტოვებდა დიდ კვალს. მთელი დღე დასტრიალებდა ჩამოკიდებულ კაბას, ერთი სული ქონდა ისევ ჩაეცვა და ლამაზი გამხდარიყო. საღამოს სალონში წავიდა, არ უნდოდა რამე არასწორი ყოფილიყო, თმაც სალონში დაივარცხნა, მაკიაჟიც ნაცნობ ვიზაჟისტს გააკეთებინა და მოვიდა კიდევაც 6 საათი. აჩქარებული გულით შევიდა ოთახში და ფრთხილად გადაიცვა კაბა თმა რომ არ გაფუჭებოდა, ფეხსაცმელებიც ამოიცვა და მზად იყო. კმაყოფილმა შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში და ოთახიდან გავიდა. გია გაზეთს კითხულობდა ქუსლების ხმა რომ გაიგონა და ამოიხედა. რამდენიმე წამით თვალი გაუშტერდა ქალიშვილზე და ძლივს მოიფიქრა მანანასთვის დაეძახა. -მანანაა, ან შვილი გამოგვიცვალეს და ან უცხო ქალია სახლში. -რას ბოდიალობ კაცო შენ_ქოთქოთით გამოვიდა მანანა და ლამის გასარეცხი თეფში გაგდო ხელიდან. -რა ლამაზი და სხვანაირი ხარ დედიკო_თვალებ გაფართოებული უყურებდა ერთადერთ ქალიშვილს. -კარგად გაერთე მა, დამირეკე როცა გენდომება და მოგაკითხავ._თვალი ჩაუკრა ქალიშვილს და ღიმილით გააყოლა თვალი სახლიდან გასულს. აშკარა იყო მისი პატარა გოგოს ცხოვრებაში რაღაც შეცვლილი იყო. რესტორანთან მისულმა ღრმად ამოიხვნეშა და კარი შეაღო, უკვე იქ დახვდა ყველა და მიიღო კიდევაც გაფართოებული თვალები შედეგად. -ნათია მასწავლებელო რა ლამაზი ხაარ_უცინოდნენ თანამშრომლები და მაგიდისკენ ეპატიჟებოდნენ. -აბა, მოდი დაგვიჯექი,_ბოლოსდაბოლოს ყველა მოეწყო და ნათიას გვერდით ერთი ადგილი დარჩა კიდევაც თავისუფალი. -გიორგი ხომ მოვა?_რუსულის მასწავლებელი ვერ ისვენებდა. -იცით ისევ სამსახურშია ჯერ და იმედია მოასწრებს _ზრდილობიანად გაუღიმა ქალს და ახლა მეორე მხრიდან ნაკითხ იგივეს შეკითხვის ავტორს გახედა. კიდევ ნახევარი საათი მოიცადა და მერე გაღიმებულმა აკრიბა შეტყობინება. „გიორგი, გთხოვ მომაკითხე, ამირანში ვარ, ვიღაც ამეკიდა და მეშინია“. გაგზავნის ღილაკსაც სინდისის შეწუხების გარეშე დააჭირა თითი და წვენი მოსვა არხეინად პასუხის გაცემამდე. „არ შეგეშინდეს, 5 წთში მაქ ვარ“_წამებში უპასუხა ბიჭმა და გოგომაც კმაყოფილმა დაიწყო ლოდინი. მართლაც ათი წუთი არ იქნებოდა გასული სახეზე აწითლებული რომ ამოვარდა მეორე სართულზე ბიჭი, ნათია კიბეების თავში ელოდა. -ხომ კარგად ხარ? რა ხდება?_მაშინვე მისკენ მოსწია გოგო და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი. -კი, კარგად ვარ_წამით შეხებისგან დაიბნა გოგო. -წამო, აქეთ. ჩაკიდებული ხელით წაიყვანა გზაზე და მიაყენა კიდევაც თავის სუფრაზე პირდაპირ თამადას. -ოო, ეს რა კაცი მოსულაა, პირდაპირ განსხვავებულს მოუსწრო_ზურგზე დაუტყაპუნა ხელი დაბნეულ ბიჭს და დიდი ბოკალი მიაწოდა პირდაპირ. -არა რააა_საცოდავი სახით გადმოხედა ნათიას და დაინახა კიდევაც როგორ ლამაზად იცინოდა გოგო. -ესეც შენი 4:4 ძვირფასო_თვალი ჩაუკრა გოგომ და განსხვავებულზე ანიშნა დალიეო. -კარგი კარგიი_თავი დაუქნია ღიმილით გიორგიმ და ვერავინ გაიგებდა იმ წუთას რა ახალი გეგმა ყალიბდებოდა მის გონებაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.