შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმიანი ქორწინება (თავი 2)


23-09-2020, 11:05
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 5 281

სახლში მისულმა დავითმა მაშინვე დაიწყო ქორწილის საქმეების მოგვარება. ჯერ მეგობრებისთვის საცოლე ისე უნდა გეცნო რომ ეჭვი არავის გასჩენოდა, ყველაფერს დაკვირვებულად სჭირდებოდა გაკეთება, კატო კი თავის მხრივ საქორწინო ხელშეკრულებას ჩაუჯდა, არავის დაუვალებია მაგრამ ფიქრობდა რომ ამხელა კომპანიის ჰოლდინგი ამაზე აუცილებლად დაფიქრდებოდა, ხელშეკრულება როგორც ყოველთვის ისე ააწყო არანაირი კორექტირება რომ არ დასჭირვებოდა. მეორე დღეს სამსახურში მისულს დავითმა დაუძახა და მასთან კაბინეტში ავიდა.

- ალბათ ხვდები რომ ქორწილამდე რაღაც დეტალები გასავლელია, და ზოგადად რაღაცეები უნდა შევათანხმოთ, კითხვები აუცილებლად გაუჩნდებათ.
- დიახ რა თქმა უნდა
- საღამოს მინდა მეგობრების გასაცნობად გამომყვე...
კატო დაიბნა
- ჰო მაგრამ...
- დამამთავრებინე... სახლში გამოგივლი საღამოს და ჩვენი გაცნობის და სიყვარულის ისტორიას შევათანხმებთ. დიდ ხანს არ გავჩერდებით ...
- გასაგებია... დავითის უხეშობამ ცოტა არ იყოს გააღიზიანა კატო... აქამდე დავითთან შეხება მხოლოდ საქმიან შეხვედრებზე ჰქონდა ხოლმე სადაც დავითისგან მხოლოდ იგნორს გრძნობდა... დავითი ხო ქალებთან არ მეგობრობდა... მხოლოდ მაშინ გამოხატავდა ყურადღებას როცა მათთან სექსი სურდა... ერთადერთი კი ვინც გულწრფეად შეუყვარდა ანკა იყო.. რომელმაც ასე უღალატა...
- თავისუფალი ხარ... შეგიძლია საქმეს მიხედო... გულგრილად უთხრა დავითმა თან საკუთარ სიუხეშესა და გულგრილობაზე გოგოს მოთმინებას და მიმიკებს ცდიდა... ხედავდა რა ნერვების ფასად უჯდებოდა კატოს ეს ყველაფერი... გულში იღიმოდა და თან ფიქრობდა რომ ეს თამაში იმაზე საინტერესო აღმოჩნდებოდა ვიდრე ელოდა... წინ სახალისო ცოლქმრობა ელოდათ... ნეტავ როდემდე გაუძლებდა ასეთ დამოკიდებულებებს კატო...
- ყველაფერი გასაგებია... უბრალოდ ეს მინდოდა მენახებინა... ხელშეკრულება გავამზადე... რომ გადახედოთ და თუ რამე შენიშვნები გექნებათ გავითვალისწინებ... დათომ ვერ გაიხსენა რისი ხელშეკრულება უნდა ყოფილიყო...
- ეს რისი ხელშეკ... სიტყვა ტუჩზე შეეყინა როცა საქორწილო კონტრაქტი ამოიკითხა , ჩაეღიმა და გოგოს ქვემოდა ჩაფიქრებულმა ახედა... საკმაოდ საზრიანი ხარ... გადავხედავ..
- დროებით ...დინჯი ნაბიჯებით ტოვებდა კატო ოთახს როცა დავითის ხმა კართან დაეწია
- და კიდევ , თ მოაშორე, მესმის რომ ჩვევაში გაქვს მაგრამ ხალხს დააეჭვებს, არ მინდა სადმე რამე აგერიოს ამიტომ შეგიძლია შენობით ფორმაზე გადმოხვიდე. და გოგოს ღიმილით ჩაუკრა თვალი.
- გასაგებია. მშვიდად უპასუხა გოგომ და ოთახი დატოვა.

დაბნეული ავიდა თავის ოთახში... რაღაც დაძაბულობა იგრძნო მთელი სხეული დაჭიმული ქონდა...თავი ხელებში ჩარგო და ცრემლი წასკდა
- რას ვაკეთებ... ღირს ? უმეორებდა თავის თავს... კარი ისე შეუღეს რომ ვერც კაკუნის ხმა გაიგო და ვერც ფეხის ნაბიჯები...
- კატო... მშვიდად მიმართა ლევანმა ... კატო კარგად ხარ ? მამაკაცის ამარლებულმა ტემბრმა აზრზე მოიყვანა და აცრემლებული თვალით ახედა მამაკაცს, სალფეთქი სწრაფად მოძებნდა და უპეები შეიმშრალა...
- დიახ ბატონო ლევან... ბოდიში წამიერად გავითიშე
- ეგ არაფერია ... რამე მოხდა ?
- არაფერი
- მისმინე კატო... მაარტო არ ხარ... ისე არ იფიქრო თითქოს შარში ყოფ თავს... დავითი კარგი ადამიანია, დაგეხმარება... შენც არ გაგიჭირდება მასთან შეგუება... თუ თავს ცუდად იგრძნობ ან დალაპარაკება მოგინდება შენს გვერდით მიგულე... მართლა ვიცი რომ მარტივი არ არის არც ის რისი ატანაც გიწევს და არც ამ ნაბიჯს გადადგმა მაგრამ შენთვისვე ჯობია... დავითთან აუციებალად დაცული იქნები
- მადლობა ლევან...
- დილით დავითი გეძახდა მერე აურე...
- უკვე ვიყავი...
- ახლა გასაგებია... მშვიდად ჩაილაპარაკა ლევანმა და კატოს კაბინეტი დატოვა, ნელი გაწონასწორებული ნაბიჯებით პირდაპირ დავითის ოთახისკნე აიღო გეზი, ორჯერ დააკაკუნა და პასუხს არც დალოდებია ისე შეეაღო მისი კაბინეტის კარი.

დავითმა კონტრაქტის კითხვა დაასრულა და ღიმილით ახედა ლევანს...
- ასეთი ჭკვიანი იურისტი სად იშოვე... ახლა გასაგებია რატომ ვერ გაიმეტე ბათუმის პროექტებზე გასაშვებად....
- ჭკვიანი გოგოა და ახსნა არასდროს მჭირდება რა მსურს... ისე აკეთებს ყველაფერს გადაკეთება არ სჭირდება ხოლმე...
- საქორწილო კონტრაქტიც ასეთია
- მოიცა შენ რა გარეკე? კონტრაქტი დაადებინე ?
- არა მე არაფერ შუაში ვარ... თავადვე შემომიტანა... თან ისეთი სიტყვასაც ვერ შევცვლი... თუმცა რამეს მაინც მოვიფიქრებ და დავაკორექტირებინებ, არ მინდა იფიქროს რომ იდეალურად იცის ყველაფერი.
- ეგ უკვე ზედმეტია.
- არაფერია ზედმეტი... თვალები აათამაშა დავითმა
- პრობლემა გადაჭერი და სიცოცხლის ხალისი დაგიბრუნდა თუ რა ხდება
- არაფერი , ხომ იცი როგორიც ვარ.
- მისმინე... კატო არც ანკაა და არც შენი სხვა ნაშა... ძალიან გთხოვ კარგ იურისტს ნუ დამაკრგინებ... უბრალოდ ადამიანურად მოიქეცი და შენი ეგოს დაკმაყოფილება სხვებთან ცადე
- ე რას მემუქრები ბიჭო... რა ეგო... ხო იცი ვაბშე არ მაინტერესებს ეგ შენი კატო, მხოლოდ საქმიანი კავშირია ჩვენს შორის.
- წეღან კაბინეტში შევაკითხე, განერვიულებული , გაფითრებული და ატირებული იყო, ასეთი არც არასდროს მინახავს, უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლევანმა
- ხო არ ღადაობ... სახე შეეცვალა დავითს.
- შეიძლება ცდილობს არ შეიმჩნიოს მაგრამ განიცდის ამ ყველაფერს. შენც იცი ვატო რაზეა წამსვლელი მიზანს რომ მიაღწიოს.
- ვიცი, ამიტომ ვიყავი დარწმუნებული რომ კატო დაგვთანხმდებოდა. მისმინე ხომ იცი არაკაცი არ ვარ, კატოს დავიცავ.
- ვიცი ... მიდი რა ასისტენტს უთხარი კაპუჩინო შემომიტანოს...
ცოტაც ილაპარაკეს, მაგრამ მას შემდეგ კი რაც ლევანმა კაბინეტი დატოვა დავითი ისევ კატოზე ფიქრებში წავიდა.
კატო ტიროდაო, ვერ აჯერებდა თავს, ის გაწონასწორებული მშვიდი გოგო, რომელიც ასეთი დინჯი ნაბიჯებით, მშვიდი საუბრის მანერით გამოირჩეოდა, გოგო რომელიც ემოციებს საკუთარ თავში კლავდა ტიროდაო, და ამ კონდენციაში კი ამ მოვლენებმა მიიყვანა. დავითმა ზუსტად იცოდა რომ კატოს დაიცავდა. იმ მომენტშიც როცა ვატოსთან დაინახა უნდოდა მისულიყო და თავიდან აერიდებინა მისთვის ეს საუბარი, მაგრამ ექსპრონტი ქცევეი არ ახასიათებდა, ყოველთვის დაფიქრებულ და გაანალიზებულ ნაბიჯებს დგამდა, სწორედ ამიტომ არ მივიდა იმ დღესაც და არ შეუშალა ვატოს ხელი. ცალკე ის აფიქრებდა რამდენად მარტიავდ შეძლებდა კატოსთვის ვატოს ჩამოსორებას. დღევანდელმა დღემ არანაკლებ იმოქმედა დავითზეც, არ იცოდა რისთვის მმაგრამ მაინც რაღაც სინდისი ქენჯნიდა.
კატოს ნომერი გამოართვა ლევანს და სწრაფად შეტყობინება გაუგზავნა.
- ერთად წავიდეთ სახლში, მაინც შენთან ამოვდივარ
- კარგით- ისევ ინსტიქტურად აკრიფა კატომ და დავითის ამ მანერისთვის ყურადღება არც მიუქცევია.
სამუშაო დდღის ბოლოს დავითის შეტყობინებას დაელოდა და მას შემდეგ რაც მან უთხრა წავედითო სწრაფად ჩაბარგდა.
მანქანაში ხმა არცერთს ამოუღიათ. მალე მივიდნენ სახლში კატომ დინჯი ნაბიჯებით წავიდა თავისი კორპუსისკენ და ლიფტი გამოიძახა.
მშვიდად ელოდა ლიფტს და იატაკს დაჰყურებდა, დავითი კი ზურგიდან მწველი მზერით აკვირდებოდა კატოს ყველა მოქმედებას, მისი სხეულის ყველა დეტალს შეისწავლიდა და რაღაც უცნაური გრძნობა ეუფლლებოდა ორივეს. კართან მისულებს კატოს კართან შუქი დახვდათ ანთებული,
- ზუსტად მახსოვს რომ ჩავაქრე, დამფრთხალმა ამოილაპარაკა კატომ და თან კარზე მოთავზებულ ჭუჭრუტანაში შეიხედა, შიგნითაც შუქი.... მგონი ვგიჟდები ჩუმად თქვა გოგომ მაგრამ დავითმა მაინც გაიგო... გოგოს შეხედა ... ანერვიულება შეატყო... მიხვდა რომ კატო მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა სულაც არ იყო კარგად და ზედმეტად განიცდიდა ყველაფერს, თუმცა ის ვერმიიხვდა რომ ამ მომენტში კატოს კიდევ რაღაც აწუხებდა. კარი გააღო კატომ ისე რომ გასაღების გადაბრუნებაც არ დასჭირვებია, სახლში შეულს ყოველი კუთხიდან წამოსული სინათლე ეუცნაურა, ყველა ოთახში შუქს მაშინაც კი არ ანთებდა როცა სახლში იყო, ტელევიზორის ხმამღალი ტონალობა მაშინვე მის ყურთასმენას სწვდა,
- ტელევიზორი კი ალბათ ერთი კვირაა არ ჩამირთავს... დამფრთხალმა შეშინებული თვალები შეანათა დავითს,
- ნუ გეშინია , შევიდეთ და ვნახოთ, შენებს ხომ აქვთ გასაღები.
- მხოლოდ ეს გასაღები მაქვს, დავითს მიუახლოვდა გოგო და შიშმა შეაჟრშოლა, თვალებიდან რამის ცრემლი წამოუვიდა, ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ვინმე ჩახუტებოდა.
- შევიდეთ, ნუ გეშინია ... აქ ვარ... დამაჯერებლად უთხრა გოგოს და მხარზე ხელი მოხვია.
- შესულმა სავარძელშ ზურგით მჯდომი, ნაცნობი მამაკაცის სილუეტი მოლანდა, ახლა მიხვდა რატომ დაფრთხა კატო, იმაში კიდევ უფრო დარწმუნდა რომ კატოს სწრაფი თანხმობა მის შეთავაზებაზე ვატოს შიშით იყო გამოწვეული.
გოგოსკენ შემობრუნდა და ხელებზე ნაზად შეეხო.
- ახლა დამშვიდდი, არ შეიტყო რომ ნერვიულობ და უბრალოდ სიმშვიდე შეინარჩუნე , დამრიგებლური ტონით უთხრა და თმები ყურს უკან გადაუწია.
- უცბად ქურდი გვეგონე... უზრგიდან მოესმა ვატოს ნაცნობი მამაკაცის ხმა და გაოცებულმა გამოიხედა.
მშვიდად წამოდგა ფეხზე
- დავით აქ რას აკეთები ? დაბნეულობის დაფარვას ცდილობდა ვატო
- ანალოგიური კითხვა მაქვს,
- კატოს შემოვუარე
- კატუს არ ვიცოდი გასაღები ჩვენს გარდა კიდევ ვინმეს თუ ქონდა. ახალა კატოს გახედა დავითმა და ანიშნა ამყევიო
- დავით , ეს ვატოა ვიზეც გიყვებოდი
- ახლა გასაგებია... სამწუხაროა რომ ეს ის ვატოა. შეგიძლია ვისკი დაგვისხა ? კატოს მიმართა დავითმა და ვატოს გვერდით სავარძელში მოკალათდა.
- მე და კატო მალე ვქორწინდებით. ვიცი რომ არ იცოდი რომ ჩემი საცოლე იყო თორემ ასეთი გაურკვევლობა არ მოხდებოდა.
- აქამდე არაფერი მსგავსი არ უთქვამს კატოს
- შენცც ხომ იცი ჩემიი სიტოაცია, ანკასთან ქორწინების თემები როგორ გაბაზრდა და ქორწილი ჩაიშალა, არ მინდოდა ახლაც იგივე დამმართნოდა. ამიტომ არავისთან არაფერს ვამბობდით.
- ახლა გასაგებია დაიბნა ვატო... თუმცა ასე მარტივად ვერ იჯერებდა, დიდი ხანნია რას კატოს დასდევდა და ვინმე რომ ჰყოლოდა არ გამოეპარებოდა.
- სამწუხაროა მაგრამ კატ მიყვარს, ნაგლად შეანათა თვალები ვატომ გგოგოს, კატო გაფითრდა,
- სამწუხაროა, რომ ჩემს ძალიან კარგ ნაცნობს ჩემი საცოლე და ძალიან მალე უკვე ცოლი ასე უყვარს მაგრამ... ყველა ბედს ვეგუებით.... კიდევ დალევ ? გამაფრთხილებელი მზერა მიაპყრო დავითმა ვატოს და კატოს დაძაბულმა გახედა. რომელიც გამშრალი იდგა უკვე და მასზე საუბარს ისე ისმენდა თითქოს ნივთი იყო.
- მგონი ამ თემაზე ცალკეც მოგვიწევს საუბარი ნაგლად გახედა დავითს ვატომ,
- მოდი კატოს ნუღარ ცავრევთ და ჩვეით გავერკვიოთ სხვა დროს, ისე კი გეფიცები ვატო რომ არ ყოფილიყავი აქ დახვედრას ასე არავის ვაპატიებდი, მერე კიდევ დავილაპარაკებთ, მკაცრი და ირონიული იყო დათოს ხმა, ფეხზე წამოდგა კატოს მიუახლოვდა, ნაზად მოხვია წელზე ხელი მისკენ მკერდით მიიბრუნდა და კატოს ტუჩებს ძალიან ნაზად დაეწაფა.
------------
მეგობრებო ძალიან გამახარა თქვენმა ასეთმა აქტიურობამ პირველ თავზე, თქვენი შეფასება, მოლოდინი და თუნდაც ერთი სიტყვა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, ვეცადე თავი პატარა არ გამოსულიყო, აბა როგორ მოგწონთ გაგრძელება ?



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგი და სინტერესოა, წარმატებები.

 


№2 სტუმარი სტუმარი თათია

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და მომწონს :) ყოველდღე დადე რა თავები, ძალიან არ გვალოდინო ხოლმე :) ჩემი თხოვნა იქნება...

 


№3 სტუმარი დიან

აუუ კარგიაა გააგრძელეე ოღონდ უფრო მოუმატე ზომებს :D

 


№4  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია

 


№5  offline წევრი Tako_elizbarashvili

სტუმარი მანანა
ძალიან კარგი და სინტერესოა, წარმატებები.

როგორ მიხარია რომ მოგწონთ, ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ. <3

《Sunshine》
ძალიან მაგარია

ძალიან მახარებ <3

დიან
აუუ კარგიაა გააგრძელეე ოღონდ უფრო მოუმატე ზომებს :D

ვეცდები ხვალისთვის ბევრად დიდი თავი დავდო <3 ძალიან მახარებ რომ მოგწონს <3

სტუმარი თათია
ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და მომწონს :) ყოველდღე დადე რა თავები, ძალიან არ გვალოდინო ხოლმე :) ჩემი თხოვნა იქნება...

აუცილებლად დავდებ <3 უღრმესი მადლობა გვერდით დგომიისთვის <3

 


№6  offline წევრი Maia G.

მე ძალიან მომწონს,პირველ თავზე ვერ დავტოვე კომენტარი,მაგრამ ახლა ვწერ და გეუბნები,რომ მომწონს,საკმაოდ საინტერესოა.დავითის იმედი მაქვს,ვფიქრობ კატოს კარგად დაიცავს ვატოსგან და ალბათ ამათ სიყვარულობანასაც მოვესწრებით❤

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგია, მალე დადე შემდეგი თავი რაა❤❤❤

 


№8  offline წევრი Tako_elizbarashvili

Mai dire mai
მე ძალიან მომწონს,პირველ თავზე ვერ დავტოვე კომენტარი,მაგრამ ახლა ვწერ და გეუბნები,რომ მომწონს,საკმაოდ საინტერესოა.დავითის იმედი მაქვს,ვფიქრობ კატოს კარგად დაიცავს ვატოსგან და ალბათ ამათ სიყვარულობანასაც მოვესწრებით❤


ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად არ გაგიცრუებთ იმედებს.

სტუმარი მარი
ძალიან კარგია, მალე დადე შემდეგი თავი რაა❤❤❤

ძალიან ძალიან მახარებს თითოეული თქვვენი კომენტარი

 


№9  offline წევრი OKI ME

ოოჰოოო, გული მიგრძნობს, რომ რაღაც უკარგესი ისტორიაა გამოგივა საბოლოო ჯამში. თავებს თუ ცოტათი გაზრდი კარგი იქნება. აი, რა ვქნა? იმდენად კარგი ისტორიაა, რომ არ მყოფნის. smiley stuck_out_tongue_winking_eye

პირველად ვწერ კომენტარს შენს ისტორიაზე, მიუხედავად იმისა , რომ შენი ისტორიები წაკითხული მაქვს და ყველა უზომოდ მომწონს. წარმატებები შენ და მოუთმენლად ველი ახალ თავს. heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№10  offline წევრი Tako_elizbarashvili

Megioki
ოოჰოოო, გული მიგრძნობს, რომ რაღაც უკარგესი ისტორიაა გამოგივა საბოლოო ჯამში. თავებს თუ ცოტათი გაზრდი კარგი იქნება. აი, რა ვქნა? იმდენად კარგი ისტორიაა, რომ არ მყოფნის. smiley stuck_out_tongue_winking_eye

პირველად ვწერ კომენტარს შენს ისტორიაზე, მიუხედავად იმისა , რომ შენი ისტორიები წაკითხული მაქვს და ყველა უზომოდ მომწონს. წარმატებები შენ და მოუთმენლად ველი ახალ თავს. heart_eyes heart_eyes heart_eyes

მართლა გულწრფელად გეუბნებით, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მახარებს თქვენი კომენტარები, ვეცდები იმედები არანაირად არ გაგიცრუოთ, და ყველაფერი ისე გავაკეთო რო თქვენი მოლოდინები გავამართლო <3 მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის <3

 


№11  offline წევრი ვიპნი

აუ რა წამპალი და ნაგლი ყოფილა ეს ვატოოო :@

 


№12 სტუმარი სტუმარი ხატია

მომწონს გაგრძელებას ველოდები

 


№13 სტუმარი სტუმარი ლია

მაგარი ისტორიაა

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგრა მეშლება ვატოს ნაირ ბიჭებზე რატომ არი ეს ასატანი ამ სუსტ არსებას რომ ჩაგრავენ ეს კაცები იმედია დავითი არავის დაჩაგვრინევა კატის და ნამდვილი სიყვარულის ისტორია დაიწყება გული მიგრძნობს კარგი ამბავი დატრიალდება მადლობა და წარმატებები

 


№15 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო ისტორიაა,არ გვა
ლოდინო ახალი თავი მალე დადე.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent