შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი I)


24-09-2020, 00:14
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 16 570

მეტროში ვზივარ. ვერ ვიტან საზოგადოებრივ ტრანსპორტს. იმის და მიუხედავად,რომ მიყვარს ხალხის დაკვირვება,მაინც ვერ ვიტან,როცა სხვა არღვევს ჩემი პირადი საზღვრის შრეს. ადამიანები უცნაურები არიან. ისე ვამბობ,თითქოს მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნებოდე. ამაზეც ხშირად მიფიქრია... ჩემს გარშემო უამრავი ადამიანია,რომლებთანაც თითქოს კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ეს „კარგად ყოფნა“ დიდ ხანს არ გრძელდება. ხშირად ვიღლები ურთიერთობით. მირჩევნია მარტო ვიყო,მშვიდად და ყავას ვსვამდე,მაგრამ ასე არ გამოვა,რადგან ჩემი მომავალი პროფესია ფოტოგრაფობაა. ხშირად მიწევს ხალხთან კონტაქტი. მიწვევენ დახურულ თუ ღია შეკრებებზე,კონცერტებშე,საქმიან შეხვედრებზე,რათა მათთვის გადავიღო სამახსოვრო, ბუნებრივი ფოტოები. ბუნებრივი...არამგონია,ვინმესთვის სასიამოვნო იყოს ყალბი ხალხის „ბუნებრივ“ ფოტოებზე ხილვა. ეს რაღაც მხრივ საინტერესოა. ძირითადად შავ-თეთრ ფილტრს ვიყენებ,რაც უფრო მკვეთრად ასახავს თითოეულ ნაკვთს. შავ-თეთრ სურათებში თითქოს ადამიანის სულის დანახვაც შესაძლებელია.
ერთ-ერთ სადგურზე ჩამოვდივარ და იქედან ფეხით მივუყვები დამკვეთი კომპანიისკენ. უზარმაზარი შენობის წინ ვჩერდები, ისეთი მაღალია,ბოლო სართულის დასანახად თავის აწევაც კი მეზარება. წამით ყურადღებას ვიკრებ, მოკლე, წითელ ყვავილებიან, ლურჯ ფრიალა კაბას ვისწორებ და წელამდე თმის რხევით შევდივარ შენობაში. ირგვლივ სისუფთავის სუნია. მიმღებში უსაყვარლესი გოგონა მხვდება.
- მოგესალმებით.რით შემიძლია,რომ დაგეხმაროთ? - ამბობს დაზეპირებულ ტექსტს,მაგრამ ეს ღიმილი აშკარად ნამდვილია. მეც თბილად ვუღიმი.
- გამარჯობა. ბატონ ისააკთან ვარ დაბარებული.
- დიახ,ახლავე შევამოწმებ. - კომპიუტერში რაღაცას ეძებს,შემდეგ თვალები უბრყინდება.
- ელისაბედი ხომ?
- დიახ.
- შეგიძლია შეხვიდე, უკვე გელოდება. ბოლო სართულზეა მისი კაბინეტი.
- ოოჰ არა,არააა.
- რა მოხდა? - როგორც ჩანს ზედმეტად ვაფრთხობ.
- მე და სიმაღლე ვერ ვმეგობრობთ. - ქვედა ტუჩს სასაცილოდ ვატრიალებ და მერე ვუღიმი.
- უიი. ნუ გეშიან. უბრალოდ ნუ იფიქრებ იმაზე,რომ ასე მაღლა ხარ და მინებთან ახლოს არ მიხვიდე. - თბილად მიღიმის და მეც თითქოს სითბო მეღვრება გულში.
- მადლობა. - ვამბობ გულწრფელად და ლიფტში შევდივარ. „ ეს სიმაღლეები და დახურული სივრცეები...“ ვწუწუნებ ჩემთვის გულში და ლიფტის კარიც იღება. რატომღაც მგონია,რომ ჯერ ფოიე იქნება მაგრამ ააარა.... პირდაპირ კაბინეტში ვხვდები,რომლის ერთი უუუზარმაზარი „კედელი“ მინებითაა დაფარული. „როგორ თქვაა? მინასთან არ მხვიდე და არ იფიქრო,რომ მაღლა ხარო არაა?! არაა საჭირო ახლოს მისვლა,ისეც ყველაფერი ნათლად ჩანს! „ ლამისაა ვიკივლო, თავს ვეღარ ვიმაგრებ. ვგრძნობ რომ ოთახში მარტო არ ვარ,მაგრამ ისე ვარ აფორიაქებული უკვე ვერაფერს ვამჩნევ.
- გოგონა... -მესმის დაბალი ხმა. - კარგად ხართ? - ისევ ეს ხმა. გვერდით ვიხედები და ბუნდოვნად ვამჩნევ მაღალ,მხარ-ბეჭიან სხეულს. ზედმეტად დიდია. მთასავით. ფეხის თითიდან ვაყოლებ თვალს,თმის ღერამდე და ვითიშები.

სახეზე რაღაც თბილის შეხება მაფხიზლებს და მძიმედ ვაშორებ ქუთუთოებს ერთმანეთს.
- გამოფხიზლდი. - თბილად მეუბნება უცნობი მამაკაცი
- იცით მე... - დაბნეული ვცდილობ წამოვდგე და ვამჩევ ჩემს საკმაოდ მოღეღილ დეკოლტეს და უხერხულად ვსწორდები დივანზე. - მაპატიეთ. მე...
- რა მოგივიდათ? კარგად ხართ? - წამსვე სერიოზულდება მამაკაცი, მხერბში სწორდება,ხელებს ზურგსუკან იჯვარედინებს და ზემოდან მაჩერდება.
- იცით მე... სიმაღლის მეშინია. - ვამბობ და იმის გაფიქრებაზე,რომ ჩემს უკან ის მინის კედელია,ლამისააა მეორედ წავუძინო აქვე.
- აჰჰ,რაში ყოფილა საქმე. -სქელ,მამაკაცურ წარბებს მაღლა წევს და თითქოს ვამჩნევ ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილს.
- მართლა.. -ბავშვივით ვიმართლებ თავს.
- გასაგებია. - საქმიან იერს იბრუნებს და გამომცდელად მიყურებს. - კარგი საქმეზე გადავიდეთ. შენი ნამუშევრები ვნახე და ძალიან მომეწონა. ასე რომ... მინდა ვითანამშრომლოთ.
- ეს მეც მინდა. - ვამბობ დაუფიქრებლად და მერე ვაანალიზებ,რომ ვბოდავ უკვე. „გამოფხიზლდი...“ გონებაში საკუთარ თავს ვბწკენ.
- ახლა კონტრაქტზე ხელი მომიწერე და ხვალიდან შეგიძლია საქმეს შეუდგე. - ამბობს, მაგიდასთან მიდის და ფურცლებს იღებს. ფეხზე ვდგები,თავიდან საქმე კარგად მიდის, ნელა მივიწევ მაგიდისკენ,მაგრამ მერე თვალი მინის კედლისკენ გამირბის და ფეხები მებლანდება.
- ელისაბედ... - საოცრად ჟღერს მისგან ნათქვამი ჩემი სახელი და მეც იატაკს ვეხუტები.
- ჯანდაბაა. -ტერფს ვიზელ. ისიც წამსვე ჩნდება ჩემთან და იხრება.
- რა მოგივიდა? - მის საქმიან სახეს შეშფოთება ანაცვლებს.
- მგონი ფეხი ვიღრძე. დღეს ზედმეტად მიზიდავს იატაკი. - ვცდილობ ვიხუმრო,მაგრამ ტკივილისგან სახე მემანჭება. ის კი წამსვე,ბუმბულივით მიტაცებს ხელში და სკამზე მსვამს. ისე ვარ დაბნეული არ ვიცი რა მოვიმოქმედო. თვალებ გაფართოებული ვუყურებ როგორ მხდის მაღალ ქუსლიან სანდლებს თავისი ხელით და შემდეგ ნაზად მიზელს ტერფს. მისი შეხებისგან ტანში ჟრუანტელი მივლის. რა ხდება ჩემს თავს?
- კარგად ხარ? - წარბ შეკრული მიყურებს საყვარლად. - მგონი ჯერ სიარული უნდა ისწავლო პატარავ და სამსახურზე მერე უნდა იფიქრო. - წარბებს მაღლა სწევს.
- მაპატიეთ. - ვამბობ დასჯილი ბავშვივით და თავს დაბლა ვხრი.
- სერიოზულად? ვიხუმრე. - იღიმის. ისე უხდება ღიმილი,რომ შეიძლება აქვე ჩამოვდნე. „ მგონი ჩემი უფროსი მიყვარს,რომელიც ჩემზე დაახლოებით ათი წლით უფროსი მაინც იქნება. რა საწყალი ვარ. „
- უნდა წავიდე. - ადგილზე ვიშმუშნები,ფეხს ვითავისუფლებ და ფეხსაცმელს ვიცვამ. - ნახვამდის,სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა,ბატონო ისააკ.
- კარგი,მაგრამ რამე ხომ არ გავიწყდება? - ისევ იღიმის და კონტრაქტს მიწვდის.
- ღმერთო... - მეც მეღიმება, საბუთებს ხელს ვაწერ და მეორედ ვემშვიდობები. -მადლობა და ნახვამდის.
- ხვალამდე.
ლიფტით პირველ სართულზე ჩავდივარ და ჩემს დას ვურეკავ,რომელიც ლონდონში ცხოვრობს.
- არ იცი რა მოხდააა. - ვამბობ უხასიათოდ.
- რააა? - აშკარად ეძინა ისეთი ხმით მპასუხობს. - შენი უფროსი ღიპიანი,მელოტა,რომელმაც დაგიწუნა?
- არააა. პირიქით. რა ბედი მაქვს. - ლამისაა ტირილი დავიწყო.
- პირიქით? - თიტქოს წამში ფხიზლდება. -ანუ გამხდარი და თმიანია? - ბოლოს კაკანს იწყებს,როგორც ჩვევია.
- თავი დამანებეეე. იცი რა სიმპათიურია?
- ჯანდაბააა. უნდა ვნახოოო. სურათი მჭირდება.... სააასწრაფოდ!
- ნუ ნერვიულობ,ხვალვე გექნება ცხელ-ცხელი. ხვალვე გვაქვს გადაღება.
- მისმინე... ხვალ უნდა იყო იდეალურაად. გესმის? აი ის კაბა ჩაიცვი მე,რომ გამოგიგზავნე. მაგაში ლამაზად გიჩანს მკერდი და წელი.
- გაგიჟდი? ეგ ძალინ გამომწვევია.
- ხოდა ძალიანაც კარგი. - ბოროტად ხარხარებს ჩემი და.
- ანასტასია!
- კაი ხოო. მაცადე ძილიიი. ეგ ჩაიცვი იცოდეეე. გკოცნიიი. - ამბობს სწრაფად და მითიშავს.
- გიჟი. - თვალებს ვატრიალებ და ისევ მეტროში ჩავდივარ.



№1  offline წევრი annabelle

მაგარიაა ^_^ კიდევ ერთი სისაყვარლე ისტორია გველის წინ ^_^ ველოდებიით ^_^

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

საინტერესო ისტორიაა წარმატებები <3

 


№3  offline წევრი OKI ME

უუჰ, როგორ გამიხარდა შენი ახალი ისტორიის დანახვა. heart_eyes მიყვარს შენი წინა ისტორიაც heart_eyes heart_eyes heart_eyes დარწუნებული ვარ ესეც ძალიან კარგი გამოვა heart_eyes heart_eyes მოუთმენლად ველი ახალ თავს heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი Marimari

Kargi dasawyisia, kidev erti siyvarulis istoria, sheni wina istoriac vici, imedia dzaan ar daigvianeb xolme. Warmatebebi:-)

 


№5 სტუმარი wero

კარგია ძალიან. ველოდები შემდეგ თავს!

 


№6  offline წევრი უმადრუკი M

annabelle
მაგარიაა ^_^ კიდევ ერთი სისაყვარლე ისტორია გველის წინ ^_^ ველოდებიით ^_^

მადლობაა ^_^ <3 <3

《Sunshine》
საინტერესო ისტორიაა წარმატებები <3

მადლობა ^_^ <3

Megioki
უუჰ, როგორ გამიხარდა შენი ახალი ისტორიის დანახვა. heart_eyes მიყვარს შენი წინა ისტორიაც heart_eyes heart_eyes heart_eyes დარწუნებული ვარ ესეც ძალიან კარგი გამოვა heart_eyes heart_eyes მოუთმენლად ველი ახალ თავს heart_eyes heart_eyes

მიხარია,რომ კითხულობ ^_^ მადლობა <3 <3 ^_^ დავდე უკვე ახალი თავი და იმედი მაქვს მოგეწონება <3

Marimari
Kargi dasawyisia, kidev erti siyvarulis istoria, sheni wina istoriac vici, imedia dzaan ar daigvianeb xolme. Warmatebebi:-)

მადლობა დიდი ^_^ მგონი შენი ხათრით დავწერე დღეს ახალი თავი :3 ^_^ იმედი მაქვს მოგეწონება <3 <3

wero
კარგია ძალიან. ველოდები შემდეგ თავს!

მიხარია,რომ მოგწონს ^_^ <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ლოლა

ძალიან მომეწონა, მიყვარს ასეთი ისტორიები, იმედია ბოლომდეე გაარძელებ <3 საუკეთესო ხარრრ <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ამ გოგოზე რა სიმაღლის შიშიო და უფროსი კი შეამჩნია სიმპათიური რომ იყო მადლობა წარმატებები

 


№9  offline წევრი უმადრუკი M

სტუმარი ლოლა
ძალიან მომეწონა, მიყვარს ასეთი ისტორიები, იმედია ბოლომდეე გაარძელებ <3 საუკეთესო ხარრრ <3

ძალიან დიდი მადლობა ^_^ ვეცდები <3 <3

სტუმარი ნესტანი
მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ამ გოგოზე რა სიმაღლის შიშიო და უფროსი კი შეამჩნია სიმპათიური რომ იყო მადლობა წარმატებები

მართალია :დდდ ქალის ბუნება... :დდდ მადლობა,რომ კითხულობ ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent