შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ შემიცოდებთ: 10 მიზეზი, რატომ ვრჩები სახლში სერიალების საყურებლად


24-03-2016, 14:19
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 177

შეიძლება ვინმესთვის მოსაწყენი ვარ, მაგრამ ყველაფერი, რაც მესაჭიროება ჩემს მშვიდ ნავსაყუდელში - სახლში მაქვს. სადღაც გასვლა ძვირი ღირს, ხალხის ატანა არ მაქვს, ჩაცმა - ცალკე თავსატკივარია. ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ არასდროს გიფიქრიათ ასე.
რატომ უნდა წავიდე სადმე, როცა შინ გემრიელობებით გამოტენილი მაცივარი მელოდება, საყვარელ არხზე კი ნანატრი სერიალი გადის? შოუში მონაწილე ადამიანები უფრო მიყვარს, ვიდრე რეალური ადამიანები. არ მიყვარს სადღაც წასვლა, სელფი და ცეკვა. მინდა, ჩემს სახლში დავრჩე და ვიღაცების რჩევებს არ ვუსმენდე. თუ თავადაც ჩემსავით ფიქრობთ, დარჩით სახლში და იყავით ბედნიერი.

1. შოუს ბიჭები უფრო კაი ტიპები არიან, ვიდრე ბარში გაცნობილები
შინ დარჩენილს ჩემი მხიარული და სიმპათიური ბიჭები გამამხიარულებენ. მათთან ერთად დროს მშვენივრად გავატარებ.

2. ჩემი საწოლი ბარს მილიონჯერ ჯობია
ჩემი საწოლი პატარა სამოთხეა. ბარი ცუდად ნიავდება, სიბინძურე და ხმაურია. უამრავი უსიამოვნო ტიპი ირევა. მირჩევნია, საყვარელ შოუს ვუყურო და ჩემს საყვარელ ადამიანს - საკუთარ თავს ვასიამოვნო.

3. მაცივრიდან გამოღებული საკვები უფასოა (თითქმის)

ბარში მოცარელას ჩხირების ჭამა მომიწევს, ღამის სამ საათზე ან პიცას შევჭამ, მას შემდეგ, რაც ლუდს დავლევ, ბარიდან სახლში კი ტაქსით უნდა დავბრუნდე. უამრავი ხარჯია. მირჩევნია, შინ დავრჩე, სასუსნავები მოვიმარაგო და საყვარელ სერიალს ვუყურო.

4. არ მაქვს ახალი სამოსი, არაა პრობლემა
სახლში შემიძლია, მთელი საღამო პიჟამით ან ხალათით ვიყო და არავინ გამკიცხავს. ბარში წასასვლელად კი აუცილებლად ახალ სამოსში უნდა გამოვეწყო.

5. საბანში გახვეული უკეთ ჟღერს, ვიდრე ვიღაცის დრამაში ჩათრეული

არ მსურს, თქვენს მოსაწყენ კითხვებს ვუპასუხო, მირჩევნია, კომპიუტერის ეკრანიდან დრამას ვუყურო. თუ სასეირნოდ მივდივარ, ჩემი თბილი ბუდე - ჩემი საწოლი უნდა მივატოვო. მირჩევნია, უჩვეულო სიტუაციებს ეკრანს მიღმა დავაკვირდე და არა ვმონაწილეობდე მათში.

6. ერთი ეპიზოდი ერთ კოქტეილს მირჩევნია
ნაბახუსევი 20 წლამდე და 20 წლის
შემდეგ სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ნაბახუსევის აუტანლობა მაქვს. სერიალის 2 ეპიზოდი ზედმეტი არასდროსაა, ხოლო სასმლის 2 ჭიქა კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანს.

7. სეირნობა ენერგიას მაცლის, სახლში ყოფნა - არა.
მინიმალურ ენერგიას ვხარჯავს პულტზე ღილაკების გადართვით. ენერგიას კი თავად ფრაზა: "წვეულებაზე წასვლა" მაცლის. უამრავი ადამიანის ცენტრში ცეკვა, ყველა ფეხზე გადგება. საშინელებაა, სახლში დარჩენა მირჩევნია.

8. ინტრიგა და იუმორი ეკრანზე
ვერ ვიტან უცნობებთან ლაპარაკს. თითქოს, მაინტერესებდეს მათი ნაბოდვარი. მირჩევნია, შოუს დიალოგებს ვუსმინო, მხიარულს, ინტრიგებით აღსავსეს.

9. არავის გავუყოფ ღვინის ბოთლს
რატომ უნდა ჩამეზიაროს ვინმე ღვინოში? თუ სახლში დავრჩები, მთელი ბოთლი ჩემი იქნება.

10. თუ შოუ დამღლის, გამოვრთავ. ხალხისგან რომ ვიღლები, რა ვქნა?

ვხვდები, რომ დასრულების დროა. ყურადღებას ნუ მომაქცევთ, წადით სასეირნოდ, მეგობრებო!



№1  offline წევრი მიაჩკა.

ნამდვილად კარგი არგუმენტებია,მინდა გითხრა. თუმცა მე მაინც ბარი და გართობა მირჩევნია რატომღაც.

 


№2  offline მოდერი Tako Tako_2

მართლალია სახლი უკეთესია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent