შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 8)


18-09-2020, 13:36
ავტორი naattii
ნანახია 2 176

მთელი საღამო და მეორე დღეც კმაყოფილ ღიმილს ვერ იშორებდა ნათია, ბიჭის შემდეგ ნაბიჯს ელოდა და აჟრიალებდა იმ სიურპრიზისგან რაც წინ უნდა დახვედროდა. ვერც კი წარმოიდგენდა თუ მისი ცხოვრება ამდენად მოსაწყენი ყოველდღიურობიდან სრულიად საპირისპირო მიმართულებით შეიცვლებოდა. ისიც კი არ იცოდა მომდევნო დღეს რა ელოდა, კლასშიც დაეტყო უფრო გახალისება, თამაშის დღეებს აწყობდნენ, ბინგოს თამაშობდნენ გერმანულად და ერთმანეთს სიტყვების წარმოთქმაში ეჯიბრებოდნენ. ცხოვრება ისეთი მშვენიერი იყო იმ დღეებში როგორც არავისი.

დაღლილი გამოვიდა ერთ დღესაც სკოლიდან და წინ დაყუდებული ნაცნობი სხეულის დანახვისას გვერდულად გაეღიმა. ახლა სწორედ იმ ქარიშხლის დატრიალებას ელოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოიწვია.

სამუშაოს ამთავრებდა გიორგი და სახლისკენ უნდა წასულიყო, მისი მობილური ნაცნობი ნომრისგან რომ ამღერდა.
-გისმენთ.
-სად ხარ?_აშკარა პრეტენზია იგრძნობოდა ხმაში.
-რა ხდება?
-ვაიმეე, გეკითხები სად ხარ მეთქი_ხმას აუწია გოგომ.
-რუსკა ზედმეტები ხომ არ მოგდის ცოტაა? ტონი აკონტროლე.
-იცი რას გეტყვი? ან ახლა მოხვალ და დაგელაპარაკები, ან ჩვენს შორის ვაფშე ყველაფერი ვსოო_და უკვე გოგოს ხმის ნაცვლად გამორთული ტელეფონის სიჩუმე ხვდებოდა ყურს.
-გააფრინა ამ ჩემი*სამ?_გაკვირვებულმა დახედა მობილურს და საკუთარ თავთან კამათის შემდეგ მაინც გოგოს სახლისკენ გაყვა მიმართულებას.

-რა დღეში ხარ შენ?_წარბები შეკრა ქუჩაში გოგოს დანახვისთანავე.
-კიდევ მე? პროსტა რა უნამუსო ხაარ, ორ გოგოს ხვდები ერთად და აქეთ გაქვს პრეტენზიები?_ტუჩები დაპრუწკა რუსკამ.
-დაარტყი თავი რამეს?_დაღლილმა ამოიხვნეშა გიორგიმ
-იცი რააა? წადი და ეგრე იმ შენს მასწავლებელს ელაპარაკე თუ გაუბედავ, თან როგორ არ ინამუსე, პირდაპირ ჩემი სამსახურის წინ მუშაობს და ლამის ყოველდღე მატარებინებს თავის ალპენ გოლდებს. იძიოტკა_ხელი აუქნია ბიჭს და სახლში შებრუნდა.
-ახლა გასაგებია_სიცილი აუტყდა შუა ქუჩაში გიორგის და ვეღარც გაჩერდა. -ახლა გასაგებია ანგარიში რატომ მოიმატე, რა არ გასვენებს მასწავლებელო ა?_ღიმილით ჩაჯდა მანქანაში და სახლის გზას გაუდგა.

-ნინიაა, მოვედი_ფეხსაცმლის გახდის პარალელურად და გამოიძახა.
-მე მეძახი?_წარბებ აქაჩული გამოვიდა ნინია.
-ა უი, დამავიწყდა გაბრაზებული რომ ხარ კიდევ, ჩაიარა მორჩა_თვალი ჩაუკრა დას და გადასავლებად შევიდა სააბაზანოში.
-კაცები, ყველა ერთნაირია რა, მერე რა თუ გული გატკინეს, ის დღე ხომ დამთავრდა? ვსო წყენაც უნდა დაამთავრო, ინებ და არ დამვიწყებია? ერთი დღე იქნება ღმერთი დაგსჯით_ხის კოვზით ხელში ემუქრებოდა სააბაზანოს კარს.
-ნინია, კარის დახურვაც ვერ მოვასწარი ჯერ_ამოიხვნეშა შიგნიდან გიორგიმ და აღარ დაუნახავს როგორ გაიპარა ოთახიდან გოგო ჯანდაბა ჩემს თავს ძახილით.
უკვე დასაძინებლად ემზადებოდა ბიჭი ნინია ისევ თავზე რომ წამოადგა მობილურით ხელში.
-გიორგი, ახლავე მოყევი.
-აუ ნინ,იმენა ძაან მაგრა მეძინება და ისტერიკები ხვალ რა.
-რა ისტერიკები ბიჭო, ნათია ვინაა?
-მე რა ვიცი ვინაა ნათია_მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-მასწავლებელი გიორგი, წესიერად ახლა_ტელევიზორთან გადაუდგა ყურადღება რომ მიექცია.
-აუ, დაჟე შეენს? დღეს რა ყველას ეგ გოგო გაკერიათ
-აჰა, თურმე იცნობ, იტყვი ახლა?
-ნაცნობია ნინია რა სცენებს მიმართავ ეჭვიანი ცოლივით.
-ბიჭო რას მაბოლებ ახლა? რუსკა კივილით ნაცნობის გამო არ დამირეკავდა, ლამის შემომიძვრა ოთახში.
-გითხარი რუსკა არაფერში გჭირდება და ნუ გაიცნობთქო, არ დამიჯერე? აჰა შედეგი_ისე მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ზურგით შებრუნდა საუბრის დამთავრება რომ მიეხვედრებინა დისთვის.
-ესეიგი ჩემით უნდა გავიგო არა?_დამუქრება სცადა ნინია.
-იცი რაა? არა, მე თვითონ გაგაცნობ_ახალი იდეით შეპყრობილი გადმობრუნდა გაღიმებული ბიჭი. -ხვალ 4ზე კაკრას იმ საფრთხობელას ხვდება და ხო რა, კაროჩე ნინჩუს, ხვალ პიცაზე გეპატიჟები_თვალი ჩაუკრა დას და გაღიმებულმა ამჯერად ნამდვილად დახუჭა თვალები.

ღიღინით მოემზადა დილით ბიჭი, გეგმა ისე მოწონდა, ერთი სული ჰქონდა 4 როდის მოვიდოდა. ეცადა ცოტა წესიერად ჩაეცვა, პერანგი შეუხამა ჯინსებს და სამუშაოზე წავიდა, როგორც იქნა სამზე თომას ორი საათით დაეთხოვა და კმაყოფილი წავიდა სკოლისკენ. მალევე გამოვიდა ნათიაც და ზურგიდან მიუახლოვდა.
-გიორგი? გამარჯობა_ირონიულად გაუღიმა გოგომ, რა იცოდა ბედი რას უმზადებდა.
-საყვარელოო, შენ როგორ ხარ?_ნათიას და გასაკვირად გახარებული გადაეხვია ბიჭი და ხელის წელზე მოხვევაც არ დავიწყებია. -სად მიდიხარ? წამო გაგიყვან_სიტყვის უთქმელად, წამში ჩააჯინა მანქანაში და ქალაქისკენ გაუდგა გზას.
-კი მაგრამ, რას აკეთებ_ძლივს მოიფიქრა ხმა ამოეღო.
-რა იყო საქმრო ვარ ბოლობოლო მეზობელი ხომ არა? ჩემი დის გასაცნობად მიმყავხარ, მგონი დროა ოჯახებიც ჩავაყენოთ საქმის კურსში_ხელის ტრიალით ლაპარაკობდა გიორგი და გოგოს გაფართოებულ თვალებზე ძლივს ახერხებდა სიცილის შეკავებას. ხუთი იყო დაწყებული მიო ტერასას რომ მიადგნენ. ნინია უკვე ცნობისმოყვარეობას შეეჭამა და ლამის თვალები შუბლზე აუვიდა ნათიას დანახვისას.
-ეს როგორ დაკერე?_პირდაღებულმა გადაულაპარაკა უჩუმრად ძმას.
-ნინია, ეს ნათიაა, ჩემი საცოლე_საზეიმო ხმით გამოაცხადა და მიიღო კიდევაც გოგოსგან მუცელში დარტყმა.
-უი კოღომ მიკბინა_ირონიულად დაიხედა ჯერ მუცელზე და შემდეგ გოგოს გამოხედა.
-არ დაუჯეროთ, რა საცოლე, ვერაა ეს_ნინიას გადახედა ნათიამ.
-ხოო, როგორც ჩანს ვერ დაგიკერავს_სარძლოს თვალიერებას ვერ წყვეტდამომავალი მული
-მე მშია_მენიუ გადაშალა გიორგიმ და ისე აიფარა წინ გოგოებს მისი სიცილი რომ არ დაენახათ.
-რას ასწავლით?_ბოლოსდაბოლოს გოგოს გაცნობა გადაწყვიტა ნინიამ
-გერმანულს_საკუთარი საგნი ხსენებაზე მაშინვე გაიღიმა ნათიამ და ლოყის ნასვრეტები გამოაჩინა.
-აუ სულ მინდოდა ეს ღრმულები მქონოდაა_თავი ხელზე დაადო ნინიამ და გოგოს დააკვირდა.
-მადლობა, მეც ყველაზე მეტად მომწონს_თითები ჩამოუსვა საყვარელ ადგილებს და მენიუდან ამომძვრალ გიორგის გახედა.
-მექსიკური მინდა მე.
-ჩვენ პიცა მაშინ.
-კაარგი და ჩემს საყვარელ საცოლეს აუცილებლად ნაყინი, იმედია ნესვის აქვთ_თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
-ხშირად არ აქვთ ხო..... მოიცა შენ რა იცი?
შეკითხვაზე პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრეს თავზე სოლიდურად გამოწყობილი ბიჭი რომ წამოადგათ.
-ნათი_გოგოს უღიმოდა გვერდიდან.
-გიორგი არა ძმაა_წამში წამოდგა „საქმრო“ ხელის ჩამოსართმევად. -რა დამთხვევაა მეც გიორგი, ნათიას მომავალი მეუღლე_თავი დაუკრა ბიჭს და მის გადმოკარკლულ თვალებზე ძლივს შეიკავა სიცილი.
-საქმრო? რა თამაშია?_ფეხზე წამომდგარ ნათიას გადახედა ბიჭმა.
-არა არა, რა საქმრო, არ დაუჯერო ხუმრობს_ხელები გაასავსავა ნათიამ და ბიჭთან მისვლა მოინდომა, მაგრამ ხელი მოხვია გიორგიმ გვერდით სულ ახლოს ამოიყენა.
-რაღა ხუმრობა ძვირფასო 2 თვეში ქორწილია, აგერ მომავალ მულს ეცნობი_ტუჩის კუთხესთან ახლოს აკოცა და გვერდულად შეამჩნია მხოლოდ აწითლებული გიორგის გავარდნა.
-რა გააკეთე?_ცრემლები მოადგა გოგოს თვალებზე.
-თამაში შენ დაასერიოზულე, ასე რომ 4:3 ძვირფასო, სხვათაშორის მადლობა, მაგარი აბეზარი გოგო მომაცილე შენი ოინით, შემდეგი სვლა შენია_თვალი ჩაუკრა გაშეშებულ გოგოს და მის დას მიუჯდა შეკვეთა რომ დაესრულებინათ.



№1 სტუმარი st

ჰაჰა მაგარია :დდდ

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ამ გგოგო როთ ვერ ისწავლა მაინც გიორგის სასარგებლოდ რო ტრიალდება საქმე ხოლმე :D ძალიან ძალიან მომწონს რომ ვკითხულობ

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

მე ამათ ქორწილს ველოდები უკვეეე :dddd ძალიან ვიხალისე ამ თავშიიი გიორგი როგორი გიჟიააა.

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

"-ეს როგორ დაკერე?_პირდაღებულმა გადაულაპარაკა უჩუმრად ძმას."
"-ხოო, როგორც ჩანს ვერ დაგიკერავს_სარძლოს თვალიერებას ვერ წყვეტდამომავალი მული

ამოოოოვყირავდიიიიიი :დ :დ :დ :დ ეს რა იყოოოო..
ძალიაან მაგრად ვიხალისე, ძაან მაგარი თავი იყოოოოოო..
ვგიჟდებიიი ამ წყვილზე.. ერთი სული მაქვს გავიგო როგორ განვითარდება მოვლენები
ველი ახალ თავს ^-^

 


№5 სტუმარი maria

male dade xolme raaa???? da didebi????

 


№6  offline წევრი Ele Ni

კარგი იყოოო :D

 


რა კარგი იყო❤ არა ბოლოს კი ორივე მოგებული დარჩება მაგრამ მანამდე რომელი მიაღწევს ცოცხალია აი ესაა საკითხავი :დ
ნინი ძალიან საყვარელი გოგოა❤ როგორ უთხრა? " სად დაკერე ეს გოგოო"? ნუ, ჯერ მთლად დაკერილი არაა მაგრამ მაინც :დ
ველოდები შემდეგს❤

 


№8  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა ყველას ❤️❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარი იყო საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე მომეწონა ძალიან ესენი ნერვებს ისე მოუშლიან ერთმანეთს როგორები მიაღწევენ ბოლომდე ვინ იცის მალე დადეთ შემდეგი თავი მადლობა წარმატებები ????????????

 


№10 სტუმარი ანუ

ხვალ იქნება ხო შემდეგი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent