სპორტის მასწავლებლები (თავი 12)
დილიდან საშინლად მოქუფრულიყო ცა. წვრილად ცრიდა. უზარმაზარი სკოლის ჩაბნელებულ შენობას სუსტად ანათებდა გრძელი დერეფნის გასწვრივ დაკიდული რამდენიმე ნათურა. პირველი გაკვეთილი მეთორმეტესთან ჰქონდა ლაშას, დარბაზში შესულს უკვე შიგნით დახვდნენ გოგოები, ტელეფონში თავჩარგულები ცხარედ კამათობდნენ რაღაცაზე. სასტვენის ხმამ წამში გამოაფხიზლა ყველა და ინტერესით სავსე მზერა შეანათეს მასწავლებელს - ზარი დაირეკა. თქვენ კიდევ არ გამოგიცვლიათ? - მას, აბა შეხედეთ სვანეთი ჯობია თუ კახეთი? - მისი კითხვა დააიგნორა და ცხვირწინ მიუტანა ტელეფონი ტასომ - რა დროს ეგ არის, ტასო. გაკვეთილი რომ გვაქვს არაა? - ოო, კარგით რა მას. რაღა გაკვეთილი.. თან ნახევარი კლასი არაა, რაუნდა გავაკეთოთ ოთხმა ბავშვმა? - ხოდა ეხლა სიგრძეზე რომ ჩამოვამწკრივებ არებს, აი მერე ნახავენ როგორ უნდა გაცდენა - მასწავლებელო, შემთხვევით მეც არ დამიწეროთ არა. კელაპტრიშვილის და კანდელაკის შუაში ვწერივარ - შეშფოთებული სახით წამოიძახა ნინიმ - შენი აზრით ბრმა ვარ? - ნერვებმოშლილმა გადაშალა ჟურნალი - როგორ გეკადრებათ.. - აუ მას, სად ჯობია ექსკურსიაზე წასვლა? - მაინც არ ისვენებდა ტასო - მაცოცხლეთ იქამდე, მოვიფიქრებთ - და ბოლო ზარი ხომ ყველაზე მაგარი, განსხვავებული და დაუვიწყარი უნდა გავაკეთოთ? აი ისეთი, ჩვენს მერე რომ ვეღარავინ გააკეთებს - ღმერთო როგორ დამღალეთ.. რადროს ბოლო ზარია ჯერ ამ შუა იანვარში - კარგით რა მას, წინასწარ თუ არ მოვემზადეთ მერე კარზე რომ მოგვადგება, კაკლის დაყრაო თუ რაღაცას ამბობდა ბებიაჩები - მიყარე კაკალი - ჟურნალიდან თავი არც აუწევია ისე შეუსწორა ლაშამ - ხოო მაას, საიდან იცით? - აუ მას, არა ხომ არ დამიწერეთ შემთხვევით? - ოხ, ნინი მოდი. მოდი და ნახე სწრაფად მიირბინა და უცებ გადაამოწმა ჟურნალში თავისი გრაფა, მერე კი დამშვიდებული დაუბრუნდა თავის ადგილს. - ბავშვებო. ექსკურსიისა და ბოლოზარის ამბებს, ცოტა მოგვიანებით მივხედოთ. ახლა მართლა ბევრად სერიოზული პრობლემები გაქვთ, სკოლიდან კარგი გადიხართ გამოცდების გარეშე, მაგრამ საუნივერსიტეტო? - აუ ხო მასს, მე კიდევ ვერ გავიგე რაზე ჩავაბარო - აუ ვერც მე - თქვენ გვირჩიეთ რამე მას - რაც გულით გინდათ ის უნდა აირჩიოთ, ბოლოსდაბოლოს მთელი ცხოვრება მოგიწევთ ამ საქმის კეთება - იქნებ.. გიდი? - ინტერესით მოჭუტა თვალები ტასომ - გიდი გავხდები და იქნებ მერე მაინც დავასკვნა სვანეთი ჯობია თუ კახეთი? - აი რა ხუმრობა იყო ეხლა ეგ - აუ მას სად წავიდეთ ექვსკურსიაზეე? - მუდარით სავსე მზერით ისევ მიუახლოვდა ტასო - გოგო, მასწავლებელმა არ თქვა მაგაზე ცოტა მოგვიანებითო? შენ კიდევ იმ მგლისავით იქცევი ცხვარი გარბისო, სახარება მიაქო თუ რაღაცა როა - დაბნეულად ააფახულა თვალები თეონამ - როგორ არის ეგ მას? - მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და გამიშვით ცხვარი გარბისო - აჰაა, აი ეგგ - უეცრად შემოჰკრა ტაში - ისე თქვენ ყველა ანდაზა იცით მას? - აბა ეხლა ბევრი ლაპარაკი! მიდი გამოიცვალეთ, ვარჯიშით ვიწყებთ უკმაყოფილო სახეებით გადახედეს გოგოებმა ერთმანეთს და მერე პირდაპირ გასახდელის მიმართულებით აიღეს გეზი. *** იმდენად საშინელი ამინდი იყო, ყველაფრის განწყობას დაგაკარგვინებდა. ძლიერი ქარის გამაყრუებელი წუილი დახურული ფანჯრებიდანაც კი შემზარავად ისმოდა. ძლივსგასული პირველი გაკვეთილის შემდეგ, ყველამ სამასწავლებლოში მოიყარა თავი, შიგნით ისეთი ჩოჩქოლი და ხმაური იყო, იძულებული რომ არ ყოფილიყო არც შევიდოდა ლანა, მისმა გამოჩენამ წამში მიიქცია ყველას ყურადღება. ჩვეულებრივზე უფრო მეტად იყო 'გაპრანჭული'. შავი მუხლს საკმაოდ აცდენილი კაბა და იმავე ფერის მაღლები ეცვა, მძაფრი მაკიაჟი და გაშლილი თმა კი სრულიად განსხვავებულ იერს სძენდა მის გარეგნობას. თავის დაკვრით მიესალმნენ ჯერ კიდევ შოკში მყოფი მასწავლებლები, კითხვა ვერავინ გაუბედა, თუმცა კი ყველას აინტერესებდა რატომ გამოიყურებდა ასე განსხვავებულად 'ლამაზად' - როგორ ხარ მრჩეველო - პირდაღებულ თორნიკეს გვერდით მიუჯდა და ფართოდ გაუღიმა - ვგონებ უკვე ვნანობ მრჩეველი რომ გავხდი, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგივიდა? - რატომ? - გაკვირვებულმა დაიხედა ტანსაცმელზე - მე გითხარი ლაშა გააგიჟე თქო ძმა, მთელი სამასწავლებლო კი არ მიგულისხმია - ჩუმად უჩურჩულა რომ არავის გაეგო - რასამბობ, ასე არავის გასაგიჟებლად არ მოვქცეულვარ. დღეს გვანცას დაბადების დღეა და აქედან სახლში რომ აღარ მომიხდეს წასვლა და გამოცვლა, პირდაპირ მოვემზადე - მხრები აიჩეჩა და ოდნავ გაიღიმა - ოუ გვანცას დაბადების დღე - შუბლში იტკიცა მარჯვენა ხელი და უცნაურად დაემანჭა სახე - რა, დაგავიწყდა? ამის კითხვა და გვანცას სამასწავლებლოში შემოჭრა ერთი იყო, მხიარულად მიესალმა ყველას და ქერა კულულები მხრებს უკან ჩვეული ქარიზმით გადაიყარა - ძვირფასო კოლეგებოო - ხელებით დაეყრდნო მაგიდას იუბილარი - დღეს გაკვეთილების შემდეგ, ყველანი რესტორანში მივდივართ. არცერთი უარი არ მიიღება - გილოცავ გვანცა, მრავალს დაესწარი შვილო - მაშინვე გადაკოცნა ბიოლოგიის მასწავლებელმა - მადლობა, ხომ მოდიხართ ლეილა მას? - უარი არ მიიღებაო და.. კიდევ უამრავი თბილი მილოცვის შემდეგ, როგორც იქნა ჩამოჯდომა მოახერხა გვანცამ - ულამაზესად გამოიყურები - მაშინვე თვალი ჩაუკრა ლანას - ცოტა მეუხერხულება, იუბილარი შენ ხარ - რასამბობ ქალო, საღამოსთვის მეც გამოვიცვლი. გუშინ რომ ჩაგიყარე მესენჯერში - უეცრად ამოიღო ტელეფონი - მაინც ვერ გადავწყვიტე წითელი ჯობია თუ თეთრი.. ხომ ამარჩევინებ? - რათქმაუნდა გვაანც, ოღონდ ახლა გაკვეთილი მაქვს - უეცრად წამოდგა და მაგიდაზე დადებული მეხუთეს ჟურნალი აიღო - სკოლის მერე გამომიარე - აუცილებლად - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ზარის ხმის გაგონებისთანავე დატოვა სამასწავლებლო. კლასებისკენ ელვის სისწრაფით მიჰქროდნენ ბავშვები, თითქმის ერთ წუთში დაიცალა გადაჭედილი დერეფანი. გული ამოვარდნას ჰქონდა ლანას, სამასწავლებლოში არ იყო. დარბაზში რომ ყოფილიყო? არა, არა. შესვლის წინ საოცრად დიდი მომზადება უნდა გაევლო, ფიქრებში გართულმა ვერც კი შენიშნა როგორ შეასკდა დარბაზის კართან ვიღაცას, უნებურად დაეყვირა და ჟურნალი ხელიდან გაუვარდა - რასაკეთებ, წინ არ იყურები?! - მაშინვე ჩხუბზე გადავიდა ლაშა, კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა თუმცა მისი ჩაცმულობის შემხედვარეს, უნებურად გაუფართოვდა თვალები - ეს შენ არ იყურები წინ. გამატარე, გაკვეთილი მაქვს - ჟურნალი სწრაფად აიღო და მისთვის გვერდის ავლა სცადა თუმცა მაშინვე წინ გადაეფარა ლაშა - ასე რატომ გაცვია? - შენ უნდა შეგეკითხო როგორ ჩავიცვა? - მაგას არ ვამბობ. შენს თავს შეხედე, სკოლაში ვართ. აქ ბავშვები არიან, შენ როგორც მასწავლებელი რამაგალითს აძლევ? - მაგალითს სახელად არასოდეს გაიარო სხვის ნათქვამზე - ოდნავ ჩაიცინა - ლანა! - რა? არა, მითხარი რაგინდა?! მე მომწონს ჩემი ჩაცმულობა და თუ შენ არ მოგწონს თვალებში.. - დროულად შეიკავა თავი და თითით დაიწყო თმის წვალება - დაამთავრე. მიდი დაამთავრე რის თქმასაც აპირებდა - არა, იყოს.. - რატომ იყოს? ვატყობ უკვე შეეჩვიე ცუდი სიტყვების ხმარებას უეცრად მოგროვდნენ დარბაზის წინ მეხუთე კლასელები და ღიმილით მიესალმნენ მასწავლებლებს - ბავშვებო, თქვენ შედით, გამოიცვალეთ. მეც ახლავე მოვალ - მასწავლებელი როგორც ასეთი - ხელების აწევითაც ანიშნა ლაშამ და თვალი გააყოლა გასახდელისკენ მიმავალ ბავშვებს - თვლი რომ ჩემზე უკეთესი მასწავლებელი ხარ? - ეგ რაშუაშია - რეპლიკიდან გამომდინარე - სულ თუ არაფერი, ის მაინც ვიცი სად როგორ უნდა მოვიქცე და ჩავიცვა.. - კიდევ ერთხელ დახედა ტანსაცმელზე და ჩაიცინა - მაღიზიანებ! - მერე რატომ დგახარ და მელაპარაკები? - ეს შენ მელაპარაკები! - უნებურად აუწია ტონს და ღრმად ჩაისუნთქა - ტონს დაუწიე - და რომ არ დავუწიო?! - ჯინაზე უფრო ხმამაღლა დაიწყო საუბარი - ვიცი, რასაც ვიზამდი, მაგრამ აქ კამერებია - აბა გაგებედა - ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და ჩამოშლილი თმა მხრებზე გადაიყარა, გრძნობდა როგორ აკარგვინებდა მოთმინებას და ეს მაზოხისტურად სიამოვნებდა - ბავშვები გელოდებიან - მოკლედ მოუჭრა და ისევ თვითონ გაეცალა, რამოდენიმეჯერ ნელა ჩაისუნთქა თუმცა მაინც ვერ დამშვიდდა. სწრაფად გაიარა დერეფანი და მეორე კარიდან პირდაპირ გარეთ გაიჭრა. ზამთრის ჰაერმა ოდნავ გონს მოიყვანა, თვალები გაახილა და მაღლა აიხედა. გრძნობდა, იგივეს გრძნობდა. შეიძლება უფრო მეტსაც, ყოველი საუბრისას, უფრო და უფრო მეტს და ეს გრძნობა ნელ-ნელა ახრჩობდა. რაც უფრო მეტად ცდილობდა უარყოფას, ჯიუტად უფრო მეტად ძლიერდებოდა და ფართოდ იკავებდა ადგილს მის გულში, გონებაში. ყველგან ის იყო. . გაქცევა უნდოდა და არც ეს შეეძლო. ისევ ეს გამოუვალი მდგომარეობა, ნერვებმოშლილმა კედელს მთელი ძალით დაარტყა ხელი და ის იყო შიგნით შესვლა დააპირა შენობის გვერდით მდგარ გადახურულ მაგიდასა და სკამებთან მყოფ თიკას მოჰკრა თვალი. სკამზე კომფორტულად იყო მოკალათებული, ფეხები აეკეცა და მუხლებზე გვერდულად ედო თავი, უეცრად შეცვალა მიმართულება და პირდაპირ მისკენ წავიდა, შეუმჩნევლად მიუახლოვდა და მის პირდაპირ ჩამოჯდა. თვალები დახუჭული ჰქონდა თიკას, გონს მანამ ვერ მოვიდა სანამ ყურსასმენი არ გამოაძრო ყურიდან - არ მითხრა რომ ადელს უსმენ - სახე უცნაურად დაემანჭა ყურსასმენიდან მომავალი სიმღერის გაგონებისას - მას, როდის მოხვედით? - მორცხვად ჩახარა თავი - ამწუთას. გაკვეთილზე რატომ არ ხარ? - ქიმია გვაქვს და..არმინდა შესვლა მას, ბევრი არები ისედაც არ მაქვს. ამ ერთხელ.. - კაი, არაფერს გეუბნევი - ხელების აწევით ანიშნა და ღრმად ამოისუნთქა- როგორ ხარ.. - კარგად. უფროსწორად ვცდილობ.. - აქ მარტო ჯდომით და კვლავ ყველასაგან შორს ყოფნით? ვინმეს უნდა გაუზიარო, თორემ გაგაგიჟებს ეგ ფიქრები - მეგობრები არ მყავს - მხრები აიჩეჩა და თითების წვალება დაიწყო - მაგას რატომ ამბობ, აბა მე ვინ ვარ? ოღონდ მოისურვე და ყოველთვის მოგისმენ, გგონია ეს მოვალეობის მოხდის მიზნით გითხარი? - ხო მაგრამ მას, თქვენ.. - მე - უეცრად გააწყვეტინა - მე მარტო აი იმ შენობაში ვარ შენთვის მასწავლებელი, აქ გარეთ დაივიწყე ეგ ოფიციალური მიმართვები. უბრალოდ თიკა და ლაშა ვიყოთ არ შეიძლება? განა რამდენი წლით ვარ დიდი თქვენობით რომ მომმართავ, თავი მოხუცი მგონია - ნაწყენი გამომეტყველება მიიღო და ოდნავ ჩაეცინა, თიკასაც გაეღიმა მის სიტყვებზე - ჰა ეხლა, არმომიყვები? - რავიცი - უხერხულად შეიშმუშნა და თვალები დახარა - თუ არგინდა, ისე არგამომივიდეს თითქოს გაძალებ.. - გუშინ ეკლესიაში ვიყავი - ხმადაბლა წამოიწყო და ნელა ჩაისუნთქა - იმ დღის შემდეგ სულ მგონია, დიდი ცოდვა მაწევს.. მე ხომ თვითმკვლელობა ვცადე. . მშობლებსაც კი ვერ ვუთხარი, იმ უსიამოვნო შეგრძნებას ვერ ვაქრობ, ღამე თვალებს რომ ვხუჭავ, სულ ის სცენა მიდგას თვალწინ - ამაზე ცრემლები თავისით წამოუვიდა - სიზმარში კი იმას ვხედავ რომ იმ დღეს სახურავიდან ვხტები, რაღაცნაირად.. გონებაში ჩამესმის რომ უნდა გადავმხტარიყავი, რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს... დედას რომ ვუთხრა იფიქრებს რომ გიჟი ვარ.. იფიქრებს - ცრემლებისგან მთლიანად დაუსველდა სახე - მას, მე ხომ გიჟი არვარ? თუ ვარ? - არა თიკა, რასისულელეა. არ ხარ რათქმაუნდა - ხელი წაიღო მისკენ და მის გაყინულ თითებს ჩასჭიდა - ვერ შევძელი.. მამაოსთვის მინდოდა მეთქვა.. ვერ შევძელი..რატომ.. რატომ ვერ შევძელი მას? - თიკა. კარგი დამშვიდდი ნუ ტირი, გთხოვ. მოიწმინდე ცრემლები - მაპატიეთ - უეცრად გაითავისუფლა ხელი და ცრემლები მოიწმინდა - მისმინე. . - თქვენც იმ ფსიქოლოგივით გგონიათ რომ შეიძლება ნერვული აშლილობა მაქვს არა? გავიგონე დედას რომ ეუბნევოდა.. - არა, თიკა. . არვიცი რასამბობს შენი ფსიქოლოგი, მაგრამ, მომისმინე.. ნორმალურია რომ თავს ჯერ კიდევ ცუდად გრძნობ, იმ დღემ შენზე ძალიან იმოქმედა. გტკივა.. განიცდი. მაგრამ ეს უნდა ამოთქვა.. ხომ ხედავ რას გმართებს? შიგნიდან გჭამს.. ნერვოზი დაგემართება. მართლა გეუბნები და მაგას ფსიქოლოგიც ვეღარ უშველის ადვილად მერე. ეცადე მიიღო ის რომ ცხოვრება გრძელდება, დაივიწყე. გონებიდან ყველა ცუდი მოგონება ამოშალე. მესმის რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა.. ცხოვრებაში მხოლოდ ეს კი არა, სხვა ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწევს, უკან კი არ დაიხიო, შეეჭიდე. გამოგივა.. მე მჯერა რომ გამოგივა.. ეცადე შენც ირწმუნო საკუთარი თავის.. - მაგრამ მე ახსარების თქმაც კი ვერ შევძელი.. - გუშინ ვერ შეძელი, მაგრამ სხვა დროს შეძლებ. მთავარია უკან არ დაიხიო და პირველივე მარცხზე ფარხმალი არ დაყარო... ჰოდა კიდევ. ხვალ.. სკოლის მერე რასაკეთებ? - არაფერს - მხრები აიჩეჩა და ნელა ჩაისუნთქა - მშვენიერია. მაშინ გაკვეთილების შემდეგ დამელოდე და ერთ ადგილას წავიდეთ - მას.. იცით, არმინდა თქვენი შეწუხება. კარგად ვიქნები.. - უარს არ მივიღებ თიკა. - მტკიცედ უთხრა და სკამის საზურგეს მიეყრდნო - ისადა, რომ მოვწიო ხოარ გაგიტყდება? - ჯიბეში სიგარეტს დაუწყო ძებნა - არაა - მართლა. არმოგერიდოს, თუ სუნზე ცუდად ხდები მითხარი - არა, მამაც სულ ეწევა - კიდევ ერთხელ გაიქნია თავი და თვალები დახარა ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. არცერთი აღარ ჩქარობდა ხმის ამოღებას. სიგარეტს ისე გაუკიდა ერთი წუთითაც არ მოუშორებია თიკასთვის თვალი. შეცვლილი იყო.. თითქოს ახლა სრულიად სხვა ადამიანს უყურებდა.. - რაღაც უნდა გკითხო - კვამლისგან ხველება აუტყდა ლაშას - დიახ.. გისმენთ.. -მაშინვე ინტერესით სავსე მზერა შეანათა გოგომ - შენი აზრით, შეიძლება ადამიანმა სიყვარული ვერ იგრძნოს? ოდნავ ჩაფიქრდა თიკა - არამგონია. სიყვარულს ყველა სხვადასხვანაირად განიცდის. თუ ადამიანი მას ვერ გრძნობს აბა რატომ უჩნდება კითხვა გრძნობა რომელიც აქვს სიყვარულია თუ არა? - იქნებ სხვა გრძნობაა - კვამლი გრძლად გამოუშვა და ინტერესით დააკვირდა - სხვა რომ იყოს ხომ მიხვდებოდით, გეცნობოდათ.. - ჩემზე რატომ გადმოიტანე - ოდნავ ჩაეღიმა მის სიტყვებზე - მეგონა თქვენ.. - უეცრად დაიბნა და შუბლზე მოისვა ხელი - კარგი, ვხუმრობ. სწორად გეგონა ხო.. არ მიყვარს ტყუილები - ლანა მასწავლებელს გულისხმობთ არაა? ძალიან უხდებით - მთელი ამ ხნის განმავლობაში გულწრფელად გაიღიმა - ოჰ, შერლოკი. საიდან მიხვდი? - თვალი ჩაუკრა და სიგარეტის ნამწვი ნაგვის ყუთში გადააგდო - უბრალოდ ვივარაუდე.. ისე უყურებთ ხოლმე, რავიცი - მხრები აიჩეჩა - კარგი ერთი, მაინც როგორ ვუყურებ?- ოდნავ გაეღიმა მის სიტყვებზე - სიყვარულით - სიყვარულით? - ჰო - და ეს შესამჩნევია? - რავიცი, კი - ღმერთო, ასეიგი მზერა უნდა შევცვალო - გულიანად გაეცინა და კიდევ ერთი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან - რატომ, ლანა მასწავლებელს არ უყვარხართ? - სიყვარული არ არსებობს. არსებობს მოწონება, გართობა, მობეზრება, სხვა არაფერი- სიგარეტს გაუკიდა და ოდნავ ჩაფიქრდა - სერიოზულად? ვერ ვიჯერებ რომ ამას თქვენ მეუბნებით - თვალები გაუფართოვდა თიკას - დაიჯერე, დაიჯერე. - უეცრად დაიხედა საათზე - ოპაა, რა დრო გასულა. წავალ ზარს დავრეკავ თორემ ქეთევანმა რომ დაინახოს ვინმე სხვამ დარეკა, კარგი დღე არ მელის - კარგით - ისევ თ - სწრაფად წამოდგა და ცალი წარბი აწია - მაინც მოგაშორებ მაგ ოფიციალურ მიმართვებს ოდნავ გაეღიმა თიკას და შენობისკენ მიმავალს თვალი გააყოლა. *** ქალაქის ცენტრში მდგარ უზარმაზარ რესტორანში შეგროვილიყვნენ მასწავლებლები. ნელი მუსიკის სასიამოვნო ხმა, სუსტად აღწევდა შენობის გარეთ. ულამაზესი იყო გვანცა, აქამდე მუდამ ხვეული თმა დაესწორებინა და ლამაზად ჰქონდა ზურგზე, კაბის ამოღებულ ნაწილში მოფენილი. ლანასთან ერთად იდგა რესტორნის წინ და გათოშილ თითებს ერთმანეთზე ხახუნით ითბობდა - სად არიან ამდენ ხაანს - წუწუნით ამოთქვა და კიდევ ერთხელ დახედა საათს - რომ შევიდეთ არაა? ისედაც მოაგნებენ - ვიცი რომ მოაგნებენ ლანნ, უბრალოდ მინდა დავხვდე. შედი შენ თუგინდა - ნწ, მარტო ხო არ იდგები - მარტო თორე.. არ მომიტაცონ - გახუმრება სცადა და ზუსტად ამ დროს რესტორნისკენ მომავალ ორ მანქანას მოჰკრა თვალი, სწრაფად შემოიჭრნენ და პარკინგზე თითქმის ერთდროულად დაამუხრუჭეს - გადარეულები - თავისთვის სიცილით ჩაიჩურჩულა გვანცამ ლაპარაკით დაიძრნენ რესტორნის მიმართულებით ლაშა და თორნიკე. სახეზე უკმაყოფილება აღბეჭვდოდათ, შორიდანვე ჩანდა კამათობდნენ, თითქოს რაღაცაზე ვერ თანხმდებოდნენ. გვანცას დანახვისას წამში შეცვალა გამომეტყველება თორნიკემ და გოგონებთან მიახლოებულმა ფართოდ გაიღიმა - გვანცა მაას. დაბადების დღეს გილოცავ - ისე ძლიერად ჩაეხუტა წამით სუნთქვაც კი შეეკრა გვანცას - მადლობა თორნიკე, გავიგუდე - ძლივს ამოიხავლა და მისი მკლავებისგან გათავისუფლებულმა მის უკან მდგარ ლაშას გახედა - პეპელა გილოცავ - წამში გადაეხვია ლაშა - რაუქენი თმას - მისი თმა თითებს შორის მოიქცია და უკმაყოფილო მზერით დახედა - რა, არმოგწონს? - რასამბობ, შენ ყველაფერი გიხდება - ლოყაზე ოდნავ უჩქმიტა და მის გვერდით მდგარ ლანას გახედა, სასწრაფოდ მზერა აარიდა ლანამ და შიგნით შევარდა. მაშინვე 'ეს რაქენი მზერა' ესროლა თორნიკემ და ისიც მას მიჰყვა. შედარებით თბილოდა რესტორანში. სუფრის თავში მჯდარ ქეთევანს გვერდით მიუჯდა ლანა, მალევე შემოყვნენ დანარჩენებიც. სასიამოვნო ატმოსფერო იყო, მოპირდაპირე მაგიდიდან საცეკვაოდ დაიძრა ხალხი. შორიდანვე ჩანდა, იქაც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. იუბილარის ირგვლივ შეკრებილ გოგონებს შორის, ნაცნობი სახე დალანდა გვანცამ და მაშინვე თვალები გაუბრწყინდა.. - აა, თორნიკე ის შენი გოგო არ არის? - ღიმილით მიუთითა მოშორებით მდგარ მარიამზე. მის მზერას თვალი გააყოლა თორნიკემ და მაშინვე თვალები გაუფართოვდა. საშინლად დაიძაბა და ფრთხილად გააპარა თვალი ლაშასკენ - ხო ისაა? მაშინ ერთად რომ ისხედით, თქვი შეყვარებულიაო - არ ჩუმდებოდა გვანცა - თუ მეშლებაა? ამოიღე ხმა ახლა - კი ეგაა - უეცრად კვერი დაუკრა ქეთევანმა - მარიამ . . კარჟალოვი გვარის წარმოთქმისთანავე თვალები დაქაჩეს მასწავლებლებმა და ყველამ ერთდროულად გახედა ლაშას რომელსაც ერთი შეხედვით რეაქციაც არ ჰქონდა - კარჟალოვი? ლაშა, შენი ნათესავია რამე? - მაშინვე დაეკითხა ქართულის მასწავლებელი - ნახევარ და - ვითომც არაფერიო ისე თქვა - უი, მართლა? - უცებ შეიცხადა გვანცამ - რასამბობ, მართლა?? - კიდევ ვერ იჯერებდნენ მასწავლებლები მომაბეზრებლად აატრიალა თვალები ლაშამ, უკვე პიკზე იყო და რომ ახსენდებოდა კიდევ რამდენი უნდა მოეთმინა, ჭკუაზე იშლებოდა - აუ თორნიკე, რომ სთხოვო ჩვენთან არ მოვა? ცოტახნით.. - მუდარით სავსე მზერა მიაპყრო გვანცამ - იცი.. ჩვენ ისეთი კარგი ურთიერთობა აღარ გვაქვს - თავის დაძვრენა სცადა თორნიკემ - რასამბობ, დაშორდით? - შეიძლება მასეც ითქვას - ასეთი გოგოს ხელიდან გაშვება იქნება? ახლავე მოვაგვარებ - სწრაფად წამოდგა გვანცა და თორნიკეს 'არ გინდა' მზერა დააიგნორა. სწრაფად დაიძრა მოპირდაპირე მაგიდისკენ და ძველი ნაცნობივით გადაეხვია მარიამს - იმედი მაქვს მერე მე არ დამაბრალებ- სწრაფად გადაუჩურჩულა თორნიკემ ლაშას - მოკეტე რა დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ როგორც იქნა დაიყოლია გვანცამ მარიამი და ნელი ნაბიჯებით დაიძრნენ მაგიდისკენ, მაშინვე გაბრწყინებული თვალებით შეეგებნენ მასწავლებლები - გამარჯობა, მე ლეილა ვარ - ღიმილით გაუწოდა ხელი ბიოლოგიის მასწავლებელმა - მარიამი - გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და თავადაც ღიმილით დაუკრა თავი - გაგვეხარდა რომ გვანცას მოსვლაზე დათანხმდი. მოდი რა ჩვენთან დაჯექი ცოტახანს - ამმ, იციით.. ჩემი მეგობრის დატოვება მეუხერხულება და.. - კარგი რა - უცებ ჩაერია გვანცა - გოგომ თვითონ არ თქვა წადი არ მეწყინებაო- თანაც მეც იუბილარი ვარ და გთხოვ.. - ხო მაგრამ.. - რა მაგრამ, იუბილარს უარს ვინ ეუბნება? თანაც შეყვარებულიც აქ გყავს - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ქართულის მასწავლებელმა. მაშინვე ხველება აუტყდა თორნიკეს - მოდი შვილო, მოდი - სწრაფად წამოდგა ისტორიის მასწავლებელი - შეყვარებულის გვერდით დაჯექი, მე იქით გადავალ - ვაიმე, არა იყავით - საშინლად ანერვიულდა მარიამი და ნელი გააპარა თვალი ლაშასკენ რომელიც თვალს არ აშორებდა, ოდნავ დაუქნია თავი და მარიამსაც მთელს სხეულში მოეშვა, ნელა წავიდა სკამისკენ და ჩამოჯდა. ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს ამდენ მასწავლებლებში, თორნიკესთვის ხომ საერთოდ შეხედვასაც ვერ ბედავდა. მხოლოდ მისი თავბრუდამხვევი სუნამოთი გრძნობდა მასთან სიახლოვეს - როგორ უხდებიით.. - თვალს არ აშორებდა გვანცა - ოხ, თორნიკე საცემი ხარ, რააწყენინე ამ გოგოს ასეთი - პეპელა, ძალიან პირადში ხომ არ ერევი? - მაჯაზე დაადო ხელი ლაშამ და თვალებითაც ანიშნა - კარგი - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები - არ მოვწიოთ? - სწრაფად წამოდგა ფიზიკის მასწავლებელი - წამო- მაშინვე ადგა ლაშაც - ადე, თორნიკე - ხო, მოვდივარ როგორც კი გარეთ გავიდნენ ღრმად ამოისუნთქა მარიამმა. სახეზე ეწერა უკმაყოფილება და უკვე ვეღარც მალავდა. საპირფარეშოში გასვლა მოიმიზეზა და სწრაფად წამოდგა მაგიდიდან. მაშინვე უკან გაჰყვა გვანცა. მიხვდა რაღაც ისე ვერ იყო, რაღაც მომენტში თავი დამნაშავედაც კი იგრძნო მაგიდასთან მისვლა რომ დააძალა - მარიამ - საპირფარეშოს სარკესთან მდგარს, შეუმჩნევლად მიუახლოვდა უკნიდან - ჰო - კარგად ხაარ? - კი - გაფითრებული ხარ - გაყინულ შუბლზე მიადო ხელი - წასვლა მინდა გვანცა - საწყლად ამოისლუკუნა და ისე მოულოდნელად ჩაეხუტა გააზრებაც არ აცადა გოგოს - კარგი წადი.. არავინ გაძალებს - უხერხული არ იქნება? - წადი და ვიტყვი რომ ცუდად გახდი - მართლა? - ჰო, მიდი - ოქრო ხარ, მადლობა - სწრაფად მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლები, ჩანთას დაავლო ხელი და გაიქცა რამდენიმე წუთი ჩაფიქრებული იდგა გვანცა, მერე უეცრად ტელეფონი ამოიღო და თორნიკეს შეტყობინება მიწერა ' თორნიკეე, მარიამი ცუდად იყო და წავიდა. მიდი, გაყევი რა, ვნერვიულობ ამ ღამე მარტო როგორ მივა ტაქსების გაჩერებამდე' გააგზავნა თუ არა სწრაფად დატოვა საპირფარეშო. *** ნელ-ნელა უკვე კარგად შეზარხოშებული ხალხი, საცეკვაოდ დაიძრა. მოწყენილი იჯდა ნახევრად დაცარიელებულ მაგიდასთან ლანა. ფიქრებში ჩაძირულმა უეცრად შეხება იგრძნო მხარზე და ინსტიქტურად შეხტა - ლანა, ხომ არ ვიცეკვოთ? - კმაყოფილი მზერით უყურებდა ფიზიკის მასწავლებელი - იცით.. - ის იყო უარის თქმა დააპირა, რომ გარედან ახლად შემოსულ ლაშას მოჰკრა თვალი და სრულიად შეცვალა გეგმა - კარგი, ვიცეკვოთ.. ნელა წამოდგა და კაცს საცეკვაოდ გაჰყვა. ლაშასკენ გახედვა არ უნდოდა, ვაითუ მიხვდეს, რომ მისი რეაქცია მაინტერესებსო. მხრებზე დაადო ხელები მასზე ორი თავით მაღალს და ნელა აჰყვა მუსიკას. ცეკვამ, ძალიან სწრაფად გადაიყვანა სხვა განზომილებაში... წამით მოგონებებმაც კი ჩაურბინა თვალწინ. სკოლა.. ბანკეტი.. წლები, რომელიც ალბათ ერთადერთი კარგი მოგონება იყო, რომელიც გააჩნდა. მართლაც და ბანკეტის შემდეგ, არსად უცეკვია. არასოდეს უყვარდა დიდად, ერთადერთი ადამიანი კი ვისაც უარს ვერ ეუბნებოდა... თვალები დაახამხამა და ფიქრების განდევნა სცადა. ლუკა.. გონებაში მაინც გაისმა მისი სახელი. ო ღმერთო, რატომ ვერ შლიდა გონებიდან ამ ადამიანს. ეზიზღებოდა, სძულდა, თუმცა ამავდროულად ერთადერთი ადამიანი იყო ვისთანაც კარგი მოგონებები აკავშირებდა. მაშინ რომ სცოდნოდა მისი ნამდვილი სახე... წარსულის შეცვლა რომ შეგვეძლოს, ჰო ალბათ ყველა შევცვლიდით რაღაცას, სულ მცირე დეტალს მაინც. თუმცა, ეს არავის შეუძლია და ერთადერთი რითაც თავის დამშვიდება შეიძლება, ვიფიქროთ რომ მომავალი წინაა. მაგრამ ბედნიერ მომავალს ვერ შევქმნით, თუ აწმყოში არ დავიწყეთ რაღაცის გაკეთება. აწმყო.. უცებ გამოვიდა ფიქრებიდან და ისე მოეშალა საკუთარ თავზე ნერვები, როგორც არასდროს. რას აკეთებდა? ცეკვავდა, მიუხედავად იმისა რომ ეს საერთოდ არ უნდოდა. თინეიჯერი გოგოსავით ელოდებოდა როდის იეჭვიანებდა ლაშა, მოთმინების ძაფი გაუწყდებოდა, მათთან მოვიდოდა და სწრაფად მოაშორებდა სხვა კაცის მკლავებს. მაგრამ ასე, მხოლოდ ფილმებშია რეალურ სამყაროში კი საერთოდაც არა. ილუზიები.. ილუზიები.. ადამიანი ძალიან ადვილად იჯერებს იმას, რისი დაჯერებაც უნდა. თითქმის ათი წუთი გავიდა. არაფერი შეცვლილა. მთელს ორგანიზმში რაღაც უცნაურმა გრძნობამ იფეთქა და მაინც გაექცა თვალი ლაშასკენ. უყურებდა. უყურებდა და მეტი არაფერი.. წამით მაინც როგორ იფიქრა, რომ რაღაც უბრალო ცეკვა გააღიზიანებდა. მთელი სხეული დაეჭიმა, იგრძნო მეტს ვეღარ გაუძლებდა. კაცს ბოდიში მოუხადა და თითქმის სირბილით გაიქცა საპირფარეშოში. გული ისე სწრაფად უცემდა როგორც არასდროს. ორგანიზმში დაგროვილი ემოციების ზღვა განუწყვეტლივ ამოხეთქვას ლამობდა და უკვე აღარც შეეძლო ამის შეკავება. საპირფარეშოში შესულმა, სწრაფად შეამოწმა ყველა კაბინა და რომ დარწმუნდა არავინ იყო ღრმად ამოისუნთქა. სარკის წინ, ნიჟარას ხელებით დაეყრდნო და საკუთარ თავს ქვემოდან ამოხედა - რასაკეთებ ლანა?! არა, მართლა რასვაკეთებ! - თვალები მაგრად დახუჭა და შეეცადა მომხდარზე წამით მაინც არ ეფიქრა. ყრუდ ჩაესმა კარის გაღების ხმა, თუმცა იმდენად არ უნდოდა რეალობაში დაბრუნება არც განძრეულა. - რაღაც მალე დაამთავრე ცეკვა.. - ზურგს უკან მოესმა ბოხი ხმა. თავიდან ისიც კი იფიქრა წარმოსახვააო, თუმცა თვალები რომ გაახილა და სარკეში ლაშა დაინახა მყისვე შემოტრიალდა - აქ რასაკეთებ?! გაგიჟდი, ქალების საპირფარეშოა! - უფრო მეტად დაიძაბა და იგრძნო როგორ დაუარა სხეულში უსიამოვნო ტალღამ - რაში მაინტერესებს? - ვითომც არაფერიო ისე ჰკითხა. მერე უკან მიბრუნდა და კარი შიგნიდან გადაკეტა - რასაკეთებ?! - მშვიდ ატმოსფეროს ვქმნი. - ლაშა.. - გისმენ - ოდნავ მიუახლოვდა და ლანამაც მაშინვე უკან დაიხია - გადი აქედან, თორემ.. - თორემ.. - კიდევ უფრო მიუახლოვდა და კედელზე ააკრა - რასაკეთებ..- მაშინვე გაქცევა სცადა თუმცა სწრაფად ჩაავლო მაჯაში ხელი ლაშამ და მაგრად მოუჭირა - ეს შენ რასაკეთებ! - გამიშვი, მტკივა! - რაგინდოდა ლევანთან?! - ახლა მეორე ხელიც დაუჭირა და სახე ისე ახლოს მიუტანა სუნთქვა შეეკრა ლანას - ლაშა, გამიშვი! რამდენის უფლებას აძლევ თავს?! ახლავე გამიშვი, ვიყვირებ იცოდე! - მთელს სახეზე აილეწა და ფართხალი დაიწყო - გაგიშვა, არა?! გაგიშვა.. რომ წახვიდე და ისევ კისერზე ჩამოეკიდო იმ ნაბი*ვარს - წესიერად ილაპარაკე! ჩვენი კოლეგაა! - ფეხებზე! - ვერ ხარ! სულ გააფრინე?! რაგინდა, შენთვის რამნიშვნელობა აქვს ვისთან ვიცეკვებ?! - აქვს! - ბრაზისგან ყველა ძარღვი დაეჭიმა და თვალები ჩაუშავდა - რატომ?! არა, გეკითხები. ეს ჩემი ცხოვრებაა, რა უფლებით ერევი, ვინ ხარ საერთოდ?! - თვითონაც აუწია ტონს და სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა - რა მალე დაივიწყე ყველაფერი -ოდნავ ჩაეცინა- არადა, ტიროდი არ მიმატოვოო.. როგორც ჩანს ახლის მოძებნა არ გაგიჭირდა - შენ ვინ გეკითხება, რასაც მინდა იმას ვიზამ! - რაც შეეძლო უდარდელი გამომეტყველება მიიღო და ჯერ კიდევ გაკავებულ ხელებზე დაიხედა - გამიშვი! - ლევანი შენზე ბევრად დიდია! - მერე, შენ რაა?! -დიდი ძალისხმევით მაინც მოახერხა ოდნავ ჩაღიმება- გეფიცები თუ არ გამიშვებ, მართლა ვიყვირებ! ნელა შეუშვა ხელები ლაშამ და ლანამაც მაშინვე უხეშად ჰკრა ხელი - სულ გაგიჟდი.. - წასვლა დააპირა თუმცა ამჯერად წელზე იგრძნო მისი ხელები, მთელი ძალით მიიკრა სხეულზე და ნელა ჩაუცურა ფეხზე ხელის მტევანი - ვერ შეგეხება! - ისე კარგად.. - არ დაამთავრო! - ბრძანება უფრო იყო ვიდრე თქმა - ვერ შეგეხება თქო და მორჩა! - ეგ შენი გადასაწყვეტი არ არის! - მთელი ძალით ჰკრა ხელი, კართან მივარდა, წამში გააღო და გაიქცა *** ** ნერვებმოშლილი მიდიოდა თითქმის დაცარიელებულ ქუჩაში მარიამი. სულ სხვანაირი ხიბლი ჰქონდა ღამის ბათუმში სეირნობას, თუმცა ახლა არც ამის ხასიათი ჰქონდა და მითუმეტეს განწყობა. საკუთარი თავი ყველაზე უიღბლო ადამიანი ეგონა მთელს დედამიწაზე. როგორ, ამხელა ბათუმში ამდენ რესტორანს შორის მაინცდამაინც იქ, ზუსტად იმ დღეს, ზუსტად იმ დროს. . ნუთუ მართლა არსებობდა ასეთი დამთხვევები? აქამდე ყოველთვის ეგონა რომ იდიოტიზმი იყო. როგორც კი რესტორანი თვალს მიეფარა გაჩერდა და ღრმად ამოისუნთქა. ჯერ კიდევ შორი იყო ტაქსების გაჩერებამდე, თუმცა არ ადარდებდა, რაც მთავარი იყო იმ ადგილს მოშორდა და მასთან ახლოს ყოფნაც აღარ მოუწევდა. შედარებით ნელი ნაბიჯებით გააგრძელა გზა. კუკუნაპეტ სიბნელეს სუსტად ანათებდა ლამპიონების შუქი. წვრილად ცრიდა. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანებაც არ იყო, ამასთან გრძელი კაბაც სიარულში ხელს უშლიდა და გონებაში ათასჯერ მაინც გალანძღა საკუთარი თავი რომ ლილეს დაუჯერა და მაინცდამაინც ის ჩაიცვა რომელშიც ყველაზე არაკომფორტულად იყო. ფიქრებში გართულმა ვერც კი შენიშნა როგორ დაამუხრუჭა მის გვერდით შავმა ჯიპმა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა მკლავზე იგრძნო შეხება. წამსვე შემობრუნდა, მის წინ შუახნის კარგად ჩაცმული მამაკაცი იდგა და ირონიულად უღიმოდა - საით ლამაზო? - გამიშვი! - შიშისგან სწრაფად წამოიყვირა და მისგან თავის განთავისუფლება სცადა - წამოდი, ცოტა გავერთოთ. ვგიჟდები წითურებზე - უფრო მიუახლოვდა კაცი - გამიშვი მეთქი, რაგინდა! - საშინლად ანერვიულდა მარიამი, ისტერიკული პანიკა დაეწყო და უღონოდ აფართხალდა მის ძლიერ მკლავებში - წამოდი! - ხმა გაიმკაცრა და ძალით წაათრია მანქანისკენ - მიშველეთ! მიშველეთ! გამიშვი გთხოვ.. გამიშვი - ემოციებმა სძლია და ტირილი დაიწყო - ნუ გეშინია, შენს მოკვლას არ ვაპირებ - წელზე შემოხვია ხელი და მეორეთი მანქანის კარი გააღო - გამიშვი! გამიშვი! მიშველეთ! - გაჩუმდი! - სახეში ისეთი გაარტყა კინაღამ შიშისგან მოკვდა მარიამი, მთელი ძალით მიენარცხა მანქანას. უნდოდა ეყვირა თუმცა ვეღარც ეს შეძლო, საშინლად ეწვოდა ლოყა. არ უნდოდა იმის დაჯერება რაც ხდებოდა, ოღონდ სიზმარი ყოფილიყო და რას არ მისცემდა თუმცა რეალობაში ისევ მისმა ხმამ დააბრუნა - ხედავ რაგიქნა სიჯიუტემ, მოდი აქ! - ისევ ჩაავლო ხელი და მის მანქანაში ჩატენვას შეეცადა - არა! არა! მიშველეთ! მიშველეთ, გთხოვთ! დამეხმარეთ! მიშველეთ! - ყვირილს არ წყვეტდა მარიამი, შორიდან მომავალი მანქანა რომ დაინახა ხომ საერთოდ გაგიჟდა - მიშველეთ! მიშველეთ! - გაჩუმდი! - მანქანის დამუხრუჭების ხმაზე კაციც შეცბა და ისევ მთელი ძალით გაარტყა სახეში გოგოს, უღონოდ დაეცა მარიამი სველ ასფალტზე, ყველა გრძნობამ ერთდროულად დაუარა მთელს სხეულში და კანკალი აუვარდა. თვალების გახელის ისე ეშინოდა როგორც არასდროს, ყოველწუთს ელოდა რომ მოვიდოდა და ისევ წაიყვანდა, მას კი წინააღმდეგობის გაწევა უკვე აღარ შეეძლო. საშინლად სწრაფად ესმოდა საკუთარი გულისცემა რასაც თან გაურკვეველი ხმები ერთვოდა. გაჭირვებით გაახილა თვალები და თორნიკეს დანახვისას თითქოს შვება იგრძნო, კაცს ზემოდან მოქცეოდა და გამეტებით ურტყამდა - შე ნაბო*არო! როგორ გაბედე! მოგკლავ! ღმერთმა დაგწყევლოს, არ გაცოცხლებ! შენი დედაც შევე*ი! ფუ შე ახ*არო! მოგკლავ! - ისე ძლიერ ურტყამდა კაცს უკვე მთელი სახე სისხლში ჰქონდა მოსვრილი და უგონოდ იწვა სველ ასფალტზე. ბრაზისგან გიჟს გავდა თორნიკე, წარმოდგენაც არ უნდოდა რა მოხდებოდა რომ არ მისულიყო. სულ არ ადარდებდა ცემით მოკლავდა თუ არა, თუმცა მარიამის გახსენებაზე უცებ შედგა. სწრაფად წამოხტა, კაცის სხეულს გადააბიჯა და ახლა მარიამთან ჩაიკეცა - მარიამ.. მარიამ.. შემომხედე გთხოვ, როგორ ხარ - ფრთხილად წამოაჯინა და თმა გადაუწია, მისი სახის დანახვაზე ხელახლა მოაწვა ბრაზი - ნაბი*ვარი! მოვკლავ! - ისევ მისკენ გაიწია თუმცა მარიამმა მთელი დარჩენილი ძალით ჩაავლო ხელი - არგინდა გთხოვ.. არდამტოვო თორნიკე.. - მაშინვე სხეულზე აეკრო, კისერზე შემოხვია ხელები და ისევ ატირდა - ჩშშ.. ნუ ტირიხარ. კარგი, მორჩა, დამთავრდა, მე შენს გვერდით ვარ და არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს, კარგი? - თმაზე ეფერებოდა და ისე ცდილობდა მის დამშვიდებას - მეშინია.. - საწყლად ამოისლუკუნა და უფრო მჭოდროდ მიეკრა - ნუ გეშინია შენს გვერდით ვარ. მოდი ადექი, წავიდეთ აქედან. - ფრთხილად წამოაყენა და მანქანისკენ წაიყვანა. მთელი გზა შეუჩერებლად ტიროდა მარიამი, ჯერაც ვერ გამოსულიყო მიღებული შოკიდან, იმდენად მოულოდნელი და ძლიერი დარტყმა იყო, ზუსტად იცოდა ცხოვრებაში ვერ შეძლებდა დავიწყებას. რატომ? რატომ არსებობდნენ ასეთი ადამიანები. მის თვალში სამყარო ყოველთვის კეთილი და მზრუნველი ადამიანებით იყო სავსე, თუმცა იზრდებოდა და ისეთ საშინელ პრობლემებს ეჯახებოდა პირისპირ, რაზე ფიქრსაც ადრე ყოველთვის თავიდან იშორებდა. არ უნდოდა, არც ასეთი გაზრდა უნდოდა, თვალებს ხუჭავდა და ცდილობდა ის პატარა მარიამი წარმოედგინა, ყოველთვის მშობლების უკან რომ იმალებოდა. გულით ახლაც ისეთი იყო, ისევ პატარა, სუსტი და დაუცველი გოგო. თორნიკე რომ არ მისულიყო? რომ არ გადაერჩინა? სად იქნებოდა ახლა.. რასგააკეთებდა.. ვერც კი ფიქრობდა იმაზე რისი გაკეთება შეეძლო მისთვის იმ კაცს. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და როგორც კი თორნიკემ მანქანა გააჩერა, მაღალ კორპუსს ქვევიდან ახედა - სად ვართ.. - წამით შეწყვიტა ტირილი და ძლივს ამოთქვა - ჩემთან. ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ მიგიყვანდი - და დედა? - მოვაგვარებ, მაგაზე არ იფიქრო - მანქანიდან გადავიდა, სწრაფად აკრიფა ტექსტი და ლანას გაუგზავნა 'ლანნ. მარიამი დღეს ჩემთან დარჩება, არ მკითხო რატო. რამე მოიფიქრეთ რა შენ და ლაშამ და დედამისს გააგებინეთ რო არ ინერვიულოს' *** ესემესის წაკითხვა და ლანას გაგიჟება ერთი იყო, უკვე რესტორნიდან გამოდიოდნენ. რანაირად ეთქვა ლაშასთვის შენს დას რომელსაც ვერ იტან ხელი უნდა დააფარო დღეს თორნიკესთან რჩებაო. ნერვიულობისგან ტუჩების კვნეტა დაიწყო და იძულებით დაედევნა პარკინგისკენ მიმავალს. გონებაში უკვე გეგმებს ადგენდა რანაირად გადაუხდიდა სამაგიეროს თორნიკეს ამისთვის. . ფიქრებში გართულს ეგონა ჩუმად მივყვებიო თუმცა ისე სწრაფად შემობრუნდა ლაშა კინაღამ შუბლით შეასკდა - რასაკეთებ.. - შენ თვითონ რასაკეთებ? - მოგყვები.. - მიხვდა, სულელურად რომ გამოუვიდა და მზერა აარიდა - ლევანს გაყოლოდი ჯობდა. ჰო ისე.. -ოდნავ ჩაიცინა- ჯერ არ წასულა, აი იქითაა მისი მანქანა - ვიცი. რაღაც უნდა გითხრა უბრალოდ.. -სრული სერიოზულობით უთხრა და ღრმად ამოისუნთქა - ხოო? მერე დაგელოდება შენი ახალი სიყვარული? - ირონიულად ჩაიცინა და თვალით მანქანისკენ მიმავალ ლევანზე ანიშნა - და რა იცი რომ მას მივყვები? - აა, არმიყვები? რაო ჯერ მოხიბლე? - ირონიულად საუბარს არ წყვეტდა და ლანასაც უფრო და უფრო მეტად ეშლებოდა ნერვები - შენ მაგაზე არ ინერვიულო ძვირფასო მოვხიბლე, მოვხიბლე.. - ნაძალადევად გაუღიმა და ოდნავ მიუახლოვდა - აბა რაო, ჯერ თავს იფასებ? - ხელები დაიკრიფა და ინტერესით შეხედა - არა, უბრალოდ მივხვდი რომ ადამიანებს ადვილად არ უნდა ვენდო უცებ გაუქრა ღიმილი სახიდან ლაშას - რავიცი მერე რომ არ მოვიდნენ და მითხრან 'შენით უკვე გავერთე და ახლა ჯანდაბაშიც წასულხარო..' - მე ეგ არ მითქვამს. - სიბრაზე შეერია ხმაში - მაგრამ იგულისხმე - არა,მშვენივრად იცი მიზეზი. უბრალოდ ყოველთვის იმას იჯერებ, რისი დაჯერებაც გინდა. - დავამთავროთ. - ხელების აწევითაც ანიშნა და ღრმად ამოისუნთქა მაშინვე თვალები აატრიალა ლაშამ და მანქანისკენ წავიდა - მოიცადე! - ლევანთან გაგიყვანო? - არც შემობრუნებულა ისე დაუბრუნა პასუხი - არა! ღმერთო.. გავაფრენ. რაღაც უნდა გითხრა მეთქი - წამში დაედევნა უკან და წინ აესვეტა - დარჩა რამე რაც არ გითქვამს? -კი, მოკლედ.. - კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა ლანამ - ქალბატონ ლილეს რომ დაურეკო და უთხრა მარიამი დღეს ჩემთან რჩება და სახლში ვერ მოვაო, ხომ შეგიძლია? - რა? - თვალები ინტერესით მოჭუტა - ანუ.. მარიამი თორნიკესთან რჩება და ამიტომ.. - ტუჩების კვნეტა განაგრძო და გამომცდელად ახედა. კინაღამ გაგიჟდა ლაშა, თვალები მექანიკურად გაუფართოვდა ამის გაგონებისას - რაა? რასქვია თორნიკესთან რჩება. რატომ, სახლი არ აქვს?! - არვიცი. თორნიკემ ასე მომწერა, ახლა ვურეკავ მაგრამ გამორთული აქვს. უნდა დაეხმარო, სერიოზული რომ არ იყოს ხომ არ გაგრევდა არაა? - ახლა ვანახებ! - კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მანქანას, მაშინვე წინ გადაეღობა ლანა - არა, არგინდა. ნუ გაგიჟდი, მოიცადე. იქნებ და სერიოზულია რამე პროსტა ისე ხოარ დარჩებოდა - გაიწიე, ლანა! - არა! - ხელები გაშალა და ისე გადაეფარა მანქანას - უნდა დაეხმარო, შენი დაა და ვალდებული ხარ! - არ არის ჩემი და! - მაშინ რატომ გაწუხებს ასე, სად დარჩება? - მათ შორის მანძილი მთლიანად დაფარა და ისე ახლოს მიუტანა სახე, წამიერად ყველაფერი გადაავიწყდა ლაშას - რასაკეთებ - ოდნავ უკან დაიხია და შუბლზე მოისვა ხელი - ჩემი ხათრით გააკეთე.. - ისევ მიუახლოვდა და ხელი მოკიდა - არა. - საერთოდ არ გიყვარვარ? ოდნავადაც კი? - გაოცებული თვალებით შეხედა - რათქმაუნდა მეგობრულ სიყვარულს ვგულისხმობ, ისე შენი პეპელა რომ გიყვარს ვხედავ - რა პეპელა? - რა არა ვინ - გვანცა? - ოდნავ ჩაეცინა - გვანცა მეგობრულად.. მოიცადე ეს რა შუაშია? - მერავიცი, სიტყვამ მოიტანა - სწრაფად აიჩეჩა მხრები - რომც გიყვარდეს, არ მაინტერესებს. მთავარია მარიამს დაეხმარო დღეს - არა მეთქი და მორჩა, გაიწიე! - ხელი ჩაავლო და ძალით გამოათრია მანქანიდან - გგონია ასე იოლად მომიშორებ? - სწრაფად მოურბინა მანქანას მეორე მხრიდან და გვერდით მიუჯდა - რასაკეთებ - მოგყვები! - სწრაფად გადაიჭირა ღვედი და კომფორტულად მოკალათდა - ღმერთო ახლა გავგიჟდები. ყველა პრობლემა მე მპოულობს - უკმაყოფილოდ დაძრა მანქანა - კარგი. თანახმა ვარ 1 სურვილი შეგისრულო თუ მარიამს დაეხმარები დღეს - მე არ ვარ თანხმა არ მინდა მეთქი, არა! - უჟმურო! - რაა? - მაშინვე მისკენ გაიხედა - წინ იყურე, არ ავილეწოთ - ზედმეტი მოგდის ლანა, იმ ადამიანის დაცვას ცდილობ რომელსაც წესიერად არც კი იცნობ - მერე რა, არშეიძლება? სიკეთე არ იკარგება უნდა დავეხმაროთ მეთქი - არა მეთქი! - ჯიუტი ხარ! საშინლად ჯიუტი! - გეგონება თვითონ არ ხარ! - ახლა შევიშლები.. - ხელით დაინიავა ლანამ და გზას გახედა, რომ მიხვდა საითაც მიდიოდნენ უარესად გაგიჟდა - თორნიკესთან მიდიხარ? არა, არა. მაგის უფლებას არ მოგცემ - რასიზამ საჭეს წამართმევ? მართალია მანქანაში ჩამიჯექი მაგრამ არამგონია ეგეც შეძლო - ვერგიტან! - როგორ? ვერგავიგე.. - ირონიულად გაიცინა და ფანჯარას ოდნავ ჩაუწია - ვერგიტან მეთქი! ვერა, ვერგიტან! - გასაგებია ანუ გულისხმობ ძალიან მიყვარხარო - სიცილი არ შეუწყვიტავს ისე უთხრა - იდიოტო! საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი ხარ! - ჩავთვალოთ რომ კომპლიმენტია - მომისმინე. ან ახლავე, ახლავე მოაბრუნებ მანქანას, ანარადა.. - სიტყვა გაუწყდა და კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა ღირდა თუ არა დაესრულებინა წინადადება - ანარადა რას იზამ? - ინტერესით გახედა ლაშამ - ირმას დავურეკავ, მათემატიკის მასწავლებელს და ვეტყვი რომ საკონტროლო შენ დააწერინე მეთორმეტეს - რა? - უეცრად გაკვირვება აღებეჭდა სახეზე და ისე სწრაფად დაამუხრუჭა, ღვედი რომ არა ნამდვილად მინას შეასკდებოდა ლანა. ღრმად ჩაისუნთქა და იძულებით გახედა გვერდით მჯდომს - დაიცადე, დაიცადე შენ რა მაშანტაჟებ? - ამის გაკეთება არ მინდა, მაგრამ მაიძულებ- მხრები აიჩეჩა და რაც შეეძლო უდარდელი გამომეტყველება მიიღო - არ გიხდება ასეთი საქციელი - არც შენ! არ ხარ ბოროტი, ვერვიგებ რატომ არ გინდა შენს დას დაეხმარო? რამოხდა, დღეს მას სჭირდება. ხვალ შენ დაგჭირდება. რთული მდგომარეობაში რომ აღმოჩნდე და მისი დახმარება დაგჭირდეს, ის კი არ დაგეხმაროს რა, არგეწყინება? - რაიცი რომ რთულ მდგომარეობაშია და უბრალოდ გასართობად არ წავიდა? - ისევ თავიდან დაიწყო - ხელი ჩაიქნია ლანამ - გოგოს დახმარება სჭირდება მეთქი და შენ მიზეზებზე ხარ - ლანა ეს ჩემი საქმეა, ჩემი ოჯახი. მინდა დავეხმარები, მინდა დავიკიდებ. რას ჩაიციკლე, ვერგავიგე. რაშენისაქმეა, რაგინდა, რა! - ისე ძლიერად დაარტყა საჭეს ხელი ადგილზე შეხტა ლანა - მომისმინე.. მოდი ჩემთან წავიდეთ რა, გთხოვ.. - კვლავ ტუჩების კვნეტა დაიწყო და ცერად გახედა - კარგი, დაივიწყე რომ მარიამს ეხმარები. მე დამეხმარე.. მე რომ ვიყო მის ადგილას, დახმარება რომ მჭირდებოდეს.. ხომ დამეხმარები? ვიცი რომ დამეხმარები.. გთხოვ, ჩემთვის გააკეთე ეს, თუ შენთვის ოდესმე მაინც რამეს ვნიშნავდი.. - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავი ჩახარა, უჭირდა.. საშინლად უჭირდა ამაზე საუბარი და მაინც სხვა გზა არ ჰქონდა. ძლივს მივიწყებული გრძნობების ხელახლა გახსენება, წარმოუდგენლად დიდ ტკივილს აყენებდა - კარგი - ისე უცებ დაეთანხმა, წამით ლანას ისიც კი ეგონა მომელანდაო. ცრემლიანი თვალები მიაპყრო და სუსტად გაუღიმა, სხვებს არ ჰგავდა, ფეხებზე არ ეკიდა მისი გრძნობები და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა. ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა ლაშამ და მანქანიდან გადავიდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა ლილესთვის, მასთან დარეკვა და მარიამის გამო ათასი ტყუილის მოგონება მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც არ შეეძლო უარი ეთქვა. მის ამღვრეული თვალების ყურებისას, მისი ერთი 'გთხოვ' და ყველაფერი ავიწყდებოდა. მზად იყო ნებისმიერი სისულელე გაეკეთებინა ოღონდ მისი ცრემლები არ დაენახა, რომელიც საკუთარზე მეტად სტკიოდა. ცხოვრებაში პირველად გრძნობდა ამ ამოუცნობ გრძნობას, რომელმაც ისე დაიკავა მის გულში ადგილი ვერც კი მიხვდა. სწრაფად მოისვა შუბლზე ხელი და ფიქრებისგან გათავისუფლება სცადა. კონტაქტებში ლილეს ნომერი სწრაფად მოძებნა და მანამდე დარეკა, სანამ კიდევ ერთხელ, შემთხვევით გადაიფიქრებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.