როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 10)
გამწარებული სახით იდგა გიორგი თამადის გვერდით და მოთმინებით უსმენდა დაუსრულებელ სადღეგრძელოს, არავინ მოუსმინა მის ხვეწნას არ ვსვამო და პირდაპირ განსხვავებული შეაჩეჩეს ხელში. ნათია საკუთარ ადგილზე იჯდა და მშვიდი, კმაყოფილი სახით შეექცეოდა პიცას. -მაინც სად იპოვე ნათია ეს ბიჭი აა,_ჭორიკანა რუსულის მასწავლებელი მიუჯდა გვერდით. -თავად მიპოვა_ზრდილობიანად გაუღიმა გოგომ და დემონსტრაციულად განაგრძო ჭამა, მაგრამ ქალს ვერ მიახვედრა. -კარგი ბიჭია და მიტო გეუბნები, სადღა არიან ასეთები ახლა. -აბა, აბა, როგორ გამიმართლა_ლამის თვალები გადაატრიალა გოგომ. -არ დაკარგო იცოდე თორე სვავებს რა დალევს_თვალი ჩაუკრა ქალმა და გაეცალა. წამით წარბშეკრული დაფიქრდა ნათია, მაგრამ ბოლოს მაინც ხელი ჩაიქნია და გიორგის გახედა. ახლა მიხვდა სვავებში ვის გულისხმობდა ქალი. დაბადების დღის მაგიდიდან გადმოსულიყო თამადა და თან იუბილარიც წამოეყვანა, გიორგის იუბილარი შეატოვეს, თამადები კი ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხს. ავტომატურად წამოდგა ნათია და არც დაფიქრებულა ისე მივიდა ახალგაზრდებთან. -შეიძლება საქმროს ვეცეკვო?_ეშმაკურად გაუღიმა ბიჭს. -როდის იყო ძვირფასო მეკითხებოდი_მაშინვე მოხვია გიორგიმაც ხელი და მოედნისკენ წაიყვანა. შემაწუხებელი მაღალქუსლიანი აღარ შეიმჩნია ნათიამ და ხელი მოხვია ბიჭს რომ დატრიალებულიყო. -შემთხვევით ხომ არ ეჭვიანობ საყვარელო?_გამომცდელი სახით დახედა გოგოს ზემოდან. -აბა რა, საქმრო ხარ ბოლო ბოლო_ჩაფხუკუნება სცადა ნათიამ და ეცადა შინაგანი გრძნობები არ გაეცა. -გეტყობა, გეტყობა_მზაკვრულად ჩაიღიმა ბიჭმა და კიდევ ერთხელ დაატრიალა გოგო. რამდენიმე წუთში ადგილს დაუბრუნდნენ და ამჯერად საცოლის გვერდით მოთავსდა ბიჭიც. -გამთიშა რა_თამადად დანიშნული მათემატიკის მასწავლებლისკენ გაიშვირა ხელი. -ჯერ ადრე მოგწყენია, დალევა უყვარს. -მერე ასე მარტივად როგორ გამიმეტე_საცოდავი სახე მიიღო ბიჭმა -მარტივად? შეყვარებულს დამაშორე_წარბები შეკრა გოგომ. -როჰ, შეყვარებული ახლა მართლა ხმამაღალი ნათქვამია. -შენ რა იცი? იკითხე საერთოდ? -კარგი რა, შენ რა სერიოზულად გინდა დამაჯერო, რომ ის გალსტუკიანი პეპელა მოგწონდა? -რატომ არ უნდა მომწონებოდა? არაჩვეულებრივი ბიჭი იყო_სახე გააბრუნა ნათიამ. -მოდი აბა ერთი ვიცეკვოთ_ წელზე მოხვია ხელი და წამში წამოაყენა. -ყმაწვილო ძალიანაც ხომ არ გაგიტკბა? _ჭინკებ ათამაშებული თვალებით ახედა ბიჭს, თუმცა წინააღმდეგობა წამითაც არ გაუწევია. -ასეთ საცოლეს ვიშნობ_ თვალი ჩაუკრა გოგოს და უფრო ახლოს მიიკრა გულთან. -კაარგი, ვერ მივხვდი, მაგრამ ასე იყოს_ გულ აჩქარებული დაჰყვა ბიჭის ნებას. როგორც ყოველთვის ის ხდებოდა რაც მის გეგმებში არ შედიოდა. -არადა მასწავლებლები ჭკვიანი ხალხი უნდა იყოთ _თვალებში ყურებას თავს არ ანებებდა გიორგი, გეგონებოდა არც ახამხამებსო და ამითი ბოლო შერჩენილ საღ აზრსაც აკარგინებდა გოგოს. -წესით ვარ ხოლმე_მიახლოებულ ბიჭის სახეზე რატომღაც თვალები მიეხუჭა. -გინდა თამაში ისე დავასრულო, რომ მთელი ცხოვრება დაგვამახსოვრდეს? -არა_ნერწყვი გადაცდა გოფოს, თუმცა თვალის გახელა ვერ მოახერხა. -მაშინ გავაგრძელოთ _უკან დახია სახე და თბილი თვალებით მოათვალიერა აწითლებული გოგო. -მე შენც ჭკვიანად მიმაჩნდი_ზანტად გაახილა თვალები ნათიამ -უკაცრავად?_წარბები აეწია ბიჭს. -ვიგულისხმე ამის გაკეთება თამაშის გამო არ მინდოდა_ მტკიცედ ჩაილაპარაკა და ცხოვრებაში პირველად გადადგა ისეთი თამამი ნაბიჯი, რომელსაც ალბათ მოგვიანებით, საღ გონებაზე ინანებდა. ინანებდა? არამგონია. თავად დასწვდა ბიჭის ტუჩებს და პირველი კოცნა თავად აჩუქა საკუთარ თავს, ვეღარ დაინახა ბიჭის მიხუჭული თვალები, რადგან თავადაც სიამოვნების მორევში იყო თავით გადავარდნილი, არც მათი სუფრიდან გაუგია აპლოდისმენტები, მხოლოდ გიორგის ხელი იგრძნო ლოყაზე რომ დაუსრიალებდა და არცერთი ცდილობდა ამ სიამოვნების შეწყვეტას. გაღიმებული იწვა ლოგინზე და ფანჯარაში იხედებოდა, მზეს უკვე მთელი სიძლიერე მოეკრიბა და ისე აცხუნებდა დედამიწას, სხივების გაგზავნას არ იშურებდა და სითბოს მონატრებულ ხალხს გულს უხარებდა. ჯერ კიდევ ვერ ივიწყებდა როგორ უხმოდ მოაცილა გიორგიმ ბინამდე, ასევე უხმოდ მოეფერა ლოყაზე და სახლში გაუშვა. მას შემდეგ ორი დღე ისე გავიდა, ერთმანეთს არ შეხმიანებიან, მაგრამ ნათია არ ღელავდა, ჯერ. მიაჩნდა ეს ნორმა იყო, მათი ურთიერთობა გადაბრუნდა და დაფიქრება ორივეს სჭირდებოდა. ღიღინით გავიდა სამზარეულოში და მაცივარი გამოაღო, ჯიუტად არ იმჩნევდა მამამისის დაჟინებულ მზერას. -სოფელში მივდივარ_წამიერად მიიღო გადაწყვეტილება და საუბარ შეწყვეტილ მშობლებს გადახედა. -იქ რა გინდა დედა?_ლამის შეიცხადა მანანამ. -და რა მოხდა? სწავლა დამთავრდა, ჩიტივით თავისუფალი ვარ, ცოტა ხნით ჩავალ, წყნარად ვიქნები ჩემთვის მშვიდად და რაც დაგეგმილი მქონდა წავიღებ წიგნებს წავიკითხავ_მხრები აიჩეჩა და ოთახისკენ გაბრუნდა. -ჩალაგებას დავიწყებ და ხვალ წავალ. -გია, რა ხდება ჩვენ თავს?_აღიღინებულ ქალიშვს გააყოლა მზერა მანანმ. -რა უნდა ხდებოდეს? არ შეიძლება ბავშვი სოფელში წავიდეს? ნუ იცი ყველაფერზე ამბის ატეხა, წავა დაისვენებს_მხრები აიჩეჩა კაცმა და ცოლისთვის სახეში არ შეუხედავს მისი შეშფოთებული თვალები რომ არ შეემჩნია. მართლაც გამოვიდა მეორე დილით ნათია პატარა ჩანთით ხელში და სადგურზე მივდივარო გამოაცხადა. -ნუ სულელობ მამა, აბა მანქანა რა ჯანდაბად მინდა_მაშინვე საკუთარი ადგილი მიუჩინა გიამ და წყალტუბოს გზას დაადგა. ერთ საათში უკვე ადგილზე იყვნენ და ფანჯრებს აღებდნენ სახლში. -როგორ მიყვარდა ყოველ ზაფხულს ბებოსთან ჩამოსვლა, ღამე რომ ვეპარებოდი საბირჟაოდ_მწარედ გაეცინა გოგოს ბებოს გახსენებაზე. -მეც მიყვარს აქქაურობა მა_ხელი მოხვია კაცმა. -მაგრამ ბებოს გარეშე ცარიელია_მარტივად დაუსხტა კაცის ხელს და სხვა ოთახში გავიდა. ერთი კვირა სრულ ნეტარებაში გაატარა, ეზოში გაკიდებულ ჰამაკში ატარებდა მთელ დღეს და წიგნებს კითხულობდა, საღამოობით ბავშვობის მსგავსად ისევ კრებდა მეგობრებს და მათი ლაღი სიცილი სოფლის ბოლოშიც კი ესმოდათ. გიორგი? გიორგიზე აღარ ფიქრობდა, უფრო სწორად თავს აიძულებდა არ ეფიქრა. როგორც ჩანს ყველაფერი დაუწყებლად დასრულდებოდა .მეათე დღე დადგა ჭიშკარს ნაცნობი მანქანა რომ მოადგა. მამიკოს ძახილით გაექანა კარისკენ და მთელი სხეულით მოეხვია მონატრებულ კაცს. -როგორ ხარ მა_მაშინვე მოხვია ხელები კაცმაც. -კარგად მამიკო, თქვენ? -ჩვენც არაგვიშავს, ნახე ვინ მოგიყვანე_მეორე სავარძლისკენ გაიშვირა კაცმა ხელი და ლამის ფეხებით ჩამობობღდა ნათია ისევ კაციდან. მთელი მისი უდიდებულესობით მანქანიდან გიორგი გადმოსულიყო და შორიდან თბილად უღიმოდა აწითლებულ ნათიას. ( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.